შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ გაიმარჯვებ! (თავი მეშვიდე)


19-07-2020, 12:50
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 275

ჯეისონის pov:
ყურებში ხალხის ტაში და ყვირილი მესმოდა, ყველა გვილოცავდა და გვაქებდა , ბოლოს და ბოლოს ჩვენ გავიმარჯვეთ!
-გილოცავ ,გილოცავ!
მითხრა ჯონიმ და გადამეხვიაა,შემდეგ კი ხელი მიშვა და ყველას გადახედა. -აბააა არ ავღნიშნოთ?
-კი ,ჩვენთან შევკრიბოთ ხალხი ...თავისუფალი დასწრება იქნება,ყველა ვინც მოვა დაშვებულია !
ვთქვი ღიმილით მე ,რახეც ყველამ ყვირილი დაიწყო ბედნიერებისგან.
-გაიგეთ?! დღეს ყველას ჯეისონის სახლში გელოდებით!
ვთქვი ეს თუ არა და წამოიყვირა უეცრად ჯონიმ ,ამის გაგონებაზე ხალხმა 100-ჯერ ხმამაღლა დაიწყო ყვირილი!
ისე რომ მეგონა დავყრუვდებოდი ,ამიტომ შიგნით შესვლა გადავწყვიტე..შიგნით რომ შევედი ლილი დამხვდა იქ.
-ვიცოდი გაიმარჯვებდიიი,გილოცავ ბაჭია!
მითხრა და ძლიერ ჩამეხუტა.
მე ამაზე არაფერი ვუთხარი და უბრალოდ იქით გავიწიე, ამაზე მან
გაკვირვებულმა გამომხედა,რაზეც აღარ მოვიცადე და პირდაპირ იმ საქმეზე გადავედი,რომელიც მაინტერესებდა.
-შენ გაკეთე ეს?
ვიკითხე მკაცრად,რაზეც ლილიმ
გაკვირვებულმა ამომხედა.
-რას გულისხმობ?
-ლეონარდოს შენ დავალე ემილიზე ეძალადა ? მითხარი ლილი და არ მომატყუო...კარგად იცი როგორ ვერ ვიტან ასეთ რააღაცებს.
შენგან სიმართლე მჭირდება.
ვთქვი და სერიოზული გამოხედვით შევხედე ლილის.
-რააა??არაა ,რა სისულელეა ,რას მეკითხები ჯეოსონ??! შენს თვალში ასეთი ურჩხული ვარ??!
მე არაფერ შუაში ვარ,გეფიცები!
მიპასუხა მან აცრემლილი თვალებით,მაგრამ მაინც არ მჯეროდა ბოლომდე,მაგრამ იმის შემდეგ რაც
დაახლოებით  ნახევარი საათი მაინც მარწმუნებდა რომ არაფერ შუაში არ იყო,დავუჯერე.
თან აღარ მინდოდა ზედმეტი პრობლემები ვინმესთან ,იმ გოგოს გამო.
-კარგი ,უნდა წავიდე ...დღეს წვეულებაზე გნახავ.
მითხრა მან და ლოყაზე მაკოცა ,მეც ცივად დავემშვიდობე ,შემდეგ კი ბიჭებისკენ წავედი .

ემილის pov:
-არა ,მოკლეა ძაან! უკვე მერამდენედ დამიწუნა ნიცამ ტანისამოსი,რაზეც უკვე მობეზრებული სახით შევხედე.
-აუ ნიცა ,აბა რა ჩავიცვა ?
რა ბებიაჩემივით მიწუნებ ყველაფერს?
ვთქვი მე და ისევ გამოსაცვლელად შევბრუნდი ,ამაზე ნიცამ სიცილით მიპასუხა.
-ბებიაშენსაც ჩემსავით კარგი გემოვნება აქვს ანუ!
ეს რომ თქვა მეც გამეცინა და შემდეგ ერთ-ერთი იქვე დადებული ზედა ვესროლე.
დაახლოებით 1 საათი ვემზადებოდი ,ბოლოს კი შესაფერისი ჩასაცმელი ძლივს ავარჩიეთ.


ორივე  მზად ვიყავით და უკვე ტაქს ველოდებოდით, უცბად მანქანამ რომ ჩაგვიქროლა ,თან გვიშტვენდნენ.
-ეეე ,არ გაჩუმდებით???
დაიწყო ყვირილი ნიცამ,რაზეც მეც გაღიზიანებულმა გადავულაპარაკე. -კაი შეეშვი,აშკარად ვერ აზროვნებენ.
ამას ვიძახდი, უცბად იგივე მანქანამ რომ მოგვიჩერა გვერძე!
იქიდან კი ჩემა სკოლელმა გადმოყო თავი, ჯონიმ ...იდიოტი ბიჭია და ასევე ჯეისონთამ მეგობრობს,როგორც სხვა ყველა დანარჩენი ხეპრე!
საჭსთან  ჯეისონიც მალევე შევამჩნიე, უკან კი რამდენიმე ბიჭი კიდე.
-გინდა გაგაყოლოთ? სად მიდიხართ?
იკითხა ჯონიმ და სათვალე ჩამოიწია თვალებიდან..ანუ გაიმარიაჟა.
-არ მინდა იყოს, ხეპრებს არ ვუჯდები მანქანაში.
თქვა ნიცამ უხეშად და ცივი მზერა მიაპყრო .
-უყურე ამას, ენა როგორ დაუგრძელებია..მაინც ჩემი გახდები იცი და რატომ წელავ ?
თქვა ჯონიმ მაცდურად და სიგნალზეც შევხტი უეცრად!
შემდეგი რაც დავინახე ის იყო ,თუ როგორ გამოუგზავნა კოცნა ნიცას,ამაზე კი იქ მჯდომმა ყველა ბიჭმა სიცილი დაიწყო !
შემდეგ კი უდიდესი სისწრაფით გაქრნენ იქიდან ,ისე რომ იქაურობა სულ ამტვერეს!
-უნახავი .
თქვა ნიცამ გაბრაზებული სახით,რაზეც სიცილით გადავულაპარაკე.
-მგონი მოსწონხარ.
ამაზე ნიცამ შეურაცხყოფილი სახით გამომხეფა.
-მაგას ვიცი რაც უნდა და მოსწონს და დახვიოს რა!!
მიპასუხა და ტაქსი გააჩერა ,შემდეგ კი ჩავსხესით და ჯეისონის სახლისკენ წავედით,რომელშიც არასდროს არ ვყოფილვარ..ეს პირველია ჩემთვის.

ჯეისონის pov:
-დღეს მაგრად უნდა დავთვრეთ რა !
თქვა ჯონიმ და ხელ გადახვეული სასმელების მაგიდისკენ წამიყვანა ,შემდეგ კი ერთი ბოთლი გახსნა და პირდაპირ მოიყუდა!
-ვუუუუუ!! მიდიიი!
დავიწყე ამაზე მე ყვირილი ,რაშიც სხვებიც ამყვნენ ,შედეგაფ კი
ისე მოხდა ,რომ ჯონიმ სულ ჩამოცალა ბოთლი!
-აბა ახლა  შენი დროა პრინცო!
თქვა ჯონიმ და ბოთლი მომაწოდა ,მეც გამოვართვი და რა თქმა უნდა ბოლომდე  ჩამოვცალე !
ასე გავიმეორეთ რამდენჯერმე და სააბოლოდ იმდენი დავლიეთ ,რომ დაახლოვებით ნახევარ საათში მთვრალები ვიყავით !
-ჯეი ხო იცი როგორ მიყვარხარ, გთხივ წამოდი ვიცეკვოთ!
მითხრა ასევე მთვრალმა ლილიმ და საცეკვაოდ გამიყვანა.
ცეკვა რომ დავიწყეთ,ისეთი მთვრალები ვიყავით, ვერც ვგრძნობდით ჩვენს გარშემო დრო რა სწრაფად გადიოდა.

ემილის pov:
ოთახში რომ ფეხი შევდგით მთელი სახლი ხალხით იყო სავსე და არამარტო სახლი ,ეზოც!!
ეზოში საერთოდ ალიაქოთი იყო ,ყველა მთვრალი იყო მგონი
და აუზთან გიჟებივით ცეკვავდნენ!
-სადაა ჯეისონი, ხედავ?
ძლივს გამაგებინა ნიცამ ყვირილით.
-არ ვიციი ,გარეთ ვნახავ!
ყვირილით ვუპასუხე მეც და ეზოში გავედი .
ჯეისონი ვერსად ვნახე ,მაგრამ სამაგიეროთ ლილი დავინახე ,იქ იდგა და მომღიმარი სვავდა სასმელს,იმის შემდეგ რაც გამიკეთა,უდარდელად ერთობოდა!
მეც აღარ დამიკარგავს ზედმეტი დრო ,პირდაპირ მივარდი!
ასეთი გაბედული და აგრესიული არასოდეს არ  ვყოფილვარ, უბრალოდ,რაც მან გაკეთაა უპატიებელია!
-ალბათ კმაყოფილი ხარ!
პირდაპირ ამ სიტყვებით დავადექი თავზე და პატარაზე ხელი ვკარი,რამაც აშკარად გააკვირვა.
-შენ აქ რა გინდა საცოდავო??
მკითხა მან ყვირილით და ასევე ხელი მკრა!
-რა მინდა  მეკითხები?
რა იყო გეგონა სახლში დავჯდებოდი და არაფერს მოვიმოქმედებდი?
ამაზე ლისამ გაიცინა.
-და რას მოიმოქმედებ?
ფეხებს ვერ მომჭამ!!
-შენნნ!!!შენ ხარ გარეული ყველაფერში...ამას ყველას ვეტყვი!
ვეტყვი თუ რამდენად ამაზრზენი არსება ხარ,ცხოველის წოდებასაც ვერ შევძლებ შენთვის,არამც თუ ადამიანის!
ცოტა ხმას ავუწიე მე ,რადგან უკვე ბრაზისგან ის სურვილი მიჩნდებოდა ,რომ აუზში დამეხრჩო ,აქვე და ახლავე!
ყველას თვალწინ.
-და მერე ვინ დაგიჯერებს ?
იკითხა სიცილით მან ,რამაც საერთოდ წყობიდან გამომიყვანა!
-ჯეისონს ვეტყვი..დამიჯერებენ!
ვთქვი მე და მისკენ გავიწიე ,როცა უცბად ჯეისონი მოვიდა და მისი კითხვაც მომესმა.
-აქ რა ხდება? იკითხა მან და ორივეს გამოგვხედა,რაზეც უეცრად ბოროტი გამოხედვა სრულიად ეცვალა ლილის.
-ჯეი ეს ალქაჯი მომვარდა და ჩხუბი დამიწყო,მაბრალებს რომ ჩემი გაკეთებულია ის ,რაზეც გუშინ გელაპარაკე!
ახსნასაც კი არ მაცდის და ხელითაც შემეხო!
თავი მოაჩვენა მსხვერპლად და რა თქმა უნდა მანაც დაუჯერა და როგორც ყველაზე დიდ მსხვერპლს მოეხვია..თან წარბ შეუხრელად მიყურებდა და აშკარად ბრაზობდა ჩემზე..მაგრამ მე რა შუაში ვარ?
-ლილი არაფერ შუაშია არა და თავი დაანებე გაიგე? გაფრთხილებ და მეორედ აღარ გავიმეორებ.
მითხრა სახიფათო ტონით,ამაზე კი საშინლად გავცოფდი!!
-ტყუისს!! ვერ ხვდები რომ იტყუება?!!
შენც გატყუებს და ზურგს უკან ისეთ საშინელებებს აკეთებს ,რომ არც გაქვს წარმოდგენა!! ბრმაა ხარ ჯონ ჯეისონ?" ამოვანთხიე  მე ყველაფერი,რაზეც იქ მყოფი ყველას ყურადღება მივიქციე!
-ზედმეტი ხომარ მოგდის?!!
ყვირილით მკითხა ჯეისონმა და  შემდეგ ,ისე რომ არც მოველოდი ხელი უხეშად მომკიდა და თავისკენ სახიფათოდ ახლოს მიმწია!
ისეთი ახლოს იყო ,რომ სასმლის სუნი ვიგრძენი და მივხვდი მთვრალი იყო .
-მთვრალი ხარ ,რას დამიშავებ?
შენი არ მეშინია...მე უფრო იმ უსამართლობის მეშინია,რომელ-" დავიწყე მე ყვირილი,რაზეც მწარედ შევცდი ,რადგან ბოლომდე არც დამასრულებინა და  უეცრად ხელში ამიყვანა და პირდაპირ აუზში მომისროლა !

ამაზე ყველამ სიცილი დაიწყო და თან ჩემსკენ ხელს იშვერდნენ !
ესეც სანახაობა.
-მოტვინე ვის ელაპარაკები და რას ..ბოლოჯერ გაფრთხილებ იცოდე,რადგან მეტჯერ აღარ ვაპირებ შენს დანდობას!
თქვა ჯეისონმა და იქაურობა გაბრაზებულმა დატოვა!
ცოტახანში ნიცა მოვიდა ჩემთან და
აუზიდან ამოსვლაში დამეხმარა.
-რა სულ ერთი და იგივე სიტუაციაში მხვდები..დაგტოვებ მშრალს ,მოვიხედავ ან სველი ხარ ,ან ნაცემი ან რა ვიცი მე.
ხუმრობით მითხრა, რომ ცოტა გავემხიარულებინე,მაგრამ ვაი რომ არ გამოუვიდა.
-არ დამიჯერა ...არ სჯერა, რომ ეს ლილი იყო.
ვთქვი მე გულ გატეხილმა და სველი ჩანთა მოვიკიდე.
-უფფფ, არ სჯერა და ნუ სჯერა, არ ინერვიულო მაგაზე ,ყველა თავისას მიღებს ერთ დღეს!
მითხრა ნიცამ მოწყენილი სახით და ხელი ჩამკიდა.
მეც ამაზე გავუღიმე,შემდეგ კი ორივე გავუყევით ფეხით გზას ჩვენი სახლისკენ.
არ ვიცი რა გავაკეთო..ვიცი არ უნდა ვიყო უკმაყოფილო მისი საქციელით.
ბოლოს და ბოლოს ის ხომ ჯეისონია, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა, რომ არ დამიჯერა!
არაუშავრს ,პირობას ვდებ მაინც ვამხელ იმ გოგოს და ყველას თვალს ავუხელ ,ვისაც გონია რომ ანგელოზია!
ყველას დავანახებ ვინც არის სინამდვილეში !

ამ ყველაფრის შემდეგ როგორც კი სახლში მოვედი ,დავწექი და დავიძინე .
უბრალოდ ეს ბოლო რამდენიმე დღე ჩემთვის ძაალიან რთული იყო და როგორც ჩანს გადავიღალე!
დილით ალბათ კარგახანს არ გავიღვიძებდი ,წელის და საერთოდ ყველაფრის ტკივილს ,რომ არ გავეღვიძებინე...როგორც ჩანს გავცივდი.
-ააააა..რა ძაალიან მტკივა!ამოვიხვნეშე მე ტკივილით და გვერდით გადატრიალება ვცადე,ამ ჩემს ხვნეშაზე ნიცა შემოვარდა ოთახში .
-რა ხდებაა?!!? მის ამ რეაქციაზე გამეცინა.
-რავი ისეთი არაფერი, უბრალოდ ყველაფერი მტკივა.
ვთქვი მე ტკივილით და თან სიცილი მივანატე.
-გტკივა ხო?
მკითხა მოწყენილი სახით ნიცამ ,რაზეც საწყალი სახით დავუქნიე თავი.
-ხოდა ღირსი ხარ!! მეტის ღირსი ხარ!
მიპასუხა მან გაბრაზებულმა და დედაჩემივით დამიწყო ჩხუბი.
-ხომ გითხარი არ წახვიდეთქო ,ვინ მისმენდა?
ესეც ასე..დილის ლექციები დაქალისგან.
-კარგი ხო ,კარგი ..ვცდებოდი ,დამნაშავე ვარ.
გადავატრიალე მე თვალები .
-რა იყო ,კიდე წახვალ სკოლაში?
მოგკლან ბარემ, წადი!!
რა დარჩა,ფილტვები კი დაგისკდება მალე.
-აუუ ნიცა ,დამინდე ..უნდა მომიარო და გამომაკეთო.
საწყალი თვალებით ავხედე ,პატარა ბავშვივით.
-რა თქმა უნდა მოგივლი..რამენაირად წამოდექი და მე ჩაის გაგიკეთებ და კიდე სიცხე გაიზომე ,კარადაში დევს თერმომეტრი.
მომაყარა უცბად ნიცამ ყველაფერი და ოთახიდან გავიდა.

-სიცხეეე მაქვს! გავძახე ცოტახანში ნიცას,სიცხის  გავიზომვას რომ მოვრჩი.
-ოხ ,გილოცავ..თქვენ მოიგეთ ბევრი მწარე წამალი.
მითხრა ნიცამ და ჩაი მომაწოდა. -მაგას რომ დალევ, ეს წამლებიც მიაყოლე.
მითხრა და ისევ გავიდა.
-მოვალ მალე ,მაღაზიაში ჩავირბენ..იცოდე არ ადგე!
მომაძახა გასვლისას, ამაზე მე თავი დავუქნიე და ჩაის დალევა დავიწყე.

ნიცას pov:
გამწარებული გზაში ვფიქრობდი ყველაფერზე რაც უნდა მეყიდა, რომ არაფერი არ დამვიწყებოდა.
სანამ მაღაზიაში შევიდოდი მანქანით იქვე მდგარი ჯეისონი და ბიჭები დავინახე ,,აბირჟავებდნენ,,
მინდოდა უბრალოდ ჩამევლო ,მაგრამ ვეღარ მოვითმინე და ჯეისონს ერთი ორი სიტყვა ვუთხარი გავლისას.
-იცი ,ემილი რომ ცუდადა შენი დამსახურებით?
უცბად დავუწყე არსაიდან ყვირილი,რაზეც ცინიკურად ღიმილით მიპასუხა.
-მეტყობა რამე ,რომ მანაღვლებს ეგ?
იკითხა და ლუდის ბოთლი მოიყუდა ,რომელიც ხელში ეჭირა.
-არაკაცები ხართ ყველა.
ვთქვი მე გაბრაზებულმა და იქაურობას გავშორდი!
შემდეგ კი პროდუქტების ყიდვა დავიწყე ,რომ მალე დავბრუნებულიყავი სახლში  და აი უკვე გამყიდველთან ვიდექი და პროდუქტებს მიტარებდა, წინ ვიღაცამ პრეზერვატივები რომ დამიდო!
-ესეც აიღე. თქვა უცნობმა სიცილით, მე კი მას მკვლელი მზერით ავხედე  და იქ ჯეისონი დამხვდა ..მთელი ხალხის წინაშე შემარცხვინა და დამამცირა ამ საქციელით!
-შენ გაგიჟდი??  თავხედო!!
ვუთხარი მე და პრეზერვატივი უხეშად ისევ ხელებში შევაჩეჩე.
-არაა ,უბრალოდ შენს დაქალზე ვზრუნავ..ლეონარდოს თვითონ ჩაუგორდა თურმე ლოგინში ,მე კი რა ვიფიქრე ,მისი დახმარებაც კი ვცადე.
მიუტანე ეს ,გამოიყენოს შემდეგში!
მითხრა სიცილით და ისევ პრეზერვატივი მომიგდო,რაზეც უკვე პირ ღია ვუყურებდი.
-მე გადავიხდი.
ესღა თქვა და ფული მიუგდო გამყიდველ ქალს და ბიჭებთან ერთად დატოვა იქაურობა .
შოკში ვიყავი ...რაზე ლაპარაკობს ჯეისონი?
ან იმ ლეონარდომ საიდან რა მოთხარა ?
ემილის რამე პრობლემა არ შეუქმნას ისევ ვინმემ ...ამას ვეღარ გადაიტანს.
ვფიქრობდი და მთელი სისწრაფით მივრბოდი სახლში.

ჯეისონის pov:
სკოლაში დღეს როგორც კი მივედი ლეონარდოს მოძებნა დავიწყე ,რადგან ყველაფრის მიუხედავად ,მინდოდა გამეგო რა მოხდა სინამდვილედი და ეს რატომ გაკეთა!
-ჰეეი შენ, მოდი აქ!
დავუძახე ლეონარდოს მშვიდად ,რაზეც ცოტა შიშით
ნელ-ნელა ჩემსკენ წამოვიდა.
-გისმენ ... ახსენი გუშინ რაც გაკეთე.
ვუთხარი მე და მის პასუხს დაველოდე.
-მე მასთან ერთად უკვე ერთხელ ვიყავი და ეს პირველი შემთხვევა არაა..მე არაფერი დამიძალებია მისთვის ,იმიტომ მაჩერებდა, რომ პრეზერვატივი არ გვქონდა თან,მაგრამ მე აღელვებული ვიყავი და ვეღარ გავჩერდი,ამიტომ დაიწყო ყვირილი...გეფიცები უკვე გვქონია ურთიერთობა. გგონია ასეთ რაღაცას ვიკადრებდი?
მითხრა სერიოზული სახით ლეონარდომ,თანაც საკმაოდ დამაჯერებლად ...მე კი დავფიქრდი და რაღაცაში მართალია!
ასეთი საშინელი ბრალი სერიოზულ მიზეზებს მოითხოვს ,რომელიც არ გაამაჩნია...ამდენ გოგოს შორის ლეონარდო,მაინც და მაინც ემილის რატომ დააძალებდა რამეს?
-კარგი .
ვუთხარი სააბოლოდ და კლასისკენ დაბნეული წავედი .
თან ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, რატო მეგონა რომ მსხვერპლი იყო ემილი ამ დროის მანძილზე?



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Imedia male gairkveva simartle da jeisoni lilis tavis adgilze mosvavs, cota nervebi meshleba ukve yvelaferi ukugma ro utrialdeba emilis, saintereso iqneba emilis da jeisonis wyvili :-) ????

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

კარგით რა ხალხო რატო უჯერებს ამ იდიოტს იმედია სიმართლე გაირკვევა და ბოდიშსაც მოიხდის !!

 


№3  offline წევრი Butterfly122334455

სტუმარი Mariamimari
Imedia male gairkveva simartle da jeisoni lilis tavis adgilze mosvavs, cota nervebi meshleba ukve yvelaferi ukugma ro utrialdeba emilis, saintereso iqneba emilis da jeisonis wyvili :-) ????

ყველაფერი კარგად იქნება ,მათ წყვილსაც იხილავ ^^❤️❤️❤️❤️

《Sunshine》
კარგით რა ხალხო რატო უჯერებს ამ იდიოტს იმედია სიმართლე გაირკვევა და ბოდიშსაც მოიხდის !!

ეჰ უსამართლობაა,მაგრამ არაუშავრს..ყველაფერი გაირკვევა :(❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent