შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო ღამე( თავი 3 )


10-07-2020, 23:40
ავტორი dramalover
ნანახია 1 435

მესამე თავი:
ჩემი ახალი სამსახურის გრანდიოზული რელიეფური შენობიდან შავ, მოკლე ქურთუკში ცხვირჩარგული გამოვდივარ,რადგან გასათბობად სხვა გზა არ მაქვს- ჩემი ყველა ქუდი და თბილი შარფი ნაგავში მოვისროლე. ისევე როგორც, სამი სხვადასხვა სიგრძის შავი პალტო. ვცდილობ ყველაფერი მოვიშორო რაც იმ ღამეს და მე გვაკავშირებდა. ამიტიმაც შევიჭერი გრძელი შოკოლადისფერი თმები მოკლედ, მხრებს ზემოთ.გარეგნობის გარდა უსიამოვნო შეგრძნებები მაკავშირებს კიდევ რამდენიმე საგანთან. მაგალითად ასეთია ახალი მთვარის სილუეტი და მაღალი შენობების სახურავები. მათი ყურებისას ტანში ჟრუანტელი მივლის და შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ფეხქვეშ მიწა მეცლება. ამიტომ ქალაქის ქუჩებში
სიარულისას, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ვაცილებ თვალს ჩემს დაბალყელიან შავ ჩექმებს,ღამე კი ფანჯრებს მუქ ფარდებს ვაფარებ, რომ შემთხვევით მთვარე არ დავინახო…
ცხრა თვის წინ, ჩემი საყვარელი ადგილი ჩემი კორპუსის სახურავი იყო, მთვარე კი ისე მიყვარდა, რომ შემეძლო ფანჯარაში საათობით მონუსხული მეყურებინა მთვარის მოლურჯო-მოთეთრო ნათებას და განუცდელ გრძნობებზე, გამოგონილ სამყაროზე და ჩემი თავის საუკეთესო ვერსიაზე მეოცნება...
ცხრა თვის წინ, სამყაროს სხვა თვალით ვუყურებდი,რადგან მაშინ…
მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი…

ქუჩას ვათვალიერებ.
რამდენიმე გრძელ შავ პალტოში გამოწყობილ, ათლეტური აღნაგობის მამაკაცს ვამჩნევ და წამით ვჩერდები, რომ გადავამოწმო.
როდესაც ვრწმუნდები, რომ მამაჩემს მართლაც გაუზრდია თავისი ხალხის რაოდენობა, რომელიც სულ კუდში ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ დამდევს, გზას ვაგრძელებ.
ამის შესახებ ორი თვის წინ, ჯერ კიდევ საავადმყოფოში გამაფრთხილა.თუმცა ამ ხნის მანძილზე გარეთ მხოლოდ ორჯერ გამოვედი, ერთი კვირის წინ - გასაუბრებისთვის და დღეს.
რამდენიმე თვის წინ ეს ფაქტი გამაღიზიანებდა... თუმცა ბევრი რამ იცვლება, როდესაც საკუთარი სახლის სახურავიდან ველური ღიმილის თანხლებით, ჯანდაბისაკენ გზას გილოცავენ.
ახლა, მათ გარემოცვაში თავს მშვიდადაც კი ვგრძნობ. წარმოგიდგენიათ? საკუთარი ფსევდოსიკვდილოს ღამეს მამაჩემს სწორედ ამ ტიპების გამო, სამსახურში მივუვარდი და საკუთარ კაბინეტში იმხელა ხმაზე ვუყვირე, რომ იქიდან გამოსულს კანკალის შეკავებაც კი არ შემეძლო.თანაც ეს ყველაფერი ვიღაც ტიპის თანდასწრებით, რომელიც თავის საუბედუროდ იმ მომენტში მამაჩემის კაბინეტში აღოჩნდა.
ქერა მამაკაცი, გრძელი, ყურებზე გადაწეული თმით, ცივი, ფირუზისფერი თვალებით და გრძელი, ჩაცვენილი ღაწვებით, წარბშეჭმუხნული, თითქმის დაბღვერილი მიყურებდა და აშკარა იყო, მისთვის ჩენი საქციელი მიუღებელი ტონი აღმოჩნდა .
შესაძლოა, მისი არაფრად ჩაგდება და კაბინეტში დაუკითხავად, გაალმასებული შესვლა უპატივცემობად ჩამითვალა. მე კი მისი ვინაობა არც ვიცოდი, და იმ მომენტში- მაგრადაც მეკიდა. მხოლოდ იმის დაზუსტება მჭირდებოდა, რომ შავებში გამოწყობილი, უცნაური ხალხი მამაჩემმა მომიჩინა. როგორც კი ჩემს შეკითხვაზე - იყო, თუ არა, ეს სამი ადმაიანი (ახლა უკვე ათი) მისი ხალხი, მამაჩემის მშვიდი დასტური მოვისმინე, ყვირილი მოვრთე და ვუთხარი რომ- შეეძლო მისი ბინძური ხელების ფათურს, ჩემს ცხოვრებაში მოშვებოდა და რომ ჩემს თვალთვალს, ერჩივნა რაიმე უფრო სასარგებლო გაეკეთებინა, "მაგალითად შეგიძლია ისწავლო, როგორ მოაგვარო საქმე მკვლელობის გარეშე" ბოლო სიტყვები კბილებს შორის გამოვსცარი და ნერვიულად გავუღიმე.
მამაჩემს ამ საშინელი სიტყვების მოსმენაზე სახეც კი არ შესცვლია. თვალებში ჩამხედა და ისე თითქოს სულელ ბავშვს ელაპარაკებოდა- ნელა და გარკვევით მომიგო:
-შენი თვალთვალი არაფერში მჭირდება ლეა. ამას მხოლოდ შენს დასაცავად ვაკეთებ.
- კარგია. მაშინ შეგიძლია ჩემგან თავი შორს დაიჭირო, რადგან შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, ვისგან დაცვაც მჭირდება.
როგორც კი ეს სიტყვები დავასრულე, მამაჩემის ნაცრისფერ თვალებში ტკივილი შევნიშნე. გამოვბრუნდი და წამოვედი მიუხედავდ იმისა რომ, დავინახე რაღაცის თქმას აპირებდა. წამოვედი მანამ, სანამ ფეხებში სისუსტე გამიძლიერდებოდა და მათ წინაშე ჭირვეული, გათამამებული გოგოსავით იატაკზე გავიშოტებოდი.
სახლამდე ხუთ წუთში მივედი,რადგან მამაჩემის ოფისი ჩემს სახლთან იდიოტურად ახლოსაა.
ფიქრი ახალ სამსახურზე გადამაქვს რადგან ძალიან კარგად ვიცი , ეს ძაფი სადამდე მიმიყვანს, საიმოსოდ რომ ჩემს თავს, საკუთარი სახლის კორპუსში გავყვე…
ქუჩას ვჭრი და გზის მეორე მხარეს გადავდივარ. ჩემს ქუჩამდე ფეხით მისასვლელად, კიდევ ოცი წუთი მჭირდება.
ახლა, როდესაც მახსენდება, რა სახე ჰქონდა მამაჩემს საავადმყოფოში პირველად რომ მომაკითხა კომიდან გამლსვლის შემდეგ, ჩემი სიტყვების მრცხვენია. სულელი არ ვარ, და ვხვდები რომ სწორედ მისი ბინძური საქმეების გამო ჩავვარდი ამ მდგომარეობაში. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამას ისიც იაზრებს და ჩემზე მეტადაც განიცდის. ამიტომ, ამ საკითხზე ხმა, ამჯერად არ ამომიღია-ყოველ ჯერზე როდესაც დავაპირებ, თვალწინ, მისი უძილობისგან ჩაშავებული უპეები, აკანკალებული თითები,ტკივილიანი,ჩამუქებული თვალები, მიტკლისფერი სახე და მისი ხრიწიანი სიტყვები მახსენდება, დანაშაულის შეგრძნებით რომ იყო სავსე:
-ძალიან გთხოვ,ლეა... ძალიან გთხოვ...მაპატიე ჩემო პატარა გოგო...
არც მისი ქვითინის ხმა დამავიწყდება,ამ სიტყვებს რომ მოჰყვა...
მაშინ თვალები დავხუჭე, რომ არ დამენახა... არ დამენახა დედაჩემის სიკვდილის მიუხედავდ მოუდრეკელი მამაჩემის წელში მოხრილი ფიგურა, რომელიც ქვითინისგან თრთოდა...
… არ მინდოდა დამენახა მის უბერებელ, ხორბლისფერ კანზე გაჩენილი ნაოჭები - თვალებს შორის და ტუჩის კიდეებთან.
ის ჩემს წინ ტიროდა...
ვფიქრობ იმიტომ რომ იფიქრა - ჯერ მთლად გამოფხიზლებული არ ვიყავი და ეს მომენტი არ დამამახსოვრდებოდა.
ან უბრალოდ ბოლომდე ვერ იაზრებდა, რომ მე ისევ აქ ვიყავი...
მე კი ,ეს მოგონება ისევე კარგად მახსოვს, როგორც ჩემი მკვლელის სახე.
ორი აზრი არ არსებობს- მამაჩემს ძალიან ვუყვარვარ... მაგრამ ზუსტად ვიცი- იმის მერე, რაც ჩემი დაკარგვის საშიშროება შეექმნა, თავის საქმეს თავს მაინც არ დაანებებს. არა იმიტომ, რომ სამსახური ჩემზე ძალიან უყვარს. არა, ამას არ დავიჯერებ.
ის უბრალოდ ფიქრობს, რომ ამას მეტჯერ აღარ დაუშვებს.
თვლის, რომ საკმარისად ძლიერია ჩემს დასაცავად.
მე კი ვიცი, რომ ეს ასე არ არის, რადგან ამ ფაქტის სიცრუე საკუთარ თავზე ვიწვნიე. მისი თავდაჯერება მე მხოლოდ სევდას მგვრის, და ვპატიობ. ვპატიობ უგუნურობას. ვპატიობ, იმასაც რომ ჩემს უსაფრთხოებას ეჭქვეშ აყენებს საკუთარი საქმიანობის გამო, ისე რომ დარწმუნებულია- ყველაფერი რიგზეა. არადა, მე ვიცი რომ ასე არაა...
უსაფრთხოების შეგრძნება კარგა ხანია მივიწყებული გრძნობების არქივში გადავიტანე. ჩემს ინსტიქტებს კი ყოველთვის ვენდობი,რომელიც მაფრთხილებს რომ ჩემი კარი საკმარისად კარგად ჩრაზული არ არის. ეს ისე მაშინებს, რომ შეიძლება ვიტირო.
მაგრამ, ტირილიც კი ნეტარებაა, როცა შიში გიბყრობს…

ჩემი სახლის მეშინია.
მაგრამ მას ვერსად წაუვალ.საკმარისად ახლო მეგობრები არ მყავს,რომ მათთან დავრჩე,ან ჩემთან დარჩენა შევთავაზო. მამაჩემის სახლში გადასვლა კარგა ხანია კატეგორიულად ავუკრძალე საუთარ თავს. ის კი ჩემს სახლში მას შემდეგ აღარ მოსულა, რაც ცხვირწინ კარები მივუჯახუნე. თუმცა მას შემდეგ რაც საავადმყოფოდან გამომწერეს, ხშირად ვხედავ ჩემი კორპუსის შრიახლოს, ხეებს ამოფარებული, თავისი მერსედესის მარკის ავტომობილით როგორ ათენებს ღამეს.
უმადური გათამამებული მდიდარი მამიკოს გოგო არასდროს ვყოფილვარ. შეიძლება ერთ დროს ვიყავი... სულ რაღაც ხუთი წლის წინ.
თუმცა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, მე საკუთარი კარიერა ჩემი შრომით, მისგან დამოუკიდებლად შევქმენი. გაჭირვების ფასიც ძალიან კარგად ვიცი და დღის ბოლოს მშიერიც ხშირად დავრჩენილვარ. ტანსაცმელში ფულს ტყუილად არასდროს ვყრი-
ახლაც თითქმის ოთხი წლის ქურთუკი მაცვია. მაგრამ ეს არ მაწუხებს. დამოუკიდებლად ვცხოვრობ იმიტომ, რომ ეს მე მოვინდომე.
ხუთი წლის წინ, მისი სახლიდან უკანმოუხედავად წამოვედი. აღარ შემეძლო მის გვერდით ცხოვრება, როცა დაახლოებით მივხვდი, თუ რას წარმოადგენდა.
ერთი სიტყვით, უმადური, მდიდარი მამიკოს გოგო არ ვარ და ვაფასებ მამაჩემის სიყვარულს. თუმცა, მაინც არ შემიძლია მივიღო ისეთი, როგორიც არის. ეს ჩემს სურვილს, და არა შესაძლებლობას, აღემატება. მინდა ისეთი იყოს, როგორიც ბავშვობაში, ჩემს გონებაში შევქმენი-ნამდვილი გმირი, რომელიც მზადაა ყველას და ყველაფერს დაეხმაროს.ყველაზე ძლიერი, ყველაზე ჭკვიანი და მოსიყვარულე მამა, რომლის მზრუნველობა დედის დანაკლისს სრულიად მინაზღაურბდა. მიუხედავად იმისა რომ დედაჩემს თითქმის არ ვიცნობდი.
მამაჩემი სწორედ ასეთი კაცი იყო მანამ, სანამ გავიზრდებოდი. შემდეგ ერთმა სიტყვამ მისი ყველა დადებითი თვისება გადაფარა და ჩემს გონებაში მამაჩემის ასოციაცია მხოლოდ და მხოლოდ ერთ სიტყვასთან დაკავშირდა:
"მკვლელი"
აჰ, ამის დავიწყება შეუძლებელია…
სახეს ყრუ ტკივილისგან ვმანჭავ და ვცდილობ ჩემს თავში ხელოვნური ფიქრები წარმოვშვა:

"დღეს სამსახურში პირველი დღე იყო. გამოდის, რომ ამ გზას მხოლოდ მეოთხედ გავდივარ."
"მშვენიერი დასაწყისია" - დამცინავად ხითხითებს შინაგანი ხმა.
"ჯერ სად ხარ" არც მე ჩამოვრჩები და ვცდილობ, რაიმე სისულელე წინადადება შევადგინო-"ოჰ, სამსახურმა ჩემს მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. აღფრთოვანებული ვარ:რა სამუშაო გარემო! როგორი დახვეწილი თანამშრომლები! რა საოცარი გუნის წევრები!" -
"ახ! იმ ორ კატასტროფაზე ამბობ?" კვნესის შინაგანი ხმა. მე კი გამარჯვების ყიჟინის დაცემამდე, მინდა სრული იერიში მივიტანო ამ ტუტუცზე.
" დიახ სწორედაც! როგორი შეუშლელები, თავშეკავებულები! თან, ამავედროს მხიარულები!"
ყალბი აღტაცებით ჩავძახი გონებაში.
" თუ ერთს, მეორეს უმატებ და ისე აფასებ, შესაძლოა მართლაც "თავშეკავებულები და ამავედროს მხიარულები "არიან." - იღრინება შინაგანი ხმა და ჩემს სიტყვებს ჩლიფინით იმეორებს-" მაგრამ ჩემი აზრით ერთი -A-ა და მეორე +A. როგორც მახსოვს, მათემათიკას კარგად სწავლობდი, ამიტომ მოკეტე და მათზე ასეთ აბსურდს ნუღარასდროს მომასმენინებ!
"ვფიქრობ, რამდენიმე წამის უკან ხუმრობის ხასიათზე იყავი. "- გონებაში ჩემი სარკასტული ხმა ისმის და პასუხად მხოლოდ ღრენას ვიღებ.
ამაზე ვმხიარულდები და გზას
გაყინული,ხეზე გვიანობამდე შემორჩენილ, ფოთლებში ხრაშუნით, შემართებით ვაგრძელებ.
სულ ორი წუთიც და სახლში ვარ.
"ისე გიხარია თითქოს იქ შენთვის რაიმე სასიამოვნოს ნახავ" ბოროტად იღიმოს შინაგანი ხმა.
"რას გულისხმობ?! " ვეკითხები მკაცრად.
პასუხად დუმილს ვიღებ. კიდევ რამდენჯერმე ვუმეორებ კითხვას, მაგრამ თავში სრული სიცარიელე ისადგურებს.
აჰა! ესეიგი გუნებას მიწამლავს და პასუხის გაცემაც არ უნდა?
-გაზღვევინებ!-ვჩურჩულებ და სადარბაზოში რაც შემიძლია ნელა შევდივარ,ისე თითქოს ოდნავ სწრაფად რომ მომივიდეს კიბეზე ასვლა იგივე გამეორდება...
"ვიცი ეს უკვე მითხარი" - ჩურჩულებს შინაგანი ხმა. მაგრამ მის ხმაში სარკაზმი გაქრა. მისთვის ზედმეტად სერიოზული ტონი აქვს.
"შენთვის არასდროს მითქვამს სულელო!" -ვუყვავებ და მეორე სართულის კიბეს ქოშინით მივუყვები. ლიფტი როგორც ყოველთვის გაფუჭებულია.
-გითქვამს და თან იმდენჯერ... - სევდიანად ოხრავს.
მის ნათქვამს ვერ ჩავწვდი, მაგრამ ვხვდები, რომ მთელი რვა წლის მანძილზე - ანუ, მას შემდეგ რაც ის ჩემს თავში გამოჩნდა, ასე სერიოზულად არაფერი უთქვამს.
ამიტომ, სანამ მივხვდებოდე რა მითხრა ვჩუმდები და მეოთხე სართულამდე ამავალ კიბეზე ჩემს ნაბიჯებს ვითვლი. ამის გააზრებაზე ვცბები.ნაბიჯები არ უნდა დათვალო! - ვუყვირი ჩემს თავს.
"აარონი" - ჩურჩულებს შინაგანი ხმა.
"რაა?" - ვეკითხები იმისგან გაოცებული, რომ მისი ნათქვამის დაიგნორების შემდეგ ხმა გამცა.
"შეგიძლია აარონი დამიძახო" - უფრო ხმამაღლა ისმის მისი ხმა გონებაში და მის შეკავებულ სუნთქვას ვგრძნობ.
"კარგი იდეაა" - მივუგე და ჩანთაში გასაღების ძებნა დავიწყე. თან გავიგონე შინაგანი ხმის ფრთხილი ამოსუნთქვა.
"ეს იდეა არაა, აარონი სახელია" -დაბალ ხმაზე იცინის.
" მეჩვენება თუ დღეს უცნაურად თბილ ხასიათზე ხართ აარონ" - დავცინი და გასაღებს კარებს ვარგებ.
შინაგანი ხმა ფრუტუნებს და მეც სახლში შევდივარ.

***
ჩანთას, ქურთუკს და ფეხსაცმელს კალიდორში, კარებთან, პირდაპირ იატაკზე ვყრი და მაშინვე სააბაზანოსკენ მივემართები. სასტუმრო ოთახი უკვე ნახევრად გავლილი მაქვს, როცა ვგრძნობ, ოთახში მარტო არ ვარ!
ადგილს ვეყინები და მესმის როგორ მიხშირდება სუნთქვა. თვალებს ნელა ვხუჭავ და შიშსგან გამომშრალი ყელის შეკუმშვას ვგრძნობ... ძალიან ნელა,ფრთხილად ვტრიალდები თან გონებაში მთელი ხმით ვკივი.
"ოღონდ ეს არა, ოღონდ ეს არა ღმერთო ოღნდ ეს არა!"
"სწორედ რომ ეს"- შინაგანი ხმის სიტყვები, ძალიან უემოციოდ და ცივად გაისმის ჩემს გონებაში.
თავზარდაცემულს კანკალი მიტყდება. ძალიან, ძალიან მინდა მივტრიალდე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, რომ ნამდვილი პარანოიკი ვარ.
რამისაა ჩავიკეცო, მაგრამ მანამდე ვახერხებ და მთელი ტანით წიგნების კედლისკენ ვტრიალდები...



































ჩემი სლოკინით შესუნთქული ჰაერის ხმა ოთახში იფანტება. შემდეგ ჩახლეჩილი ხმით ვკივი, უკან ვხტები, ტერფები იატაკზე დაგდებულ ფოჩებიან ნოხზე მებლანდება, კოორდინაციის უნარს ვკარგავ, ფეხებში სისუსტე ფეხების პარალიზებად წამის მეასედში იქცევა და ხის იატაკზე ზურგით ვეცემი. ვახერხებ და იდაყვებით ვიმაგრებ თავს.
მინდა ვიტირო... მთელი ხმით...
მაგრამ… როგორ ვთქვი?
ყველაზე რთული ტირილია, მაშინ როდესაც შიშისგან თავზარდაცემული ხარ, ხომ ასეა?
ღია პირით, თრთოლით ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის ზედმეტად მაღალი ხმა ოთახში მანამ ისმის, სანამ მე მის თვალებს მივშტერებივარ. ადგილზე მილურსმული წიგნების თაროებს მიყრდნობილ, ხელებდაკრეფილ სილუეტს კარგა ხანი ვუმზერ.
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საუკუნე გავიდა... შიში უფლებას არ მაძლევს ოდნავაც კი გავინძრე. ყურები დაგუბებული, დროის შეგრძნება კი დაკარგული მაქვს.

მის შავებში გამოწყობილ სილუეტს ვუყურებ და მგონია, რომ ის მალე ოთახში გაიდღაბნება. მაგრამ არაფერი მსგავსი.
ჩემი მკვლელი ჩემს სახლში, პირდაპირ სასტუმრო ოთახში!
ღმერთო! რა სიამოვნებით ვიტირებდი!
მისი შავი თვალები დაჟინებით მიმზერენ და თავიდან ფეხებამდე მსწავლობენ.
ახლა ნამდვილად მოვკვდები!
შეიძლება მერევე სართულიდან გადმოვარდნით სიკვდილს გადავურჩი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახლა ნამდვილად მომკლავს! მეორედ შეცდომას ხომ სულელიც კი არ უშვებს.
ნეტავ როგორ მომკლავს? დანით-რომელის ტყავის ჩასადები წვივზე აქვს შემოკრული, თუ იარაღით- ქამარში რომ გაუჩრია?
ამის გაფიქრებაზე ჩემდაუნებურად ამოვიტირე. როგორც კი მივხვდი რა გავაკეთე, პირი მოვკუმე და ჩემი ხმამაღალი სუნთქვის ხმაც შეწყდა.
-აქ შენს მოსაკლავად არ მოვსულვარ ლეა- დაბალი ხავერდოვანი და მტკიცე ხმით მეუბნება. ამ ხმის გაგონებაზე შიშისგან გამაკანკალა.
ნეტავ რამდენი წამის სიცოცხლე დამრჩა?
ათი? ოცი? ორმოცი? იქნებ ერთი წუთიც გაგრძელდეს ჩემი ხანმკლე ცხოვრება?
-ხომ გითხარი- შენს მოკვლას არ ვაპირებ! -თვალებს ატრიალებს და ხმაში რაღაც ძალიან ნაცნობი ერევა. ღმერთო, საიდან მეცნობა ეს ხმა?
ამის გაფიქრება და მისი თვალები ისევ ჩემს თვალებს ხვდება. ხელებს დაბლა უშვებს და ჩემსკენ მოდის.
დამთავრდა...
იდაყვებით და ფეხებით უკან გახოხებას ვცდილობ, მაგრამ ის სწრაფად ჩნდება ჩემს ფეხებთან, იკუზება და ისე რომ თვალს არ მაშორებს მკლავში ხელს მჭიებს - მაიძულებს ავდგე.
მე ერთსაც ვფართხალებ მანამ, სანამ ფეხზე წამოვდგები. არ მინდა ადგომა იმიტომ რომ ვიცი, ფეხებში სისუსტე იმძლავრებს და წამში ისევ იატაკს დავენარცხები. მე კი მინდა სიკვდილს ღირსეულად შევხვდე- მოულოდნელობის გამო წაქცევა ნაკლებად სამარცხვინოდ ჟღერს, ვიდრე შიშისგან მუხლის მოკვეთა.
"კი როგორ არა მოულოდნელობისგან" აარონის ხმა ჩემს გონებში ძალიან, ძალიან მკვეთრად გაისმის.
ვფიქრობ, შიშისგან ჩემი გონება ისე დაცარიელდა რომ ჩემი შინაგანი ხმის სიტყვები არა მარტო ჩემს თავს, არამედ სხეულსაც და უფრო მეტიც, მთლიან ოთახს ავსებს.
როგორც კი მისი თავის სიამღლეზე ვჩნდები,ჩემი მკვლელის თვალებში ბრჭყვიალა ვარსკვლავებს ვხედავ.
ეს შავი თვალები იმდენად ბოროტად აღარ გამოიყურება, როგორც მაშინ...
შეიძლება ამის გამო, შეიძლება იმიტომაც რომ მისი ხმის ტემბრში რაღაც ძალიან ნაცნობი შევნიშნე, ძალა მოვიკრიბე და ხელიდან დავუსხლტი.
-არ მომეკარო-ვუყვირე მთელი ძალით და თავდაცვით პოზაში მოკუზული დავდექი.
რათქმაუნდა ეს ვერაფერს მიშველის, მხოლოდ მაჯაში ხელის წავლებითაც კი მივხვდი რა ძალის პატრონია... მამაჩემზე ძლიერიც კია!
მაგრამ, ვიღაცამ ღირსეულად სიკვდილი ახსენა, ხომ ასეა?
აქაურობას დავამტვრევ და ისე მოვკვდები! როცა უკვე მკვდარი ვიქნები, ყველას ეცოდინება რომ აქ რაღაც მოხდა და ჩემი სიკვდილი უბრალოდ მარტოსული, უბედური გოგონას თვითმკვლელობის მეორე და წარმატებული მცდელობად არ შეირაცხება.ვიცი ძალიან თამამი სურვილია, მაგრამ ვიმედოვნებ რომ დამნაშავესაც იპოვიან.

მან შავი თვალები შემომანათა და დამცინავი გამომეტყველება აიკრა სახეზე. თითქოს ჩემს უბარუკ მცდელობას, ან იმ ფიქრებს დასცინოდა ახლახანს რომ გამიელვა თავში.
"და რას იზამ თუ მკვლელმა დანაშაულის ადგილი მიალაგა?" შინაგანი ხმის ტონი უკიდურესად სარკაზმულია. მისი სიტყვები ისევ ავსებს ოთახს…
"მშვენიერი! ესე იგი, რაც შეიძლება მეტად უნდა ავურიო, რომ მეტი საქმე გაუჩნდეს" - ვიღრინები გონებაში და ხარხარის ხმაზე ვცბები.
მკვლელმა სპილოსძვლისფერი სახე უკან გადააგდო,შავი სწორი თმები მხრებზე დაეყარა.
ჩემს წინ, ჩემი მკვლელი ოთხ ნაბიჯში დგას და ხმამაღლა ხარხარებს! ბოლოს როცა გულს იჯერებს, სახეს ისევე მალე ისერიოზულებს და ჩემს კითხვის ნიშნებით სავსე სახეს მისი თვალები ეგებება.
"ღმერთო ჩემო ნამდვილი მანიაკია!"- ვფიქრობ და სამ ნაბიჯს უკან სწრაფად ვდგავ. მეოთხე ნაბიჯზე ვაცნობიერებ, რომ უკან დახევაში კედელი მიშლის ხელს და ტანში უსიამოვნოდ მცრის.
თითქმის მაშინვე, კატასავით სწრაფად და მოქნილად ჩემს წინ ჩნდება და ჩემსა და კედელს შორის დარჩენილი რამდენიმე სანტიმეტრის შევსებას მაიძულებს. მერე მკაცრი, თუმცა მაინც იდეალური მოყვანილობის სახე ძალიან ახლოს მოაქვს ჩემს სახესთან და პირდაპირ თვალებში, დაჟინებით მაჩერდება, მე თვალს ვარიდებ და მის ზურგს უკან სივრცეს ვაშტერდები. ვცდილობ შიშისგან არ ჩავიკეცო, მაგრამ ეს ძალიან დიდ ძალისხმევად მიჯდება.
"აარონ! აარონ!" ვჩურჩულებ გონებაში. მაგრამ ის არ მპასუხობს.
- გისმენ! - მკაცრი ტონით,ზედმეტად ხმამაღლა და უხეშად ამბობს მკვლელი. ვერ ვხვდები რა ჯანდაბის მოსმენა უნდა ჩემგან, ამიტომ ხმას არ ვცემ. ოხრავს და შემდეგ სწრაფად ამატებს -მისმინე, მესამედ და უკანასკნელად გიმეორებ-აქ შემს მოსაკლავად არ მოვსულვარ!
სხეული ბრაზისგან მეჭიმება. ვგრძნობ, როგორ მასხავს სისხლი თავში და დაუფიქრებლად, ჩახლეჩილი და გაბრაზებული ხმით კბილებში ვსცრი:
-აბა აქ რა გინდა ჩემს სახლში თაგვებს ითვლი? თუ მართლა გგონია რომ დამაჯერებ - უკვე ყვირილზე გადავედი- რომ დამაჯერებ, სახურავზეც შემთხვევით მკარი ხელი?! მოდი აზარტულ თამაშს მორჩი და დაასრულე ერთხელ და სამუდამოდ!
ბოლო სიტყვებზე ორივე ხელი
მკერდში ძლიერად ვკარი, რომ გამეწია, მაგრამ ძვრა ვერ ვუყავი. მთელი სხეულით დაჭიმული იდგა. სახის კუნთები დაძაბულობისგან გაშეშებოდა. მის ამ საზარელ შესახედაობაზე და კიდევ იმაზე-რომ ჩემი მცდელობა თავიდან მომეშორებინა თუმდაც ორიოდე ნაბიჯით წყალში ჩაიყარა, წამიერი სიმამაცის იმიტაცია ჩემს სხეულში გასაბერი ბურთის მსგავსად, ხმაურიანად იფუშება.

წამიც და მაჯაში ხელს მავლებს და კედელს უფრო ძლერად მაკრავს.
სახე კი იმდენად ახლოს მოსწია, რომ ჩემი ცხვირის წვერი მისას ეხება.
-მკითხე- მისმა ხმამ მელოდიასავით გაიჟღერა-მკითხე, აქ რატომ ვარ - მისი ჩურჩული ბაგეზე მეცემა. ვცადე თავი განმეთავისუფლებინა, ან სახე მისი სახისთვის ამერიდებინა, მაგრამ მაჯით ძლიერად მაკავებს და გვერდზე გაწევა არ შემიძლია. სახის ოდნავ გამოძრავებაც კი მისი ტუჩების, ტუჩებით შეხებას ნიშნავს. ამიტომ, დაძაბული და გაშეშებული კედელსა და ჩემს მკვლელს შორის მოქცეული, ვცდილობ არც ერთი მოძრაობა არ გავაკეთო, რომ მის სხეულს ამაზე მეტად არ შევეხო.
-მე უკვე გკითხე- ჩემმა ხმამ იმაზე ნაკლებად მკაცრად გაიჟღერა ვიდრე მინდოდა, და იმაზე უფრო მტკიცედ ვიდრე მოველოდი.
ჩაიცინა. მისი ამონასუნთქი მთელს სახეზე მომედო. სახე კიდევ უფრო ახლოს მოსწია.
ოღნდ ამ სიტუაციიდან თავი დამაღწევინა და სიკვდილზეც თანახმა ვარ!
"ასე ძალიან გძულვარ? " - შინაგანმა ხმამ მაშინვე გამომძახა.
"მგონი წეღან გეძახდი!" - დავუღრინე გონებაში.
"მეც გიპასუხე" - მისმა ტონი ზედმეტად მხიარული მეჩვენა.
"ერთობი არა? შემომხედე მაინც მე რა დღეში ვარ!"
"გიყურებ და თან, ძალიან კარგად და დიახ, ნამდვილად ვერთობი! " - დაიჩურჩულა. მე კი ძალიან მომინდა, რომ ნამდვილი ყოფილიყო რომ სილა გამეწნა.
-რომ გითხრა აქ რა მინდა სანაცვლოდ რას მივიღებ? - ჩემს მკვლელს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ჩემი და აარონის კამათს თვალს ადევნებდა.
-შენ უკვე მიიღე ჩემი ერთი სიცოცხლე-ვცადე ტუჩები რაც შეიძლება ნაკლებად გამომეწია ლაპარაკის დროს მაგრამ სამწუხაროდ ძალიან კარგად არ გამომივიდა და წამით მის ტუჩებს შევეხე. დამნაშავეს თვალებით ავხედე.
ჯანდაბა!
მკვლელმა მაშინვე ჩემი თვალებიდან ტუჩებზე გადაიტანა მზერა და ისევ სწრაფად ამომხედა.
წამით მის თვალებში რაღაც აზრმა იელვა, მაგრამ ის ისევე სწრფად ჩაქრა, როგორც გამოჩნდა. შემდეგ ოდნვ უკან გაიწია და თქვა:
-მოვედი რომ დამეზუსტებინა...
მე ჯერ კიდევ იმ სურვილით ვიყავი შებყრობილი, რომ საკუთარი თავისთვის დამერტყა, მაგრამ მაინც მოვახერხე გავბრაზებულიყავი:
-რა უნდა დაგეზუსტებინა - მოვკვდი თუ არა? თუ ინვალიდის ეტლის მუშაობის პრინციპის გარკვევა გინდოდა, შენი შემდეგი მსხვერპლისთვის?სამწუხაროდ იმედები უნდა გაგიცრუო, არც მოვმკვდარვარ და არც დავინვალიდდი! გადავრჩი, გესმიის?! .....
-აქამდე როგრო ვერ მიხვდი? - ხმამაღლა გამაწყვეტინა სიტყვა, ჩემი ხმა რომ გადაეფარა. მის სახეზე აშკარა ინტერესს და ცოტა დაცინვასაც კი ვხედავდი.
-... რათქმაუნდა, ვხვდები ყველაფერი მამაჩემის......
" მაინტერესებს აქამდე როგორ ვერ მიხვდი ვინ ვარ" - მაწყვეტინებს აარონის ხმა გონებაში
"ორი წამით მოკეტე თუ შეიძლება, და გირჩევნია მაშინ გამცე პასუხი როცა გეძახი"

-აქ კითხვებს მე ვსვამ და შენ უნდა გამცე პასუხი-მეუბენბა მკვლელი.

"მართლა? მე კი მეგონა ეს ჩემი გონება იყო შენ კი გამოგონილი... "
როგორც კი ვხვდები, რომ მკვლელს გონებაში გავეცი პასუხი, მაშინვე ვწყვეტ სიტყვას და პირს ვმუწავ.
მკვლელი ავბედითად იღიმის და ლოყებზე ხაზები უჩნდება.
- ხო, აი მეც ამის დასაზუსტებლად მოვედი. - მპასუხობს და ღიმილს აფართოვებს.
-ვერ გავიგე… რაზე ლაპარაკობ ვერ ვხვდები.
"მე შენს გონებაში ვარ ლეა" - მეუბნება აარონი და ისევ შეგრძნება მიჩნდება, თითქოს მისი ხმა მთელს სახლს ავსებს. მაგრამ ახლა მისი მაიმუნობის თავი არ მაქვს, გონებაში ნამდვილი დომხალია და აარონის და მკვლელის ხმა ერთმანეთში მერევა.
თვალებს ვაფახულებ... მკვლელი მშორდება და საშუალებას მაძლევს უფრო თავისუფლად ვისუნთქო. თან ცალყბა ღიმილს სახიდან არ იშორებს და ისე მაკვირდება, თითქოს ახლა თავიდან ლავა ამომივა და ეს ძალიან საინტერესო იქნება.
-რათქვი აქ რამინდაო? - არეული ვეკითხები და თავზე ხელს ვისვამ. თითქოს ამით გონების დალაგებას შევძლებ.
"ხომ გითხარი უნდა დამეზუსტებინა რომ მე შენს გონებაში ვარ." - იმეორებს აარონი, მაგრამ ეს მკვლელის სიტყვებია. აკი ისეთი სახე აქვს თითქოს ეს სიტყვები სწორედ მან წარმოთქვა!
"აარონ" - შეშინებული ვჩურჩულებ გონებაში.
-გისმენ-ღიმილით მპასუხიბს მკვლელი...
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, თვალებს ვხუჭავ და ისევ ვცდილობ აარონი ავალაპარაკო:
" აარონ ხმა გამეცი" - ჩემი ხმა ჩემსავე გონებაში საცოდავ ვედრებას გავს.
-მგონი დაყრუვდი არა? ლეა ხომ გითხარი რომ გისმენ? - თითებს თვალწინ მიტკაცუნებს მკვლელი და სახეზე მოჩვენებითი შეშფოთება ესახება.
ხელი ავუქნიე და გვერდზე გავდექი. თავი ხელებში ჩავრგე... გონებაში ფაქტები ერთმანეთის მიყოლებით ლაგდება.
აარონმა იცოდა რომ სახლში რაღაც უსიამოვნო დამხვდებოდა, დავუშვათ ეს ჩემი წინათგრძნობაა, მაინც და მაინც დღეს დავარქვი შინაგან ხმას სახელი, რომელიც 15 წლის ასაკიდან ჩემს თავშია.
"დაარქვი თუ დაირქვა" - მეკითხება აარონი შემპარვი, ეშმაკური ხმით.
"ჯანდაბა! გაჩუმდი ვფიქრობ!"
-მიდი იფიქრე, იქნებ შენ თვითონვე მიხვდე - მეუბნება და დივნისკენ მიაბიჯებს, შემდეგ დივანზე დახეთქების ხმა მესმის.
რამდენჯერაც აარონს დავუძახე იმდენჯერ მკვლელი მეპასუხებოდა, თანაც, რატომღაც ისე მოაქვს თავი თითქოს იცის რასაც ველაპარაკები აარონს!
" რათქმაუნდა, აარონი ხომ მე ვარ!" მპასუხობს აარონი გონებაში და დამცინავად ქირქირებს.
"დიდი ვინმე ხარ რა" - არც მე ჩამოვრჩები.
-ნამდვილად დიდი ვინმე ვარ. თუ გინდა ერთხელ მესტუმრე და დარწმუნდები. - ზურგს უკნიდან აარონის... კიარადა მკვლელის ხმა მესმის...
შიშისგან მაკანკალებს…
თავში ერთი სულელური აზრი მიტრიალებს და ძალაინ მინდა ეს სიმართლე არ იყოს. არადა ყველაფერი როგორ ემთხვევა ერთმანეთს!
არა! რა სიგიჟეა! აბა საიდან უნდა გაეგო ჩემი და აარონის საუბარი? ნეტავ, ხმამაღლა ვფიქრობ და თვითონაც ვერ ვხვდები?
" აარონ დამეხმარე! ბოლოს და ბოლოს ჩემს გონებაში ცხოვრბ,ეს გონება კი გადაწვის საშიშროების ქვეშაა!" ვუყვირი შინაგან ხმას.
ზურგს უკან ხითხითი ისმის. ამ ხმაზე მაჟრჟოლებს. მისი ხმა აარონის ხმას შემზაეავად ჰგავს.
მაგრამ შინაგანი ხმისგან განსხვავებით უფრო რეალურად ჟღერს.
ღმერთო! ოღნდ ეს არა! მგონი შევიშალე!
-დამშვიდდი შენს გონებაში ნამდვილად არ ვცხოვრობ, არაფერი მემუქრება-
ხელებიდან თავს ვიღებ და უკან სწრაფად ვტრიალდები, სადაც აარო...მკვლელი დივანზე კომფორტულად გადაწოლილა და ვერცხლისტარიანი დანის წვერით ფრჩხილებს ისუფთავებს.
-შენნ! - თითს დადანაშაულებასავით ვიშვერ-შეენ! შეენ..
-ხო მე- მშვიდად ამბობს და შავი თვალებით ამომხედავს.
არა! არა! ეს არ ხდება! რა სისულელეა!
-შენ! არ ვიცი, როგორ აკეთებ ამას, მაგრამ შეწყვიტე! გასაგებია?! შეწყვიტე! -დაბალ ხმაზე გამაფრთხილებლად ვეუბნები.
ის დანას დივანზე ფრთხილად დებს, დგება და სწრაფად მიახლოვდება.
- რა შევწყვიტო? - მეკითხება და თვალებში მაჩერდება.
-შეწყვიტე ჩემს გონებაში ძრომიალი! გასაგებია? - უფრო ხმამაღლა ვეუბნები, ჩემი სიტყვები არადამაჯერებლად იფანტება ჰაერში და ამის გამო ოდნავ ვწითლდები.
მისაღებში უკვე ნახევრად სიბნელეა, რადგან ჩემი საძინებლის ერთი ფანჯრიდან საღამოს სინათლე კარგად ვეღარ აღწევს.მის სახეს ჩრდილები შემზარავად ედება. ნერწყვს ხმაურიანად ვყლაპავ და ვემზადები მოვისმინო ის, რასაც ჩემი გონება უკვე ნახევარი საათია თავგამოდებით უარყობს.
მეშინია, იმის რასაც იტყვის.
მეშინია, რომ ჩემი სამყარო კიდევ ერთხელ დაინგრევა.
ვხვდები ამის მოსმენა არ შემიძლია და თვალებს ვხუჭავ. შუბლზე მისი თითის შეხებას ვგრძნობ.
-აქ… - ძალიან დაბალი, ხავერდოვანი ხმით ამბობს-მე ვარ… მე ვიყავი, და ყოველთვის მე ვიქნები.
თავს ვაქნევ. ამას არ დავიჯერებ! არ შემიძლია…
-არა… - ამივიკვნესე და ვიგრძენი თვალებიდან ცრემლი როგორ ჩამომისრიალდა. ქუთუთოებს ერთმანეთს ძლიერად ვაჭერ და ვცდილობ ქვითინი შევიკავო.
ბერა თითით ცრემლს მწმენდს.მე თავსვწევ რომ მოვიშორო, თვალებს ვახელ და ჯიუტად ვაჩერდები.
მის სახეზე თანაგრძნობას ვხედავ, მაგრამ არც მისი კმაყოფილი ღიმილი მრჩება შეუმჩნეველი.
-აარონი მე ვარ ლეა.



№1  offline წევრი dramalover

თქვენი აზრით რა ხდება სინამდვილეში?
მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს.

პ.ს იმედია მოგეწონებათ <3
სიყვარულით #moonlover

 


№2 სტუმარი სტუმარი nina

ძალიან საინტერესო სიუჟეტია, იშვიათად მიჩნდება კომენტარის დაწერის სურვილი ხოლმე და ეს ნამდვილად ის შემთხვევაა, როდესაც აზრის დაფიქსირება მსურს ❤️ ასევე საინტერესოდ გააგრძელე და ჩემის მხრივ +1 მკითხველი გყავს ❤️

 


№3  offline მოდერი Mary Drey

1. რამისაა არა-- ლამისაა
2. სასვენი წერტილები კვლავ გაკლდა, ოღონდ ზოგჯერ.
3. ზოგჯერ კი ზედმეტად გქონდა "ჩაკვეხებული."
4. ჩემსკენ არა-- ჩემკენ
5. რათქმაუნდა არა-- რა თქმა უნდა

რატომ მგონია, რომ ლეას იდენტურობის დისოციაციური აშლილობა აწუხებს? ზუსტად იგივე განცდები... იგივე შინაგანი დიალოგი, რაც ამ დაავადებით შეპყრობილ ადამიანებს ახასიათებს... კარგად მესმის მე მთავარი მოქმედი გოგოსი, რადგან მეც ძალიან ხშირად ვუპირისპირდები ჩემში ჩაძინებულ "მე"-ს, რომელიც ყოველთვის არასაჭირო მომენტში ჩნდება ჩემს სხეულში. იდენტურობის დისოციაციური აშლილობის დროს ადამიანის სხეულში ორი ან მეტი ადამიანი იწყებს დიალოგის წარმართვას. ვფიქრობ, ლეას ფსიქიკური აშლილობა აქვს, რომელიც მისი ბავშვობის ტრავმისაგან იქნა გამოვლენილი. ჩემს ვარაუდს მისი უფერადო და ნაცრისფერი სამყაროც ადასტურებს.
რაც შეეხება აარონს... ვფიქრობ, რომ ლეას წარმოსახვითი ნაწილია, რომელიც იდენტურობის დისოციაციურ აშლილობას თან ახლავს. მას ჰგონია აწმყოში რაც ხდება რეალურია, მათ შორის აარონის ქმედებები. იგი რეალურად მის გონებაში ცხოვრობს და იმდენად მანიპულირებს მის ამჟამინდელ ცხოვრებაზე, რომ გზა და კვალი სრულიად არეული აქვს.
ამჯერად სულ ეს შემიძლია, რომ გითხრა. შიგადაშიგ კვლავ მოგაწვდი ხოლმე შენი გმირების ფსიქოტიპს. :დდ

პ.ს. ასე დარწმუნებული არაფერში არ ვყოფილვარ... ლეას იდენტურობის დისოციაციური აშლილობა აწუხებს. შესაძლოა ამის შესახებ შენ ჯერ არც კი იცი. ამიტომ კარგად დაფიქრდი ამაზე. <3

რაც შეეხება წერის სტილს. მეღადავები, ჩემო "მუნ ლავერ"?! ასე კარგა ხანია ნაწარმოებს არ შევუპყრივარ! ყოჩაღ.. რაც დრო გადის უფრო და უფრო მაკვირვებს, შენი შესაძლებლობები!

პ.ს.ს რა ვქნა, ძალიან მიზიდავს ეს ფსიქოლოგიური ჭრილები ნაწარმოებში და თან, როდესაც იდენტურობის დისოციაციურ აშლილობასთან გვაქვს საქმე. ჯერ-ჯერობით ამ დაავადებით შეპყრობილი ადამიანის განცდებს ზედმიწევნით აღწერ. იმედია ბოლომდე ასე იქნება! <33

შორიდან გეფერებით.. შენ და შენს ნაწარმოების გმირებს! <33
აბა, შემდეგამდე! <333

 


№4  offline წევრი dramalover

სტუმარი nina
ძალიან საინტერესო სიუჟეტია, იშვიათად მიჩნდება კომენტარის დაწერის სურვილი ხოლმე და ეს ნამდვილად ის შემთხვევაა, როდესაც აზრის დაფიქსირება მსურს ❤️ ასევე საინტერესოდ გააგრძელე და ჩემის მხრივ +1 მკითხველი გყავს ❤️

dzalian didi madloba aseti gamamxnevebeli sityvebistvis ❤️

Mary Drey
1. რამისაა არა-- ლამისაა
2. სასვენი წერტილები კვლავ გაკლდა, ოღონდ ზოგჯერ.
3. ზოგჯერ კი ზედმეტად გქონდა "ჩაკვეხებული."
4. ჩემსკენ არა-- ჩემკენ
5. რათქმაუნდა არა-- რა თქმა უნდა

რატომ მგონია, რომ ლეას იდენტურობის დისოციაციური აშლილობა აწუხებს? ზუსტად იგივე განცდები... იგივე შინაგანი დიალოგი, რაც ამ დაავადებით შეპყრობილ ადამიანებს ახასიათებს... კარგად მესმის მე მთავარი მოქმედი გოგოსი, რადგან მეც ძალიან ხშირად ვუპირისპირდები ჩემში ჩაძინებულ "მე"-ს, რომელიც ყოველთვის არასაჭირო მომენტში ჩნდება ჩემს სხეულში. იდენტურობის დისოციაციური აშლილობის დროს ადამიანის სხეულში ორი ან მეტი ადამიანი იწყებს დიალოგის წარმართვას. ვფიქრობ, ლეას ფსიქიკური აშლილობა აქვს, რომელიც მისი ბავშვობის ტრავმისაგან იქნა გამოვლენილი. ჩემს ვარაუდს მისი უფერადო და ნაცრისფერი სამყაროც ადასტურებს.
რაც შეეხება აარონს... ვფიქრობ, რომ ლეას წარმოსახვითი ნაწილია, რომელიც იდენტურობის დისოციაციურ აშლილობას თან ახლავს. მას ჰგონია აწმყოში რაც ხდება რეალურია, მათ შორის აარონის ქმედებები. იგი რეალურად მის გონებაში ცხოვრობს და იმდენად მანიპულირებს მის ამჟამინდელ ცხოვრებაზე, რომ გზა და კვალი სრულიად არეული აქვს.
ამჯერად სულ ეს შემიძლია, რომ გითხრა. შიგადაშიგ კვლავ მოგაწვდი ხოლმე შენი გმირების ფსიქოტიპს. :დდ

პ.ს. ასე დარწმუნებული არაფერში არ ვყოფილვარ... ლეას იდენტურობის დისოციაციური აშლილობა აწუხებს. შესაძლოა ამის შესახებ შენ ჯერ არც კი იცი. ამიტომ კარგად დაფიქრდი ამაზე. <3

რაც შეეხება წერის სტილს. მეღადავები, ჩემო "მუნ ლავერ"?! ასე კარგა ხანია ნაწარმოებს არ შევუპყრივარ! ყოჩაღ.. რაც დრო გადის უფრო და უფრო მაკვირვებს, შენი შესაძლებლობები!

პ.ს.ს რა ვქნა, ძალიან მიზიდავს ეს ფსიქოლოგიური ჭრილები ნაწარმოებში და თან, როდესაც იდენტურობის დისოციაციურ აშლილობასთან გვაქვს საქმე. ჯერ-ჯერობით ამ დაავადებით შეპყრობილი ადამიანის განცდებს ზედმიწევნით აღწერ. იმედია ბოლომდე ასე იქნება! <33

შორიდან გეფერებით.. შენ და შენს ნაწარმოების გმირებს! <33
აბა, შემდეგამდე! <333

იცი რომ შენი კომენტარები ძალას მმატებს რომ წერა გავაგრძელო? ❤️
ძალიან მიყვარს ამ გრძელ-გრძელი მოსაზრებების კითხვა, შეფუცხუნებისაკენ რომ მომიწოდებს ხოლმე:დდ
სერიოზულად, როცა ნაწერს ვაქვეყნებ, თან ვფიქრობ რა შეიძლება დამიწერო და ინტერესით ვკვდები ხოლმე.
შენი მხრიდან შექება მართლა დამატებითი მოტივაციაა! ძალიან, ძალიან მიხარია რომ დაგაინტერესე.
კომენტარი სამჯერ გადავიკითხე, თვალებს არ ვუჯერებდი:)
ჩემთვის საინტერესოა ჩემი გმირების შენეული ხედვა.
სიუჟეტს რაც შეეხება მასე მარტივადაცა არაა საქმე, მაგრამ მიხარია ჩემი სიუჟეტის შენეულ ინტერპრეტაციას რომ ვკითხულობ, და ძალიან გამახარებ თუ ხშირად ახსნი ჩემს გმირებს ფსიქოლოგიურაად. ❤️
მოკლედ რომ გითხრა ჩემი საყვარელი მკითხველი ხარ და, ძალიან მინდა იმედები არ გაგიცრუოო❤️

 


№5  offline მოდერი Mary Drey

დაიჯერებ, რომ გითხრა, რომ შენი კომენტარი მეც სამჯერ გადავიკითხე?!
მიხარია თუ ოდნავ მაინც აღვძრავ შენში მოტივაციას!! სწორედაც ესაა ჩემი მოტივი! <333
მეც, როდესაც ახალ თავს დადებ სულ ვფიქრობ ახლა ამ გოგომ რითი უნდა გამაკვირვოსთქო, თუმცა ბუმმმ... სწორედ იმ თავში ისეთი სიუჟეტები იკვეთება ვმუნჯდები ხოლმე. <333
ვიცი, რომ მარტივი გასარჩევი არ იქნება ეს ნაწარმოები, თუმცა არა მგონია, რომ რამე გამომაპარო. :დდდ (მგონი აარონის მსგავსი სარკაზმული "ხითხითი" ამ წამს დამამშვენებდა. :დდდ )

მიხარია, რომ შენი საყვარელი მკითხველი ვარ... მეც უნდა ვაღიარო და გითხრა, რომ ამ საიტზე ერთადერთი ადამიანი ხარ ვისი ნაწერიც ასე ძალიან მომეწონა. ზოგადად ადვილად არ მომწონს ხოლმე ესა თუ ის ნაწერი. ზედმეტად "კაპრიზი" ვარ და ხშირადაც დამიხურავს წიგნი იმის გამო, რომ მწერალმა ჩემამდე სათანადო გრძნობები ვერ მოიტანა. ასეთ უხეშ მიდგომებს ვერ ვიტან და სიძულვილის გრძნობას მიტოვებს ხოლმე. ალბათ იდეალობის მოყვარული ვარ. ჩემი წიგნიც თვითონ, კრიმინალურ-ფსიქოლოგიური დრამაა- "ნაცრისფერი გრძნობები" და უკვე მეოთხეჯერ გავუკეთე რედაქტირება... იმის გამო, რომ მინდოდა ი დ ე ა ლ უ რ ი ყოფილიყო. სწორედ ამიტომაა, რომ სხვებისგანაც იგივეს ვითხოვ...
შენ კი მაგარი ხარ!
ჩემი გაოცება ასეთი მარტივი არ არის!
იმედი მაქვს ახლო მომავალში ეს ნაწარმოები წიგნის სახეს მიიღებს და მზის სხივებსაც გაიცნობს... მე კი გპირდები... შენი წიგნის პრეზენტაციაზე პირველ რიგში ვიქნები წამოსკუპული და ვარსკვლავებიანი თვალებით შემოგხედავ. (პ.ს. იცოდე ერთი სიტყვა მეც მეთქმის აუდიტორიაში, შენს წიგნზე. :დდ )

მოკლეედ... ბევრი, რომ არ გავაგრძელო წარმატებები და ძალიან, ძალიან მიხარია, რომ ამ საიტის მეშვეობით შენ გაგიცანი. იმედი მაქვს ჩვენი ურთიერთობა ახლო მომავალში სხვა სახესაც მიიღებს! <333
გკოცნი!

 


№6  offline წევრი dramalover

Mary Drey
დაიჯერებ, რომ გითხრა, რომ შენი კომენტარი მეც სამჯერ გადავიკითხე?!
მიხარია თუ ოდნავ მაინც აღვძრავ შენში მოტივაციას!! სწორედაც ესაა ჩემი მოტივი! <333
მეც, როდესაც ახალ თავს დადებ სულ ვფიქრობ ახლა ამ გოგომ რითი უნდა გამაკვირვოსთქო, თუმცა ბუმმმ... სწორედ იმ თავში ისეთი სიუჟეტები იკვეთება ვმუნჯდები ხოლმე. <333
ვიცი, რომ მარტივი გასარჩევი არ იქნება ეს ნაწარმოები, თუმცა არა მგონია, რომ რამე გამომაპარო. :დდდ (მგონი აარონის მსგავსი სარკაზმული "ხითხითი" ამ წამს დამამშვენებდა. :დდდ )

მიხარია, რომ შენი საყვარელი მკითხველი ვარ... მეც უნდა ვაღიარო და გითხრა, რომ ამ საიტზე ერთადერთი ადამიანი ხარ ვისი ნაწერიც ასე ძალიან მომეწონა. ზოგადად ადვილად არ მომწონს ხოლმე ესა თუ ის ნაწერი. ზედმეტად "კაპრიზი" ვარ და ხშირადაც დამიხურავს წიგნი იმის გამო, რომ მწერალმა ჩემამდე სათანადო გრძნობები ვერ მოიტანა. ასეთ უხეშ მიდგომებს ვერ ვიტან და სიძულვილის გრძნობას მიტოვებს ხოლმე. ალბათ იდეალობის მოყვარული ვარ. ჩემი წიგნიც თვითონ, კრიმინალურ-ფსიქოლოგიური დრამაა- "ნაცრისფერი გრძნობები" და უკვე მეოთხეჯერ გავუკეთე რედაქტირება... იმის გამო, რომ მინდოდა ი დ ე ა ლ უ რ ი ყოფილიყო. სწორედ ამიტომაა, რომ სხვებისგანაც იგივეს ვითხოვ...
შენ კი მაგარი ხარ!
ჩემი გაოცება ასეთი მარტივი არ არის!
იმედი მაქვს ახლო მომავალში ეს ნაწარმოები წიგნის სახეს მიიღებს და მზის სხივებსაც გაიცნობს... მე კი გპირდები... შენი წიგნის პრეზენტაციაზე პირველ რიგში ვიქნები წამოსკუპული და ვარსკვლავებიანი თვალებით შემოგხედავ. (პ.ს. იცოდე ერთი სიტყვა მეც მეთქმის აუდიტორიაში, შენს წიგნზე. :დდ )

მოკლეედ... ბევრი, რომ არ გავაგრძელო წარმატებები და ძალიან, ძალიან მიხარია, რომ ამ საიტის მეშვეობით შენ გაგიცანი. იმედი მაქვს ჩვენი ურთიერთობა ახლო მომავალში სხვა სახესაც მიიღებს! <333
გკოცნი!

როგორც ამერიკელები იტყოდნენ- you made my day. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, ამხელა იმედებს რომ ამყარებ ჩემზე! ❤️❤️ სიტყვები არ მყოფნის გამოვთქვა რამდენად მადლიერი ვარ შენი სიტყვების! ვიმედოვნებ ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტებში შენ მართლა ჩემს გვერდით იდგები❤️❤️ძალიან შემაყვარე თავი დრეი<3

 


№7  offline წევრი Ανάξιος

ღმერთო ჩაის ვსვამდი და ორჯერ გადამცდა , წარმოდგენა არ მაქვს რა ჯანდაბა ხდება, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ მთელი ღამე ამაზე ფიქრით ვერ დავიძინებ , ტვინი უნდა ვიჭყლიტო იმაზე ფიქრით რა ხდება , ან რა მოხდება , ეს ერთი,
ახლა მეორე , შენ ამბობ დიალოგები საშინელება გამომდისო ?! აშკარად იღადავე, ან არ ვიცი შენს ნიჭს სათანადოდ ვერ აფასებ , კატასტროფულად მომეწონა დიალოგების სცენაც , ზომიერად იყო , არც ბევრი იყო არც ნაკლები
და მესამე
ერთ-ერთი საუკეთესო ხარ , ბევრი რაღაც წამიკითხავს , მაგრამ ყველაზე ნამდვილად არ გამჩენია ეს კითხვა
"ღმერთო მე რატომ არ დამაფერთხვე ამხელა და ასეთი წერის საოცარი ნიჭი "
და არც თავი მომიკლავს იმაზე ფიქრით რა შეიძლება ხდებოდეს , ზოგადა კარგი ინტუიცია მაქვს და ლოგიკა, მაგრამ აშკარად გადაფარე ჩემი ეს ძლივს რაღაც კარგი თვისებები , მოკლედ (ნუ რაღა მოკლედ, მაგრამ) ძალიან კარგია და ახლა თავს მოუთმენლად ველოდები...
ლავ იუ <3

 


№8  offline წევრი dramalover

korean
ღმერთო ჩაის ვსვამდი და ორჯერ გადამცდა , წარმოდგენა არ მაქვს რა ჯანდაბა ხდება, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ მთელი ღამე ამაზე ფიქრით ვერ დავიძინებ , ტვინი უნდა ვიჭყლიტო იმაზე ფიქრით რა ხდება , ან რა მოხდება , ეს ერთი,
ახლა მეორე , შენ ამბობ დიალოგები საშინელება გამომდისო ?! აშკარად იღადავე, ან არ ვიცი შენს ნიჭს სათანადოდ ვერ აფასებ , კატასტროფულად მომეწონა დიალოგების სცენაც , ზომიერად იყო , არც ბევრი იყო არც ნაკლები
და მესამე
ერთ-ერთი საუკეთესო ხარ , ბევრი რაღაც წამიკითხავს , მაგრამ ყველაზე ნამდვილად არ გამჩენია ეს კითხვა
"ღმერთო მე რატომ არ დამაფერთხვე ამხელა და ასეთი წერის საოცარი ნიჭი "
და არც თავი მომიკლავს იმაზე ფიქრით რა შეიძლება ხდებოდეს , ზოგადა კარგი ინტუიცია მაქვს და ლოგიკა, მაგრამ აშკარად გადაფარე ჩემი ეს ძლივს რაღაც კარგი თვისებები , მოკლედ (ნუ რაღა მოკლედ, მაგრამ) ძალიან კარგია და ახლა თავს მოუთმენლად ველოდები...
ლავ იუ <3

ვაიმე რა საყვარელი ხაარ❤️ ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი შეფასებისთვიიის!
ვფიქრობ ზედმეტად აფასებ ჩემი წერის ნიჭს მაგრამ ამას ისე საყვარლად ამბობ არ შემიძლია ღიმილის გარეშე წავიკითხო!
არ ვიცი... მართლა თითოეული თქვენგანი ისე შემიყვარდა ენერგიას საწერად თქვენგან ვიღებ!
ძალიან, ძალიან მიხარია რომ ისევ აქ ხარ და შენზე ჩემმა ნაწერმა ამხელა შთაბეჭდილება მოახდინა!
გპირდები მეოთხე თავს ძალიან მალე დავდებ❤️შენდამი დიდი სიყვარულით #moonlover

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent