შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ურეკის მზის ქვეშ ( თავი X)


9-07-2020, 05:03
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 2 807

დილით ნინის ჯლიგინი მაღვიძებს.
- ელზააა... ადეეე,წამო,ზღვის ზედაპირი უნდა გაგაყინინო და მერე უნდა ვისრიალო. - ეს სიტყვები შორიდან ჩამესმის და ვერ ვხვდები რას მეუბნება.
- მზეთუნახავო გაიღვიძე,გათენდა უკვე. - აი ეს კი ნუცას ხმაა. ისეთი მოთენთილი ვარ,თვალს ვერ ვახელ. „ ალბათ იმის ბრალია,წინა ღამეს ირაკლის მკლავებში,რომ გეძინა“ ჩამძახის ყურში ჩემი მეორე მე და ამ სიტყვებზე თვალებს ისე ვახელ,თითქოს დენის ჩამრთველს ჩავეხუტე.
- რა? სად? როდის? სად ვარ? რა ხდება? - ვბლუყუნებ გაურკვევლად,როცა ოთახში მხოლოდ ნუცას და ნინის ვამჩნევ.
- ბროლის ბუს ელოდები,თუ აწევ შენი სხეულის ერთ-ერთ მშვენიერ ნაწილს და მოემზადები?! - თვალებს სიცილით მიბრიალებს ნინი.
- რაა? რა ხდება? რომელი საათია?
- ადგომის და ზღვაზე გასვლის დროა ყინულის დედოფალო -მეკრიჭება ნუცა და ლოყაზე მაგრად მკოცნის.
- შეენც ნუუც?! გადაგრია ხომ იმ ბიჭმა? - თვალებს ვატრიალებ.
- გაჩერდი ერთი... ჩემი სკოლაა. - ჩემი ნადირი ქალი მაშინვე მცემს პასუხს,მის სასარგებლოდ.
- ღმერთო რა მეშველება.... - ხელებს მაღლა ვწევ. - მე,რომ დამახტით თავზე,თქვენ მზად ხართ?
- უიმეეე,უჟმური... მადლობა მითხარი პატივი,რომ დაგდე და გაგაღვიძე. რა უმადურობაა ნუუუ...
- რა პატივიაა....- წარბებს მაღლა ვქაჩავ.
- ადექი ახლა და ნუ გაიტლიკე ენაიი...
- რა „სუპერ ბიძას“ გამხმოვანებელივით მელაპარაკები ქალო?!
- „სიცოცხლეეეე... სად არის ჩემი სუპერ რეიტუზიიი?“ - ნინი ერთ-ერთი პერსონაჟის ტექსტს ამბობს მთელი სერიოზულობით, სპეც ეფექტებით, HD ხარისხში.
- არ ხარ დალაგებული შვილო -თავს სიცილით აქნევს ნუცა,მე რათქმაუნდა უკვე იატაკზე ვხოხავ.
- ხვალ შემოგთავაზებთ „მადაგასკარის“ პირველ ნაწილს.
- თრეილერს ველოდებიიით. -ლამის ვკივიი. -ნინი იჯგიმება და აგრძილებს.
- „დელპიერო... ალიკა... დელპიერო.. ალიკა... გადკლავ შე ვირიშვილო.“ „ტვირთი დაიცალოს კენიაში,ბუნებრივ ნაკრძალში. აფრიკა. აფრიკაო?!“ „რა კარგია ერთად,რომ ვართ.. მაგრამ ისიც რომ ვიცოდეთ სად ვართ,დაგლიჯავს!“ „ვიღიმებით და ხელს ვიქნეევთ.“ - ნინი ასრულებს წარმოდგენას და მთელი ოვაციებით და ტაშის კვრით ვაჯილდოვებთ.
- ოჰ, გმადლობთ,გმადლობთ. მინდა მადლობა გადავუხადო დედას,მამას,ჩემს ძმას,რომელიც ქვემოთ გველოდება და მალე თუ არ ჩავალთ, დაგვანაწევრებს და საზღვარგარეთ გაიტანს ჩვენს ნაწილებს ბაზარზე, მადლობა ჩემს კატას, დაქალებს, მეზობლებს,ინკასატორს, მეეზოვეს...- ისეთი სახით ამბობს სამადლობელს,თითქოს „ოსკარი“ გადასცეს ამ წამს.
- ვაიმე დედიკო,დედააა... - ნუცა ხავის უკვე.
- აუ ის უნდა დავამუღამო რაა,აი ფილმები რომ მთავრდება და მერე ლომი,რომ ღრიალებს.
- რა უნდა მერე მაგას გოგო... დილით რომ იღვიძებ აი ზუსტად იმ ლომივით გაქვს თმები და ღრიალზე ირაკლის თხოვე და მოგიხერხებს რამეს.- ენას ვუყოფ და ვეკრიჭები .
- ფუუ,რა დამპალი ხარ პროსტაა...- უკვე ნინიც ხარხარებს.
- ცანცარა ქალოოო. -ვახტები და იმდენს ვკოცნი სანამ კივილს არ იწყებს.
- გამიშვი გოგო,გავიგუდე.... ვაიმეეე გგონია ამხელა ტალანტი ქალის დახრჩობას ვინმე გაპატიებს?
- სანამ ცოცხალი ხართ,თქვენი ავტოგრაფი დამიტოვეთ რა...- სანამ ჩვენ „ვჭიდაობთ“ ნუცა კალამს მოარბენინებს და მკერდს უშვერს. - აი აქ მინდა.
- ვაი შე უბედურო,მანდ უნდა დაიწერო დიდი ასებით „ლევანი“ - იდიოტივით იცინის ნინი და ენას უყოფს.
- უიმე ეგ კარგიბ იდეაა ხომ იციი...- ნუცა ისეთ სახეს იღებს თითქოს,რაღაც იდეალური იდეა მიაწოდეს.
- დედააა, ღმერთო შენ მიშველე ახლა. ქალო ახლა არ გამაგიჟო... - თვალებს უბრიალებს ნინი.
- კაი გოგო, დამშვიდდი,ვიხუმრე.- კაკანებს ნუცა.
- ოოოჰ,დიდო ნინი,თქვენ რააა, დავიჯერო ვერ ამოიცანით მის სიტყვებში სიცრუე? - თითქოს ვიოცებ და პირზე ხელს ვიფარებ.
- ფუუ მომიშალეთ ნერვები... ცუდი გოგოები ხართ. დაისაჯეთ,მეტჯერ არ „გაყურებინებთ“ 3D მულტფილმებს.
- ოოო კაი რააა.- იბუტება ნუცა. იმ ბავშვს გავს,რომელსაც საწუწნი კანფეტი წაართვეს.
- ვაიმე დედა, ეს რა არსებაა,არ შემიძლიააა...-კაკანებს ნინი და ნუცას უკოცნის ლოყებს.-კაიიიი ნუციკო,არ გეწყინოს ვიხუმრე... ახლა არ იტირო და პლაჟზე რომ გავალთ ნაყინს გიყიდი დეე...- ლოყებს უწელავს,თითქოს უფროსი იყოს. - ნაყინი? მომშივდა... ღმერთოოო...ძალიან მომშივდა. წავედი ახლა მოვემზადე, თორემ აქვე განვუტევებ სულს , რამეს თუ არ შევჭამ მალე.
- ვაიმე საწყალო,როგორი მოშიებული ხარ... დარწმუნებული ვარ,რომ ადექი მაშინვე გადაირტყი ზურგზეე სამი ნაჭერი კარაქიანი პურიი.
- აუ კიიი, ნუციკომ პატარა ჯარისჯაცებად დამიჭრა. -გაბრწყინებული თვალებით მიყურებს,ბაღის ბავშვს გავს.
- დედა რა გავაკეთო... ეს ვის დასცინის საერთოდ -სიცილისგან მუცელი მტკივა უკვე.
- მეჩვენება თუ ჩემს მოთმინებას ცდი? -დაწვრილებული თვალებით მიყურებს.
- რაო ნიიინ,სანამდეა შენი მოთმინების ფიალა შევსებული? -ეშმაკური ღიმილით ვუყურებ.
- რა ფიალა ქალოო, მოთმინების თეფში მაქვს მეეე.- სამი წამით ჩერდება.- რომელზეც საერთოდ არ დევს არც კარაქიანი პურის ჯარისკაცები და არც არანაირი საჭმელი. -აი აქ უკვე ღნავილით აგრძელებს.
- მთლად გადაირია. ღმერთო გვიშველე. - ეცინება ნუცას.
- ვაიმე ის ამბაავი მაინც არ იციიით? „ნინი მშიერი იყო, მის მეგობრებს დაერია,ხოდა ეს მეობრები ღმერთს ეხვეწებოდნენ გვიშველე რამეო და ღმერთმა ხელი გაააქანეთ,აჭამეთ, თქვენც გეშველებათ და ნინისაცო?!“ არ გეცოდებით ხალხნო?
- წამო შე უბედურო გაჭამო რამე. - უცინის ნუცა და კარისკენ მიყავს.
- შენ კიდე, ჩქარა ქენი,თორემ ირაკლი გააგრძელებს ჩემს დაწყებულ ისტერიკებს. -ირაკლის ხსენებაზე თვალები მიფართოვდება,იმედია ნინის ჰგონია,რომ მის სიტყვებზე მაქვს ასეთი რეაქცია.
- მიდიით და მოვალ მალე...
გოგოები ქვემოთ ჩადიან,მე მთლიან, ზურგ მოჭრილ,თეთრ საცურაო კოსწიუმს ვიცვამ, თმას ვიშლი,გრძელ კაბა-ხალათს ვიცვამ და ქვემოთ ჩავდივარ კმაყოფილი სახით.
- ვაა ელზაა?! რა ვიდზე ხარ გოგო?! - შტერივით მიღიმის ლევანი და მაგრად მკოცნის ლოყაზე.
- უიმე მადლობა ლევაან. შენც არაჩვეულებრივად გამოიყურები.
- ნუ ეგ რათქმაუნდა ეგრეა. - წარბებს აციმციმებს და თმას ისე იწევს უკან,როგორც „ჰედ ენდ შოლდერსის“ რეკლამაში მოდელი. „ღმერთოო,ეს რა მაგარი ტიპიააა“ გონებაში ვხარხარებ.
- უიმე მოაღწევთ დღეს თუ გამოვუშვა „მარშუტკა“ - სამზარეულოდან ღნავის ნინი.
- რა გაყვირებს გოგო.- თვალებს სიცილით ვუბრიალებ.
- რა რა აყვირებს,გადაჭამა მთელი სამზარეულო და ეშინია ისიც არ შეჭამოს რაც დარჩა. -იღმის გიგი.
- ვაიმე გიგილო თუ გშიოდა,ამგდარიყავი ადრე და გეჭამა. რა ჩემი ბრალია ასეთი მადა რომ მაქვს? ასეთ ტვინს და გონებას გამოკვება სჭირდება ჩემო კარგო. -მისი თავის ქალასკენ ანიშნებს გიგის.
- აუ რა ქალი ხარ რაააა. - ოთხად იკეცება გიგი.
- დაიწყო უკვე წარმოდგენები? უბილეთოდ შემოსვლა შეიძლება? - ნინის ზურგიდან ეკვრის, უჩვეულოდ კარგ ხასიათზე მყოფი ირაკლი. „მე კი ვიცი რატომც ხარ კარგ ხასიათზე“ გველურად ხითხითებს ჩემი მეორე მე.
- ბილეთებითაა იკაკო,მაგრამ რადგან ძმა ხარ ძმური,უფასოდ დაიშვები. - მისკენ ბრუნდება და ლოყებს ხმაურიანად უკოცნის.
- შემჭამაა. -იცინის ირაკლი.
- რა ჭამა გაგიჟდი?! რაც ადგა იმის მერე ჭამს. -იკრიჭება ლევანი.
- აუუუ პროსტაა შენ თუ ნუცას არ დაგაშოროოო. - თითს სიცილით იქნევს ნინი.
- გადი ქალო,რა დამაშორო, ძვლივს ბედი გამეხსნა.- ნუცა სიცილით ეტმასნება ლევანს ტანზე.
- ამას კიდე ვერაფერში ხომ ვერ გამოიყენებ რაა...- თავს აქნევს ნინი და ვაშლს კბეჩს.
- ეს რატომ არ სუქდება გამარკვევთ ვინმე?!- ხელებს საყვარლად აფრიალებს გიგი.
- „მაგას“ დღის განმავლობაში იმდენ საჭირბოროტო საქმეზე ფიქრი და საუბარი უწევს,რომ ეგრევე წვავს ამ ცხიმებს და ნახშირწ....ბს.
- ხოო ლაპარაკი ხოო. ისე ის ბორბალი,რომ გვეყიდა ხომ იცით,აი ზაზუნები რო დარბიან ზედ,ნინი დაატრიალებდა ენით და უფასო შუქი გვექნებოდა საკაიფოდ რა... - შტერივით იკრიჭება ლევანი.
- აუ ჩემიიიი. - სიცილისგან ვეღარ სუნთქავს გიგი.
- აუუ ,არაფერი გეშველება რაა.- სიცილით თავს აქნევს ირაკლი.
- ვაი როგორ არ მინდა ფასიანი დენის გაყვანილობით მიგახრჩო მაანდ... - თავს დანანებით აქნევს ნინი. - აი დენის გაყვანილობა მეცოდება რა.... რას ვერჩი ცოდვები არ არიან?! იქნებ და ოჯახი ყავთ,პატარა დენის კაბელიკუნიები .
- ვაი შვილო რა გეშველებააა. - ვკაკანებ.
- ეუ შევშინდი. -თვალები უფართოვდება ლევანს.
- ხოო? კარგია ლევანიკო. დამშვიდდი ახლა თორემ ღამით მოგგელაააანდებიი.... - თეატრალურად იქნევს ხელებს.
- აუუუ ნინიიი, ნუ აშინებ თორემ მერე ცუდი სიზმრები ესიზმრება და ჩემთან წვება ამ სიცხეში. - წუწუნებს გიგი.
- დედა დედიკოოო , ეს რა გავიგეეე.... ცუდად ვააარ.- იატაკზე წვება ნინი და ფეხებს ჰაერში იქნევს.
- ჰა,ჰა... იცინე,იცინე და დღეს საჭმელს რომ არ ვიყიდი ვნახავ ერთი რას შეჭამ. - ამას ამბობს ლევანი და ნინის სახეზე ღიმილი ეყინება.
- ნუ მოვრჩით სიცილს,რა მოხდა მერე ყველანი ადამიანები ვართ და ყველას გვეშინია ცუდი სიზმრების და მერე ყველა ვუწვებით ძმაკაცებს ლოგინში... ნუ რა მოხდა მერე... - სერიოზული სახით იწყებს ნინი საუბარს,მაგრამ ბოლოს ვეღარ ითმენს და ხარხარებს. - ვაიმე დედაააა....
- ირაკლი მომაცილე შენი დააა..- ლამის წიკვინებს ლევანი.
- კაი რაიყო ,ხუმროოობს,რა ქალივით წიკვინეეებ. - უღიმის ირაკლი. - კაი მორჩით ახლა და გავიდეთ,თორემ დაღამდა.
- არის ბოს! - ჯარისკაცის პოზაში დგება ნინი.
- მატრაკვეცა. - თავს აქნევს ირაკლი, წამით მე მიყურებს,ტუჩის კუთხე უტყდება ჩემი დაბნეული სახის დანახვაზე და გარეთ გადის,ჩვენც უკან მივყვებით.
პლაჟზე გავდივართ,ბიჭები შეზლონგებს და ქოლგებს შლიან და ჩვენც ჩვენს ადგილებზე ვთავსდებით. მე კაბა-ხალათს ვიხდი და ისე ვწვები.
- ელზააა... დამცავი წაისვი?
- აუუ რა ბოთე ვარ რააა.. დამავიწყდა გოგოოო. აი არც წამომიღია.. ფუუ რა შტერი ვარ.
- მე მაქვს,გინდა გათხოვოო? - მეუბნება გიგი.
- აუუ კიი რაა, თორემ მაგის გარეშე ნამდვირად წიწილივით შევიწვები. - აი ნეტავ რა მაცინეებს.
- მოდი წაგისვამ. -ზურგს უკან მიდგება,კრემს ხელზე ისხამს და ფაქიზი მოძრაობით მისვამს მხრებზე. ვიღაცის მწველ მზერას ვგრძნობ. მართალია ვერ ვხედავ მაგრამ ვხვდები ვინც არის. თავს წყლისკენ ვაბრუნე და ზუსტად ამ დროს ვეფეთები ირაკლის შავ თვალებს. ისეც ხომ შავი აქვს,მაგრამ ახლა წყვდიადს გავს და რაღაცნაირად ელვარებს. ბრაზი? მგონი ძალიან გაბრაზებულია. მზერა გიგიზე გადამაქვს და უხერხულად ვუღიმი.
- მადლობაა. ახლა ჩემით წავისვა.
- რისი მადლობა ბარბი.. თუ რამე მითხარი და აქ ვარ.’
- ოქრო ხარ. -ვუღიმი და ვხედავ ირაკლის,რომელიც ჩემკენ მოდის და ჩემს შეზლონგზე ჯდება. გაოცებული ვუყურებ მის სახეს,რომელიც ძალიან ახლოსაა ჩემთან,მერე გარემოს ვათვალიერებ და ვხედავ,რომ ყველა ჩემი მეგობარი რუჯის მისაღებად წევს თავზე მაისურ გადაფარებული. თვალები მიფართოვდება,როცა სახე უფრო ახლოს მოაქვს და ცხვირის წვერით ლოყაზე მეხება,მერე ყელზე გადადის მტანჯველად ნელა,ჩემს სურნელს ისუნთქავს და იქვე მიტოვებს სველ კოცნას. ისეთი ცივი ტუჩები აქვს,რომ შეხებისას მაკანკალებს.
- მეორედ თუ შეგეხებე,ჩათვალე ხელები აღარ აქვს. - ყურში ჩამჩურჩულებს, დგება და მტოვებს ასე გამოშტერებული სახით. „მგონი შოკში ვაარ,გამოფხიზლდი ბარბარე გოგოოო...“ ჩემი მეორე მე სახეში მიტყაპუნებს გამოსაფხიზლებლად. არ ვიცი რა გავაკეთო ამიტომ ვდგები და წყლისკენ მივდივარ,როგორც ჩანს გიგი ამჩნევს ჩემს წამოდგომას.
- გინდა გამოგყვე ბარბი?
- არა!- სწრაფად ვპასუხობ. მერე ვუღიმი და წყალში ტერფებით ჩავდივარ. სმისმოვნებს გრილი წყლის შეხება. ვთამამდები და მკერდამდე წყალში ჩავდივარ. წარმომიდგენია შორიდან რა საწყლად ვჩანვარ. ეულად ვდგავარ წყალში.უეცრად ფეხზე რაღაც მედება და კივილს ვიწყებ,თან მეშინია არ წავიქცე,თორემ აქვე მოვკვდები,მერე გაზეთებში პირველ გვერდზე დაბეჭდავენ: „გოგონა,რომელიც ნაპირზე დაიხრჩო“ . უკვე ისტერიკებში ვარ როცა ეს რაღაც მუხლზე მეხება და თანდათან ბარძაყისკან მიიწევს. „ახლა მოვკვდებიიი, მშვიდობით ახალგაზრდობავ..არადა ჯერ ცხოვრებაც არ მინახია“ დანანებით აქნევს თავს ჩემი მეორე მე. ის ის არის გულზე უნდა წამივიდეს,რომ წყლიდან თავს წევს ირაკლი და მაგრად მეხვევა.
- ირაკლიიიიიი. - ისტერიკისგან უკვე კვივი.
- რა ხდება კნუტოოო?
- მე,მე... -სტრესისგან ისე ვარ,რომ ტირილს ვიწყებ,ირაკლის ვეკვრი და თავს შიშველ მხარზე ვადებ.
- მოიცა შენ რააა.. ტირი? - ხმაზე ეტყობა რომ აშკარად შოკშია. - ბარბარე,შემომხედე. ნიკაპზე ხელს მკიდებს და თავს მაღლა მაწევინებ,ისე რომ ჩემი თვალები დაინახოს.
- შემეშინდა.- ისევ ვზლუქუნებ და თვალებს დაბლა ვხრი.
- აუუ კაი რა ტოო,ნუ ტირიხარრ. არ ვიცოდი ასე თუ შეგეშინდებოდა. მაპატიე რაა ფისუნია.- ჩემს სახეს ხელებში იჭერს და ყველა ნაკვთს მიკოცნის. არც კი ვფიქრობ იმაზე რომ ირგვლივ უამრავი ხალხია,თვალებს ვხუჭავ და ვინაბები. - ჩემი სინაზეეე,ჩემი კნუტიი,როგორ შევაშინე.- თან მკოცნის და თან მელაპარაკება. ვქსუტუნებ,კისერზე ვხვევ ხელებს და თავს მის ყელში ვრგავ.
- კარგად ვარ- ვფურტყუნებ და ფეხებს წელზე ვხვევ. ვგრძნობ როგორ მიჭერს ხელებს თეძოებზე და უფრო ახლოს მიკრავს.ისეთი მხურვალეა,მიკვირს როგორ არ დუღდება წყალი,ან მე როგორ არ მეწვება კანი. ხელებს ნელნელა ზემოთ აცოცებს და ზურგზე მეფერება. თმა სულ სველი მაქვს და მის ზურგს ეკვრის. თავს უკან ვწევ,თმებში ხელებს ვიცურებ და უკან ვიწევ.
- ეგრე ნუ აკეთებ... - მესმის მისი ბოხი,ხრინწიანი ხმა.
- როგორ?
- თმას იწევ და თალებს ხუჭავ,ამ დროს ისეთი ხარ... - თვალებს წამით ხუჭავს, ჰაერს მძიმედ ისუნთქავს. წამის შემდეგ თვალებს ახელს და დაბინდული მზერით მიყურებს თვალებში,მერე მზერა ჩემს ყელზე გადააქვს და იქედან მოღეღილ მკერდზე,რომელიც საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოიყურებ. ცალ ხელს ჩემი წელიდან იღებს,ყელზე ნაზად მიცურებს ,ახლოს მიზიდავს და მკოცნის. ისე გრძნობით და მომთხოვნად,რომ თვალები მეხუჭება,ვგრძნობ,როგორ მიიწევს,მისი ხელი მკერდისკენ,როგორ ეხება ნაზად და მერე ხელს უჭერს,ისე,რომ კვნესა მცდება. „აი ახლა მოვკვდებიიი..“ კივის ჩემი მეორე მე. თვალებს ფართოდ ვახელ მისი შხებისას და ვამჩევ,როგორ ეღიმება ჩემს რექციაზე.
- ირაკლი... ეს.. ეს..- სიტყვებს თავს ვერ ვაბამ,რადგან ვხრძნობ როგორ დათარეშობენ მისი თლილი თითები ჩემს თმებში. თვალები მელულება.
- კნუტო... მაგიჟებ ასე რომ კრუტუნებ. - ხმაჩახლეჩილი მეუბნება და საფეთქელზე მკოცნის.
- მე? მე გაგიჟებ? მე კი არა შენ მაგიჟებ ირაკლი. - სწრაფად ვფხიზლდები და მის ხელს მკერდიდან ვიშორებ.
- გთხოვ აქედან გამიყვანე. - მტკიცედ ვეუბნები,მიუხედავად იმისა,რომ საერთოდ არ მინდა მისგან შორს ყოფნა,მაგრამ ვაანალიზებ,რომ შორს შევტოპეთ. თავს ვერ მივცემ მისი ასე ახლოს მოშვების საშუალებას, ის ნინის ძმაა,თანაც ჩემზე ბევრად უფროსი. ღმერთო ნინიიიი,მომკლავს,ახლა რომ მხედავდეს, უსინდისო ხარ ბარბარე. თანაც... ირაკლი მხოლოდ რამდენიმე თვითაა ჩამოსული და გონებას ოცნების კოშკების აგების უფლებას ვერ მივცემ,ასე თავს გავინადგურებ. ჩემს ფიქრებზე გუნება მეღუშება და საწყალი კნუტის თვალებით ვუყურებ ირაკლის.
- სახლში მინდა. - ისეთი ხმით ვამბობ,ლამის ვტირი. ირაკლი წამით სახეზე მაკვირდება,მერე ხელებს წელზე მხვევს და ნაპირზე გავყავარ. ბავშვები ისევ შეზლონგზე წვანან და რუჯს იღებენ. მე კაბა-ხალათს ვიცვამ და ვემზადები.
- ბავშვებოოო,უკვე ძაან ცხელა და წავალ მე სახლში ხომ?! იყავით თქვენ და გაირუჯეთ,ოღონდ ნუ დაიწვებით.
- კაი ბარბიიი.
- მიდი ელზა და ჩვენც მალე მოვაალთ,ოღონდ რამე არ გამიყინო სახლში. - ეს რათქმაუნდა ლევანია,აბა სხვას საიდან ასეთი იუმორი.
- თურამე დარეკეეე კნუტოოო. - ნუცა საჰაერო კოცნას მიგზავნის. ბოლოს ირაკლის ვუყურებ,რომელიც არც ისე ბედნიერი სახით მიყურებს და სახლში ვბრუნდები.


იმედი მაქვს მოგეწონებათ ^_^ ვეცდები მალე დავდო შემგედი თავი. მახარებს თქვენი თითოეული კომენტარი ^_^ მადლობა,რომ კითხულობთ <3 <3



№1  offline წევრი lortkia

არვიცი როგორ განავითარებ ამ ისტორიას მაგრამ ირაკლი და ბარბარე რომ დააშორო ეს იქნება ცაზე მეხის გავარდნა,მსოფლიოს დამხობა,კიდევ ერთი მიზეზი ჩემს დასარწმუნებლად რომ სიყვარული არ არსებობს ნუ ეს ხუმბრობით მაგრამ ასეა..! smile smile smile აბა შენ იცი kissing_heart heart_eyes

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარი თავი იყო უფრალოდ ბარბარეს ნუ აქ ეს კომპლექსები რა მერე რა რომ ნინის ძმა ?. წარმატებები საყვარელო

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძალიან საყვარლები და სასაცილოები არიან. ირაკლი ძალიან მომწონს. ნინი ისეთი ჩანს, არამგონია გამოეპაროს ამ წყვილის ასეთი ურთიერთობა. მგონია ყველა ამჩნევს , მაგრამ არცერთი იმჩნევს. ბარბარეს კი გონია რომ შეუმჩნეველია მისი გრძნობები. ველოდები შემდეგ თავს.

 


№4  offline წევრი აბლაბუდა

ძალიან კარგი ისტორია არის მომწონს, მაგრამ ჯერ აგვიანებ და პატარა თავები:))) მეორე განვითარება აკლია ცოტა ჩემი აზრით ერთ ადგილზეა ამდენი ხანი

 


№5 სტუმარი სტუმარი Neli

sasiamovno wasakitxia da tu lodinit ar dagvtanjav, madlobeli viqnebit

 


№6  offline წევრი უმადრუკი M

lortkia
არვიცი როგორ განავითარებ ამ ისტორიას მაგრამ ირაკლი და ბარბარე რომ დააშორო ეს იქნება ცაზე მეხის გავარდნა,მსოფლიოს დამხობა,კიდევ ერთი მიზეზი ჩემს დასარწმუნებლად რომ სიყვარული არ არსებობს ნუ ეს ხუმბრობით მაგრამ ასეა..! smile smile smile აბა შენ იცი kissing_heart heart_eyes

მიხარია,რომ კითხულობ ჩემს ისტორიას ^_^ <3

《Sunshine》
ძალიან მაგარი თავი იყო უფრალოდ ბარბარეს ნუ აქ ეს კომპლექსები რა მერე რა რომ ნინის ძმა ?. წარმატებები საყვარელო

მადლობაა ^_^ <3

სტუმარი ლიკა
ძალიან საყვარლები და სასაცილოები არიან. ირაკლი ძალიან მომწონს. ნინი ისეთი ჩანს, არამგონია გამოეპაროს ამ წყვილის ასეთი ურთიერთობა. მგონია ყველა ამჩნევს , მაგრამ არცერთი იმჩნევს. ბარბარეს კი გონია რომ შეუმჩნეველია მისი გრძნობები. ველოდები შემდეგ თავს.

ვნახოთ :დ მადლობა,რომ კითხულობ <3 <3

აბლაბუდა
ძალიან კარგი ისტორია არის მომწონს, მაგრამ ჯერ აგვიანებ და პატარა თავები:))) მეორე განვითარება აკლია ცოტა ჩემი აზრით ერთ ადგილზეა ამდენი ხანი

მაპატიეე <3 ახლა დავამატე ახალი თავი და ვიმედოვნებ,რომ მოგეწონება ^_^ გამიზიარე შენი აზრი <3 <3

სტუმარი Neli
sasiamovno wasakitxia da tu lodinit ar dagvtanjav, madlobeli viqnebit

მაპატიეთ <3 მადლობა,რომ კითხულობთ ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent