შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლოს ფარდა მალავს.თავი 3.


7-07-2020, 21:33
ავტორი zia-maria
ნანახია 1 545

-ქალბატონო ბაია უცხო მამაკაცია რომელიც თქვენთან შეხვედრას ითხოვს.
-უცნობი მამაკაცი? შემოუშვით და დაცვა ახლოს იყოს.
-დიახ ქალბატონო,შემობრძანდით ქალბატონი ბაია გელოდებათ.
-ბაია,ბაია წლებმა თქვენი სილამეზე ვერ გააქრო.შეგხედე და ძალიან დიდი დროით უკან დავბრუნდი და შედარება გავაკეთე იმ წლებთან,მაგრამ გხედავ და უნდა ვაღიარო თითქოს საერთოდ არ გასულა დრო,ისევ ისეთი სილამაზით დამხვდით.
-ვინ ხართ,ან საიდან მიცნობთ.
-მოვდიოდი და ვფიქრობდი,ნუთუ ბაია ძველ მოგონებებთან ერთად ძველ მეგობრებსაც ხომ უფრთხილდებათქო,მაგრამ იმედი გამიცრუე ძვირფასო დაგვიწყებია ძველი დროც და ძველი მეგობრებიც,მხოლოდ სილამაზე შემოგრჩენია იმ ძველი დროიდან.
-ძველ მეგობრებს? მაპატიეთ ვერ გიხსენებთ,ვინ ხართ.
-რა გჭირს ბუბუ შოთიკო ვარ.
-შოთიკო,შოთიკო,შოთიკოოო? ააააააა,წლები დაგტყობია შოთიკო.
-კი ციხემ გამტეხა და ეს შენი წყალობით მოხდა.
-მოხვედი რომ პასუხი მომთხოვო? ხომ იცი რომ ტყუილი არაფერი არ დამიწერია, ერთი სიტყვაც კი არ ყოფილა ისეთი რომ სიმართლე არ ყოფილიყო.
-კარგი დავივიწყოთ რაც მოხდა წარსულში,ეს შენი სამსახურია და შენ ის გააკეთე რაც გევალებოდა და ისიც ვიცი როგორი ძნელი იყო იმ კადრების გაშუქება შენთვის.
-ეს სიმართლეა,იმ დღის შემდეგ დავკარგე ნდობა ყველას მიმართ და ჩემი ცხოვრება მარტოობის ჩარჩოში ჩავსვი.
-დაივიწყე,მინდა ერთი საღამო დრო დამითმო და ვივახშმოთ.
-კარგი ვივახშმოთ,დღეს არ მაქვს დატვირთული დღე და საღამოს 8-ზე შევხვდეთ ჩემთან სახლში.
-კარგი შენთან სახლში,მისამართი მომწერე და მოვალ.სტუმარი წავიდა და ბუბუმ იზოს სტუმრის შესახებ აცნობა,იზო მზადებას შეუდგა,საღამოს დემეტრეც მზად იყო და რომ აღარ ელოდნენ მარინამაც იკადრა დემეტრეს მონახულება.
-ოოოო,გაგახსენდით ქალბატონო მარინა.მარინამ  გაბრაზებულმა შეხედა დემეტრეს და უთხრა.
-შენზე ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ.
-ამიტომ დაიკარგე? როგორც ვიცი გაბრაზება ადვილად გავიწყდებოდა.
-არც ასეა,მაგრამ ბევრი საქმეც მქონდა.
-დავიჯერო ასე დატვირთული იყავი ტელეფონზედაც კი არ დარეკე და არ გაიგე თუ როგორ ვარ?
-ასეა,ჩემს მეგობარს ოჯახი დაენგრა და მათი განქორწინების საქმეებს ვაგვარებდი.
-რას ამბობ,გაყრის მიზეზი?
-ღალატი.
-ოოოო,ღალატი ეს ხომ უპატიებელია.
-დემეტრე რას არ აპატიებ საყვარელ ადამიანს.
-ტყუილს და ღალატს,ეს ორი რამ არის ჩემი სუსტი წერტილი.
-სტუმრები მოვიდნენ კარი გააღეთ.იზომ კარი გააღო და სტუმრებს მისაღებში შეუძღვა.
-აქ მშვიდობა,როგორ ხართ.
-მობრძანდით,აქ დაბრძანდით.
-დემეტრე,დემეტრე ძალიან პატარა იყავი ბოლოს რომ გნახე.სიმართლე გითხრათ თქვენი შეწუხება არ მინდოდა და ვფიქრობდი სადმე რესტორანში შევხვდებოდით,მაგრამ უხერხული იყო ბუბუს წინადადება არ მიმეღო.
-სტუმარი ღვთისაა,მაგიდაც მზად არის მხოლოდ ბუბუს ველოდებით.
-მეც აქ ვარ,მოვედი.
-ეს ყვავილები კი ჩემს უბერებელ ბუბუს.შოთიკომ  ვარდების თაიგული გადასცა ბუბუს და მეორე თაიგული მარინას გაუწოდა.
-ეს თაიგული თქვენ ქალბატონო მარინა.
-მე,მე მადლობა.დაიბნა მარინა და შოთიკოს შეხედა. მომენტალურად შოთიკომ მარინას ხელზე შეეხო და უთხრა.
-მე გიცნობთ,ისიც ვიცი რომ ძალიან ცხელი ქალი ხარ მარინა. მარინა გაოცებული უცქერდა მის წინ მდგარ შოთიკოს და მიხვდა,რომ ის მახეში გააბეს.
-მარინა ფერი რატომ დაგეკარგა,კარგად ხარ შვილო. ხომ არ გაცივდი, სულ გაკანკალებს.
-არა,არა კარგად ვარ.ყველას გასაკვირად მარინამ ბოდიშის მოხდით მიატოვა სუფრა და დემეტრეს საძინებელში ავიდა,შოთიკომ ირონიული მზერა გააყოლა რაც ბუბუს შეუმჩნეველი არ დარჩენია,დემეტრემ კი ვერ მიხვდა შოთიკოს სტუმრობის მიზეზი რა იყო და ის ელენესთან გავიდა სამზარეულოში.ელენემ მას დაღლილი და ნაღვლიანი,მრავლისმეტყველი თვალით შეხედა და დემეტრე მიხვდა ელენეს მზერას ის სხივი აკლდა რომელსაც უყურებდა,მაგრამ ელენეს თვალები მას ჩამქრალი და არაფლისმთქმელი მოეჩვენა თუ პირიქით იყო,მრავლისმთქმელი,მაგრამ დემეტრემ ვერ მიხვდა ელენეს სათქმელს?
-ელენე შენს თვალებში ცრემლია და მეტყვი რატომ?
-გულის სიღრმეშიც კი ოცნება ბედის ირონიაა ბატონო დემეტრე,კარგად ვარ ნუ მომაქცევთ ყურადღებას და თქვენს საცოლესთან ადით ისევ არ გაბრაზდეს.დემეტრეს ჩაეცინა და ელენეს უთხრა.
-ძალიან გულუბრყვილო ხარ,ალბად მარტის ბრალია რადგან ზოგჯერ მეც მარტივით არეული ვარ და არ ვიცი როდის რა დამკრავს თავში,თუმცა ძალიან მიყვარს ეს თქვე.
-რატომ?
-ის ისეთი უმანკოა მეშინია მასთან სიახლოვემ არ დამწვას მის გარეშე თუ ვიქნები,მინდა საუკუნო სიცივემ დაიდოს ბინა ჩემს გულში, მაგრამ ის უმანკოებაც ჩემს გვერდით იყოს.
-მე კი მეშინია იმის დანგრევის რაც ჯერ არც აშენებულა და სულში მტკივა უიმედობა,მაგრამ გაზაფხულის სურნელიც მინდა შევიგრძნო.ეს გულში თქვა და დემეტრეს გაშორდა,თავის საძინებელში შევიდა.დემეტრემ თვალი გააყოლა ელენეს და მიხვდა,რომ ის ელენეს მიმართ არ იყო გულგრილი,მასში გრძნობები იღვიძებდა და სულ სხვანაირი იყო ეს გრძნობა,გრძნობა რომელიც მხოლოდ ელენეს მიმართ ჰქონდა და განსხვავებული იყო ის მარინას მიმართ.საძინებელში შევიდა და მის საწოლზე ჩაძინებულ მარინას პლედი გადააფარა,თავად კი გაუხდელად დაწვა და როცა ფანჯარაში დილის შუქი დაინახა მიხვდა რომ მთელი ღამე ელენეზე ფიქრში დაათენდა თავზე.
-დემეტრე მომენატრე.გაიგონა მარინას ხმა და არც შეხედა ისე უთხრა.
-როგორც ვიცი ეს დღეები არ მოუკლიხარ ჩემს მონატრებას.
-კარგი რა ნუ აბუქებ ხომ იცი გაბრაზებული ვიყავი,ახლა მოგეფერები ჩემებურად და ყველა წყენას დაგავიწყებ.
-არ შემიძლია და არც არაფლის ახსნას ვიწყებ შენმს წინაშე,დრო მოვა და თავად ამიხსნი თუ რატომ დავშორდით ასე ძალიან ერთმანეთს.
-ეს გოგონა აქ კიდევ დიდ ხანს იქნება?
-ელენე და თათია აქ იმდენ დროს გაატარებს სანამ მყარად არ დადგებიან ფეხზე,რამე პრობლემა გაქვს?
-დემეტრე ეს დაგეგმილი არ ყოფილა,მაგრამ ვალდებული ვარ უნდა გითხრა.
-რა უნდა მითხრა,იცოდე ელენეზე და თათიაზე რამის თქმას გიკრძალავ.
-არა,არა მათ არ ეხება.
-აბა ვის ეხება.
-ჩვენ,ეს ჩვენ ორს გვეხება.
-თქვი რისი თქმაც გინდა და დაასრულე.
-ჩვენ შვილი გვეყოლება,ორსულად ვარ. დემეტრე გაშეშდა და მარინას ჯერ მუცელზე შეხედა და თქვა.
-რასაც ამბობ გგონია ჩვენს ურთიერთობას გაამარტივებს? პირიქით ქალბატონო,ამ აზრთან შეგუება ძალიან რთულია.
-თავად ართულებ ყველაფერს,დავქორწინდებით და ერთად დაველოდებით ჩვენი შვილის დაბადებას.
-წადი მარინა უნდა დავფიქრდე. მარინა ფიქრობდა დემეტრე სიხარულით შეხვდებოდა მის ორსულობას,მაგრამ დემეტრე რამდენიმე დღე ფიქრობდა,რამდენიმე დღე სახლში უხმოდ იყო და მოჩვენებასავით დადიოდა.ერთ საღამოს სახლში დაბრუნებულმა ვეღარ გაუძლო სიჩუმეს და იზოს გვერდით მოკალათდა თავი მის კალთაზე დადო და უთხრა.
-მითხარი რა გავაკეთო,მითხარი სისულელე არ ჩაიდინოოო და შევჩერდები,მაგრამ პატარა და უცოდველ,უსუსურ არსებას თვალებში როგორ ჩავხედო რომ გაიზრდება.
-შენც იმას გააკეთებ შვილო რასაც ყველა ნამდვილი მამაკაცი,დემეტრე არც მე და არც ბუბუს მარინა  არ მოგვწონს,მაგრამ აქ ბავშვზეა საუბარი და ბავშვის გამო ავიტან იმ ქალს შენს გვერდით.
-შენი სიტყვები გულს უფრო მიმძიმებს,რადგან მეუბნები ქორწინებას იმ ქალთან ვერ ავიცდენ.
-ვერა შვილო და ეს შვილის გამო უნდა გააკეთო.დემეტრე დაეთანხმა მარინას ქორწინებაზე და ისიც აღფრთოვანებული შეუდგა ქორწილისთვის მზადებას,მაგრამ დემეტრეს მარინას მსგავსად სიხარულისგან სახეზე ნაკვთიც არ შერხეულა.პირიქით,მან დალევას მოუხშირა და ეს არც მეგობრებს გამორჩენიათ მხედველობიდან,ისინი ფიქრობდნენ გამოსავალს და სანდრომ ერთ დღეს მარინა ბარში უცხო მამაკაცთან ერთად დაინახა,ის უნებლიეთ მათი საუბრის მოწმეც კი გახდა.
-მაშ ქორწინდები?
-დიდი ბრძოლა დამჭირდა დემეტრე ჩემი გამხდარიყო და ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს როცა გამარჯვების სუნი შორიდან გცემს.
-რამდენიმე დღეში ის მამაკაცი შენი ქმარი იქნება,ვინც ასე ძალიან გინდა იყოს შენს გვერდით.
-ასეა,რამდენიმე დღეში  ჩემი სურვილიც ასრულდება და იმ დიდი სახლის დიასახლისი გავხდები.
-თუ იცის შენმა საქმრომ და თუ აქვს წარმოდგენაში საღამოობით სად დადის მისი საცოლე.
-რაც საჭიროა ყველაფერი იცის,ასე რომ მოვიდა დრო ჩამომეცალო და შენი გზით წახვიდე.
-წავალ,მაგრამ დარწმუნებული ვარ თავად მომძებნი. სანდრო გაოგნებული იდგა და უკვე დარწმუნებულიც იყო ბავშვი რომლის გამოც დემეტრე მარინაზე უნდა დაქორწინდეს სხვისგან ჰყავს.
-მეგონა უწყინარი გოგო იყავი მარინა და შენ ვინ ყოფილხარ,ეს ბავშვიც კი სხვისია და დემეტრეს გინდა გააზრდევინო.გავიგებთ,ყველაფერს გავიგებთ და დიდი იმედი მაქვს ქორწინებამდე გაირკვევა ყველაფერი.სანდრო ბარიდან მარინას შეუმჩნევლად გავიდა და  დაჩის და ლაშას დაელაპარაკა,ლაშამ თავის თავზე აიღო მარინაზე თვალთვალი,თავად კი დემეტრესთან წავიდა.
-ჩემი სანდრიკა მოვიდა ჩემი მეგობარი,მოდი გამიწიე პარტნიორობა და ერთად დავლიოთ.
-რა გჭირს,რატომ სვამ.
-ჩემს თავისუფლებას ვგლოვობ რომელიც მალე დასრულდება,არ მომისამძიმრებ?
-წამოდი დაისვენე მეგობარო და დილით გნახავ.სანდრომ ვერ მოახერხა დემეტრესთან საუბარი და გადაწყვიტა ბუბუს დალაპარაკებოდა,ასეც მოიქცა და ყველაფერი ბუბუს მოუყვა,ის გაოგნებული უსმენდა სანდროს და ბოლოს ორივე ხელი თავზე შემოიდო და ხმით აყვირდა.
-თავიიიი, ჩემი თავი არ იყო მზად ასეთი მოულოდნელი დარტყმისთვის,სულ ცოტაც და გასკდება.
-ბუბუ გინდა რამე მოგცე რომ დამშვიდდე?
-რატომ,რატომ სული არ ამომდის რომ დავისვენო სანდრო შვილო.ვერ ვიჯერებ,არა არ შემიძლია დავიჯერო.
-წყალს მოგიტან......................................
-არა,მარინას თავი მომიტანეთ რომ ფეხით გავაგორო ამ სახლში და ასე ვიყარო ჯავრი ისე ვერ დავმშვიდდები.ეს ქორწინება არ უნდა შედგეს,სანდრო გადაარჩინე ჩემი შვილი და შენი მეგობარი.თუ მისთვის სიკეთე გინდა გააკეთო,ამ ქორწინების შეჩერებაა.
-ყველაფერს გავაკეთებთ ბუბუ ამ ქორწინებას დემეტრემ თავი დააღწიოს.
-სიტყვას მაძლევ რომ გადაარჩენ,მპირდები?
-გპირდები ჩემო ბუბუ შენგან დავალებული ვარ და ჩემი ვალია დემეტრემ ამ დიდ ტყუილში არ იცხოვროს. დემეტრე თავის ოთახში იყო და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და თან კონიაკს სვამდა,ელენემ კარი შეაღო და სიგარეტის კვამლით სავსე ოთახში შესულს თვალები აეწვა,ფანჯრები დააღო,დემეტრეს კონიაკით სავსე ჭიქა ხელიდან ააცალა და ფანჯრიდან გადაღვარა ცეცხლისფერი სითხე,გაბრაზებულმა შეხედა და მის გვერდით დაჯდა.
-რა გჭირს,სად გაქრა ის ძლიერი და რთული დემეტრე რომელმაც აქ მოსვლის დღეს შემაშინა და დალაპარაკებაც კი რთული იყო შენთან.
-ელენე......................
-რა გჭირს სად დაიკარგე, დემეტრე შეგიძლია მენდო და დამელაპარაკო. დემეტრემ ელენეს შეხედს და სევდანარევი ხმით უთხრა.
-ნეტავ შემეძლოს რამე შევცვალო ელენე.
-ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდაო.........................
-სწორედ რომ ჩემზეა ნათქვამი.თქვა დემეტრემ და ელენეს შეხედა,შუბლზე ჩამოყრილი თმები გადაუწია და თავადაც ვერ მიხვდა ისე შეეხო ელენეს ათრთოლებულ ბაგეებს.
-მაშინ როცა ვიფიქრე ნამდვილად ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი,მეორე ცალი.მაშინ როცა მინდოდა გული გადამეშალა და ჩემი გრძნობების შესახებ ხმამაღლა მესაუბრა,მაშინ როცა თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი სწორედ მაშინ დაბნელდა უეცრად და ყველაფერი ირგვლილ შავმა ფერმა მოიცვა.ახლა ვზივარ და საკუთარ თავს დავსტირი რადგან მე სულ მარტო ვარ.
-არა,შენ არ ხარ მარტო.დემეტრე ჩვენ ყველა შენს გვერდით ვართ და დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება.
-ყველა არ მინდა ელენე მე მხოლოდ ერთი ქალი მინდა იყოს ჩემს გვერდით,ჩემს წინ და ჩემს უკან.ის ქალი რომელსაც ხელს ჩავჭიდებ და ისიც მყარად მომეყრდნობა,მაგრამ უჰაერობა მტანჯავს და არ მინდა ეს წუთები დასრულდეს რადგან ის ქალი შენ ხარ.
-დემეტრე შენ...................................
-არავის მივცემ უფლებას წამართვას ის რაც და ვინც ყველაზე ძვირფასი და იშვიათია ჩემთვის.
-დემეტრე...........................
-ელენე იცი ახლა შენი ტუჩები რას მაგონებს? წითელ ღვინოს და ვგრძნობ თუ როგორ მიბრუჟდება მთელი სხეული.
-დემეტრე ნასვამი ხარ,რადგან არც იცი რას ამბობ და უკეთესია დაისვენო. დემეტრე საწოლიდან წამოდგა სიგარეტს მოუკიდა და სასმლისგან თუ უძილობისგან შეშუპებული თვალები ელენეს მიანათა.
-მე დიდი ხანია ვხვდები რაც მინდა და ეს ბოლო დღეებია რაც უფრო მეტს ვფიქრობ,მით უფრო ვრწმუნდები ჩემს გადაწყვეტილებაში.
-რაზე ამბობ,რა გადაწყვეტილება მიიღე დემეტრე.
-ვიცი იფიქრებ ალბად შეიშალაო,მაგრამ ახლა მინდა ნავში ჩავჯდე და ყველასგან და ყველაფრისგან შორს ვიყო თუნდაც ოკეანე გადავცურო,სადმე ნაპირზე გამოსულს კი შენ დამხვდე.რატომ გაოცდი,ალბად ისიც იფიქრე სულელი ბავშვივით არის შენი ოცნებებიო,მაგრამ რა ვქნა გული შენსკენ მოდის ელენე.დემეტრე ნელა ნელა უახლოვდებოდა ელენეს და ჯერ კიდევ შოკში მყოფს წელზე შემოხვია მისი ძლიერი ხელები,ტუჩებს დააცქედა და ნაზად შეეხო და ნელა ნელა ცეცხლი მოედო ორ სხეულს სადაც ვნებამ მთელი ძალით იფეთქა.დემეტრემ სახე დაუკოცნა ელენეს და შემდეგ თვალებში ჩახედვით კითხა.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ და სრულწლოვანიც ვარ.
-სექს არ აქვს საზღვრები და მან არც ასაკი იცის,სექსი მაშინ არის სასიამოვნო როცა ის ორივე მხრიდან სურვილით არის და არსებობს სურვილი რასაც ახდენა უწერია.შენ.............................
-არავინ არასოდეს დაინტერესებულა ჩემთვის.
-მე გელოდებოდი და ამიტომ,რადგან ასეთი ჰაეროვანი და არაამქვეყნიური სილამაზის ქალი მხოლოდ ჩემი უნდა ყოფილიყო.ელენი უსმენდა დემეტრეს,მაგრამ მთელი ტანით თრთოდა,მის გრძელ შავ კულულებში ხელი შეაცურა და ცხვირთან მიიტანა,თმის სუნი შეისუნთქა და შემდეგ ისევ მის ტუჩებს დაეწაფა.ელენემ დაიკვნესა და თავადაც უპასუხა კოცნას კოცნით,სუნთქვა კი ორივეს გაუხშირდა.დემეტრეს ხელები მთელ ტანზე ედებოდა და მაისურის შიგნითაც შეაღწია,კიდევ ერთხელ ჩახედა თვალებში ელენეს და იქ სურვილი ამოიკითხა,დიდი სურვილი.საწოლზე გადააწვინა და თვალები სიამოვნებისგან დახუჭა როცა მის მკერდს შეეხო,ელენე კი გაითიშა და მოეშვა ის მთელი შეგრძნრებით მიენდო დემეტრეს მაგრამ ორივე ხელებით ჩააფრინდა ზეწარს,უნდოდა ეყვირა მაგრამ აღზნება და თრთოლვა სიამოვნერბამ მოიცვა.ყელიდან წამოსული ოფლის წვეთი მკერდის ღარს ჩაუყვა,ძლიერი კუნთები ეხებოდა მის ნაზ და სათუთ ნაკვთებს და ეს არ იყო უბრალოდ სექსი აქ იყო სხეულის ენაზე საუბარი და დიდი სიყვარულის გამოხატვა.ასეთი რამ თვით დემეტრესაც არ უგრძვნია ცხოვრებაში და მისი გრძნობები ვნებასთან ერთად ზეიმობდა.ორივე დაიღალა,მაგამ ვნება დამცხრალიც კი სიგიჟემდე მიყავდა ელენეს შიშველ სხეულს.
-ახლა რა იქნება? მოესმა ელენეს ხმა და დემეტრე მისკენ შებრუნდა.
-ახლა იქნება ის რასაც არავინ არ ელოდა.
-და მარინა?
-დაველაპარაკები,შენ არ ინერვიულო ეს მე მომანდე ელენე.მათ საუბარი ასე ამოწურეს და ელენე ფრთხილად გამოვიდა დემეტრეს ოთახიდან თავის საწოლში შეწვა და სიამოვნების გრძნობამ ისევ აუშალა ვნებები თავისი უჩვეულო ღამე რომ გაახსენდა,მაგრამ შეძლო თავის თავის გაკონტროლება,მოულდნელად მუცლის ყრუ ტკივილმა სახე დაუმანჭა და შემდეგ ჩაეძინა. დემეტრე ჩვეული დროით ადგა და იზოს უცნაურად მოეჩვენა დემეტრეს ღიმილიანი სახე წინა ღამესთან შედარებით,მაგრამ არაფერი უთხრა და საუზმე გაუმზადა.დემეტრემ ისაუზმა და იზოს მორიდებულად შეეკითხა.
-როგორ უნდა შეატყო ქალს რომ ის ორსულად არის.
-რატომ მეკითხები..................
-შენ გჯერა რომ მარინა ორსულად არის?
-შენ არ გჯერა?
-არ ვიცი რა აქვს ჩაფიქრებული,მაგრამ არ მჯერა და უნდა დავრწმუნდე.თუ მარინა ორსულად არის მაშინ ნაყოფი კვირეების უნდა იყოს და არა ერთი თვის და მეტის რადგან ჩვენ დიდი ხანია ურთიერთობა აღარ გვაქვს.
-არ გქონდათ ურთიერთობა? მაშინ თუ ორსულად არის ნამდვილად,ის ბავშვი შენი არ არის შვილო და რა გამოდის?
-გამოდის რომ ბავშვი ჩემი არ არის იზო.
-და დაქორწინებაც ამიტომ მოგთხოვა ასე სასწრაფოდ? აქ რაღაც ხდება დემეტრე და კარგად უნდა დაუკვირდე.
-მივხვდი რომ რაღაც ხდება და რა ეს უნდა გავარკვიო,მე ყველაფერს გავიგებ და უკეთესია თუ სიმართლეს თავად მეტყვის.
-უნდა დამშვიდდე,მივყვეთ ისე რომ ვერაფერი გავიგეთ და თავის ტყუილს თავად გაამჟღავნებს.დღეს უნდა მოვიდეს და დაველაპარაკები,გავიგებ რამდენი კვირის ან თვის ორსულია.
-კარგი,ჯერ შენ დაელაპარაკე მე მივდივარ დღეს ბევრი საქმე მაქვს და დამაგვიანდება.დემეტრე წავიდა და იზო ჩაფიქრდა,შემდეგ კი სადილის მზადება დაიწყო და კარზე ზარის ხმაზე შეკრთა.
-რა გემრიელი სურნელია.
-შენ ხარ?
-ვის ელოდი,ვინმე სხვაც შემოდის ასე თავისუფლად როგორც მე?
-ისაუზმებ?
-ვისაუზმებ,დემეტრე წავიდა?
-წავიდა,შენ როგორ ხარ.
-როგორ უნდა ვიყო,დღითი დღე იზრდება ჩვენი პატარა. 
-რამდენის არის ჩვენი პატარა?
-ჯერ მხოლოდ ვიზრდებით წინ დიდი დრო გვაქვს კიდევ გასავლელი.
-გასაგებია.
-ვერ გაიგე კარგად შენ ხომ ორსულად არასოდეს არ ყოფილხარ.იზო არ ელოდა მარინასგან ასეთ ცინიზმს და გაბრაზებულმა შეხედა.
-ყავას არ მომიდუღებ?
-ყავაც აქ არის და შაქარიც მე დაკავებული ვარ, შენც ჩემსავით ორი ხელი გაქვს.სამზარეულოში ელენე შემოვიდა და იზოს შეხედა თუ არა მიხვდა რომ მას მარინამ აწყენინა და შეეითხა.
-დაგეხმარო?
-არა შვილო,შენ იმეცადინე თორემ დემეტრე გამიბრაზდება საქმეებს მეც გავართმევ თავს.
-კარგი მე ჩემს ოთახში ვიქნები,აქ ცუდი აურა დგას.
-ყავა მომიდუღე და მერე წადი,როცა ქორწილი დასრულდება ერთი საათიც არ გაჩერდები ამ სახლში.
-ყავა თავად  მოიდუღე და დემეტრემ უამრავჯერ გაგაფრთხილა რომ თათია და ელენე ამ სახლში მოსამსახურე არ არიანო რაც შეეხება ქორწილს,დარწმუნებული ხარ რომ ეს ქორწილი შედგება?
-მე დარწმუნებული ვარ რომ ქორწილი შედგება, მაგრამ შენ ენა ძალიან დაგიგრძელებია და ვფიქრობ დამოკლება სჭირდება შენს ენას. მარინამ ტელეფონზე შეტყობინება მიიღო,წაიკითხა თუ არა ფერი დაკარგა და საჩქაროდ წავიდა.
-უნდა გავყვე,სად წავა უნდა გავიგო ეს ქალი და მისი საიდუმლოებები არ მომწონს.
-დამშვიდდი ასე არ შეიძლება,ვინმე უნდა ავიყვანოთ რომ უთვალთვალოს და მისი ყველა ნაბიჯი გაგვაგებინოს.მარინა შეშინებული მიდიოდა და ერთ სასტუმროში შევიდა.
-მოვედი,კარი გამიღე.
-უკვე მოდი? არ გელოდი ასე მალე,მობრძანდი.
-გისმენ რობერტი ასე საჩქარო რა იყო.რობერტი იდგა და მარინას უცქერდა,უეცრად მარინამ იარაღს მოკრა თვალი და რობერტის შეხედა შეშინებულმა.
-იარაღი რატომ გაქვს,რაში გჭირდება.
-ჩემს საქმეს ჭირდება იარაღი ჩემო მარინა,ფული იარაღის გარეშე არ მოდის.
-შენ,შენ ვინ ხარ,რას საქმიანობ.
-ეს თავში უნდა გეკითხა სანამ ჩემთან დაწვებოდი.
-შენ რაც გინდა გააკეთე,მე მივდივარ და აღარ დამირეკო.
-მიდიხარ? ვინ გითხრა წადიო,ამას შენ არ გადაწყვიტან აქდან როდის გახვალ.ამას უკვე მე გადავწყვიტავ და ეს მაშინ მოხდება როცა ჩემსას მივიღებ.
-ჩემგან რა გინდა,რას ელოდები.
-შენგან არაფერი,შენ მომცემ იმ სახლის გასაღებს სადაც სულ მალე პატარძალი იქნები.
-რაააა,რა გასაღებს მთხოვთ სად უნდა შეხვიდეთ.
-დემეტრეს სახლში უნდა შეგვიყვანო,შენ ხარ ჩემთვის იმ სახლის გასაღები.
-შეუძლებელია,დემეტრე მომკლავს.
-დემეტრეს რომ გადაურჩე სად გინდა წასვლა ისეთ ადგილზე რომ მე დამემალო,მე ყველგან მოგაგნებ საყვარელო.
-მხოლოდ ამიტომ დამიახლოვდი,რომ გინდა დემეტრე გაამწარო.
-რა ადვილად დაიჯერე რომ შენზე ვგიჟდებოდი მარინა.
-მაგრამ ჩვენი შეხვედრები უშედეგოდ არ დასრულებულა,ორსულად ვარ შენგან რობერტი.
-ჩემგან ხარ ორსულად და დემეტრეზე ქორწინდები?
-სხვა გამოსავალი არ მაქვს.
-გამოსავალი ყოველთვის არსებობს,მაგრამ შენ გინდოდა დემეტრე დაგედო მუხლებზე და  ხელში ჩაგეგდო,მასთან ტყუილით ცდილობ დაქორწინებას.იცი რა მიკვირს? ქორწინებას რომელსაც ტყუილით იწყებ,როგორ ფიქრობ დაქორწინდები და ტყუილიც გაქრება? დავიჯერო დემეტრე ასეთი ჭკვიანი ადამიანია და ასეთი უნიათოა გგონია,რომ ვერ მიგიხვდება შენს ტყუილს?
-მაშინ შენ აღიარე რომ შენ ხარ მამა და დემეტრეც თავისუფალი იქნება. რობერტი გაფითრდა და მარინას მუცელზე შეხედა,შემდეგ კი ტელეფონზე დარეკა.
-გისმენთ.
-ვინ ხარ.
-მე მოვედი,მითხრეს რომ მეძებდი.
-ვინ ხარ,ვერ ვხვდები რატომ უნდა გეძებდე.
-ის ვარ ვინც ძველ ჭრილობებს ვერ ივიწყებს და ყველაზე რთული იცი რა არის? როცა ამ ტკივილის მიზეზი იცი ვინც არის,როცა იცი დამნაშავე რამდენიმე ნაბიჯშია,მაგრამ წლებია ველოდები შენთან შეხვედრას მხოლოდ მაშინ შეჩერდება ჩემი ჭრილობიდან სისხლი. კიდევ დაველოდები უფრო ხელსაყრელ დროს,თუნდაც წლებს დავიცდი მხოლოდ ვიცოდე რომ ეს დღე აუცილებლად დადგება.
-ვინ ხარ ან ბრალს რაში მდებ შევხვდეთ და ამიხსენი.
-არ ვიცი შენი სიყვარული რამდენად ძლიერია,მაგრამ სულ მალე ქორწილი გაქვს და ქორწილი უპატარძლოდ შეუძლებელია,მოდი და წაიყვანე შენი საცოლე.
-რააააა? მარინა შენ გყავს? ალო,ალო,ვინ ხარ.გაოგნებული იდგა და არ იცოდა რა გაეკეთებინა.მოულოდნელად დაჩის იარაღი წაართვა და კარებში გადიოდა უკვე რომ სანდრომ დაიჭირა და უთხრა.
-არ გაბედო და არავის არ ესროლო,მაგრამ თუ ეს ერთი ტყვია შენს სულიერ ტკივილს გაგიქრობს მე მესროლე და დაასრულე შენი ტკივილიც.დემეტრე ერთი ნაბიჭვრის გამო ნუ დაინგრევ შენს ცხოვრებას,შენ ღირსეული ადამიანი ხარ და ღირსეულად უნდა გააგრძელო ცხოვრება.დაივიწყე სიძულვილი რომელიც კარგს არაფერს არ მოგიტანს.თუ ერთხელ მაინც გადადგი არასწორი ნაბიჯი და სწორი გზიდან გადაუხვიე სიძულვილის ჭაობის სიღრმეში ისე შეხვალ იქედან დაუმარცხებელი ვერ გამოხვალ.დაუშვი სიძულვილის აფრა მეგობარო,ნუ მისცემ დარდს შენს გულს რომ შეგიჭამოს.
-გონებას არ ესმის გრძნობების,მოვკლავ და დაასრულებს მუქარასაც.
-ვიცით,ჩვენ ვიცით და უნდა შეძლო თავის ხელში აყვანა.
-მას ორსული ქალი ჰყავს წაყვანილი.
-ვიპოვით,ეს უკვე პოლიციის საქმეა და ვიპოვით მარინას.ის კიდევ დარეკავს,დაველოდოთ.ერთი საათიც არ იყო გასული რომ უცნობის ზარი ისევ დაფიქსირდა და დემეტრემ უპასუხა.
-სად არის მარინა.
-ჩემთან არის.
-მარინას არაფერი არ უნდა დაუშავდეს,ის...............
-არაფერი დაემართება შენი ორი თვის ორსულ ქალს და იმედი მაქვს განსაცდელში არ მიატოვებ.დემეტრე დაიბნა,მარინამ კი რობერტის შეხედა და მიხვდა რომ ტყუილი უკვე გამჟღავნდა,ტყუილს რომელსაც დემეტრე არ აპატიებდა.
-რაო რატომ გაჩუმდი,მისამართს  მოგწერ და წაიყვანე შენი ქალბატონი.
-ნუ შეწუხდებით,მისამართი მას მიწერეთ ვინც არის ბავშვის მამა.დემეტრემ ტელეფონი გათიშა და სამდროს შეხედა,შემდეგ კი ტელეფონი კედელს ესროლა.
-მივხვდი რომ მატყუილებდა,სხვასთან ერთობოდა და ბოლოს უნდოდა მისი ნაბიჭვრის მამა გავმხდარიყავი? არეული ნაბიჯით დატოვა განყოფილება და სახლში წავიდა,ელენემ შეხედა თუ არა მიხვდა დემეტრე კარგად არ იყო.
-რა მოხდა,ასე ვინ გაგაბრაზა ადამიანის სახე არ გაქვს. ელენე უცქერდა დემეტრეს და მის თვალებში სიბრაზესთან ერთად უზარმზარი ზიზღი დაინახა.
-უნდოდა ტყუილში მეცხოვრა,ქორწინება რომელიც ასეთი სპეტაკი რამ არის ტყუილით უნდა დამეწყო და მისი ნაბიჭვრს მამა ვყოფილიყავი.
-ესე იგი ყველას მოგვატყუილა და თან როგორი დარწმუნებული იყო ამ ქორწილის.
-ბავშვის მამა ვინ არის ამაზე იფიქრს იმაზე ფიქრს მე როგორ ჩამებღაუჭოს.დემეტრეს ისევ დაურეკეს ამჯერად სახლის ნომერზე და დემეტრემ უპასუხა.
-გისმენთ.
-პასუხს აგებ ყველაფერზე.
-ბოლოს და ბოლოს იტყვი ვინ ხარ?
-მალე გაიგებ.დემეტემ ტელეფონი გათიშა და ელენეს შეხედა.
-არ ინერვიულო გაირკვა სიმართლე,მე გავდივარ და მალე დავბრუნდები.
-დაგაგვიანდება მოსვლა? დემეტრემ სამზარეულოსკენ გაიხედა და დარწმუნდა იზო ახლო მახლო არ იყო ელენეს გემრიელი კოცნა დაუტოვა,მაგრამ იზო მის უკან გაოცებული იდგა,დემეტრე კარისკენ შებრუნდა და იზოს პირდაპირ გაბრაზებულ თვალებში ჩახედა.
-იზოლდა? აქ როგორ გაჩნდი შენ ხომ სამზარეულოში იყავი.
-სადაც არ გგონია ვარ სწორედ იქ ვარ და სამზარეულოდან როდის მერე მეკრძალება გამოსვლა.
-მომისმინე ელენეს არაფერი უთხრა,ახლა მივდივარ და რომ  მოვალ ვისაუბროთ.
-ვერსად ვერ წახვალ სანამ არ ამიხსნი აქ რა ხდება,ელენე რა ხდება შვილო შენსა და დემეტრეს შორის.
-გითხარი საჩქაროდ უნდა წავიდე და რომ მოვალ ყველაფერს აგიხსნი,ელენეს გული არ ატკინო.
-ყველაფერს მომიყვები,არ მომიყვები და ვახშამს ვერ მიიღებთ. დემეტრე ვერ გაჩერდა სახლში,წავიდა და მისდა უნებურად ისევ სანდროსთან მივიდა.
-დემეტრე დამშვიდდი? ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას.
-იმ მანიაკმა კიდევ დამირეკა და მითხრა პასუხს ვაგებდი მის ტკივილზე,სანდრო ვერ ვხვდები რა ხდება და რაში მედება ბრალი.
-მომისმინე.............................
-ყველა ოჯახში იმალება რაღაც საიდუმლო,მაგრამ რა საიდუმლო იმალება ჩემს ოჯახში.
-დაჯექი,მე პატარა გამოძიება ჩავატარე.
-გისმენ მითხარი,ყველაფრის მოსასმენად მზად ვარ.
-შენ არაფერში არ მიგიძღვის ბრალი,ეს ბუბუს ეხება და ძალიან ძველი ამბავია.
-ბუბუს,ესე იგი დედაჩემს?
-კი,დედაშენს.ბუბუმ წლების წინ  გააკეთა რეპორტაჟი,მაშინ შენ პატარა იყავი და ბუბუს შენი დაკარგვით აშინებდნენამიტომ რეპორტაჟი იყო ძალიან მწარე სიმართლე რომელმაც ძალიან ბევრ ბიზნეს ამოფარებულ პირებს ავნო და მათ შორის იყო ვინმე ,,თეთრი მგელი''.
-,,თეთრი მგელი?'' პირველად მესმის.
-ეს სახელი დავიწყებას მიეცა რეპორტაჟის გასვლიდან რამდენიმე დღეში,მაგრამ ბევრ ცნობილი ადამიანების  ნამდვილი სახეები დაინახეს და ბევრი ბიზნესმენიც დაიჭირეს,თეთრი მგელი კი მკვდარი იპოვეს სადღაც ნანგრევებში ქალაქიდან არც ისე შორს და არც ისე მიუვალ ადგილზე.იმ ადგილზე ყველა გამვლელი თავს აფარებდა წვიმის დროს,სწორედ იქ უნახავთ თეთრი მგელი მკვდარი,მას ხელში იარაღი ეჭირა და ყველაფერი რაც მისი საკუთრება იყო ადგილზე ჰქონდა,ამიტომ გამოძიებამ აღარ გააგრძელა დეტალების ძებნა და საქმე დახურა რადგან თვითმკვლელობას ჰგავდა ყველაფერი,მაგრამ არავინ იცის იყო ეს კი თვითმკვლელობა?
-მაგრამ არსებობს ადამიანი ვინც არ ჩათვალა თვითმკვლელობად ეს საქმე და მომხდარში შენ და დედაშენს ადანაშაულებს.
-რა უნდა გავაკეთოთ,დაჩი არის რამე გამოსავალი?
-ვფიქრობ გამოძიება თავიდან უნდა დავიწყოთ,პირველი რაც დაგვჭირდება ეს გვამის ეგზუმაცია არის,თუ ოჯახი ნებას დაგვრთავს.
-ნებართვა უნდა მივიღოთ,უნებართვოდ ვერაფერს ვერ გავხდებით.
-ამას ჩვენ მივხედავთ,მე უფრო სხვა რამ მგონია რაც საქმეს ართულებს.
-რა არის ეს სირთულე სანდრო.
-არც შენ და არც ბუბუ არის დამნაშავე მომხდარში,დემეტრე ბუბუს სამსახური ასეთია მე მასზე ძველი მასალები მოვიძიე და ის სტუდენტობიდან უშიშარი იყო თავის პროფესიაში მიუხედავად იმისა ბევრი შეურაცყოფაც კი მიუღია,მაგრამ მას ავალებდნენ ამ რთულ საქმეებს და ვალდებული იყო შეესრულებია თავისი საქმე ამიტომ არის ის იმ სკამზე რომელზედაც დღემდე შემორჩა.სანდრომ და დაჩიმ დაიწყო გამოძიება,ოჯახიდან თანხმობაც მიიღეს და გვამის ეგზუმაცია გააკეთეს.
-იარაღი ყოველთვის ჰქონდა ჩემს ძმას,თან ატარებდა რადგან დაცვა არასდროს არ ჰყოლია ამით ზედმეტ ყურადღებას მივიქცევო ამბობდა,მაგრამ იარაღით გადაადგილდებოდა.ის უშიშარი და ძლიერი ადამიანი იყო,დარწმუნებული ვარ თავს არ მოიკლსვდა.საქმეც ძალიან სწრაფად დაიხურა,ალბად ეს აწყობდა ვინმეს ასე მომხდარიყო და ჩვენ ოჯახის წევრებს განძრევის საშუალება არ მოგვცეს.
-თქვენ ფიქრობთ რომ თქვენი ძმა მოკლეს და მისი გვამი იქ მიიტანეს?
-არ ვფიქრობ გამომძიებელო,დარწმუნებული ვარ ჩემი ძმა მოკლეს.
-კარგით,ჩვენ ვიწყებთ გამოძიებას და ყველა დეტალს თქვენთან ერთად გავივლით.
-თუ რამეში დაგჭირდებით,მეც დავეხმარები გამოძიებას და იმედი მაქვს სიმართლეც გაირკვევა. დემეტრემ სანდროს შეხედა და უთხრა.
-გამოძიების ყველა დეტალი უნდა ვიცოდე,თუ დახმარება დაგჭირდებათ,დამირეკეთ. იმ დღიდან ლაშაც ჩაერთო საქმეში და სამივე იძიებდა წლების წინ მომხდარ საიდუმლო მკვლელობას.
-მეც დარწმუნებული ვარ,რომ ეს მკვლელობაა.საქმეში რამე მნიშვნელოვანი დეტალები რომ არ გამოჩენილიყო გამოძიებამ საქმე დახურა.საქმის დაწყბიდან მესამე დღეს ლაშამ შეხედა სანდროს და უთხრა.
-რაღაც გავარკვიე,
-ლაშა ჩვენ ჯერ ადგილიდან ვერ დავიძარით და შენ რა გაარკვიე ასე მალე.გაოცებული უცქერდა დაჩი ლაშას.
-ლევან კუხიანიძე და მისი ზედმეტ სახელია თეთრი მგელი.
-საქმე არ ეხება თერთ მგელს,ის მსხვერპლია მეგობრებო.
-ეს როგორ,ის ხომ მოკლეს და მის მკვლელობას ვიძიებთ.
-არა,ჯერ გარდაიცვალა ბიძა რომელიც მის ასაკში ძალიან კარგად გამოიყურებოდა,მან დაქორწინება 50 წლის ასაკში გადაწყვიტა და დაქორწინდა მასზედ ძალიან ახალგაზრდა ქალზე და აი აქედან უნდა გაიხსნას საქმე,სწორედ ეს ქალი უნდა ვიპოვოთ.
-ცოცხალია ეს ქალი?
-ცოცხალია,მარეხი რამიშვილი და ის ახლა არის 40 წლის.ლევან კუხიანიძე 50 წლის ასაკში დაქორწინდა 21 წლის გოგონაზე და სულ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა,გოგონა დარჩა ქვრივი და ის მეორედ არ გათხოვილა.
-ჯერ ვერაფერს ვიტყვით,მაგრამ შესაძლებელია გოგონა რომელიც 21 წლის ასაკში ცოლად გაყვა 50 წლის მამაკაცს,გამოძიების ვარაუდით მას უნდა ჰყავდეს საყვარელი და ორივემ ერთად  გზიდან ჩამოიშორეს თეთრი მგელი.
-გამორიცხული არაფერია,მაგრამ ვერც ვერაფერს ვიტყვით წინასწარ თუ  არ ვნახეთ და არ ვესტუმრეთ,საინტერესოა რას გვეტყვის.
-ვერ დავკითხავთ,უნდა დავიცადოთ.
-რატომ,რა მოხდა.
-ის საავადმყოფოშია და ქიმიის კურსებს იტარებს,მას სიმსივნე აქვს.
-ყოჩაღ ლაშა შენ გზა გაგვიხსენი.
-მაგრამ შეგვიძლია ვნახოთ ის ქალბატონი ვინც ბატონი ლევანის სახლში ცხოვრობდა და მისთვის კერძებს ამზადებდა.
-ცოცხალია?
-ასაკოვანია,მაგრამ ცოცხალია 90 წლისაა და ყველაფერი კარგად ახსოვს.
-მაშინ დრო არ უნდა დავკარგოთ და მასთან წავიდეთ.
-წავიდეთ,დაჩი შენ აქ იყავი მე და ლაშა წავალთ.ლაშამ მალე იპოვა მოხუცი ქალბატონის სახლი და კარზე ზარი მისცა,კარი ახალგაზრდა გოგონამ გააღო და სტუმრები სახლში შეიპატიჟა,სანდრომ სახლს თვალი მოავლო და კედელზე დაკიდებულ ფოტოს შეხედა.
-ეს ლევანის ფოტოა ვის საქმესაც ახლა იძიებთ,მე ის შვილივით მყავდა,გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე გავიგე რომ შვილს ელოდებოდა საყვარელი ქალისგან,მაგრამ იმ ქალს ოჯახი ჰქონდა და არ შეეძლოთ გაემხილათ თავიანთი სიყვარულის შესახებ,ამიტომ პატარა მე მომიყვანა და მე მომანდო მისი აღზრდა,ეს არის ლევანის ქალიშვილი მართა.
-რატომ დაქორწინდა მასზე  ბევრად უმცროს ქალზე როცა საყვარელი ქალი ჰყავდა და მისგან შვილსაც ელოდებოდა.
-როგორც გითხარით მას უკვე ოჯახი ჰყავდა,ვერ გაამხელდა მის საიდუმლოს მას ყველა ზურგს აქცევდა.ეს სახლიც ლევანიმ იყიდა და აქ გავზარდე მართა,ჩვენ დღემდე ერთად ვცხოვრობთ.
-დეიდა რა გახსოვთ ლევანის მკვლელობის დღიდან თუმდაც უმნიშვნელო დეტალი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყოს,იქნებ გაიხსენოთ რამე.
-ჩვენ ორი ლევანი გვყავდა,დიდი და პატარა ლევანი.დიდი ლევანი დაქორწინებაზე არც კი ფიქრობდა და თავისი სახელი ძმიშვილი რომ დაიბადა მას დაარქვა, მოდი ვიყოთ ორი ლევანი დიდი და პატარა კაცებიო.ლევანიმ თავად იზრუნა ძმიშვილის აღზრდაზე და სწავლა-განათლებაზე,წლები გავიდა და ლევანიც გაიზარდა სასწავლებლად კი უცხოეთში გააგზავნეს,ის ყოველ ზაფხულს  ჩვენთან ერთად იყო და აქ ისვენებდა.როცა ლევანი აქ იყო დიდი ლევანი ცდილობდა სულ ძმიშვილის გვერდით ყოფილიყო,უხაროდა მასთან ერთად სეირნოდა და მასთან საუბარი,მაგრამ რამდენიმე დღეში მოულოდნეად თქვა რომ ის ქორწინდებოდა და ერთ საღამოს მასზე ძალიან უმცროსი ასაკის გოგონა მოიყვანა სახლში.
-არ ელოდით მისგან ამ მოულოდნელ ქორწინებას?
-არ ველოდით შვილო,ამბობდა არ დავქორწინდები ქალები ისედაც ბუზებივით მეხვევაო და მისმა ამ მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ყველა გაგვაოცა,მაგრამ პატარძალი ოჯახში მივიღეთ.დაქორწინებიდან ორი თვის შემდეგ ჩემთან მოვიდა ჩვილი ბავშვით ხელში და მითხრა.
-მიშველე მანანა დღეიდან შენ მართას დედა უნდა იყო და მე არაფერს მოგაკლებთო.
-თქვენც დაეხმარეთ კითხვების დასმის გარეშე.
-რა უნდა მექნა,დავეხმარე ძიძა ავიყვანეთ და მე მასთან სახლში გავაგრძელე მუშაობა.
-შემდეგ რა მოხდა.
-ამ ამბიდან ერთ თვეში დიდი ლევანიმ გულის შეტევა გადაიტანა მძიმე ფარგლებში,რამდენიმე დღეში კი ის სადღაც მიუვალ ადგილზე იპოვეს მკვდარი და დასრულდა ყველაფერი,ლევანის მკვლელობა არც გამოიძიეს ისე დახურეს მისი საქაღალდე.ყველაფერი მიჩუმდა,ჩემი პატარა ლევანი სასოწარკვეთილი იყო,შევატყვე რომ რაღაცას განიცდიდა და ვიფიქრე ის ბიძას დარდობდა,მაგრამ რამდენიმე დღეში პატარა ლევანიც გაუჩინარდა და მის კვალს ვერსად ვერ მიაგნეს.ერთი კვირა ეძებდა მას პოლიცია და ერთ საღამოს პოლიცია მოვიდა დამწუხრებული სახით და თქვა,რომ ლევანიმ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ისე როგორც თქვეს დიდ ლევანიზე.
-თქვენ როგორ ფიქრობთ მანანა დეიდა მოიკლავდა ისინი თავს? მანანა გაჩუმდა და ცრემლი დაედინა დანაოჭებულ სახეზე.
-დეიდა თუ რამე იცი უნდა გვითხრა.
-არა შვილო,არც დიდი და არც პატარა ლევანი არ იყო ასეთი სუსტი ნებისყოფის რომ მათ თავი მოეკლათ,ისინი მოკლეს და ვფიქრობ მათი მკვლელი ერთი და იგივეა.
-და არის ვინმე ვიზედაც გაქვს ეჭვი?
-ვერავის ცოდვას ვერ დავიდებ ამ ასაკში შვილო,მაგრამ მარეხიმ ძალიან განიცადა ორივეს სიკვდილი.მე დავრწმუნდი,რომ მას ქმარი ძალიან უყვარდა.მე ის ძალიან შემეცოდა,მივხვდი მან იცოდა ვინ მოკლა ლევანი,მაგრამ ის დააშინეს,დაემუქრეს და ამიტომ შეეშინდა მისი მხილება.
-მეგობრები დადიოდნენ პატარა ლევანისთან?
-დადიოდა და არ ვიცი რატომ,მაგრამ განსაკუთრებით ერთი არ მომწონდა.
-სახელი შეგიძლია გაიხსენო?
-მახსოვს რომეო,რომანი? არა,არა რობერტი ჰქვიოდა.
-ვინ იყო ეს ადამიანი,რა ურთიერთობა ჰქონდა ლევანის მასთან.
-ვიცი მხოლოდ რომ მეგობრები იყვნენ,სხვა არაფერი.
-მადლობა მანანა დეიდა თქვენ იმაზე მეტი რამ გვითხარით რაც უნდა გეთქვათ.სანდრო და ლაშა კმაყოფილი სახეებით დაბრუნდნენ გაყოფილებაში,დაჩი იდგა და უცქერდა მათ.
-ახლა რას ვაკეთებთ,შემდეგი ნაბიჯი რა არის.
-მარეხის გონზე მოსვლას უნდა დაველოდოთ,ვნახოთ ის რას გვეტყვის და ვფიქრობ ძალიან მალე ავხდით დიდ საიდუმლოს ფარდას როცა ყველაფერი გაირკვევა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent