შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვიანი არ არის (სრულად)

1-08-2020, 23:53
ავტორი guroo
ნანახია 14 915

ქარისგან აკორიანტელებული, სცენის კვამლივით იდუმალი მტვრის ბუღი იდგა გზაზე და ისერებოდა წვრილ-წვრილ ზოლებად უსაშველოდ გრძელ მწკრივში მდგომი უკლებლივ ყველა ლამპიონის ურცხვი ნათებით. ცა შავი იყო, მოღამებული და ბედნიერად მოცინარი ვარსკვალავებისგან შემოძარცვული. მთვარე - სრული, ვერცხლისფერი და მეოცნებეთ თანამგრძნობი - ეულად დანათოდა რხევისგან წელში გადამწყდარ ხეებს და დედობრივი ალერსით ჩუმად ღიღინებდა ღამის მშვიდ მუსიკას მხოლოდ ცასთან ახლოს, რადგან დედამიწაზე ქარი კვნესოდა, როგორც ვიოლიონო, ხემით დაჭრილი.
- გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა? - შავი თვალები მიაპყრო სორამ და კაცი აიძულა, რომ გაჩერებულიყო.
- ხშირად ვიხსენებ ხოლმე; - სწორი და გრძელი, შუბლზე მძიმედ ჩამოშვებული თმა თვალებს მოაშორა; - დაუვიწყარი დღე იყო. აბა, როგორ არ უნდა მახსოვდეს? - ქალის მზერა დაიჭირა საკუთარ ღრმა თვალებში და შეშფოთება ვერ დამალა, როდესაც სორას ბნელი რიტუალებით სავსე, ხახადაღებული წყვდიადის კარიბჭესავით დაშორებული წამწამების შუაგულში მოციმციმე სიმრგვალეების ეშმაკური წადილი შეიცნო.
- აბა, მომიყევი, რატომ იყო დაუვიწყარი.
ქალმა კბილებით დაკვალული, სისხლისფერისგან მიტოვებული ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა. ხელი მოუსვა თმაზე კაცმა და ელდანაცემივით განზე გასწია ნაძვის წიწვებივით მჩხვლეტავ შეხებაზე დამფრთხალი, სიცოცხლისა და ბედის, გონებისა და გულის ხაზებით დაქსაქსული თავისი ხელი. წარსული და მომავალი, შეხებათა უამრავი ისტორია ეტეოდა მასზე და არ სურდა, რომ სორასთვის შეეწირა ყველაფერი, რომელიც ჯერ კიდევ სასიკვდილოდ აწვალებდა მას. და ის მზერა, ის ციმციმი მის შემაძრწუნებელ წყვდიადისფერ თვალებში, თითქოს ნიშანი იყო ბედნიერებისა და დაუსრულებელი მოლოდინის დასრულების.
საკუთარი თავის საჩუქრად გაღება მიაჩნდა სიყვარულის ნაქსოვებში ყველაზე სანდო კვანძად და თავად სიყვარული კი მის გვერდით არ იყო. ისიც წვრილ ზოლებად დაჩეხილი, სინათლისგან მიგნებული, სააშკარაოზე გამოტანილი და სახალხოდ შერცხვენილი იდგა ღამის იდუმალ მონაკვეთზე, როგორც დამნაშავე ტუსაღი და ახლა თავის გამართლების საშუალება ეძლეოდა.
- პირველად ხელკავი გაგიყარე და მთელ სხეულში გამიჯდა შენი სიფაფუკე. ძალიან რბილი კანი გქონდა, ნაზი და ფუმფულა. გითხარი, რომ რბილი იყავი. საყვედურნარევი გამომეტყველებით შემომხედე და გაფრთხილებასავით ჩამჩურჩულე, რომ საყვარელი ვჩანდი, მაგრამ თვალს ვერ დახუჭავდი შეპარებულ კომპლიმენტებზე. გავიკვირვე. აბა, დავმუნჯდე-მეთქი?
ქარმა წამოხვეტა გზაზე დაფენილი მტვერი და მათ ზურგს შეაყარა, როგორც წარსულის მონახვეტი ფრაგმენტები. მთვარე ისმენდა მათ საუბარს, მსმენელთაგან ყველაზე გაუმაძღარი.
- არა, მაგ დროს მითხარი: "ნუ დაეძებ სიტყვებს შორის რომანტიკას. ის უკვე აქ არის. შეხებით შეიგრძნობა და მე უკვე ვიგრძენი, ძალიან რბილო. არაფერს მოვითხოვ. არ მიყვარხარ და არც თავის მობეზრებას გიპირებ მომდევნო დღეებში. უბრალოდ ორივეს შეგვიძლია დავტკბეთ ამ ჯადოსნური მომენტით და, მოდი, საკუთარი ხელით ნუ დავანგრევთ წამიერ ბედნიერებას. მე ბედნიერი ვარ ახლა შენს გვერდით."
- რა ზუსტად გახსოვს?
- მეც ხშირად ვიხსენებ ხოლმე.
ბნელი ღამის სასტიკ მუსიკაზე მოცეკვავე ხეს გასცვივდა ახალგაზრდა ფოთლები.
- შენ უხერხულად იყავი. ბედნიერება რომ ვახსენე, ირონიულად ჩაგეცინა. ალბათ, გაიფიქრე, ეს ბიჭი რაებს ბოდავს, ცოტა ფხიზლად გამოიხედოს თვალებიდან და გონებიდანო. შენ ბედნიერი მართლა არ იყავი. იმიტომ, რომ თავში ისევ სიყვარული გიტრიალებდა და უაზრო შიში იმისა, რომ იმედის ჩირაღდნები არ აგებრიალებინა ჩემთვის ტყუილად.
- და რა გიკვირს მაგაში? ასე ფიქრი იყო საჭირო და, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა გრძნობები. უნდა მოუფრთხილდე მეორე ადამიანს, ტყუილად იმედის ყლორტები არ უნდა ამოაზრდევინო მგრძნობიარე გულში.
- შენ ახლაც ვერ ხვდები რითი მომხიბლე. შენი ინდივიდუალიზმი შევამჩნიე. და იცი რას გეტყვი? მკვეთრად განსხვავებული ვერ იქნები, თუ შინაგანად თავისუფალი არ ხარ. ინდივიდუალიზმი თავისუფალი სულის გამოხატვაა. და როგორ შეგეძლო, ეს თავისუფლება დაგევიწყებინა, ჩაგეკეტა, გონების მორჩილებაში გყოლოდა და ყველაზე ლაღ, ყველაზე ლამაზ მომენტში იდიოტური ფიქრებით მავნე შხამი შემოგეფრქვია ჩემთვის და შენი თავისთვისაც? მაშინ გირჩიე, რომ ბედნიერება არ შეგევიწროვებინა იმით, რომ მზად არ იყავი ბოლომდე გამოგემჟღავნებინა თავისუფლება ბიჭთან ურთიერთობაში.
- იქნებ თავს ვიზღვევდი, რომ გული არ მტკენოდა?
- მე ხომ გპირდებოდი, რომ იმ დღესვე დაისმებოდა წერტილები ერთმანეთისადმი გატყორცნილ მონაკვეთებზე, თუკი გავტყორცნიდით.
- იქნებ მატყუებდი? წერტილები კი დღემდე არ დასმულა.
- არ მიღირდა შენთან წამოცდენილი სიცრუის გამო თავი შემზიზღებოდა. ღირსეული აღარ ვიქნებოდი. აი, მონაკვეთები კი ნამდვილად ვერ შემოვსაზღვრეთ და ვაღიარებ, რომ ეს ჩემი ბრალია.
- სინამდვილეში მჯეროდა შენი და ზუსტად ვიცოდი, რომ ყველაზე კარგი იყავი მათ შორის, ვისთანაც ჩემი ბედისწერის ძაფები ოდესმე გადახლართულა. ყოველთვის ასე იქნება. შენ საუკეთესო ხარ, მორიელო.
- მაშ რა იყო შენი პრობლემა? რა გაბრკოლებდა? არ გინდოდა, რომ პატარა თავგადასავალში გადაშვებულიყავი? კარს არ უღებდი მცირეხნიან უდარდელობას?
- დრო რომ გავიდოდა, გავიხსენებდი იმ თავაშვებულ დღეს და შემრცხვებოდა, რომ კონტროლი დავკარგე. ეს სისუსტე იქნებოდა ჩემი მხრიდან, სულის გამახრიოკებელი სისუსტე - ერთხელ გამომჟღავნებული და სამუდამო დაღად ამოტვიფრული ჩემს არსებაში.
- კი მაგრამ, არაფერი ჩაგიდენია.
- ხომ ვაპირებდი?
- მაინც არაფერი ჩაგიდენია! იცი, რა მითხარი? რა არის სისუსტე? რა იგულისხმე სულის გამახრიოკებელ სისუსტეში?
- აჰყვე გრძნობებსა და ვნებებს, ემოციებს - სისუსტეა. უნდა შეძლო და ცხენზე ამხედრებულმა, დინებების წინააღმდეგ მორბენალმა, ლაგამი თავის დროზე ამოსდო გავეშებულ ცხოველს და სანამ გვიანი არაა, დაამუხრუჭო, თორემ გზა სად მორჩება არავინ იცის და შეიძლება, რომ კლდის კიდეზე ამოყო თავი და გააზრებაც ვერ მოასწრო, ისე გადაიჩეხო უფსკრულში.
- მაპატიე, ეგ ხუხულა უნდა დაგინგრიო. სიძლიერეა, როცა გაჩერება ძალგიძს. დღეს რომ ემოციებს აადუღებ კარგახნის ჟანგმოკიდებულ შენს სხეულში და ხვალ კვლავ არ გააგრძელებ დუღილს, ეგ იქნება სიძლიერე. შენ ცხენზეც არ ამხედრდი. იქნებ შეგეჩერებინა? რატომ არ გარისკე? შენ არ გწამს გზიდან გადახვევის, არც საკუთარი ქმედებებით ტკბობა გჩვევია. უნდა გამოხვიდე მაგ წყეული ნაჭუჭიდან და ახლავე გამოდი! ვიდრე შანსი გაქვს...
- დრო ტყუილად დავკარგეთ. მაშინვე უნდა გამერისკა. მაშინვე უნდა გამემტვრია ჩემი ნაჭუჭი, როგორც შენ ამბობ, და ნუთუ ახლა ძალიან გვიანია?
- მე მეკითხები? მას მერე უსასრულო ლოდინისგან გაცრეცილ კაცს მეკითხები გვიანი ხომ არ არისო? არა, სორა, არა ჩემო რბილო! დღემდე შენს თანხმობას ველოდი და გვიან არც წლების მერე იქნებოდა, ორივე ცოცხალი თუ გადავურჩებოდით დროის მკაცრ რიტმებს, რომლის აყოლა მეეჭვება, სიყვარულით დასნეულებულსა და ამავე სიყავრულის ტკივილებით დამძიმებულს შემძლებოდა.
ღამის სიბნელეში კიდევ ერთხელ გაისმა მუსიკა, ქარისგან მობერილი, და მთვარემ გაანათა პროჟექტორივით მათი სხეულების მყუდრო როკვა, მძიმე რხევები. მტვერი ავარდა. გზაზე აკორიანტელებული ბუღი კვლავ დაემსგავსა სცენის იდუმალ კვამლს, განაცრისფრებულს. ისინი სცენაზე შედგნენ სიყვარულისთვის დამახასიათებელი კულმინაციის სათამაშოდ და ერთმანეთის ბაგეებს უწილადეს წლების მანძილზე შენახული, გულში მოფუთფუთე ნაზი გრძნობები.

№1  offline წევრი ნანა73

ნიჭი გაქვს ნამდვილად ყველა მოკვდავში აღმოაჩინო და გააფერადო თვალუხილავი ან უმნიშვნელოც კი.
როგორ აღმოაჩინე ეს წყვილი?
რატომ შეახვედრე წლების შემდეგ და განუხორციელებელი, თავშეკავებული, მაინც აუსრულე საწადელი ორივეს?
ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანები.
უფრო მარტივი პერსონაჟი გამაცანი შენებურად.
გაიხედ გამოიხედე ირგვლივ, შეხედე რამდენია? იმაზე მეტიც კი ვიდრე წარმოიდგენ. kissing_closed_eyes
❤️❤️❤️

№2  offline მოდერი guroo

ნანა73

ეს წყვილი, რა ხანია ჩემ ფიქრებშია. ან იქნებ წარსულის გადმონაშთიც კია და ამიტომ ვერ ამოვიგდე თავიდან? მიყვარს გარდასულ ამბებში ძრომიალი და მათი ხელახლა გაცოცხლება. თითქოს წერა ერთმანეთთან აერთებს ჩამსხვრეული სარკის ნაწილებს, რომელიც ადრე ჩემს ანარეკლს აჩვენებდა. ვიცი, ნაკუწებად ქცეულ რეალობას ვერ გავამრთელებ, მაგრამ იმდენი მაინც უნდა მოვახერხო, რომ თითოეულ მათგანზე მოუშორებელ კვალად შემოვრჩე.
შევახვედრე წლების შემდეგ იმიტომ, რომ გონების ღრმა ფენებში, სადაც ფიქრის მოუსვენრობას ჯერ კიდევ არ მიუღწევია, ფანატიკურად მწმას, რომ ოდესმე შეიძლება დაუსრულებელი მოლოდინით გადაღლილ და ცალმხრივად შეყვარებულ ადამიანს სანატრელი ბედიერება ეღირსოს, გული აუფანცქალდეს სიხარულისგან, გადაწურული იმედები გამოუცოცხლდეს და კვლავ გაიჟღინთოს ახალ-ახალი მოლოდინებით... გულის მოოხება მინდოდა, მოვიოხე.
ჰო, მაინც ვერ დავწერე ჩვეულებრივ ადამიანებზე, ვინც გრძნობებს წლობით არ უფრთხილდებიან და დაფოფინებენ, ვისაც არ ადარდებთ შინაგანი ჯაჭვებისგან გათავისუფლება. ვერ დავწერე მათზე. მაგრამ აუცილებლად დავწერ!
ძალიან მეხმარებით, რომ განვვითარდე, როგორც ავტორი. აი, ნახავთ, თქვენი და ჩემი მონდომება ნაყოფს გამოიღებს.
გმადლობთ. უზომოდ მახარებთ. heart_eyes

№3  offline წევრი ნანა73

guroo

მეც მახარებს შენნაირი მოაზროვნე ავტორი.
ადამიანების კითხვა და ფიქრი რომ შეგიძლია heart_eyes

№4  offline ახალბედა მწერალი K. I.

ეს არის უნაკლო ნაწერი!
აი, ნამდვილი პროზა, რომელიც არც თანამედროვეობიდან არის შორს და არც მხატვრულობის ნაღები აკლია!
გამოვლენ ვიღაცები და იტყვიან მთავარი სათქმელია, ვიღას რაღაში ადარდებს შენი მხატვრულობა და მოჩუქურთმებული სიტყვებიო. ამას იმიტომ ამბობენ, რომ წერა არ ძალუძთ. წერით ჟურნალისტებიც წერენ, მაგრამ მწერლობა ეს არის!
ყოჩაღ!

P.S. დიალოგების წერა დაგიხვეწავს, უკვე ორგანულად იწოვს ტექსტი და დაშორებული არ არის აზრებისგან. ადრე ფლატეებად დაშლილს ჰგავდა შენი ნაწარერები, ახლა ეს ვეღარ დავინახე. გილოცავ, წინ მიიწევ!
--------------------
When nothing goes right, go left!

№5  offline მოდერი guroo

ქეთი იმერლიშვილი
ეს არის უნაკლო ნაწერი!
აი, ნამდვილი პროზა, რომელიც არც თანამედროვეობიდან არის შორს და არც მხატვრულობის ნაღები აკლია!
გამოვლენ ვიღაცები და იტყვიან მთავარი სათქმელია, ვიღას რაღაში ადარდებს შენი მხატვრულობა და მოჩუქურთმებული სიტყვებიო. ამას იმიტომ ამბობენ, რომ წერა არ ძალუძთ. წერით ჟურნალისტებიც წერენ, მაგრამ მწერლობა ეს არის!
ყოჩაღ!

P.S. დიალოგების წერა დაგიხვეწავს, უკვე ორგანულად იწოვს ტექსტი და დაშორებული არ არის აზრებისგან. ადრე ფლატეებად დაშლილს ჰგავდა შენი ნაწარერები, ახლა ეს ვეღარ დავინახე. გილოცავ, წინ მიიწევ!

სამსახურში ვიყავი ცოტახნით რომ შემოვიჭყიტე საიტზე და გადავამოწმე, ახალი კომენტარი ხომ არ არის-მეთქი. მერე აღარც მახსოვს გარშემო რა ხდებოდა, მაგრამ თანამშრომელმა რომ გამომაფხიზლა, გურამ რახდება, რა სახე გაქვსო, მივხვდი: სიხარული მეხატა სახეზე.
ქეთი, ახლა მეორედ ვკითხულობ. ისევ ბედნიერება ვიგემე.
მე არ ვაღიარებ არამხატვრულ პროზას. ვერ ვკითხულობ, თუ შედარებებმა, ავტორისეულმა დახასიათებებმა არ მომხიბლა. გაოცებას ვერ ვმალავ ხოლმე და ვფიქრობ, ნეტავ ეს მე რატომ არ მომივიდა თავში? აქამდე მე რატომ ვერ შევამჩნიე, რომ ოკეანის ფერი ხანდახან კესანისფერია?
და მთავარი მხოლოდ გაოცება არ არის! ავტორის ფიქრთა სვლა, აზროვნების კონსტრუქციები ჩანს.
ეგოისტი ვარ. რასაც ვწერ, ვცდილობ, გარს შემოვირტყა და ცეტრში აღვმოჩნდე. ჩემი ნაწერები ჩემს გარშემო ტრიალებს.
აბა, როგორ არ დავხვეწდი, როგორ არ მოვინდომებდი, როცა ვერ ვძლებ შეფასებების გარეშე? ხან მარტო იმიტომ მიმიფუჩეჩებია რაღაც და ამიტვირთავს, რომ კომენტარები დაეწერათ და ეთქვათ გურამ რა კარგი ხარო, რა მაგარიო... :დდდდ როგორ ყველაფერი მაღიარებინე:დდდ
გავაგრძელებ წინსვლას! მეტი და მეტი გამოხმაურების მოსაპოვებლად.
უღრმესი მადლობა, ქეთი. heart_eyes heart_eyes heart_eyes

№6 სტუმარი სტუმარი ლილიანა

განსაცვიფრებელია!!!
არ ველოდი ასე იმედიან დასასრულს. სულ სევდა და ტკივილი ჭარბობს შენს ნაწერში)
არც ეს დაგრჩა უტკივილოდ) სანამ არ დააბერე და დააჩაჩანაკე იქამდე არ ათქმევინე თანხმობა)
მომეწონა, თბილი, ემოციური, მცირე სევდით და ტკივილით და ბევრი სიყვარულით ♡♡
როგორ მგავს ეს ქალი დდდ
სხვაგვარად დამაფიქრე))
მოკლედ, საუკეთესო ხარ, გურამ ♡♡

№7  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილიანა
განსაცვიფრებელია!!!
არ ველოდი ასე იმედიან დასასრულს. სულ სევდა და ტკივილი ჭარბობს შენს ნაწერში)
არც ეს დაგრჩა უტკივილოდ) სანამ არ დააბერე და დააჩაჩანაკე იქამდე არ ათქმევინე თანხმობა)
მომეწონა, თბილი, ემოციური, მცირე სევდით და ტკივილით და ბევრი სიყვარულით ♡♡
როგორ მგავს ეს ქალი დდდ
სხვაგვარად დამაფიქრე))
მოკლედ, საუკეთესო ხარ, გურამ ♡♡

უღრმესი მადლობა შენ, თბილო! ❤️ მაპატიე, რომ ასე გვიან გიპასუხე. საუკეთესო შენ ხარ, შენი დაუზარელობის, ერთგულებისა და ყურადღებიანობის გამო❤️
გაფასებ!

№8 სტუმარი შეყვარებული

"ერთმანეთის ბაგეებს უწილადეს წლების მანძილზე შენახული, გულში მოფუთფუთე ნაზი გრძნობები." არის, ასრულდა ოცნება.
საოცრად თბილი სიუჟეტია. თუმცა, ბევრ რამეზე დაგაფიქრებს ადამიანს. ერთი დღის ბედნიერებისთვის გარისკვა ღირს თუ არა სულის გამახრიოკებელ სინანულად? ან იქნებ არც გაგიხდეს სანანებელი, ვინ იცის...თუ არ გარისკე, ვერ გაიგებ ღირდა თუ არა. თუ გარისკე და არ გაამართლა, იმას მაინც იტყვი, რომ სცადე და არაფერი გამოვიდა, რომ უმოქმედოდ არ ყოფილხარ. საიდან სად გადავხტი. შენს ნაწერებს ვემსგავსები თანდათან . ძალიან ბევრი რაღაცის თქმა მინდა, თუმცა, ბევრნათქვამში, სისულელეც უფრო მეტი გამოერევა, ამიტომ გავჩერდები. უბრალოდ, გეტყვი: ყოჩაღ! ♡

№9  offline მოდერი guroo

შეყვარებული

სასწორო, რატომღაც თხელი, გალეული ტანის ადამიანად წარმომიდგენიხარ და არამგონია, რომ რბილი და ფაფუკი იყო სორასავით, რომელიც ისევე გაურბოდა გარისკვასა და სიტყვებთან შეჭიდებას, როგორც შენ ცდილობ, რომ ნაკლები ილაპარაკო, მიუხედავად ბევრის თქმის სურბილისა.
ძალიან დიდი მადლობა იმ ყურადღებისა და სითბოსთვის, რომელსაც ჩემს მიმართ იჩენ. არადა ნამდვილად არ ვიმსახურებ. მ ა დ ლ ო ბ ა !!!!!!!❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

№10 სტუმარი სტუმარი სასწორი

არ არის აუცილებელი, ყოველ კომენტარს უპასუხო.მგონია, რომ გაწუხებ. შენ დამაწყებინე კომენტარების წერა. აქამდე მხოლოდ მაშინ ვწერდი, თუ ძალიან ბევრ შეცდომას ვპოულობდი, გამაღიზიანებლად ბევრს. შენს ნაწერებზე უარყოფითს ვერაფერს ვწერ. საოცრად მსიამოვნებს ეს. თან პატარებია, მარტივად შეგიძლია გადაიმეორო, "გადაიმესამო" და ა.შ. როდესაც მონატრებას იგრძნობ, მიუბრუნდე და ხელახლა განიცადო იგივე, ან ახალი ემოცია. ჰოდა, მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მსიამოვნებს, გურამ) თუმცა, წარმომიდგენია, როგორ გიშლის ნერვებს, როცა ახალ კომრნტარს კითხულობ და ისევ მე ვარ..(( ვეცდები თავი შევიკავო...

№11  offline მოდერი guroo

სტუმარი სასწორი

დენმა დამარტყა! რას ჰქვია კომენტარებს აღარ დამიწერ? ტვინში ამასხა სისხლმა. ყოველდღე მინდა ახალი კომენტარის ნახვა, ყოველდღე!!!!!!!!!!

№12 სტუმარი სტუმარი სასწორი

ყოველდღე ნამეტანი ხომ არ არის, ძვირფასო? დ მე როცა მომენატრები, გადაგიკითხავ და ხანდახან დაგიწერ კიდევაც რამეს, მაგრამ, თავს ვალდებულად ნუ ჩათვლი, მიპასუხო. რამდენი მე წამომივლის, სად გცალია შენ ყველა კომენტარის პასუხისთვის.

№13  offline მოდერი guroo

დღის ბოლოს სიახლეებს ვამოწმებ. სულ ვეძებ ახალ კომენტარს.

№14  offline წევრი Chocolate from White Hell

სასიამოვნოდ საოცარმა შეგრძნებამ გამიელვა და დავიმუხტე ამოუცნობი ემოციებით. იქნება ნაცნობიც კი არის? მაგრამ ასე უფრო მიმზედველია...
არ ველოდი ასეთ დასასრულს. არ ველოდი მათი გრძნობების საბოლოოდ შერწყმას და უსასრულო სივრცეში გადაშვებას. არ ველოდი, რომ საბოლოოდ დააკავშირებდა ბედის ვარსკვლავი მათ და მქუხარე აპლოდისმენტებით, მთვარე შეეგებებობდა გამოუთქმელ, დამტვერილ და გაცრეცილ გრძნობებს.
იცი? ბევრს არ მოსწონს წარსულში ფურცუხი, მაგრამ მე მომწონს...ბევრჯერ დამიხუჭავს თვალები და წავსულვარ უკან. გაცოცხლებულა ძველი კადრები, რომლებიც მხოლოდ მოგონენების სახელად თუ შერჩენილა ჟამთა სვლას...
მომეწონა ასეთი გურამი)) რაც კი წავიკითხე, ტკივილი და სევდა სუფევს. სასოწარკვეთა და უიმედობა, მაგრამ ეს სულ სხვა იყო...
სუსხიანი ზამთარი, თბილ და ღუნღულა პლედშია გახვეული და ცივ, გაყინულ გრძნობებს, ისე უფრთხილდება, თითქოს უკანასკნელი თოვლის ფიფქი იყოს, რომელიც აღარ მოვა და ცდილობს ბოლომდე თან ჰყავდეს-რაღაც მსგავსი იყო. ისეთია, არ სჭირდება ბევრი სიტყვა. უბრალოდ უნდა იგრძნო და შემოუშვა ყველა ის გრძნობა შენში, რომლითაც პერსონაჟები არიან გაჟღენთილნი.

...ზოგჯერ თქმითაც დაშავდებაო და მოდი ბევრს აღარ ვილაქლაქებ. რაც უფრო მეტს ვქაქანებ, მით მეტ სისულელეს ვარეხვებ და ვანაცარებ:დდ

გურამ, ჩემიც თქმა, არც გინდა...
იცი, რომ საოცარი ხარ9მაინც მეთქმევინა:დდ). უდიდესი ემოციების პატრონი, რომელიც ისე იჭრება სულში და აფორიაქებს ნებისმიერს, რომ გააზრებაც კი რთულია. ვაღიარებ, შინაგანი ფორიაქი, ვერ დავაცხრე მე უბედურმა.
მე ისევ მოვალ, ეგოისტო ინდივიდო და დამხვდი!
(ვიცი...ჩემი თქმა რა საჭიროა იმაზე, რომ დამხვდები...)
...❤️!

№15  offline მოდერი guroo

Chocolate from White Hell

ფბ-დან გეცოდინება, რომ თხის რქა ვარ და იანვრის ცივ დღეებში დავიბადე. ზამთარი ვარ - ცივი და ყინულივით შებოჭილი გრძნობების ბუდე.
მინდა, რომ ბევრი ილაპარაკო, ვრცლად მომიყვე შენი შთაბეჭდილებებისა და ემოციების შესახებ.
რაც შეეხება ჩემს სათქმელს, მე უკვე ყველაფერი მოვყევი დაუფარავად და ცოტაოდენი მხატვრული შეფუთვით.
მადლობა❤️

№16  offline წევრი Chocolate from White Hell

კი, ვიცი რომ თხის რქა ხარ, თუმცა ზოდიაქოში ვერ ვერკვევი კარგად. მხოლოდ ჩემი ზოდიაქოს შესახებ ვფლობ ინფორმაციას-მცირეს:დდ
ვფიქრობ, რომ დამდნარ ყინულს ემსგავსები. დაგღლიდა შენც სულ მყარ ყინულად ყოფნა.

მეც მინდა რომ ვრცლად გაგიზიარო ჩემი ემოციები, თუმცა ცოტა მოვიკოჭლებ, მაგრამ იცოდე, ყველანაირად დადებითი და საოცარი ემოციებით ვიმუხტები.
მადლობა შენ))❤️

№17 სტუმარი one

dagpirdit rom wagikitkhavdit da ver movedi aqamde) dghes wavawydi tqvens page-s)
imdenad fufunebaa tqveni nawarmoebis kitkhva)) dakhvewili, gaazrebulad gawonasworebuli da sasiamovno)
mkhatvrulad dakhvewili.
tqvenc khom icit tavad
, rom saocrebebs qmnit)
, gisurvebt stabilurad xshir muzas da gonier mkitkhvels
pativiscemit )))

№18  offline მოდერი guroo

one

გამარჯობა, one.
ბოდიში, რომ პასუხს გვიან გიბრუნებთ. ძნელია ხოლმე ძველ ჩანახატებზე დამატებული კომენტარების ნახვა.
მადლობას გიხდით კომპლიმენტებისთვის. მიხარია, რომ ჩემი ნაწერები თქვენი დახვეწილობის განცდას ტოვებს. ნაკვალევები მიყვარს. ალბათ, ოდნავ მაინც შემოგრჩებათ აქაურობის კვალი.
მუზა ხშირად მომდის. დრო იშვიათად მაქვს დასაწერად. სამწუხარო ამბავია, მაგრამ გადალახვადი ბარიერიც ამავდროულად!
საიტზე საინტერესო წასაკითხის სიმრავლეს გისურვებთ - ეს ჩემი წილი სიკეთე იყოს, თქვენთვის გამეტებული.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent