შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამალული მოკაშკაშე ვარსკვლავი დასასრული


4-08-2020, 18:31
ავტორი lashausafrtx
ნანახია 1 314

გავიდა დრო, 2004წლის ოლიმპიადაც მოახლოვდა გიორგი ქვიადაძე ხვდება ნიკოლოზ დერიუგინს, დაიწყო შეხვედრა, გიორგის კარგად ახსოვს მისი მწვრთნელის მითითებები, ამიტომ შეტევას არ ჩქარობს, მხოლოდ ნიკოლეის დარტყმებს იგერიებს და თან უახლოვდება ნიკოლაის, მიუახლოვდა მისი მარცხენა მარჯვენა პირდაპირები მოიგერია და მარცხენა ფუკით პასუხობს ნიკოლაის ყბაში, ნიკოლაი უგონოდ ეცემა ძირს, რაღათქმაუნდა ამ ბრძოლაშიც გიორგიმ გაიმარჯვა.
გავიდა ხანი, ახლა გიორგის მეორე შეხვედრაა და ის ხვდება ეგვიპტელ მოკრივეს, დაიწყო პირველი რაუნდი როგორც ყოველთვის გიორგი თავდაცვაზეა გადასული მაგრამ, უეცრად მეტოქემ გიორგის ძლიერი დარტყმა მიაყენა, სახის არეში, გიორგი გაბრუებულია მაგრამ, მაინც იბრძვის, შეტევაზე არ გადადის მხოლოდ იგერიებ,ს და აი კიდევ ძლიერი დარტყმა ნეკნში, გიორგი უკვე ქულებით აგებს მას თავში ხვდება ხშირად პირდაპირი დარტყმები, მაგრამ მყარად დგას თითქოს ვერც გრძნობს ვერაფერს.
მოუქნია მეტოქემ გვერდიდან გიორგის, გიორგიმ მოიგერია და მუშტების წვიმა დააყარა მეტოქეს, კუთხეში მიიმწყვდია და ძლიერად ურტყამს მუცლის არეში, მარჯვენა აპერკოტს, და აყოლებს მარცხენა ჰუკს, მოწინააღმდეგე უსულოდ წყდება ადგილიდან და ეცემა ძირს, ამ ბრძოლაშიც გაიმარჯვა გიორგიმ. ამან განარისხა ეგვიპტელი მწრთვენელები და თავდასხმა სცადეს გიორგიზე გიორგიმ მოიგერია რამდენიმე ეგვიპტელი და მას ეხმარებაიან მისი მრწრთვნელი და ქართველი მოკრივეები საბოლოოოდ გიორგი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, გიორგის გამარჯვებას უკვე მთლიანი ქვეყანა აღნიშნავს, მისი მშობლები სიამაყით სავსენი არიან.
გავიდა დრო, გიორგიმ უამრავი მეტოქე დაამარცხა, და მან სახელი ძალიან მოიხვეჭა.
2008 წლის ოლიმპიადაც წარმატებით დაასრულა, ახლა გიორგი 32 წლისაა ის დაოჯახდა, მას ჰყავს ცოლი და ორი შვილი, გიორგი უკვე ორ გზის ოლიმპიური ჩემპიონია მას შემდეგ მან მსოფლიოც მრავალჯერ მოიგო.
2010 წელი გიორგიმ შემთხვევით თვალი შეავლო ამერიკელი მოკრივის მაიკლ ჯონსის საუკეთესო ნოკაუტებს, მას სურვილი გაუჩნდა გაეგო რა წონაში ასპარეზობდა ეს ათლეტი, ამიტომ დაიწყო მისი მოძიება, ხომ მართლა დაგვავიწყდა იმის შეხსენება რომ გიორგიმ შეისყიდა საკუთარი დარბაზი, სადაც, მის მწრთვნელს ამუშავებს.
ერთ დღესაც გიორგი მისი დარბაზის კაბინეტში ზის და კარზე კაკუნია, გიორგი:მობრძანდით! გენო გამარჯობა რამ შეგაწუხაა?
გენო: გიორგი შენთან ერთი სათხოვარი მაქვს და უარი არ უნდა მითხრა.
გიორგი: რას ამბობ გენო რა უნდა მთხოვო ისეთი რომ მე შენ უარი გითხრა.
გენომ შემოიყვანა სავარძელს მიჯაჭვული ყოფილი ჩემპიონი, ვიქტორ მაჩაბელი, გიორგიმ არც კი შეიმჩნია წარსულის წყენა და ჰკითხა, რით შემიძლია დაგეხმაროთ? ვიქტორი ყოფილი ჩემპიონია ის ადრე ვარსკვლავებს ეთამაშებოდა ახლა კი ის აღარავის აღარ სჭირდება.
2008 წლის ომში ყუმბარა აუფეთქდა და ის სამუდამოდ მიეჯაჭვა სავარძელს, იქნებ დარბაზში რამე საქმე გამოვუძებნოთ, რომ იარსებოს, სულ რომ არაფერი ის ხომ შენი კუმირი იყო უთხრა გენომ. დარბაზში არაფერია ისეთი რისთვისაც ვინმე გვიჭირდებოდეს მაგრამ შემიძლია, პარაოლიმპიერების მწრთვნელად ვამუშაო, თანახმა ხართ? რა თქმა უნდა, თანახმა ვარ შვილო უპასუხა ვიტორმა, ძალიან კარგი მაგრამ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ბატონო ვიქტორ. გისმენთ! მაშინ როცა თქვენი სახელობის დარბაზის გახსნის ცერემონიაზე, გენომ ჩემი თავი გაგაცნოთ, რატომ არ ჩამომართვით ხელი? ეკითხება გიორგი.
განო: მაშინ შენ ხალხად ითვლებოდი შვილო თქვენ ყველანი ერთნი იყავით ჩემთვის, მე არ გარჩევდით ერთმანეთისგან, უპასუხა ვიქტორმა.
და ახლა? ახლა ვინ ვარ თქვენთვის? ეკითხება გიორგი.
ახლა მსოფლიოს მრავალ გზის ჩემპიონი ხარ, ამ სავარძელში რომ არ ვიჯდე დაგამარცებდი. ეს შენთვის დიდი პატივი იქნებოდა, პასუხობს ვიქტორი.
შენი კუმირი ხომ შენზე ძლიერი იქნებოდა.
ბატონო ვიქტორ, ჩემი კუმირი თქვენი სახელობის დარბაზის გახსნაზე მოკვდა, რაც შეეხება ჩვენს ორთაბრძოლას, გეთანხმებით, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იქნებოდა, მაგრამ ჩემთან თქვენი დამარცხება, დიდი ტრაგედია იქნებოდა, ასე რომ ღმერთი მოწყალეა, მან დაგინდოთ და სავარძელს მიგაჯაჭვათ ასე აგარიდათ თავს ეს ტრაგედია.
ვიქტორმა მოაბრუნა თავისი ეტლი და დატოვა გიორგის დარბაზი.
გავიდა დრო, გიორგის გააცნეს ამერიკელი მოკრივე მაიკლ ჯონსონი, ისინი შეთანხმდნენ ორთაბრძოლაზე მაგრამ, ორთაბრძოლა აუცილებლად ლოს-ანჯელესში უნდა ჩატარებულიყო. ერთი სიტყვით გიორგიმ მზადება დაიწყო ამირიკელ ჯონსონთან შესახვედრათ,
მაგრამ გიორგი ძველებურ ფორმაში აღარ იყო რადგან ის უკვე ასაკში იყო.
50 წელს გადაცილებული, თმაში და წვერში ჭაღარა გარეოდა.
და აი დადგა დრო გიორგის და მაიკლის შეხვედრისა რინგზე,
შენობაში უამრავი ხალხია, დაიწყო შეხვედრა გიორგის როგორც ჩვევეია დარტყმებს იგერიებს და საპასუხოდ პასუხობს იდაყვებში და ხელთათმანებში, ჯერ ჯერობით ვერცერთი ვერ ანხორციელებს ძლიერ დარტყმებს, ამასობაში მეშვიდე რაუნდი დაიწყო, მოკრივეები ისევ იმ ტემბით აგრძელებენ ასპარეზობას მანამ სანამ მაიკლმა უეცრად და ძლიერად მარცხენა აპერკოტი არ უთავაზა ქვედა ყბაში გიორგის, ეს არ კმარა და მიაყოლა ძლიერად მარჯვენაა ჰუკი მარცხენა ყბაში, შემდეგ ისევ მარცხენა აპერკოტი ცხვირში, გიორგი უსულოდ ეცემა ძირს, დარბაზში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა ფიქრობდა რომ გიორგი გარდაიცვალა, მაგრამ გონზე მალევე მოვიდა. გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა, ამერიკელმა მაიკლ ჯონსონმა, ჩემპიონი კი პირველად დამარცხდა.
ამ დამარცხებისს შემდგომ კი, გიორგიმ პრესაში განაცხადა, რომ ის უკვე ასაკში იყო და მისი დიდი სპორტიდან წასვლის დრო იყო. არც კი ვიცი ეს რატომ გააკეთა, იქნებ შეეშინდა? იქნება დამარცხებამ გული აუცრუა? ან იქნებ სულაც უკვე იმ ასაკში იყო როცა რინგს უნდა გამომშვიდებოდა.
ერთი სიტყვით ასე იყო თუ ისე, ის მაინც ვარსკვლავი გახლდათ დამალული მოკაშკაშე ვარსკვლავი.
გიორგიმ მისი წასვლა სპორტიდან წვეულებით აღნიშნა, უამრავი ადამიანი დაპატიჟა, ნაცნობი თუ უცნობი, ის ისეთი ბედნიერია თითქოს გამარჯვებას აღნიშნავდეს.
მის წვეულებას ესწრებოდნენ მისი ოჯახი, ასევე ესწრებიან გენო და ყოფილი ჩემპიონი ვიქტორი.
გიორგიმ ხელში მიკროფონი აიღო და სიტვით გამოდის, მე მოხარული ვარ რომ ჩემს წვეულებაზე ამდენმა ხალხმა მოიყარა თავი, ებევრად მეტმა, ვიდრე ბატონი ვიქტორის სახელობის დარბაზის გახსნის ცერემონიაზე... ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ამბობს გიორგი. ბატონი ვიქტორის დამსახურებაა რომ დარბაზი გახსნა და მე შევძელი ვარჯიში, რაღა თქმა უნდა მადლობა მინდა მოვუხადო ჩემს მწრთვნელს, ასევე მადლობა მინდა მოვუხადო ჩემს ცოლშვილს, რადგან ისინი რომ არ არსებობდნენ ჩემს ცხოვრებაში, არანაირი აზრი არ ექნებოდა მას.
დიდი მადლობა მინდა მოვუხადო მამაჩემის ბავშობის ამხანაგს, გენო ვაშახმაძეს.
უდიდეს მადლობას ვუხდი ჩემს მშობლებს, მამაჩემმა ალექსანდრემ გზა გამიკაფა ჩემი სურვილების ასრულებისთვის, მან თავის პრინციპები უკან გადადო, და იზრუნა იმისთვის რომ ჩემი ოცნება ამსრულებოდა, მადლობა მამა შენ ეს შეძელი, შენ გამოაჩინე ჩემში დამალული ვარსკვლავი. ისმის ტაში.. ამ დროს ალექსანდრე ტირის... ეს იყო რისი თქმაც მსურდა ახლა კი იმხიარულეთ.
გიორგიმ ცოტახანი განმარტოება გადაწყვიტა აივანზე გავიდა და ვარსკვლავებს აკვირდებოდა , უეცრად მას ყურში ჩაესმა, ლუიჯი ბოჩერინის მელოდია და მან თავში უსიამოვნო ტკივილი იგრძნო, თითქოს ეცნო ეს კადრი მას, აღელვებულმა გიორგიმ უცბად მიიხედა უკან და მან დაინახა სერხიო, იგივე სეხე, რა იყო ასე უნდა შემხვდე? ჰკითხა სეხემ , ზურგიდან რას მეპარები პირისპირ მოსულიყავი, სასმელზე დაგპატიჟებდი, უპასუხა გიორგიმ, მადლობა არ ვსვამ, ძალიან მომენატრე და როგორც იქნა შევხვდით.
გახსოვს? რომ გითხარი განსაკუთრებული სიკვდილით დაგაჯილდოვებ მეთქი, როგორც კი ამის დრო დადგება თქო, ახლა კი შენი წვეულებაა და ვიფიქრე ამაზე კარგ დროს ვერ შევარჩევდი, მიდი მომკალი, თუ ეს შვებას მოგიტანს მიუგო გიორგიმ.
მოკლედ მეორე და ბოლო შანსს გაძლევ ან სიცოცხლე ან სიკვდილი დამიჩოქე და შემევედრე რომ აქედან ცოცხალი გაგიშვა! რას იტყვი? წადი შენი! უპასუხა გიორგიმ. მომკალი თუ მკლავ, მომწონხარ გიორგი, ნამდვილი მებრძოლი სული გაქვს, ამიტომ განსაკუთრებულად მოგკლავ, თანაც შენ ადრე შანშსი მომცეცი მუშტებით გაგმკლავებოდი და ძირს აღმოვჩნდი და დავმარცხდი.
ახლა კი ჩემი რიგია, სეხემ აიღო ერთი დანა და გიორგის გადაუგდო, აიღე ეს დანა და ვინც პირველი მოვახვედრებთ ერთმანეთს ცოცხალიც ის დარჩება.
გიორგიმ ფეხით გადააგდო დანა და უპასუხა: მე ჩემი იარაღით ვარ, და მუშტები დაიჭირა ყბასთან, კერკეტი კაკალი ხარ გიორგი, ეს არის სწორედ შენი სიკვდილის მიზეზი, უპასუხა სეხემ.
ამოიღო რევოლვერი და პირდაპირ შუბლში ესროლა გიორგის და გაუჩინარდა. გიორგის სიკვდილის შემდგომ, ალექსანდრე გალოთდა, და მალევე გარდაიცვალა.
გიორგის ვაჟს შურისძიების სურვილი არ ასვეენებდა და იმედს არ კარგავდა რომ ადრე თუ გვიან იპოვიდა მამის მკვლელს.
კრივის ფედერაციამ გიორგის ქვაზე წაარწერა გააკეთებინეს, დამალული მოკაშკაშე ვარსკვლავი.



№1  offline წევრი mashkamasho

ძალიან მომეწონა დასასრული, ვფიქრობ კიდევ უნდა დაწეროთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent