შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამალული მოკაშკაშე ვარსკვლავი (თავი 3)


2-08-2020, 01:11
ავტორი lashausafrtx
ნანახია 13 454

გიორგი მართლაც, ძალიან შეცვლილი მივიდა დარბაზში. ის გულმოდგინედ იმახსოვრებდა, მწვრთნელის მითითებებს და მონდომებით ვარჯიშობდა, როგორც ფიზიკურად ისე გონებრივად. გიორგის პირველი ტურნირი, უკვე ახლოვდებოდა, ამიტომ გიორგი თავს არ ზოგავდა. და აი ის დღეც, გიორგის პირველი ასპარეზობა.
ტურნირზე, ძალიან ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი, მათ შორის არიან, გიორგის მშობლები და მისი პატარა და ია.
გიორგი ავიდა რინგზე, არ იმჩნევს მაგრამ, ძალიან ღელავს. მისი მოწინააღმდეგე ახალბედა არ გახლავთ, ის ორ გზის საქართველოს ჩემპიონია.და აი ზარის ხმაც გაისმა, შეჯიბრი დაიწყო.
ორივე მეტოქე ძალიან ფრთხილობ, თითქოს ერთმანეთს სწავლობენ, ერთმანეთის მოძრაობებს. და აი პირველი დარტყმა, მიიღო გიორგიმ. მაგრმა ამან არ დააბნია, და ისევ განაგრძობს მოძრაობებს, მოუქნია მეტოქემ მარცხენა ხელი პირდაპირ, გიორგიმ მოიგერია და საპასუხოდ უთავაზა, მარჯვენა მუშტი გვერდიდან. მოწინააღმდეგე ბაგირებს მიებჯინა, ზარის ხმა, შესვენება.
გიორგის მწრთვნელი მითითებებს აძლევს. გახსოვდეს გიორგი შენ მასზე მეტად შეგიძლია, ძალის დემონსტრირება, აბა შენ იცი, მოგერიება პასუხი... მოგერიება პასუხი...
ზარის ხმა.
მეორე რაუნდი დაიწყო, ჯერ ჯერობით ორივე მეტოქე მოძრაობს, მეტოქემ გიორგის ტანში დარტყმები გაუხსნა, გიორგის შეკრული აქვს ხელები, და დარტყმებს იგერიებს, მეტოქემ გიორგის მარჯვნიდან გაუხსნა დარტყმა, გიორგიმ მოიგერია და უთავაზა მარჯვნიდან, გვერდითი დარტყმა, მარცხენა აპერკოტი და ისევ მარჯვენა, გვერდითი დარტყმა, მოწინააღმდეგე ძირს ეცემა.
მსაჯი თვლას იწყებს, 1 2 3 ... დარბაზში სახელი გიორგის შეძახილები ისმის. 7 8 9 10 ... ამ ბრძოლაში გაიმარჯვა გიორგი ზვიადაძემ, ეს დღე გიორგის ცხოვრებაში, უბედნიერესი დღეა, მას შეეგებნენ მშობლები, ულოცავენ. ამ დღის აღსანიშნავად, გენომ დიდებული სუფრა გაშალა.
სუფრაზე უეცრად, ფეხზე წამოდგა, გიორგის მამა ბატონი ალექსანდრე, და წარმოთქვა სიტყვები:მე ბედნიერი ვარ, ჩემი შვილის წარმატებით, მე ბედნიერი ვარ რომ ჩემს შვილს, საშუალება მივეცი,რომ მისი ოცნება და სურვილი, აესრულებინა. რა თქმაუნდა ამ ყველაფერში, დიდი წვლილი მიუძღვის, მის მწვრთნელს. მაგრამ მთავარი წვლილი, ჩემი ბავშობის ამხანაგს, გენოს.
ამ სიტყვების დასრულების შემდეგ გენო ფეხზე წამოდგა, და უპასუხა ეს წარმატების დასაწყისია ალექსი, დანარჩენი ჯერ მხოლოდ წინ არის.
მართლაც ამ სიტყვებმა თითქოს ჯადოსნურად იმოქმედა, გიორგის ცხოვრებაში.
მან მრავალი შეხვედრა გამარჯვებით დააასრულა და ის უკვე მზად არის, ოლიმპიადაზე იასპარეზოს.
2004 წლის ოლიმპიადა უკვე ძალიან ახლოსაა, გიორგი უკვე 28 წლის არის, მრავალგზის ჩემპიონია, წინ კიდევ ოლიმპიური თამაშებისთვის, მკაცრი მზადება უწევს, თითქმის სულ დატვირთულია, და თავისუფალი დრო აღარ რჩება.
ერთ დღესაც, სეირნობს მისთვის, თბილისის ძველ უბნებში. მას უეცრად, ულამაზესი მელოდიები ჩაესმის, რომელიღაც ძველი სახლიდან, გამოდის ვიოლინოზე შესრულებული ლუიჯი ბოჩერინი, ისე მონუსხა ამ მუსიკამ გიორგი რომ თითქოს მის გარდა, არაფერი არ არსებობდა.
მაგრამ უეცრად თავში გრძნობს, უსიამოვნო ტკივილს, თურმე, მოულოდნელად, კენჭი მოხვედრია თავში, გამწარებულმა გიორგიმ მიიხედა და დაინახა, ვინმე ლაკით გადავარცხნილი, პიროვნება რომელსაც ნიკაპზე ვიწრო წვერი ამშვენებდა, ეს პიროვნება გახლავთ, წარმოშობით ესპანელი, ჩასახლებული საქართველოში სახელად სერხიო უბნელები მას, სეხეს ეძახიან. სეხეს სისხლში ქართულ-ეპანური სისხლი ჩქეფს. რაც იმას ნიშნავს რომ, ის ნამდვილი ცივსისხლიანია, მთელი უბანი ხელში უჭირავს. მას ბევრი მიმდევარი ყავს. დანებს ისე სწრაფად და სიზუსტით ისვრის, მასთან კონფლიქტს, თვით პოლიციაც ერიდება, ერთი სიტყვით საშიში ბოროტმოქმედია. მას გრძელი ტყავის მანტო აცვია , რადგან მოსახერხებლად შეინახოს, ესა თუ ის იარაღი. ახლა კი პირისპირ დგანან გიორგი სეხე და სეხეს ბიჭები. ეეე გასიებულო აქ ვის დაკარგვიხარ? გიორგიმ უპასუხა, შეურაწყოფას ნუ მაყენებ შენ არც კი მიცნობ! ახლა გაგვიცნო, სწრაფად დაიჩოქე და შემევედრე, ცოცხალი გაგიშვა აქედან! გიორგიმ უპასუხა, ჩვენ შორის ვინც მუხლებზე დაიჩოქებს, ეს შენ იქნები. ამაზე სეხეს ხალხი იერიშზე გადავიდნენ, გიორგიმაც სწრაფი დარტყმებით, დააწვინა ოთხი ბიჭი. ახლ კი სეხეს გაუკვირდა და შეეშინდა, მაგრმა მაინც ყოველი შემთხვევისთვის, დანას მალავს, ზურგს უკან. მაგრამ გიორგის სწრაფ, დარტყმებს ვერ აჯობა, სეხეს დანამ და სეხე აღმოჩნდა ძირს. გიორგიმ უთხრა ხომ გითხარი,ჩვენ სორის ვინც,ზირს აღმოჩნდება, ეს შენ იქნები. სეხემ უპასუხა, მე შენ ახლა არ მოგკლავ, რადგან შენ, განსაკუთრებულ, სიკვდილს იმსახურებ. მე შენ მაშინ მოგკლავ როდესაც შენ ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი დღე დადგება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent