შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ გაიმარჯვებ! (თავი მეთორმეტე)


1-08-2020, 15:11
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 323

ჯეისონის pov:
-ეს რა იყო ახლა?
ემილიმ კაბინეტი როგორც კი დატოვა, სიცილით ვიკითხე.
-რა უნდა იყოს ??პატარა ბავშვივით ხარ ,დავიღალე შენზე ნერვიულობით.
მითხრა დედამ მკაცრად და სკამიდან წამოდგომა დაიწყო.
-დედა ძიძა არ მჭირდება!
ვუპასუხე მე მტკიცედ და უკან ავედევნე.
-ჯეისონ!!!გეყოფა ,ერთხელ მაინც დამიჯერე უბრალოდ რასაც ვაკეთებ და ნუ მეწინაღმდეგები!
მკაცრად მითხრა და კარი მოიჯახუნა ,რაზეც ხმა აღარ ამოვიღე.
არ მომწონს ეს აზრი,რადგან ემილის რომ ვუყურებ ყველაფერი მახსენდება.
ან როგორ დათანხმდა?
მეთამაშება?
ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს ემილი ,გაიძულებ სამსახური დატოვო..არ მინდა წარსულის სახით ყოველდღე გხედავდე !!!

ემილის pov:
იმის მიუხედავად ,რომ რამდენიმე წუთის უკან ნამდვილი მამაცი მებრძოლივით დავთანხმდი სამსახურს, ახლა უკვე ვნანობ.
ჯეისონი ვერ მიტანს !
იმ ამბის შემდეგ მითუმეტეს ,მე ხომ მას მწარე სიმართლე დავანახე .
ამაზე ადამიანებს უფრო სძულდებათ.
-რა ქენი აბა!!? მომვარდნენ გამწარებული სახით ნიცა და ბელა.
-ბელა სკოლაში არ ხარ?
გადავუხვიე თემას,მაგრამ არ გამოვიდა.
-ოოო ,რა დროს ეგაა!! თქვი რა ქენი!
ამაზე მე ღრმად ჩავიხვნეშე.
-ამიყვანეს. ვთქვი თუ არა და ორივე წივილ კივილით ჩამეხუტა.
-რა დღეში ხართ თქვენ? სიცილით დაგვადგა თავზე დედა.
-არაფერი ისეთი დე!
ვუპასუხე ღიმილით.
-სამსახურში მიიღეს!
თქვა ნიცამ ბედნიერი სახით,ამაზე კი მე მკვლელი სახით გავხედე.
-რააა?? ბოლოს მაინც გაიგებდა.
სიცილით თავი გაიმართლა ნიცამ.
-მაინც დაიწყე სამსახური?
მკითხა დედამ.
-კი დავიწყე.
პატარა ბავშვივით ვთქვი, რომელმაც რაღაც დააშავა.
-ყოჩაღი გოგო ხარ.
მითხრა დედამ და თბილად ჩამეხუტა .
მას უნდოდა ,რომ ოცნებებს გავყოლოდი,ხოდა მეც მივყვები!
ჩემი ოცნებაა კი ისა,რომ ორივე კარგად იყოს ,დედაც და სებასტიანიც.

დედა რომ გავიდა ნიცა და ბელა გვერდით მომიჯდნენ და ნიცამ ინტერესით მკითხა.
-რაღაც გახარებული არ ჩანხარ,რამე მოხდა ?
ამაზე მე ყალბი ღიმილით ავხედე.
-როგორ არ ვარ,დავიღალე უბრალოდ.
წამოვიძახე ვითომ ბედნიერმა,რაზეც თვალები გაადატრიალა.
-რა მოხდა, ამოღერღე!!
ღმერთო ჩემო,გაიგე ვერ მოგვატყუებ!
ყელში ამოუვიდა ნიცას და ყვირილით მომვარდა ,ამაზე მე ღრმად ჩავისუნთქე და ორივეს გავხედე .
-ის მოხდა ,რომ ჯეისონის სახლში ვიწყებ მუშაობას.
ვთქვი თუ არა ეს, სიცილით რამის ორივე სკამებიდან გადავარდნენ! -აუუ ,რა გაცინებთ!
ხუმრობით დავარტი ორივეს.
-ვაიმეე!!არა რა ,ბედი არ გინდა!
ამოღერღა სიცილით სუნთქვა შეკრულმა ბელამ.
ცოტახანი მიწევდა მათი სიცილის ყურება ..სხვა გზა იყო??
მაგრამ რომ მორჩნენ მე სერიოზულად ვუთხარი ორივეს.
-ჯეისონს დიდად არ უხარია ჩემი იქ მუშაობის დაწყება..ეგ კი არა
წინაღმდეგია.
ვთქვი ცოტა  მოწყენილმა,რადგან ვიცოდი წინ რაც მელოდა მისი სახით.
-ოოო ..გასაგებია ,მაგრამ რა უნდა ქნა?მოგიწევს ისევ მეორედ აიტანო ეგ ბიჭი!
მითხრა ბელამ და დაწყნარების მიზნით წელზე ხელი გადამისვა  .
ემილი მოემზადე ხვალიდან ისევ იგივე სიტუაცის გაძლება მოგიწევს,
მაგრამ არაუშავრს ,შენ ამას შეძლებ!

ჯეისონის pov:
-ვინ იქნებაა!???
დაიყვირა გაოცებულმა ლეომ .
-ხო ემილი იქნება ჩემი პირადი მსახური.
გავიმეორე მე ,ამაზე კი ბიჭებმა სიცილი დაიწყეს.
-კაი რაა!!იტყუები ხო??
მომიბრუნდა სემი ,მე ამაზე თავი გავაქნიე.
-არა რა, ის გოგო და შენ რაღაც ბედით ხართ დაკავშირებულები!
სიცილით დაამატა ლეომ ,ამაზე მე ხელი დავარტყი მხარზე.
-ატრაკებ!
-ისე ემილი დღეს კი შემხვდა ,მოგიკითხა..არ მეგონა თუ შენ მსახურად გეგმავდა აქ სამსახურის დაწყებას .
გავიგე ჯერემის სიცილით ნათქვამი -მოიცა ,მოიცა!
რა მომიკითხა ,როდის!? ვიკითხე მე.
-დღეს დილით..ჯეისონი კარგად არისო?
ამაზე ცოტახანს ყველა გავჩუმდით.
-მგონი შეუყვარდი.
დაარღვია სიჩუმე სემის ხუმრობამ,რომელზეც ყველამ სიცილი დავიწყეთ ..ხვალ დიდი დღეა ,მართლაც დიდი დღე.

ემილის pov:
მთელი ღამე იმდენიხანი ვფიქრობდი ყველაფერზე ,რომ კარგახანი არ დამეძინა,ფაქტობრივა არც მძინებია.
ფიქრები არ მასვენებდნენ ,რა იქნებოდა? გავუძლებდი?
არ ვიცი რა მელის იმ სახლში !
-ემილიი!!!ემილი!! გამომაღვიძა დილით დედას ხმამ.
-ოოო,დედა 5 წუთიც!
ვთქვი მე და ისევ ძილის გაგრძელება ვცადე .
-რა 5 წუთი ,სამსახურში დაგაგვიანდება!
დამარტყა ბალიში დედამ ,ამის გაგონებაზე თავი წამოვყავი!
-ჰაა!???რომელი საათია?!!
ვიკითხე და თან სწრაფად წამოვდექი .
-ნუ ნერვიულობ ,10 წუთი გაქვს.
მითხრა დედამ და ოთახიდან გავიდა
-რაა? 10 წუთი მეყოფა?! ვთქვი მე და გამწარებულმა დავიწყე ჩაცმა .
ვიცი დღეს დიდად მოპრანჭული ვერ მივიდოდი, მაგრამ მაგას ამ წამს რა მნიშვნელობა აქვს?
მაგვიანდება!
-საფულე,დამტენი,ტელეფონი!
ყველაფერს საოცარი სიჩქარით ვყრიდი ჩანთაში .
ყველგან რატომ მაგვიანდება სულ??!ვბრაზობდი ჩემს თავზე და გიჟივით გავრბოდი ქუჩაში.
-ტაქსიიი!! გავაჩერე ტაქსი და ვუთხარი მძღოლს რაც შეიძლება სწრაფად წასულიყო .
5 წუთში არც კი უკვე ჯეისონის სახლთან ვიყავი ,მანქანის კარი მივაჯახუნე და  რასაც ქვია ტურბო სიჩქარით ავირბინე კიბები და ზარი დავრეკე!
სანამ გამიღებდნენ კარს, თმა შევისწორე და სუნთქვა დავირეგულირე .
-მობრძანდით.
თქვა ასაკოვანმა ქალმა და წინ გამიძღვა.
-ცოტა დაგაგვიანდათ.
მიამატა სერიოზულად და გამჭოლი მზერით გადმომხედა.
-ბოდიში ,აღარ ვიზავ.
ვთქვი მე ანერვიულებულმა .
-აჰა კარგით...აქეთ შემობრძანდით.
თქვა ქალმა და რაღაც დიდი  ოთახისკენ მიმითითა .
ოთახი გრძელი კარადებით იყო სავსე ,იქ კი საკმაოდ ბევრი გოგო იყო,ზოგი იცვლიდა, ზოგი გახდილი იყო ,მოკლედ ყველა საქმეში იყო.
-34 თქვენია ..მიბრძანდით და 5 წუთში მზად იყავით.
მითხრა მკაცრად ქალმა და ოთახი დატოვა.
-რა სჭირს ამ ქალს ,რას მებღვირება?
ჩავიბურტყუნე მე და კარადისკენ წავედი .
ამ წამს თავი საშინლად არაკომფორტულად ვიგრძენი, ყველა მე მიყურებდა,აბსოლიტურად ყველა!
მე კარადა გამოვხსენი და ფორმა დავინახე ,ცელოფანში იყო მოთავსებული და ნამდვილად კარგად გამოიყურებოდა .
მეც ღიმილით გამოვიღე ფორმა და ჩაცმა დავიწყე,თან მიკვირდა რა მიხაროდა?
რომ ჩავიცვი სარკეში ჩავიხედე და ჩემი ღიმილი სადღაც გაქრა !
კაბა მოკლე იყო და გამომწვევი,
უფრო სტრიპტიზიორს ვგავდი, ვიდრე მსახურს .

მე უხერხულად კაბის ჩამოწევა ვცადე და თან კარისკენ წავედი, გზაში თან მესმოდა მსახურების სიცილი და ჩურჩული .
გავედი თუ არა ის ქალი დავინახე.
-უკაცრავად ქალბატონო!
გადავუდექი წინ.
-გისმენთ. მიპასუხა უემოციოდ ქალმა.
-ჩემი ფორმა...ამმ...
-არ მოგწონთ?არ დამასრულებინა.
-ნუ არ მომწონს ასეც არაა,უბრალოდ-
უხერხულად გავიცინე მე ,მაგრამ ვინ მაცდის რამის თქმას?
-თუ არ მოგწონთ ჯეისონს შესჩივლეთ ,მან აგირჩიათ ეს ფორმა.
თქვა ქალმა მკაცრად და იქაურობას გაეცალა.
-ჯეისონ...ძაღლივით ამოვიღრინე მე და წინ გავიქეცი.
-აი მესმის,მშვენიერია!
გავიგე უკნიდან მისი მაცდური ხმაც.
ძაღლი ახსენეო,გავიფიქრე და უკან მივუბრუნდი.
-მოგიხდა! თქვა მაცდური ღიმილით და წელზე ხელი მომხვია.
ამას საერთოდ არ მოველოდი!
ცდილობს რომ სამსახურიდან წავიდე ალბათ!
-რას აკეთებ? ხელი გამიშვი!
ვთქვი მე ჩუმად და ხელები გავაშვებინე .
-რა იყო გეშინია? ჩაიცინა ჯეისონმა,
რაზეც მე არაფერი აღარ ვთქვი და
უბრალოდ სამზარეულოსკენ წავედი.
-ჰეი შენ გეუბნები,რომ გელაპარაკები მიპასუხე!
გავიგე უკნიდან ჯეისონის ყვირილი ,რომელიც უკან გამომედევნა,
მე ამაზე ზიზღით შევხედე.
-რას ნიშნავს ეს? გავიგონე იმ ასაკოვანი მკაცრი ქალის ხმაც.
-რა? გავხედე გაკვირვებულმა.
-მისმინეთ ახალგაზრდა ქალბატონო!
დროა აგიხსნათ ბევრი რამ,რაც ალბათ არ იცით..თუ ეს სამსახური გინდათ, ასე აღარ მოიქცეთ .
შენ იცი რას ნიშნავს პირადი მსახური საერთოდ?
მკაცრად მელაპარაკებოდა ქალი ,ჯეისონი კი კედელზე მიყუდებული ღიმილით მიყურებდა სიამოვნებით ,თუ როგორ ვიტუქსებოდი.
-კი ვიცი. ამოვიღე ძლივს ხმა.
-არააა,არ იცით და უნდა ისწავლოთ!
როდესაც პირადი მსახური ხარ ,იმას ნიშნავს რომ 1 წუთი არ უნდა მოშორდე ჯეისონს და მისი ნებისმიერი სურვილი უნდა აასრულო!
ცოტა ყვირილით დაიწყო ახსნა ქალმა ,მე ამაზე უბრალოდ თავს ვუქნევდი ,ლაპარაკს რომ მორჩა ქალი ,ჯეისონის ხმა გავიგე ისევ.
-აჰა..მგონი გაიგე ხო? თქვა და თმა ხელით ამიჩეჩა ,მე ამაზე დაბღვერილმა თავი დავუქნიე.
-დიახხ სეერრრრ!!! გავიგე იმ ქალის ყვირილი,რაც იმას ნიშნავდა ,რომ დიახ სერ და ბატონოთი უნდა მინემართა.
-დიახ სერ.
გავიმეორე მეც ,ამაზე ჯეისონმა კმაყოფილი სიცილით დატოვა სამზარეულო .

ემილი წყალი,ემილი საჭმელი!
ემილი ის მინდა,ემილი ეს მინდა!!!
მთელი დღე ამას ვისმენდი ,ჯეისონი თავის ჭკუაზე მატრიალებდა .
-ემილიიი!!! გავიგე კიდევ ყვირილი ,ახლა რა უნდა ??
გაღიზიანებულმა გავიფიქრე და ჯეისონს გავხედე.
-გისმენთ. ვთქვი  ისე რომ სახე ძლივს გავასწორე .
-მინდა რომ მოხვიდე და აქ დამიჯდე.
მითხრა მან და თავის გვერდით ადგილას  ხელი დადო .
მეც უბრალოდ გავაკეთე რაც მითხრა და გვერდით დავუჯექი .
-სკოლაში რა ხდება?
დარღვია ცოტახანში სიჩუმე.
-ამ..რა ვიცი ..სიმშვიდეა..არაფერი განსაკუთრებული.
ვუპასუხე მე დაბნეულმა.
-ხოო..კარგია.
თქვა მან და თავი გადაგდო მისაყუდებელზე.
-არ გინდა სკოლაში დაბრუნდე?
დავსვი მე კითხვა,  ამაზე ჯერ ჯეისონმა გაიღიმა შემდეგ კი მიპასუხა .
-არ ვიცი..ვნახოთ..თქვა და თავი გადმოწია ,შემდეგ კი კალთაში დამიდო თავი ,ამ წამს ისე ვიყავი გული წამივიდა რამის.
რას აკეთებს!?
მაგრამ რა უნდა ვქნა, არფერი არ ვუთხარი და ესე დავრჩი .
ცოტახანში ჯეისონს მგონი ჩემს კალთაში დაეძინა ,მე კი ვიყურებოდი ასე გაშეშებული და ვერც ვინძრეოდი !
უეცრად კი  იმ მკაცრმა ქალმაც გამოიარა და ორივეს გადმოგვხედა!
-მე არაფერ შუაში ვარ ,თვითონ დამადო თავი და ვიცი ასე სამუშაოს ვერ შევასრულებ ,მაგრამ მე..
ვთქვი მე  ჩურჩულით, ისე რომ ქალს არაფერი არც უკითხავს,ალბათ ამიტომ გამაწყვეტინა უეცრად.
-თქვენ თქვენს სამუშაოს ასრულებთ..აკეთებთ რაც მას სურს.
თქვა მშვიდად,რაზეც პირი დავაღე.
-ანუ ასე უნდა ვიყო ,სანამ არ გაიღვიძებს? ვიკითხე მე შოკი სახით.
-დიახ ,სწორედ ასე.
თქვა ქალმა და გზა გაგრძელა .
აჰა გავიგე ,ანუ ახლა ისიც ჩემი სამუშაოა ,რომ ჯეისონის ბალიში ვიყო!
რა სჭირს საერთოდ ამ ბიჭს ?
ასე რატომ სძინვს, თვალს ვერ ვწყვეტ!
ისეთი მშვიდია, თითქოს უცოდველია!
1 წამიც არ მინდა თვალი მოვწყვიტო .
ჯეისონ რას მიკეთებ??

ჯეისონის pov:
არც ისეთი რთული და ცუდი ყოფილა ემილის აქ მუშაობა.
პირიქით მგონი კარგიც არის,რადგან
ჩემს ჭკუაზე დავატარებ და რომ ბრაზდება ,ღმერთო ჩემო მის სახეზე ვგიჟდები !
-ემილი ეს რა არის? დავუსვი ემილის კითხვა და ჩანგლით საჭმელი უმადოდ გავფანტე .
-ამმმ ..თქვენ ხომ თქვით რომ ეს გინდოდათ სადილათ?
მიპასუხა ემილიმ ოფიციალურად.
-არა ,არ მომწონს,აღარ მინდა!
ვთქვი მე და ფეხზე წამოვდექი.
-აბა ამას რა ვუყო?! ცოტა გაბრაზება შევატყე ემილის და ჩავიცინე.
-რაც გინდა ! ვთქვი და ჩემი ოთახისკენ წავედი .
აქ ვეღარ გავერთობოდი, ემილის სამუშაო საათი 10 წუთის უკან დამთავრდა
და წავიდოდა.
-საწყენია,თამაში დასრულდა.
ვთქვი და საწოლზე გადავგორდი ,
გამოძინება მჭირდება .

ემილის pov:
-საძაგელი ბიჭი! ჩავიბუტბუტე და ფორმის გახდა დავიწყე.
-ჰეი, ახალო!! გავიგე უკნიდან ხმა.
-გისმენ. მივუბრუნდი ორ მაღალ გოგოს,რომლებიც მიახლოვებით ჩემს ასაკში იქნებოდნენ.
-რა გქვია?
მკითხა  ერთ-ერთმა ღიმილით.
-ემილი... თქვენ რა გქვიათ?
ვიკითხე მეც ღიმილით.
-ანა და ლეილა!
მიპასუხეს გოგოებმა მეგობრულად. -სასიამოვნოა. ვთქვი და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე.
-შენ მართლა ჯეისონის პირადი მსახური ხარ?
მკითხა ქერამ ,რომელსაც ანა ერთქვა. -კი ,რა არის??
ვიკითხე გაკვირვებულმა.
-ანუ საშინლად არ გაგიმართლა!
ჯეისონი არც ისეთი კარგი ადამიანია.
თქვა მეორემ გაფართოვებული თვალებით.
-ვაი ,რომ ეგ მეც ძაალიან კარგად ვიცი.
ვთქვი მე ჩურჩულით,რაზეც გოგომ მალევე მიამატა.
-ისეთი ახალგაზრდაა,მაგრამ ძალიან სასტიკია . წარმოიდგინე,დღეს ერთი გოგო გაშვებინა დედამის ,მხოლოდ იმიტომ ,რომ კარზე დაკაკუნება დავიწყდა და საბრალომ დაინახა რასაც აკეთებდა.
თქვა ერთმა მოწყენილმა, მე ამაზე უბრალოდ თავი გავაქნიე ..ჯეისონ რა ცუდი ხარ,გავიფიქრე და ჩანთა ავიღე.
-სჯობს წავიდე,თუ მინდა რომ სახლში არ დამაგვიანდეს...სასიამვნო იყო თქვენი გაცნობა!
ვთქვი და სახლი დავტოვე, თან ვფიქრობდი,თუ რას აკეთებდა ისეთს ჯეისონი,რომ ასე გაბრაზდა და მსახური სამსახურიდან გააგდო.
სახლში რომ შევედი ფეხზე ძლივს ვიდექი,ნამდვილად რთული იყო პირველი დღე ,მაგრამ ამად ღირს,მე ამას გავუძლებ .

მეორე დღე:

დილით უკვე ჩემით გამეღვიძა ზუსტ დროს ,წამოვდექი შხაპი მივიღე გავემზადე და სამსახურის გზას გავუდექი .
სახლში რომ შევედი ვიღაცის ყვირილის ხმა მომესმა ,კაცის ხმა ,რომელიც აშკარად გაბრაზებული იყო!
ძაალიან დამაინტერესა და ფანჯრიდან თვალი შევაპარე,შედეგად კი დავინახე კიდეც ყველაფერი!
ჯეისონის წინ სმოკინგში გამოწყობილი კაცი იდგა და ჯეისონს რაღაცაზე ეჩხუბებოდა.
-გეკითხები როგორ იქცევი!?
როგორ ბედავ და როგორ მეწინაღმდეგები?
იყვირა კაცმა,რაზეც ცოტა ჩავფიქრდი...ხშირად მსმენია იგივე სიტყვები ჯეისონისგან.
-არ მინდა ორ მთას იქით წასვლა,მხოლოდ იმიტომ რომ შენ გინდა ასე! არსად არ წავალ და მორჩა.
თქვა ჯეისონმა და კიბებზე აირბინა ,კაცმა კი უკნიდან მიაძახა. -ჯონ ჯეისონ შენ კომპანის მმართველი გახდები ეს იცოდე,ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს,გინდა თუ არა ეს!
მამამისია??
ვფიქრობდი მე და გაფართოვებული თვალებით ვიყურებოდი.
-საინტერესო სანახავია?
გავიგე უკნიდან უცბად ხმა და ისე შემეშინდა,წინ მიბრუნებულს,რომ რამის უკან გადავვარდი.
წინ 25 წლამდე გოგო დამხვდა, ლამაზად ეცვა, კარგი ტანი ჰქონდა და სახეზეც ძაალიან ლამაზი იყო..ალბათ მოდელია?
-ამმ..ბოდიში ..მე-
დავიწყე დაბნეულმა ლუღლუღი,რათა ჩემი არასწორი საქციელი ამეხსნა,მაგრამ გოგომ არ დამაცადა.
-არაუშავრს,მე რას მიხსნი?
მე უბრალოდ ჯეისონის მასწავლებელი ვარ.
სიცილით მითხრა გოგომ და ხელი გამომიწოდა.
-ალექსანდრა.
თქვა და მეც ხელი ჩამოვართვი,შემდეგ კი ჩემი სახელიც ვუთხარი ,ამის დასასრულს ორივე სახლში შევედით .

სახლში შევედი თუ არა, მისაღებში მჯდარი ანერვიულებული კაცი დავინახე .
-გამარჯობა. დავუხარე თავი .
ესა ჯეისონის მამაა ?
-გამარჯობა. თქვა კაცმა უემოციოდ და რაღაცის კითხვა გაგრძელა,რაზეც მეც გზა გავაგრძელე,მაგრამ ადგილზე გავჩერდუ,უცბად უკნიდან იმ ასაკოვანი ქალის ხმა რომ გავიგონე.
-მოხვედი უკვე? უკან მომყევი.
მითხრა ქალმა მშვიდად ,ზედმეტი ახსნის გარეშე რატომ უნდა გავყოლოდი და წინ გამიძღვა,მეც თავისთავად უკან გავყევი .
სამზარეულოში რომ შევედით ქალმა რაღაც წამალი და წყალი გამომიწოდა და მეტად დაბნეულს მითხრა.
-ეს ჯეისონს აუტანე და ჰკითხე თუ რამე უნდა,ამ წამს თავს კარგად არ გრძნობს და გთხოვ 1 წამითაც არ მოშორდე !
მითხრა ქალმა დადარდიანებული ხმით ,რაზეც თავი დავუქნიე.
-დიახ ქალბატონო.
ვუთხარი მშვიდად და სულ პირველად რაც კი ამ სახლში მოვედი ,მისი ღიმილი დავინახე !
მომინდა მისი სახელი გამეგო ,იქნებ არც ისეთი უგრძნობია და სინამდვილეში კარგი ადამიანია?
-შეიძლება რაღაც გკითხოთ?
გავჩერდი შუა გზაში .
-გისმენ. მომიბრუნდა ქალი.
-რა გქვიათ? ამაზე ქალმა ცოტა ჩაიცინა ..იცინის კიდეც??
ცოტა ბედნიერად ვიგრძენი თავი .
-ელსა. თქვა ღიმილით ქალმა ,მეც გავუღიმე და ჯეისონის ოთახისკენ გავემართე .

-არ მინდა, არაა!! გავიგე მანამ შევიდოდი ჯეისონის ყვირილის ხმა ,თან მგონი იქაურობას ამტვრევდა ისეთი ხმა იყო !
ამის გააცნობიერება იყო და თავი შევიმზადე.
-შეიძლება? შევყავი კარებში თავი და გაუბედავად ვიკითხე,ამაზე კი ჯეისონმა უბრალოდ გაბრაზებულმა გამომხედა და არაფერი არ მითხრა .
იქვე მდგარმა ალექსანდრამ კი ხელით მანიშნა რომ შევსულიყავი.
-ეს ელსამ გამომატანა.
ვთქვი მე და ჯეისონს გვერდით დავუდგი ჭიქა და წამალი.
-არ მჭირდება.
თქვა ჯეისონმა და ჭიქა ხელით უხეშად გასწია.
-გჭირდება. ვთქვი მე ცოტა მკაცრად, რადგან უკვე ვბრაზდებოდი !
ამაზე ჯეისონმა ჩაიცინა და ამომხედა. -გაეთრიე ოთახიდან.
წესით ამ ტონზე და ამ სიტყვებზე უთქმელად უნდა დამეტოვებინა ოთახი,მაგრამ მაინც მეტად მივაწექი და უფრო მტკიცედ ვუპასუხე. -არა,სანამ არ დალევ წამალს,მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი.
ამ ჩემს პასუხზე შევატყე ალექსანდრას როგორ ეცინებოდა.
-შენი პატარა ბავშვი გგონივარ!!
რომ ვთქვი რომ არ მინდა, ანუ არ მინდა !!
ცოტა ხმას აუწია და სახიფათო მზერით ამომხედა.
-დალიე. გავუმეორე მაინც მშვიდად და ჭიქა მივაწოდე.
აარ გაჩერდები ? ამოხედა გააღიზიანებულმა.
-არა. ვთქვი მე და ჭიქა უფრო ახლოს მივიტანე,ამაზე ჯეისონმა ჭიქა უხეშად გამომგლიჯა ხელიდან და უცბად გადაკრა!
-კმაყოფილი ხარ? გახვალ ახლა?
მკითხა ბრაზით და მობეზრებული მზერა ამაცილა.
-დიახ სერ ,თუ აღარაფერი გჭირდებათ.
ვთქვი გამაღიზიანებელი ტონით და ოთახი კმაყოფილმა დავტოვე .

ჯეისონის pov:
-არანორმალური. ვთქვი მე და ალექსანდრას გადავხედე ,რომელიც უკვე სიცილს ძლივს იკავებდა.
-რა არის ასეთი სასაცილო?
ვიკითხე მეტად გაღიზიანებულმა.
-იმ გოგომ უცბად უპრობლემოდ მოგსვა შენს ადგილას!
ჯეისონი და ვინმეს დაემორჩილა, ვაა!
ასეთი არაფერი მსმენია.
თქვა აღტაცებით ალექსანდრამ,რაზეც მისკენ მივიწიე.
-მოდი აქ აბა.
ვუთხარი მაცდურად ალექსანდრას და ხელი გავუწოდე,ალექსანდრამაც ხელი მომკიდა ,მე კი ჩემსკენ მოვწიე და პირდაპირ ტუჩებში ვეცი.

ცოტხანში კი ალექსანდრას დამსახურებით თავს შედარებით კარგად ვგრძნობდი .
ვიწექი და ჭერს ვუყურებდი ,უცბად ალექსანდრას მოულოდნელი კითხვა რომ გავიგე.
-ისე მართლა ,იმ გოგოს კარგად იცნობ?
ამაზე მე ალექსანდრას გავხედე.
-კი ჩემი კლასელია.
ვუპასუხე უემოციოდ.
-და რამე მოხდა თქვენს შორის?
ის რომ დაინახე უცბად სულ სხვა გახდი ,ის დაუმორჩილბელი და ჯიუტი ჯეისონი კი სადღაც გაქრა.
ამაზე მე ჩავიცინე.
-ეგ გოგო ისეთი გულუბრყვილოც არ არის როგორიც ჩანს..რაც მან გაკეთა,ისეთი რაღაცაა ,რაც არავის არ გაუბედავს ჩემთან მიმართებაში.
ვთქვი მე და ყველაფერი ,რომ გამახსენდა ცოტა გამეცინა,რადგან ეს დრო ცოტა არ იყოს ჩემში ამოუცნობ ემოციებს აღვიძებს.
-მოიცა დაგიპირისპირდა? იჩხუბეთ?
იკითხა ალექსანდრამ და თავი წამოწია.
-თან როგორ...ერთმანეთი გვძულს.
ვთქვი მე ღიმილით.
-და მაშინ აქ რა უნდა?
ეს რომ იკითხა, მხრები ავიჩეჩე და ცოტახანს ორივე გავჩუმდით,მანამ ისევ მან არ დაარღვია სიჩუმე.
-ისე ძაალიან საკვირველია შენმა მომხიბვლელობამ მასზე როგორ არ გაჭრა.
დარწმუნებული ხარ რომ სძულხარ?
უცნაური კითხვა დამისვა და ღიმილით მომიტრიალდა.
ხო ,მეც ეგ არ მიკვირს.
ჩავიცინე  მაცდურად .
-უცნაურია...ანუ არც ისეთი იდეალური ხარ,როგორიც ჩანხარ.
ამის გაგება იყო ,უსიამოვნო მზერით ,რომ გადავხედე.
-ჩემში ეჭვი გეპარება?
ვიკითხე გამომწვევი ღიმილით,რაზეც თვითონაც ამყვა.
-მგონი ამის შემდეგ კი.
თქვა და გადატრიალდა.
ეს იყო და ეს ,ერთმა იდეამ რომ დამკრა თავში!
-იდეა მაქვს. მოვატრიალე უცბად და თვალებში ღრმად ჩავაშტერდი.
-გინდა ვითამაშოთ? ვიკითხე ღიმილით, რაზეც გაკვირვებულმა შემომხედა.
-რა? აშკარად ვერ ხვდებოდა ,რას ვგულისხმობდი.
-მოდი სანაძლეო დავდოთ,რომ მის გულს მოვიგებ! აღტაცებით ვთქვი,რაზეც მან გაოცებულმა გააღო პირი.
-არაა...ვერ შეძლებ! არც გაბედო ჯონ ჯეისონ! მითხრა სიცილით,რაზეც მეც გამეცინა.
-ოხხ..რატომაც არა?
რომ მომინდეს 1 თვეში ჩემი უპრობლემოდ გახდება ,უბრალოდ ეს არ მინდა.
ეს იყო და ეს თვითონაც ,რომ მიღოო გამოწვევა.
-ხოო? მაშინ ვნახოთ ,1 თვე გაქვს ,თუ შეძლებ და მას თავს შეაყვარებ ,გაიმარჯვებ თუ არა და დამარცხებული იქნები.
სახიფათოდ შემომთავაზა და ხელი გამომიწოდა.
-კარგი. ჩავიცინე მეც და ხელი თანხმობის ნიშნად ჩამოვართვით.
-შევთანხმდით!

ემილის pov:
ვიდექი და ჯეისონის საყვარელ საჭმელს ვაკეთებდი ,რადგან ელსამ მითხრა, რომ ჯეისონი რამით მესიამოვნებინა.
-ემილი!! გავიგე უკნიდან უცბად ჯეისონის ხმა და საქმესაც წამით მოვსწყდი.
-გისმენ. მივხედე და ხელები გავიწმინდე თან.
-ხვალ სკოლის ჩანთით მოდი სამსახურში.
მე მის სიტყვებზე დავიბენი.
-ჰაა??რატომ?? ვიკითხე იმ წამსვე. -ხვალიდან სკოლაში ვივლით, მეც და შენც. მიპასუხა ღიმილით
-რაა??რატომ ?ვიკითხე იგივე,ამჯერად უფრო დაბნეულმა.
-შენ ხომ ჩემი პირადი მსახური ხარ? ხოდა მე სკოლაში მინდა ვიარო ,ხოდა შენც როგორც პირადი მსახური ჩემს გვერდით უნდა იყო.
მიპასუხა მაცდურად ჯეისონმა ,მე კი ამაზე მე ყბა ჩამომივარდა.
-სკოლაში როგორ? ვერა..არა..არა-
დავიწყე შეწინაღმდეგება,რადგან აზრზე არ ვიყავი როგორ უნდა გამეტარებინა მთელი დღე მის გვერდით!
მითუმეტეს იმის შემდეგ რაც მოხდა.
ხალხმა ერთად რომ დაგვინახოს ,ათას სისულელეს იფიქრებენ!
ეს მე მინდა?!!
არა,არანაირად.
-ვერა და არა არ ვიცი მე,ხვალ 9-ის ნახევრისთვის აქ იყავი ძვირფასო.
მითხრა ჯეისონმა ღიმილით და ლოყაზე მომეფერა,მე კი უხეშად გავწიე თავი და აღარაფერი არ ვუთხარი.
რა უნდა მეთქვა??
თუ ეს სამსახური მინდა ,ამ მართლაც ბავშვს უნდა მოვუსმინო და მისი ხუშტურებიც უნდა ვასრულო!
არაუშავრს ,თან სკოლასაც აღარ გავაცდენ..ალბად არც ისეთი ცუდი აზრია,არა?



№1  offline წევრი 《Sunshine》

ოჰო აქ რაღაც ცუდი მოხდება ?

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

აუუ ეხა აქ დიდი ამბები დატრიალდება მაგარია ძაან მაგრამ რომ წარმოვიდგენ წინ რა იქნება გული მწყდება უკვეე????????

 


№3  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
ოჰო აქ რაღაც ცუდი მოხდება ?

ვნახოთ,ვნახოთ ☺️ ^^

სტუმარი მარი
აუუ ეხა აქ დიდი ამბები დატრიალდება მაგარია ძაან მაგრამ რომ წარმოვიდგენ წინ რა იქნება გული მწყდება უკვეე????????

ვნახოთ რა იქნება ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent