შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ გაიმარჯვებ(თავი მეთხუთმეტე)


5-08-2020, 06:18
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 9 645

ემილის pov:
დილით ცხელმა სუნთქვამ გამომაღვიძა .
ჯეისონს ჩემს კისეში თავი ედო და ღრმად სუნთქვდა.
მისი შიშველი ზურგი კი თითქოს მზის  სინათლეზე ბრწყინავდა.
არ მჯერა რომ ეს გავაკეთე,მე მასთან ვიწექი .
ვიცოდი რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მენანა ,მაგრამ რატომღაც არც ერთ წამს არ ვნანობდი,როდესაც მის შეხებაზე ვფიქრობდი ან თუნდაც მის კოცნაზე!
უბრალოდ არც კი ვიცი რამდენ გრძნობას განვიცდიდი ერთად.
ვერასდროს წარმოვიდგენდი ,რომ მე ჯეისონი შემიყვარდებოდა!
სკოლის ცუდი ბიჭი და ჩემი ყველაზე საშინელი მჩაგვრელი,მაგრამ ეს მოხდა..როგორც ჩანს მართლა არასდროს არაფერი არ არის გამორიცხული .
-დროა ავდგე..ჩავილაპარაკე ჩუმად და რაც შეიძლება ნელა
დავიწყე ადგომა.
არ მინდოდა ჯეისონი გამეღვიძებინა,ამიტომ
საბაზანოსკენ ფეხის წვერებზე გავემართე .
შევედი და დილის შხაპი მივიღე, თან ვუყურებდი ჩემს ტანზე დარჩენილ გუშინდელი ღამის სილურჯებს და ისევ მეღიმებოდა.
-ჯეისონ უხეში იყავი...ჩავიცინე მე და სამზარეულოში გავედი.
მინდოდა სანამ წავიდოდით ერთად გვეჭამა ,ამიტომ საჭმლის გაკეთებას შევუდექი ,უეცრად ჯეისონის ცივი ხელები რომ ვიგრძენი.
ხელები წელზე შემომხვია  და უკნიდან ჩამეხუტა.
-რას აკეთებ? მკითხა თან.
-საჭმელს.
ღიმილით ავხედე მეც.
-კარგი ვჭამოთ და წავიდეთ, თორემ ჩემი მშობლები მალე ტელეფონს ამიფეთქებენ.
სიცილით მითხრა ჯეისონმა,რაზეც გადავწყვიტე მიზეზი მეკითხა.
-რამე ხდება?
-არ ვიცი..მეუბნებინ რომ მალე ჩავიდე.
მიპასუხა ჯეისონმა და მაგიდასთან დაჯდა.
ცოტახანში საჭმელიც მზად იყო,ამიტომ მეც გვერდით მივუჯექი და ჭამა დავიწყეთ.
ჭამას რომ მოვრჩით პირდაპირ მზადებას შევუდექით..არ გვინდოდა მეტად მოგვეცადა, მეც პრობლემები შემექმნებოდა და მასაც .
თვითფრინავში მთელი გზა მეძინა, ასე რომ ვერც გავიგე როგორ ჩავედით.
ჯეისონმა მანქანაში ჩამსვა და მძღოლს
უთხრა,რომ სახლამდე მივეყვანე, თვითონ კი თავის გზას გაუდგა.

სახლში რომ შევედი ,დედას დავუძახე პირველ რიგში ,რადგან უცნაური სიჩუმე იყო სახლში.
-სად იყაავი? გავიგე კიდეც დედას ხმა,რომელიც უცნაურად მიყურებდა. -ნიცასთან..ვთქვი ნერვიულობით, რადგან ტყუილები არ მიყვარს.
ამაზე დედაჩემა უეცრად  სილა გამაწნა!
საშინლად მეტკინა და აწითლებულ ლოყაზე მოვისვი ხელი ,შემდეგ კი დედაჩემს მივაჩერდი.
-ნიცასთან არ ყოფილხარ,უკვე ყველაფერი ვიცი და ბოლოჯერ გიმეორებ, სად იყავი??!!
დამიყვირა დედამ.
ასეთები არ სჩვევია და არასდროს არ მინახავს ამდენად გაბრაზებული.
მის ამ მდგომარეობაში დანახვაზე კი გული გამალებით მიცემდა !
ყოველი მის ყვირილზე კი ჟრუანტელი მივლიდა!
-მეე ...ვერ ვიძახდი ვისთან ვიყავი და თითქოს უკვე საჭიროდაც აღარ ვთვლიდი...მოვატყუო?
აზრი აღარ აქვს,თავს ისედაც დამნაშავედ ვგრძნობ მის წინაშე.
-ხო თქვიი,თქვიი!!მიყვირა დედამ.
-მე ჯეისონთან ერთად ვიყავი.
ვთქვი და ცრემლები ვეღარ შევიკავე,ავტირდი.
-ამდენხას მასთან სულ მარტო რა გინდოდა!!?? ემილი ახლავე გულახდილად მიპასუხე..რამე მოხდა თქვენს შორის??!
ხელები ჩემს მხრებზე ეკიდა და ჩაცრემლილი თვალებით მიცქერდა უკვე.
მე კი ამაზე არაფერს ვიძახდი ,უბრალოთ ტირილს ვაგრძელებდი და ვერ ვბედავდი სიმართლის თქმას.
-ესეგი მართლა მოხდა!!!
დაიყვირა დედამ და განერვიულებულმა აქეთ-იქით დაიწყო სიარული.
-დედა..გთხოვ..უკან გავედევნე და ვეცადე ამეხსნა თუ როგორ მიყვარდა ,მაგრამ არც დამაცადა ,ისევ ყვირილით რომ მომიბრუნდა.
-რატომ უნდა მირეკავდეს უცხო და რატომ უნდა ვიგებდე მისგან ,რომ თურმე ლას ვეგასში ხარ და ბიჭთან ერთობი?! რატო მომატყუე ან საერთოდ ეს რატომ გააკეთე ?!
უკვე ცრემლები ვეღარ შეიკავა და მეც ამის დანახვაზე ბოლო ხმაზე მინდოდა ტირილი..თავს ძაალიან დამნაშავედ ვგრძნობდი.
ვინ უთხრა მას ეს?! ვინ უთხრა?
-დედა..მაპატიე,მაპატიე.
ცრემლები ღაპა ღუპით მცვიოდა და თან ერთი და იგივეს ვიმეორებდი.
-იცი მაგ შენ ჯეისონს საცოლე რომ ყავს??!!მალე ქორწილი ექნებათ,შენ კი რა გააკეთე ემილი?? მან შენ უბრალოდ გამოგიყენა,მოგატყუა!
ამაზე ჭკვიანო მეგონე!
კიდევ ერთხელ მომიბრუნდა და ამჯერად ეს სიტყვები მითხრა...მე კი ადგილე გავიყინე.
-არა..ტყუილია...ხმის კანკალით ამის თქმაღა შევძელი.
-არააა?!!!როგორ არა.
მთელმა სამეზობლომ იცის უკვე,რომ საცოლე ჰყავს!
შენ კი მას საწოლში ჩაუგორდი!!
მთელი ცხოვრება წინ გაქვს!!
ასე რატო გაიფუჭე სახელი შვილო, რატომ?!რატომ უნდა ილაპარალონ შენზე ზურგს უკან ასე ცუდად?
ამისთვის აგღზარდე ტკივილით ?
ამიტომ ავიტანე მთელი ჩემი ცხოვრება მამაშენისგან ულევი დამცირება?
დაიწყო დედამაც ტირილი,მე კი უკვე აღარც ვიცოდი რა მექნა.
მინდოდა ადგილზე გახსნილიყო მიწა და შიგ ქვესკნელში ჩავეტანე.
მცხვენოდა..ძაალიან მცხვენოდა.
-არა ,გთხოვ დედა.. არ იტირო!
ვცადე მისი დაწყნარება და ჩასახუტებლად გავიწიე,მან კი უბრალოდ ხელი უხეშად გამაწევიდა და ოთახი დატოვა.
მე იმ წამსვე ჩემს ოთახში ავარდი ,ჩემს ჩანთან მივადექი და მთელი ძალით დავიწყე იქიდან ყველაფერის ამოყრა ,ტელეფონს ვეძებდი.
-სად ჯანდაბაშიაა?!!სად?!!სად?!!
ვტიროდი თან,საბოლოდ კი ვიპოვე თუ არა პირდაპირ ჯეისონის ნომერი ავკრიფე.
-------------------------
ჯეისონი:გისმენ ემილი.
ემილი:რა ხდება ჯონ ჯეისონ?
შენგან ახსნა განმარტება მჭირდება!
გულახდილად მიპასუხე საცოლე გყავს !??მიპასუხეე!!
ჯეისონი:რა ? რაზე ლაპარაკობ?
რა საცოლე ემილი?!
ემილი:გთხოვ, მითხარი რომ ეს ტყუილია, გთხოვ მითხარი ,რომ მომატყუეს !
ჯეისონი:ემილი დამშვიდი..სასწრაფოდ ჩემთან მოდი და აქ დავილაპარაკოთ წყნარად ,კარგი?
_________________
მე ამაზე პირდაპირ გავთიშე
და ჯეისონისკენ გავემართე .
დედაც არსად ჩანდა ამიტომ ხელს არაფერი მიშლიდა.
ყველაფერი უნდა გაემერკვია.

ჯეისონის pov:
-ელსა დედას და მამას რამე ხომარ უთქვამთ ასე რატო უნდოდათ ჩემთან ლაპარაკი??
ვიკითხე როგორც კი ტელეფონზე ლაპარაკს მოვრჩი,რადგან ძაალიან დამაბნია ემილის ზარმა.
-არა არაფერი..მაგრამ მგონი რაღაც სერიოზულია.
მიპასუხა ამაზე ელსამ და წინ ჩაი დამიდგა.
ფიქრები არ მასვენებდა.
რა ქორწინებაზე ლაპარაკობდა ემილი?
-ჯეისონ!! ამაზე ფიქრში უეცრად მამაჩემის ხმაც გავიგე უკნიდან,რაზეც დავნეული მივუტრუალდი.
-მამა რა ხდება?
რაზე გინდათ საუბარი?
წამოვდექი მე ფეხზე და მისკენ ამ კითხვით გავემართე.
-სასწრაფოთ ჩემს კაბინეტში გამომყევი.
მან კი მხოლოდ ეს მითხრა და კაბინეტისკენ წავიდა ,მეც რა თქმა უნდა უკან გავედევნე...ნეტა რა უნდა?

კაბინეტდი შესული მეტად გაკვირვებული დავრჩი,რადგან დედაც იქ დამხვდა
-აქ რა ხდება? ვიკითხე კიდევ ერთხელ იმ პასუხის მოლოდინში, თუ ასე ირივე რაზე მიბარებს კაბინეტში.
-შვილო დაჯექი. მითხრა დედამ მშვიდად და სკამი გამომიწია.
მეც ჩვეულებრივად დავჯექი და ყურადღებით მივმართე მზერა მამასკენ,რომელიც აშკარად რაღაცის თქმას ცდილობდა,სააბოლოდ კი თქვა კიდეც.
-ჯეისონ ინიშნები.
ეს მომახალა პირდაპირ მამაჩემა!
მე კი პირ ღია ვუყურებდი ჯერ,მეგონა რაიმე არასწორად გავიგე!
-რა? ვიკითხე კიდეც და ფეხზე წამოვდექი
-ზედმეტი კამათი არ გვინდა.
ეს იმის მანიშნებელი იყო,რომ შეკამათება ამ წამს არ ღირდა,მაგრამ ფეხებზე მეკიდა!
-რას ქვია უნდა დავინიშნო?
ვიკითხე განრისხებულმა.
-დაჯექი. მითხრა მამამ მტკიცედ და უკან დამსვა.
-გუშინ შენი ყოფილი შეყვარებული ლილი იყო აქ მოსული ,დიდი მუცელი ჰქონდა ,სადღაც სამი თვის ორსული იქნებოდა მიახლოვებით.
შემდეგ კი მე და დედაშენს გამოგვიცხადა,რომ შენგან არის ორსულად!
ამგვარად კი მოითხოვს ცოლად მოიყვანო,სხვა შემთხვევაში აპირებს ეს ყველას გააგებინოს და ყველას თვალწინ უპასუხისმგებლოდ გამოგვაჩინოს!
შენ კი გექნება იმ კაცის სახელი,რომელმაც თავის პასუხუსმგებლობაზე უარი თქვა!
ანუ არაკაცი...მე კი შენი უაზრო ურთიერთობის გამო არ ვაპირებ ჩვენს ოჯახს სახელი შევურცხვინო და რეპუტაცია გავუფუჭო !
ყველაფერი მკაცრად მომაყარა მამამ,მე კი შოკში ვიყავი გაგებულით!
შეუძლებელია ლილი ჩემსგან ფეხმძიმედ იყის...გამორიცხულია!
-ტყუილია!!ტყუის!!ჩემი შვილი არ იქნება!!! ამის გაფიქრება იყო და ბრაზისგან წამოვიყვირე ეს სიტყვები
-ჯეისონ ვთქვი გასაგებად,შენ მას ცოლად მოიყვან და მორჩა,ზედმეტად ნუ ცდილობ თავის დაძვრენას!!
ასევე მიყვირა მამამ,ამაზე კი უბრალოდ ფეხზე წამოვდექი და იქაურობა უკან მოუხედავად სირბილით დავტოვე !
მისაღებში კი ,უეცრად ემილის შევეჩეხე.
ისეთი აღელვებული და განაწყენებული ჩანდა...მე კი შერცხვენილი ვიყავი გამოწვეული სიტუაცის გამო.
-ჯეისონ..ამომხედა ემილიმ დაწითლებული თვალებით,რაზეც მე ვერ გავბედე თვალის გასწორება და ანერვიულებულმა უცბად ვუთხარი.
-ემილი სხვა დროს ვისაუბროთ გთხოვ..ახლა რაღაც მაქვს სასწრაფოთ გასარკვევი.
ვთქვი მე აღელვებულმა და სახლიდანაც უკან მოუხედავად გავიქეცი,უკან კი დაბნეული ემილი ჩამოვიტივე.
ახლავე ლილი უნდა
ვიპოვო და ეს სულელური სპექტაკლი შევაჩერო ..მე მას ცოლად არ მოვიყვან!
არ მივცემ იმის უფლებას,რომ მე და ემილის ურთიერთობა გაგვიფუჭოს!

ემილის pov:
ვიდექი და შოკში ვიყავი ცოტახნის უკან მომხდარის გამო...იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა და რაც აქამდე გამომიყვანა, უბრალოდ მითხრა სხვა დროსო ?
სხვა დრო ჯეისონ?!! სხვა დროს??
უბრალოდ ვეღარ გავიგე ჩემგან რა გინდა..შენი სიყვარულის გამო მთელ სკოლას ვძულვარ, სამეზობლოს მეძავი ვგონივარ ,დედაჩემა კი რამისა სახლიდან გამომაგდოს და შენ კი უბრალოდ მეუბნები სხვა დროსო?
უკვე ვნანობ ჯეისონ, რომ მოგენდე და დაგიჯერე..რას აკეთებ??
ასე რატომ მექცევი?
ვფიქრობდი და ამის შედეგად ,ისე რომ ვერც მივხვდი, თვალიდან ცრემლი წამომივიდა.
-კარგად ხარ? გავიგე უკნიდან ელსას კითხვა,რაზეც სასწრაფოდ ცრემლები მოვიწმინდე.
-დიახ ,კარგად ვარ ..მადლობა ელსა.
ვთქვი ყალბი ღიმილით და ცრემლების წმენდით იქაურობას გავეცალე.

სახლში რომ მივედი დედა ზედაც არ მიყურებდა .
ყველაფერი აირია...მე კი თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი ,ამიტომ დასაძინებლად ავედი პირდაპირ.
შემდეგ კი დიდხანს ვტიროდი,მანამ არ დავიღალე და არ ჩამეძინა.
დილით ზარის ხმამ გამაღვიძა!
ტელეფონს რომ დავხედე ,ჯეისონის სახელი ამოვიკითხე და გაბრაზებულმა გადავდე გვერდით,ასე გაგრძელდა ცოტახანს და არ ვპასუხობდი,
მაგრამ რომ არ გაჩერდა,სააბოლოდ ვუპასუხე.
____________
ჯეისონი:ემილი ვიცი რა მდგომარეობაშიც ხარ,მაგრამ შეგიძლია შემხვდე?
ემილი:არა ჯეისონ, დაივიწყე ყველაფერი .
აზრი არ აქვს ჩვენს ურთიერთობას.
შენ ქორწინდები ,მე კი არ ვაპირებ უკანონო რომანის გაბმას შენთან.
ჯეისონი:ემილი გთხოვ უბრალოდ ერთხელ მომისმინე..თუნდაც სააბოლოდ და გპირდები ყველაფერს აგიხსნი !
ემილი:კარგი,მაგრამ იცოდე რომ ეს მართლა სააბოლო იქნება.
ჯეისონი:კარგი .
ემილი:სად გნახო?
ჯეისონი:სკოლის გვერდით პარკში.
10 წუთში მანდ ვიქნები.
_________________
ტელეფონი რომ გავუთიშე წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე.
დიდი იმედი მქონდა ჯეისონი მართლა ამიხსნიდა ყველაფერს და ეს ამბავი სიცრუე აღმოჩნდებოდა,რადგან არ ვიცი რამდენად გადავიტან ამ ყოველივეს.

ცოტაცანში უკვე პარკში ვიჯექი და ჯეისონს ველოდი,უკნიდან რომ ხმა მომესმა.
-ემილი!! შემომეგება ჯეისონი და რომ დამინახა ბედნიერი წამოვიდა ჩემსკენ,შემდეგ კი ისეთი მჭიდროდ ჩამეხუტა,მეგონა გამსრესდა...მე უბრალოდ გაუნძრევლად ვიდექი და გული მტკიოდა ,რომ იგივენაირად ვერ ვეხუტებოდი...ამ დროისთვის არ შემეძლო.
-ძაალიან მოენატრე...სიმართლეს გეუბნები ემილი.
ეს რომ მიჩურჩულა,მე მხოლოდ ცივად შევხედე და პირდაპირ საქმეზე გადავედი.
-დროს ნუ კარგად ჯეისონ,უბრალოდ ამიხსენი ,რა ხდება?
ეს რომ ვიკითხე,ღრმად ამოიხვნეშა.
-ემილი ყველაფერი სიცრუეა გეფიცები..ლილი ჩემს მშობლებთან მისულა და უთქვამს,რომ ჩემგან ორსულადა და ჩემებს აიძულებს ცოლად მოვიყვანო ამის გამო...მაგრამ გპირდები ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ!
მის სიცრუეს დავამტკიცებ.
ჯეისონმა ეს მითხრა თუ არა მივხვდი რაშიც იყი საქმე!
რა თქმა უნდა ლილი..ის ძუკნა თავის ადგილზე არ ისვენებს!
-ანუ ეს ტყუილია?
ცრემლით ამევსო სიხარულისგან
თვალები.
-კი. მიპასუხა ჯეისონმა .
მე კი ამის გაგებახე ,უბრალოდ მთელი ძალით ჩავეხუტე!
-მეგონა გკარგავდი.
ჩავჩურჩულე თან სევდით,რადგან ისევ მეტირებოდა.
-არა ,არასოდეს! მიპასუხა ჯეისონმა.

ჯეისონის pov:
ამ ყველაფრის შემდეგ ემილი ძლივს წავიყვანე სკოლაში ,რასაც ქვია ძალით !
რადგან ძაალიან ეშინოდა კიდევ რამე პრობლემა არ შექმნოდა, მაგრამ მე დავაწყნარე და ვუთხარი რომ ვერავინ ზედმეტს ვერ გაუბედავდა.
შესვენება იყო და ემილი ლანჩზე იყო,მე კი ცოტახანს ჩემს საყვარელ ადგილას ავედი,სადავ ბიჭები მელოდებოდნენ.
-აბა აბაა..როგორ არის ჩვენი ფლეიბოი ?
გავიგე ჯერემის შეძახილი,რაზეც იქვე სახურავზე დავჯექი და მთელ სკოლას გადავხედე.
-გითხარი შენივე მახეში შენთვითონ გაებმებითქო? დამატა მალევე ლეომ,რაზეც მაინც მდუმარედ გავაგრძელე ყოფნა.
-გეგონა სიყვარულთან თამაშს შეძლებდი?
ესეც რომ დაამატა უკვე შევხედე და ჩახვნეშით ვკითხე.
-რა გინდა?
-შეგიყვარდა ხო? მან კი პირდაპირ ეს კითხვა დამისვა...შემიყვარდა თუ არა?
-მგონი ხო..ვთქვი მოულოდნელად,ისე რომ მივხვდი,ეს ჩემი აღიარება იყო!
აღიარე სხვებთანაც და ჩემს საკუთარ თავთანაც.
-ახლა რა უნდა ქნა სანაძლეოზე რომ გაიგოს? აქედან მომიჯდა სემიც,რაზეც ამის გაფიქრებაზეც კი ავღევლდი.
-არა,არა ..ამის წარმოდგენაც არ მინდა..ვერ გაიგებს!
ვთქვი მე მტკიცედ.
-და ლილიზე რას იტყვი? ამაზე კი უკვე ჯერემის კითხვა მომესმა.
-კი ის ამ დროისთვის ჩემი ყველაზე საშინელი მტერია...ჯერ არ ვიცი,მასთან დაკავშირებით რა ვქნა..ჯანდაბა.
უკვე რამის მოთმინება დავკარგე,იმის გააზრებაზე თუ რამდენად ცუდ დღეში ვიყავი.
-გაქცევაზე გიფიქრიათ?
მოკიდე ემილის ხელი ,ცოტა ფული დაიჭირე ხელში და სხვა ქვეყანაში წადი,სანამ ყველაფერი არ ჩაეყნარდება...რას იტყვი?
უცბად ჯერემიმ ეს აზრი მომაწოდა,ამაზე კი ყველამ მას შევხედეთ,რადგან ეს კარგი იდეა იყო. -მგონი არაა ცუდი აზრი.
მითხრა ლეომ და ხელი მხარზე დამადო.
-მართალი ხარ ...მე და ემილი გავიქცევით ,აქედან ძაალიან შორს!!წამოვიძახე მე და გიჟივით წამოვხტი ფეხზე..ისეთი აჟიტირებული ვიყავი,რომ მზად ვიყავი დღესვე გამეკეთებინა ეს!
-სად მიდიხარ!?
მომაძახა მალევე სემმა.
-ემილის უნდა ვუთხრა!
ვთქვი მე გახარებულმა და კლასისკენ გავიქეცი .
კლასის კარი რომ შევაღე კარგი სიტუაცია არ დამხვდა.
ემილი კლასის შუაში იდგა ,გარშემო კი გოგონების წრე იყო..არამგონია რამე კარგი ჰქონოდათ აზრად!
ამის გააზრებაზე,სასწრაფოდ მივვარდი ბრბოს და იქ მისულმა ,ხალხი უხეშად გავწიე,მალევე კი ემილიც დავინახე,რომელიც ძირს ეგდო და თმა გაჩეჩილი ჰქონდა.
-სულ გაგიჟდით?! მეორედ აღარ გაბედოთ ასეთი რაღაც,თორემ საქმე ჩემთან გექნებათ,პირადად ჩემთან!გაბრაზებულმა ვიყვირე ყველას გასაგონად და ემილის ხელი მოვკიდე,შემდეგ კი მჭიდროდ ჩავიხუტე.
-კარგად ხარ?
ვიკითხე თან ნაღვლიანად,
მან კი მხოლოდ თავი დამიქნია.
-ამის მერე გაბედეთ და ვინმე შეხეთ!!!!იცოდეთ მეორედ ეს აღარ განმეორდეს!!
დავიყვირე ბოლოჯერ სანამ კლაას დავტოვებდი და შემდეგ ემილისთან ერთად დავტოვე კლასი.

ცოტახანში ცალკე ვიჯექი მასთან ერთად და გაუჩერებლივ ვეუბნებოდი ერთი და იგივეს.
-ემილი ბოდიში ,ჩემი ბრალია.
-კარგად ვარ..შევეჩვიე..ჩაიცინა მან.
-გეფიცები ეს ბოლო იყო..გპირდები ეს დიდხანს აღარ გაგრძელდება ,გეგმა მაქვს. ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე,რაზეც გაოცებულმა ამომხედა.
-რა გეგმა? ამომხედა ემილიმ.
-მე და შენ აქედან გავიქცევით !
ვუთხარი მე და გავუღიმე .

ლილის pov:
-რა !!??რას ქვია აპატია?!!
ვუყვიროდი ორ გოგოს,რომლებიც სპეციალურად გავაგზავნე ამბის გასაგებად.
-ემილიმ ჯეისონს ჩემზე ქორწინება აპატიაა? ეს როგორ?! მეგონა ეს გაამართლებდა და იმ მათხოვარს მოვიშორებდი!
ავუწიე ხმას..უკვე სიგიჟის ზღვარ ვიყავი!
-მგონი გაქცევას გეგმავენ, გასახდელში მოვკარი ყური.
დაამატა ერთ-ერთმა,რაზეც მეტად გავცოფდი.
-არავითარ შემთხვევაში!!არაა!!
ვნახოთ ემილი იმასაც თუ აპატიებს ჯეისონს ,სანაძლეოს შესახებს რომ გაიგებს!
მან მასზე სანაძლეო დადო!
აპატიებს??! არამგონია.
მას ვერ წამართმევ ის ჩემია.
ახლა უკვე ყველაფერზე ვარ წამსვლელი!
ჯეისონი ჩემი ქმარი უნდა გახდეს!

ჯეისონის pov:
იმის შემდეგ რაც ემილის ახალი ამბავი გავაგებინე,ვთხოვე რომ სკოლიდან წასულიყო,რადგან მე სულ მის გვერდით ვერ ვიქნები და არ მინდა მარტო დარჩენის შემდეგ კიდე დაუშავონ რამე.
თანაც ზუსტად ვიცი, რომ ლილი სადღაც აქაა და მემალება ,მაგრამ ვერსად გამექცევა!
ადრე თუ გვიან მაინც დავილაპარაკებთ და აუცილებლად მოვახსენებ როგორ მძულს.
-ჯეისონ მოიცა!
გავიგე უკნიდან ჯერემის ხმა ,რაზეც დაბნეულმა გავხედე.
-გისმენ !
-ადგილი ვიპოვე სადაც შენ და ემილის შეგიძლიათ წახვიდეთ!
აქედან შორსა ,პატარა წყნარი ქალაქია.
ამაზე მე სიხარულისგან ჩავეხუტე!
-დიდი მადლობა მეგობარო!
შენთან ვალში ვარ.
ერთი სული მქონდა აქედან ემილისთან ერთად გავქცეულიყავი!
-ხვალ ღამის პირველი საათისთვის შეგიძლიათ გაფრინდეთ.
ესღა მითხრა ჯერემიმ და წავიდა ...მეც სასწრაფოთ ემილისთან გავიქეცი ,მაგრამ სავარაუდო ადგილზე სადაც მეგონა დამხვდებოდა,აღარ დამხვდა.
-ემილი არ გინახავთ?
ვკითხე სპორტის მასწავლებელს,რაზეც გაკვირვებულმა მიპასუხა.
-არა.
ალბათ სახლში წავიდა.
გავიფიქრე მე და
მისი სახლისკენ  გავემართე.

ემილის pov:
-ემილი კარგად ხარ?
გავიგე ბელას კითხვა.
-კარგად ვარ ბელა, მადლობა.
გავუღიმე სუსტად.
-ნიცა  ისევ არ გელაპარაკება?
მკითხა ცოტახანში.
-არა..ვუპასუხე მოწყენილმა და
პიჯაკი მოვიცვი.
-არაუშავრს ..ცოტა დრო მიეცი,უბრალოდ შენზე ზრუნავს და მაგიტო გაგიბრაზდა.
ამაზე მე გავიღიმე.
-ვიცი..მაგრამ მინდოდა ორივესთვის მეთქვა ეს ახალი ამბავი.
ბელამ ამაზე გაკვირვებით შემომხედა. -გისმენ.
-მე და ჯეისონი ერთად ვაპირებთ გავიქცეთ.
-რაა??მართლა!!?როდის?
-არ ვიცი ჯერ..ალბათ მალე..მომენატრებით,მაგრამ დავბრუნდებით ისევ გპირდებით!
ვთქვი და ბელას მთელი ძალით ჩავეხუტე.
-იცოდე რომ აქ მეგობრები გყავს,
არასდროს დაგვავიწყდები!
-ვიცი,ვიცი..ვთქვი და გავუღიმე.
-წამოდი სკოლაში დავბრუნდეთ.
მითხრა ცოტახანში და ფეხზე წამოდგა.
-ვერანაირად ბელა ,აღარ მინდა მეტი დამცირება,დავიღალე.. მეც ადამიანი ვარ.
ამოვიხვნეშე მე.
-მიღებენ თავისას ერთ დღეს ლაწირაკი ნაბიჭვრები!
მითხრა ბრაზით ბელამ.
-წავალ მაშინ მე და გინახულებ დღეს კიდე.
მითხრა და ლოყაზე მაკოცა.

მე კი მარტო დავრჩი თუ არა ,ფიქრი დავიწყე ყველაფერზე.
ვიჯექი და ვფიქრობდი
დედაზე, სებასტიანზე ,ჩემს მეგობრებზე.
ის კი ვიცი რომ სებასტიანს აღარაფერი მოაკლდება,რადგან მთელი ლას ვეგასში მოგებული ჩემი წილი ფული მის ანგარიშზე დავრიცხე..ამაზე არ ვნერვიულობდი .
უბრალოდ ვიცოდი ყველა როგორ მომენატრებოდა .
-ჰეი!! გავიგე უცბად ხმა და რომ მივიხედე ჩემს წინ ის ადამიანი დამხვდა,ვისაც ყველაზე ნაკლებად ველოდი!
გაბერილი ლილი .
არ მინდოდა ნერვები მომეშალა,ამიტომ უბრალოდ დავაიგნორე,არაფერი არ ვუთხარი და წასვლა ვცადე.
-კარგად იგორავე ჩემს შეყვარებულთან?
მაგრამ ლილიმ ამ სიტყვებით გამაჩერა.
-ლილი..ორსულად ხარ და არ მინდა გცემო ,ჩამომეცალე!
თორემ ისე ვარ ახლა, მართლა ვერ გადამირჩები..რაც დამიშავე და გითმინე ისიც კმარა.
ვთქვი მე და ხელი გავაშვებინე.
-ჯეისონს არ უყვარხარ ,ყველაფერი ტყუილია სულელო გოგო!!
ეს მისთვის ერთგვარი თამაშია.
მან შენზე სანაძლეო დადო თავის საყვარელთან,რომელის მასწავლებლის სახელით დადიოდა მის სახლში.
რამდენად გულუბრყვილო ხარ,რომ ამას ვერ აცნობიერებ?!
შენ გგონია ეს ის ჯადოსნური ზღაპარია,რომელშიც არსაიდან შენს მტერს უყვარდები!??
ლილიმ ეს სისულელები რომ მითხრა ძაალიან გავბრაზდი და ადგილზე გავჩერდი...მაინც დამიყოლია ბოზმა!
-ჯეისონი ასეთი არაა!
ყველა შენაირი ნუ გგონია!
ნუ გგონია ,რომ ადამიამები მხოლოდ ერთმანეთს იყენებენ ,ატყუებენ და ღალატობენ..ყველა არაა!
ეს რომ ვუთხარი, მან მხოლოდ
გაიცინა.
-სანაძლეო დადო რომ 1 თვეში თავს შეგაყვარებდა..ძვიფასო ის უბრალოდ თვალთმაქცობს.
არ უყვარხარ და ამაში მალე დარწმუნდები.
ამაზე მე ცოტა ავნერვიულდი..რას იძახის?!
რატომ ვაქცევ მის სიტყვებს ასეთ ყურადღებას!
ის ხომ ტყუის,ტყუის!
-არ მჯერა შენი... ტყუილად მელაპარაკები ლილი,თავი დაგვანებე,არ მოგბეზრდა?
ესღა ვთქვი და უბრალოდ ზურგი ვაქციე ,მაგრამ სანამ ნაბიჯს გადავდგავდი, ლილიმ უკნიდან მომაძახა.
-მის მასწავლებელს ჰკითხე და სიმართლეს გეტყვის!!
მისი არ მჯეროდა,მაგრამ მაინც საშინლად სწრაფად მიცემდა გული,ძალიან ავნერვიულდი!
-მისი ნომერი წერია აქ,თუ ჩემი არ გჯერა მას დაურეკე და ჰკითხე.
ეს რომ მითხრა,უნებურად მივტრიალდი და მანაც ისეთი სახით გამომიწოდა პატარა ფურცელი,რომ დავეჭვდი მართლა თუ ტყუოდა..არ მინდა ჯეისონში ეჭვი შევიტანო,მაგრამ თავს ვერ ვერევი!
ვერ მოვისვენებ,თუ ამაზე ვიფიქრებ..ამიტომ უნდა ვცადო.
ესღა გავიფიქრე და ლილის ნომერო გამოვართვი,შემდეგ კი უკან მოუხედავად გავცილდი იქაურობას.

არც აქ აღარ მინდოდა და არც სახლში,
ამიტომ გადავწყვიტე ნიცასთან მივსულიყავი ,რომელიც აქვე ცხოვრობს სკოლასთან.
ამდენხანს ვერ იქნება ჩემზე გაბრაზებული!
ის ჩემი საუკეთესო მეგობარია,
რამდენიხანია ვმეგოობრობთ!
სულ გვერდში მედგა ყოველ გასაჭირს და ისაა ერთ-ერთი,ვინც ვიცი დამამშვიდებს.
ნიცად კარზე ზარი დავრეკე ,ღრმად ჩავისუნთქე და ნიცას დაველოდე .
ნიცამ რომ დამინახა ,ცოტა გამომეტყბელენა შეეცვალა.
-ემილი..
-ნიცა შეიძლება შემოვიდე?
ნიცა ცოტაახანს შეყოვნდა.
-მჭირდები...მაგრამ ეს რომ ვთქვი
კარს მოსცილდა.
-შემოდი.
როგორც კი შევედი, ნიცას ოთახში ავედით პირდაპირ და შემდეგ საწოლზე დავჯექი მის წინ.
-ყავა,ჩაი? შემომთავაზა ნიცამ.
-არაფერი...უბრალოდ გთხოვ დამელაპარაკე.
ვიცი ცოტა ისე მოვიქეცი და ჯეისონს არ ენდობი და მაგიტო გაბრაზდი ჩემზე,რომ ყველაფრის შემდეგ მასთან ეს ურთიერთობა დავიწყე.
მაგრამ მე ხომ მენდობი ნიცა??
გპირდები ცუდი არაფერი მოხდება..ჯეისონი კარგი ადამიანია ,გულს არ მატკენს,მას მართლა ვუყვარვარ.
ეს რომ ვუთხარი ნიცას ,თან მეტირებოდა.
-მას საცოლე ყავს ემილი და ის შენი მჩაგვრელი იყო,ეს არაფერს ნიშნავს??
ბოლო წლების მანძილზე მის გამო რამდენჯერ გნახე ატირებული.
ის გულს გატკენს,არ მინდა ენდო ..მეშინია,მეშინია ემილი.
მითხრა ნიცამ ჩაწყლიანებული თვალებით.
-არაა..გთხოვ ერთი შანსი მიეცი,მხოლოდ ერთი შანსი ნიცა!
ახლოს მივიწიე ნიცასკენ და თვალებში ჩავხედე.
-ნიცააა..გავიმეორე კიდევ ერთხელ ,არაფერი რომ არ მითხრა.
-კარგი ,კარგი ხო!
თქვა ნიცამ,რაზევ მე მთელი ძალით ჩავეხუტე!
-მომენატრე...ჩავჩურჩულე თან და შემდეგ ნაკავები ცრემლები გადმომცვივდა.
-მეც..მითხრა ნიცამ და უფრო ძლიერ ჩამეხუტა .
დიდხანს ვლაპარაკობდით ,მაგრამ ამ დროის მანძილზე მე მაინც იმაზე ვფიქრობდი როგორ მეთქვა მისთვის, რომ ჯეისონთან ერთად ვაპირებდი აქედან წასვლას.
-ნიცა..მე და ჯეისონი აქედან წასვლას ვაპირებთ..ვთქვი უცბად არსაიდან ,ამაზე კი  ნიცამ პირი დააღო.
-რაა,რა?სად?რატომ?
მომვარდა ნიცა კითხვებით.
-მისი მშობლები მას დაქორწინებას აიძულებენ,მას კი ეს არ უნდა,მას ჩემთან უნდა...სწორედ ამიტომ.
ვუპასუხე მე მშვიდად.
-ააა..გასაგებია..აღარ დაბრუნდები?მოწყენილმა ამომხედა ნიცამ .
-დავბრუნდები, რა თქმა
უნდა დავბრუნდები!
ვუთხარი მე ღიმილით და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე.
-დაგელოდები მეგობარო.
მითხრა ნიცამ ღიმილით.
მართლა ყველა ძაალიან მომენატრება.

ჯეისონის pov:
1 კვირა გავიდა იმის შემდეგ რაც გაქცევა დავგეგმეთ ,ყველაფერი უკვე ზუსტად იყო დაგეგმილი , მაგრამ გაფრენა უკვე რამდენჯერმე გადავდეთ ,ხან რის გამო ხან რის გამო!
მაგრამ ამ საღამოს ხელს ვეღარაფერი შეგვიშლიდა.
ყველაფერი უკვე მზად იყო,
მე და ემილი გავფრინდებოდით!
ორივე ვნერვიულობდით ,რადგან
გვიჭირდა ყველას აქ დატოვება და უბრალოდ წასვლა ,მაგრამ სხვა გზა არ იყო ,სანამ არ ჩაწყნარდებოდა სიტუაცია  სხვაგან უნდა ვიყოთ .
-სად არის აქამდე...
ჩავილაპარაკე ანერვიულებულმა და სკამზე ჩამოვჯექი.
უკვე აეროპორტში ვიყავით.
ჩვენი მეგობრებიც ყველა მათგანი აქ იყო,  მაგრამ ემილი არსად ჩანდა.
-იქნებ დედამისი არ უშვებს?
იკითხა ჯერემიმ.
-არა ყველაფერი უკვე გათვალისწინებული იყო ,გამორიცხულია ეგ .
ვთქვი მე ნერვიულობით.
-აბა სადა??მალე გაფრენაა.
თქვა ლეომ.
-ისევ არ პასუხობს.
თქვა ბელამ და ნიცას მიუბრუნდა.
-ბოლოს რომ ელაპარაკე არ თქვა ვემზადებიო?
ამაზე ნიცამ თავი დაქნია.
-აბა რაშია საქმე..თქვა სემმა და გვერდით მომიჯდა.
-სახლში მივაკითხავ!
ვთქვი უკვე მოთმინება დაკარგულმა და ფეხზე წამოვდექი.
-არაა საჭირო! გავიგე უცბად ლეოს ხმა,რაზეც წინ გავიხედე და ემილი დავინახე..მე სიხარულით წავედი ღიმილით მისკენ ,მაგრამ ის არ იღიმოდა, პირიქით ტიროდა!
-ემილი რა გჭირს?
მივარდი მე აღელვებული ,მან კი ხელი მკრა.
-რა მჭირს???!შენ რა გჭირს?!!
გული საერთოდ არ გაქვს?!
მიყვირა ბოლო ხმაზე,ისე რომ ყველა ჩვენ გვიყურებდა.
ამიტომ ემილის ხელი ჩავკიდე და იქით გავიყვანე.
-წამოდი წყნარად ვილაპარაკოთ.
იქვე შენოშენობის გასასვლელში მივიყვანე თუ არა მან უხეშად ხელი გამაწევინა.
-რა ხდება გამაგბინებ?
ვიკითხე დაბნეულმა.
-რა ხდება და გამოუსწორებელი მატყუარა ხარ!! რა ხდება და უგულო მონსტრი ხარ!! ვერ გიტან ჯონ ჯეისონ!
ყოველთვის ჩემი ტკივილის მიზეზი ხარ...შენს გამო ტირილით დავიღალე!!
ხელებს მირტყავდა ემილი და თან ტიროდა,მე კი ნელ-ნელა ვხვდებოდი რაშიც იყო საქმე.
-ემილი მომისმინე..ამაზე ემილიმ პირდაპირ გამაჩერა.
-არა შენ მომისმინე!!
მე შენ მოგენდე,დაგიჯერე!
შენს გამო ამდენი პრობლემა შემექმნა და მაინც არ ვნანობდი ,რომ შენ დაგიკავშირე ჩემი ცხოვრება!!
შენ კი თურმე აქ თამაშობდი
და სანაძლეოებს დებდი!!!
ყოჩაღ ,გილოცავ ჯეისონ, შენ გაიმარჯვე, შენ გაიმარჯვე!!!
თავი შემაყვარე!!
ჩემი გასაცოდავებული ცხოვრება კი შენი პრიზიაა,გილოცავ გილოცავ!!
თქვა მან და ჩემოდანი მომაგდო ,იქიდან კი ტანსაცმელი აქეთ-იქით მიმოიფანტა.
-ემილი გთხოვ დამშვიდდი ,უბრალოდ ერთი წუთი მომისმინე..მართლა შემიყვარდი.
-აარ მჯერა შენი!!შენი ერთი სიტყვის აღარ მჯერა,შენი დანახვაც აღარ მინდა, გულს მირევ!!
თქვა ემილიმ და იქიდან გაიქცა!
მისი შეჩერება ვცადე, მაგრამ სულ ტყუილად ..ვიცოდი აზრი აღარ ჰქონდა ,მას მე გული გავუტეხე ,მტყუანი ვარ და არც მაქვს უფლება თავი ვიმართლო.
ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა,რაც კი ოდესმე დამიშვამს.

ემილის pov:
მოგინება 1 საათის უკან:
იმ ყველაფრის მიუხედავად ,რომ აქაურობის დატოვება მიწევდა და ცოტა მოწყენილი ვიყავი ,ამავდროულად ძაალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს,
რომ ჯეისონი სააბოლოდ ჩემს გვერდით იქნებოდა .
უკვე გზაში ვიყავი და უმიზეზოდ ვიღიმოდი, უცბად ტელეფონის ზარი რომ მომესმა...ტელეფონს გაკვირვებულმა, რომ დავხედე უცხო ნომერი დავინახე,რომელიც თითქოს მეცნო.
ჯერ ვყოყმანობდი მეპასუხა თუ არა ,მაგრამ ბოლოს გადავწვიტე და ვუპასუხე.
--------------------
ემილი:გისმენთ.
უცნობი:გამარჯობა ემილი,
ალექსანდრა ვარ..გახსოვარ?
ემილი:ალექსანდრა?
კი,კი...რამე ხდება?
ალექსანდრა:ემილი როგორც გავიგე ჯეისონთან ერთად აქედან წასვლას აპირებ,ეს ერთმა გოგონამ გამაგებინა და მითხრა შემეჩერებინე,რათა შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა არ დაგეშვა..მე კი ისევ შენი ბედნიერებისთვის, გირჩევ ეს არ გაკეთო.
ემილი:რატომ? მიზეზი მაინტერესებს.
ალექსანდრა:ის გატყუებს..მან სანაძლეო დადო ჩემთან რომ 1 თვეში თავს შეგაყვარებდა.
მე კი არ მინდა მოტყუებული დარჩე და გული გეტკინოს .
ემილი:არა, ეს ტყუილია...ლილიმ გაიძულათ  ხო რომ ეს გეთქვათ!!?
ალესანდრა:არა..არა.
მე მართლა შენი დახმარება მინდა.
მოდი მაშინ მტკიცებულებას მოგიყვან ,მან ოქტომბრიდან დაიწყო უცნაურად მოქცევა,ხომ არ ვცდები ?!
ემილი:არა..შეუძლებელია.
ალექსანდრა:ეს სიმართლეა..ფოტოებსაც გამოგიგზავნი ჩვენი მიმოწერის.
----------------------
ეს იყო და ეს ალექსანდრას გავუთიშე,ტაქსი გავაჩერე და შუა ქუჩაში უბრალოდ დავდექი.
არ ვიცოდი რა მექნა ან
სად წავსულიყავი.
ყველაფერი თავზე დამენგრა,ამ დროის მანძილზე ის მატყუებდა!
ყველაფერი ტყუილი იყო .

იმის შემდეგ კი რაც აეროპორტში მივედი,სააბოლოდ დავრწმუნდი ამ სიმართლეში.
ეს ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა..ჯეისონმა ჩემი შეჩერება სცადა ,მეუბნებოდა რომ მართლა შევუყვარდი ,მაგრამ მის ამ სიტყვებს ამჯერად აღარანაირი აზრი არ ჰქონდა.
არავის არ მოვუსმინე .
შემდეგ მეტი დრო აღარ დავკარგე,
მეორე დღეს დედაჩემს მოველაპარაკე და ჩვენი სოფლის სახლში გადავწყვიტე წასვლა.
აქედან ძალიან შორს ,ყველასგან და ყველაფრისგან!
ჯეისონი ადრე თუ გვიან ალბათ კარს შემომინგრევდა და სხვა გზა არ მქონდა, მე მისი ნახვა აღარ მინდა.
მინდა საერთოდ ამოვშალო ჯონ ჯეისონი ჩემი გონებიდან.

__________________________
მოკლედ ყველაფერი აირია..მაგრამ არაუშავრს დალაგდება ისევ ყველაფერი არ გამიბრაზდეთ
მალე ალბად დავასრულებ
მადლობა ვინც კითხულობთ



№1 სტუმარი სტუმარი მარი

მაგარია ძაან:-)

 


№2 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ძალიან კარგია!შემდეგ თავს ველოდები❤️❤️❤️❤️❤️

Ar momwoms/))))))))

[quote=სტუმარი ანასტასია]ძალიან კარგია!შემდეგ თავს ველოდები❤️❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი 《Sunshine》

აუ დამისივდა თვალები

 


№4  offline წევრი Butterfly122334455

სტუმარი მარი
მაგარია ძაან:-)

მიხარია თუ მოგწონს❤️❤️

[quote=სტუმარი ანასტასია]ძალიან კარგია!შემდეგ თავს ველოდები❤️❤️❤️❤️❤️

Ar momwoms/))))))))

[quote=სტუმარი ანასტასია]ძალიან კარგია!შემდეგ თავს ველოდები❤️❤️❤️❤️[/quote]
დიდი მადლობა...მალე დავდებ❤️❤️❤️

《Sunshine》
აუ დამისივდა თვალები

ბევრი მეწერა ძაან? :(

 


№5  offline წევრი 《Sunshine》

[quote=Butterfly122334455][quote=სტუმარი მარი]მაგარია ძაან:-)[/quote]
მიხარია თუ მოგწონს❤️❤️

[quote=სტუმარი ანასტასია]ძალიან კარგია!შემდეგ თავს ველოდები❤️❤️❤️❤️❤️

Ar momwoms/))))))))

[quote=სტუმარი ანასტასია]ძალიან კარგია!შემდეგ თავს ველოდები❤️❤️❤️❤️[/quote]
დიდი მადლობა...მალე დავდებ❤️❤️❤️

[quote=《Sunshine》]აუ დამისივდა თვალები[/quote]
ბევრი მეწერა ძაან? :([/quote]
წერა რა შუაშია ვტიროდი :დდ

 


№6  offline წევრი Butterfly122334455

[quote=《Sunshine》]აუ დამისივდა თვალები[/quote]
ბევრი მეწერა ძაან? :([/quote]
წერა რა შუაშია ვტიროდი :დდ[/quote]
მაპატიე❤️ :დ
გამოვასწორებ ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent