შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ურეკის მზის ქვეშ ( თავი XIV)

21-07-2020, 05:26
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 9 387

თვალს ვახელ და ვხვდები,რომ მარტო ვარ ირაკლის ოთახში, დილის ამბებს ვიხსენებ,ვწითლდები და ხელებს ვიფარებ სახეზე. „რა უნდა ვქნა მის გარეშე?! არ გავუშვებ!“ თავს ვეჯუჯღუნები ეგოისტურად. ვიცი,რომ ამას ვერ შევძლებ,მაგრამ რატომღაც თავს ვიმშვიდებ. „იქნებ მე გავყვე?“ იდეა მომდის და თვალები მიბრწყინდება,მაგრამ ეს ემოცია წამიერია,რადგან ვიაზრებ და ვხვდები,რომ მშობლებს ვერ დავტოვებ. მათ გარეშე არ შემიძლია,ვერც ისინი ვერ გაძლებენ უჩემოდ. ვგრძნო,რომ დედა მომენატრა,ამიტომ მუცელზე ვწვები,ირაკლის ბალიშს ვეხუტები და დედას ვურეკავ.
- დეეეე,როგორ ხართ? - ისეთი ხმით ვამბობ,კაცი ვერ გაიგებს ვიცინი თუ ვტირი.
- კარგად ვართ დეე. შენ როგორ ხარ? რა ხმა გაქვს ბარბარე? - თბილი ხმა უსერიოზულდება ბოლოს.
- უბრალოდ მომენატრეთ და... - დასჯილი ბავშვივით ვპასუხობ. ვგრძნობ,რომ ამ წამს ეღიმება და მეც ვიღიმი.
- ვაიმე ჩემი ტკბილიიიი გოგოოო, ჩემი მარწყვი,ჩემი შოკოლადიიი. შენ არ იცი,ჩვენ როგორ მოგვენატრე დეეე. მამაშენი წუწუნებს უკვე,ბარბარე როდის ჩამოვა,მომენატრა ჩემი პრინცესაო. - ჩამესმის მამაჩემის დაძახილი „პრინცესა“ და ყურებამდე მეღიმება.
- აკოცე ჩემს მამიკოოოოს. - პატარა ბავშვივით ვწელავ სიტყვას. ნუ ჩემი მშობლებისთვის ყოველთვის პატარა, პრინცესების კაბებში გამოწყობილი ბარბარე ვიქნები,რაც რაღაცნაირად, ეგოისტურად მსიამოვნებს.
- კაიიიი. - დედას სიცილი მესმის.
- კაი აბა საყვარლებოოოო, წავედი მე,ქვემოთ უნდა ჩავიდე,ბავშვებთან.
- მიდი დედიი... აბა შენ იცი,მალე ჩამოდი იცოდე.
- მალე ჩამოვააალ. - კოცნის იმიტაციას ვაკეთებ და ვთიშავ. ირაკლის ბალიშზე ვდებ თავს და მის სურნელს ვიყნოსავ. - ადგომის დროა მზეთუნახავო! - ვეუბნები საკუთარ თავს,ვდგები და ჩემს ოთახში გავდივარ. შხაპს ვიღებ,დამატენიანებელს ვისვამ და მოკლე,ღია ცისფერ სარაფანს ვიცვამ,საკმაოდ ღია დეკოლტით. თმას შუაზე ვიყოფ და უკან ცხენის კუდად ვიკრავ.
ქვემოთ ჩასულს ყველა სამზარეულოში მხვდება. ვამჩნევ ირაკლის დაჟინებულ მზერას,რომელიც ჩემს კაბას და არამარტო კაბას ათვალიერებს სანადიროდ გამოსული,მტაცებელი ცხოველის თვალებით. „ ოხ რა... ახლა ამას შევჭაამ ამ მზერისთვის. „ მეღიმება .
- როგორ ხართ ბავშვებო?
- ვააჰ ელზააა,გაიღვიძე ტოო? მე კიდე პრინცზე „საჩალიჩოდ“ გავდიოდი უკვე. მეთქი იქნებ კოცნამ გააღვიძოს. ისე შორს არაა,რო რამე. - წარბებს ათამაშებს და შეუმჩნევლად ირაკლიზე მანიშნებს. „ ახლა ეს აქ ქათამივით,რომ გავპუტო,ვინმე რამეს მეტყვის?“
- ლევან აირჩიე ახლა ანესთეზიით გაწამო თუ ისე პროსტა? -თვალებს ვუბრიალებ და თან სიმწრით ვიღიმი.
- „ისე პროსტა“, რომელია შემახსენე...- ტუჩზე საჩვენებელ თითს ისე იდებს თითქოს ფიქრობდეს. „გავჩეჩააავ.“
- „ისე პროსტა“ რომელია და ფეხ ქვეშ რომ გაგიფენენ და შენ გრძნობ. - მხარზე ხელს უბრახუნებს ირაკლი.
- გაგიფენენ და თან გრძნობ... პარალელურად ანუ?
- ხოო,პარალელურად. - ბოროტულად იცინის ირაკლი.
- ოეეე აქ ჩემს გარეშე დგამთ გველურ სცენებს თუ მეჩვენება? - კაცივით უშტვენს ნინი. –„ საერთოდ,რა ხდება თეატრებში? „ – „შეშფოთებული“ სახით კითხულობს.
- ეუ ჩევისტრესე სიმონ. - ეცინება გიგის.
- აუუ ნიიინ,ვიღაცამ სცენა მოგპარა... - ფხუკუნით ამბობს ნუცა, მაგრამ ნინი ისეთი სახით უყურებს,წამსვე სერიოზულდება.
- წარმოდგენაააა დასრულებულია! - ისე დემონსტრაციულად აცხადებს, თითქოს მართლა სპეკტაკლი ჩაეშალოს.
- კაი ტოოო,ახლა დამშვიდდი და შემდეგ შენს წარმოდგენებზე ყველა ბილეთს მე ვიყიდი. - ეკრიჭება ლევანი და არარსებულ ბილეთებს წინასწარ ყიდულობს,რითაც ნინი უუუუზეეეკმაყოფილი ჩანს.
- გადაწყდა! ფულს ახლა იხდი თუ წარმოდგენის დღეს? ნაღდი ფულით თუ ბარათით?
- ამ კითხვებს პასუხს თუ გავცემ ბროლის ბუს გადმომცემენ? - შტერივით იღიმის ლევანი და მერე მის ხუმრობაზე ლამის ჩიჩინდება. - აუ რა ხუმრობა გავაძრეეეე... აუ ხომ მაგარი იყო ტოოო.
- აუუუ ვაღიარებ მართლა კაი იყოოო. - ნინი სიცილისგან მუცელზე იჭერს ხელს და ლევანის გამოწვდილ ხელზე ხელს არტყამს.
- აი თქვენ თუ დალაგებულები იყოთ რააა.. -თავის ქნევით,დინჯად იღიმის ირაკლი. - მორჩით ცაცნცარს და ვჭამოთ. მიდი ნინი,მაჭამე რამე რაა.. - ამ სიტყვებზე ნინი უკვე სიცილით კვდება.
- რაო, რა მითხრა ხალხო? მეეე... მე უნდა ვაჭამო ვინმეს. რა საყვარელი ხარ იკაააა. - ლოყებს უწელავს. - აქეთ თუ მაჭმევ მადლობელი ვიქნები. კალთაში უჯდება და მომლოდინე სახით უღიმის.
- კიდევ კარგი არ სუქდები. - პურზე კარაქს უსვამს,ზემოდან თაფლს აწუწავს და მისი ხელით აჭმევს ნინის.
- რა საყვარელიაა.... პირველია? - ლევანი ისეთი სახით ეკითხება ირაკლის თითქოს ირაკლი,პურის რიგში მომლოდინე,ბავშვიანი მამა იყოს.
- ფუ რა გეშველება აა.... - ხმით ეცინება.
- ეს დებილი ბიძია ვინაა? - ნინი ბავშვივით თლიფინებს და ლევანისკენ იშვერს თითს.
- რა უზრდელი ბავშვი გყოლიათ. - სასაცილოდ მანჭავს ლევანი სახეს.
- უზრდელი ბავშვი იქნება ახლა რომ გაიტან მაცივარს მის ოთახში და დაგტოვებს მშიერს. - კმაყოფილი სახით უღიმის.
- აუ ჩემიიი,იმენა სიტყვით მიმაჯეკიჩანა.
- დავდიოდი.
- გეტყობა. - ბავშვივით უყოფს ენას.
- მამააა,მომაშორე ეს არასერიოზული ბიძიააა... - ირაკლის ფეხებზე ფართხალებს.
- ჰეე ახლააა... შეწყვიტეთ სანამ ვიღიმი. -ასერიოზულებს ირაკლი და ნინის მუხლებიდან აგდებს.
- აუ დამჩაგრა.- ჯაჯღანებს ნინი.
- მარტო შენ? ლამისაა კუთხეში დავდგე. - იცინის ლევანი და ჩვენც ვყვებით.
ლამის ნახევარი საათი „ვჭამთ“ და თან ნინის და ლევანის წარმოდგენებს ვუყურებთ . ლევანი 3D ფორმატით გვიყვება წინა დღეს ნანახ ფილმს,თავისი გაფორმებებით,სპეც ეფექტებით,“ საუნდ ტრეკებით „ და განათებებით.
- იმენა მომავლის კინოთეატრი ხარ რაა... -იცინის გიგი.
- ახლა მოიცა... მე ვარ სცენის დედოფალი და მორჩააა! მე ვარ ტერეზა მენდოზა! - წივის ნინი.
- აბა რააა ნიიინ, შენ თეატრის და ლევანი კინოს. -ამშვიდებს ნუცა.
- ,რო რამე პორონოს „გაუშვებ“? - სიცილით ეკითხება გიგი.
- თორმეტს,რომ გადასცდება გეჟოოოო. - თვალს სასაცილოდ უკრავს ლევანი.
- ვახ ჩემიიი.რა დღეში ხართ... - დასცინის ირალი. -ყავას ვინ „იჩალიჩებს?“ - ამას თითქოს ზოგადად კითხულობს,მაგრამ მე მიყურებს. მეცინება და ყავის მზადებას ვიწყებ. ყველას სათითაოდ ვურიგებ ჭიქებს და მე გოგოებთან ვჯდები დივანზე. ნინი სამზარეულოში მიკუსკუსებს და იქედან ნამცხვრებით ხელ დამშვენებული გამოდის,ისე რომ თეფშს თვალს არ აშორებს.
- ეეეე,ესენი საიდან? - აღფრთოვანებული ჩანს ნუცა.
- მაყვლიმ ჩამოატარა და ვიყიდე,დღეს დილით. ჭკვიანი ქალი ვარ ნუუ.... არ გინდათ ოვაციებიი,არ არის საჭირო. - გულზე ხელს იდებს.
- ჩემი მატრაკვეცა. - ნინისკენ იხრება ირაკლი და შუბლზე კოცნის,ისიც ბავშვივით იბადრება.
ბიჭები დღევანდელ თამაშზე საუბრობენ,როგორც ჩანს ირაკლის გუნდი თამაშობს და ამას განიხილავენ. ნინი ჩემკენ ჯაშუშივით იხრება, ნუცაც მას ბაძავს და თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებს.
-რა ხდება ნიიინ? - მეღიმება.
- აუ ქალებო...- სოფლელი ქალივით იწყებს. - რა უნდა ვქნა?
-რა ხდება? ვინმესთან იწექი და ახლა ორსულად ხარ? - თვალებ გაფართოებული კითხულობს ნუცა. ნინის ეს მთელი ძალით მობილიზებული სახე წამში ეშლება და „ჭიხვინს“ იწყებს. სიცილისგან ლამისაა გავიგუდო.
- ეს ვერ არის ხომ? დედაააა,რა ვქნაა,რა გავაკეთოო... - ლამის დივნიდან ვარდება. ბიჭები გამოშტერებული სახეებით გვიყურებენ,მაგრამ მერე ისევ თავის საქმეს უბრუნდებიან. მიჩვეულები არიან ჩვენს ასეთ რეაქციას.
- აუ ნუუუც,ამდენ სერიალს ნუ უყურებ რა... - ვარიგებ გაწითლებულ ნუცას.
-ეუუუ ნუ დამცინიიით,თორემ გაგებუტებით.
-„დამაორსულე“ და კიდე შენ მებუტები ქალო? ღმერთო მაღალო,სად არის სამართალი? არალი. -სასაცილოდ პასუხობს მის შეკითხვას.
- ოოო,კაი რააა. მიდი ჰე თქვი ახლა რას ამბობდი.
- ეე გამომაგდე როლიდან და ახლა რაღა აზრი აქვს? - ტუჩის კუთხეს უკმაყოფილოდ ტეხავს.
- ნინოო.... - ვაფრთხილებ.
- ხოო კაი. -ხელს იქნევს. - აუუ, გივიმ რომ მითხრა სადმე წავიდეთო ხომ გახსოვთ?! ხოდა,დღეს მომწერა საღამოს სანაპიროზე გავიდეთო.
- რაოოო. ეეეე რა მაგარიააა - კივის ნუცა.
- რა კაი ტიპიააა. მაგარი იქნება. ძაან ლამაზია ღამით სანაპირო. - ვაყრანტალებ უეცრად.
- შენ საიდან იცი? - გამომცდელად მიყურებს ნინი.
- ისა... ადრე მაქვს ნანახი. -თავს ვიძვრენ. აბა იმას ხომ არ ვეტყვი : „იცი რა... შენმა ძმამ წამიყვანა და ერთად ვიცურავეთ,ლამის შიშვლებმა თქო?!“
- ააა. ხოდა რა ჩავიცვა? რაღაც ღვთაებრივად უნდა ვიყო. - ხელების ფრიალით გვიხსნის ნინი.
- შენ ისეც ღვთაება ქალი ხარ ნიიინ - თვალს ვუკრავ.
- ვაფშედა არაფერი,რომ არ ჩაიცვა?! -წარბების თამაშით ეუბნება ნუცა.
- შენ თავი რამეზე ხომ არ დაგირტყამს შვილო? ვერ არის ეს ხომ? თერმომეტრი მიეცი ერთი ელზა,სიცხე აქვს აშკარად. რაღაც ძაან იდეები გაწუხებს და მიდი, ლევანი დაგამშვიდებს. - დასცინის.
- თავხედო. - ლოყებ აწითლებულ ნუცასაც ეცინება. - ეეე ის თეთრი შარვალი კომბინეზონი ჩაიცვი რაა... აუ ძაან გიხდება,თან ახლა რუჯზე საერთოდ დაგაკვდება.
- აუ ნიინ,მართლა მაგრად იქნები, მაგრამ გივიზეც ვიფიქროთ,ინფარქტი არ მიიღოს. - ჩემს სიტყვებზე ხითხითს ვიწყებთ,მერე ნინი ჩერდება და ხმამაღლა იწყებს.
- ელზა,რას შვები,მიდიხარ დღეს გიორგისთან ერთად? - სცენების დადგმის დედას მაისურზე ვექაჩები და თვალებს ვუბრიალებ.
- რა გაღრიალებს გოგო?
- რა იყო? - უცოდველი კრავის თვალებით მიყურებს. - უბრალოდ ვიკითხე.
- ბარემ დაგეპოსტა. - თვალებ მოჭუტული ვუყურებ.
- ოოოო. უჟმური...
- რას აპირებ მართლა? - ჩემკენ იხრება ნუცა.
- ალბათ დღეს ვნახავ. ბოდიში უნდა მოვუხადო და ვუთხრა,რომ მისი ბრალი არ იყო და სულ ტყუილად გაუფერადეს სახე.
- გადამრევს ჩემი მუტრუკი ძმა. რას ეცა,ან საერთოდ რას ერჩოდა?
- მე რა ვიცი? - თავს ვისულელებ. - სანაპიროზე, ღია ღამის კლუბი გაიხსნა და იქ დამპატიჟა დღეს.
- აუ რა მაგარია...
- ხოოო...
- რას იცვამ?
- რავი,რამე კაბას ვნახავ. -მხრებს ვიჩეჩავ.
- რა „რავი რამეს ვნახავ“? ადექი ახლა და ჩვენ მოგხედავთ,თან მეც მომეხმარეთ თმის გაკეთებაში,რამე არაორდინალური მინდა.
- შენ კიდე არაორდინალურობა გინდა?
- ნუ ტლიკინებთ ბევრს!
მეორე სართულზე მიმაჩანჩალებს ორივე და ვიწყებთ მზადებას. მოკლე,ფრიალა წითელ კაბას მაცმევენ,ოთხკუთხედი გულით,მაღალ ქუსლიან სანდლებთან ერთად. თმას ვიშლი,მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ და მზად ვარ. ნინი ისეთი ლამაზია, ანათებს. მერე ნუცა ჩემი ფოტოაპარატით მილიარდ სურათს გვიღებს და ბოლოს ძვლივს ვიხსნი თავს. უკვე წასვლის დროა,ქვემოთ სართულზე არავინ არ მხვდება ამიტომ გარეთ გავდივარ და ჭიშკართან მდგომ გიორგის მანქანისკენ მივდივარ.
- როგორ ხარ? - ლოყაზე მკოცნის გიორგი და მანქანის კარებს მიღებს.
- მადლობა,კარგად. შენ? - მის ონდავ დალურჯებულ ყვრიმალზე ვანიშნებ.
- არაფერია ბარბი... ხომ გითხარი არა?! კარგად ვარ. - დაბალი ხმით ამბობს გიორგი. - ძალიან ლამაზი ხარ.
- მადლობა. შენც კარგად გამიყურები. - უხერხულად ვუღიმი და ტელეფონში ვიწყებ ბოდიალს.
- მოვედით.... - კლუბის წინ აჩერებს მანქანას,გადადის და კარს მიღებს. -გთხოვთ მშვენიერო ქალბატონო.
- პატივია ნუუუ... -მეღიმება და მის გამოწვდილ ხელს ვეყრდნობი.
ღია კლუბის მეორე სართულზე ვსხდებით სადაც ეგზოტიკური სასმელებით დამშვენებული ბარი დგას. ბარმენი ჰაერში ატრიალებს ბოთლებს და შოუს დგამს. „ ნინოს ანახა ახლა ეს... აუცილებლად დალეწავდა სახლში არსებულ ყველა ბოთლს და ჭიქას“ მეცინება გულში.
- მოგწონს? - სკამს მიწევს და მიღიმის.
- რაღაც ძაან უცხოა. - ვუღიმი და ჩემს ადგილას ვჯდები.
- დღეს განსაკუთრებული,საფირმო კოქტეილის დღე აქვთ და ხო დააგემოვნებ? გავიხსენოთ აბიტურიენტობის დრო.
- აუ მართლა კარგი იყო ეგ დრო. გავსინჯოთ მაშინ. - თავს ვუქნევ.
საკმაოდ კარგი კოქტეილი აღმოჩნდა. კარგადაც შემაჟუჟუნა,გიორგისაც ეტყობა,რომ მისი ტვინი მეტს ვეღარ აიტანს.
- ვიცეკვოთ? - დაბინდული მზერით მიყურებს. „ ვაიმეე...“
- აამმმ... არ არის ცეკვა ჩემი ძლიერი მხარე. - უხერხულად ვუღიმი.
- კარგი რა ბაბი... მხოლოდ ერთი ცეკვა. -არ ნებდე გიორგი,ფეხზე დგება,მკლავზე ხელს მავლებს, ფეხზე მაყენებს და სხეულზე მიკრავს.
- გიორგი... არ მინდა ცეკვა. - ვცდილობ მისი სხეული მოვიშორო. ეტყობა,რომ უკვე ძალიან მთვრალია. „სულელი ხარ ბარბარე,ამდენის დალევის უფლება როგორ მიეცი?!“ გულში ვუწყრები საკუთარ თავს. გიორგი ხელს არ მიშვებს და კიდევ უფრო ახლოს მიკრავს.
- გიორგი! - ლამის ვუყვირი. უეცრად ვგრძნობ როგორ მცილდება მისი სხეული და ვხედავ ირაკლის გაავებულ სახეს,რომელით გიორგის მაისურის საყელოს უჭერს ხელს.
- მგონი გაგსაგებად გითხრეს,რომ არ უნდათ შენთან ცეკვა! - მკაცრი ტონით ეუბნება და ისეთი ხმა და თვალები აქვს,მეც მეშინია.
- შენ ვინ გეკითხება? - ირაკლისკენ იწევს გიორგი,მაგრამ მოულოდნელად მისი მუშტი ხვდება პირდაპირ ყბაში.
- როგორც ჩანს საკმარისად ვერ შეგალამაზე,მაგრამ არაუშავს,ახლა მოგხედავ. - მის სახესთან ახლოს ამობობს და ახლა ცხვირში ურტყამს. გიორგი მიწაზე ვარდება და ცხვირზე იჭერს ხელს.
- ფუ შენი... - ხრიალებს.
- ვერ გავიგე... - გიორგის სხეულისკენ იხრება და თვალებში უყურებს,არაფერს არ აკეთებს სხვას მაგრამ ვხედავ,რომ გიორგის სახე უფითრდება. მერე წელში სწორდება და ჩემკენ მოდის. ძალიან ახლოს დგება, ჩემს პირდაპირ და თვალებში მიყურებს. მე გახევებული ვდგავარ,შოკში ვარ,არ ვიცი რა გავაკეთო. წამის წინ ტკივილისგან დაკლაკნილ გიორგის ვხედავდი,ახლა კი ირაკლის მზრუნველ თვალებს.
- კარგად ხარ? -ისეთი მშვიდია,თითქოს წამის წინ კაცი არ ეცემოს.
- კარგად... ვარ. - ძვლივს ვამბობ და ვგრძნობ,როგორ მეხვევიან მისი მკლავები. მკერდზე ვადებ თავს და თვალებს მაგრად ვხუჭავ.
- მაპატიე. თმაზე მეფერება და იქვე მკოცნის. - წავიდეთ.
- გიორგი? - საწყლად ვუყურებ,ის კი თავს აქანებს და ეღიმება.
- ლევანი მიხედავს,ნუ ნერვიულობ.
- შემეშინდა. მის ყელში ვრგავ თავს.
- ვიცი კნუტო... არ უნდა მომეცა წამოვლის უფლება. ვიცოდი,რომ რამეს მიქარავდა ეს იდიოტი.
- კი მაგრამ...
- ჩშ... სახლში წავიდეთ,დასვენება გჭირდება.
სახლში მივყავარ,სადაც ნუცა და გიგი მხვდება. ნუცა ამჩნებს ჩემს სახეს და წამსვე შეშფოთებული სახით მორბის ჩემკენ.
- რა მოხდა ბარბი? - მეხვევა და ლოყაზე მკოცნის.
- კარგად ხარ ? - გაკვირვებული მიყურებს გიგი.
- ძალიან დავიღალე ბავშვებო,უნდა დავისვენო და ხვალ მოგიყვებით ყველაფერს.
- კარგი,მიდი დაისვენე. გინდა რამეში დაგეხმარო? - მზრუნველი ხმით მეკითხება ნუცა.
- არა ნუუც,მადლობა. მადლობა ირაკლი. - საწყლად ვუღიმი და ჩემს ოთახში ავდივარ.
დაღლილი ვარ,მაგრამ შხაპის გარეშე ვერ ვისვენებ, სწრაფად ვივლებ წყალს, პენურს ვიცვამ და ვწვები. ემოციურად ისეთი დაღლილი ვარ,რომ წამსვე ვითიშები.
მხურვალე ხელის შეხება მაღვიზებს. ჩემს ოთახში ბნელა ამიტომ ვერაფერს ვარჩევ,გარდა ნაცნობი არომატისა. მეორე მხარეს ვბრუნდები და ირაკლის ღამისფერებს ვაკვირდები,რომლებიც ჩემი სახის ნაკვთების დათვალიერებით არიან დაკავებულნი.
- კარგად ხარ? - მეუბნება ჩუმად.
- მჰმ. - მისკენ ახლოს ვიწევ და სახეზე ვეფერები. - შენ რომ არ ყოფილიყავი...
- მაგრამ მე იქ ვიყავი. - მაწყვეტინებს და თვალებში მიყურებს,თითქოს იქ რაღაცას ეძებდეს. - კარგადაა... - ბოლოს ხვდება,რომ მაწუხებს გიორგის მგდომარეობა და მამშვიდებს.
- მიხარია. - ვუღიმი.
- მაპატიე,რო ამის ყურება მოგიწია.
- არაუშავს... მაგრამ სხვა დროს სიმშვიდე შეინარჩუნე. გთხოვ... არ მინდა რაიმე დაიშავო. - შუბლს შუბლზე ვადება და თვალებს ვხუჭავ. მის გახშირებულ სუნთქვაზე ბაგეებს ეთმანეთს ვაშორებ და ვგრძნობ მისი ტუჩების შეხებას. ხელს თმებში მიცურებს და უფრო ახლოს მიკრავს სხეულზე. მისი კოცნისგან გახელებული ზემოდან ვექცევი და უფრო მომთხოვნად ვკოცნი. ვხვდები,როგორ ეღიმება ჩემს ინიციატივაზე. ცალი ხელით მისკენ მიზიდავს,მეორეს კი მოშიშვლებულ ბარძაყებზე დაასრიალებს.
- იდეალური ხარ. -ჩამჩურჩულებს და ყურზე მკბენს,რაზეც კვნესა მცდება.
- მაგიჟებ. - ამბობს და ხელს ზემოთ აცურებს,ახლა შიშველ წელზე ვგრძნობ მის შეხებას. ერთი ხელის მოსით საწოლზე მაწვენს და თვითონ მექცევა ზემოდან.
- გაები ფისუნია... - იღიმის, ყელს მიკოცნის და იქედან მოშიშვლებულ მკერდისკენ ინაცვლებს. ხმას ვერ ვიმორჩილებ და გაურკვეველ ბგერებს ვუშვებ. ირაკლის ბეჭებზე ვებღაუჭები და მისკენ ვიწევი საკოცნელად. ისიც ტუჩებზე მაცხრება, ხელებს მუცლიდან მკერდისკენ მიასრიალებს და მიჭერს.
- ირაკლი..- კვნესას მის სახელს ვაყოლებ. თავს უკან ვწევ და ღრმად ვსუნთქავ.
- კნუტო... - ყელს მიკოცნის და ხელებს ჩემი ქვედა საცვლისკენ ასრიალებს. ვიცი რომ მე ის მჭირდება. მე ირაკლი მჭირდება,მაგრამ ამას ახლა ვერ გავაკეთებ. თვალებს სწრაფად ვახელ და მის შავებს ვაშტერდები. ირაკლი თითქოს შეშდება. მერე სხეულზე ზემოდან მემხობა და შუბლზე შუბლს მადებს.
- მაპატიე. მე უბრალოდ....
- ჩშ... ჩემი ბრალია.- თმებში თითებს ვუცურებ და ვეფერები,ისიც თითქოს დუნდება, ჩემს ყელში რგავს ცხვირს და ღრმად ისუნთქავს ჩემს სურნელს.
- ვგიჟდები ამ სურნელზე. - ამბობს ბოხი ხმით. მეღიმება და თავზე ვკოცნი. მერე ახსენდებ,რომ ჩემს ზემოდან წევს,ღიმილით მშორდება და ჩემს გვერდით წვება.
- ხომ არ გატკინე რამე? - სხეულს მითვალიერებს.
- არაა. - მეცინება. - დღეს ჩემთან დარჩები? - ქვემოდან ვუყურებ.
- დავრჩები. - თვალს მიკრავს და ცხვირის წვერზე მკოცნის. მასთან ახლოს მწევს,ხელებს სხეულზე მხვევს და თვალებს ხუჭავს.
- დავიძინოთ.
- დავიძინოთ. - მის მკლავებში ისე უსაფრთხოდ ვგძნობ თავს,რომ მალევე მეძინება.
დილით ირაკლის შეხება მაღვიძებს,რომელიც პენუარის შიგნით,ზურგზე დაასრიალებს ხელებს. ღიმილით ვახელ თვალს.
- დილამშვიდობის. - მეუბნება ბოხი ხმით.
- დილამშვიდობის. - მისკენ ღიმილით ვიხრები და მოწყვეტით ვკოცნი.
- აპ,აპ,აპ... ასე არ შეიძლება. - ზემოდან მექცევა და ტუჩებზე მაცხრება. სწორედ ამ დროს იღება ჩემი საძინებლის კარი და ვგრძნობ,რომ აქ დასრულდა ჩემი მშვიდი ცხოვრება.
- აქ რა ხდება? - ისმის ნინის მკვლელი ხმა. ასეთი მკაცრი არასდროს მინახავს. ირაკლის ხელებს ვებღაუჭები და ქუთუთოებს ერთმანეთს ძლიერად ვაჭერ. „ აი სად დაგვერხა...“.

იმედი მაქვს მოგეწონებათ <3 <3

№1  offline წევრი 《Sunshine》

ვაიმე ვაიმე !! აუ რა ინტრიგა ჩაგდე შე ცუდო ეხლა სანამ დადებ მილიონი ვერსია უნდა განვიხილო უფფ მალე ხო დადებ ????♥️

№2  offline წევრი ვიპნი

ეს რა იყო,ნეტა სადამდე უნდა დაემალათ.

№3 სტუმარი სტუმარი nancho

აუუუუუ ,აქ რა ხდებაააა❓მაგარი იყო,ისე მე ვფიქრობ არ უნდა დაემალათ.მაგრამ ნება ავტორისააა.

№4  offline აქტიური მკითხველი grafo

ვაიმე საწყალი გიორგი, ტიპს არ შეარგეს დასვენება.
ჭამა და სხვისი ცემის გარდა იქნებ სხვა გასართობიც ეპოვათ :D :D. კლუბში მიპაკუნებ მამაკაცთან ერთად, რომელსაც მოსწონხარ, "ურტყამ" კოქტეილს კოქტეილზე და ცეკვა რომ მოინდომა გადაუარეს. თან, კიდევ კნუტი ყოფილა თურმე დასამშვიდებელი.
საბავშვო ბაღი :)).
ნინიზე არაფერს ვამბობ. აიფოფრება ჯერ და აი, გაავებულ ძაღლს რომ ძვალს უგდებენ დასაწყნარებლად, ეგეთს ჩაუტარებენ და ეგაა :D.

№5 სტუმარი სტუმარი barbi

მალე დადე რა????❤❤

№6 სტუმარი სტუმარი Salome

Mokled es gogo dzalian sulelia bichs xvdeba da meore bichtan ertad paemanze dadis da tvreba

№7  offline წევრი annabelle

grafo
ვაიმე საწყალი გიორგი, ტიპს არ შეარგეს დასვენება.
ჭამა და სხვისი ცემის გარდა იქნებ სხვა გასართობიც ეპოვათ :D :D. კლუბში მიპაკუნებ მამაკაცთან ერთად, რომელსაც მოსწონხარ, "ურტყამ" კოქტეილს კოქტეილზე და ცეკვა რომ მოინდომა გადაუარეს. თან, კიდევ კნუტი ყოფილა თურმე დასამშვიდებელი.
საბავშვო ბაღი :)).
ნინიზე არაფერს ვამბობ. აიფოფრება ჯერ და აი, გაავებულ ძაღლს რომ ძვალს უგდებენ დასაწყნარებლად, ეგეთს ჩაუტარებენ და ეგაა :D.

ახლა ,,გამოვხტები" მაგრამ არ ვინანებ :დ ჯერ ერთი, სად ჩანს რომ გიორგის მოსწონს? უბრალოდ ადრე მოსწონდა, ეგ აღნიშნა ბარბარემ. როგორც ძველი მეგობრები ისე წავიდნენ დროის გასატარებლად.
მეორე, ავტორს თუ უნდა ,,საბავშვო ბაღი" კი არა ბოსტანი იქნება :3
და მესამეც აქვე. რა საჭიროა აზრის ასეთი კომენტარებით გამოხატვა არ მესმის. ცოტა უხეშად გამოგდის ყველასთან და ესაა თორემ,რა თქმა უნდა შენი უფლებაა (ისევე როგორც ავტორის, წეროს ისე, როგორც უნდა).

№8  offline აქტიური მკითხველი grafo

annabelle

1.კიდევ ერთხელ წაიკითხე ისტორია და მიხვდები რა რატომ მიწერია და რატომ ვიფიქრე ის რაც დავწერე!
2.მითითება ვისთან რა გამომდის უადგილოა ჩემი აზრით თან საჯაროდ, მითუმეტეს როცა არ იცი საიტის მიღმა რა ხდება ჩემსა და ავტორებს შორის.
ასე რომ კიდევ ჩემი აზრით, სჯობია დაუსრულებელ ისტორიას დააყენო საშველი :D.
3.ამ ისტორიის ავტორს ჩემი კომენტარით, ზუსტად ისე გაეცინებოდა როგორც ამას თვითონ აკეთებს თავისი ისტორიით და ისევე გაკრეჭილი წაიკითხავდა, როგორც მე დავწერე. სხვა შემთხვევაში ასეთ ისტორიას ვერ დაწერდა. როგორც კი ვატყობ რომ ავტორს თვითშეფასების დონე დაბალი აქვს, იქ მეორეჯერ არც ვწერ. უხეშობა რომ შეამჩნიე, ეგეც უნდა შეგემჩნია. სამართლიანობა მოითხოვს :D :D.
არსად არ წერია წესებში, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება არ გვაქვს. ვიღაცას შეუძლია "მაგარია" წეროს, მე ვრცლად მინდა წერა. არ მოეწონება ავტორს?! მეტყვის და გავჩერდები. რა პრობლემაა.
4.სხვა დროს მსგავსი კომენტარებით ისტორიას თუ არ გაფუჭებ-თ და პირადში მომწერ-თ კარგი იქნება!
გმადლობთ!

№9  offline წევრი annabelle

არავისთვის ჭკუის სწავლებას და მით უმეტეს პირად შეტყობინებებში ,,საქმის გარჩევებს" არ ვაპირებ :დდ მეც ისევე დავაფიქსირე ჩემი აზრი, როგორც შენ.არაფერი ცუდი და გასაოცარი არ მითქვამს, რასაც სხვა ვერ ხედავს :დ ,,უადგილობაზე" კი ნამდვილად არ უნდა საუბრობდე :დ კრიტიკა რა თქმა უნდა საჭიროა, ყველას ყველაფერი ვერ მოეწონება, მაგრამ გააჩნია როგორ გადმოსცემ :3 ასეთი ცინიზმი და ირონია აშკარად არ უნდა მოსწონდეს ავტორს თავის ისტორიაზე :3
წარმატებები ^.^

№10  offline აქტიური მკითხველი grafo

ჩვენ ორს შორის განსხვავება ის არის, რომ შენ საჯაროდ დააფიქსირე აზრი ჩემზე , მე მხოლოდ ისტორიაზე :D.

ზუსტად ვიცი, რომ ავტორი რომელიც ასეთ ისტორიას წერს ჩემს კომენტარში ცინიზმს და ირონიას ვერ დაინახავდა.

"საქმის გასარჩევად" არა, ერთმანეთზე შეხედულებების გაზიარებისთვის გამოიყენება პირადი შეტყობინების ველი, რომ ავტორიც და მკითხველიც მხოლოდ ისტორიაზე კონცენტრირდეს,
სულ ესაა!

№11  offline წევრი უმადრუკი M

《Sunshine》
ვაიმე ვაიმე !! აუ რა ინტრიგა ჩაგდე შე ცუდო ეხლა სანამ დადებ მილიონი ვერსია უნდა განვიხილო უფფ მალე ხო დადებ ????♥️

სანშაიიინ :დდდ დავდე უკვე და ვიმედოვნებ რომ მოგეწონება ^_^ <3

ვიპნი
ეს რა იყო,ნეტა სადამდე უნდა დაემალათ.

შოკი :დდ <3

სტუმარი nancho
აუუუუუ ,აქ რა ხდებაააა❓მაგარი იყო,ისე მე ვფიქრობ არ უნდა დაემალათ.მაგრამ ნება ავტორისააა.

მადლობაა ^_^

grafo
ვაიმე საწყალი გიორგი, ტიპს არ შეარგეს დასვენება.
ჭამა და სხვისი ცემის გარდა იქნებ სხვა გასართობიც ეპოვათ :D :D. კლუბში მიპაკუნებ მამაკაცთან ერთად, რომელსაც მოსწონხარ, "ურტყამ" კოქტეილს კოქტეილზე და ცეკვა რომ მოინდომა გადაუარეს. თან, კიდევ კნუტი ყოფილა თურმე დასამშვიდებელი.
საბავშვო ბაღი :)).
ნინიზე არაფერს ვამბობ. აიფოფრება ჯერ და აი, გაავებულ ძაღლს რომ ძვალს უგდებენ დასაწყნარებლად, ეგეთს ჩაუტარებენ და ეგაა :D.

ცეკვა იყო ახლა ეგ? :დდ

სტუმარი barbi
მალე დადე რა????❤❤

დავდე უკვე ^_^

სტუმარი Salome
Mokled es gogo dzalian sulelia bichs xvdeba da meore bichtan ertad paemanze dadis da tvreba

პაემანს ვერ დავარქმევთ :დდ უბრალოდ ძველ ნაცნობს შეხვდა <3

grafo
annabelle
grafo
annabelle
grafo
ვაიმე საწყალი გიორგი, ტიპს არ შეარგეს დასვენება.
ჭამა და სხვისი ცემის გარდა იქნებ სხვა გასართობიც ეპოვათ :D :D. კლუბში მიპაკუნებ მამაკაცთან ერთად, რომელსაც მოსწონხარ, "ურტყამ" კოქტეილს კოქტეილზე და ცეკვა რომ მოინდომა გადაუარეს. თან, კიდევ კნუტი ყოფილა თურმე დასამშვიდებელი.
საბავშვო ბაღი :)).
ნინიზე არაფერს ვამბობ. აიფოფრება ჯერ და აი, გაავებულ ძაღლს რომ ძვალს უგდებენ დასაწყნარებლად, ეგეთს ჩაუტარებენ და ეგაა :D.

ახლა ,,გამოვხტები" მაგრამ არ ვინანებ :დ ჯერ ერთი, სად ჩანს რომ გიორგის მოსწონს? უბრალოდ ადრე მოსწონდა, ეგ აღნიშნა ბარბარემ. როგორც ძველი მეგობრები ისე წავიდნენ დროის გასატარებლად.
მეორე, ავტორს თუ უნდა ,,საბავშვო ბაღი" კი არა ბოსტანი იქნება :3
და მესამეც აქვე. რა საჭიროა აზრის ასეთი კომენტარებით გამოხატვა არ მესმის. ცოტა უხეშად გამოგდის ყველასთან და ესაა თორემ,რა თქმა უნდა შენი უფლებაა (ისევე როგორც ავტორის, წეროს ისე, როგორც უნდა).

1.კიდევ ერთხელ წაიკითხე ისტორია და მიხვდები რა რატომ მიწერია და რატომ ვიფიქრე ის რაც დავწერე!
2.მითითება ვისთან რა გამომდის უადგილოა ჩემი აზრით თან საჯაროდ, მითუმეტეს როცა არ იცი საიტის მიღმა რა ხდება ჩემსა და ავტორებს შორის.
ასე რომ კიდევ ჩემი აზრით, სჯობია დაუსრულებელ ისტორიას დააყენო საშველი :D.
3.ამ ისტორიის ავტორს ჩემი კომენტარით, ზუსტად ისე გაეცინებოდა როგორც ამას თვითონ აკეთებს თავისი ისტორიით და ისევე გაკრეჭილი წაიკითხავდა, როგორც მე დავწერე. სხვა შემთხვევაში ასეთ ისტორიას ვერ დაწერდა. როგორც კი ვატყობ რომ ავტორს თვითშეფასების დონე დაბალი აქვს, იქ მეორეჯერ არც ვწერ. უხეშობა რომ შეამჩნიე, ეგეც უნდა შეგემჩნია. სამართლიანობა მოითხოვს :D :D.
არსად არ წერია წესებში, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება არ გვაქვს. ვიღაცას შეუძლია "მაგარია" წეროს, მე ვრცლად მინდა წერა. არ მოეწონება ავტორს?! მეტყვის და გავჩერდები. რა პრობლემაა.
4.სხვა დროს მსგავსი კომენტარებით ისტორიას თუ არ გაფუჭებ-თ და პირადში მომწერ-თ კარგი იქნება!
გმადლობთ!

არავისთვის ჭკუის სწავლებას და მით უმეტეს პირად შეტყობინებებში ,,საქმის გარჩევებს" არ ვაპირებ :დდ მეც ისევე დავაფიქსირე ჩემი აზრი, როგორც შენ.არაფერი ცუდი და გასაოცარი არ მითქვამს, რასაც სხვა ვერ ხედავს :დ ,,უადგილობაზე" კი ნამდვილად არ უნდა საუბრობდე :დ კრიტიკა რა თქმა უნდა საჭიროა, ყველას ყველაფერი ვერ მოეწონება, მაგრამ გააჩნია როგორ გადმოსცემ :3 ასეთი ცინიზმი და ირონია აშკარად არ უნდა მოსწონდეს ავტორს თავის ისტორიაზე :3
წარმატებები ^.^

ჩვენ ორს შორის განსხვავება ის არის, რომ შენ საჯაროდ დააფიქსირე აზრი ჩემზე , მე მხოლოდ ისტორიაზე :D.

ზუსტად ვიცი, რომ ავტორი რომელიც ასეთ ისტორიას წერს ჩემს კომენტარში ცინიზმს და ირონიას ვერ დაინახავდა.

"საქმის გასარჩევად" არა, ერთმანეთზე შეხედულებების გაზიარებისთვის გამოიყენება პირადი შეტყობინების ველი, რომ ავტორიც და მკითხველიც მხოლოდ ისტორიაზე კონცენტრირდეს,
სულ ესაა!

მშვიდად,მშვიდად :დდ სარკაზმი არ არის საჭირო.

№12 სტუმარი სტუმარი taa

XV tavs rodis dadeb??

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent