შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამყარო საზღვრების გარეშე


5-08-2020, 16:36
ავტორი MmariiamM))
ნანახია 944

თავი III
ერთი კვირის შემდეგ.
ორშაბათი. დილის 7:25
დილით ადრე გამეღვიძა პატარა ბავშვივით ვიყავი გახარებული, ერთი შეხედვით გაგაოცებთ ჩემი გადამეტებული რეაქცია ეს ხომ უბრალოდ სამსახურია, მაგრამ ეს ჩემთვის ახალი დასაწყისის ნიშანი იყო. პირველად შემეძლო ის მეკეთებინა რაც მსურდა.
საწოლიდან წამოვხტი და სამზარეულოში შევირბინე
-ქალბატონი ლიზა ცოტა ფრთხილად, ეს რა მანერებია?!-წარბის აწევუთ მითხრა ნინამ, მე ყურადღება არ მივაქციე მაცივრიდან ფორთოხლის წვენი ავიღე და კარისკენ გავემართე-ადგილზე გაჩერდი პატარა ქალბატონო, საუბრისას ზურგს ნუ მაქცევ მე ასე არ აღმიზრდიხარ
-ბიდიში ნინა ძალიან ვჩქარობ
-თავის გამართლებას ნუ ცდილობ, დანაშაულის აღიარება და მობოდიშება ეს ერთადერთია რისი მოსმენაც მინდა
-ვწუხვარ მოცდა მოგიწევს-სამზარეულო სწრაფად დავტოვე და ოთახში დავბრუნდი. ვაცნობიერებდი რომ ნინას უხეშად მოვექეცი თუმცა ამაზე ფიქრი არ მინდოდა, ცუდ ფიქრებს განწყობის გაფუჭების უფლებას ვერ მივცემდი.
სწრაფად მოვემზადე, თუმცა არც ისე სწრაფად რამდენჯერმე გამოვიცვალე, ვერაფრით გადავწყვიტე რა უფრო შესაფერისი იქნებოდა ჩემი პირველი სამუშაო დღისთვის. ბოლოს არჩევანი შავ კლასიკურ შარვალზე, შავ პერანგზე, ლურჯ კოსტუმსა და შავ მაღალქუსლიან დეხსაცმელზე შევაჩერე, ბევრისთვის შავი დეპრესიული ფერია თუმცა ჩემთვის არა, მე შავი მიყვარს ის შუა ღამესთან ასოცირდება, სიმყუდროესთან რომელსაც მაშინ ვგრძნობ როცა შუაღამისას ფანჯარასთან ვზივარ და მდუმარე და ლამპიონებით განათებულ ქალაქს ვუყურებ.
სარკესთან ტრიალში დრო ისე გამომეპარა რომ უკვე ათის ნახევარი იყო, სასწრაფოდ ჩანთას და მანქნის გასაღებს დავავლე ხელი და სახლიდან გავედი. ჩემს თავზე ვბრაობდი რა აზრი აქვს რა მეცმევა თუ პირველივე დღეს დამაგვიანდება.
გზაზე საცობი არ იყო ამიტომ სამსახურში დროულად მივედი, ფოიეში ისეთი სწრაფი ნაბიჯით შევედი რომ მდივანმა გოგონამ აღელვებული სახით შემომხედა და მკითხა
-მის ყველაფერი რიგზეა? წყალი ხო არ გნევბავთ?
-ყველაფერი კარგადაა უბრალოდ მაგვიანდება, მთავარი რედაქტორის კაბინეტს ხომ ვერ მიმასწავლით?!
-თქვენი პირადობა მომაწოდეთ ვიზიტორის საშვა დაგიმზადებთ-მე აუღელვებლად მივაწოდე პირადობა, თუმცა გოგონას ნერვიულობა დაეტყო როცა ჩემი სახელი და გვარი წაიკითხა
-თქვენ ლიზა დოლიძე ხართ?! ბატონი დავითის...- საუბარი უხეშად შევაწყვეტინე
-დიახ მე ვარ და შეხვედრაზე მაგვიანდება
-დიახ ეხლავე ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის -გოგონას საშვი სწრაფად გამოვართვი და მთავარი რედაქტორის კაბინეტისკენ გავემართე, ამ რამდენიმე წუთიანმა საუბარმა განწყობა გამიფუჭა, თუმცა ახალა ამის დრო არ იყო.
ოფისში შევედი და ოთახის ბოლოსკენ გავუყევი გზას შუშის კედლებიან კაბინეტში ტყავის სავარძელში ჩემი მომავალი უფროსი იყო მოკალათებული, მისი კაბნიეტი რაღაცით აკვარიუმა მოგაგონებდათ. კართან რამდენიმე წამით შევყომნდი, ღრმად ჩავისუნთქე და დავაკაკუნე
-მობრძანდით -კაბინეტიდან მომართა ისე რომ ჩემკენ არ შემობრუნებლა
-გამარჯობა მე ლიზა ვარ შეხვედრა გვაქვს დანიშნული
-ლიზა ...აი ის, გამახსენდით-მისი ტონი საშინლად გამაღიზიანებელი იყო და ამას ისიც ემატებოდა რომ თავიც კი არ შეიწუხა რომ შემობრუნებულიყო და ისე დამლაპარაკებოდა, თითქოს განზრახ ცდილობდა ჩემს გაღიზიანებას
-ჩემი რეზიუმეს გადმოგცემდათ კადრების განყოფილება ალბათ...
-მოდი პირდაპირ გეტყვი სათქმელს-საუბარი უხეშად შემაწყვეტინა, სკამიდან წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და ჩემთან ზუგშექცევით დადაგა-არ ვიცი რა შეგიძლია, არ მიყვარს ხალხი რომელიც სამსახურში კარგი კონტაქტების დამსახურებით ხვდება. მე ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ, გუნდის ყველა წევრი თავად შევარჩიე შენს გარდა. პირდაპირ გეტყვი ძალიან გაგიჭირდება აქ მუშაობა ყოველ წამს იმის დამტკიცება მიგიწევს რომ ამ სამსახურს იმსახურებ. ყოველთვის როცა რაღაც არ მოგეწონება მამიკოსთან საწუწუნოდ ვერ გაიქცევი
-უკაცრავად მაგრამ თქვენ არაფერი იცით ჩემს შესახებ, ჩემი რეზიუმეს გაცნობითაც კი არ შეიწუხეთ თავი
-ლიზა დოლიძე 22 წლის, დაამთავრე მარკეტინგის ფაკულტეტი, აქტიურად ეწევი ქველმოქმედებას, ეხმარები ობოლ ბავშვებს, დამატებით პროფესიად უნივერსიტეტში გაიარე ლიტერატურად მცოდნეობა, ამასთან ამ განხრით პრაქტიკას გადიოდი ლონდონსა და ბერლინში სამიდან ხუთ თვემდე. მართალია მე არ შემირჩევიხარ თუმცა შენს შესახებ გავიკითხე-ის სწრაფად შემოტრიალდა და მომიახლივდა-ჩვენ ირნი ერთად კარგად გავერთობით-მე მას სახეზე დავაკვირდი და თვალებს ვერ ვუკერებდი ეს ის უცნობი მამაკაცი იყო რომელიც სკვერში შემხვდა. მოულოდნელად ფიქრებიდან ოთახში შემოსულმა გოგონამ გამომარკვია, გვერდით სწრაფად ჩამიარა და საწერ მაგიდასთან შეჩერდა
-ბატონო ლაშა მეძახდით?!
-დიახ თეკლა ეს ჩემი ასისტენტია ლიზა მინდა რომ ყველაფერი აჩვენო და აუხსნა-გოგონა უსიტყვოდ შემოტრიალდა და ხელით გასასვლელისკენ მანიშნა, მე დავნეული გავყევი უკან ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე.
კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ გოგონა შემობრუნდა და ღიმილით მითხრა
-არ ინერვიულო ეს დაბნეულობა გაგივლის პირველი შეხვედრისას ყველას ასე დაგვემართა
-არა დაბნეული არ ვარ-წყენით ვუთხარი უცხო გოგოს რომელიც ისევ თბილი ღიმილით მიყურებდა
-კარგი მოდი თავიდან დავიწყოთ მე თეკლა ვარ სასიამოვნოა შენი გაცნობა
-ლიზა. ჩემთვისაც სასიამოვნოა
-კარგი ლიზა ახლა წავიდეთ შენს სამუშაო ადგილს გაჩვენებ-თეკლამ ჩემს მაგიდასთან მიმაცილა ჩემი მოვალებები ამიხსნა, ის გაუჩერებლად საუბრობდა, იმდენი მოვალეობა ჩამოთვალა რომ ვერ ვხვდებოდი ბატონი ლაშას ასისტენტი ვიყავი თუ მოახლე. როგორც იქნა თეკლამ საუბარი შეწყვიტა და ღრმად ჩაისუნთქა-იმედია პირველივე დღეს არ დაგაფრთხე?
-არა ჩემი შეშინება ასეთი ადვილი არაა
-მიხარია ლიზ , თუ რამე დაგჭირდება მომმართე არ მოგერიდოს. ის ჩემი მაგიდაა ყოველთვის იქ ვარ- თეკლამ ხელი კუთხეში მდგარი მაგიდისკენ გაიშვირა, შემდეგ გაიღიმა და თავის მაგიდისკენ გაემართა.
მე ძალა გამოვლილი ჩავეშვი სავარძელში და არ ვიცოდი საიდან უნდა დამეწყო მუშაობა ჩემს მაგიდაზე უამრავი საბუთი და ქაღალდების გროვა იდო, მოულოდნელად ტელეფონის ზარი გაისმა, რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ყურმილი ავიღე
-ლიზა სასწრაფოთ ჩემს კაბინეტში
-ახლა ბატონო ლაშა-მე ჩემი ბლოკნოტი, მობილური და საწერი კალამი ავიღე და კაბინეტში შევედი
-იმედია მზად ხარ მუშაობისთვი?-ჩემს პასუხს არც კი დაელოდა ისე განაგრძო საუბარი-დღეს პირველ საათზე დირექტოტთა საბჭოსთან შეხვედრა დამინინე, შენს მაგიდაზე დამწყწბ მწერალთა ნაშრომებია მინდა გაეცნო და შენი აზრი მითხრა, ყველაზე საინტერესოები ჩემთან შემოიტანე, სავახოდ მაგიდა დამიჯავშნე რესტორანში ორ კაცზე და რომ გახვალ ყავა შემომიტანე
-ახლა ბატონო ლაშა
-და კიდევ დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზე შენც ჩემთან ერთად წამოხვალ
-მე იქ რა უნდა გავაკეთო?
-შენ ჩემი ასისტენტი ხარ სადაც მე ვარ იქ უნდა იყო და მეორეც შეკითხვებისგან თავი შეიკავე და უბრალოდ ჩემი ბრძანება შეასრულე
-სამხედრო სალამსახ ხომ არ ელით ჩემგან, მაინც წინასწარ რომ ვიცოდე-ის სკამიდან წამოდგა და სწრაფად მომიახლოვდა, მე რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან და კარს მივეყრდენი წასასვლელი არსად იყო
-მომისმინე განებივრებულო ბავშვო აქ ყველა თქვენგანი მე მეკუთვნით, ჩემი ნებართვის გარეშე თითსაც ვერ გაანძრევთ, თუ მე ვიტყვი არც კი ისუნთქებთ-მის ქედმაღლობას წყობილებიდან გამოვყავდი, თავი ვერ შევიკავე ხელით ვუბიძგე, ჩემმა საქციელმა წამიერად დააბნია
-ახლა კარგად მომისმინე დესპოტო, აქ ადამიანები მუშაობენ და არა შენი პირადი მონები, მათ ყველას ისე მოექცევი როგორც კარგ უფროსს შეეფერება ან მე ვიზრუნებ რომ სამსახურში გატარებული ყოველი დღე ჯოჯოხეთს გავდეს
-პრინცესა ეს მამაშენის სახლი არ გეგონოს აქ ბრძანებებს მე გავცემ და არა შენ
-არა ეს შენ არ გეგონოს რომ აქაურობის ბატონ-პატრონი ხარ, შენც ჩვეულებრივი დაქირავებილი თანამშრომელი ხარ, ხოლო ეს კომპანია ბილოს რომ შევამოწმე ჩემი საკუთრება იყო
-რა? მეღადავები?
-არა სრულებით არ ვარ ხუმრობის ხასიათზე
-იმ კომპანიაში მუშაობ ასისტენტად რომელიც შენ გწკუთვნის?! არა ამ განებივრებულ მდიდრებს რას გაგიგებთ ადამიანი
-შენ მე არ მიცნობ მე ვცდილობ თავად მივაღწიო წარმატებას და არა მამაჩემის ფულითა და სახელით, ასე რომ მე არსად წასვლას არ ვაპირებ ყოველ დილით პირველი რასაც ამ ოფისში დაინახავ ჩემი სახეა, ამიტომ მოდი ნუ გავურთულებთ ერთმანეთს ცხოვრებას.-მე სწრაფი ნაბიჯით დავტოვე კაბინეტი ჩემი გულის ცემა ისევე მკაფიოდ მესმოდა როგორც გვერდით მდგომის საუბარი, ვერ ვიჯერებდი რომ ჩემი პირველი სამუშაო დღე ასეთი დაძაბული გამოდგა და რაც მთავარია მაცოფებდა ის ფაქტი რომ ჩემი უფროსი ნამდვილი დესპოტო იყო.მიუხედავად მომხდარისა მე სამუშაოს დავუბრუნდი ყველა მისი მითითება შევასრულე, მხოლოდ ერთი რამ რჩებოდა მისთვის ყავის მიტანა, რაც იმას ნიშნავდა რო ისევ მის პირისპირ დავრჩებოდი დახურული კარის მიღმა. ვერ ვხვდებოდი ერთი ჩვეულებრივი ადამიანი რატომ იწვევდა ჩემში ასეთ საპირისპირო გრძნობებს, ჩემი ერთი ნაწილი მას პატივს სცემდა შრომისმოყვარეობისა და მისი საქმიანობის გამო, მეორე ნაწილს კი ეჯავრებოდა მისი ქედმაღლობა და ხალხისადმი დამოკიდებულება. ყავა მოვუმზადე და კარზე ფრთხილად დავალაკუნე
-შემოდით- კარგი გავაღე, ყავა უსიტყვოდ დავდგი მაგიდაზე მის წინ და წასვლა დავაპირე -იცი მე შენ მაოცებ- მისმა სიტყვება შემაჩერა-ერთის მხრივ ამბიბ რომ შენი ოჯახისგან დამოუკიდებლად გინდა წარმატებას მიაღწიო, თუმცა მეორეს მხრივ პირველივე დაბრკოლებისთანავე შემახსენე ვისი შვილი ხარ და რა შეუძლია მამაშენს. შეგიძლია არაფერი მიპასუხო უბრალოდ დაფიქრდი ვინ გინდა იყო ცხოვრებაშო
-ბატონო ლაშა მე ისედაც ვიცი ვინ ვარ და ვინ უნდა ვიყო
-არა დამიჯერე არ იცი, შენ იქცევ იმ ბავშვივით რომელსაც ყველაფერი აქ თუმცა იმდენად ჭირვეულია რომ ამის ფასი არ იცის
-ვერ ვხვდები ეს სამუშაოსთან რა კავშირშია?
-ეს შენს პიროვნებასთანაა კავშირში, შენი პირივნება კი დღეიდან ჩემთან არის დაკავშირებული. ლიზა შენ უნდა გააცნობიერო რომ იმ შესაძლებლობით დაიბადე რომელზეც ხალხის 90% ოცნებობს. სიჯიუტის გამო შესაძლებლობებზე უარს ნუ იტყვი
-თუ დაამთავრეთ წავალ ბებრი საქმე მაქვს
-იმედია ზუსტად იცი რასაც აკეთებ, გასვლისას კარი გაიხურე-ამ დიალოგმა თავგზა ამირია, ვერ მივხვდი მისთვის რა მნიშვნელობა აქვს მე დიდი კომპანიის პრეზიდენტი ვიქნები თუ მისი ასისტენტი, ის ხომ აქ მომუშავეთ ადამიანებად არც კი აღიქვამს. ფიქრებში ისე გავერთე რომ თათბირი დამავიწყდა, აუცილებლად დავაგვიანებდით რომ არა მისტერ დესპოტის პუნქტუალურობა
-ლიზა ადექი მივდივართ
-სად?- დაბნეულად დავიწყე აქეთ იქეთ ყურება
-თათბირზე, იმედია დანიშნე?!-გამომცდელი მზერით მომაშტერდა, თავი ისე ვიგრძენი თითქოს ნელ-ნელა დავპატარავდი
-არ დამვიწყებია, პირველ საათე იქ უნდა ვიყოთ
-მაშინ რას დგახარ წავედით-ნივთები სწრაფად ავიღე და უკან გავყევი, საათს შევხედე და პირველს თხუთმეტი წუთი უკლდა
-ბიდიშით ბატონო ლაშა მსგავსი რამ არ განმეორდება
-განმეორდება და სამსახურს დტოვებ, ახლა კი მანქანაში ჩაჯექი-მისი სიტყვები დაუცხრომელ სიბრაზეზე მიუითითებდა, ხოლო საქციელები საპირისპიროდ მეტყველებდა, მანქანის კარი გამითო და თავაზიანად გამიღიმა.
ეს კაცი ჩემთვის ნამდვილი გამოცანა იყო, რომლის ამოხსნაც ჩემს მიზნად დავისახე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent