თუ გაიმარჯვებ! (თავი მეცხრე)
ახლა რაღას გეგმავს ეს ბიჭი? ვფიქრობდი მე და გულში ვლანძღავდი უკვე...რაც არ უნდა იყოს თავი უნდა დავიცვა! მეც არ დავრჩები ვალში ,მზად ვარ ნებისმიერი რაღაც გავაკეთო ,ოღონდაც თავი დავიცვა! ჯონგუკ ვეღარ მიიღებ იმას, რაც გინდა. ეს შაბათ კვირა სულ სხვა ემილის იხილავ..მზად იყავი! ჯეისონის pov : -გასწიე ეს შენი ნაგავი ბარგი. ვუთხარი ემილის და საწოლიდან ჩემოდანი გადმოვაგდე,რომელიც ახლახანს დადო. -ჯერ იმით დავიწყოთ,რომ ეს საწოლი ჩემიც არის და მეორე ,რატომ დამიგდე ძირს ჩემოდანი? გგონია აქაც შენი ფინიები დაგიცავენ შენი ძილში გაგუდვა რომ გადავწყვიტო? დამიწყო ემილიმ ყვირილი და პლიუს მუქარა,მაგრამ ამაზე მხოლოდ გამეცინა და შემდეგ არც მე დავრჩი ვალში. -მეორე სართულია შენი საწოლი და ნუ ყვირიხარ და ნუ მემუქრები რაა!! შენც კარგად ხვდები, რომ ამ სამ დღეს ყელში ამოგადენ და მეტად ნუ მიმატებ ბრაზს! მეც ყვირილი და მუქარა არ დამავიწყდა,ამაზე კი ემილიმ გამწარებულმა ადო ჩემოდანი მეორე სართულზე და ზედაც არ შემომხედა,ისე ამიარა გვერდი. -აუტანელი გათამამებული პატარა ბავშვი ხარ ,რატომ გეკამათები ნეტავი! მიაყოლა თან ჩურჩულით,რაზეც გავიგონე და უკან მივაწიე ჩემი სიტყვაც. -პატალა ბავსვი ხალ ,ვაინეეეე! როგორი გამჭრიახად მეპასუხება! ეს იყო და ეს ,აღარ მიპასუხა არაფერი, მე კი ლეონარდოსკენ გავემართე. -შემიცვალე ადგილი! მივახალე პირდაპირ ჩემი სურვილი. -შანსი არაა! მითხრა ლეონარდომ სიცილით და საწოლზე გადაგორდა. -ჯანდაბა ,გავედი აქედა. ზიზღით ვთქვი მე და ლილის მოსაძებნად გავედი გარეთ. -ლილი რას აკეთებ? ვიკითხე და თან ლილის უკნიდან ხელი წელზე შემოვხვიე . -დღეს რომ ემილი დაიძინებს ,რაღაც გეგმა მაქვს . მითხრა მაცდური ღიმილით მან და შემდეგ მაკოცა ,მე ამაზე ღიმილით თავი დავუქნიე. ყველაფერს იმსახურებს ის გოგო. -გაგაბრაზა ხო ჩემო ბაჭია? გაბუტული სახით მკითხა და სახეზე მომეფერა,რაზეც იქვე პატარა მაგიდაზე ავსვი და ვნებით სავსე თვალებით შევხედე. -ძაალიან გამაღიზიანა და მინდა ბრაზისგან დავიცალო. ეს რომ ვთქვი ის იყო უნდა დაგვეწყო რაღაც,პატარა ხმამ რომ გაგვაწყვეტინა. -ჰეიი ,მასწავლებელი გვიხმობს! გავიგე ფანჯარაზე ერთ-ერთი მოსწავლის კაკუნი,მე და ლილიც მობეზრებული სახით ავდექით და ოთახი დავტოვეთ. -დღეს საღამოს პატარა შეჯიბრი გაიმართება ,ყველა წყვილებში იქნებით და გამარჯვებული წყვილი პრიზსაც მიღებს! თქვა მასწალებელმა და წყვილების ჩამოთვლა დაიწყო. -ესეგი,პირველი წყვილი ემილი და ჯეისონი ,თქვენ ერთად და არ გავიგო ზედმეტი წუწუნი! ამაზე მე პირი მოვკეტე და მოწყენილი სახით გავხედე ლილის,რომელსაც ჩემი მეწყვილეობა უნდოდა. ვბრაზობდი ,რადგან ვიცოდი სპეციალურად აკეთებდა ამას ჩვენი მასწავლებელი ,რომ ვითომ 'მეგობრობა’ დაგვეწყო მე და ემილის. -ვწუხვარ ძვირფასო. ვუთხარი მე და ლოყაზე ვაკოცე ,ლილიმ კი საპასუხოდ ტუჩებში მაკოცა. -გული მერევა! გავიგე ემილის ხმა ,რომელმაც გვერდით ჩაგვიარა და სახლში შევიდა. -ღამით ვნახავთ თუ იქნება ლაპარაკის ხასიათზე. თქვა ლილიმ სიცილით. ვნახოთ ძვირფასო თუ რამდენად ძლიერი ხარ . ემილის pov: -მოვკლა ,არ მოვკლა. ვიმეორებდი მე და პატარა გვირილას ,,ვპრტყვნიდი,,თან ფანჯარიდან ლამაზ ბუნებას ვუცქერდი და ვბრაზობდი ,რომ ასეთი შესანიშნავი ადგილი ჩემთვის ჯოჯოხეთად იქცა! -ჰეი ,კარგად ხარ? უკნიდან ხმა გავიგონე და რომ მივიხედე ,ჩემი სკოლელი ბელა დავინახე . გამიკვირდა ,რადგან არასდროს არ დამლაპარაკებია აქამდე. -კი კარგად ვარ, მადლობა. გავუღიმე მე . -ყურადღება არ მიაქციო, კარგი? თქვა მან და გვერდით მომიჯდა,რაზეც მესიამოვნა მისი მხარდაჭერა. -ვაი რომ ვეღარ გამომდის ეს 1 კვირა ამის დაიგნორება. ვუპასუხე მე გულახდილად. -მას მკაცრი მამა ჰყავს და ამიტომ არის ასეთი . ჩაიჩურჩულა ბელამ და თვალებში შემომხედა,რაზეც პირდაპირ ვუპასუხე. -ადამიანების დაჩაგვრით არ გვარდება არაფერი. -კი მართალი ხარ ,მაგრამ ხომ ხედავ შენ მას დაუპირისპირდი,რა იცი რომ ვერ შეძლებ მის წინაღმდეგ გამარჯვებას?ამაზე მე გამეცინა. -კი მართალი ხარ... იმის მიუხედავად რომ მთელი სკოლა ვერ მიტანს ,ვამაყობ ჩემი თავით. ეს რომ ვთქვი ,თან ღიმილს ვერ ვწყვეტდი. -კი ალბათ გგონია ,რომ ვერავინ ვერ გიტანს, მაგრამ არიან ადამიანები ვინც შენს ამ სიმამაცეს აფასებს. გამიღიმა ბელამ. -ხოო? ვიკითხე მე უხერხულად. -კი ასეა და იცოდე თუ დაგჭირდება, ისინი გვერდში დაგიდგებიან. მიპასუხა ღიმილით და ფეხზე წამოდგა, შემდეგ კი ოთახი საერთოდ დატოვა. შეიძლება ბელა მართალია და შემიძლია სხვა ადამიანებიც დავიყენო გვერდში ,ამ სკოლის პუბლიკის წინაღმდეგ . საათს ვუყურებდი და უბრალოდ ვიწექი ..საოცრად მოვიწყინე უცბად ისე რომ არაფრის ხასიათზე არ ვიყავი. -ჰეეე!! უცბად ჯეისონის ხმა მომესმა ,ახლა რაღა უნდა! გავიფიქრე მე და მას გავხედე. -რა გინდა? ვიკითხე უხეშად -შეჯიბრება იწყება , ასწიე. მიპასუხა მან მეტად უხეშად და კარიდან გავიდა. რა თქმა უნდა შეჯიბრი სულ დამავიწყდა და ჩემ მეწვილედ ჩემი მჩაგვრელი ჯეისონიც ,ამის გახსენებაცე კი ღრმად ჩავიხვნეშე და ფეხზე ავდექი. -მოეწყვეთ, ყველა მოეწყვეთ!! თქვა მასწავლებელმა და ჩვენც ერთმანეთის გვერდით დავდექით ,ოღონთ ისე ,რომ ერთმანეთს ზედაც არ ვუყურებდით. -მოკლედ 3 ჯგუფი სირბილში შეჯიბრებით ერთმანეთს ,ოღონთ პირდაპირ ირბენთ..არ გადაუხვიოთ არსად ,რომ არ დაიკარგოთ. ყველაფერი გასაგებია? მზად ხართ? დასრულა მასწავლებელმა სიტყვა და ყველას გადმოგვხედა,ჩვენ ამაზე თავი დავუქნიეთ. -მაშინ ვუწყებ ათვლას,1...2....3 აბა წავიდა! დაიყვირა მასწავლებელმა და საშტვირში ჩაბერა! ჩვენც შტვენის გაგებაზე რაც ძალა და ღონე გვქონდა გავიქეცით,მაგრამ ჯეისონი მაინც მისწრებდა! ვიცი ჩემი მეწყვილე იყო ,მაგრამ მაინც მინდოდა გამესწრო! ამიტომ უფრო ძლიერად გავიქეცი . ალბად ჯეისონმა ეს შეამჩნია,რადგან ჩაიცინა და უფრო აუჩქარა ფეხს ! შემდეგ კი ფაქტობრივად მთელი გზა ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. ისეთ აზარტში შევედი ,ვერც გავიგე როგორ გადავუხვიე გზიდან და სულ სხვა მხარეს როგორ წავედი ! ამას რომ მივხვდი და რომ გავაცნობიერე,უკვე გვიანი იყო,რადგან სრულიად უცხო ადგილას ამოვყავი თავი. -სად ვარ? ვიკითხე დაბნეულმა და არემარე მოვათვარიელე . ხან იქით წავედი ,ხან აქეთ ,მაგრამ მაინც გზას ვერ მივაგენი ! პირიქით მგონი უარესად დავიკარგე..ყვირილიც ვცადე ,მაგრამ ჩემი აშკარად არავის არ ესმოდა. ნელ-ნელა ჩემში შიში იღვიძებდა,მალე დაბნელდებოდა ,რა უნდა მექნა წარმოდგენა არ მქონდა. -ჯანდაბა,ჯანდაბა! ვთქვი მე და ხესთან იქვე ნელ-ნელა ჩამოვჯექი. ვგრძნობდი როგორ მიპყრობდა პანიკა,მითუმეტეს მაშინ ,როდესაც გავაცნობიერე ,რომ უკვე დაბნელება დაიწყო . მციოდა და ძაალიან მეშინოდა ,რომ ვერ მიპოვონ საერთოდ რა ვქნა? გზა როგორ ვიპოვო? წამოვიდა ჩემ თავში ეს კითხვები და ნელ-ნელა ცრემლებიც მომაწვა თვალებზე. ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო და უცბად ელვა დაიწყო ! ცაში გრუხუნებდა, ეს საშინელი ხმა კი ჭკუიდან მშლიდა! მე ხომ ასე მეშინია გრუხუნის ..უკვე ვეღარ გავუძელი მეტს და ტირილი დავიწყე. ვიჯექი ხესთან და უბრალოდ ვტიროდი. ვეღარ ვინძრეოდი ისე მეშინოდა გრუხუნის. -ემილი??!! გავიგონე უცბად ხმა ...მინდოდა მეც მეყვირა აქ ვარრ!! მაგრამ არ შემეძლო, ძალა არ მყოფნიდა ,თითქოს გავითიშული ვიყავი. ჯეისონის pov: 2 საათია რაც ემილი დაიკარგა. ყველა მას დავეძებდით ,ყველგან ვნახეთ ,რამის მთელი ტყე შემოვიარეთ ! ყველა ძალიან ნერვიულობდა მასზე და მეც რაღაც არასასიამოვნო გრძნობა მქონდა .. ვღელავდი? არა გამორიცხულია, მაგრამ რატომ ვეძებ ასე მონდომებით. მალევე წვიმაც დაიწყო ,საშინლად ელავდა და მთელ გარემოს თავზარს სცემდა გრუხუნის ხმამაღალი ხმა! მე კი მაინც არ ვჩერდებოდი და მაინც ვაგრძელებდი მის ძებნას. ამ ძებნაში ,ტყეში ღრმად შევეცი და უცბად ერთ-ერთ ხესთან სილუეტი რომ დავინახე ,რომელიც ჩაკუნტული იყო, ვერ გავაცნობირე რა იყო ,ან ვინ იყო , ამიტომ ჯერ ვიკითხე. -ემილი!?მან ამაზე ხმა არ გამცა ,მე კი არ ვიცოდი რა მექნა ,ამიტომ ნელ-ნელა მისკენ წავედი და აი დავინახე სულ სველი ემილი. ჩაკუნტული ,ხეს იყო მიკრული და თავი მუხლებში ჯქონდა ჩადებული. სულ კანკალებდა ,მე მას მივუახლოვდი და ვცადე მიმეხვედრებინა, რომ უკვე უსაფრთხოდ იყო ,მაგრამ ხმას არ იღებდა..მივხვდი ამას აზრი არ ჰქონდა, სულ სველი ვიყავი და ეს ბოლო რამდენიმე წუთი თავზე ვედექი ,მაგრამ ალბად აზრზე მაინც ვერ მოდიოდა რომ ვიპოვეთ . რომ მივხვდი რომ არანაირი რეაქცის გამოხატვას არ აპირებდა, მივუახლოვდი და თავი ნელა ავაწევინე...მას თვალები დახუჭული ჰქონდა და ფაქტობრივად უგონოდ იყო! მე ნელა ხელები მოვკიდე და ნაზად ხელში ავიყვანე ..მან ხელები მომხვია კისერზე მთელი ძალით და თავი ყელში ჩამიდო ღრმად სუნთქავდა და თან სულ კანკალებდა . -დამშვიდდი, უსაფრთხოდ ხარ. ვუთხარი მე ჩუმად და ბანაკისკენ გავემართე. მთელი გზა ემილის ხელი არ გაუშვია ,მეხუტებოდა თან მთელი ძალით ! მისი ცივი ტუჩები ყელზე მეხებოდა და მისი ცხელი სუნთქვას ვგრძნობდი მთელ მკერდზე. -ღმერთო მოიყვანაა!! იპოვაა!! გავიგონე ერთ-ერთი მოსწავლის ხმა ,ამის თქმაზე კი ყველა მე მომცვივდა. საწვიმარებში იყვნენ ყველანი გახვეული და წვიმის წვეთები ღაპა ღუპით ჩამოსდიოდათ. -აქეთ წამოიყვანე ჯეისონ! თქვა ანერვიულებულმა მასწავლებელმა და წინ ბურუსში ფანარით გამიძღვა..ემილი ჩემს საწოლზე დავაწვინე,შემდეგ კი იქაურობა დავტოვე, რომ მისთვის სველი ტანსაცმელი დაეცვალათ . გარეთ სკამზე ჩამოვჯექი , სულ სველი ვიყავი ,მაგრამ არ მანაღვლებდა ,მაინც წვიმის ყურებით ვტკბებოდი. -ჯეისონ აქ რას ზიხარ !?? გავიგე ლილოს ხმა ,რომელიც ქოლგით ხელში წინ მედგა..მე ამაზე არაფერი ვუპასუხე. -იპოვეს? მკითხა ცოტხანში ლილიმ, მე კი ამაზე მხოლოდ თავი დავუქნიე. -ღირსი იყო ,რაც დაემართა. თქვა ლილიმ და სიცილი ამოხდა ,მე ამაზე უბრალოდ უემოციოდ ავხედე. არ ვიცი რატომ,მაგრამ ცოტა არ იყოს მეცოდება. -რა გჭირს ჯეისონ? მკითხა ამაზე ლილიმ. -არაფერი ,უბრალოდ დავიღალე. ვთქვი უემოციოდ და ფეხზე წამოვდექი, შემდეგ კი სახლში შევედი . იქ ისევ ჩემი საწოლის გარშემო ბევრი ხალხი დამხვდა ,როგორც ჩანს გონზე კიდევ არ მოსულა ემილი ,გავიფიქრე მე და სამზარეულოში გავედი. არ ვიცი რატომ ვერ ვისვენებ ერთ ადგილას, რატომ ვერ ვჩერდები ! რას გავურბოდი და რატომ არ ვიცოდი..ან რატომ არ მომეწონა ასე ძაალიან როდესაც ემილი ამ მდგომარეობაში დავინახე? ძაალიან დაბნეული ვარ. ემილის pov: -რა მოხდა? როგორც კი თვალები გავახილე ეს ვიკითხე,მაგრამ პასუხი არავინ გამცა . მე ჯეისონის საწოლში ვიწექი ,ჯეისონი კი ჩემს საწოლში ,რადგან მის დიდ ხელს ვხედავდი ,რომელიც ჩამოგდებული ჰქონდა . გარეთ, რომ გავიხედე უკვე დღე იყო. ანუ გუშინდელიდან მოყოლებული მძინავს?? ის ბიჭი ის...ის ვინ იყო ? ვინ გადამარჩინა ? ათასი რაღაც მიტრიალებდა თავში ,ინტერესით ვკვდებოდი ,ისეთი ინტერესით ,რომ ჯეისონისთვის გადავწყვიტე მეკითხა ,რა თქმა უნდა თუ ეღვიძა..თავიდან ადგომისას ცოტა თავბრუ დამეხვა, მაგრამ შემდეგ მყარად დავდექი ფეხზე და ჯეისონს ავხედე. ,,ეს ვინ არის?,, ისეთი მშვიდად ეძინა როგორც პატარა ბავშვს. მეც გაშტერებული ვუყურებდი ,მანამ არ მივხვდი რომ ასე მიაშტერდე შენს მტერს არასწორია,მაგრამ ვაღიარებ უსიმპათიურესია,შინაგანად ურჩხული რომ არ იყოს! -მძინარე მზეთუნახავმა გაიღვიძა?გავიგე უცბად უკნიდან ხმა ,ამაზე მე შევხტი და სასწრაფოთ მისკენ მივტრიალდი . -ლეონარდო. გადავატრიალე თვალები მე. -ხო პრინცესა. თქვა მან და ნელა ჩემსკენ წამოვიდა ,ამაზე მე უკან დავიხიე და ისე რომ ვერც გავიგე, ჯეისონის ხელს შევეჯახე ..ამაზე როგორც ჩანს მან გამოიღვიძა. -აქ რა ხდება? იკითხა ნამძინარევი ხმით და ორივეს გამოგვხედა. -არაფერი . ვთქვი მე და სამზარეულოსკენ წავედი. იქ რომ შევედი ბელაც დამხვდა და მასწავლებელიც . -ემილიი!! წამოხტა მასწავლებელი და გულში ჩამიკრა. -ბოდიში, ჩემი ბრალია,რომ იცოდე რამდენი ვინერვიულე! თქვა მან და ხელი გამიშვა. -მოდი, ყავა არ გინდა? გავიგე ბელას ხმა ,რომელიც მიღიმოდა. -სიამოვნებით! ვთქვი მე და სკამზე ჩამოვჯექი . ბევრ რაღაცაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ გუშინდელ თემას თავი მაინც ვერ ავარიდეთ. -ვინ მიპოვა გუშინ? ვიკითხე მე ინტერესით,რადგან მადლობის მოხდა მინდოდა ჩემი გადამრჩენელისთვის. -შენმა რომეომ! თქვა მასწავლებელმა და გულზე ხელები დაიწყო . -ჯეისონმა?? ვიკითხე მე გაოცებით,რაზეც მათ ღიმილით დამიქნიეს თავი! ჯეისონ ჩემს მტერს გეძახი,მაგრამ არც კი ვიცი აქამდე როგორ მოვედით. ეს სახელი გეკუთნის რომ? უკვე მეორედ გადამარჩინე. როდესაც პრობლემებში ვეხვევი,არსაიდან ჩნდები და მათავისუფლებ! მითხარი თუ ასე გძულვარ ,რატომ მეხმარები სულ? ხან თვითონ მაგდებ საფრთხეში ,ხან პირიქით ,გმირად მევლინები ..რა უცნაური ბიჭი ხარ,იმდენად უცნაური ,რომ დღემდე ვერ გაგიგე ვინ ხარ ჩემთვის . მტერი თუ გადამრჩენელი? ჯეისონის pov: -რა ხდებოდა? ლეონარდოს კითხვა გავუმეორე,ემილი რომ დაგვტოვა ოთახში. -არაფერი ისეთი. თქვა ლეონარდომ ,რაზეც მე წამოვდექი და საყელოში მოვკიდე ხელი. -მისმინე ახლა ,იმის მიუხედავად ,რომ ლილის ნათქვამი დავიჯერე ,ეს იმას კი არ ნიშნავს რომ შენ გენდობი,ამიტომ ფრთხილად იყავი! ნუ დაანახებ ყველას შენ ამაზრზენ სახეს,თორემ საფრთხე შეგექმნება ჩემი სახით,თუ გავარკვიე რეალურად რა ხდება შენს და ემილის შორის! ვთქვი მე და შემდეგ ხელი გავუშვი . ამოვიცვი რაც ხელში მომხვდა და გარეთ გავიქეცი,მისი სახის ყურებაც კი მაღიზიანენს და მინდა ჩავალურჯო! ლეონარდომ თავისი წინანდელი საქციელი იმით გაამართლა,რომ ემილი მისი "ნაშა" იყო,მაგრამ ემილის შიშით სავსე თვალებს თუ გავითვალისწინებთ ცოტახნის უკან,აშკარად რაღაც სხვა ხდება,მე კი მწარედ მოვტყუვდი. ამის გააზრებაზე დავიბენი და გაგიჟებული ამ ფიქრებით ტყეში გავიქეცი! მთელი ძალით მივრბოდი,მაგრამ სად მეც არ ვიცოდი. უბრალოდ გავრბოდი,მარტო ყოფნა მინდოდა. სულ ცოტახანს ,სულ ერთხელ. ----------------------- გაგრძელება იქნება ..???? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.