შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ გაიმარჯვებ! (თავი მეთერთმეტე)


31-07-2020, 02:35
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 242

სკოლასთან რომ მივედი მანქანიდან გადმოვედი და პირდაპირ შენობაში შევედი,რადგან მეტი დროის დაკარგვა აღარ მინდოდა .
ჯეისონს სანამ სიმართლეს არ ვეტყვი,ვერ მოვისვენებ!
შევედი და მართლაც ბედი არ გინდა ?
ლილი და ჯეისონი დავინახე, ერთად
მოდიოდნენ .
ასე როგორ ვეტყოდი?
ვერანაირად !
ამიტომ კლასში შევედი .
იქნებ ჯეისონი მარტო დამეჭირა სადმე გაკვეთილების ბოლომდე.

უკვე ნახევარი საათი იქნება ასე ვზივარ და ეზოს ვაკვირდები,მაგრამ არც ის დამინახავს ჯეისონმა სკოლა თუ დატოვა და არც აქ არ ჩანს ...უკვე ისე ვიყავი ,რომ ავდგებოდი და წავიდოდი !
სადამდე ვიქნებოდი აბა ესე??
თავი დავდე მერხზე და მოწყენილობისგან
რამის ჩამეძინა .
უეცრად კარი ხმამ შემახტუნა!
ეს ბელა იყო.
-ემილი აქ რა გინდა? მკითხა ბელამ.
-რაღაც საქმე გამომიჩნდა.
გავუღიმე მე,შემდეგ კი გადავწყვიტე მისთვის მეკითხა.
-ისაა დაა ლილი ან ჯეისონი ხომ არ გინახავს სადმე?
ეს რომ ვიკითხე ,შევნიშნე გაუკვირდა ასეთი კითხვა.
-ამმმმ ,ჯეისონი ქვემოთ სტადიონზეა თამაშობს და ლილი სხვათაშორის წეღან შევნიშნე,ლეონარდოსთან ერთად შევდიოდა 12-ბ კლასში ,რა არის რომ? ამაზე მე უცბად თავში რაღაცამ დამკრა.
-ეგ კლასი არ გაუქმდა??
მანდ რა უნდათ?
ამაზე ბელამ მხრები აიჩეჩა,მე კი უკვე გავიაზრე რაც შეიძლებოდა.
-არ ვიცი ,ვერ გეტყვი.
ამაზე მე სასწრაფოთ ფეხზე წამოვდექი.
ვხვდები რაშიც იყო საქმე!
დარწმუნებული ვარ ჯეისონს ლილი ლეონარდოსთან ღალატობს ამ წამს!
კალიდორში ისე სწრაფად გავირბინე და ისეთი უცბად აღმოვჩნდი ეზოში ვერც გავიგე!
-ჯეისონ!
დავუძახე ჯეისონს,ისე რომ თან ძლივს ვსუნთქავდი.
ამაზე ყველამ მე გამომხედა..მე ვეძახი ჯეისონს??
რა თქმა უნდა უცნაურია..ჯეისონმაც გაკვირვებული წარბ შეკრული წამოვიდა ჩემსკენ.
-რა ხდება?
იკითხა მან და წინ დამიდგა,
-გთხოვ ,წამომყევი!
ვუთხარი მე და ხელი ჩავკიდე .
ასე მიმყავდა მთელი გზა, ისიც მომყვებოდა უკან ,მაგრამ უკვე ახლოს რომ ვიყავი მიზანთან ,გაჩერდა.
-გამარკვევ რას აკეთებ?
ცოტა მკაცრად მკითხა,რადგან რა თქმა უნდა ჩემი საქციელი მისთვის უცნაური იყო.
-უბრალოდ მომყევი!
ვუთხარი მე და მისი წაყვანა
ვცადე, მაგრამ ის გაჩერდა .
-გკითხეე მგონი .
უკვე ხმას აუწია ,მე კი სხვა გზა არ მქონდა და გადავწყვიტე ასე მეთქვა და დაიჯერებდა თუ არა ჩემი საქმე
აღარ იყო!
-ლილი ლეონარდოსთან გღალატობს!
მივახალე პირდაპირ და ამის თქმა იყო მთელი ძალით კედელზე რომ მიმახეთქა!
-რეებს იძახი ??
ისევ იგივე დაიწყე??
არ დაიღალე ტყუილებით ემილი?
უეცრად ბოლო ხმაზე მიყვირა,მე ამაზე ცოტა შევშინდი..მგონი ისევ არ სჯერა.
-სიმართლეა ,გთხოვ დამიჯერე!
ვთქვი მე და ტკივილისგან თვალები ცრემლებით ამევსო.
-არააა!!ტყუილიააა!!ტყუიი!!ტყუიიი!! ყვიროდა ჯეისონი და ჩემი თავის გვერდით ურტყავდა მთელი ძალით მუშტებს ,ისე რომ მგონი კედელი ჩამოიფხშვნა!
ამაზე მე მეტი ვეღარ მოვითმინე და ხელი ვკარი.
-თუ არ გჯერა 12-ბ კლასში შედი და ნახავ! ვუყვირე მე ბოლო ხმაზე და თან ცრემლები გადმოვღვარე .
ამაზე ჯეისონი ადგილზე გაშეშდა და ცოტახანს მგონი მის თვალებში სევდა შევნიშნე,რადგან ხვდებოდა, რომ სიმართლე იყო ,რასაც ვიძახდი.
გამწარებული 12 კლასისკენ გაიქცა ,რომელიც დერეფნის ბოლოში იყო.
ვიცოდი გულის სიღრმეში თვითონაც იცოდა,რომ ეს ტყუილი არ იყო ..ლილი მას დიდიხანია სხვა და სხვა ბიჭებთან ღალატობს.

ჯეისონის pov:
ვეღარ ვხედავდი ,აღარ მესმოდა
ვეღარ ვსუნთქავდი !
უბრალოდ მთელი ძალით მივდიოდი 12 კლასისკენ .
კარი ნელა შევაღე და ვერც კი წარმოგიდგენიათ რამხელა იმედი მქონდა იმის რომ ემილი არ აღმოჩნდებოდა მართალი ,მაგრამ არა, ის მართალი აღმოჩნდა.
ოთხაში როგორც კი შევედი ლილი და ლეონარდო დავინახე, ერთმანეთს ვნებიანათ კოცნიდნენ!
ამ დროს რა დამემართა არ ვიცი,
მეგონა გული გამიჩერდა და დროც გაჩერდა .
პირდაპირ ლეონარდოს მივარდი და ხელით გამოვათრიე,შემდეგ პირდაპირ სახეში მუშტი დავარტყი, ისე ძლიერ რომ ძირს დაეცა.
შემდეგ დრო არ დავკარგე ,ხელი მოვკიდე და პირდაპირ დერეფანში გავათრიე
და კიდევ ერთხელ დავატყი,ამაზე
ისევ ძირს დაეცა ,მე კი წიხლები ვურტყი მუცელში ,თან მთელი ძალით!
ისე რომ ცოტაც და მოვკლავდი!
-ჯეისონ გთხოვ! ტირილით მომვარდა ლილი,მაგრამ მასაც ხელი ვკარგი,რის შედეგადაც ძირს დაეცა!
შემდეგ ისევ ლეონარდოს ცემა გავაგრძელე და იქვე მდგარი სკამი სულ ზედ გადვამტვრიე .. ვაპირებდი რკინის იქვე მდგარი დიდი კარადისთვისაც მეკრა ხელი ,რომ ის გაეჭყლიტა.
ხო სწორედ მის მოკვლას ვაპირბდი და მოვკლავდი კიდეც,უეცრად ჯონის და ჯერემის რომ არ გავეჩერებინე.
მთელი ძალით მიჭერდნენ და მეუბნეოდნენ რომ მისი სისხლი ამად არ ღირდა და ცოტაც და მოვკლავდი !
მე მათ მაინც არ ვუსმენდი და ლეონარდოსკენ ვიწევდი ისევ!
მაგრამ უეცრად ლეომ კედელზე ამაკრა.
-ჯეისონ გონს მოდი,გეყოფა!
მე ისევ ლეონარდოსკენ ვიწევდი ,ამაზე უკვე სახეში გამარტყა უეცრად.
-ჰეიიი, შენ გელაპარაკები!!
თავი აკონტროლე,ცხოვრებას ინგრევ!
ამის მიუხედავად,მაინც ვერ ვმშვიდდებოდი.
-გამიშვიიიი ლეო, გამიშვი თორე შენც დაგარტყავ!!
ვიყვირე მე და ლეოს გაწევა ვცადე და გამომდიოდა კიდეც, ბიჭები რომ არ მოსულიყვნენ.
ხელი მომკიდეს და იქაურობას ძალით მომაშორეს.
-გამიშვით ხელი!!
უკვე სკოლის გარეთ რომ ვიყავით ხელი უხეშად გავაშვბინე და გავიქეცი...სად არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ ამ წამს მინდოდა რაც შეიძლება შორს წავსულიყავი!
მე ლილი მიყვარდა ,თან ძლიერ !
მაგრამ როგორც ჩანს ამ მისმა ზედმეტმა სიყვარულმა დამაბრმავა სწორედ და არ მომცა საშუალება დამენახა ვინც იყო სინამდვილეში.
ლილი...ის არა ის გოგო ვინც მე მართლა მიყვარდა,ის სულ სხვა აღმოჩნდა.

ემილის pov:
ჯეისონი რომ გაიქცა უკან გავედევნე მეც ,მაგრამ გამასწრო
და უცბად ისე რომ ვერც მოვედი გონს უკვე ლეონარდოს ათრევდა გარეთ.
მთელი ძალით ურტყავდა!
ვიცი ჯეისონი ხშირად მინახავს ამ პოზიციაში ,მაგრამ ასეთი გაბრაზებული არასდროს.
მთელი სკამი ზედ გადამტვრია და არ ვიცოდი შემდეგ რას იზავდა, ამის გაძლება აღარ შემეძლო და იქაურობას სასწრაფოთ გავეცალე!
გამალებით ვწევდი აქეთ-იქით ხალხს რომ გამეღწია აქედან!
ისინი კი უბრალოდ იდგნენ და უბრალოდ ჯეისონს და მის სისხლიან ომს უყურებდნენ.
-გამატარეთ!!
უკვე ყვირილით ვთქვი და უხეშად გავწიე რამდენიმე .
უბრალოს უკვე სუნთქვა მიჭირდა ისე ცუდად ვიყავი!
ჩემი ბრალია რაც ხდება, ალბათ არ უნდა მეთქვა ეს ჯეისონისთვის!
ჩემი თავის დადანაშაულებას ვერ ვწყვეტდი.
საშინლად ვგრძნობდი თავს,
ამიტომ ვეღარ გავუძელი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე.
ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს ტირილი ,ყველაფერი აირია ,აფსოლიტურად ყველაფერი!
ვფიქრობდი და ტირილს ვაგრძელებდი .
უცბად ჯეისონი დავინახე ,სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა სადღაც თან ცრემლებს იწმენდდა?
ეს მართლა ჯეისონია ?
ტირის?
თვალებს ვერ ვუჯერებ.

ავდექი და წინ გადავეღობე ,ამაზე მან ამომხედა და არაფერი არ მითხრა ,უბრალოდ უხეშად გამწია.
-მე სხვა გზა არ მქონდა.
ვუთხარი და ხელით დავიჭირე.
-რააა?? რებს იძახი ,შენც ხომ ეს გინდოდა ? რატო ღელავ ?
შენ მართალი იყავი, გილოცავ.
თქვა მან და იქურობას გაეცალა.
მე აღარ გამიჩერებია..ის მართალია ,ჩვენ ერთმანეთს ვემტერებით ,წესით მისი უბედურება უნდა მიხაროდეს ხო??
მაგრამ რატო ვგრძნობ ტკივილს ასეთ მსგომარეობაში რომ ვხედავ?
ის თავის თავს აღარ გავს , ტიროდა და ეტყობოდა გული როგორ სტკიოდა.
ეს ჩემი ბრალია?

2 თვის შემდეგ:

ემილის pov:
ბოლოს ჯეისონი მაშინ ვნახე,როდესაც პირველად შევამჩნიე მასში ის ადამიანური მხარე,რომელიც მეგონა ,რომ მასში არ არსებობდა.
ამის შემდეგ კი უკვე 2 თვე გავიდა.
ის დღე ბოლო იყო და ჯეისონი  სკოლაში აღარ  მინახავს, არც ლილი და ლეონარდო.
სულ გაეცალა იქაურობას ,ბიჭებსაც იშვიათად თუ დავინახავ.
ამ 2 თვეში ჩემი ცხოვრება საფუძვლიანად შეიცვალა.
დედაჩემი და მამაჩემი სააბოლოდ დაშორდნენ,ამ ყველაფრის გადატანაში კი ჩემი მეგობრები დამეხმარნენ .
ახლა კი მე და ჩემი ძმა დედასთან ვართ და მარტო შაბათ კვირას ვნახულობთ მამას ,ეგეც დიდი სიხარულით არა ,რადგან იქ მისი საყვარელი გვხვდება ,რომელმაც ჩვენი ოჯახი დაანგრია .
მე კი მიწევს ორი დღე მის თვალთმაქცობას ვუყურო ..კიდე ის რომ  ჯეისონი და მისი ხალხი აღარ მჩაგრავს !
იყო მომენტები როცა ჩემს მიმართ აგრესია მოდიოდა, მაგრამ ასე თუ ისე გავუმკლავდი ამას .
ამაში უკვე ჩემს მეგობარს ბელას უნდა ვუმადლოდე ..მას მართლაც კარგად დავუმეგობრდი და როცა ნიცა არაა სკოლაში, ის არის ჩემს გვერდით და არ აძლევს არავის უფლებას  რამე ზედმეტი მითხრან.
ჯეისონზე არაფერი არ იცის არავინ,
მაგრამ ჭორები დადის რომ სხვა ქვეყანაშია სამოგზაუროდ წასული .
მოკლედ რა ვიცი !
ჯერ-ჯერობით ყველაფერი ნორმალურად არის,მაგრამ დრო და დრო ვფიქრობ ჯეისონი როგორაა ახლა?
არც კი ვიცი მასზე უნდა ვნერვიულობდე?
ის ჩემი მტერი არაა?

-ხო დედააა..არა დედა..ვნახოთ...არ ვიცი..ჰოოო..კაი დეე!
ველაპარაკებოდი ტელეფონზე დედაჩემს და თან მერხზე მეძინა ფაქტობრივად .
-რაო აბა?
მკითხა ბელამ ლაპარაკს რომ მოვრჩი.
-არაფერი ,ჩემი ძმა უნდა გამოვიყვანო სკოლიდან.
ვთქვი და ფეხზე წამოდგომა დავიწყე.
-გამოგყვე?"
მკითხა ბელამ , ამაზე მე ღიმილით თავი დავუქნიე და კარისკენ გავემართე.
მივდიოდი და თან იატაკს ვიყავი მიშტერებული ,ალბათ ძველმა მოგონებებმა გამახსენა თავი.
-ისევ?გავიგე უცბად ბელას ხმა.
-ჰაა? რა არის? გავხედე მე კითხვით.
-ისევ რაღაცაზე ფიქრობ...რაზე ფიქრობ მითხარი?
გამაჩერა ბელამ ღიმილით.
-არაფერზე !
გავიცინე მე და კითხვას თავი ავარიდე.
-გინდა ბიჭებს ვკითხო?
გამაკვირვა ბელას კითხვამ ...საიდან მიხვდა??
-ვერ გავიგე? მოვაჩვენე მე თავი.
-გაჩერდი ..ვითომ არ იცის გოგომ!
სიცილით მითხრა ბელამ  და მეც ავყევი სიცილში.

სკოლაში რომ მივედით ჩემი ძმა ვერსად ვნახე ,არც კლასში იყო ,არც ეზოში!
არავინ არიცოდა სად იყო.
-სებასტიან!!! გავყვიროდი შუა ეზოში მე და უკვე ძაალიან ვნერვიულობდი.
-ემილი!!!აქეთ!!
გავიგე ნიცას ხმა,რაზევ
სასწრაფოთ მასთან მივირბინე
და ჩემი ძმაც დავინახე!
უგონოდ ეგდო ძირს ,თან ცხვირიდან სისხლი სდიოდა!
-სებასტიან!!?? მივარდი და ხელების შემორტყმა დავუწყე სახეში.
 -ღმერთო არა! არა,გთხოვ ბელა ვინმეს დაუძახე!
ტირილით გავხედე ბელას ,ბელაც პირდაპირ სკოლაში შევარდა და ცოტახნში
ექიმთან ერთად გამოვიდა!
-რა მოხდა? მომვარდა სკოლის ექიმი და ბავშვი ხელში აიყვანა,შემდეგ კი გასინჯვა დაუწყო .
-არ ვიცი, ასე დაგვხვდა!
ტირილით ვუპასუხე მე .
ამის შემდეგ მეტის დაცდა აღარ ღირდა ,პირდაპირ სასწრაფოში დავრეკეთ.
გზაში ორივე ჩუმად ვიყავით და უბრალოდ ტირილს ვერ ვწყვეტდი ,ცოტა რომ დავწყნარდი და ექიმებმა მშობელის თანხმობა რომ მოითხოვეს, დედაჩემს დავურეკე და ყველაფერი ვუთხარი .
ამის შემდეგ უკვე 20 წუთში დედაჩემი ადგილზე იყო.
-როგორაა??!! მომვარდა დედაჩემი.
-არ ვიცი.
ტირილით ვუპასუხე მე
და იქვე სკამზე დავჯექი ..მოცდის მეტი არაფერი დაგვრჩენოდა.
კარგახანი სამივე ვისხედით და ექიმის გამოსვლას ველოდებოდით,ექიმი რომ გამოვიდა ყველა მას მივარდით.
-როგორ არის ექიმო? იკითხა დედამ.
-კარგადაა,დამშვიდით ..უბრალოდ როგორც ჩანს დიდი სტრესი გადაიტანა,წამლებს გამოვუწერთ დალევინეთ და გამოკეთდება.
გვიპასუხა მშვიდად ექიმმა.
-გმადლობთ ექიმო, დიდი მადლობა!
თქვა დედამ და შემდეგ მე ჩამეხუტა .
მე მას ვაწყნარებდი და თან ჩემი თავის დაწყნარებასაც ვცდილობდი.
ცოტახანში შესვლის უფლებაც მოგვცეს და საღამოსთვის გამოწერეს კიდეც და წამლების ჩამონათვალიც გადმოგვცეს,რომლებიც სებასტიანისთვის საჭირო იყო.
სახლში რომ მივედით 1 წამი არ ვშორდებოდი ჩემს ძმას!
როგორც ჩანს ეს პერიოდი დარდს გულში იკლავდა და ვერავინ ვერაფერი შევატყეთ როგორ განიცდიდა დედას და მამას დაშორებას.
-დეე!!ნატურალური წვენი კიდევ არის?  სებასტიანს უნდა!!
დავუძახე დედაჩემს და ხმა რომ არ გამცა სამზარეულოში შევედი.
დედაჩემი გამოწერილ წამლებს კითხულობდა ფურცელზე და ეტყობოდა განერვიულებული იყო,რადგან სახეზე ფერი არ ედო.
-დედა კარგად ხარ?
ვკითხე მე და გვერდით მივუჯექი. -ასეთი ძვირიანი წამლები როგორ უნდა ვიყიდოთ?
ამომხედა დადარდიანებულმა დედაჩემა .
-დედა..სამსახურს ვიშოვი და დაგეხმარები რამეში ,არ გინდა?
ვკითხე მე .
-არა შვილო,სკოლაში დადიხარ და არ მინდა ამის გამო შენს ოცნებებზე უარი თქვა...საქმე ისედაც ბევრი გაქვს და სჯობს სწავლას მიხედო.
ამომხედა დედაჩემა.
-რათ მინდა ისეთი  ოცნების რეალობად ქვევა, თუ ჩემი ძმა ცუდად იქნება? ვუპასუხე მე და თვალები ცრემლებით ამევსო .
დედაჩემის პასუხს აღარ დაველოდე ,ავდექი და სამსახურის მოძიება დავიწყე.
ერთი სამსახური ვნახე ,შესანშნავი იყო ჩემთვის !
შორს არ იყო და კარგი ხელფასიც ამშვენებდა.
აღარ დავფიქრებულვარ ,ტელეფონზე დავრეკე და მითხრეს რომ ხვალ 10-ზე მივსულიყავი.
სკოლის გაცდენა
მომიწევდა ,მაგრამ რას ვიზავდი?
სხვა გზა არ მქონდა .

დილით 1 საათით ადრე გამეღვიძა,
ალბათ ისე ვღელავდი ,ორგანიზმა იგრძნო რომ გაღვიძების დრო იყო.
ავდექი ,მოკრძალებულად ჩავიცვი და ჩემი მომავალი სამსახურისკენ გავეშურე.
ყველაფერს გავაკეთებ ,რომ ეს სამსახური მივიღო და ვერაფერი და ვერავინ შემაჩერებს.
-მე ამას შევძლებ!
ვუმეორებდი ჩემს თავს მთელი გზა ,უცბად ვიღაცას რომ შევეჯახე მთელი ძალით!
ისე რომ პირდაპირ ძირს დავენარცხე .
-ბოდიში,კარგად ხარ?
გავიგე ხმა ,მე ნელა თავი ავწიე და ჯერემი დავინახე ,ჩემი სკოლელი და ჯეისონის ძმაკაცი.
-აააა.,არაუშავრს ,ეგ არაფერი!
ვთქვი ნერვიულობით და თან ტანსაცმელი გავფერთხე.
ამაზე ჯერემიმ უბრალოდ გამიღიმა
და გზის გაგრძელება სცადა.
-ჯეისონი როგორაა?
ვიკითხე რა უფრო ვიყვირე ,ამაზე მონიმ სიცილით გამომხედა .
მე მთლიანად გავწითლდი ,
არ მჯეროდა რომ ეს ვიკითხე!
რა მემართება?
-კარგადაა..თავის მშობლებთან გადავიდა.
გამიღიმა ბოლოჯერ და გზა გაგრძელა .
წავიდა თუ არა მე თავში ხელი შემოვირტყი...რა დებილი ვარ!
-რა სულელი ვარ,ეს რამ მაკითხინა!
ვთქვი და გზა გავაგრძელე .

ჯეისონის pov:
-ჯეისონ !!ჯეისონ!! შენ გელაპარაკები!
მიყვიროდა დედაჩემი ,მე კი უბრალოდ ვარჯიშს ვაგრძელებდი და მუსიკებს ბოლო ხმაზე ვუსმენდი.
-ჯეისონ !!
არ გაჩერდა დედაჩემი.
-რა ხდება !???მოვიძრე ყურსასმენები და გაღიზიანებულმა ვიკითხე!
-შენი მათემატიკის მასწავლებელი მოვიდა.
ამის გაგებაზე ყურსასმენები გვერდით მივაგდე.
-ჯანდაბაა!!ვერ ვიტან მათემატიკას!
დავიწყე წუწუნი და წინ წავედი.
-აბა სკოლაში რომ არ დადიხარ რა გგონია შენ ?
მოგიწევს!
მითხხრა დედამ და ოთახი დატოვა.
უკვე 2 თვეა ასე ვარ ..არც გარეთ გავდივარ ,აღარც სკოლაში დავდივარ და ბიჭებსაც იშვიათად ვეხმიანები .
მაგრამ იმის მიუხედავად რომ სკოლაში არ დავდივარ ,მასწავლებლები სახლში მოდიან და აქ მამეცადინებენ .
-ჯეისონ დააგვიანეე..გინდა დაგსაჯო?
თქვა მასწავლებელმა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
-კი  დამსაჯე.
ვთქვი მე და პირდაპირ ტუჩებზე ვეცი.
ხო სწორად მიხვდით ,მე ჩემს მასწავლებელთან რომანი მაქვს .
რატომაც არა?
ლამაზია, კარგი ტანი აქვს ,ასევე ჭკვიანია და ჩემზე სულ რაღაც 6 წლით უფროსია .
რამით ხო უნდა გავიყვანო დრო?

აი უკვე მთავარ საქმეზე გადავდიოდით ,ჩემმა მოსამსახურე გოგომ რომ შემოგვიღო კარი.
-ჰეეე, დაკაკუნება არ იცი??!
მივარდი ყვირილით მოსამსახურეს.
-ბოდიში სერ ,აღარ ვიზავ!
თქვა დაბალ ხმაზე გოგომ და შეშინებულმა ჩახარა თავი.
-ხო ვეღარ იზავ ..რადგან აქ აღარ იმუშავებ.
ვთქვი მე მაცდური ღიმილით და დედაჩემის კაბინეტისკენ გავემართე.

ემილის pov:
-რა გამოცდილება გაქვთ ემილი?
მეკითხებოდა ჩემს წინ მჯდომი ელეგანტურად  ჩაცმული ქალბატონი.
-ამმ..მეე..მეე..დავიბენი ,რადგან არ ვიცოდი რა მეთქვა .
-არ გაქვთ გამოცდილება?
ღიმილით ახლოს მოიწია ქალი,მე კი ამაზე მორცხვად თავი გავაქნიე.
-არაუშავრს...ძაალიან სანდო პიროვნენა ჩანხარ ,თან გეტყობა სამსახური გჭირდება .
სწორედ ჩემი შვილის ასაკში ხარ და უარს როგორ გეტყვი?
ასე რომ  სამსახურში აყვანილი ხარ ძვირფასო.
მითხრა ქალმა ღიმილით,მე კი ისე გამიხარდა ,რამის ჩავეხუტე!
როგორი კეთილია.
-დიდი მადლობა ქალბატონო!
ვთქვი მადლიერმა ღიმილით .
-დედა!!ის გოგო მოაშორე აქედან!!
გავიგე უკნიდან ვიღაცის ყვირილი, თან ისეთი მოულოდნელი,რომ შევხტი
-ნუ ყვირიხარ ,გოგოს შემიშინებ!
საყვარელო გაიცანი, ეს ჩემი ბიჭია..შენ მისი პირადი მსახური იქნები.
თქვა ქალმა და ბიჭისკენ მიმითითა ,მე ღიმილით გავხედე ბიჭს ,მანამ მიტრიალებულმა არ დავინახე ვინც იყო!!
ჯეისონი!???
ჯეისონის მოსამსახურე უნდა ვიყო!!?? კინაღამ გული გამისკდა და ისე ვიყავი ცოტაც და ფანჯრიდან გადავხტებოდი!
-გაიცანით ერთმანეთი.
ღიმილით მიმწია ჯეისონისკენ ქალმა ,ფაქტობრივად ძალით!
ჯეისონიც წარბ შეკრული მიყურებდა. -ამას აქ რა უნდა!? წამოიძახა უცბად.
-შენი პირადი მსახური იქნება ემილი.
თქვა ქალმა მეგობრული ღიმილით.
-ჩემი რააა??!!
ცინიკურად სიცილით იკითხა ჯეისონმა ,რაზეც მე თავი ჩავხარე .
როგორ მინდოდა მიწა გამსკდომოდა და ჩავარდნილიყავი!
-გაეცანით ერთმანეთს!
გააგრძელა ქალმა .
-ამმ..მმმმ...მე...მე...ემილი ვაარ!
ამოვღერღე ძლივს მთელი უხერხულობით.
-კარგი ერთი ,არ გადამრიო!
მართლა ემილი ხარ?
დაიწყო სიცილი ჯეისონმა.
-ძაალინ კარგად ვიცი ვინც ხარ და შენც იცი ვინ ვარ ,ამიტომ გირჩევ სანამ შანსი გაქვს ამ სამსახურზე უარი თქვა!"
მითხრა მაცდურად ჯეისონმა .
როცა ვთქვი რომ ყველაფერს გავაკეთებდი და ვერავინ შემაჩერებდა ოღონდაც ეს სამსახური მიმეღო ,ესეც არ მიგულისხმია!
მაგრამ არაუშავრს,რატომაც არა???
თუ ერთხელ ავიტანე მისი დამცირება, ახლა რატომ ვერ ავიტან ?
ჯეისონ ვერ გამაჩერებ .
-აბა თანახმა ხართ ემილი?
-დიახ ,თანახმა ვარ .



№1 სტუმარი სტუმარი მარი

აუ ხშირად დადე ხოლმე რა????

 


№2  offline წევრი Butterfly122334455

სტუმარი მარი
აუ ხშირად დადე ხოლმე რა????

ყოველ 24 საათში შემიძლია ახალი დავდო ,მერე რედაქტირებას სჭირდება დრო ,თორემ უფრო ხშირად დავდებდი :(

 


№3  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია

 


№4  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
ძალიან მაგარია

მადლობაა❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent