ისე, როგორც მე მინდა ! ( თავი პირველი )
ტელეფონის ყურმილი დადო და ხელები მაგიდას მძლავრად დაარტყა, - ამის დედაც, - წამოიყვირა , როცა კაბინეტში მისი ძმაკაცი დავითი შევიდა. - მშვიდობაა ? - დღეს ყველა ჩემს წინააღმდეგაა. - რა მოხდა... ძმაკაცის ქცევებით შეჩვეულმა იკითხა გულგრილად. - ორიენტ ბიზნეს ცენტრში დავრეკე, პროექტის დასაკვეთად, ვიღაც მაგის გენ დირექტორი გამომიხტა და ენა მიტლიკინა... რთულია ჯერ გაარკვიო ვის ესაუბრები ? - ახლა გასაგებია რატომ ხარ ასე გაცეცხლებული. - ჰოდა სანამ ყველაფერი გადავწვი , ვინმე მიაგზავნე და გააფრთხილე მეორედ ჩემთან საუბარი ასე არ გაბედოს თუ უნდა რომ ხვალ და ზეგაც მანდ იმუშაოს. - აზრი არ აქვს. - ჭკუას ვასწავლი იმ ლაწირაკ გოგოს... გაღიზიანებული ყვიროდა ლევანი - არამგონია ეგ მოახერხო, ჩაიცინა დავითმა, უკვე მასაც დასტყდომოდა ანასტასიას რისხვა, და იცოდა რომ ვერავინ მას ჭკუას ვერ ასწავლიდა. კარგად მოასწრო გოგონას გაცნობა ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე, შემდეგ კი საკმაოდ სასიამოვნოდაც კი იქცა მასთან თანამშრომლობა. - ვაბშე როგორ იტან მაგ ანას თუ ვინცაა - საკმაოდ უშუალო და საყვარელი გოგოა, თუ არ გააბრაზებ მშვენივრად გაუგებ - შენ ახლა მეკაიფები თუ რატომ მოხვედი - არაფერი , ხომ გიტხრარი არ აქვთ ამ პროექტის ასაღებად დროთქო. - ხვალ მივალ და ოფისს ავუწიოკებ. - გირჩევ დააყენო- სერიოზული სახით გახედა დავითმა. - ბიჭო ვიღაც ლაწირაკი უარს გვეუბნება როცა ხალხი ჩვენთან მუშაობაზე ოცნებობს, შენ აზრზე ხარ? - არ აქვს დრო, და მისთვის შენც ისეთივე კლიენტი ხარ როგორც სხვები. - ნუ ამართლებ რა თუ ძმა ხარ. - არ ვამართლებ , ვიცი მისი ხასიათი, და თუ არ დავოკდებით, მაშინ უარეს შედეგს მოვიმკით. - ახლა კარგად მომისმინე, ვინ ჩემი ფეხებია ეგ ანასტასია რომ აქ პალაჟენიებს მიყენებს. - მისი საქმე იცის, და მშვენივრად ართმევს თავს, ჭკვიანი გოგოა წარმატებული, თავისი პატიოსანი შრომით აქვს ყველაფერი მოპოვებული, სამართლიანია, და ამ სამართლიანობის გამო მაგ გოგოს ნუ გადაეკიდები, ერთხელ მაინც დაივიწყე ეგ შენი პატივმოყვარეობა, ადგილზე დაყენდი და შეეშვი მაგ გოგოს... ტონს აუწია დავითმა - გევასება ? ასე რატომ იცავ ? - შენ სულ გამო*ლევდი ? რა მევასება ანგელოზივით ოჯახი მყავს, ადამიანური ფაქტორით ვმსჯელობ და გევასებაო მეუბნები. - მაინც მვალ და გაარკვევ ვინ არის ასეთი ანასტასია გაბიჩავა. - იტოკში, მაგ გოგოს ცუდად არ შეეხო რა და სხვა რაც გინდა ქენი. იმ საღამოსვე მთელი ირონია მოკრიბა ლევანმა საკუთარ თავში და ორიენტ ბიზნეს ცენტრს მიაკითხა. კიბეები აიარა და ანასტასიას ასისტენტთან გაჩერდა, - ქალბატონ ანასტასიასთან ვარ ასისტენტმა განრიგს ჩახედა. - თქვენი სახელი რომ მითხრათ ბატონო ? - ლევანი - ბატონო ლევან, განრიგში შეხვედრა არ ჩანს, ქალბატონ ანასთან დავრეკავ, ორი წუთით რომ დაბრძანდეთ და გავარკვევ. - გადაეცით ლევან ყიფიანია მასთან. - ქალბატონო ანა , ბატონი ლევან ყიფიანი გელოდებათ. -შეხვედრა ჩანიშნული იყო ? - არა - ანუ იცი რაც უნდა უთხრა. - სამწუხაროდ ქალბატონ ანას არ სცალია თქვენთან შესახვედრად. - გასაგებია, ფეხზე წამოდგა ლევანი და თავხედყრად გაეშურა ანას კაბინეტისკენ, სალომემ მისი შეჩერება სცადა თუმცა არ გამოუვიდა. - ანუ თქვენ ხართ ანასტაცია, ირონიულად გახედა გოგოს და სავარძელში ჩაბრძანდა. შემდეგ სალომეს გახედა ერთი კაპუჩინო თუ შეიძლება, სალომემ ანას შეხედა გაოცებულმა, - სალო თუ შეგიძლია ორი წყალი მოგვიტანე... თავაზიანად შეხედა ანამ- ყავის დალევას ვერ მოვასწრებთ, - ღიმილით და ირონიით გახედა ლევანს. - გისმენთ, ზუსტად ათი წუთიც არ გაქვთ დრო გასასვლელი ვარ. - უფრო მეტ თავაზიანობას ველოდი, - ყველაფერი რომ ორმხრივია ალბათ იცით - ცდები, ჩემს შემთხვევაში სხვაგარადაა - აქ ამის სათქმელად თუ მოხვედით შეხვედრა დასრულებულია. - ახლა კარგად მომისმინე, მგონი ჯერაც ვერ მოდიხარ აზრზე ვის ესაუბრები, ამ ქალაქსი თუ ცხოვრობ და ვითომ ბიზნესვუმენობ ისიც კარგად გეცოდინება ვინ ვარ - და ვინ ხართ ასეთი რომ ბედავთ , მოდიხართ და მემუქრებით, მშვიდად ჩაეჭრა ანა საუბარში - თუ გაინტერესებს ვინ ვარ გაიკითხ-გამოიკიტხე და გაიგებ, არც ლაივსი და არც ტელეფონზე ჩემთან ასე საუბარი აღარ გაბედო, თუ გინდა რომ მთელი კარიერა თავზე არ დაგექცეს, მიფრთხილდი პირველად და უკანასკნელად გაფრთხილებ, თითი დაუქნია ლევანმა და სკამიდან წამოდგა. - ფეხებზე ისეთი კარიერა შენისთანების მორჩილებით რომ შევინარჩუნო, კარგად გაიკითხ გამოიკითხე ვინ ვარ და უფრო დარწმუნდები ამაში. - ზიზღით უპასუხა ანამ, ფეხზე წამოდგა და ოთახი დატოვება სცადა, რაზეც ლევანი წამოდგა მკლავით დაიჭირა და კედელზე ააყუდა. - არ ვიცი ვისთან რა გაგსვლია მაგრამ ჩემთან სითავხედე არ გაგივა, მაინც მოგიჩენ შენს ადგილს, შენთვისვე ჯობს ბევრს თუ არ იფართხალებ და დაყენდები შენს ადგილას, ხვალვე კონტაქქტს ველი საქმეზე. ათ საათზე შენ და შენი გუნდი ჩემთან იქნებით კაბინეტში, მბრზანებლური ტონით მიახალა და თითიდან თვალებამდე აათვალიერა. ანასტასიას კრინტი აღარ დაუძრავს , სადაც იყო ცრემლი მოადგებოდა რომ თავი ძლივს შეიკავა სიბრაზისგან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.