შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაეხუტე გაურკვევლობას III


7-07-2020, 20:50
ავტორი marishka9
ნანახია 728

......
-მეთაურმა მეორე ჯგუფი თქვენთან შეხვედრას ითხოვს, რადგან შეჯერებული ინფორმაცია მათი აზრით უფრო სასარგებლოაო.
-რამდენი ხნის წინ ვითხოვე ეგ და ახლა მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ჯგუფს მისი ნათლული ხემძღვანელობს?
-რაა? ეგ საღაიდან იცოდი?
-წინაზე ვიყავი მისული მის სანახავად და მიმღებში მითხრეს ნათლულია სტუმრადო, შემდეგ ზურაბმა მითხრა ისიც ამ საქმეშია და ერთად ხომ არ მუშოაბთო.
-იეჭვიანა ალბათ ზურიკელამ.
-კარგი რა ყველაფერზე როგორ უდნა ხუმრობდე. - ბაბი დღეს აშკარად უხასიათოდ იყო, როდესაც მისი ტელეფონი აწკრიალდა. -რაა? დიახ, მზად ვარ. - ტელეფონი გათიშულიც არ ჰქონდა ჩანთას დაავლო ხელი და კარსკენ გავარდა.
-დაიცადე გოგო სად მიდიხარ ეგრე ჩაცმული? -ძლივს მიაწია სიტყვა პაკომ.
-არ არის ახლა მაგის დრო, თურქეთში მივდივარ. - პაკო აშკარად დაიბნა, რა თურქეთი, რა მოხდა, ასე ბზიკნაკბენივით, რომ გავარდა ბაბი. ტელეფონის ნომერი აკრიბა და შტაბში დარეკა.
.....
-დიდება შენს გამოჩენას, მეგონა გოგონებმა გაცდუნეს.
-მაცდუნეს და მერე რომელი მეთაურო, მაგრამ მე მედგრად დავუდექი საფრთხეს, თვალიც არ დამიხამხამებია ისე დავდე მტერი მიწაზე. - გაეღიმა კიდეც თორნიკეს გოგას ამ ხუმრობაზე და თავად გოგაც საკმაოდ ხალისობდა გუშინდელი ღამის შემდეგ. - მაგრამ ვაი რა ამბები გავიგე მტერთან ჭიდილში ნეტა იცოდეთ, ეგაა რომ ამას ვერ ვამტკიცებ, ვარაუდის დონეზეა ყველაფერი.
-ჰე ახლა იტყვი?
-ესეიგი ეს ნიკოლსკი, როგორც ვიცოდით საბერძნეთის მაფიაა, ბავშვების საქმეში ეგაა მთავრაი, ლუკა მხოლოდ ამარაგებს, დანარჩენს ნიკოლსკის ხალხი „აპრავებს“. გაყვანასაც და გასაღებასაც. როგორგ გოგოებმა თქვეს იქ „გვირილას“ მსგავსი დაწესებულება აქვს ამ ნიკოლსკის სადაც არასრულწლოვან ბავშვებს ამუშავებს და ვაჭრობს კიდეც მაგათითო. მეორე გოგომ ისიც დაამატა გოგონებთან ერთად მათ ქალწულობასაც ყიდის და ორმაგი მოგება აქვს ამითო.
-და მაგათმა რა იციან ნიკოლსკი რას აკეთებს.
-ეჰ ბატონო თორნიკე მაგათ ხელში რას არ იტყვის კაცი. ჩვენც კი გვყავს გავლენიანი სანაცნობოო ასე მიპასუხეს. რაც მთავარია საერთოდ არაა ჭეშმარიტებისგან მათი ნაამბობი შორს. პირიქით ყველაფერი დეტალურად იციან.
-საზღვარზე როგორ გაყავთ ბავშვები ან როდისო ეგ არ იციან შენმა მტრებმა?
-ერთი ბრძოლა არ იყო საკმარისი ყველაფრის გასაგებად უფროსო. - თორნიკემ თავი გადააქნია, იცოდა გოგას ვერ მოწყვეტდა იმ გოგონებს, მაგრამ საქმისთვის ესეც შეიძლება. თორნიკეს ტელეფონის ხმამ მათ საუბარი გააწყვეტია. თორნიკემ უხმოდ წაიკითხა შემოსული შეტყობინება.
--აქაურობას შენ უნდა მიხედო. - გოგას მხარზე ხელი დაადო და მანქანისკენ აიღო გეზი.
-საით უფროსო, ხომ მშვიდობაა?
-თურქეთში მივდივარ და აბა შენ იცი აქ რა კარგ ამბებს დამახვედრებ.
-რა თურქეთი, ასე ნაჩქარევად, რა ხდება? - თორნიკეს პასუხი აღარ გაუცია ისე გაუჩინარდა ქუჩის კუთხეში.
თურქეთი 2020 წლის 4 ივლისი.
თურქულმა მხარემ საქართველოს საზღვრიდან ყველაზე ახლომდებარე სოფელში ქართულად მოსაუბრე გოგონა იპოვა, რომელიც შეშინებულია, მშიერი , ნაცემი და არაფერს ეუბნება პოლიციას. - ეს ის შეტყობინება იყო რომელმაც ლოლიტა მოდებაძე და თორნიკე გულორდავა თურქეთისკენ მიმავალ გზაზე დააყენა. გენერალმაც იცოდა, რომ ამ ორ ჯიუტ ადამიანს ვერფაერს დაუშლიდა და ორივე გაუშვა სქმეზე. როგორ შეიძლება ისინი ისევ ერთ საქმეს, ისევ ერთ სივრცეში იძიებდნენ მაგრამ ერთმანეთს კიდევ არ იცნობებ. ან რატომ აჭიანურებს ნოდარ კანდელაკი მათ შეხვედრას. შემთხვევითობა იყო ეს ყველაფერი თუ რაიმე გამიზნული იდეა ჰქონდა ამ ყველაფრის უკან მას. ახლა მთვარია ვინ მიასწრებდა პოლიციის განყოფილებაში, იქნებ იქ შეხვდებიან ერთმანეთს. და ეს ორივესთვის შოკი იქნება. ბედის ირონიაა, რომ საზღვარი წუთების განსხვავებით გადაკვეთეს. თორნიკეს საზღვარზე მისი მეგობარი, ჯარის ამხანაგი ჯან ათაგული ელოდება, ლოლიტას კი სავარაუდოდ ტაქსით მოუწევს წასვლა, აქ უკვე ყველაფერი თურქების სიჩქარეზე და ბედზეა დამოკიდებული. თორნიკეს ძალიან გაუხარდა დიდი ხნის უნახავ მეგობართან შეხვედრა. გზაში ცოტა გასაუბრებაც მოასწრო და იქვე გაიგო, რომ ჯანს ქორწილი აქვს და მისდაუნებურად თორნიკეც აღმოჩნდება ამ ქორწილში. სიმართლე, რომ ვთქვათ თორნიკეს ერთი სული ჰქონდა როდის მიაღწევდნენ განყოფილებმადე, რომ ბავში ენახა. შენობაში შესულებს, ჯანს ყველა პატივისცემით ესალმებოდა, თორნიკეც თავს უკრავდა უცხო სახეებს და თვალებით გოგონას ეძებდა ყველგან.
-ჯან გოგონას როდის მანახებენ? -ზურგტან უჩურჩულა თორნიკემ.
-ცოტა მოითმინე მეგობარო ეგრე მარტივი, რომ არაა შენც ხომ იცი. პროცედურები გავიაროთ და გაჩვენებენ. ისე რა საქმეა, ასე უცებ რომ ჩამოქანდი?
-ბავშებით ვაჭრობა და ტრეფიკინგი.
-კიდე ხდება ეგეთები თქვენთანაც?
-ჩვენთანაც?
-ჩვენთან აბა ისევ ყოველდროურობად იქცა ეგ ამბავი, ასე მგონია ათათურქის დრო დაბრუნდა.
როგორც იქნა ყველა პროცედურას მორჩნენ და თორნიკე კართან აღმოჩნდა სადაც ერთი ნაბიჯი აშორებდა სიმართლის გარკვევამდე. კარი ფრთხილად შეაღო და ოთახის კუთხეში მიყიჟული პატარა გახუმებული, ჯვალოს ფერი „ნაჭერი“ კიდევ უფრო დაპატარავდა. თორნიკე ნელა იუახლოვდა მას, შეხება არც უფიქრია, იცოდა ამას რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ვინ იცის ამ გოგომ რა გამოიარა. ოთახის მეორე კუთხეში თვითონ დაჯდა და ცოტა ხნით გაიყუჩა. გოგონამ მკლავის კუთხიდან ამოხედა თორნიკეს, თვალი შეავლო და ისევ გაირინდა.
-გამარჯობა, მე თორნიკე მქვია. -ჩუმად, მისკენ სახეშეუბრუნებლად უთხრა თორნიკემ ქართულად. მშობლიური ენის გაგონებაზე გოგონამ კიდევ ერთხელ ამოხედა თორნიკეს.-შენ რა გქვია? -პასუხი არ არის, არც ელოდა თორნიკე, რომ ასე მალე გახდებოდა რამეს. ცოტა დრო ისევ მისცა და შემდეგ მისკენ მიბრუნდა. - გშია? – „ჯვალოს ნაჭერი“ ამოძრავდა, თორნიკე მიხვდა, რომ გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. მაშინვე სთხოვა ჯანს, გოგონასთვის რაიმე საჭმელი მოეტანათ და კაფეტერიიდან მისთვის ბუტერბროდი მოიტანეს. გოგონამ თეფშისკენ პოზაშუცვლელად გასწია ხელი და სწრაფად აიღო სანატრელი საჭმელი. მალევე შეჭამა და მხოლოდ ახლაღა შეავლო თორნიკემ სახეზე თვალი. ტუჩები უწყლობით დამსკდარი, მტვერიან სახეზე ცრემლების კვალი ღარად ეტყობოდა. წარბთან ნაკაწრები გამოუჩნდა. გულზე კიდევ ეკიდა შავ ძაფზე დაკიდებული პატარა ჯვარი. ნუთი მაინც სწამდა ღმერთის მისი ამ ყოფის გამო, ან სწორედ ღმერთის რწმენით მოახერხა ცოცხალი დარჩენილიყო. - კიდე გინდა? - გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და თვალებით ახედა თორნიკეს, რა ნატანჯი, ცრემლიანი, ჩაცვენილი, მაგრამ მაინც უსაზღვროდ ლამაზი თვალები ჰქონდა ამ პატარა გოგონას. ამ თვალების გამო ხომ არ დაიღუპა ნეტა? გოგონამ კიდევ ერთი ბუტერბროდი შეჭამა და ოთახის კუთხეში პოზა შეიცვალა. - სახელს ისევ არ მეტყვი? -თორნიკემ კიდევ გაიბრძოლა იმ იმედით, რომ გოგონას საუბარზე დაითანხმებდა. გოგონამ ხელების სრესა დაიწყო. - ნუ გეშინია, მე აქ საქართველოდან შენს დასახმარებლად ჩამოვედი, ჩვენ ვიცით გოგონების შესახებ, მე მინდა დაგეხმარო და სახლში დაგაბრუნო. - სახლის და გოგონების ხსენებაზე ტირილი დაიწყო და ძველ ნაკვალევს, ახალი ღარები დაემატა სახეზე. რაიმე უნდა მოეფიქრებინა თორნიკეს შეშინებული გოგოს ნდობის მოსაპოვებლად. იქნებ დღეს შეეშვას და ხვალ ესაუბროს. ასეც მოიქცა. ჯანს სთხოვა გოგონასთვის ბანაობის უფლება მიეცათ, ტანსაცმელი მოეტანათ დსა ხვალ გაესაუბრებოდა და მისი სქართველოში ექსტრადაციის საქმეს დაიწყებდა. მიუხედავად იმისა ეს გოგო არიას თუ არა ნამდვილად იმ ამბებში გახვეული, მაინც უნდა დააბრუნოს საქართველოში. თორნიკემ დატოვა განყოფილება ჯანთან ერთად მისი საცოლის გასაცნობად წავიდა. რა იცოდა, რომ ქალური ლოგიკა და გამჭრიახობა მაინც სხვა შედეგს გამოიღებდა და დაგვიანებული ვიზიტის მიუხედავად ლოლიტა მეტი რამის გაგებას მოახერხებდა.
-მე ლოლიტა ვარ, შეიძლება ვისაუბროთ? - გოგოსთან ახლა ახალი ადამიანი მივიდა, რომელიც წინას მსგავსად მას სახლში დაბრუნებას ჰპირდებოდა. რა ჰქნას ვის ენდოს, მაგრამ აშკარად ქალი მეტად გაუგებდა მას.
ანინე მეტრეველის ნაამბობიდან:
- მე რაჭის ერთერთ სოფელში, კერძოდ ღებში ვცხოვრობ, საკმაოდ ღარიბი იჯახიდან ვარ. დედა ავად გახდა და იძულებული გავხდი სამუშაოდ თურქეთში წასვლას დავთანხმდებოდი. ჩვენთან არის ერთი ადამიანი ვინც ჩემსავით ხელშეწეული ოჯახის შვილებს ეხმარება, რომ სამსახური იპოვოს. მეც ასე აღმოვჩნდი ამ ამბავში. 16 წლის ვარ და მითხრეს, რომ გაუჭირდებათ საზღვარზე გადაყვანა ამიტომ უნდა დავმალულიყავი კონტეინერში. შემდეგ კი ჩემებთან ფულსაც გამაგზავნინებდნენ. ჩემთან ერთად იქ კიდევ 11 გოგონა იყო, ჩემი ასაკის, ჩემზე პატარებიც და დიდებიც, მაგრამ 18ის არცერთი, ყველას ჩემსავით სამსახურს და ოჯახის დახმარებას დაჰპირდნენ. თავიდან კარგად გვექცეოდნენ. კონტეინერში წყალიც გვქონდა და საჭმელიც, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა. გავიგეთ, რომ თურქეთის ნაცვლად აზერბაიჯანში მივყავდით და სამსახურიც ის ნამდვილად არ იყო რასაც დაგვპირდნენ. აზარბაიჯანში, რომ გადავდიოდით საჭმელში საძილე საშუალებები ჩაგვიყარეს, ხმა რომ არ ამოგვეღო არცერთს. როცა გონს მოვედით, უკვე აზერბაიჯანშ ვიყავით, ჩვენთვის უცხო ენაზე გველაპარაკებოდა ვიღაცა ბიჭი რაღაცეებს, მერე ქართველი გოგო მოგვიყვანეს, ჩემზე ალბათ ორი ან სამი წლით უფროსი იქნებოდა. ლამაზად ეცვა და მაკიაჟს ატარებდა. მან გვითხრა რომ გავყოლოდით. მშობლიური ენის გაგონების გამო იძულებოთ, მგრამ მიანც დავთანხმდით, გვაბანავა და სუფთა ტანსაცმელი მოგვცა, შემდეგ კარგადაც გვაჭამეს საჭმელი და ერთ ოთახში შეგვიყვანეს. ოთახში სრული სიბნელე იყო. ხელის ცეცებით გავყევი კედლებს და არანაირი ავეჯი არ იყო. ოთკუთხედის ფორმის ოთახი. მალევე თვალისმომჭრელი სინათლე შემოიჭრა და გასაყიდი საქონელივით მინებიან ვიტრინაში ვიდექით 12-ვე. ჩვენს წინ წითელ სავარძლებში უნაური გამომეტყველების მქონდე კაცები იყვნენ ჩამწკრივებული და რაღაცას ბაასობდნენ. ჩვენთვის ყურადღებაც არ მოუქცევიათ, ვიდრე ვიღაც მიკროფონიანმა კაცმა ლაპარაკი არ დაიწყო. არაფერი გვესმოდა. ან რომც გაგვეგონა მაინც რას გავიგებდით. სინათლეზე შევამჩნიე, რომ მაჯებზე რაღაცა რიცხვები გვეკეთა. საათივით იყო და თან ციმციმებდა. მალევე ერთერთი გოგოს სამაჯური გამწვანდა. ოთკუთხედ ოთახში უცნობი ბიჭი შემოვიდა, ყველანი კუთხეში აღმოვჩნდით შიშით. ამ გოგონასთაბ ნუცუდა ბიჭი და ძალით გაიყვანეს ოთახიდან. მისი დახმარება ვცადეთ, მაგრამ ჩვენი სამაჯურებიდან საშინელი იმპულსი წამოვიდა, ისე, რომ ადგილზე ჩავიკეცე. ჩემს გონებას უჭირდა ამ ამბების გადახარშვა, მაგრამ ვხვდებოდი რის ფასად მიჯდებოდა დედის გადარჩენი სურვილი. ასე ნაწილ-ნაწილ მწვანდებოდა გოგონების სამაჯურები და ასი ჩემიც გამწვანდა. ნეტა ახლა რა მელოდა. ისევ ის ბიჭი შემოვიდა, როგორც კი ოთახიდან გამათრია, სამაჯურმა ისევ იმპულსი გაუშვა ჩემს ვენებში და გავითიშე. გონს რომ მოვედი რწევა ვიგრძენი. ისევ ტრანსპორტში ვიყავი და სადღც მივდიოდი. ამჯერად მარტო ვიყავი. გონს, რომ მოვედი შემდეგ მალე გავჩერდით, საჭმელი მომიტანა ბიჭმა და ტანსაცმელი. წინა ტანსაცმლისაგან განსხვავებით ეს უფრო ძვირფასი იყო. ლამაზი და ისეთი, რომ ჩემს სხეულს ზედმეტადაც კი ეკვროდა. ძნელი აღარ იყო მიმხვდარიყავი რა უბედურებაში აღმოვჩნდი. ღარიბი კი ვარ მაგრამ სულელი არ ვარ. მეც მსმენია ტრეფიკინგის შესახებ. მთავრაი იყო გაქცევა მომეხერხებინა მაგრამ როგორ ეგ უკვე ნამდვილად არ ვიცოდი. არ მინდოდა ღირსება დამეკარგა. დანიშნულების ადგილზე შემდეგ მალე მივედით. ისევ ის ბიჭი შემოვიდა. თავლები ამიხვიეს და ისე გადამიყვანეს სატვირთოდან. ვერაფერს ვხედავდი მაგრამ ხმები ისმოდა, გაურკვეველ ენაზე საუბრობდნენ, მაგრამ ისმოდა მუსიკის ხმა, ხალხი ირეოდა და ყველგან სიგარეტის და ალკოჰოლის სუნი იდგა. ისევ ოთხ კედელს შუა აღმოვჩდი ოთახში მაგრამ ამჯერად ოთახი წითელი იყო. თვალებიდან სახვევი, რომ მომხსნეს ისევ ვიტრინაში ვიდექი, ზურგს უკნიდან ისმოდა სიცილი და საუბრის ხმა, ნელა მოვბრუნდი და ჩემს წინ ათიოდე მამაკაცი იყო. გამოყოფილ ადგილას ისხდნენ და ხელში ტენისის ჩოგნის მსგავსი დაფები ეჭირათ მათზე დატანილი ნიშნებით. კარი გაიღო და გოგონა შემოვიდა, კარის კუთხეში დადგა და თვალს არ აშორებდა მინის უკან მსხდარ ხალხს. ჩემთვის არც შემოუხედავს. მალევე მინებს მიღბა რაღაცა ანიშნეს ჩემთან მოვიდა. დაბნეული ვიყავი მაგრამ მისგან განთავისუფლება ვცადე. მკლავში მაგრად ჩამავლო ხელი და თვალებით შემომიღრინა. ჯერ ხელები გამაშლევინა, დამატრიალა, მერე კაბის კიდე ამიწია ისე რომ ბარძაყი სრულად გამომიჩნდა, კაბის კალთა დავქაჩე მაგრამ არ მომცა გაბრძოლების უფლება, სახეზე თმა გადამიწია და მინებისკენ მიმაბრუნა სახით. აშკარაა, რომ გასაყიდი საქონელის პოზიციაში ვარ და ისინი უკან მამოწმებენ რა ვღირვარ და ვინ მიყიდის. რამოდენიმე ჩოგანი აიწია მიმდევრობით, ასე გამეორდა რამოდენიმეჯერ და საბოლოოდ მხოლოდ ერთის ჩოგანი იყო აღმართული. მივხვდი - მან მიყიდა. ახლა რა მელოდა? და ვაი, რომ საშინელება აწი იწყებოდა. ამ გოგომ ჩამავლო ხელი ისევ და ოტახიდან გამიყვანა. კართან ორი ბიჭი ელოდებოდა, მან მათთან მიმიყვანა ამ ბიჭებმაც ხელი დამავლეს, ვერ ვაკეთებდი ვერაფერს, ვერ ვეწინააღმდეგებოდი, ახლაღა ვხვდები რომ ნარკოტიკით მაბრუებდნენ, ან წყალში ან საჭმელში ურევდენენ და მივხვდი არაფერი უნდა მეჭამა. ამ ორმა ბიჭმა მკლავებში ჩამავლეს ხელი და ისე გამიყვანეს მიწაზე ფეხიც არ დამიდგამს. იმ კაცის გვერდით ჩამსვეს ვინც ჩოგანი ბოლოს ასწია. მანქანის კუთხეს ავეკარი, საჭესთან მჯდომმა ჩემი ჩასმისთანავე კარი ჩაკეტა. სადღაც წავედით, არცერთს ხმა არ ამოუღია მთელი გზა. მაღარლ შენობასთან გავჩერდით. ისევ ის ბიჭები მოვიდნენ მანქანსთნ და გადმომიყვანეს. შენობის მეშვიდე სართულზე ავედით. იქ ორი გოგონა დამხვდა. საჭმელი შემომთავაზეს მაგრამ არაფერი მიჭამია იმის შიშით, რომ ისევ გავითიშებოდი. გოგონებმა ძალით შემიყვანეს აბაზანაში, გამაშიშვლეს და რაღაც სურნელოვან წ....ბში მაბანავეს. ძვირფასი თეთრი საღამური ჩამაცვეს და ოთახში შემაგდეს. ოთახში არავინ იყო. სპოლოსძვლისფერ საწოლზე ვარდის ფურცლები ეყარა. მივხვდი რატიმაც გამყიდეს, ჩემი ქალწულობა და სილამაზე იყო მთავარი საზომი. ალბათ იმაშიც გამიმართლა, რომ პირდაპირ საროსკიპოში არ აღმოვჩნი, ამასაც თუ გამართლება ჰქვია. მალევე ო^თახში ის მამაკაცი შემოვიდა მანქანიდან. სააბაზანოსკენ გავიქეცი რომ კარი ჩამეკეტა, მაგრამ კარს საკეტი არ ჰქონდა, ალბათ სპეციალურად იყო მოწობილი ასე, რომ გოგონები არსად დამალულიყვნენ. კაცმა ოთახიდან გამომათრია და საწოლზე დამაგდო, მიცინოდა, ვერ ვიტყვი, რომ მახინჯი იყო მაგრამ მე იმ მომენტში ეშმაკის დანახვა მერჩია. ტანსაცმლის გახდა დაიწყო და მეც მანიშნა თვალით რაღაც. ალბათ უნდოდა მეც გამეხადა, ლოგინის მეორე მხარეს გადავძვერი და კუთხეში ავისვეტე, აშკარად შეეტყო სიბრაზე და ამაზზრზენად გაიღიმა, მითხრა კიდეც რამოდენიმე სიტყვა მაგრამ ვერაფერი გავიგე. ჩემი დაჭერა სულაც არ გასჭირვებია ისეთი ძლიერი იყო. ის თეთრი საღამური შემომახია და ლოგინზე დამაგდო. შიშველი სხეულის დაფარვა ხელებით და პლედით ვცადე მაგრამ სულ ამაოდ. ხელი მოვიქნიე და სილა ვუტავაზე, ამან უფრო გაახელა, ხელები დამიკავა და გულისპირზე კოცნა დამიწყო. გული შემეხუთა, ცუდად გავხდი, სიმწრისგან გონება მებინდებოდა. ეცადა ჩემთვის ეკოცნა მაგრამ თვი სახეში ჩავარტყო, გაბრაზდა და ისეთი სილა მითავაზა, მაშინვე გონება ამერია, გაბრძოლება ვეღარ მოვახერხე და მისი ჟინი დაიკმაყოფილა. მეწვოდა, მთელი სხეული მეწვოდა. ათასჯერ მაინც ვინატრე სიკვდილი. არ ვიცი რამდენ ხანს ვეგდე ასე გაშტერებული საწოლზე, თვი ძლივს წამოვწიე, იქვე დაგდებული ხალათი შემოვიხვიე და ოთახში ბლაგვ ან მჭრელ საგნებს დავუწყე ძებნა, ვერ ვიცოცხლებდი ნამუს ახდილი. მთელი სამყარო თავზე დამენგრა. თვალიდან ცრემლიც არ მომდიოდა. სანათი დავაგდე ძირს და ნამსხვრევს დავწვდი. საწოლის კუთხესთნ ჩავჯექი და ჩემი დედ-მამა მეცოდებოდა, გაუბედურებული შვილის საფლავიც არ ექნებოდა. ვინ იცის ეს არამზადები რას უზამდნენ ჩემს გვამს. მეშინოდა, მეშინოდა თან ძალიან. ისიც ვიცოდი რომ ღმერთი არ მიმირებდა მაგრამ იქნებ შევეცოდო კიდეც. გულზე დაკიდებულ ჯვარს თითები ჩამოვუსვი და პატიება ვთხოვე, ალბათ წინაპრებოის ცოდვების გამო ჩემი დასჯა გადაწყვიტა. მაჯაზე დავისვი ნამსვრევი და სიკვდილთან შეხვედრის მოლოდინში თვალები დავხუჭე. ვერაფერს ვგრძნობდი, მაგრამ ვბრაზობდი, რომ სიკვდილი მალე არ მოვიდა. არ ვიცი შემდეგ რა მოხდა მაგრამ, ჯოჯოხეთის ნაცვლად თეთრ ჭერიან ოთახში გამეღვიძა. ვერ მივხვდი რატომ გადამარჩინეს. მე ხომ საქმე გავუკეთე. შემდეგ გავიგე, რომ ჩემში გადახდილი ფულის ამოსაღებად ვიყავი საჭირო. მართალია პატრონმა ჩემი ქალწულობის სანაცვლოდ ფული გადაიხადა მაგრამ ახლა ის ფული უკან უნდა დამებრუნებია და ასე აღმოვჩნდი ერთ-ერთ საროსკიპოში. ნარკოტიკებით გვაბრუებდნენ და ისე ვმუშაობდით. მალე დამოკიდებული გავხდი და ხოგჯერ მავიწყდებოდა კიდეც ჩემო მდგომარეობა. ჩემს გარდა იქ 17 ქართველი გოგო მუშაობს. ზოგი უკვე სრულწლოვანია და ისევ იქ არიან, მათ უკვე სისტემატური კლიენტები ჰყავთ და ნარკოტიკსაც აღარ აძლევენ. შეეგუენ იქ ყოფნას, თან იციან რომ საქართველოში მათ ნაცვლად ცოტა ფულს უგზავნიან ოჯახებს, რომ სკანდალი არ ატყდეს და მათაც იციან რომ ასეთი ამბების შემდეგ ოჯახებში დაბრუნება გაუჭირდებათ. ნარკოტიკების გამო თითქმის არასდროს მქონდა მამაკაცებისთვის წინააღმდეგობის გაწევის თავი, ამიტომ მათთვის ჩემი სხეული დასაჯიჯგნად მიგდებული ხორცი იყო. ზოგიერთი სასმელის დალევასაც კი მაძალებდა. ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვალა. ერთ-ერთი გოგო ცემისაგან გარდაიცვალა და მაშინ საღარ დარჩენილმა ჩემი ტვინის ნაწილებმა გაქცევის ფიქრი ამაკვიატა. აღარ ვჭამდი საჭმელს, არც წყალს, მხოლოდ სხვების დატოვებულ ცოტა საჭმელს ვიღებდი, სიმშილიდან რომ არ დავუძლურებულიყავი. ჩემს იქ ყოფნაში ორჯერ მოიყვანეს ახალი პარტია გოგონების. ერთმანეთთან კონტაქტის საშუალებას არ გვაძლევდნენ რომ გამეგო ვინ არიან, ან რა ახსოვთ გზიდან, ან აქ როგორ აღმოჩნდნენ. ყველგან დაცვა იდგა, ჩემი გაქცევის იდეა თანდათნ ნადგურდებოდა, იმედი არსად ჩანდა. აქედან მხოლოდ მკვდარი თუ გავაღწევდი. ასე გაჩნდა იდეა, რომ ვინმესთვის ჩემი ცემის საბაბი უნდა მიმეცა და რაც შეიძლება დიდხანს შემეკავებინა სუნთქვა საჭირო დროს, იმ იმედით მაინც რომ არ დამმარხავდნენ, ან ტყვიას არ დამახლიდნენ შუბლში. ბედი მეთამაშებოდა და ახლა დრო იყო თამაშში ავყოლოდი ბედს, ამიტომ გავრისკე და ერთერთ მათგანს თავში ფეხსაცმელი ჩავარტყი, ცემა დამიწყო, რამოდენიმეჯერ გამარტყა სახეში, ძირს რომ დავვარდი მუცელში ჩამარტყა წიხლი. პირიდან სისხლმა გადმოხეთქა, შეეშინდა და გაჩერდა, კარს მივარდა და ბიჭებს რაღაცა უთხრა, ახლა დრო იყო სუნთქვა შემეწყვიტა. ისინიც მომვარდნენ და გავირინდე, ერთერთმა წიხლი ისევ ჩამარტყა მუცელში. ტუჩზე შიგნიდან ვიკბინე რომ ტკივილი შემეკავებინა და არ მიმხვდარიყვნენ რომ გონზე ვიყავი. რაღაცის ყვირილი და ოხვრა დაიწყეს, მესმოა ჩემს სახესთან როგორ დააბოტებდა ერთ-ერთი, ოთახში ვიღაც მესამე შემოვიდა და ბრძანება გასცა, ხელ-ფეხში ჩამავლეს და ოთახიდან გამათრიეს. მანქანით არც ისე შორი გზა გამოვიარეთ და გავჩერდით, ახლა იყო გადამწყეტი მომენტი, ან გამიმართლებდა ან არა. მანქანიდან ერთმა გადამიტანა, მხარზე გდაკიდებული, ცხვირში საშინელი ხრწნის სუნი მოდიოდა და მლავებზე ბუზებს ვგრძნობდი, აშკარად არ იყო ჩემი საქმე კარგად. საკმაოდ მაღლიდან გადამაგდეს და რაღაცა ლორწოვანზე და სველზე აღმოვჩნდი, ყარდა იქაურობა. ჩემს თავზე ცოტა ხნით ისმოდა რაღაც ხმები და თანდათან მიჩუმდა. აშკარად წავიდნენ, ნუთუ ასე მტოვებდნენ? ნუთუ ბედთან თამაშში ის დამარცხდა და მე გავიმარჯვე, ნელ-ნელა შიშით გავახილე თვალები, თან მიმხმარი სისხლისგან დაბინდული მქონდა მზერა. არავინ ჩანდა, ცოტა წამოვიწიე და ხელები ნახევრად გახრწნილი ხორცით და სისხლით ამევსო, ტანზეც ყველგან ლეში მეცხო, მიმოვიხედე და საქონლის სასაკლაოზე ვეგდე, ასე მარტივია გვამის მოშორება, ვინ გაარკვევს იქ რომელიმე ცხოველი გდია და ლპება თუ ადამიანი. აქაიქ კიდევ ისმოდა ხალხის ხმა ამიტომ სჯობდა დამეცადა სანამ ბოლომდე არ მ იჩუმდებოდნენ, მაგრამ აქედან უნდა ამოვსულიყავი. ნელ-ნელა დავიწყე ბუნკერის ნაპირისკენ ცოცვა, იმდენად ვიყავი სიბინძურეს შეგუებული და იმდენად მინდოდა თავის გადარჩენა, რომ არაფრისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ავცოცდი და ბუნკერის ტავზე მოვექციე. ხალხი უკვე მიწყნარებული იყო. კედელზე ხალათი შევნიშნე, ჩამოვხსენი და ჩემი ტანსაცმელი გამოვიცვალე, ისინი ბუნკჯერში გადავყარე. კედელ-კედელ გავყევი და როგორც კი ხალხი გამოჩნდა კუთხეში წყლის კონტეინერს ამოვეფარე. მალევე დაიშალენ და დამშვიდდა ყველაფერი, მაგრამ უცებ საშინელი გუგუნის ხმა გაისმა და დამწვარი ხორცის სუნით გაიჟღინთა შენობა, ბუნკერში გვამები იწვოდა. მეც იქ უნდა ვყოფილიყავი. პირველივე ფანჯარა გამოვაღე და გავიქეცი, უკან არც მიმიხედავს ისე გავრბოდი, ალბათ ორი კილომეტრი მაინც მექნებოდა გარბენილი, როდესაც შევჩერდი, სული მოვითქვი და ამ ბოლო ხნის განმავლობაში პირველად გავიღიმე. გამიხარდა რომ შევძელი, გავიქეცი. ახლა თავშესაფარის პოვნა იყო საჭირო, მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა ვიცოდი თურქულად. ფეხით გავაგრძელე გზა, ვიცოდი ძებნას არ დამიწყებდნენ რადგან იმ ბუნკერში დავიფერფლე. მალე მინდვრები დასრულდა და ახლო-მახლო პატარა სოფელი გამოჩნდა, უკვე ღამე იყო და შუქებიც აქა-იქ ჩანდა, ხალხშ დიდხანს ვერ გავჩერდებოდი ამიტომ უბრალოდ ქუჩას შევყევი, ფრთხილად ვათვალიერებდი გარემოს, ხომ არავინ მიყურებდა და მამჩნევდა. არც არავინ ჩანდა, მხოლოდ ერთგან ვიღაც მოხუცი ქალი იდგა და უცნაურად შემომხედა. ხელში დოქი ეჭირა წყალი მონდოდა მაგრამ არ შეიძლებოდა თხოვნა, უხმოდ გავუარე გვერდი და მალევე წყარო დავლანდე, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. წყალიც დავლიე და ლეშის ნარჩენებიც ჩამოვირეცხე მლავებიდან. გათენებამდე ვიარე, მგონი მტელი სოფელი გადავკვეთე და ისევ მინდვრიანი გზა გამოჩნდა. ფეხები დამისკდა სიარულით, მაგრამ გაჩერება არც მიფიქრია, თენდებოდა და ეს ცუდი იყო. ხალხი ნამდვილად შემამჩნევდა ამ მდგომარეობაში. ბოლო სახლის ეზოში გალავანთან ახლოს სარეცხი ფრიალებდა, ჩამოვხსენი ტანსაცმელი და ხალათი იქვე მივაგდე. ფეხსაცმელი და მაკლდა, მაგრამ ამისთვის ეზოში უნდა შევსულიყავი. გამიმართლა, ძაღლი არ ჰყავდათ, კართან კალოშის მსგავსი რაღაც ფეხსაცმელი იყო, ავირე და სირბილით გავეცალე იქაურობას. მხოლოდ კარგა მანძილის შემდეგ მოვიშორე ჩახუტებული ფეხსაცმელი და ამოვიცვი. მინდორშიც კი ხალხმა დაიწყო გამოჩენა, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევდა, ხალხი სამუშაოდ იყო გამოსული, საზამთროს ბაღი აღმოჩნდა ეს მონდორი.ნეტავ აქამდე შემემჩნია, შევჭამდი მაინც ცოტასთქო ვფიქრობდი. შებინდებამდე კიდევ ვიარე და ახალი დასახლება გამოჩნდა. ისევ ხმაამოუღებლად ინდოდა იქაურობას გავცდენოდი მაგრამ შიმშილს ვეღარ ვუძლებდი. იქვე ბუბლიკის მსგავს რაღაცს ყიდიდა კაცი ორთვალათი, გარს ბავშვბი ეხვივნენ, ფრთხილად მივუახლოვდი და ერთის მოპარვა მინოდა, მაგრამ შემამჩნიეს და საჭმლის გამო გავები. რადგან ვერაფერს ვაგებინებდი სოფლელები შეიკრიბნენ. ბევრი თვალი მაკვირდებოდა, რაღაცას ლაპარკობდნენ და მალე პოლიციაც გამოჩნდა. ასე აღმოვჩნდი განყოფილებაში.
ლოლიტამ დარეკა საქართველოში და გოგონას ექსტადირების საქმეც დაიწყო. ასე მარტივი არ იქნებოდა გოგონას წამოყვანა რადგან ჩვენების საფუძველზე თურქეთის მხარესაც ბევრი უკანონონო სიტუაცი ჰქონდა გამოსაძიებელი. გოგონას კარგი გარემო ჰქონდა, რომ თავი მშვიდად ეგრძნო. ლოლიტას კი შეეძლო თურქეთში გაესეირნა და ეფიქრა გოგონას ნაამბობზე. ასეც მოიქცა, ჩვენების ასლი აიღო და თურქული ჩაის თანხლებით კიდევ ერთხელ გადაიკითხა. აი საოცრება თორნიკეს ელოდა ხვალ, როდესაც გოგონასთან დასალაპარაკებლად მისულს, ჩვენებას დაახვედრებდნენ. და კიდევ უფრო გაოცდებოდა როდესაც ვინაობას გაიგებდა ქართული მხარის კიდევ ერთი წარმომადგენლის.
-ლოლიტა მოდებაძე? ეს რა ხუმრობაა? თორნიკეს თავლები გაუფართოვდა, როდესაც გოგონასთან სალაპარაკოდ მისულს საქაღალდე შეაჩეჩეს ხელში. გაოცებული დაჰყურებდა ფურცლებს. უცებ ეჭვი შეეპარა ამ ამბავში, არც უფიქრია, რომ ლოლიტა პოლიციელი შეიძლებოდა ყოფილიყო, სასწრაფოდ გოგონას ნახვა მოინდომა ხომ კარგად იყო. გოგონას ოთახთან მიიყვანეს, თორნიკემ ფრთხოილად დააკაკუნა, პასუხი არ იყო შიგნიდან, ის-ის იყო კარის შემტვრევას აპირებდა რომ შიგნიდან საკეტი გაიხსნა. გოგონამ ფრთხილად გამოხედა კარის კუთხიდან.
-კარგად ხართ? ღმერთო ჩემო. -შვებით ამოისუნთქა თორნიკემ.
-დიახ კარგად ვარ, რა ხდება? -დაბნეულმა ააფახურა თვალები ანინემ.
-შენთნ კიდევ ყოფილა ვიღაც საქართველოდან, ხომ არაფერი დაგიშავა?
-ვინ? ის პოლიციელი გოგონა? არა პირიქით, ძალიან დამეხმარა.
-პოლიციელი?
-დიახ პოლიციელი. მოწმობა მაჩვენა კიდეც. -თორნიკემ კეფა მოიქექა, თავში ყველაფერი აერია.
-კარგი, დაისვენეთ, ბოდიში, რომ შეგაწუხეთ.
-საქართველოში მალე წავალთ?
-ყველანაირად ვეცდები, რაც შეიძლება მალე და უსაფრთხოდ წაგიყვანოთ საქართველოში.
თორნიკემ იქვე მდგომ ჯარისკაცს, ანინეს ყურადღება დაავალა და იმ გოგოზე ჰქკითხა ვინც ანინე დაკითხა, აქ ხომ არ იყო სადმე. თორნიკეს ჯანმა მოუტანა ამბავი, რომ გოგონა სადაცაა მოვიდოდა განყოფილებაში ანინეს სანახავად და კიდევ ერთხელ დასალაპარაკებლად. ლოლიტა მოდებაძის მოსვლამდე, თორნიკეს დრო ჰქონდა ჩვენებისთვის გადაეხედა და ასეც მოიქცა. დაახლოებითი სქემა, როგორ გაყავთ გოგონები გაიშიფრა ანინეს ჩვენებიდან მაგრამ კონკრეტიკა აკლდა ამ ყველაფერს. მაგრამ მეორედ დაკითხვის შემდეგ იქნებ ნათელი ყოფილიყო ყველაფერი. მალევე თორნიკესთან თურქი ჯარისკაცი მივიდა და აცნობა, რომ ის ვისაც ის ელოდა უკვე გოგონასთან იყო ოთახში, თორნიკე აენთო, როგორ შეუშვეს საეჭვო უცნობი ასეთი რანგის მოწმესთან. სწრაფი ნაბიჯებით აიღო გეზი ოთახისკენ და უცერემონიოდ შეაჭრა. იქ კი ელოდა საოცრება. ჯერ ის რომ ლოლიტა კარისკენ ზუსრგით იჯდა და მის მუხლებთან ჩაცუცქულ ანინეს გრძელ თმას უწნავდა. თორნიკემ კიდევ გადადგა წინ რამიდენიმე ნაბიჯი და ხმმაღლა და მკაფიოდ დაიძახა ქართულად.
-უკაცრავაა? - მამაკაცის ქართულის გაგონებაზე ლოლიტამ სრაფად მოაბრუნა თავი და ყველაფერი გაირინდა. თითქოს სიოც აღარ იძვროდა. ორივეს თვალის გუგები გაუფართოვდათ, თითქოს გაოცებისგან სისხლმაც კი შეწყვიტა მათ ვენებში მოძრაობა. ხმას არცერთი არ იღებდა. ანინე კი გაოცებული შესჩერებოდა მის წინ გახევებულ ორ ადამიანს.
-ყელაფერი კარგადაა? -ისევ ანინემ გადაწყვიტა ეს დამთრგუნველი სიტუაცია განემუხტა.ძლივს გამოერკვიენ შოკიდან თორნიკეც და ლოლიტაც. ლოლიტა მიხვდა, რომ მისი გამჟღავნების დრო იყო, ან იქნებ ბაბის პერსონაჟი მაინც დაეცვა და თვითონ გამოიჩინა ინიციატივა.
-საქართველოს ეროვნული თავდაცვის მაიორი ლოლიტა მოდებაძე. -მჭექარედ წარმოთქვა და ხელი გაუწოდა თორნიკეს.
-პოლკოვნიკი თორნიკე გულორდავა. -ლოლიტასთვის აშკარა გახდა ყველაფერი, რატომ იყო თორნიკე გვირილაში, ეს ნოდარ კანდელაკის ნათლული და საქმის მეორე ჯგუფის ხელმძღვანელია. თორნიკესთვის კი მაინც გაუგებარი იყო ვინაა ეს ლოლიტა, მაიორის წოდებით, რატომ გავს ბაბის ასე, ან პირიქით ბაბი მას, ან ორივე ერთი და იგივე პიროვნებაა? რას აკეთებს ის თურქეთში გოგონასთან. და მთავარი აფრიკის კონტინენტი ფეხზე და გაურკვეველი ისტორია. აშკარად ბევრი ჰქონდათ სალაპარაკო.
-მგონი უმჯობესია ანინე მარტო დავტოვოთ დაისვენის და საქმეს მივხედოთ, კარგი? -თავი დაუქნია თორნიკემ, თანხმობის ნიშნად და უჩუმრად დატოვა ოთახი.



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Dzlivs ar vnaxe dadebul, yovel dge velodebodi????

 


№2  offline წევრი აბლაბუდა

საინტერესო და კარგი ისტორია ჩანს

 


№3  offline წევრი marishka9

მადლობა <3 მიხარია რომ მოგწონთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent