შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟის ზღვარზე (დასასრული)


16-07-2020, 18:04
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 222

მია იდგა თორნიკეს წინ სრულიად უემოციო და ცარიელი, არავითარი გრძნობა მასში არ ცოცხლობდა ამ წამებში, თორნიკე რათქმაუნდა გრძნობდა მის სიცივეს, მაგრამ მოწოლილმა გიჟურმა ვნებამ უფლება არ მისცა რომ უარი ეთქვა მიაზე, ამიტომ მის ტუჩებს შეახო ფერმკრთალი ტუჩებით, წამში თავი დაკარგა და ფიქრი შეწყვიტა იმაზე თუ რელურად რას განიცდიდა ახლა მია და რას განაცდევინებდა მია მას... ყოველი თორნიკეს შეხება რაღაც უცნაურ ტკივილს აყენებდა სულში... მაგრამ ჯიუტად იდგა მის წინ და ყველა მოწოლილ ემოციას აიძულებდა სადღაც სულის სიღრმეში მიმალულიყო, გაჩუმებულიყო... ისეთი გრძნობა ეუფლებოდა თითქოს პორველად ეხებოდა, თითქოს პირველად კოცნიდა, უცნაური შეგრძნება დაეუფლა, თითქოს აქ კიარა სხვაგან იყო, თითქოს მას კიარა ვიღაც უსიცოცხლო ქალს ეხებოდა თორნიკე... ვერაფერი იგრძნო საერთოდ ვერაფერი, თორნიკე კი უბრალოდ თავდავიწყებაში გადავარდნილი ვერაფერს გრძნობდა გარდა მოწოლილი ბედნიერების გიჟური გრძნობასა. მიას ტუჩებს მოწყდა ვნებაარეული და ყელზე მიაწება ცხელი ტუჩები, მიას საკუთარი აჩქარებული გულისცემა ესმოდა, კაბის ელვა შესაკრავი ბოლომდე გაიხსნა და იატაკზე დაეშვა წითელი ჰაეროვანი კაბა, თორნიკემ ცივი თითებით აასრიალა მის ბეჭებზე და თმაში შეუცურა, ოდნავ უხეშად მოქაჩა და თვალებში ჩააცქერდა კვლავ, ვერაფერი დაინახა მის ცარიელ მზერაში, ვერც ბრაზი, ვერც სინანული, და რათქმაუნდა სიყვარული, მაგრამ მისთვის საკმარისი იყო ის რომ სინანული და ცრემლები არ იყო მისთვის საყვარელი ადამიანის თვალებში, ამიტომ კვლავ მის ტუჩებს მიწვდა და თან საწოლისაკენ წაიყვანა, გადააწვინა და ზემოდან მოექცა, კვლავ მის თვალებს ჩააცქერდა და როცა დარწმუნდა რომ იქ ვერაფერს დაინახავდა თავდავიწყებაში გადავარდა.
-მაგიჟებ-უჩურჩულა ყურთან მიას და თვალებში ჩააცქერდა, მიამ გამბედაობა მოიკრიბა და მის მზერას არ გაეცქა, თავადაც მიანათა მწვანე სფეროები -მიყვარხარ-ამოთქვა თავგზაარეულმა ბიჭმა და მოშორდა მიას სხეულს, კარგახანს ხმას არ იღებდა არცერთი, ეს ყველაფერი მიას ტანჯვის დასაწყისი იყო თორნიკესთვის კი ბესნიერების.
-მოვწევ და მოვალ-უთხრა კარგახნის სიჩუმის მერე თორნიკემ, ადგა და შარვალი ჩაიცვა და გავიდა აივანზე, მიაც ადგა კაბა ჩაიცვა და გავიდა რომ ცივ ჰაერს მაიც მოეყვანა გონს
-შეგცივა-თორნიკე მიასკენ შეტრიალდა
-მცხელა-უთხრა ისე რომ მისთვის არ შეუხედია და სივრცეს გახედა
-მოდი ჩემთან-თორნიკე მაჯაში ჩაავლო ხელი და თავისკენ მოქჩა მია, შემდეგ ხელი გადახვია და თავზე აკოცა -ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ-უთხრა ისე რომ თვალი არ მოუშორებია სივრცისთვის, მიამ ახედა და დაინახა როგორ აუთრთოლდა სიგარეტიანი ხელი თორნიკეს, როგორ მოწია და კვამლი ჰაერში გაუშვა და უცბად მიანათა ჭაობისფერი არეული თვალები -ასე ნუ მიყურებ
-როგორ გიყურებ?-მხრები აიჩეჩა მიამ
-ასეთქო-წარბი აწია ბიჭმა
-მაინც?-მია ვერ ხვდებოდა როგო უყურებდა
-ასე თითქოს გიყვარვარ-უთხრა მოულოდნელად და მიას იმ წამს გული გაუჩერდა, აზრები გაეფანტა და კარგახანს ხმის ამოღება ვერ მოახერხა
-თუ მომცემ შესაძლებლობას შეიძლება შემიყვარდე კიდეც-უთხრა კარგახნის ფიქრის მერე
-ანუ ყველაფერი ჩემი ბრალია? -თორნიკე კვლავ თვალებში უყურებდა
-არვიცი-გულწრფელად უთხრა მიამ
-გგონია ჩემთვის მარტივია ამ ყველაფრის ატანა?
-და გგონია ჩემთვისაა მარტივი?
-მგონია იმიტომ რომ სრულიად უემოციო ხარ-ჩხუბზე გადავიდნენ
-და ჩემი ემოციების გამოხატვა რამეს ნიშნავს შენთვის?
-გგონია არ ნიშნავს? გგონია ჩემთვის არაფერს ნიშნავ? გგონია იმ ქალისთვის ვინც არაფერს წარმოადგენს ჩემთვის რამეს გავაკეთებდი?
-ისე მომექცეოდი როგორც თათას ექცევი?-მია აჯანყდა
-უარესად-წამოენთო თორნიკე
-ანუ შენთვის მე მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ?
-მნიშვნელოვანი?-გაბრაზდა თორნიკე-შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ღირებული ხარ ამ სამყაროში-უთხრა ბრაზიანი ტონით -ყველასა და ყველაფერზე ძვირფასი გესმის? მია?-თავი ააწევინა და კვლავ თვალებში ჩააცქერდა -შეიგნე ეს გესმის?
-მგონია რომ ყველასთვის ზედმეტი და უსარგებლო ვარ-გამოტყდა მია
-ჩემთვის ცხოვრების აზრი ხარ-უთხრა და მის ტუჩებს მიწვდა და მისდა გასაოცრად მიაც მთელი ვნებით აყვა მის გიჟურ კოცნას და კვლავ საძინებელში დააბრუნა ვნების ქარიახალმა.
ლაშას სახლიდან წასვლა ერთი დიდი ტრაგდია იყო ოჯახისთვის, ყველა წინააღმდეგობას უწევდ მაგრამ თავისი გაიტანა და ქირით გადავიდა, მამაც კი შეეწინააღმდეგა იმის მიუხედავად რომ ლაშამ ზუსტად იცოდა მისი საყვარლის ვინაობა, მაინც არ გაჩუნდა გეგა და აუტეხა ერთი ამბავი მითუმეტეს რომ თამუნას ძმები და მაზლი მოსვენებას არ აძლევდნენ, ეშინოდათ რამე არ მოხდარიყო, მარტო დარჩენილ ლაშას რამე სისულელე არ ჩაედინა, თუმცა მათი შიში ამაო იყო, გეგამ სამსახური შეიცვალა და მშვიდად ცხოვრობდა, თამუნას დაბრუნების სურვილი აიძულებდა შეცვლილიყო, დაჭკვიანებულიყო, რადგან ყოველი არასწორი ნაბიჯი უფრო აშორებდა ქალს რომელიც სიგიჟემდე უყვარდა, ამიტომ რაღაც გარდატეხა მოხდა მასში და ცხოვრება შეცვალა, უფრო დაფიქრებული და აზრიანი გახდა მისი ყველა ქმედება. პირველი რაც გააკეთა თამუნას მეუღლის დაღუპვიდან ერთი წლის გასვლის მერე სამსახურში უგზავნიდა ყოველდღე თითო წითელ ვარდს, თამუნამ ზუსტად არ იცოდა ვინ იყო ამ წითელი ვატდების ავტორი და დიდად არც ღელავდა, იცოდა მისი ოჯახი მუდამ სადარაჯოზე იყვნენ და მასთან მიკარების უფლებას არავის მისცემდნენ, არც მისის სახელის შელახვის უფლებას, ვარდები ყოველდღე ნაგავში იყრებოდა თუმცა ლაშა ჯიუტად მაიც ყოველდღე უგზავნიდა მაღაზიაში.
ნატას ჩამოუყალიბლებობამ იქამდე მიიყვანა ნიკა რომ საერთოდ შეეშვა მასზე ფიქრს და გადაწყვიტა თავისი ცხოვრებისთვის მიეხედა. ნატასაც ასე ერჩივნა, რადგან უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო, მიახწია იმას რაზეც ოცნებობდა და თავის ოცნებისაკენ ნაბიჯნაბიჯ, ნელნელა და მოთმინებით მიიწევდა, ამიტომაც არ ღელავდა დაკარგულ თაყვანისმცემელზე, ფიქრობდა რომ თუ მართლა უყვარდა მას უნდა დალოდებოდა მოთმინებით.
მხოლოდ თორნიკეს და მიას ურთიერთობა გაიყინა რაღაც ერთფეროვნებაში, მიასთვის მხოლოდ ვალდებულებას წარმოადგენდა თორნიკეს ცოლობა. მისი მოვლა, დახმარება, საჭმლის მომზადება, მისი ტანსაცმლის მოწესრიგება, ეს ყველაფერი მიასთვის სავალდებულო საქმეს წარმოადგენდა და არა საყვარელი მამაკაცისთვის გაწეულ სამსახურს, რომელიც ცოლის ყოველდღიურობაში ჩნდებოდა თავისთავად, მასთან დაწოლაც, მიასთვის ვალდებულებას წარმოადგენდა, თითქოს იმის გამო რომ ეს ოჯახი ინახავდა, აჭმევდა, ასმევდა აცმევდა სამაგიერო უნდა გადაეხადა თორნიკეს მომსახურებით და მასთან დაწოლით, ამ ფიქრებმა გააგიჟა, საკუთარი თავი დაკარგა, ყველაფერი ისე ეჩვენებოდა თითქოს ყალბი და ხელოვნური იყო, თითქოს ყველა ატყუებდა, დასცინოდა, თითქოს ცდილობდნენ მის გაგიჟებას, უნდოდათ რომ შეშლილიყო...
-მია რა გემართება?-თიკა მიუახლოვდა რძალს და გაზქურა გამორთო, ყავის მოსადუღებელი კი გადმოდგა რომელშიც ფაქტიურად ყავა აღარ იყო
-რაა?-მიამ შეხედა დაბნეული სახით
-ყავა გადმოვიდა კიარადა, სულ გადმოვიდა ვაბშე
-ყავა-ამოთქვა მიამ და კიდევ ვერ გააცნობიერა რაზე ელაპარაკებოდა თიკა
-მია წადი დაწექი დაიძინე, რაღაც არ მომწონხარ-წარბი აწკიპა გოგონამ, მია დაემორჩილა და ოთახში შევიდა, საწოლზე წამოწვა
-კარგად ხარ?-ცოტახანში შეაკითხა მულმა
-არვიცი რაღაც ვერ ვარ კარგად
-გეტყობა-არ დაინდო თიკამ
- სანი ნანახი გყავს?-კითხა მიამ მოულოდნელად
-სანი?-შეიცხადა თიკამ
-ხო სანი
-რა შუაშია ახლა სანი?-გაბრაზდა თიკა-გგონია რომ თათა და სანი უფრო მნიშვნეოვანია თორნიკესთვის ვიდრე შენ და ალექსი? იგივეს უბრუნდები მეათასეჯერ-გაბრაზდა თიკა -ასე რატომ იქცევი? ვერ ხვდები რის მიღწევას ცდილობ? შენ თავს იმ იდიოტს რატომ ადარებ და უტოლებ ვაბშე?
-გგონია რომ მე ბევრად ღირებული ვარ მისთვის?
-მია ამ ეჭვებით მარტო თავს კიარ გაინადგურებ ჩემს ძმასაც აურევ თავგზას და ალექსაც უნდა გაურთულო ბავშობა-თიკა თავს ძლივს იკავებდა
-მგონია რომ საერთოდ არაფერ წარმოვადგწნ თქვენთვის, მითუმეტეს თორნიკესთვის
-ასე რომ იყოს შენ თათასავით იქნებოდი ჩვენგან შორს, ხოლო თორნიკე თვეში ერთხელ ნახავდა შენს შვილს-თიკამ თვალები დაუბრიალა-შენ კი აქ ხარ ჩვენი რძალი ხარ და ჩემი ძმის ცოლი!-თიკა ოთახიდან გავიდა, უკვე დაიღალა მათი გაუთავებელი და დაუსრულებელი კონფლიქტებით.
მარტო დარჩენილ მიას ცრემლები მოაწვა, თავადაც ვერ ხვდებოდა რატო იქცეოდა ასე, გამუდმებით რატომ ცდილობდა ეგრძნო ტკივილი მაშინ როცა შეეძლო ბედნიერი ყოფილიყო, მას ხომ ყველაფერი ქონდა საამისოდ, კარგი ქმარი, კარგი შვილი, კარგი სახლი ,მანქანა, დედამთილ-მამათილი...მაშინ რატომ იყო ასეთუ უბედური? რა ტანჯავდა? რა აწამებდა მის სულს? გიორგი? ნუთუ გიორგი იყო დამნაშავე მის ყველა უბედურებაში? რათქმაუნდა ის.. ადამიანი ხომ ყოველთვის ცდილობს დამნაშავე სხვაში იპოვოს, ყოველთვის ცდილობს სხვას შეაწმინდოს ხელები, ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს და სხვა დაადანაშაულოს, ასე უფრო მარტივია, გამოსავლის ძებნას ჯობია სხვას გადააბრალო შენი უბედურება და თავი იმართლო მერე, ასე ხომ შეგიძლია თავი გაიმართლო და შენი უბედურების მიზეზად აქციო სხვა...თუმცა გულის სიღრმეში ხომ ყველამ იცის რომ მთავარი დამნაშავე თავადაა ყველაფერში, რომ თავად შეცდა, თავად მოტყუვდა, თავად გასულელედა, თავად გადადგა საბესისწერო ნაბიჯი, თავად მიიღო გადაწყვეტილება მაგრამ თავს იტყუება რომ გაამართლოს ყველა ის შეცდომა რაც დაუფიქრებლად და გაუაზრებლად ჩაიდინა.
მიასთვის გამოსავალი არ არსებობდ ამ სიტუაციაში და თავს ხაფანგში მომწყვდეული თაგვივით გრძნობდა, ამიტომ გრძნობდა თავს ზედმეტად, არარაობად, სულელად, ამიტომ იტანჯებოდა.
ვერ შეძლო საკუთარი ცხოვრების მართვა და ახლა იტანჯებოდა დაშვებული შეცდომების გამო, თავს ვერ პატიობდა რომ თორნიკეს ცოლობას დათანხმდა და გამბედაობა არ ეყო ებრძოლა საკუთარი თავისუფლებისა და ცხოვრებისთვის. ტირილი მაშინ შეწყვიტა როცა ოთახში ქეთი შევიდა
-პატარა მოგიყვანე-უთხრა საწოლზე წამომჯდარ თვალებდასიებულ გოგონას
-მოდი დე-მიამ პატარა გამოართვა და გულში ჩაიკრა, ქეთიმ შეატყო რომ ნამტირალევი იყო და არ შეიმჩნია
-საჭმელს გავუკეთებ და გავიყვან-უყხრა და გავიდა გაღიზიანებული
-რახდება?-თიკამ შეატყო დედას სახე ალეწილი რომ ქონდა
-ისევ იტირა-ჩურჩულით უთხრა შვილს
-რა სჭირს ვერ გავიგე-მხრები აიჩეჩა თიკამ
-ის სჭირს რომ არუნდა ეს შენი ძმა და წასასვლელიც არ აქ
-რა უნდა ვერ გავიგე
-თავისუფლება, აქ თავს პატიმაეივით გრძნობს, ჰგონია რომ ჩვენ ყველა მის წინააღმდეგ ვართ
-რო მგონია დალაგდა ყველაფერი ისევ თავიდან იწყება-თვალები აატრიალა თიკამ
-არაფერი დალაგდება, საერთოდ არაფერი-გაბრაზდა ქეთი და ქვაბი გაზქურაზე უხეშად დაახეთქა -არაფერი შეიცვლება, იმიტომ რომ ეს გოგო ცარიელია, საერთოდ არ გააჩნია გრძნობები, ჩემი შვილი თავს ევლება და ის მაინც ცრემლებს ღვრის
-კაი ნუ ართულებ, გადაუვლის, თავი შეიკავე, ისედაც თავგზაარეულია
-გგონია მე არ დავიღალე? თორნიკე რომ მოვიდეს როდისმე და ასე დაუხვდეს ხო გაგიჟდება?
-ხოიცი რომ არ მოვა მუშაობს, მანამ ესეც დამშვიდდება-თიკა ადგა და აივანზე გავიდა, დაიღალა ისიც ამ გაუგებრობით. ქეთიმ მოამზადა ფაფა და ოთახში შეაკითხა მიას რომელიც საწოლზე ზურგშექცევით იწვა
-წავიყვან ვაჭმევ-საწოლიდან აიყვანა პატარა, მია იწვა და არცკი გატოკებულა, ქეთი გავიდა და ცოტა უხეშად გაიჯახუნა კარი, მია გადმობრუნდა და კარს მიაშტერდ, მერე ტელეფონი აიღო და გადაწყვიტა სოც ქსელში შესვლა და სიახლეების დათვალიერება რომ ყურადღება გადატეანა
და დამშვიდებულიყო, მიხვდა რომ დედამთიმლა შეატყო ნამტირალევი რომ იყო და აღარ უნდოდა გაეღიზიანებინა მეტად, თუმცა მისდა საუბედუროდ როგორცკი სიახლეების ზოლში შევიდ მაშინვე გამოჩნდა სურათი რომელმაც უბრალოდ შოკში ჩააგდო, თვალები აუჭრელდა იმავე წამს და გონება დაებინდა, სურათიდან ძალიან ბედნიერი სახით გიორგი იყურებოდა საქორწილო კაბაში გამოწყობილ გოგონასთან ერთად, რომელიც მათი კლასელი თამთა იყო, სეულიად უცნაური და ამბიციური გოგონა რომელიც ვერცერთ ვერ ეწყობოდა კლასში, მიამ როცა აზრები მოიკრიბა და დამშვიდდა, სურათს კიდევ ერთხელ დააცქერდა, იფიქრა იქნებ რამე არასწორად გავიგეო მაგრამ კომენტარებში წყვილს ულოცავდნენ გაბედნიერებას, მიას გული გაუჩერდა რამდენიმე წამის განმავლობაში, სუნთქვა შეეკრა და საწოლიდან წამოვარდა და ფანჯარასთან მივარდა რომ ჰაერი ჩაესუნთქა, მაგრამ ვერ ახერხებდა, სხეულის არცერთი უჯრედი აღარ ემორჩილებოდა, ეგონა იგუდებოდა, ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და აზრებს თავი მოუყარა, იმის გააზრებამ რომ გიორგიმ ცოლი მოიყვანა გული საშინლად ატკინა, ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა, ეგონა ამ ტკივილს ცრემლები მოერეოდა მაგრამ შეცდა, ოდნავადაც ვერ შეძლო ცრემლებმა ამ ტკივილის დაამება, პირიქით უფრო გაამძაფრა, რაც მეტს ფიქრობდა მეტად სტკიოდა გული, მეტ ტკივილს აყენებდა სხვა ადამიანების ბედნირება, იმ ადამიანის ბედნიერება ვინც უაზროდ უყვარდა, ვინც ვერცკი შეამჩნია მთელი ეს დრო.. ვისთვისაც არასდროს არაფერს ნიშნავდა... ვისთვისაც არასდროს არაფერს წარმოადგენდა.... და მაინც ძალიან დიდ ტკივილი მიაყენა გიორგიმ თავისი ქორწინებით, მიას ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს თავად კიარა სხვა ადამიანი იდგა და გლოვობდა დაკარგულ და არც არსებულ სიყვარულს. უცნად ტირილი შეწყვიტა და სიცილი აუვარდა, თავის თავზე ეცინებოდა, ტიროდა იმ ადამიანისთვის ვინც მისი არსებობაც კი დაივიწყა... სიცილი ისევ ცრემლებმა შეცვალა გიორგის კიარა თავის თავს დასტიროდა რომ ასეთი იდიოტი იყო, ასეთი უაზრო, ასეთი სულელი, გაბრაზებულმა ტელეფონი აიღო და დააკვირდა სურათს კვლავ
-ჯანდაბამდის გზა გქონია ნაბიჭ.-ჩაყვირა ტელწფონს და კედელს შეახეთქა, შემდეგ კი აკანკალებული ხელებით ცრემლების მოწმენდა სცადა თუმცა უშედეგოდ, მოზღვავებული ცრემლები შეუჩერებლად ცვიოდა გაფითრებილ ღაწვებზე
-რა მოხდა ნეტა?-ქეთის ხმა შემოესმა
-დედა-თიკა შეეფეთა ქეთის რომელიც მიას ოთახის კართან იდგა უკვე
-მგონი სულ გაგიჟდა ესგოგო-შეხედა ქალმა შვილს და პატარა შეაჩეჩა ხელში თავად კი ოთახში შევარდა, ფაქტიურად ყველაფერი ძირს ეყარა, და კვლავაც ძირს ყრიდა გაგიჟებული მია ყველაფერს
-მამიკოც მოვიდა-გაისმა თორნიკეს ხმა და დაფეთებული თიკა ძმისკენ მიტრიალდა ბავშვით ხელში
-რა ხდება?-სახე შეწცვალა უმალ და დიდან მზერა თავისი ოთახისაკენ გადაიტანა საიდანაც მტვრევის ხმა შემოესმა, თორნიკემ გვერდი აუქცია დას და ღია კარში შევარდა სადაც მია იდგა დედამთილის წინ და ცრემლებად იღვრებოდა
-რახდება აქ?-იყვირა არეული ოთახის დანახვისას
-უბრალოდ ვიკამათეთ მედა მიამ-იცრუა ქალმა-და
-და ნივთები ესროლეთ ერთმანეთს?-ჩააცქერდა დედას თვალებში
-არა შემთხვევით მოხდა-ქეთი თვალს არიდებადა შვილის მრისხანე მზერას
-გადი-უყვირა დედას
-თორნიკე-შეეხვეწა ქალი
-გადი -უღრიალა იმხელა ხმაზე რომ ორივე შეხტა, პატარა კი ატირდა და თიკამ გააქანა ეზოში
-შვილო დაწყნარდი
-გადითქო-ხელით კარისკენ მიუთითა დედას და ქეთი გამოვიდა ,თორნიკემ უმალ კარი ჩაკეტა შიგნიდან
-თორნიკე გაგიჟდი? გააღე-ხელი დაარტყა ქალმა კარს და სახელური დაქაჩა -გააღე ახლავე-ყვიროდა ქეთი
-მომიყევი რა მოხდა-ისეთი მშვიდი ტონით კითხა მიას რომ გოგონა უფრო შეშინდა მის სიმშვიდეზე, მაგრამ თავის აწევა და ხმის ამოღება ვერ გაბედა. იდგა ერთ ადგილას მიყინული და სუნთქვისაც კი ეშინოდა -დაყრუვდი?-დაუყვირა თორნიკემ და თავზე წამოადგა მიას -მგონი კითხვა დაგისვი?!-მია ჯიუტად თავდახრილი იდგა, თორნიკემ უხეშად წაავლო ნიკაპზე ხელი და თავი
ააწევინა -შემომხედე-უთხრა მშვიდი ტონით მაგრამ მია ვერ ბედავდა თვალებში ჩაეხედა მისთვის
თორნიკემ უმალ დაკარგა თვითკონტროლი და ლამის უყვირა -შემომხედე-მიამ მზერა გაუსწორა მის ამღვრეულ თვალებს -რა მოხდათქო?-მიას ცრემლები მოაწვა -მიპასუხე-თორნიკე მთელი ძალით ცდილობდა თავზე კონტროლი არ დაეკარგა, მაგრამ მიას სიჩუმე აგიჟებდა, ბოლოს ხელი გაუშვა და მიტრიალდა -გინდა რომ გამაგიჟო? გინდა რომ ჭკუიდან გადამიყვანო? -შეტრიალდა და მაჯებში წაავლო ხელი და ძლიერად მოუჭირა, მიას ცრემლები გადმოსცვივდა შიშისა თუ ტკივილისგან თავადაც არ იცოდა -გიორგის გამო?-დაუღრიალა ბოლო ხმაზე და ხელები გაუშვა -მის გამო მოაწყე ისტერიკა? -თავზე ხელი გადაისვა გაცოფებულმა
-გთხოვ-მოიბლუდუნა მიამ
-რას მთხოვ? რას მთხოვ? -მხრებში ჩაავლო ხელი და დააჯანჯღარა-მე მიყვარხარ შენ კი ვიღაც ნაბიჭ. გამო ისტერიკა მოაწყვე მაში როცა მისთვის არაფერს ნიშნავ, კიდიხარ და ეკიდე სულ, ვისთვისაც არაფერს წარმოადგენ, მისგამო ცრემლებს ღვრი, იმ სირ. გამო ვინც ვერცკი შეგამჩნია-დაუყვირა თორნიკემ
-გეყოფა
-რა მეყოფა ჩემა გვერდით ხარ მთელი ეს დრო და მასზე ფიქრობ, მარტო კიარ ფიქრობ მისი სიყვარული გაწამებს
-ასე არაა-მია არ ნებდებოდა ამ დამცირებას
-არა?-დამცინავად კითხა და ტელეფონი აიღო რომელიც საკმაოდ დაზიანებული ჩანდა, მიას იმედი გუჩნდა რომ ვერ ჩაირთვებოდა მაგრამ თორნიკემ ჩართო და მაშინვე მოძებნა შენახულ ისტორიაში მიას მიერ ბოლოს ნანახი სურათი -ეს რა არის?-
ლამის ცხვირზე ააფარა ტელეფონი
-შემეშვი-მია კარისკენ წავიდა მაგრამ თორნიკემ მკლავში ხელი წაავლო და თავისკენ მოატრიალა
-მოვკლავ-დაუსისინ ყურში მიას და ხელი გაუშვა, კარს მივარდა რომ გაეღო
-გაგიჟდი?-მია სახელურს დაებღაუჭა -გინდა გამაგიჟო?
-მომეშვი-თორნიკემ მია უხეშად მოიშორა
-თუ წახვალ მეც წავალ-მიაყვირა როცა კარი გააღო თორნიკემ, ბიჭი მაშინვე ადგილზე გაიყინა და აზრები დაეფანტა , როცა აზრზე მოვიდა შებრუნდა
-მისგამო წახვალ? მისი საყვარელი გახდები?-უთხრა უცნაური ტონით, მიას მაშინვე სისხლმა აასხა თავში და სახეში გაარტყა, გაცოფელულმა ბიჭმა მისკენ გაიწია და ზურამ გადაუჭრა გზა რომელიც სახლში გიჟივით შევარდა და ძლივს მოასწრო მათშორის ჩადგომა
-რას იზავ დამარტყავ?-დაუყვირა მიამ აკანკალებული ხმით რასაც თორნიკე გინება და სახლიდან წასვლა მოყვა.
-ეს გინდოდა?-უყვირა ქეთიმ რძალს
-შეეშვი-ზურამ თვალები დაუბრიალა და როცა მოიხედა უმალ ხელი კიდა გადაფითრებულ გოგონას რომელიც გონებადაკარგული ზურას ხელებში ჩაუვარდა.
სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი საკუთარ ბოღმას აყოლილი? ალბათ შეუძლია მიგიყვანოს ფაქტიურად უცნობი ადამიანის ქორწილში, სიძე გამოგაჭერინოს მარტო და დაუწყო ცემა იმის გამო რომ შენს ცოლს ჩუმად უყვარს ის... სწორედ რომ თორნიკე ასე მოიქცა რასაც ქორწილში არეულობა წივილ-კივილი და ჩხუბი მოყვა, საბოლოოდ კი თორნიკე წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა მია კი საავადმყოფოში.
ზურა და ქეთის საერთოდ არ გახსენებიათ თორნიკე რადგან მიას მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო, ის რამდენიმე კვირის ორსული იყო და მუცლის მოშლის საფრთხე არსებობდა რადგან სისხლდენა დაეწყო საავადმყოფოში მისვლამდე, რასაც ქეთის ისტერიკა მოყვა, რაღაც მცირე იმედი კიდე ქონდა რომ შეიძლებოდა ყველაფერს მშვიდად ჩაევლო მაგრამ გულისიღრმეში იცოდა რომ ასე არ იყო, და ძალიან ცუდად გახდა როცა ექიმმა უთხრა მათ რომ ვერ შეძლეს ბავშის შენარჩუნება, რადგან საკმაოდ რთული მდგომარეობა ქონდა მიას. ეს რაღაც საშინელება იყო მათთვის და არამარტო მათთვის ნანამ და გეგამაც მძიმედ გადაიტანეს ეს ყველაფერი. მია საერთოდ წაშლილი იყო, ვერც ვერავინ გაბედა მისი ნახვა, ვერ შეძლეს თვალებში შეეხედათ, როგორ შეეძლოთ რამის თქმა როცა ასეთი ტკივილი გადაიტანა.
-ნერვიულობაზე დაემართებოდა-არ ცხრებოდა ქეთი
-ნერვიულობა არაფერ შუაშია -აუხსნა ექიმმა-
პირველი ორსულობიდა სულ ერთი წელია გასული, როგორც გვითხრა საკმაოდ რთულად იმშობიარა, ნაადრევად დაიბადა ბავშვი, ასე რომ ვთქვათ მისი ორგანიზმი მზად არ იყო ამ ყველაფრისთვის...
-გავგიჟდები სადაა ეს ბიჭი-ნერვიულობდა ქეთი-აქ უნდა იყოს, მიას გვერდით, ვალდებულია!-ეჩხუბებოდა ზურას რომელმაც მალევე გაარკვია შვილის ადგილსამყოფელი და ჩუმად წავიდა მის სანახავად უარესად რომარ გაენერვიულებინა ისედაც თავგზაარეული ხალხი
-ყოჩაღ-გისოსებსმიღმა თორნიკეს დანახვამ გული ძალიან ატკინა ზურას
-ხვალ გამომიშვებენ-დაამშვიდა ზურა-შეგიძლია წახვიდე-არ ქონდა მამასთან ლაპარაკის თავი
-გისოსებს მიღმაც აღმოჩნდი, ამასაც მიახწიე
-სამაგიეროდ ის ნაბიჭ. მაგრად ვცემე, თავპირი გავუერთიანე
-მართლა?-გაეცინა სიმწრისგან ზურას-იმიტომ სცემე რომ შენს ცოლს უყვარს? ამაში დასდე ბრალი?
-ზუსტად-თორნიკე მამას თვალებში უყურებდა
-თორნიკე ვეღარ გცნობ მგონია შეიშალე
-შესაძლოა-დაეთანხმა და მამას თვალი აარიდა
-იცი რომ მია საავადმყოფოში წევს?
-რაა?-თორნიკე წამოვარდა ფეხზე და გისოსებთან მივარდა-რა დაემართა? კარგადაა?
-კარგად არვიცი რამდენადაა-ზურას თვალები აემღვრა
-მამა-თორნიკეს ხმა ჩაუწყდა
-თურმე ორი კვირის ორსული ყოფილა და ...-ზურას ხმა ჩაუწყდა
-და?-თორნიკეს მოთმინების უნარი დაეკარგა -დარა ჯანდაბა მამა ხმა ამოიღე
-დაკარგა-ამოიბლუდუნა
-რაა?-უყვირა თორნიკემ -რას ამბობ? რას ამბობ მეთქი-ყვიროდა გაგიჟებული
-თორნიკე გონს მოდი, დროა გადაწყვეტილება მიიღო, დეოა წერტილი დაუსვა თქვენს წამებას უთხრა ზურამ
-რას ამბობ რას მეუბნები-გაავდა ბიჭი
-ზოგჯერ ადამიანი უნდა გაუშვა რომ მიხვდეს რამდენად სჭირდები, ზოგჯერ საჭიროა რომ უარი თქვა შენს ოცნებებზე და სურვილებზე რომ მთელი ცხოვრება მსხვეეპლად არ შესწირო
-გაჩუმდი
-მე და ქეთი სამი წლის რომ იყავი ერთმანეთს დავშორდით, იცი რატომ? სხვა ქალი გამოჩნდა და მეგონა შემიყვარდა, ქეთი უნებურად შემძულდა და ცუდად ვექცეოდი, მისი არსებობაც კი მაღიზიანებდა, ზედმეტი მეგონა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა გამეგდო სახლიდან, და ერთ დღეს ადგა და უბრალოდ წავიდა, გამათავისუფლა, თქვენგან გამათავისუფლა, და იცი რა ვიგრძენი ტკივილი, სიცარიელე... მან მე გამათავისუფლა პასუხისმგებლობისგან რომელიც მძულდა ყოველთვის და მივიღე ის რომ დავრჩი მარტო და ცარიელი, ორი წელი ვერ მაპატია, ორი წელი დამჭირდა იმის დასაბრუნებლად და გამოსასწორებლად რაც ისედაც ჩემი იყო და მევე გავუშვი ხელიდან-თორნიკე გაოგნდა, ეგონა რომ მის მშობლებს პრობლემა არასოდეს ქონიათ-ის ტკივილი დღემდწ მოგვყვება და დროდა დრო თავს გვახსენებს მაგრამ მივხვდით რომ ერთმანეთი გვჭირდება, ახლა გადაწყვიტე რა ჯობია-ზურა წავიდა და მარტო დატოვა თავგზაარეული ბიჭი.
მია გამოწერეს თუარა სახლში მშობლებთან წავიდა, ბავშვის ტანსაცმელები და თავის ნივთები ქეთიმ და ზურამ ჩაუტანეს , თორნიკეს ნახვა არ იაურვა და არც მას უცდია მისი ნახვა რადგან სათქმელი არაფერი ქონდათ ერთმანეთიათვის. გეგა და ნანას რათქმაუნდა არ სურდათ ასწთი რამ მაგრამ ვეღარ გაბედეს იმ ყველაფრია მერე მიასთვის ძალის დატანება რომ ქმართან დაბრუნებულიყო, შეეშინდათ თავისთვის რამე არ აეტეხა რადგან იმ დონემდე იყო საეროდ გათიშული და გონება არეული რომ ბავშვსაც ვერ უვლიდა და ნატა დასტრიალებდათ თავს.
თორნიკე მთელ დღეებს სმაში ატარებდა, აღარც თავს უვლიდა, ყოველღამე მიას და ბავშვის ხმა ჩაესმოდ და გიჟივით ყვირილით იღვიძებდა, მაგრამ გადაწყვიტა რომ დრო იყო წერტილი დაესვა ამ ყველაფრისთვის და როცა გამოიგლოვა თავი, ცხოვრება და მშობლების ძალით აზრზე მოვიდა მიას მიადგა მშობლების სახლში, სადაც ყველა დაძაბული დაუხვდა, ეგონათ შერიგებას მოითხოვდა და მიას გააგიჟებდა. მაგრამ მია როგორცკი დაინახა თორნიკემ, თვალი აარიდა და ნატას მიაჩეჩა საბუთები ხელში
-გაყრის საბუთებია-ნატას თვალებში ჩააცქერდა, შემდეგ მის უკან მდგომ მიას გახედა და უდიდესი ტკივილი დაინახა მის თვალებში, ეს იყო მათი პირველი შეხვედრა იმ ყველაფრის შემდეგ რაც გადაიტანეს, რომელიც მიამ ცრემლში, თორნიკემ სასმელში გადაიტანა, -ხელს რომ მოაწერს ადვოკატს დაურეკოს და საქმეს დაიწყებს-თქვა ცივად და მიას აარიდა მზერა და ნატას შეხედა
ისევ
-ძალიან ვწუხვარ-უთხრა ნატამ
-მეც ვწუხვარ-ხმა ჩაუწყდა თორნიკეს და მიტრიალდა
-ყველაფერი დამთავრდა?-ნანას ცრემლები მოერია
-ასე ჯობია-მხრები აიჩეჩა ბიჭმა და მიბრუნდა მათკენ- საკმარისია ის ტკივილი რაც ერთმანეთს მივაყენეთ
-გგონია ეს ტკივილი ოდესმე განელდება?-ხმა ამოიღო მიამ
-სწორედ იმიტომ არ მოვდიოდი შენთან რომ ვიცოდი რომ ეს ტკივილი არ განელდებოდა, არც მოშუშდებოდა -გახედა მიას-ძალა არ მყოფნიდა შენთან მოსასვლელად და თვალებში ჩასახედას, არც სათქმელი მაქვს რამე რადგან სიტყვები ზედმეტია ასე მგონია...
-ხო ზედმეტია-მიამ ამოისლუკუნა და საბუთებს გაუშტერა თვალი
-ბედნიერებას გისურვებ მია, მაგრამ მე ბედნიერი არასოდეს ვიქნები, იმიტომ რომ ჩემ სულს გულს იმედს და ბედნიერებას აქ ვტოვებ შენთან -თქვა უცნაური ხმით და მიტრიალდა, ძალა აღარ ქონდა
-შენ შვილს არ ნახავ?-უთხრა ხმაჩამწყდარმა გეგამ
-არა-არ მიტრიალებულა მათკენ ისე უთხრა-არ მიყვარს დამშვიდობება და ეზოს ჭიშკარი გააღო და გავიდა სწრაფად
-ღმერთო ჩემო-იკივლა მიამ და ჭიშკრიკასენ გავარდა მაგრამ სანამ გავიდოდა თორნიკემ მოასწეო მანქანის დაქოქვა და წასვლა, მია უნებურად მაინც გამოეკიდა მანქანას რომელიც სულ უფრო სწრაფად შორდებოდა მას, მია მიხვდა რომ ეს გამოსამშვიდობებელი ვიზიტი იყო მასთან და მუხლებზე დაეცა და ბოლო ხმაზე ატირდა
-დაჯექი-უყვირა ნატამ მანქანიდან რომელიც მიას გვერდით მოუყენა, გოგონამ ახედა მანქანას და დას გაოგნებულმა -დროზე-უყვირა ნატამ რომ გონს მოსულიყო მია ეომელიც სწრაფად წამოვარდა და მანქანაში ჩაჯდა -მამას ჰარეთ ეყენა კიდევ კარგი, მალე დავეწევით-დაამშვიდა მია და გაზს მიაჭირა, კარგახნის სიარულის მერე თვალი მოკრეს მანქანას და აედევნენ, თუმცა ძალიან შორი მანძილის გამო ვერ დაეწივნენ მაგრამ შეძლეს გაყოლა. კარგახნის სიარულის მერე თორნიკემ გზიდან გადაუხვია და უსწორმასწორი გზაზე იგივე სიჩქარით შევარდა, დიდი დრო არ დასჭირვები ხიდამდე მისვლას და სიჩქარის დაკლების ნაცვლად მოუმატა და მანქანიანა მდ წყალში გადაეავა რასაც მიას ისტერიული კივილი მოყვა.
დაუფიქრებლად ხიდიდან გადაეშვა წყალში მია, მანქანა მისდა საბესნიეროდ წყალმა ვერ დაძალა და ერთ ადგილას იყო გაჩერებული ფართოდ გაშლილ მდინარეში, კარი ღია იყო და თორნიკე წყალში ეგდო გონება დაკარგული და მიამ როგოც შეძლო ამოიყვანა იმდონემდე რომ ესუნთქა, მაგრამ ძალა არ ყოფნიდა რომ ნაპირისკენ გაეცურა მასთან ერთად თუმცა , ხელს არ იშვებდა და ძლიერად ყავდა ჩაბღაუჭებული.
თვალებს ახელს და პირველი რასაც აღიქვავს ეს არის აპარატის გულის გამაწვრილებელი წრიპინი, შენდეგ წამლების მძაფრი სუნი და მიას თვალები
-როგორციქნა -ამოიტირა გოგონამ და ხელი გადაუსვა თმაზე
-მეჩვენები თუ ცხადი ხარ?-კითხა სუნთქვაარეულმა
-არ ილაპარაკო-უღიმის მია და გახარებული გარბის დერეფაში რომ ყველას ახაროს თორნიკეს გონს მოსვლა. თორნიკე ბედნიერია თუმცა გრძნობრ რომ რაღაც რიგზე ვერ არის
-რა მჭირს?-უყურებს მიას და დედას
-დროებითია-ეუბნება მია
-რა არის დროებითი? -თორნიკე კიდევ ვერ აღიქვავს კარგად რა ხდება მის თავს
-სიარულს ვერ შეძლებ მაგრამ დროებით-სწრაფად მიაყარა მიამ
-რააა?-ყვირის თორნიკე
-დეოებითია-ამშვიდებს მია
-აქ იმიტო ხარ რომ გეცოდები? იმიტომ რომ სიარულს ვერ შევძლებ?-თორნიკე მექანიკურად უფრო ლაპარაკობს ვიდრე გააზრებულად, რადგან უჭირს ამ ყველაფრის გააზრება
-აქ იმიტომ ვარ რომ მინდა და იმიტომ გადაგარჩინე რომ შენი დაკარგვის შემეშინდა
-ექვსი მეტრი სიმაღლიდან შენს მანქანას გადმოყვა მდინარეში რომ გადაერჩინე-უთხრა შვილს ცრემლიანი თვლებით ქეთიმ
-დაუფიქრებლად-ზურაც შევიდა პალატაში-როგორ გგონია ასე რატომ იქცევა ადამიანი? იმიტომ რომ ეშიანია იმის დაკარგვის რაც ძვირფასია მისთვის
-აი შენი გაყრის საბუთები-მიამ აუფრიალა ცხვირწინ და გადახია ყველა -ჯერ გამოჯანმრთელდები და მერე თუ გადაწყვეტ რომ არ გჭირდები წავალ შენი ცხოვრებიდან-თორნიკეს გაეღიმა და მაჯაში უხეშად წავლო ხელი და თავისკენ მოქაჩა გოგონა, ისე ახლოს რომ ერთმანეთის არეული სუნთქვა შეწფრქვიათ სახეში
-ეგ ბოლო შანსი იყო შენთვის ჩემგან თავის დასახსნელად, ახლა არსად გაგიშვებ-და მის ტუჩებს მიწვდა.



№1 სტუმარი Sopo

Momewona yvelaperi rogorc damtavrda arc gawelili iyo drouli dasasruli qonda am istorias madloba neako <3

 


№2  offline მოდერი ნეაკო

Sopo
Momewona yvelaperi rogorc damtavrda arc gawelili iyo drouli dasasruli qonda am istorias madloba neako <3

ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ ისტორია და დასასრულიც, მადლობა დადებითი ემოციების გამოხატვისთვის

 


№3 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგი იტორიაა კარგი დასასრულით, წარმატებები.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი კი გაგვაწამა ამ წყვილმა მაგრამ მიხარია კარგად რომ დამთავრდა და მიხვდა სინამდვილეში მია ვინ უყვარდა მადლობა წარმატებები ????????????

 


№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი მანანა
ძალიან კარგი იტორიაა კარგი დასასრულით, წარმატებები.

მიხარია რომ მოგეწონათ დასასრული, მოუთმენლად ველოდიშეფასებებს

სტუმარი ნესტანი
ძალიან კარგი კი გაგვაწამა ამ წყვილმა მაგრამ მიხარია კარგად რომ დამთავრდა და მიხვდა სინამდვილეში მია ვინ უყვარდა მადლობა წარმატებები ????????????

ვეცადე რომ ამ თავგზა არეული წყვილის დასასრული ლიგიკური ყოფილიყო, მიხარია რომ მოგეწონათ, მადლობა

 


№6  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მიყვარს ეს ისტორია იმედია მალე დაგვიბრუნდები

 


№7  offline მოდერი ნეაკო

《Sunshine》
ძალიან მიყვარს ეს ისტორია იმედია მალე დაგვიბრუნდები

უკვე დავიწყე ახალი ისტორიის წერა, იმედია მოგეწონებათ, მადლობა

 


№8  offline წევრი Qeti Jioeva

მადლობა ასეთი ემოციებისთვის

 


საშინლად მაგარი იატორია იყო♡♡♡♡

 


№10  offline წევრი ანუკიანკა

საოცარი დასასრული ქონდა ისტორიას. ბევრი გვაწვალა ამ წყვილმა მაგრამ კარგია რომ ერთად დარჩენ. ერთი რამ ვერ გავიგე რატომ აღარ გააგრძელე ნატას და ნიკას წყვილი ან ლაშას და ნათის წყვილი. ნატას და ნიკას წყვილი ძალიან მომწონდა და რატომ დაივიწყე? თუ დაგავიწყდა?

 


№11  offline მოდერი ნეაკო

Qeti Jioeva
მადლობა ასეთი ემოციებისთვის

მადლობა თქვენ :) ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ ეს ისტორია

სიყვარული გულს გვტკენს
საშინლად მაგარი იატორია იყო♡♡♡♡

ძალიან ძალიან დიდი მადლობა :)

ანუკიანკა
საოცარი დასასრული ქონდა ისტორიას. ბევრი გვაწვალა ამ წყვილმა მაგრამ კარგია რომ ერთად დარჩენ. ერთი რამ ვერ გავიგე რატომ აღარ გააგრძელე ნატას და ნიკას წყვილი ან ლაშას და ნათის წყვილი. ნატას და ნიკას წყვილი ძალიან მომწონდა და რატომ დაივიწყე? თუ დაგავიწყდა?

ძირითადად ერთ წყვილზე ვაწყობ ხოლმე მთელს ისტორიას და სხვა პერსონაჟებს ნაკლებად ვახერხებ რომ დრო დავუთმო და ამიტომ მოხდა ასე.
მიხარია რომ მოგეწონათ ეს ისტორია

 


№12  offline წევრი დუ სია

კარგი იყო, მართლაც სიგიჟის ზღვარზე გვამყოფე მთელი ეს დრო მკითხველიც! ყოჩაღ!

 


№13 სტუმარი სტუმარი Tekla

იმდენი ვიტირე და ვინერვიულე და ბოლოს ისე გავბრაზდი ესე მოკლედ და მალე რომ დაამთავრე რომ უბრალოდ არვიცი რა დავწერო Მიხარია რომ კარგად დაასრულე მაგრამ ვერ შემავსო დასასრულმა დამრჩა დიდი სიცარიელე და ბედნიერი მომენტების ნაკლებობა ვფიქრობ მიფუჩეჩებით დაწერე და აღარქნა ასე ნიაკო ძალიან Გთხოვ არ გეწყინოს იცი მე შენს ყვდლა ისტორიას ვკითხულობ და Უზომოდ მომწონს მაგრამ ეს რომ არ მეთქვა არ შემეძლო რომ შემეძლოს გთხოვდი რომ დასასრულის გაგრძელება დაგერქმია და ეს ისტორია გაგეგრძელებინა. სამწუხაროა ❤❤❤❤❤

 


№14  offline აქტიური მკითხველი terooo

Ეშველათ....

 


№15 სტუმარი lina

imdenad kargi ikoo ar meko ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent