ამინდის პროგნოზი (სრულად)
ამინდის ცვლილება.. ისტორიკოსები ხშირად იყენებენ ამ ტერმინს.. ეპოქის მოვლენათა ცვლილებებზე ამბობენ,“ისტორიის ცაზე ამინდის პროგნოზი შეიცვალა“ დაახლოებით ეს პერიოდი იყო ნიტა ლორთქიფანიძის ცხოვრებაში. მაშინ როცა ცოლად მიჰყვებოდა კაცს,რომელიც მთელი გააზრებული ცხოვრება უყვარდა. ნიტა მაშინ 19 წლის იყო. გიგი მასზე 6 წლით უფროსი. ორი ოჯახის დაკავშირება,გაერთიანებული ბიზნესები,გახარებული სახეები და ორი “ჩაკლული სული.” ჰო,ერთია როცა ცოლად მიჰყვები კაცს,რომელიც გიყვარს,მეორეა როცა აანალიზებ რომ მისთვის არაფერს წარმოადგენ. 26 ივნისი დღე,როცა ყველაფერი შეიცვალა. საღამოს 7 საათი 00 წუთი,როცა სამყარომ ტრიალი შეწყვიტა. „თანახმა ვარ“...-სიტყვები,რომლებიც ერთმანეთს ვერ აპატიეს. *** -რეზის ბავშვობიდან ვიცნობ,ჩემი ღვიძლი ძმა რომ გარდამეცვალა,ტკივილი რეზის არსებობით გავიყუჩე.ხელი მაგრად ჩავჭიდე და ვუთხარი,დღეის ამას იქით ყველაფერს გავიყოფთ ერთი ქალის გარდა-მეთქი.მაშინ არ ვიცოდი,რომ ჩემი დის,ჩემი ელენეს გაყოფა მომიწევდა მასთან.რომ ვთქვა წინააღმდეგი ვიყავი მათი სიყვარულის-მეთქი მოგატყუებთ,რეზი ის ადამიანი იყო ვისაც ჩემს ოჯახს ვანდობდი თვალდახუჭული.დღეს მე და რეზი მარტო ძმაკაცები არ ვართ,ძმები ვართ,ჩემი ოჯახის უზარმაზარი ნაწილია,ჩემი სიძეა და დის შვილების მამა. ამ ყველაფერს ხაზს იმიტომ ვუსვამ,რომ მინდა ყველამ კარგად გაიგოს რას ნიშნავს ჩემთვის გიგი. ის,რომ დაიბადა,ჩემი ძმის გიგის მერე,პირველად ვიტირე,რეზიმ ხელში აყვანილი,რომ გამოიყვანა და გამაცნო მეორედ მაშინ..-გაეცინა მასაც და რეზისაც-გიგი ჩემი ცხოვრების ის ნაწილია,რომელსაც ვერავის ვუყოფ,რეზის ვეცილები ხანდახან შვილის სიყვარულში,ბევრი მიზეზის გამო,ჯერ ერთი ის „გიგია“,მეორეც რომ გიგია..-ისევ გაეცინა-ჩემი გარდაცვლილი ძმის სახელი ჰქვია,სულ რომ უკანასკნელი კაცი იყოს მარტო ამიტომ მირჩევნია მთელ სამყაროს.გიგის აღზრდაში ყველამ მივიღეთ მონაწილეობა და თამამად ვიტყვი გამოგვივიდა,გიგი დღეს კაცია,ადამიანი!-ამაყად წარმოთქვა ეს სიტყვები-პიროვნება,რომლის ბიძობაც მავსებს სიამაყით,რომლის იმედიც მაქვს.ჩემო ბიჭო,დღეს იმაზე დიდი კაცი ხარ ვიდრე გუშინ იყავი,ჩვენ პატარა ნიტას გაბარებთ,უნდა ავღნიშნო ლევანიც ჩემი ძმაკაცია..-ლევან ლორთქიფანიძეს,ნიტას მამას გადახედა-ნიტაც ჩემს თვალწინ გაიზარდა,ორმაგი კიარა ასმაგი პასუხისმგებლობის ამბავია,გიგი!ერთადერთს რასაც გთხოვთ კიარა მოვითხოვ,თქვენი ბედნიერებაა,მოექეცი მას ისე,როგორც მამაშენი დედაშენს და ის სამყაროში ყველაზე ბედნიერი ქალი გახადე!-იგრძნო,როგორ შეეკუმშა გული,როგორ აეწვა კუჭი,ეგონა სისხლი წვეთ-წვეთად გამოუყვანეს ორგანიზმიდან.მძიმედ ჩახარა თავი და არ შეიმჩნია მის გვერდით მჯდარის დაძაბული სხეული,ბიძის მონოლოგის დასრულებისას უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ფეხზე წამოდგა.თითქოს კაცს თვალებით უთხრა სათქმელი,მანაც თავი ღიმილით დაუკრა და ღვინის ბოკალი ჰაერში მაღლა ასწია. -გიგის და ნიტას გაუმარჯოს!-მის ერთ წინადადებას ყველა აჰყვა და კახეთის ველებიდან წამოსული ეს ხმაური თითქოს ცას ასწვდა. ქორწილი შუა ფაზაში იყო შესული,სიძე-დედოფალს ერთხელაც კი არ უცეკვიათ. ნიტა მოცეკვავე იყო,გიგის ძმაკაცები შანს არ უშვებდნენ ხელიდან რძალთან ეცეკვათ,მხოლოდ გიგი იჯდა უძრავად.დინჯად უხდიდა მადლობას შეკრებილებს ყოველი სადღეგრძელოს დასასრულს. -ეს უკვე ზედმეტია..-ღიმილით ჩამოუჯდა შვილს გვერდით ქალბატონი ელენე დადიანი. -რაზე ამბობ დედა?-მისი ძლიერი მკლავი მოჰხვია ქალს და გულზე მიიკრა. -შენი ცოლი რომ არ გიყვარს,არაა საჭირო დედამისმა და მამამისმა გაიგონ ამის შესახებ,სხვას თუ არაფრად გვთვლი..-ეგონა დენმა დაარტყა. -რას ამბობ,ელე?! -შენ მე ვინ გგონივარ?-ქალი პოზას არ იცვლიდა,ხალხს თბილად უღიმოდა,თან გიგის ასწორებდა მიწასთან-ნიტას ტირილამდე ცოტა აკლია,ამ სუფრაზე მსხდომთაგან თითოჯერ მაინც ეცეკვა ყველას,შენ გარდა,რას გავს შენი საქციელი გიგი?ჩემგან და მამაშენისგან ეს ისწავლე? -მამას უყვარხარ და ნუ ადარებ ერთმანეთს!-თავზე აკოცა დედას. -ნიტას მამასაც უყვარს მისი შვილი დამიჯერე,ყველაფერს აპატიებ ადამიანს გარდა თავისი შვილის იმედგაცრუებული მზერის მიზეზისა,რომელიც თავად შენ იქნები.! -კარგი,ელენე ვიცეკვოთ ნიტასთან..-გაეცინა გიგის და ფეხზე წამოდგა,მაგიდისკენ დაძრული ლორთქიფანიძე,რომელიც ფეხზე ძლივს იდგა სკამისკენ მოდიოდა.სახეზე ეტყობოდა ნიტას,რომ ყველაფერი იმაზე მძიმე იყო მისთვის,ვიდრე ამას წარმოიდგენდა. შეეშალა. იმის ნაცვლად ცოლი ფაქიზი მოქმედებით გაეყვანა საცეკვაოდ,ლამის გაათრია. -გიგი..-ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ,როცა ქმრის ძლიერი მკლავი მის სუსტ მტევანს ისე უჭერდა ხელს კანი აეწვა. მკვეთრი მოძრაობით მიაბრუნა მისკენ და ეზოში გაჟღერებულ მუსიკის ჰანგებს მაქსიმალურად ააყოლა ტანი. -რას აკეთებ გიგი?..-ძლივს ჩურჩულებდა საწყალი გოგონა. -ცოლთან ვცეკვავ.-იყო პასუხი,ემოციების,გრძნობების გარეშე და ვალდებულებებით გატენილი. -ამას ისე ნუ აკეთებ,თითქოს იარაღით გემუქრებოდნენ..-ამოილაპარაკა გაუბედავად ნიტამ და თავი უფრო მაღლა ასწია. -მე შენთვის არ მითქვამს მიყვარხართქო.-ისევ უემოციო იყო გიგი. -მთელი ცხოვრება უნდა მიმეორო?-სევდიანად გაეღიმა გოგონას. -მხოლოდ მაშინ,როცა ამის გახსენება დაგჭირდება. მუსიკა დასრულდა და ის იყო წყვილი დასაჯდომად გაემართა ნიტას მაჯაში თავისი მეწყვილე,რომ წასვწდა.ქალის გაჩერებულმა სხეულმა უცებ მიიქცია გიგის ყურადღება,ნიტამ ხელი შეუშვა ქმარს და ღიმილით გაჰყვა თავის მეგობარს საცეკვაოდ. დაისს,როგორც წესი ნეფე-პატარძალი ცეკვავს. ეს ქართული სუფრის უკვდავი ტრადიციაა. -მეჩვენება თუ ის სიტყვები მაქვს უკან წასაღები?-მის ყურთან იჩურჩულა ბიძამისმა. ცეკვავდნენ მთელი არსით,არა მარტო სხეულით არამედ მთელი შეგნებით. უყურებდნენ ერთმანეთს და თითქოს სამყარო ქრებოდა. ქართული სულის ჩაკვლას არავის აპატიებდნენ ქართველი მოცეკვავეები. ბიჭი ნიტას არ ეხებოდა,თითქოს ოქროს დისტანციით ცდილობდა ცეკვა უფრო ფაქიზი და ნაზი გაეხადა,შეუძლებელი იყო მის თვალებში არ შეგემჩნია,რომ სულით ხორცამდე უყვარდა დაისი და ნიტა ლორთქიფანიძე. -არ ვიცი ახალგაზრდებში,როგორაა მაგრამ ჩემ ცოლს ვინმე ასე რომ ეცეკვოს ძვლების დათვლამდე ვცემდი!-ისევ ბიძამისის ჩურჩული და ისევ არაფერი გარდა პატივმოყვარეობისა. დაისში ასე არ ხდება,წყვილი ბოლომდე ცეკვავს,ისე რომ სხვას ჩაჭრის უფლება არ აქვს. ეგ რომ იმ მომენტში გიგი ზუბალაშვილისთვის გაებედა ვინმეს საძილე არტერიას ჩაუჭრიდა პირდაპირი გაგებით,არა იმიტომ რომ იეჭვიანა,არამედ იმიტომ რომ გაუცნობიერებლად ეხებოდნენ თავის საკუთრებას. ამის გააზრებისას გულის რევის შეგრძნება მოაწვა. ნიტას თავისი მეწყვილე ოსტატურად ჩამოაშორა და დაისის ახალი წრე წავიდა. აღარც სიფაქიზე იყო აღარც „დაისი-არის ურთიერთობა“.. ეს უფრო ჰგავდა დანებების პაქტს,სადაც სუსტს ჩაგრავდა ძლიერი. თითქოს ყველამ იგრძნო მათ შორის ეს დამოკიდებულება. ლევან ლორთქიფანიძეს სისხლი გაეყინა ძარღვებში,როცა თავისი შვილის თვალებს გადააწყდა,მზერას რომელიც უთქმელად ყვებოდა რისი ატანა უწევდა ამ ცეკვისგან. ნაზი მიხვრა-მოხვრა,დახრილი,სევდანარევი თვალები,ათრთოლებული თითები და გრძნობა,რომ პროგნოზი არ გამართლდა,ამინდი კი სამუდამოდ შეიცვალა. ნიტამ თაიგული ისროლა,გიგის ბიძაშვილმა დაიჭირა და ზურას,გიგის ბიძას ნერვიულობისგან ლამის სიცილი აუტყდა. არ ეპიტნავებოდა 17 წლის გოგოს გათხოვება მაშინ როცა ამ უკანასკნელს შეყვარებულიც ჰყავდა,თითქოს შეეშინდა მამას. გიგიმ კატეგორიული უარი განაცხადა საფრანგეთში თაფლობის თვის გატარებაზე,რომელიც ნიტას იდეა იყო.ბავშვობიდან უნდოდა ნიტას პარიზის ნახვა. მხოლოდ ერთი „არა“ გახდა საჭირო იმისთვის,რომ ნიტას ეს იდეა ფერფლად ქცეულიყო. ინდონეზიის ბილეთები წინასწარ დაჯავშნა გიგიმ და წყვილი იმ ღამითვე გაფრინდა ბალიზე. ერთ საძინებელში ერთ საწოლს იყოფდნენ. ისე,რომ ერთმანეთის შეხების უფლებას საკუთარ თავებს არ აძლევდნენ. ნიტა კომუნიკაბელური გოგონა იყო,არ უჭირდა ხალხთან ურთიერთობა. იცინოდა თითქმის ყველაფერზე,შეეძლო ყველაზე ნეგატიურ სიტაუციაშიც კი რაიმე კარგი დაენახა.დრო იხელთა და იმდენი ფოტო გადაიღო ბალის კუნძულზე,სანამ ტელეფონი არ მოპარა ვიღაც ადგილობრივმა,ფოტოსესიის დროს. გიგი იმდენს დასცინოდა ატირებულ ნიტას,სანამ მართლა არ შეეცოდა. -კარგი,ახლა არ გამაგიჟო რის გამო ტირი?-აუზში ნებივრობდა,თან ისე ელაპარაკებოდა ადუღებულ ლორთქიფანიძეს. -ტელეფონი მომპარეს,იცი როგორ მიყვარდა ჩემი ტელეფონი?-სლუკუნს თავს ვერ ანებდბებდა ნიტა. -კარგი,ახალსაც როგორმე შეიყვარებ..-სიტუაციის სიმძაფრეს ვერ აღიქვამდა ბატონი გიგი. -არ მინდა მე ახალი,იქ მქონდა ყველა ფოტო,ჩემი ვიდეოები,ყველაფერი იქ მქონდა,რატომ მომპარა თუ ასე სჭირდებოდა ეთხოვა .. -და შენც ათხოვებდი არა?!-ერთი გადახარხარება ყველაფერს ერჩივნა გიგის. -არ ვათხოვებდი,არ მიყვარს როცა ჩემს ტელეფონს ვინმეს ვთხოვნი,მაგრამ ფულს მაინც ვაჩუქებდი,ბოლოს და ბოლოს ხომ ფულის გამო მომპარა?!-ისეთი ბავშვური იყო,გიგის გაეღიმა. -ნიტა კიდევ 5 დღე ვართ აქ,მიდი და გადაიღე თავიდან.. -შენ არაფერი გესმის,საერთოდ არ გესმის ხოლმე ჩემი.! -მაპატიე,თუ იმის გამო არ ვტირი შენი ვიდეოები რომ წაიშალა. ნიტა ოთახში ავიდა. მთელი დღე უხასიათოდ იყო სანამ ოთახში გიგი არ შევიდა და მისი მყუდროება დაარღვია. -წამო,ადექი..-ხელით ანიშნა და თავად აბაზანაში შევიდა. ნიტა ისევ გაუნძრევლად იწვა. გიგი აბაზანიდან 10 წუთში გამოვიდა. სხეული ისევ ნამიანი ჰქონდა,ჩემოდნიდან წითელი მაისური ამოიღო და ბეჭზე გადაიკიდა. -ისევ არ ამდგარხარ?გამოიცვალე,დროზე ნიტა ცდას ვერ ვიტან.. -სად მივდივართ? -ადექი და ნახავ,დამიჯეერე მაგ შორტებზე უკეთ ამ სარაფანში გამოიყურები..-მისთვის ჩაილაპარაკა და ნიტას გაღიმებული სახე მაქსიმალურად დააიგნორა. ორი „ფაუვერ ბანკი“ მოათავსა ნიტას პატარა ჩანთანში,თავისი ტელეფონის USB ჯიბეში ჩაიდო,სათვალე მოირგო და ოთახის კარი გამოაღო. -მაინც არ მეტყვი სად მივდიავრთ? -ნიტა რამდენს ლაპარაკობ?! მას შემდეგ ხმა არ ამოუღია მანამ სანამ კუნძულის იმ ნაწილში არ აღმოჩნდა,სადაც ადრენალინი უკონკურენტოდ იყო გამეფებული. -თუ გეშინია მაშინ არ გინდა,არ დაჯდე..-გაეღიმა გიგის ნიტას შეშინებულ სახეზე. -მინდა,რომ დავჯდე ცხოვრებაში ერთხელ შიშს და სიამოვნებას ერთდროულად ჩავხედო თვალებში..-გაეღიმა გოგონას. ადგილობრივებმა ნიტა ლამის მიაბეს საქანელაზე,რომელიც მთელი სიძლიერით გადაუფრენდა კუნძულის ჯუნგლებს. -ნიტა კარგად დაფიქრდი..-ღიმილს ვერ იკავებდა გიგი. -გაჩუმდი და რამე კარგი მითხარი!-შეჰკივლა ნიტამ,როცა ბოლო მომჭერიც დაამაგრეს. -უბრალოდ მოდუნდი და ღრმად ისუნთქე,დაბლა ჩაიხედე და მაღლა ახედვაც არ დაგავიწყდეს, ყველაზე ამაღელვებელზე იფიქრე,რაც კი ოდესმე გადაგხდენია..-ეჩურჩულებოდა ყურთან და ნიტას ათრთოლებულ მხრებს ფრთხილად უსვამდა მის თლილ თითებს. მაშინ პირველად ნახა ასეთი გიგი. გიგი,რომელიც ნიტას სიამოვნებისთვის ზრუნავდა,ამას ნიტას გამო აკეთებდა. „ამაღელვებელზე იფიქრე,რაც კი ოდესმე გადაგხდენია“.. დაპროგრამებულივით ფიქრობდა. ... იმ საღამოს ზუბალაშვილებთან იყო სტუმრად. წყნეთის აგარაკი ზუბალაშვილების ზაფხულის სამყოფელი გახლდათ. ხშირად დადიოდნენ აქ და-ძმის მეგობრები. იმ დღეს თინუ,მაკო და ნიტა აუზთან ისხდნენ. მაშინ,როცა გიგი, მისი მეგობრები და მშობლები სახლში იყვნენ გამორიცხული იყო ნიტას საცურაო კოსტუმი ჩაეცვა. იდგა აუზთან და გოგონებს უსმენდა. თინუ და მაკო თავიანთი კლასელის გათხოვების ამბავს ჰყვებოდნენ და თან ისე იცინოდნენ ნიტას იმათ სიცილზე ეცინებოდა. იმ დღეს იასამნისფერი სარაფანი ეცვა,კოჭებამდე სიგრძის. ისეთი სადა იყო მხოლოდ ნიტას თუ მოუხდებოდა. ნიტას სილამაზე თავის კდემამოსილებაში იყო და ამას ყველა ამჩნევდა. ბრინჯივით დაიბნა,როცა გოგონებს გიგი და მისი ძმაკაცი ერეკლე მიუახლოვდათ. -ნიტუ,ჩააბარე გამოცდები?-ორი ნაბიჯით მიუახლოვდა ერეკლე ნიტას. -კი,ერთი კვირის წინ დავასრულეთ..-მშვიდი იყო ნიტა. -მე რომ გიცნობ,ალბათ კმაყოფილი არ ხარ და მეტი გინდოდა..-გაეღიმა ერეკლეს და კიდევ ორი ნაბიჯი გადადგა ნიტასკენ,რომელსაც აშკარად არ სიამოვნებოდა ბიჭის ასეთი მოახლოვება. -ჰო,დაახლოებით-ნიტას უკან გადადგმულმა ნაბიჯებმა მასსა და აუზს შორის მანძილი შეამცირა. -მეოთხე რა ჩააბარე?-არ ჩერდებოდა ერეკლე,უკან იხევდა ნიტა. -გეოგრაფია... -რომელი უნივერსიტეტი ჩაწერე პირველი? -შავი ...- წინადადება ვერ დაასრულა ისე აღმოჩნდა ჰაერში და ზურგით იგრძნო,როგორ გაარღვია წყლის ზედაპირი.აუზში ჩავარდნის ხმაზე გიგიმ ტელეფონიდან თავი ამოჰყო და თინუს შეშფოთებულ სახეს გადახედა. -უშველე გიგი ცურვა არ იცის!-სანამ ერეკლემ მაისური გაიხადა და კეტებიც თან გააყოლა გიგი უყვე წყალში იყო. მათი სხეულების პირველი სიახლოვე... აი რა იყო ის რაზეც გიგი ეჩურჩულებოდა. „ამაღელვებელზე იფიქრე,რაც კი ოდესმე გადაგხდენია“... *** ფეხებში სიცივეს გრძნობდა,მთელი სხეული ეყინებოდა. დაბლა ტყეებსა და მთებს უყურებდა,მაღლა უზარმაზარი ცის კაბადონს. ბუნების სიმყუდროვეს ნიტას სიამოვნების კივილი არღვევდა. ეგონა გული გაუსკდებოდა,არ იყო ადრენალინის მოყვარული,მაგრამ ახლა ცხადად გრძნობდა როგორ მოსწონდა სხეულში შეპარული ამაღელვებელი იმპულსები. თითქოს ფრენა ისწავლა იმ რამდენიმე წუთში. მის ქვემოთ არსებული სიმწვანე და მის ზემოთ ცის ფერი ცა, წააგავდა ახდენილი ოცნების მკაცრ რეალობას,რასაც ჯუნგლები განასახიერებდნენ,ხოლო ცა- მიუღწეველ გრძნობათა გამას,ახდენილსა და აუხდენელს შორის ჭიდილს,ბედნიერებას მხოლოდ არა’სრულყოფილს და ვერ’შეხებულს. ნიტა ფრთხილად ჩამოსვეს. -ნიტა,სულ აიკელი კივილით ყველაფერი.-იცინოდა გიგი. -ემოციები გამოვუშვი.!-ამაყად თქვა გოგონამ. -რა ბედნიერი ხარ,ნიტა-მისთვის ჩაილაპარაკა გიგიმ. -რატომ შენ ყვირილი არ შეგიძლია?-უდარდელად ჰკითხა გოგონამ. -რომ შემეძლოს მიშველის? -ჩემზე მეტად არ გტკივა,თუ მე მიშველა შენც აუცილებლად გიშველის. გვერდი აუარა და წინ წავიდა. ნიტას რომ დაჰკვირვებოდა,უეჭველად უნდა შეემჩნია მისი ლამაზი და დახვეწილი სხეული,ჩაცმის სტილი,რომელიც სულ გამორჩუელი ჰქონდა,გრძელი თითები,მაღალი კისერი და გამოკვეთილი ლავიწები,უნდა შეემჩნია,რომ გვერდით ანგელოზი ჰყავდა და ცხოვრებას სხვაზე ნატვრაში გაჰყავდა. ჰო,ალბათ ეს რომ შეემჩნია,სულის მიწისძვრა გარანტირებული ჰქონდა,ამიტომაც არ ამჩნევდა. მთელი დღე დაატარებდა ნიტა გიგის. ისიც მორჩილად დაყვებოდა და ნიტას მავედრებელ მზერას ფოტოები გადაეღო გულგრილად ვერ პასუხობდა. საღამო ხანს სასტუმორს რესტორანში ისხდნენ და ჩინური სამზარეულოს შედევრებს აგემოვნებდნენ. ნიტას მრგვალ თვალებს და სიამოვნებისგან აღფრთოვანებულ ემოციებს ღიმილის გარეშე ვერც გიგი ტოვებდა. მოსწონდა ნიტა. მასში არსებული სისუფთავე და ბავშვურობა მოსწონდა. მხოლოდ ეს იყო. ეს იყო მისი ღიმილის უმთავრესი მიზეზი. მიზეზი,რის გამოც ნიტას ოცნებები ფერებს კარგავდნენ. მაშინ,როცა ადამიანი თავის მაქსიმუმს არ გაძლევს ურთიერთობა ხდება გაუსაძლისი. ეგოისტები ვართ ადამიანები,ჩვენ ვითხოვთ სულს,გულს და გონებას და ამას ვუწოდებთ სიყვარულს.სხვა ყველაფერი ამ სამ კომპონენტთან არაფერია,უმნიშვნელოა,უფეროა და არა საკმარისი. *** „ოდესმე მიხვდები,რომ შენი ცოლი ვერ მოგცემს იმას რასაც მე გაძლევდი,მიხვდები რომ არასდროს გექნება მასთან ის კავშირი რაც ჩემთან გქონდა“-ნატა ყიფიანი. ბევრი არ უფიქრია,მაშინ როცა ქმრის მობილურში თავის ფოტოებს ათვარიელებდა მოსულმა შეტყობინებამ სინათლე დაუბნელა. იგრძნო,როგორ აუხურდა მთელი სხეული,როგორ დასუსტდა და როგორ დაპატარავდა. ეს არ იყო რიგითი ქალი,რომელიც ზუბალაშვილის ცხოვრებაში ყოფილა. ეს თავად ნატალია ყიფიანი იყო. გიგის საცოლე და პირველი სიყვარული. ცხელმა სითხემ თვალები აუწვა,რომ მიხვდა თითები შესამჩნავად უცახცახებდა ტელეფონი საწოლზე ფრთხილად დადო და კედელს მთელი ზურგით აეკრო. მუცელში თითქოს ვულკანური ლავა ამოიფრქვა და იქ წამოჩიტული პეპლები პომპეის მაცხოვრებელთა მსგავსად ქვად გადააქცია. შეეშინდა,მაშინ პირველად გაიაზრა,რომ ის რაც ახლა მის ცხოვრებაში ხდებოდა ოჯახობანას წააგავდა და არა ოჯახს,იგრძნო სახლს ქვიშაზე აშენებდა და მის დასანგრევად ცუნამი კიარა პატარა ქარიშხალიც საკმარისი იქნებოდა. ნატა ყიფიანი კი ქარიშხალზე ბევრად მეტი იყო. ბევრად მეტი. იმდენად მეტი,რამდენადაც ეს კაცისთვის საყვარელი ქალი შეიძლება იყოს. -ნიტა,ჩემი მაისური... ნიტა კარგად ხარ?-გაფითრებულ გოგონაზე გაუშეშდა მზერა გიგის. -სკამზეა. -შენ კარგად ხარ-მეთქი?-მისკენ დაიძრა და იმის შიშით ახლოს მოსულზე გული არ წამივიდესო კარისკენ წაიღო ხელი. -იცი,მე სასეირნოდ მინდა გასვლა,აქ ერთი გოგოა..-ხელებს ნერვიულად იქნევდა ჰაერში-ამერიკელია,მომწონს კარგი გოგოა,ბევრს მესაუბრება აუზზე,რომ გავდივარ.ჩემთვისაც კარგია პრაქტიკაა ადგილობრივთან ინგლისურს უფრო უკეთ სწავლობ,ხო?!მე წავალ გიგი,ცოტა ხნით..-პირი ისე უშრებოდა ეგონა ცოტაც და გული წაუვიდოდა.თითებს ერთმანეთში ხლართავდა და თვალებ დაქაჩული ელაპარაკებოდა გიგის-ჰოდა,წავალ გავისეირნებთ.შენ არ დამელოდო გვიან დავბრუნდები.აბა კარგად გიგი,არ მოიწყინო ..-სიმწირთ გაუღიმა და კარს იქით გაუჩინარდა. გაკვირვებულმა გიგიმ წარბები მაღლა აწკიპა და გოგონას უცნაური მზერა გააყოლა. მაისური გამოიცვალა და აივანზე გავიდა. სიგარეტის კვამლი ფილტვებში ჩაუშვა და საუცხოო ხედით ტკბობა დაიწყო. აქ თითქოს ისიც გავიწყდება ადამიანს, ვინ ხარ. აქ იცი რა გინდა,რისთვის მოხვედი და რომ წახვალ რას გააკეთებ. გიგიმ იმ მომენტში ზუსტად იცოდა,რა უნდოდა,რატომ მოვიდა და რას გააკეთებდა მომავალში,მაგრამ არ იცოდა ვინ იყო. 1 წელია რაც ნატალიას დაშორდა,1 წელია მის სულს არაფერი უგრძვნია. 1 წელია რაც დაივიწყა ადრენალინი,1 წელია რაც იმას აკეთებს რაც საჭიროა. 1 წელია არ იცის ვინ არი და რას წარმოადგენს. თითქოს ამ 365 დღის განმავლობაში კანში სხვა ადამიანი შეუძვრა და ჯერაც ვერ დაუპყრია თავისი „ვესტ ინდოეთი“... ტელეფონის შეტყობინება ამცნობდა,რომ უკვე 10 წუთი იყო გასული ბოლო წერილის მოსვლიდან.გაკვირვებულმა დახედა ეკრანზე განათებულ მწვანე ფანჯარას,სადაც მოსული შეტყობინებები ინახებოდა. სიტყვები,ზოგჯერ იმაზე მტკივნეულად გვკლავენ ვიდრე ამას ცეცხლსასროლი თუ ცივი იარაღით ახერხებენ ადამიანები. ჰო,“პირველად იყო სიტყვა „ ... სიტყვა რომელმაც შექმნა სამყარო. სხვაობა ადამიანისა და შემოქმედის სიტყვას შორის მხოლოდ ისაა,რომ მისი სიტყვები გვაშენებს,ჩვენი გვანგრევს. ნაწილებად დაშლილ ზუბალაშვილს სიგარეტის კვამლი ნანატრ საწამლავად დაელანდა. „ფუ,შენი..“-სიმწრით გაეცინა და ტელეფონი მთელი ძალით მოიქნია აივნიდან. უკან შებრუნებულმა,ზურგით მიეყრდნო მოაჯირს და სახეზე ჩამოისვა დაძარღვული მტევნები.უჭირდა, ახლა იმაზე მეტად უჭირდა ვიდრე ოდესმე. „ცოლი ქმრის კისერია“..-ესმოდა წუილივით მწარედ მოსასმენი სიტყვები. სიტყვები,რომლებიც აბამდა,რომელიც იმ ნაპირზე გაჩერებას აიძულებდა,რომელიც ახლა მისთვის გაუგებარი,ამოუცნობი და არც ისე მიმზიდველი იყო. ჰო,დაახლოებით ისეთი სიტუაცია იყო,ტიტანიკი ფოთის პორტში,რომ შემოსულიყო. ვინ იცის,იქნებ ტიტანიკი სწორედ ჩვენს საპორტო ქალაქს გადაერჩინა,მისთვის ზედმეტად პატარას და არამაშტაბურს,არაშესაფერისს,იქნებ არც დიკაპრიო შესწირვოდა სიყვარულს და არც გემის კაპიტანი აისბერგს,ვინ იცის?! იქნებ ადამიანებს თავიანთი დიადი მიზნები უფრო ღუპავთ. გიგი ბავშვობიდან იზრდებოდა ერთ წინადადების ფილოსოფიით. „იცხოვრე,ისე რომ ღამით მშვიდი ძილი შეგეძლოს..“ ეს იყო მამამისის სიტყვები,რომელიც 6 წლისას უთხრა,მაშინ როცა გიგიმ კლასელს საათი მოპარა.დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ამ ამბავსსთქო ვერ ვიტყოდ. არც კლასელის მამას აუტეხავს დიდი ამბავი და არც ელენეს წაუკრავს შალით თავი,მხოლოდ იმიტომ რომ რეზის იმედი ჰქონდა. ჰო,როცა რეზიმ შეატყო შვილს გათენებული ღამეებისგან ჩაშავებული თვალები სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. დანაშაულის შეგრძნება თუ აწუხებს,კაცობას მე ვასწავლიო.. ნატა ყიფიანი ის ქალი,რომ არ იყო ვისთანაც სიბერეში მშვიდ ძილს შეძლებდა ამაში მაშინ დარწმუნდა,როცა ქალმა ამაყად განუცხადა გიგის ოჯახის წევრებს შვილის გაჩენას საერთოდ არ ვგეგმავ სხეულის ფორმებს გამიფუჭებსო.მათი ურთიერთობის პირველი ბზარი სწორედ ეს იყო,გიგის გაუთავებელმა ლექციებმა ამ თემებზე გოგონას თავი ისე მოაბეზრა მეგობრებში მყოფ ზუბალაშვილს დაშორებით დაემუქრა,თუ ამ თემაზე ლაპარაკს ისევ განაგრძობდა. ესეც მეორე ბზარი,რომელმაც კედლის მთლიანობა საბოლოოდ მოშალა. ერეკლემ,რომ უთხრა ნატას ყურადღება მიაქციეო,ეგონა ტვინში სისხლი ჩაექცა. ნატასთან ყოველთვის სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა,თითქოს მასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს უფრთხილდებდა. ვერ აიტანა მისი ისეთი დაუდევარი შეცდომები,რასაც ნატა ერთიმეორეს მიყოლებით უშვებდა. საკონტროლო გასროლით ყიფიანმა ზუბალაშვილი მაშინ მოკლა,როცა გაბრაზებული გიგის „ეჭვიანობის მიზნით“ სხვა ბიჭს იმდენად გამომწვევად ეცეკვა კლუბში,გიგის ძმაკაცებმა ლამის თავად სცემეს ის ბიჭი.ჰო,ძმაკაცებმა და არა გიგიმ. იმ მომენტში ზუბალაშვილისთვის ნატამ ყველა ღირებული თვისება დაკარგა. იმ მომენტში გიგი თვლიდა,რომ ამ ბიჭის ცემა არაკაცობა იყო. „იქ სადაც ქალი უშვებს,კაცს არაფერი აკლდება..“ ბიჭები ღიმილნარევი მზერით გააჩერა და კლუბი ისე დატოვა ატირებულ ნატას საუბრის საშუალებაც არ დაუტოვა. მიუხედავად იმისა,რომ ნატაზე ბრაზობდა არასდროს დაუმალავს,რომ მისი გული ისევ მას ეკუთვნოდა,თუმცა არა გონება. გიგი ზუბალაშვილი კი იმ კაცთა კატეგორიას განეკუთვნებოდა,რომლებიც მოქმედებენ არა გულით არამედ გონებით. გონება კი გაუჩერებლად უმეორებდა ნაცნობ სიტყვებს.. ნატა არ იყო ქალი,რომელიც მას იმ იდილიას მოუტანდა ცხოვრებაში,რომელიც ასე შეაყვარა თავისმა ოჯახმა.ნატა არ იყო ქალი,რომელსაც სიამაყით დასვამდა დედამისის გვერდით. წამითაც არ ნანობდა,აივნის მოაჯრიზე მიყრდნობილი გიგი ზუბალაშვილი ნატა ყიფიანის გაშვებას თავისი ცხოვრებიდან.არ ნანობდა და ამას მთელი სიმძაფრით გრძნობდა. მაგრამ ახლა ნიტაც,რომ ჰყავდა?! მასთან ძილის დროს ვერაფერს რომ ვერ გრძნობდა?! თითქოს მისი ოთახის მდგუმრი იყო.იცოდა ბავშვობიდან უყვარდა ნიტას. იცოდა,ყველა ადამიანი გრძნობს ამას ქვეცნობიერში,უბრალოდ ხშირად ცნობიერის დონეზე არ აჰყავთ ხოლმე სხვადასხვა მიზეზების გამო. უყურებდა როგორ იბნეოდა მისი დის დაქალი გიგის ყველა შეკითხვაზე. სიცილს ძლივს იკავებდა ნიტას,რომ ჰკითხა რაზე აბარებო და გოგონამ ფაკულტეტის ნაცვლად უპასუხა შავ ზღვაზეო. განა იმიტომ რომ ეს მექანიკური შეცდომა იყო?არა,ნიტას საუბრის დროს არასდროს მოსდიოდა მექანიკური შეცდომები,ბეჭდური ხარვეზები და მსგავსი რამ. ეს მხოლოდ იმიტომ ხდებოდა,რომ კითხვის ადრესანტი იყო გიგი ზუბალაშვილი. განა იმიტომ ეცინებოდა,რომ სულელ გოგოს აბუჩად იგდებდა გულში?!არა,მისი ბავშვურობა,მისი ნერვიულობისგან დალეწილი თითები და შეფაკლული ღაწვები ჯამში იყო სასიამოვნო სანახავი,მითუმტეს როცა თავად იყო მიზეზი ყოველივე ამის. „ნიტა“..-განგაშის ზარივით გაისმა მის გონებაში. თითქოს ყველა ორგანო მის სახელს ყვიროდა,მიხვდა ნიტამ შეტყობინება წაიკითხა და ამიტომაც წავიდა.გული ისე აეწვა,იმ მომენტში ნიტა იქ,რომ ჰყოლოდა აუცილებლად ჩაეხუტებოდა. ნომრის გასაღებს ხელი დაავლო და ოთახის კარი მძიმედ გაიჯახუნა. ლიფტს ვერ დაელოდა და კიბეზე სწრაფად ჩაირბინა. სასტუმროს ჰოლი ცარიელი იყო. აუზზეც აღარავინ იყო,პერსონალი ისევ ერთმანეთში ირეოდა ყველას თავის საქმეზე ეჩქარებოდა,პატარა სუსტი სხეული,ისევ არსად ჩანდა. სასტუმროს ეზო უნდა დაეტოვებინა ქუჩაში მომავალი ნიტა რომ დალანდა. თითქოს გულიდან დიდი ლოდი მოხსნესო ღრმრად ამოისუნთქა. -სად არი შენი ამერიკელი მეგობარი?-მისი ჩახუტების სურვილი სადღაც გულის ღრმა ნაწილში შეჩურთა და აუღელვებელი ტონით ჰკითხა გაფითრებულ გოგონას. -აქ,არ..ის...არ ვიცი..-უღონოდ ჩამოყარა მხრები და მოდუნდა. -ნიტა,წამოდი ოთახში წავიდეთ კარგი? -ჰო,ოთახში წავიდეთ..-ამოილუღლუღა ძალა გამოცლილმა-ჩვენს ოთახში,სადაც არაფერია ჩვენი.!-გიგის ნიტასკენ გაშვერილი ხელი ჰაერში გაეყინა მისი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვების გაგონებაზე. ცივმა ოფლმა დაასხა,მცირე თავბრუსხვევა იგრძნო და წინ წასულ ნიტას მაჯაში ჩაავლო ხელი,გოგონა შეცბა და უცებ შემობრუნდა. გაუაზრებლად ჩაეხუტა თავისი ქმარი და ამ სცენით გაყინულმა სუნთქვა ვეღარ გაბედა. -შენ ამას არ იმსახურებდი..-ჩურჩულებდა ზუბალაშვილი. პასუხად დუმილი,რომ მიიღო გულმა არ მოუთმინა,უნებურად ისროდა სიტყვებს. -არ იმსახურებდი,შენი თაფლობისთვე ასეთი ყოფილიყო,არც მე გიმსახურებდი.ნიტა, ეს რატომ გააკეთე?რატომ დათანხმდი სტატუსს,რომელიც ასე მძიმეა შენთვის?ნებისმიერი კაცი ისურვებდა შენნაირ ცოლს.. -შენ გარდა?-სიმწრით გაეცინა გოგოს და გიგის მკლავებიდან თავი გაინთავისუფლა-მაშინ მეგონა ამას მოახერხებდი, „მაშინ მეგონა ვიცოდი,ახლა დარწმუნებული აღარ ვარ..“ -ნიტა კონკრეტულად რას ელი ჩემგან?-თვალები უცნაურად უეალავდა. -ქმარს,კაცს რომელსაც ვეყვარები,რომელიც ჩვენ შვილებს ფეხბურთის თამაშს ასწავლის და არ დაიზარებს პრინცესების კაბები აარჩიოს ჩვენ გოგონასთან ერთად მაღაზიებში.ქმარს, რომელსაც დავეყრდნობი,რომელიც მოდუნების საშუალებას მომცემს და რომლისგანაც არ ვიგრძნობ,რომ მის მხრებზე აკიდებული მძიმე ტვირთი ვარ.შენთან მიმართებით კი ყოველ წამს ვრწმუნდები,რომ ეს ოცნებები არარეალურია,რომ შენგან ამას არ უნდა ველოდო.ჰო,დღეს მივხვდი რომ პატარა ვარ გიგი,შენთან კი არა ცხოვრებასთან შედარებით ვარ ძალიან პატარა,ჯერ კიდევ 2 კვირის წინ მეგონა,რომ თუ შენი ცოლი გავხდებოდი...ჯანდაბა..-მოწოლილი ცრემლები აკანკალებული თითებით მოიწმინდა-მეგონა...ალბათ მეგონა,რომ...მამაჩემი მასწავლიდა როგორ უნდა უყვარდეს ქმარს ცოლი,თავისი სიყვარულით დედაჩემის მიმართ.ჰო,მათ ვუყურებდი და ასე ვსწავლობდი,მეგონა მეც ასეთი ოჯახი მექნებოდა,ღმერთო,როგორ მეგონა რომ ოჯახი ეს ერთი მთლიანობა იქნებოდა და არა ეს აბსურდი. -ნიტა,ძალიან გთხოვ..-იგრძნო,როგორ შესუსტდა,იგრძნო ამ ცარიელი ღამეებით,როგორ კლავდა ნიტაში პატარა ბავშვს,იგრძნო,რომ აიძულებდა ამ პატარა გოგოს ქალი მხოლოდ ცხოვრების სირთულეების საფუძველზე გამხდარიყო.იგრძნო და მთელი შიგნეული აეწვა. -ხანდახან,ისე ..-სიმწრის სიცილი აუვარდა-პასუხისმგებლობის გამო მაინც მაგრძნობინე,რომ გრძნობ ჩემს არსებობას.! ცრემლებს იწმენდდა აბრჭყვიალებული თვალებიდან. ნომერში მარტო ავიდა. ეზოში დატოვა სულიერად აშლილი ქმარი. იმ მომენტში გიგი ზუბალაშვილს თავისი განვლილი ცხოვრება თავზე დაემხო. ორ დღეში დატოვეს კუნძული და საქართველომდე ისე იფრინეს ხმა თითქმის არც ერთს ამოუღია. ერთს დანაშაული ახრჩობდა,მეორეს ლაფდასხმული თავმოყვარეობა. ზუბალაშვილები ყოველ ზაფხულს წყნეთში ატარებდნენ. ახლაც აეროპორტიდან პირდაპირ წყნეთის სახლისკენ აიღეს გეზი. -რეზიკო,ბავშვები ჩამოვიდნენ!-სახლში ელენეს მხიარული ხმა ისმოდა,სტუმრად ლორთქიფანიძეები ჰყავდათ.მათაც სურდათ მონატრებული შვილის ნახვა. შევიდნენ თუ არა ეზოში ნიტას სახეზე სიხარულის ელფერმა გადაჰკრა. მონატრებული მშობლების სურნელი თითქოს ჰაერში იგრძნო გოგონამ. -ეე,ვინები ჩამოსულან?!-მეორე სართულის აივნიდან კიოდა პატარა ზუბალაშვილი. -თინუ,ჩამოდი იცი რამდენი საჩუქარი ჩამოგიტანე?-მანქანიდან კიოდა ნიტა. -ყველაზე რძალი ხარ!-არ ცხრებოდა თინუ,ლამის აივნიდან გადმოხტა. -დედიკო,როგორ ხართ?როგორ დაისვენეთ?-გზაში შეეგება შვილს მარიამი. -მარო,რაშვები,დე?-ისეთ მხიარულ განწყობაზე დადგა ნიტა ვერ შეატყობდით ეს დღეები მის ფიქრებს სევდა,რომ არ სციდლებოდა. -მომენატრე,ნიტუკა დედი ამდენი ხანი არსად გამიშვიხარ,რა ვქნა ვერ ვეგუები..-ლამის ცრემლები დაღვარა ქალმა. -კარგი ახლა მარიამ,გეყოს მიმიშვი ბავშვთან-მამა-შვილის შეხვედრამ თითქოს ერთ ადგილზე გაყინა ზუბალაშვილი.თითქოს ლევანმა შინაგანად იგრძნო,რაღაც რიგზე რომ ვერ იყო.იგრძნო,რადგან ნიტას ბედნიერი სახე უცებ მოეღრუბლა და მამის მკლავებში გახვეულმა ცრემლები ვერ შეიკავა.ეს არ იყო ბედნიერების ცრემლები,არც მონატრების ეს უფრო სინანულის ცრემლები იყო,რომლებსაც მხოლოდ მშობლები გრძნობენ და მხოლოდ დამნაშავენი ხვდებიან. -ნიტა,მა საჩუქარი არ ჩამომიტანე?-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ლევან ლორთქიფანიძემ და მზერა გახევებული სიძისკენ გააპარა. -კი,მამი ჩამოგიტანე..-ძლივს იღიმოდა გოგონა. -მეორე მამას?- რეზიმ და მომღიმარმა გადახედა რძალს. -თქვენც,რა თქმა უნდა..-ნიტა ისე დაიბნა რეზის გულიანად გაეცინა მის აწითლებულ ლოყებზე. -შევიდეთ შიგნით დავსხდეთ,როგორ იმგზავრეთ ნიტა?გიგი ხმას რატომ არ იღებ?-არ ჩერდებოდა ელენე. -კარგად ვიმგზავრეთ,მადლობა რამდენი გიწვალიათ..-სუფრას მოავლო გოგონამ თვალი. -ნიიიტაა!-მეორე სართულის კიბის თავში იდგა თინუ და იქიდან კიოდა. -თინუუ?!-ხელები გაშალა ნიტამ. იქიდან დაეშვა თუ არა მისი მეგობარი მთელი ინერციით გაექანა გოგონასკენ და დიდი ხნის უნახავ დაქალს ჩაეხუტა. -მომენატრე,გოგო იცი რამდენი რამე მაქვს მოსაყოლი?!-არ ჩერდებოდა თინუ. -თინუ,როგორ ხარ?-წარბაწევით გადახედა უმცროს დას გიგიმ. -შენ მერე გნახავ-ხელი აიქნია გოგონამ და ისევ ნიტას დააცხრა-როგორი იყო ინდონეზია? -შევცდით,შენც უნდა წაგვეყვანე და უკეთ გავერთობოდით!-მაგიდასთან დაჯდა ნიტა. -რატო? ვერ გაერთეთ გვრიტებო?-წარბები აათამაშა თინუმ,უეცრად გიგის დაქაჩულ თვალებს რომ გადააწყდა. -თინუ დაემიწე სკამზე,მოდი!-კბილებში გამოსცრა „გაღიმებულმა“ გიგიმ და სიცილისგან გადაწითლებულ დას ხელით ანიშნდა დამჯდარიყო. -ნიტა,შეგირცხვეს ნამუსი ეს უჟმური გაგატანე და „ჰანიმუნიდანაც“ ასეთი უნდა ჩამოგეყვანა? -შენ რამე ხოარ მოგლანდებია?-ყურში უჩურჩულა გიგიმ-სამჯერ ჩაგდებ მიწაში და ოთხჯერ ამოგიყვან,თუარ გაჩუმდები! -სასიკვდილოთ ვერ მიმეტებ,არა?!-სიცილს არ წყვეტდა თინუ.-რატომ ხარ ჩუმად,თქვით რა რამე,როგორი იყო ბალი?ძმისშვილს როდის ველოდები?-ბოლო სიტყვებზე ნიტას წვენი გადასცდა და ისეთი ხველება დაეწყო,ყველა შეშფოთებული უყურებდა გოგონას. -თინათინ,გეყოს!-დედის სიტყვებზე სერიოზული სახე მიიღო გოგონამ და სკამზე კომფორტულად მოკალათდა. წყვილს ათას კითხვას უსვამდნენ. ნიტას ღიმილის უკან მშობლები ხედავდნენ მის ჩამქვრალ თვალებს. ლევანს გიგისთვის აშკარად რაღაცის თქმა სურდა მარიამმა,რომ გააჩერა. რეზი მიუხვდა მეგობარს სათქმელის შინაარს და უნებურად დაიძაბა. პირველად იყო გიგის გამო უხერხულ სიტუაციაში და თითქოს ვერ პატიობდა შვილს. წასვლის წინ ყველას რომ დაემშვიდობა სიძის გარდა,ნათლად გამოხატული უკმაყოფილება თითქოს ამით აგრძნობინა უფროსმა ლორთქიფანიძემ და ზუბალაშვილების სახლი დატოვა. გიგიმ ერეკლეს ცუდად ყოფნა მოიმიზეზა და სახლს რაც შეიძლებოდა სწრაფად გაეცალა. -ნიტა,შეიძლება?-ოთახში თავი შეჰყო ელენემ. -კი,მობრძანდით..-მარტოობით გამოწვეული ნაცნობი სევდა სადღაც შეჩურთა და ქალს გაუღიმა. -როგორ ხარ,ნიტა?-საწოლზე ჩამოჯდა ელენე. -არამიშავს,თავად? -ნიტა,ნუ მელაპარაკები ისე როგორც მოხუც დედამთილებს,ახალი რძლები..-თბილად გაუღიმა ქალმა-მოდუნდი,ყველა ფუნცქია მაქვს დედამთილობის გარდა,კარგი? -კარგი..-ქალის სიტყვებმა სასიამოვნო იმპულსები დაგზავნა ნიტას სხეულში და გაეღიმა. -მომიყევი,რა გაწუხებს ისე როგორც მარიამს მოუყვებოდი,გათხოვილი ქალის სტატუსი,რომ არ გიშლიდეს ხელს.. -მე არ..არაფერი.. -ნიტა,შემომხედე?სულელს ვგევარ?-გაეღიმა ქალს და საწოლზე იდაყვით დაყრნობილმა გაღიმებულმა ჩააცქერდა რძალს თვალებში-ვითომ მე გიგის დედა არ ვარ,კარგი? -ასე ძალიან მეტყობა?-ხმა აუკანკალდა გოგონას-ვიფიქრე თუ გავიცინებდი და ბევრს ვილაპარაკებდი არ ...-თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან. -ნიტა,გიგი გიყვარს?-ხმა შეეცვალა ქალს. -თქვენი აზრით? -ეგ სიყვარული ორივეს გეყოფათ? -არ გვყოფნის,როგორც ჩანს თითქოს ვერევი ჩემ თავს,მაგრამ საკმარისია მამაჩემის თვალებს წავაწყდე,იმ ბავშვს ვემგვანები ბებოს მურაბა რომ მოპარა და ჭამისას შეუსწრეს.. -ჰო,გოგოსთვის რთულია მამასთან ემოციების დამალვა,ეს ქალიშვილის და მამის ერთგვარი საიდუმლო ინსტიქტის ამბავია. -თუ ოდესმე ჩემ მშობლებთან ვიტყვი,რომ მხოლოდ ჩემი სიყვარულის ამარა ვართ მე და გიგი,ამას არც მე მაპატიებენ და არც მას,მე არ მინდა რომ მათ გიგი არ უყვარდეთ,თუნდაც ამ მიზეზით,მასზე ნაწყენი დარჩნენ.. -პატარა ანგელოზი ხარ..-გაეღიმა ელენეს და გვერდით მიწოლილ რძალს თმაზე თბილად ჩამოუსვა ხელი.-მოდი ჩემთან..-საწოლზე წამოჯდა ქალი და ნიტას თავი კალთაში მოიქცია-მარიამმა მითხრა ბავშვობაში გიყვარდა ჯაგრისით თმის დავარცხნა.. -ჰო,ერთგვარი თერაპია იყო-გაეღიმა გოგონას. -მოდი ჩავიტაროთ თერაპია,ხო?!-გაეღიმა ელენეს და იქვე დადებულ ჯაგრის ჩაავლო თავისი სუსტი თითები.მონოტორულად უსვამდა გოგონას თმებზე და მის ცრმლებს გულისტკივილით აკვირდებოდა. -მითხარი,ელენე ნატას კარგად იცნობდი? -ერთხელ მოიყვანა გიგიმ სახლში და 1 საათიც მეყო იმის გასაგებად რას წარმოადგენდა ყიფიანის ქალი. -და რას წარმოადგენდა? -თინუსგან არ იცი? -მერიდებოდა მეკითხა,მაშინ ხომ გესმის... -ჰო,მაშინ გიგის ცოლი არ იყავი-გაეღიმა ქალს-იცი,არ ვიცი ნიტა,შვილის აღზრდისას მას რაღაც ღირებულებებს უნერგავ,რასაც სულ რომ გააურჯულონ,გულის სიღრმეში მაინც ინახავს და ვერავინ შეძლებს გულიდან ამოურეცხოს.გიგის ოჯახის სიყვარულს და პატივისცემას ვასწავლიდით,ტრადიციული ოჯახის მთელი აკრძალვები არასდროს გვქონია,მაგრამ ყოველთვის ვიჭერდით ზღვარს.ნიტა,დამიჯერე ერთ დღეს იგრძნობ,როგორ გეყრდნობა,როგორ გენდობა და გაფასებს,იგრძნობ რომ მილიონ ქალში გამოგარჩევს,ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე,მხოლოდ ეცადე ის იყო ვინც ხარ,ზუსტად ასეთი სჭირდები გიგის.დრო გავა და ის იქცევა შენთვის საყრდენად,რომლის იმედიც გექნება სამყაროში,ეს არ იქნება ბავშვური სიყვარული ან ვნება,რომელიც დროთა განმავლობაში გაივლის და ჩაცხრება.ის რომ დღეს რომანტიკით გაჟღენთილი წყვილი არ ხართ,რომლებიც სიყვარულის საბურველში არიან გახვეულნი არ ნიშნავს,რომ უბედურებისთვის ხარ განწირული,გახსოვდეს უბრალოდ სხვებზე ძლიერი აღმოჩნდი,ბუნებამ ჩემი შვილის მსგავსი ვირი,რომ გიწილადა.. -ელენე,შენ ისეთი კარგი ხარ.. -დედამთილი ხომ არ ვარ,არა?!-ორივეს სიცილის ტალღამ გადაუარა. -არა,დედამთილი არა. ოთახში თინუ შემოვარდა ქარბორბალასავით და მათი მყუდროებაც დაირღვა. *** -აქ რას აკეთებს თაფლობის თვიდან დაბრუნებული კაცი,გამაგებინოს ვინმემ?!-სიცილით ჩამოჯდა გიგის წინ ერეკლე და მეგობარს მხარზე ხელი დაჰკრა. -ერეკლე,ახლა რაღაცას გკითხავ და გულწრფელად მიპასუხე.. -გისმენ.! -ოდესმე ჩემი ცოლი გყვარებია? მამაკაცს სასმელი გადასცდა და ხველება დაეწყო. -რას მეკითხები.. -არ გინდა,არ მომატყუო ვიცი,რომ ადრე მოგწონდა.. -რამე სერიოზული,რომ ყოფილიყო გეტყოდი..-სახეზე გადაფითრდა ერეკლე. -რამდენად არასერიოზული იყო..? -ხომ არ ფიქრობ,რომ ეს კითხვები დაგვიანებულია? -მინდა,რომ ნიტა ბედნიერი იყოს,ისევ ისე იცინოდეს,როგორც ადრე და ამას ვერ ვახერხებ გესმის?ჩემთვის ბავშვობიდან ძმასავით იყავი და ხვდები ალბათ,როგორ მიჭირს ამაზე ლაპარაკი..-მძიმედ ამოისუნთქა გიგიმ და ჭიქას დასწდვა. -ისევ ნატას ამბავია?-ხმა გაუწყდა ერეკლეს. -ნატას ამბავს ერთი წლის წინ დავუსვი წერტილი,დიდი..დიდი წერტილი გესმის?!არ ვყოფილვარ რომანტიკოსი კაცი,ეს შენზე უკეთ არავინ იცის.პრაქტიკულს და გონივრულს უფრო წინ ვაყენებდი ყოველთვის ვიდრე გრძნობებს.არც იმ ასაკში ვარ ჰორმონებს ვებრძოდე,გამაგებინე რა გამომრჩა,ნიტაში რა ვერ დავინახე,რას ვერ ვუყურებ.. -გიგი,ნიტა შენთვის ზედმეტად იდეალურია.დღეს და ხვალ ამ სიტყვებს ვერ გაიგებ,ვერ გადახარშავ,მაგრამ დადგება მომენტი,როცა მიხვდები რასაც ვგულისხმობ.შენ ნიტა ცამდე აიყვანე,მისი პატიოსნება,მისი ქალურობისა და ბავშვურობის ასეთი ფაქიზი შერწყმა,დღეს ამ მომენტში შენ არ თვლი შენს თავს მის ღირსად გესმის?ამიტომ ცდილობ რაღაც ისეთი დაინახო,რაც გაგრძნობინებს,რომ გაქვს უფლება შეეხო.. -2 კვირა ვტანჯე,ისე რომ მისთვის ხელიც არ მიხლია,ჩემი ზურგშექცევით და უემოციობით გამოვწურე,სახლში ჩამოსული კი ისევ უცინოდა ჩვენ მშობლებს..როგორ ეცადა მამამისს არ ეგრძნო ჩვენი ურთიერთობის პრობლემები,როგორ ეცადა და .. -ლევანმა მაინც გაგრძნობინა,რომ არაკაცი ხარ არა?!-გაეცინა ერეკლეს-ჰო,მამებს ეს კარგად გამოსდით,როცა საქმე ქალიშვილებს ეხებათ. -მაინც არ მიპასუხე. -ჰო,ნიტა მომწონდა იმ წამამდე,სანამ მივხვდებოდი,რომ თქვენ შორის რაღაც იყო. -ოდესმე რამე იყო ჩვენ შორის?-ირონიულად გაეცინა გიგის. -მაშინ,როცა შენი სერიოზულ ურთიერთობათა გამოცდილება მარტო ნატა ყიფიანით შემოიფარგლება,ვერ აგიხსნი როგორ უნდა მიხვდე,მაგ ქიმიის ამბავს. -ვა „დაჟე“ ქიმიაც გვაქ? -ხომ გეუბნები,მაგ ამბავში ისე ხარ როგორც მე შექსპიროლოგიაში,აზრზე არ ხარ,ვერ ხვდები,სანამ რამე ან ვინმე არ მიგახვედრებს. -არ ვიცი როგორ მოვექცე,გოგო რომელიც მარტო ჩემი ჩახუტებითაც შეიძლება იყოს ბედნიერი,ჯანდაბა.. როგორ მეგონა,როგორი დარწმუნებული ვიყავი.. -ნიტა არასდროს გადმოდგამს შენკენ ისეთ ნაბიჯებს,რაც ცოლ-ქმარს შორის აუცილებელია,ის ქალია და ისიც ეყოფა მის თავმოყვარეობას,შენი უსიყვარულობა ასეთი ნათელი რომაა მისთვის,ამიტომ გამოიჩინე ინიციატივა.. -მეშინია ამით უფრო არ დავანგრიო,არ გავანადგურო..ერეკლე მას რომ რამე დავუშავო,უფრო რომ ვატკინო თავს ვერ ვაპატიებ გესმის? -იმ ქალს,რომელსაც უყვარხარ იმაზე მეტად რა უნდა ატკინო,რასაც უშენობა ჰქვია? -შენ ზუსტად იცი,რომ შექსპიროლოგიაში..ჰა?!-გაეცინა გიგის. -წადი სახლში,გიგი.. -სამი საათია..-მაჯის საათს დახედა ზუბალაშვილმა-და ზუსტად ვიცი ღვიძავს,მე მიცდის. -ეცადე ეგ გოგო დაიმსახურო.. სახლში ჩუმად შევიდა. სამზარეულოში შუქი იყო და ინსტიქტურად დაიძრა სინათლისკენ. ეგონა ნიტა იყო მაგრამ მამამისი რომ შეხვდა სახე ლამის დაემანჭა მოსალოდნელი საუბრისგან. -ყოჩაღ,გიგი!-გაეღიმა კაცს-ყოველ წამიერად ახერხებ ძმრად ამომადინო ყველა სიტყვა,რომელიც შენზე სიამაყით მითქვამს,ყოჩაღ.. -მამა,ნუ.. -შენ მამა დღეს მოკალი,იმ პატარა გოგოს ჩამქვრალი თვალებით დამაყარე მიწა და მაიძულე მეჭამა ეგ მიწა,მაშინ როცა დაძარღვულ ლევანს ხელი ჩამოვართვი. კედელს უღონოდ მიეყდნო,ეგონა თავზე ჩამოექცა მთელი თავისი განვლილი ცხოვრება. -იმედები სამაგალითოდ გამიცრუე,არადა მეგონა კაცად გაგზარდე. -რეზი,მოიცა რა! -გისმენ,რამე გაქ სათქმელი? -არ მიყვარს,მამა ამის მოსმენა გინდა?არ მიყვარს,როგორც ქალი,ჩემთვის პატარა ნიტაა,რომელიც ჩვენ ეზოში დამალაობანას თამაშობდა თინანოსთან ერთად,ვერ ვუყურებ როგორც ქალს,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ამას ვერ შევძლებ,დღეს თუ არა ხვალ,აუცილე..-ხელის აწევით დაადუმა შვილი. -ძალიან კარგი,ხვალვე დავურეკავ ლევანს და ვეტყვი მისი შვილი სახლში წაიყვანოს. -რა?-სახე აუწითლდა ბრაზისგან გიგის. -შენ ხომ მას ვერ აღიქვამ,როგორც ქალს,ჰოდა წაიყვანს ნიტა 2-3 წელში დაგივიწყებს და იპოვის მას,ვინც მისგან ქალს შექმნის,ვისაც ეყვარება და ვინც მისი ღირსი იქნება,შენ კი შენი ყოფილის მეტი ვფიქრობ არც დაგიმსახურებია,ჰო,აი გიყურებ და იმ ნატოს მეტს არც იმსახურებ.. -ასე უცებ გადავუსვით ხაზი გიგის ცხოვრებას?-მწარედ გაეცინა ზუბალაშვილს. -იმდენად სწრაფად,რამდენადაც მან ეს პატარა გოგო ტვირთად ქცეული ქორწინებით დააქალა.!რისი ღირსიც არ ხარ ცხოვრება ადრე თუ გვიან გართმევს,ოღონდ მერე არ იწუწუნო.. -არ გაბედო!-გიგის ყვირილზე ყველა საძინებელში აინთო სინათლე.-არ გაბედო და მეორედ ჩემი და ჩემი ცოლის პირადში აღარ ჩაერიო,ლევანი ხვალ აქ იმისთვის,რომ გამომეცხადოს ნიტა მიმყავსო მეც დავკარგავ მამას.თუ მამა შვილს ასე სწირავს,მაშინ ეს ბზარიც ვეღარ ავნებს ჩვენს მამაშვილობას!-თვალები ისე ჰქონდა ჩასისხლიანებული რეზის ერთი წამით შეაქანა კიდეც. მერე იყო აწითლებული ლოყა,ელენეს მსუბუქი წამოკივლება და ნიტას შეშინებული თვალები. -ეს ლევანის გასაკეთებელი..-ხმადაბლა ამოილაპარაკა უფროსმა ზუბალაშვილმა-ესეც ჩემი!-ახლა მეორე ლოყა აუხურდა გიგის.-მეორედ,მშობელთან ხმას არ აუწიო,თუნდაც ცამდე მართალი იყო,მე შენი ძმაკაცი არ ვარ..! -რა სამწუხაროა,მეგონა იყავი. -გიგი! პასუხი აღარ გაუცია. კიბის ბოლოს მდგარ ნიტას მაჯაში ხელი წაავლო და გაუაზრებლად ისე დაქაჩა რომ ნიტას ფეხი აებლანდა და მთელი ძალით დაენარცხებოდა კიბის საფეხურებზე ისევ გიგის რომ არ დაეჭირა. -ბოდიში..-ამოიხრიალა და ისე,რომ მისთვის თვალებში არც ჩაუხედავს ფრთხილად წამოაყენა. -გიგი,მოიცადე.. -ფეხი გამოადგი,ძალიან გთხოვ რა..! ხმა აღარ ამოუღიათ ისე შევიდნენ ოთახში. იმ ღამის გარემოება უფრო დამძიმდა,როცა მზერა არეული,გაცეცხლებული და განადგურებული გიგი უმოწყალოდ ფლეთდა ნიტას ფაქიზ გრძნობებს თავისი უხეში შეხებით.ესეც წაართვა,თავიანთი „პირველი“-ის ბედნიერებაც წაართვა. *** არის მომენტი,როცა შენი სული და სხეული ერთდროულად წყვეტს სუნთქვას. ხვდები,რომ ყველა ოცნება რომლის ახდენის რეალური შანსიც გეგონა გქონდა ახლა ისე იფანტება,როგორც აუტოდაფეს დროს წიგნების ფერფლი ჰაერში.ეს ერთგვარი ინკვიზიციაა ადამიანის სულისა და მისი გამოძახილის.თითქოს ყველა ჩვენ მართლაც,რომ გადაშლილი წიგნები ვართ,ისინი კი ამ წიგნების წაკითხვის ნაცვლად მათ წვავენ,ანადგურებენ.ვიწვით ჩვენც,ისე რომ არავის უჩნდება სურვილი ჩაწვდეს ჩვენს ღრმა შინაარსებს. „იქ სადაც წვავენ წიგნებს,მალე ადამიანებსაც დაწვავენ..“-და,ჰო ბატონო ჰაინრიხ,თქვენი სიტყვები ისეთივე ახლოა,როგორც კვამლი,რომელიც გვგუდავს,რომელიც ჩვენსავე სხეულებსა და სულებს ასდით. ხსნა?! ხსნა,მხოლოდ რწმენაშია. ბოლოს და ბოლოს რწმენა რა არის თუ არა იმედი „რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება წინაზე.“ ამ იმედით გაახილა თვალები ნიტა ლორთქიფანიძემ. აუტანელი ტკივილი,რომელიც იმის გააზრებას მოჰყვა,რომ რაც გუშინ მოხდა კოშმარი კიარა ცხადი იყო ყელში მოწოლილი გორგალივით გადააგორა ისევ ამღვრეულ ოკეანეში,რომელშიც აღარ იძვროდა ტალღები,რომელიც ნელ-ნელა ემგვანებოდა ჭაობს. გიგი საწოლში აღარ იყო. თითქოს მხრებიდან ლოდი მოხსნეს,რაც საკუთარი ქმრის დილით ხილვას უდრიდა. ნელა წამოდგა იატაკზე დაგდებული ატლასის მატერია მხრებზე მოისხა და ოთახს თვალი მოავლო,ახლა ისე უნდოდა აქედან გამქრალიყო.. „ამის დრო არ არის ნიტა..“-თავის თავს შეცოდების ნაცვლად დატუქსვა,რომ დაუწყო მიხვდა სწორად ფიქრობდა. ფიქრობდა,რომ მაშინ,როცა საკუთარი თავის შეცოდებას იწყებს ადამიანი ის იმდენად დაუცველი ხდება,როგორც ჭიანჭველა გიგანტური ადამიანის წინაშე,როგორც ადამიანი ეშმაკის წინაშე და საბოლოოდ ეს უკანასკნელი ამარცხებს ჭიანჭველას გაბარიტების მქონე ადამიანს,რომელიც ისევე პატარავდება სულიერად,როგორც ეს არსება.გიგანტური ადამიანიდან ჭიანჭველად გადაქცევამდე ერთი ნაბიჯია,შენ ან საბრალო ხდები ან ანგარიშ გასაწევი ძალა.არჩევანი კი შენზეა,მხოლოდ გონებაში,ბრძოლის ველზე უნდა მიიღო გადაწყვეტილება,საკუთარი თავი გებრალება,თუ არა?! საწოლი დაალაგა. სარაფანი მოირგო და გიგის ჟაკეტში გაუცნობიერებლად გაუყარა ხელები. სიგრილე იყო იმ დილით წყნეთში. თმები კოსად აიკრა და ჩუსტების ფლატუნით ჩავიდა პირველ სართულზე სადაც ოჯახური საუზმე უკვე მზად იყო. -ზურას უთხარი დაელაპარაკოს,ელენე შემომაკვდება..!-ისმოდა რეზის ხმა,მამაკაცმა დალანდა თუ არა კიბეზე მომავალი გოგონა,მაშინვე გადაიტანა სხვა თემაზე საუბარი-ეს კაბა ძალიან გიხდება!-წარბებაწკეპილ ელენეზე გაეცინა და საფეთქელთან უჩუმრად აკოცა.რას იფიქრებდა იმ დილით რეზი,ასე თუ მოუკლავდა გულს მათი სიყვარულით სავსე დეტალები ახალგაზრდა წყვილს,რომელსაც ყველაფერი ჰქონდათ ამ გრძნობის გარდა. გიგიმ არც კი შეიმჩნია ნიტას კაბა,არც მისი თვალები შეიმჩნია და არც ის,თავისი მოსაცმელი რომ ეცვა გოგონას. -ნიტუ,გაიღვიძე?-სამზარეულოდან გამოსძახა ელენემ.-ძალიან გთხოვ,თინუნას კარი შეუნგრიე სხვაგვარად ვერ ვაგდებ საწოლიდან! -აქ ვარ,ქალბატონო ელენე არ გვინდა დილიდან ძალადობა და დილის მადლის შეურაცხყოფა!-კიბეებზე ხალისით დაეშვა გოგონა და დაქალს ზურგზე შეახტა. -თინუ რა გიჟი ხარ!-იცინოდა ნიტა და ზურგზე მოკიდებულ თინუსთან ერთად წონასწორობას ძლივს იცავდა. -თინა მძიმე ხარ! -თინა ბებიაშენია.-ენა გამოუყო დამ უფროს ძმას. -დიახაც,უთუოდ ბებიათქვენია ქალბატონი თინა და პატივისცემით მომიხსენიეთ!-ქოთქოთით შემოვიდა სახლში ქალბატონი თინათინ ზუბალაშვილი და ახალგაზრდებს გამომცდელი მზერა მოავლო-ბებო,ჩამოდი ძირს და ნუ დატოვე ზუბალაშვილები მემკვიდრის გარეშე,მოსწყდა ამ სიფრიფანა გოგოს წელი,არა ელენე,შვილო ეს ბავშვი ჩემს რეზის სულ არ ჰგავს..! -მოყოლილია,ქალბატონო დედა..-ამოილაპრაკა ელენემ და გოგონებთან ერთად სიცილის ტალღაში მოჰყვა. -გიგი,შვილო შენი ცოლი არაფერს ჭამს?პირადად უნდა იზრუნო,რომ ჯანსაღად იკვებოს. მასზე ზრუნვა შენი მოვალეობაა,რომ იცოდე! -ვიცი თინა ვიცი,ამ ბოლო დროს ყველა ამას მიმეორებს..-ლოყები დაუკოცნა ბებიას და მაგიდისკენ გაემართა. -არც შენ გავხარ მამაშენს..-უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა თინამ და მაგიდაზე მისი ადგილი დაიკავა. გოგონებმა წვენის ბოთლებიც ჩადგეს და ჩაიდანით ცხელი წყალიც. -კარგი,დასხედით აღარ უნდა მეტი,რაა..-წუწუნი დაიწყო ზურამ,ელენეს ძმამ. -ზურა,შვილო მარიკა როგორ არის? -კარგად,ქალბატონო თინათინ,მადლობა მოკითხვისთვის..-თავაზიანად გაუღიმა ზურამ ქალს. -რა გალანტური ბიჭი ხარ,ზურა შვილო,სულ არ კარგავ შენს პეწს,არა ვის გვანან ჩემი შვილიშვილები,ალბათ დედათქვენის მხარეზე წავიდნენ..-ამოილაპარაკა ქალმა და აფხუკუნებულ ახალგაზრდებს ყურიც არ ათხოვა. ნიტა თინუს რომ მიუჯდა,რეზის ხმამაც არ დააყოვნა. -ნიტა,შენ მანდ არა შვილო,მეუღლის გვერდით დაიკავე ადგილი.. მეხის გავარდნას ჰგავდა რეზი ზუბალაშვილის ეს სიტყვები. მუხლების კანკალით წავიდა გიგისკენ,რომელსაც რეაქცია საერთოდ არ ჰქონია. გიგის გვერდით სკამი ხმაურით გამოსწია და მის გვერდით დაჯდა. უნებურად ისეთი სიცივე იგრძნო ქმრის ჟაკეტში გახვეული,კიდევ უფრო აიბუზა. -უფრო თბილი ჟაკეტებიც მაქვს..-ამოილაპრაკა გიგიმ,ისე რომ გოგოსთვის არც შეუხედავს. -ბოდიში,არ დავკვირვებივარ.. -ამიტომ არ მითქვამს,გცივა.. -არაუშავს გამივლის.. -გაგივლის,რა?-გაეცინა გიგის,სკამი უკან გასწია და კიბისკენ დაიძრა. ვერავინ მიხვდა წყვილის ჩურჩულის შემდეგ გიგიმ საუზმე რატომ დატოვა. ყველა თითქოს ერთმანეთს ელოდა,როდის გაბედავდა ვინმე კითხვის დასმას. სულ მალე გიგი ხელში უფრო თბილი მოსაცმლით დაბრუნდა. -ეს ჩაიცვი,უფრო თბილია. იგრძნო,როგორ შეეხო ცივი თითები მის მხრებს,მერე როგორ ჩაასრიალა მკლავებზე და ჟაკეტისგან გაანთავისუფლა სუსტი სხეული. თითქოს ხომ არაფერი?! მაგრამ იგრძნობდა მათ ამ დეტალებში ის ქიმია,რაზეც წინა ღამით ერეკლე საუბრობდა. ამის შესამჩნევად მახვილი თვალი იყო საჭირო,მხოლოდ მახვილი თვალი. უხმაუროდ ისაუზმეს. მხოლოდ თინუს ტიტინი ისმოდა სახლში. ალაგ-ალაგ სიცილის ნოტებიც ირეოდა და გიგის მობეზრებული თვალები. -ზუბალაშვილებს სალამი ჩვენგან!-სახლში ბერიძეები შემოვიდნენ. -ერეკლე,დათა!-მაშინვე აწიოკდა თინუ. -ჭინკაც სახლში ყოფილა..-გაეღიმა ერეკლეს ძმას,დათას. -დასხედით ბიჭებო,კარგ დროს მოხვედით თინუ გვიყვებოდა თავისი ლექტორისა და კურსელი სიყვარულის ამბებს..-ელენემ თეფშები დაულაგა ბიჭებს წინ და აჟიტირებულ ქალიშვილს გადახედა. -გადაგვარჩინა თქვენმა მოსვლამ,თორე მამამისის წინაშე აპირებს მოყვეს,ცუდად რატომ გახდა სტუდენტი და ლექტორმა რატომ გაიყვანა..-ამოილაპარაკა გიგიმ და თინუმ დაკუჭული ხელსახოცი ესროლა. -გიგი,მორჩი რაა.!-გაეცინა ელენეს-ნუ აწვალებ.. -თინანუ,შენ არ ინერვიულო,ლექტორს და დოცენტს თუ არა,ბოლობოლო მასწავლებელსაც არ მოეწონები?-ჩუმად უჩურჩულა ყურში დათამ და ახლა მან მიიღო პატარა ზუბალაშვილისგან მუჯლუგუნი. -აი,შენ ბაღის მასწაველებს ვერ გასცდები ბატონო დათო! -იიი,იხუმრე ?-თვალები დააწვრილა დათამ. -ბავშვებო,ჩვენც აქ ვართ..-უხერხულად გაეცინა ერეკლეს. ელენემ ახალგაზრდებს ხილის წვენი დაუწურა და ეზოში მდებარე მაგიდაზე სხვა ტკბილეულთან ერთად დაუწყო. ჭილის სკამებში მინის მომცრო მაგიდის ირგვლივ ისხდნენ და საუბრობდნენ. -ნიტა,სწავლა როდის გეწყებათ?-ერეკლემ გადახედა გოგონას. -ოქტომბრის დასაწყისში.. -მე და გიგი გატარებთ უნივერსიტეტში,ჩვენი ოფისიც მანდვეა ახლოს.. -ჰო?!-გული მოუკვდა ბერიძეს ნიტას აღფრთოვანებულ თვალებზე. -რა მივქარე თსსუ-ში,რომ ჩავაბარე?-თავი გადაატრიალა თინუმ-მე ფეხით რატომ უნდა ვიწანწალო? -ტაქსი და ფეხით სიარული ახლო მნიშვენლობის ცნებებია?-წარბი ასწია გიგიმ. -ოოჰ,არაფრის აზრზე არ ხარ გიგი. -მე გატარებ შენ,გინდა?-წინადადებით შემოვიდა დათა. -არა,შენ შემირყევ დილის ანგელოზებს შენი 2000 წლით დაძველებული იუმორით,მე სამედიცინოს სტუდენტი ვარ და ჯანსაღი ფსიქიკა მინდა. -სალომეს ვშორდები..-ამოთქვა მძიმედ უფროსმა ბერიძემ და ყველა გაირინდა. -აბა ყველა მოდელი „მოდელი“ არ არისო?-გაეღიმა გიგის. -ანი ბასილაძე ჩემგან ორსულადაა და ყველა კაცი, „კაცი“ არ არის,ეს უფრო უხდება ამ სიტუაციას.-სახე მოისრისა ერეკლემ. -რომელი ბასილაძე?ის...ის გოგო,შენს დაბადების დღეზე შენი ტორტში,რომ ჩაჯდა?-თვალები გააფართოვა თინუმ. -ჰო,აი ის გოგო. -საიდან?როგორ? რანაირად?!-ლამის კიოდა გაოცებული თინუ. -წერომ დაგვიძახა და გვამცნო 9 თვეში კომბოსტოსთან გიცდითო!-სიმწრით გაეცინა ერეკლეს. -სალი?!-დახრილი თავი მაღლა ასწია გიგიმ და ძმაკაცს ამღვრეული თვალები შეანათა. -სალი კვირის ბოლოს ლონდონში წავა,სასწავლებლად. -ერეკლე,ბოდიში რომ გეკითხები,მაგრამ ..-გაუბედავად დაიწყო ნიტამ-ის გოგო რამდენი თვის ორსულია?.. -6 თვის,როგორც წინა კვირაში გავიგე.. -მანამდე არ იცოდი?-ნიტა ისევ ფრთხილი ტონით საუბრობდა. -მე,რომ არ დამენახა ბარში და მასაც ეგრევე რომ არ შეტყობოდა რაშიც იყო საქმე,კარგა ხანს ვერ გაიგებდა ჩემი ძმა,რომ მამა ხდება..-გაეცინა დათას. -მოიცა არ გიმხელდა?-გაოცება ვერ დამალა თინუმ. -ჰო,არ მინდოდა ტვირთად დაგწოლოდიო..-ამოილაპარაკა მძიმედ ერეკლემ. -შემახსენე,შენ და სალი ერთად რამდენი ხანი იყავით?-ისევ ნიტამ წამოიწყო ლაპარაკი. -ნიტა,რა დაკითხვაა?!-ცალყბად გაეცინა გიგის. -2 თვეა..-დაბნეულმა უპასუხა ერეკლემ. -ერეკლე,როცა ადამიანს უყვარხარ შენი შვილიც უნდა უყვარდეს, მე თუ მკითხავთ უფრო მეტადაც კი,არ ვიცი ორ თვეში როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ შენ და სალის,მაგრამ თუ ამ გოგომ მის გამოჩენამდე ჩასახული ბავშვი არ გაპატია,დამიჯერე სანერვიულოც არაფერი გქონია,მით უმეტეს საპატიებელი.-გიგი ზუბალაშვილს სახე აეწვა,მაშინ როცა ცოლის მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვის სიღრმემ გულში ნაპრალები გაუჩინა. -თუ ეს ბავშვი თქვენი ურთიერთობის პროცესში არ ჩაისახა,თუ შენ რეალურად ამ გოგოს არ უღალატე,არ მესმის რატომ დარდობ რომ წავიდა?ვეთანხმები,ნიტას თუ ჩემი შეყვარებული გულწრფელად მიყვარს,მსგავს სიტუაციაში მის შვილსაც მივიღებდი,მართალია გამიჭირდებოდა,აუტანელია ვფიქრობ საყვარელი კაცის შვილი მიიღო და ამ შვილის დედა შენ არ იყო,მაგრამ სიყვარული ასე მესმის.მე ნიტას არ ვგავარ სამწუხაროდ,ის ღიმილით ჩაიკრავდა გულში პატარას,მე მთელი ომი უნდა გადამეტანა ალბათ..-გაეღიმა თინუს-მაგრამ თუ მართლა მეყვარებოდა ამ ომში მოვუგებდი საკუთარ თავს,ამიტომ ნუ ტირი ორ თვიანი ფლირტის გამო,რომელიც ისე დაგაწვიყდება როგორც ის,რა ჭამე გუშინ! -რა ბედნიერი კაცი ხარ,ასეთი გოგოები რომ გყავს?!-გაეცინა ერეკლეს და თინუს ხელი გადახვია-შენ ჩემი დაც ხო ხარ?მარტო გიგის ხომ არ ჰყავხარ?-ეცინებოდა თინუს დამანჭულ სახეზე. -ვინ არი გიგი?რა არი?იჭმევა?-იცინოდა თინუ. საღამომდე იცინოდნენ. ძველ ამბებს იხსენებდნენ. გიგის თითქოს ჰაერივით სჭირდებოდა გვერდით მეგობრები. დაძაბულობა ნელ-ნელა ქრებოდა. -ხვალამდე,აბა კარგად!-ხელი დაუქნია ერეკლემ ჭიშკრის მეორე მხირდან მასპინძლებს. -ხვალ ანაც წამოიყვანე!-ნიტას სიტყვებმა თითქოს ყველა შეაკრთო თინუს გარდა. -მართალია,გავიცნობთ და მისთვისაც კარგია სუფთა ჰერი.. -ჰო?!რავიცი,ვკითხავ..-აშკარად არ ელოდა შემოთავაზებას ერეკლე. -ჰე,შექსპიროლოგო,მიდი ქიმია დამანახე!-ხელი დაუქნია გიგიმ ძმაკაცს და მეორე უნებურად მოხვია ცოლს. -„BIG BROTHER IS WATCHING YOU”-იცინოდა ერეკლე,მალევე ჩასხდნენ მანქანაში ძმები და დატოვეს ზუბალაშვილები. თინუს კურსელი ურეკავდა მეორე კურსელზე ახალი ამბების მოსაყოლად. ელენე და რეზი ჰოლში ისხდნენ და უფროს თინათინთან ერთად უყურებდნენ ახალ ამბებს. გიგიმ ნიტას თავით ანიშნა,რომ მეორე სართულის ვერანდაზე გაჰყოლოდა. ისიც გიგის ჟაკეტით შეიარაღებული უკან აედევნა ქმარს. სარწეველა სკამზე დასხდნენ,მშვიდი საღამო იყო,აქა-იქ ჩიტების ჭიკ-ჭიკიც ისმოდა. -დღეს რაც თქვი ...-ხმა გაუწყდა გიგის-შენამდე შვილი რომ მყოლოდა ასე მარტივად მიიღებდი? -სადაც შენ მიგიღე,შენ შვილს უფრო მარტივადაც კი მივიღებდი..-ამოილაპარაკა ნატამ-შენ,რომ ისე გედარდა ჩემ რეაქციაზე,როგორც ერეკლე დარდობდა იმ გოგოზე,ამას თუ გულისხმობ.. ჯალათივით იყო ნიტას სიტყვები გიგისთვის. -გუშინდელისთვის,ბოდიში მი.. -ამისთვის ბოდიშს არ იხდიან,გიგი!-სიტყვა შუა გზაში გააწყვეტინა გოგონამ.-თუ რაღაც უნდა ინანო,არ გააკეთო მაშინ ეგ რაღაც. -ჩვენ შორის უფროსი რომელია ხანდახან მავიწყდება..-საცოდავად ჩაქინდრა თავი-ყველაზე მეტად ეს სიტუაცია მეზიზღება,როცა მართალი არ ვარ,როცა არასწორად ვიქცევი და შედეგებს თავით ვასკდები!ეს ისეთი აუტანელია.. -ჰო,გეთანხმები. -ნიტა,არის რაღაცები რასაც უბრალოდ ვერ აგიხსნი.. -არც მითხოვია რამე ამიხსენი-მეთქი. -არადა უნდა მთხოვდე.. -მე აქედან უნდა მივდიოდე,მაგრამ არ მივდივარ შენ გადაწყვიტე ჩვენ შორის უფროსი რომელია,მე თუ შენ?! -სულ ასე არ იქნება,ნიტა.. -სასოწარკვეთილი ხმა მოიცილე!მაღიზიანებს როცა ვინმეს ვეცოდები,მე შენს თბილ მზერას და ადამიანურ მოქცევას დახამებული ქალი არ ვარ,გესმის?თუ ამ ოჯახური ცხოვრების ატანა შენთვის რთულია,თუ იმის ალბათობა,რომ შეგიყვარდები ნულის ტოლია,მაშინ დროა ჩავალა.. -არ დაასრულო!შენ თუ ჩემოდანს ჩაალაგებ,არ იქნება მხოლოდ შენი ჩემოდნები,ჩემიც მანდვე იქნება.ერთად წავალთ.ოჯახის შექმნა ჩვენთვის მხოლოდ ქორწილით ვერ შემოიფარგლა,ნელ-ნელა შევქმნით,ავაშენებთ და მყარად დავდგებით.მთავარია გავუძლოთ მე შენ და შენ ჩემს შტორმებს,გასაგებად ავხსენი?თუ ჩვენი თანაცხოვრება პირდაპირ უდაბნოს გავლით იწყება,თაფლის და რძის ქვეყანაც მალე შეგვხვდება,თუნდაც ამას ორმოცი წელი დასჭირდეს.გიხდება ჩემი ჟაკეტები..-ხელი ფრთხილად გადახვია ათრთოლებულ გოგონას და გულზე მიიკრა. ისხდნენ სრულ სიჩუმეში. ნიტას ფეხები აკეცილი ჰქონდა და მუხლის თავებით ოდნავ ეხებოდა გიგის მარცხენა ფეხს,სამაგიეროდ მის გულზე აკრული უსმენდა მამაკაცის გულისცემას და გონებაში არეული აზრების სწორად დაწყობას ევედრებოდა ღმერთს. *** ნიტა უნებურად ექცეოდა ყურადღების ცენტრში. ელენეს და რეზის მისდამი სიყვარული დღითიდღე უფრო უღრმავდებოდათ. ამ გოგოს ჰქონდა შინაგანი აურა,რომელიც ადამიანს მასთან ურთიერთობის დროს თავს კომფორტულად აგრძნობინებდა. ასაკის მიუხედავად შეგეძლო მასთან ისე გესაუბრა,როგორც საკუთარ თავთან და ამის მისახვედრად საჭირო მხოლოდ ის იყო,მისთვის თვალებში ჩაგეხედა. -ნიტა,მე სამსახურში მივდივარ ..-ოთახის კართან მისულმა მიაძახა მძინარე ცოლს და კარი ისე დაუდევრად გაიჯახუნა საწოლიდან წამოფრენილი ნიტა პირდაპირ იატაკზე გაიშხლართა. იგრძნო,როგორ გატკაცუნდა ძვალი და აუტანელმა ტკივილმა ლამის გააგიჟა. თავადაც ვერ მიხვდა ძილბურანში მყოფი კარის ხმამ ასე,როგორ შეაშინა რომ იატაკზე აღმონდა,მაგრამ ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ფეხზე წამოდგომა სცადა იატაკზე ხელების დაყრდნობით,მაგრამ მარჯვენა ხელის ტკივილმა ისე გააგიჟა ისევ იატაკზე აღმოჩნდა უღონოდ დაგდებული. ასე დიდხანს ვეღარ გაძლებდა,ტუმბომდე მიღოღდა,სადაც ტელეფონი ეგულებოდა და გაუცნობიერებლად დაურეკა თავის ქმარს,რომელიც ჯერ ისევ სახლის ეზოში იყო და მანქანაში ჯდებოდა. -ჰო,ნიტა?!-გაისმა გიგის ხმა. -გიგი,ძალიან გთხოვ ამოდი..დავეცი,მხარი მტკივა..-ამოილუღლუღა ატირებულმა გოგონამ. -ნიტა,არ მცალია თინუს დავუძახებ და მოგხედავს..-ტელეფონში წუილით გაისმა გაბმული ზარის ხმა,ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და აკანკალებული ნიკაპი ძლივს დაიმორჩილა უნდოდა მთელი ძალით ეკივლა,ტკივილი აგიჟებდა. მისი ქმრის ხმა მოესმა,თინუს ეუბნებოდა ნიტას ააკითხე ოთახში,მგონი ფეხი ეტკინაო. იმ წამს მხარზე მეტად გიგის სიტყვები აეწვა. ოთახში მომღიმარი თინუ შემოვიდა,რომელსაც დაქალის დანახვაზე ფერი ეცვალა. -ნიტა,რა გჭირს?-შეჰკივლა გოგონამ და ნიტას წამოყენებას ეცადა. -დავეცი,საწოლიდან გადმოვვარდი და დავეცი..-ლუღლუღებდა და ცდილობდა ბოლო ხმაზე არ ეტირა. -მაჩვენე ..-იატაკზე მის გვერდით ჩამოჯდა და მოშიშვლებული მხარი შეათვალიერა,რომელიც უკვე შესიებას იწყებდა. -თინუ,მტკივა ძალიან,მტკივა.. -რა დაემართა?-ოთახში ელენე შემოვიდა და იატაკზე მწოლიარე რძალი,რომ დაინახა თვალები ინსტიქტურად დაექაჩა-რა გჭირს დედი?რეეზი!! -არა,უბრალოდ მგონი ხელი ვიტკინე.. -დედა დამეხმარე საწოლამდე მივიყვანოთ.-თინუმ განკარგულება გასცა და ნიტა ძლივსძლიობით დააწვინეს საწოლზე,რეზიც მალევე ამოვიდა. ელენე და თინუ უკვე აცმევდნენ გოგონას რეზი კი ნაცნობ ექიმს ესაუბრებოდა ტელეფონით. მალევე წაიყვანეს საავადმყოფოში. -ჰო,მამა ..-გაისმა ტელეფონში გიგის ხმა. -ნიტა საავადმყოფოში დავაწვინეთ,ხელია აქვს მოტეხილი.. -რა მოუვიდა? -საწოლიდან გადმოვარდა,გიგი,ნიტას ხელი აქვს მოტეხილი..-კაცს უკვე ძარღვები გადმოაჯდა სიბრაზისგან. -კაი,როგორც კი გავთავისუფლდები მოვალ..-გაუთიშა. გაოცდა. ვინმეს რეზისთვის,რომ დაერეკა ელენემ თითი გაიჭრაო,ყველას და ყველაფერს მაიტოვებდა. მასთან გაიქცეოდა. სიყვარულის არ ქონა ვერ განაპირობებდა ბედნიერი ოჯახის შექმას. პრაქტიკულად მოაზროვნე გონება ვერ გახდებოდა მათი ბედნიერი მომავლის გარანტი. შეეშინდა. უფროს ზუბალაშვილს პირველად შეეშინდა ასე ძალიან. შეეშინდა,რომ ის რასაც გიგი უნებლიეთ ნიტას უკეთებდა ბუმერანგით უკან არ დაბრუნებულიყო. პალატასთან მდგარ ქალიშვილს შეავლო მზერა და უფრო მეტად შეეშინდა. საღამოს უკვე სახლში იყვნენ. ვახშმად დაბრუნებულ გიგის სახლში ისეთი სიჩუმე დაუხდა უნებურად დაუარა უსიამოვნო იმპულსებმა სხეულში. -ხართ ვინმე?-ცარიელ ჰოლში ხმამაღლა დაიძახა და ირგვლივ მიმოიხედა. კიბეზე დედამისი ჩამოდიოდა დაღლილი სახით. -დაგაგვიანდა..-ამოილაპარაკა ელენემ და შვილს არც კი შეხედა ისე აიღო გეზი სამზარეულოსკენ. -დედა,საქმე თავზე მეყარა,რა მოხდა? -დაგირეკა,გიგი,შენ დაგირეკა!-ამოიყვირა ქალმა და ათრთოლებული თითებით დაეყრდნო სამზარეულოს მაგიდას-იატაკზე ხელმოტეხილი,უღონოდ იწვა,მოცეკვავეა,მისთვის სხეულის კიდურები ისეთივე მნიშვნელოვანია,როგორც ადამიანისთვის სუნთქვა,შენ დაგირეკა,მის ქმარს...10 წუთით დაიგვიანებდი ზემოთ რომ აბრუნებულიყავი და გენახა,მეორე ათი წუთი საავადმყოფოში მისვლისთვის დაგჭირდებოდა და თუ ასეთი სამკვდრო-სასიცოცხლო საქმე გექნებოდა იმ შენს სამსახურში ჩვენ დაგვიტოვებდი..რა მოგივიდოდა ცოტა ხნით,რომ დაგეგვიანა?! -ელე.. -გაჩუმდი!ნიტა 2 თვე ვერ დაესწრება ცეკვის რეპეტიციებს,რომელიც კვირის ბოლოს ეწყებოდა,ორი თვის მერე დიდი შანსია აღმოჩნდეს,რომ პრობლემები შეექმნება თუ ცეკვას გააგრძელებს,ახლა შეგიძლია წახვიდე და იმუშაო! ეგონა თავში ურო მთელი ძალით ჩაარტყეს. სკალპი ააძრეს და ზედ მარილი მოაყარეს. სხეულის ყველა ნაწილი აეწვა საკუთარი დანაშაულის გრძნობისგან,რომელიც მეტასტაზებივით ედებოდა მის ორგანიზმს. კიბეებზე ძლივს ავიდა. რამდენიმე წუთით გაყინული იდგა საკუთარი ოთახის კართან. იმ მომენტში გიგი ზუბალაშვილს ყველაზე მეტად გიგი ზუბალაშვილი სძულდა და ეს გრძნობა მთლიანად კლავდა მის შინაგანს. „ღმერთო,გემუდარები..გთხოვ თუ ახლა ჩემი გესმის,არ წაართვა მას ცეკვის შანსი და მე მისი თავი..“ კარის სახელურს დააწვა და ჩაბნელებულ ოთახში შევიდა. ჰალსტუხი,რომელიც ასე აწამებდა ორი თითით შეიხსნა და ცოლის მხარეს,საწოლზე ჩამოჯდა. -ჩემი პატარა დის პატარა დაქალი იყავი..-ნიტას მის ჩახლეჩილ ხმაზე და სიტყვებზე ერთდროულად გაჟრჟოლა-არასდროს გამიიგივებიხარ თინანოსთან,არასდროს აღმიქვიხარ,როგორც საკუთარი და ალბათ ეს იყო მიზეზი,რამაც გამიადვილა გადაწყვეტილების მიღება.იქნებ ჯობდა,როგორც და,ისე მყვარებოდი?იქნებ ასე აგერიდებინა თავიდან ის ცხოვრება მე რომ გთავაზობ და შენ,რომ ჯიუტად მთანხმდები?!გაგეცნო ბიჭი,რომელიც დაგავიწყებდა ჩემ თავს,მას გაუჩენდი შვილებს და იქნებოდი ბედნიერი დედა?!იქნებ ... ნიტა,მითხარი სად ვუშვებ შეცდომას?-მისი ხმა ისეთი სევდით იყო გაჯერებული ნიტას გული გაუჩერდა წამით-ჩემი შეცდომა ისაა,რომ აქ ხარ თუ ის,რომ ასე ხარ?! -შენ შეცდომა არ დაგიშვია-მკრთალად გაეღიმა მთვარის შუქზე თვალებგაშტერებულ გოგონას-შეცდომა აქ მხოლოდ მე დავუშვი,არ დაველოდე,ხო...ბოლომდე მჯეროდა რომ ღმერთი აუცილებლად შემახვედრებდა მას ვისაც ვეყვარებოდი და ამ ბედნიერ წამს ვიგრძნობდი.მე მას არ დაველოდე,შენს წინადადებაზე გავმხდარიყავი შენი ცოლი უბრალოდ თანხმობა განვაცხადე,არ დაველოდე იმ გრძნობას,რომელიც მე თავს ბედნიერად მაგრძნობინებდა,ახლა კი იმას ვიმკი რაც დავთესე... -მე შენი შეცდომა ვარ?-სიმწრით გაეცინა გიგის. -რა გინდა რომ გიპასუხო?დაახლოებით,შენ მე გშვი,როგორც საკუთარი შეცდომა და ახლა მომიწევს მთელი ცხოვრება ავიტანო ის ფაქტი,რომ შევცდი!შენ აქ უდანაშაულო ხარ. -ნიტა მითხარი როგორ მოვიქცე.. -უბრალოდ შენი არსებობა შემიმსუბუქე! მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ და იმ მომენტში ნიტას მზერამ მთლიანად დაშალა გიგი ზუბალაშვილი,როგორც პიროვნება,როგორც ადამიანი,როგორც შეცდომა და როგორც სიყვარული ნიტას თვალში. ჰო,ალბათ სიყვარულსაც აქვს ვადა,მანამ სანამ ეს უკანასკნელი იმ წერტილამდე არ მიგვიყვანს,როცა ყოფიერება აუტანელი ხდება. და სად არის ჩვენი „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე?“-იქ,სადაც სიყვარული წყვეტს არსებობას და ყოველივე ეს გადაიზრდება „გაძლება“-ში. უძლებ მანამ,სანამ ამის ძალა გაქვს. მერე ინგრევი. მერე იშლები და ხვდები,რომ ეს ყველაფერი ამად არ ღირს. საერთოდ არ ღირს არაფრად. ან ვინ იცის იქნებ სიყვარულის სწორედ ეს არის. ნიტას ცხოვრებაში იმ ღამის მერე ახალი ეტაპი დაიწყო. ყველაფერი თავდაყირა დადგა. დილით გიგის ბუზღუნი აღვიძებდა,რომელიც თხოვდა,რომ თვალები სწრაფად გაეხილა. თვალებდაჭყეტილს საუზმის ლანგრით საწოლში მჯდომარე გიგი ხვდებოდა,რომელიც უკვე გამოწყობილი იყო სამსახურში წასასვლელად. წუწუნი,ხვეწნა-მუდარა და შეპირება,რომ საჭმელს ორი საათის მერეც შეჭამდა ზუბალაშვილთან არ ჭრიდა. ყოველ დილით,სანამ თაბაშირს მოხსნიდნენ ნიტას თავად ასაუზმებდა. თავისი ხელით აჭმევდა. მაშინ,როცა შესვენებაზე ბიჭებთან ერთად ბარში გადიოდა ახლა სახლში მორბოდა,იმიტომ რომ სადილზე ნიტასთვის მოესწრო. გაოცებას ვერ მალავდა ვერავინ,როცა ატყობდნენ გიგი როგორი ნასიამოვნები სახით ბრუნდებოდა სამსახურში,როცა ნიტას თავად აჭმევდა და მშვიდად დაიგულებდა სახლში. დადიოდა წარბაწეული თინუ და ელენესთან ხელჩართულ ბრძოლაში ფარ-ხმალს არ ყრიდა. -ხომ შეიძლება რომ დაინახო,როგორ შეიცვალა?-არ ცხრებოდა ელენე. -არ მომწონს,სანამ ამ გოგოს ხელი არ მოტეხა.. -მას არ მოუტეხავს,თინუ ნუ აზვიადებ! -რას ქვია ვაზვიადებ?შენ,რა მის მხარეს ხარ? -ერთადერთი რის მხარესაც ვიბრძვი ჩემი ოჯახია ნუ მართმევ იმედს,რომ ჩემი შვილი ბედნიერი იქნება,გესმის?-თინუს მუხლები მოეკვეთა ელენეს ცრემლებზე.იშვიათად ტიროდა დედამისი,ბოლოს რომ იტირა თინუ 6 წლის იყო და მუხლი ჰქონდა გადაყვლეფილი,ელენეს საშინლად შეეშინდა შვილის აცლილი კანის დანახვისას,მას შემდეგ დედის ცრემლები აღარ უნახავს,ახლა თითქოს ხმა ჩაუვარდა,თითქოს უხილავმა ძალამ ის იმედი დაანახა,რომელსაც ასე ებღაუჭებოდა ღიმილს ამოფარებული ქალი. ესმოდა სამზარეულოს კართან გაქვავებულ ნიტას დედამთილის სიტყვები. ჯერაც 19 წლისას უკვე იმაზე მეტის ატანა უწევდა,ვიდრე ფიქრობდა,რომ ოჯახი მოითხოვდა. თავისი მშობლების ბედნიერების ვალდებულებას ახლა გიგის დედ-მამაც ემატებოდა,ვინ იცის როგორ ამძიმებდა ეს გარემოება მთლიან სიტუაციას?! მხოლოდ მან,ვისაც ერთხელ მაინც უგრძვნია,რომ იყოს ბედნიერი ეს მისი ვალდებულებაა! -ელენე,დედა ვერ ყოფილა მთლად კარგად,ორი წნევა აწუხებს,მასთან მინდა წასვლა,შეგიძლია გიგის აუხსნა?!-ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ. -რა სჭირს?-შეიცხადა ელენემ და ფეხზე წამოდგა ანერვიულებული რძლის დანახვისას. -ნიტუ,გინდა წამოგყვე?-ჩაერია თინუც. -არა,თინუ მადლობა წავალ და ხვალ დავბრუნდები.. -წამოდი,მე წაგიყვან!-თავშალს დაავლო ხელი და მანქანის გასაღები ხელებში მოიქცია. მთელი გზა ხმის ამოღება ვერცერთმა შეძლო. ნიტა მშობლების სახლში მიიყვანა,გაკვირვებული მარიამის სახე აღარ შეიმჩნია და ნიტას მორცხვ მზერაზე გაეღიმა. იქიდან წამოსულს ეგონა მხრებზე ლოდები დაჰკიდეს. სახლში დაბრუნებულს უფროსი ვაჟიც ახალი მოსული დაუხვდა. -ნიტა სად არის?-გიგის ხელებში მოქცეული ყუთი რომ დაინახა, ვერ აღიქვა,ვერც შვილი აღიქვა ცრემლებს გასაქანი მისცა და დაბურული,დანისლული თვალებით შეხედა გაურკვევლობაში ჩავარდნილ შვილს-დედა,რა მოხდა?-ყუთი იქვე დააგდო და ელენეს დააშტერდა,მერე იგრძნო როგორ აეწვა მარცხენა ლოყა.სისხლი მთელ ორგანიზმში ელვის სისწრაფით დაუდიოდა,გულის კუმშვამ პიკს მიაღწია,იგრძნო საფეთქლებზე გაჩენილი ცეცხლით იწვოდა. -ელენე..-ამოილაპარაკა ცოლის სახელი რეზიმ და მისკენ წავიდა,ასეთი წყობიდან გამოსული ელენე წლებია უკვე ნანახი აღარ ჰყავდა. -დაურეკე ზურას,მოაგვაროს გაყრის საბუთები და დაამთავრე იმ ბაშვის წამება!-ელენეს სიტყვებზე ეგონა თავში ურო ჩასცხეს. -რაა.?!-გიგის ხმა წაერთვა. -რაც გაიგე,არ მინდა შენი უსიყვარულობის გამო სხვისი შვილი გავწირო,გესმის?ის ბავშვი ჩემს თვალწინ იზრდებოდა,საიდან გაქვს ამდენი ეგოიზმი,რომ შენ კეთილდღეობას სხვისი გრძნობები შესწირო,გამაგებინე?!თავი ვინ გგონია,გიგი?ეს გასწავლე?ასე გაგზარდე? -ელენე,დამშვიდდი და მოყევი რა ხდება,სად არის ნიტა?-საუბარში რეზი ჩაერია. -იცრუა,დედას წნევა აქვსო იქ რომ მივიყვანე მარიამი მშვენივრად იყო და გაკვირვებული მიყურებდა,როცა გამოჯანმრთელება ვუსურვე,ბავშვი ასე როგორ გადარიე?არადა,როგორ მეგონა...როგორ ვნატრობდი დალაგდებიან-მეთქი..-თვალცრემლიანმა ქალმა,ვერც კი გაიაზრა რა მოხდა მისი შვილის გულში. გიგის სიტყვაც კი არ დაუძრავს,მეორე სართულზე ავიდა და თავისი ოთახისკენ გაემართა. პირველად იგრძნო თავი ასე დამცირებულად,შეზიზღდა საკუთარი მდგომარეობა,ის მოცემულობა რაშიც თავი მისდაუნებურად ამოჰყო. მაშინ,როცა ეგონა ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდებოდა,ცხოვრება მშვიდ ტემპში მიდიოდა,ზუსტად მაშინ მოუნდა ნიტას ქარიშხალს მათ მშვიდ ოკეანეზე დატრიალება. „ქარიშხალი როგორც კი ჩადგება,ჩვენ ისეთები აღარ ვიქნებით,სანამ ქარიშხლის დასაწისში..“ ოთახში ასულმა ფრთხილად გადმოიღო ჩემოდნები,კარადები დააცარიელა. ფრთხილად იღებდა ნიტას დაკეცილ ტანსაცმელებს და ლამაზად ალაგებდა ჩემოდნებში. თავისი უჯრების დაცარიელებას,რომ მორჩა ახლა ნიტას თაროებს მიადგა. გააჟრჟოლა ლავანდის ფაქიზ არომატზე,რომელიც ასე ნაცნობი იყო და ასეთი ახლობელი. მაზოხისტურად ესიამოვნა,როცა ნიტამ პირველი არასწორი ნაბიჯი გადადგა,როცა ნიტა პირველად დანებდა მოცემულ სიტუაციას და როცა ნიტამ პირველად დაყარა ფარ-ხმალი. თავადაც ვერ იაზრებდა,რომ ნიტას იდეალურობით დათრგუნული ზუბალაშვილის კედლები ნელ-ნელა იბზარებოდა,ინგრეოდა. მეტამორფოზა გარდაუვალი იყო. თითქოს იმ ცაზე სადაც ვარსკვლავები მანამდე ციურ სხეულებს წარმოადგენდნენ,ახლა თითოეული მათგანი ამინდის პროგნოზს ცვლიდა. პირქუშ დედამიწაზე ჭორფლებად დაფენილი ვარსკვლავები ჩნდებოდნენ,ნელ-ნელა,აუჩქარებლად. კუს ნაბიჯების ხელოვნებით,ადამიანი სწავლობდა ადამიანის სიყვარულს. დილის 6 საათზე ჩემოდნებით სახლი დატოვა. ლორთქიფანიძეების ორსართულიანი სახლის წინ მანქანა გააჩერა და ნაცნობ ნომერზე დარეკა. პასუხად დუმილი მიიღო. იცოდა უსმენდა ამიტომ თავადვე დაიწყო. -10 წუთი გაქვს,გარეთ გელოდები...-ჩახლეჩილ ხმას ვერაფერი მოუხერხა. -გიგი,მე.. -ნიტა,10 წუთი გაქვს,გარეთ გელოდები! 5 წუთში ნიტა თხელ საღამურში გამოწყობილი ჭიშკართან გამოვიდა,გიგის სხეული დალანდა თუ არა ადგილზე შედგა და თვალებში ჩააშტერდა ქმარს. -შეიძლება,შენი სახლიდან წასვლის მიზეზი გავიგო?-სიგარეტის ღერი კოლოფიდან ფრთხილად ამოაძვრინა და მანქანის კარს მიყრდნობილმა გოგონას სუსტ სხეულს თვალი ააყოლა. -სახლიდან არ წამოსვულვარ..-ხმა გაებზარა ლორთქიფანიძეს. -ახლა სად ხარ,ნიტა? -ჩემი მშობლების სახლში. -ეს სახლი ჩვენია?ჩვენი,ზუბალაშვილების?-გამომცდელად ჩააშტერდა ჭიშკრის მეორე მხარეს მდგარ გოგონას თვალებში. -ჩვენია,ლორთქიფანიძეების!-ამ სიტყვბემა გიგის თითქოს აგრძნობინა ის უპირატესობები,რაც ნიტას გააჩნდა. -ანუ გამოდის,რომ სახლიდან წამოდი.-წარბი მაღლა ასწია და გაეღიმა. -შენც ეგ არ გინდოდა? -მინდოდა!-თავი ისე ამაყად დაუქნია ნიტა ადგილზე გაიყინა,ძარღვებში სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა,ბოლო ძალები მოიკრიბა რომ არ ეტირა. -ჰოდა წამოვედი!-თავი მაღლა ასწია და აკანკალებული ნიკაპს მარჯვენა ხელი ააფარა,რომ ასეთი აშკარა არ ყოფილიყო გიგისთვის მისი ემოციები. -აკი,ორი წამის წინ არ წამოვსულვარო?-თითქოს განძრახ ეთამაშებოდა გიგი ნიტას ნერვულ სისტემას,აინტერესებდა გოგონას სადამდე ეყოფოდა მოთმინების უნარი. -ორი წამის წინ არ მეგონა,თუ ჩემს ქმარს ზუსტად ეს უნდოდა! -პირველად გიყიდე საჩუქარი,პირველად ჩემ ცოლს საჩუქარი ვუყიდე და შინ ისე დავბრუნდი.ეზოში შესულმა ვიგრძენი რომ იქ არ იყავი...ნიტა,შენ სახლში უბრალოდ არ იყავი,ხვდები?! არ შეიმჩნია პირველი საჩუქრის ემოციური მომენტი და მტკიცე მზერით დააჩერდა ქმარს. -გამოდის მაინც გაგტეხე,მაინც ვერ გამიძელი,მაინც წახვედი..! -გიმეორებ,ორი წამის წინ გავიგე რომ შენ გინდოდა ჩემი ორ დღიანი წასვლა სამუდამოდ გექცია.!-ხმა ვეღარ დაიმორჩია და ტირილის ნოტები გაერია ბგერების წარმოთქმისას. -ახლოს რატომ არ მოდიხარ,ჭიშკარს იქით რატომ მელაპარაკები?-გაეცინა გიგის. -ამით რამე შეიცვლება?როდიდან გრძნობ ჩემ ყოფნა არ ყოფნას შენ სიახლოვეს,გიგი?-ჭაობისფერი თვალები დაენისლა გოგონას. -არ დაგიმალავ,პირველად გუშინ ვიგრძენი-ისევ იღიმოდა ზუბალაშვილი. -გეფიცები,სახეს ჩამოგიღებ თუ ამ ამაზრზენ ღიმილს სახიდან არ მოიშორებ!-კბილებში გამოსცრა გამწარებულმა და გიგისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. -მითხარი რა გახდა შენი ბოლო წვეთი?-უფრო ფართოდ გაუღიმა ცოლს და მის წინ ასვეტილი ერთი თავით დაბალი გოგონა შეათვალიერა. -ამას რამე მნიშვნელობა აქვს? -ხომ უნდა ვიცოდე ვის გადავუხადო მადლობა?-გიგის სიცილი და ნიტას ხელის შხუილით დაშვება მის სახეზე ერთი იყო.ისე ახლოს ჰყავდა,ისე მკრთალად იგრძნო ლავანდის სურნელი წამით თვალები მიელულა.ატირებულ გოგონას მაჯა გაუკავა და ახლოს მიიზიდა,უყურებდა როგორ ძლივს სუნთქავდა,ტუჩები უცახცახებდა,ცრემლიან თვალებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს და მთელი სხეულით თრთოდა.თავადაც ვერ გაიაზრა,როგორ ჩაიკრა სუსტი სხეული გულში და ღრმად შეისუნთქა აკვიატებული სურნელი. -ოდესმე,ალბათ მიხვდები,საკმარისად გაიზრდები და მიხვდები,რომ იდეალურ ადამიანთან ურთიერთობა იმაზე რთული რამაა,ვიდრე იყო იდეალური. -რას გულისხმობ?მე ვცდილობ კარგი ცოლი ვიყო,ვცდილობ ეს ტვირთი შეგიმსუბუქო ზედმეტად არ შეგაწუხო,ვცდილობ არ გაგეჩხირო თვალში და ამან ძალიან დამღალა გიგი... -შენთვის კარგი ცოლი ამასთან ასოცირდება? -კარგი ქმრის ასოციაცია შენ გამიქრე,ახლა თავად ვცდილობ ამ ყველაფერს ვებრძოლო,უბრალოდ დედაშენის საუბარი რომ მოვისმინე,ელენე ისეთი კარგია..-ცრემლები ისევ მოერია-არ იმსახურებს მისი შვილი ერთი არასწორი ნაბიჯის გამო იტანჯებოდეს,გესმის? -ამიტომაც გადაწყვიტე მოდი გიგი დავიხსნათ დილეგიდან და ბრძოლის ველიდან გავიქცეთო?-გაეცინა გიგის. -გიგი არაფერი მესმის..-თავი გააქნია გოგონამ და ხელები უღონოდ ჩამოყარა,გიგიმ უფრო აიკრა გულზე მისი სხეული. -ნიტა,შენ ჯერ უნდა დაგიმსახურო რომ მოგიახლოვდე,შენთვის ქმარი რომ გავხდე ჯერ ამ სიმაღლეზე უნდა ამოვიდე.ჩემგან ყოველთვის საუკეთესოს ელოდნენ და უცებ აღმოჩნდა,რომ ხელმოტეხილ ცოლზე თუ ვიზრუნე ამის გამო პუბლიკა ფეხზე უნდა წამოდგეს მადლობისთვის,ამას ვერ აგიხსნი ეს დიდი დარტყმაა,ხვდები?მე ახლა იმ ფსკერზე ვარ სადაც შენ მარტო იმიტომ ვერ ჩამოხვალ,რომ ამას ვერ გაუძლებ შენი ანგელოზის ფრთებით.ჩემგან არ გაიქცე,უბრალოდ დამელოდე შენამდე მოვიდე,კარგი?-ხელისგულებში მოიქცია მისი პატარა სახე და ცხვირზე აკოცა.-აირბინე,წამოიღე რაც გინდა და წავედით. -გიგი,ხომ მოხვალ?..-შიშნარევი ტონით ჩაილაპარაკა ჭიშკრისკენ წასულმა და სევდიანი სახე შეანათა ქმარს. -სხვაგან წასასვლელი არსად მაქვს,მხოლოდ შენ უნდა გამიღო კარი,მოსულა?!-გაეღიმა ნიტას თვალებში აკიაფებულ ვარსკვლავებზე. -შენ მოდი და მე გაგიღებ კარს.-ჩაიჩურჩულა და სახლში შესულმა უჩუმრად აირბინა კიბეზე. ოთახის კართან ატუზულ მამას რომ გადააწყდა მსუბუქად შეჰკივლა და გაეცინა. -მა,შემაშინე. -იოლად ვაკრიტიკებდი იმ მამებს,შვილებს ოჯახის დანგრევის საშუალებას რომ აძლევდნენ..-ამოიხრიალა ლევანმა და შვილს ზემოდან დახედა-ნიტა,კაცი ცხოვრებაში ბევრ რამეს სწავლობს.მინდა იცოდე ამ სახლის და ჩვენი იმედი სულ უნდა გქონდეს,ნებისმიერ მომენტში!არ მაინტერესებს,რას იტყვის ხალხი,არ მაინტერესებს ვინ მოგიწონებს ამ გადაწყვეტილებას და ვინ არა თუ თვლი,რომ მასთან ბედნიერი არ ხარ უბრალოდ წამოდი! -ვიქნები,აუცილებლად ვიქნები...-მამას გაუღიმა,პატარა ჩანთას დასწვდა,ლევანს ლოყაზე აკოცა დედას ჩემმაგივრად დაემშვიდობეო დაუბარა და სირბილით გაემართა ჭიშკართან მდგომი გიგისკენ,რომელიც გაცხარებით უხსნიდა ბიძამისს რაღაცას. -ორივე მხარეს გვაქვს რაღაცები გასააზრებელი,ზურა.დროა გაიაზრონ რომ გავიზარდე,რომ ჩემი ოჯახი მყავს და იქ არ უნდა ჩაერიონ რასაც ჩემი პირადი ჰქვია გესმის?! -მაშინ მოიქეცი ისე რომ არავინ ჩაერიოს შენ პირადში,მოიქეცი ზრდასრული კაცივით! -ზუსტად ამას ვაკეთებ ახლა!-ტელეფონი გათიშა და მისკენ მორბენალ ნიტას გადახედა. ღრუბლებში გამონათებულ მზის სხივს ჰგავდა ნიტას ღიმილი,გიგის სახეზე. მანქანაში ჩასხდნენ და წყნეთი დატოვეს. გიგის ოროთახიანი კეთილმოწყობილი ბინა ჰქონდა თბილისის ცენტრში. მანქანა დააპარკინგა ეზოში და ჩემოდნებით წინ გაუძღვა ნიტას,რომელიც აქ პირველად იყო. -შევცდი,წყნეთის ნაცვლად ბალიდან,პირდაპირ აქ,ჩვენს ბინაში უნდა წამომეყვანე..-ხმადაბლა ამოილაპარაკა და გასაღები გადაატრიალა. შავი რკინის მასიური კარი გაიღო და სახლში ახალმა წევრმაც შეაბიჯა. აშკარა იყო გიგის ძალიან მოსწონდა ვინტაჟურ-მოდერნისტული სტილი. საოცრად ეხამებოდა დროში აცდენილი ეს ორი მიმდინარეობა ერთმანეთს სახლის ინტერიერში.სახლში ისეთი აურა იყო,თითქოს აქ მანამდე არავის ეცხოვრა. ცარიელი. -აქ ნატა ნამყოფია?!..-გაუბედავად იკითხა ნიტამ და შემოსასვლელში მდგარ დივანზე ჩამოჯდა,ჯერაც სახლის თვალიერებით იყო გართული. -ეტყობა რამეს,რომ აქ ოდესმე იყო?-გაეცინა გიგის-არა,ეს ბინა ცოტა ხნის წინ შევიძინე,ძველი გავყიდე,ცოტა ფული დავამატე და აქ გადმოვედი,ქორწილამდე ორი ან სამი თვით ადრე.. -არ მინდა შენ ყოფილთან რაიმე გაკავშირებდეს გიგი,თუ მე შენ გამო უნდა ვიბრძოლო,თუ იმის სულ სულ პატარა იმედი მაინც უნდა მქოდნეს,რომ ოდესმე მაგ თვალებით ისე შემომხედავ,როგორც ქმარი ცოლს უყურებს,მაშინ ზუსტად მინდა ვიცოდე რომ იქ სადაც მე ვიქნები სხვა ქალი არ იარსებებს... -ნიტა,არასდროს არ გიღალატებ..-გაეღიმა ზუბალაშვილს და იმავე დივანზე გაიშხლართა რომელზეც თავად ნიტა იჯდა,ერთი ხელის მოსმით მისი სხეული გულზე დაიწვინა და დაბლიდან ახედა გაკვირვებულ მეუღლეს-ვერ გიღალატებ,ღალატი ერთადერთია რაზეც შემიძლია დავიფიცო,რომ ამას ვერ ვიზამ. -ნუთუ რაც მე და შენ..-ნიტამ თვალები სასაცილოდ დააწვრილა და ორივეს სიცილი აუვარდა. -შენ წარმოიდგინე სრულიად უბიწოდ ვცხოვრობ!მე მკაცრ ოჯახურ ღირებულებებზე გამზარდეს,არ შემიძლია ერთი ხელის მოსმით რომანტიული ქმარი გავხდე,რომელიც ვარდების თაიგულით დაგადგება ყოველ ღამე და დილით ყავით გაგაღვიძებს,მაგრამ ჩემთვის ოჯახის სიწმინდის თემა ხელშეუხებელია,ამიტომაც ხარ შენ ჩემი ცოლი და არა ნატა ყიფიანი! -არასდროს მომიყვები მასზე?-ზემოდან მოქცეულმა გოგონამ თავი მაღლა სამოსწია და გიგის ისე გადმოხედა ზემოდან. -ნატა არ იყო ქალი ვისაც ვისურვებდი,რომ 20-30 წლის შემდეგ ჩემ გვერდით ეცხოვრა,ზღვარგადასულ გართობას იმდენად იყო აყოლილი მე და ის მენტალობაში ავცდით ერთმანეთს,ის რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ნატასთვის სულერთი აღმოჩნდებოდა ამ ფაქტების სიჭარბემ მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.. -გამოდის,არც ნატა გყვარებია.. -ჰო?!-ეჭვნარევი მზერა შეანათა ცოლს. -ადამიანი,რომ გიყვარს მის გამო შენ ღირებულებებსაც დათმობ გიგი.. -აბსურდია,კარგი რაა..!ეგ საკუთარი თავის უპატივცემულობაა,არ ვიტყვი იმაზე უარს რაც სწორად მიმაჩნია.შვილებზე უარს არ ვიტყოდი მხოლოდ იმის გამო,რომ ჩემ საყვარელ ქალს ამის გამო ფორმები გაუფუჭდებოდა,ეს ამაზრზენია ნიტა,ეს არ არის ჯანსაღი.. -ურთიერთობა სადაც დათმობები არ არსებობს დანგრევისთვისაა განწირული და საერთოდ არ ექვემდებარება სიყვარულის ცნებას. -გამოდის,მე და ნატას ერთმანეთი არ გვიყვარდა?-გაეცინა გიგის. -მას რომ ჰყვარებოდი მის ფორმებს დათმობდა,შენ რომ გყვარებოდა ასე მარტივად არ გაუშვებდი,მისთვის იბრძოლებდი. -ნიტა მე ბევრი შვილები მინდა,5 ან სულაც 6!-ისეთი სისწრაფით წამოჯდა დივანზე და კალთაში ჩაისვა გოგონას მსუბუქი კივილიც წასკდა მოულოდნელობისგან. -5 ან 6?!-გაფართოებული თვალები დააჩერდა ქმარს-გიგი,შენ მე ვინ გგონივარ?! -ცოლი ჩემი!-ამაყად წარმოთქვა და ნიტას აღშფოთებულ სახეზე გულიანად გადაიხარხარა. -არა აშკარად გეშლები! -გააჩენ ჩემგან შვილებს?-წამში დასერიოზულდა ზუბალაშვილი-იმის მიუხედავად,რომ ყოველ დღე გაუაზრებლად გტკენ ხოლმე?! -ძალიან უნდა მძულდეს საკუთარი თავი საყვარელი კაცისგან შვილი არ გავაჩინო,შენ რომ დამტოვო ის არასდროს დამტოვებს,რომ დავფიქრდე აქეთ მყავხარ „დასაკერი“..-მის სიტყვებზე სახლში ისეთი სიცილი ისმოდა მეზობლებმა აშკარად იგრძნეს ახლების მოსვლა. პირქუშ ცას ჭორფლად დაყრილი ვარსკვლავები მზის სხივებს ჰპირდებოდა,იმედს,რომელიც ერთადერთია რის გამოც ღირს,რის გამოც უნდა გარისკო! *** დილით გაღვიძებულს სასიამოვნოდ გააჟრჟოლა ქმრის ძლიერი მკლავი,რომ იგრძნო სხეულზე მჭიდროდ შემოხვეული. ზაფხულის მწველი მზის სხივები სახლში მკრთალად აღწევდნენ მუქ ფარდების წყალობით,ამიტომ გიგის ჩვილი ბავშვივით ეძინა ნიტას მკერდზე მისვენებულს. უნდოდა მისთვის რაიმე მოემზადებია,მაგრამ ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. არ უნდოდა მოვლენების დაჩქარება,არ უნდოდა რაღაცები ზედმეტად ადრე შემოეტანა გიგის ცხოვრებაში.გატრუნული იწვა და ფიქრობდა. განა რა არის ადამიანი?! „ჰო,ადამიანი ადამიანისთვის დღეა.!“-გ.დოჩანაშვილი ელენეს ზარმა მათი მშვიდი დილა დაარღვია. გიგი ჯიუტად არ პასუხობდა ტელეფონს. -ასე არ შეიძლება..-თავი სინანულით გადააქნია ნიტამ და საწოლზე წამომჯდარ გიგის გადახედა,რომელიც თვალებს იფშვნეტდა. -ბევრი ისეთი რამ არ შეიძლება რასაც ვაკეთებთ,ნიტა შედეგებს კი ისევ ჩვენ ვიმკით! -მათ შენთვის კარგი უნდოდათ,ასე არ უნდა მოექცე.. -მათ ვერ გაიაზრეს,რომ გიგის ცოლი ჰყავს..!-ხმა ნელ-ნელა უმკაცრდებოდა. -ჰო,მაგრამ ელენე ცუდად... -ელენემ და რეზიმ ვერ გაიაზრეს რომ მე სხვა ოჯახი მყავს,რომ აქ მე ვარ ქმარი და ოჯახის უფროსი და არა რეზი,ცოლი შენ ხარ და არა ელენე,არ შეიძლება ჩემს ნაცვლად რეზიმ მიიღოს გადაწყვეტილებები და შენს ნაცვლად ელენემ ისაუბროს,არ არის ეს ჯანსაღი,ხვდები?უნდა მაცადონ დამოუკიდებლად ცხოვრება და შეეგუონ ამ ფაქტს! -ისინი უბრალოდ ნერვიულობენ გიგი..-ძლივს ამოილაპარაკა ნიტამ,გიგის შესამჩნევად გაუფუჭდა ხასიათი. -მოდი ამაზე აღარ ვისაუბროთ.!-საწოლიდან წამოდგა და აბაზანაში გაუჩინარდა. თავი მოიწესრიგა და სამზარეულოში გავიდა. გიგი ვარდს ჰაგვდა ნიტასთვის. ეკალი როდის უჩხვლეტდა თითზე წარმოდგენა არ ჰქონდა. მისი სურნელი კი აბრუებდა. აბაზანიდან გამოსულს ხელში პატარა ყუთი ეჭირა. ნიტამ დაინახა თუ არა მაშინვე აუფართხალდა გული. -ამის მოცემა ვერ მოვახერხე..-პატარა ყუთი გაუწოდა ნიტას. ფრთხილად მოხსნა თეთრი ატლასის ნაჭერი ყუთს. -გიგი..-ამოილუღლუღა და აცრემლებული თვალებით გადახედა ქმარს. ეს იყო ულამაზესი თვლებით მოჭედილი ჩიხტი-კოპი,რომელიც ერთ-ერთი თავადის ცოლს ეკუთვნოდა.ლეგენდის თანახმად თავადმა ცოლს ერთადერთი საჩუქარი უძღვნა მთელი ცოლქმრობის განმავლობაში,მხოლოდ ეს ჩიხტი-კოპი,რომელიც ფრანგი დიზაინერის მიერ იყო შექმნილი.ქართული მოდის ისტორიის დამსახურებული ნიმუში ახლა ნიტას წვრილ თითებში იყო მოქცეული და გამომწვევად უმზერდა გოგონას. -არ ვიცი თუ მოგცემენ მისი ტარების უფლებას ცეკვისას ... -სად იპოვე?ან როგორ იყიდე? ... -აღმოჩნდა,რომ კერძო კოლექციონერს ეკუთვნოდა,რომელსაც ლოთი შვილი ჰყავდა,მამის სიკვდილის შემდეგ შვილმა მამის კოლექცია გაანიავა,ეს დედის საყვარელი ნივთი იყო,გაჭირვებამ გააყიდინა,თორემ ეჭვი მაქვს არაფრის გამო დათმობდა.. -ღმერთო ჩემო..-ამოილუღლუღა გოგონამ. -გარკვეული არ არის კონკრეტულად რომელი გვარის წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ,ზოგი დადიანებს აწერს,ზოგიც აბაშიძეებს რას გაიგებ.. -გიგი ეს ისეთი ძვირფასია,მგონია რომ მთელი საქართველოს კულტურა მიჭირავს ხელში... -ანუ მოგწონს..-გაეღიმა გიგის. -რას ამბობ?!-უნებურად გადმოღვარა ცრემლები გოგონამ,თლილი თითები ტუჩებზე აიფარა და ატირებული ჩაეხუტა მომღიმარ ზუბალაშვილს-მადლობა,გიგი ...-ლუღლუღებდა მის სხეულს არ შორდებოდა. გოგონას მაღლა აწეული კოსა ერთი ხელის მოსმით ჩამოუშალა და ჩიხტი-კოპი თავზე მოარგო. ნიტამ ორი ნაბიჯი უკან გადადგა და მეუღლეს მორცხვი ღიმილით ახედა. -ულამაზესი ხარ ... -უფრო თავისთვის ამოიჩურჩულა გიგიმ და ნიტას სხეული ჰაერში ააფრიალა. ციდან ღრუბლები გამქრალიყო. ქარიშხალი თითქოს სადღაც მიიძურწებოდა. ზღვა ისევ მშვიდი იყო. მზე კვლავ ათბობდა ადამიანებს. *** -შენი დახმარება მჭირდება,როგორც დაქალი,დაივიწყე რომ გიგის ცოლი ხარ..!-თინუს შეშფოთებუოლმა ხმამ შეაკრთო ნიტა. -მშვიდობაა? -რაუნდა ჩემთან მშვიდობას? -რა მოხდა აღარ იტყვი? -დათამ და ჩემმა კურსელებმა დალიეს და ... ამ უტვინომ,ამ უგვანო არსებამ,ამ ... ამ ჰიპოკრატეს სირცხვილმა სიყვარული ამიხსნა..! -რაო?რა უნდოდა დათას შენ კურსელებთან? -ჩემი მონაყოლიდან მარტო ეგ გაიგე?დაივიწყე გიგის ცოლი რომ ხარ-მეთქი,ნიტააა!-ყურში ჩაჰკივლა თინუმ დაქალს. -კაი,ნუ კივი გამისკდა ტვინი,ერეკლეს ძმაზე,ხომ იძახი? -ჰო,სხვა დათას ვის ვიცნობ ნიტა,რა ეშმაკები გეცა? -შენ გეცა თუ კაია..!-ბავშვით გაიჯგიმა ნიტა-და შენ რა უთხარი? -რა უნდა მეთქვა?დადის ლოყა აწითლებული... -ცემე გოგო??-სიცილს ძლივს იკავებდა ნიტა. -ვცემე აბა რას ვიზამდი?ჩემ კურსელებში ლამის „ტანო ტატანო“ წამიკითხა..! -შენც ხომ მოგწონდა?რას ეცი და გაიფინე?ხომ გითხარი ბიჭზე ხელის აწევა არაქალური საქციელიათქო? -ნიტა,არ მინდა ახლა შენი კდემაშავი იუმორი კაი? -კაი,მერე რა მოხდა? -არაფერი სახე ალეწილმა წამიყვანა სახლში.. -თავი მაგას წააყვანინე?-უკვე ხმამაღლა კისკისებდა სამზარეულოს სკამზე მოთავსებული ლორთქიფანიძე. -ხო,აბა მაგასთან ერთად მოვედი და ვინ წამიყვანდა? -ტაქსი. -მეტი საქმე არ მქონდა,წამიყვანა და გზაში სამარისებულად ტრაგიკული დუმილით დავსაჯე! -რა საზიზღარი ბავშვი ხარ! -მე და მაკო ამოვცუცქდებით ახლა შენთან,ჩემი ძმა გარიყე სახლიდან გვიანობამდე უნდა დავიცალო მოწოლილი ემოციებისგან,თორე გავსკდები და აღარ იქნება ოჯახში მული! თქვენც ეგ არ გინდათ?მომიცილებთ თავიდან და ქონების გამყოფი აღარ გეყოლებით,გველი გამიზრდიხარ უბეში..ნიტა გამითიშე ახლა მიხვდი თორე ნერვებისგან ვერ ვჩერდები და სულ ვლაპარაკობ.. -რა არანორმალურია,ღმერთო !-ამოიხვნეშა მომღიმარმა ნიტამ და ტელეფონი გათიშა. „არ გინდა დღეს ერეკლესთან გახვიდე?“..-ნიტა „ცოლი სახლიდან მაგდებს?“-გიგი. „გოგონები ამოვლენ და სალაპარაკო გვაქვს.“ „ლა ლიგაა,დღეს ნიტა მეღადავები?“ „ლა ლიგა ერეკლესთან არ არი?თუ მარტო ჩვენ სახლშია?“ „ჩემი ბრალია,გაგათამამე ასე უცებ უნდა დაგეწყო ცოლობა?“ „შენი ბრალია,გაკოცე.“ „მაკოცე!“ „გიგი!!!!!“ მაკო,თინუ და ნიტა სამზარეულოში ისხდნენ. ნიტამ გოგოებს ცივი ყავა მოუმზადა და ახლა იწყებოდა ბჭობა ამ ზოგად საკაცობრიო საკითხზე რასაც სიყვარული ერქვა. -არ ვიცი,გუშინ ღამეც არ მეძინა,ან რა დამაძინებდა?-ამოიწუწუნა თინუმ. -ჩემი „სუბსტანციური“ აზრით შენც მოგწონდა ეგ ბიჭი,უბრალოდ არ უმხელდი საკუთარ თავს,არ გახსოვს ნიტუ?სულ კინკალობდნენ,სულ აი რაც თავი მახსოვს ხან ის გაწიწკნიდა თმებს ხან შენ. -მერე ეგაა სიყვარულის გამოვლინება ნესტან-დარეჯან?!-შეჰკივლა თინუმ და ნიტა და მაკო სინქრონში შეხტა ჰაერში. -ამ გოგოს მოერყა ფსიქიკა და ეგაა!-ხელი აიქნია მაკომ-ისე გამაგებინეთ,რომ სცადოს ურთიერთობა რა გოლოდომორი იწყება ამ ფაქტით?-მაკომ ნიტას გადახედა. -არაფერიც არ იწყება,ეს აზვიადებს არც გიგი იქნება წინააღმდეგი და არც ერეკლე. -შენ კიდე არ იცნობ შენ ქმარს,ჭირიმე!-თვალები დაქაჩა თინუმ. -ნუ აკეთებ,გოგო ასე მეშინია,თავი საშინელებათა ფილმში მგონია ღამე მესიზმრები მერე..! -მაკრინე,შენც რომ „ტანო და ტატანო“ წამიკითხო თავს მოვიკლავ გეფიცები! -გაცალე თმებისგან,ხომ არის ღირსი?-თვალები დააწვრილა მაკომ. -ბოლოს და ბოლოს რა უთხარი იმ ბიჭს?-ჩაერია ნიტა. -არაფერიც არ მითქვამს,ვიჯექი ოლიმპიური სიმშვიდით და ვტკბებოდი მაგის შინაგანი ტანჯვით... -ჰადესის მოციქული..!-ტუჩები აიბზუა მაკომ. -გამაგებინე,შენ რომლის დაქალი ხარ შე მართლა მოციქულო?-ისევ ისე შეჰკივლა თინუმ და ისევ სინქრონში ახტნენ გოგოები. -წავიყვანოთ ეს გოგო ფსიქიატრთან არ შეიძლება?-ამოიწუწუნა მაკომ. -არ დაურეკავს?-ისევ ნიტამ შეცვალა თემა. -რა დაურეკავს?ტელეფონს ვრთავ და ვთიშავ,ფრენის რეჟიმზე მაქვს,რომ დამირეკოს უნდა ავიღო,აბა ბანალურად ხომ არ დავაიგნორებ?რომ ავიღო რა ვუთხრა?ამიტომ ვფრინავ ანუ ვფიქრობ! -ჰო,რა გინდა თეორიების დედა რომ არი ნათელია და ცხადზე უცხადესი.! -მაკრინე,დე შენ თუ დაგჭირდეს გამომიარე იაფში გაგატან თითო-თითო თეორიას.. -ნახე,ნიტუ?იოუმორიც გაუბანძდა,გეუბნები ამასაც მოსწონსთქო. -რას გავს შენი ქმედებები მაკო?-წარბები შეკრა თინუმ-არწივი მნახე დაჭრილი? -შენი ვაჟაც ჭირიმეე,რაა!-ხელი აიქნია მაკომ-ნიტა ამოიღე ხმა,თქვი რამე.! -სანამ ბოლომდე არ დარწმუნდები რომ დათასთან ურთიერთობის ცდას რაიმე აზრი აქვს,ანუ შენც სადღაც მისდამი ინტერესი გაქვს როგორც ბიჭთან, მანამდე არაფერი გააკეთო.არ აყვე ემოციებს ეგ დაგღუპავს,არაფერი ისე არ ღუპავს ორის ურთიერთობას,როგორც „ყოფილის“ სტატუსი. -ამათი მეგობრობა ისედაც განწირულია..-დასერიოზულდა მაკო. -მთლად ეგრეც არ არი..-გამარტივება სცადა ნიტამ. -რაღაცას გკითხავ..-შეპარვით დაიწყო თინუმ-შეგიძლია მითხრა გიგის ცოლად რატომ გაჰყევი?!.. უეცრად ისეთი დაძაბულობა ჩამოვარდა სუნთქვაც გაჭირდა. -თინანო..-ამოილუღლუღა მაკომ. -არა,მისთვის მული არასდროს ვიქნები ეს თავადაც იცის,ახლა მჭირდება,რომ როგორც დაქალმა მითხრას როგორ მიხვდა,რომ ჩემი ვირი ძმა მისთვის საუკეთესო მეორე ნახევარი იქნებოდა,მაინტერესებს როგორ უნდა მიხვდე ვინ არი შენი ადამიანი.. ისევ დუმილი ჩამოწვა. ნიტა წამოდგა,მაცივრიდან წვენი გამოიღო,ჭიქაში ჩამოასხა მზერა უჩვეულოდ გაუშტერდა ფანჯარაში,თითქოს თავადაც არ იცოდა რას უყურებდა. -ბავშვობიდან მიყვარდა,ჩემთვის ყველაზე ახლობლებსაც ვერ გიყვებოდით,იმიტომ რომ ვერ გავექცეოდი იმ ფაქტს,ის შენი ძმა იყო. მაკოს იმიტომ ვერ ვუთხარი,რომ შენ ვერ გეუბნებოდი. ჰო,ბავშვობიდან ვიკლავდი ემოციებს გულში,ძალიან პატარა ასაკიდან ვისწავლე,რომ მისით გამოწვეული აღფრთოვანება ყველასთან უნდა დამემალა.მერე უბრალოდ ... უბრალოდ შევამჩნიე,რომ მამჩნევდა.მაკვირდებოდა,მისი ჩემზე მოშტერებული მზერა იმაზე ხანგრძლივი ხდებოდა ვიდრე ოდესმე ყოფილა,სიხარულისგან კედლებს ვეხეთქებოდი,მეგონა მელანდებოდა ამას როგორ ვიფიქრებდი?!-გაეცინა-გიგის არასდროს მოვუტყუებივარ,მან გულწრფელად მითხრა რომ არ ვუყვარდი,ვერც ჩემთან ერთად ივლიდა პაემანზე თინეიჯერი ბიჭივით,ბოლომდე ამიხსნა სიტუაცია ... მოვიდა და მითხრა,ვიცი რომ გიყვარვარ,ვიცი რომ ამას შეძლებ,შეძლებ რომ მშვიდი ცხოვრება მაჩუქოო,თავიდან გულის რევის შეგრძნება მქონდა.მეგონა ის მაშველი რგოლი ვიყავი,რომელსაც მხოლოდ მაშინ უყურებენ,როცა გემი იძირება ... ჯანდაბა,მთელი ჩემი ვერ გაბედული ოცნებები ჩამომემხო თავზე-ცრემლებმა გზა გაიკვლიეს,მანაც ათრთოლებული თითეთბით შეიწმინდა ცრემლები-მერე გამახსენდა,რომ 14 წლის ვიყავი პირველად რომ ჩავფიქრდი რატომ ვწითლდებოდი გიგის ყველა სიტყვაზე,15 წლის ასაკში თმების დახვევა დავიწყე,იმიტომ რომ ერთხელ თინუსგან გავიგე მის ძმას ჯულია რობერთსი,რომ მოსწონდა..-სიცილი აუვარდა,თინუ ცრემლებს ვერ იკავებდა მაკო ისევ დამუნჯებული იჯდა-რა სიგიჟე იყო..-ისტერიულად იცინოდა-16 წლის ასაკში პირველად რომ ამიხსნეს სიყვარული ისე გავღიზიანდი,მეგონა თვალებიდან ცეცხლებს გადმოვყრიდი,იმიტომ რომ პირველი ის არ იყო,პირველად მას არ უთქვამს რომ ვუყვარდი...ვამოწმებდი მის ფეისბუქ გვერს,ყველა მისი დაშეარებული მუსიკის ტექსტი ზეპირად ვიცოდი მიუხედავად იმისა,რომ არც ერთი არ მომწონდა,ჯანდაბა საშინელი გემოვნება აქვს!-გოგონები უკვე ხმით იცინოდნენ და ვერც ისინი იკავებდნენ ემოციისგან მოწოლილ ცრემლებს-მაშინ,პირველად რომ გავიგე საცოლე ჰყავდა გადავწყვიტე სამუდამოდ ამომეგდო თავიდან,პირველად ვეცადე სხვა ბიჭთან ურთიერთობას და არ გამომივიდა,გიორგი ამაშუკელი,გახსოვთ?! ხელი რომ გადამხვია მეგონა დენმა დამარტყა და ღებინების შეგრძნებამ ამიტანა,იმ მომენტში საკუთარი თავი მძულდა ამდენად უსუსური რომ ვიყავი.გიგის ვერ ვერეოდი და ვცდილობდი სხვა ადამიანით ჩამენაცვლებია...მაშინ მოვუყევი პირველად დედაჩემს ყველაფერი.16 წლის ვიყავი სერიოზულადაც კი ვერ აღიქვა.მთხოვა ზუბალაშვილებთან რაც შეიძლება მოერიდე სტუმრობასო,ამის გამო იმ წელს საშინლად მეჩხუბე,გეგონა რომ ვერა დობორჯგინიძეში გაგცვალე და იმას დავუმეგობრდი,სიცილადაც არ მყოფნიდა ეგ მიზეზი რეალური,რომ მკლავდა იმასთან ... წელიწად ნახევარი სული კბილებით მეჭირა,აუტანელი იყო-ქვედა ტუჩს კბილებით ჩააფრინდა-აუტანელია,როცა გიყვარს მთელი არსებით,მის გამო საკუთარ პრინციპებზეც იტყვი დაუფიქრებლად უარს და ამ დროს მას სხვა ქალი ეხვევა,შენ იმდენად პატარა ხარ რომ მოსალმების დროს თავზე ხელს გისმევს პატარა ბავშვივით,ლოყაზე გჩქმეტს და ვერც ხვდება,რომ მისი გადაკოცნაც კი საკმარისი იქნება შენი მთელი კვირის ბედნიერებისთვის ... საშინლად დამამცირებელია,სიყვარული კი არა,შენი უძლურება ... სადღაც წავიკითხე, „საკუთარი თავის ამღები,ქალაქის ამღებს სჯობია“ ამ სიტყვების სიმძაფრეს 14 წლიდან განვიცდი და ვიცი რას ნიშნავს,როცა ძალა გამოცლილი მუხლებზე დგები და ერთადერთს რასაც ითხოვ თავისუფლად სუნთქვაა,ამაზრზენია დედას უყურებდე და ატყუებდე,რომ ყველაფერი რიგზეა,რომ გაგიარა ... ცოლობა,რომ შემომთავაზა იმ დღეს ნატასთან საბოლოოდ დაუსვა წერტილი ურთიერთობას,იმ დღეს საბოლოოდ დავასამარე ჩემი თავმოყვარეობა იმიტომ რომ მიყვარდა,მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრებით მიყვარდა. არ ვიცი,როგორ უნდა მიხვდე რომ სწორ არჩევანს აკეთებ,დამიჯერე ახლა ეს ნამდვილად არ ვიცი,როცა გავიგებ აუცილებლად მოგიყვები,მხოლოდ იქამდე არ შეიყვარო,რომ საკუთარი თავი გაგათელინოს მისმა სიყვარულმა,თორემ იცოდე რომ ვერასდროს აიღებ საკუთარ თავს..! -არ ვიცი რასაც გიგი გრძნობს სიყვარული არის თუ არა,მაგრამ გუშინ წინ საქართველოში ნატა ყიფიანი დაბრუნდა,გიგისთან სამსახურში მივიდა და რაც ჩემმა ძმამ გააკეთა მთელი სამსახური შოკში ჩააგდო-ნიტას კიდურები გაეყინა ნერვიულობისგან-ნატა კომპანიიდან ისე ზრდილობიანად გააგდო უფროსმა საყვედურიც უთხრა კლიენტს ასე როგორ ესაუბრეო ... -რა..?!-თითქოს ხმაც არ ამოჰყვა ნიტას. -არ ვიცი რას უკეთებთ თქვენ ორი ერთმანეთს,მაგრამ ზუსტად ვიცი ის შენთან ბედნიერია.! -ვითომ?!..-ათრთოლებული თითები ტუჩებზე აიფარა გოგონამ და სკამზე ჩამოჯდა. -ნიტა,ყველა უბედურებას თან სდევს ბედნიერება,წვიმის შემდეგ ცაზე ცისიარტყელა ჩნდება ხოლმე,შენ ხარ გიგის ცისარტყელა და ეცადე დაინახო.ვიცი, ამდენი იმედგაცრუების შემდეგ არაა მარტივი,მაგრამ არც ერთი ხართ „მარტივი!“ -თინანუ,შემისწორე თუ ვცდები,გახსოვს გიგი ცურვას რომ მასწავლიდა,მაშინ ცურვა არც ნიტამ იცოდა მაგრამ არაფრისდიდებით გაეკარა ,გახსოვს როგორ არიდებდა თვალს?! -ეს რაშუაში იყო?-სახე აელეწა ნიტას. -თავს გარიდებდა,თავს სპეციალურად გარიდებდა!-ტაში შემოჰკრა ნიტამ-შენზე ლაპარაკსაც კი გაურბოდა,რამდენჯერ დამიწყია შენზე საუბარი ელენესთან და თუ ისიც იქ იყო ცდილობდა გასულიყო და არ მოესმინდა,თითქოს... -რა თითქოს?!-სულ დაიბნა ნიტა. -თითქოს ეშინოდა..-ყავის ფინჯანი ფრთხილად დადო მაგიდაზე მაკომ. -რისი ეშინოდა?-ნიტას ფერიც დაეკარგა სახეზე. -მისი პატარა დის პატარა მეგობრის. -ვერაფერი გავიგე!-სკამიდან წამოდგდა და სამზარეულოში ბოლთის ცემას მოჰყვა. -შენთან ვერ იხსნება,იმიტომ რომ შენი ეშინია,შენთან ყოფნის ეშინია,ეშინია რომ საკუთარ თავს გამოუტყდება ... -თინანუ,რაში უნდა გამოუტყდეს!!!-შესძახა ნიტამ. -რომ უნდიხარ,როგორც ქალი! ჯანდაბა!-სიცილი აუვარდა უმცროს ზუბალაშვილს. -თქვენ სულ შეიშალეთ!-ხელი აიქნია ნიტამ და სკამზე დაეშვა. -აბა რატომ მოვიდა მაინდამაინც შენთან,მაშინ როცა თითებიც არ მეყოფა იმდენი გოგო ვიცი,ვინც გიგიზე გიჟდებოდა?!-წარბები აწკიპა თინუმ. -იმიტომ რომ ... მე ... ალბათ ... არ ...თინუ შემეშვი შენი ლოგიკას მოკლებული ჰიპოთეზებით! -ჰო,ჰო ეგ არი!-შესძახა თინუმ-მოშორდი ლოგიკას,შეეშვი აზროვნებას და ამას მიენდე,შენ გულში არსებულ ინსტიქტებს,რომლებიც არ მოგატყუებენ,ის შენი ქმარია ჭირშიც და ლხინშიც ღვთის წინაშე,უბრალოდ მოდუნდი და გამორთე ლოგიკა!შეწყვიტე ჩემი დაქალის ამპლუაში ჯდომა,ჩემი რძალი ხარ და გახდი ჩემი ძმის ცოლი,გასაგებია?! -დაანახე გიგის,რომ პატარა ნიტუკა არ ხარ,რომლის სიყვარულის უნდა ეშინოდეს,უნდა ერიდებოდეს ...-ამაყად წარმოთქვა მაკომ და სკამზე შესწორდა. კარების ჩხაკუნის ხმა გაისმა და ბიჭებიც გამოჩნდნენ სამზარეულოს ზღურბლზე. დათა და გიგი რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ,ერეკლე თავის ქნევით მოჰყვებოდა უკან. -ვა,გოგოებოო,როგორ ხართ?-გიგიმ თინუ და მაკო გადაკოცნა,კუთხეში მდგარ გაფითრებულ ნიტას შეავლო მზერა და ხელი გაუაზრებლად გადახვია-გაგაბრუეს ლაპარაკში,თუ რატო გაქ ეგეთი სახე? -ჰო,საინტერესო დასკვნებს ვაკეთებდით სანამ შემოგვეჭრებოდით ამ ფრიად მნიშვნელოვან საუბარში!-აწიკვინდა მაკო. -მაკუნა,დროა გათხოვების დააყენო საშველი,რა!-ხელი აიქნია დათამ და თინუს გვერდით დაიკავა ადგილი,მშვენივრად დააიგნორა გოგონას აღელვება,თავს ისე გრძნობდა,როგორც თევზი წყალში. -მხოლოდ შენს შემდეგ!-წარბები შეკრა მაკომ. -მე ხასიათში არ გადამდის უშეყვარებულობა!-მაკოს სასაცილოდ დაეჭყანა და გოგონას გაბრაზებულ სახეზე გულიანად გადაიხარხარა. -ანი,რატომ არ წამოიყვანე?-თემა შეცვალა ნიტამ და გიგის მკლავისგან თავი დაიხსნა. -სოფელშია მისიანებმა წაიყვანეს.-ფანჯარასთან დადგა და სიგარეტს მოუკიდა ერეკლემ. -მერე არ გენატრება?-გაუბედავად ჰკითხა და მაგიდასთან დაიკავა ადგილი ნიტამ. -დღეს წავიდა. -ეგ არ მიკითხავს,ეკე...-გაეღიმა გოგონას. -ეკე შეყვარებულია!-ერთხმად შესძახეს გოგონებმა,ერეკლეს ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა და ვერაფრით შეძლო სერიოზული სახის შენარჩუნება. -ნუ გავაბუქებთ,უბრალოდ მივეჩვიე ... -სიყვარული ყველას სხვაგვარად ესმის, მე არ ვიცი მიჩვევა რას ნიშნავს,როგორ შეიძლება იმას მივეჩვიო,ვინც არ მიზიდავს,როგორც ადამიანი?!არ მისცე იმის უფლება უშენოდ ცხოვრება ისწავლოს,თორემ როგორც ამბობენ ქალები მარტივად ვითვისებთ..!-ნიტას სიტყვებზე გიგის ხველება რომ აუტყდა ბავშვებმა სიცილი ძლივს შეიკავეს. -ამ თემას მივუბრუნდებთ მე და შენ,ქალბატონო ნიტა! -როგორც გინდა. -ვარჯიში როდიდან გეწყება?-დასერიოზულდა მაკო. -კვირის ბოლოდან,ცოტას ჩემითაც ვვარჯიშობ,თორემ ასე ფორმიდან ამოვვარდები. -კარგია,სულ სახლში არ იქნები თორე ასე გაგიჟდები მალე!-დაეთანხმა მაკო. -აუ,გვიმრაძე კიდეა ხო შენი მეწყვილე?-განძრახ იკითხა თინუმ და ჯერ მაკოს ჩაუკრა თვალი მერე ორივემ ერთად გადახედეს გიგის. -წესით კი -უდარდელად ამოილაპარაკა ნიტამ. -გახსოვს ქორწილში,როგორ ცეკვავდა?-თინუმ ახლა მაკოს გადმოხედა-თვალები ზედ დამრჩა ისეთი ბიჭი იყო,მეც ხომ არ დავიწყო ცეკვა??ეგეთი მეწყვილე თუ მეყოლება ... -თინათინ,რას შვრები როგორ ხარ?-ხმა გაიმკაცრა გიგიმ. -გვიმრაძის გახსენებაზე გადასარევად. -ნიტა,ისე თქვენთან ყველა ბიჭი ეგრე უყურებს მეწყვილეს?შენ ეგ ბიჭი მაშინ ისეთი თვალებით გიყურებდა ცეკვისას დედაჩემის მოკვლა მინდოდა ცეკვიდან რომ გამომათრია.-ახლა მაკომ განაგრძო. -როგორი თვალებით უყურებდა?-გაეღიმა გიგის. -მაკო ..-თვალები დაქაჩა ნიტამ. -მაკო,როგორი თვალებით უყურებდა?-კითხვა გაიმეორა მომღიმარმა ზუბალაშვილმა. -როგორც ყველა გოგო ინატრებს,ნეტა ჩემმა ტურფამ ეგრე შემომხედოსო!-არ დაიბნა მაკო. -დაისის ცეკვის დროს ასეა,ეს ყველა წყვილისთვის ერთია-მშვიდად ამოილაპარაკა ნიტამ. -აჭარულზეც ეგრე გიყურებდა და აფხაზურზეც!-ტუჩები აბზიკა თინუმ. -თინუ,ცეკვისას მამაკაცი ქალს უფრთხილდება,ცეკვა ერთგვარი ურთიერთობაა და ამას მოცეკვავე ილეთებთან ერთად სწავლობს,მაგ ფაქტში რამე განსაკუთრებული არაფერია,ხვდები? -რა ვიცი,ნიტუ ჩემ ცოლს ვინმემ ეგრე რომ უყუროს ... ცეკვის სწავლას მანამ არ მოვეშვები,სანამ ჩემი ცოლის მეწყვილედ არ გადამიყვანენ!-გაეცინა დათას.-მალადეც გიგი,ნახე რა ევროპა გვყავს,ეკე? -გიგი სულ ევროპა იყო!-გაეცინა ერეკლეს-რაო,გიგი?ხო არ ვცდები? -შენ პროვოცირებას ცდილობენ,გიგი ..-გაეცინა ნიტას. -არ იციან,რომ ზუსტად ვიცი არავის მზერა არ დაგაბნევს ისე,როგორც ჩემი!-სკამზე მჯდარ გაფითრებულ ნიტას უკნიდან ჩაეხუტა და ხელები კისერთან მოხვია-მაგრამ მაინც ვნახავ,მაგ შენ გვიმრაძეს!..-უჩურჩულა ყურში და ბავშვების ემოციები დააიგნორა. *** მოტეხილობიდან ორი თვე მალევე გავიდა. ელენე და რეზი ყოველ შესაძლებლობაზე ჩამოდიოდნენ თბილისში და გიგისთან მისულები ცდილობდნენ მის შემორიგებას. -გიგი,ასე ნუ იქცევი რა ...-ერთ საღამოს საუბარი წამოიწყო ნიტამ და ოთახში შუქი ჩააქრო. -ნიტა,ნუ ერევი .! -შენი მშობლები არიან და ასე არ შეიძლება,ნუთუ არ გეშინია,რომ საკუთარ შვილთან შეცდები და ისიც ასე მოგექცევა,როგორც შენ ეპყრობი მათ?! -ნიტა,მორჩი .! -იცი,ბაბუაჩემი ყვებოდა ხოლმე,მამაჩემის გასაგონად ...არსებობს ეგეთი ლეგენდა ...-შეპარვით დაიწყო ნიტამ და გიგის ატრიალებულ თვალებზე გაეღიმა-მოხუცებული მამა შვილისთვის აუტანელი,რომ გახდა მოსავლელად,შვილმა კალათი დაწნა და ტრადიციის მიხედვით მამა კალათში მოათავსა,დაღმართზე გაიყვანა და კალათი გზაზე დააგორა,იცი შვილს თავისმა პატარა შვილმა რა უთხრა? -კალათი არ გადააგდო,შენც დაგჭირდებაო?-გაეცინა გიგის. -დიახაც! -ნიტა,არ გესმის ... -მესმის,ისინი შენ პირადში შემოიჭრნენ მიუხედავად კარგი განზრახვებისა .. -ისინი ჩვენ პირადში შემოვიდნენ,ჩემგან გიცავდნენ,განა მე არ ვიცი შენთან სად ვარ დამნაშავე და სად არა?ამისთვის ელენეს და რეზის ხელები მჭირდება სახეზე?განა არ ვიცი,რომ შენი ჩამქვრალი თვალები ჩემი ბრალი იყო,ნიტა?-გიგიმ შესამჩნევად უმატა ტემბრს-იცი,როგორ მძულდა საკუთარი თავი,იცი დღემდე როგორ ვერ ვინელებ იმ ფაქტს,რომ შენი პირველი ღამე დავამახინჯე.ჩვენი თაფლობისთვე საწოლის კიდეზე აწურულმა გაატარე და ... ჯანდაბა,იმ თვალებს გეგონათ მე ვერ ვამჩნევდი?ის რომ მე იმ მომენტში მათი გვერდით დგომა მჭირდებოდა და არა სახეში შემოლაწუნება,დამცირება და თავზე გადავლა უმარტივესი მისახვედრი იყო,ნიტა!შენ იმ დღეს სახლში უბრალოდ არ იყავი და ჩემთვის ეს საკმარისი იყო რომ ჩამელაგებინა და წამოვსულიყავი!ელენეს ხელის გარტყმა არ მტკენია,ის მეტკინა რომ იქ არ იყავი!მეტკინა და ერთდროულად გამიხარდა კიდეც,მე ვერ ამოვედი შენამდე,სამაგიეროდ შენ დაიხიე უკან ერთი ნაბიჯით.შეიგნე შენ გამო გადმოვედი ამ სახლში და არა იმის გამო,რომ მათზე ვარ გაბრაზებული!-ბოლო ორი წუთი გიგი ბოლო ხმაზე ყვიროდა და გაფითრებულ ნიტას ჩასისხლიანებული თვალებით უყურებდა. -გიგი ისინი შენი მშობლები არიან ... მე შენი ცოლი. გვაგრძნობიე ეს სტატუსი მეც და მათაც და ყველაფერი დალაგდება ...-ფრთხილად ჩამოუსვა უხეშ წვერზე ხელები და საწოლში გვერდი იცვალა. *** კოპმანიის პრეზიდენტს დაბადების დღე ჰქონდა და ყველა თანამშრომელი იქნა მიწვეული ერეკლეს და გიგის ჩათვლით. გიგის კაბინეტში ისხდნენ და სწორედ ამ თემას განიხილავდნენ. -ვფიქრობ,ანი წამოვიყვანო თუ არა. -ანის თუ წამოიყვან მე ნიტას წამოვიყვან და გავერთობით,აბა სარდიონის დაბადების დღეზე 2 საათი რა ამაყუდებს ბოძივით?-მაგიდის ზედაპირზე შემოაწყო ფეხები გიგიმ და პერანგის ღილი შეიხსნა. -მაგის სარდიონი ... -აი რას დაგცინებ სარდიონს კამერები რომ ჰქონდეს დამონტაჟებული და დაბადების დღის დილას გამოგიცხადოს აიკეცე ჩემი ოფისიდანო.!-გადაიხარხარა გულიანად გიგიმ სარდიონის და ერეკლეს დიალოგის წარმოდგენაზე. -არც შენ დაგრჩება ვალში!-ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა ერეკლე-გუშინ ანასთან დავრჩი ...-ამოილაპარაკა ისე თითქოს პატარა ბავშვი იყო და მურაბის ქურდობაზე წაასწრეს. -გვეშველა!-ხელები მაღლა ასწია გიგიმ და მეგობარს გაუცინა-მერე?დილით აღმოაჩინე რომ ცოლი და ოჯახური იდილია გინდა და გიგი გიჟი არ ყოფილა? -გიჟი ვყოფილვართ ორივე!-გრბაზებული სკამზე შესწორდა ერეკლე. -და რატო? -აქამდე სად ვიყავით? -შეგილოცა უეჭველი,ეგეთი სწრაფი ეფექტიც არ უნდა ჰქონოდა!-არ ჩერდებოდა გიგი. -მოიცა რა-ხელი აიქნია ერეკლემ-სალიმ დამირეკა სამსახურის გზაზე,აღმოვაჩინე რომ მიყვარხარ და შენთან მოვდივარო!მახარა ...!-სახე წაეშალა ერეკლეს. -ამ ქალებმა სწორი დრო ხო არასდროს იციან!-თავი გადააქნია გიგიმ-იმედია ... -რა იმედია გიგი,რისი იმედი მაქ საერთოდ? -შენ ნუ გადამრიე,ტო ეგრე სად არი?ის გოგო შენგან ბავშვს ელოდება თავს მშვენივრად გრძნობ და სალის ერთ ზარზე ვარდები?ერეკლე რა გჭირს? -შენ რას იზამდი? -მაგას სერიოზულად მეკითხები?გგონია ნაკლებად მინდოდა ნატასთან ყოფნა?გართობა არ მესმის და უკვე დავბერდი?ამას ფიქრობ?ერეკლე ცხოვრებაში ყოველთვის დაგიდგება მომენტი,როცა გაანალიზებ რომ ემოციებზე აყოლა ვნებს.დღეს რომ ვინმემ მკითხოს ნატას დაკარგვას ნანობ თუ არაო? იცი რას ვუპასუხებ? -არ ნანობ?-ნაღვლიანად ახედა მეგობარს ერეკლემ. -იმას ვნანობ,რომ საერთოდ არსებობდა!-ფეხები დაბლა დასწია და სკამზე შესწორდა.-იმას ვნანობ,რომ მაშინ როცა შევამჩნიე ჩემი დის დაქალი მიზიდავდა საკუთარი თავი ჩავკეტე,ყველაფერში შევზღუდე,ნიტასთან მიახლოება ავუკრძალე და ბოლოს მაინც იმასთან მივედი ვისაც გავურბოდი,ჭირის დღესავით არ მინდოდა ნიტას სადმე გადავყროდი,მარტო საკუთარ თავს გავურბოდი ერეკლე.შენ გონებაში რა ფიქრებიც ანაზე გიტრიალებს მსგავს სალიზე წარმოიდგენ? -სულ დავიბენი ...-შუბლი მოისრისა ერეკლემ-აბა ქალად ვერ აღვიქვამო? -მაგას შეეშვი და რაც გკითხე იმაზე გამეცი პასუხი ... -არა ... ვერა ... ანი ... როგორ გითხრა ... -სიმშვიდეა. -ჰო,ზუსტად. -და სალი? -ისიც კარგი გოგოა,გიგი. -გასაგებია,შვიდი მილიარდი ადამიანიდან აუცილებლად იქნება ბევრი კარგი გოგოც,მაგრამ ყველას შენთვის ვერ გამოიმეტებს ღმერთი.ვინც მოგცა და გაჩუქა შეირგე რა!ნიტას და თინუს თქმის არ იყოს,ის გოგო შენი რომ ყოფილიყო თავის დროზე ფეხს არ დაკრავდა და კონტინენტის ბოლოს არ წავიდოდა,ვერ დაგტოვებდა ! -კარგი,ჩემი ამბავი გასაგებია და შენზე რას მეტყვი?-გაეღიმა ერეკლეს,როცა საკუთარ თავში უკვე ნაპოვნ პასუხს საბოლოოდ მისმა მეგობარმა მოჰფინა ნათელი. -რა უნდა ვთქვა?იქ ვარ სადაც უნდა ვიყო და ამის შეგრძნება ყველაფერს მირჩევნია. -გამოდის ნიტა ბავშვობიდან გიყვარს და ... შენ მაზოხისტი ხოარ ხარ შე საცოდაო?!-შეჰყვირა ერეკლემ. -ამას ვერ აგიხსნი,მეც ვერ ვიგებ ზოგჯერ ... პირველად ამაზე მაშინ დავფიქრდი ცოლობა მაინდამაინც მას რომ შევთავაზე,ისე სპონტანურად მოხდა ... გადაწყვეტილების სისწორეში მხოლოდ მაშინ დავრწმუნდი,როცა საუბრის დასასრულს სინანული არ მიგრძვნია,თითქოს წინასწარ ვიცოდი რომ სწორად ვიქცეოდი. ცოლად რომ მომყავდა და თეთრ კაბაში ვხედავდი საკუთარ თავს მაშინაც ვერ ვუტყდებოდი,რომ რეალურად ეს მინდოდა,სულ ის მინდოდა,როგორ აგიხსნა,რომ ვაიძულებდი ჩემ თავს მეფიქრა,რომ ქალად ვერ აღვიქვამდი? -თავდაცვის ინსტიქტი ..-გაეცინა ერეკლეს-შეცდომის დაშვების და სინანულის ფობია გაქვს,ზუბალაშვილო ამიტომაც არ ეკარებოდი ცოცხალი თავით იმ საბრალო გოგოს! -სწორედ მაგის ახსნა მინდოდა,გცოდნია! -ხომ ვიძახდი ქიმია არითქო!-ხელი შემოჰკრა გახარებულმა ერეკლემ. -შენი საშველი არ იქნება ..-თავი გადააქნია მომღიმარმა გიგიმ. -გუშინ იყვნენ აუზზე გოგოები,დათაც ახლდათ, გითხრა ნიტამ? -ვიცი ჰო,ორი საათი ომი გვქონდა საცურაო კოსტუმზე!-თვალები აატრიალა გიგიმ. -ყოჩაღ,ნიტას!-გაეცინა ერეკლეს. -რა ყოჩაღ,ისეთი კოსტუმის ჩაცმას აპირებდა ბებიაჩემს გაუტყდება რომ ვაკადროთ! -საოცარი წყვილი ხართ,გეფიცები!-სიცილს ვერ იკავებდა ერეკლე.-ჰოდა ის გვიმრაძე უნახავთ,დათამ მითხრა ისეთ ვიდზე იყო გოგოები კი არა მეც წავიდოდი პაემანზეო!-იცინოდა ერეკლე და თავადაც ვერ ხვდებოდა როგორ მოქმედებდა ეს სიტყვები ზუბალაშვილის გონებაზე. -ჰოო?გვიმრაძეც იქ იყო?-წარბები აწკიპა გიგიმ და ტელეფონზე აათამაშა თითები. -იქ იყო და შემთხვევით უნახავთ ესენი.დათა გიჟს გავდა ძლივს გავაკავეო მაკო და თინანოო-იცინოდა ერეკლე. აღარაფერი ესმოდა გარდა იმ ფაქტისა,რომ ნიტამ თითქმის ყველაფერი მოუყვა გარდა გვიმრაძის იქ ყოფნის ამბისა. თავადაც ვერ გაანალიზა ისე უნებურად გაღიზიანდა უცნობ ბიჭზე. სამსახურიდან მალევე წამოვიდა და საჭესთან მყოფი გაუაზრებლად წავიდა ნიტას ცეკვის დარბაზისკენ. საათს,რომ დახედა ექვსი სრულდებოდა,კიდევ ნახევარი საათი მოუწევდა ლოდინი. მანქანა გასასვლელის წინ გააჩერა და საჭეზე თითებჩაფრენილმა თვალები დახუჭა. მესამე პიროვნების არსებობა მათ შორი ახლოს უკვე აღიზიანებდა. როცა ეს სულიერი სიმშვიდე ერღვეოდა,იცოდა რომ რაღაც ცუდი გარდაუვალი ხდებოდა. შენობიდან გამოსული ნიტა რომ დალანდა მეგობრებთან ერთად მანქანიდან გადავიდა და ხელებგადაჯვარედინებული მიეყრდნო ავტომობილს მოღმიმარი სახით. ნიტას სახეზე ფერი ეცვალა,არც მეგობრებს შორის ნაცნობი სხეულის დაძაბულობა არ შეუმჩნევია მომღიმარ ზუბალაშვილს. -არ ვიცოდი მოსვლას თუ აპირებდი ...-დაბნეულმა ამოილაპარაკა გოგონამ და ფეხისწვერებზე აწეულმა ისე აკოცა მომღიმარ მეუღლეს,რომლის თვალებიც ისევ იმ ნაცნობ სხეულს აკვირდებოდა. -არც მე ვიცოდი რაღაცების დამალვა,რომ ისწავლე,ნიტა ..-ისე აკოცა მეუღლეს თვალი არ მოუშორებია „ნაცნობისთვის“,რომლის სხეულიც უფრო და უფრო იძაბებოდა,კისერზე გამომჯდარი ძარღვები უფრო მუქდებოდა,გიგი კი ისევ იღიმოდა. იგრძნო,როგორ გაეყინა თითები ნიტას. -რაზე ამბობ ...? -ნიტუკა,ხვალამდე!-როგორც შეეძლო ისე ამოიხრიალა გვიმრაძემ და თავისი მანქანისკენ დაიძრა. -დაგემშვიდობა,უზრდელობაა „ნიტუკა“ ხელი მაინც დაუქნიე ...-გიგის ამღვრეულმა თვალებმა ერთიანად დაშალა ლორთქიფანიძე,უკან არც მიუხედავს ისე ჩაჯდა მანქანაში. -გიგი ... -მე არ ვიცოდი შენთან ამაზე საუბარი თუ დამჭირდებოდა ..-მშვიდი იყო გიგი-არ ვიცოდი,რომ რაღაც თუნდაც მცირედი ჩვენს შორის დამალულია ... -რაზე ამბობ გიგი?-ხმა ძლივს დაიმორჩილა გოგონამ. -ნიტა,თავის გასულელება არ გიხდება,პატარავ ...-მისი მტევანი ხელებში მოიქცია გიგიმ და ფრთხილად აკოცა. -მე ხომ არ ვიცი რას გულისხმობ? -აუზზე,დათა თინუს კლასელს რას ელაპარაკებოდა ეგ არ გამოგრჩენია და ის გამოგრჩა,რომ შენი თაყვანისმცემელიც იქ იყო? -არ ჩავთვალე ... -საჭიროდ,რომ გეთქვა. მე არ მესმის,რატომ? -ვიფიქრე,რომ გაღიზიანდებოდი ან .. -რატომ ასეთი ეჭვიანი,იმპულსური ტიპის შთაბეჭდილებას გიტოვებ,რომელთანაც არ უნდა ილაპარაკო მსგავსი რამ? -არ ვიცოდი,გიგი ვიფიქრე,რომ არ ღირდა ... -ნიტა,ჩემთვის რამის დამალვა არ ღირს,პატარავ ხვდები?-მარცხენა ხელით საჭეს მართავდა მარჯვენათი კი ნიტას ათრთოლებულ თითებს ეთამაშებოდა,რომელიც თავისსავე ფეხზე მოეთავსებინა.-არ მიყვარს მსგავსი სიურპრიზები,რაც უნდა გამაღიზიანებელი იყოს მითხარი.გქონდეს ჩემი იმედი,ნიტა მე არ წავალ და არ ვიჩხუბებ გამოვედი მაგ ასაკიდან ვინმეს საქმე ვურჩიო ჩემი ცოლი რატომ გიყვარს-მეთქი.უყვარხარ?უყვარდე მთავარია მე არ ვიგრძნო ეს მისგან,თუ კიდევ იქნება მსგავსი „შემთხვევითი შეხვედრები“ მჭირდება,რომ ვიცოდე გესმის? მერე მთლიან პრობლემას,რომ არ შევასკდე თავით მირჩევნია ვიცოდე რასთან მაქ საქმე.ნიტა,პატარავ გასაგებია?-შუქნიშანზე გააჩერა მანქანა და გოგონას გაღიმებულმა გახედა. -მართლა არ იჩხუბებ? -ნიტა,რატომ არ მენდობი?ოდესმე გინახავს შენი ქმარი მსგავს სიტუაციაში? -არ ვიცი სხვები ... -„სხვები“ არიან სხვები,შენი ქმარი გიგია,ხო?-ნიტას აოცებდა გიგის ასეთი დამოკიდებულება. -არც იმაზე გექნება პრობლემა,რომ ჩემი მეწყვილეა? -ქართულ ცეკვაში ტანგოს ელემენტებს რომ შეიტანენ მერე დავფიქრდები ...-გაეცინა გიგის. -გიგი საერთოდ არ ეჭვიანობ?-ნიტამ ვერ გაეგო უნდა გახარებოდა თუ უნდა წყენოდა ეს ფაქტი. -არა,როცა შენს გრძნობებში ეჭვი შემეპარება,როცა შენი გამოხედვა გაცივდება,შენი ქცევები შეიცვლება და ვერ ვიგრძნობ იმას რასაც ამ წამს ვგრძნობ მხოლოდ მაშინ ... მხოლოდ მაშინ ვიეჭვიანებ.ყოველი გამვლელის გრძნობებზე ვერ განერვიულებ,ეს მათი პრობლემაა და არ გახადო ეს ჩემიც! ჩუმად იყო. ხმას არ იღებდა. მერე უცებ. სულ მთლად უცებ წამოიწია და მშვიდად მჯდარ ქმარს მოეხვია. გიგიმ მანქანა გადააყენა და ნიტას თავისი ძლიერი მკლავები მოხვია. მშვიდად დაატარებდა ნიტას თმებში თავის თითებს. -მე შენ ძალიან მიყვარხარ გიგი ...-ამოიტირა გოგონამ.-მერე რა რომ,შენ საერთოდ არ ... მე შენ გენდობი,გიგი. თავი ფრთხლად ააწევინა თვალცრემლიან გოგონას. გაღიმებული უყურებდა მის თვალებს. ჯერ ერთ თვალზე აკოცა,მერე მეორეზე. -შენ,რომ იცოდე რა დიდი ხარ,ნიტა ... რამდენი ხარ ... ამას არასდროს მეტყოდი. -რომ ვთხოვდი გაუგია.-გაეღიმა ნიტას და გიგის ლოყაზე დაცემული თავისივე ცრემლი მოწმინდა. -ვის რას სთხოვდი?-წარბი მაღლა აზიდა გაღიმებულმა ზუბალაშვილმა. -ღმერთს,რომ ვთხოვდი ... ბავშვობიდან ვთხოვდი ჩემთვის ის ადამიანი გამოეგზავნა,ვისთანაც ბედნიერი ვიქნებოდი ... -ღმერთს უყვარხარ,ხედავ?-იცინოდა გიგი. -მეც მიყვარს,შენი თავი ხომ მან გამომიგზავნა,ვინ თქვა არ არსებობსო?არსებობს!ესმის,ცოცხალია და სურვილსებსაც ასრულებს.! -ნიტა როგორი ბავშვური ხარ ხანდახან ..-არ ჩერდებოდა გიგი. - მთელი 6 წლით ხარ ჩემზე უფროსი,იცი რას გეტყვი მოხუცო?დიახაც,ბავშვი ვარ!-ცხვირი შეჭმუხნა გოგონამ. -მოხუცო არა?ორი წამის წინ ღვთის საჩუქარი ვიყავი! -ღვთის საჩუქარი შენ კიარა,ჩემი ოჯახია,ანუ ჩვენ.პატარა ხარ,რომ გაიზრდები მიხვდები ..-გადაიკისკისა გოგონამ და თავის ადგილს დაუბრუნდა. სარდიონის დაბადების დღისთვის ნიტას კაბა თავად უყიდა. ისეთი ენთუზიაზმით არჩევდა ქალების სექციაში თავისი ცოლისთვის შესაფერის კაბას ერეკლე სიცილს ვერ იკავებდა. დადიოდა ჩაფიქრებული სახით და რამდენიმე კაბით ხელში,მერე ამ კაბებს უყურებდა და გონებაში წარმოიდგენდა ნიტას ტანზე თითოეულს. ბოლოს ერეკლეც ჩაითრია ამ ამბავში და ორივენი პარკებით დახუნძლული გამოვიდნენ მაღაზიიდან. -შენ სულ გამაგიჟებ,გიგი!-მანქანაში მოათავსა ერეკლემ პარკები.-არა,გამაგებინე საიდან გახსოვდა ნიტა რა ნომერ ტუჩსაცხს ისმევდა გამაგებინე,რომ კითხო სულ არაა რომანტიკოსი! -ტუჩსაცხის ნომრის ცოდნა როგორ ასოცირდება რომანტიკასთან შენ ტვინ ნაკლულ თავში ძალიან მაინტერესებს.-თქვა და ღვედი შეიკრა. -მე არ ვიცი და ვერც დავიმახსოვრებ-ხელი აიქნია მომღიმარმა ერეკლემ. -სწორედაც,არ გინდა თორე დამახსოვრებას რა უნდა? -მოიცა,შენ ასე უმოწმებ ნიტას კოსმეტიკას ჩუმად? -ნიჟარასთან ტოვებს ხშირად და კბილების წმენდისას შემადგენლობებს ვკითხულობ ...-ისე სერიოზულად თქვა გიგიმ ერეკლეს სიცილი უკვე ქუჩაში ფეხით მოსიარულეებსაც ესმოდათ. -არ ხარ ნორმალური გეფიცები! -გზას უყურე ... მოიყვან ცოლს და ნახავ თუ არ გეცოდინება.! -შენ რა გგონია,ყველა ქმარმა იცის ცოლის ტუჩსაცხის ნომერი?-არ ჩერდებოდა ერეკლე. -არ ვიცი,მამაჩემმა იცის. -მამაჩემს წარმოდგენა არ აქვს დარწმუნებული ვარ. -მაგიტომაც არ იცი შენ,ისწავლე და შენ შვილსაც ეცოდინება!-თვალი ჩაუკრა და ერეკლეს წუწუნისთვის აღარ მოუსმენია ბინასთან გაჩერებული მანქანიდან გადმოვიდა და ნიტასთვის ნაყიდი საჩუქრებიც გადმოიტანა.-ოხ ნიტა..!-თავი უკმაყოფილოდ გადააქნია,როცა ნაცნობი მანქანა დაინახა და ერეკლეს დაემშვიდობა. კიბეებზე ადიოდა და უკვე იღლებოდა იმ სიტუაციით რაც სახლში დახვდებოდა. კარზე დააკაკუნა და დაელოდა სავარაუდოდ სახლის ფორმაში გამოწყობილი ნიტა როდის ინებებდა გაღებას. -მოვდივარ,გიგი!!!-შემოსასვლელი ჰოლიდან ყვიროდა ლორთქიფანიძე.გაეღიმა. გააღო თუ არა კარი გიგის ისე ჩაეხუტა ხელში დაჭერილი პარკებისთვის ყურადღება არც მიუქცევია.-ელენე და რეზი არიან აქ,იცოდე ნერვები არ მომიშალო..!-ყურშუ უჩურჩულა და ლოყაზე აკოცა ქმარს. -მოგხვდება შენ ..!-გაეცინა გიგის და საჩუქრები ხელში შეაჩეჩა. -ეს რა არი? -ჩემი უფროსის დაბადების დღეა დღეს იმედია არ დაგავიწყდა,ვააჰ ...გამარჯობათ!-სამზარეულოში შეიხედა და უკან მდგარ გაბრწყინებულ ნიტას გადახედა.-თუ კაბის ჩაცმა არ გინდა პერანგი და შარვალიც არი მანდ ... -ჩემი ტუჩსაცხი..-ამოილაპარაკა გოგონამ და საყვარელ ნივთს დააჩერდა-გამითავდა ... -შევამჩნიე,როგორ ხართ? -გიგი,დე ...-ხმა აუკანკალდა ელენეს-ასე ნუ იქცევი,ბოდიში ხომ ... -გეყოფა,რა ელენე,გეყოფა ამდენი ბოდიშები გკითხე როგორ ხარ-თქო რად უნდა აქ ბოდიში? -რომ გვცოდნოდა ჩვენ გიშლიდით ხელს ...-სევდიანად ამოილაპარაკა რეზიმ. -ისევ არ გესმის არა?ისევ ვერ იგებ რას ვითხოვ მე შენგან,მამა ხომ ასეა?-მშვიდად ლაპარაკობდა გიგი და მაცივრიდან გამოღებულ ცივ წყალს ჭიქაში ისხამდა-ნუ ჩაერევით ჩემ პირადში ნურც დადებითი და ნურც უარყოფითი კუთხით და ყველაფერი კარგად იქნება. -კაი,ბატონო არ ვერევით!-დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწია რეზიმ. -ჰოდა მორჩა,საბოდიშო არაფერი გაქვთ,უბრალოდ ნუ დავარღვევთ საზღვრებს,ხო დე?-ელენეს გაუღიმა და უკნიდან მოეხვია-ვიცი,რომ საუკეთესო გინდათ ჩემთვის მაცადე,რომ მე ავაშენო ჩემი ოჯახი,ისე როგორც შენ გააკეთე ეს წლების წინ,მეც მინდა შენნაირი მამა ვიყო და თქვენი ხელების „ჯიკებით“ ვერ ვიზამ,ჩემით უნდა ვისწავლო სიარული მოსულა?-ისევ ელენეს უღიმოდა-ელე,არ იტირო რა ... -ჩემი ბიჭი,ჩემი დიდი შვილი,მართალი ხარ,დე მე უბრალოდ .. შემეშინდა,რომ არასწორ ნაბიჯს გადადგამდი ... -გადავდგი? -არა,ზუსტად იქ ხარ სადაც უნდა იყო.!-მკაცრი მაგრამ ამასთან ლოიალური იყო რეზის ხმა. -ისე ვარ,როგორც მინდა რომ ვიყო-გაუღიმა მამამისს და ელენეს კისერზე მოხვეული ხელები შეუშვა. მშობლებს მალევე დაემშვიდობნენ. რეზის პაემანზე მიჰყავდა ელენე და ეჩქარებოდათ. იდგა ნიტა სარკის წინ და ბოლო შტრიხებს იმატებდა. -მორჩი,ნიტა წავედით ...-მაჯის საათი მოირგო ხელზე გიგიმ. -ერეკლე და ანა აქ უნდა გამოვიდნენ? -არა,ჩვენ უნდა გავუაროთ. -წამოდი,ოოჰ გიგი ტუჩსაცხის წასმა ვერ მოვასწარი,კარგი წამოდი მანქანაში ვიზამ ..-პატარა კლაჩს ხელი დაავლო და სახლი გიგისთან ერთად დატოვა. ისხდნენ მანქანაში. ყანჩელის მელოდიას თითქოს ორივე სულით ხორცამდე შეიგრძნობდა. მახვილი თვალი შეამჩნევდა მათ მშვიდ სუნთქვას. გიგის თლილ თითებს ნიტას პერანგის სახელოზე,რომელსაც გაუაზრებლად ეთამაშებოდა ზუბალაშვილი. ნიტას გაბრწყინებულ თვალებს,რომლებშიც ის ვარსკვლავები სწავლობდნენ კიაფს,რომლებმაც იცოდნენ,რომ „ადამიანი ადამიანისთვის დღეა ...“ დიდი ხნით არ გაჩერებულან სარდიონის დაბადების დღეზე. ანა თავს შეუძლოთ გრძნობდა და მალევე წამოვიდნენ. მოხიბლული იყო სარდიონი თავისი თანამშრომლების მეუღლეების გაცნობით. სიცილით ვერ სუნთქავდნენ ერეკლე და გიგი,ბატონმა უფროსმა ნიტასთან ერთად ცეკვა რომ მოინდომა და ერთ-ერთი ილეთის დროს სარდიონის შარვლის რღვევის ხმა მთელმა დარბაზმა,რომ გაიგო. -ანა,ცუდადაც რომ არ იყო აქ დარჩენა უფრო უხერხულია ვიდრე წამოსვლა!-იცინოდა გიგი-ხომ ნამდვილად არ გჭირდება სასწრაფო? -არა გიგი,სუფთა ჰაერზე გამოსვლამ მიშველა,ოღონდ იქ ნუ შემაბრუნებთ!-წარბები აწკიპა ანამ. -არა,სახლებში წავიდეთ ისედაც რა სიტუაციაა ვერ ხედავ?-ერეკლემ გიგის გადახედა-ბუცხრიკიძეს ინფაქტამდე ცოტა აკლია,ვინ იფიქრებდა სარდიონი თუ მოხსნიდა საზეიმოდ თავის დაბადების დღეზე? -არა,მაინც რა სიბოროტეა?!-თავი გადააქნია ნიტამ-აი,ეგეთი ცუდი საქციელი რომ ჩაიდინა მაგიტომაც შერცხვა ქართული კულტურის და თავისი სტუმრების წინაშე! -ის ბუცხრიკიძე ისედაც გასაშვები იყო.-უდარდელად ჩაილაპარაკა გიგიმ. -გიგი,არავინ არაა იმის ღირსი საქვეყნოდ დაამცირო,ხომ შეეძლო ეს კაბინეტში ეთქვა ან რა საჭირო იყო მასკარადი?-აშკარად გაღიზიანებული იყო ლორთქიფანიძე. -გეთანხმები,ნიტუ თითქოს განძრახ მოაწყო ყველაფერი,კაცს ფერი დაეკარგა სახეზე ცოლი ძლივს ასულიერებდა!-საუბარში აჰყვა ანა. -ოხ,სარდიონ,სარდიონ!-თავი გადააქნია ერეკლემ-აქ გაგვიჩერე,გიგი. გიგიმ მანქანა მაღაზიასთან ახლოს გააჩერა. მეგობრებს დაემშვიდობნენ და მანქანიდან გადავიდნენ ერეკლე და ანი. „საიდან იცოდი,რომ პაშტეტი მინდოდა?“ „შეგატყვე რომ ვერ ისვენებდი ერთ ადგილზე!-გაეღიმა ერეკლეს-არა,ეს პაშტეტი ახალია?“ „ჰო,აი ამ წამს მომინდა ...“-ქუჩის ბოლოსაც ისმოდა მათი სიცილის ხმა. გიგიმ მანქანა დაძრა და სახლისკენ აიღო გეზი. -მილიონში ერთი შემთხვევაა ის რაც ამათ დაემართათ.-გაეღიმა გიგის-რა მაგარია,როცა ასე გიმართლებს ცხოვრებაში. -შენ გაგიმართლა?-ეშმაკურად გაეღიმა ნიტას. -მე უფრო რთული შემთხვევა მქონდა!-წვერზე ხელი ჩამოისვა გიგიმ და ისე გადახედა ნიტას. -გგონია ამ დროს რთული და მარტივი შემთხვევები არსებობს?აბა ანის ჰკითხე მისი შემთხვევა თუ უფრო იოლია,ვიდრე შენი?!წარმოიდგინე იღვიძებ დილით და აანალიზებ,რომ წინა ღამით დაშვებული შეცდომა ცხოვრებას გინგრევს! -რას ამბობ,ნიტა?აბა ანის ცხოვრება დაენგრა? -და რამდენს იცნობ ანის მსგავსს? -ნუ .. -სწორედაც!ღმერთმა მართლა არ გასწირა,რომ ერეკლე ცუდი ადამიანი არ აღმოჩნდა,თორემ ხშირ შემთხვევაში გოგონები მარტო რჩებიან თავიანთ დაშვებულ შეცდომებთან ერთად და რამდენსაც გინდა გვერდით ოჯახიც აღარ ჰყავთ. -ნუ,გასაგებია მაგრამ გაუმართლა,რომ ერეკლე ცუდი ადამიანი არ აღმოჩნდა. -მე ამას გამართლებას კი არა ღმერთის წყალობას დავარქმევდი.ქალისთვის არ არსებობს მარტოხელა დედობაზე მძიმე ტვირთი,ღმერთმა არ გასწირა ანი ამ ყველაფრისთვის. -ყველა ადამიანს თავისი მძიმე ტვირთი აქვს,რომელიც მას როგორც პიროვნებას გაზრდაში ეხმარება. -ანისთვის ეგ ტვირთი ის 6 თვე იყო,რომელიც ერეკლეს გარეშე გაატარა. -შენთვის?-სვლა შეანელა და მანქანა გზიდან გადააყენა. -14 წლიდან მაგ ტვირთს ვატარებ,ვფიქრობ ზედმეტად დიდი ხანია რაც გავიზარდე. -14 წლიდან ..-ხმა ჩაეხლიჩა ზუბალაშვილს. -14 წლიდან!-ნიტას მტკიცე ხმამ ერთბაშად შეზარა გიგი. -რატომ არ მითხარი? -რას მეუბნები?-გაეღიმა ნიტას-მოვსულიყავი და მეთქვა,იცი რა გიგი?დავფიქრდი და მგონი ძალიან მიყვარხართქო? -ამას ხომ ისედაც ვამჩნევდი,ნიტა?!იქნებ რომ გეთქვა ამ სიმართლისთვის თვალი უფრო ადრე გამესწორებინა. -ჩემთვის არანაირი სიმართლე არ არსებობდა,მანამ სანამ ჩემი გრძნობები ყელში ბურთად მეჩხირებოდა. -რომ გეღიარებინა ... ჯანდაბა,რომ გეღიარებინა ... საკუთარ თავს გავუბედავდი და ამაზე დავფიქრდებოდი ... -და მე იმის ლოდინში უნდა ამომსვლოდა სული,სანამ შენ შენსავე თავს გაუბედავდი და იფიქრებდი,რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ვიყავი?-მწარედ ჩაეღიმა ლორთქიფანიძეს. -მართალი ხარ,ზოგჯერ ამ ყველაფერთან მიმართებით იმდენად საბრალო ვარ მინდება,რომ ვინმე დავადანაშაულო ამ სულელურ ამბავში. -ვინმე საკუთარი თავის ნაცვლად. -ასეთიც გიყვარვარ?-გვერდულად გადახედა გიგიმ მეუღლეს. -მე შენ მაშინაც მიყვარდი ნატას რომ გვაცნობდი მე და მაკოს-ხმა ჩაუვარდა ნიტას-მაშინაც,წესიერად გამარჯობას რომ ვერ იმეტებდი ხალხში და მაშინაც ცურვა მარტო მაკოს რომ ასწავლე და როცა ჯერი ჩემზე დადგა დაღლა მოიმიზეზე.მაშინაც მიყვარდი,როცა შენი საშინელი მუსიკალური გემოვნება ტვინს მატკიებდა,მაგრამ მაინც ვუსმენდი ... იმიტომ რომ მაშინაც ისე მიყვარდი,როგორც ახლა მიყვარხარ,როგორც იმ მომენტში მიყვარდი,როცა მისალმების დროს თუ არავინ იყო ახლო მახლო,გადამკოცნიდი ხოლმე და პატარა ბავშვივით თავზე ხელს გადამისმევდი ... საავადმყოფოში ხელმოტეხილი რომ ვიწექი და შენ მუშაობდი,მაშინაც მიყვარდი გიგი ... გიგი იჯდა დადუმებული. მოწოლილ ცრემლებს ჯიუტად არ აძლევდა უფლებას ბარიერები გადმოეკვეთათ. დაბურული გამოსახულებიდან უყურებდა მომღიმარ ნიტას. -თუ ვინმეს აქ გაუმართლა,მე ვარ.! ღვედი შეუხსნა მოკისკისე ნიტას. ისხდნენ მანქანაში ერთმანეთზე ჩახუტებულები. რადიოდან მომავალი მუსიკის ჰანგები დასრულდა თუ არა გოგონას წკრიალა ხმა გაისმა. „თბილისში ახლა ღამის 12 საათია,შემოდგომის ამ თბილ საღამოს გაგაცნობთ ამინდის პროგნოზს ... ხვალ თბილისში ამინდის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს 31 გრადუსი დაფიქსირდება ჩვენს დედაქალაქში ...“ -გაიგონე?31 გრადუსიო ... შემოდგომისთვის ძალიან ბევრი ხომ არ არის?! -მზის სხივები ძალიან ბევრი წელიწადის არც ერთი დროისთვის არ არის,არასდროს! -ამბობენ მზე გრძნობს,როცა ადამიანების გულებს სცივათო.-გადაიკისკისა ნიტამ. -დაივიწყე,შენ გულს მე ვათბობ და არა ულტა იისფერი სხივები!-მერე იცინოდნენ,იცინოდნენ იმაზე,რომ მსგავს სისულელეებზე ეცინებოდათ. მთელი დღე აბურდული თმებითა და პიჟამოებით დადიოდა სახლში. ბოლო ორი დღე იყო თავს უცნაურად გრძნობდა. გიგი მივლინებით კახეთში იყო ერეკლეს ნაცვლად წასული. ანის დღე დღეზე უნდა ემშობიარა და ერეკლე წასვლას ვერ ახერხებდა,ამიტომაც წავიდა გიგი.ორი დღე დარჩა მარტო და მაკო და თინანო მაშინვე გადაბარგდნენ მასთან. -ნუ,აი რა უმსგავსობაა გაუშვა ქმარი კახეთის ველებზე და დადის მოჩვენების მსგავსად,შენ და რეპეტიციები არ გაქვს? -წულუმ გამომიშვა გუშინ,ისეთ ფერზე ხარ ახლა შენი ნერვები არ მაქვსო. -მაკო,ხოარ მოიწამლა გუშინ შენი მომზადებული წვნიანის შემდეგ? -შენ სანამ ჰიპოკრატეს სული გამოგიძახე და გაგამწესე იქაურ სამყაროში გაჩუმდი! -დათამ დამირეკა გუშინ,მთელი ღამე მელაპარაკებოდა და თავი მისკდება!-ამოიზუზუნა თინუმ. -რაო,რომეომ აღარ დადგა ჟამი ქორწინებისაო?-წარბები აწკიპა მაკომ. -ჯვარი აქაურობას რა ქორწილი?-თვალები გააფართოვა თინუმ-ვერ ხედავ ქორწილის მერე რა ემართებათ?-ნიტასკენ გაიშვირა ხელი-არა,მაკო არ მომწონს ეს ... -მაცივარში რაღაც ყარს!-ცხვირზე აიფარა ხელი სახე დამანჭულმა ნიტამ. მაკომ მაცივრის კარი სწრაფად გამოაღო და იქაურობა დაათვალიერა. უკან რომ მოიხედა ჯერ ნიტა გარბოდა აბაზანაში მერე უკან თინუ მისდევდა. ისხდნენ სამივენი და მაგიდის შუა გულში დადებულ ორსულობის ტესტს მიშტერებოდნენ. -კიდევ რამდენ ხანს უნდა ველოდოთ მედიცინის მუშაკო?-ისე ჰკითხა მაკომ თინუს ტესტისთვის თვალი არ მოუშორებია. -მე რა ვიცი,სტომატოლოგიაზე ვსწავლობ!-ამოუბურდღუნა თინუმ. -ა,ეგენი ხომ ექიმები არ არიან,შემეშალა ...-ჩაიქირქილა მაკომ. -კბილში პლომბის ნაცვლად დარიშხანს რომ ჩაგიდებ,მერე მითხარი ვინ არი ექიმი! -მაგ დროს მკვლელი გამოდიხარ ექიმი კიარა! -ვაიმე ... -ამოიჩურჩულა ნიტამ. -მკვლელი კიარა მხსნელი,შენი ბანძი იუმორისგან რომ ვიხსნი დედამიწას,მე გამოვალ მხსნელი!-არ ჩერდებოდა თინუ. -ახლა ყური დამიგდე,ბურღის,ბჟენის და კბილის ნერვის გარდა დედამიწაზე რომ არაფერი გინახავს და ... -გოგონებო ...-თავისთვის ბუტბუტებდა ნიტა. -დიდი ალბათობით ვერც ვერაფერს ნახავ,მეორედ ჩემს იუმორთან მსგავსი უდიერი დამოკიდებულებით ჩაივლი და ტვინის ორივე ქემისფეროს გაგითიშავ წამის მეასედში დათას რომ მოვახსენებ გუშინ როგორ ღნაოდი ვიღაც გოგომ ფოტოზე,რომ დათაგა ყველაფერი გასაგებია ქალბატონო თინათინ? -შეხედეთ ...-ლუღლუღებდა ნიტა. -შენ,რომ ბოღმა და „შანტაჟისტკა“ იყავი ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი მესამე კლასში პირველი სემესტრი რომ გიწერდი მათემატიკის დავალებებს იმის შიშით,რომ დედაჩემს ეტყოდი მის იისფერ კაბაზე ჟოლოს წვენი რომ შემთხვევით გადამესხა! -ჯერ ერთიც ჟოლოს კიარა ალუბლის წვენი იყო,მეორეც ეგ კარგი გამახსენე ელენემ დღესაც რომ გაიგოს შენ გაუფუჭე ბებიაშენის ერთადერთხელ საჩუქრად ჩამოტანილი იისფერი კაბა თანაც ფრანგულ ატელიეში შეკერილი,დღესაც მოგკლავს შე საცოდაო! -იცოდე,გაბედავ და ... -ორსულად ვარ!-ნიტა უკვე სკამზე იდგა და იქიდან უყვიროდა კამათში გართულ დაქალებს. -რაო,ამან რა მინდაო? -ჩამოდი გოგო მანდედან!-დაბლიდან ასძახა თინუმ. -გიგის როგორ ვუთხრა ... იქნებ სულად არ უნდოდა ჯერ ... რომ არ გაუხარდეს? -მაკო,გესმის?!-თვალები აუწყლიანდა თინუს. -ნიტულა ... -ამოიტირა მაკომ. მერე ისხდნენ სამივენი და ტიროდნენ. ეს უნდა იგრძნო. შენი მეგობრის შვილი. იმ მეგობრის,რომლის ბავშვობაც შენი ბავშვობის ნაწილია. იმ მეგობრის ვის კალთაშიც გიტირია,ვისთან ერთადაც უმიზეზოდ გიცინია. იმ მეგობრის რომელიც შენი გულის უდიდესი ნაწილია. მერე ხვდები,რომ ეს შენს ცხოვრებაშიც ახალი გამოწვევაა,იმიტომ რომ მეგობრის შვილი ზოგჯერ თავად მეგობარზე უფრო საყვარელია. ეს დაახლოებით ის ფენომენია ბებო რომ ამბობს შვილიშვილი უფრო ტკბილიაო. მერე ხვდები,რომ შენ ცაზე მზეს ერთი სხივი შეემატა. ისხდნენ და ტიროდნენ. ისდხდნენ და იცინოდნენ. მხოლოდ ისე როგორც შეუძლიათ მხოლოდ მეგობრებს.! ღამის სამი საათი იყო. გოგონებს ეძინათ. გულმა ვერ მოუთმინა და გიგის დაურეკა. -რატო არ გძინავს,ნიტუ?-გიგის დაბოხებული ხმით თუ იმსჯელებდა,ნიტას ზარმა გააღვიძა. -გაგაღვიძე,ხო? -შენ მესიზმრებოდი,იცი?-გაეღიმა გიგის. -მართლა?-საწოლზე წამოჯდა ნიტა. -ჰო,წითელ თავშალი გიყიდე, სარკის წინ იდექი წითელი მიღიმოდი. -წითელი თავშალი?-ხმა ჩაუვარდა ნიტას. -ჰო,აქ თუ ვნახე ეგეთი რამე აუცილებლად გიყიდი.! -გიგი,ბედნიერი ხარ?-ხმა უკანკალებდა აცრემლებულ ნიტას. -ნიტუ,რა გჭირს?რამე მოხდა? -უბრალოდ მიპასუხე,ვაჰ!-არ შეიმჩნია ნიტამ. -მეშინია. -რატო? -იმდენად ბედნიერი ვარ,მეშინია.! -ოჰ,გიგი რას იძახი?!-გაეცინა და ცრემლები შეიწმინდა. -დაიძინე,ნიტუ ტკბილი ძილი. -არ მინდა დაძინება გიგი. -მიდი კამერა ჩამირთე.-გაეღიმა გიგის. -ჩვენ საძინებელში გავალ,მოიცადე. -თინუმ და მაკომ შემცვალეს?-იცინოდა გიგი. -ნუ,ეგრე გამოვიდა.-სიცილს ძლივს იკავებდა ნიტა,მალევე დატოვა გოგონების ოთახი და თავის საძინებელში შესულმა დაბალი შუქით გაანათა ოთახი. მანამ საუბრობდნენ სანამ ნიტას არ ჩაეძინა. დილით ხმაურმა გააღვიძა. -გამიგიჟეთ ჰო ცოლლი?!-გიგის ხმა იყო. -შენი ცოლი მშვენივრად გრძნობს თავს,პირნათლად შევასრულეთ მოცემული დავალება,არ მოუწყენია!-ამაყად განაცხადა მაკომ. -გიგი,შვილო ნიტამ მითხრა საღამოს ჩამოვაო,თორემ დაგახვედრები რამეს ..-გაუღიმა მარიამმა გიგის. -აუ,კაი რა მარიკო მოდი დაჯექი თინუ გამიკეთებს ყავას საჭმელი არ მინდა!-ხელი გადახვია სიდედრს და სკამი გამოუწია დასაჯდომად. -აუ,მარიკო გააგრძელე რა,გიგი,იცი რას გვიყვებოდა?ნიტა თურმე ბიჭი ეგონათ სანამ დაიბადებოდა,იცოდი? -უი,ეგ არ ვიცოდი.-გაეღიმა გიგის. -ჰო,მუცლის ფორმის მიხედვით ადრე ვარაუდობდნენ გოგო ჰყავდა ფეხმძიმე ქალს თუ ბიჭი,ჰოდა მეც მეუბნებოდნენ,რომ ბიჭი უნდა ყოფილიყო და წესით ნიკა უნდა დაგვერქმია,ჩემი მამამთილის სახელი,მანამ სანამ ჩემს დედამთილს არ დაესიზმრა წითელ თავშალს როგორ ვირგებდი თავზე და სარკეში ვუყურებდი ჩემ თავს გაღიმებული ...-მარიამი ისევ ყვებოდა რაღაცებს გიგის საერთოდ აღარ ესმოდა არც ერთი სიტყვა. ყავის ჭიქა უღონოდ დაუშვა მაგიდაზე და მზერა თავისი საძინებლის კარზე გაეყინა. გულის ცემის ხმა ყურებში ესმოდა და ეგონა,რომ ამოუხსნელი ემოციებისგან გასკდებოდა. თითქოს ეშინოდა იმის გაანალიზება,რაც ამ წამს ხდებოდა. სიზმარი,19 წლის წინანდელი და გუშინდელი. დამთხვევა,რომელიც არ არსებობს. სასწაული,რომელსაც ღმერთი გვჩუქნის. და მოლოდინი,რომელიც არ გინდა რომ ოცნებად დარჩეს. გაუაზრებლად წამოდგა და თავისი ოთახისკენ აიღო გეზი. ნიტას გაღვიძებას ამ წამამდე არ აპირებდა მანამ სანამ ოთახში არ შევიდა და საწოლზე მჯდომარე ცოლი არ დალანდა. ხომ არის მომენტები,როცა ამბის გადაცემას,კომუნიკაციას არ ჭირდება სიტყვები ან ჟესტები?! ამ დროს თითქოს შენს თვალებში აკიაფებული ვარსკვლავები ასრულებენ მთავარ როლს. უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა,თავიანთ როლს. ვარკსვალები ამბობენ,რომ სასწაულები,რომლებიც შენს,ჩემს და მათ ცხოვრებაში ხდება კავშირში არ არის მიწიერთან,ხორციელთან,ცოდვით დაბინძურებულ დედამიწასთან. თვალებში მოციმციმე ვარსკვლავები,ამბობენ რომ სასწაულებს ღმერთი გვჩუქნის და ზოგჯერ არაა საჭირო ეს მომენტი სიტყვებით გავაფუჭოთ. გიგი მიხვდა,რომ ნიტა მიხვდა,რომ გიგიმ მიხვდა,რომ ნიტა მუცლით თავიანთ სასწაულს ატარებდა. -ეს ... ეს ჩამოგიტანე ..-ამოილუღლუღა გიგიმ და ჯიბიდან პატარა ქაღალდის შეკვრა ამოაძვრინა. ნიტა ხმას ვერ იღებდა,მანამ სანამ ქაღალდი არ გახსნა და შიგნით მოთავსებული წითელი თავშალი არ დალანდა. საკმაო ზომის თავშალი ისე იყო დაკეცილი ნიტას მტევნისოდენა შეკვრაში ეტეოდა. -გიგი ... -გოგო გვეყოლება. ხმა აუკანკალდა ზუბალაშვილს. იდგა გაღიმებული,აცრემლებული თვალებით და უყურებდა საყვარელი ქალის ფერდაკარგულ სახეს,აბურდულ თმებს,ათრთოლებულ თითებს და მუცელს,რომელსაც ჯერ ფორმა არ შეცვლოდა. -მე შენ მიყვარხარ,ნიტა.! ანის და ერეკლეს ბავშვი,რომ დაიბადა ნიტამ ერთგვარი გამოცდილებაც მიიღო ჩვილთან ურთიერთობაში. თითქმის ყოველ მეორე დღეს ანისთან იყო გამოძახებული და ბავშვის მოვლაში სიამოვნებით ეხმარებოდა. საოცრად ამშვიდებდა პატარა გაბრიელთან ურთიერთობა. ხვდებოდა წინ რამხელა სიხარული ელოდა,როცა თავად აიყვანდა თავის შვილს ხელში და ამის წარმოდგენაზე ტანში ჟრუანტელი უვლიდა. საშინელი ტოქსიკოზი ჰქონდა. ვინ იცის რამდენჯერ გაუთენებია ორივე ცოლქმარს აბაზანის იატაკზე მჯდომარეებს. ექვსი თვისას უკვე იმდენი ზედმეტი კილოგრამი ჰქონდა ძლივს დადიოდა ფეხზე. როცა ტოქსიკოზმა გაუარა დღის და ღამის განუყოფელ ნაწილად იქცა ოთხჯერ ზოგჯერ ხუთჯერაც ჭამა. ღამით გაღვიძებულს შეეძლო ნახევარი ტორტი ეჭამა და გიგის გაოცებული სახე დაეიგნორებია. მაქსიმალურად ცდილობდა ზუბალაშვილი ცოლის ყველა მოთხოვნა თუ თხოვნა დაეკმაყოფილებინა. მაგრამ ყველაფერი არც იმდენად იოლი აღმოჩნდა,როგორც ეს მას წარმოედგინა. კრიტიკული დღეები ზოგჯერ კვირებად იქცეოდა ხოლმე. ნიტას შეეძლო მიზეზგარეშე ჩხუბი წამოეწყო და გიგი ვალდებული იყო ბოლომდე მორჩილად აეტანა ნიტას სიტყვები,რომლებიც თითქოს გიგისთვის წარსულში დაშვებული შეცდომების პასუხი იყო. საკმარისი იყო გიგის ხმის ტემბრი ოდნავ მაინც აემაღლებინა ნიტა ისტერიკულ ტირილს იწყებდა და ამდროს სიტუაცია უკონტროლო ხდებოდა. მეშვიდე თვეში იყო ლორთქიფანიძე,როცა გიგი სახლში ძალიან გვიან დაბრუნდა. მისაღებში იჯდა და ბნელ ოთახში ელოდებოდა ქმარს. -სად იყავი?-ნიტას ხმაში შეუფერებლ სიკაპასეს უკვე მიჩვეული იყო და დიდად არც მიუქცევია ყურადღება ამისთვის. -ერეკლესთან. -კარგია მეგობრებთან გართობა,მაშინ როცა მე აქ სახლში ვარ და გიცდი? -ვმუშაობდით, ნიტა.-დაღლილი იყო ზუბალაშვილი.უკვე ყველაფრისგან იყო გადაღლილი. -იცი,როგორ მაღიზიანებს შენ ხმაში ეგ ფსევდო ტრაგიკულობა?-სიკაპასე მალევე შეცვალა ყვირილმა-მე,შენ აქ გიცდი და შენ ჩემთან საუბრითაც იღლები არა?! -არ ვიღლები,ნიტა გისმენ. -გეტყობა როგორაც მისმენ!-ფეხზე წამოდგა ნიტა. -დალიე წამლები? -სხვათაშორის შენ უნდა მოგეტანა! -თინუს ვთხოვე და მითხრა მივუტანო. -შენ უნდა მოგეტანა!-ყვირილით გაუმეორა ნიტამ. -ჩემი და თინუს მოტანილში რამე სხვაობაა,ნიტუ?-სიმწრით გაეღიმა გიგის. -დიდი!-ნიტას კივილმა გიგის თითქოს განგაშის ნათურა აუნთო ტვინში. -ბოდიში,ნიტა ხვალ მე მოგიტან,შენს თავს გეფიცები,წამო რა დავწვეთ ...-საკოცნელად გაწეულს სახეში ნიტას ხელი მწარედ რომ მოხვდა,ეგონა ტვინში სისხლი ჩაექცეოდა. -არ მჭირდება,შენი დაყვედრებული არც წამალი მინდა,არც სიყვარული!-კიოდა. -ნიტა ...-კბილები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს. -გეკითხები,ასე აღარ გინდა სახლში მოსვლა რომ ღამის სამამდე მუშაობ?როდიდან,იღლი თავს ზედმეტად?ააჰ,მე ვიცი,შენმა შვილმა დაგღალა,სად შეუძლია გიგის ამდენი?!-არ ჩერდებოდა,მისი სიტყვები თითქოს გიგის ცეცხლზე ნავთს ასხამდა. -ნიტა,ტყუილად იშლი ნერვებს,თუ გინდა 1 კვირიან შვებულებას ავიღებ ...-გრძნობდა როგორ იცლებოდა მისი მოთმინების ფიალა. -არ მჭირდება,იქ წავალ სადაც ჩემთვის სულ სცალიათ,სადაც მე და ჩემი შვილი ვინმესთვის ტვირთს არ წარმოვადგენთ! -ნიტა,მაგ კარიდან ფეხს გაადგამ და ბავშვს გეფიცები ჩემ საქციელზე პასუხს არ ვაგებ!-მშვიდად ამოილაპარაკა გიგიმ-დაჯექი და ამიხსენი რა პრობლემა გვაქვს და მე რა უნდა გავაკეთო. -ექიმმა გვითხრა სუფთა ჰაერზე უნდა ისეირნო,ბავშვისთვის კარგიაო,მაგრამ ექიმს დაავიწყდა რომ ჩემ ქმარს ყველაფერი აჯავრებს თავისი ცოლ-შვილის გარდა!ნატა,რომ ყოფილიყო ჩემს ნაცვლად ..! -უკვე ზედმეტები მოგდის,აი,ყველა ზღვარს ცდები უკვე!-კარი გაიჯახუნა და სახლი დატოვა. ყვირილს აპირებდა. მუცლის არეში მწვავე ტკივილი,რომ იგრძნო. „გიგი“-ამოიჩურჩულა და იატაკზე ჩაიკეცა-„გთხოვ,მაპატიე,დაბრუნდი,გიგი ..“ ტელეფონს ძლივს დასწვდა და ნაცნობ ნომერზე დარეკა. ჯიუტად არ იღებდა ზუბალაშვილი ტელეფონს. „გიგი,გთხოვ,ამოდი,გიგი!“ წერილი,რომელმაც დაანგრია ორივეს ცხოვრება. წერილი,რომელიც ადრესატამდე ვეღარ მივიდა. წერილი,რომელმაც დაიგვიანა,რომელმაც დარი ავდრით შეცვალა. წერილი,რომელშიც ეწერა,რომ ამინდი სამუდამოდ შეიცვალა. დილის 6 საათზე წყნეთის სიმშვიდე უფროსი ზუბალაშვილის მანქანანის ძრავის ხმამ დაარღვია. ამბობდნენ,რეზიმ ჭიშკარი გაიტანაო. გიგი ეზოში იყო და ელდანაცემივით წამოხტა ფეხზე გავეშებული მამამისი,რომ დაინახა. -რა ..რა ჯანდაბა ხდება?-ამოილუღლუღა,როცა რეზის სახეს მოავლო მზერა. -ნიტა .. -რა ჭირს ნიტას?-ეგონა გული სისხლისგან გაწურესო,როცა მამამისის ჩამქვრალ თვალებს გადააწყდა-მამა,რა ხდება?-მისმა ღრიალმა არემარე გააყრუა. -ჩაჯექი.! -რა ჯანდაბა ხდება,რეზი!-არ ჩერდებოდა გიგი. -სწრაფად,ჩაჯექი! არ ახსოვს როგორ მივიდნენ საავადმყოფომდე. არც მშობლების ჩამქვრალი თვალები ახსოვს. არც ლევანის მუშტი ახსოვს,რომელიც მძიმედ დაეშვა მის სახეზე. არაფერი,გარდა ექიმის სიტყვებისა .. „თქვენს გარეშე ამას ვერ გადავწყვეტთ,ან დედა უნდა გადავრჩინოთ ...“-მერე აღარ გაუგია არაფერი,გარდა საშინელი წუილისა,რომელიც ტვინს უთიშავდა. მარიამის,ელენეს,თინანოს,მაკოს,ანის,ბებიამისის,მამამისის ... თვალები,რომლებიც ერთდროულად უსამძიმრებდნენ და ადანაშაულებდნენ. გრძნობა,რომელთანაც იმდენად უსუსური აღმოჩნდა უღონობისგან იქვე ჩაიკეცა. ხელის კანკალით მოაწერა საბუთებს ხელი და თვალებით ლევანი მოძებნა,რომელიც იმედგაცრუებული და ამასთან მადლიერი თვალებით უყურებდა. ლევანის თვალებში მადლიერებას ვერ მოერია. იქვე მდგარ ნაგვის ურნასთან მიბობღდა და ზედ დამხობილს გული აერია. ელენეს ცივი თითები ახსოვს,დედის თბილი ხმა,რომელიც გონს მოსვლას ევედრებოდა. ღრიალი,რომელიც სულწასულს აღმოხდა და ტკივილი,რომელსაც ვერ გაუძლებდა. შვილმკვდარ მამას თვალწინ ჩაუტარეს თავისი არ დაბადებული შვილის უსულო სხეული. იმ მომენტში მხოლოდ ლევანმა გაბედა გიგი ზუბალაშვილს ჩახუტებოდა. ალბათ იმიტომ,რომ იმ მომენტში მხოლოდ ლევანის რიდი ჰქონდა შერჩენილი. გინახავთ შვილმკვდარი მშობელი? ეს ჰგავს ცხოველს,რომელსაც ადამიანურად ჩეხენ. და იმ დროს,როცა მშობელს შვილი უკვდება,როცა მისი სული ქვრება და თვალებში ბინდი ეკვრება,ის ჰგავს დაჭრილ ცხოველს,რომელსაც შვებად მხოლოდ ღრიალი რჩება. სხვა დანარჩენი ადამიანისთვის მახასიათებელ უმოწყალობას. აბა,რომელ ლოგიკას შეეფერება გაუძლო ტკივილს,რომელსაც შენი ნაწილის სიკვდილი ჰქვია. -ჩემ შვილს შენ გარდა სხვა ვერავინ უშველის,გიგი,არ გაბედო გესმის!-ღრიალებდა აცრემლებული ლევანი-ახალგაზრდები ხართ,კიდევ ... -შენი შვილი მოვკალი გესმის?-თვალებში უყურებდა,სიმამრს სახეზე ხელებს უჭერდა და ცრემლიანი თვალებით უხსნიდა თავის ტკივილს-დამარტყი,მცემე,იქ,რომ არ დამეტოვებია,უფრო ძლიერი რომ ვყოფილიყავი ..!დამარტყი,ლევან!შვებაა ჩემთვის ..დამარტი,ლევან ...!-ღრიალებდა და სიმამრის ძლიერ მკლავებს ეჭიდებოდა. იჯდა ნიტას საწოლზე და სივრცეს უყურებდა. -ჩემი ბრალია ...-ამოიხრიალა ნიტამ. -ეგ სისულელე,მეორედ არ თქვა!-ფოლადივით მტკიცე იყო ზუბალაშვილი.-მეორედ დაგტოვე,ერთხელ ხელი მოიტეხე და უკან არ ამოვბრუნდი,ვიფიქრე არაფერი სერიოზული არ იქნებოდა ...-ტიროდა-შენი წერილი,რომ წავიკითხე უკვე წყნეთში ვიყავი და უკან მობრუნება ზუსტად იმავე მიზეზის გამო არ დავაპირე ... ამის შემდეგ აქ რომ ვზივარ ჩემი მხრიდან ესეც არაკაცობაა.! -მე გამოგიყვანე წყობიდან ..-ფრთხილად შეხო ქმრის იარებით სავსე მტევანს-ჩემი ბრალი იყო,არ მინდოდა იმ ყველაფრის თქმა უბრალოდ ვიეჭვიანე,იმ დილით გავიგე,რომ ნატა ჩამოვიდა,მეგონა ერეკლესთან კიარა,მასთან იყავი,მეგონა ჩემი ჭირვეულობა ყელში გქონდა ამოსული და მასთან ცდილობდი სიმშვიდის პოვნას,ჩემი ბრალია,გიგი.! ერთხანს უყურა თვალებდასიებულ ცოლს,რომელსაც ცრემლები ნაკადულივით დასდიოდა სახეზე.უემოციო სახე მწარე ღიმილმა ჩაანაცვლა. -შენ გინდა მითხრა,რომ ჩემი შვილი ამ მიზეზის გამო ...-საწოლიდან წამოდგა-ნიტა,ხვდები ..-ხმა ჩაუვარდა,საუბარს ცდილობდა,მაგრამ ხმა აღარ ჰქონდა. იატაკზე ჩაჯდა. სახეზე ხელები აიფარა და ატირდა. ატირდა მთელი არსებით. აღარ ესმოდა ნიტას ვედრება. აღარც მისი „მაპატიე“. არ დაბადებული შვილის,არ გაგონილი ხმა ყურებს უგუბებდა. თითქოს წყალში იძირებოდა. ფსკერისკენ კი სიხარულით მიდიოდა,რადგან იქ ის ნანატრი ხმა ესმოდა. ხმა,რომელსაც თავისი გოგონასგან ვეღარ გაიგებდა. ხმა,რომელიც ერთბაშდ კლავდა და აცოცხლებდა. არ გაგონილი ტირილი. არ გაგონილი „მამა“. ბევრჯერ ნათქვამი „მაპატიე“. ცრემლები,რომლებიც ვეღარ ამბობდნენ სათქმელს. წვიმა,რომელიც კარგა ხანს აღარ გადაიღებდა. პალატა გაბრუებულმა დატოვა. საავადმყოფოს ეზოში იდგა და სიგარეტს ეწეოდა. წვიმდა. სიგარეტი დაუსველდა და ნაგვის ურნაში ჩააგდო. თვალები დახუჭა და ნოტიო ჰაერი ჩაუშვა ფილტვებში. ბავშვის ტირილის ხმა ისევ გაისმა გონებაში. იმ მომენტში,მას როგორც მამას ის ჰაერი დაენანა თავისი თავისთვის,რომელსაც მისი შვილი ვერ სუნთქავდა. ტუჩებს კბილები სიმწრით დააჭირა,რომ არ ეღრიალა. „ოჯახი“. „ოჯახი სიწმინდეა.“ „ოჯახის გამო ...“ ვინ იცის რად დაუჯდა საავამდყოფოში შებრუნება. დერეფანში თავჩაღუნული ლევანის დანახვა. მისი თვალები,რომლებიც პატიებას თავისი შვილისი გამო თხოვდნენ. გიგის დახუჭული თვალები და ნაცნობი პალატის კარი,რომლის დანახვაც არ იყო საჭირო იმდენად მძაფრი იყო ტკივილი,რომელიც ამ კარის იქით ელოდა. -გიგი ...-ნიტამ წამოდგომა სცადა,თინანომ რომ გააჩერა. -ადგომა შენთვის არ შეიძლება,ჩვენ გავალთ..-თინანომ მაკოს ანიშნა და ორივემ დატოვეს პალატა. -დავამთავრეთ?-ამოიხრიალა ნიტამ და ცრემლებისგან დამძიმებული თვალები ქმარს შეანათა. გიგიმ უარის ნიშნად თავი გააქნია და მზერა თავის ფეხსაცმელებს გაუსწორა. -მთელი ცხოვრება დამადანაშაულებ ჰო?-სიმწრით გაეღიმა ნიტას. გიგიმ უარის ნიშნად ისევ გააქნია თავი. -მინდა უბრალოდ იცოდე,რომ ეს მეც ისე მტკივა როგორც შენ!-ხმა გაიმკაცრა ნიტამ და წამის მეასედში გადაეყარა ქმრის შეუბრალებელ მზერას. -იმის ნახევრად რომ გტკიოდეს,როგორც მე მტკივა სულ რომ საწოლში გენახე ნატასთან ერთად შვილზე იფიქრებდი!-ხმაში გარეულმა უპატიებლობის ნოტებმა დაშალა ნიტა. -ამას როგორ მეუბნები ...? -აი,ასე.მე მოვედი,შენამდე მოვედი,ჩემი ცხოვრება განდე,ჩემი შვილი განდე,პირველად მივეცი თავს უფლება ბოლომდე გავხსნილიყავი ადამიანთან,რომელიც მეგონა ჩემი იყო,პირველად შევიყვარე ადამიანი საკუთარ პრინციპებზე მეტად,ნიტა!შენ კი გამაუფერულე.მოღალატის უმდაბლეს სხეულში ჩატენე ჩემი სული.თითქოს ოდესმე მომეცეს მიზეზი ეჭვიანობის!გიყვარდა,ნიტა ...-საწოლს ხელი ძლიერად დაჰკრა-განა არ გიყვარდა?ჩვენი შვილი იყო,სულაც მარტო ჩემი რომ ყოფილიყო ვიცი,როგორ ძალიანაც გიყვარდა,ვიცი,მაგრამ არა საკუთარ თავზე მეტად!-ნიტას ეგონა კანს აცლიდნენ სხეულიდან-შენ ის ვერ აიტანე,რომ შეიძლებოდა მე შენთვის მეღალატა და მე ის უნდა დავიჯერო,რომ შენ ჩემი შვილი ისე გტკივა,როგორც მე? -გაეთრიე.! ...-ამოილუღლუღა გოგონამ. -მწარეა არა სიმართლე?!გამაგებინე,როცა 7 თვის ორსული ისტერიკებს ჩემი ყოფილის საქართველოში ჩამოსვლის გამო დგამდი მაშინ ... -გაეთრიე!-ნიტას კივილი თითქოს ის სილა იყო,რომელიც ცხოვრებამ სახეში სწორედ იმ წამს გააწნა. -არა.!-ამაყად და მტკიცე წარმოთქვა და ნიტასკენ დაიძრა.-ვერა! -გაეთრიე,მე მადანაშაულებ ბავშვის დაკარგვაში,ვიცი,ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის,გაეთრიე გიგი! -ეს ოჯახი არაა!-იყო გიგის მტკიცე ხმა-ოჯახის სიწმინდე ეს არაა,ჩვენი შვილი დღეს ცოცხალი აღარაა და ამ ტკივილს მე და შენ ცალ-ცალკე ვერ გავუძლებთ!ოჯახი,ზუსტად ისაა,რომ შეცდომების მიუხედავად იქ რჩება,სადაც იყო.ოჯახი გვპატიობს და ვუყვარვართ ისეთები,როგორებიც ვართ!ოჯახი წმინდაა,ნიტა.შენ ხარ ჩემი ოჯახი!მე აქ ვარ,შენც აქ ხარ და ყველაფერი დალაგდება. იმ მომენტში ეგონა თავიდან დაიბადა. გიგის მკლავებზე ძლიერად ჩაეჭიდა და ატირდა. ტიროდა ორივე. ტიროდნენ მთელი არსებით. თავიანთ დაკარგულ შვილს და ჩამონგრეულ ოცნებებს. ეს იყო შტორმი,რომელიც კვალს აუცილებლად დატოვებდა ორივეს ცხოვრებაზე,მაგრამ ვერასდროს დაანგრევდა მათ კლდეზე ნაშენებ სახლს,რომელსაც ორივემ უწოდა „ოჯახი“.! რეზიმ მათთან გადასვლა რომ შესთავაზა,გიგიმ მტკიცე უარი განაცხადა. შავი ფერი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ნიტამ დაპაუზებული ცეკვის კარიერას საბოლოოდ დაუსვა წერტილი. გვიმრაძის გამოგზავნილი ყვავილები ისე გადააგდო გიგის არც დაუნახავს. ყველაზე რთული სახლში დაბრუნება იყო. იმ სახლში,რომელსაც ბავშვისთვის აწყობდნენ. ელენემ და მარიამმა სასწრაფოდ დაუბრუნეს ბავშვის ოთახს პირვანდელი სახე. ყველა ნივთი,რაც პატარასთან ასოცირდებოდა სახლიდან მანამ გაიტანეს სანამ ნიტას საავამდყოფოდან გაწერდნენ. უკან დაბრუნებულებმა მხოლოდ 1 კვირით შესძლეს თავიანთი თავების მოტყუება,რომ ყველაფერი რიგზე იყო. მერე იყო ერთად გათენებული ღამეები. ჩხუბი,რომელიც ყოველთვის ჩახუტებით და ცრემლებით სრულდებოდა. გაუსაძლისი მონატრება არ დაბადებული შვილის ვერ შენაგრძნობი სურნელის. ტკივილი,რომელიც ესმოდათ მხოლოდ მათ. ფერდაკარგული სამყარო და დრო,რომელიც აჩვევდათ ტკივილს. -რამდენი წელი გავიდა? -ორი. -წვერს ისევ არ იშორებ? -ვერ. -შავი სამოსით და წვერით რას უკეთებ შენ შვილს,გიგი? -მას ვერაფერს. -აბა,რატომ დადიხარ ასე? -ვგლოვობ. -როდემდე გიგი? -სანამ არ განელდება. -არ განელდება,გიგი!შენი ცხოვრება კი წლებთან ერთად გაფრინდება.საბოლოოდ როცა უკან მოიხედები დაგხვდება შავი ფერი და მოზრდილი წვერი,გლოვა,რომელსაც არ აქვს სასრული და არ აქვს მიზანი,რომლის ერთადერთი შედეგიც სინანულია! -რას ფიქრობთ,რას ფიქრობს ღმერთი? -ოჯახი,ხომ შეინარჩუნე? -კი,ისევ ჩემი ცოლია. -ისევ გიყვარს? -იმაზე მეტად,ვიდრე ოდესმე. -აპატიე? -იმ დღესვე. -აბა რატომ ტანჯავ?ღმერთის ნაჩუქარ ოჯახს რატომ არ უვლი,გიგი?იცი ღმერთი რას ფიქრობს?არა,არც მე ვიცი.მხოლოდ ის ვიცი,რომ ის ვინც მან გაჩუქა შენ გაუცნობიერებლად ტანჯავ.ზოგჯერ სიყვარული საკმარისი არაა. ნიტას აპატიე და საკუთარ თავს? -შვილი მომიკვდა ... არ არის ... -2 წელი გავიდა გიგი,აქამდე მეორე შვილი უნდა გყოლოდა.ის ოჯახი უნდა გაგემყარებია,რომელიც თავადვე ამბობ,რომ ღმერთმა გაჩუქა!თითქოს უცდი,როდის დაინგრევა. -რომ დაინგრეს მეც დავინგრევი,გადავყვები. -ზუსტად მაგას უცდი.! -შეიძლება. -შენთან ერთად ნიტაც დაინგრევა,ესეც გინდა? -ის,არა! -შენ ნიტას საყრდენი ხარ,სახლი საყრდენის გარეშე უბრალო ნიავსაც ვერ გაუძლებს ისე ჩამოინგრევა,აი ამას მიაღწევ გლოვით. -არ ჰყვება ... შვილი არ გვიჩნდება ... -ექიმთან იყავით? -სად არი ღმერთი?-ხმა გაუმკაცრდა-ერთი წამართვა და მეორეს არ მაძლევს,მითხარი სად ვუშვებ შეცდომას?გგონიათ აქამდე არ გვიცდია შვილის ყოლა? -შენ უფალზე ბრაზდები და ამაში საკუთარ თავსაც ვერ უტყდები. -ასე არ არის.! -ასეა,სწორედაც რომ ასეა.ის,ვისი გულიც წყენით არის სავსე ვერასდროს დატკბება იმით რაც აქვს და ბოლოს წყენით დამძიმებული სულის გარდა არც არაფერი დარჩება.!შვილის ყოლა თუ გინდა განა რამდენი ბავშვი დადის დედამიწაზე,რომელსაც დედ-მამა არ ჰყავს?შენ ითხოვე და უფალმა არ მოგცა?დააკაკუნე და არ გაგიღეს? ნიტას რომ შესთავაზა ბავშვის აყვანა,მაშინ მიხვდა რასაც გულისხმობდა ის. იმ ღამით პირველად იცინოდა თავისი ცოლი ორი წლის შემდეგ ასე წრფელი ხმით,ასე ლაღად. ეს ჰგავდა მომენტს,როცა კიდობანიდან გაშვებული მტრედი უკან აღარ დაბრუნდა. თითქოს წარღვნა სწორედ იმ მომენტში შეწყდა. თითქოს საკუთარი ძალებით,უღმერთოდ აშენებული კიდობანიდან გამოსვლის დრო იყო. თითქოს თავიდან იშვა. ბავშვთა სახლში მისულები დაბნეული მზერით შეჰყურებდნენ ბავშვებს,რომლებსაც ცხოვრებამ ყველაზე ტკბილი რამ წაართვა. მშობლები. -გიგი,დარწმუნებული ხარ რომ გინდა?-ღიმილს ძლივს იკავებდა ნიტა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. -იმ გოგონას შეხედე ...-მხრებზე მტევნები ჩაავლო და 180 გრადუსით შეაბრუნა მომღიმარი ნიტა.უყურებდნენ პატარა გოგონას,რომელიც ცეკვავდა მუსიკის გარეშე. ისე თითქოს მელოდია მხოლოდ მას ჩაესმოდა. მხოლოდ მისთვის უკრავდნენ. ისე თითქოს მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და ლამაზი წამი იყო. და ვინ იცის ... იქნებ რაღა „თითქოს“?! იმ წამს მიხვდა ნიტა ლორთქიფანიძე,რომ მის შვილს უყურებდა. გოგონასთან ახლოს მისული ჩაიმუხლა და ჩუმად განაგრძნობდა მისი ცკევის ყურებას. პატარამ,რომ დაასრულა ცეკვა და თითის წვერებიდან დაბლა დაეშვა თვალების გახელაც ინება. შეცბა,როცა მომღიმარი ნიტა დაინახა,რომელსაც თვალები ცრემლები ჰქონდა სავსე და მთელი გრძნობით უკრავდა ტაშს. იმ მომენტში ნიტა ის დედა იყო,რომელიც თავისი შვილის პირველი ფანია. ეს არც სოც.მუშაკებს გამორჩენიათ. მას შემდეგ ყოველ დღე სტუმრობდნენ იქაურობას. პროცესი 3 თვეს გაგრძელდა. მთელი ოჯახი მოუთმენლად ელოდა ახალი წევრის გაცნობას. ნიტას და გიგის შავი ფერი ნაცრისფერმა შეცვალა. თითქოს ბოლომდე ვერ უბედავდნენ გარდაცვლილ შვილს გაშვებას. იმ დილით,როცა სასამართლო უნდა გამართულიყო ყველანი ზუბალაშვილების დიდ სახლში,წყნეთში იყვნენ შეკრებილები. ოთახიდან ნიტა,რომ გამოვიდა კესანეს ფერი კაბით გიგის ეგონა ცხოვრებამ სხვა ფერები შეიძინა.მომღიმარი უყურებდა თავის ცოლს,რომელიც ისე საოცრად ჰგავდა თავის ნიტას,რომ წამით გააჟრჟოლა. ჰო,იმ ნიტას ჰგავდა,რომელიც თითქოს საავადმყოფოში დამარხა ლორთქიფანიძემ. ყველა წამით მდუმარებამ მოიცვა. გიგი დინჯი ნაბიჯებით დაიძრა ცოლისკენ. მომღიმარმა შემოხვია თავისი მკლავები და მის თმებში ჩარგო თავი. -მადლობა,რომ ხარ.! სანამ მანქანაში ჩასხდებოდნენ,გიგიმაც მოასწრო ნაცსირფერი პერანგის გამოცვლა. მზეს ემატებოდა სხივები. ჰაერს სითბო. ვარსკვლავები ნელ-ნელა ჩნდებოდნენ ცის კაბადონზე. რაც იმის მანიშნებელი იყო,რომ ხვალ უდავოდ კარგი ამინდი იქნებოდა. -მზად ხართ რომ 4 წლის მია სახლში წაიყვანოთ და მისი მშობლები გახდეთ?!-მომღიმარმა მოსამართლემ ჯერ ნიტას გადახედა მერე გიგის. -ყველანი მზად ვართ,ბატონო მოსამართლევ!-ფეხზე წამოხტა თინუ-მაპატიეთ..!-მის ქცევაზე მოსამართლესაც გაეღიმა და დამსწრეებსაც. -რა თქმა უნდა,მზად ვართ!-ამაყად განაცხადა გიგიმ. -ის უკვე ჩვენი შვილია ...-ფეხზე წამოდგა ნიტა-თქვენს კანონს მნიშვნელობა იმ წამიდან არ აქვს,როცა მე ის დავინახე ... იცით,ის მე მგავს ... ჩემსავით მოცეკვავეა,ჩვენ ორივეს შეგვიძლია ვიცეკვოთ მუსიკის გარეშე,საკუთარი მელოდიით.არც ერთს არ მოგვწონს გერკულესის ფაფები-ჩამოგორებულ ცრემლები ხელისგულით შეიმშრალა-ბატონო მოსამართლე,არ ვიცი შვილები გყავთ თუ არა,მაგრამ იმის დასანახად რასაც ჩვენ და მია ერთმანეთის მიმართ განვიცდით საჭირო მხოლოდ სულია.ის ჩემი შვილია,ჩემი პატარა მია.ის ვის გამოც კანონს,თქვენ და საერთოდ ყველაფერს დავუპირისპირდები.მე მჭირდება ის და მას ვჭირდები მე! ძნელი წარმოსადგენი არაა,რომ სასამართლომ ბავშვის მეურვეობა გიგის და ნატას ყოველგვარი გართულების გარეშე მიანიჭა. გიგი ზუბალაშვილის კისერზე იჯდა და თავს ისე გრძნობდა როგორც სახლში. მამის გრძელ მკლავებს თავის პატარა ხელებს უჭერდა და იცოდა,რომ ყველაზე დაცული სწორედ აქ იყო,მამამისთან. ოჯახის ახალ წევრს ყველა თავზე ევლებოდა. რეზი,ელენე,მარიამი და ლევანი ხან სათამაშოებით ხელში დარბოდნენ ხანაც ფაფებით და ნატურალური წვენებით. ამათი შემხედვარე გიგი და ნიტა სიცილს ვერ იკავებდნენ/ -ყველას გვაკლდა ..!-ამოილაპარაკა თინუმ და მაგიდასთან მსხდომმა ერეკლემ,ანამ,დათამ,მაკომ,გიგიმ და ნიტამ ყურადღება მიადან მასზე გადაიტანეს-მია..-თვალები აუწყლიანდა-ყველას გვაკლდა მიას’ფერი იმისთვის,რომ ჩვენი ცხოვრება ზუსტად ასეთი გამხდარიყო როგორიც დღესაა. -გიგი,ნამდვილმა მშობლებმა რომ მოაკითხოს?-ღამით ტირილით გააღვიძა ქმარი ნიტამ. -მიას ნამდვილი და ერთადერთი მშობლები ჩვენ ვართ,გაბედოს ვინმემ და ამაში შემეწინააღმდეგოს,ჩემი ხელით ამოვაცლი ენას!ჩუმად,ნიტა არ გავაღვიძოთ... -ვერ წაგვართმევენ ... ხომ ვერასდროს წაიყვანენ ? -ის,რასაც გვჩუქნის ღმერთი,ვერავინ შეძლებს მის წართმევას. -ჰო.ვერავინ.-ფრთხილად დაიხარა და მიას გაბუსხულ ლოყაზე აკოცა.-გავაღვიძოთ რაა! -ცოდოა,ძინავს ხვალ დილიდან გავიპაროთ,თორე მამაშენს ხელიდან ვერ გამოვტაცე! -მე დედაშენს!-ტუჩებზე ხელი აიფარა სიცილისგან მიას რომ არ გაეღვიძა -დედა!..-საწოლიდან თავი წამოჰყო მიამ და თვალები მოიფშვნიტა.-შენთან და მამასთან დავიძინებ ..-სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო ისე ამოიყვანა ბავშვის საწოლიდან გიგიმ და გულზე მიიკრა შვილი. -დედასთან და მამასთან უნდა!-გაეცინა და ატირებულ ნიტას გადახედა. -გიგიი!-ტირილს ვერ წყვეტდა ნიტა. -შენ ამ ბოლო დროს ცუდად ტირი!-ცხვირწინ თითი დაუქნია ცოლს და შვილს ლოყაზე გემრიელად აკოცა-რაო,მა დაგღალეს დღეს? მიამ მამის კისერში ჩარგო თავი და თვალის დახამხამებაში დაეძინა. მეორე დღეს სამსახურიდან დაბრუნებულ გიგის ნიტა და მია სამზარეულოში დახვდნენ. დედა-შვილი სერიოზლად საუბრობდა რაღაცაზე. -ანუ სხვა შვილი გეყოლება?-თავისი გულისცემა ყურებში ესმის უფროს ზუბალაშვილს. -ანუ და ან ძმა გეყოლება!-ფეხებში ძალას კარგავს და კედელს ეყრდნობდა. -მე ხომ არ გამიშვებთ?-ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა ჩერდება. ჩერდება გული სასაწულის მოლოდინში. -არასდროს,დე! -მაშინ მე ავურჩევ ტანსაცმელებს,კარგი?!-თავისი შვილის წკრიალა ხმა გრძნობა,რომელიც ცვლის ამინდს. ამინდი,რომელიც ცვლის შენს ცხოვრებას. ცხოვრება,რომელიც იმაზე მეტად გიყვარს დღეს ვიდრე გიყვარდა გუშინ. ვარსკვლავები,რომლებიც ადრე ციურ სხეულებს წარმოადგენდნენ ახლა შენს ცხოვრებას ცვლიან. კუს ნაბიჯების ხელოვნება აღწევს თავის ფინიშს. შენს ცაზე მზე ანათებს,რომელიც უთვალავი შტორმის შემდეგაც გათბობს. „გაგაცნობთ ამინდის პროგნოზს,დღევანდელ კოკისპირულ წვიმას,ხვალ შეცვლის ნალექის ინტენსივობის მკვეთრად შემცირება.დასავლეთიდან წამოსული ოცნებების ქარი განაპირობებს მზიან დღეებს ჩვენი ცხოვრების უახლოეს მომავალში.რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურის ცვლილებას,დამოკიდებული იქნება თქვენს რწმენაზე,რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება წინაზე.“ გრამატიკა ისევ მაპატიეთ. ვისაც იმედები გაგიცრუეთ,მათაც მაპატიეთ. უბრალოდ დიდი სიყვარულით თქვენი ჭორიკანა ლიზა კანდელაკი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.