შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორ სამყაროს შორის (თავი 1)


5-08-2020, 15:23
ავტორი niniel_om
ნანახია 1 352

ბავშვობიდან სიზმრებს ვარსკვლავებს ვუკავშირებდი. ოთახის ჭერზე წვრილ-წვრილი ვარსკვლავები მქონდა, რომლებიც ღამე ანათებდნენ მკრთლად და მოციმციმე ცის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ყოველთვის მათი ყურების დროს მეძინებოდა. ძილის წინ ყველაზე კაშკაშას(ჩემი თვალით ასე ჩანდა), რომელიც ყველაზე მეტად მომწონდა სულ მადლობას ვუხდიდი წინა სიზმრისთის და ვთხოვდი, რომ ასეთ კარგს თუ არა, კოშმარს მაინც ნუ გამომიგზავნიდა. მას სახელიც კი შევარქვი - დეი.
-ვივიენ!...
-...
-ვი გაიღვიძეე!
-მოვდივარ - სად მივდივარ? ჯერ ხელ-პირიც კი არ მაქვს დაბანილი. როცა გავიაზრე, რომ შესაძლებელი იყო მართლა ფეხით წავსულიყავი, რადგან ავტობუსით არასდროს მივდიოდი, იმიტომ რომ დედაც სკოლის მხარეს მუშაობდა და შესაძლო იყო, რომ დავერჩინე და სხვა ტრანსპორტის შოვნა მომიწევდა, ავდექი.
იცით, მგონი სუპერძალას ვფლობ... აბა არ ვიცი რა დავარქვა ჩემს ყველა დილის რუტინას, ყოველთვის საჭიროზე ერთი საათით გვიან ვიღვიძებ (მაღვიღებენ) და აფსოლიტურად ყველაფერს ვასწრებ, ნუუ.. რაც თავის მოვლას და ოთახის მოწესრიგებას ეყოფა. რა თქმა უნდა არასდროს ვჭამ დილით, არადაა... ნეტა იცოდეთ შაბათ-კვირას მხოლოდ კუჭის გამო ვდგები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენც მიხვდებოდით რაც იქნებოდა.. ჩვიდმეტი წლის მანძილზე დედაჩემი უშედეგოდ ცდილობდა დილა, როგორც ნორმალურ ადამიანს შეეფერება ისეთი მქონოდა, მაგრამ დიდი კივილ-წივილის დახმარებით ძლივს მაგდებს საწოლიდან.
სკოლამდე დედამ მიმიყვანა, აბა რაა, მე როდის მეღირსება მანქანა ღმერთმა იცის...
-კარგად ვიი...
-კარგად აან
მაშინვე კაფეში გავიქეცი. ოღონდ ყოველ ჯერზე ამას ნეტა იცოდეთ როგორი მალვით ვაკეთებ, როცა დედა მხედველობის არეალს მოსცილდება მაშინ მივდივარ. აბა რა გავაკეთო? დილით ამის გამო სახლში არ დავრჩები ან ფეხით არ ვიტანტალებ და შუა ქუჩაში დედაჩემის ყველაზე ცხიმიან ტოსტს ვერ დავიჭერ და ვერ შევჭამ, განსაკუთრებით დილით, როგორ შეიძლება დილა ასეთი მძიმე ცხიმით დაიწყო? (დედაჩემი ნამდვილად კარგი მზარეულია, ცუდ შთაბეჭდილებს არ დაგიტოვებთ, უბრალოდ როგორც ყველა დედას, ისე დედაჩემსაც უნდა რომ „კარგი ხორცები“ მქონდეს, მაგრამ ამის გამო ყოველთვის მექმნება კუჭზე პრობლემა, თორე დედაჩემს არ ვაწყენინებდი, არა და არც ძალიან გამხდარი არ ვარ, ოდნავ პუტკუნაც კი ვარ) ამას და ჩემ დილის ნორმალურ რუტინას შემდეგ გაეცნობით და ეხლა ახლანდელ დროს დავუბრუნდეთ.
შევედი კაფეში და მაშინვე ჩემს ადგილზე მოვკალათდი. ეს კაფე მიყვარდა. ხან ვფიქრობ დილით, როცა სკოლაში არ მოვდივარ, მანქანა რომ მყავდეს ბლინების საჭმელად აუცილებლად წავიდოდი სკოლისაკენ, ამ კაფეში თქო... ჩემი ცნობილი ბლინები და ხილის ჩაი მომიტანეს. ხო, მე „ყავისტი“ არ ვარ, მეტიც, რა უნდა მოხდეს რომ ის დავლიო, ან რძით, ან ნაყინით, ყოველთვის მუცელს მატკიებს, ამიტომ სჯობს ცოცხალი ვიყო. აი, კარგ ჩაის ნამდვილად არაფერი შეედრება, განსაკუთრებით დილით.
სკოლა მხოლოდ სამი რამის გამო მიყვარს, ერთი ეს კაფეა, როგორც მიხვდით, მეორე ჩემი დამრიგებელი ნანა მასწავლებელია და მესამე ფაქტი, რატომაც მიყვარს, ჩემი კლასელების, დაქალების და ბიძაშვილის ბრალია და აი ძაღლი ახსენეო, ლიმ რა თქმა უნდა დაგვიანებით შემოხსნა ბიოლოგიის გაკვეთილზე კარი. ოოხ, ამ მომენტს ყველა როგორი მონდომებით ელოდება ხოლმე, კარისკენ გაფართოებული თვალებით მაცქერლები, სულ დროის გახალტურავებაზე რომ უჭირავთ თვალი. არა, ისე მეც ვხალისობ ხოლმე, ლია მასწავლებელი ყოველდღე ერთიდაიმავეს რომ უმეორებს ლილიანს, მაგრამ რაღამდენჯეერ? ხო უნდა მიხვდე რომ ეს ბავშვი არაა ნორმალური და შეეშვა, ან კიდე ალტერნატიული გზა მოძებნო, რომ ხედავ ამ კივილით და უაზრო მუქარებით არ გემორჩილება. ჰააჰ დამორჩილებაზე მიდგა საქმე, ნეტა ლი ვის ემორჩილება? არც არავის, ან რა ალტერნატიული გზა უშველის, მაგრამ დამიჯერეთ ამ ქალმა ეს კივილი უნდა მოიშოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთლიან კლასს ჩემი დებილი დაქალიანად მოგვიწევს ყურის ექიმთან სიარული. ექიმი იქით იყოს და ძალიან მაინერესებს ესეთი გამოშტერებული რატომ დგა ლი, ან რატომ არ ეკამათება? როგორც ყოველთვის ერთ სიტყვას არ უთმობს, რის გამოც უფრო ხმამაღლა კივის და ხელჩარული ომი აქვთ, მაგრამ დღეს?
-რა გჭირს სახეზე? - ვკითხე გაოცებულმა, როცა გვერძე მომიჯდა
-შესვენებაზე მოგიყვები, თორე ამ ქალის კივილის ხელმეორედ მოსმენის თავი ნამდვილად არ მაქვს - ამან უფრო გამაკვირვა, ლის ამის თავი არ აქვს? როგორ მოხდა? მაგრამ მივხვდი რაღაც სჭირდა და ამიტომ შევეშვი.
-ლილუშკები... როგორ ჩასუქებულხარ გოგო -ჩვენმა ყველაზე ცანცარა და საყვარელმა კლასელმა (და არა მარტო) არ ვიცი საიდან, ან რატო ჩააკვეხა, მაგრამ ლის ეგ აღარ უნდოდა...
-აუუ ერეკლე მიდი რა... -ძალიან მარტივად გაატარა ლიმ. უკვე მაკვირვებდა
-გოგო რატო გწყის წონაზე კი არ გითხარი?
-აბა?
-ცრემლებისგან ჩასუქდი გოგო, ცრემლებისგან... თვალები გასხედან, წადი სარკეში ჩაიხედე
-აუ ეკე აიკრავ და აჰა...
-თქვენ ლაპარაკის გარდა მეტი საქმე არ გაქვთ? -აი, ეხლა დაიწყო ლიამ და ამის მერე აღარც გაჩუმებულა, ჩხუბის დაწყებიდან რაც უფრო დრო გადის მით უფრო აზარტში შედის ხოლმე და ბოლოს რა თქმა უნდა ზარი ამთავრებს
-უუჰ გეშველა - მითხრა ლიმ, როცა ზარის დარეკვის ხმა გაიგო -ხო ვიცი ამ ქალის არცერთი სიტყვა არ შეგსვლია თავში და სულ ჩემზე ფირქობდი
-ნუ ხარ შენ ესეთი თავქარიანი, მოყვები თუ არა რა მოხდა?
-ლუკას დავშორდი
-მოიცა შენ თუ ის?
-დავშორდი რას ნიშნავს?
-თუ არ გინდოდა დაშორება, რატო შორდებოდი, სახეზე გახატია და თუ გინდოდა, მაშინ ესე რაღატო ხარ?
-არ მინდოდა ხო, უფროსწორად სხვა გზა არ მქონდა
-რატო? რა გამოცანებით მელაპარაკები, იქნებ ნება იბოძო და ამოღერღო?
-ვიი აღარ მინდა გახსენება, ისედაც ცუდად ვარ
-მით უმეტეს, არ ვიცი ან მოყვები ან უფრო ცუდად გაგხდი. იცოდე წავალ და ანის და სოფის მოვიყვან - წავავლე ხელი და საკლასო ოთახიდან გავათრიე გარეთ, უკანა ეზოში უფრო სიწყნარე იყო
-გისმენ
-მოკლედ მგონი სხვა ჰყავს
-მგონი?
-ხო, ისე აღარ მიყურებს, აღარც დრო აქვს და წარმოიგდინე მაგას ჩემთვის რომ დრო არ ექნება, სულ დაძაბულია და რავიცი მე. ვერ მამჩნევს, უცხოსავით ვარ მასთან და გინდ ვყოფილვარ, გინდ არა... თავს ზედმეტად ვთვლიდი. მაინც ვერ შეამჩნევსმასთან რომ არ ვარ, თუ არა და მიხვდება შეცდომას
-ვაიმეე ლილიან რა სულელი ხარ რაა... ლუკას არ იცი როგორ უყვარხარ? მე მეგონა ვინმესთან მიატანე და რაღაც სისულელები ვიფიქრე. შენ კიდე რაღაც სისულელის გამო გაგიჭედავს და რა თქმა უნდა ის კიდე ჯიუტი კახელია და უკან არ გამოგეკიდებოდა -არადა თავიდან ლიმ რომ მითხრა ნამდვილად გამიკვირდა, თან ლი ტყუილად არ დაშორდებოდა, ნუ ჩხუბის მეტი ამ ორს რა აქვთ ბავშვობიდან, მაგრამ ასე გამწვავებულსაც არ ველოდი. ლუკას და სოფის -მის დას და ჩვენს კლასელს, ასევე დაქალს, ბავშვობიდან ვიცნობთ, ჩვენი მშობლების მეგობრები არიან მათი მშობლები, ასე რომ ოჯახებით ვმეგობრობთ ძალიან ახლოს და ვერ დავიჯერებდი რომ ლუკა ამას იზავდა.
-ხოო ვივიენ, აბა რა ხდება? რატომ არ აქვს დრო?
-იქნებ ეგ კითხვა ლუკასთვის დაგესვა და მაშინვე არ დაშორებოდი?
-უუფ, რა ვიცი
-რა რა იცი? გაგიჟდიი? შემეცოდა საწყალი ბიჭი. მის ადილზე არც შემოგხედავდი, რას ჰქვია შორდები და არ ეუბნები რაზე? იქნებ მართლა არ ჰქონდა დრო? გეთქვა და იქნებ აეხსნა. დებილი ხარ, თან სხვა ჰყავს რა უბედურებაა, ეგ რომ მართალი არ იყოს და ლუკას გაეგო შენი ეჭვი, მერე სად მიდიოდი? მე ნამდვილად დაგშორდებოდი
-კიდე კაი, შენ არ მიყვარხარ, თორე აი მაშინ ნამდვილად მოსაკლავი მექნებოდა თავი...
-დაიწყე?
-ისე... მიკვირს
-რა გიკვირს?
-ამას მისის კაცთმოძულე ვივიენი რომ ქადაგებს და ჩემ შეყვარებულს რომ ამართლებს, რა იყო შენ არ ამბობდი მეტი საქმე არ გაქვთო, როცა გვეღირსა ერთად ყოფნა
-ცოტა ჩუმად ვინმეს მართლა არ ეგონოს ასე - ამაზე ერთად გაგვეცინა
-არა ვი, მე არ მეგონება, შენ ხო გყავს სიზმრის ბიჭი
-ვაიმეეე ლილიან, აღარასდროს მოგიყვები ჩემ სიზმრებს
-კაი ბოდიში, ეგ არ ქნა გთხოოვ, ხო იცი როგორი მონდომებით ვუსმენ ხოლმე -ამაზე თვალები ავაბრიალე და კლასში შევედით.
-რა? დაშორდი? გოგო გაგიჟდი? -მოცვივდნენ ანი და სოფი და ერთნაირად დაესივნენ, აი მანდ დაიწყო, განხილვა გამოხილვები და უჰ, რა არა. ანიც ჩვენი კლასელი იყო, მას მხოლოდ დედა ზრდიდა, არასდროს არაფერს აკლებდა, შეძლებულად ცხოვრობდნენ ერთად და ტკბილად. ნათიას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენებთან, ანუ ბავშობიდან მეგობრობდნენ ჩვენსავით. მოკლედ ძალიან რომ არ გავაგრძელო, ვისთანაც კი ვდაქალობდი, ვმეგობროდი და ა.შ თითქმის ყველას მშობლები იყვნენ ჩემების მეგობრები. ანი ძალიან ლამაზი და საყვარელი იყო, ტანზე სუსტი, მუქი ფერის თმით და ქათქათა კანით, თვალები ნათელი ფერის ჰქონდა, რომლებიც სიცილის დროს სულ მწვანედ უციმციმებდნენ. ბაღშიც ერთად ვიარეთ ჩვენ ოთხმა, სკოლაშიც და დარწმუნებული ვარ უნივერსიტეტშიც ასე გაგრძელდება.
მთელი დღე უხალისოდ გავიდა სკოლაში, ან რა ხალისი, ლილიანს რომ სახე ჩამოსტიროდა ვინმეს გაცინება მოუნდებოდა?
სკოლის მერე ცეკვაზე წავედი. ხუთი წლიდან დავდივარ ქართულ ცეკვებზე და ვფიქრობ ეს ცხოვრების ბოლომდე გასტანს. ჩემი ცეკვისადმი დამოკიდებულებას ვერ აგიღწერთ. ალბათ მიხვდებოდით კიდეც, თორმეტი წელი რომ ბავშვი იცეკვებს და მეთორმეტე კლასშიც, გადატვირთული რეჟიმის მიუხედავად გააგრძელებს როგორ ეყვარება. ბევრჯერ უთქვამთ კარგი, ისწავლე, მორჩა, ქორწილში ხელისგაშლა იციო, მაგრამ ამაზე მე სულ ვღიზიანდები. მე იმის გამო არ ვცეკვავ რომ ახლობლების ქორწილებში „ხელი გავშალო“ და სხვები დავაკმაყოფილო ჩემი ცეკვით. მეტიც, მე არასდროს ვცეკვავ ასეთ ადგილებში, შეიძლება რამდენჯერმე ნაცეკვი მაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ ძალით. იციან დაყვედრებები, რის გამო გატარებდნენ ამდენი ხანი ცეკვაზეო, მაგრამ ჩემებს ამაზე პრობლემა არ აქვთ და მათ ესმით ჩემი. მათ გასართობად რომ ვცეკვავ, მაშინ როცა მე არ მინდა ეს, თავი ცირკის რიჟიკა მგონია ხოლმე, რადგან მე ამით სიამოვნებას ვერ ვიღებ. გითხრათ რატომ? რა თქმა უნდა ბევრს გაუჩნდება ეგ კითხვა, შენ რანაირი მოცეკვავე ხარ, სიმღერის ხმაზე როგორ არ „გითამაშებს“ ტანიო, მაგრამ მაგაზეც პასუხი მაქვს. მე არ მიყვარს მთვრალ და ალკოჰოლის სუნით აყროლებულ ხალხთან ერთად ცეკვა. რომლებიც შვიდი ჩემხელები არიან და შეიძლება ერთხელ გამიტანონ და გადამთელონ, ამიტომ სულ დაძაბული ვცეკვავ ხოლმე. ჩვენს თაობაში დაბადებისდრეებზე არავინ ცეკვავს აჭარულს და მთიულურს და ამიტომ ამით მხოლოდ ღიპიან ბიძიებთან ვისტრესები ხოლმე. მაგრამ აი კონცერტებზე, ნუ იტყვით. ჩემი სიამოვნება ახლად დაბადებას უდრის.
ცეკვაზეც მყავს საუკეთესო მეგობარი დაიანა. სულ დუეტს გვაცეკვებდა ხოლმე ჩვენი მასწავლებელი ერთად, ალბათ იმიტომ რომ გარეგნულად ვგავართ. ამიტომ გვინდოდა თუ არა დავუახლოვდით ერთმანეთს თავიდანვე, ძალიან პატარები, მაგრამ კიდევ კარგი ასე მოხდა. ის ძალიან თბილი, გულჩვილი, საყვარელი, ლამაზი და არ ვიცი თითქმის ყველა კარგმა თვისებამ მასში მოიყარა თავი. მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო ეს გოგო ძალიან მიყვარდა.
კონცერტამდე ერთი თვე იყო დარჩენილი და ამიტომ ძალიან არ დავღლილვარ ცეკვაზე. სახლში მისვლისთანავე ჩემს ოთახში ავქანდი. გამოვიცვალე, სპორტულის ნაცრისფერი შარვალი და სადა ვარდისფერი მაისური ჩავიცვი. მერე სამზარეულოსკენ გავექანე. ქათმის ბუტერბროდი გავიკეთე, ბოსტნეულთან და მაიონეზთან ერთად, გემრიელად მივირთვი.
ფიქრი არ მასვენებდა იმაზე თუ რა მეშველა ლისთვის და მისი სიდებილისთვის. სინამდვილეში მის ნათქვამზე უფრო ვდარდობდი, რატომ ვღელავდი ამ ურთიერთობაზე, მაგრამ პასუხი ერთია, რა თქმა უნდა ლიზე ვდარდობდი. მაგრამ მე ბიჭებს ვუგებ, ჰააჰ, აბა რაა... ეგ ზოგადად ჩემს ირგვივ ვინც არიან, სხვა მიზნით, მათ ვერ ვუგებ, მაგრამ ლუკას ბავშვობიდან ვიცნობდი, მას ბაღიდან უყვარდა ლი. ეს უტვინო ლიც ეხლა მიხვდა, იქამდე კი სხვადასხვა ბიჭებით ეჭვიანობდა ჩვენი ლუკიტო. ამ შემთხვევაში კი ლის ესეთს ვერ ვუყურებდი, თქვენ არ გქონიათ მომენტი, რომ გინდა დაეხმარო, მაგრამ ვერაფრით შველი? ან რით უნდა ვუშველო ისეთი სისულელე გააკეთა, ვინმე მსგავსად რომ მომექცეს საშინელ მდგომარეობაში ვიქნებოდი, რადგან კითხვები შემჭამდა თუ რატომ მომექცა ესე. არადა სიტყვებით ვერ აღვწერ ისე მინდა თავისი სიდებილე გამოასწოროს, უფრო რატო? ალბათ იმიტომ, რომ მეც ეგოისტი ვარ, მისი ტკივილი ჩემი ტკივილია, ლის ასეთს ვერ ვუყურებ , მას რომ სტკივა მეც მტკივა და აი, ისევ საკუთარ თავზე ვფიქრობ, იმიტომ რომ ლი ჩემი ნაწილია...
მთელი ჩემი ცხოვრება, როგორც ჩემ ოჯახს ისე ლილიანს უკავშირდება, ისიც კი არ ვიცით როდის გავიცანით ერთმანეთი, ვინაიდან მამები ძმები არიან და ჩვენ ბიძაშვილები სულ ერთად ვიყავით, მე, ლილიანი, ჩემი ძმა დანიელი და მისი - ადრიანი. ყველა თითქმის ერთ ასაკში ვართ, სასაცილოა, მგონი მშობლები შეთანხმდნენ და ისე გაგვაჩინეს. არა სქესიც რომ დაამთხვიეს, ბიჭები 20-ს არიან ჩვენ 17-ს, ისინიც საუკეთესო ძმაკაცები არიან, ჩვენ დაქალები თავისთავად, ან არა, ყველა ყველასი ვართ. ყველაზე სასაცილო სახელებია, თუ უკვე არ მიხვდით... ვივიენი, დანიელი, ლილიანი, ანდრიანი.. როგორ? ან რატოო? ღმერთო, ეხლა რომ წარმოვიდგენ ამაზე რამდენი იფიქრეს ცუდად ვხდები. არ ვიცი მათზე მეტად ვინ უნდა მიყვარდეს, შეიძლება სახელების მაფიამ იმოქმედა და ამიტომ ვართ ასეთი შეკრულები. მათი სახლი ჩემი მეორე სახლია და ჩემი მათი. მთელი ბავშობა მოგეხსენებათ ერთად გვაქვს გატარებული, ერთმანეთის სახლეში ნათენები პიჟამო ფართები და ხომ წარმოგიდგენიათ რა სიგიჟეები გვაქვს გაკეთბული ჩვენ ოთხს ერთად.
ბევრი რომ არ ვილაპარაკო ჩვენს ერთობაზე და ძაან არ ვიფანტაზიო გეტყვით, რომ ძალიან განსხვავებულები ვართ, ნუ.. ყოველშემთხვევაში მე და ლი ერთმანეთისგან.
მე მუდმივად წესრიგის მოყვარული ვარ, ჩემ ოთახში პირობას ვდებ, ვერასდროს ნახავთ რაიმეს უწესრიგოდ მიგდებულს არა, დადებულს, მიგდებულს ხო საერთოდ. ბევრი ადამიაინია წესრიგის მოყვარული, მაგრამ მე ნუ იტყვით, თავს არ ვიქებ, პირიქით, ხან მშუურს იმ ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ ასე ცხოვრება და ფეხებზე ჰკიდიათ წესრიგი, მაგალითად ლი, მისი ჩემთან მოსვლა ადრე კატასტროფა იყო, ყველაფერს წეწდა, მე კი კუდში დავდევდი და ვალაგებდი, ფაქტიურად სახლში განტვირთვა არ გვღირსებია ამის გამო. როცა თვითონაც დანევროზდა იმით, რომ სულ ვალაგებდი მერე მიხვდა რომ, უბრალოდ უნდა მჯდარიყო და არ უნდა აერია, რადგან მის აწეწილს დაულაგებელს არ დავტოვებდი. იცოდა, რომ ამით თვითონაც დაიტანჯებოდა, ახლა კი მისი ველურობა ცოტა ჩავაცხრე. სერიოზულად ვამბობ, ნერვოზი მაქვს, ღამე არ დამეძინება იმაზე ფიქრით რომ რაღაც შეიძლება არასწორად მედოს, ეს სენია, არ გირჩევთ გამოსცადოთ, რადგან მეც დაღლილი ვარ ამით. ამას მე არ ვითხოვ, ნერვები ურტყავს ტვიინს და ის მაკეთებინებს. მოკლედ, მე ლილიანთან ხშირად არ მივდივარ, რადგან თუ მივდივარ მის ოთახს ვალაგებ, ამიტომ მირჩევნია ისევ ის მოვიდეს ჩემთან. რა ვუყო დისკომფორტს ყველაზე მეტად ვერ ვიტან.. ამის გამო ლი დამცინის ხოლმე, შენ ხო ბიჭი არ შეგიყვარებს თუ შეგიყვარა შენი გარეგნობა მოატყუებსო და თუ გაგიცნო მაშინვე გაგექცევაო. მოკლედ ასეა თუ ისე, ასეთი ვარ, და სულ არ დამწყდება გული თუ არავის შევუყვარდები, მეტიც უფრო კაი, თავში არ მექნება სახალი ერთი დეგრადირებული.
გარეგნობას მივადექით? ჰჰმ, ეს მეორე განსხვავება ჩემსა და ლის შორის, რაღა ლიის, მე საკუთარი ძმაც კი არაფრით მგავს (ვგავარ), ლისგან რას მოვითხოვ. ეს სამი ყველას და-ძმები ჰგონიათ, მე კი რა ვიცი, რიგითი ახლობელი. ამას პატარაობაში ძალიან განვიცდიდი, თან სამივე რომ ამას იყენებდა და მაბრაზებდნენ. მეც მინდოდა შავგვრემანი ვყოფილიყავი, მუქი თვალებით, მაგრამ მე ქერა, ყველა უცხოს რუსი ვგონივარ, (მეუბნებიან თან ცოტა აქცენტი გაქვსო, მაგრამ მე ვერ ვამჩნევ. თან ადრე ვბრაზდებოდი, ოკუპანტს ნუ მადარებთ თქო) ისეთი თეთრი მეტი რომ არ შეიძლება, ამის გამო მზეზე დამცავის გარეშე ვერ გავდივარ, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოიდგინეთ რა ვიქნები, ანდაც არა, არ წარმოიდგინოთ და ღია ფერის თვალები მაქვს, ჯერ ვერც მე დავადგინე რა ფერი, უფრო ხშირად ცისფერი, მოკლედ, გააჩნია ამინდს და ტანსაცმელს. მე გრძელი თმა მაქვს მას ყოველთვის მოკლე. იქნებ ვარცხნილობით მაინც ვგავდეთ თქო, ვფიქრობდი რამდენიმე წლის წინ და მოკლედ შევიჭერი, ვინაიდან ის არ იზრდიდა, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი თმა ეფექტს კარგავდა, გრძელი მეტად მიხდებოდა და მზეზე სულ ოქროსფრად ანათებდა, მოკლე კი დისკომფორტს მიქმნიდა. თანაც, რაც გავიზარდე და ცოტა ასაკი მომემატა, ამის გამო აღარ ვბრაზდები და კომპლექსიც მიქრებოდა, ამიტომ ვაკეთებდი და და ვიცვამდი იმას, რაც მე მინდოდა და არა იმას, რაც მათნაირს გამხდიდა.
ყოველთვის ეჭვი მღრღნიდა ვის დავემსგავსე თქო. ნუთუუ... მაგრამ არა, მამაჩემს ვგავარ ერთი ერთში, ჩემი ძმა დედას. ვიფიქრებდი იქნებ დაბადებამდე ვყავდი მამაჩემს და მერე დედაჩემმა გამზარდა თქო, მაგრამ წარმოუდგენელია უფროსი ხო არ ვარ ასაკით, გამოაშკარავდებოდა.
ჩემ ილუზიებს შევეშვათ და ნეტავ იცოდეთ ჩვენი ბიჭები როგორი სიმპატიურები არიან, მაგრამ აი მათ კი ვგავარ მარტოსულობით, სიმპატიურები და მარტოსულები. მათში ეს თვისება უფრო მიყვარს. ჩემს ირგვლივ ყველა სიმპატიური იდიოტია, ყველას ნაშები ჰყავთ და 124658373 ყოფილი. (ნუ რა თქმა უნდა, მათი და ჩემი ბევრი ბიჭი მეგობარიც მიყვარს, მთლად ერთ ქვაბში არ ვყრი, მაგრამ ეს ზოგადად) აი ჩემი ბიჭები კი „პატიოსნები“ არიან, ამიტომაცა, ეულად რომ დავდივარ, ჯერ სიმპატიური და ჭკვიანი მათ გარდა და სამეგობროსი არავინ მინახავს. არა მხოლოდ ამის გამო არა, კიდევ არის ბევრი რამ. ამასობაში გაისმა ჩემი ტელეფონის ხმა, ვერსად ვპოულობდი, ცოტახანში გავიგე დანიელის ხმა
-ხო ჩემო გულთამპყრობელო
მეგონა შემეშალა და ჩემი ტელეფონი არ იყო, მაგრამ აბა ჩემი სადაა? ან დანიელი ვის ეუბნება გულთამპყრობელს? მოიცა ბევრი ხო არ ვაქე? ნუთუუ?
-გამორიცხულიააა.. - დავიკივლე და გავიქეცი საჩხუბრად
-ხო სიყვარულო მერე დაგირეკავ - უთხრა როგორცვე დამინახა,
-დანიეეელ
-ვაიმე ვი ვსაუბრობ?
-რა საუბარს? ვინ იყო
-ჩემი გოგო
-ვინ შენი გოგო?
-უნივერსიტეტიდანაა, ეხლა გავიცანი
-ჰაა?
-ხოო, ძაან ლამაზია
-ვაიმეე
-კარგი ხოო ლი იყო
-აუ მოგკლავ დან - და ბალიში ვესროლე, დღემდე არ ვიცი რატო მაქვს ამხელა წარმოდგენები რომ მას რამეს დავაკლებ, ან რა მინდოდა რომ ვესროლე? ეგრევე ამიტაცა და დამახეთქა საწოლზე.
-კაი კაი ბოდიში - ვბურტყუნებ საწყლად
-კი აბა
-გაგაშენგოგოებ მე შენ - წამომიარა ბრაზმა და თან არ მინდოდა დავმარცხებულიყავი, ვინაიდან არ ნებდებოდა მაგრად ვუწკმინტე მუცელზე და სანამ „ჭრილობას’’ ამოწმებდა დრო ვიხელთე, ტელეფონს ხელი დავავლე და გამოვიქეცი. შევედი ჩემს ოთახში და კარი ჩავკეტე რომ ველური არ შემომვარდნოდა. ამასობაში ლის დავურეკე
-ალოო
-*რაკში პალო
-ოო ვიი
-რა ვიი, მერამდენედ უნდა გაგაფრთხილო ალოთი ნუ მპასუხობ თქო
-კაი, მაშინ მისიეე ვივიეენ
-გაგამისიევებ, რატო დამირეკე?
-ლუკასთან რა ვქნა მის?
-გამარჯობა, მეც კარგად
-ჰაჰაჰაჰჰაჰ
-რა იყო?
-ყველაზე მეტი ურთიერთობები მე მქონია ვი, მაგრამ ჭკვაზე ისევ შენ დარიგებას გთხოვ, შენ, რომელსაც...
-გააააგრძელეეებ???
-არა, ამ ჯერად შენი დარიგება უფრო მჭირდება, ვიდრე დაცინვა
-არ ვიცი, როცა მოვიფიქრებ მოგწერ
-ეეჰჰ, შენ როდის მოიფიქრებ, მომენატრა უკვე, ცოტა ჩქარა
-უკაცრავად, მაგრამ მე დავშორდი? ეგ მაშინ გეფიქრა როცა შორდებოდი!
-კაი ბაიი... მოიცა მოიცაა
-გისმენ
-იქნებ შენ თუ ვერ მოიფიქრებ დღეს შენ ბიჭს მაინც კითხო ამ ღამით მის ადგილზე რომ იყოს რატომ შემირიგდებოდა?
-ვაიმეეეე ლიიი
-კაი მომიკითხე დრიმ ბოი
ჩემი სიზმრები როდის აქეთ გახდა ამის დასაცინი? ოქეიი ლიი, ამის მერე ვნახოთ!
ცოტა დავისვენე და ჩემი ქართულის ნანი მასწავლებელი მოვიდა. ამ ქალის მოსვლა ყოველთვის მიხარია, მიუხედავად იმისა, რომ ორი საათი, ხან მეტი მამეცადინებს. ძალიან საყვარელი, თბილი და მართალი ქალია. არ მესმის როცა მისი მოსწავლე იქნები როგორ არ უნდა ისწავლო.
დედა რომ დაბრუნდა უგემრიელესი ქათამი მოამზადა და ყველამ ვივახშმეთ. კიდევ ცოტა ვიბოდიალე, ხან სოციალურ ქსელებში და ხან სახლში, მერე ვიმეცადინე გაკვეთილები, მიუხედავად იმისა, რომ თავი საძილედ მიკვდებოდა, შემდეგ ცხელი შხაპი მივიღე და რადგან გამოვფხიზლდი ფილმს ვუყურე სახელად “I STILL BELIEVE” მისი საუნდრეკი ჩავრთე “FIND ME IN THE RIVER” და ვხედავ დიდ სიბნელეში ათლეტურ აღნაგობას, მაღალი კაპიუშონიანი იდგა და მიყურებდა, მიყურებდა კი, მე ვხედავდი ამ უკუნეთ სიბნელეში მის თვალებს, ვხედავდი როგორ მიყურებდა თავისი მუქი და თბილი თვალებით. ნეტავ იცოდეთ მისი მეტყველი თვალები, არანაირი სიტყვა არ უთქვამს, მაგრამ მე ვგრძნოდი. ვიცი არასდროს მინახავს და პირველად ვხედავ, მაგრამ თავს მშვიდად ვგრძნობ. მინდა უფრო ახლოს მივიდე, ვერ მივდივარ. არ მეშინია, პირიქით ვენდობი. ვგრძნობ რომ არაფრის დასაშავებლად არაა მოსული. მე ვენდობი უცხო ბიჭს? სასაცილოა არა? ლი პირჯვარს გადამწერდა, მაგრამ ასეა, მოდის ხელს მკიდებს და მივყავარ. ოოჰ, ღმერთოო ეს რა იყო? ამაზე დიდი დარტყმა სხეულში ერთნაირად არასდროს არ მიგვრძვნია, ცხელი სხეული ჰქონდა მე კი გაყინული, საშინლად მესიამოვნა მისი კანის შეხება და ჟრუანტელიც მოჰყვა. მიხვდა და უფრო მაგრად მომიჭირა ხელი. ჩემი ოთახის აივანზე გავიდა, მეც გამიყვანა და ის ჩახტა. ხელით მაჩვენა რომ ჩავსულიყავი, ღმერთო მეორე სათული იყო, ნუთუ არ უნდა შემშინებოდა ჯერ ამ სიმაღლიდან გადახტომის, მერე ამ სიბნელის და რაც მთავარია ამ ადამიანის, მაგრამ არა, გულიც და ტვინიც ერთიდაიგივეს მკარნახობდა, ცხოვრებაში პირველად ბიჭის მიმართ, რომ უბრალოდ უნდა გავყოლოდი და სწორად ვიქცეოდი. სიმაღლის რომ საშინლად მეშინია ეს გითხარით? მაგრამ ვიცოდი რომ არაფერი მომივიდოდა. დარწმუნებული ვარ ამას ნორმალურად მოაზროვნე ვივიენი არ გააკეთებდა, მაგრამ ჩავხტი, თან თვალები დავხუჭე, მივხვდი, რომ მიწაზე არ დავშვებულვარ, თან მოკეცილი ვიყავი. სითბო ვიგრძენი, რა თქმა უნდა სითბო, რომელსაც მისი ცხელი სხეული გამოსცემდა. შემდეგ მიწაზე დავეშვი.
დამავიწყდა ამეღწერა ჩემი სახლის ადგილმდებარეობა, ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით, მაგრამ საერთოდ არ ეტყობოდა, ძალიან მშვიდი და სუფთა ადგილი იყო. იმხელა ეზო გვქონდა, რომ მანქანების ხმა არ გვაწუხებდა და საერთოდ ხმაურიანი გზა არც გვქონდა. სახლის უკან ქალაქის პატარა ტყე იყო, თუ არ ვიცი რა ვუწოდო, სოფლებში რომ არის დიდი, ლამაზი და ვებერთელა, მთლად მასეთიც არა, მინდორზეა გაშენებული. იქვე ამ მინდორს შუაზე მდინარე ჰყოფს, რომელიც ქალაქის ნაწილს წყლით გვამარაგებს. იქ სახლები არ იყო, რადგან შორსაც იყო, მაგრამ სახლიდან ჩანდა. ჩვენი სახლი ადგილდებარეობით წყნეთის აგარაკს წააგავდა და მათი ვინც აქეთ ცხოვრობა. სიმართლე გითხრათ წყნეთშიაც გვაქვს აგარაკი, მაგრამ რათ გვინდა არ ვიცი, აქ იმხელა... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადატვირტული ტყე არ იყო, მაინც ულამაზესი და ჩემთვის საშიში იყო, მაგრამ მაინც მინდოდა იმ ტყეში ცხოვრება, ოღონდ მარტო არა. წლებია აქ ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი შიშიდან გამომდინარე იქ არასდროს ვყოფილვარ. მან კი სწორედ იმ ადგილს მიაშურა, ხელი მტკიცედ მომკიდა და მეც უფრო ვუჭერდი შიშისგან. მართალია მისი არ მეშინოდა, მაგრამ, იქ იყო მდინარე რომელიც ყოველთვის მაშინებდა თავისი სიჩქარით. პატარაობაში ფილმი მქონდა ნანახი, სადაც ჩვეულებრივი წყნარი მდინარე ადიდა და დიდი წყალდიდობა იყო, რომელმაც შეიწირა ერთი ოჯახი და კიდევ ბევრი ხალხი. ეს ჩემთვის დიდი ტრავმა იყო, ვინ იცის ეს ფილმი რომ არ მენახა, იქნებ არც წყლის და არც ამ მდინარის შემშინებოდა, მაგრამ ფილმი რომ არა ცოცხალი რეალობა გვაქვს თბილისში ვერას ადიდებას რაც მოჰყვა. სადღაც გულის კუნჭულში იმედი მქონდა, რომ იქ არ წავიდოდით, მაგრამ ვგრძნობდი რომ ასე არ იყო. სახლიდან მდინარემდე ფეხით 15 წუთის სავალი იყო. ამ ხნის განმავლობაში ხმა არ ამოუღია და არც მე დამისვამ კითხვები, მიუხედავად იმისა, რომ მჭამდა ჩემი ცნობისმოყვარეობა. ვინ იყო, საიდან იყო, რა უნდოდა ჩემს ოთახში, საერთოდ რა უნდოდა ჩემგან, ან სად მივყავდი?
ვფიქრობდი, მაგრამ არ მინდოდა ამ სიჩუმის დარღვევა. ხოო, ძალიან სასაცილოა, რომ უცნობს, რომელიც შენს ოთახში შემოიჭრა მისდევ, მისდევ იქ, სადაც მთელი ბავშობა გეშინოდა შესვლა, ნუ რაღა ბავშობა ახლაც კი.
მიყურებდა და მიღიმოდა, მე კი მის ღიმილში ჩაძირული გამოშტერებული მივდევდი და უცბად ვიგრძენი შეჯახება და ინერცია, რომელიც წაქცევისკენ მიბიძგებდა. გონს რომ მოვეგე, მივხვდი, რომ მივყოლოდი ამ ინერციას და მას არ დავეჭირე მდინარეში ჩავვარდებოდი. მეორედ მიხსნა მოტეხილობისგან. როცა ავხედე კვლავ მის მკლავებში ვიყავი, ვერ ავღწერ ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს დაიშალე, დაიშალე და მან აგაწყო, ჩემი სხეული შეკვრას იწყებდა, მაშინ, როცა დამსვა და მიწას შევეხე. თავი ზეციდან ჩამოფრენილი აღარ მეგონა და ადამიანურად მოქცევა დავიწყე, აღარ ვუყურებდი, მე ის სასტიკად მაბნევდა. ჩემ თავს აღარ ვგავდი, მინდოდა რეალურად მეაზროვნა. ეს უფრო მაშინ მომინდა, როცა ირგვლივ გავიხედე და მივხვდი, რომ ჩემი სახლიდან ძალიან შორს ვიყავი, მდინარესთან, რომელიც ძალიან მაშინებდა, თან შუა ღამისას, ამავდროულად ვიღაც უცნობთან ერთად.
პანიკა ამიტყდა, კანკალი დამაწყებინა სიცივისა და თან შიშის ფონზე, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. ის ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა და მთლიანი სხეულით მომეკრა. როგორ ხვდებოდა როდის რა მჭირდებოდა? ვგრძნობდი კარგად არ ვიყავი, ტირილი დავიწყე უნებურად, ვერაფერსს ვგრძნობდი მხოლოდ ვკანკალებდი. მან კი ჩემი სახე ხელებში ჩარგო, ცრემლები მომწმინდა, სახით მისკენ შემახედა და თვალებში ყურება მაიძულა
-შემომხედე - ამ სიტყვამ გამაქვავა. უფრო სიტყვამ არა მისმა ხმამ, რომელიც არაამქვეყნიურად ლამაზი და განსხვავებული ჰქონდა. მან პირველი სიტყვა მითხრა. მეც შევხედე, მაგრამ ცრემლების ნაკადი არ წყდებოდა, ამიტომ მისი სახე და თვალები ვერ გავარჩიე
-ჩემი გეშინია? - თავი გავაქნიე. ან რატო არ მეშინოდა? ან რატო არ ვუთხარი კი
-ძალიან კარგი, მაშინ მინდა რაღაც გითხრა - ნუთუ აქ რაღაცის სათქმელად წამომიყვანა? სახლში ვერ მეტყოდაა? მაგრამ აგრძელებდა -შიში არის გრძნობა, რომელსაც შენთვითონ იწვევ შენში. ის ამით განსხვავდება სხვა გრძნობებისგან. შენ სწყვეტ რამ შეიძლება მოგაყენოს ზიანი, იქმნი ილუზიებს და იჯერებ, რომ ის მართლა საშიშია და ასე გრძელდება. მთავარია ის საკუთარ თავში არ ჩაკეტო და გამოუშვა. დამალული შიში ყველაზე მეტად აყენებს საფრთხეს ადამიანს, რადგან შეიძლება ამ შიშისგან ვერავინ გიხსნას. ეს მდინარეა, რომელიც თავისთვის მიდის, შენ გგონია მას უნდა ჩაგყლაპოს? სულაც არა, შეხედე ისეთი დამძიმებული და დაღლილია, მას სულაც არ უნდა ზედმეტი სადარდებელი და ტვირთი ჰქონდეს. აი შეხედე, როგორ უნდა გეშინოდეს ამ ტანჯულის? ვანაგვიანებთ, ვაბინძურებთ და ჩვენი სურვილებისამებრ ვიყენებთ. მას ხომ სულ ერთი მისამართი აქვს, მიდის ჩვენს მიერ შერჩეულ ადგილში, ისე, რომ თუ იქ წასვლა აღარ მოუნდა და გზას აუხვია, კიდევ მასზე ვჩხუბოთ, როგორ გაბედა და ისევ თავის ადგილზე ვაბრუნებთ. ხო, დიდდება, ვეღარ უძლებს ამ მოპყრობას, ვერ უძლებს ამ სიბინძურეს და უმადურობას, დიდდება და ზოგჯერ საზღვრებსაც სცდება. იცი, ეგეც ჩვენი ბრალია. ჩვენ ჩვენი ბოღმისგან არ ვსკდებით? არ ვიძიებთ შურს? რა თქმა უნდა, ადამიანს იგივე ტკივილს ვაყენებთ, გინდ ენით, ფიზიკურად, მორალურად, საყვარელი ადამიანის ტკივილით თუ ასე შემდეგ... და ჩვენ ერთდროულად რამდენი ვაყენებთ ტკივილს ამ არასულიერს და ამ დროს სულიერს? ახლა გეკითხები მას შეუძლია ზიანის მიყენება შენთვის ისე, თუ ისევ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე საშიშები ვართ ერთმანეთისთვის? - მითხრა და გაკვირვებული და გაფართოებული თვალებით ვუყურებდი.
მე მდინარისკენ მივიწიე მინდოდა შევხებოდი წყალს და მისი სიწმინდე შემეგრძნო, მაგრამ ხიდი საშუალებას არ მაძლევდა. მომეშალა ნერვები საკუთარ თავზე, რომ მეშინოდა ამ გრიალა, მაგრამ მაინც უსუსურის. ვუყურებდი, ვუყურებდი და უფრო მიპყრობდა სევდა, თითქოს ტირისო, ისეთი მიყურებდა და მადანაშაულებდა. გული მტკიოდა, მაგრამ მიხაროდა, რომ ამას ახლა მივხვდი, უფრო მიმახვედრეს, მაგრამ მივხვდი, რომ ძალიან სუსტი და უსუსური მე უფრო ვარ, რომ ამას მეთვითონ ვერ მივხვდი. დავჯექი მიწაზე და ფეხებში სისუსტე ვიგრძენი, ცრემლების ნაკადი კვლავ მომაწვა, ის მოვიდა და თავზე მაკოცა, უკან დაიწყო სვლა
-სად მიდიხარ?
...
-სად გიპოვო?
-“find me in the river” -დავხუჭე თვალები, შემდეგ გავახილე და ჩემს ჭერს შევხედე
-დეი ეს სიზმარი იყო? -გაკვირვებული ვაშტერდებოდი ჩემს ვარსკვლავს. -კაი რა... ეს რა იყო?
მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მანებივრებდა ჩემი დეი სიზმრებით და ფანდაზიის ნაკლებობას ვერ შენიშნავდით მასში, მაინც გაკვირვებული ვიყავი ამ სიზმრით. არასდროს დამსიზმრებია სიზმარი, რომელიც მასწავლიდა და დამაძლევინებდა შიშს.
მივიხედე და ჩემ ოთახში ვიყავი, ლეპტოპში ისევ ის სიმღერა იყო ჩართული, რომელზეც დამეძინა და ლეპტოპსაც ჩემთან ერთად ჩასძინებია. ნუთუ მართლა სიზმარი იყო. როგორი რეალური იყო. ყველა შეხებას ვგრძნობ თითქოს ახლახანს იყო.
ვეღარ ვიძინებდი, 5:30 იყო როცა საათს შევხედე. ავდექი. აბა თქვენი აზრით რა გავაკეთე? რა თქმა უნდა დავალაგე ოთახი, შემდეგ სააბაზანოში შევედი ვიბანავე, ცოტა აზრზე მოვედი, გავიაზრე რა მოხდა, მაგრამ იმ ორ თვალს ვერ ვივიწყებდი. როგორი სიყვარულით მიყურებდა, რატო? ვინ იყო, რატომ მიყურებდა ესე? რატომ მეგონა რომ უკვე ვიცნობდი?
შხაპი რომ მივიღე, გამოვედი ოთახში. თმა გავიმშრალე. უკვე 6:00 იყო, ისევ ის სიმღერა ჩავრთე. ღრმად ჩაფიქრებულმა დავიტანე სახეზე სახის ნიღაბი. სანამ ნიღაბს მოშორება მოუწევდა სამზარეულოში ჩავედი. ხილის ასორტის წვენი გამოვიღე ეს ჩემი ყველაზე საყვარელი წვენი იყო, ანანასის, ბანანის და ფორთოხლის, ჩამოვასხი ჭიქაში და მოვსვი. შემდეგ შვრიის ფანტელი მოვხარშე კაკალი და მარწყვი დავუმატე და მივირთვი. ზემოთ ავედი და ნიღაბი მოვიშორე. სახე დავიბანე და ჩაცმას შევუდექი. იქამდე ხალათით დავბერბეცებდი, როგორც ყოველთვის. მოკლე ჯინსის შორტ-კაბა გამოვიღე და მომდგარი ყვითელი ტოპი ჩავიცვი,ზემოდან ჯინსის მოკლე ქურთუკი მოვიცვი და ფეხზე ჩემი ადიდასის ლურჯი ბოტასები. მგონი საუკეთესო ლუქი იყო, რაც ამ სეზონზე მეცვა. შემდეგ დამატენიანებელი კრემი წავისვი, რა თქმა უნდა ტონალურს არ ვისვამ, დამიჯერეთ გირჩევთ ნაკლები მაკიაჟი წაისვათ, ბევრად ბუნებრივობას დასტოვებთ სხვაში და ხელოვნურ თოჯინას არ დაემსგავსებით ყოველდღიურად. ცოტა ტუში, რადგან ქერა წამწამები არასდროს არ მეტყობა, წარბები ავივარცხნე და ტუჩის ბალზამი, ესეც ჩემი ყოველდღიური და ბუნებრივი მაკიაჟი და თავს სრულყოფილად ვგრძნობდი. თმები მაღლა ავიწიე და სუნამო მივისხი. ჩემი ადიდასის ჩანთა ძალიან უხდებოდა ბოტასებს და ისეთი ბედნიერი ჩავედი რომ ესეთი ნაყოფიერი დილა მქონდა დაბლა ვერც წარმოიდგენთ. გზაში დედა შემეგება
-ვიი, მშვიდობა გაქვს?
-ისეთი, როგორც არასდროს
-უჩვეულოდ გამოიყურები
-მადლობა დეე -და ვაკოცე
-არა ხომ ვამბობ რაღაც გჭირს თქო?
-რა აქამდე შენთვის არ მიკოცნია?
-შეყვარებული ხო არ ხარ?
-დედა გუშინ როგორ ვიყავი?
-ჩვეულებრივ -დაბნეულმა მიპასუხა
-მერე ღამე რა მომივიდოდა?
-სიზმრები რისთვის არსებობს საყვარელო? - ამ სიტყვებზე შევცბუნდი და გამომეტყველება შემეცვალა
-სიზმარში რაღა უნდა მომსვლოდა?
-არაფერი დე, ისინი ხომ ხასიეთზე მოქმედებენ
-აამ - ამოვისუნთქე, ან რაა, ხო არ მეტყოდა შვილო სიზმარში ხო არ შეგიყვარდა ვინმეო
-ვივიენ ისაუზმე?
-კი
-ვაუ... - კიბეზე მოდის საცვლით, ჩემი გამოშტერებული ძმა, თან პირი აქვს დაღებული
-ვიი მითხარი პირი იმის გამო დავაღო რომ დილით ნასაუზმები ხარ თუ ასე რომ გამოიყურები?
-რომელიმე უარს იმსახურეებს?
-მაშინ ორმაგად გავაღებ
-მასე ქენი - თვალი ჩავუკარი და ის გამოშტერებული მართლა პირდაღებული დადიოდა
-კარგი ხო ღაფაფი გამიჩნდება
-რა სასაცილო სიტყვაა - უცბად რომ გავიაზრე მართლა სასაცილოდ ჟღერდა, განსაკუთრებით დანიელის მათქვამი. მალევე სკოლაში უნდა წავსულიყავი. ტელეფონის ხმა გავიგე და ისიც ავიღე. ლის ესემესი გავხსენი რომელიც 5 წუთის წინ მომწერა
-არ გინდა დღეს მე წაგიყვანო სკოლაში და საუზმე მშვიდად მიირთვა?
-რომ წამიყვანო კი, მაგრამ საუზის გამო არა
-ვაუ, მოვალ და გკითხავ
-კაი, მეც კითხვები მაქვს - ამასობაში დედამ დამიძახა
-ვივიენ არ მოდიხარ?
-არა დეე, ლილიანი წამიყვანს
-კარგი, კარგ დღეს გისურვებ
-შენც დეე - დამშვიდობების დასრულებისთანავე სიგნალის ხმა გავიგე, ჩანთას და მობილურს ხელი დავავლე და ლის მანქანაში ჩავუხტი, მან კი ანდრიანი მოიყვანა დანიელთან, ალბათ დიდი ხანია ერთმანეთი არ უნახავთ და...
-იმედია მშვიდად ივლი
-ვაიმე გამრჯობა ვივიენ
-გეუბნები მე შენ
-კარგი ხო.. ისე და მაინც, ან ასე ლამაზად რატომ ხარ, ან დილით საუზმე რატომ მირთვით სახლში მისიე ვივიენ? უფრო სწორად ესეთი ადრე რატომ გაიღვიძე?
-იქნებ სათითაოდ მკითხო?
-დაიწყე და თუ რამე დაგაკლდა შეგახსენებ
-სიმღერაში ჩამეძინა, ამიტომ დილით ადრევე გამეღვიძა, აღარ დამეძინა და ყველაფერი მოვასწარი
-ანუ გინდა მითხრა ანა ბიცოლას სიტყვით რომ ვთქვათ „ნორმალური ადამიანის დილა’’ გეღირსა?
-დაახლოებით
-ვაუ
-და თქვენ რომ ბევრს ტლიკინებთ, თქვენ რაღა გჭიირთ? -კითხვებს მივხვდი, მეთვითონ გეტყვი
-არა მაგ კითხვებზე პასუხებს მეტყვი
-ხოო -და თვალები ამიბრიალა
-მოკლედ, ლუკა დამესიზმრა და მალევე გამეღვიძა, არ მასვენებდა მისი ამბავი და აღარ დამეძინა, ან რა დამაძინებდა?
-ვაუ - გულწრფელი აღტაცება გამოვხატე. ამ ჯერად, ის უფრო გულწრფელი იყო ვიდრე მე, ცოტა სინდისმა შემაწუხა რომ სიმართლე არ ვუთხარი, მაგრამ ღირსი არ იყო მაინც.
-და რაო ლუკამ?
-არც არაფერი, უბრალოდ ჩემთან იყო და რა გინდა რომანტიკული სცენები აგიღწერო?
-შენი აზრით? - და თვალები ავუბრიალე,
-ვიცი, რომ არ გაინტერესებს და სისულელედ მიგაჩნია და ამიტომ გავჩუმდი
-ანდაც რატომაც არა? მოყევი
-ვივიენ კარგად ხარ?
-სრულებით, აბა სულ შენ ხო არ დამცინებ?
-ვაა კაი, მოკლედ, სახლში ვიყავი გამომიარა და თავისთან წამიყვანა. რაღაც სხვა გვინდოდა და გადავწყვიტეთ აგარაკზე წავსულიყავით. რაჭაში ვიყავით . ბუხარი აანთო, იქ ძალიან ციოდა. ბუხრის წინ დივანი იგდა ზემოთ კი ტელევიზორი ეკიდა, მეორე მხარეს რომ გაიხედავდი, მთლიანი კედელი შუშა იყო, დიდი ორი ფარდა ეკიდე, თხელი და სქელი, გარეთ კი ულამაზესი ხედი იშლებოდა. ფილმს ვეძებდი, ამასობაში ლუკამ რაღაც მოამზადა, ჭამა რომ დავასრულეთ დივანზე დავსხედით და რაღაც საშიში ჩავრთეთ, ვითომ არ მეშინოდა არასდროს, მაგრამ იმ ფილმზე რა მომივიდა არ ვიცი. ლუკა მეხუტებოდა და მეუბნებოდა, აქ ვარ პატარავო. საბოლოოდ გავთიშეთ და რაღაც რომანტიკული ჩავრთეთ, არადა ხო იცი, რომ არ ვგიდები მაგ ჟანრზე, მაგრამ ისეთი ფილმი იყო ტირილით გავსკდი, მიუხედავად იმისა სატირალი არაფერი იყო, როგორც მახსოვს. ლუკასი მეხუტებოდა, მაწყნარებდა და მკოცნიდა. მეც არ ვიცი ეს რატომ დამემართა, მაგრამ სიზმარია რას გაიგებ. მამშვიდებდა რომ მსგავსი დრამები ურთიერთობაში არ გვექნებოდა და არასდროს დავკარგავდით ერთმანეთს. შემდეგ ასე ჩახუტებულებს ჩაგვეძინა. მე კიდევ გამეღვიძა. ნეტავ ცხადში მომხდარიყო, ნეტავ.
გაკვირვებისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი, ან სად წავიდოდი მანქანას ლილი მართავდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი არაფერი მომხდარა მის სიზმარში და ცოტა უდრამოდ და უფანტაზიოდ მომიყვა, მაინც გაოცებული ვიყავი. ვიცოდი რომ მას ეს ბიჭი მართლა უყვარდა, ამიტომაც ვწუხდი ასე. მგონი ის პირველი და ერთადერთი ეღირსა, ამ დებილმა კი ბიჭი გააქცია და მე დამცინის. არადა არაა ცუდი ბიჭი წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ბეწვიც აღარ იარსებებდა დანიელის, ანდრის და რაღა თქმა უნდა ჩემს ხელში, მაგრამ იტანჯება ეს საწყალი.
-ხოო და მეორე კითხვაზე არ გამიცია პასუხი, რატომ გამოგიარე, ვიცი რომ ეგ კითხვაც გიტრიალებს თავში. რატომ და მინდა მიშველო, იმიტომ, რომ აღარ მინდა სისულელე ჩავიდინო, უბრალოდ ლუკა მინდა და მეტი არაფერი და შენი დახმარება. ეხლა თუ მიშველი გპირდები რომ სულ დაგიჯერებ, მეტიც გინდაა ჩემ ოთახს დავალაგებ
-მაგას მართლა იზავ?
-მხოლოდ ლუკას სანაცვლოდ
-ოქეი
-შევთანხმდით
-ისე და ვის რომანტიკულ სიზმრებს დაცინოდი და ამბობდი მანდ მაინც იყო ვინმესთანო?
-კაი ხოო.. - გულიანად მაკოცა და სკოლაში შევედით. გზაში ანი შეგვხვდა და ერთად შევედით.
-ვი კაფე?
-არა, ვისაუზმე
-ვაა, რა ამბებია... ეეი, რა ლამაზი ხარ? -ანისაც გაუკვირდა, რომ სპორტულები არ მეცვა, თან დღეს ისედაც მოწესრიგებული ვიყავი და კაბა სხვანაირად მოხვდათ თვალში, თორე კაბები სულ მაცვია როცა თბილა.
რიგითი ჩვეულებრივი დღე იყო. სამაგიეროდ მეორე დღეს დიდი ამბავი გველოდა. ერთი კვირის წინ კი დიდ ამბებში ვიყავით, სოფის ერთ კვირაში დაბადების დღე აქვსო და ამბები, მაგრამ ლის ამბავმა ისე გამოგვაშტერა ორივე რომ სულ გადაგვავიწყდა დაქალის დაბადების დღე. სოფიმ ოფიციალურად დაგვპატიჟა, ნუ რა დაპატიჟება გვინდა, მაგრამ როცა დიდ დაბადების დღეს იხდის, ასეც უნდა
-აბა ხვალ ხო ვერთობით? -რა თქმა უნდა რომ ერთობოდნენ, აი მე არ ვიცი, რადგან დიდად არ ვგიჟდებოდი დიდ „ფართებზე“. მე არასდროს გადამიხდია ბავშვობის მერე დიდი დაბადების დღე. რაც ცოტა მოვიზარდე და დამოუკიდებლად ვგეგმავ, ყოველთვის ძალიან ახლო წრე მყავს, მე თავს ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ.
მე და ლიმ ერთმანეთს თვალი ჩავუკარით, ორივემ ერთიდაიგივე გავიფიქრეთ, იგივე გაიფიქრა სოფიმაც, ის თავის „დაქალ-სარძლოს“ ძალიან გულშემატკივრობდა.
სახლში წასვლამდე ლი და მე სავაჭრო ცენტრში წავედით. ახალი და განსხვავებული კაბა უნდოდა. მე კი სიმართლე გითხრათ მხოლოდ სოფის საჩუქრის გამო წამოვედი. რაიმე ნორმალურს კარადაში ისედაც ვიპოვიდი, ამიტომ არ მინდოდა ზედმეტი კითხვები. მე ზოგადად მინიმალისტი ვარ, არ მიყვარს ბევრი ხარახურა და ერთჯერადი ნივთები. ლიმ ულამაზეს კაბას მიაგნო. შავი იყო, მისი სიმოკლე კი ფეხებს ულამაზესს უჩენდა. წვრილი ბრეტელითა და დეკოლტით. მოკლედ რომ გითხრად ძალიან მომხიბლელი იყო და რაც არ უნდა ეთქვა ამ კაბით ლუკასთვის თვალდახუჭული დაუჯერებდა.
-ვიიიიიიი!! - იმხელა ხმაზე დაიყვირა გული ჩამწყდა და მე უფრო დავიყვირე, მან კი სიცილი დაიწყო
-ლილიან სასაცილო არაა, ასე შეიძლება გული გამიხეთქო
-გული არა კუუ - და რაღაც თეთრი უნაზესი ნაჭერი მომაგდო
-მოიზომე!!! დარწმუნებული ვარ დაგაკვდება
-ოოოო ლიიი
-მიდი გთხოვ მე გიყიდი
-არ მინდა შენი ყიდვა... და საერთოდ არ მინდა ეს უაზრო ნივთები, რასაც ერთხელ ჩავიცვამ და ვსოო
-ოო ნუ ხარ უჟმური, რომ გეუბნები ჩაიცვამ ესეიგი ჩაიცვამ
-კაი ხოო
-ხო და ბევრს ნუღარ ტლიკინებ ხოლმე!
ნაჭერი შევათვალიერე, კაბა იყო. უნაზესი, თეთრი-რძისფერი, მხოლოდ წელზე მომდგარი და დანარჩენი ფართო, გრძელი მკლავი ჰქონდა მაგრამ მხრებზე გადაწეული, გრძელი და ცოტა ფრიალა, მუხლს ქვემოთ, დამიჯერეთ ძალიან კომფორტული იყო, ფეხთან გვერძე მუხლამდე აჭრილიც კი არ მიშლიდა ნერვებს. არანაირი ვულგარული არ იყო, ამიტომ უფრო მოვიხიბლე. რატომ გიხსნით ამდენს როგორი იყო კაბა? იმიტომ, რომ აჟიტირებული ვარ, მგონია ჩემთვის შეკერეს, მგონი ტანსაცმელში ესეთი გრძნობა პირველად მქონდა. ჩავიცვი და გავედი გასახდელიდან
-ვაააიიიმეე ვიიიიიი - თვალები კინაღამ გადმოსცვივდა ლის
-კაი რა იყო, არ მიხდება?
-ჩუმად ეგდე, ამ კაბას ყიდულობ და აღარ იხდი.
-კი მაგრამ შესაფერისი ფეხსაცმელი რომ არ მააქვს? ბოტასებით ხო არ მოვალ?
-ხოო აბა შენ კარადაში სულ ბოტასები ყრია, სხვა რას ჩაიცვამ, ამიტომ წამოდი მე ვიცი რასაც ვიზავთ
-კაი, ოღონდ ქუსლები არა რაა...
მე მძულდა ისინი, კი მესმის, რომ ქალს უხდება, მაგრამ ამ კაბას არ მოუხდებოდა, არც ჩემ სტილს, არც ჩემს ასაკს და საერთოდ გარემოს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ასეთ წვეულებაზე ქუსლებით დაბლაკუნებს, მე მაინც არ მინდოდა უკომფორტოდ ყოფნა, და საერთოდ პაემანზე ხო არ მივდივარ რა ქუსლები... ლილიანმა კრემისფერი, ღია ვარდისფერ ნარევი, ისეთი რომ კანის ფერში ჯდებოდა, რა თქმა უნდა, ქუსლები მომაწოდა.
-ოღონდ ეს არაა, ლიიი არ მოუხდება
-ხოო მართალი ხარ, ბუნებრიობას ვუკარგავთ
-ვაშაა ლიი
-უკაცრავად რამეს ეძებთ, ხომ ვერ დაგეხმარებით? - მოგვიახლოვდა კონსულტანტი
-სიმართლე გითხრათ კიი - უთხრა ლიმ
-ამ კაბის შესაფერისი ფეხსაცმელი გვინდა, ოღონდ ისეთი, რომ ჩემმა უჟმურმა ბიძაშვილმა ჩაიცვას
-ბიძაშვილმაა? - ვკითხე მე, გამიკვირდა ეს სიტყვა, რომ გამოიყენა
-ხო რა იყო, უბრალოდ მომინდა მეთქვა. დიდი ხანია არ მითქვამს, შეიძლება დამავიწყდეს რომ ბიძაშვილი ხარ და ერთ დღეს კამათში გაგიგდო. შენზე ვფიქრობ ძვირფასო -ბოლოს სასაცილოდ გაიღიმა
-ჩემზე? აქამდე კი არ გაგიგდივარ რას ამბობ რაა.. - სანამ ჩვენ საქმეებს ვარჩევდით კონსულტანტი გოგონა სადღაც გაუჩინარდა და მალევე დაბრუნდა.
-ვიი ეს „ამაზე უკეთესს ვერ იპოვით’’ ფეხსაცმელია -მითხრა ლილიმ როცა გოგონას ხელში ფეხსაცმელი დაინახა
-უკაცრავად მაგრამ მარტო ერთი ზომა გვქონია, ამის მეტი არც მოგვსვლია
-ღმერთო ოღონდ ეგ არა
-რა ზომა გაქვთ ფეხი? 38/39 გექნბებათ არაა? რა სამწუხაროა
-არა 37
-რას ამბობთ, მართლა?
-კიი, მანახეთ - მომაწოდა, ყველას უკვირს ჩემი ფეხის ზომა, ამიტომ აღარ მიკვირდა. მოვიზომე. ეს ის იყო. ის კანის ფერი სარდლები, შემოხვეული კოჭს ზემოთ იმავე ნაჭრის, ბალერინას რომ აქვს, მსგავსად ლენტები, უბრალოდ წვრილი და ნაზი იყო. მთელი ფეხი ზემოდან ჩანდა.
-ულამაზესია - თქვა ლიმ
-მშვიდობაში - მითხრა გოგონამ რომელმაც შემიფუთა.
-იცი ვი, ორი დღეა ძალიან ლამაზი ხარ და თუ ასე გააგრძელებ მარტო აღარავინ დაგტოვებს - თვალები ავუბრიალე
-ეგ ჩემი ნებაა, მარტო ვიქნები თუ არა
-გეგონოს - მომაძახა მკვახედ.
-ლი, მე ვიცი რასაც იზავ ხვალ, როცა მივალთ რომ მიულოცავ სოფის მიხვალ ლუკასთან თუ იმან არ დაგასწრო, არც ბოდიშს მოუხდი და არაფერი მსგავსი. უბრალოდ აუხსნი სიტუაციას, რატომ ქენი რისთვის და ა.შ ჰკითხავ რატომ იქცეოდა ასე და მერე იმის მიხედვით მოიქცევი რასაც გეტყვის და მალევე მომახსენებ მე.
-არის სერ. - გამიკვირდა ესეთი მარტივად რომ დამემორჩილა. იმდენი ვიარეთ კუჭმა პატრონი მოიკითხა, ამიტომ გადავწყვიტეთ კაფეში გვეჭამა. იქ ანიც მოვიდა, ვიჭორავეთ, მერე ლისთან გავედით, ლი ჩემთან რჩებოდა წამოიღო ყველაფერი და ჩემთან წავედით. კიდევ კაი მეორე დღეს შაბათი იყო, რადგან მასწავლებელი არ მყავდა შაბათს, სამაგიეროდ ორი მქონდა კვირას.
-გოგოებო სპაგეტს შეჭამთ?
-მაგ კითხვას უნდა მისვამდე? - ამიტომ გადავწყვიტე მაკარონი მომეხარშა და ლიმ მაინც დაამატა -მე ყველით მინდა რა
-აი რატოა კითხვის დასმა საჭირო
-ოო ნუ იცი ხოლმე ტვინიკოსობა
-აბა პასტით რომ გამეკეთებინა შეჭამდი?
-კი, მაგრამ ყველით ქენი რაა
-აუ ხო ვი რაა... -ანიც ყველისკენ იყო
-კაი კაი...
ვივახშმეთ, ფილმს ვუყურეთ. და დანიელი და დედაჩემის თქმით, მისი „შანტრაბა“ მოვიდნენ -ანდრიანი თავისთავად, ერეკლე, გიო -მეორე ჩვენი კლასელი, რომელიც ჩემთან ერთად ასევე ცეკვაზე დადიოდა და ლუკა. როცა ლუკა შემოვიდა და ლი დაინახა მხარე იცვალა, რომ არ შეეხედა, არადა მე ხო დავინახე პირველივე შეხედვისას როგორ შეეცვალა გამომეტყველება. ჩვენ ეზოში ვიყავით, როცა შევედით ლუკა აღარ დაგვხვდა შიგნით. მე ანდრიას მივუჯექი
-რას დადიხარ გოგონი?
-რავიცი აზრზე არ ვარ
-ხოდა გინდა დაგასაქმო? ვიცი რომ არ გეზარება
-რა გინდა? -წამოვდექი ფეხზე
-აუ ერთი ყავა რა...
-ორი -მომაძახა დანიმ, მერე გაგრძელდა, სამი ოთხი და ა.შ
-კარგით ხო, დაწყნარდით, გავაკეთებ
-მეც წამოვალ
-ანდრი შენ რა გინდა?
-ვაა -თვალები მომიბრიალა და მივხვდი რომ ენა უნდა გამეჩუმებინა. მე და ანდრია შევედით და მე წყალი დავადგი
-რა დავაშავე? -საწყალი თვალებით ავხედე
-ოო, ნუ მიყურებ ესეთი თვალებით, შენ რას დააშავებდი ანგელოზო -მომიახლოვდა, სახეზე მომებერე და ჩამეხუტა. ეს მართლა ყველაზე ტკბილი ბიძაშვილი იყო, ბიძაშვილთაგან, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა „ფხუკიანი“ იყო.
-აბა რა ხდება?
-შენ კი არა, იმ მეორე ველურმა რა დაუშავა იმ ბიჭს რომ სულ გამოშტერებული დადის ისედაც გამოშტერებული? რაღაც მოხდა ხო მაგათ შორის და უეჭველი ეს დებილი მიქარავს ხო?
-აუ, არ მიქარავს დაწყნარდი რა... უბრალოდ ურთიერთობებში რომ კრიზისებია, შენ რა გაგეგება, ვერ მიხვდები, აი ეგ აქვთ რაა და მოგვარდება
-აუფ, შენ ხო რას ამბობ რა...
-ოო, მე რეალურად არ გამეგება, მაგრამ ისე ვიცი ფსიქოლოგიიდან, რომ რაღაც მაგდაგვარი აქვთ
-აუფ, ჩემი ტვინიკოსა
-მიდი რა...
-სად მივიდე?
-აი ეს ფინჯნები გაიტანე რაა
გავიტანეთ ყავა, დალიეს... კიდევ ბევრი ილაპარაკეს, იჭორავეს, აი მე კი ისტორიის მასწავლებელი მომივიდა. ანი და ლიც ბოლოს შემოგვიერთდნენ, ისინიც ამ მასწავლებელთან ემზადებოდნენ და მათაც გააკეთებინა ჩემთან ერთად ტესტები. გაკვეთილი რომ დავასრულეთ ისევ ბავშვებთან გავედით. მხოლოდ დანიელი და ანდრიანიღა იყვნენ
-აუ, მე უნდა წავიდე ვი რაა...
-აუ, დარჩი რაა... ეხლა სად უნდა წახვიდე
-მოსამზადებელი ვარ, თან დედაც მარტო იქნება
-აუ, ეხლა ტაქსით ხო არ წახვალ არაა, მაშინ წამო ლი გავიყვანოთ რა...
-რა დედაჩემივით მელაპარაკები, განა პირველად მივდივარ
-გოგო გვიანია
-თუნდაც
-ანი, მე ხო ისედაც მივდივარ, მე წაგიყვან -უთხრა ანდრიამ, თან მორცხვი და თბილი მზერა შეაპარა, აი ეს კი პირველად შევნიშნე... არა აქამდე ყველა ჩვენს დაქალებთან თბილი იყო, თან ბავშვობიდან ერთად მოვდივართ ყველა და რაღა ჩემ დაქალებთან უკვე თავისებიც გამოდიან, მაგრამ აი ეს დაქალურ-ძმაკაცური მზერა არ იყო. შოკი მქონდა რამდენიმე წუთი. არა, თვალები არ მატყუებდნენ, ასეთ რამდეს რომ შევამჩნევ უეჭველი ხდება ხოლმე, მაგრამ როდის მოასწორ ჩემმა ბიძაშვილმა ანის გულში ჩავარდნა?
-ბიჭო შენ არ რჩები? -დანიელმა გაკვირვებულმა შეხედა
-არა, მეც წავალ -დანიელმა ნიკაპი მოჭმუჭნა და მოჭუტული თვალებით უყურებდა, კიდე რაღაც უნდა ეთქვა, როცა მხარზე მივარტყი ხელი და თვალები დავუჭყიტე
-რა ხდება -ჩურჩულით მკითხა, მე კი გავუღიმე და ცალი თვალი ჩავუკარო -კაი ნუ იცი ხოლმე რაა, თქვი
-ვაა
-ვაიმეე -წამოიყვირა, ხან მათ შეხედა, ხან მე და თვალები დააჭყიტა, აი მაშინ მიხვდა ეს ბატი
-რა იყო დანიელ? -გაკვირვებულებმა შეხედეს
-არაფერი, დღეს რაგბია, ეხლა გამახსენდა
-რა ეხლა გაგახსენდა, მთელი დღეა მაგას განიხილავ
-ანდრი ანი მზადაა
-კარგი, კარგად ბავშვებო - ისინიც წავიდნენ და აი ლიმ კი ჭყიტა თვალები
-გამაგებინებთ რა გჭირდათ
-ნწუ -ორივემ ერთნაირად გავაქნიეთ თავი
-თქვენ და-ძმა ძალიან ჩუმჩუმელები ხართ
-აჰაამ -ისევ ორივე დავეთანხმეთ, მაგრამ მათი ფაქტი არ გვეჯერებოდა და რამდენჯერაც გვახსენდებოდა იმდენჯერ სიცილით ვკვდებოდით, ლი კი ჭკვიდან იშლებოდა. არა, მაინც ვერ ვხვდები ამხელა რაღაც როგორ გამომეპარა, დავიჯერო მომეჩვენა? მე თუ მომეჩვენა დანი? არა, რაღაც მართლა ხდებოდა ანდრიანის თავს, აი ანის კი არ ვიცოდი
ჩვენც რომ დავიღალეთ დასაწოლად ავედით. საწოლში არ მომასვენა
-ლილიან არ გინდა შენს ოთახში გახვიდე?
-ადამიანო განა ჩემ სახლში არ მქონდა ოთახი, შეირგე რომ შენთან მინდა
-ოო, მიდი რაა
მაინც მთელი ღამე არ მომასვენა. რაღა ღამე, გამთენიისას დავიძინეთ, იმდენი ვილაპარაკეთ. უფრო სწორად რომ გითხრათ მალაპარაკა, რადგან თვითონ წიგნების კითხვა არ უყვარს, ასე ერთ დარჩენაზე ერთ წიგნს მაყოლინებს, თან თუ მეც ახალი წაკითხული მაქვს მტრისას! აი ჩემს მოყოლილზე კი სულ გიჟდება, თან კითხებზე არ ვპასუხობ, იცის რომ აღარ უნდა დამისვას და გასუსული მისმენს ხოლმე. სულ უკვირს ესეთი დაინტრიგება და გაჩერება როგორ შეგიძლიაო, მაგრამ რა ვუყო? მანაც ხო უნდა გაიღოს მსხვერპლი, კითხვა არ უყვარს და ცოცხალი ხმოვანი წიგნი ვყავარ, მეტი რაღა უნდა? ინტრიგაც ვერ აუტანია.
გასულ კვირას დავამთავრე ერთი წიგნი, ონლაინ ვკითხულობდი. იმხელა იყო მთელი კვირა ვიკითხე, თან ორ ნაწილიანი. აი ლის კი ერთი თვე მაინც ეყოფა. შემეცოდა და დიდ ხანს გავუგრძელე, იმდენი მალაპარაკა გათენებული იყო რომ დავიძინეთ. სხვათაშორის არც გაგვჭირვებია ისე დავიღალეთ ემოციებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოთახის ერთი კედელი მთლიანი მინაა აივნის გამო, შუქი არ გვაწუხებდა.
მე კი რეპეტიტორების დღე არ მქონდა, მაგრამ ცეკვა მქონდა, ამიტომ ჩუმად წავედი, თორე დამიწყებდა ლი წუწუნს. რადგან შაბათი იყო დილით მქონდა. რომ მივედი კარებთან დაიანა და გიო დამხვდნენ.
-გოგო სად ხარ ამდენი ხანი? -მე კი თვალები ვჭყიტე, არადა ისეთი ნამძშინარავი სახე მქონდა მიკვირს როგორ არ გადმომიხტნენ ამ დასიებული სახიდან.
-აუ ძაან დამაგვიანდა? მაშინ თქვენ აქ რა გინდათ?
-გეხუმრებით გოგო. შენ რა იყო მთელი ღამე არ გეძინა?
-ლი რომ დარჩება თქვენთან მერე ნახავთ
-აა, გასაგებია -თურმე ნახევარი საათით ადრე მივსულვარ. ამას გაღვიძებული ვერ მოვახერხებდი. ჩვენი ცეკვის მასწავლებელი სულ პუნქტუალურობას მოითხოვდა და რას არ მოითხოვდნენ, ეს ხომ სუხიშვილები იყო. მუდმივად სასწორი, დრო და არანაირი ცუდად გახდომა და ა.შ. ჩემთვის აქედან ყველაზე დიდ პრობლემას დრო წარმოადგენდა, რადგან ხშირად მაგვიანდება ვინაიდან ხან დედაჩემზე და ხან დანიელზე ვარ დამოკიდებული როდის წამომიყვანენ.
-როგორც იქნა დამთავრდა, დავიღალე
-ვი შენ და დაიღალე? როდის აქეთ -გაკვირვებული მიყურებდა დაიანა
-ვივიენ შენ დარჩი -მითხრა მასწავლებელმა როცა დამინახა
-აი ეხლა „დამერხა“ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
-კარგი გოგო, ესეც არ გძინებია, ალბათ რამე კარგი უნდა გითხრას, ან სოლო ან რამე, შანსი არაა ნუ ღელავ
-ვითომ?
-მიდი მიდი, გაიგე და თუ მოდიხარ დაგიცდი
მე მივედი ნიკოსთან და ჩაფიქრებული სახით იყურებოდა. აბა როგორ არ შემშინებოდა?
-რა ხდება მას?
-ერთი წუთი ვფქრობ -და და და დაამმმ.... გული მისკდებოდა
ასე ვუყურე ხუთი წუთი მაინც, მერე დაიანას მივწერე წასულიყო და როცა ძალა აღარა შემწევდა მოცდის მაინც ვკითხე
-მას მშვიდობა?
-იმას ვერ ვხვდები მარჯვნიდან სჯობს შემოხვიდე თუ ბიჭების წრიდაქნ შუაში დამალული უცბათ გამოჩნდე -აი ეხლა ამოვისუნთქე. -კარგი მიდი დადექი
-კარგით, რა ხდება, რას ვცეკვავ? -ახლა ცოტა მშვიდად ვიყავი, ზოგადად ბევრი სოლო მქონდა, ამ კაცს ვუყვარდი თავისი ცოლი კი ცოტა გამომცდელი სახით მიყურებდა ხოლმე, ვხვდებოდი რომ არ მოსწონდა ამდენი ცეკვა რომ მქონდა
-შენ გადავწყვიტე რომ იცეკვებ ჯეირანს, იცოდე ეხლა კონცერტზე ყველაზე გადატვირთული შენ იქნები, ოსური და ქართულიც შენ იმედზეა, ამეების არ მეშინია წლებია სოლისტი ხარ, მაგრამ ეს ახალია და თან მალე უნდა ისწავლო, დრო აღარაა
კარგად დამაშინა. აღარც მე მქონდა დრო. ისედაც დღეს გამწყვიტა, ამ სოლოების მიუხედავად მთიულურში გოგოებთან ერთადაც ბევრი მაქვს და ერთი მარტოც. დღეს ნამდვილად მკვდარი ვარ. ლილიანი ალბათ მომკლავდა, მაგრამ რა ჩემი ბრალია.
მთლად ასეთი საშიშიც არ ყოფილა, ორ საათში მარტივად ავითვისე. მონახაზი ჰქონდა და მასწავლებელიც იმედიანი თვალებით მიყურებდა. ამ სოლოს ამბავი ძალიან მახარებდა, ალბათ მინიმუმ ორი კვირა ბედნიერებისთვის მეყოფოდა.
-ყოჩაღ ვივიენ, დღეს ძალიან დაგღალე და მიუხედავად ამისა მაინც კარგად გაართვი თავი, მაგრამ რა ვუყოთ ასეთია ცეკვა.
-არა, ისე არ დავღლილვარ როგორც წარმომედგინა, მახარებს ამ ცეკვის ამბავი
-დიდი ხანი ვფიქრობდი ვისთვის მიმეცა, მაგრამ შენს გარდა ვერავის ვახდენ ამ ცეკვას, თან ვთვლი რომ შენზე მალე ვერც აითვისებენ
-მადლობა მას
-არა შენ მადლობა, რომ არასდროს მიცრუებ იმედებს და მათნაირად არ წუწუნებ -თან სიცილი დაიწყო როცა გაახსენდა ჩვენი ბავშვები. -სახლში მიდიხარ?
-კი
-წამოდი მეც მოვდივარ და გაგაყოლებ
-მადლობა -ანუ რა ხდება? ხო მშვიდობა აქვს ნიკოს? -მეც სასწრაფოდ გამოვიცვალე და მანქანაში ჩავუხტი.
-ვივიენ თვალები რა ფერი გაქვს?
-მგონი ცისფერი -სიცილით ვუთხარი, მაგრამ არ ვიცი რატომ მკითხა -რატომ მკითხეთ?
-ვერ ვხვდები ცისფერი კაბა ჩაგაცვა თუ მწვანე
-ააა -გამიკვირდა ამას ჩემ თვალის ფერს რომ უხამდებდა
-ამ დღეებში ზომებს მე აგიღებ, კი მქონდა, მაგრამ არ ვიცი სადა
-კარგით რა პრობლემაა
-თუ გინდა გამომიგზავნე, როგორც მოგიხერხდება
-კარგით დედას დავიხმარებ
-მთლად უკეთესი -მალე მივედით სახლთან, არც თუ ისე შორს იყო
-დიდი მადლობა და კარგად
-რა მადლობა და ფირუზის ფერზე რას იტყვი?
-მე თანახმა ვარ
-კარგად -გავუღიმეთ და დავემშვიდობე
მიუხედავად იმისა რომ ძალიან დაღლილი ვიყავი მაშინვე ვაპირებდი მომზადებას რომ ლის არ ეწუწუნა
-გამარჯობა ტკბილო ოჯახო
-შენ თვითონ ტკბილო სად იყავი? -დანიელმა მიმიხუტა როცა დამინახა
-ცეკვაზე, არ მეტყობა?
-კი და სანამ ლი მოსულა წადი გაშპი აქედან ასეთი არ დაგინახოს
-და ლი სადა?
-დღეს მთელიდღეა გირეკავს, გაგიჟებული დააბოტებდა ნერვიულად და მაღაზიაში გავგზავნეთ -სიცილით გამოვიდა დედა სამზარეულოდან
-ვაიმე არც კი მინახავს ტელეფონი, იცით ახალი ცეკვა მომცა ნიკოლოზმა
-მართლა? რა ცეკვა
-დედა გავგიჟდი ისე გამიხარდა, ჯეირანი
-არ არსებობს დე, რა მაგარია, მაშნ დიდი ალბათობით ქალაქურსაც მოგცემს
-კარაგი რაა, მე მოვკვდები და თქვენ რა გიჭირთ და ახლა მართლა მოვკვდები ლიმ თუ მნახა და წავალ შხაპს მაინც მივიღებ ენერგია მოვიკრიფო საბრძოლველად
რასაც ჰქვია მკვდარი შევესვენე სააბაზანოში, მთელი დღის მშიერი და ოტხი საათის ნაცეკვი, თუ არა მეტი.
-გოგო შენ ნორმალური თუ ხარ?
-რა გინდა რა დაგიშავე?
-არა რაა გამაგიჟებ შენ მე
-დამასვენებ?
-კიდე მე?
-ვივიენ ან მალე გამოხვალ და როგორც ადამიანს შეეფერება ისე მოემზადები ან კიდე დენს გავთიშავ და ვნახავთ საპნიან ვის
-კაი გამოვდივარ - არა და როგორ მიყვარდა დიდი ხანი აბაზანაში ყოფნა თქვენ ხომ ვერ წარმოიდგენთ. სულიერად ვისვენებდი. ვფიქრობდი. რაზე? დღეზე, მაგრამ უფრო ღამეზე, მიუხედავად იმისა, რომ უჩვეულო დღე მქონდა, ცოტა პრანჭია და გოგოშკური, რაც ჩემთან საერთოდ არ ასოცირდება, მაინც ღამეზე ვფიქრობდი, იმ ორ თვალზე.
გავიმშრალე, სახის დამატენიანებელი კრემი და ტანის ლოსიონი წავისვი. აბაზანიდან გავედი დაა...
-დიდება თქვენს გამოჩენას, ჩქარა ჩაიცვი, მე რამის მზად ვარ
საბოლოოდ ჩავიცვი ჩემი ულამაზესი კაბა, გავიკეთე მაკიაჟი, ოღონდ ლი რომ მეხვეწებოდა მაინც მუქ ტონებზე, მასეთი არა. თვითონვე მიხვდა, რომ არ მოუხდებოდა ამ ლუქს და შემეშვა. სადა და დახვეწილი იყო. საბოლოოდ მომწონდა ჩემი ლუქი, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური არ იყო, როგორც ლის. ოოხ, აი ლიც, ის საშინლად სექსუალურად გამოიყურებოდა, მან ჩემგან განსხვავებით მოირგო ქუსლები, ის მოკლე კაბა აკვედობდა და ეს მაკიაჟი? ესღა უნდოდა ლუკას? ეს გოგო ერთხელ ბოლოს მოუღებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს და მე ვთქვიი...
-საით გოგონებოო? ააა სოფის აქ დაბადების დღე უკაცრავად, დავურეკავ დღეს დედამისს მივულოცავ -თვითონვე უპასუხა თავის კითხვას და ფიქრებში წავიდა
-ოოოოჰ და უმშვენიერესებო? - დედას სიტყვებს გამოექომაგა წარბებ აშხლართული ანდრიანი, რომელიც ახალი მოსული იყო დანიელთან, ისინიც იქ მოდიოდნენ, რა თქმა უნდა...
-ისე ცნობისთვის ჩვენც მოვდივართ - მოგვაძახა მწარედ დანიელმა
-წამობრძანდით
-წარმატებები უმკერდოებთან
-მადლობა
-ეგ მე უნდა მეპასუხა, მე უფრო მჭირდება
-კაი უპასუხე -ოთხივემ სიცილი დავიწყეთ და მანქანა დავქოქეთ. მივედით. ლის გულისცემას, მეც კი ვგრძნობდი, შესვლამდე დავაწყნარე
-ლი რამე სულელური არ ჩაიდინო და ჯერ ბოდიშიც არ მოუხადო, ჯერ დააზუსტე რომ მართალი არ ხარ და შემდეგ უკვე იცი.
-კაი ხო, მერამდენედ მეუბნები - მეთანხმებოდა დაბნეული. ღმერთო ლილი ასეთი მორჩილი არასდროს მინახავს.
ლიმ მაშინვე იქით მიაშურა საითაც უფრო მეტი ხალხი ეგულებოდა. მე კი გადავწყვიტე ჯერ იქაურობა ამეთვისებინა. სოფი არც ჩანდა, თორე ხო მივულოცავდი.
-გოგო რას შვრები -მოვიდა ანი
-რავიცი, სოფისთანაც არ გავსულვარ, ჯერ ლი აგვარებს საქმეებს და თან სოფიც ვერ დავინახე. შენ რას შვრები?
-ხო, მგონი გასულია, მე რავიცი ასე ვარ უაზროდ
-აუ წამო გარეთ გავიდეთ
-გოგო ცოტა გრილა, ისედაც ეხლა მოვიშორე ეს გრიპი, მიდი თუ გინდა შენ
-კაი გავალ თორე ამასკდა თავი და გნახავ ისევ
-მიდი, მიდი -როცა გამოვდიოდი დავინახე როგორ შემოვიდნენ ჩვენი ბიჭებიც, აი მაშინ კი მინდოდა იქ დარჩენა და ანდრიანზე კვლევის განხორციელება, მაგრამ მაინც გარეთ გავედი და საქმე დანის მივანდე
ხალხის ბრბოს გავცდი და მისაღებიდან აივანზე გავედი, კიბეები ჩავიარე, ვებერთელა აუზს გვერდი ავუარე და ვარდისფერი უჩვეულო ხის ქვემოთ სკამზე დავჯექი. ჯერ ლის ამბავს ველოდებოდი და ვღელავდი, ამიტომ არ მინდოდა სხვა რამის წამოწყება. მე და ლი შევთანხმდით, რომ თუ რამე სხვაგვარად მოხდებოდა ამ ეზოში შევხვდებოდით და აქ გადავწყვეტდით რას გავაკეთებდით. როცა მოვიწყინე გამახსენდა დაიანა და დავურეკე
-ხო გოგო რას შვრები
-რავიცი მე ჩემი დაქალის დაბადების დღეზე ვარ, სოფის შენ?
-რავი მე გაკვეთილებს ვსწვავლობდი
-უი გაცდენ?
-არა, რას ამბობ, პირიქით მე ვაპირებდი დარეკვას, რა ხდება რატომ დაგარჩინა ნიკოლოზამ? -სიცილით დააბოლოვა სახელი
-ვაიმე არ დაიჯერებ, მართალი ყოფილხარ და ცეკვა მომცა
-მართლა? აუ რა მაგარია, რომელი?
-ხო გოგო ჯეირანი
-აუუუ, ძალიან გამიხარდა, აი ხო გეუბნებოდი
-ხო მეც, აუ უნდა გაცინო
-რაზე აბა?
-ორი საათი დამტოვა, ცეკვა დამიდგა და ბოლოს ჯერ პირველი შოკი ხო ის იყო, სახლამდე წაგიყვანო, მევთქვი შანსი არაა, ეს ის ნიკო არა თქო, ბოლოს კი თვალის ფერს მეკიტხებოდა, რა ფერი გაქვსო
-რა? არ არსებობს -სიცილით ლაპარაკობდა -პური გიყვარსო? რატო შენ არ ჰკითხე... კი მარა რაში აინტერესებდა
-ეგ მესამე შოკი
-ნუ მომკალი მითხარი
-რა და კაბის ფერს ახამებდა
-რატო არ მოვკვდები -იმხელა ხმაზე დაიწყო სიცილი მეც კი გამიკვირდა ამ ნაზ გოგოს საიდან რა ხმა ამოსდიოდა, მაგრამ თქვენ ნიკოს არ იცნობთ, ამ დასტოინი ტიპისგან ყველაფერი გასაკვრია, აი ადრე მოსწავლეებს რომ უკვირდათ მასწავლებლები რომ ტუალეტში დადიოდნენ ან ზოგადად ჭამდნენ და ადამიანის მსგავსი ინდივიდები იყვნენ, ჩვენ მისი მოსწავლეები მსგავსად ვიყავით. ამ ადამიანის შესახებ ყველაფერი გვიკვირს და შოკში გვაგდებდა.
მალე გავუთიშე ტელეფონი და ცოტა ხანი კიდე ვიჯექი გარეთ. დიდ ხანს ველოდე ლის, შემდეგ მშვიდმა მელოდიამ მიმიზიდა. გამიკვირდა ასეთ წვეულებაზე თუ შეიძლებოდა სიმშვიდე და გადავწყვიტე სახლში დაბრუნება, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ ამის გამო არა, ამ სიმღერის მოსმენა ცხადია სიმშვიდეში უფრო მესიამოვნებოდა, ვიდრე ხალხის ბრბოში, მაგრამ ამ ულამაზეს ადგილას დისკომფორტს ვგრძნობდი. ნახევარი საათი ვიჯექი, კაციშვილი არ მინახავს, მაგრამ მწველ მზერას ვგრძნობდი. ფაქტია, არავინ იყო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე წასვლა.
-საით? - გავიგონე უცნობი, მაგრამ მაინც ნაცნობი ხმა. მის გაგონებაზე მთლიანი სხეული ჟრუანტელმა მოიცვა. ცოტა შევკრთი, მაგრამ თითქოს მოველოდი. არ გამიკვირდა რომ აქ სხვაც იყო, მაგრამ სად იყო?
-.... - ან როგორ გავცემდი ხმას? მისი სახე ვერც კი დავინახე. ეზოში განათება არ იყო, ანდაც ხეზე ხო არ ჩამოკიდებდნენ ნათურას? მე ჩამოვკიდებდი, მაგრამ ესენი კლასიკური და ცოტა სხვანაირი ხალხია, როგორ გითხრათ, კრეატიულობას დახვეწილ ნივთებშიაც კი ვერ შენიშნავდით. მხოლოდ აუზიდან მოდიოდა სინათლე და სახლიდან. ეზო კი იმხელა იყო ნამდვილად არ ჰყოფნიდა ეს განათება.
-უბრალოდ გამიკვირდა, ამ მელოდიის გაფუჭება იმ ხმაურიან და არეულ ადგილში როგორ შეგიძლია? - ჰალუცინაციები მაქვს თუ ჩამეძინა? -არ ლაპარაკობ? - ეს ხმა არსაიდან მოდიოდა, ირგვლივ მიმოვიხედე და ისეთი სიცარიელე იყო, მეგონა ღმერთი მესაუბრებოდა ბიჭის ხმით -აქ ვარ ნუ გეშინია, არ გელანდები - სიტვა დასრულებული არ ჰქონდა როცა ხიდან ჩამოხტა. როგორ ამ სიბნელეში, თან ამ სიმაღლიდან? მისი ნათქვამი სიტყვები რომ გავიაზრე უფრო ჩამივარდა ენა, რა იცოდა რომ ასე ვფიქრობდი? მისი სახე ვერ გავარჩიე
-ვინ ხარ?
-ვაუუ - ამ „ვაუ“-ზე კითხვით შევხედე
-დასაწყისისთვის კაია, თან მეგონა საერთოდ ხმას არ ამოიღებდი
-და შენ ყოველთვის ამდენს ლაპარაკობ?
მგონი უბრალოდ ბიჭის სილუეტს ვესაუბრებოდი, რომელიც საოცრად ლამაზი აღნაგობის იყო, მაღალი, ვერც გამხდარს იტყოდი და ვერც სრულს, სადღაც შუაში. მაისური ეკვროდა ტანზე და მისი დაკუნთული ზედა ტანი ჩანდა
-ჩვეულებრივ არა, მაგრამ შენნაირებთან კი
-ჩემნაირი როგორია?
-ჩუმი, მორცხვი
-პირველი შეიძლება მართალია, კიი, შენსავით ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, მოსმენას ვარჩევ, მაგრამ მეორეში ცდები - და საერთოდ რატომ ვუხსნიდი? მგონი მეც მას დავემსგავსე
-არა მორცხვი ხარ
-რა შემატყე?
-ქათქათა ლოყები არ გეწვის?
-არა - ისე უარვყავი, არც დავფიქრებულვარ. შემდეგ კი გაყინული ხელებით ჩუმად მოვსინჯე
-გესიამოვნა არა?
-რა?
-სიცივე
-რა სიცივე?
-ხელების
კაი რაა? ეს რა ნათელმხილველია თუ გამოცდილი ფსიქოლოგი? საიდან ხვედებოდა ყველაფერს? ეს ვიღაც ცოტა მაშინებდა თავისი ლაპარაკით, მაგრამ ვერ ვწყდებოდი, მაინტერესებდა ვინ იყო ასეთი
-სულაც არა - ვუპაუხე ისე, რომ სხვა გზა არ მქონდა
-ჰმმ, როგორ არა... შეხედე - მომიახლოვდა, ჩემი მართლა გაყინული ხელები თავისაში მოაქცია და აი, მაშინ მე თვითონ ვერ შევხედე. ისეთი შეგრძნება მქონდა, ნარკოზიდან რომ გამოდიხარ და თავბრუ გესხმის, თან შენთვითონ რომ ვეღარ მოქმედებ. მისი ცხელი ხელები ჩემს გაყინულს ეხებოდა, არათუ სიამოვნებას მგვრიდა, არამედ მანიპულირებდა ეს გრძნობა ჩემით. ეს როგორც საშინლად კარგი, ისე საშინლად ცუდი იყო. როგორია საკუთარ სხეულს ვერ გრძნობდე. მეგონა ჩემი მასში გადადიოდა.
-ვი.. - მესმის შორიდან ლის ხმა. ამასობაში, უცნობმა ხელი ნელა მომაშორა და ცოტა დისტანცია დაიცვა
-ვივიენ ბევრი გეძებე
-ვივიენი? გიხდება, მეც ვფიქრობდი ამ ასეთ ლამაზს რა უნდა ერქვას ისეთი, რომ მოუხდეს და მისი სილამაზე აღწეროს თქო, თან უცხოა
-და შენ ყოველთვის ასე ეფლირტავები უცნობებს? -ვუთხარი მანამ სანამ მოგვიახლოვდებოდნენ. თანდათან გამოვდიოდი მდგომარეობიდან, ავხედე და მის სახეს მოვკარი თვალი, ჩაეღიმა. დავინახე. ეს ადამიანი იყო შავგვრემანი, მოზრდილი თმით, სწორი ლამაზი ცხვირითა და ოოჰ, ცოტა დიდი და ლამაზად გამოყვანილი წითელი ტუჩებით. თვალებში ვერ შევხედე, გვერძე იყურებოდა და ისე იღიმოდა
-ვი ახალი ამბავი მაქვს - მეუბნება ლი და ლუკასთან ერთად მოდის
-ვივიენ გაიცანი ჩემი ძმაკაცი? - მკითხა ლუკამ
-ძმაკაცი? - ჯერ გამიკვიდა რომ მის ძმაკაცს არ ვიცნობდი და შემდეგ გავაგრძელე -მისი გაცნობა შესაძლებელია?
-აჰაჰ, ასე შეგაშინა?
-შემაშინა? რატო აშინებს ხალხს?
-ოოჰ არა, ვიხუმრე, უბრალოდ რომ არა ხალხის მისდამი შიში ასე ეულად არ ივლიდა
-ლუკა! - გაბრაზებულმა შეხედა
-აჰაჰ, ეული? - ჰკითხა მომღიმარმა ლიმ და მე შემომხედა, მერე მიუახლოვდა ხელი ჩამოართვა და გაეცნო, მას კი ყველაფერი სცოდნია მასზე, რაღა თქმა უნდა ვისგან...
-მოდი წავიდეთ, უთხრა ლუკამ
-მაგრამ ახალი ამბავი ლი?
-მგონი უკვე მიხვდი რაც - და ლუკასთან გაყრილ ხელკავზე მიმანიშნა
-უუჰ - მოვეშვი და ხის სკამზე დავჯექი, ისინი კი გზას გაუდგნენ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი ბედნიერი ვიყავი ლის რომ ასეთს ვხედავდი, კვლავინდებულად მომღიმარს.
-კვლავ მარტო დავრჩით - მითხრა უცნობმა
-მერე?.. - კითხე და თვალები ავაბრიალე
-რა და დემეტრე მარგიანი- მითხრა და ხელი გამომიწოდა. მეც ჩამოვართვი. ისევ ის შეხება, ისევ ის გრძნობა...
-ისევ გაყინული რატო ხარ?
-არ ვიცი
-მე ვიცი, თხლად ხარ - მითხრა და ხეზე დაკიდული ქურთუკი მომაწოდა. მეც ძაან უკარება გოგოს როლის თამაშს აღარ ვაპირებდი, ისედაც ძალიან მციოდა და გამოვართვი.
-ვისია? - ან საერთოდ რატო დავსვი ეგ კითხვა, ვისას მომაწვდიდა, ან მის გარდა სხვა ვინ დაკიდებდა ხეზე, მაგრამ ჩემს წიკებს დააბრალეთ.
-ბევრი კიდებს ხეზე ქურთუკს? - ორივეს გაგვეღიმა
-ისე ხეზე რა გინდოდა ამ დროს? თან ასე ჩუმად
-ნათურას ვკიდებდი, მაგრამ რომ დაგინახე ისეთი წყნარად იჯექი ხმა ვერ ამოვიღე არ შეეშინდეს თქო - ღმერთო ნათურა... მგონი ჩემს გონებაში დაძვრებოდა
-აამ... და ბოლოს რაღატო დამელაპარაკე?
-კიდევ გცივა?
-ცოტა, მგრამ ისე აღარ - სხვა თემაზე გადაჰქონდა საუბარი, მეც აღარ ჩავაჟინდი
-ამას მე გადავწყვეტ, მანახე - სანამ კითხვას დავუსვავდი ხელები მომკიდა ხელზე და საერთოდ რა უნდოდა? მოსწონდა ასეთს რომ მხდავდა?
-ხოო, ვივიენ გცივა ადექი
-რატო?
-შიგნით შევიდეთ, გაიყინე- რატო ზრუნავდა ასე უცხოზე? ვაიმე თან მისი წარმოთქმული ვივიენი რა სხვანაირად ჟღერდა, ისე, რომ მეც კი მომწონდა ჩემი სახელი
-კაბის ბრალია, რამე უფრო თბილი უნდა ჩამეცვა
-დამიჯერე სჯობს პირველად ამ კაბაში მენახე
-უკაცრავად?
-არაფერი, ძალიან გიხდება მართლა, შენი სტილია, ალბათ სხვაზე არც მომეწონებოდა, მაგრამ აი შენ... - და ის მწველი მზერა ამატარა, რითაც აქამდე მწვავდა
-ახლა მადლობა უნდა გითხრა? - გაეცინა და აღარაფერი მითხრა. შესვლისთანავე ჩანთისკენ გავიქეცი
-საით?
...
მე კი საჩუქარი ავიღე და სოფისკენ წავედი მისალოცად. მივულოცე, ლამაზიად და მომხიბლელად გამოიყურებოდა, როგორც ყოველთვის. კომპლიმენტი მისგანაც მივიღე და რაღა თქმა უნდა კაბა შემიქო. ლი მოვიკითხე სოფისთან და მითხრა რომ მათ საქმეში რაღაც გაარკვია და მათთვის მეცალა, მაგრამ მე კარგი ამბავი ვახარე. მალე ლიც გამოჩნდა, ლუკა აღარ ახლდა
-სად დადიხარ?
-რავიცი შენგან დავიწყებული...
-კაი რაა, იცი მტყუანი ვყოფილვარ და ეს პირველად მიხარია, სოფიმაც კი მითხრა, შენსა და ლუკას შორის რა ხდებაო, სულ გაფანტულია და ცუდ ხასიათზეო, ყველაფერი ძლივს დავტყუე და იქნებ დაფიქრდე თუ მართლა გიყვარს ჩემი ძმა და საქმე მშვიდად გაარკვიოთ. სოფიმ მითხრა რაშიც იყო საქმე დაახლოებით
-მიხარია, მერე...
-რაღა მერე, მივედი ლუკასთან და მოვიკითხე, თავი მაგრად ეჭირა, მაგრამ ხო ვიცი არა? მერე ვუთხარი ჩემი სიდებილე, იცი ვიეჭვიანე თქო. თურმე პრობლემა უნივერსიტეტში ჰქონია, ფილოსოფიის დამპალი ლექტორი რომ ჰყავს, ცოტა ხნიერი ქალი, ძალიან აწამებდა, ეს კიდე ქულებზე დარდობდა. ოცდაოთხი საათი მაგიტომ იყო ჩამძვრალი ინტერნეტში. ბიჭი მეცადინეობდა მეკიდე ვვეჭვიანობდი, სულელი არ ვარ? ვაიმე ვი, თან რა საყვარელია, მე ვისულელე და ის მიხდიდა ბოდიშს რომ ამის საბაბი მე მოგეცი, დრო რომ ვერ დაგითმე სწორადო, თან სულ ტელეფონში ვიქექებოდი ამ ქალის ხელში და ვინ იცის რას იფიქრებდიო. ბოლოს კი დაამატა ჩემი სიყვარული ხარო - ეს რომ თქვა ფისოსავით მოიბუსხა
-სიყვარული და დებილი
-მოიცა სანამ გიყვებოდი შვლის თვალებით რატო მიყურებდი?
-შვლის? მე თუ შენ? - აი ჩვენი საერთო თვისება, ყველა სისაყვარლეს ცხოველებთან ვაიგივებდით
-არა შენ, ხო აი ასე საყვარლად, რა იყო ხო არ მოგალბო?
-რა? ვინ?
-იცი ვინც
-ოოო ლილიი
-კარგიი კარგი მაგაზე მერე ვისაუბროთ. წამოდი ეხლა ვიცეკვოთ
-აუ არა, არ მინდა
-რა? შენ და ცეკვა არ გინდა?
-ხოო არ მინდა, მცივა
-ხო და გათბები
-ოოო
-კაი, თავში ქვა გიხლია, მე გოგოებთან წავედი
-მადლობა, მიდი - ლი სადღაც გაქანდა მე კი აივანზე გავედი
-გელოდებოდი - მითხრა დემეტრემ
-მე? რატო?
-არა, ვიცოდი რომ შიგნით მოიწყენდი და...
-შენ რა ყველაფერი იცი?
-შეიძლება ითქვას, მაგრამ რა თქმა უნდა არა...
-საიტერესოა
-არა, საინტერესო შენ ხარ
-მე?
-კი...
-რატომ?
-სახურავ დახურული ქილასავით ხარ
-მადლობა, იდეალური კომპლიმენტია
-ჰაჰ..
-და რატომ გგონია მასე? - შემომხედა...
პირველად შემომხედა თვალებში. ცუდად გავხდი. თითქოს ამდენი წლის მიბმულმა გულმა თავისუფლება პირველად ჰპოვა და სადღაც მთელი მოკრეფილი ძალით გაიქცაო...
ეს შეგრძნება ისეთი იყო, თითქოს მზერით გეხებოდა, ოღონდ მთლიანად. შენს სულში ჩაძვრა და თავისი ბნელი და მომაკვდინებლად სექსუალური თვალებით იქექებოდა... ისეთი მზერა ჰქონდა დააჰიპნოზებდა ადამიანს, არ ენდომებოდა სხვაგან გახედვა... როცა რაღაც იპოვა ამდენი ქექვის შემდეგ, მითხრა:
-გაინტერესებს რატო?.. აი შენს თვალებში ვხედავ, ლურჯია, ზღვასავით მღელვარე და ფეთქებადი, დარწმუნებული ვარ დღისით უფრო ღია გაქვს, ხოო ღია, მაგრამ ისეთი ბნელია, ისეთი ბნელი, შენც კი ვერ ხედავ... ამ ფარდას შენს თვალებს შენ აფარებ, სქელ და მუქ ფარდას, რომ არავინ შეაღწიოს. ბნელია, მაგრამ იმ სინათლეს მაინც ვხედავ, რომელიც ჩენს სულშია, ამ ლურჯი, მაგრამ ბნელი მზერის შიგნით
-და შენ როგორ შეგიძლია ამ ქილაზე თავსახურის ახდა, თუ ფარდის... -აღარ ვიცოდი რომელი სიტყვა მეხმარა მისი ჩემ თვალებსა და სულზე შედარებული, ისეთი მხატვრულად საუბრობდა
-შენი თვალები მეცნობა, საშინლად მეცნობა, თითქოს გუშინ გნახეო... -ჩემს კითხვას ყური არ უგდო. ამ სიტყვებზე კი საშინელი ნემსების ჩახვლეტა ვიგრძენი მთელს სხეულში... გუშინ მნახა? იგივეს რატომ ვგრძნობდი? მაგრამ გუშინ დარწმუნებული ვარ არავინ მსგავსი არ მინახავს. სკოლაში ვიყავი, შემდეგ სავაჭრო ცენტრში, მაგრამ იქ მარტო რამდენიმე გოგო იყო. არც კაფეში იყო არავინ მსგავსი. გუშინდელ დღეს გადავხედე, მაგრამ ფაქტია, არავინ მსგავსი შემხვედრია, აი მზერა კი მეც მეცნობოდა, მაგრამ დეჟავუს მეტი არაფერი მქონდა. დეჟავუც არ მიმხელდა საიდუმლოს
-გაინტერესებს რატომ ხარ მორცხი? გეშინია ვინმემ არ შემოგხედოს, ვინმემ არ მიაგნოს შენს შიშებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასე არ იქნებოდა. არ დამალავდი შენს ნათელ მოციმციმე თვალებს. ხო შიშებს, იმიტომ რომ სიბნელეს ან მტკივნეული და დამალული წარსული იწვევს ან შიში, შენს თვალებში კი შიშია... - შიშები... ვიმეორებ გულში. შიშები... რა უნდოდა ამ ბიჭს? საიდან, როგორ ხვდებოდა ამ ყველაფერს მისი თვალები?
ხო შიშები ბევრი მაქვს, საშინლად ბევრი... ხან მისი რაოდენობისაც კი მეშინია...
კრაუსტოფობია, ფობიაა, რომელსაც ყველაზე მეტად ვერ ვუმკლავდები. მეშინია ლიფტების, მეშინია ყველა დახურული სივრცის, უჰაერობის. მის გარდა ბევრი შიში მაქვს, სიბნელის, წყლის, სიმაღლის. ჩემდა გასაკვირად ცხოველების არა, მხოლოდ ქვეწარმავლების. ნუ გარეული ცხოველების თავისთავად, მაგრამ მაინც მიყვარან და მათაც გააჩნიათ. მეშინია მწერების, თაგვების (დღემდე ვებრძვი თავს რომ თაგვების თუ არა ზაზუნების სიყვარული მაინც შემეძლოს, მაგრამ ვერა... ამის გამო თავი პირუტყვი მგონია) და უტვინო ხალხის (აქ ეს დეგრადირებლიც იგულისხმება, რა თქმა უნდა, ის ხომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელია) და ღმერთმა იცის კიდევ რამდენი რამის, მაგრამ ამ ბიჭმა საიდან?
-იცი მგონი პირველად ნანახს და გაცნობილს ამდენს არ ელაპარაკებიან და ეცნობიან მაგრამ, შემომხედე, ხოო შემომხედე და დამაკვიდი, ოღონდ თვალებში...არ შეგრცხვეს
-შემრცხვეეს?
-ხოო, გატყობ თვალები შენთვის მგრძნობიარე ნაწილია
-მაგაშიც გეთანხმები... მაგრამ ვისთვის არაა?
-კიდე რაში დამეთანხმე?
-ყველა შენს მიერ წარმოთქმულ სიტყვაში - გაეღიმა.. ან შეიფერასავით. დამალვას რა აზრი ჰქონდა? ის იმასაც მიხვდებოდა, რომ ვუმალავდი...
-შემომხედე
შევხედე, თითქოს მის გონებაში შეღწევის ნება დაგრთაო ისე მოულბა თვალები. იქამდე მუქი, ბნელი და გასაიდუმლებული თვალები ჰქონდა, როცა შევხედე დავინახე, პირველ რიგში მუქი ლურჯი თვალები, ხოო, მეც მიკვირს აქამდე რატომ ვერ შევამჩნიე, შავი მეგონა, მაგრამ ეს ულამაზესი იყო. მის შიგნით კი რაღაც დიდს ვხედავდი - ტკივილს. ასეთი სევდიანი თვალები ბოლოს როდის ვნახე არ მახსოვს. ამის შემხედვარეს გული ისე ამიჩუყდა ტირილი მომინდა, არ ვიცი რატომ, ალბათ ჩვეულებრივ სიტუაციაში ამას არ ვიგრძნობდი, მისი თვალები კი მსოფლიოს იტევდა. მინდოდა ჩავხუტებოდი, მეთანაგრნობინა, მაგრამ რის გამო? თითქოს ამ ტკივილის გამო მაში შიში იყო, მაგრამ რის შიში? აი ეს ხდიდა მის თვალებს ჩემს ნაირს... უბრალოდ იმით განსხვავდებოდა რომ ის სევდას ჰყავდა მოცვილი
-ეს... მე..
-ხოო... ამიტომაც გითხარი ყველაფერი. ვგრძნობდი, რომ რაღაც საერთო გვქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეხედე იმ ხესთან არც მიხვიდოდი, სასაცილოა არაა, მაშინ შეხედე ამ ბრბოს, სადაა, და შეხედე იმ ადგილს, მიხვდები რომ იქ არავინ მიდის... ვიფიქრე ბევრი საერთო გვექნებოდა...
-მართალი ხარ...
-არ დაიღალე დათანხმებით?
-ჰაჰაჰ, რატომ მეკითხები?
-იმიტომ რომ ჯიუტი ადამიანი ხარ, თავიდან სანამ გაიგებდი ვინ ვიყავი ყველაფერში მეწინააღმდეგებოდი, სიმართლეც რომ იყო და ახლა რაღაც ცოტა მორჩილი მგონიხარ
-აჰაჰ.. ხოო, ზოგადად კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ შენნაირების მიმართ არა..
-ჩემნაირების?
-ხოო, ერთი შეხედვით სიმპატიური, თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანს გავხარ, რომელსაც მოუნდა გოგოს შებმა და ეგრევე ფლირტი დაუწყო, თან ისე ღიად და თავისუფლად რომ თითქოს დარმუნებული იყო რომ ეს გამოუვიდოდა. მე კი მსგავსებს ვერ ვიტან. მე მასეთების ხორცის ნაჭერი არასდროს გავხედები..
-მაგრამ?
-მაგრამ ასე არაა, შენ არ ყოფილხარ მასეთი
-როგორი, სიმპატიური?
-ჰაჰაჰ, არა, თავქარიანი
-ანუ ფიქრობ, რომ სიმპატიური ვარ?
-ოოჰ გაჩერდი, თორე ის წარმოდგენები შემეცვლება..
-შენ მართლა უკარება ხარ
-ნუ ფიქრობობ ასე
-არ ვფიქრობ, შორიდან ჩანს
-ახლოდან?
-ახლოდან, ანთებულ ვარსკვლავებს ვხედავ შენს თვალებში, რომლებიც სულ ციმციმებს მიუხედავად სიბნელისა...
-ნათელმხილველი ხარ? - უუჰ, დავუსვი ის კითხვა, რომელიც მთელი საღამო მჭამდა, ნუ რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ მაინც მაინტერესებდა როგორ ხვდებოდა ამ ყველაფერს.
-ჰაჰაჰა...მხოლოდ ყავაში ვიხედები, ვინაიდან ყავა არ გვაქვს, მოდი იმას დავაბრალოთ რომ შემიძლია სხეულის ენის გაგება, ამიტომ ვსწავლობ ფსიქოლოგიაზე.
-ფსიქოგიაზე? მართლა?
-კი მეორე კურსს ვამთავრებ. რატომ გაგიკვირდა?
-ალბად იმიტომ, რომ ვერ წარმომედგინა თუ შესაძლო იყო შენ მანდ გესწავლა და მეორე იმიტომ, რომ მეც ძალიან მაინტერესებს ფსიქოლოგია
-მოიცა გეტყვი... როგორც შენ ფიქრობ სიმპატიური ჭკვიანი ვერ წარმოგიდგენია... მხოლოდ თავქარიანები არიან ხოო?
-ჰაჰაჰა... ხოო...
-და რატომ ფსიქოლოგია?
-მაგ ფილოსოფიას მეორე შეხვედრაზე წაგიკითხავს, ეხლა კი ჩემი ბიძაშვილი მესაჭიროვება... - აწყვეტინებს ლიი
-ბიძაშვილი? - ჰკითხა დემეტრემ
-ბიძაშვილი? - გავუმეორე მე
-კაი ხო დაქალი...
-აბა ბიძაშვილიო... მე დაქალები მეგონეთ
-ორივე - განვავრცე მე...
-მოიცა რა მეორე შეხვედრა? - ისევ დემეტრე, რომელიც ლის ნათქვამმა გააკვირვა
-რა და მე და ლილიმ გადავწყვიტეთ საგაზაფხულო არდადეგების მოწყობა და რაჭაში წასვლა - ჩაერთა ლუკა
-კარგია და ჩვენ რა შუაში ვართ? - ვიკითხე გაკვირვებულმა
-რა და მარტო არ გვინდა, შენი წამოსვლაც მინდოდა, მერე მარტო მურმანის ეკალივით იქნებოდი ჩვენთან, თან შენი ხასიათი რომ ვიცი ვინმე ისეთი გვჭირდებოდა ვინც ეკლებს დაგირბილებდა და...
-ლიიი...
-ჰაჰაჰჰაჰაჰაა.. – ყველამ გულიანად გადაიხარხარა
-ანი? ან საერთოდ სოფი? სოფი და ანდრია წაიყვანეთ -ვუთხარი ბედნიერმა
-ოოო ვი... რა ანდრია -აწუწუნდა ლი
-ან რა სოფი -მიჰყვა ლუკა
-თქვენს დედმამიშვილებზე აცრილები ხართ თუ რას აბუზღუნდით? -მომეწონა დემეტრეს ეს ფრაზა...
-მაგათი თავი სად გვაქვს... ვიი წამო რაა თან დემეტრესაც კარგად გაიცნობთ ორივე და მეც მონატრებული მყავს... - გაანეიტრალა ლუკამ
-ლილი, ნუ გავიწყდება რომ ერთ თვეში შენი ბედი წყდება
-რა ბედი?
-ოო ვივიენ ნუ ხარ უჟმური
-უჟმური? - იკითხეს სათითაოდ ბიჭებმა
-რა და მე და ქალბატონს გამოცდები გვაქვს
-და ქალბატონი ჩააბარებს და შენ თავზე კი ნუ ღელავ ისედაც ტვინი ყურებიდან გადმოგდის და უჟმურია იმიტომ, რომ სულ უჟმურია...
-კარგი არგუმენტია...
-შენღა მაკლდი ლუკა.
-ჩემი ჯგუფი ექსკურსიაზე მიდის - თქვა დემეტრემ
-მთლად უკეთესი - ვთქვი მე
-უჟმურები
-ლუკაა!!! არ მანანებინო ლის აზრზე მოყვანა
-არა ჩემო საყვარელო, ხო იცი ამის გარეშე...
-კაი კაი არ დაიწყოთ ეხლა აქ სიყვვარულობანა..
-ნუ გშურს - შემოიჭრა ლი
-მეე? შენი? ან რისი სიყვარულის? არა პატარავ... -აფერისტულად გავუღიმე და დავამშვიდე
-არა არაფერი გეშველება თუ ვინმე არ იპოვე, დემეტრე დაგვეხმარე რა?
-ლიიიიი!!!
ჩამოვედი აივნიდან და რატომღაც ისევ იმ ხისკენ წავედი... მერე მივედი და დავჯექი. ძალიან არ მინდოდა რომ შემტყობოდა წყენა, მაგრამ ამდენის მოთმენა აღარ შემეძლო. ლილიანმა კარგად იცოდა ჩემი ხასიათი, მაგრამ ასე ვთქვათ „მაინც თავისი გაისწორა“. მე ის ადამიანი არ ვარ რომ ვიღაცა გავარიგებინო ვინმეს... რომ ვუთხარი რომ უნდა გაჩერებულიყო ეს პირდაპირი შეტევით დაიწყო იმ ადამიანთან. ძალიან უხერხულად ჩამაგდო და უბრალოდ ამ სიტუაციაში მხოლოდ ის მინდოდა რომ გავცლოდი და ეს საუბარი აღარ მომესმინა... უბრალოდ არაჯანსაღ საუბარს ავარიდე თავი. ჩემს გარეშე რაზეც უნდათ იმაზე უსაუბრიათ.
აივნისკენ რომ გავიხედე ისევ ლაპარაკობდნენ. შიგნით შევიდნენ სიყვარულისგან დაბრმავებულნი. ცოტა ხანში კი დემეტრემ დაიწყო ჩემსკენ სვლა. მე ცოტა მხარი ვაქციე და გვერდით დავჯექი, ის კი ჩვეულებრივ დაჯდა.
-არ გაამართლო
-არც ვაპირებ, მართალი ხარ
-კარგია რომ მეთანხმები
-ხოო, ზედმეტი მოუვიდა...
-საიდან ამდენი თანაგრძნობა?
-მეც ბევრჯერ ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში
-მართლა? - ვკითხე და მისკენ შევბრუნდი. ოჰ, როგორ გამაკვირვა... ხო აბა რა... ამ ბიჭმა იცოდა როგორ უნდა მისდგომოდა ხალხს. ამას რა თქმა უნდა არ ვთვლიდი რომ ასე იყო, უბრალოდ უკულტუროდ გამომივიდოდა ყურადღება რომ არ მიმექცია...
-ხოო, ერთხელ ლუკამ ბრალი „გეობაში“ საჯაროდ დამდო, ვერ მიხვდა ისე ჰქონდა უკვე გამჯდარი ეს ხუმრობა, საზოგადოება დაავიწყდა, ბრბო, რომელსაც ერთი სიტყვა უნდოდა ჭორებისთვის, ხალხის გასაკრიტიკებლად და განსაკითხად
-რატო?
-იმიტომ რომ დიდი ხანია არავისთან მქონია ურთიერთობა - ამაზე საკუთარი თავი გამახსენდა, როცა შიში მიყალიბდებოდა იმისა, რომ ვინმეს მსგავსი რამ არ ვგონებოდი, ეს სულაც არ მომივიდოდა თავში აზრად რომ არა ლი.. სისულელეა, ახლა სულაც არ მაინტერესებს ხალხის აზრი, მირჩევნია ის იფიქრონ, რაც სურთ, ვიდრე არაჯანსაღი ურთიერთობა მქონდეს ადამიანთან მათ გასაჩუმებლად. ახლა ისიც არ მადარდებს რომ ეგ ვიყო, მერე რა? ეს აზროვნებაც ამ ბრბოს ჩანერგილი იყო ჩემს ტვინში, რომ იგივე სქესის ადამიანი თუ შეგიყვარდა, ჰოი საოცრებავ, ურჩხული ხარ, ცხოველი, აღარ გაქვს ადამიანური თვისებები და ამიტომ უნდა შევჭამოთ ის ადამიანები, არა, არა და არა. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და აქვთ უფლება ვისთანაც უნდა იმათთან ერთად იყვნენ, ეგ არც ჩემი საქმეა და არც დანარჩენის.
-რატო?
-როცა საზღვარგარეთ ვიყავი, ხო, ბრიტანეთში ვცხოვრობდი, მეორე სემესტრიდან გადმოვედი, ანუ რამდენიმე თვეა რაც ჩამოვედი. ხო, სასაცილოა წესით ჩემზე ასე ღიად არ უნდა გიყვებოდე, მაგრამ არ მიქმნის ეს დისკომფორტს. მოკლედ, იქ თინეიჯერობაში, მქონდა რამდენიმე გოგოსთან ურთიერთობა, მაგრამ იმედები გამიცრუვდა ყველასთან. რაღა დაგიმალო და ერთ-ერთს საუკეთესო ძმაკაცთან შევუსწრე. მაშინ ესე თოთხმეტის ვიქნებოდი, ცოტა გამოუცდელი, გულნატკენი და გაკვირვებული. როცა გადავხარშე მივხვდი რომ უფრო მეგობრისგან მეტკინა, ვიდრე იმ გოგოსგან, რადგან მივხვდი, რომ ესეთი გოგო ნამდვილად ვერ მეყვარებოდა, ნუ გარდა „მოღალატეობისა“ მას კიდე ბევრი თვისება ჰქონდა, ისეთი რაც არ მსიამოვნებდა, რაშიც შემდეგში უფრო დავრწმუნდი და თავიდან თავს არ ვუტყდებოდი. მეგობარი კი ნამდვილი მეგონა. მას შემდეგ იყვნენ ჩემს ცხოვრებაში გოგოები, მაგრამ არასერიოზული ურთიერთობებით და ნუ რა თქმა უნდა მასეთებს ჩემს სანაცნობო-სამეგობროს როგორ გავაცნობ და ამიტომ ლუკას მეტი რა უნდა, ის ხომ გამოცდილია, მაგრამ ვშიშობ ლი ბოლოა... - ამაზე გაგვეცინა, რადგან ლის გიჟური ხასიათის შესახებ მასაც სმენია.
-ბავშვობის ტრავმა
-დაახლოებით, ამის მერე ასე ვთქვათ ვფრთხილობ ასეთი ურთიერთბისგან
-ყველა მის ნაირი გგონია?
-არა ასე არაა, უბრალოდ ვფიქრობ ჩემნაირი ვერ ვიპოვე
-აამ, აი მე კი
-შენ კი ყველა სიმპატიური უტვინო გგონია
-ჰაჰაჰაჰ, ხოომ, თან ამას როგორი ხშირად და მარტივად მისვავ დიალოგში
-ახლა კი გეტყვი რომ ლიმ ეგრევე მოტვინა რაც ქნა და დარდობს, ხო და გირჩევ მასთან მიხვიდე
-იცი მგონი ჯერ სჯობს კარგად გაიაზროს
-შენი ნებაა... მანქანით ხარ?
-არა, ტაქით წავალ თუ ჩემი ძმა ვერ ვიპოვე
-ძმა? დანიელი?
-კი, რა იცი?
-ლუკას ძმაკაცი დანიელი არა? მისგან მსმენია
-აა, კი გასაგებია -მე დავურეკე დანიელს
-დანი სად ხარ?
-სახლში
-ასე მალე?
-კი, რავიცი მოვიწყინე, თან ხვალ შუალედური მაქვს და სამეცადინოც ბევრია
-ანდრიაც წამოვიდა ხო?
-ხო ერთად წამოვედით, რა ხდება მშვიდობაა?
-კი, უბრალოდ ვერ გიპოვეთ და
-აა გასაგებია, რამე ხო არ გჭირდება?
-არა არა...
-კაი მიდი მაშინ გაერთე
-კარგი
-რაო?
-წასულა
-ხო და წამოდი წაგიყვან
-არაა, ტაქსით წავალ
-რა ტაქსით ვივიენ -უცნაურად შემომხედა
-ხო, განა პირველად ვმგზავრობ ტაქსით რა იყო -ანის ხერხი გამოვიყენე
-ვიცი რომ პირველად არ იქნები, მაგრამ ამ შემთხვევაში არაა საჭირო
-არ მინდა რომ შეგაწუხო, ტყუილად რისთვის უნდა იარო
-ვივიენ კიდე ჯიუტობ
-მართლა არაა საჭირო
-ვივიენ -ისევ იმ მზერით შემომხედა
-კაი, კაი... მაგრამ რომ მომიტაცო და მერე ან მონად გამყიდო ან ორგანოებით ივაჭრო იცოდე ჩემი ძმა მოგკლავს -ორივე ერთნაირად ავხარხარდით. ღიმილი ნამდვილად აკვდებოდა მის იდეალურ ტუჩ-კბილს.
ამის მერე წამომიყვანა. გზაში არაფერი უთქვამს, მისამართი მკითხა და გაოცებისგან გაშეშდა ის დაახლოებით კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა ჩემგან, მე კი ის არასდროს მინახავს. კიი ორივეს გვეცნობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში არ მინახავს... ალბათ იმის ბრალია რომ საზღვარგარეთ ცხოვრობდა ის დრო როცა პატარაობაში მშობლებს პარკში უნდა გავეცნეთ.
მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე. სახლში მისვლისთანავე, ცხელი შხაპი მივიღე, შიმშილით ვკვდებოდი და პიცა გამოვიძახე. შუაღამით ზარზე დარეკვის ხმამ ჩემი მსუნაგი ძმა გააღვიძა.
-ვიი მე შეგჭამ იციი
-მე თუ პიცას?
-ჯერ შენ, რა იცოდი როგორ მშიოდა, მეც ეხლა მოვრჩი მეცადინეობას და დედას ეძინა, ხო და იგივეს ვაპირებდი… უუჰ მიყვარხარ რაა...
-სხვა რა შემთხვევაში...
-ოოო ჩემო პატარაა - მოვიდა და ისე ჩამეხუტა, კინაღამ გამჭყლიტა
-აფერისტოო! - დავსხედით და თორმეტ საათზე კუჭი ამოვივსეთ. მკითხა როგორ ჩაიარა ბოლოს დაბადებისდღე, მე კი დიდად ვერ გავაკვირვე ამიტომ...
-ვიი დამაჯერებ რომ არავის გული არ დაგიპყრია დღეს ასე?
-არავის გული არ დამიპყრია - ვუპასუხე მკვახედ
-ოო ვიი, თუ მასეთი უჟმური იქნები ვერც ვერასდროს დაიპყრობ
-თუ დავიპყრომ მას უჟმურიც ვეყვარები
-არააა რააა..
-და ამას საერთოდ ვინ მეუბნება?
-კარგი ჩუმად ვარ -და მოკუმულ ტუჩებთან ორი თითი გადაისვა სიჩუმის ნიშნად. ტკბილი სიზმრები ვუსურვე, ქართულის დავალებები გავაკეთე და დასაძინებლად მოვემზადე. ოოოჰ ღმერთო, რომ მცოდნოდა ეს ძილი რა სიზმარს მიმზადებდა სულ არ დავიძინებდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent