ანუკი. გაგრძელება (თავი მეხუთე)
*** ძლივს დადგა წასვლის დღე, ანუკისთვის ეს დღე ალბათ ყველაზე ბედნიერი იყო, რადგან საბოლოოდ დატოვებდა აქაურობას და ალბათ მართლა აღარასოდეს არ მოიხედავდა უკან. დილით ადრე ადგა, საოფიცეს ტანსაცმელში გამოეწყო და მაშინვე ადვოკატს დაურეკა, რომელმაც უთხრა რომ დოკუმენტები მზად იყო და შეეძლო მამამისის კომპანიაში მისულიყო. ანუკისაც მეტი რა უნდოდა, გარეთ გავიდა , რომ მძღოლისთვის დაეძახა, რომ ალექსანდრე დაინახა. -დილა მშვიდობის-სახეცე უცნაური ღიმილი უთამაშებდა. -აქ რა გინდა?-ანუკის სახეზე კი.. ერთი სიტყვით კარგი არაფერი არ ხდებოდა. სერიულ მკვლელზე უარესი გამომეტყველება ჰქონდა იმ მომენტში. -ვიფიქრე გავუვლი და გზაში ვილაპარაკებთ თქო. დაჯექი-მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა. ანუკიმ ღრმად ამოისუნთქა, სახეზე სულ წითელი იყო და ალექსანდრეს გაყვა-რა მოიფიქრე? -რადგან ეხლა ოფისში მივდივართ ხელის მოსაწერად, ესე იგი წასვლა გადავწყვიტე. -რატომ? -იქ ... -გამოცდებს და ბიზნესს მიზეზად არ მივიღებ. ანუკიმ გაკვირვებულმა შეხედა, არ ელოდებოდა რომ ალექსანდრე მიუხვდებოდა ჩანაფიქრს. საგონებელში ჩავარდა. -მაგრამ სხვა მიზეზი არ მაქვს, იქაურობას დიდი ხნით ვერ დავტოვებ. -2კვირაც საკმარისია იმისთვის რომ ყველაფერში გაგარკვიო. მერე დაუბრუნდებოდი შენ ბიზნესს, და ხან იქ იქნებოდი, ხან აქ. ბოლო ბოლო დედაშენიც ასაკშია, არ გინდა მის გვერდითაც რომ იყო? -მ... ჩემი გადაწყვეტილებაა. -მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ თუ არგუმენტირებულია. და თუ უბრალოდ პირადი წყენის გამო მეუბნები უარს, კიდევ ერთხელ დაფიქრდი პროფესიონალ ბიზნესმენს შეეფერება თუ არა ეს. ანუკი სიმწრისგან სულ გაწითლდა, სიტყვებს ვერ პოულობდა, რომ აეხსნა რატომ არ უნდოდა დარჩენა. თან აცნობიერებდა რომ რეალური არგუმენტი მართლაც არ ჰქონდა, მამის ბიზნესს ყოფილ ქმარს უტოვებდა, როდესაც ისიც და დედამისიც ეხვეწებოდნენ რომ მთლიანად აქციები გადაებარებინა, ოღონდ ეს 2 კვირით დარჩენას მოითხოვდა. -რა გინდა, მართლა ვერ ვხვდები. -მინდა რომ შენი ცხოვრებით იცხოვრო. რაც შენ გეკუთვნის შენი რომ იყოს. არასწორი იქნება თუ ჩვენი ურთიერთობის გამო შენი ოჯახი ბიზნესს დაკარგავს. მემგონი საკმარისად ვიზარალეთ ორივემ თავის დროზე. არა? -შენ ცოლს როგორ ესიამოვნება ყოფილ ცოლთან ერთად რომ იმუშავებ? -ჩემი ცოლი გამგები და მომთმენია. -თავის დროზე მეც ეგეთი ვიყავი. ალექსანდრეს სახე შეეცვალა, თითქოს ეს სიტყვები გულზე მოხვდა და მარტლა პირველად გაახსენდა ანუკისთან გატარებული დრო. გაახსენდა, თუ რამდენად არის მის წინაშე დამნაშავე. -მე მიყვარს ჩემი ცოლი და არ ვუღალატებ. -ჩვენ არც ღალატის გამო არ დავშორებულვართ. -რატომ გინდა რომ წარსული გამახსენო? რის მიღწევას ცდილობ ამით? -სვლა შეანელა და ანუკის თვალებში შეხედა-მე ვცდილობ რომ ნორმალურად გესაუბრო, შენი ფირმა დაგიბრუნო, შენ კიდე ქარაგმებით მელაპარაკები და არ მეუბნები რეალურ მიზეზს, თუ რატომ არ გინდა ამ კომპანიის მართვა. ამდენად გეზიზღები? თუ არის კიდე რაღაც რაც უნდა ვიცოდე? -არაფერი. მართალი ხარ. უბრალოდ განგრძე სვლა. -არა-ალექსანდრემ შუა გზაში მანქანა გადააყენა და გააჩერა-იქ რომ მივალთ ყველაფერი გადაწყვეიტლი უნდა იყოს. კარგად დაფიქრდი და ორი წუთით გააანალიზე შენი ბავშვური საქციელი. რა წყენა გაქვს ისეთი ჩემს მიმართ რომ ოჯახსაც კი ზურგს აქცევ? ვიცი დამნაშავე ვარ შენს წინაშე, მაგრამ არ ფიქრობ რომ საკმარისად დავიტანჯე? თუ გახსოვს იმ ავარიის შემდეგ დიდი ხანი დამჭირდა მეც რეაბილიტაცია. მთელი თბილისი დღემდე ისე მიყურებს როგორც ნაბი**არს , მოღალატეს და მატყუარა ადამიანს. და ეს ბიზნესისთვის რამდენად ცუდია იცი? მე თუ შევძელი , გადავაბიჯე ჩემ თავს, რატომ არ შეგილია იგივე გააკეთო ზურას გამო? -დაქოქე მანქანა. -ანუკი, წყობიდან ნუ გამოგყავარ. -არ მაქვს მიზეზი, გასაგებია? უბრალოდ არ მსიამოვნებს შენთან იმაზე მეტი დროის გატარება ვიდრე მიწევს. არ შემიძლია შენთან არც პროფესიონალური და არც არაპროფესიონალური ურთიერთობა, არც შუაში , არც თავში, არც დაბალანსირებული. არანაირი საერთოდ გესმის?! მე და შენი ურთიერთობა, მაშინაც ვერ მოხერხდება სულ რომ ბოლო ადამიანები ვიყოთ დედამიწაზე და ბრძოლა მოგვიწიოს გადარჩენისთვის, ორივე დავიხოცებით იმიტომ რომ ერთმანეთთან ურთიერთობა ჩხუბის გარეშე არ შეგვიძლია. ხედავ როგორ ვმოქმედებ შენ ნერვებზე? აქამდე ერთხელ არ ამიწევია ხმა და უკვე წყობიდან გამოხვედი. როგორ წარმოგიდგენია რომ ჩვენერთად მუშაობას შევძლებთ, მით უმეტეს იმ ადამიანის კომპანიაში , რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს ურთიერთობას. მე ვერ ავიტან შენთან ისევ დაძალებულ ურთიერთობას. ან პირდაპირ მომყიდე აქციები, ან შემეშვი და მიიღე ჩემი 40%. -ძლივს... -რა ძლივს? -ამდენი დღეა გიყურებ, აქამდე მეგონა კაიფში იყავი. არანაირი ემოცია.. რობოტს გავდი . ეხლა ვცნობ ძველ ანუკის. -მანქანა დაძარი და ოფისში წავიდეთ. -არა, ჯერ არ დაგვიმთავრებია. -გადასარევი-ანუკიმ მანქანის კარი გააღო და გადავიდაб,მაგრამ არა იმიტომ,რომ ტაქსის გაჩერებას აპირებდა და სახლში წასვლას, უბრალოდ სუნთქვა აღარ შეეძლო, იგივე დაემართა რაც მამის პანაშვიდზე და სუფთა ჰაერი უნდოდა ჩაესუნთქა. -ჩაჯექი მანქანაში-ალექსანდრეც მაშინვე გადმოყვა-ნუ იქცევი პატარა ბავ... ცუდად ხარ?-როდესაც ანუკის სახე დაინახა ხელი მოკიდა, ეგონა გული წაუვიდოდა. -შემეშვი-ხელი გააშვებინა და მანქანას მიეყუდა-ორ წუთში ჩავჯდები, ოღონდ დამანებე თავი-ხელი სახეზე აიფარა და ღრმად სუნთქვა დაიწყო. -მეღადავები ესე ვიდგე და გიყურო როგორ მიგდის გული? სასწრაფოს გამოვიძახებ, შენ რა ავად ხარ? -ავად შენთითონ ხარ... როგორ მინდა ზოგჯერ რომ...-ანუკის სახეზე ფერი აღარ ედო, ცოტახანში თვალები დახუჭა და გული წაუვიდა. ალექსანდრემ მოასწრო, რომ მისი თავი დაეჭირა და ხელში აიყვანა. *** -გამარჯობა, თქვენ ოჯახის წევრი ხართ?-ანუკის პალატიდან ექიმი გამოვიდა ალექსანდრესთან გასასაუბრებლად-ვინ ხართ პაციენტის? -ყ... ქმარი. როგორ არის ჩემი მეუღლე? -თქვენი მეუღლეს მდგომარეობაში უეცარი და უმიზეზო გულის წასვლა საგანგაშოა. ვფიქრობ, საჭიროა გამოკვლევები ხელმეორედ ჩაიტაროს. რა თქმა უნდა ეს სტრესის ბრალიც შეიძლება იყოს, მაგრამ აი კარდიოლოგთან მიბრძანდით, ჩვენს კლინიკას საუკეთესო ექიმები ყავს. -მოიცადეთ, რა კარდიოლოგი, რა მდგომარეობა? -ანუკის, ხომ გულთან აქვს პრობლემები? თქვენ ხომ... -დიახ, დიახ. ისე ვინერვიულე, ყველაფერი გადამავიწყდა. შეიძლება, რომ ვნახო? -რა თქმა უნდა. დღეს სასურველია რომ დარჩეს. -ფრენა რომ აქვს საღამოს? -არა, სამწუხაროდ ესეთ მდგომარეობაში პაციენტისთვის ფრენა ზიანის მომტანია.საღამოს კიდევ ერთხელ მოვინახულებ თქვენს მეუღლეს და გამოკვლევების პასუხებსაც შეგატყობინებთ. -ერთი კითხვა მაქვს, რა ხდება მაშინ როდესაც პაციენტი წინააღმდეგია საავადმყოფოში დარჩენის და გამოკვლევების ჩატარების? -ჩვენ ვერ დავაძალებთ პაციენტს აქ დარჩენას, თუმცა, არის რიგითი შემთხვევები რომლის დროსაც მის აზრს არ ვითვალისწინებთ გამომდინარე პაციენტის მდგომარეობიდან. -იცით, ჩემი ცოლი ძალიან ჯიუტია და თუ შეგიძლიათ თქვენით რომ აუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია აქ დარჩენა? -არ არის პრობლემა. 15 წუთში შემოვალ, თქვენ გაესაუბრეთ მანამდე. -მადლობა-პირველი ალბათ რაც გაიფიქრა ,,ეს რაში გავყავი თავი'' . საავადმყოფოში მარტო მოუწია დარჩენა ანუკისთან, როდესაც უამრავი საქმე ჰქონდა. რეალურად ადვოკატთან შეხვედრას 20წუთი უნდოდა. ალბათ ანუკის ოჯახისთვის რომ დაერეკა, ,,ცოლი'' ნაღდად მოკლავდა. ოთახში შევიდა, უნდოდა წესიერად გაერკვია რა ჭირდა ანუკის, რადგან სანამ ერთად იყვნენ არასოდეს სმენია გულის დაავადების შესახებ. -სად მომიყვანე? სულ გააფრინე? ადვოკატთან გვაგვიანდება-ანუკი ნელა წამოდგა და ტანსაცმლის ძებნა დაიწყო. -იწექი, არსად არ მიდიხარ ჯერ. ადვოკატი წავიდა, არ ეცალა. -მაშინ ფრენაზე მაგვიანდება, მერე გადავწყვიტავთ მაგას. -ექიმს დაელოდე, გასაუბრება უნდა რომ გაგწეროს და მერე. -რა თქვეს? -შენით მითხარი. რა უნდა ეთქვათ? -ვერ გავიგე? -ავად თუ იყავი რატომ არ თქვი? -შენ ფსიქიკურად ავადმყოფი ხარ მაგრამ როგორმე არ გთხოვ დიაგნოზის ჩვენებას? -ანუკი, არ მეცინება. რა გჭირს? -არაფერი სერიოზული. უბრალოდ სუსტი გული მაქვს, ესეც სტრესის ბრალი იქნება, ეხლა უნდა ამკიდონ უაზრო გამოკვლევები. არ ვაპირებ დარჩენას, საღამოს ფრენა მაქვს. -კარგი, დედაშენს ვურეკავ. -რ... რა ვის ურეკავ? -დედაშენს. არ მაქვს შენთან ჭიდაობის დრო, სამსახურში მაგვიანდება. რადგან ექიმის დალოდებას აპირებ, ის მაინც მეცოდინება რომ სახლში დედაშენი და ტატო წაგიყვანენ და ისინი მოგივლიან. -არა, რა ტატო. რა ტატო! ალექსანდრე, დადე ტელეფონი. დედაჩემს გულს გაუხეთქავ ტყუილად, აი ნახავ შემოვა ექიმი და მეტყვის რომ კარგად ვარ. -არ გეტყვის, მე ველაპარაკე უკვე. გამოკვლევებია საჭიროო, ანუკი ნაღდად არ მაქვს დრო. გადაწყვიტე ან რჩები საავადმოფოში და ფრენას გადადებ, ან ტატოს და შენ ოჯახს ეთამაშე ჯიუტობანა. აბა?-ალექსანდრემ ტელეფონში ელენეს ნომერი აკრიფა და ის იყო უნდა დაერეკა, რომ ანუკიმ ხელით აჩვენა გათიშეო-ნელი ნაბიჯებით დაიხიე და დაწექი. აი ეგრე. ზუსტად-ანუკი მაშინვე დაემორჩილა, დაწვა და გადაიფარა. -ვსო. არ დარეკო . გათიშე. -არც დამირეკავს. რამე გჭირდება? -არა. არაფერი. -იცი, ყოველი შემთხვევისთვის მივწერ დედაშენს, იქნება და რა ხდება, მარტო ხო არ იქნები საავადმყოფოში? -არა. არა. მომეცი ტელეფონი და ჩემ მეგობრებს დავურეკავ, მარტო არ ვიქნები. გთხოვ ელენეს არ დაურეკო თორე ამერიკაში კი არა სახლიდან აღარსად არ გამიშვებს. -კარგი. დაწყნარდი ოღონდ. ანუკიმ თავის მეგობრებს დაურეკა და შემდეგ ალექსანდრეს დაუბრუნა ტელეფონი. ერთი სული ჰქონდა აქედან როდის გააღწევდა, საერთოდ არ აპირებდა რეისის გადადებას. როგორც კი მოვიდოდნენ ჯორჯი და ქეითი ალექსს დაარწმუნებდა რომ რჩებოდა, როდესაც წავიდოდა კი თვითონაც დატოვებდა საავადმყოფოს. გამოკვლევებს კი ამერიკაში ჩაიტარებდა. ისეთი გულუბრყვილოც არ იყო, რომ საკუთარი ჯანმრთელობა საფრთხეში ჩაეგდო. -დამპირდი, რომ არ ეტყვი არავის არაფერს. -გპირდები. ამასობაში ექიმიც შემოვიდა. -როგორ გრძნობთ თავს? -კარგად, მადლობა. იცით რაშია საქმე, მე წლებია გულზე ვმკურნალობ და რა თქმა უნდა დიდი ხანია სტაბილურ მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ ეს ერთი გულის წასვლა, იცით მამა გარდამეცვალა ახლახანს, ალბათ სტრესის ბრალია, ამიტომ ვფიქრობ გამოკვლევები არ არის საჭირო. დღეს აუცილებალდ უნდა გავფრინდე ამერიკაში, იქ სამსახური და უნივერსიტეტი მაქვს, 1 თვეში ვამთავრებ და გამოცდები მაქვს. ამიტომ უბრალოდ მომეცით რას უნდა მოვაწერო ხელი და წავალ. -უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ-ექიმს გაეღიმა-მაგრამ, სწორედ ეს არის საგანგაშო, რომ აქამდე კარგად იყავით და ეხლა გული წაგივიდათ. მით უმეტეს თუ სტრესის ბრალია, ჩემი რჩევა იქნება გაიაროთ გამოკვლევა, რადგან სტრესი ცუდად მოქმედებს გულზე, დიდი საშიშროებაა იმის , რომ თქვნეი მდგომარეობა გაუარესდეს. რა მაინტერესებს, ეს პირველად მოხდა? -ამ...-ანუკიმ ალექსანდრეს შეხედა, რადგან მას ახსოვდა როგორ ცუდად იყო მამამისის პანაშვიდზე და ტყუილი არ გამოუვიდოდა-არა მეორედ, მაგრამ... -გასაგებია. წამლებს რეგულარულად სვამთ? -დიახ. -ბოლო გამოკვლევა როდის ჩაიტარეთ? -ზუსტად არ მახსოვს. -იქნებ თქვენ მეუღლეს ახსოვს? -ჩემ.. ჩემ ვის უკაცრავად?-ანუკი კინაღამ საწოლიდან გადმოყირავდა ამ სიტყვების გაგონებაზე და ალექსანდრეს გახედა , რომელიც სიცილის ძლივს იკავებდა და სახეზე სულ გაწითლებულიყო. -არა, არც მე არ მახსოვს. კიდევ გაქვთ რამე შეკითხვა ექიმო? ანუკი ძალიან გადაიღალა. -არა, რა გადაწყვიტეთ დარჩებით გამოკვლევებზე? -ხომ აგიხსენით სიტუაცია ექიმო, არ არის აუცილებლობა. -რა თქმა უნდა დარჩება. დიდი მადლობა თქვენ. ექიმი ოთახიდან გავიდა. -შენ რა სულ გააფრინე? რა მეუღლე! რატომ უთხარი რომ ჩემი ქმარი ხარ? -ანუკი, ცოტა დაწყნარდი თორე მეორედ წაგივა გული-ალექსანდრეს გაეღიმა-სხვანაირად არ მეტყოდნენ რა გჭირდა და არ ვიცოდი რამდენად სერიოზული იყო და დამერეკა თუ არა ელენესთვის. -კარგი. მაპატიე. უბრალოდ, არ მინდოდა რეისის გადადება. ქეითიც და ჯორჯიც ესე ვაწვალე, ჩემ გამო ხვალ უნდა გაფრინდნენ. -რა გჭირს?-ჯორჯი და ქეითი ოთახში შემოვარდნენ და აპარატს შეხედეს, რომელიც საბედნიეროდ გამორთული იყო და ცოტა დაწყნარდნენ. -არაფერი ისეთი, სტრესის ბრალია, მაგრამ არმიშვებენ. მითხრეს რომ გამოკვლევები უნდა ჩამიტარონ. -არ არის პრობლემა, ხვალისთვისგ ადავდებთ ფრენას. რა დაგემართა?-ქეითმა ჰკითხა. -არაფერი, უბრალოდ გადავიღლე ალბათ. -ხომ გეუბნებოდი რომ დაგესვენა ანუკი, სწორედ ეს არ გვინდოდა-ჯორჯმა მკაცრად შეხედა და თავი გააქნია-ესეთ მდგომარეობაში იქ ან რა გამოცდა უნდა ჩააბარო ან რა უნდა იმუშაო? ეხლა ისევ თავიდან რომ დაგემართოს რამე? -ჯორჯ.. ნუ მეჩხუბები, ჩემი ბრალია რო ვნერვიულობ? -კარგი, ნაჭამი ხარ? ალბათ არა და მაგიტომაც წაგივიდა გული. ჯორჯი წავა და რამეს გიყიდის ხომ?-ქეითმა ჯორჯს გახედა, რადგან მისი ოთახიდან გაგდება უნდოდა. იგი ყოველთვის ბრაზდებოდა ანუკის დაუდევრობაზე, მაგრამ ეს რა თქმა უნდა სიყვარულით იყო გამოწვეული. ვერ იტანდა როდესაც მას ესეთ მდგომარეობაში ხედავდა და თან ამასთან ერთად ცოტათიც კი არ განიცდიდა რაც დაემართა. მერე ხშირად სიბრაზე გადაუვლიდა და მის პრობლემას მოგვარებას შეუდგებოდა, რომ უფრო მეტი არ ენერვიულა და რამე არ დამართნოდა. თან როგორც უკვე ვახსენეთ, სწორედ ჯორჯმა გადაარჩინა ანუკი სიკვდილს ბავშვის დაკარგვის შემდეგ. თუმცა, მისი სიყვარული არ აგერიოთ ისეთ სიყვარულში, როგორიც თუნდაც ოდესღაც ანუკის და ალექსანდრეს ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ გოგოს და ბიჭის მეგობრობის დაჯერება ცოტა რთული საქმეა, ანუკის და ჯორჯს არასოდეს გასჩენიათ ერთმანეთის მიმართ გრძნობები. ალბათ ეს იმითაც იყო გამოწვეული რომ საქართველოსთან შედარებით, ამერიკაში ბიჭის და გოგოს მეგობრობა ცოტა უფრო მიღებულია ვიდრე ჩვენთან. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ანუკის საავადმყოფოში დარჩენა მოუწია, ალექსანდრე თავის საქმეებზე წავიდა, ფრენა გადაიდო და ქეითი და ჯორჯი გამოკვლევების პასუხების გასაგებად კლინიკაში დარჩნენ. საღამოს ექიმი შემოვიდა. -შემიძლია გავეწერო? დარწმუნდით რომ სტრესის ბრალია? -ერთში გეთანხმებით, ქალბატონო ანუკი, რომ ეს სტრესის ბრალია. მაგრამ , სამწუხაროდ მეც მართალი ვიყავი იმაში , რომ ეს საგანგაშოა. ამდენმა სტრესმა გამოიწვია ბრადიკარდია, თქვენი გულის ცემის რითმი საკმაოდ სუსტია, ესეთ მდგომარეობაში მინიმუმ 1 კვირა ვერ შეძლებთ ვერსად გაფრენას. ცალკე საკითხია თქვენი ნერვული სისტემის მდგომარეობა, რომლის შესახებაც ნერვოლოგს გაესაუბრებით, მოგვიანებით შემოვა . როგორც ჩანს დიდი ხანია გამოკვლევაზე არ ყოფილხართ, რადგან არის ნიშნები იმისა, რომ თქვენი დაავადება უარესდება. წამლები დაახლოებით 6 თვის წინ არის გამოწერილი, თქვენი დაავადების დროს კი, საჭიროა 2 თვეში ერთხელ გამოკვლევები და პასუხებთან შეთანხმებით წამლების ცვლა. აქედან გამომდინარე, თქვენივე ჯანმრთელობისთვის იქნება უმჯობესი თუ ეს კვირა, და ისევ ვიმეორებ ეს მინიმუმ, თბილისში დარჩებით, ეს ღამე კი კლინიკაში. თუ ყველაფერი ნორმაში ჩადგება ხვალვე გაგიშვებთ, მაგრამ საჭირო იქნება ჰოლტერის აპარატის დამაგრება მთელი დღის განმავლობაში, რომ ავირიდოთ თავიდან გართულებები. წამლების ახალ ჩამონათვალს ექთანი მოგაწვდით. -ვერ....გავიგე, ანუ ყველაფერი უარესად არის? შეიძლება შედეგები ჩემს ექიმს გავუგზავნო ამერიკაში? -დიახ, ალბათ გადათარგმნილი ვერსია გნებავთ? -დიახ. თუ შესაძლებელია. -1 საათში მოგაწვდით, მანამდე დაისვენეთ და ეცადეთ არაფერზე არ ინერვიულოთ. შესაძლოა გამოკვლევების პასუხებზე გავლენა თქვენმა სტრესმაც იმოქმედა და რეალურად ყველაფერი ესე ცუდადაც არ იყოს. ექიმი ოთახიდან გავიდა. -უნდა წახვიდეთ, აზრი არ აქვს მე თუ აქ ერთი კვირით ჩავრჩი. მაგრამ.. იქნება რაღაც ეშლებათ? ქართველი ექიმების საქმე არ იცით? კიდევ კარგი არ მითხრა სახსრების ანთება გაქვს და არა გულის დაავადებაო. ან მარჯვენა კიდურის მოტეხილობის გამო წაგივიდა გულიო. -შენ ხუმრობის ხასიათზე ხარ? მოგიტანს შედეგებს გავუგზავნით ექიმს და იგივეს გეტყვის. აქ დიაგნოზი არ დაუსვამთ, გამოკვლევები განახეს და როგორმე ბრადიკარდიას მაინც არჩევენ ტახიკარდისიგან. -ჯორჯ, ეგრე თუ გააგრძელე ინფაქტამდე მიიყვან. შეეშვი. დარწმუნებული ხარ რომ უნდა გავფრინდეთ? დედაშენმა ხო იცის რაც გჭირს, იმას მაინც დაურეკე. -არა, ქეით. საკმარისად ნერვიულობს, იფიქრებს რომ რამე სერიოზულია და მეც მალე დამკარგავს და მერე ჩვენ ორს ერთად ვინ გვიმკურნალებს? -ალექსანდრეს რა უნდოდა აქ , ვერ გავიგე?-ჯორჯი უცბად შემოტრიალდა და ღიმილით გახედა ანუკის, რომელიც ოდნავ გაწითლდა. -ნუ მიყურებ ეგრე. გადასარევად იცი როგორც ვერ ვიტან. ოფისში მივდიოდით გული რო წამივიდა ხოდა მომიყვანა. *** მეორე დილით ანუკი კლინიკიდან გამოწერეს. სახლში რომ დაბრუნდა ელენეს და ნინოს კინაღამ ინფაქტი დაემართათ, თუმცა რაღაც ტყუილები მოიგონა და დაარწმუნა რომ შუა რეგისტრაციის დროს გადაწყვიტა დაბრუნება და ქეითს და ჯორჯს აცილებდა. შემდეგ ბარგის აღება უნდოდა, მაგრამ ქვიანი იყო, რადგან თვითმფრინავი უკვე მიფრინავდა და მის გამო ვერ გააღებდნენ თავიდან ყველაფერს. ტყუილები არ იყო მისი სუსტი მხარე, რადგან ბავშვობიდან მიჩვეული იყო ახალ-ახალი ზღაპრების შეთხვას. ასე თუ ისე ზურა შედარებით მკაცრი მამა იყო და რომ ეთქვა მაგალითად სანდროსთან და მის მეგობრებთნა ერთად მიდიოდა დასასვენებლად და რეალურად არა დაქალებთან, რა თმა უნდა უარს ეტყოდა. თუმცა ბავშვობაში ვის არ მოუტყუებია მშობლისთვის რამე. მაგრამ ანუკის ყველაზე ძლიერ მხარედ შესაძლოა სწორედ ეს ჩავთვალოთ. წამში უამრავი რაღაცის მოფიქრება შეეძლო, თან იმდენად დამაჯერებლად ამბობდა, რომ ზოგჯერ თვითონ ეჭვდებოდა და უჭირდა გარჩევა რა იყო სიმართლე და რა ტყუილი. მხოლოდ ალექსანდრე იყო ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად შეეძლო ანუკის ამოცნობა. მართლაც, საღამოს ანუკის ტელეფონზე ალექსანდრესგან შემოვიდა ზარი. თავიდან ფიქრობდა არ აეღო, მაგრამ ცოტა უზრდელურ საქციელად მიიჩნია, როდესაც გუშინ თან გადაყვა საავადმყოფოში და მას ამდენი დრო დაახარჯა. ამიტომ ელემენტარული მადლობსი სათქმელად მაინც უნდა ეპასუხა. -გისმენ? -როგორ ხარ? გამოგწერეს? -კი. -გამოკვლევების პასუხები არ მოვიდა? -მოვიდა. წამლები მაქვს შესაცვლელი, არაფერი სერიოზული.. -კარგი. გასაგებია. -მინდოდა მადლობა მეთქვა, რომ საავადმყოფოში წამიყვანე. -და შენ რას იზამდი ჩემ ადგილას? მოიცა, არ მიპასუხო. ალბათ გზაზე დადგებოდი, ყველაზე დიდ სატვირთოს მონახავდი და სანამ გამოივლიდა მის ქვეშ მომაქცევდი ხომ? -არა, ეგეთი უგულოც არ ვარ...-ანუკის რატომღაც დიდად არ ესიამოვნა მისი ესეთი სიტყვები-მოკლედ... ეს მინდოდა მეთქვა. რაც შეეხება კონტრაქტს... ხვალ მოვაწეროთ ხელი? -და რატომ? ერთ კვირაშიც შეიძლება ისწავლო ეს საქმე. -ხვალ მივფრინავ. -არა მგონია. -ექიმს ელაპარაკე ხომ? -ვის? -ვიცი , რომ ექიმს ელაპარაკე. ერთი კვირა რა შუაში იყო, არ მითქვამ სრომ ერთი კვირით ვრჩებოდი. -მოდი, ესე მოვიქცეთ. გუშინ ხო დაგიმტკიცე რომ არც ისეთი უგულო ვარ? დღეში მხოლოდ 2 საათის გატარება მოგვიწევს ერთად, დანარჩენი სულ მდივნები დაგეხმარებიან ყველაფრის სწავლაში თან სიმართლე გითხრა არ მაქვს დრო ორი ფირმა რომ ერთად ვმართო. შენ ამერიკაში მეგობრები გყავს, ვირუსის გამო მაინც ყველაფერი დაიხურა, უბრალოდ საქმეს გასწავლი, ჩვენი სასტუმრ... შენი სასტუმროც დახურულია , ამიტომ უფრო მალე აგიხსნი ყველაფერს და გადმოგიფორმებ ბიზნესს. რას იტყვი? აიტან ჩემ გარემოცვაში ყოფნას ეს ერთი კვირა? *** <3 <3 შემიფასეთ, ოღონდ გთხოვთ ზომიერად. ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მოტივაციას მაძლევს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.