სასრულეთი (თავი 5) +18
مصير ბედი უკვე კარგად მოსაღამოვებულიყო, როდესაც კარი გაიღო და ბერბერი შავოსანი ქალი შემოვიდა. თვალებში ჭინკები უკრთოდა, ალბათ გულში უხაროდა ასეთ განადგურებულს რომ მხედავდა, თვითონ ხომ ჩემ გამო მიიღო საყვედური. عجل عجل (იალა- სწრაფად) კიდევ ჩემთვის გაუგებარი სიტყვები წაიბურტყუნა და კარისკენ მიმითითა. ტირილისა და მწუხარებისგან ისე ვიყავი განადგურებული, რომ ავტომატურად დავყევი მის ნებას, ხელი უხეშად მომკიდა და კიბეებისკენ წამიძღვა. წამით გავიფიქრე, რომ თითქოს სარდაფისკენ მივყავდი და შიში გამიათმაგდა... მივუახლოვდით დიდ ხის, მასიურ კარს, რომელიც არაბული ორნამენტებით გაეფორმებინათ. ხის კარი მსახურმა გაგვიღო და წინ შეგვიძღვა. როგორც ჩანს, სახლის პატრონს აქ ჰამამი მოეწყო. ჰამამის კვართშემოხვეული რამდენიმე ქალი ერთმანეთს ეხმარებოდა, შესვლისთანავე ყურადღება მივიქციე. ხელით მანიშნეს გაიხადეო, რაზეც სასტიკი უარი ვთქვი. იქვე კუთხეში მერიემი იდგა, თვალები ჩაქროდა და სივრცეში იყურებოდა. ჩემთან რომ ვერაფერი გააწყვეს, მერიემს დაუძახეს. მერიემი მომიახლოვდა, აშკარად თვალს მარიდებდა, ინგლისურად მითხრა, რომ აქ წინასაქორწინო რიტუალისთვის მოსამზადებლად მომიყვანეს, უნდა დამეხმარონ მოწესრიგებასა და მომზადებაში. შევხედე, რომ თვალები ცრემლით აევსო. ყველა ჩვენ გვიყურებდა. მერიემ- დავუჩურჩულე, - დამეხმარე გთხოვ. თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა და ინგლისურად გააგრძელა. წინააღმდეგობა არ გაწიო, დათანხმდი ამათ ყველაფერზე, ჩათვლიან, რომ ბედს დამორჩილდი და აქედან გაქცევასაც შეძლებო. შემდეგ გახდაში დამეხმარა და პირსახოცი გამომიწოდა. გახდისთანავე ქალების ყურადღება მიიქცია ჩემმა ღია ფერის კანმა და ქერა თმებმა, რომელიც სისველისას ჟღალ იერს იძენდა. შევხედე, როგორ აევსო მაღალ გოგონას შურითა და მრისხანებით თვალები მაგრამ არ შევიმჩნიე. მალე მექისე ქალებიც მოვიდნენ. იქვე უზარმაზარ სადაფითა და ფირუზით მოვარაყებულ სარკეში ჩავიხედე, იქედან საშინლად დაღლილი, თვალებჩაშავებული, ტუჩებგამომშრალი ლეა მიყურებდა. ნეტა ახლა რას აკეთებს ალესანდრო? რა რეაქცია ექნებოდა, ამ მდგომარეობაში რომ ვენახე? საკუთარი თავის მიმართ ენით აღუწერელი სიბრალული ვიგრძენი. ჰამამი რამდენიმე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ნაწილს აერთიანებდა. თითქოს ზღაპარში შედიოდი. როდესაც ჩემს ხელებს და ზურგის სიწითლეს შეხედეს, თურქული ქაფის ოთახში შემიძღვნენ, სადაც მელოდა რიტუალი სურნელოვანი ქაფით, ექსფოლიანტით, თეთრი თიხის ნიღბით შეხორცების ეფექტით და ქსოვილებში ღრმად შემღწევი ზეთებით;არომათერაპია - ეგვიპტური ნელსაცხებლებისა და აღმოსავლური ზეთების სურნელის ენერგია, რომელსაც მრავალი სამკურნალო თვისება გააჩნია, მისი პირველადი ეფექტი კი სასიცოცხლო ძალების აღდგენაა, რაც საკუთარ თავზეც გამოვცადე. უცებ შემომხსნეს კვართი, უხერხულობისგან შევიშმუშნე, მალევე სხეულს ქაფი მოედო, მეც ქაფში ჩავიძირე და უხერხულობაც ნელ-ნელა მომეხსნა. სხვა დროს, სხვა ვითარებაში მართლაც შევივსებოდი სასიცოცხლო ძალებით და დავტკბებოდი ჰამამის რიტუალებით, მაგრამ ახლა მხოლოდ ფიზიკურ სხეულს შორდებოდა სიმძიმე, ხოლო სული პირიქით უფრო და უფრო იძირებოდა სიბნელეში. მერიემი თან მიხსნიდა თითოეული რიტუალის დანშნულებას, ეს ჰამამის თურქული ნაწილია, ახლა კი მაროკოულ და საემიროების ნაწილში გადავალთ. მაროკოული ჰამამი - პიტნის, ევკალიპტისა და დაშაქრული ლიმონის წმინდა მაროკოული სურნელით მავსებდა. ატლასის მთებში მოპოვებული ღასულის თიხითა და არგანის ზეთით; საამიროების ჰამამი - არაბული ყავისა და ზაატარის სურნელით, უდაბნოს აქლემის რძითა და დაბერების საწინააღმდეგო ზეთებით; აი, თურმე რატომ აქვთ აქაურ ქალებს ესეთი გლუვი კანი, ნაოჭებიც ბევრად გვიან უჩნდებათ საშუალო სტატისტიკურ ევროპელთან შედარებით. ვინაიდან ჩემს ტანისამოსს ფიზიკურად ვეღარ ჩავიცმევდი, ამიტომ კვართი შემოვიხვიე და ასე გავყევი ოთახისკენ ბერბერ შავოსანს. კიბეებზე დავუდი შემოგვხვდა. ჩემს დანახვაზე ჯერ შეკრთა, მერე ხარბად ამათვალიერა თავიდან ფეხებამდე. ნერვიულობისგან სხეულს ვერ ვიმორჩილებდი და ცახცახი დამეწყო. თვალით ანიშნა ბერბერს გაგვცლოდა და მომიახლოვდა. სტრესისგან საერთოდ გავშეშდი. თითქოს ჩემს სხეულს ზემოდან დავსცქეროდი. გაქცევა მინდოდა, მაგრამ ხელსაც კი ვერ ვანძრევდი. დავუდმა წინ ჩამოშლილი სველი თმა ზურგს უკან გადამიწია. მხრებზე ჯერ ისევ შემომრჩენოდა წყლის წვეთები. თმის სურნელი შეისუნთქა, შემდგომ ხელით ნიკაპი ამიწია და მაიძულა თვალებში შემეხედა. დიდხანს მიყურებდა თავისი მწვანე თვალებით, რომელიც კიდევ უფრო საშიში გამხდარიყო. მრისხანება გამქრალიყო და მისი ადგილი სურვილს დაეკავებინა, შემდეგ ტუჩებზე დამაცხრა მომთხოვნად. ფეხებში ძალა სულ გამომეცალა და ჩავიკეცე, დავუდმა მოასწრო ხელის შეშველება, ხელში ამიყვანა და ოთახში საწოლზე ფრთხილად დამაწვინა. آسف (აზიფ) მაპატიე- ყურში არაბულად ჩამჩურჩულა და ოთახიდან გავიდა. მინდოდა უბრალოდ მოვმკვდარიყავი, ან როგორც თოვლი გაზაფხულის მზის სხივებში, დავმდნარიყავი და ჰაერს ორთქლად შევრწყმოდი. თვალებგახელილი ვიწექი საწოლზე. ვუყურებდი ზურმუხტისფერ ჭერს და თვალებში მოგონებები კადრებად ცოცხლდებოდა. მე და ალესანდრო, მამაკაცის პირველი შეხება, მისი სურნელი, მუცელში აცეკვებული პეპლები, პირველი კოცნა, პირველი შეგრძნებები, პირველი სექსი, პირველი ნეტარება, ყველაფერი პირველი ალესანდროს უკავშირდებოდა. თითქოს აღარც მახსოვდა როგორ ვარსებობდი მის გარეშე. დავუდი? რა მემართება მას რომ ვუყურებ?მეშინია, მღელვარება მიპყრობს, ყველგან მის მწვანეებს ვხედავ, სიზმარშიც კი. სანამ გავგიჟდები, თავი უნდა დავაღწიო. მერიემი, ერთადერთი იმედი მერიემი იყო. ეშმაკსაც კი მივყიდდი სულს, ოღონდ აქედან გაქცევაში დამხმარებოდა. დავუდი 5 წლის წინ პირველად ჩავედი თბილისში, იქაურმა პარტნიორებმა ჩემს საპატივცემულოდ სეიდაბადში, აბანოთუბანში არსებული აღმოსავლური სტილი რესტორანში გამართეს არაფორმალური ვახშამი. რა იცოდნენ, რომ სულსაც დავთმობდი ქართული სამზარეულოსთვის. მე ხომ სულით გურჯი ვიყავი. სეიდაბადში შესვლისას აღმოსავლური ჰანგები და მუცლის ცეკვით აღტკინებული საზოგადოება შემომეგება. შესვლისთანავე ყურადღება მიიქცია ქერათმიანმა ქალიშვილმა, თვალებში ვარსკვლავები უციმციმებდნენ, მაგიდასთან მჯდომი სხეულის ზედა ნაწილს აყოლებდა ჰანგებს, ლერწამივით ირხეოდა. დავმუჯნდი. ასეთი სილამაზე არსად მენახა. ჩემდაუნებურად მივუახლოვდი და გატეხილი ქართულით მივმართე: - მაპატიეთ, თუ გაწუხებთ, იცოდეთ, რომ ძალიან ლამაზი ხართ, გაუფრთხილდით ამ სილამაზეს. ერთი გაკვირვებულმა ამომხედა და მორცხვად გამიღიმა. მაშინვე დამატყვევა მისმა მომწვანო-მოთაფლისფერო თვალებმა, რომელშიც ცისარტყელები მზეს ეცეკვებოდნენ. გადმოცემით ვიცი, რომ ჩემი დიდი წინაპრის, დავუდ ფაშას ერთადერთ სიყვარულს ნილაი სულთანსაც მომწვანო-მოთაფლისფერო თვალები ჰქონდა. ალბათ, ისიც ისევე დაატყვევა ამ თვალების სიკაშკაშემ, როგორც მე. სამწუხაროდ ლამაზი ასული მალევე წავიდა და ვერ მოვასწარი მის შესახებ მეტი შემეტყო. წავიდა, მაგრამ ჩემს გულში წარუშლელი კვალი დატოვა. ერაყში დაბრუნებისთანავე ამერიკელ პარტნიორებთან განვაახლე მოლაპარაკებები. ისევ ერთი ნაბიჯით დავასწარი საიდს ნავთობის ახალ წყაროებზე გასვლა. ვიცოდი ამ ამბავს ასე არ დატოვებდა, ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა, რომ ზალინა გადავრჩინე მის ჰარემში მოხვედრას და ჩემს დობილად გამოვაცხადე. მერიემი (ზალინა) სათნო, კეთილი გოგონა იყო. ყოველთვის უსიტყვოდ ესმოდა, რა მსურდა. ვიცოდი, რომ ჩემს მიმართ გრძნობები ჰქონდა, თუმცა არ მინდოდა მისთვის გულისტკენა, ამიტომ ჩემს დობილად გამოვაცხადე. იმედი მქონდა, რომ ამით თავის გრძნობებს დაივიწყებდა და როცა მზად იქნებოდა, ერთად შევარჩევდით მისთვის ღირსეულ ქმარს. თბილისში ვიზიტიდან 5 წელი იყო გასული, როცა პარტნიორებმა შარმ ელ შეიხში მიმიპატიჟეს არაფორმალურ წვეულებაზე. წვეულება ცალ-ცალკე დარბაზებში იმართებოდა ქალებისა და კაცებისთვის, რაც საშუალებას აძლევდა შეიხებისა და არაბი მაგნატების ცოლებს, მოეხდინათ თავიანთი ბრილიანტების კოლექციის, ბრენდული კაბებისა და მოხდენილი სხეულების დემონსტრირება. ნამდვილად, არ მომწონდა რომ ქალებს საუკუნეების წინანდელ მოთხოვნებს ვუყენებდით. მე თუ ევროპაში ვიცხოვრებ, ჩემს ცოლს საერთოდ ავუკრძალავ ჩადრის ტარებას, ხოლო ერაყში მხოლოდ ჰიჯაბის ტარების ნებას დავრთავ. ნამდვილად არ მინდა, ჩემი მომავალი ცოლი ნიქაბსა და ბურქაში გამოვამწყვდიო. ის, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდნენ მორწმუნე მუსლიმი ქალები, ამის შესახებ ყურანის ძირითადად ორ აიაში (31-ე და 59-ე აია) ანუ ლექსში წერია. ერთ-ერთში ნათქვამია, რომ ქალებმა მზერა ქვემოთ უნდა მიაპყრონ და ქსოვილით დაფარონ მკერდის ამონაჭერი. იქვე წერია, რომ მუსლიმმა ქალებმა თავიანთი სილამაზე არავის არ უნდა აჩვენონ, გარდა ნათესავებისა და დაახლოებული ადამიანების მცირერიცხოვანი წრისა, ლაპარაკია მაგალითად მოახლეებზე და ბავშვებზე. მეორე ლექსში ნათქვამია, რომ მორწმუნე ქალები აუცილებლად უნდა შეიმოსონ მოსასხამით, რადგან მათ ასე უფრო იოლად ამოიცნობენ, გაარჩევენ მონებისა და მეძავებისგან და არ შეურაცხყოფენ. მაგრამ განა იმავე შინაარსის ტექსტებს არ შეიცავს ქრისტიანთა ბიბლიაც? წმიდა წიგნები იმიტომაა წმიდა, რომ ისინი დროს უძლებენ და მისი ინტეპრეტირება ყველა ეპოქის თანმდევი ასპექტების მიხედვითაა შესაძლებელი. როგორც კი სასტუმროს მივუახლოვდით, გზა გოგონამ გადაგვიჭრა. სიმწრით მოასწრო მძღოლმა დამუხრუჭება. გოგონამ კი გამხეცებულმა დაუწყო მძღოლს კამათი. კამათში ალაგ-ალაგ ქართული სიტყვები შევამჩნიე. ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო და მანქანიდან გადმოვედი. გაოცება, ბედნიერება, სიხარული, აღტაცება - ყველა გრძნობამ ერთად მომიცვა, როდესაც ის დავინახე, ის იყო, ჩემი სეიდაბადელი მომწვანო-მოთაფლისფერო თვალება გოგონა. დაქალებულიყო და უფრო დამშვენებულიყო. გაბრაზებულიც კი ისეთი საოცარი იყო, რომ ჩახუტების სურვილს გიჩენდა. ტუჩები სასაცილოდ, ბავშვურად დაებუშტა და ქერა თმა ანცად გადმოშლოდა. იმდენად მსიამოვნებდა მისი ამ მდგომარეობაში ხილვა, რომ გადავწყვიტე, ეს წამები უსათუოდ გამეგრძელებინა. -როგორ ბედავთ. თქვენი ადგილი იცოდეთ. (ვიცოდი რომ ამ სიტყვებზე აუცილებლად გამომეკიდებოდა). მართლაც, ქართულ-ინგლისურად დამაფრქვია სალანძღავი სიტყვები, მე კი უნებურად მეცინებოდა. სამწუხაროდ სასტუმროს პერსონალმა შეგვაწყვეტინა და სასტუმროს შენობაში შემიძღვა. წასვლის წინ გულიდან ამოსული ორად-ორი სიტყვის თქმა მოვასწარი: - ისევ შევხვდებით. აქ ნამდვილად ალაჰის ნება ურევია. مصير (ბედისწერაა). ამ გოგოს შესახებ სასწრაფოდ უნდა გამეგო ყველაფერი. წვეულებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. როგორც კი დასრულდა მაშინვე თანაშემწე გამოვიძახე და გოგონაზე დოსიეს შეკრება ვთხოვე. შემთხვევის მოწმე სასტუმროს პერსონალი იყო, ამიტომ გოგონას ვინაობის დადგენა არ გაუჭირდებოდა, თან არამგონია აქ ბევრი ქართველი ყოფილიყო. მომდევნო დღეს დოსიე სასტუმროს ნომერში, მაგიდაზე დამხვდა. ჩემს მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შევიტყვე რომ გოგონა, სახელად ლეა, აქ თაფლობისთვის გასატარებლად ჩამოსულიყო. ალაჰ, რატომ გაიმეტე ჩემთვის ეს ბედისწერა? რატომ მაპოვნინე, თუ ისევ უნდა დამეკარგა? გადავწყვიტე, ბედს დავმორჩილებოდი, თუმცა შორიდან ვადევნებდი თვალს, სანამ წასვლის ჟამი არ მოუახლოვდებოდა. ლეას წასვლის დრო ახლოვდებოდა. წავიდოდა და თან წაიღებდა ჩემს სულს, გულს, ფიქრებსა და ოცნებებს. აივანზე ნება-ნება ვსვამდი ჩაის თან თვალს ვაყოლებდი აუზში მოცურავე ლეას მოხდენილ სხეულს. ეს მინიატურული გოგო ბუნებას ყველა სიკეთით დაეჯილდოებინა. სავსე მკერდი, წვრილი წელი, და მომრგვალებული თეძოები. სხვა რა უნდა ინატროს კაცმა. როდესაც აუზიდან ამოვიდა ნერწყვი ძლივს გადავყლაპე, ნამდვილი ქალღმერთი იყო. შეზლონგზე თავისი პარტნიორის გვერდით მოთავსდა. ეჭვიანობის ცეცხლს ვერაფერს ვუხერხებდი. უფრო გავცეცხლდი, როცა გავიგე რომ ერთად ჯვრისწერის გარეშე იყვნენ, მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებაში. როგორ შეეძლო ამ არსებას, ვიღაც სანდრო (ალესანდრო) ურთმელიძეს სათაყვანებელი გოგონას უმანკოება ალაჰის წინაშე ფიცის გარეშე ჩაებარებინა. გული უნდობლობით მევსებოდა და ეს არ იყო მხოლოდ ეჭვიანობა. უცებ ჩოჩქოლი ატყდა, და დავინახე როგორ მიუახლოვდა სანდროს საიდის კაცი და ჩხუბი გააჩაღეს. ეს კი უკვე მეტისმეტი იყო. საიდის კაცს იქ რა უნდოდა,ნუთუ მანაც დაადგა თვალი ლეას?სასწრაფოდ ჩემი ნდობით აღჭურვილი ბიჭები მოვიხმე და მოვთხოვე გაერკვიათ, რა ხდებოდა. მოტანილმა ამბავმა მრისხანებით ამავსო. ჩანს, საიდსაც მოსწონებოდა ლეა და თავისი ჰარამხანის რიგით წევრად უპირებდა გახდომას, მეტიც კაციც გაგზავნა სანდროსთან გოგონას შესასყიდად. რა ჰგონია ამ დამპალს? რომელი ქართველი გაჰყიდის ქალს? ნამდვილი ბედის ირონია იყო. ისტორია მეორდებოდა. საიდის წინაპარმა, წარმოშვებით ასევე გურჯმა ალეპოელმა ალი რიზამ ისარგებლა ბაღდადში გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემიით, წყალდიდობებით და დავუდ ფაშას დაუძლურებული ლაშქარი დაამარცხა. როგორც გურჯმა გურჯს, დავუდ ფაშას და ოჯახს სიცოცხლე შეუნარჩუნა და უთხრა, რომ სასახლიდან მშვიდობიანად წასვლაში დაეხმარებოდა, თუმცა გაქცევისას ვერაგულად გაიტაცა ნალიე სულთანი და ხარჭად დაისვა. მხოლოდ სამშვიდობოს გასულმა აღმოაჩინა დავუდ ფაშამ, რომ მეორე ეტლში მხოლოდ ძიძა და სულთანზადე აბდულქერიმი დარჩენილიყვნენ, მისი უსაყვარლესი მეუღლე, თვალის სინათლე ნილაი კი სამუდამოდ წაიყვანეს. ბევრი ეცადა დავუდმა ნილაის კვალს მიეკვლია, მაგრამ თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, გაუჩინარებული იყო. სიმართლე მხოლოდ აბდულქერიმის შვილმა, დავუდის ბაბუამ შეიტყო და დაუდისა და ალი რიზას შთამომავლებს შორის მტრობა გაჩაღდა. ახლა კი ბედის ირონიით, ისევ ალი რიზას შთამომავალი, საიდი უპირებდა თავისი გულისწორის, ლეას ხელში ჩაგდებას, რასაც დავუდი არ დაუშვებდა. ამიტომ მოიტაცა ათას ერთი ღამის სასახლიდან. თავიდან ფიქრობდა, სანდროს საქართველოში ჩასვლისას ჩემი ხელით მივუყვან, ოღონდ საიდისგან დავიხსნაო, მაგრამ მაშინვე უკუაგდო აზრი, როცა მოცეკვავე ჰაშიშისგან გაბრუებული ლეა დაინახა. სანდრო მას ვერ დაიცავდა. ის მას არ იმსახურებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.