შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის შეცდომები 2 თავი


10-07-2020, 15:11
ავტორი Meiz
ნანახია 1 512

ბავშვობა ყოველთვის კარგად ახსენდებოდა სოფელი, მოსიყვარულე ბებია და მხიარული მეგობრები. ამ გადმოსახედიდან, როგორი ლაღი ცხოვრება ჰქონდა ჩვენს პერსონაჟს?! იმ დროიდან ცოტა რამ თუ შემორჩა და ყველაზე მთავარი, მისი განუყრელი მეგობარი დენიელი. მართალია, მამამისს დიდად გულზე არ მოსდიოდა მისი შვილი „სოფლელ“ ბიჭთან რომ მეგობრობდა, მაგრამ არასდროს შეუშლია მათი მეგობრობისთის ხელი. იცოდა დენი ალექსანდრესთვის რამდენს ნიშნავდა, ამიტომ ყოველთვის შორიდან უცქერდა მათ წლების განმავლობაში. გადიოდა დრო და ბატონი თამაზი ნელ- ნელა თბებოდა პატარა სოფლელი ბიჭის მიმართ და მიხვდა, რომ არც ისეთ ცუდ გავლენას ახდენდა მენაბდე მის სანაქებო ვაჟზე.
მათმა მეგობრობამ წლები გასტანა და უკვე 25 წელს ითვლიდა. ბიჭები წამოიზარდნენ და დაკაცდნენ, ალექსი მამის კომპანიას ჩაუდგა სათავეში და რა თქმა უნდა, დენიელიც გვერდში ყავდა. უკვე ერთი წელი იყო რაც ალექსანდრე კომპანია “GE infared”-ის სათავეში იდგა და ამ მოკლე დროში საკმაოდ ბევრი მოგებაც მოუტანა მას. თავიდან აქციონერები და ფირმის მეწილეები ეჭვის თვალით უცქერდნენ, მაგრამ გეგეჩკორმა და მენაბდემ მათი თავჩაუხრელი შრომით დაუმტკიცეს შესაძლებლობები და ახლა უკვე პატივისცემითაც კი ეპყრობოდნენ მათ, როგორც თანასწორებს ამ დაუნდობელ ბიზნესში.
დენის მშობლები ნაადრევად დაიღუპნენ საგზაო შემთხვევის დროს, ამიტომ მას ბებია და ბაბუა ზრდიდა სოფელში. ყმაწვილობაში კი ბაბუაც დაკარგა ინფარკტით და ოჯახის რჩენა მას დააწვა მხრებზე, ავადმყოფ ბებიასთან ერთად. დენიელი ყოველდღე მუხლჩაუხრელად მუშაობდა და ოჯახს ინახავდა. ოცი წლის ასაკში ბებიაც დაკარგა. ძნელად გადაიტანა ერთადერთი ახლობლის სიკვდილი მენაბდემ, მაგრამ იგი მარტო არასდროს ყოფილა წლების განმავლობაში, ალექსანდრე მას მხარში ედგა და წაქცევის უფლებას არ აძლევდა. ამ უბედურებასთან ერთად ისინი უფრო დაახლოვდნენ და მალევე დენიც თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და უნივერსტეტის დამთავრებისთანავე შეუდგნენ კომპანიის მართვას. თამაზს გადაწყვეტილი ჰქონდა შვილისთვის მიენდო ბიზნესი, მასში ყოველთვის დარწმუნებული იყო და გადაწყვეტილების მიღებაც არ გასჭირვებია.
*
უკვე თენდებოდა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში რომ დაეშვა, უამრავი ხალხი ირეოდა დიდი შენობაში. ზოგი მიდიოდა, ზოგიც ახლა ბრუნდებოდა სამშობლოში და მათ დასახვედრად მოსულ ახლობლებს ეალერსებოდნენ. ბრბოს მალევე გამოეყო ახალგარზდა ყმაწვილი, პატარა გორგოლაჭებიანი სამგზავრო ჩანთით. სახეზე აშკარად ეტყობოდა დაღლილობა, ხანგრძლივი ფრენისგა ცასავით ლურჯი თვალები ჩასწითლებოდა, მხარზე გადაკიდებულ პორთველის მაგვარ ჩანთას წამდაუწუმ ისწორებდა და ხალხში ვიღაცას ეძებდა. მალევე შემოესმა ნაცნობი ხმა და თბილად და დაღლილად ჩაეღიმა.
-ბატონო დენიელ, - ღიმილით და მორიდებით უქნევდა ხელს მოხუცი კაცი დენიელს.
-რეზო, ხომ გთხოვე ბატონოს გარეშე მეთქი, -მიუახლოვდა თუ არა უსაყვედურა კაცს.
-მაპატიეთ, ხომ იცით მაინც ვერ გადამაჩვევთ და რატომღა მეწუწუნებით?! ისედაც დაღლილი იქნებით, მომეცით ჩანთას წამოგიღებთ, -პასუხი არ დააცადა, ისე გამოართვა სამგზავრო ჩანთა და გასასვლელისკენ წავიდა. დენის თბილად ჩაეღიმა, თავი გააქნია და უკან გაყვა წინ მიმავალს.
-ახლა საით, -იკითხა საჭესთან მჯდომმა ბატონმა რეზომ.
-სახლში, გამოვიძინო, თორემ თვითმფრინავში თვალიც ვერ მოვხუჭე ისეთი ხმაური იყო, -ამოიფრუტუნა მობეზრებულად.
-კარგით, -სარკეში ღიმილით გახედა ახალგაზრდა უფროსს და გზას მიუბრუნდა. მალევე მიუახლოვდნენ მაღალ სართულიან კორპუსს, -მოვედით, -ფრთხილად გამოაღვიძა ჩაძინებული მენაბდე.
-ჩამძინებია, -უხერხულად ჩაიღიმა დენიმ და მოუხერხებლად გასწორდა, აშკარად ცუდად ედო თავი, -მადლობა, რეზო, დღეს თავისუფალი ხარ, წადი სახლში და თქვენი ცოლი მომიკითხეთ, -მეგობრულად დაკრა მხარზე ხელი და მანქანიდან გადავიდა. შავი მერსედესი მალევე დაიძრა და თვალს მოეფარა, დენი კი კორპუსში შევიდა და ლიფტის მოსვლას დაელოდა. უკვე კარი იხურებოდა ვიღაცამ ხელით, რომ გააჩერა და სწრაფად შეხტა კაბინაში. მენაბდე დაღლილი და გაკვირვებული თვალებით უცქერდა ლიფტში შევარდნილს, აშკარად მასაც ეტყობოდა დაღლილობა, მაგრამ მხიარულ გამომეტყველებას არ იშორებდა უხერხულად აწურული გოგონა.
-უკაცრავად, -მორიდებით წარმოთქვა გოგონამ, როდესაც ვაჟის გამომეტყველება შეამჩნია. მენაბდემ მხოლოდ თავი დაუკრა და ყურადღება ღილაკებზე გადაიტანა, -როგრც ჩანს მეზობლები ვყოფილვართ, -განაგრძო გოგონამ და ღიმილით და ინტერესით შეხედა ახალგაზრდა და საკმაოდ სიმპათიურ დენის.
-როგორც ჩანს, -თავაზიანად უპასუხა მენაბდემ, აშკარად დაღლილს საერთოდ არ ჰქონდა საუბრის თავი,მაგრამ ზრდილობას მაინც არ ივიწყებდა.
-თქვენ ალბათ ლიფტის მოპირდაპირედ ცხოვროთ?-ისევ განაგრძო გოგონამ.
-კი, -ისევ მოკლე პასუხით შემოიფარგლა დენი, „როგორი ცნობისმოყვარეა“გაიფიქრა დაღლილმა. ამ დროს გაიღო ორ ფრთიანი კარიც, -თქვენ შემდეგ, -თავაზიანად უპასუხა მენაბდემ, საერთოდ არ ჰქონდა საუბრის თავი,მაგრამ ზრდილობას მაინც არ ივიწყებდა.
-თინი, -ხელი გაუწოდა მოსაუბრეს და თავი წარუდგინა, -თინი ლაშხი, თქვენი მეზობელი-სიცილით დაამატა უკვე კარგად ცნობილი ფაქტი.
-სასიამოვნოა, დენიელ მენაბდე, -სიცილით ჩამოართვა ხელი დენიმ, აშკარად გაამხიარულა გოგონას საქციელმა.
-იმედია კიდევ ხშირად შევხვდებით და დავმეგობრდებით, -თვალისმომჭრელად გაუღიმა და მის კარს მიადგა, რომელიც ლიფტის მარცხნივ მდებარეობდა, -დროებით, -გაუღიმა და შავი კარების უკა გაუჩინარდა.
-დროებით, -მიაძახა უკვე დახურულ კარს დენიმ და თავისი შეაღო, -ღმერთო, როგორი დაღლილი ვარ, -დაამთქნარა, კარი მიხურა და სახლში შეაბიჯა.
მისი სახლი საკმაოდ კომფორტულად გახლდათ მოწყობილი, თანამედროვე ავეჯით, დიდი საერთო ფანჯრით, რომელიც თბილისს გადაჰყურებდა, მის წინ კი ერთი სავარძელი დაედგათ. ოთახის შუაში ასევე თანამედროვედ მოწყობილი დივანი და სავარძლები ეწყო, შუაში კი შუშის უცნაური და ლამაზი ჟურნალების მაგიდა იდგა, მისი დიზანი ყვლას გააკვირვებდა და აღაფრთოვანებდა. შუშის ფირფიტებს შორის ხის ნაჭრები ელაგა, ამოჭრილ ადგილებში კრისტალური ქვები დეკორით ჩაელაგებინათ, ოქროსფრად შეეღებათ და გასამაგრებელი სითხით ამოევსოთ ღრმულები, იგივე მეორდებოდა ქვედა ნაჭერზეც და ვერტიკალურად მდგომ ხის ნაჭრებზე, რომელიც საოცარი სიზუსტით დაემაგრებინათ შუშის ულამაზესი ფირფიტა დაედგათ. აშკარად შეკვეთით დამზადებული მაგიდა უზადოდ და უცნაურად გამოიყურებოდა.
მის მოპირდაპირედ კედელზე პლაზმური ტელევიზორი დაემაგრებინათ. მისაღების გავლით ღია ბარს მიადგებოდით, რომელიც სამზარეულოს როლს ასრულებდა მუქი ლურჯ, შავ და თეთრ ფერებში შესრულებული ავეჯით. სახლი კიდევ ერთი ოთახისგან და სააბაზანოსგან შედგებოდა.ოთახი ნაკლებად გადატვირთული და გემოვნებიანად იყო მოწყობილი. დიდი ორსაწოლიანი კომფორტული საწოლით, ორივე მხარეს პატარა ტუმბოებით, მარცხენა მხარეს სანათი განეთავსებინა პატრონს, რაც მიუთითებდა,რომ ამ მხარეს ეძინა ხშირად. ოთახი საკმაოდ განათებული იყო, მაგრამ მას მუქი ავეჯი ანეიტრალებდა და სიმყუდროვესაც სძენდა.ფანჯარასთან საწერი მაგიდა და გორგოლაჭებიანი სკამი მიედგათ, დახვავებული ფურცლები შესაშური წესრიგით განელაგათ ზედაპირზე. ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი სურათი ამშვენებდა, მისი და ალექსანდრესი, აშკარად სოფელში გადაღებული, ასე 14-15 წლის ასაკში. ხელიხელ გადახვეულები უცინოდნენ კამერას, მხოლოდ შორტის ამარა აჩეჩილი თმებით, აშკარად მდინარეზე გადაღებული. ოთახში შესულმა კარადა გამოაღო, სპორტული ტანსაცმელი გადმოალაგა და სააბაზანოში შევიდა. უცებ მიიღო შხაპი გამოიცვალა და დაღლილი საწოლზე წამოწვა. ტელეფონის ჩართვა არც კი გახსენებია, სამაგიეროდ თვალწინ მომღიმარი გოგონა წარმოუდგა ,გაეღიმა და დაღლილს მალევე ჩასთვლიმა.
უკვე გვარიანად ჩამობნელებული იყო, რომ გაეღვიძა. ცოტა ხნით თავს გამოფხიზლება აცადა და ტუმბოზე დადებულ ტელეფონს გადაწვდა. ჩართვისთანავე უამრავი შეტყობინება დახვდა. არც გაჰკვირვებია, ყოველთვის ასე იყო, როდესაც მივლინებაში მიდიოდა. ერთი კვირით მაინც იხანგრძლივებდა თუ სასწრაფო საქმე არ ჰქონდა კომპანიაში. ახლაც დაიბარა, რომ დიდხანს გაჩერდებოდა და ორი კვირის მაგივრად ოთხით დარჩა. აქამდე ამდენ ხანს არ გაჩერებულა, მაგრამ ახლა დასვენებაც უნდოდა, თან უყვარდა შვედეთი და შვედი ხალხი. მოიარა რამდენიმე ქალაქი, კარგადაც დაისვენა, საქმეებიც მოაგვარა და ჩამოვიდა. რატომღაც არ მოუნდა ტელეფონის ჩართვა, იმდენად კომფორტულად იყო ყველანაირი კოტაქტის გარეშე, ამიტომ არც ალექსანდრეს შესახებ იცოდა რამე.
შეტყობინებები გახსნა და გადახედა,უსარგებლოები უბრალოდ წაშალა. უინტერესოდ ჩაუყვა ესემესებს რომ უეცრად გაშეშდა და სასწრფოდ წამოხტა საწოლიდან, არც დაუხედავს რა ეცვა, მდივანს დაურეკა და სახლიდან გავარდა, თან მანქანის გასაღებიც გაიყოლია. ლიფტს არც კი დალოდებია ფეხით რომ ჩაირბინა მთელი შვიდი სართული და კორპუსთან გაჩერებულ შავ ჰამერს რომ მიადგა.ნახევარი საათის გზა ათ წუთში დაფარა და საავადმყოფოს წინ გააჩერა ავტომობილი. მიმღებში ალექსანდრეს სახელი იკითხა და სასწრაფოდ გაქანდა მისი პალატისკენ. გაგიჟებული მივარდა კარს და დაუკაკუნებლად შეაღო.



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

მიხარია რომ გამოჩნდი მიყვარს ახალი ავტორების გამოჩენაა, წარმატებებს გისურვებ, მე მომწონს ისტორიის დასაწყისიი პერსონაჟებიც მაგრამ იმედია ორივეს თინი არ შეუყვარდებათ რადგან სასიყვარულო სამკუთხედებს ვერ ვიტან.

 


№2  offline წევრი Meiz

სტუმარი დარინა
მიხარია რომ გამოჩნდი მიყვარს ახალი ავტორების გამოჩენაა, წარმატებებს გისურვებ, მე მომწონს ისტორიის დასაწყისიი პერსონაჟებიც მაგრამ იმედია ორივეს თინი არ შეუყვარდებათ რადგან სასიყვარულო სამკუთხედებს ვერ ვიტან.

მაგას ვერ დაგპირდები smile არც დაგასპოილერებ, მაგრამ იმედებიც არ გაგიცრუვდება ასე, რომ ველოდოთ გაგრძელებას დრო გვაჩვენებს და მეე satisfied heart_eyes მადლობა, რომ მოგწონს

 


№3 სტუმარი სტუმარი კატო

ვალაა მე ისევ აქ ვარ)) ოღონდაცც ეს ორი ძმაკაცი და ძმადნაფიცი ამ თინის გამო არ დააშორო რაა:) ან ეს თინიკო რატო მგონია რო რაღაცას ჩმახავს აქქ -__- სულ 2 თავია რაც დევს ჯერჯერობით და ამდენი კითხვის ნიშანი უკვე? კაიაა)) წარმატებები) მე მომწონს შენი ისტორიაა ასე რომ განაგრძე))^__^

 


№4  offline წევრი Meiz

სტუმარი კატო
ვალაა მე ისევ აქ ვარ)) ოღონდაცც ეს ორი ძმაკაცი და ძმადნაფიცი ამ თინის გამო არ დააშორო რაა:) ან ეს თინიკო რატო მგონია რო რაღაცას ჩმახავს აქქ -__- სულ 2 თავია რაც დევს ჯერჯერობით და ამდენი კითხვის ნიშანი უკვე? კაიაა)) წარმატებები) მე მომწონს შენი ისტორიაა ასე რომ განაგრძე))^__^

შენ არ იცი მესამე თავში, რამდენი კითხვის ნიშანი გაგიჩნდება laughing ნუ რაც თინის შეეხება ,ბევ რამეს ვგეგმავ მისი მონაწილეობით ,ასე, რომ ნუ შეიზიზღებთ ყველაფერს თავისი მიზეზი და შედეგი აქვს <3 მიხარია ასე თუ დაგაინტერესა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent