შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია (თავი 2)


6-08-2020, 14:38
ავტორი ნინიი...
ნანახია 985

გამოვედი სუპერმარკეტიდან და დავინახე, რომ ის ლურჯი მანქანა ისევ იქ იდგა. ახალგაზრდა მამაკაცი გულდასმით ათვალიერებდა რაღაცას. ის გოგონა კი თითქმის მასზე იყო „მიტმასნილი“ სიჩქარის გადამცემი, რომ არა ალბად მთლად მიეწებებოდა მას. ახალგაზრდა მამაკაცის სახესთან ჰქონდა მიტანილი ტელეფონი.
-გზა აებნათ? - გავიფიქრე მე - იქნებ დავეხმარო - გადავიფიქრე გამახსენდა ხალხური სიბრძნე „ არ გააკეთო სიკეთე, არ იქნება ბოროტება“. ჩემს თავთან მართალი რომ ვიყო ძალიან მომეწონა ეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მიზიდავდა. მე ვერც კი მივხვდი, როგორ გავჩნდი მანქნის საბარგულთან, ამდროს მანქანა უკან დაიხია გონს მოსვლაც ვერ მოვასწარი ისე მივიღე გვერდში დარტყმა და დავეცი მიწაზე. მანქნიდან გადმოვიდა მამაკაცი
-ხომ არ დაშავდით? - წამოვიდა ჩემსკენ. - მაპატიეთ არვიცი ეს როგორ მომივიდა, სარკეში ვიყურებოდი მაგრამ თქვენ ვერ დაგინახეთ. რამე ხომ არ მოიტეხეთ?
-მგონი არაფერი, ცოტა დავშავდი - ვუპასუხე
-უკვე კარგია.- და თავისი ძლიერი ხელებით ბუმბულივითი აიტაცა ჩემი მთელი 70 კილოგრამი სხეული.
მანქნიდან გადმოვიდა გოგონა, რომელმაც თავისი მოკლე კაბაც არ გაისწორა. ხელში ტელეფონი ეჭირა
-ბატონო თორნიკე არ ინერვიულოთ მე ყველაფერს ვიღებ. ეს ძროხა სპეციალურად ჩაგივარდათ ბორბლებში, რომ კომპენსაცია მოგთხოვოთ! და ნუ მიყურებ შენი ძროხისნაირი თვალებით! - შემომძახა ბოროტულად. - შენ აქ არ უნდა დადიოდე! შენ არაფერი არ გამოგივა!
-მე არ... - შევეცადე თავი მემართლებინა მაგრამ მამაკაცმა გამაწყვეტინა.
-აზა, მომეცი აქ - და ხელიდან გამოსტაცა ტელეფონი გაკვირვებულ გოგონას სწრაფად ჩაიდო შარვლის ჯიბეში . - არაფერს ასეთს ეს გოგო არც ფიქრობდა.
-ღმერთო ის ახლა მე მიცავს? მე მასში არ შევმცდარვარ, ასეთისთვის ცოტა დაშავებაც ღირდა. -გავიფიქრე მე.
-აზა, წადით მანქანაში - უკან გაუშვა ის გოგო. - არ მჭირდება მე აქ სკანდალი
-არა ბატონო თორნიკე ჩემს უფროსს მე გასაჭირში არ მივატოვებ. - გულზე გადაიჯვარედინა ხელები და ზიზღით შემომხედა.
-როგორც გენებოთ - ცივად უპასუხა მან. მერე დამთბარი ხმით მკითხა: - თქვენ როგორ ხართ? სიარული შეგიძლიათ? საავადმყოფოში ხომ არ წაგიყვანოთ?
-არა რა საავადმყოფო? - შეშინებულმა ვუპასუხე. - მე პატარა ძმა მყავს სახლში და სასწრაფოდ მასთან უნდა მივიდე.
-თქვენ ტანსაცმელი დაგესვარათ და შარვალი გაგეხათ. - ის ჩაიმუხლა და ჩემს დაშავებულ მუხლს შეეხო
-მაჩვენეთ სად შემიძლია ტანსაცმელი გიყიდოთ.
-არა არა - წამოვიყვირე მე და გავაყოლე თვალი ჩემს მიმობნეულ პროდუქტს - ეს ჩემი დანაშაულიც არის. - მან საჩქაროდ დაავლო ხელი პარკებს და მეც ამიტაცა ხელში - ოჰ - მარტო ამის წამოძახება მოვასწარი. - არ მოიწყვიტოთ წელი და სად მიგყავართ?
-წელი? - გაეცინა მას და ის უფრო მომხიბვლელი გახდა. - რამდენს იწონით თქვენ? 50? 60? მე სპორტდარბაზში უფრო მძიმე „შტანგას“ ვწევ ვიდრე თქვენი წონაა. - მე მას გაკვირვებული ვუყურებდი და ჯერ კიდევ არ მჯეროდა რაც ხდებოდა. - სახლში მაინც მიგიყვანთ - მითხრა ახალგაზრდა ათლეტმა და ჩვეულებრივად დაიძრა თავისი მანქნისკენ.
ავტომობილის სალონი იყო ისეთივე მდიდრული, როგორც გარედან.
-ფუ! ყველა ტილიან მაწანწალას საკუთარ მანქანაში სვავთ, მერე რწყილებისგან უნდა გაწმინდოთ!
-სად ცხოვრობთ? - შემომიბრუნდა თორნიკე და გამიღიმა ისე, რომ ყველა ტკივილი დამავიწყდა ხოლო აზამ ზიზღით გადმომხედა.
-აქვე ახლოს ვცხოვრობ - ჩავიჩურჩულე მე პირველად ვინანე, რომ ასე ახლოს ვცხოვრობ - აი ეს სადარბაზოა აქ გამიჩერეთ - ნახვამდის - დავემშვიდობე და მოვკიდე მანქნის სახელურს ხელი.
-დამელოდეთ - გამაჩერა თორნიკემ და ხელი ჯიბისკენ წაიღო იქიდან კი საფულე ამოიღო და ფული გამომიწოდა - აი აიღეთ - გამომაწოდა ჩემი ორი თვის ხელფასზე მეტი - ტანსაცმელი იყიდეთ თქვენთვის და კიდევ რამე, რაც ჩემს დანაშაულს გამოისყიდის - აზამ ტუჩები მოკუმა და ზიზღით იხედებოდა ხან ჩემსკენ ხან გამოწვდილი ფულისკენ
-არა არ ავიღებ, მოაშორეთ! - ვერ შევძელი მომეთმინა ეს დამცირება - კარგად ბრძანდებოდეთ - მივაძახე და გადმოვედი მანქნიდან
-მოიცადეთ - კვლავ დამიძახა თორნიკემ...



№1 სტუმარი სტუმარი თაკო ^_^

ძალიან კარგია ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent