შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ გაიმარჯვებ! (თავი მეთექვსმეტე)


6-08-2020, 01:48
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 449

ჯეისონის pov:
ყოველდღე ვურეკავდი,სახლში ვაკითხავდი,ნიცას და ბელას ვეკითხებოდი მასზე,ვიქტორსაც კი ვკითხე, მაგრამ არავინ არაფერს არ მეუბნებოდა!
სად იყო ემილი და რას აკეთებდა.
ეს არ იყო საკმარისი ,მამაჩემი
1 წუთითაც არ მასვენებდა !
მეუბნებოდა რომ დრო იყო მზადება დაგვეწყო და ქორწილის თარიღი გამოგვეცხადებინა.
მე კი უბრალოდ ყველაფერი ფეხებზე მეკიდა ,ფაქტობრივად არასდროს ვიყავი სახლში ,სულ დავდიოდი..ხან სად, ხან სად .
უბრალოდ აღარაფერი ვიყავი ემილის გარეშე.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვინმე ასე შემიყვარდებოდა.
მითუმეტეს ემილი, ის ადამიანი ვინც მძულდა..მაგრამ ისე ვერც გავიგე ჩემი გული მისი გახდა.
ახლა კი ჩემი შეცდომების გამო ის დავკარგე .
ეს ჩემი პრიზია..მართალი იყავი ემილი!
გავიმარჯვე და ესაა ჩემი პრიზი!
დაწყევლილი პრიზი!!
-ჯეისონ!!!ჯეისონ! უკნიდან ძახილი მესმოდა,მაგრამ არ მაინტერესებდა და გზას ვაგრძელებდი.
-ჯეისონ!! ეს მამაჩემი იყო  უკნიდან მანქანით მომყვებოდა .
დღეს წვეულება ჩვენს სახლში ,ყველა იქ იქნება და ხალხი გაიგებს, რომ მე და ლილი შეუღლებას ვაპირებთ.
ლილიმ თავისი გაიტანა,მან გაიმარჯვა.
-ჯეისონ! გავიგე უკვე გაბრაზებული მამაჩემის ხმა,ამჯერად უკვე  უკან მედგა.
-რას ნიშნავს შენი საქციელი!?
მე ამ კითხვაზე,უბრალოდ ჩავიცინე.
-რას მოელი ჩემგან??
მე ის არ მიყვარს,ცხოვრებას მინგრევ!
ვთქვი და გაბრაზებულმა წასვლა ვცადე.
-ეს ყველაფერი იმ მოსამსახურე გოგოს გამო?!! მან კი ეს იკითხა უეცრად და მხარზე ხელი მომკიდა .
-ის არ იყო უბრალოდ მოსამსახურე.
ვთქვი და უხეშად გავაწევინე ხელი .
-ჯეისონ ,შეწყვიტე!
ასე როგორ  ექცევი საკუთარ მამას?
-და შენ როგორ მექცევი საკუთარ შვილს??! დავუყვირე მეც,ამაზე მამამ ხელი მკრა და კედელს მიმაჯახა .
მე კი ყვირილით მივარდი მამას .
-მიდი დამარტყი!
იქნებ მოვკვდე,ასე უფრო  მირჩევნია.
ვთქვი მე და ასევე ხელი ვკარი ,მამა კი ისევ ჩემკენ გამოიწია და ხელი დამარტყა !
მე ისევ კედელს მივენარცხე ,მაგრამ ისევ არაფერი, უბრალოდ ჩავიცინე და მშვიდად მივუგე.
-ყოჩაღ .
-არ გაჩერდები?!
ნუ ცდილობ წყობილებიდან გამომიყვანო,მეც არ მსიამოვნებს ამის გაკეთება!
ჯეისონ შენ ჩემი შვილი ხარ!
ჩემი მემკვიდრე ხარ და როგორც მამა გეუბნები, შეწყვიტე ეს ლოთაობა და საცოდავი ცხოვრება !
დაივიწყე ის გოგო და ოჯახს მიხედე.
ეს შენი ვალია ,შენი ვალია,რომ ჩვენი ოჯახის სახელს გაუფრთხილდე!
მეც დავუშვი იგივე შეცდომა წარსულში და უსიყვარულოდ შევქმენი ოჯახი,მაგრამ შემდეგ დედაშენი შემიყვარდა.
მე ჩემი გითხარი ,ახლა შენ გადაწყვიტე!
შეგიძლია წახვიდე,ან დაბრუნდე და ის გააკეთო რაც გითხარი .
ამჯერად დედაშენზე მაინც იფიქრე!"
თქვა მან და შემდეგ გამეცალა .
მამაჩემი რომ წავიდა ,მათლაც დავფიქრდი მის ნათქვამზე.
რა გავაკეთო?
დაველოდო ემილის?
თუ ოჯახი გადავარჩინო და მამას სურვილი შევასრულო?
ბევრმა აზრმა გამიელვა ამ მომენტში თავში.
სააბოლოდ კი გადავწყვიტე ,რომ მამას თხოვნა შემესრულებინა,შემდეგ კი იქნებ ემილიც გამოჩნდეს!
მე ლილის თავის საკუთარ ტყუილში მალე გამოვიჭერ და როგორც კი შანსი მომეცემა დავშორდები.
ის არავინაა და ჩემს შვილზე არ არის  ფეხძიმედ, ამაშიც დარწმუნებული ვარ!
ამას როგორც კი დავამტკიცებ,ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, მე კი ემილის დავუბრუნდებდი.
ჯეისონ შენით უნდა მოაგვარო ყველაფერი,არ უნდა დანებდე და შენი ბედნიერებისთვის უნდა იბრძოლო.

ემილის pov:
უკვე მეორე კვირა დაიწყო რაც სოფელში ვარ .
ამ დროის მანძილზე ცოტა დავმშვიდი, მაგრამ არის მომენტები როცა ყველა ძაალიან მენატრება და განსაკუთრებით კი ჯეისონი.
ხშირად ვფიქრობდი მასზე ,მინდოდა ეს თუ არა,ბევრი ცრემლიც დავღვარე მისთვის,მაგრამ  დრო იყო დამევიწყებინა, უბრალოდ მიჭირდა..ძაალიან მიჭირდა.
ხანდახან თავს ისე მარტოდ ვგრძნობდი ,მიფიქრია ხომარ დავბრუნდეთქო .
სკოლაც კი მენატრებოდა,ჩემი სახლი ,დედა,სებასტიანი,ჩემი მეგობრები და მოკლედ ყველაფერი.
თავიდან გამიჭირდა აქაურობასთან შეჩვევა.
ჩემი სახლი ისეთ ადგილას არის,სადაც
ბევრი მეზობელი არ მყავს ,მაგრამ მაინც ვიცოდი ხალხი ჩემზე უკვე ჭორაობდა,თუ რა მინდოდა აქ..ეს ბებიას და ბაბუას სახლი იყო ,იქამდე მანამ ქალაქში გადავიდოდნენ.
ამის შემდეგ კი ,სახლში ცარიელია.
მაგრამ არსაიდან მათი შვილიშვილი,ახალგაზრდა თინეიჯერი გოგო,სულ მარტო გადმოდის საცხოვრებლად.
თავისთავად იჭორავებენ.
ვაღიარებ აქაურობის დასუფთავება ძალიან ძნელი იყო ,მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად გამოიყურება.
სახლი პატარაა და თანაც მყუდრო .
გარშემო სიმწვანეა და არასოდესაა ხმაური.
------------------------
დედა:ემილი როგორ ხარ შვილო?
ძაალიან მოგვენატრე.
როდის გეგმავ დაბრუნებას?
ემილი:კარგად ვარ რა მიჭირს.
მეც ძაალიან დედა ,მაგრამ ჯერ არამგონია დავბრუნდე.
დედა:შვილო ჩამოდი ,გპირდები არ მოვუშვებ შენამდე იმ ბიჭს.
ემილი:კიდევ მოდის ხოლმე?
დედა:კი რამის ყოველდღე.
ემილი:ეჰჰჰ..ვერა დედა ვერ დავბრუნდები ჯერ.
დამშვიდება და მარტო ყოფნა მჭირდება, მაგრამ გპირდებით აუცილებლად დავბრუნდები.
წავედი ახლა საქმე მაქვს ,ყველას აკოცე და მიყვარხართ!
-----------------------
ტელეფონი რომ გავთიშე ცოტაც და ვიტირებდი!
ეს დღებია უფრო ემოციური ვარ და მიჭირს ვაკონტროლო გრძნობები.
-ემილი! გავიგე მეზობლის ხმა.
-გისმენ ლეილა შემოდი!
გავძახე მეც.
ეს ქალი აქ გავიცანი .
ასაკოვანია,მაგრამ ბავშვივით მხიარული და მეგობრული.
ისე გავუგეთ ერთმანეთს,რომ ერთი დღე არ გავა არ მინახულოს,მისი დამსახურებით უფრო გავძელი მგონი აქ და სწორედ მას გამო არ ვგრძნობ თავს მარტოდ.
-ჩვენს საქმეზე დაგიძახე.
აღარ წავიდეთ?
შემოყო თავი ლეილამ ,რაზეც ღიმილით შევეგებე.
-რა თქმა უნდა,იშოვე უკვე??!
-აბა რა ვქენი საყვარელო!
მითხრა ღიმილით ლეილამ და უკანა ეზოსკენ გამიძღვა.
ვაპირებდი უცხო ჯიშის ყვავილები მომეყვანა და გამეყიდა,სიამოვნებასაც მივიღებდი და თან ცოტა შემოსავალიც მექნებოდა ,ამაში  კი ლილაც მეხმარებოდა .
-უყურე ,ეს შეგიძლია ასე გარშემო დაუყარო ,დაეხმარება ზედმეტი მწერები აირიდოს ყვავილმა.
მითხრა და პაკეტი მომცა ხელში.
-მადლობა ლეილა ,შენს გარეშე რა მეშველებოდა.
ღიმილით ვუთხარი და ჩავეხუტე.
-არაფრის საყვარელო,რამეში თუ დაგჭირდები დამიძახე!
ახლა წავალ,საჭმელი მიდგას და არ მინდა დაიწვას,მალე გინახულებ.
თქვა ლეილამ და მარტო დამტოვა ,მე კი საქმეს შევუდექი!
მინდა ამ საღამომდე ნახევარი საქმე მაიბც გავაკეთო.

მზე საშინლად აცხუნებდა, მცხელოდა და თავბრუს ხვევა მაწუხებდა.
მაგრამ არ ვჩერდებოდი!
ვაგრძელებდი ჩემს საქმეს,იმის მიუხედავად რომ უკვე ძაალიან მიჭირდა!
აქედან გამომდინარე კი უკვე ვგრძნობდი ,რომ  ნელ-ნელა ფეხებს ვეღარ ვიმორჩილებდი და თვალთ მიბნელდებოდა.
ეს იყო და ეს .
არსაიდან ჩავიკეცე და გონება დავკარგე.
ალბათ საკმაოდ დიდხანს ვიყავი გათიშული,რადგან თვალი რომ გავახილე უკვე შებინდებული იყო.
-ლეილა...ძლივს ამოვთქვი სახელი,რადგან სუსტად ვიყავი.
-ემილი!!გაიღვიძე.
ღმერთო როგორ შემაშინე!
მომვარდა ლეილა და საწოლზე ნაღვლიანად ჩამომიჯდა.
-მაპატიე..ალბათ ზედმეტად გადავიტვირთე თავი.
არც კი ვიცი რა მომივიდა.
ვთქვი მე და სუსტად გავუღიმე.
-ემილი...შენ გათიშული იყავი, თან არც კი ვიცი რამდენხანს,მაგრამ ეს არა მთავარი.
მთავარი ისა ,რომ აქ ექიმის მოყვანა დამჭირდა.
-გასაგებია,მერე ლეილა?
ვიკითხე მე ღიმილით.
-ემილი მან თქვა რომ ფეხმძიმობის ნიშნები გაქვს.
ეს გავიგე თუ არა გავფითრდი.
-რააა!? რას ქვია ფეხმძიმობის ნიშნები მაქვს!?
გამორიცხულია!
წამოვიძახე მე და საწოლზე წამოვჯექი.
-ამის შედეგად გაგსინჯა და ფეხმძიმედ აღმოჩნდი.
სიტყვა დაასრულა თუ არა ადგილზე გავშეშდი და ერთი და იგივეს გამეორებაღა შევძელი.
-არა..შეუძლებელია.
-დამშვიდი ემილი!
ყველაფერში მე დაგეხმარები.
მამა ვინა ემილი ,იცი?
იკითხა უხერხულად ლეილამ,ამაზე მე მოვტვინე ყველაფერი ,რაშიც იყო საქმე!
მამა ჯეისონი იქნება,სხვა ვინ?
-არა ,შეუძლებელია..ეს..ეს..
ვთქვი და ვეღარ დავასრულე,შემდეგ კი არსაიდან ტირილი დავიწყე .
-გთხოვ დამშვიდი ,მე დაგეხმარები
ყველაფერში.
მამშვიდებდა ლეილა.
-დედას რა ვუთხრა?
ან მამას?
ჩემს მეგობრებს..ან ჯეისონს.
დავიწყე ყველაფერზე ფიქრი და უფრო მეტად მოვუმატე ტირილს .
-ხომარ გინდა ამმმ...მოიშორო?
იკითხა უხერხულად ლეილამ .
-არა...ამას ვერ ვიზავ!
-დაიტოვე მაშინ..არაუშავრს ასეც ხდება ხოლმე ,მეც შენი ასაკის ვიყავი ,როდესაც დავფეხმძიმდი და გეფიცები არაფერს არ ვნანობ ემილი..ხანდახან რასაც გვიმზადებს ბედი,უნდა შევეგუოთ.
რაც ხდებაც,ყველაფერი გამიზნულად ხდება.
მომეფერა თავზე ლეილა,
მე კი ტირილს ვაგრძელებდი.
არ ვიცოდი რა მექნა!
ბავშვს ვერ მოვიშორებდი ,მაგრამ თუ გავაჩენდი ,ვიცოდი ყველაფერი საშინლად გართულდებოდა,მაგრამ არაუშავრს !
ის ჩემი შვილია ..მე მისთვის ვიბრძოლებ.

2 თვის შემდეგ:

------------------
ემილი:ლეილააა!!!ლეი...
ლეილა:ემილი რა ხდება ,კარგად ხარ?
ემილი:გთხოვ მოდი!
------------------
ვთქვი და გამწარებულმა ტელეფონი გავთიშე .
უკვე მეორე თვეში ვარ და უფრო და უფრო მიჭირს ასე სულ მარტო ყველაფრის გადატანა!
ლეილა კი მეხმარება ,მაგრამ უკვე მცხვენია ამდენჯერ მისი შეწუხება.
სამწუხაროდ კი ეს ჩემი ნება არაა!
ვეღარ ვჩერდები, ყველაფერზე გული მერევა.
-ისევ!!?
მომვარდა ლეილა და გვერდით მომიჯდა .
-რამდენხანს გაგრძელდება ეს?ამოვიხვნეშე დაქანცულმა.
-ნუ ღელავ, კარგად იქნები მალე!
მითხრა ლეილამ ღიმილით.
.........................

5 თვის შემდეგ:
აი უკვე 5 თვეში ვარ ,ასე თუ ისე შედარებით უკეთ ვარ, მაგრამ
ბოლო დროს  ცოტა  რთული გახდა ჩემთვის მოძრაობა!
დაიხარე ,ადექი და თან ამდენი მტვერი !
მიჭირს ,მაგრამ უკეთ ვარ .
ჩემი ბიზნესიც წინ მიიწევს,ხშირად მირეკავენ კიდეც და შეკვეთებს მაძლევენ!
მოკლედ ჩემი ფული მაქვს გადადებული ,რომლითაც ბავშვის დაბადების შემდეგ,ხარჯებში გამოვიყენებ.
უბრალოდ ძაალიან მტკივნეულია, რომ ასე ყველას ვატყუებ..არავინ იცის ჩემი ფეხძიმობის ამბავი
და ვიცი ცუდად ვიქცევი ,უბრალოდ ჯერ მეც მიჭირს ამის გაზრებაა და არვარ მზად სხვებსაც ვუთხრა.
ჯეისონისგანავ არაფერი ისმის.
დახლოებით რამდენიმე თვის უკან მითხრეს ,რომ ლილიზე დაქორწინდა .
ყველაფრის მიუხედავად ბედნიერებას ვუსურვებ.

8 თვის შემდეგ:
---------------------------
აი უკვე 8 თვეში ვარ,ძლივს დავდივარ და ხშირად მაქვს ცრუ განგაშებიც ,მაგრამ მაინც ლეილას დახმარებით მშვენივრად ვართმევ ყველაფერს თავს !
უბრალოდ ერთი რაღაც მაწუხებდა...არ მასვენებდა ის ფაქტი,რომ ჩემებმა არაფერი არ იცოდნენ და ვიცოდი, რომ უკვე დრო იყო მეთქვა მათვისაც.
ისიც ვიცოდი ,რომ გამიბრაზდებოდნენ ,მაგრამ ამას ვეღარ დავმალავდი.
-ეჰჰჰ ,აბა მოემზადე ემილი!ვიწყნარებდი თავს და ტელეფონზე დარეკვისთვის ვემზადებოდი.
-არა ,არ შემიძლია!
გადავაგდე იქით ტელფონი და ფეხზე წამოვდექი,შემდეგ იქით-აქეთ დავიწყე სიარული.
-იქნებ სხვა რამე ვცადო...დავიწყე ფიქრი სხვა და სხვა გზებზე თუ როგორ მეთქვა.
-ვიცი რასაც ვიზავ!
მივიღე გადაწყვეტილება და პირდაპირ
ჩემს ჩატს ვეცი!
შემდეგ რამდენიმე ჩემს ახლობლებს როგორიცა ბელა,ნიცა და დედაჩემი
ჩემი ფოტო გავუგზავნე ,სადაც მუცელი მეტყობა და კარგად ჩანს რომ ,ორსულად ვარ.
ეს იყო და ეს.
-ყველაფერი კარგად იქნება..
ვუთხარი ჩემს თავს და კრესლოში ჩავჯექი .
ჩემების რეაქციების მოლოდინში.
-დედა მაპატიე.
ყველაზე მეტად მის რეაქციაზე ვღელავდი.
---------------------
ბელა:ემილი ეს შენ ხარ??
ეს რას ნიშნავს?!!
მითხარი რომ უბრალოდ ბევრი ჭამე.
ნიცა:ემილი ახლავე მითხარი ,ორსულად ხარ თუ მეჩვენება!?!
დედა:გირეკავ, მიპასუხე.
---------------------
ყველა გაუჩერებლად მირეკავდა ,რადგან არც ერთს პასუხი არ გავეცი !
ჯერ არ ვიყავი მზად,მაგრამ სადამდე უნდა დამეიგნორებინა?
ბელას და ნიცას ყველაფერი მოვუყევი და ორივე შოკში იყვნენ !
თან ჩემზე წუხდნენ ,თან ბრაზდებოდნენ!
მოკლედ საოცარი რეაქციები ჰქონდათ.
შემდეგ კი მოვიდა დედას დროც..მისი რეაქციის ყველაზე მეტად მეშინოდა.
მისი 18 წლის შვილი ორსულადაა,თანავ ისეთ ბიჭზე ,რომელიც ცოლიანია.
---------------------
ემილი:დედა...
დედა:ორსულად ხარ?
ემილი:დედა მე-
დედა:ორსულად ხარ ემილი, მიპასუხე!!!
ემილი:კი დედა..მაპატიე გთხოვ.
დედა:არა ,ეს არა სიმართლე!!
ჩემი პატარა გოგო ,ჩემი ემილი
ვერ იქნება ორსულად!
ემილი:დედა ვწუხვარ!
გთხოვ მაპატიე!!
დედა:ცოტა დრო მჭირდება,სხვა დროს დაგირეკავ.
---------------------
დედაჩემი ტიროდა, რომ მელაპარკებოდა .
მეც ვტიროდი,რადგან მე მას გული გავუტეხე და იმედები გავუცრუე!
ძაალიან ვწუხდი ,მაგრამ რაც მოხდა მოხდა..ვეღარაფერს შევცვლიდი.

აი 1 კვირა გავიდა იმის შემდეგ რაც ჩემებს გავაგებინე ჩემი ორსულობის ამბავი ,სააბოოდ კი დედამ დღეს დამირეკა და მითხრა რომ მაპატია და ეს ჩემი ბრალი არ იყო.
ასევე მითხრა ,რომ ჩემზე ძაალიან ღელავდა და სახლში დავბრუნებულიყავი.
მე კი ვიჯექი და ჩემი პატარასთვის ვქსოვდი წინდებს !
ეს ყველაფერი ლეილამ მასწავლა და მინდოდა მეცადა,ამ პროცესში კი უეცრად ზარის ხმა გავიგე ,მეგონა ლეილა იყო და მისკენ ძლივს წავედი!
ჩემი მუცელის დამსახურებით დავგორავდი და არა დავდიოდი.
ლეილად მოლოდინში გავაღე კარი, მაგრამ გაღებისად  იქ ლეილა არ დამხვდა !
ეს ბელა და ნიცა იყვნენ!
-გოგოებოოო!!! ჩავეხუტე ორივეს დიდი სიყვარულით და სიხარულით!
ვერ ვიჯერბდი ,რომ აქ იყვნენ !
ძააალიან ბედნიერი ვიყავი.

აი უკვე ბოლო თვეა .
მეცხრე თვეში ვარ ,აქ საშინლად ცხელა ,რადგან  ივლისის ბოლო რიცხვებია და ვიცი უკვე ჩემი პატარა ამ სამყაროს მოევლინება!
ამაზე ფიქრში ყოველ დღე ვიღვიძებდი და ვიძინებდი,ამის დამსახურებით კი უკვე მზად ვიყავი!
ერთ დილას კი მუცელიც ამტკივდა.
გამიმართლა ,რომ ლეილაც ჩემს გვერდით იყო...მან პირდაპირ სავამტყოფოში გამაქანა,რომელიც საკმაოდ შორს იყო.
გამიჭირდა,მითუმეტეს როდესაც სულ მარტო ვიყავი ,მაგრამ ამად ღირდა !
ჩემი პატარა ბიჭი დაიბადა.
მე მას ლუკასი დავარქვი ,ის  კი მშვენიერი იყო და პირელივე წამს როგორც კი დავინახე ,უსაზღვროდ შემიყვარდა!
იმაზე მეტად ვიდრე, აქამდე მიყვარდა.
ცოტახანში უფრო მეტად იმან გამახარა, რომ ჩემები დავინახე.
ისინი ჩემთვის ჩამოვიდნენ
აქ ..ამ წამს უბედნიერესი ვიყავი.

1 თვის შემდეგ:
აი გავიდა თითქმის 1 თვე.
ლუკასი უფრო და უფრო მიყვარდება,მაგრამ ვაღიარებ იყო მარტოხელა დედა ,ძაალიან რთულია!
თავიდან ცოტახანს დედა იყო აქ  და ყველაფერში ის მეხმარბოდა , მისი  წასვლის  შემდეგ ლეილაც მეხმარება ,მაგრამ ღამით ძაალიან მიჭირს ლუკასის დაწყნარება!
ხანდახან არსაიდან ტირილს იწყებს და მთელი ღამე ვცდილობ დავაწყნარო!
რამდენჯერმე ამის გამო ვიტირე კიდეც ,ვერ ვაწყნარებდი და არ ვიცოდი როგორ გამეგო რა სჭირდა და რა სტკიოდა..ეს პერიოდი ძნელი იყო ჩემთვის ,მაგრამ არაუშავრს!
მაინც უბედნიერესი დედა ვარ.

4 თვის შემდეგ :
აი უკვე 4 თვის არის ჩემი ბიჭი და
ნელ-ნელა ვატყობ როგორ ემსგავსება უფრო და უფრო ჯეისონს.
დამიჯერეთ ფაქტობრივაფ  მისი ასლია!
ეს კი მახსენებს ,რომ მისი შვილია
და იმასაც რომ მგონი ისევ მიყვარს.

ჯეისონის pov:
დიდიხანი გავიდა რაც ემილი არ მინახავს .
ახლა დაქორწინებული კაცი ვარ, მყავს ცოლი ,რომელიც არ მიყვარს და შვილი რომელიც 2 დღის უკან ლეონარდოსი აღმოჩნდა.
ყოველთვის ვიცოდი ,რომ ლილი იტყუებოდა,მაგრამ მაინც მიყვარდა ბავშვი!
იმის შემდეგ  კი რაც გაირკვა ,რომ
ბავშვი ჩემი არ იყო ,მთელი სკანდალები ატყდა ჩვენს გარშემო!
ყველგან ჩვენზე ეწერა, ყველგან
ჩვენზე ლაპარაკობდნენ!
მამაჩემა ბოლოს თვითონვე მომთხოვა ლილის გავყროდი,რადგან მისმა ამ საქციელმა უარესად მოგვცხო ჩირქი ჩვენ და ჩვენს ოჯახს.
ბიჭები მამხნევებენ და მეხმარებიან, რომ ამ ყველაფრის შემხედვარემ კონტროლი არ დავკარგო .
გოგოებს ხშირად ვეკითხები ემილიზე და სხვათაშორის მეუბნებიან ,რომ
კარგად არის .
რამდენჯერმე ვეცადე მისი მისამართი დამეტყუა ,მაგრამ სულ ტყუილად !
გოგონები გამალებით იცავენ ამ საიდუმლოს,ხანდახან ისე გამალებით ,რომ მგონია რაღაცას სხვასაც მალავენ.
-ჯეისონ! გავიგე უკნიდან ჩემი მეგობრის ჯერემის ხმა.
-ჯერემი რა ამბავია?
მივედი ჯერემისთან ინტერესით.
ის მე დამპირდა ,რომ ემილიზე ინფორმციას მოიძიებდა და აუცილებლად გარკვევდა რამეს!
მან კი ეს მომახალაა.
-მას შვილი ჰყავს!!!
-რა ?! შვილი ჰყავს!???
მივარდი ჯერემის დაბნეული და აღელვებული.
-კი შვილო ჰყავს და არა გამორიცხული ,ეს ბავშვი შენი იყოს!!ამის გაგებაზე შოკში ჩავარდი,რადგან
ის მართალია ,არამგონია ემილი ჩემს გარდა ვინმესთან ყოფილიყო, თან დროც ემთხვევა ყველაფერს!
ნუთუ შვილი მყავს!?
ვერ ვიჯერებდი,ერთად ათასნაირ გრძნობას ვგრძნობდი !
სიხარულს,სინანულს,სევდას,
ბრაზს,დაბნეულობას
და ცხოვრებაში პირველად ვეღარ გავუწიე კონტროლი გრძნობებს
და ტირილი დავიწყე ,პატარა ბავშვივით!
-მე შვილი მყავს.
ვიმეორებდი და ტირილს ვერ ვწყვეტდი.
ცოტა რომ დავმშვიდდი პირდაპირ ჯერემის მივახტი და მისამართი ვთხოვე.
მე ის უნდა მენახა,ემილი და ჩემი შვილი.
მთელი გზა ვშფოთავდი ,ხელებს ვიწვალებდი ,ტუჩებს ვიკვნეტდი!
რამის ავარია მომივიდა ,ისე ვჩქარობდი...მაგრამ როგორც იქნა ცოტახანში მივაღწიე იმ ადგილს,სადაც ემილი ცხოვრობდა.
სახლი პატარა იყო და ლამაზი!
გარშემო ყვავილების სუნი ტრიალებდა ,იქაურობა სიმშვიდით იყო გაჟღენთილი.
მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკს თუ გაიგონებდი.
ნელა გადავედი მანქანიდან , ნელი სვლით მივუახლოვდი კარებს,ძალა მოვიკრიბე და კარზე დავაკაკუნე.
არ ვიცოდი რას ვიზავდი ჩემს შვილს რომ დავინახავდი, რომელიც ემილიმ დამიმალა !
ნელ-ნელა ბრაზი მიპყრობდა და აი გაიღო უცბად კარი!
იქ კი ნათელ ფერებში ლამაზ სარაფანაში ულამაზესი ემილი დავინახე,ნამდვილ ფერიას გავდა.
თავიდან ღიმილით გააღო,მაგრამ მე რომ დამინახა ,ღიმილი გაუქრა სახიდან!
ამის მაგიერ კი გაკვირვებული და შეშინებული გამო ეტყველებით მომაჩერდა,ცოტახანში კი ხმაც ამოიღო.
-ჯეისონ...აქ რა გინდა?
მე ვაპირებდი პასუხის დაბრუნებას და იმის თქმას,რომ ბავშვის შესახებ,გავიგე რომელოც სავარაუდოდ ჩემი შვილია!
მაგრამ ვერ მოვასწარი, უცბად უკნიდან ტირილი რომ გავიგე !
ეს ბავშვის ტირილის ხმა  იყო.
ამაზე ემილიმ აღელვებულმა გაიხედა უკან ,შემდეგ კი მე გამომხედა ისევ -ბავშვია მანდ?
ვიკითხე და შესვლა ვცადე!
ის კი წინ გადამიდგა.
-არა...ამ წამს უკვე ვგრძნობდი როგორ ვბრაზდებოდი...მას არ უნდა დაემალა ეს ამბავი, ის ჩემი შვილიცა!
-შემომიშვი..ვთქვი მკაცრად,შემდეგ კი
ემილი გავწიე და შიგნით ოთახში შევიჭერი,მაგრამ წინ ემილიმ გამასწრო !
იქვე მწოლიარე ბავშვს
ხელი დავლო და მთელი ძალით ჩაიხუტა.
-აქ რა გინდა? რისთვის მოხვედი?
იკითხა  ბრაზით.
-რისთვის მოვედი ??
ვიკითხე  მეც გაბრაზებულმა.
-ხო რისთვის?!!აუწია ხმას ემილიმ,
მე კი ამაზე ცოტა თავი დავიწყნარე და ემილის პირდაპირ ვკითხე.
-ეს ბავშვი ჩემი შვილია?
ემილი ამაზე მეტად დადუმდა!
უბრალოდ ჩუმად იყო და შეშინებული თვალებით მიყურებდა.
-ემილი ! ჩემი შვილია?!
გავუმეორე კითხვა და ცოტა ხმას ავუწიე,მაგრამ ემილი ისევ არ არ იღებდა ხმას და ცრემლები ღაპა ღუპით სცვიოდა.
-ასეა ხო??? გავიმეორე კითხვა  და ცრემლები წამომცვივდა თვალებიდან.
ემილიმ კი სააბოლოდ  ამაზე თავი დამიქნია.

მე შვილი მყავს..ბიჭი!
ამ დროის მანძილზე არც კი ვიცოდი ,რომ მამა ვიყავი .
ემილის ამ ამბის დამალვას ვერ ვპატიობდი და უფრო მეტად კი ჩემს თავს.

ჯეისონის pov:
ვიდექი და ემილის ვუყურებდი ,ის კი ისევ არაფერს იძახდა.
უბრალოდ იდგა და ბავში მთელი ძალით ჰყავდა მიხუტებული,ისე რომ ბავშვს სახეზეც კი ვერ ვხედავდი.
-რატო დამიმალე ეს ამბავი?
დავარღვიე ცოტახანში სიჩუმე.
-და რა უნდა მექნა?
შენ ცოლი და შვილი გყავდა უკვე..მითხრა ემილიმ გაღიზიანებულმა.
-მე გითხარი ,რომ ტყუილი იყო ყველაფერი და ლილი არ იყო  ჩემსგან ორსულად!
მე მაინც შენ მინდოდი,მიყვარდი და ბოლომდე ვიბრძოლებდი რომ ჩემი შეცდომები გამომესყიდა,შანსიც არ მომეცი... არც კი მომისმინე ,დაჰკარი ფეხი და გაიქეცი..ვთქვი მე ასევე გაღიზიანებულმა.
-ყველაფერი ჩემი ბრალი ყოფილა თურმე ..თქვა ემილიმ და გაბრაზებული ოთახიდან გავიდა,მე კი უკან გავედევნე .
-რას აკეთებ? ვიკითხე და ემილის
შევხედე ,რომელიც ჩემოდანს ალაგებდა.
-აქ დარჩენას აზრი აღარ აქვს ,უნდა წავიდე!
მე ამაზე ჩემოდანს ხელი მოვკიდე და იქით გადავაგდე.
-სად წახვალ??შენ გგონია ასე უბრალოდ გაგიშვებ და ჩემს შვილსაც გაგატან?
ის ჩემი შვილიცააა!!
ავუწიე მე ხმას.
-კი შენი შვილია ,მაგრამ არ გაქვს უფლება ასე უბრალოდ გამოჩნდე არსაიდან
და შვილი მოითხოვო.!!!
იცი რამდენის გადატანა მომიხდა..იცი როგორ გამიჭირდა?
დასვა ბავშვი საწოლზე ემილიმ
და ჩემოდანს დავლო  ისევ ხელი.
-ვიცი,მაგრამ შენ თვითონ გადაწყვიტე ასე მარტომ შვილის გაზრდა!!!
ისე რომ მე მასზე არაფერი არ ვიცოდი!
და თუ კიდე აპირებ ჩემი შვილი ჩემგან წაიყვანო, მომიწევს სასამართლო ჩავრიო!
ვთქვი მე და ბავშვისკენ წავედი,
ემილიც მალე უკან მომყვა და ბავშვისკენ რომ წავიწიე შეკრთდა.
-რა იყო??!არ შეიძლება ჩემი შვილი
ვნახო ? ავხედე მე ბრაზით,ამაზე კი ემილიმ უკან დაიხია.
ბავშვი ხელში ავიყვანე და რომ დავხედე თვალები ამიბრწყინდა!
უსაყვარლესი იყო და ძაალიან მგავდა. მისი პატარა ხელები და ნაზი კანი კი  მაიძულებდა უფრო ძლიერ შემყვარებოდა პირველივე წამიდან, როგორც კი შევეხე.
-როგორი კარგი ბიჭი ხარ..ვთქვი მე ღიმილით და ბავშვს წავეთამაშე,
ისიც მიცინოდა.
-რა დაარქვი? მივუბრუნდი  ემილის.
-ლუკასი..მიპასუხა ემილიმ.
-ლუკას მე მამაშენი ვარ.
ვთქვი მე და მისი პატარა ხელი ხელში დავიჭირე ,შემდეგ კი შუბლზე ვაკოცე.
ამ მომენტში თვალები ცრემლით ამევსო !
ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი,რომ
ეს უსაყვარლესი არსება ჩემი შვილი იყო...უბედნიერესი ვიყავი.

ემილის pov:
ვიჯექი და ვუყურებდი როგორ ეფერებოდა ლუკას ჯეისონი.
არ მეგონა თუ ასე ძაალიან გაბრაზდებოდა ,რომ შვილი დავუმალე .
მას ხომ მე არ ვუყვარდი და მატყუებდა!!
როგორც ჩანს ვცდებოდი.
ისეთი გაბრწყინებული თვალებით უყურებს ბავშვს ,მისი მის მიმართ სიყვარული  აშკარად ჩანდა.
-ახლა რა იქნება? დავსვი ცოტახანში უხერხულად კითხვა.
-არ ვიცი..მამაჩემა თუ გაიგო ,შეიძლება ბავშვი წაგართვას,
მე კი ეს არ მინდა..ახლა შენზეა დამოკიდებული ყველაფერი,
ფრთხილად უნდა ვიყოთ.
მიპასუხა  ჯეისონმა,მე კი
ვაპირებდი რაღაც მეთქვა,უცბად კარზე რასაც ქვია ბრაგა ბრუგის ხმა  რომ გავიგე!
-ვინ არის!? გავძახე კარიდან
-ლეილა ვარ ,ემილი გამიღე!
გამომძახა ლეილამ ანერვიულებული ხმით..ნეტა რა ხდება?
ავნერვიულდი მეც.
-რა ხდება ლეილა?!
კარი გავაღე თუ არა ,ეს ვიკითხე .
-ემილი...ჟურნალისტები შენს
სახლს ეძებენ,აურაცხელად ბევრი ჟურნალისტი!!
მითხრა ძლივს სუნთქვა აჩქარებულმა .
-კი,მაგრამ რატომ?
დავიბენი მე.
-ჯანდაბა ,ნუთუ გაიგეს!
ანერვიულებულმა  ჯეისონმა ეს ჩაილაპარაკა  და კარისკენ წამოვიდა! -შემოდით...უთხრა ლეილას და კარები საგულდაგულოთ ჩაკეტა.
-რა ხდება ჯეისონ? გავხედე ჯეისონს, რომელმაც ბავშვი მომაწოდა.
-ჩააცვი ბავშვს და შენც გაემზადე, სწრაფათ ოღონთ!
აქედან უნდა წავიდეთ!
თქვა ჯეისონმა და ტელეფონს მივარდა.
-და რა ხდება ,არ გამაგებინებ!?
ვიკითხე მე .
-ალბათ გაიგეს,რომ შენგან შვილი მყავს! თქვა ჯეისონმა  და რაღაცის ძებნა გაგრძელა ტელეფონში.
-როგორ?!!
-არ ვიცი! თქვა ჯეისონმა და ტელეფონი მიიდო ყურზე.
მეც დრო აღარ დავკარგე და ოთახისკენ გავიქეცი!
ლუკას ჩავაცვი და მეც რამდენიმე საჭირო ნივთი ჩავიდე ჩანთაში.
-მზად ვარ!! ეს ვთქვი და
უცბად კარზე კაკუნის ხმაც გავიგონეთ!
გარედან კი ხმაუღი შემოდიოდა.
ჯეისონი ფანჯარას მიუახლოვდა და ნელა ფარდა გადაწია.
-მოვიდნენ!! თქვა და ხელი ჩამკიდა.
-წავედით ,გარეთ მანქანა გველოდება!
მეც თავი დავუქნიე და ბავშვი მთელი ძალით ჩავიხუტე.
უკანა კარიდან გავედით ,მაგრამ იქაც დაგვხვდნენ!
ფოტოებს იღებდნენ და წასვლის საშუალებას არ გვაძლევდნენ,ყველა მხრიდან კითხვებს გვისმევდნენ !
-არ გასცე ხმა! მითხრა ჯეისონმა და იქვე მდგარი მანქანისკენ გამაქანა.
-წავედით! უთხრა მძღოლს და შემდეგ მე გადმომხედა ნერვიულობით.
-კარგად ხართ? ამაზე მე თავი დავუქნიე და ბავშვს დავხედე ,რომელსაც ძილი ერეოდა.
-მალე ჩავალთ ,არაფერზე არ ინერვიულო.
მითხრა ჯეისონმა და უკან შებრუნდა ისევ.

ჯეისონის pov:
-ემილი მოვედით.
ვთქვი მე და ემილი შევატოკე, რომელსაც ბავშვთან ერთად ჩასძინებოდა.
ემილიც წამოდგა და სახლს გახედა.
-აქ უნდა ვიყოთ?
იკითხა გაფართოვებული თვალებით,თითქოს და შეშინდა.
-კიი,ცოტახანს მაინც..ვთქვი და წინ გავუძეხი.
ბიჭების და ჩემი სახლი, რომელიც ჩემი აზრით უსაფრთხო იყო,შესანიშნავი ადგილი იყო ჟურნალისტებისგან თავის დასაცავად!
კარი ლეომ გააღო ,მაგრამ გაღების თანავე  ცოტახანი გაშეშდა.. ხან მე მიყურებდა, ხან ემილის ,ხან კი ბავშვს!
-ეს ....ჯეისონ...შენი შვილია?
იკითხა  დაშოკილმა.
-ხო ხო..არ შემოგვიშვებ?
ვთქვი მე და ლეო გავწიე .
სახლში რომ შევედით ყველა ჩვენ მოგვარდა,ბავშვი წაართვეს ემილის და ფერება დაუწყეს!
-კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ მამა ხარ!ამომხედა გაოცებულმა სემმა .
-თან როგორ გგავს! აჰყვა ღიმილით ჯერემი და ბავშვი ჩაიხუტა.
-აბა თქვი ჯერემი ბაბუა!
თქვა  სიცილით ლეომ და ბავშვს მომღიმარმა დახედა,ამაზე კი ჯერემიმ  თავში წამოარტყა ხელი!
-ბავშვი არ გააგიჟო..მომიყვანე ცოტხანს მეც.
ცივად უთხრა და ბავშვი ღიმილით აიყვანა .
მანამ ბავშვი ბიჭებს ჰყავდათ ,მე ემილისთან წავედი და ოთახში რომ შევედი ოთახში, ტელეფონზე ლაპარაკს რჩებოდა უკვე.
-ვის ელაპარაკებოდი? ვიკითხე მე.
-დედაჩემს...ვუთხარი რომ დავბრუნდი. მიპასუხა ემილიმ.
-იცის რაც მოხდა? ვიკითხე მე.
ემილიმ ამაზე თავი დამიქნია და პირველი სართულისკენ წავიდა.
-მმმ..ბიჭებო,ბავშვს უნდა ვაჭამო,
შეგიძლიათ მომიყვანოთ?
იკითხა  უხერხული ღიმილით და ბავშვისკენ წავიდა თან,
-კი რა თქმა უნდა!
ოღონთ დაგვიბრუნე!
ამაზე სემიმ სიცილით უპასუხა  ,ემილიმაც ბავშვი აიყვანა და ოთახისკენ წავიდა ისევ,მეც უკან გავყევი.

-სად მომყვები?
მომიტრიალდა ემილი ცოტახანში.
-მერე რა? ვიკითხე მე.
-ის რომ არ მინდა მიყურო ბავშვს, როგორ ვაჭმევ.
თქვა ემილიმ და კარი ცხვირ წინ მომიხურა  !
მე კი ჩავიცინე და ისევ ბიჭებისკენ წავედი.
-ისეთი საყვარელია, მეც მომინდა შვილი!
თქვა მოწყენილმა ლეომ,ჩვენ კი ამაზე სიცილი დავიწყეთ.
მაგრამ ჩვენი სიცილი უცბად კარზე კაკუნმა დაარღვია.
-ვინ იქნება? იკითხა სემმა და კარისკენ წავიდა...ნელა ფრთხილად გააღო
და იქ კი მამაჩემი ,დანიელი დახვდა!
-ბატონო დანიელ..სემმა შოკი სახით თქვა და თან გვერძე გაიწია.
-მობრძანდით!
მამჩემი შემოვიდა ,თუ არა პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა.
-რას ნიშნავს ეს?
ახლა რაღას გაბრალებენ?!
იკითხა  მამამ ბრაზით და მალევე მიამატა.
-ჯერ ლილის ამბავი არ ჩაწყნარებულა, ახლა კიდეე ესს!!აუწია ხმას .
-ის მართლა ჩემი შვილია!
ამის თქმაზე,მამა ადგილზე გაშეშდა.
-რაა!? შენი შვილია?
იკითხა შოკში მყოფმა.
-ხო! ვუპასუხე მეც.
ამაზე კი მამამ ღრმად ჩაისუნთქა.
-ის გოგო მანახე !
-რატომ!!?ახლა რაღას გეგმავ?
-უბრალოდ გოგო მანახე.
გაიმეორა წყნარად მამაჩემა.
-ეს ემილია,ემილისგან მყავს შვილი!
-ემილიმ გაგიჩინა შვილი?
იკითხა მამამ წარბის აწევით ,მე კი ამაზე თავი დავუქნიე.
-ხოდა ცოლად მოიყვან.
მამამ კი ვითომც არაფერი,ეს გამომიცხადა და წასვლა სცადა.
-მას ეს არ უნდა...გავაჩერე მე.
-უნდა თუ ,არ უნდა  არ ვიცი მე !
შენი შვილი ჩვენს სახლში უნდა გაიზარდოს!
ან დედამისთან ერთად ,ან მის გარეშე!
თქვა მამამ მტკიცედ და კარი მოიჯახუნა.

-რა ვქნა ახლა?
დავჯექი განერვიულებული სკამზე.
-რამენაირად უნდა დაითანხმო!
უთხარი რაც მოხდება თუ არ დაგთანხმდება..მითხრა ლეომ.
-კარგი ვცდი.
ვთქვი მე და ფეხზე წამოვდექი .
ოთახის კარი რომ შევაღე
ემილი ფანჯარასთან იდგა და მშვიდად იყურებოდა გარეთ.
-ემილი რაღაც უნდა გითხრა.
ვთქვი მე და მისკენ წავედი .
-ვიცი რაც უნდა მითხრა.
ემილიმ კი მოულოდნელად ეს მიპასუხა და მშვიდად მომიტრიალდა.
-ყველაფერი გავიგე..
შემდეგ ესეც მიამატა და თვალებზე მომაჩერდა.
-რას იტყვი?
ხელი უხერხულად მოვისვი კისერზე.
-თუ სხვა გზა არ არის,რა უნდა ვქნა?
იკითხა ნაღვლიანად ემილიმ .
-კარგი, მაშინ თანახმა ხარ ცოლად გამომყვე?
ვიკითხე მე და მისი ხელები დავიჭირე.
-კი თანხმა ვარ.
მეც ვერ ვიჯერებდი ,რომ ასე იოლად დავთანხმდი!
უბრალოდ ინტუიცია მკარნახობს,რომ უარის შემთხვევაში პრობლემები შემექმნება..მათ წინააღმდეგ კი მე უძლური ვარ.
ესეც რომ არ იყოს და ყველაფერს ,რომ თავი დავამებოთ..მგონი ჯეისონი მიმართ ისევ მაქვს გრძნობები.
მგონი ისევ მიყვარს.

------------------------------------------
უჰჰჰ...მოკლედ მალე დავამთავრებ,
შემდეგ ნაწილში სავარაუდოდ^^
მადლობა რომ კითხულობთ



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია

 


№2  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
ძალიან მაგარია

მადლობააა❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent