შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოლი (1თავი)


18-07-2020, 14:13
ავტორი ნეაკო
ნანახია 5 310

სანდრომ მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა გასართობ პარკთან და ნათიას გახედა, რომელიც სკამზე იჯდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა, მინა ჩაწია სანდრომ და დააკვირდა მის სახეს, ნათია საკმაოდ ახლოს იჯდა ტრასასთან და წესით უნდა შეემჩნია ქმრის მანქანა მაგრამ ფიქრებში წასული მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს, როცა მისმა ტელეფონმა დარეკა
-ვის მიაშტერდი-უპასუხა თუარა დაფეთებულმა გოგონამ სანდროს, მაშინვე ეს კითხვა მიახალა ქმარმა
-ვის მივაშტერდი-აიბნა ნათია და გვერძე გამოიხედა და სანდროს ალეწილ სახეს კიდა თუარა თვალი დაიძაბა
-დროზე ამოდით სახლში-დაუღრინა ცოლს და საბურავების ხრჭიალით მანქანა ადგილს მოწყვიტა, ნათიამ საქანალაზე მჯდომ ნიცას ანიშნა წავედითო, გოგონა უკმაყოფილო სახით ჩამოვიდა და დედასთან მიირბინა
-მამა მოვიდა-უთხრა გოგონას-მერე ისევ ჩამოგიყვან კაი?
-კარგი-ნაწყენი ხმით უთხრ დედას და უკან გაყვა.ნელი ნაბიჯით მიიწევდნენ დედაშვილი სახლისკენ, არცერთ არ უნდოდა რომ მალე მისულიყვნენ სახლში, იმ სახლში სადაც მუდამ ტკივილს აყენებდნენ ორივეს, ნათიას ტელეფონმა ისევ დარეკა, მან სწრაფად უპასუხა ქმარს
-რას მოზოზინობთ დროზე გამოადგით ფეხი-ითხრა სანდრომ მკაცრი ტონით დ გაუთიშა
-და წამო ჩქარა-უკან მიიხედა გოგონასკენ ნათიამ და ფეხს აუჩქარა, როცა აიარეს აღმართი და სანდროს მიუახლოვდნენ დაიძაბნენ დედა-შვილი
-დროზე ადით და მეც ამოვალ-თავით ანიშნა სადარბაზოში შესულიყვნენ, ნათია უსიტყვოდ შევიდ და უკან მიყვა ნიცაც
-მამა გაბრაზებულია-ჩუმად უთხრა დედას
-ეგ ყოველთვის გაბრაზებულია-მხრები აიჩეჩა გოგონამ და სახლის კარი გააღო, ნიცა მაშინვე თავის ოთახში შევარდა არ უნდოდა მამას თვალში გასჩხეროდა
-დროზე რამე მაჭამე და უნდა წავიდე-უთხრა შესვლისთანავე ცოლს
-სად მიდიხარ-ინსტიქტურად კითხა ქმარს რომელიც სამზარეულოში მაგიდასთან მოთავსდა
-რა შენი საქმეა?-მიახალა სანდრომ და ცოლს ახედა რომლემაც თეფში დაუდო
-მართალია ჩემი საქმე დიდიხანია აღარაა თუ სად და ვისთან დადიხარ-უთხრა ძლივს შეკავებული ბრაზიანი ხმით ნათიამ
-ბევრს ნუ ლპარაკობ და საქმეს მიხედე-მშვიდი ტონით უთხრა კვლავ თავზე წამომდგარ ცოლს და ტელეფონს ჩააცქერდა, ნათიამ გამოულაგა საჭმელები და თავად ნიცასთან შევიდა
-რას აკეთებ დე?
-ლილემ მომწერა და ვმესიჯობთ...-სიტყვა არ ქონდა დამთავრებული რომ სანდროს ღრიალი შემოესმათ დედაშვილს და ორივე შეკრთა
-მე გავალ-ნათია ადგა და გავიდა სამზარეულოში
-ამის დედაც-კიდევ იყვირა და ნათიას ახედა
-რამე მოხდა?-ნათიამ ფრთხილი ტონით მითხა
-მოხდა-დაუყვირა ცოლს და ფეხზე წამოდგა, ცოლს გე რდი აუქცია და აივანზე გავიდა, სიგარეტი ამოიღო და ნერვიულად მოწია
-ავალაგო? -კართან მივიდა ნათია და კითხა
-აალაგე შენი დედაც -უყვირა გაავებულმა ბიჭმა და სახლში შევარდა, აქეთ-იქით გადიგამოდიოდა გიჟივით, ნათია მიხვდა რომ რაღაც შარში იყო სანდრო და ისევ ნიცას ოთახში შევიდა თვალში რომ არ მოხვედროდა
-ნათია-იყვირა ბოლო ხმაზე და დაფეთებული გოგონა მაშინვე მისაღებში გავარდა-ტანსაცმელი გამიმზადე-უთხრა უხეშად და სააბაზანოში შევიდა, ნათიამ გადმოალაგა ის ტანსაცმწლი რომელსაც ხშირად იცმევდა სანრო
-ეგ არ მინდა-სანდრო კარადას ეცა და სულ ააქოთა რაღაცის ძებნაში-ესენი გამიუთოვე
-დაუთოვებულია-ახედა გოგონამ
-კიდე დააუთოვე-დაჰყვირა ცოლს და ზედ შეაყარა პერანგი და შარვალი, ნათიამ ხელახლა გაუსვა უთო, სანრო თავზე ედგა და უკონტროლებდა რამდენად კარგად აუთოვებდა, მერე აართვა ხელიდან და თვალი შეავლო -წესიერად დააუთოვე -დაუსისინა და მიაჩეჩა -ნათია ვერ იტანდა მის ამგვარ ქცევას, ამიტომ ყველაფერს უგულოთ აკეთებდა, სანდრომ ისევ აართვა ხელიდან და ჩაიცვა, ნახევარი ფლაკონი სუნამო გადააისხა და გავარდა სახლიდან
-წავიდა?-ნიცა გამოვიდა ოთახიდან
-წავიდა-შეხედა შვილს ნათიამ არეული სახით
-რამ გააგიჟა ნეტა-ნიცა ჩაფიქრდა, ნათიას კი ბრაზი და ბოღმა ახრჩობდა, ზუსტად იცოდა სადაც მიდიოდა.
სანდროს რესტორანში მისვლას მოუთმენლად ელოდნენ მისი კოლეგები, განსაკუთრებით კი ახალი თანამშრომელი თაკო ახალაია, რომლის გვერდითაც ვითომ შემთხვევით დარჩა ცარიელი ადგილი და სწორედ იქ დასვეს სანდრო. მართალია ჯერ კიდევ არ იყვნენ დაახლოებულები, მაგრამ თაკო ზედმეტად თამამი და აქტიური გოგონა იყო, ერთი საღამო ეყო რომ სანდროსთან დაახლოვებულიყო იმ დონემდე რომ ერთად ეცეკვათ, ერთი ჭიქიდან დაელიათ და ბოლოს სახლში სანდროს წაეყვანა თავისიი მანქანით, სანამ გადავიდოდა თაკომ ტუჩებში აკოცა თავგზაარეულ ბიჭს
-არ გინდა-სანდრო როგორცკი მოწყდა მის ტუჩებს დაუჩურჩულა ყურთან -მე ცოლი მყავს
-ცოლი რა ხელს გვიშლის რომ ცოტა გავერთოთ-თაკო თვალებში ჩააცქერდა სანდროს
-მე მასთან დაშორებას არ ვაპირებ არავისგამო-გულწრგელას უთხრა გოგონას
-დაშორებას არც გთხოვ, უბრალოდ შენთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ-უთხრა ნაწყენი ტონით გოგონას
-აბა რას მთხოვ-სანდროს თვალები აემღვრა-მზად ხარ რომ ოცდაორიწლის გოგო გახდე უფროსის საყვარელი? კარიერისთვის? თუ მარტივი ფულისთვის? -თაკომ თავი ძალიან სშეურაცხყოფილად იგრძნო-სამსახურიდან გათავისუფლებული ხარ -უთხრა სანდრომ
-რაა? რატომ? ისეთი რა დავაშავე-გაბრაზდა გოგონა
-ზუსტად ვიცი ვისზეც მუშაობ ლაწირაკო და რის მიღწევასაც ცდილობ-დაუღრინა სანდრომ -აქამდეც იმიტომ არ გაგაგდე მაინტერესებდა სადამდე შეტოპავდი
-რა ნაბიჭვ. ხარ-დაუღრინა გოგონამ
-გადადი-სანდრომ ზედაც არ შეხედა ისე უთხრა და როცა გაავებულმა გოგონამ კარი მოუჯახუნა სანდრომ მანაქნა წამში ადგილს მოწყვიტა.
ნათიას სავარძელში დაეძინა სანდროს ლოდინში და დაფეთებული წამოვარდა, როცა კარზე ბრახუნი ატეხა, ნათიამ გააღო კარი და სანროს მიაჩერდა
-მოხვედი დედა?-ლაილაც თავი გამოყო, თავისი საძინებლის კარიდან
-მოვედი დედიკო-ცოლს ჩაუარა და დედასთან მივიდა -ამ წყეულ სახლში მარტო შენ გიყვარვარ- უთხრა დედას და ლოყაზე აკოცა, შემდეგ ბარბაცით საძინებლისაკენ წავიდა
-რას დგახარ ქმარს მიხედე-დაუღრინა რძალს ლალიმ, ნათია შეყვა საძინებელში მოვარბაცე სანდროს
-გეზიზღები არა?-ნათიასკენ შეტრიალდა და თვალებში ჩააცქერდა
-სად იყავი
-რესტორანში ვიქეიფეთ თანამშრომლებმა-უპასუხა მშვიდი ტონით
-ღამის ხუთამდე?-გაბრაზდა ნათია
-რა გინდა?-ლალიმ მკვლელიმ მზერა ესროლა რძალს -მიხედე დააძინე, რა დაკითხვა მოუწყე? თითქოს ძალიან გაინტერესებდეს მისი ბედი-ზიზღით უთხრა და წავიდა
-მასთან იყავი არა?-ნათია მაინც ვერ იოკებდა
ბრაზს
-წადი შენი -მიაყვირა ბიჭმა და ნათია როგორცკი ოთახიდან გამოვარდა საძინებლის კარი მოაჯახუნა სანდრომ.
-ხო მიიღე რასაც ეძებდი?-დამცინავად უთხრა ლალიმ
-ძალიან გიხარია საძინებლიდან რომ გამომისტუმრა?-ცრემლები ყელში გაეჩხირა
-თავად იმსახურებ ასეთ მოპყრობას-უთხრა მშვიდი ტონით და ჩაი მოსვა
-სწორია, მართალი ხართ, ყველაფერზე გავჩუმდი, ხმას არ ვიღებდი და იმიტო გადამიარა ყველამ
-იმიტომ ხარ ჩუმად რომ სხვა გზა არ გაქ და არა იმიტომ რომ ოჯახის გადარჩენა გინდა-ირონიული ღიმილით ახედა ქალმა გაცოფებულ ნათიას
-რას გულისხმობ-ნათიას აზრები დაეფანტა, ისე გააღიზიანა მისმა ნათქვამმა რომ ზუსტად ვერც გააცნობიერა
-რას ვგულისხმობ და იმას რომ-ლალი ადგა და ნათიას წინ დადგა -თუ ხმას ამოიღებ ამ სახლიდან მიგაბრძანებთ, დაბრუნდები შენს სოფელში-ზიზღით თქვა სოფელი და და განაგრძო რძლის მოშხამვა-დაბრუნდები შემს მამიკოსთან და ძმასთან და შეგიძლია თოხნო და კიდევ რასაც აკეთებდი იქ და ყველაზე კარგად გამოგდის და იცხოვრო... არავინ გიჭერს თუ არ მოგწონს აქ ცხოვრება შეგიძლია წაბრძანდე და დაუბრუნდე შენს სოფელს, და თუ არ გინდა იმ ტალახებში დაბრუნება მაშინ მოკეტე!-დაუბრიალა თვალები და და გრაციოზულად წავიდა თავის საძინებლისაკენ
-არანორმალური-დაიჩურჩულა ნათიამ და მოწოლილ ცრემლებს უფლება მისცა გადმოდენილიყვნენ. არუნდოდა ნიცაც გაენერვიულებინა ამოტომ დივანზე დაწვა და იქამდე ტიროდა სანამ თვალები არ ასტკივდა
-ადექი-უხეშახ შეახო ხელი სანრომ
-რა გინდა-წამოჯდა ნათია დივანზე -საჭმელი მაჭამე და უნდა წავიდე
-არ მაინტერესებს-ახედა ქმარს და სამზარეულოში შევიდა
-ვიცი რომ გკიდივარ-უკან მიყვა შარზე მყოფი სანდრო
-შენ ასე გინდოდა-შემობრუნდა მისკენ ნათია
-მე კიარა შენ გინდოდა-ხმას აუწია სანდრომ - თავიდანვე ცივად მექცეოდი, თავიდანვე გაამჟღავნე თავი, რომ მარტო ჩემი ფული გაინტერესებდა
-რაა?-იყვირა ნათიამ-გგონია რომ ცოლად ფულისგამო გამიგყევი? ასე ფიქრობ?
-კიარ ვფიქრობ ასეა-დაუყვირა სანდრომ
-და შენ რატომ მომიყვანე ცოლად?
-იმიტომ რომ მეგონა გიყვარდი-მწყობრიდან გამოვიდა ბიჭი, ნათიას სახე წაეშალა
-და შენ გიყვარდი?-ახედა მთელი თავით მაღალ ბიჭს, რომელიც ხმას არ იღებდა -მიპასუხე-დაუყვირა ნათიამ
-ხმას ნუ უწევ გოგო-ხელი გაუშალა სანდრომ
-მუპასუხე-ცრემლები გადმოსცვივდა ნათიას
-რახდება?-ლალი შეფარფატდა სამზარეულოში რომელიც თავიდანვე ისმენდა ყველაფერს და იმ მომენტს ელოდა როცა სანრო გაიჭედებოდა -რა გაყვირებთ ამ დილაადრიან?
-მე ფულის გამო გამოვყევი თქვენს შვილს ხომ ასე თიქრობთ?-შეხედა ლალის ნათიამ
-შენ რაიცი შენი უტვინო თავით მე რას ვფიქრობ- ლალის ამ სიტყვებმა ისე გააცეცხლა ნათია რომ თავზე კონტროლი დაკარგა
-ასეთი უაზრო იმიტომაა სანდრო რომ თქვენისთანა დედის შვილია-მიახალა მთელი ათი თერთმეტი წლის ნაფიქრი და დაგროვილი ბოღმა ნათიამ რასაც მძიმე შედეგი მოყვა ,სანდეომ სახეში გაარტყა და ნათია ადგილზე გაიყინა
-დედაჩემს ხელი არ დააკარო-დაუყვირა ნიცამ და დედას მივარდა ატირებული
-გაეთრიე ჩემი სახლიდან-უყვირა სანდრომ ნათიას
-რათქმაუნდა წავალ-უთხრა როცა გონს მოვიდა ნათია
-ორივემ მოკეტეთ-უყვირა ლალიმ-არავინ არსად არ წავა, ორივე მოკეტავთ და თქვენს ბოღმას და ზიზღს თქვენთვის შეინახავთ-ნიცას ჩაავლო ხელი და დედას გამოგლიჯა-ეს ბავშვი ჩემი ცხოვრებაა და თქვენი დებილობების გამო მას არ დავკარგავ, მისგამო ართმანეთს აიტანთ, გასაგებია?
-სწორედ მისგამო ვარ აქ, თქვენს სახლში-უთხრა ნათიამ ცრემლიანი თვალებით
-ხოდა რადგან აქამდე ჩუმად იყავი ახლაც გაჩუმდი- უთხრა ლალიმ -ნიცას გამო, ნი გაააოფლელებ და ნუ დაუნგრევ მომავალს,უთხრა რაღაცნაირად ზიზღიანი ხმით და გავიდა, თან ნიცაც გაიყოლა, სანდრომ მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და გავარდა სახლიდან. ნათია აბაზანაში ჩაიკეტა და იქამდე ტიროდა სანამ ნიცამ არ სთხოვა გასულიყო.
ნათია სწორედ რომ ნიცას გამო იყო ამ სახლში, თორემ ქმრის მიმართ მხოლოდ ზიზღს განიცდიდა, რადგან მან თავიდანვე ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ნათიას გრძნობები გაუფერულიყო, თავიდანვე ცივად და უხეაად ექცეოდა , არაერთხელ შეხებია ხელით, თუმცა წასვლა ვერ გაბედა, თავისი ოჯახი არწმუნებდა რომ თუ ქმარმა ხელი დაარტყა ცოლს ეს არაფერს ნიშნავს, რომ ყველა ქალი ასე ცხოვრობს და იტანენ, რადგან ქმარს უფლება აქვს ცოლს ხელი დაარტყას. მაშინ როცა ჩვიდმეტი წლის ხარ და სკოლის დამთავრებამდე ჩნდება შენს ცხოვრებაში ბიჭი, რომელიც ზე სიმპათიურია, ძალიან თანამედროვე, თამამი, ქარიზმატული, ენერგიული, მხიარული, უბრალოდ სულელდები ადამიანი, აღფრთოვანებული მეცხრ ცაზე დაფრინავ, გგონია რომ ძალიან გაგიმართლა ცხოვრებაში, გგონია რომ შეგიყვარდა, გგონია რომ ის ერთადერთია შენს ცხოვრებაში, ყურადღებას არ აქცევ ისეთ წვრილმანებს რომლებიც რეალურად გამოხატავენ მის სახეს, თვალ ხუჭავ მის გამოხტომებზე და თავს არწმუნებ რომ ეს უბრალოდ შემთხვევით მოუვიდა, თავს არწმუნებ იმაში რომ ის საუკეთესოა რადგან სხვებმა გითხრეს რომ საუკეთესოა, ყველაფერს ზედაპირულად უყურებ და საღად განსჯის უნარს კარგავ... ან უბრალოდ თვალს ხუჭავ იმ ცუდ მხარეებზე რომლებიც მწარე რეალობაა და არ გინდა მასთან შეგუება კიარა არცკი ამახვილებ ყურადღებას, და სწორედ აი ამ დროს უშვებ გამოუსწორებელ შეცდომას რომლის საფასურსაც მთელი ცხოვრება იხდი... ნათია ფიქრმა წაიღო ახსენდებოდა მათი პირველი შეხვედრა, განზრახ მოწყობილი გაცნობა, მეორე შეხვედრა კვლავ განზრახ მოწყობილი, მერე ბოდიალი თბილისის ქუჩებში, უმიზნოთ უაზროთ, კიდევ რამდენიმე გავლა გამოვლა, ამ სახლში მაზლის დაბადებისდღეზე მოსვლა ბიცოლას თან და ბებიასთან ერთად, მერე ხელის თხოვნა...
თავს ვერ პტიობდა რომ ასეთი სულელი იყო, რომ რამდენიმე ნახვის მერე გაყვა ფაქტიურად უცნობ ბიჭს ცოლად, იმის გამო რომ ბიცოლამ უქო და გამოაშტერა მასზე ლაპარაკით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თავად მიიღო, თავად დათანხმდა, მამამის ხმა არ ამოუღია, ის ავად იყო, სუსტად ძალიან და არ ჩაერია ამ საქმეაი, მისი ძმა შეყვარებული იყო და მისთვის არ ეცალა, სამაგიროდ ბებია იყო მოწოდების სიმაღლეზე... დედამაც ვერაფერი ურჩია საბერძნეთიდან, უთხრა რომ თავად მოუწევდა სანდროსთან ცხოვრება და დაფიქრებულიყო კარგად უღირდა თუარა ყველაფრის გარისკვა სანროს გამო, იმიტომ რომ უკან დაბრუნების გზა მოჭრილი ექნებოდა და მაინც მიანდო თავის ღირსება და სახელი კაცს რომლისთვისაც ეს არაფერს ნიშნავდა თურმე...
ნათიამ ცრემლები შეიშრო და საჭმლის კეთებას შეუდგა, ყოველთვის ამშვიდებდა სამზარეულოში ტრიალი და საჭმლის კეთება, რადგან ყურადღენა საყვარელ საქმეზე გადაქონდა
-მე და ნიცა აგარაკზე წავალთ გეგასთან რმდენიმე დღით -ლალიმ შეაკითხა სამზარეულოში რძალს
-ხო მაგრამ რემონტი რომაა?-ნათიამ შეხედა დედამთილს
-მაღლა მორჩნენ-უთხრა მშვიდი ტონით-მინდა გაგარიდოთ ნიცა, დაიღალა ბავშვი თქვენი სისულელეებით
-როდის ჩამოხვალთ-ხმა გაებზარა გოგონას
-რამდენიმე დღეში, წყნეთში ცოტას განიტვირთება და თქვენც მოაგვარეთ ეს გაუგებრობა-უთხრა და გავიდა, ნიცას წასვლისას ცრემლები მოაწვა მაგრამ ნათიამ დაამშვიდა და დაარწუნა რომ მარტო ყოფნა ერჩია, ნიცა ათი წლის იყო და დედას გაგება არ იჭირდა, ამიტომ გაყვა ბებიას.
ნათია ყოველ დაბრაზუნებაზე კარისკენ გარბოდა ეგონა სანდრო აბრაზუნებდა კარზე, მაგრამ ის არ ჩანდა, ნათია ბრაზობდა საკუთარ თავზე, იმის მიუხედავად რომ გაბრაზებული იყო მასზე მაინც მოუთმენლად ელოდა მის დაბრუნებას. როგოეციქნა ღამის ორ საათზე ატეხა კარზე ბრახუნო როგორც იცოდა ხოლმე და ნათიამ სწრაფად გაუღო კარი, სანდრომ არცკი შეხედა ისე ჩაუარა და საძინებელში შევიდა, გაიხადა და დაწვა ხმის ამოუღებლად, ნათიამ კი ნიცას ოთახში დაიძინა.
დილით სანდრომ გააღვიძა
-წამოდი-ხელი ჩაკიდა
-სად? -ახედა გაიცებულმა ნათიამ ახლა არც შიშს გრძნობდა და არც ბრაზს
-წამოდი-სანდრომ თავიაანთ საძინებელში შეიყვანა და წინ დაიყენა გოგონა, შემდეგ კი ცხელი ტუჩები მიაკრო მხარზე
-შემეშვი-ნათია მისკენ შეტრიალდა და უკან დაიხია
-მინდიხარ-სანდრო მიუახლოვდა
-გუშინ შენ ხელი დამარტყი-ნათიას ხმა აუთრთოლდა ბრაზისგან
-იმიტომ გამომყევი ოთახში რომ გეგონა პატიებას გთხოვდი?-სანდრომ დამცინავად შეხედა
-ვიცი რომ იმ დონის შეგნებული არ ხარ რომ ბოდიში მოიხადო-ახედა ქმარს ნათიამ
-ხოდა თუ იცი რა შეგნების და დონის ვარ და ისევ აქ ხარ მაშინ...-სანდრო სწრაფად მიუახლოვდა მკლავებში მოიმწყვდია გოგონა და თვალებაი ჩააცქერდა
-არ მინდა გამიშვი-ნათიას სახე აელეწა და დაიძაბა
-მე კი მინდა-სანდრომ ტუჩები შეახო მის ტუჩებს მაგრამ ნათია მაშინვე მოწყდა მის ტუჩებს -გირჩევ არ გამაბეაზო-დაუსისინა ყურში და ყურზე მიაწება ტუჩები
-გეყოფა-ნათია უკვე წინააღმდეგობის გაწევაზე გადავიდა, აღიზიანებდა მისი შეხება
-საჩუქრი რომ მეყიდა მაშინ ხომ დამიწვებოდი, როგორც ადრე-ხელი გაუშვა გაბრაზებულმა ბიჭმა, ნათიას ცრემლები მოეძალა, თავი ძალიან შეურაცხყოფილად და დამცირებულად
იგრძნო -საჩუქარს გიყიდი ოღონდ ჯერ სექ.ი -უთხრა უცნაური ტონით და თვალებში ჩააცქერდა გოგონას, ნათიამ თავი ქუჩის კახპად იგრძნო, თითქოს ცივი წყალი გადააახესო ისე გააცია, სუნთქვა გაუჩერდა და როცა შეძლო გონს მოსვლა სანდროს სახეში გაარტყა მთელი ძალით და სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში, სანდრო დიდხანს უყურებდა თვალებში და გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებდა, ხელები მომუშტა ბრაზისგან
-მიდი დამარტყი-დაუყვირა ნათიამ და დაელოდა სანდროს რომელმაც მაჯებში ჩაავლო ხელი და საწოლზე გადააქცია, თავად ზემოდან მოექცა და სხეულის მთელი სიმძიმით დააწვა, მის სიფრიფანა სხეულს, კარგახანს ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და როცა სანდრომ ხელი გაუშვა და მისი პენუარისქვეშ ხელი შეუცურა, ნათიამ შეწინააღმდეგება სცადა
-ნუ მეწინააღმდეგები, ხოიცი თავს მაინც არდაგანებებ-უჩურჩულა ყურთან და ნათია კვლავ რომ შეეწინააღმდეგა ხელები თავს ზემოთ დაუჭირა და ისევ თვალებში ჩააცქერდა -ხოიცი რომ არ შეგეშვები, ნუ მაიძულებ გატკინო-უთხრა არეული ხმით და ხელები გაუშვა, გოგონა არცკი გატოკებულა , იცოდა რომ სანდროს თავს ვერ დაახწევდა, იცოდა რომ არ გაუშვებდა სანამ თავისას არ მიიღებდა, ამიტო გაქვავდა გაიყინა, არავითარი ემოცია და გრძნობა არ გააჩნდა ამ მომენტში მისდამი, არცკი ეზიზღებოდ იმდენად გაუცივდა გული მის მიმართ.
სანდეომ დაიკიდა ის თუ რა მდგომარეობაში იყო ნათია და საქმე გააგრძელა, იქამდე სანამ არ დაიკმაყოფილა სურვილები... ნათია ადგა და აბაზანაში შევარდა, როცა დამშვიდაა და მოწესეიგდა მაშინ გამოვიდა
-რამე მაჭამე მშია-უთხრა ისეთი ტონით თითქოს არაფერი მომხდარიყოს, ხელი უხეშად მოუჭირა ლოყებზე და ტუჩებში აკოცა -მიდი-თავით ანიშნა სამზარეულოსაკენ და სააბაზანოსაკენ გასწია.
ისაუზმეს, ისადილეს, ივახშმეს, მაგრამ ნათია ისევ ისეთი ცარიელი იყო როგოც დილით, სანდრო კი ისევ ისეთი ჩვეულებრივო როგორც ყოველთვის
-ხვალ ნიცას ავაკითხოთ-გახედა ტყავის სავარძელში მჯდომმა ცოლს
-კარგი-ნათიამ არცკი შეხედა ისე უპასუხა
-დიდხანს აპირებ ასე გაბუსხებული სახით ყოფნას?
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
-ის მნიშვნელობა აქვს რომ არ მევასება ეგეთს რომ გხედავ
-აბა როგორი გევასება?-გახედა ნათიამ
-მხიარული და მოხოდილი-სანდრომ ტელევიზორს შეხედა
-ვეცდები დავაკმაყოფილო შენი სურვილები-უთხრა ბრაზიანი ტონით
-სახლში ვარ ვერ მიტან, არ ვარ და სულ მსაყვესურობ რა გინდა ბოლოსდაბოლოს?-შეხედა ისევ ცოლს
-ქმარი მჭირდება გვერდით და არა უფროსი-მიახალა გოგონამ
-ესეიგი ქმარი?-კითხა ბოროტი ღიმილით
-დიახ ქმარი-გაბრაზდა ნათია -შენ ვერ არჩევ ქმრობას და დირექტორობას ერთმანეთისგან
-ვეცდები მაშინ გავარჩიო-უთხრა ბიჭმა ფეხზე წამოვარდა ნათიას ეცა და ხელში აიტაცა, საძინებელში შეაბრძანა და საწოლზე დააწვინა- ქმარი გჭირდება და აქ ვარ-უთხრა დამცინავი ტონით და ზემოდან მოექცა დაბნეულ გოგონას.
