შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ურეკის მზის ქვეშ ( თავი XVI)


3-08-2020, 07:30
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 2 883

თვალებს მძიმედ ვახელ,მარტო ვწევარ,საკუთარ ლოგინზე.
- აუუუჰ,გასკდა თავიი... ლუდი და ჯანდაბა მაგის რა... - ყელი ისეთი გამშრალი მაქვს,სიტყვებს ძვლივს წარმოვთქვამ. ვდგები,სარკესთან მივდივარ და ლამის კივილს ვიწყებ,ჩემი გამოსახულების დანახვისას.
- აჰჰ,გასაგებია ამ დილით ირაკლი რატომაც აღარ წევს ჩემს გვერდით. - ჩემს სიტყვებზე,თავადვე მეცინება და თმის ვარცხნას ვიწყებ,მერე კოსად ვიკრავ,სარაფანს ვიცვამ და ზუსტად ამ დროს ანგრევენ ჩემი დაქალები ოთახის კარს,ორივეს რაღაც ზეეე აჟიტირებული სახე აქვს.
- რა ხდება?რა სახეები გაქვთ? მარტო მე რატომ მისკდება თავი და რატომ ვგავარ უცოცხო ალქაჯს?! - ვაყრი კითხვებს.
- ოეე,ქერა,დამშვიდდი.. - იცინის ნინი.
- კაი ეგრე ნაზად რადგან მეუბნები...
- ოოო,მოიცა რააა,მაგარი ამბავი გვაქვს. - ტაშს უკრავს,გაბრწყინებული თვალებით. - მიდი ნუუც უთხარი.
- აუ იციიი. - იწყებს ნუცა აღფრთოვანებული.
- ბიჭებს დენდროლოგიურ პარკში მივყავართ. - ნინი არ აცდის წინადადების დამთავრებას და თვითონ მეუბნება.
- რაოო? დღეეს?
- ხოო გოგოოოოო. - ადგილზე ხტუვას იწყებენ.
- არ გიხარია?
- აუ კიი,მარა თავი ისე მტკივა,ვერ გამოვხატავ. -ვიღიმი.
- წამო ბაბუას სანთლის არაყი მაქვს წამოღებული,ერთი ას გრამიანი „გადაკარი“ და ეგრევე „გახსნის“ რა... - კაი მსმელი კაცივით ამბობს ნინი,ნუუუ.. ამბობს რაააა _“მებაზრება“
- ხოო,კაიიი. მართლა მიშველის? - თან კიბეებზე ჩავდივართ,თან ნინის ვეკითხები.
- რა ხდება? - მესმის ირაკლის მზრუნველი ხმა და მაშინვე მაჟრჟოლებას.
- ბარბის გუშინ ბევრი მოუვიდა და თავი სტკივა.
- კაი ტოოო - ეღიმება ირაკლის და მის ლოყებზე გაჩენილ ნაჩვრეტების დანახვისას თითქოს თავის ტკივილი მავიწყდება,ისე მინდა რომ შევეხო. მგონი ამჩნებს ჩემს მზერას და გამომწვევად ტეხს ტუჩის მარჯვენა კუთხეს. - ნუგზარი ბაბუს არაყი და ეგაა რა.
- ხოოო,მეც მაგას ვეუბნებოდი ზუსტად. წამო,გიმკურნალო. - ხელს მკიდებს და სამზარეულოში მიმათრევს,სადაც ლევანი და გიგი გვხვდება.
- ელზას გაუმარჯოოოოს. - ისე ამბობს,თითქოს ღვინით სავსე ფიალა ეჭიროს ხელში.
- ჩუმათ მხეცო,რა გაღრიალებს,თავი ტკივა. - უჩხავის ნინი,ჩემს გამო,არადა თვითონ უფრო ხმამაღლა „ლაპარაკობს“.
- ოოპ,ჩვენ ბოდიში... „პახმელია“ გაქ ბარბი? ეს ორი სიტყვა მაგრად უხდება ერთმანეთს: „პახმელია“ და ბარბი. - ხარხარს იწყებს და გიგიც ყვება,ბოლოს ნინის მკვლელ მზერას ამჩნევენ და წამსვე „სერიოზულდებიან“.
- „ბორჯომი“ გვაქვს,მოგიტან. - მზრუნველი თვალებით მეუბნება გიგი და დგება.
- დაჯექი მანდ უვიცო! - მხარზე ხელს ადებს ნინი და ისევ სკამზე აბრუნებს. - ბორჯომი მორჯომი არ ვიცი მეე. - კარადას აღებს და „ნაბეღლავის“ ბოთლში ჩასხმულ უფერულ სითხეს მისხამს,პატარა ჭიქაში და მიწვდის. - ესაა წამალი. მიდი ელზა,გადაკარი უცებ.
- აუუ ძაან მწარეა? - საწყლად ვიყურები. - არ მიყვარს... - ვიჭყანები და ენას ვაგდებ გარეთ.
- ელზა არ შეგვარცხვინო გოგოოოო. - ლევანი ლამის საგულშემატკივრო პომპონების ფრიალს იწყებს.
- მიდი ბარბი,ერთ ყლუპად გადაყლაპე და არ გაგიჭირდება,თან ეს მიაყოლე მერე. - ძეხვიან პურს მაწვდის გიგი. მეც ვსვამ და დენდარტყმული გველივით ვიკლაკნები.
- ფუუუუ,რააა მწარეაააა. - ლამისააა ყურებიდან ორთქლი გამოვუშვა - რა ცეცხლი და ნავთია ეს? - ვკივი და მერე ძეხვიან პურს ვკბეჩ,რაც მართლა მშველის.
- გადარჩა პაციენტი? - ღიმილიანი სახით კითხულობს,კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი ირაკლი.
- მგუდავდი გოგო? - ნინის მხარზე ვუტყაპუნებ ხელს.
- აუ პროსტაააა,უმადური,რომ დაიბადები.... - თვალებს ატრიალებს ნინი. - ხომ გიშველა და გამოგაფხიზლა?!
- ხუმრობ?! გამომაფხიზლა კი არა,ორ საუკუნეს აღარ დამეძინება. - მეცინება ჩემს მდგომარეობაზე.
- ოოო კარგია,მალე არ დაიღლები დღეს. რას ვშვებით,როდის მივდივართ?! - ირაკლის უყურებს მომლოდინე თვალებით.
- ასე მოდიხართ?
- გაგიჟდი? მე კაი ჯანდაბას,მარა ელზას ვერ უყურებ რა სახე აქვს? წავედით ჩვენ მოვემზადებით და ჩამოვააალთ. - ხელს გვკიდებს ნინი და მეორე სართულზე მიგვათრებს.
- ისე ცნობისთვის,ჩვენც ვიცით სიარული. - იცინის ნუცა.
- გეტყობათ რაა... ყველგან ჩემი სათრევი ხართ. მიდით აბა,ჰეეე გამოიპრანჭეთ და გავიდეთ.
- რას იცვამ შენ?
- აუუ ალბათ იმ ნაჭრის შორტს ჩავიცვამ წელს რომ მაყიდინეთ და ირაკლის ჩამოტანილ თეთრ მაისურს.
- მაგარი იქნება.
- ხო აბააა. - წამწამებს აფახუნეს,მერე ფხიზლდება და ისევ ჭაჭყანს იწყებს. - ნუ სარგებლობთ ჩემი სისუსტით,მიდით ახლა მოემზადეეთ.
ჩემს ოთახში შევდივარ და კარადასთან ვდგები.
-აუუუუ რა ჩავიცვა? რაღაც ფერადი მინდა. - თვალებს ვაწვრილებ და ისე ვუყურებ თაროებს,მერე ცისფერი ფერის გრძელ სარაფანს ვხედავ და სწრაფად ვიღებ. ვიცვამ და ვხვდები რომ ეს სწორედ ის არის რაც მე მჭირდებოდა. წვრილ,დაგრეხილ ბრეტელზე,კოჭამდე სიგრძის,ცისფერი კაბა,რომელსაც უკან ზურგი საერთოდ არ აქვს,წინ კი საკმაოდ დიდი ჭრილით არის მკერდთან.
- ვგიჟდები ამ კაბაზეეე. - ადგილზე ხტუნვას ვიწყებ,მერე ვიცვამ და სარკის წინ ვტრიალდენი. მკერდზე ისე მაქვს მომდგარი,ბიუსჰალტერი არ სჭირდება,ამიტომ არ ვიცმევ. თმას ვისწორებ სწრაფად,ყურს უკან ვიწევ,სანდლებს ვიცვამ და ეგ არის. სარკის წინ ერთხელ კიდევ ვტრიალდები და კმაყოფილი სახით ჩავდივარ ქვემოთ,სადაც მხოლოდ ირაკლი მხვდება,რომელიც რაღაცნაირი სახით მიყურებს. ეს მზერა თან მსიამოვნებს,თანაც მაფორიაქებს. „ მგონი ეს კაბა არ უნდა ჩამეცვაა.“ ჩემი მეორე მე კივის და რაც შეიძლება დახურულ ტანსაცმელს ეძებს.
- რა ლამაზი ხარ... - ისეთი ხმით ამბობს,წამით ეჭვი მეპარება ირაკლიმ წარმოთქვა ეს სიტყვები თუ არა,მაგრამ მერე ჩემთან ძალიან ახლოს მოდის და ზემოდან მაჩერდება. მის შავ თვალებს ვუყურებ,რომელშიც ვარსკვლავებივით ბრჭყვინავენ უცხო ფიგურები. მისი მზერაც საკმარისია ჩემთვის,უსიტყვოდ ვხედავ რასაც გრძნობს ამ წამს. სახესთან ახლოს მოაქვს თავი,საფეთქელს საფეთქელზე მადებს და მეჩურჩულება.
-ჩემი ხარ... - მის სიტყვებზე თვალები მეხუჭება. ყოველთვის ეგოისტი ვიყავი და ახლაც საშინლად მსიამოვნებს მისი სიტყვები,მაგრამ ისიც მინდა ვიცოდე,რომ ჩემია,მხოლოდ ჩემი.
- შენი... - ყურში ჩავჩურჩულებ და იქვე ვკოცნი. სახეს მისწორებს,თვალეში მიყურებს და ეღიმება,ხვდება,რომ გულით ვამბობ ამ სიტყვებს.
- ოუუუ გვრიტებო,მაპატიეთ მაგრამ ჩვენც აქ ვართ და ძალიან გთხოვთ მოშორდით ერთმანეთს,რადგან არ მინდა ახალგაზრდობა დამიმახინჯდეს. -ნინის სიცილი გვაფხიზლებს.
-რა თქმა უნდა,ვინ მოგასვენებს რაა... - ირაკლის უკმაყოფილო სახეზე მეცინება.
-ნუ გეშინია იკაკო,სხვა დროსაც მოასწრებთ მოსიყვარულებას. - იკლაკნება ნინი.
- გოგოოო,ნუ ცანცარებ. - თვალებს უბრიალებს.
- ნადირი.
- რაოოო? - თვალებს აწვრილებს ირაკლი,ნინისკენ გარბის და მხარზე იდებს.
-აუ არააა. ოღონდ ეგ არა რაა...- ფართხალებს და განწირული ხმით კივის ნინი. - არ ქნა ეგ....
- გვიანია ნინიკო,გვიანიი. - ხითხითებს ირაკლი და ნინის გვერდებში უღიტინებს.
-არააააა. მიშველეეეეთ. - თან იცინის თან კივის,ჩემი გიჟი დაქალი. მის კივილზე ერთად შემორბიან ოთახში ბავშვები .
- რა ხდება?
-ახლა რაღა ხდება? - ერთხმად კითხულობენ.
- გააჩერეთ ეს მხეციიი. ახლა გული წამივა...
- კარგი იყო ენას,რომ ატლიკინებდი?! -დუნდულოზე მსუბუქად ურტყამს ირაკლი.
- აუ რა გიჟები ხააართ. - იცინის გიგი.
- რა გჭირს ტოო,მაგან გიკბინა,თუ რამ შეგაცოფა? - დასცინის ლევანი.
- შენც გინდა? - წარბებს მაღლა წევს ირაკლი.
- არა რა გჭირს ,ვიხუმრე. - ხელებს მაღლა წევს ლევანი.
- დამსვი მხეცო,დამეკუჭა შენი ნაჩუქარი მაისური.
- მაისურის ხათრით იცოდე. - თითს უქნევს და მიწაზე აბრუნებს.
-თავისუფლებაააა. წავედიით? - ისე უდარდელად აგრძელებს,თითქოს წამის წინ მე ვკიოდი განწირული ხმით.
- გავედით. - თავს აქნევს ირაკლი და გარეთ გადის.ჩვენც მას მივყვებით.
-ხუმრობთ? -ლამისაა ძირს ჩამომივარდეს ყბა.
- მიტინგია და არ ვიცით?- იცინის ლევანი.
- აუ ეს ხალხი როდის შეეეტევა ახლა რააა,კარვები უნდა წამოგვეღო.
- გენია ხარ. - თავზე ხელს უსვამს ირაკლი დას და შუბლზე კოცნის.
- ნუ დამცინიიიი. აბა რა უნდა ვქნათ ამდენ ხანს?
- ხალხის რაოდეობით თუ ვიმსჯელებთ,კაი მოზრდილი ყანის მოტეხვას მოვასწრებთ. - უკვე ხარხარებს ლევანი.
- ოოო. კაით რააა. ახლა ჭკუიდან გადავალ. ან წინ გამატარეთ ან უკან. ალყაში ვაართ.
- მორჩა პანიკებშია. - აღნიშნავს ნუცა დანანებით.
- დამშვიდდი,თორემ ვიღაცას ცხოველი ეგონები და გამოგამწყვდევან შენც აქ.
- რამე ხმა გესმით? - თვალებს აფახუნებს ნინი. - უიიი მაიმუნი გამოქცევიათ და შევატყობინოთ,რომ დააბრუნონ ისევ უკან. -თვალებ დაწვრილებული აჩერდება ლევანს.
- მშვიდად,მშვიდად. ხალხი აქ სანახაობისთვის კი არის მოსული მაგრამ,ჯერ პარკი დაათვალიერონ და თუ რამე მერე დადგით ცირკი და დრამა. - დას და მეგობარს ამშვიდებს ირაკლი.
- შენი ხათრით იცოდე ძმაა. - მხარზე ხელს უტყაპუნებს ნინი.
- ღმერთო რა მეშველება? - ზემოთ იყურება ირაკლი.
-არც არაფერი ბრაატ. - ეკრიჭება ნინი.
-მიდი ერთი კარგად აცხე რააა. - ადამის ვაშლთან კანს იწელავს ლევანი და ისე ეხვეწება.
- ბიჭოოოო. - თვალებს უბრიალებს ირაკლი.
-ხალხოო,მშვიდად და ცივილიზებულად ახლა... ჩვენი ჯერია უკვე. - გვაფრთილებს ნუცა და ჩვენც სანახაობის მოლოდინში სერიოზული სახეებით შევდივართ პარკში.
- გვეღირსა ეეე. - აღფრთოვანებული,ცოტა მოდებილო სახით ამბობს ლევანი . - ხოოო მარაა ხის მეტი,ვერაფერს ვხედავ აქ,რა უბედურებაა?! - მალევე ეცვლება სახე.
- ღმერთო გვიშველე. - ამჯერად გიგი მიმართავს.
- რაა? - მომლოდინე თვალებით უყურებს გიგის.
-არაფერი,არაფერი. - ფხუკუნს იწყებს.
- მოიცაათ. - გვაჩერებს ლევანი და იქვე მდგარი კაცისკენ გარბის. - უკაცრავად აქ ატრაქციონები სად არის? - ამას ამბობს თუ არა,მაშინვე სხვადასხვა მიმართულებით გავრბივართ ყველანი,თან ვხარხარებთ.
- სად გარბიხართ ეეე....- ბავშვივით უკან მოგვდევს. - კაი ხოოო,მორჩა ხმა არ გამაგონოთ ამაზე. - გვიბღვერს და მერე თვითონაც ეცინება.
სადღაციდან ჩოჩქოლის ხმა ისმის და ვხედავთ ფლამინგოს გალიასთან შეკრებილ ხალხს.ახლოს მივდივართ და ვამჩნევთ ნინის,რომელიც დაცვას ეჩხუბება,გინდა თუ არა ახლოს უნდა მივიდე ფლამინგოებთან და სელფი გადავიღოო.
- აი ახლა კი მომკალითთ... - ლამისააა იქვე გავგორდე სიცილისგან.
- აუ ჩემი ამბავი გადაჯოკრა. - ხარხარებს ლევანი.
- რა დავაშავე. - ამბობს ირაკლი და ნინისკენ მიდის. შორიდან ვხედავთ ნინის დასჯილ სახეს,ალბათ ბოდიშს იხდის.
- რას აპირებდი გაფიცებ? - დასცინის ლევანი.
- მოაკეტინეთ ახლა ამას სანამ მთელია.
- აუუუ მაგარი იყოოო. - არ წყვეტს სიცილს ლევანი.
- ირაკლიიი,უთხარი რამეეე. -პატარა ბავშვივით ეჭიჭყინება ძმას.
- თეძოზე შემოგისვამს და ისე გატარებს არ გინდა?
- მორჩა! ახლა ამას გავპუტავ!- ლევანისკენ იღებს გეზს,მაგრამ ირაკლი აჩერებს და ხელში აყავს.
- გაჩერდები,თუ კისერზე შემოგიჯინო?- სერიოზული სახით ეკითხება,რაზეც ყველას ხარხარი გვიტყდება. უკვე ყველა ჩვენ გვიყურებს.
- მორჩით,თორემ მინიმუმ გაგვყრიან და მაქსუმუმ გაგვყრიან,პარალელურად გაზეთებში გამოგვაჭენებენ,რაც არ მაწყობს.
- აუ მართალია რა.- ამბობს ნუცა,მაგრამ ღიმილს მაინც ვერ იკავებს.
- აუ მომშივდა...- ამბობს ნინი.
- დროა უკვე? - მეცინება.
- გოგოოო. - ერთი სიტყვით მემუქრება.
- აუ მართლა წავიდეთ უკვე და სადმე ჩამოვჯდეთ რა. - ხელებს ერთმანეთს უხახუნებს ლევანი.
- კარგით ხოოო. - ბოლოს ნებდება ირაკლი და კაფეში მივდივართ.
- იიშ რა სუნია. - ემოციებს ვერ მალავს ნინი.
- დამშვიდდი ნინი,ცოტაც გაუძელი გოგოოო. - დავცინი და ისიც არ აყოვნებს და მკვლელი მზერით მასაჩუქრებს.
- კარგით ხოო,რა შევუკვეთოთ? - კითხულობს გიგი და სწორედ ამ დროს მოდის ჩვენს მაგიდასთან მიმტანი,ჩვენც ვუკვეთავთ სასურველ საჭმელს და მოგვიანებით მადიანად მივირთმევთ.
- უჰ მართლა კარგი იყოოო. - სკამის საზურგეს აწვება ლევანი,თან ძალიან კმაყოფილი გამომეტყველება აქვს.
- ვეთანხმები. - ხელს წევს ნინი.
- ნინი რაღაცაზე დამეთანხმა ხააალხოოო. ეს უნდა ავღნიშნოთ. - იკრიჭება ლევანი,ლიმონათიან ჭიქას მაღლა წევს და ერთი ამოსუნთქვით სვამს.
-აუ არ წავიდეთ. - ამბობს ნუცა და ლევანს ადებს მხარზე თავს.
- ეძინება ჩემს ფერიას? - შუბლზე კოცნის.
- დავიღალე.
- ერთი ვიცეკვოთ და გავიდეთ ხომ? - დგება და ნუცასთან ერთად იწყებს ცეკვას,ნელ მელოდიაზე. ნინი გიგის მიათრევს და ეცეკვება.
- წამო.- ხელს მიწვდის ირაკლი და გამომწვევად მიღიმის.
- სერიოზულად?
- დიახ. - ხელებს მის მხრებზე ვალაგებ და სიმღერის რიტმს ვყვები. წელზე მხვევს ხელებს და ასე მგონია მწვას,ისეთი მხურვალეა.
- რა მწველი ხარ. - არც კი ვიაზრებ რას ვამბობს.
- შენ კიდევ ძალიან სექსუალური. - გამომწვევად ეღიმება და მეც ვწითლდები მის სიტყვებზე. ჩემი შეფაკლული ლოყები რომ ვერ შეამჩნიოს,მის ყელში ვრგავ თავს და ისე ვაგრძელებ ცეკვას,ის კი მის თლილ ხელებს დაასრიალებს ჩემს მოშიშვლებულ ზურგზე. მელოდია,რომ არ დამთავრებულიყო,ალბათ იქვე ჩამოვიღვენთებოდი მისი შეხებისგან. ჩემკენ იხრება და რაღაცნაირად უფრო ჩამუქებული თვალებით მიყურებს. შუბლზე მკოცნის და ბავშვებისკენ ტრიალდება.
-გავედით ხომ?!
-წავედით.
სახლში მივდივართ. მწველი და დამღლელი დღისგან გამოფიტული ბავშვები იმ წამსვე წვებიან,მე კი ტრადიციულად ყავას ვიკეთებ და მარტო დარჩენილი სამზარეულოში ვსვამ. არასდროს არ მოქმედებდა ჩემზე ყავა ისე,როგორც სხცებზე,პირიქით მთენთავს და მაძინებს.
ზემოთ ავდივარ,ფეხსაცმელებს ვიხდი და სწორედ ამ დროს ქვრება შუქი.
-აუ არააა. რა ბედი მაქვს ღმერთოო. ვერ ვიტან სიბნელეს.- ხელის ცეცებით ვიღებ ტელებონს და განათებას ვრთავ. ასე ვერ დავიძინებ,ამიტომ ფანრის სათხოვნელად ფეხშიშველი გავდივარ ირაკლის ოთახში. ჯერ ჩუმად ვაკაკუნებ და მერე ვაღებ კარს. ირაკლი ფანჯარასთან დგას და ეწევა. ზოგადად არ ეწევა ხოლმა,ის ხომ სპორტსმენია,მაგრამ უნდა ვაღიარო,რომ საშინლად უხდება სიგარეტი.
- ბარბარე? - გაოცებული მიყურებს.- რა მოხდა?
- შუქი წავიდა. - ჩამს საწყალ სახეზე ეღიმება,მაგრამ მერე ისევ ისე უმუქდება თვალები.
- რატომ ეწევი?- მასთან ახლოს მივდივარ,სახეზე ხელისგულებს ვადებ და თვალებში ვუყურებ. ვგრძნობ,როგორი გახშირებულიც აქვს სუნთქვა. - რა გაწუხებს?- ხელებს ყელზე ვუცურებ და ცერა თითით ვეფერები.
- შენი ახლოს ყოფნა და ამავდროულად სიშორე მაწუხებს. - ამბობს მშვიდად,მისი ხავერდოვანი ხმით.მესმის რასაც გულისხმობს. თვალებს ხუჭავს და ღრმად ისუნთქავს ჰაერს. თითის წვერებზე ვიწევი,თავს ახლოს ვწევ მის სახესთან და ნაზად ვახებ ბაგეებს ყბის ძვალზე,მერე ნიკაპზე და ბოლოს ტუჩებზე. თვალს ახელს და გაოგნებული მიყურებს,მკრთალად ვუღიმი. ხელებს წელზე მიცურებს და სხეულზე მჭიდროდ მიკრავს.
- მაგიჟებ.
- ვხედავ. - ეშმაკურად ვუღიმი და მაისურის ქვეშ ვუცურებ თითებს.
- ბარბარე... ნუ მეთამაშები. - სერიოზული სახით მიყურებს,მაგრამ ხმა უტყდება ჩემი შეხებისგან.
-ჩშშ... - ვამბობ და ყელზე ვკოცნი ნაზად,რაზეც აჟრჟოლებს. მერე თმებში ვუცურებ თითებს და ვკოცნი,ისე თავდავიწყებით,როგორც არასდროს. ხელს კაბის ქვეშ აცურებს და ბარძაყზე მიჭეს ისე რომ კვნესას ვერ ვიკავებ,მერე წელზე მისვამს და ისე აგრძელებს კოცნას. მაისურს თავს ზემოთ ვაძრობ და მის შიშველ მხრებზე ვასრიალებ ხელებს.
- მოვკვდები... მოვკვდები ახლა გაჩერება რომ მთხოვო. - ამბობს ვნებისგან დაბოხებული ხმით.
- არა..არ გთხოვ. - მისი შეხებისგან გამოწვეული ემოციებით აფორიაქებული,სიტყვებს ძვლივს ვაბამ. ყელს ნაზად მიკოცნის,კაბის ბრეტელებს მხრებზე მიცურებს და მოშიშვლებულ მკერდს მიკოცნის. თვალები მეხუჭება და თავს უკან ვაგდებ.
- მაგიჟებ. - ბუტბუტებს ჩემს მკერდთან და სველ კოცნას მიტოვებს. კაბას სხეულიდან მაშორებს და ქვედა საცვლის ამარა მაწვენს საწოლზე. ვნებისგან გახურებულს მსიამოვნებს,ცივი მატერიის შეხება და თვალებს ვხუჭავ. ირაკლი ზემოდან მექცევა და გახშირებული სუნთქვით,ჩუმად მეკითხება.
-დარწუნდებული ხარ? - ვხვდები,რომ არასდროს ვინანებ მასთან გატარებული წამებს. ხელს ყელზე ვხვევ, ჩემკენ ახლოს ვწევ და ვკოცნი. ისიც მყვება,თან ხელით მეფერება წელზე,მუცელზე,მკერდზე. მეც უგზოუკვლოდ დავასრიალებ ხელებს მის ზურგზე და შიგადაშიგ ამოუცნობ ბგერებს ვისვრი სიამოვნებისგან. მკოცნის,ხელს ქვედა საცვლისკენ აცურებს და უკანასკნელი ქსოვილისგანაც მათავისუფლებს. ახალი შეგრძნების მოლოდინში სხეული მთლიანად მეჭიმება.
- ნუ გეშინია. - ჩამჩურჩულებს ირაკლი, ნაზად მკოცნის და ჩვენი სხეულები ერთიანდებიან.
ესეც მეთექვსმეტე თავი <3 მთაში ავბარგდი და მაგიტომ ვერ მოვახერხე ამ დღეებში ახალი თავის დადება. :დ <3 იმედი მაქვს მოგეწონებათ. მადლობა რომ კითხულობთ <3



№1  offline წევრი 《Sunshine》

ოჰო ძლივს ეღირსა :დდ ძალიან მომწონს აი ეხლა ხომ მალე დაამატებ და აღარ დაგვტანჯავ

 


№2  offline წევრი უმადრუკი M

《Sunshine》
ოჰო ძლივს ეღირსა :დდ ძალიან მომწონს აი ეხლა ხომ მალე დაამატებ და აღარ დაგვტანჯავ

აუუ ხოო :დდდ ახლა დავდე ახალი თავი ^_^

 


№3 სტუმარი

აუუ რატო დამთავრ ესე მალეე. მეტი 18+!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent