სასრულეთი (თავი 4)
"ბედნიერი ბაბილოვანის სამეფოს ხელმწიფე“ დროა, მომიყვე აქ რა ჯანდაბა ხდება. ის არის დავუდი? იმედისმომცემი თვალებით შევხედე. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და საუბარი დაიწყო. -დავუდი საოცარი ადამიანია. აქ მან მოგიყვანა. მან გადაგარჩინა. -შევამჩნიე, როგორ შეეფაკლა ღაწვები დავუდის სახელის ხსენებისას. - როგორც მივხვდი მერიემი გქვია, ჰო? როგორ თუ გადამარჩინა, მან მე მომიტაცა, საკუთარი თაფლობისთვე ჯოჯოხეთად მიქცია.- ვერ დავმალე აღშფოთება. -მერიემი დავუდმა დამარქვა, თავისი დიდი წინაპრის დედის სახელია. ჩემი ნამდვილი სახელი ზალინაა, თუმცა ის ჩემს წარსულთან ერთად მოკვდა. შევამჩნიე, როგორ აემღვრა თვალები. -დავუდი ალაჰისგან გამოგზავნილი საჩუქარია ჩემთვისაც და ახლა უკვე შენთვისაც. მან მე ჰარამხანის მონობისგან მიხსნა. ჩემი ოჯახისთვის ოფიციალურად ზალინა მკვდარია. დღეს მე, მერიემი რომ ცოცხალი ვარ და მომავლის იმედი მაქვს, სწორედ დავიდის დამსახურებაა.მიზეზი მას ჰკითხე, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე. დავუდი ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც ქალის ღირსებას შეურაცხყოფს. თან ისიც შენსავით გურჯია. თუმცა, კი გურჯისტანში არასდროს ყოფილა. მე, კავკასიელი ჩერქეზი, სწორედ დავუდმა მიხსნა შენივე თანამემამულის ჰარემისგან. მიზეზი არ უთქვამს, თუმცა, როგორც ვიცი შენს დასაცავად მოგიტაცა. ვუსმენდი მერიემს და ვგრძნობდი, რომ გულწრფელი იყო. ცოტა დავმშვიდდი. როგორც ჩანს, არც ჩემს გაყიდვას აპირებს და არც მოკვლას. ისიც ქართველი იყო და ალბათ, მართლაც, დიდი განსაცდელისგან მიხსნა. ახლა, მთავარია, დავუდს დაველაპარაკო, გავიგო მოტაცების მიზეზი. ავუხსნა, რომ ალესანდროს შეატყობინოს, სად ვარ და სასწრაფოდ საქაართველოში დავბრუნდე. მარიამს გავუღიმე და ვთხოვე, იქნებ ტელეფონი მოეტანა ჩემთვის. -არა, არ შეიძლება, აკრძალულია. - თქვა მერიემმა და ისე სწრაფად გავიდა ოთახიდან, ვერაფრის თქმა ვეღარ მოვასწარი. ოთახში უაზროდ მოვყევი ბოლთის ცემას. უსასრულოდ გაიწელა დრო. თითქოს წუთები საათებად იქცა, საათები კი დღეებად. ვეცადე დამეძინა, მაგრამ უშედეგოდ, მხოლოდ გამთენიისას, ვიგრძენი თვალების სიმძიმე. ისევ კოშმარი დამესიზმრა.სიზმარში თითქოს ჩვენი პირველი პაემანი გაცოცხლდა. ერთად დარგული აიხრიზონი, რომელსაც სიყვარულის ხეს ეძახიან. და მაშინ, როდესაც ერთმანეთს პირველ კოცნას ვუძღვნიდით, დავინახე, როგორ მოწყდა აიხრიზონს ფოთოლი, საიდანღაც ქარიშხალიც ამოვარდა, რომელსაც თან დაერთო საზარელი ხმა, თითქოს ჯოჯოხეთიდან გვიხმობდნენ ავი სულები. გაღვიძებისას ისევ სიმწრის ოფლში ვცურავდი. ის იყო წამოდგომას ვაპირებდი, რომ იქვე სავარძელში ჩაძინებული დავუდი შევამჩნიე. ჩემს მოძრაობაზე, მანაც გაიღვიძა. არ ადგე- ინგლისურად მომმართა. - ისევ სიცხე გაქვს. -ვიცი, რომ ქართველი ხარ და მოეშვი ფარისევლობას. გამაგებინე ვინ ჯანდაბა ხარ და ჩემგან რა გინდა. - ქართულად მივმართე. -ძვირფასო ლეა, როგორც ჩანს, უკვე მოასწარი მერიემთან საუბარი. ნუთუ ის არ გითხრა, რომ ბოლოს მეცხრამეტე საუკუნეში საუბრობდნენ ჩემი წინაპრები ქართულად. -აუღელვებელი ტონით ისევ ინგლისურად მიპასუხა. -შემთხვევით უკანასკნელი მამლუქიც ხომ არ ხარ? - ირონიულად გავიცინე. - მე არა მაგრამ ჩემი დიდი წინაპარი, დავუდ ფაშა უკანასკნელი მამლუქი მმართველი, ბაღდადის აღმაშენებელი, როგორც თავად ამბობდა „ბედნიერი ბაბილოვანის სამეფოს ხელმწიფე“ იყო. - ეს უკანასკნელი სიტყვები გატეხილი ქართულით წარმოთქვა და გააგრძელა: - ქართულს ვსწავლობ, თუმცა ჯერ იმ დონემდე არ ვიცი, რომ გამართულად გიპასუხო. შენი საუბარი მესმის და ისიც, რაც მიწოდე. - ირონიულად ჩაიცინა. - არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას. დავიღალე არაფრის მომცემი საუბრებით. სასწრაფოდ მოვითხოვ ახსნა-განმარტებას, რატომ მომიტაცე. - კეთილი. ოღონდ მოგიწევს ორი დიდი ქართველის შთამომავლობის ორსაუკუნოვანი შუღლის შესახებ მოისმინო. მე რომ არა, წინაპრით გურჯის, დღეს კი სულით ხორცამდე არაბი საიდის ჰარამხანის რიგითი წევრი იქნებოდი. - თუ ჩემთვის მართლა გსურს სიკეთე გააკეთო, ჩემს მეუღლესთან დამაკავშირე და ის უზრუნველყოფს, რომ აქაურობას მალე გავეცალო. -მეუღლეს? - ცინიკურად გადაიხარხარა, როგორც ვიცი, ქრისტიანები ჯვრისწერით ხართ ალაჰის წინაშე მეუღლეები. შენ კიდევ ისევე ცოდვილი ხარ ლეა, როგორც შენი ბიბლიური მოსახელე. ურცხვად უღალატე ქართველი ქალის წმინდა მანდილს და ჯვარის ფსკვნის გარეშე მრუშობ. და საერთოდ, რატომ დაგარქვეს ქართველ ქალს ეს სახელი? იცი მაინც მისი ისტორია? ეს უკვე პიკი იყო. ჩემს წინ მდგომი ადამიანი აშკარად ჩემი ნერვებით თამაშობდა. მართალია ჯვრისწერა ვერ მოვასწარით, თუმცა საქართველოში დაბრუნებისთანავე ვაპირებდით. ალესანდრო მაინდამაინც დიდი რწმენით არ გამოირჩეოდა, მისთვის მთავარი იყო რომ სამოქალაქო ქორწინებაში ვყოფილიყავით. მეც არ მიმინიჭებია ამ ფაქტისთვის დიდი მნიშვნელობა. მრისხანებამ ერთიანად მომიცვა და სახეში სილა გავარტყი. დავიდის თვალებშიც დავინახე მრისხანება, და მრისხანებასთან ერთად რაღაც სხვა, უფრო საშიში. ირონიულად ჩაიცინა და ვერც მოვასწარი გააზრება, ჩემს ბაგეებს დააცხრა. მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობას ვუწევდი, ზურგით კედელზე მიმანარცხა, ხელები გამიკავა და მომთხოვნად აგრძელებდა კოცნას. მომშორდა თუ არა ერთი მომაძახა- შენი ღმერთის წინაშე მეუღლესთან ყოფნაზე თავადვე თქვი უარი. ახლა კი ალაჰის წინაშე გახდები ცოლი. მოემზადე ძვირფასო ლეა და დარაბებს მიღმა გაუჩინარდა. *** ხელებთან ერთად ახლა უკვე ზურგიც მეწვოდა. მაგრამ განა რაა ფიზიკური ტკივილი სულის ტკივილთან შედარებით? სირცხვილი, სინდისის ქეჯნა, შინაგანი წვა, უსუსურობისა და გაურკვეველი მომავლის განცდა. სასოწარკვეთილებამ მთლიანად მომიცვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა, მეგონა, რომ ალესანდროს სიყვარულს ჩრდილი მიადგა, სინდისი მქეჯნიდა. როგორ გაბედა მოახლოება, რა უნდა ჩემგან, რა განზრახვა აქვს? ან როგორ ავუხსნიდი ალესანდროს, რომ მის ნაფერებ, მისთვის საყვარელ ბაგეებს სხვა შეეხო? საწოლზე პირქვე დავემხე და ავტირდი. ფლეშბექი სოფელი იფნისი, მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლები. მარიამ და გიორგი მანველაშვილების ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა, გიორგისა და მარიამის პატარა ვაჟი, დავითი, მინდორში თამაშისას გაიტაცეს ტყვეებით მოვაჭრეებმა და ოსმალეთში გაყიდეს. დამწუხრებული მშობლები ორბელიანების ყმები იყვნენ. მიუხედავად დიდი თხოვნისა, ორბელიანთა სახლისთავმა უარი განუცხადა ყმებს პატარა ბიჭის მოძებნაზე. ბიჭუნა მოხვდა მასავით ქართველ, ბაღდადის ფაშა სულეიმან ბუიუქთან, რომელმაც ის მამლუქთა სასწავლებელში მიაბარა. დღითიდღე უფრო და უფრო წვავდა სამშობლოს მონატრება. ნოსტალგიას სულეიმან ფაშასთან და ქართველ თანატოლ მამლუქებთან ქართულად საუბარი უვსებდა. ყოველ საღამოს საკუთარ თავს უმეორებდა მშობლებისა და ოჯახის წევრების სახელებს, დედის იავნანას. სჯეროდა, რომ თუ იავნანა დაავიწყდებოდა, ამით ოჯახთან კავშირსაც სამუდამოდ გაწყვეტდა. მიუხედავად იმისა, რომ სულეიმან ბუიუქისგან მამობრივ მზრუნველობას გრძნობდა, სასტიკად ეკრძალებოდა ჰარამხანის წევრებთან საუბარიც კი, მათ შორის სულეიმანის შვილებთან. მხოლოდ რამდენიმეჯერ მიეცა შესაძლებლობა მალულად გაეპარებინა თვალი ნილაისთვის, სულეიმანის უმცროსი ქალიშვილისთვის. გოგონას ნუშისებრმა მწვანე წყლიანმა თვალებმა მაშინვე დაატყვევა. სკოლაში მან ჩინებული ნიჭი და უნარი გამოამჟღავნა – სამხედრო ვარჯიშობებისა და წესების დაუფლებასთან ერთად, დიდი მონდომებით სწავლობდა ზოგადსაგანმანათლებლო საგნებს: ისე შესანიშნავად შეითვისა მუსლიმანური კანონმდებლობა, ყურანი, და აღმოსავლური ენები, რომ სულ მალე მოიხვეჭა არაბული, თურქული, სპარსული ენებისა და ღვთისმეტყველების საუკეთესო მცოდნის სახელი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაუდს სულეიმან ფაშა ბუიუქმა ჯერ თავისუფლება მიანიჭა და ბეჭდის მცველად დანიშნა, ხოლო შემდეგ (დაახლოებით 1801 წელს) 27 წლისას უდიდესი ბედნიერება ეწვია, როდესაც სულეიმან ფაშამ საფაშო ხაზინა ჩააბარა და ცოლადაც თავისი ასული შერთო. ორი მიჯნურის სიყვარულს კიდევ უფრო აძლიერებდა ლეილასა და მაჯნუნის, ვეფხისტყაოსნისა და ვისრამიანის ტაეპების გახსენებაში გატარებული საღამოები. მალევე მათი სიყვარულის ნაყოფი სულთანზადე აბდულქერიმი მოევლინა სამყაროს. 37 წლისას უკვე ერაყის სულთნისა და ამავდროულად ხალიფას ტიტულიც მიაკუთვნეს (მსგავსი რამ არც მანამდე და არც მერე არ მომხდარა). დავუდ ფაშა داود باشا თავის თავს ბედნიერი ბაბილონის ხელმწიფედ მოიხსენიებდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება მეცხრამეტე საუკუნის ერაყის ოქროს ხანა. დაუდ ფაშად წოდებული იფნისელი ჭაბუკი იმდენად დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, რომ მტრად მოკიდებულ უძლეველ ოსმალეთის იმპერიაშიც უდიდეს პატივს სცემდნენ. მიუხედავად მრავალი ღალატისა, მაინც ვერავინ შეძლო მისი დამარცხება, ვერავინ შეურყია მის ბედნიერებას ფესვები, ვიდრე ისევ ქართველი ალეპოელი ალი რიზა ფაშა არ გამოჩნდა ასპარეზზე. და ვინ თუ არა ქართველი? ისევ ქართველმა უმუხთლა და დაუდო სათავე ორსაუკუნოვან მტრობას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.