მოჩვენებით თითქოს ყველაფერი დალაგდა მაგრამ, რამდენხანს შეძლებს ადამიანმა თვალი დახუჭოს იმ უსამართლობაზე რასაც მის მიმართ იჩენენ ადამიანები? რამდენხანს შეიძლება თავი მოიტყუო თითქოს ყველადერი კარგადაა? რამდენი დამცირების ატანას შეძლებ ისე თითქოს ვერ ხვდები რომ დაგცინიან, გამცირებენ, შეურაცხყოფას გაყენებენ? ალბათ დიდხანს ვერა რადგან ყველაფერს აქვს დასასრული, ყველა რესურსი ამოწურვადია მითუმეტეს მოთმინების, მითუმეტეს თუ საზოგადოებაში გამცირებენ.
ნათიას დიდად არ გახარებია ნიცას კლასელის დაბადებიდღის წვეულებაზე წასვლა, მითუმეტეს სანდროსთან ერთად, რომელმაც არც შვილის და არც ცოლის პატივისცემა არ იცოდა, მაგრამ ნიცა ისეთი ბედნიერი იყო რომ ახალმა კლასელმა დაპატიჟა მშობლებთან ერთად წვეულებაზე და თან მისი მშობლები რომ შერიგდნენ, რომ გადაწყვიტა წასულიყო ქმარშვილთან ერთად, რას იფიქრებდა თუ ეს უწყინარი გადაწყვეტილება მთელ მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა, რომ ეს საბავშვო წვეულება გახდებოდა მიზეზი მისი ცხოვრების დანგრევის.
წვეულებაზე მისული დაძბული იყო ნათია, რატომღაც, ნიცა ბედნიერი დარბოდა ბავშვენთა ერთად, სანდრო კი კაცებთან ერთად სასმელს ეძალებოდა მას სულ ეკიდა, წვეულებაც და ბავშვებიც, ნატამ სთხოვა თავი მოეთოკა და არ დაელია მაგრამ სანდროს მისი სიტყვებიც ეკიდა, ახალი მოსწავლის მშობლებმა მადლიერება გამოთქვეს რომ ესტუმრნენ მშობლებიც ამ წვეულებაზე, რადგან მათ სურდათ გაეცნოთ შვილის კლასელები და მათი მშობლები უკეთ, ყველაფერი კარგად მიდიოდა იქამდე სანამ რესტორანში არ შემოვიდა გამომწვევად ჩაცმული და ზედმეტად ელეგანტური გოგონა ეომელიც პირდაპირ მათ მაგიდასთან მივიდა, და როგორცკი სანდროს კიდა თვალი ადგილზე გაიყინა, იგივე დაემართა სანდროააც და ეს ყველაფრი რათქმაუნდა ნათიასთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა, კარგა ხნის მერე მოვიდა აზრზე გოგონა და მაგიდა მიუჯდა, მაშინვე ტელეფონი აიღო და მესიჯი მისწერა სანდროს, ნათია იმით მიხვდა რომ მან დადო თუარა მგიდაზე ტელეფონი თავისი ქმრარს მიუვიდა შეტყობინება, სანდრომ დახედა თუარა ტელეფონს გაუხსნელად წაშალა, ნათია დიდხანს ებრძოდა თავს, ფიქრობდა იქნებ უაზროდ ვეჭვიანობო, იქნებ მეჩვენება რომ ერთმანეთს უყურებენო, იქნებ ეგ ის არაა, მისი ერთგული საყვარელი და სხვა ვინმეაო, და უბრალოდ იცნობსო, მაგრამ ხვდებოდა რომ თავს ეტყუებდა და ეს ზუსტად ის იყო...
-ვინ მოგწერა თვი გამოიდებილა ნათიამ
-რეკლამის იყო-ისეთი ტონით უთხრა თითქოს არაფერი ხდებოდა, ნათია დაიძაბა, თუმცა მეტი მომოწერა აღარ ყოფილა, და დამშვიდდა ოდნავ, თუმცა იმ გოგოს მიმართ აგრესია გაუჩნდა რადგან აშკარად და დაჟინებით უყურებდა მის ქმარს, არც სანდრო რჩებოდა ვალში... ნათიას ძლივს იკავებდა ბრაზს, ზუსტად იცოდა რომ ეს ის იყო, ვინც სანდროს ცხოვრებაში მანამდეც იყო სანამ ერთმანეთას გაიცნობდნენ, მერეც იყო როცა დაქორწინდნენ და მაშინაც როცა ნიცა ეყოლათ, ეს ყველაფერი მხოლოდ ოთხი წლის მერ გაიგო, მეზობელმა ჩააწვეთა, მანამდეც შხამავდა მაგრამ ნათიას ზუსტი აზრი ვერ გამოქონდა მათი ნათქვამებიდან ,, რა კარგი გოგო ხარ, კინაღამ ის დაუჯდათ რძლად " ,,ლალიკოს დამსახურებაა რომ შენ ხარ ამ ოჯახის რძალი თორემ" ,,ყოჩაღ ლალის თორემ ვინიცის ვის მოათრევდა" ,,ის ქერა ისე ეკიდებოდა" მოკლედ იმდნი შხამი აწვეთეს რომ ყველაფერი ერთად რომ დაალაგა თავში მიხვდა რომ სანდროს სხვა ქალი ყავდა, ამ ოჯახის რძალი ლალიკოს ძალით გახდა და რომ ის ქერა და ცისფერთვალებაა, ტატუებიც აქ მაჯაზე იმ ალქაჯს, ხოდა ნათიამ როცა შენიშნა ტატუებიც მის მაჯაზე წამში გაიყინა ადგილზე, გული გაუჩერდა სუნთქვა შეუწყდა, საერთოდ გაითიშა, სული ეტკინა, მეტისმეტად ეტკინა, თუმცა არაფერი შეიმჩნია, როცა აიშალნენ სყუმრები მაგიდიდან და საცეკვაოდ გავიდნენ მხოლოდ ნათია სანდრო და რამდენიმე მშობელი დარჩა მაგიდასთან, ნათია დააკვირდა სანდროს რომელიც ახლა მოცეკვავეებს მიაჩერდა ბრაზიანი სახით, რადგან მისი ქერა ხელიდანხელში გადადიოდა...
-სად მიდიხარ-ეოცა სანდეო ფეხზე წამოვატდა ნათია დაფრთხა
-ტუალეტში!შწიძლება?-გაღიზიანებული ტონით უთხრა და გავიდა დარბაზიდან, ნათია ქერას მიაჩერდა და როცა თვალიდან დაეკარგა გულმა გამალებით დაუწყო ცემა, ყველა ბოღმა და ზიზღი ერთად მოაწვა და თავადაც ადგა და გავიდა დარბაზიდან, ჩაიარა კიბეები და ქალების ტუალეტში შევიდა შემდეგ კი კაცებისაში შიხედა შორიდან, რომ დარწმუნდა იქ არ იყვნენ გარეთ გავიდა და თვალი მოავლო ეზოს, უცებ სიცილის ხმა მოესმა და იქით გასწია გაგიჟებულმა, ადგილზე გაქვაბდა როცა თვალი კიდა ერთმანეთს როგორ კოცნიდნენ, ახლა მიხვდა რას ნიანავს ნამდვილი დამცირება, რას ნიშნავს მიწასთან გასწორება და ინსტიქტურად გაუაზრებლად ტაში დაუკრა ცრემლებგადმოცვენილმა, ორივე დაფრთხა და ერთმანეთს გაშორდნენ, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ნათია მიუახლოვდა სახეალეწილ ქმარდა სახეში გაარტყა იმის ნაცვლად რომ ბოდიში მოეხადა თავადაც გაარტყა და მაჯებში ჩაავლო ხელი
-რამდენს ბედავ-დაუღრიალა და ხელი გაუშვა და კიდე დაარტა, ამ ყვირილზე ხალხი გავარდა გარეთ და ყველა ადგილზე გაშეშდა
-კარგია საყვარელთან გართობა? ბოდიში ხელი რომ შეგიშალეთ-ამოთქვა ზიზღით
-რა საყვარელი გიჟი ხარ-მიახალა სასმლისგან ტვინარეულმა სანდრომ
-მეზიღები გესმის? მეზიზღები! მთელი ჩემი არსებით! გული მერევა შენზე, ვნანობ ყოველ წუთს რაც შენს გვერდით გამიტარებია-უღრიალა ბოლო ხმაზე ნათიამ და კიდევ რომ ასწია სანდრომ ხელი დასარტყმელად, ქერამ ნიხას კიდა თვალი და სანდროს ხელი დაუჭირა -ყველაზე ზნედაცემული ხარ ხარ, სრული არარაობა, შენმა საყვარელმა დამიცვა-თან ეცინებოდა და თან ეტირებოდა-სანდრო რომ გაიქაჩა მისკენ კვლავ, გააკავეს კაცებმა,მან კი გინება დაიწყო, ნიცა მივარდა დედასთან მამაის შეხედა და ზიზღით უთხრა -ეს დღე არ დაივიწყო მამა, იმიტომ რომ დღეს შენ აქ მოკვდი ჩვენთვის-უთხრა უჩვეულო მშვიდი ტონით და დედას ჩაკიდა ხელი, ჩანთა ვიღაცამ მოურბენინა
-წაგიყვანთ-შესთავაზეს ნენეს მშობლებმა
-გმადლობთ-ნათიამ ცრემლები შეიმშრალა და ნიცას მაგრად მოუჭირა თითები ხელზე
-დროა დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყოთ დახედა შვილს და გაუღიმა ცრემლიანი თვალებით
-წავიდეთ-გაუღიმა ნიცამ დედას და იმედიანი თვალები შეანათა. ნათიამ ტაქსი გააჩერა და როცა ჩასხდნენ მისამართი უთხარა
-სოფელი ოკამი
-ოკამი?-შეიცხდა მძღოლმა
-დიახ
-გასაგებია-მძღოლმა გაზს მიაჭირა და ნათის გულიც ყოველ განვლილ მეტრზე გამალებით იწყებდა ცემას, რადგან მეტად შორდებოდა ძველ ცხოვრებას და მიდიოდა ახალი ცხოვრებისაკენ, რომელიც საკმაოდ რთული და საშნელი იქნებოდა მისი აზრით, რადგან მიდიოდა მამის სახლში რომელიც გულით ავადმყოფობდა, დახვდებოდა ბებია რომელიც ამ ქორწინების ორგანიზატორი იყო ფაქტიურად, ძმა და რძალი ბავავით რომელნიც არ აღთრთოვანდებოდნენ მისი სამუდამო სტუმრობით, ისევ ცრემლები მოეძალა შიშისგან
-ნუ ტირი დედიკო-ნიცა ჩაეხუტა-მე არ მეშინია იმიტომ რომ შენ მყავხარ-უთხრა ჩურჩულით და უარესად ეტკინა გული ნათიას
-მოვედით ახლა საით?-მძღოლის ხმამ გაკვეთა სიჩუმე და ნათის სული მოწამლა, მართლაც საით მიდიოდა? სად მიყავდა შვილი? რა მომავალს პირდებოდა? რის გაკეთებას შეძლებდა მისთვის? არსაით არსაით მიდიოდა მისი ცხოვრების გზა და მოწოლილ ცრემლებს უფლება მისცა გადმოდენილიყვნენ გაფერმკრთალებულ სახეზე



№1 სტუმარი სტუმარი ქეთო

ქართველი მამაკაცის სახეა ეს სანდრო. რა თქმა უნდა ყველას არ ვგულისხმობ. ნათიას არ ეპატიება ამდენი წელი რომ გაუძლო ამ დეგენერატ კაცს. აუ ბოლოს ცრემლები ვერ შევიკავე, იმდენად ემოციური იყო

 


№2 სტუმარი Ana

Auu dzaan momewona imedia male dadeb shwmdegs❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ლია

მეტირება,ბევრი ქართველი ქალია დაჩაგრული დედამთილის და მოგულავე ქმრის ხელში.ტიპიური ცხოველია სანდრო.

 


№4  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ქეთო
ქართველი მამაკაცის სახეა ეს სანდრო. რა თქმა უნდა ყველას არ ვგულისხმობ. ნათიას არ ეპატიება ამდენი წელი რომ გაუძლო ამ დეგენერატ კაცს. აუ ბოლოს ცრემლები ვერ შევიკავე, იმდენად ემოციური იყო

ნამდვილად ზოგადი სახეა სანდრო განებივრებული დედიკოს ბიჭების, ნათია კი იმ ქალების ვისაც წასასვლელი არსად აქ და ამისგამო უწევს იატანოს ყველას გამოხტომა და უხეშობა

Ana
Auu dzaan momewona imedia male dadeb shwmdegs❤

მოხარია ძალიან რომ მოგეწონათ

სტუმარი ლია
მეტირება,ბევრი ქართველი ქალია დაჩაგრული დედამთილის და მოგულავე ქმრის ხელში.ტიპიური ცხოველია სანდრო.

ზუსტად ასეა, მაგრამ თუ თავად ქალი არ გადაგავს ნაბიჯს და არ იბრძოლებს მუდამ ასე იქნება

ნათიას ცხოვრების გზა საკმაოდ რთული იქნება მაგრამ ის არ შეწყვეტს უსამართლობასთან ბრძოლას ყველფრისდა მიუხედავად

 


№5 სტუმარი ანუ

იმედია კარგი დასასრული ექნება

 


№6  offline წევრი მი რა

ნათია ბევრი ქალის რეალური სახეა სამწუხაროდ

 


№7  offline მოდერი ნეაკო

ანუ
იმედია კარგი დასასრული ექნება

დასარული ჯერ არ მაქ გადაწყვეტილი ზუსტად მაგრამ ტრაგიკული არ იქნება ნამდვილად

მი რა
ნათია ბევრი ქალის რეალური სახეა სამწუხაროდ

სამწუხაროდ ასეა და ბევრი რამის გადატანაც მოუწევს იმიტომ რომ განათხოვარი და შვილიანია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent