შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ურეკის მზის ქვეშ ( თავი XII)


15-07-2020, 04:55
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 2 761

-აი ვიცოდიიიი. - კივილს იწყებს ლევანი. „ეს ნორმალურია საერთოდ? უკვე სასწრაფო დახმარების გამოძახებას ვაპირებდი და ეს გიჟი რეებს ბოდავს?!“ ჩემს მეორე მეს ლამის თვალები უცვივა ბუდიდან.
- რა გაკივლებს ! - თვალებს უბრიალებს ირაკლი.
- ჩშშშ... ლევააან,ხმას დაუწიეეეე. - მავედრებელი თვალებით ვუყურებ,მაგრამ ის მაინც აგრძელებს აჟიტირებული სახით ხმამაღლა საუბარს.
- აიიი,რა უნდა გიყოთ ახლა თქვენ კაცმა? ამას მიმალავდი ? - ლამის მხარზე ახტება ირაკლის.
- ირააა,გააჩუმე ახლა ეს სანამ მთლიანია.- კნუტის თვალებით ვუყურებ.
- დამშვიდიი. - ხელს მკიდებს და გულზე მიკრავს,რაზეც თვალები მიფართოვდება. „ის არ მაკლდეს,რომ კოცნის დროს დაგვინახა და ახლა მეხუტება კიდეც... ღმერთოოოო,მესროლე ასტეროიდიიი“
- რას... რას აკეთებ? - მისი მკლავებიდან თავს ვიძვრენ. - აუ ლევაან,იცოდე ნუცამ და ნინიმ არ უნდა გაიგონ,თორემ ნინი მომკლააავს. - ლამის ტირილს ვიწყებ.
- ტრანკილა ბარბიიი. - საყვარლად მიცინის. - სამარე ვარ იცოდე, დამშვიდდი გოგო. - მეხუტება და თავზე მკოცნის. „ზოგჯერ რა საყვარელია ეს ნადირი.“
- მადლობაა. - ვკნავი და ხმაურიანად ვუკოცნი ლოყებს. - საუკეთესო ხარ. წავედი ახლა მე,უნდა დავიძინო, ძალიან დავიღალე.
-უჰ დაიღლებოდი გენაცვალე.... - ენას ბავშვივით მიყოფს ლევანი და ხარხარებს.
- ბოროტოოოოო. - მეც მეცინება და ვხედავ,ირაკლის ღიმილ შეპარებულ სახეს.
- მასხარა... წადი დაეგდე ახლა შენც. - ლევანს იმხელაზე უტყაპუნებს,მის ნაცვლად მე მტკივა მხარი.
- დამჟეჟე და ახლა რაღა დამაძინებს? - მხრის ზელვით მიიზლაზნება მეორე სართულისკენ. მე ირაკლის მოწყვეტით ვკოცნი და საძინებლისკენ გავრბივარ,ისე,რომ არ ვაქცევ მის უკმაყოფილო ხმას ყურადღებას,რომელითაც ჩემს სახელს წარმოთქვამს.
დილით ჯაყჯაყი მაღვიძებს. ვერ ვიაზრებ სად ვარ, აშკარაა,რომ მატარებელში არ ვზივარ. ვზმუი და ჯაჯღანით ვახელ თვალებს. ვხედავ როგორ ხტუნავს ჩემს კუთვნილ ლოგინზე ნინი,სპორტული ტანსაცმლით, თან თავზე რაღაც აქვს წაკრული.
- ელზაააა,ადექი გოგოოო....
- აუუუუ,რაგინდააააა? - ვკნავი და ბალიშს ვიფარებ თავზე.
- აეგდე გოგო,უნდა ვივარჯიშოთ. - ნინის მტკიცე ხმა მესმის და წამსვე ვახელ თვალებს.
- რაოოო? შენ გააფრინე? მაგის გამო გამაღვიძე გოგო? რა დროს ვარჯიშია?
- ვერ ხედავ გოგო რას გავხარ? მთლიანად ძვალი და ტყავი ხარ,ცოტა „კუტი“ არ გაწყენდა. - მისი ისტორიის გახსენებისას სიცილი მიტყდება და ნინიც მყვება.
- გიჟი ხარ რააა... საერთოდ რომელი საათია?
- შვიდი. - ისე ამბობს თითქოს თორმეტი იყოს ან პირველი.
- რაოო? შენ რა,ბედავ და შვიდზე იმისთვის მაღვიძებ,რომ შენთან ერთად ვივარჯიშო?
- დიახაც! რამე პრობლემაა ახალგაზრდავ? - თვალებს ისე აფართოვებს,რომ თემას ვცვლი.
- ნუცა სად არის საერთოდ?
- ქვემოთ გველოდება. არ გრცხვენია? ნუცასაც კი ღვიძავს.
- აუუუ რა დავაშავე ღმერთო? რა ცოდვა მაქვს ასეთი?
- ვაიმეეეე. რა ცოდვა ქალო?! მადლობა თქვი ასეთი ანგელოზივით დაქალი რომ გყავს გვერდით. - ხელებით მის თავზე მანიშნებს.
- არაფერი გეშველება არც შენ და მე ხომ საერთოდ. - ტანს ძვლივს ვწევ ლოგინიდან და ვემზადები. არც კი ვიცი რას ვიცვამ,მაგრამ რაც მთავარია მაცვია ხომ?!
- იიიშ... რა გოგო ხარ ელზა.... - ვერ ვხვდები ამას რატომ მეუბნება,რადგან განსაკუთრებულად კარგი არაფერი მაცვია,მხოლოდ მოკლე,თეთრი მოტმასნილი ტოპი და მოკლე,ნაჭრის შორტი.
ქვემოთ ჩავდივართ სადაც ჩემდა გასაკვირად მოტივირებული ნუცა მხვდება.
- რა ხდება ხალხო? მარტო მე მეძინება? ეულად ვგრძნობ თავს.
- მეც მეძინებოდა,მაგრამ ნინიმ იმდენი ქნა, გამოვფხიზლდი. კოფეინზე უკეთ მოქმედენს. - იცინის ნუცა და ნინის სასაცილოდ უკრავს თვალს.
- ჯანდაბა რა... მეძინებაააააა. მარტო ჩვენ გვღვიძავს მგონი... მთელს ურეკს,საქართველოს და დედამიწას ძინავს ამ დროზე. - ხელებს ვაფრიალებ. ნინი ჩემთან მოდის და ხელებს მიკავებს.
- დამშვიდდი ელზა, სადმე არ მიგვალოლოვო.
- ახალი ტერმინია? - თავის ქნევით იცინის ნუცა.
- კრეაწივი გოგოოოო. - წამწამებს აფახუნებს და თმას უკან იყრის.
- ვაიმე... ნეტავ მართლა მქონდეს ეგ ნიჭიიიი. წამოეთრიეთ ახლა,გავიდეთ სანამ გრილააა. - ორივეს ხელს ვკიდებ და გარეთ გამყავს.
ძუნძულით მივრბივართ ზღვის სანაპიროზე. ამ დროს,მართლა ულამაზესია აქაურობა. ირგვლივ მარილის და იოდის სუნი ტრიალებს. ოდნავ გრილა,რაც ძალიან მსიამოვნებს. ნინი ძაან „გოგოშკურად“ დარბის. თითის წვერებზე და ცხენის კუდწად შეკრული თმის ქნევით. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,რომ შენელებული კადრის „პაროდიას“ აკეთებს.
- ვაიმე შენ რა სინაზე ხარ გოგოოო, ქარმა არ წაგიღოს. - ენას ვუყოფ სიცილით.
- „შენ რა სექსი ხაააარ“ - ღიღინს იწყებს.
- ვაი შენ მოგიკვდი შვილოოო. - იცინის ნუცა.
პლაჟთან ახლოს პარკს ვაჩნევთ,სავარჯიშო ტრენაჟორებით და იქ მივდივართ. მე პრესის ვარჯიშს ვაკეთებ და შიგადაშიგ გოგოებს ვეჭორავები. უეცრად ნუცა კივილს იწყებს.

- გოგოეეებოოოო....
- რა გაწივლებს გოგოოოოო. - ნინი ლამის ტრენაჟორიდან ვარდება შიშისგან.
- არ არსებოოობს...
- იტყვი ახლააა,თუ გაწამო? - თვალებს ვუბრიალებ.
- ეს შენი მაშველი არ არის გოგო? - კისკისებს.
- სააად? სად? - თვალები უფართოვდება ნინის და ლამის ჟირაფების ოჯახის წარმომადგენელი ხდება,ისე იგრძელებს კისერს. ნუცა თავს უჭერს და გივისკენ ახედებს,რომელიც მაშველთა კოშკზეა.
- აუუუ, ჩემი კაცია მართლაააა... - ლამისაა ჩამოდნეს.
- ჰეიიი,ჯულიეტა... - ვანჯღრევ და არ მეწინააღმდეგება. აზრზე ხარ რა გამოშტერებულია ამ წამს? ხელს არ მიბრუნებს. - მიდი დაუძახე.
- აუუუ,არ ტეხავს?
- მიდი გოგო,რა ტეხავს... ძაან გაუხარდება,ხომ ვიცი რა... - ამხნევებს ნუცა. ნინიც შტერივით იღიმის, ლამის ხტუნვას იწყებს და მაშველის მიმართულებით გაჰკივის.
- „გივიიიი. ჩვენ ვართ გივიიიი.“
- ღმერთო რა გეშველებააააა. - მე და ნუცა ლამის ვხოხავთ.
- ვაიმეეე,მოდიიიის. - ნინის ისტერიკები ეწყება.
- დამშვიდდი გოგო,რა დაგემართა? მოდის,თორე არ მოგახტეს ერთბაშად.
- დამპალოოოო, აუ რა ბოროტი ხააარ. - თან იცინის და თან წუწუნებს. „აი ეს უკვე ნიჭია რა...“
- გამარჯობა გოგოებო. ვარჯიშობთ? - გვესმის გივის ხავერდოვანი ხმა. ნინის ისეთი სახე აქვს,ვხვდები შეიძლება აქვე ჩამოიღვენთოს.
- ხოოო. როგორ ხარ შენ? - რადგან ნინი ხმას ვერ იღებს ემოციებისგან, მე ვცემ პასუხს.
- მშვენივრად. პოსტზე ვარ. - მისი კოშკისკენ გვითითებს. - შენ როგორ ხარ ჯულიეტა? - ნინის უყურებს.
- ამ.... კარგად,კარგად ვარ. - სიტყვებს ძვლივს აბამს.
- ძალიან კარგი. არ გინდა დღეს საღამოს სადმე ჩამოვჯდეთ?
- ჩამოვჯდეთ? სად? ქვაზე? - დებილი ბავშვივით კითხულობს ნინი,რაზეც გივის ეცინება.
- სადმე, ბარში. - თვალებს უჟუჟუნებს და კიდევ უფრო აშტერებს ჩემს ისეც დაშტერებულ დაქალს.
- კი,კიიი წამოვა აბას რას იზამს? - ნუცა პასუხობს.
- ჩვენ აქვე ვიქნებით ცოტას დავისვენეებთ. - ნუცას ხელს ვკიდებ და საქანელასკენ მივათრევ. ვხედავ,როგორ სვამს გივი ნინის „აიწონა დაიწონაზე.“
- არ გირჩევ... - აფრთხილებს გივის,მაგრამ ბიჭი არ ნებდება და მეორე მხარეს თვითონ ჯდება. ნინის ამბავი ვიცი,ამიტომ უკვე ვემზადები სიცილისთვის და აი ისიც. ვხედავ ჰაერში გამოკიდებულ გივის,რომელიც ფეხებს აქანავებს და ლამის კივის.
- დამსვი რა ნინიიიიი... დამსვიიი. -ფართხალებს.
- ხომ გაფრთხილებდი,არ გინდა თქო?! - ხარხარებს ნინი. „ დაბრუნდა გიჟი ნინი. მორჩა, გახსნაააა.“
- დასვი გოგოოოო. - აქედან უკივის ნუცა სიცილით და ნინიც ნებდება. გივი დედამიწას უბრუნდება და სიცილს იწყებს.
- აუუ ეს რა იყო ტოოოო.... ტალანტი გაქვს გეფიცები.
- მრავალმხვრივ ნიჭიერი ვარ. - წამწამების ფახუნთ ამბობს ნინი.
- ვნახოთ, ვნახოოოთ. ახლა უნდა წავიდე. საღამოს გნახავ.
- კაი,საღამომდეეე. - ლევანი ნინის ნომერს იწერს,ჩვენ გვემშვიდობება,ნინის ლოყაზე კოცნის და ისე მირბის,როგორც კინოებშია ხოლმე.
- „ა,კიდე შემაქანა!“ - სესილია თაყაიშვილივით იდებს გულზე ხელს.
- ეს ლოყაზე კოცნისას ვარდება შოკში და ტუჩებში,რომ აკოცოს ალბად მოკვდება საერთოდ.
- გველი გამიზრდია უბეშიიიი. - დრამაზე გადადის ნინი.
- მასხარა ხარ. - სიცილით ვუსმენ მათ კინკლაობას,როცა ზრურგს უკან მესმის ჩემი სახელი.
- ბარბარე? შენ ხარ გოგო?
- ეეე, გიო? შენ აქ საიდან? - ჩემი ძველი ჯგუფელისკენ მივრბივარ და მაგრად ვეხუტები.
- ცოტახნით ჩამოვედი ბიჭებთან ერთად. აქეთ ხარ შეენც?
- ხოოო,გოგოებთან ერთად ვარ. უი ხოო გაიცანი ცემები: ნინი და ნუცა. -გოგოებზე ვუთითებ,ისიც როგორც ზეეე ჯენტლმენი ხელზე ეამბორება ორივეს. - ეს კი ჩემი მეგობარია გიორგი.
- საიამოვნოა. -ერთმანეთს უღიმიან. აშკარად მოიხიბლნენ გოგონები,თორემ ასე ვირებივით არ გაიკრიჭებოდნენ.
- აუ ბარბიი, ახლა უნდა გავიქცე.აი ეს ჩემი ნომერია და შემეხმიანე რააა, შევხვდეთ და გავიხსენოთ ძველი დრო.
- კარგი ვნახოთ... მოკლედ შეგეხმინები რაა. -ვუღიმი. ის თვალს მიკრავს, გვემშვიდობება და სადღაც გარბის.
- ვაიმეეე,ვინ იყო ეს შოკოლადივით ბიჭი? - ნუცა აშკარად შოკშია.
- არაა, შოკოლადი კიარა რაღაც უფრო მსუყე. ვინაა ეს ხაშლამა კაცი? - ნინისეულ აღწერაზე ლამისაა ავყირავდე.
- ვაიიი... გოგო ძველი ნაცნობია. ბიოლოგიაზე დავდიოდით ერთად. გიჟდებოდა მაშინ ჩემზე. როგორც ჩანს ჭკუა ისწავლა.
- ეს ვერ არის ნორმალური ხოომ? - ნუცას უყურებს. - ასეთი შაურმა,ჰამბურგერი ბიჭი დამდევდეს და ბიოლოგია ვისწავლო? ტვინში გიჭირს შენ ხოო? - ლამისააა გამგლიჯოს.
- დამშვიდდი ნინი,არ აღელდე... - ნუცა მხრებს უზელს. ნინის ისეთი სახე აქვს თითქოს რინგზე შესვენება აქვს.
- ჭამის დრო გადაუცდა. - დავცინი.
- რა გაცინებს მერე შე საწყალო. ის დროა მირბოდე და მე მოგდევდე. - კბილებს აკრაჭუნებს.
- დედიკო, დედაააა.... - ისე გავრბივარ,მგონი კეფაზე ვირტყამ ქუსლებს.
- ნუ გეშინია ბარბი,ცოტას გიკბენ,ბევრს კი არა. - ბოროტულად ხარხარებს და უკან მომდევს.
- ნუცა, მიშველე გოგოოოოო. - ასე კივილით შევრბივარ სახლში, გიგის ზურგს უკან ვდგები და ვცდილობ სუნთქვა დავარეგულირო.
- რა ხდება ბარბი,ძაღლი მოგდევდა? - თვალებ გაფართოებული მეკითხება.
- დაახლოებით. -ვიცინი და ამ დროს შემორბის ჩემი ორი დაქალი. - რამე აჭამე, სანამ მთელი ვარ.
- ნინიიიი, არ გინდა... ვერ ხედავ ისეც ძვალია. - ნუცა სრული სერიოზულობით ეუბნება ნინის,რომელით სანადიროდ გასული ავაზასავით მოაბიჯებს ჩემკენ.
- იციიი? უმაგრესად შევწვი კართოფილთან ერთად მწვადი. - სწრაფად ამბობს გიგი და ვხვდები,რომ გადავრჩი.
- რაოო? ახლა უნდა მეუბნებოდე ბიჭო მაგას? ლამის დაქალი შემომეჭამა. - სიცილით ამბობს და სამზარეულოსკენ მიჯლიგინებს,საიდანაც ლეწვა,მსხვრევის ხმა გამოდის.
- გამინიავა ქონება. - ჯაჯღანებს იქედან ლევანი.
- ლევაან,რამდენჯერ გითხრა არ მინდა შენი შეჭმა თქო?! - უკივის ნინი და ლევანიც წყვეტს წუწუნს. „ გიჟები“. მხოლოდ ახლა ვამჩნევ დივანზე მჯდომი ირაკლის მწველ მზერას,რომელიც უცნაურად უყურებს ჩემს ტოპს. „ოღონდ ეს არაააა...“ ვკივი გონებაში და ნელა ვაპარებ თვალს მკერდისკენ. „ოოო არაააა, ბიუსჰალტერის ჩაცმა დამავიწყდა. ჯანდაბააააა ნინიიიი,ყველაფერი შენი ბრალი.“ სწრაფად ვიფარებ მკერდზე ხელს და ოთახისკენ გავრბივარ. უკნიდან კი ირაკლის ხითხითი მესმის. „უხ,ბოროტიიი. ასე ხომ? მოგივლი ვაჟბატონო!“
ვჭამთ,ვემზადებით და პირდაპირ სანაპიროზე გავდივართ. ცოტა ხნით ვსველდები გრილ წყალში და მერე გიგის მიერ, ქვიშაში ამოთხრილში ვწვები და მთელ ტანს ვიფარავ. ბიჭები წყალში არიან,გოგოები კი რუჯს იღებენ.
- ბარბიი? აქაც შევხვდიით. - მესმის გიორგის ხმა და თვალს ვახელ. თავზე მადგას და ზემოდან დამყურებს ღიმილით.
- რა დამთხვევააა. - ვუღიმი.
- ჩვენც აქვე ვართ. ფრენბურთის თამაშს ვიწყებთ და არ გინდათ შემოგვიერთდეთ? - გოგოებს უღიმის.
- უი რა კარგი იდეაა... - ენას ატლიკინებს ნინი. „მოვკლააავ!“ - ბიჭებსაც ვეტყვი მაშინ. - გიორგის პასუხს არ ელოდება ისე ეძახის ბიჭებს. ისეთი განწირული ხმით ღნავის,რომ ბიჭები კისრისტეხით ამოდიან წყდიდან და წამსვე ჩნდებიან ჩვენთან.
- ნუუც,ფერიავ კარგად ხარ? - ლევანი ნუცას სიმრთელეს ამოწმებს და ატრიალებს.
- ვაიმეეე,არ შემიძლიხარ ლევააან. -თვალებს ატრიალებს ნინი. - მოკლედ ბიჭებოოო გაიცანით, ეს ბარბის მეგობარი გიორგია. გიო ეს ჩემი ძმაა იკა,ესენი კი ლევანი და გიგი არიან. - გიორგის უღიმის და ისე აცნობს ბიჭებს.
- ირაკლი. - ირაკლი სერიოზული სახით ართმევს ხელს გიორგის. ვამჩნევ მის დაჭიმულ ყბებს. „ღმერთოოო,არ თქვათ,რომ ეჭვიანობს... ჰაა? შანსი არ არის“ ლამისაა იქვე ვიხტუნო.“არა რააა,ასეთი ეგოისტობაც არ შეიძლება ბარბარეეე. „
- სასიამოვნოა.
გიორგი მის სამეგობროს გვაცნობს. ძაან საყვარლები არიან. გუნდებში ვნაწილდებით და თამაშს ვიწყებთ. ზოგადად ეს სპორტი ჩემი არ არის და არ ვიცი რამ გადამაწყვეტინა,ფრენბურთის თამაში. ზუსტად ამ ფიქრებში ვარ,როცა ბურთი მხვდება თავში და ქვიშაზე ვებერტყები მთელი ძალით. აშკარად გონება არ დამიკარგავს,მაგრამ რატომღაც შორიდან ჩამესმის სიტყვები .
- ბარბარე? ბარბარე გამოფხიზლდი. -ეს აშკარად ირაკლის ხმაა. შორიდან ჩამესმის ნინის და ნუცას შეშფოთებული ხმებიც. - თვალები სად გაქვს იდიოტო. -ბღავის ირაკლი და ბუნდოვნად ვხედავ,როგორ ურტყამს გიორგის. „ ახლა ეს მესიზრება? ასე რამ გააცოფა?“ ვცდილო ირაკლის დავუძახო,მაგრამ რაღაც კნავილის მაგვარი გამომდის. - იკაა... ირაკლი! - ვცდილობ ხმამაღლა გამომივიდეს. ირაკლი ფხიზლდება და ჩემკენ მოდის. იხრება და ხელში ავაყავარ. წუთით შეწინააღმდეგების თავიც კი არ მაქვს,ამიტომ თავს მხარზე ვადებ. სახლში მისვლისას უკვე მაქვს იმის ძალა,რომ დამოუკიდევლად ვიარო.
- დამსვი! -ფართხალს ვიწყებ,ისეიც ძირს მსვამს. - რა საჭირო იყო გიორგის ცემა? გაგიჟდი?
- ბარბარე მისმინე...
- არ მინდა... შენ არ გესმის. თავს ვერ აკონტროლებ! -ლამის ვუყვირი. მერე გოგოებისკენ ვტრიალდები,რომლებიც კარის ზღურბლთან გაშეშებულები დგანან. - მე ზემოთ ვიქნები,ძილი მჭირდება. - ზემოთ ავდივარ,ლოგინზე ვწვები, ემოციური დატვირთვის გამო მალევე მეძინება.
კარზე კაკუნი მაღვიძებს. გარეთ უკვე ბნელა.
- შემოდი.
- ბარბარე... შეიძლბა? - ისეთი საწყალი სახით მიყურებს,მინდება,რომ შევჭამო.
- შემოდი. - საწოლზე ვჯდები და მაისურს ვისწორებ.
- მაპატიე. დღევანდელისთვის... ყველაფრისთვის.... ვიცი,რომ ზედმეტი მომივიდა. გიორგის აუცილებლად დაველაპარაკები. -თავს დაბლა ხრის. - ვდგები და მასთან ძალიან ახლოს მივდივარ, ხელებს მაგრად მხვევ წელზე და შუბლს მკერდზე ვადებ.
- მეც მაპატიე, ზედმეტად მკაცრად გამომივიდა.
- ჩემი მკაცრი ელზა... - ვხვდები,რომ ეღიმება და თავზე მკოცნის. მერე უკან იხევს და თვალებში მიყურებს. - კარგად ხარ? რამე ხომ არ გტკივა?
- კაგად ვარ, დამშვიდდი. -ვუღიმი და ნიკაპზე ვკოცნი.
- გინდა საბანაოდ გავიდეთ?
- ახლა? იცი რა დროა ირაკლი?
- ორი.
- მერეეე?
- კნუტოო,შენ რა ჩემთან ერთად რამის გეშნია? - ეშმაკურად მიღიმის.
- ოოოო,კარგი ხოო. მიდი ჩუმად გადი,გადავიცვამ და მეც მალე გამოვალ.
თხელ სარაფანს ვიცვამ,თმას ვიშლი და ქვემოთ ჩევდივარ.
ამ დროს ზღვის სანაპირო ულამაზესია. გარეთ საკმაოდ გრილა,ზღვა მშვიდია, კიდევ უფრო მუქი და თვალუწვდენელი ჩანს.
- ლამაზიაა...
- შენსავით. - მესმის ირაკლის ბოხი ხმა. - შევცუროთ?
- შენ შეცურე,მე შემოვაბიჯებ. - ვიცინი.
- ბოლოს და ბოლოს უნდა გასწავლო ცურვა. წამოო...- მაისურს და შორტს იხდის.
- რას აკეთებ? - თვალები მიფართოვდება.
- მოიცა შენ რააა, კაბით აპირებ წყალში ჩამოსვლას. -იცინის.
- ნუ დამცინიიიი... კარგი ხოო... - სარაფანს ვიხდი და საცვლების ამარა ჩავდივარ წყალში. ისეთი თბილია...
- ულამაზესი ხარ. - ირაკლი ახლოს მოდის და წელზე მხვევს ხელს. მისი შეხებისგან ეკლები მაყრის და კანკალს ვიწყებ. -გცივა? - ზემოდან დამყურებს მისი ღამისფერებით და კიდევ უფრო ახლოს მიკრავს სხეულზე. თითებს სველ თმაში მიცურებს და ყელზე ნაზად მოკოცნის. ისეთი სასიამოვნოა,რომ შეიძლება აქვე მოვკვდე. რომ არა ირაკლის ხელი ჩემს წელზე,ნამდვიად ჩავიხრჩობოდი ზღვაში. მისი ტუჩები ამჯერად ლავიწზე მეკვრიან,უნებურად თავს უკან ვაგდებ და თვალებს ვხუჭავ. მისი ტუჩები მკერდისკენ მიიკვალავენ კოცნის ბილიკს. ვგრძნობ მის მხურვალე ხელის შეხებას მკერდზე და უნებურად მცდება კვნესა. ხელებს ყელზე ვხვევ და ვკოცნი. ვხვდები როგორ ეღიმება,კმაყოფილებისგან. ხელებს ჩემს ზურგზე დაასრიალებს და მკერდზე მჭიდროდ მიკრავს.
- რა ტკბილი ხარ... შენ არ იცი რა გმრიელი ხარ კნუტო... - კოცნის შუალედებში ჩურჩულებს ირაკლი. - ჩემი ხარ...
- ჩემი ხარ! -ჩემში მესაკუთრე იღვიძებს და ტუჩზე ვკბენ,შემდეგ კი ისევ ვკოცნი.
- ავი კნუტი ხარ. - ყურის ბიბილოზე მკბენს და იქვე მკოცნის. მერე თვალებში მიყურებს. ისე თითქოს იქ რაღაცის პასუხს ეძებს. ჩემი ფიქრებივით ღელვას იწყებს ზღვაც.
- წასვლის დროა. -თმას უკან მიწევს და ნაპირზე გავყავარ. -მშრალ ტანსაცმელს ვიცვამთ და სახლში ვბრუნდებით.
- მადლობა. ძილინებისა.
- ძილინებისა კნუტო. - ზემოდან დამყურებს,მოწყვეტით მკოცნის და ოთაზში უჩინარდება. შტერის ღიმილით ვიღებ შხაპს, შტერის ღიმილით ვიცვამ პენუარს და მაშინ მეცვლება ხასიათი,როცა ვხვდები რომ კონდინციონერი ისევ არ უშაობს.
- ჯანდაბაააა,ჯანდაბაა.... რა ბედი მაქვს რააა... ხომ გააკეთეს, ახლა რაღა მოუვიდა? - ლამის ტირილს ვიწყებ,მაგრამ მერე ირაკლი მახსენდება და მის ოთახში დასაძინებლად გავდივარ,მაგრამ იქ არ მხვდება. საწოლთან მივდივარ და სწორედ ამ დროს გამოდის წელს ზემოდ შიშველი ირაკლი,რომელიც თმას პირსახოცით იმშრალებს.
- ელზა?
- აააა. გული ხამიხეთქე. -ლამის იქვე ჩავიკეცე.
- შენ რამ შეგაშინა? - იცინის. - რამე გჭირს? - მალე უსერიოზულდება სახე.
- აააა,არააა, კონდინციონერი ისევ გაფუჭდა და შეიძლებ,რომ აქ დავიძინო? -ქვემოდან ვუყურებ საწყალი,წვიმაში მიტოვებული კნუტუვიიით.
- ეგრე ნუ მიყურეეეეებ და მოდი აქ. - ახლოს მიზიდავს და მკოცნის,მეც დარცხვენილი ვდგავარ მის წინ. - რა თქმა უნდა შეგიძლია,რომ დარჩე. ჩემთან...
- მართლაა? -ლამის ხტუნვას ვიწყებ. - მოდი,მე გაგიმშრალებ. - პირსახოცს ვართმევ და ვცდილობ თმა გავუშრო. - დაიხარე,ვერ გწვდები. - კისკისს ვიწყებ,როცა კიარ იხრება, არამედ ხელში ავყავარ,მაგრამ მერე პირზე ხელს ვიფარებ,როცა მახსენდება,რომ გვერდითა ოთახში ნინის ძინავს. - ღმერთოოოო...
- მიდი დაწექიიი. - მიღიმის ლეევანი და ცხვირის წვერზე მკოცნის.

ზრანტატააააა. ^_^ ესეც მეთორმეტე თავი. რაღაც გემრიელობა გამოვიდა მგონი ხომ?! იმედი მაქვს მოგეწონებათ ^_^ <3 <3 მიხარია,რომ კითხულობთ და მიზიარებთ თქვენს ემოციებს <3 <3



№1  offline წევრი უმადრუკი M

ბოლოს ლევანი მიწერია ირაკლის ნაცვლად :დდ ნახევრად მეძინა :3

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

ეს თავი ძალიან მომეწონა მინდა მაინც გაიგონ რომ ერთად არიან წარმატებები

 


№3  offline წევრი უმადრუკი M

《Sunshine》
ეს თავი ძალიან მომეწონა მინდა მაინც გაიგონ რომ ერთად არიან წარმატებები

მადლობა ^_^ ❤️

 


№4  offline წევრი ვიპნი

ისე რა იქნება რო თქვას ირაკლიმ საჯაროდ

 


№5 სტუმარი სტუმარი სალი

კარგია ძალიამ მომწონს ველი შემდეგ თავს წარმატებები

 


№6 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან მომწონს, მაგრამ თხოვნაა და თუ გაითვალისწინებ, გამიხარდება, ცოტა უფრო ნაკლები რაოდენობით იყოს ვკნავი, კნუტის თვალებით და ა,შ. ❤️❤️✨

 


№7  offline წევრი უმადრუკი M

ვიპნი
ისე რა იქნება რო თქვას ირაკლიმ საჯაროდ

ხო,მაგრამ ბარბარე? ❤️

სტუმარი სალი
კარგია ძალიამ მომწონს ველი შემდეგ თავს წარმატებები

მადლობა ^_^ დღეს ავტვირთავ და ალბათ ხვალ დადებენ ❤️ ❤️

სტუმარი ანა
ძალიან მომწონს, მაგრამ თხოვნაა და თუ გაითვალისწინებ, გამიხარდება, ცოტა უფრო ნაკლები რაოდენობით იყოს ვკნავი, კნუტის თვალებით და ა,შ. ❤️❤️✨

მადლობა ❤️ ❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ნატა

როდის დადებ შემდეგ ფიტოს

 


№9  offline წევრი უმადრუკი M

სტუმარი ნატა
როდის დადებ შემდეგ ფიტოს

ახლახანს ავტვირთე და იმედი მაქვს მალე დადებენ <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent