შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოველთვის ვერ გაექცევი გრძნობებს(თავი 6)


12-07-2020, 21:06
ნანახია 1 498

***
-გიორგი...
-გისმენ ელე-საბუთებს მოსწყდა უფროსი დადიანი და მეუღლეს თბილად გახედა.
-ელე...მომნატრებია შენგან ამ სახელით მომართვა. ახალგაზრდობა გამახსენა.
-შენ ახლაც ახალგაზრდა ხარ, ჩემო ქალბატონო-ადგილი იცვალა გიორგიმ, ელენეს გვერდით მიუჯდა და გულში ჩაიკრა.-რისი თქმა გინდოდა?
-რამდენი ხანია ჩვენი პრინცესა არ შეგვხმიანებია...მომენატრა ძალიან ჩვენი ცქრიალა გოგო.
-მეც მომენატრა, მაგრამ რა ვქნათ?! ახალგარზდაა და ახალგაზრდებს გართობა, მეგობრებთან ერთად დროის გატარება და მხიარულებას სურთ, ვისღა ახსოვს მერე „ბებერი“ დედიკო და მამიკო. გაიხსენე აბა, ჩვენ როგორ ვიყავით...
-ოი, ჩვენი ვიყავით, თუ ვიყავით...მეორე კურსზე არ გაგიცანი?! მთელი უნივერსიტეტი შენ რომ შემოგნატროდა. რა დრო იყო...
-შენც არ იყავი ნაკლებ დღეში ქალბატონო. რამდენი ვინმე მიცემია, რამდენისთვის დამიშლია და გამიერთიანებია ყბები, წარმოდგენაც არ გაქვს.
-რაო? ვის სცემდი ხოლმე?-შეშფოთება ვერ დამალა ელენემ.
-ერთი პერიოდი იყო, ახალი გაცნობილები ვიყავით, ნუ შენ გყავდი, თორემ როგორც კი უნივერსიტეტში ჩააბარე, მაშინ მესამე კურსზე ვიყავი, მე იმთავითვე ვიცოდი შენი წარსული, აწმყო და მომავალი ხომ ვიცოდი და ვიცოდი, იმიტომ რომ მე ვიყავი.-თვალები გაუფართოვდა ელენეს. მსგავსი საუბრები ცოლ-ქმარს, იშვიათად ჰქონდათ ხოლმე, თუნდაც იმის გამო, რომ ვერ იცლიდნენ ერთმანეთისთვის.-ჰო და ერთი ტიპი რომ იყო, გურამ სადუნიშვილი, გახსოვს?
-ვაიმე, კი, როგორ არა. მე და გურამი ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. მერე შევუყვარდი, თავს არ მანებებდა, სული ამომხადა ბიჭმა და მერე მახსოვს, ერთხელ მოდის და ბოდიშს მიხდის და საერთოდ უჩინარდება და მოიცა, მოიცა, შენ ხომ არ...?!
-მე ხომ არ კი არა, კი-ეშმაკურად გაუღიმა გიორგიმ.-ვერ ვიტანდი შენს გვერდით ვინმეს ხილვას ელე, შენ ჩემი უნდა ყოფილიყავი, ეს დაწერილი იყო ზემოთ და რაც გიწერია, იმას ვერ გაექცევი და ვერც შენ გამექეცი...
-რა თინეიჯერი ბიჭივით მელაპარაკები გიორგი-აკისკისდა ელენე.
-შენს გვერდით, ისევ თინეიჯერი ვარ, ჩემო ანგელოზო. რა დროც არ უნდა გავიდეს, აი, 80 წლის უღუნო მოხუცებიც რომ ვიქნებით, ჩემში სიგიჟეების გამოვლინება სულ იქნება. შენ, ისევ ისე მაგიჟებ, როგორც მაშინ, როდესაც უნივერსიტეტის პერიოდში. რას მმართებდი ახლაც არ ვიცი. საქვეყნოდ ცნობილი ვიყავი ჩემი „კაი ბიჭური“ ცხოვრებით და უეცრად რომანტიკოს და სიგიჟემდე შეყვარებულ ბიჭად ვიქეცი. ელენე, შენ მე თვითმყოფადობა წამართვი-ძალინ სერიოზული სახით უთხრა.
-ვაიმე, გიორგი-გულიანად გაიცინა ელენემ-მართლაც რომ ისევ თინეიჯერი ბიჭი ხარ, იმავე ჭკუით, რაც გქონდა და მხურვალე კოცნით დააჯილდოვა მეუღლე. წამოდგომა სცადა, მაგრამ...
-ქალბატონო ელენე, თქვენ არ იცით რომ არ შეიძლება ადამიანის გრძნობებზე ასე თამაში და მერე მიტოვება? რა ვქნა ახლა მე გული რომ ამიჩქარდა? ვერსადაც ვერ წახვალ!
-გიორგი, რა საქციელია ეს?-იგრძნო ელენემ ისევ ის, თუ როგორ აფარფატდნენ მის შიგნით პეპლები, როგორ დაეჭიმა სხეული და გულისცემაც გაუხშირდა. ვერ წარმოედგინა, რომ ეს მამაკაცი, ისევ ისე აგიჟებდა და უღვიძებდა გრძნობებს, როგორც წლების წინ. ხარბად შეისუნთქა გიორგისგან მომავალი სურნელება, რომელიც მხოლოდ მას ჰქონდა და ღიმილიანი სახით მიმართა-მართლა თინეიჯერი ნუ გგონია საკუთარი თავი, გამიშვი, საქმეები მაქვს.
-მაგაზე მანამდე უნდა გეფიქრა, სანამ ჩემში გრძნობების აშლას მოინდომებდი და მერე უნამუსოდ მიტოვებას. განა ამ სიყვარულით სავსე კაცს, ერთი უბრალო კოცნა მეყოფა?-ამის თქმა იყო და გიორგიმ თავის მკლავებში მოიქცია ელენე...

ამბობენ, გული არ ბერდებაო. ეს ორი ადამიანი კი ამის არაჩვეულებრივი მაგალითები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ერთად არიან და უყვართ ერთმანეთი გაგიჟებით, ორივეს შეუძლია რომ ერთმანეთს ისეთი გრძნობები აუშალონ, რომელსაც ვერავინ ვერავისში გამოიწვევს. ეს ერთგავრი სიგიჟეა, სიგიჟემდე შეყვარებული გულებისა, რომელიც მარადიული და დაუცხრომელი გრძნობების სამჭედლოა. ფაქტობრივად, სიყვარული იწვევს იმ მდგომარეობას, რომელიც არ არის ნორმალური ეს კი მართლა გასაგიჟებელი გრძნობაა...

***
მთელი გზა, არც სანდროს და არც ევას, სიტყვა არ დაუძრავთ. ისინი, თავისთავად იყვნენ შერწყმულნი სიჩუმესთან, რომელიც საკმაოდ ბევრის მთქმელი იყო. ამ დღეს, ორივე მათგანმა, თითქოს გაუხსნეს ერთმანეთს გულის კარები და მიუშვეს გრძნობები თავის ნებაზე, მაგრამ ყველაფერ ამას, სითამამე აკლდა, ვნება აკლდა, რომელიც ორივეს შინაგანად სწვავდა და გულს უჭამდა. სანდრომ მანქანა გზიდან გადაიყავან და მხოლოდ ახლა გმოერკვა ევაც ფიქრებიდან.
-ევა, გთხოვ, დამელაპარაკე. ნუ ხარ ჩუმად...
-და რა უნდა გითხრა სანდრო? რას ელი? გინდა გითხრა რომ შემიყვარდი?! კარგი, გეტყვი. შემიყვარდი, სანდრო. როდის, რატომან როგორ არ ვიცი. უშენოდ ვეღარც კი ვსუნთქავ გესმის? ვერა. ცეცხლი მეკიდება გულზე და ვერ ვაქრობ. შენ სადრო, შენ მე სულ გამაგიჟე. ჩემს თავს აღარ ვგავარ. მოხვედი და ქარიშხალი დაატრიალე ჩემს გულში. მინდა რომ სულ ჩემთან იყო, ჩემს გვერდით და აღარასდროს გაგიშვა...-ვეღარ გაუძლო ევამ ამდენს და ატირდა. სანდრო უყურებდა და ვერ იჯერებდა, რომ ევა, ახლახანს გამოუტყდა გრძნობებში და ეს გრძნობები, ისეთივე იყო, როგორსაც თვითონ განიცდიდა დაეს ზედმეტად სასიამოვნო იყო მისთვის...
-ევა, შემომხედე-მისი სახე ხელებში მოიქცია სანდრომ-თვალებში მიყურე-აცრემლებული თვალები შეანათა ევამ-მე შენ სიგიჟემდე მიყვარხარ, გესმის? ასე რომ არ იყოს, მოგეშვებოდი, მაგრამ უძლური ვარ. უშენოდ, არც ერთ წამს არ აქვს ფასი. მომეცი საშუალება, რომ მიყვარდე. დაგიმტკიცებ, რომ ვარ შენი სიყვარულის ღირსი.
-სანდრო, მე...
-გთხოვ. არ შემიძლია შენგან შორს ყოფნა. მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე უშენოდ ვიყო. მინდა რომ ჩემი გერქვას, სამუდამოდ...
-მე...მე, არ ვიცი სანდრო.
-ევა, მითხარი გული რას გკარნახობს და გეუბნება, ოღონდ სიმართლე მითხარი.
-სიყვარულს მკარნახობს და მეუბნება, რომ საშინლად მიყვარხარ.
-ჰოდა რა პრობლემაა? თუმცა ვიცი. გგონია რომ ადამიანის ასე მალე შეყვარება, შეუძლებელია და მე უბრალოდ ერთი საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი ვარ და მინდა რომ ყველამ ჩემს გარშემო იტრიალოს, ჰო და ალბათ ფიქრობ, რომ შენს მიმართ ჩემი გრძნობები ფუჭია დაუბრალოდ მორიგი გასართობი ხარ. ასეა, არა?!
-...
-მისმინე ჩემი ლამაზო, იმას, რასაც მე შენს მიმართ ვგრძნობ, იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ სიყვარული და ამას დაგანახვებ, შენ უბრალოდ ხელს ნუ მკრავ და დარჩი ჩემთან. როდემდე გინდა რომ გამირბოდე მეც და შენს გრძნობებს?
-აღარ მინდა, დავიღალე სანდრო, ძალიან დავიღალე. ამდენი მართლა აღარ შემიძლია.
-არც გთხოვს ვინმე გაძლებას, უბრალოდ მოდი ჩემთან-გულში ჩაიკრა სანდრომ-ჩემი გოგო ხარ. ჩემი გქვია და დღეიდან, აღარასოდეს გაგიშვებ. მიყვარხარ, ჩემო გოგო.
-მეც, სანდრო, მეც ძალიან მიყვარხა და არ მჯერა რომ ამას ვამბობ.
-იცი, არც მე მჯერა. წაგიყვანო სახლში თუ ცოტა ხანს გავიდეთ სადმე?
-არა რა, სახლში მირჩევნია. დავიღალე.
-კარგი, წავიდეთ მაშინ-შუბლზე აკოცა ევას, კომფორტულად მოკალათდა სავარძელზე და მანქანა ადგილიდან მოსწყვიტა.
აი, ახლა, სულ სხვაგვარად იყო ყველაფერი. როგორც იქნა ორმა გულმა, ერთ მთლიანობაში დაიწყო ძგერა და ერთი მთლიანობა გახდა. ო, როგორი საამურია შეყვარებული წყვილის გულისცემა. თითქოს დედამიწა ჩერდება და მხოლოდ ორი ადამიანის გულებისგან წამოსული მუხტი, მთელ სამყაროს აძლევს სასიცოცხლო ძალას...
ამბობენ, თუ ნამდვილად გიყვარსო, სიტყვებით ვერ გადმოსცემო. ალბათ, მართალია, რადგან მართლაც რთულია იმ გრძნობებზე ღიად საუბარი, რასაც განიცდი. განა იმიტომ რომ გერიდება ან რამა? არა, უბრალოდ ეს გრძნობები იმდენად ღრმაა, რომ სიტყვების მაგიასაც კი არ ძალუძს ზუსტად გადმოცემა ყოველივესი.
იმ სიყვარულს, რომელსაც ღმერთი ადამიანებს ჩუქნის, ხშირად ვერ ვაფასებთ. ვთველავთ ყოველივე წმინდას და საკუთარ თავს ვსჯით. სიყვარული, არ არსებობს ტკივილის გარეშე. თუ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ შეიგრძნობს ტკივილს, ის ვერც სიყვარულს შეიგრძნობს. როდესაც გიყვარს, ესიგი გტკივა, ხოლო თუ გტკივა, ესეიგი გიყვარს...

სანამ სახლამდე მივიდნენ, ევას უკვე ჩასძინებოდა. ძალიან ლამაზი იყო ასეთ მდგომარეობაში ევა. მშვიდად სუნთქავდა. სანდროს მისი გაღვიძება არ უნდოდა, ამიტომ ფრთხილად გადმოიყავანა მანქანიდან და სახლამდე ავიდნენ. საბედნიეროდ გასაღები მალავე იპოვა. ევა შეიმშმუშნა, თუმცა არ გაჰღვიძებია. კარი გააღო სანდრომ, სახლში შევიდა და პირდაპირ ევას ოთახისკენ წავიდა. ნაზად დააწვინა ლოგინზე და თავადად გვერდით მიუწვა. ევამ რაღაც ძალით იგრძნო სანდროს სიახლოვე და გამოეღვიძა.
-სანდრო?
-ჰო, პატარავ, მე ვარ.
-აქ...აქ რა გინდა?
-დაგეძინა და მანქანაში ხომ არ დაგტოვებდი?
-ეგ ჰო, მაგრამ მე გეკითხები აქ, ჩემს ოთახში რა გინდა-მეთქი...
-მარტო ვეღარ დაგტოვე. ნუ ღელავ და უაზრო აზრები თავიდან ამოიგდე. მშვენივრად ვხვდები, რაც ტრიალებს მაგ შენს ლამაზ თავში და მაგა ჩემზე ნუ იფიქრებ. ეგეთი *ირი არ ვარ, უბრალოდ შენთან ყოფნა მინდა. ეგ არის და ეგ...მინდა რომ ჩაგეხუტო და ისე გადავეშვა ძილში და გთხოვ, ნუ გამაგდებ რა...
ერთ ხანს უყურა ევამ და ბოლოს მაინც დანებდა. სხვაგვარად არც შეეძლო უბრალოდ. რთულია გრძნობებზე უარის თქმა, თან მაშინ, როდესაც ასე ახლოს არის ეს გრძნობები...
სანდრომ ევა თავის მკლავებში მოიქცია, მაგრად მიიხუტა, ხარბად შეისუნთქა მისი თმებიდან წამომავალი სურნელება და ორივემ ერთად გაიკვლიეს გზა სიზმრებისკენ, სადაც ისევ ერთად იქნებოდნენ, რადგან ერთმანეთზე ფიქრში ჩაეძინა ორივეს...


იდეაში, სულ სხვა რაღაცა მქონდა, მაგრამ რატომღაც წესიერად ვერ განვახორციელე და ამიტომ წავრსდექი ასეთი მოცუცქნული თავით...)) ნუ, შეიძლება ძალიან მალეც მომივიდა სანდროსა და ევას დაახლოება, მაგრამ ამდენი წამებისთვისაც ვეღარ გავიმეტე,მაგრამ ყველაფერს ასე იდეალურადაც არ წავიყვან))
ვიმედოვნებ, ნორმალურია...



№1 სტუმარი ყველაზე საყვარელი ფიფქუჩი

ისევ პირველი ვაარ:)))
ჩემო კუ:)
მიხარია რომ მუზა ყურებით მოათრიე და დააბი, აღარ გაუშვა:)
კარგად წერ,მაგრამ ღრამატიკული მისთეიკები მაინც გაქვს და მიხედე, godმანი:)
და ჰო, "ბებერი დედიკო და მამიკო")))
და "გული არ ბერდება"))
გული მხოლოდ მაშინ ბერდება როცა შეყვარების ნიჭს კარგავს კუნკულხრუხუნსუნსულიკუკუნა:)

 


ყველაზე საყვარელი ფიფქუჩი
ისევ პირველი ვაარ:)))
ჩემო კუ:)
მიხარია რომ მუზა ყურებით მოათრიე და დააბი, აღარ გაუშვა:)
კარგად წერ,მაგრამ ღრამატიკული მისთეიკები მაინც გაქვს და მიხედე, godმანი:)
და ჰო, "ბებერი დედიკო და მამიკო")))
და "გული არ ბერდება"))
გული მხოლოდ მაშინ ბერდება როცა შეყვარების ნიჭს კარგავს კუნკულხრუხუნსუნსულიკუკუნა:)

დავიხვეწები ღრამატის მხრივ მამკუ, ბათ ნელ-ნელა და მაშინ, როცა უფრო დაკვირვებას ვისწავლი:დდდდდ ხომ იცი რა უნაირო კუც გყავს?:)))))
ჰოო, გულს რაც შეეხება, გეთანხმები სტო პროცენტად...❤️:)))

 


ჟოზე
ლიკოკო ❤
მოწუპნული და ტკბილი თავი ❤❤❤
ველოდები მოვლენების განვითარებას))

მეც ველოდები დეკო:)))❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

როდის გაგძელებთ

 


სტუმარი ნესტანი
როდის გაგძელებთ

მალე...:) შევეცდები, ყოველ შემთხვევაში.

 


№6  offline წევრი ანმეე

აუუუუ ჩემი სიხარულებიიიიიიიიი
არა ახლა პირველობაზე მამკოს ვერ შევედავები....იცი რატომაც laughing laughing თან ბოლო ბოლო შვილი ვარ joy
ქალიოოო რა საყვარელი ხალხი არიან ესენი ნუუუუ
გიო და ელენე რა ტიპები არიანნ heart_eyes heart_eyes
და ხო კიდე
ახალს რო დადებ
მაქსიმალურად ვეცდები...აი უზომოდ(პროსტა ამ პირველობაზე ვჭედავ ხო იცი)ჩემი კომენტარი პირველი რო იყოს
თორე უკვე მამიკო მასწრებს და მოქმედებს ამ ჩემს სათუთ ნერვზე joy
მიყვარიხარ ტყუპუუ kissing_heart

 


ბამმო
აუუუუ ჩემი სიხარულებიიიიიიიიი
არა ახლა პირველობაზე მამკოს ვერ შევედავები....იცი რატომაც laughing laughing თან ბოლო ბოლო შვილი ვარ joy
ქალიოოო რა საყვარელი ხალხი არიან ესენი ნუუუუ
გიო და ელენე რა ტიპები არიანნ heart_eyes heart_eyes
და ხო კიდე
ახალს რო დადებ
მაქსიმალურად ვეცდები...აი უზომოდ(პროსტა ამ პირველობაზე ვჭედავ ხო იცი)ჩემი კომენტარი პირველი რო იყოს
თორე უკვე მამიკო მასწრებს და მოქმედებს ამ ჩემს სათუთ ნერვზე joy
მიყვარიხარ ტყუპუუ kissing_heart

:დდდდდდდ ჩემი უამბიციურესი ტყუპსიკა...ნერვი არ დაიგლიჯო, მე მეცი პატივი პროსწა:დდდდდდ
ალოვუ თუუ ტყუპს❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent