შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ გაიმარჯვებ!(თავი მეთოთხმეტე)


4-08-2020, 12:19
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 9 698

ვიჯექი და ვტიროდი ,რადგან ჯეისონმა უნამუსოდ  მოიპარა ჩემი პირველი კოცნა!
ძაალიან გაბრაზებული ვიყავი  მასზე ,ისეთი რომ არც გავსულვარ სცენის გარეთ,რათა  დედაჩემი და სებასტიანი მენახა ,ან თუნდაც ჩემი
მეგობრები,რომლებიც ასევე წარმოდგენას ესწრებოდნენ.
თან სირცხვილით ვიწვებოდი ,თან მეშინოდა,რადგან ეს მთელმა სკოლამ დაინახა!
ისედაც ჭორაობდნენ,კიდე ეს უნდოდათ?
-აი სად ყოფილა ჩვენი ჯულიეტა!
გავიგე უკან ნიცას ხმა ,თუ არა და მეც ცრემლები მოვიწმინდე და  უკან გავიხედე, იქ კი ჩემი მეგობრები ,ვიქტორი და ბელაც დამხვდნენ .
-მოიცა..რა გჭირს, ტიროდი?
მომიჯდა გვერდით ვიქტორი და თმა ყურზე გადამიწია.
-არა ,რა ვტიროდი...დავიღალე უბრალოდ. ვუპასუხე მე ღიმილით.
-კარგი ,მოდი გამოვიცნობ ..კოცნა არ იყო ხო დაგეგმილი?!მომიჯდა აქეთა მხარეს ნიცა,რაზეც  ვეღარ მოვითმინე და ისევ ტირილი ამოვუშვი!
-მან პირველი კოცნა მომპარა!!
ეს რომ ვთქვი თან, სამივეს შევატყე ეცინებოდათ .
-არაუშავრს ..მაგის გამო არ იტირო და თუ ეს დაგაწყნარებს,გეტყვი რომ  ჩემი პირველი კოცნა ჩემმა ძაღლმა მომპარა! სიცილით მითხრა ბელამ ,რაზეც მეც  სიცილი დავიწყე.
-მადლობა. ვთქვი ცოტახანში.
-რატომ? გამომხედა სამივემ დაბნეული სახით.
-მადლობა რომ გვერდში მიდგხართ ყოველთვის.
ვთქვი და სამივეს მადლიერი ჩავეხუტე .
არც სცენაზე გავსულვარ ,არც არავინ შემხვედრია და ჩემსდა გასაკვირად არც ჯეისონი!
ამის შემდეგ დედასთან და სებასტიანთან ერთად სახლში წავედი პირდაპირ .
არ გაგიკვირდეთ და ღამითაც ვტიროდი ,თავს ვიდანაშაულებდი ,რატომ არ გავწიე ან რამე!
მაგრამ მალევე მივხვდი ,რომ აზრი აღარ ჰქონდა თავის დადანაშაულებას და თავი დავიმშვიდე!
დილით კი უკვე უკეთ ვგრძნობდი თავს ,მაგრამ რომ ვიცოდი ისევ ჯეისონის ყურება მომიწევდა
მთელი დღე ,ბრაზს ვერ ვწყვეტდი !

სამსახურში მისული,არც ველაპარაკებოდი და ზედაც არ ვუყურებდი ფაქტობრივად.
თვითონაც  იშვიათად მელაპარაკებოდა ,მაგრამ მე მაგაზეც არ ვცემდი ხმას!
ასე გავიდა 2 კვირა ...ყოველდღე ერთი და იგივე ,მივდიოდი მოვდიოდი და მხოლოდ მსახურს რაც ევალება იმას ვაკეთებდი ,აღარც საუბარი ,აღარც რამე სხვა.
-სადამდე აპირებ ასე  ყოფნას?
მაგრამ ერთ დღეს უცბად ჯეისონის ეს კითხვა გავიგე,მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და მისი საწოლის დალაგება გავნაგრძე.
-შენ გელაპარაკები!
ხელით გამაჩერა ჯეისონმა.
-რა გინდა? ავხედე მე გაღიზიანებულმა.
-რა რა მინდა? ზედაც აღარ მიყურებ, ისეთი რა გავაკეთე?
მითხრა უკვე ასევე გაღიზიანებულმა.
-რა ისეთი რა გაკეთე??
შეიძლება ეს შენთვის არაფერი იყო ,მაგრამ ჩემთვის რაღაცას ნიშნავდა!
სწორედ ამაზე ვბრაზობ ,რომ სხვისი პატივისცემა არ იცი ჯეისონ,შენ ჩემი პირველი კოცნა მოიპარე და ამით უპატივცემულობა გამოხატე ჩემს მიმართ. ცოტა ხმას ავუწიე უკვე,რადგან ძაალიან ვბრაზობდი!
-რა გავაკეთო ,ბოდიში მოგიხადო??!იკითხა მან გაღიზიანებული ხმით.
-დიახ. ვუპასუხე მეც თამამად.
-კარგი მაშინ, ბოდიში..ბოდიში ,რომ შენი პირველი კოცნა მოვიპარე და ბოდიში ,რომ შენი პირადი სივრცე შენს უკითხავად დავარღვიე.
თქვა ჯეისონმა ერთი ამოსუნთქვით,რაზეც მე აღარაფერი აღარ  ვუთხარი და ისევ საწოლს მივუბრუნდი.
მაგრამ მან თავი არ დამანება და უკან ამედევნა ისევ!
-მაპატიე? გავიგე მისი კითხვაც.
-ხო ,ხო გაპატიე..ახლა დამაცადე!
ვუთხარი მე  მობეზრებული ხმით და ოთახის დალაგება გავაგრძელე.

ჯეისონის pov:
-რა ქენი აბა? გამოვედი თუ არა ელსამ ინტერესით მკითხა,რაზეც ღიმილით ვუპასუხე.
-შემოვირიგე! ამაზე
ელსამ თავი გაქნია ღიმილით და სამზარეულოსკენ წავიდა ,შემდეგ კი თან მომაძახა.
-ბიჭებმა დარეკეს გესტუმრებიან დღეს!
-აჰა კაი! გავძახე მეც და
ცოტახანი დავჯექი,შემდეგ კი  წიგნებს გადავავლე თვალი,ამ დროში კი  ზარის ხმაც გავიგე კარზე .
ბიჭები მოვიდნენ როგორც ჩანს!
-ჯეისონ!!როგორ ხარ?
ყველა მომესალმა და მეც ყველას მივესალმე.
-ხვალ სკოლაში არ გნახავდით..რამე ხომარ მოხდა?
ვიკითხე მე ინტერესით.
-არაფერი ,უბრალოდ მალე ჰელოუინი მოდის და არ გინდა რამე გავაკეთოთ?
მე ამაზე სიხარულით გავხედე.
-კი ,მაგარი იქნება!
-აბა რა ვქნათ? იკითხა ჯერემიმ.
-წვეულებაზე რას იტყვით?
ჩემთან გავაკეთოთ!
ვთქვი მე და ყველა დამეთანხმა ,ასე რომ შევუდექით ყველაფროს დაგეგმვას !
სააბოლოდ კი ყველა აზრი ,რომ დავალაგეთ,მივხვდით რომ შესანიშნავი იქნებოდა ეს წვეულება!
ბოლოს და ბოლოს 3 საათი მაინც ვსაუბრობდით ამ თემაზე!
-სემ ,სასმელი შენ გაბარია,ჯერემი შენ საჭმელი,ლეო შენ აქაურობის ინტერიერზე იზრუნე ,ჯონ შენ მუსიკა გაბარია და ხალხი დაპატიჟება და მე კოსტიუმებს მივხედავ ,შევთანხმდით?
ამაზე ყველამ თავი დამიქნია,რაზეც კმაყოფილმა გავიღიმე.
სავარაუდოდ  ემილიც იქნებოდა
წვეულებაზე,მე კი ყველანაირად ვეცდები ეს შანსი ჩემთვის გამოვიყენო.
მგონი კარგი შანსია და უკვე ერთი ბინძური აზრი მიტრიალებს თავში!
მინდა რომ თავი ,რაც შეიძლება მალე შევაყვარო ,მინდა ეს  სანაძლეოს მე მოვიგო.

ამაზე ვფიქროვდი,უეცრად ჯერემის უცნაური კითხვა რომ მომესმა.
-ისე ემილი ხომ არ მოგწონს?
-ჰაა ,რაა?? ვიკითხე შოკი სახით.
-ყველა იძახის რომ შეყვარებულები ხართ,რა ხდება ?
აშკარად ორივე სხვანაირად ექცევით.
ამაზე მე ამოვიხვნეშე,მომიწევდა მათვის სიმართლე მეთქვა.
-კარგით არსებობს ამის მიზეზი და გეტყვით ამ მიზეზს...ესეგი მე და ალექსანდრამ სანაძლეო ერთ ცუდ რაღაცაზე დავდეთ.
ეს რომ ვთქვი ,ყველა ფეხზე წამოხტა!
-რა სანაძლეო?
-ემილის 1 თვეში თავი უნდა შევაყვარო!
გავიღიმე მე,რაზეც ყველას ყბა ჩამოუვარდა.
-ყურებს ვერ ვუჯერებ..ამაზე როგორ წამოეგე? სიცილით იკითხა ლეომ.
-არ შეიძლება ასე ჯეისონ!
გოგოს ესე არ უნდა მოექცე!
სერიოზულად მომცა შენიშვნა სემმა.
-შენ ვისზე რას იძახი? გავხედე სიცილით.
-მე ესე არ ვთამაშობდი!
თავში წამომარტყა ხელი და უკმაყოფილოდ დაიწია უკან.
-ხვალ  სიმართლეს ეტყვი , მორჩა.
მითხრა მტკიცედ ჯერემიმ და ბრაზით გადმომხედა.
-ოოოო,დამაცადეთ რა !
მე მივხედავ ყველაფერს,არ მჭირდება ეს ძიძობა და კარგი ბიჭის დარიგებები!
ვთქვი მე მობეზრებული სახით,რაზეც რამოდენიმეს უკმაყოფილო მზერა მივიღე.
-კარგი ,მაგრამ ფრთხილად იყავი!
შენივე მახეში ,შენ არ გაება ჯონ ჯეისონ! გამაფრთხილა ლეომ სერიოზულად,რაზეც მხოლოდ ჩავიცინე.
-ქალები სახიფათოები არიან ძმაო!
მიაყოლა ჯერემიმაც ,რაზეც ყველამ სიცილი დავიწყეთ..რაღაც მხრივ ბიჭები მართლები იყვნენ ,ცუდად ვიქცეოდი,მაგრამ უკან დახევა უკვე გვიანია.
არამგონია ხვალ შევძლო ემილისთვის სიმართლის თქმა,თამაში უნდა გავაგრძელო.

ემილის pov:
დილა გათენდა თუ არა,ისევ ჯეისონის მანქანის სიგნალმა გამაღვიძა!
ეს ბიჭი უჩემოდ ვერ წავა??
ვბუზღუნებდი მე და თან ვემზადებოდი.
სკოლაში ფეხი როგორც კი შევდგით ,რატომღავ ჯეისონი სადღაც აორთქლდა !
მე კი მშვიდად ვესწრებოდი მის გარეშე გაკვეთილებს!
მგონი ზედმეტად მშვიდადაც...ეს ხალხი ისე კარგად მექცევა,თვალებს ვერ ვუჯერებდი!
ადრე მცემდნენ, ახლა აღარ იციან რით მასიამოვნონ.
-ემილი!! გავიგე უკნიდან ჩემი კლასელის ხმა.
-ხო გისმენ. მივხედე მე უემოციოდ.
-იცი ჰელოუვინზე ჯეისონი მაგარ წვეულებას აწყობს ..შენც ხომ იქნები?ბოლოს და ბოლოს მისი შეყვარებული ხარ! ამის გაგებაზე მე თვალები ვჭყიტე!
მეც არ მიკვირდა  ყველა კარგად რატომ მექცევათქო!!
თურმე ყველას ჯეისონის შეყვარებული ვგონივარ.
-მე მისი შეყვარებული არ ვარ!
წამოვიძახე გამწარებულმა მტკიცედ.
-აჰა ანუ იქნები..კარგი.
ვითომ არაფერი გამიღიმა ბიჭმა და გზა გაგრძელა.
-ჯეისონ განახებ მე შენ!!
ვთქვი და კლასისკენ წავედი ,სადაც ჯეისონი მეგულებოდა !
მაგრამ კლასში შესულს,ჯეისონი ისევ არ დამხვდა ...დღეს მთელი დღე არ მინახავს!
ჩემს ბედზე გაქრა?
-ისევ არ მოთრეულა! ჩავიჩურჩულე მე და სტადიონისკენ გავეშურე,იმ იმედით რომ იქ მაინც ვნხავდი!
მართლაც ჯეისონი სტადიონზე დამხვდა...უდარდელად  თამაშობდა ,მანამ სკოლაში ჩვენზე ზღაპრებს თხზავდნენ!
-ჯეისონ მოდი აბა ერთი!!!
ხელით ვანიშნე ,რაზეც ჯეისონი
ნელ-ნელა ჩემსკენ წამოვიდა.
მე კი არც ვაციე ,არც ვაცხელე და პირდაპირ საქმეზე გადავედი!
-არ ვიცი როგორ, მაგრამ როგორც გინდა ყველა გადარწმუნე რომ შეყვარებულები არ ვართ!!
პირდაპირ  ჩხუბი!
-კიბატონო. მაგრამ მან წყნარად მიპასუხა ჩემსდა გასაკვირად, მაგრამ შემდეგ მალევედაამატა.
-თუ ჰელოუვინზე შენც მოხვალ ,ყველას თვალწინ გამოვაცხადებ სიმართლეს ,თანახმა ხარ? მე ამაზე წარბის აწევით ვუპასუხე.
-მაგ დღეს ვისვენებ შენგან და ისევ შენთან მოვიდე?
-კარგი მაშინ..თქვა და წასვლა სცადა,რაზეც სასწრაფოთ შევაჩერე! -კარგი ხო ,თანახმა ვარ მცეხო,თანახმა ვარ!
ამის გაგებაზე კმაყოფილმა გამომხედა.
-კარგი ძვირფასო, მაშინ
3 დღეში გნახავ !
ეს შაბათ კვირა ისიამოვნე შენი დასვენებით.
მითხრა მაცდურად და სტადიონზე დაბრუნდა.
-რათ ვუნდივარ იქ!
უფრო გავბრაზდი მე და კლასისკენ გავემართე.
მთელი დღე ჯეისონის წვეულებაზე ლაპარაკობდა ყველა,მგონი მთელი სკოლა იქ იქნება..ძაალიან კარგი ,ჩემთვის უკეთესი.
მალე ამ ჭორებს ჩვენზე მთლიანად გავანადგურებ.

მთელი შაბათ-კვირა ფორმის საყიდლად დავრბოდი!
რადგან რამე კარგი მინდოდა ჩამეცვა!
ნუ მე  მინდოდა რა ,ჯეისონმა მითხრა ,რომ აუცილებლად კარგი ფორმა უნდა მცმოდა, თორემ წვეულებახე არ შემიშვებდა!
ამიტომ მოვკიდე ჩემს ორ დაქალს ხელი და მთელი მაღაზიების გდატრიალება დავიწყე .
მგონი მართლა ყველა იყო დაპატიჟებული ამ წვეულებაზე ,რადგან აღმოჩნდა რომ ნიცა და ბელაც იქ იქნებოდნენ .
მოკლედ ეს ვითომ დასვენებაც ჯეისონის სურვილების დაკმაყოფილებას დავუთმე !
სააბოლოდ კო მოვიდა ეს შესანიშნავი ნანატრი დღეც!
მთელი ქუჩები შემზარავად იყო მორთული ,როგორც ყოველთვის...ფორმაში გამოწყობილი ბავშვები ქუჩებში ირეოდნენ და კარზეც კამფეტების გამო ზარი არ წყდებოდა!
-ემილი!! გავიგე სებასტიანის ხმა უკნიდან,რაზეც ინტერესით მივტრიალდი.
-ხო სებას- ვერ მოვასწარი დასრულება,რადგან რომ  დავინახე რას გავდა,კივილი ავტეხე !
ამაზე სებასტიანი სიცილით ძირს გაწვა.
-ესეგი თამაში გინდა ხო?
მივარდი მე და ღუტუნი დავუწყე.
-აბა ბატონო ზომბო ახლაც გეცინებათ? ვიცინოდი თან მეც!
-ემილიიი!!გოგოები მოვიდნენ!
გავიგე უცბად დედას ხმა და სებასტიანს მოვშორდი,შემდეგ კი პირველ სართულზე ჩავიბინე ,იქ ჩასულს კი ორივე კატის ფორმაში დამხვდა !
ამაზე მე სიცილი დავიწყე.
-ტყუპები ვართ! სიცილით მითხრა ნიცამ.
-მაგრები ხართ რა!
ვთქვი მე და კატის ყურებზე მოვეფერე.

-შენ უფრო,შეხედე შენს თავს !
რა მაგრად გამოიყურები, შენი მშურს!მითხრა ბელამ და თან ახლოდან დამიწყო დათვარიელება.
-ეს ჯეისონის სისხლია?
იხუმრა ნიცამ ,რაზეც მეც გამეცინა.
-არა, მაგრამ მალე იქნება ეგეც!
ვუპასუხე ასევე ხუმრობით.
-უჰჰ დედა,გული!
გავიგე დედას ხმა ,რომელიც შეშინებული მიყურებდა .
-შვილო ვინ მოკალი?
მკითხა სიცილით,რაზეც დასისხლიანებული 'მოსწავლის'ფორმა ტანზე ამაყად შევისწორე.
-ჯერ არავინ. ვუპასუხე თამამად .
-თუ რამეა მამაშენი მოკალი!
მითხრა ხუმრობით დედამ ,რაზეც ყველას სიცილი აგვიტყდა.

ვიცინოდით უცბად ტელეფონის ვიბრაცია რომ ვიგრძენი ჯიბეში.
ნუ ტელეფონს დავხედე და რა თქმა უნდა,ეს ჯეისონი  იყო !
მწერდა თუ სად ვიყავი.
-რა მომაბეზრებელია.
ჩავილაპარაკე მე და გოგოებს ვუთხარი ,რომ წასვლის დრო იყო !

ყოველ წამს გზაში ხან ვინ მაშინებდა, ხან ვინ ..აი რატომ არ გავდიოდი გარეთ არასდროს ჰელოუვინზე,ეს დღესასწაული ძაალიან მაშინებდა !
-მობრძანდი!
ადგილზე მისულებს ,კარი ჯეისონმა გამიღო, რომელსაც ვაპირის ფორმა ეცვა.
-მართლა სისხლის მსმელი ხარ. ვუთხარი მე და ოთახში ზედმეტი მისალმების გარეშე შევედი.
-შენ კი მკვლელი!
მომაძახა პასუხი  უკან.

ოთახში ფეხი რომ შევდგი ,იქაურობა  მართლა ღამის კოშმარს გავდა !
ამიტომ გამალებით ისე რომ ვერც მივხვდი, ჯეისონის ხელს მოვეჭიდე!
-მშიშარა ხარ! გამომიყო ენა ჯეისონმა,რაზეც მეტად ჩავეჭიდე!
-მოიცა ხელი არ გამიშვა!
პანიკაში ვიყავი ,რადგან ეს საშინელი ადგილი,რომელიც სასახლეს უფრო გავდა,შემზარავად გამოიყურებოდა!
-არა უნდა გაგიშვა! მიპასუხა ჯეისონმა ჯიბრით და ჩემს ხელთან განშორება სცადა.
-ვაიმეეე,არაა!
რამის ზედ შევახტი გეფიცებით!!
-აუუუ, მართლა რა მშიშარა ხარ!
სულ გაფითრდი ,გინდა საჭირო ოთახში გახვიდე?
მეც მისი ცინიკურობა ამ კითხვაში დავაიგნორე და თავი დავუქნიე. -კარგი ,გარეთ გადი ჯერ,შემდეგ  ზემოთ და მარცხნივ.
ამიხსნა ჯეისონმა საპირფარეშოს მისამართი და კარამდე მიმიყვანა .
მე გიჟივით გავარდი გარეთ ,რადგან ერთ წამს მეგონა ამ კოშმარულ გარემოს თავს დავახწევდი, მაგრამ მწარედ შევცდი იქ უარესი რომ  დამხვდა!
მთელი უკანა ეზო რომელიც უდიდესი იყო, სასაფლაოს გავდა!!!
ფაქტობრივად სასაფლაოზე მეგონა თავი ...მე შიშით ისევ კარს მივარდი ,მინდოდა უკან შევსულიყავი,მაგრამ კარი არ გაიღო!
-ჯეისონ!!გამიღე,მოგკლავ!
დავიწყე ყვირილი და შიგნით მისი სიცილის ხმაც მომესმა.
-ემილი! უკნიდან ხმა რომ გავიგე ,კინაღამ გული გამისკდა!
მაგრამ მაინც გავბედე  უკან გავიხედე ,იქ კი ვიღაცის სილუეტი დავინახე !
-მე მომყევი! მითხრა უცნობმა და წინ წავიდა,მეც შიშით გავყევი უკან!
იმის იმედით რომ თუ ვინმე სულიერს გავყვებოდი ,დამეხმარებოდა და დიდათაც არ შემეშინდებოდა.
ამ უცნობს აკიდებული,ცოტახანში პატარა ქოხთან მოვხვდი თუ რა იყო საერთოდ არ ვიცი ...არ დავიწყე იმის გარჩევა რა იყო და კარი ნელა შევაღე,მაგრამ ვაი რომ იმ წამსვე ვინანე..ძაალიან ვინანე..გული უბეში ჩამივარდა და მგონი ხელითაც მეჭირა!
მთელი ოთახი კუბოებით იყო სავსე !
ამ წამს მეგონა მართლა გული გამისკდებოდა.
-ემილი! გავიგე ისევ უკნიდან ხმა.
-ვინ დამიძახა?! ვიკითხე ხმის კანკალით და უკან მივიხედე,იქ კი
რას ვხედავ ?
კუბოდან რაღაც არ გადმოდის!!!
მორჩა ,მეტს ჩემი გული ვერ გაუძლებდა ,იმ წამსვე თვალთ დამიბნელდა და გული წამივიდა .

ჯეისონის pov:
----------------------------
ლეო:ბიჭოო გამოვიდა!!
ჯეისონი:შეაშინეთ?
ლეო:ხო და ამმ..გული წაუვიდა მგონი.
ჯეისონი:აჰჰაჰააა..აუუუ ამას არ ველოდი!
კაი მით უკეთესი .
იქ წაიყვანეთ სადაც შევთანხმდით!
ლეო:არ მჯერა რომ ამაზე დაგვითანხმე.
---------------------------
-ესეც ასე. ვთქვი კმაყოფილმა  და ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე ,შემდეგ კი სცენისკენ დავიძარი ,სადაც მიკროფონი იყო და დიჯეიც იქვე  იდგა .
-*ჩახველება*ყველას მოგესალმებით მეგობრებო!!!ამის თქმაზე ყველამ ყვირილი და ტაშის დაკვრა დაიწყო.
-აქ იმიტომ შეგკრიბეთ მეგობრებო, რომ ერთი საიდუმლო გაგიმხილოთ,
რადგან კარგად ვიცი რომ ყველა ამაზე ლაპარაკობთ და ყველას გაინტერესებთ სიმართლეა თუ არა მე და ემილის შორის ურთიერთობა.
ამაზე უკვე ყველა გაჩუმდა და ყურები ცქვიტა.
-სიმართლე კი ისაა რომ...
შევჩერდი ცოტახანს ,რადგან არ ვიცოდი ღირდა თუ არა ამის თქმა.
აეს სიმართლეა..მე და ემილი შეყვარებულები ვართ!
ამის თქმა იყო და ხალხი პანიკაში ჩავარდა!
ზოგი ყვიროდა, ზოგი ტიროდა ,ზოგი უშტვენდა ,ზოგი კი  დაბნეული და გაკვირვებული იყო !
მოკლედ საოცარი რეაქციები ჰქონდა ხალხს.
-თვითფრინავშია უკვე.
გავიგე უკნიდან ჯონის ჩურჩული,რაზეც სცენას მოვშორდი.
-აჰა კარგი!
ვთქვი მე და იქაურობა უკან მოუხედავად დავტოვე .
თვითფრინავში ემილი მელოდებოდა,ჩვენ კი წინ  ულამაზესი ქალაქი ლას ვეგასი .
-ძვირფასო სხვა გზა აღარ გექნება ..გაიძულებ შემიყვარო.


ემილის pov:
თავბრუ მეხვეოდა და უცნაურად ვგრძნობდი თავს,პლიუს ამას კი აზრზე ვერ მოვდიოდი სად ვიყავი და რა ხდებოდა ჩემს გარშემო!
ამიტომ თავს ძალა დავატანე და თვალები გავახილე ,შედეგად კი რას ვხედავ !
თვითფრინავში არ ვზივარ!
ამის გააზრება იყო და  გიჟივით წამოვხტი!
-დაჯექი ,დაჯექი!
გავიგე გვერდიდან ხმა ,ეს მანიაკი ჯეისონიც  აქაა!
აჰა,გასაგებია ვისი ხელი ურევია.
-სად ვარ!!??
მივუბრუნდი შეშინებული .
-ცაში. მიპასუხა სიცილით,რაზეც პირდაპირ ვიკითხე,სანამ თავს დავესხმებოდი.
-შენ წამომიყვანე?
ცოტაც და ამომასხავს ,უბრალოდ მის პასუხს ველი და ვნახოთ რა ელის.
ამაზე ჯეისონმა,როგორც ველოდი  თავი დამიქნია..მე კი ამის დანახვაზე პირდაპირ ყელში ვსწვდი!!
-უკან დამაბრუნე!!!ახლავე მიწაზე დამსვი!!! დავუწყე დახრჩობა და თან შეშლილივით ვყვიროდი!
-კაი ნუ დამახრჩე,ახლა სად უნდა დაგსვა შუა ჰაერში?!!
იკითხა  ჯეისონმა და თან ხელი გამაშვებინა საკუთარ ყელზე .
-ღმერთო ,მომიტააცეე? არამზადა!
ისევ ვაპირებდი დამეხრჩო და მისკენ წავიწიე,მაგრამ ადგილზე გამაჩერა ამჯერად.
-დაწყნარდი ახლა თორემ ,მართლა გისვრი აქედან!!
მითხრა უკვე სერიოზულად,მაგრამ მე მაინც  ცოტახანს პანიკაში ვიყავი.
ხან ვტიროდი ,ხან ჯეისონს ვეჩხუბებოდი ,ხან ვყვიროდი,მაგრამ ბოლოს ცოტა რომ დავწყნარდი და თან ,რომ მივხვდი აზრი არ ჰქონდა ამ ყოველივეს,ჯეისონს მშვიდად ვკითხე.
-რატო წამომიყვანე?
ან სად მიგყავარ?! ამაზე მან ჩაიცინა.
-იმიტომ რომ მინდა ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ..ლას ვეგასში მივდივართ.
ამის გაგებაზე ,უკვე ვიცოდი რომ მართლა დავახრჩობდი!!
-რატო უნდა გავიცნოთ უკეთ ერთმანეთი?!რა დაგემართა?!
ამაზე ჯეისონმა ხელი ხელზე დამადო .
-იმიტომ რომ მომწონხარ ემილი.
ცოტა არ იყოს ამან შოკში ჩამაგდო და  ცოტა გავწითლდი კიდეც...ჯეისონს მოვწონვარ??რატომ? როდიდან?
-კაი ,კაი მეხუმრები ხო?
სიცილით ვიკითხე მე,მაგრამ ჯეისონმა სრულიად სერიოზულად თავი გაქნია.
-ანუ...მართლა? ვიკითზე მე დაბალ ხმაზე და შემდეგ ანერვიულებულმა ხელი გავაწევინე .
ამის შემდეგ არც ერთს არ ამოგვიღია ხმა!
მე ხმის ამოუღებლად ვიჯექი და ვფიქრობდი ,თუ რა ეტაკა ამ ბიჭს?
ნუ ისიც  ჩუმად იყო .

1 საათის შემდეგ:
ჩამეძინა საბედნიეროდ და ჯეისონის გვერდით უხერხულობით სავსე საათს თავი ავარიდე,მანამ არ გამომაღვიძა.
-ჩამოვედით !
ეს რომ გავიგე,სასწრაფოთ ავწიე თავი და გარემოს გადავხედე.
-რა ლამაზიააა...ფანჯრიდან
ყველაფერი ჩანდა და ისეთი ლამაზი იყო , რეაქცია ვეღარ დავმალე!
-შენ ღამით უნდა ნახო!
მომიტრიალდა ჯეისონი ღიმილით,რაზეც შემრცხვა და თავი ავაროდე ისევ.
-წავიდეთ! მალევე მითხრა სიცილით და ხელი ჩამკიდა,შემდეგ კი თვითფრინავიდან როგორც ჯელტმენმა ისე ჩამიყვანა!
მეც უხერხულად უკან მივყვებოდი.
-შენ წარმოიდგინე მაგრად გავერთობით..ვითამაშებთ,
დავლევთ,ყველაფერს დავათვარიელებთ..ეს რამოდენიმე დღე არასდროს არ დაგავიწყდება!
მე ამაზე ღიმილით თავი დავუქნიე და ვცადე ის უხერხულება დამემალა ,რაც ჩვენს შორის იმის შემდეგ გაჩნდა ,რაც ჯეისონი ჩემს მიმართ თავის სიმპათიებში გამომიტყდა.
რამოდენიმე დღე რომ აქ არ ვაპირებ დარჩენას ნეტა არ იცის?!
რა მინდა მის გვერდით სულ მარტოს?!
თან რამოდენიმე დღეო!

-აქ უნდა ვიყოთ??
გავხედე უდიდეს შენობას, რომელიც ძაალიან კარგად გამოიყურებოდა.
-ხოო.. საუკეთესოა აქ.
მითხრა კმაყოფილი ღიმილით და შენობაში შემიყვანა.
ლიფტიც კი მგონი ჩემი ოთახის ზომა იყო!
ყველაფერს გაოცებული ვუყურებდი,რადგან მე ასე თუ ისე  დაბალი ფენიდან ვარ და ასეთ გარემოში ყოფნას არ ვიყავი მიჩვეული.
-ესეც ჩვენი ოთახი!
შეაღო კარი გუკიმ თუ არა , ყველაფერს თვალი გადავავლე და მივხვდი ,რომ იდეალური ოთახი  იყო...ყველაფერი რაც კი ადამიანს კომფორტს შეუქმნიდა,მაგრამ მხოლოდ ერთი დეტალი მომხვდა თვალში ცუდად!
-აქ ერთი საწოლია ჯეისონ.
გავხედე უხერხული ღიმილით.
-მერე რა? უდარდელად ღიმილით გამომხედა.
-არაფერი..უბრალოდ შენ ბიჭი ხარ ,მე გოგო და ნუ ხო ხვდები...
ვეცადე ზედმეტი უხერხულობის შექმნის გარეშე ამეხსნა.
-ხო ვიცი რასაც გულისხმობ,მაგრამ ნუ გეშინია ,არ შეგჭამ.
შემაწყვეტინა და ეს სისულელე მითხრა სიცილით,შემდეგ კი საწოლზე გადაგორდა.
მეც ხმა აღარ ამოვიღე,რა მეთქვა?
-აბა რა ვქნათ? იკითხა მან არსაიდან,
მე კი ამაზე მხრები ავიჩეჩე და ისევ კედელს ავეკარი .
-ახლა სადამდე უნდა იდგე მანდ დასჯილი ბავშვივით?
ამომხედა გულიმ სიცილით ,რაზეც შეკრული შუბლით ვუპასუხე.
-არ გენდობი გამტაცებელო.
მას ამაზე გაეცინა.
-კარგი..მაშინ მე მაღაზიებში გავივლი,საჭმელს ვიყიდი და დღეისთვის შენც გიყიდი რამეს ,რომ ჩაიცვა..არ შეგეშინდეს ,მალე მოვალ.
ეს მითხრა და ფეხზე წამოდგა.
-მოიცა..დღეს სად მივდივართ?" ვიკითხე დაბნეულმა.
-ნახავ!
თვალის ჩაკვით მითხრა და ოთახი უსიტყვოდ დატოვა.
-შენც ნახავ რომ გამოგასალმებ სიცოცხლეს! ჩავიჩურჩულე მე და
საწოლზე ჩამოვჯექი.
შემდეგ ტელეფონი ამოვიღე და ღმერთო ჩემო ..აურაცხელი ნარეკები და მონაწერები დამხვდა!
ფაქტობრივად ყველასგან.
მაგრამ ყველაზე მეტად რაც მაკვირვებდა,ის იყო რომ ზოგი მემუქრებოდა..რამე მოხდა???
__________________________
ვიქტორი:ემილი ეს სიმართლეა?
ბელა:სად გაქრი ემილი ?!!
ყველა შენ დაგეძებს!
დედაშენს მოვატყუე ,რომ ჩემთან დარჩი!
გთხოვ მალე მომწერე თუ ჯეისონთან ერთად ხარ მართლა!
ნიცა:ემილი გთხოვ მითხარი ,რომ ტყუილი თქვა იმ თავ გასიებულმა!
დედა:ბელამ მითხრა ,რომ მასთან რჩები..ხვალ რომლისთვის მოხვალ?
ლეო:ბოდიში ემილი ,ძაალიან თუ შეგაშინე..გპირდები ამისთვის პასუხს ვაგებ!
კარგი საჩუქარი ჩემზე იყოს~
უცნობი:მატყუარაა ხარ!!
შენ თქვი რომ ეს ტყუილი იყო!!!
უცნობი2:ძუკნა!! ჯეისონს არ შეეხო თორემ ჩემი ხელით მოგკლავ!
უცნობი3:აქ ხომ მოხვალ!!!
ყველაფრისთვის პასუხს აგებ მახინჯოოო!!!
უცნობი4:ჯეისონს არ უყვარხარ!!!
აი ნახავ გიხმარს და მიგატოვებს,როგორც შეგეფერება ძუკნა!!!
__________________________
-რა უნდა ამ ხალხს? გუშინ რა მოხდა?ჩავილაპარაკე გაფითრებულმა და პირდაპირ ნიცას ნომერი ავკრიფე.
___________________________
ნიცა:ემილიიი!!!ძლივს გამოჩნდი!
სად ხარ?
დედაშენი გვირეკავდა და მოვატყუეთ რომ ბელასთამ რჩები!
ყველა შენზე ვნერვიულობთ ,სად გაქრი??
ემილი:ჯეისონმა ლას ვეგასში წამომიყვანა.
არ ინერვიულოთ, მალე დავბრუნდები და დედაჩემს უთხარი, რომ რამდენიმე დღე შენთან ვრჩები.
ფული არ მაქვს ,რომ წამოვიდე..ამიტომ მომიწევს ჯეისონს დაველოდო.
ნიცა:ანუ ეს სიმართლეაა?!!
ემილი მანდ რა გინდა მასთან ერთად?!
ემილი:მოიცა ,რა სიმართლეზეა საუბარი ვერ ვხვდები...ყველა რა სიმართლეს მიხსენებს ..გუშინ რამე მოხდა?!!
ნიცა:ჯეისონმა ყველას თვალწინ გამოაცხადა ,რომ შეყვარებულები ხართ!!!
არ იცი?! არ გამაგიჟო!
ემილი:რაააა???მატყუებ ხო??!! არა!!არაა!!შანსი არააააა!!
ჯეისონ შე არაკაცო!!!
ნიცა:ანუ ეს ტყუილიაა!?
ემილი:რა თქმა უნდა ტყუილია!
ასეთი რაღაც რომ ყოფილიყო, არ გეტყოდით?
ნიცა:კარგი ,კარგი..მაშინ შენ იცი აბა!
იცოდე არაფრის უფლება არ მისცე და მალე ჩამოდი!!
ემილი:კარგი ნიცა.
__________________________
-ამას უყურეთ ერთი !
რები დაუგეგმავს..ჯერ მოდი სახლში!ვიმუქრებოდი მე და ნერვიულობისგან ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი.
-მოვედი! გავიგე კიდეც ცოტახანში ჯეისონის ხმა.
-მატყუარააა!!! პირდაპირ ყვირილით გავემართე მისკენ და როგორც კი მივუახლოვდი ,ლოყაზე სილა გავაწანი!
ამაზე კი ჯეისონმა ის გააკეთა ,რასაც საერთოდ არ ველოდი!
მან მე პირდაპირ ტუჩებში მაკოცა.
-რას აკეთებ? გამიშვი ხელი!!
გავწიე მე უხეშად და გაფართოვებული თვალები მივაპყრე.
-ემილი ,გინდა თუ არა ჩემი იქნები!!გესმის?ეს მითხრა ,რაზეც მეტად დაბნეულმა ავხედე.
-ვინ ხარ საერთოდ? შენ ის არ იყავი, რომ გძულდი?
ახლა რა მოხდაა!??გეკითხები,რა შეიცვალა??!ისე ყვირილით ვკითხე,რადგან ვბრაზობდი!
-შემიყვარდი!!გითხარი უკვე!!
მიყვირა მანაც,რაზეც პირი დავაღე.
-არაა!!ტყუიიი!!
-დაგიმტკიცებ!!! თქვა ჯეისონმა და საბაზანოსკენ გავარდა ,შემდეგ კი იქიდან გამომძახა.
-ჩაიცვი ..გავდივართ!
მეც უბრალოდ გადავწყვიტე გამეკეთებინა რაც მითხრა.
საინტერესო იყო ,რას მოიმოქმედებდა ამჯერად.

ჯეისონის pov:
ვიდექი და სახეზე გამწარებული ცივ წყალს ვისხავდი, რა დამემართა?
ცოტხნის უკან ისე ,რომ ვერც გავაცნობიერე ,ემილის ვაკოცე!
-ჯეისონ მშვიდად..ვიმშვიდებდი თავს და თან შხაპის მისაღებად ვემზადებოდი.
-ჰეი მზად ვარ!
გავიგე უკნიდან მობეზრებული და ყოვლად უემოციო ხმა და წინ მიტრიალებულს,ემილი დამხვდა !მართლა ულამაზესი იყო.
-მმმ....გიხდება.
ვთქვი მე ნერვიულობით და შემდეგ მეც ჩასაცმელებისკენ გავემართე.
-ჩავიცმევ და წავიდეთ.
ვუთხარი მშვიდად,რაზეც მან თავი დამიქნია მხოლოდ.
ცოტახანში კი მეც მზად ვიყავი!
ემილის მოვკიდე ხელი და იქვე ახლოს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო კაზინოში შევედით .
-მობრძანდით!
თქვა კარებში მდგარმა დაკუნთულმა მამაკაცმა,რაზეც ამაყად გავუძეხი წინ ემილის,მაგრამ უკვე მთავარ დარბაზში შესულს ,კითხვა დამებადა.
-აბა რა ვქნათ ,არ ვითამაშოთ?ვიკითხე მე და აღელვებულმა გავხედე ემილის.
-ხოო. მიპასუხა ღიმილით და იქვე მაგიდასთანაც დავჯექით .
ვერც გავიგეთ დრო ისე გავიდა!
3 საათი მაინც ვთამაშობდით გაუჩერებლად და ფაქტობრივად სულ ვიგებდით!
-რომელზე დავდო?
მივუტრიალდი ემილის ღიმილით.
-ამმმ 15-ზე! მიპასუხა აღელვებულმა, ცოტახანს ფიქრის შემდეგ ,ნუ მეც ასე მოვიქეცი და რა თქმა უნდა ისევ გავიმარჯვეთ !
მე სიხარულით ემილის გადავხედე,ისე რომ ეს ვერც გავთვალე.
-მაგარი ინტუიცია გაქვს ემილი!
ღიმილით ვუთხარი,მაგრამ სახიდან ღიმილი სულ გამიქრა,ვიღაც უცხოს კითხვა ,რომ მომესმა უკნიდან.
-შეიძლება ეგ შენი ულამაზესი ინტუიცია ცოტახანს მეც მათხოვო?
იქვე მჯომმა ბიჭმა ასეთი კითხვა ,რომ დასვა, ცოტა არ იყოს გავბრაზდი!
-არა, არ შეიძლება..რადგან უკვე ჩემია.
ვუპასუხე ცივად და შემდეგ ცინიკური ღიმილით ვაქციე ზურგი
-მგონი დღეისვის გვეყოფა,სახლში წავიდეთ.
ხელი მოვკიდე და კარისკენ გავწიე.
-მოიცა..რა დაგემართა?!!
მან გაკვირვებით იკითხა,მაგრამ მე მაინც ჩემს იგივე აზრს დავჩემდი.
-ემილი!!წავიდეთ თორემ ვიცი რაღაც ცუდი მოხდება.
ხმას რომ ავუწიე,ემილიმ გააცნობიერა რას ვგულისხმობდი და შიშით თავი დამიქნია,შემდეგ კი უკან გამომყვა.

5 დღის შემდეგ :

მეხუთე დაიწყო რაც აქ ვართ.
ვაღიარებ ,რომ ემილის ამ 5 დღეში მართლა დავუახლოვდი.
ერთად ვიცინივართ,ათას რაღაცაზე ვლაპარაკობთ ,მგონი ნამდვილი შეყვარებულებივით ვართ!
ხანდახან კი უბრალოდ ერთმანეთს ვაშტერდებით და არაფერს ვიძახით,მაგრამ რომ ვაცნობიერებთ რასაც ვაკეთებთ ,ორივე უხერხულობისგან სიცილით ვკვდებით.
ემილი შესანიშნავი გოგოა.
სულ სხვა..სხვებს არ გავს და სულ არაა ისეთი ,როგორიც მეგონა.
ხანდახან მგონია, რომ მის მიმართ მართლა რაღაცას ვგრძნობ !
ეს კი მაშინებს ,რადგან სინანულის გრძნობა მაგიჟებს, როდესაც ვიცი, რომ ეს ყველაფერი სანაძლეოს გამო გავაკეთე.
-აიი იმ ვარსკვლავს შეხედე!
რას მოგაგონებს?
იკითხა ბავშვური სიცილით ემილიმ და ცაში თითით მიმითითა.
ორივე აივანზე ვიჯექით და ცას ვუყურებდით,ეს ჩვენი ბოლო დღე იყო და თითქოს განსაკუთრებულიც.
-მმმმ..რას და შენს თვალებს.
ღიმილით გავხედე ემილის,რაზეც მან მორცხვად გაიღიმა და თავი ჩახარა.
მე კი უეცრად ხელი მოვკიდე და ნელა ავაწევინე თავი.
-ემილი..შეიძლება უკვე გვიანია,მაგრამ მაინც მინდა ყველაფრისთვის ბოდიში მოგიხადო.
ეს რომ ვთქვი, მან გაკვირვებულმა გამომხედა.
-გაპატიე უკვე,ნუ ღელავ.
გამიღიმა თავისი ნაზი ტუჩებით,მე კი ამან სულ დამადნო რატომღაც!
-დიდი მადლობა თუ მაპატიე,მაგრამ მინდა  ერთ ინციდენტზე განსაკუთრებით მოვიხადო ბოდიში.
რადგან არ დაგიჯერე და ლეონარდოს და ლილის დავუჯერე მაშინ.
ამას რომ ვიძახდი ,თან გახსენებითაც კი მცხვენოდა თითქოს.
-ჯეისონ შენ გადამარჩინე ,რა მნიშვნელობა აქვს გჯეროდა თუ არაა!?სიცილით ამომხედა მან,რაზეც გავუღიმე.
შემდეგ კი უცნაური კითხვა დავსვი.
-ემილი....იქნები ჩემი?
არსაიდან ეს კითხვა რომ მოესმა აშკარად დაიბნა,მაგრამ ჩემს და გასაკვირად თავი დამიქნია და დამეთანხმა.
თვალებს ვერ ვუჯერებდი..ნუთუ უკვე შევუყვარდი?!
-ემილი..რამეს გრძნობ ჩემს მიმართ?პირდაპირ ეს კითხვა დავსვი და თან თვალებში ჩავხედე ემილის.
-არ ვიცი, ეს რა გრძნობა,მაგრამ კი ჯეისონ..მე შენს მიმართ გრძნობები მაქვს. თქვა ემილიმ მორცხვად და თავი ჩახარა.
-თავიდანვე,როდესაც გადამარჩინე,ან თუნდაც როდესაც მჩაგრავდი ,სინამდვილეში არასდროს არ მიგრძვნია შენს მიმართ სიძულვილი..ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რაღაც უცნაური განცდები მქონდა შენს მიმართ,რადგან იმ დაძაბულობის მიუხედავად ,რომელიც ჩვენს შორის იყო ,ვერ გიძულებდი..უცნაურია ხო?
ამიხსნა დაწვრილებით ემილიმ ,რაზეც მე მისკენ მივიწიე ახლოს და შემდეგ პირდაპირ ტუჩებში ვაკოცე!
ამაზე მანაც იგივეთი მიპასუხა.
ამის შედეგად მთელი გრძნობით ვკოცნიდით ერთმანეთს ,ზემოდან კი დიდი და ნათელი მთვარე დაგვყურებდა .
დღეს ღამით ის ჩემი გახდება.



№1 სტუმარი Marimari

Imedia droulad mova gons emili da ar miscens bevris uflebas, ki minda ertad ro iyvnen mara ar minda am etapze gaimarjvos jeisonma da sheasrulos tavis gegmsa, kargad unda igemos tanjva rogoria. Warmatebebi

 


№2  offline წევრი Butterfly122334455

Marimari
Imedia droulad mova gons emili da ar miscens bevris uflebas, ki minda ertad ro iyvnen mara ar minda am etapze gaimarjvos jeisonma da sheasrulos tavis gegmsa, kargad unda igemos tanjva rogoria. Warmatebebi

კი,კი ^^
დიდი მადლობაა❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი 《Sunshine》

საყვარლობაა ძაან ჯეისონი თავისივე დაგებულ მახეში გაება მაგრამ ვიცი რომ ემილი როდესაც გაიგეს ყველაფერს გული ძალიან ეტკინება

 


№4  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
საყვარლობაა ძაან ჯეისონი თავისივე დაგებულ მახეში გაება მაგრამ ვიცი რომ ემილი როდესაც გაიგეს ყველაფერს გული ძალიან ეტკინება

კი უკვე გაებაა :დ ❤️❤️
რა თქმა უბდა ეტკინება :(

 


აი ძალიან ძალიან გთხოვ ეცადე დღესვე დადო გაგრძლება, იმდენად სასიამოვნო წასაკითხია რომ მოცდა ჭირს(<3

 


№6  offline წევრი Butterfly122334455

ცისარტყელას ფერები
აი ძალიან ძალიან გთხოვ ეცადე დღესვე დადო გაგრძლება, იმდენად სასიამოვნო წასაკითხია რომ მოცდა ჭირს(<3

დიდი სიამოვნებით,მაგრამ 24 საათში ერთხელ შემიძლია მხოლოდ დადება :(
მიხარია რომ ისიამოვნეე❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent