თუ გაიმარჯვებ! (თავი მეცამეტე)
17 ემილის pov: *ბზზზზზზ* გაუჩერებლად მესმოდა არასასიამოვნო ხმები. *ბზზზზზზ* არა და არ ჩერდებოდა თან! *ბზზზზზზზ* ეს ტელეფონი იყო ...როგორც ჩანს ,ვიღაც რეკავდა,მაგრამ თავს ვერ ვწევდი,რომ ყურმილი ამეღო,მაგრამ სააბოლოდ რომ არა და არ გაჩერდა, ძლივს ძალ დატანებით თავი წამოვწიე ,ჯერ დავხედე ვინ რეკავდა და ჰოი საოცრება! ეს ჯეისონი იყო . ------------------- ემილი:რა გინდა!!? ჯერ 7 საათია. ჯეისონი:მერეე მომზადება არ მჭირდება ??? ემილი:მაგაშიც მე უნდა დაგეხმარო?! ჯეისონი:ხო ,აბა ვინ?! გელოდები, 5 წუთში აქ იყავი!!! ----------------------- მე იმ წამსვე გავუთიშე და გაღიზიანებულმა მივაგდე გვერდით. -რა აყვირებს ამ არანორმალურს? მართლა დიდი ბავშვიაა! დავიწყე ჯეისონის ლანძღვა და თან ბუზღუნით ავდექი ,შემდეგ კი სწრაფად დავიწყე ჩაცმა...თან კი ვფიქრობდი ხალხზე ,როდესაც დამინახავენ ,რომ ფაქტობრივად სულ ჯეისონის გვერდით ვიქნები ! კითხვები არ გაუჩნდებათ? აღარ მინდა ზედმეტი პრობლემები,დავიღალე უკვე. -დეეე წავედი! შევძახე დედას ,რომელსაც გამახსენდა ,რომ ახლა ეძინებოდა. -ჰა?ჰაა?რა? წამოყო დაფეთებულმა დედაჩემა თავი,რაზევ მე უბრალოდ სიცილი დავიწყე და გარეთ გავედი . გარეთ ისეთი ქარი იყო,რომ მეგონა ცოტაც და წამიღებდა! ჩემს ისედაც აბურძგნულ თმას კი საერთოდ რას უზავდა არ ვიცოდი. -სად ხარ ? ესა 5 წუთი?!! კარებში ყვირილით შემომეგება ჯეისონი ,რომელსაც ელსა საროჩკას უკრავდა. -ადამიანი ვარ, მანქანა კი არა და ესეც რომ არ იყოს,მე რაში გჭირდები !? როგორც ვხედავ ელსა გაცმევს! ვთქვი ცოტა ბრაზით,ამაზე კი ჯეისონმა გაიცინა. -ჰაა??რა გაცინებს ,რა ვთქვი სასაცილო? გავბრაზდი უკვე მე და ხმასაც ავუწიე ცოტა. -ლეილა!!ანა !! მოდით აქ! მაგრამ ჯეისონმა არსაიდან უბრალოდ მსახურებს დაუძახა. -გისმენთ ბატონო! -ამას მიხედეთ. უბრძანა მშვიდად და ამათვარიელ ჩამათვარიელა და მალებე დაამატა. -რამენაირად. ამაზე მე გავცხარდი, რას მერჩის ?? -რა ხდება!? ვიკითხე თუ არა და ლეილამ და ანამ პირდაპირ ხელი მომკიდეს და ოთახში შემათრიეს ! ოთახში შესვლის შემდეგ კი სხვადახვა მართლაც მოდური ტანსაცმლის გადმოლაგება დაიწყეს . -ეს რა საჭიროა? ვიკითხე მე დაბნეული სახით. -ჯეისონმა თქვა რომ თუ მის გვერდით იქნები , კარგად უნდა გამოიყურებოდე. ამის გაგებაზე მე თვალები ვჭყიტე. -მე რასაც მინდა ჩავიცმევ ,მაგას ვკითხო?? ბრაზით წამოვიძახე და ხელები უკმაყოფილომ გადავაჯვარედინე. -გაჩუმდი ,გაჩუმდი და ეს მოიზომე! მითხრა ლეილამ და კაბა მომატოლა. -ეს რა არის?? სკოლაში თეთრი საროჩკა და შავი კაბა უნდა გეცვას. ეს არ შეიძლება! ვთქვი მე მტკიცედ და საკუთარი თავის დაცვა სკოლის წესებით ვცადე. -ოოო ,გაჩუმდი ერთი! ჯეისონმა თუ თქვა შეიძლებაო ,ანუ შეიძლება ! ბოლოს და ბოლოს სკოლა ფაქტობრივად მისიცაა! თქვა სიცილით ანნამ და კაბა მოისროლა. -რაღაც უფრო ელეგანტური. თქვა და ქექვა გაგრძელა ...მეც ასე ვიდექი და 20 წუთში ერთი 12 წყვილი ტანსაცმელი მაინც მომაზომეს მგონი ! ბოლოს როგორც იქნა რაღაც შემირჩიეს და მეც გავთავისუფლდი როგორც იქნა. -აბა დატრიალდი! თქვა ანნამ და ძალით დამატრიალა. -მაგარიაა,ძაალიან ლამაზი ხარ! თქვა ღიმილით ლეილამ და აღტაცებით შემოკრა ტაში. -დაარტყი ანნა! დაამატა ცოტახანში და ერთმანეთს ხელები მიარტყეს. -არ მორჩით?!!! აი ჯეისონის ყვირილის ხმაც გაისმა კარს უკან და თვალები მეტად გადავატრიალე. -დიახ ,მოვდივართ! წამოდი. მითხრა ლეილამ და გარეთ გიჟივით გამაქანა! გასვლის თანაბე ჯეისონმა ამათვარიელ ჩამათვარიელა ღიმილით და შემდეგ კმაყოფილმა მითხრა. -მართლა ლამაზი ხარ. ამაზე მე გავწითლდი რატომღაც,რადგან მისგან ასეთი არაფერი არ მსმენია. -ერთი ელსა აქ არ იყოს,ჯონ ჯეისონ იცი რას გიზავდი? ვთქვი მუქარით, ისე რომ მას გაეგო მარტო. -ნუ მემუქრები აქ და წამოდი ,არ დაგვაგვიანდეს! მითხრა მშვიდად და ხელი ხელში გამიყარა. რას აკეთებს?? რა ემართება ამ ბიჭს? -გამიშვი ხელი. ვცადე გათავისუფლება ,იმის გააზრებაზე რომ ამ წამს ხელები გვეკიდა ერთმანეთზე. -არა. გადმომხედა ღიმილით ჯეისონმა და არაფრის დიდებით არ მიშვა ხელი. -იცოდე - ვაპირებდი გამეგრძელებინა მუქარა ,უცბად ქარმა რომ ამოუბერა და კაბა ფაქტობრივად სახეზე რომ ამაფარა! -აი მესმის...მიმზიდველიც ყოფილხარ ,მომაბეზრებელთან ერთად. წამოიყვირა ჯეისონმა სიცილით,რაზეც გაფითრებულმა ავხედე. -გაგიჟდი??? ნუ მიყურებბ!! დავიწყე ყვირილი და კაბის ჩამოწევა ვეცადე, შემდეგ კი ჯეისონს გაცხარებული მივუბრუნდი . -სპეციალურად ჩამაცვი ასეთი ქარში კაბა??! ვკითხე გაბრაზებულმა. -აუ ნუ წუწუნებ რა ,არაფერი დამინახავს . თქვა და მანქანის კარი გამიღო. -ჯერ ქალბატონები. ეს რომ თქვა აწეული ცხვირით დავდექი ადგილზე და ვუპასუხე. -მიდი მერე რას მიყურებ. ასე რომ ვიხუმრე , ჯეისონმა ხელი მომკიდა და ძალით ჩამტენა მანქანაში. -შენ ხო წყნარად ნათქვამი არ გესმის. მიაყოლა თან და მანქანა დაძრა ,შემდეგ კი მთელი სიჩქარით გავქანდით! -შეანელეეე!! დავიწყე მე ყვირილი,რადგან სიჩქარის მეშინია. -არააა,მე სიჩქარე მიყვარს! მიპასუხა ჯეისონმ და უფრო აუჩქარა! ძაალიან სწრაფად მივდიოდით და უცბად რომ გავჩნდით სკოლის შენობასთან კინაღამ შუშა გავამტვრიე თავით! ჯეისონი ამ საშინელი მგზავრობის შემდეგ, გრაციოზულად გადავიდა მანქანიდან,ვითომც არაფერი . მე კი ჯერ კიდევ მანქანაში ვიჯექი და არ გადავდიოდი ,მანამ ჯეისონმა არ დამიძახა. -ჰეი!!არ აპირებ გადმოსვლას!!? ამაზე უბრალოდ უფრო ავნერვიულდი,რადგან არ მინდოდა ახალი სკანდალები და ისევ იგივე სიტუაცია! ამ სკოლაში ჯეისონი ბევრს უყვარს, რაღაც სხვას იფიქრებენ და მერე მაგათ რა გაუძლებთ! -ძალით გადმოგიყვანო თუ გადმოხვალ ნებით?? გავიგე ისევ ჯეისონის ხმა,რაზეც მობეზრებით ვუპასუხე. -ხოო გადმოვდივარ ,უჰჰ! ვთქვი და მანქანიდნ ნელა გადავედი . ჯეისონმა ისევ ხელი ხელში გამიყარა და ღიმილით დაიწყო სკოლისკენ წასვლა. ჩემს ბედზე მთელი ეზო მოსწავლებით იყო სავსე და მე და ჯეისონი ერთად რომ დაგვინახეს,ყველა ჩვენ მოგვაშტერდა! ამაზე მე უკვე გავჩერდი. -რას აკეთებ? მომიტრიალდა ჯეისონი კითხვით. -ჯეისონ...ჩავილაპარაკე დაბალ ხმაზე და საწყალი თვალებით ავხედე. -ნუ გეშინია..ის კი როგორც ჩანს მიხვდა რაც მჭირდა და ამ ორი წინადადებით დამამშვიდა,შემდეგ კი სიარული გააგრძელა. კლასში რომ შევედით ყველა ჯეისონს მივარდა ! კითხულობდნენ და ყველა ეხუტებოდა . მე ამით ვისარგებლე და ჩემს ადგილზე დავჯექი, მეგონა ახლა მაინც დავისვენებ მისგანთქო, სანამ არ გამახსენდა რომ ჩემს გვერდითა მერხზე ზის! -მოიწყინე უჩემოდ?მართლაც,ცოტახანში გვერდით ,ამ კითხვით მომიჯდა. -ვერც კი წარმოიდგენ როგორ. გავხედე მე მოღუშული სახით და ცინიკურად ვუპასუხე ,ასევე ცინიკურ კითხვახე. რატომღაც მთელი გაკვეთილი რამდენჯერაც არ უნდა გამეხედა მისკენ, მიღიმოდა ! რა სჭირს ამ ბიჭს? ხომ არ დაავიწყდა ,რომ ერთმანეთს ვერ ვიტანთ ?! გაკვეთილი რომ დამთავრდა ,მეგონა ცოტახანს მაინც დავისვენებდი,მაგრამ ზარის დარეკვა ერთი იყო და ჯეისონის ჩემს წინ გაჩენა მეორე! უკითხავად მტაცა ხელი. -არ წავიდეთ?? -ჰააა, სად??! ავხედე მე დაბნეული სახით. -ჩემი ჯულიეტა რომ ხარ ხომ არ დაგავიწყდა ?? ჩამომხედა ღიმილით და გარეთ გამაქანა! -ჩავარდა ეგ წარმოდგენა, მორჩა ! ვცადე მისი გაჩერება, მაგრამ არ მისმენდა. რაში სჭირდება ეს წარმოდგენა მაინც ვერ ვხვდები! დარბაზში რომ შევედით და ჯეისონმა მასწავლებელს რომ გაახსენა იმ წარმოდგენის შესახებ,რომელიც ვერ ჩატარდა და მისი გაქრობის გამო ჩაგვეშალა, მასწავლებელი სიხარულით დათანხმდა ,რომ თავიდან გვეცადა! ორივე დაგვაყენა და გამოგვცადა თუ გვახსოვდა ჩვენი ტექსტები . ჯეისონმა ისე პირნათლათ შეასრულა თავისი როლი,რომ ორივე გაოცებულები და გაკვირვებულები ვუყურებდით . შემდეგ კი დაწყევლილი კოცნის მომენტიც მოვიდა და ჯეისონი ჩემსკენ მოიწია -ჰეე ,რას აკეთებ? გავაჩერე მე ყვირილით. -კოცნის მომენტზე ვართ. გაიცინა მან,რაზეც ხელით დაბღვერილმა გავწიე. -ძაალიანაც ნუ შეხვალ როლებში,არანაირი კოცნა არ იქნება! ვთქვი მე მკაცრად და თავ აწეულმა ავუარე გვერდი. -ბრავო!! მომესმა მასწავლებელის ყვირილიც,რაზეც ცოტათი შევხტი. -ნუ ვაღიარებ ,ძაალიან კარგი იყო ! ძაალიან მომეწონეთ ორივე . განსაკუთრებით ჯეისონი! ასეთი ემოციურად რამე გეთქვას რომელიმე რეპეტიციაზე არ მახსოვს! დაიწყო ჯეისონის ქება,რაზეც თვალები გადავატრიალე. -ისეთი კარგები იყავით ,რომ აღარც ღირს მეტის მოცდა..მზად ხართ მორჩა! ხვალ გაიმართება თქვენი წარმოდგენა. სიხარულით თქვა მასწავლებელმა,რაზეც პირი დავაღე! -არა ,ჯერ არ ვართ მზად! ვთქვი მე დაფეთებულმა,მაგრამ ჯეისონმა გამაჩუმა. -არააა, მზად ვართ! ამაზე მე ჯეისონს მკვლელი სახით გავხედე. -სიკვდილი გინდა? ამაზე ჯეისონი ღიმილით ახლოს მოიწია. -მე ასე გადავწყვიტე და დამიჯერე ,თუ გინდა ,რომ სამსახური არ დაკარგო..მსახურო. ეს რომ გავიგე რამის ერთი კარგად შემოვარტყი ,მაგრამ ბოლო წამს,რომ მივხვდი თუ რაზე იყო წამსვლელი,თავი შევიკავე ! შეიძლება თვითონაც დამარტყას..შეშლილია. -აბაა ზარია,დაბრუნდით კლასში! გაკვეთილების ბოლოს გელოდებით, ფორმებს გადმოგცემთ ! ამაზე ორივემ თავი დავაქნიეთ და კლასისკენ წავედით . ჯეისონი კი მთელი გზა რატომღაც ბედნიერი ჩანდა . -რა იყო ეს ? მეც ამ კითხვით გავაჩერე. -არაფერი ისეთი..უბრალოდ მე ასე მომინდა ,შენ კი უნდა შეასრული ჩემი სურვილი, ზედმეტი კითხვები აღარა საჭირო ხო?? მომკიდა ლოყებზე ხელები და ქვემოთ ჩამოიწია . -ჰეიიი !!ყველა ჩვენ გვიყურებს!გავაწევინე თავი მე და კლასში გიჟივით შევედი ! მერხისკენ რომ მივდიოდი ,ბელა დავინახე გაკვირვებული ხელებს მიქნევდა ,რა ხდებაო?? მე უბრალოდ რაღაც ვანიშნე და სკამზე დავჯექი . გაკვეთილი წყნარად მიდიოდა ,მანამ ჯეისონი მასწავლებელთან არ მივიდა და რაღაც არ ჩასჩურჩულა. -ბავშვებო ჯეისონს რაღაც აქვს სათქმელი! გამოაცხადა მასწავლებელმა მშვიდად და ჯეისონიც კლასის ცენტრში მდგარი ,სიტყვით გამოვიდა! -ხვალ წარმოდგენა გაიმართება, რომეო და ჯულიეტა და რომ იცოდეთ რომეო მე ვარ...ამიტომ გირჩევთ ყველანი დაესწროთ! თქვა ღიმილით ჯეისონმა ,ამის გაგებაზე კი ყველამ სიხარულით დაიწყო ყვირილი ! ჯეისონი და რომეო ალბათ რთული წარმოსადგენი იყო მათვის და სიმართლე რომ ვთქვა ჩემთვისაც, მაგრამ მას რა ემართება??? რატომ იქცევა ასე უცნაურად? -რა ხდება თქვენ შორის?! ზარი დაირეკა თუ არა გამწარებული მომვარდა ბელა! -ჰა?? არაფერი ბელა ,რა უნდა ხდებოდეს? ავხედე მე გაოცებული სახით. -რა არაფერი? შეყვარებული წყვილივით ხართ...მთელი დღეა ერთად დაიარებით ყველგან ,ან ეს სიახლოვე? რას მიმალავ!!? ამის გაგებაზე კინაღამ მერხიდან გადავარდი! -რააა??!არ მითხრა რომ ხალხი უკვე ამაზე ჭორაობს! წამოვდექი ფეხზე გაფითრებული. -კი ყველა თქვენზე ლაპარაკობს! მიპასუხა ბელამ. -ჯანდაბა. ამოვიხვნეშე მე და სკამზე დავჯექი ისევ. რა გინდოდა ჯეისონ?! ახლა ეს ჭორები მეკლდა კიდე? გაკვეთილი იწყებოდა, მაგრამ ჯეისონი არსად ჩანდა,ალბათ გართობა გადაწყვიტა აქ ჯდომას..კარგია ერთი გაკვეთილი მისგან მოვისვენებ. ჯეისონის pov: უკვე მეოთხე გაკვეთილია გარეთ ვარ ბიჭებთან ერთად და ვაღიარებ გარეთ ყოფნა ძაალიან მომნატრებია ! მშვიდად ვიჯექით და ვლაპარაკობდით ,უცბად ემილის თემასაც რომ შევეხეთ . -ჯეისონ ეს მართლა შენ ხარ?? არა მართლა შენ ხარ მაინტერესებს! დამცინოდნენ ბიჭები,რადგან მათვისაც უცნაური იყო ,ემილისთან ჩემი უეცარი სიახლოვე . -ხოო მე ვარ , მე ვარ ! სიცილით ვუპასუხე მათ . -აბა ეს შენი და ემილის ერთად სიარული რა არის გეხვეწები? გამომხედა სემმა სიცილით. -ისე უბრალოდ ,მსახურია და მემსახურება აქაც ,რა არის ამაში გასაკვირი? დავასერიოზულე მე . -კაი ხო დაწყნარდი ,არ გვცემო! თქვა ლეომ ხელის აწევით და სხვებთან ერთად ახარხარდა. -ხვალ წარმოდგენაა. ცოტახანში სიჩუმე ისევ მე დავარღვიე. -მოვალთ ,მოვალთ რომეო! სიცილით ხელი მომისვა მხარზე ჯერემიმ . -ჯეისონ!!!არსაიდან კი ემილის ხმა გავიგე,რომელიც მე მეძახდა . -ჰააა!!რა არის?!! გავხედე მე უემოციო სახით. -ოხ ჯულიეტაც მოვიდა. გაიცინა ლეომ. -შენი ფორმა რომ უნდა წაიღო დაგავიწყდა??? მაგასაც მე ხომ არ გითრევ!? მომვარდა ემილი ცოფიანი ძაღლივით,რაზეც თვალები გაადავატრიალე. -ხოო კაი,რა გაყვირებს? ვთქვი მე და ემილისთან ერთად გადავწყვიტე იქაურობის დატოვება. -ფორმა მაქვს გამოსატანი და მერე გნახავთ! მივაძახე თან ბიჭებს და დარბაზისკენ ემილისთან ერთად გავემართე. მივედით თუ არა ,მასწავლებელმა ჩვენი ფორმები მოგვცა და გვითხრა რომ ხვალ 2 საათით ადრე მივსულიყავით მასთან ,რადგან წარმოდგენა 3-ზე დაიწყებოდა ! ჩვენც დავეთანხმეთ და სახლებისკენ გავემართეთ . -კიდე რამე გინდა? მკითხა ემილიმ ,რომელიც მანქანაში ჩემს გვერდით იჯდა. -არა ,დღეს თავისუფალი ხარ. ვუპასუხე მე და მანქანა გავაჩერე. -აქ ცხოვრობ ხო? -ხოო აქ ვცხოვრობ ,მადლობა რომ მომიყვანე. თქვა ემილიმ და კარი მოკეტა,შემდეგ კი ზურგი მაქცია. მეც იქამდე ვუყურე,სანამ სახლში არ შევიდა,შემდეგ კი ჩემი სახლისკენ გავაგრძელე გზა. ემილის pov: დღეს მართლა უცნაური დღე იყო და ძაალიან უცნაურად ვგრძნობდი თავს,რადგან ჯეისონი სხვანაირად მექცეოდა. ანუუ..არც კი ვიცი თან როგორ ავხსნა ეს! უფრო კარგად თითქოს. -დეეე მოვედი! შევედი თუ არა და დედას გავძახე,მაგრამ დედას მაგიერ სხვა დამხვდა წინ! -მოხვედი ქალბატონო!? ბელა და ნიცა ჩემს წინ ნაფიც მსაჯულებივით იდგნენ. -გოგოებო აქ რა გინდათ? რატომ არ მითხარით თუ მიდიოდით?გახარებული მივარდი ორივეს და დაბნეულმა ვიკითხე. -რა გვინდა და ჩვენი დაქალი 1 წუთითაც რომ ვერ მოვტაცეთ დღეს ჯეისონს ამის მიზეზი გვინდა გავიგოთ!მიპასუხა სიცილით ბელამ. -ეჰჰ..ბოდიში ეს ჩემი სამუშაოა. ამოვიხვნეშე მე . -დაჯექი და მოყევი რა ეტაკა იმ ბიჭს ??სკოლაში ყველა თქვენზე ლაპარაკობს! ეს რომ გავიგე ,დავიძაბე! ყველა ჩვენზე ლაპარაკობს? ისე იყო თუ ასე სხვა გზა არ მქონდა, დავჯექი და მტკიცება დავუწყე ,რომ არაფერი არ იყო ჩვენს შორის ! ბოლოს კი როგორც იქნა დავარწმუნე ორივე და რაც უნდოდათ ის ,რომ მიღეეს,წასვლის დროც მოუვიდათ. ორივე დამემშვიდობა და დამპირდნენ რომ ხვალ აუცილებლად დაესწრებოდნენ წარმოდგენას მინდოდა თუ არა ეს მე! მეც ისეთი უენერგიოდ ვიყავი ,რომ გოგონების გაცილების შემდეგ ,პირდაპირ საწოლზე დავენარცხე და მალევე ჩამეძინა. -ემილიიი!!! მაგრამ მამაკაცის ხმამ გამაღვიძა! სებასტიანია? დედაა? არა ,გამორიცხულია ! ვიქტორი? ვერ ვხვდებოდი ვინ იყო ,ამიტომ თვალები ვჭყიტე და ვინ დამხვდა? ჯეისონი. -ვაიმე,ჯეისონ!! აქ რა ჯანდაბა გინდა!!?დავიწყე ყვირილი მე და საბანი ავიფარე! -სკოლაში ერთად უნდა წავსულიყავით და რომ არ მიპასუხე ტელეფონზე ,აქ მოგადექი..რატო გათიშე ტელეფონი? მიპასუხა ჩვეულებრივად,რაზეც მეტად გავღიზიანდი! -რომ მცოდნოდა საწოლში დამადგებოდი არ გავთიშავდი! ვთქვი ყვირილით და ჯეისონს კარისკენ მივანიშნე თვალებით. -რაა? იკითხა წარბის აწევით. -რა რაა ? არ გახვალ? უნდა ჩავიცვა!ვთქვი მე გაღიზიანებულმა,ამაზე კი ჯეისონმა გაიცინა და ოთახი უსიტყვოდ დატოვა . მეც უცბად ჩავიცვი და მისაღებ ოთხში გავედი ,სადაც ჯეისონი და დედაჩემი იჯდნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. -წავიდეთ. წამოვიძახეე მე და ჯეისონი ავაყენე ,შემდეგ კი დედაჩემს გადავუჩურჩულე. -შემდეგში ასე უბრალოდ უცხოები ჩემს საძინებელში აღარ შემოუშვა! ეს როგორც ჩანს ჯეისონმაც გაიგო და გაიცინა. სკოლაში რომ მივედით 3 გაკვეთილს დავესწარით მხოლოდ ,შემდეგ კი მასწავლებელმა მოგვაკითხა და სარეპეტეციოდ გაგვიყყვანა . -ფორმები მოიზომეთ? გვკითხა შუა რეპეტიცის დროს მან. -არა. ვთქვით ორივემ უემოციოდ. -რაა??დროზე გაისინჯეთ ,თქვენ გაგიჟდით? აბა რატო გაგატანეთ? თქვა მან და ფორმებისკენ მიგვითითა. -სწრაფათ ჩაიცვით! ჩვენც გასახდელებში შევედით და ფორმები მოვირგეთ. მართლაც შესანიშნავი ფორმები იყო! ჯეისონი ნამდვილ პრინცს გავდა და მეც მიხდებოდა კაბა. -შესანიშნავიააა!!ულმაზესები ხართ,ზუსტად მოგერგოთ რომეოს და ჯულიეტას როლი. წამოძახა მასწავლებელმა და ორივე გულში ჩაგვიკრა. ცოტაცანში კი რეპეტიციაც გავაგრძელეთ, რადგან წარმოდგენამდე 1 საათი იყო დარჩენილი ,ჯეისონს კი ვატყობდი რომ რატომღაც ნერვიულობდა! ალბათ იმიტომ რომ მამამისიც ესწრებოდა წარმოდგენას. დრომ ისე უცბად გაირბინა ,რომ ვერც გავიგეთ და აი უკვე 1 საათში ყველანი ვემზადებოდით და სცენაც ჩვენ გველოდა. -ემილი!!აქეთ!!შენი მაკიაჟი! გავიგე მასწავლებლის ხმა და მეც გიჟივით გავიქეცი და სკამზე დავუჯექი ქალს. -ხეე სადაა??სად?? გავიგე ჯეისონის ყვირილი. -ჰაა?!! გავხედე მე დაბნეულმა. -ხეე არსად არაა და წარმოდგენა იწყება! -აქ ვარ აქ!! წამოიყვირა ჩემა სკოლელმა, რომელსაც ხის ფორმა ეცვა. -აბა ყურადღება, ყურადღება! ყველა ადგილებზე, წარმოდგენა იწყებაა! ემილი ,ჯეისონ აქ დადექით!დაიწყო ყვირილი მასწავლებელმა და ჩვენც ჩვენს ადგილებზე დავდექით. შემდეგ კი გადაიწია კიდეც სცენის ფარდა...ვაღიარებ მართლა ბევრი ხალხი იყო ,მგონი რომ მთელი სკოლა! ამ წამს კი ეს რომ გაავაცნობიერე, მეც ძაალიან ავნერვიულდი! სულ გავოფლიანდი,მითუმეტეს მაშინ ,როდესაც ჯეისონის მშობლები დავინახე! ქალბატონი ჯენა და ბატონი დანიელი. -მზად ხარ!? მომკიდა ხელი ჯეისონმა ,ამაზე მე მხოლოდ თავი დავუქნიე და აი დაიწყო წარმოდგენაც! ყველაფერს მართლაც ორივე კარგად ვასრულებდით ,ხე რომ ხეა ეგეც კი შესანიშნავად ასრულებდა თავის როლს. ბოლო მომენტში კი ცოტა ავნერვიულდი, რადგან ვიცოდი მალე კოცნის სცენა მოდიოდა და არ ვიცოდი რამდენად კარგად შევძლებდი ამ კოცნის გაყალბებას! ამაზე ფიქრში ვიყავი ამ სცენის დროც რომ დადგა ...უკვე ვაპირებდი ნელა მივწეულიუყავი ,რომ ჩვენი ვითომ კოცნა დაენახათ მაყურებლებს ! მაგრამ სრულიად მოულოდნელად , ჯეისონმა ხელები მომკიდა და თავისკენ ახლოს მიმწია,შემდეგ კი ტუჩებზეც შემეხო მისი ტუჩები! ეს ნამდვილი კოცნა იყო და ამავდროულად საკმაოდ ღრმაც..მისი ტუჩები რომ შემეხო ვერ ვიჯერებდი ჯერ რომ ეს მართლა გაკეთა ,მაგრამ არაა!! ეს სიმართლე იყო . რომ მორჩა და ხელი გამიშვა, გაფართოვებული თვალებით ვუყურებდი ,მთელი დარჩენილი წარმოდგენა! ამ კოცნის გამო დაბნეული ვიყავი და ბევრი რაღაც შემეშალა . წარმოდგენა როგორც იყო დამთავრდა,ყველა ტაშს გვიკრავდა და ფეხზე იდგა,მე ჯეისონს გავხედე და თვალი თვალში გავუყარე ,ვეკითხებოდი ეს რატომ გაკეთა ,მაგრამ არაფერი ! ის უბრალოდ მიღიმოდა ისევ. მაგრამ როგორც კი ფარდები ჩამოიწია და სცენას მოვშორდით,პირდაპირ ამ კითხვით დავადექი თავს! -ეს რატო გააკეთეე??? -ეს ჩვენი როლია. მიპასუხა მან ღიმილით,რაზეც მეტად გავღიზიანდი! -შენ ჩემი პირველი კოცნა მოიპარე იცი??! ხელი ვკარი ყვირილით და შევატყე ,რომ თავს ვეღარ ვიკავებდი და მეტირებოდა. -რააა? ეს შენი პირველი კოცნა იყო? სიცილი დაიწყო ჯეისონმა. -არ მეცინება ჯონ ჯეისონ!! ვუთხარი მე და თვალები ცრემლით ამევსო. -კარგი რა იყო? რა გატირებს,ეს მხოლოდ კოცნა იყო. უკვე მკრთალი ღიმილით გააგრძელა,რაზეც ხელი კიდევ ერთხელ ვკარი ბრაზით. -ეს ჩემთვის განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო! მხოლოდ ესღა ვუთხარი და ადგილიდან გავქრი,რადგან უკვე ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი! -ბრავო შვილო, ძაალიან მომეწონა!მანამ იქაურობას გავეცლებოდი, ჯეისონის მამის დანიელის ხმაღა მომესმა. -არაკაცი. გავეცალე თუ არა სცენას ტირილი ხმამაღლა დავიწყე. როგორ გაკეთა ასეთი რაღაც, ან რატო?? რა სჭირს ვერ ვხვდები, რა თამაშს თამაშობს საერთოდ !? ერთ წამს ვძულდი, ახლა კი მკოცნის და კარგი მეგობარივით მექცევა . რას აკეთებ ჯეისონ, რა თამაშს თამაშობ?? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.