წარსულის შეცდომები 5 თავი
*ავტორი ერთ-ერთი პრესტიჟული უბნის ქუჩაზე სწრაფად მიქროდა შავი ჰამერი . რამდენჯერმე წითელზეც კი გაიარა,იმდენად ეჩქარებოდა მასში მჯდომს. წლებია რაც ამ საქმეს იძიებს ,მაგრამ არანაირი შედეგი, თითქოს ერთ ადგილზე გაყინულიყოს.ახლა კი რაღაც გამოჩნდა და იმდენად ეჩქარებოდა, ამ "რაღაცის,, გაგება ,რომ რამდენიმე ავარიაც კინაღამ გამოიწვია. მოწყვეტით გააჩერა ერთ-ერთ მრავალ სართულიან კორპუსთან ავტომობილი, სწრაფად გადავიდა და ლიფტს არ დალოდებია, ისე ავიდა მეხუთე სართულზე. კარზე ძლიერად დააბრახუნა,მალევე გაისმა ნაბიჯების ხმა და კარი საკმაოდ სიმპატიურმა ბიჭმა გააღო -აბა რა გაარკვიე?-მისალმების გარეშე დაიწყო და დაუპატიჟებლად შევიდა სახლში -ჯერ გამარჯობა მაინც გეთქვა-თვალები აატრიალა და დემონსტრაციულად გაშალა ხელები -ვაიმე ერეკლე დროზე დაიწყე ჯობია-მოუთმენლად ამოილაპარაკა და სავარძელში ჩაეფლო მოწყვეტით -კარგი ხო, რა მოუთმენელი ხარ რაა -თავის ქნევით გავიდა სხვა ოთახში და ორ წუთში ნოუთბუქით ხელში დაბრუნდა -მოკლედ,შენ რომ ტელეფონი გამომიგზავნე გავშიფრე და ძალიან საინტერესო რაღაცებიც გავიგე,მართალია ცოტა ძნელი იყო, მაგრამ ჩემი ნიჭის დამსახურებით ფაილები ამოვიღე-შეიფერა და დენიელს გახედა ,რომელიც დაბღვერილი სახით უსმენდა დარასელის თავის ქებას -გავიგე მაგარი ჰაკერი, რომ ხარ და მადლობა, ახლა დაიწყე მოყოლა რანახე ასეთი -მოკლედ-დასერიოზულდა ერეკლეც-როგორც ვვარაუდობდით მამაშენი მართლაც მოკლეს-ბოლო სიტყვა ხმადაბლა თქვა და დენის გახედა -გააგრძელე-არ შეიმჩნია ემოციები და გვერდზე გაიხედა -აღმოჩნდა ,რომ მამაშენი ერთ-ერთი შეგზავნილი პოლიციელი იყო ,რომელიც ნარკოტიკების რეალიზებას და რამდენიმე მკვლელობას იძიებდა, ისე მოხდა ,რომ გამოიჭირეს და ლიკვიდაცია ბრძანეს,მაგრამ ერთი შეუსაბამობააა პოლიციის ჩანაწერებში არაფერია, ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ არა მამაშენის ფაილი ვერაფერს გავიგებდი.-დაასრულა და ჩაფიქრებულ მეგობარს გახედა -კარგი ის გაარკვიე ვინ გასცა ლიკვიდაციის ბრძანება? -კი ოღონდ მხოლოდ"კლიჩკა" წერია ნამდვილი სახელი არ ვიცი-შუბლზე მოისვა ხელი და ქვემოდან ახედა დენის -რა წერია? -"ჩორნა"-ამოიკითხა მოჭუტული თვალებით -რა მოხდა?იცი ვინცაა?-იკითხა დენის არეულ სახეს,რომ წააწყდა -ეჭვი მქონდა, მაგრამ არ მეგონა ამდენად რთულად თუ იქნებოდა საქმე. ორი თვის წინ ამანათი მომივიდა ,სადაც მხოლოდ ერთი სახელი ეწერა, არც გამომგზავნი და არაფერი საერთოდ სხვა,კურიერსაც არ მოუტანია. სიმართლე გითხრა ადრეც მსმენია ეს სახელი მაგრამ არ მახსენდება საიდან.შემდეგ პოლიციაში ვცადე რამე გამერკვია, მაგრამ უშედეგოდ არაფერი და არავინ არ იყო ამ სახელით. ვაჟას ვთხოვე მერე ,რამე მაინც ,რომ ეპოვა, მაგრამ მანაც ვერაფერი ნახა.-დაასრულა საუბარი ამოიოხრა და დაცვარულ შუბლზე ხელი გადაისვა -კარგი ყველანაირად ვეცდები სისტემაში, რამე ვნახო აქ კიდე რაღაც ფაილები ვნახე ,მოტაცებაზე და გაყიდვაზე ვერ მივხვდი ჯერ გასაშიფრი მაქვს და რომ მოვრჩები შეგატყობინებ -გაუღიმა ერეკლემ-ისე სანდრო როგორაა?-გაახსენდა ძმაკაცი-ვერ ვინახულე ამ საქმის გადამკიდე -კარგად რა უჭირს,პროსტა მაგარი დამტვრეულია-გაეცინათ ორივეს -რაო როდის უნდა გამოწერონ? -ხვალ , დღეს გიფსსაც მოხსნიან და ხვალ გაუშვებენ-ჩაეღიმა ალექსანდრეს გახსენებაზე და სიგარეტი ამოიღო-გინდა-პაჩკიდან ამოწეული ღერი გაუწოდა ერეკლეს -ნწ თავს ვანებებ-გაიცინა და თავი უკან გადააგდო - მეც -წარბი აუწია და პროვოკაციულად მოათავსა ღერი ტუჩებს შორის -არაფერი გეშველება-გაიცინა დარასელმა და ტელეფონზე ახლად მოსულ შეტყობინებას დახედა, რასაც კარზე ზარიც მოყვა -ვინმეს ელოდები?-კითხა დენიმ და სავარძელში გასწორდა -კი ირაკლამ მომწერა მივდივარო, მაგრამ ასე მალე წესით არ უნდა მოსულიყო-დაეჭვებულმა თქვა და კარის გასაღებად წავიდა-შენი-მოესმა ერეკლეს ყვირილი და მასთან მისვლას აპირებდა იარაღის გასროლის ხმა, რომ გაიგო -ჯანდაბა,ჯანდაბა-ჩუმად შეიკურთხა და ტელევიზორის ტუმბოში ჩადებულ იარაღს დასწვდა ,რომელიც მეპატრონეს ღია დარჩენია.ჩუმად გაიხედა დერეფანში და ორი ნიღბიანი დაინახა ,რომელიც სისხლიან ეკეს თავს ადგნენ,უვე გასვლას და სროლას აპირებდა კეფაზე მწვავე ტკივილი, რომ იგრძნო და გონება დაკარგა. **** -დენ გაიღვიძე-მისი სახელის ძახილმა და სახეში შემორტყმამ ნელ-ნელა მოიყვანა გონს,თავიდან ვერ მოვიდა აზრზე სად იყო და რა მოუვიდა, მანამ დერეფანში სისხლში ამოსვრილი ერეკლე არ დაინახა-დენიელ გამოფხიზლდი კარგად ხარ?-კითხა ანერვიულებული ხმით ირაკლამ -ჯანდაბა თავი მისკდება-მტკივან ადგილას მოისვა ხელი სადაც სისველე იგრძნო-ნაბი*ვრები, ეკე როგორაა?-შეშფოთებულმა გახედა უგონოდ მყოფი მეგობარს -გადარჩება სასწრაფოში უკვე დავრეკე, ბევრი სისხლის დაკარგა -ჩუმად ამოილაპარაკა და ისევ ძმაკაცს დაუბრუნდა და სისხლიანი ხელები ჭრილობას დაადო, რომ მეტი სისხლი არ დაეკარგა -სად დაჭრეს-ძლივს წამოდგა მენაბდე და მეგობრისკენ დაიხარა -მხარში ,ცხრა სიცოცხლე აქვს ტიპს რაა-გაიცინა და მწოლიარეს დახედა -ჩემი ბრალია ვერ მოვასწარი რეაგირება-იატაკზე დაჯდა და თმებზე გადაისვა ნერვიულად ხელები -რა მოხდა ვაფშე?-ახედა დენის ჩაცუცქულმა -რა და...-სიტყვა კარის ხმამ გააწყვეტინა და ოთახში ექიმების ფრმაში ამოწყობილი რამდენიმე ადამიანი გამოჩნდა. მალევე ერეკლე საავადმყოფოში გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანით. *** "ცნობილი აიტი სპეციალისტი და ბიზნესმენი ერეკლე დარასელი დაჭრილი იქნა ცეცხლ სასროლი იარაღით მისსავე სახლში,მასთან ასევე იმყოფებოდა მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი დენიელ მენაბდე,ახლანდელი ცნობით მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებათ,რა მოხდა ცნობილი ბიზნესმენის სახლში და ვინ სცადა მისი მოკვლა,ამას მთავარი პროკურატურა იძიებს და დეტალებზე არ საუბრობენ..." ხმა გამოურთო სანდრომ და სავარძელში მჯდომს გახედა -ყველა არხზე შენ და ერეკლე ხართ,გასროლის ხმაზე მეზობლებს პოლიციაში დაურეკავთ და ახლა ჟურნალისეთებიც არ მოგასვენებთ -ეგ ახლა ვაფშე არ მაინტერესებს,ტიპებმა სახლი მოასუფთავეს აღარაფერი დატოვეს ,ყველა სამხილი წაიღეს ,ეკეს ნოუთბუქიც -ისე რა იპოვა მაგან ეგეთი,ასეთი აფორიაქებული,რომ ხარ?-თვალი მოაშორა უხმოდ მოლაპარაკე წამყვანს და დენიელს გახედა -მამაჩემი მოკლეს-ეს თქვა და გაჩუმდა -ძმაო..ვწუხვარ-მასაც სევდიანი გაუხდა თვალები,იცოდა რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მისთვის მშობლები,მართალია კარგად არ ახსოვს მაგრამ ბებია და ბაბუა არასდროს აძლევდნენ უფლებას ისინი რომ დაევიწყებინა- რა მოხდა? -შეკვეთილი ავარია,ვიღაცას მისი მოშორება უნდოდა რასაც დედაც შეეწირა, აღმოჩნდა, რომ მამაჩემი ერთ-ერთ დაჯგუფებაში შეგზავნილი ყოფილა მკვლელობა,ნარკოტიკების მოხმარება რეალიზაციას იძიებდა და როგორც ჩანს ან ჩაუშვეს ან კიდევ გამოიჭირეს და ლიკვიდაცია ბრძანეს,იმ ფაილებში მხოლოდ ერთი სახელია ცნობილი ,,ჩორნა,, აქამდეც მსმენია ხო გახსოვს წასვლამდე ამანათი რომ მომივიდა-გახედა ალექსანდრეს რომელმაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად-მანდ მხოლოდ ეგ ეწერა,ვცადე გამერკვია ვინ იყო პოლიციაშიც კი მაგრამ უშედეგოდ ამ სახელით არავის უარსებია უფრო სწორად ზედმეტ სახელით-დაასრულა და ჩაფიქრებული მზერა მოაშორა ფანჯარას და სანდროს გახედა -დარწმუნებული ხარ რომ არავინააა მსგავსი სახელით,მაინც იქნებ რამე გამოგრჩა -არა არაფერი გამორჩენია ,ვაჟასაც კი ვთხოვე რამე ენახა , მაგრამ უშედეგოდ,ახლა მთავარია ეკე გადარჩა მალე პალატაში გადაიყვანენ.-ნერვიულად ამოილაპარაკა და წამოდგა წავალ ექიმს დავუძახებ იქნებ დღეს გაგწერონ,შენც არ მოგადგნენ აქ ვერ დაგიცავ- მზრუნველად გაუღიმა და ექიმის დასაძახებლად გავიდა -ისე ამბობ გეგონება ბავშვი ვიყო-თვალების ტრიალით უთხრა სანდრომ ახლად შემოსულ მეგობარს -ბატონო გიორგი როგორც წეღან გითხარით თუ მნიშვნელოვანი არაა იქნებ დღესვე გაწეროთ?--გზადა გზა ესაუბრებოდა უკვე კარგად ნაცნობ ექიმს -კი, არაა პრობლემა დაზღვევის მიზნით გვინდოდა ერთი დღე დაგვეტოვებინა, მაგრამ რადგან ასე გინდათ მე არ მაქვს პრობლემა,ყველაფერი რიგზე აქვს გიფსსი მოხსნილი აქვს ,ნაკერებს დავუმუშავებთ და გაგწერთ-გაიღიმა და წასვლას აპირებდა ,რომ შემობრუნდა კვლავ-და უმჯობესი იქნება ერთი კვირა დაკვირვების ქვეშ თუ იქნება და ექთანს აიყვანთ -მართალი ხართ,მოდი თქვენ შეარჩიეთ ექთანი და შემდეგ დაგვიკავშირდით ანაზღაურება პრობლემა არ იქნება-სანდომიანად გაუღიმა და ხელი ჩამოართვა. ** -როგორც უკვე გითხარით საშიში აღარაფერია, კრიტიკული 24საათი გადავიარეთ რაც მთავარია.-ღიმილით ამცნო ექიმაა დენის და ეკეს ოჯახს მისი მდგომარეობა -პალატაში როდის გადმოიყვანთ?-იკითხა თვალცრემლიანი ქალის გვერდით მდგომმა მამაკაცმა -ალბათ უკვე დღეს,არ იღელვოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობა საფრთხეში აღარაა-მეგობრულად დაკრა მხარზე ხელი და თავის დაკვრით დაემშვიდობა -ღმერთო მადლობა მისი გადარჩენისთვის -ქმრის მკერდს მიეყრდნო ქალბატონი ნინო და ცრემლიანი თვალები ამოიწმინდა-კიდევ კარგი შენც არ დაგიშავეს რამე-სახეზე ნაზად ჩამოუსვა ხელი დენის -ნუ ღელავთ ნინო დეიდა მთავარია გადარჩა და კარგადაა-უკვე დამშვიდებულმა ამოილაპარაკა და ბატონ დავითს გახედა, რომელსაც თითქოს სიცოცხლის ათი წელი მოკლებოდა ამ ორ დღეში-დათო ბიძია შეგიძლიათ დამირეკოთ რომ გაიღვიძებს?-ჰკითხა მისი სიმაღლის კაცს -რათქმაუნდა შვილო ,არ ინერვიულო კარგად იქნება-ეცადა გაეღიმა მაგრამ უფრო მანჭვას გავდა ვიდრე ღიმილს -კარგით მაშინ ალექსანდრესთან წავალ და არ დაგავიწყდეთ რა-მადლობის ნიშნად გაუღიმა და დამშვიდობების მერე ალექსანდრესთან წავიდა ** 2კვირით ადრე -ბატონო ალექსანდრე თქვენთან ამანათია-კაბინეტია კარი შემოაღო ალექსანდრეს მდივანმა -ვისგანაა?-იკითხა და კომპიუტერიდან ამოყო თავი -არ ვიცი მიმღებში დაუტოვეს გოგოებს მარტო თქვეს რომ თქვენთვისაა-უთხრა დაბნეულმა და უსახელო კონვერტი გაუწოდა -კარგი ეკუშ მადლობა შეგიძლია წახვიდე-გაუღიმა და კონვერტს ინტერესით დახედა-ვნახოთ რა გვაქვს-ამოილაპარაკა და გახსნას შეუდგა , კონვერტში მხოლოდ ერთი ბარათი იდო ნაბეჭდი შრიფტით სადაც შეხვედრის დრო და ადგილი ეწერა. -ეკუშ მე გავდივარ -გასძახა მდივანს და გარეთ გავიდა, ავტომობილში მოთავსდა და მითითებულ ადგილას მივიდა. მშენებარე მაღალ სართულიან კორპუს, რომ მიადგა მაღლა აიხედა აშკარად ჯერ არავინ ცხოვრობდა ,მაგრამ არც დაუსახლებელი ეწოდებოდა იმ ადგილს, აღარ დაუცდია მალევე გადავიდა ავტომობილიდან და შენობაში შევიდა ,სატვირთო ლიფტით სახურავზე ავიდა და ზემოდან გადახედა ქალას.იცოდა, რომ მოვიდოდა მისი ალღო არასოდეს ცდებოდა და არც ახლა შემცდარა,როდესაც შენობის სახურავზე ნაცნობი ფიგურა გამოჩნდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.