შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ გაიმარჯვებ! (თავი მერვე)


20-07-2020, 01:29
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 410

-გეფიცები უკვე გვქონია ურთიერთობა. გგონია ასეთ რაღაცას ვიკადრებდი?
მითხრა სერიოზული სახით ლეონარდომ,თანაც საკმაოდ დამაჯერებლად ...მე კი დავფიქრდი და რაღაცაში მართალია!
ასეთი საშინელი ბრალი სერიოზულ მიზეზებს მოითხოვს ,რომელიც არ გაამაჩნია.
-კარგი .
ვუთხარი სააბოლოდ და კლასისკენ დაბნეული წავედი .
თან ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, რატო მეგონა რომ მსხვერპლი იყო ემილი ამ დროის მანძილზე?
როგორც ჩანს სათანადოდ ვერ შევაფასე.
-აუუ ბიჭო პახმელიაზე ვარ !
მითხრა ჯონიმ და მხარზე დამეყრდნო.
-მეცც..წამოდი რამე დავითრიოთ ,რაც გვესიამოვნება .
-წამო! მითხრა ჯონიმ და ყველანი ერთად სუპერმარკეტში წავედით .

ემილის pov:
ვიწექი და ჩემს საყვარელ წიგნს ვკითხულობდი.
სხვა რა მეკეთებინა არ ვიცოდი,მაგრამ უცბად ნიცას ხმა რომ შემომესმა ,საქმეს მოვწყდი.
-ემილი!! გამწარებული შემოვარდა,თან ისეთი სახე ჰქონდა ,რომ უკვე მივხვდი კარგი ამბავი არ იქნებოდა..ამჯერად რა ხდება?
-რა ხდება  ნიცა,მშვიდობაა?
ვიკითხე მე ანერვიულებულმა.
-ჯეისონი შემხვდა და იცი რა ამბავიაა?? თურმე დგას ის არაკაცი ლეონარდო და ყველას ეუბნება თითქოს მასთან იწექი და არანაირი ძალა არ გამოუყენებია!
ამის გაგონებაზე სულ გავფითრდი და მგონი სიცხემ უფრო ამიწია!!
დაუჯერეს?!! ყველას მას დაუჯერა??
- ამ საქმეს უნდა მივხედო,თანაც რაც შეიძლება სწრაფად!" წამოდგომა დავიწყე, მაგრამ ნიცამ გამაჩერა.
-არ ადგე ..მოიცადე რამდენიმე დღე და ყველაფერს მერე მივხედოთ, გთხოვ!
მე ამზე თავი გავაქნიე,რადგან ერთი წამითაც ვერ მოვისვენებდი ასე უმოქმედოდ,როდესაც ვიცი ჩემს შესახებ რა ჭორები ითხზება სკოლაში!
-ემილი ,გთხოვ!
გამიმეორა ნიცამ ,რაზეც მაინც დავნებდი.
-კარგი ,სულ 2 დღე და როგორც კი გამოვკეთდები.. წავიდეთ და საქმეს მივხედოთ.
ამაზე ნიცამ თავი დამიქნია და შემდეგ კი გვერდით ჩამომიჯდა და ყველაფრის დაწვრილებით მოყოლა დაიწყო .

აი უკვე მესამე დღე დაიწყო რაც სახლში ვარ ,უბრალოდ ვწევარ და წამლებით ვიჭყიპები, მაგრამ სიცხე მაინც არ მიწევს .
ისეთი რა გავცივდი ?
ერთი სული მაქვს სკოლაში წავიდე და ყველაფერი გავარკვიო ,მეტის მოცდა აუტანელი იყო ,ამიტომ მომიწია ნიცა მომეტყუებინა თითქოს სიცხე აღარ მქონდა ,რომ სკოლაში გავეშვი !
ფეხზე რომ წამოვდექი თავბრუ დამეხვა და ცოტა ბარბაციც დავიწყე ,მაგრამ ვეცადე თავი გამემაგრებინა, რომ ნიცას არ შევემჩნიე..მოკლედ ძლივს ვავემზადე და სკოლაში წავედი.
სკოლაში ,რომ შევედი ისევ იგივე სიტუაცია დამხვდა... ყველა რაღაცებს ჩურჩულებდა და მაშტერდებოდნენ!
მე არაფერი შევიმჩნიე და უბრალოდ ლეონარდოს ძებნა დავიწყე ,უეცრად დირექტორს რომ შევეჩეხე.
-ოოო..ემილი ,როგორ ხარ?
გამიღიმა მან,რაზეც მოუთმენლად ვუპასუხე.
-მშვენივრად ბატონო დირექტორო ,მადლობთ.
გადასარევად ვარ!!
გავიფიქრე მე და ვცადე წავსულიყავი,ამის დრო არ მაქვს!
-მოიცა ემილი..გამაჩერა დირექტორმა,რაზეც ძალით ღიმილით მივუბრუნდი .
-დღეს იქნება პირველი რეპეტიცია
3 საათზე და არ დააგვიანო კარგი?ღმერთო ჩემო ..ეს სულ დამავიწყდა!
ჯანდაბა ,ჯანდაბა ..იმ ყველაფრის მიუხედავად ,რომ ვენებში სისხლი გამეყინა,უბრალოდ ისევ ძალით გავიღიმე ,თავი დავუქნიე და სასწრაფოთ საძებნელად გზა გავაგრძელე .
ცოტახანში კი ის ურჩხულიც დავინახე!
გეფიცებით,მის დანახვაზეც კი ზიზღისგან ავკანკალდი.
-არაკაცო! დავუძახე შორიდან ,მან კი ღიმილით გამომხედა ,ვითომც არაფერი.
-ოოო..ჩემო ტკბილო ,რამე ხდება?
მკითხა და ჩემსკენ წამოვიდა,მის ამ საქციელზე ყველამ სიცილი დაიწყო, მე კი როგორც კი შანსი მომეცა მთელი ძალით სახეში გავარტყი ლეონარდოს!
-რაა ჭორებს ავრცელებ ??
შენ გგონია ასე უბრალოდ მოგცემ უფლებას რომ სახელი გამიფუჭო?!
ყველაფერზე მოგეთხივება,დაიმახსოვრე ჩემმი სიტყვები!
დავუწყე ყვირილი,მაგრამ მან მაინც ღიმილით გამომხედა.
-რა ჭორებზე ლაპარაკობ ბაჭია?
ეს სიმართლეა,კარგად გავერთეთ არ მეთანხმები?
თქვა მან მომღიმარმა,რაზეც მეტად იმატა ჩემში ბრაზმა..როგორ შეიძლება ადამიანი გერქვას და ასეთი იყო?
-ნუ იტყუებიი!! დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს და განანებ იცოდეე,გეფიცები განანებ,ძლიერ განანებ!
ვთქვი მე და ისევ მისკენ გავიწიე, მაგრამ ამ ჯერად გამაჩერა.
-რას იზავ სულელო?
-დაგანახებ რასაც,ლაჩარო არაკაცო!
ვთქვი მე და ხელები უხეშად გავაწევინე ,შემდეგ კი იქაურობას სასწრაფოთ გავეცალე.
თან თვალებზე ცრემლები მაწვებოდა და მთელი ძალით გავრბოდი !
უეცრად ვიღაცას რომ შევეჯახე,
ზემოთ ავიხედე და იქ ჯეისონი დამხვდა ,პირდაპირ თვალებში მიყურებდა.
-გამეცალე! ვუთხარი მე უხეშად და ხელით იქით გავწიე ...შემდეგ კი სკოლის შენობა დავტოვე !
აქ 1 წუთითაც აღარ მინდოდა გაჩერება .

სახლში ვიყავი და ხმას არ ვიღებდი .
უბრალოდ ვიყურებოდი
ჰაერში ,სულ მთლიანად გამოთიშული სამყაროდან,უცბად ტელეფონის ზარმა რომ გამომაფხიზლა.
---------------
დირექტორი:სად ხარ ემილი ?
3 საათია უკვე!
ემილი:ბოდიში ბატონო დირექტორო,სულ დამავიწყდა!
ახლავე წამოვალ.
დირექტორი:კარგი ,იჩქარე!
ყველა შენ გელოდება.
----------------
-ჯანდაბაა ,სულ დამავიწყდა ეს ჯოჯოხეთური წარმოდგენა!
ვთქვი მე გაბრაზებულმა და ძლივს ავდექი ფეხზე .
საშინლად არ მინდოდა და თან მეზარებოდა ,მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ იყო .

ჯეისონის pov:
რამდენიმე მოსწავლე უბრალოდ ვიჯექით და ემილის ველოდებოდით .
უკვე 4-ის 15 წუთი იყოო ,მაგრამ ის სულელი არ ჩანდა!
არც მე მოვიდოდი ,მაგრამ მამაჩემსაც გაუგია ამ წარმოდგენაზე და დიდი სიხარულით დამირეკა შენს წარმოდგენას მეც დავესწრებიო!
სხვა გზა არ მაქვს ,ხომ უნდა მოვემზადო ?
-ბოდიშიი, დიდი ბოდიში!
გავიგონე უცბად ემილის ხმა..როგორც იქნა ეღირსა მოსვლა!
-არაუშავრს..აიღე ,ეს შენი ტექსტია.
ემილიმ ტქსტი აიღო და უცბად გადაიკითხა.
-კარგით, აბა ყველა ადექით !
ვცადოთ რა გამოგივათ.
თქვა მასწავლებელმა ,რაზეც  ზარმაცულად ავდექი ფეხზე და ნელა სცენაზე ჩემი ადგილი დავიკავე.
-აბა დაიწყეთ! დაიყვირა
მასწავლებელმა და აი დაიწყო უხერხულობის 10 წუთი !
ყოველ სიტყვას ემილი ზიზღით კითხულობდა ,რადგან ეს ჩვენს ვითომ სიყვარულს შეხებოდა!
მეც სრულიან უემოციოდ უბრალოდ ლექსივით ვკითხულობდი ყველაფერს,
უეცრად მასწავლებელმა რომ გაგვაჩერა!
-აბა გეყოთ..ეს რა ჯანდაბა? სიტყვა შემიყვადას ,რომელი სულელი რომეო იძახის ასე უემოციოდ ??
ეს რომ იკითხა თან გაბრაზებული მზერა მომაპყრო.
-ვცდილობ. ამოვილუღლუღე მე უემოციოდ.
-არა ,არ ცდილობ და ახლა უკვე ვიცი როგორც მოგიდგეთ!
თქვა მასწავლებელმა და დიდი ჯოხი აიღო ხელში ,ამაზე ცოტა შევშინდით!
-აბა კიდევ ერთხელ სცადეთ! იყვირა მასწავლბელმა და წინ ჩამოგვიდგა.
-მე იგი შემიყვარდა. მივაყარე სიტყვები უცბად ,ისე რომ არანაირი ემოცია არ დავაყოლე რა თქმა უნდა.
-არააააა, არასწორია! შემახტუნა მასწავლებლის ყვირილმა და ჯოხის იატაკზე ძლიერმა დარტყმამ!
-ხომარ გინდათ აქ მთელი დღე დაგტოვოთ? იკითხა მკაცრად მასწავლბელმა,ამაზე ჩვენ თავი გავაქნიეთ.
-ხოდაა უკეთესად ცოტა! იყვირა ისევ და ჯოხი კიდევ ერთხელ დაარტყა იატაკს,რაზეც შევატყე ემილი შეხტა. -აბა წავიდა.
დაამატა ცოტახანში და ჩვენც დავიწყეთ.
-მგონი შემიყვარდი.
ვუთხარი ემილის მე და თვალი გავუსწორე...ემილი ამაზე გაწითლდა?
რა მოუვიდა?
არაფერს არ იძახდა.
-თქვი მეც.
ჩურჩულით ვუთხარი მე ,რაზეც მეტად აწითლდა.
-მე..მე..მეც..ვერ იძახდა ბოლომდე და უბრალოდ იგივეს იმეორებდა.
-ვაიმე ,ამოღერღე!! ამომივიდა ყელში და ფურცლები ძირს დავყარე ყვირილით!
-მეზიზღები და ეს როგორ გითხრა?
დამიწყო ყვირილი ემილიმაც და ფურცლები პირდაპირ ზედ მომაყარა.
-მე ხო ვგიჟდები შენზე რააა!!
ვუპასუხე მეც და აი  დავიწყეთ დაუსრულებელი ჩხუბი..მასწავლებელი ხან ერთს გვიყურებდა ,ხან მეორეს!
-მორჩით ,მორჩით!
მანამ ორივე არ გაგვაჩერა გაღიზიანებულმა.
-არ მაინტერესებს თქვენს შორის რა მოხდა და რა დაუშავეთ ერთმანეთს, მაგრამ ახლა ყველაფერი უნდა დაივიწყოთ, გაიგეთ?
მკაცრად გვითხრა ორივეს,რაზეც თვალები გადავატრიალე.
-მეზიზღება ,ეს შეუძლებელიაა ...არა ,ვერ შევძლებ ამ როლის შესრულებას!
წამოიყვირა ემილიმ გაბრაზებული სახით.
-არ მაინტერესებს შენ რას ფიქრობ !გძულვარ ?? ნუ მაცინებ სულელო გოგო,სიძულვილი შენი სახით ვისწავლე!
ვუყვირე მეც და გაღიზიანებულმა გადავაჯვარედინე ხელები,რაზეც კიდევ აპირებდა ემილი რაღაცის თქმას ,მასწავლებელმა რომ გააჩერა.
-გეყოფათ ,მორჩა!!! მორჩა! თქვა და გაბრაზებულმა შემოგვხედა ორივეს.
"ჯეისონ,ემილი...მორჩა ,გადავწყვიტე!
ამ შაბათ კვირას ჩემი კლასი ბანაკში მიმყავს და თქვენ ორიც წამოხვალთ და ამ გაურკვევლობას გარკვევთ ერთმანეთში ,გასაგებია??
ამის გაგება იყო პანიკაში რომ ჩავვარდი!
-მე არსად არ წამოვალ!
ვთქვი მე უემოციოდ.
-აბა ახლა მისმინე ბიჭო,მამაშენს ხომარ გინდა დავურეკო ?
მას შენი იმედი აქვს ,როგორ იქცევი?
ამაზე მე თვალები გადავატრიალე და მწარე სიმართლეზე აღარაფერი ვუპასუხე..მამაჩემი მართლა მომკლავს რომ გაიგოს რა ხდება.
მოკლედ ეს ქალი არ გაჩუმდა ,ისე მომაბეზრა თავი მაინც დამითანხმა ბოლოს,რომ ბანაკში ემილისთან ერთად წავსულიყავი.
რა ჯანდაბაა ?
რატომ დაიწყო ეს წელი ასე საშინლად, ვერ ვხვდები!
ყველაფერი ამ ემილის ბრალია,
ყველაფერი აბსოლიტურად !
ამ დროს კი  მაინც მიწევს მასთან კიდევ გავატარო დრო ??!
ამ დროის გატარებით მეტად გაართულდება ყველაფერი ,რადგან
არ ვიცი, ან ის მომკლვს, ან მე !!
მართლა არ ვიცი უკვე რას ვიზავ,
ვცდილობ კონტროლი არ დავკარგო ,მაგრამ უკვე ძალიან ძნელდება ჩემთვის ამ ყველაფრის ატანა.

ემილის pov:
მეძინება,მშია,მწყურია,დაღლილი ვარ !
უკვე რამდენიხანია სკოლაში ვარ და ვცდილობ ,,ჯულიეტას,,როლი მოვირგო ,მაგრამ არაფერი გამომდის,მაგრამ მაინც იმედს არ ვკარგად ...როდესმე ხომ გავახწევ აქედან ?
სულ აქ ხომარ დაგვტოვებს მართლა არა?
-ასე  არაფერი არ გამოვა.
ჩაილაპარა გაღიზიანებულმა მასწავლებელმა და მე და ჯეისონს ანთებული თვალებით გადმოგვხედა,ამაზე კი ორივებ პატარა ბავშვებივით ჩავხარეთ თავი.
-შენი ბრალია .
მომიბრუნდა ჯეისომი ამ სიტყვებით,მე კი ისევ ვაპირებდი ჩხუბი დამეწყო მისთვის ,მაგრამ შემდეგ მივხვდი აზრი არ ჰქონდა და თავი დავანებე!
შემდეგ კი პირდაპირ მასწავლებელს მივუბრუნდი.
-მას გთხოვთ გაგვიშვით და გპირდებით ხვალ ბევრს ვირეპეტიციენ და ძაალიან კარგად შევასრულებ ჩემს როლს.
მასწავლებელმა ამაზე მკაცრად გამომხედა.
-პირობას დებ?
ამაზე მე თავი დავაქნიე.
-კარგი ,თუ ამის პირობას დებთ,შეგიძლიათ წახვიდეთ.
თქვა ღიმილით მასწავლებელმა და ამის გაგონებაზე  მეც და ჯეისონიც
პირდაპირ კარისკენ გავემართეთ
ისე ,რომ კინაღამ ორივე კარში გავიჭედეთ!
-გამატარე სულელო!
მითხრა უხეშად ჯეისონმა და კარიდან იქით გადამაგდო ,თვითონ კი როგორც პრინცი ამაყად გავიდა კარიდან!
-არარაობა. ჩავილაპარაკე მე და კარიდან ღრინვით გავედი.

სახლში რომ მივედი სულ ვკანკალებდი ,რადგან სავარაუდოდ  ისევ სიცხემ ამიწია.
მაგრამ ნიცას დამსახურებით საწოლში თბილად ჩავწექი და შემდეგ მანაც მომაყარა სითხები და უკვე მეათე ჭიქა ჩაის  დალევა რომ დავიწყე ,
თან შიგადაში ჩემს როლზე რეპეტიციას შევუდექი .
ჯეისონ ასეთ მდგომარეობაში რატომ ვარ?
ისევ შარში გამხვიე როგორც ყოველთვის!

ჯეისონის pov:
ალბათ სისულელე გავაკეთე, რომ დავთანხმდი მასწავლებელს ბანაკში წასვლაზე ,მაინც უნდა შევწინაღმდეგებოდი.
ვფიქრობდი და ქალაქის ღამის ქუჩებში დავიარებოდი.
ცოტა გავლა მინდოდა, რომ გამეაზრებინა ყველაფერი
როგორ აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში მე ჯონ ჯეისონი,რომ ვიღაცის მითითებების შესრულება მიწევს?
როდის დავუშვი ასეთი შეცდომა?
ვფიქრობდი უცბად მანქანის სიგნალმა რომ შემახტუნა!
-ჰეეე, რომეო შენს ჯულიეტას ეძებ??
გავიგონე ბიჭების ხმა მანქანიდან.
-აქ რა გინდათ? ვიკითხე მე ღიმილით. -მაღაზიაში მივდივართ,მოდი ჩაჯექი!
თქვა ჯერემიმ და მეც მანქანაში ჩავჯექი.

მეორე დღეს:
წინა ღამე საერთოდ აღარ მახსოვდა,მხოლოდ იმას ვიხსენებდი,რომ
სასმელი ვიყიდეთ და მაგრად დავთვერით!
არადა რეპეტიცია მქონდა დღეს და ამის დრო იყო?
-ჩავფლავდები.
ჩავიბურტყუნე მე და საწოლიდან დილა ადრიან წამოდგომა დავიწყე ,რომ მალე წავსულიყავი რეპეტიციაზე!
აღარ მინდოდა ზედმეტი პრობლემები იმ ქალთან და მერე კიდე მამაჩემთან ხო საერთოდ !

ემილის pov:
-ეს საერთოდ ნორმალურია??
ვიკითხე გაბრაზებულმა და ტელეფონი ნიცას გადავაწოდე.
-რაოო? საერთოდ არ მოგწონვარო?
ეს რა კითხვააა!
თვალები ჭყიტა ნიცამ.
-დარწმუნებული ხარ რომ ეს ჯეისონმა მოგწერა?
შესამოწმებლად ისევ გამომგლიჯა გამოწეული ტელეფონი.
-კიი, ეგ არის..გამეხუმრა ალბათ, მაგას ვანახებ მე ხუმრობას!
ვთქვი მე და ფეხზე წამოვდექი ,რადგან უკვე რეპეტიციაზე წასვლის დრო იყო!
-ჯულიეტა, რომეო არ მოკლა ,ფრთხილად იყავი!
მომაძახა გასვლამდე ნიცამ ,რაზეც პირობა ვერ მივეცი ამის და ჯერ კიდევ ჯეისონის მონაწერით დაბნეულმა გამოვიხურე კარი.
მთელი გზა ამ  უაზრო მონაწერზე ვფიქრობდი..რა უტრიალებს ამ ბიჭს საერთოდ თავში ?
ნუ არაუშავრს ,მივალ და გავიგებ !ვფიქრობდი და ფეხს ვუჩქარებდი.
ნუ მისვლის თანავე ,მოხდა სასწაული და  რომეოც უკვე იქ დამხვდა...ნუ ფაქტობრივად ეძინა და დიდად ბედნიერადაც არ გამოიყურებოდა უეცრად რომ ხმამაღლა დავჩხავლე!
-ჰეიი!!!??ეს რას ნიშნავს?
პირდაპირ ვიკითხე და წინ ტელეფონი ავაფარე!
ამაზე მანაც  მობეზრებული სახით შეხედა ეკრანს და შემდეგ თვალები გაუფართოვდა.
-ეს მე მოგწერე? ეს რომ იკითხა სიმწრით ჩამეცინა...რა სულელია.
-სწორედ შენ,თავს ნუ ისულელებ და დამანებე თავი, არ დაიღალე?
ვთქვი მე და მის პასუხს აღარ დაველოდე ,სცენისკენ წავედი!!
-აბა თქვენს ადგილებზე ყველა!
დაიყვირა მასწავლებელმა და მეც გავიფიქრე ,ვაი დაიწყო ჩვენი ტანჯვა წამებაცთქო,მაგრამ ჩემსდა გასაკვირად ბევრი რაღაც შესანიშნავად გამოგვივიდა და მასწავლებელმა მალევე გაგვანთავისუფლა!
-მშვენიერი იყო ბავშვებო,მომეწონა...თავისუფლები ხართ!
სააბოლოდ ეს რომ გვითხრა პირი დავაღეთ.
-ასე ადრე? იკითხა ჯეისონმა.
-ხვალ შაბათია და ბანაკისთვის უნდა გამოიძინოთ და დაისვენოთ..დაგავიწყდათ?
მაგრამ ეს რომ თქვა მასწავლებელმა იმ  წამს იმფაქტი მივიღე..მართლა აპირებს ერთად წაგვიყვანოს ბანაკში?!
-გამორიცხულია ,უბრალოდ არაა.
თქვა ჯეისონმა და დაბღვერილმა ახედა მასწავლებელს .
-რა?? ხო კარგად ვაკეთებთ ყველაფერს? აღარც ვჩხუბობთ..ეს რა საჭიროა??
ეს რომ იკითხა უხეშად,მასწავლებელმა უბრალოდ ტელეფონი ამოიღო და თემას გაადახტა .
-მამაშენის ნომერი გამახსენე!?
იკითხა და თან ეშმაკურად ჩაიღიმა.
-კარგით რა !! რა ბავშვივით იქცევით?უბრალოდ გაიგეთ, მე და ეს გოგო ვერ გავუგებთ ერთმანეთს ,თან ვერასოდეს!! "
თქვა მობეზრებული ხმით ჯეისონმა.
-სახელი მქვია მე!
გავხედე მე მკვლელი სახით.
-კარგით ხვალ 9- ზე აქ იყავით მაშინ!
უპასუხა ამაზე მასწავლებელმა, ისე თითქოს არც გაუგია ჯეისონის წუწუნი,შემდეგ კი იქაურობა დატოვა.
ცოტახანი ორივე ასე გაშეშებულები ვიყავით ერთ ადგილას  უბრალოდ გაუნძრევლად ვიდექით.
-შენი ბრალი ყველაფერი!
გადმომხედა გაბრაზებულმა ჯეისონმა,რაზეც პირი გავაღე.
-ჩემი ბრალიაა??! ჩემი ბრალი არა ძვირფასო რომ თავი საოცრება გგონია!
ვთქვი მე და ჩანთას დავავლე ხელი. -რა იყო დიდიხანია არავის უცემიხარ?!დაიწყნარე თავი.
მომაძახა გასვლამდე ჯეისონმა.
-მე დაწყნარებული ვარ მანიაკო!
გავძახე მეც და სწრაფი სვლით განვაგრძე გზა ,გავლისას კი კოლიდორში უეცრად სიას მოვკარი თვალი და დამაინტერესა ,რომელი კლასი იყო,ჩვენი ბანაკის მგზავრთა სიაში.
-ეს სიაა? ჩავიბუტბუტე და სიის წაკითხვა დავიწყე .
აქ ყველა იმ ადამიანის სახელი ეწერა ვინც ბანაკში იქნებოდა ხვალ.
ჰოი საოცრება!!
ლეონარდო და ლისაც დამშვენებენ ანუ ჩემს სასიამოვნო 2 დღეს რაღაც ბანაკში ..მშვენიერია!

ორი საათის შემდეგ:

-თბილები თუ თხელები?
მკითხა ნიცამ და ტანსაცმელს გადახედა, რომელიც ძირს იყო მიმოფანტული.
-არ გინდა ნიცა, მე მივხედავ ამ მთებს.
ვთქვი მე და ნიცას ღიმილით გავხედე,შემდეგ კი ტანსაცმლის ქექვა განვაგრძე.
-რაღაც სხვა საქმეა აქ..რას აკეთებ?
მკითხა ნიცამ   ინტერესით.
-რაღაც მნიშვნელოვანს ვეძებ .
ხვალინდელი ჯოჯოხეთისთვის ხომ მზად უნდა ვიყო!
ვთქვი მე და მთელი ძალით გადავყარე იქით ტანსაცმელი.
-ემილი? რა მოხდა ..ჯეისონმა რა გითხრა იმ მონაწერზე?
ამის გახსენება ცუდი აზრი იყო,რადგან მეტად გავბრაზდი!
-ისეთი არაფერი, ჩუმად იყო..არ უთქვამს ეს რატომ მომწერა და არც ჩავეძიე.
ამ წამს კი სულ აღარ მეფიქრება მაგაზე!
მე იმაზე ვნერვიულობ,რომ
ის მანიაკი ლეონარდოც იქ იქნება თურმე!
ვთქვი და ტანსაცმლის გროვას დავეცი უსიცოცხლოდ.
-ლეონარდო?! იკითხა გაოცებულმა ნიცამ და თავი ამაწევინა,მე უბრალოდ  თავი დავუქნიე და ჩემს საქმეს მივუბრუნდი.
ამ ჯერად მზად უნდა ვიყო ყველაფრისთვის..აღარ დავუშვებ მეტად ამ ხალხმა დამჩაგროს.

ჯეისონის pov:
-გუშინ ჩემი ტელეფონი ვის გეჭირათ?
სახლის კარი შევაღე თუ არა ,ეს ვიკითხე და ბიჭების გაკვირვებული მზერაც მივიპყრე.
-რაა? არავის არ გვჭერია.
მიპასუხა ლეომ .
-ემილის აბა ვინ მიწერა ეს?
ვიკითხე მე და ტელეფონი მივახალე ოთხივეს სახეში !
ამაზე ჯერემიმ ხმამაღლა დაიწყო კითხვა.
-ცოტათი მაინც არ მოგწონვარ?..რაოო!!? ეს ვინ მისწერა?!! გაოცდა სემი.
-მე რა ვიცი ..მე არ მივწერდი!
ვთქვი მე და იქვე ჩამოვჯექი ...აღარ მინდოდა ზედმეტი გარკვევა ამ ყველაფრის და არც მაინტერესებდა !
რაღაცები მქონდა ჩასალაგებელი ხვალისთვის ,თან ლილი გასაფრთხილებელი მყავდა ,რომ მის
,,ბანაკში,,მეც ვიქნები ხვალ
და არამარტო მე ,ემილიც.

მეორე დღე:
"ბზზზზზზბზზზ" მესმოდა საოცარად გამაღიზიანებელი ხმები ,ისეთი საშინელი რომ თავი ამატკივა ამ ხმამ !
მზად ვიყავი რაღაც ჩამერტყა,რომ მივხვდი ,რომ ეს ჩემი ტელეფონი იყო.
-გისმენთ. ამოვილუღლუღე ძლივს ,იქიდან კი გაცხარებული მასწავლებელი მიყვიროდა ,რომ მალე მივსულიყავი !
ალბათ მიხვდა რომ მეძინა და ახალი გაღვიძებული ვიყავი.
მევ რომ მივხვდი მაგვიანდებოდა, მთელი სიჩქარით წამოვხტი და ჩაცმა დავიწყე!
იმ ქალის ყვირილის თავი არ მქონდა .

ემილის pov:
-მე იგი შემიყვარდა,მე იგი შემიყვარდა.
ვიმეორებდი ერთი და იგივეს და იქვე ხის ქვეშ ვიჯექი.
ყველა ჯეისონს ველოდებოდით და მიწევდა აქ ჯდომა!
-ხო ვუთხარი 9-ისთვის აქ იყავითქო!
ჩხუბობდა მასწავლებელი,უცბად ჯეისონიც რომ მობრძანდა!
მასწავლებელი თავისთავად ჩხუბით მიესალმა, მე კი სანახაობით ტკბობა დავიწყე!
ეს ტკბობა სამწუხაროდ დიდხანს არ გაგრძელდა ,ვიღაცის გამაღიზიანებელი ხმა რომ მომესმა. -რა იყო საცოდავო რატო იცინიხარ?
ეს  ლილი ხმა იყო და ზემოდან დამყურებდა!
-ისეთი არაფერი ,მეცინება როგორი ძუკნა ხარ.
ავხედე მე ღიმილით, ლილი კი გაბრაზდა და რაღაცის თქმას აპირებდა ,მასწავლებელის ხმა რომ გავიგეთ.
ბოლო ხმაზე ყვიროდა,რომ  ავტობუსებში ჩავმჯარიყავით !
მეც აღარ მოვუსმინე მას და ავტობუსისკენ დავიძარი ,თან წყალს ვსვავდი ,რომ ნერვები დამეწყნარებინა ,როდესაც ვიცოდი ვისთან ერთად ვიქნებოდი!
,,ოქროს სამეული,,
მე მელოდა .
ავტობუსში რომ ავედი ლილიმ რაღაც ჩასჩურჩულა ჯეისონს და შემდეგ გაიცინა,ამაზე მე თვალები გადავატრიალე ,თავი ავწიე და ამაყად დავიწყე ბოლო ადგილისკენ წასვლა და რა დამხვდა უეცრად ?
რა და ცივი იატაკი!
ჯეისონს რომ ავხედე სიცილით კვდებოდა ,ნუ არამარტო ჯეისონი, მთელი ავტობუსი!
მან ხომ ფეხი წამომიდო..მე მაინც ამაყად ავდექი ტანისამოსი დავიფერთხე და მშვიდად მთელი ბოთლი წყალის ჯეისონის თავზე დაცლა დავიწყე, თან ღიმილით ვუყურებდი...ეს იდეა უეცრად მომივიდა.
ნუ რა ვთქვა?
კმაყოფილი ვარ.
-ჰეეე ,რას აკეთებ? იკითხა ყვირილით ლილიმ და ხელი უხეშად გამაწევინა !
მე მაინც გავაგრძელე დასხმა ,მანამ ბოლო წვეთამდე არ დავაცალე თავზე და რომ მოვრჩი ჯეისონმა ბოთლი გაბრაზებულმა გამომგლიჯა და ხელში მოჭმურჭნა, ისეთი გაბრაზებული იყო ყველაფერზე იყო წამსვლელი !
უკვე ადგომას აპირებდა მასწავლებელმა რომ დაიყვირა.
-ყველა თქვენს ადილებზე!!
ამის გაგონებაზე მე კმაყოფილი ჩემს ადგილზე დავჯექი.
-ძვირფასო ,თუ ეგ ადგილი არ მოგწონს ჩემს კალთაშიც არის ადგილი.
გავიგე ლეონარდოს გამაღიზიანებელი ხმა,რომელიც ჩემს წინა სიდენიაზე იყო გადაწოლილი.
-შენც ხომ არ გინდა ცივ ცივი წყალი? საერთოდ ნუ დამელაპარაკენი,გირჩევ!
გავხედე ლეონარდოს გაღიზიანებულმა,ამაზე კი მან მხოლოდ ჩაიცინა .
აღარ მინდოდა ამ იდიოტების მოსმენა ,ამიტომ ყურსასმენენი გავიკეთე და მუსიკების მოსმენა დავიწყე.
(რა ვქნა რომ ბედი არ მწყალობს)


ჯეისონის pov:
-პატარა დამშვიდდი,რომ მივალთ ბანაკში, მივხედოთ ხო?
მამშვიდებდა ლილი ,მაგრამ არ ჭრიდა!
ვერ ვიჯერებ რომ ეს გაბედა.
-ვინ გონია თავისი თავი? რეებს ბედავს! ვთქვი მე და ბრაზისგან თმა უხეშად მოვიქექე ,თან უკან ვიხედებოდი როგორ იჯდა მშვიდად ემილი და მუსიკებს უსმენდა .
მთელი გზა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი როგორ გამემწარებინა ემილი და აი რაღაცამ დამკრა თავში !
-მასს!!საჭირო ოთახში მინდაა!
წამოვიყვირე მე ,ამაზე ყველამ მე შემომხედა, შემდეგ კი მძღოლს მოუწია ავტობუსი გაეჩერებინა.
მე პირდაპირ როგორც კი ჩავედი რამე მწერის ძებნა დავიწყე.
ყველგან ვეძებდი თან ვფიქრობდი ემილის თუ შეშინდებოდა და იმის გათვალისწინებით ,რომ ტყის პირას ვიყავით,დიდი საზიზღარი მწერი  ვიპოვე !
უფრო სწორედ კი რაღაც უდიდესი ხოჭო .
ნუ მოვახერხე და ასანთის კოლოფში ჩავსვი ,შემდეგ კი პირდაპირ ავტობუსში ავედი და რა თქმა უნდა ლილის არ დავუჯექი ,ემილისკენ წავედი !
უთქმელად მის წინ გავჩერდი,კოლოფი გავხსენი და ხოჭო პირდაპირ თავზე დავასვი !
ისე ყვიროდა და აქეთ-იქით ისე დარბოდა ,მეგონა ცოტაც და ფანჯრიდანაც გადახტებოდა!
მე კი სიამოვნებით ვუსმენდი მის ყვირილს და სამაგიეროთი ვტკბებოდი.

ემილის pov:
რაც ნეისონმა ის საშინელება გააკეთა ,შეშინებული ვზივარ მთელი გზაა!
მგონი ერთი დიდი ცხოვრებისეული ტრავმა მივიღე,რადგან ეს საშინელი მწერები ჩემი ფობიაა!
-მოვედიით! გავიგე მასწავლებლის ხმა და ავტობუსიც გაჩერდა,მე კი შიშები დამეწყო და ვერ ვბედავდი ჩასვლას!
მეგონა ისევ ის დამხვდებოდა ის მწერი.
ნუ ყველაფრის მიუხედავად გავბედე და სკამიდან წამოვდექი და რომ გავიხედე ფანჯრიდან ულამაზესი ბუნება და პატარა სახლები დავინახე !
იქვე პატარა ტბაც იყო  და მოკლედ ყველაფერი ძაალიან ლამაზად გამოიყურებოდა !
ყველა ავტობუსიდან ჩავიდა და რა თქმა უნდა ამ სილმაზის ხილვის შემდეგ,შიში დამავიწყდა და მეც დავიძარი.
-მოკლედ ახლა დავიყოფით ვინ  ვისთან დაიძინებს,რადგან ამ ბანაკში ასეთი წყობით ხდება თანაცხოვრება.
თქვა მასწავლებელმა და ყველა იქვე ჩაგვამწკრივა,შემდეგ კი პირველი ის სახელები გამოაცხადა ერთად,რომლებსაც ვერც გავიფიქრებდი! -ჯეისონ,ემილი,ლეონარდო  და ბელა ,თქვენ ერთად!
ამის გაგონებაზე შევწუხდი კინაღამ!!!
გული მიფრიალებდა და სული მეხუთებოდა...მომკლას ბარემ,რას მაწვალებს???
ვაპირებდი შეწინაღმდეგებას, მაგრამ ჯეისონმა დამასწრო მოულოდნელი პასუხი.
-კარგით მას, მშვენიერია.
ეს რომ თქვა და თან  მაცდურად რომ ჩაიღიმა,მეტად შოკში ჩავარდი !
ახლა რაღას გეგმავს ეს ბიჭი?
ვფიქრობდი მე და გულში ვლანძღავდი უკვე...რაც არ უნდა იყოს თავი უნდა დავიცვა!
მეც არ დავრჩები ვალში ,მზად ვარ ნებისმიერი რაღაც გავაკეთო ,ოღონდაც თავი დავიცვა!
ჯეისონ ვეღარ მიიღებ იმას, რაც გინდა.
ეს შაბათ კვირა სულ სხვა ემილის იხილავ..მზად იყავი!



№1  offline წევრი 《Sunshine》

ოჰო აღარ ხუმრობ შენ წარმატებები და მალე დადე შემდეგი თავი

 


№2  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
ოჰო აღარ ხუმრობ შენ წარმატებები და მალე დადე შემდეგი თავი

დიდი მადლობაა❤️❤️
კი აუცილებლად ^^ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent