წარსულის შეცდომები
ჩუმი გმინვა გაისმა თეთრად აბრდღვიალებულ ოთახში,ყურს უსიამოვნოდ მოხვდა აპარატების მონოტონური ზუზუნი. ზანტად გაახილა თვალები, თეთრმა შუქმა თვალი მოსჭრა და უმალ დახუჭა.თავი უსკდებოდა. გარედან ჩახშულად ისმოდა მოლაპარაკეთა ხმები,ახლაღა მოავლო თვალი ოთახს ,რომელშიც იმყოფებოდა.თეთრი ,არაფრით განსხვავებული საავადმყოფოს პალატა ერთი მის მარჯვნივ არსებული ფანჯრით.როგორც ჩანს მხოლოდ ის იყო ამ პალატაში.ფანჯარასთან მიდგმული ერთი მაგიდიტა და ორი სკამით,ფანჯრის მოპირდაპირედ ერთი კარები იყო ,ალბათ შემოსასვლელი კარები და მის გვერდით შედარებით მომცრო კარები ",სააბაზანო"გაიფიქრა ახლად გაღვიძებულმა.ინტერირეის თვალიერებით გართულს მალევე შეახსენა თავი ტკივილმა, რომელიც მთელ სხეულს მოდებოდა, უფრო დიდხანს წოლისგან დაბუჟებულმა ადგილებმა. დაღლილმა მალევე მილულა თვალები, იმის ძალაც კი არ ქონდა, რომ ეფიქრა თუ რატომ იყო საავადმყოფოში. მწოლიარე მკვეთრმა ხმაურმა გამოაღვიძა, მის ოთახში ორი მამაკაცი იდგა და რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნენ, დროდადრო მასაც გადმოხედავდნენ ხოლმე. ცადა მათთვის მოესმინა, მაგრამ ყურებში ჩაგუბებული უსიამოვნო შეგრძნება ხელს უშლიდა სიტყვების გარჩევაში .მოჭუტული თვალებით ცდილობდა მათ დანახვას, მაგრამ რაც მეტად ატანდა თვალებს ძალას, მით მეტად ტკივდებოდა თავი, ამიტომ შეწყვიტა მცდელობები და კვლავ გადაეშვა ძილის საბურველში. შემდეგი გამოღვიძებისას თავს უფრო უკეთ გრძნობდა, ახლა დააკვირდა მის ხელებზე არსებულ მილებს, როგორც ჩანს გადასხმა ედგა .სცადა წამოწეულიყო მაგრამ იმდენად იყო დასუსტებული ,მხოლოდ ოდნავი შეტოკება მოახერხა მისი დაუძლურებული სხეულის . ახლა დაფიქრდა თუ რატო იყო საავადმყოფოში "ვერ ვიხსენებ"ამის გაფიქრება და თავის მწვავე ტკივილი ერთი იყო -ჯანდაბა-ცაიფრუტუნა თავისთვის და თავი გადაატრიალა, მის მარჯვნივ თავთან წითელი ღილაკი შენიშნა"ალბათ ექთნის გამოსაძახებელი"გაიფიქრა მწოლიარემ და შეეცადა მას მიწვდომოდა ძლიერი ტკივილის მიუხედავად, მაინც შეძლო მიწვდომა და ღილაკზე თითის დაჭერა,წუთი არ იყო გასული ახალგაზრდა გოგონა, რომ შემოვარდა პალატაში და გაკვირვებული თვალებით მიაჩერდა -ღმერთო გაიღვიძა-ჩურჩულებდა თავისთვის -საწაულია ახლავე დავუძახებ ექიმს -შეჰყვირა მწოლიარეს და ექიმის ყვირილით გავარდა დერეფანში -რა ხმაურიანი გოგოა-უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები პაციენტმა-სად წავ.. -აი ექიმო გაიღვიძა-სიტყვის დამთავრება არ აცადა ექთნის ხმამ -გამარჯობა გილოცავთ გაღვიძებას-თბილად გაუღიმა შუა ხნის კაცმა როგორც მიხვდა ექიმმა -მადლობა-ჩახრეწილი ხმით უპასუხა მწოლიარემ-ხომ ვერ მეტყვით აქ რატომ ვარ?-ცნობიზმოყვარეობით სავსე თვალები მიაპყრო ექიმს -ალბათ არ გახსოვთ აქ მრავლობითი მოტეხილობით გადმოგიყვანეს-ნელა დაიწყო მან-მაღალ სართულიანი შენობიდან გადმოვარდით-შეწუხებული სახით გადმოხედა ექიმმა-უკვე არც გვეგონა თუ გაიღვიძებდით ინდენი ხანი იყავით კომაში -კომაში??-თვალები გაუფართოვდა მწოლიარეს-რას ქვია შენობიდან გადმოვვარდი?-გაკვირვებული უყურებდა ექიმს -ალბათ არ გახსოვთ ეს ნორმალურია ნელ-ნელა მეხსიერებაც აღგიდგებათ და ყველაფერს გაიხსენებთ, ახლა კი დაისვენეთ თავს ნუ დაიტვირთავთ, მანამდე კი შეგამოწმებთ რაიმე დაზიანება ხომ არ დაგიტოვათ კომამ-თბილად გაუღიმა ექიმმა და პროცედურების ჩატარებას შეუდგა "გადმოვვარდი ეს როგორ კი მაგრამ?! "-მოვრჩით -ფიქრი გააწყვეტინა აშკარად სიგარეტისგან ოდნავ ჩახრინწულმა ხმამ-ცოტახანში რენდგენზე და ტომოგრაფიაზე გაგიყვანენ მანამდე თუ დაისვენებთ უმჯობესია ბატონო ალექსანდრე-მშვიდად მიუგო ექიმმა -დიახ მადლობა ექიმო.. -გიორგი ,არ გაგეცანით გიორგი წერეთელი ნეირო ქირურგი-ხელი გაუწოდა ალექსანდრეს -სასიამოვნოა თქო გეტყოდით მაგრამ მიჭირს ცოტა -თავის მდგომარეობაზე მიუთითა მან -დიახ მესმის-გაუცინა ექიმმა-ახლა დაისვენეთ ცოტახანში ისევ გნახავთ -თავაზიანად დაემშვიდობა გიორგი ექიმი-თინი მიხედე იცოდე ბატონ ალექსანდრეს-მეგობრულად შეხედა ეგგრედ წოდებულ თინი ექთანს გიორგიმ-"ანუ თინი, თინათინი გასაგებია"გაიფიქრა ალექსანდრემ -გთხოვთ უბრალოდ ალექსანდრე-შეუსწორა მან -როგორც თქვენ გნებავთ ალექსანდრე-გარკვევით გამოთქვა მისი სახელი-მაშ კარგი მე დაგტოვებთ-თავი დაუკრა მწოლიარეს და ოთახიდან გავიდა -კარგით რამე თუ დაგჭირდებათ ამ ღილაკს დააჭირეთ-მხიარულად მიუთითა მის თავთან არსებულ გამოსაძახებელ ღილაკზე თინიმ და წასასვლელად მოემზადა -შენ მოხვალ თუ სხვა ექთანი თინათინ?-ღიმილით გამოხედა ალექსანდრემ -ალბათ მე -ასევე ღიმილით უპასუხა მან -გააჩნია გამოძახების მომენტში ვინ იქნება. მე წავალ სხვა პაციენტებსაც უნდა მივხედო თქვენ დაისვენეთ-ისევ ღიმილით გამოხედა მან და პალატა დატოვა -ბევრს ლაპარაკობს,მაგრამ საყვარელია-გაიფიქრა თავისთვის ალექსანდრემ და დაღლილს ისევ ჩაეძინა. *** "გაიღვიძა"აკრიფა სწრაფად მობილურზე მოკლე ტექსტი და დაფარულ ნომერზე გაგზავნა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.