თუ გაიმარჯვებ(თავი მეჩვიდმეტე) დასასრული.
ემილის pov: ტკბილად მეძინა და სულ დავიწყებული მქონდა დღეს რა დღე იყო . დღეს მე და ჯეისონი ვქორწინდებით! სულ 1 კვირა გავიდა რაც ეს ამბავი მოხდა და ჯეისონის მამა დანიელი, დროს არ კარგავს . დღეს კი უკვე ჩვენი ქორწილია. -ლუკას ...უცბად მივხვდი ,რომ ლუკასი გვერდით არ მეწვა და გიჟივით წამოვხტი ფეხზე! ოთახში არ იყო ,ამიტომ გარეთ გავედი და მისი ძებნა დავიწყე ,გარედან კი მალევე მომესმა ლუკასის სიცილის ხმა! მეც ამ ხმას უკან გავყევი და ლუკასი და ჯეისონი დავინახე გარეთ ეზოში. ჯეისონი უბრალოდ ლუკას ეთამაშებოდა,მე კი ჩემი ბიჭი ასეთი ბედნიერი,ჯერ არ მინახავს. -ნახე დედიკო მოვიდა..გავიგე ჯეისონის ხმაც ,რომელიც ჩემსკენ უთითებდა ლუკას. -დიდიხანია აქ ხარ და გვიყურებ? ჩამჩურჩულა ჯეისონმა,ამაზე მე უხერხულად გავაქნიე თავი. -არაა..არ გიყურებდი. ამაზე მან ჩაიცინა. -აჰა კარგი,დედას ტყუილები უყვარს პატარა? გაგრძელა ბავშვთან თამაში ჯეისონმა. -ეს ბიჭი რა...ჩავილაპარაკე მე და თვლები გაადავატრიალე. ამაზე ფიქრში ,უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა. -ემილი! -გისმენ ელსა..წამოვდექი ფეხზე და მისკენ ღიმილით გავემართე. -ჯენა გეძახის. მე ამაზე წამოვდექი და სახლში შევედი . ჯენა ჯეისონის დედაა და როგორც ჩანს ჩვენი შეუღლება ძაალიან უხარია! ოთახში შესვლისას კი ისევ რამდენიმე ქალთან ერთად რაღაც გეგმებს აწყობდა. -ჯენა რა ხდება?ვიკითხე მე , -რა რა ხდება? დღეს თქვენი ქორწილია ..რას აკეთებთ თქვენ ორი? მომვარდა აღელვებული. -ჯერ ახლა გავიღვიძე...ვუპასუხე უხერხულად სიცილით. -არაუშავრს..უნდა მოგამზადოთ!მითხრა ჯენამ და ოთახისკენ გამაქცია. შემდეგ კი დაიწყო ჩემი გამზადების დაუსრულებელი პროცესი! ჯენამ გუშინ ისიც კი მაიძულა მასაჟი გაეკეთებინათ ჩემთვის და ათასი რაღაც კიდე! როგორც ჩანს სულ არაა უკმაყოფილო ,რომ ასეთი ფენის გოგო მოჰყავს ჯეისონს ცოლად...მე კი ძაალიან მაინტერესებდა რატომ? ამიტომ უცბად არსაიდან კითხვა დავუსვი. -ჯენა რატომ გიხარია ასე მე და ჯეისონის შეუღლება? ამაზე ჯენა გაჩერდა და სკამზე ჩემს მოპირდაპირედ დაჯდა. -როგორც დედა მე ჯეისონს კარგად ვიცნობ,შენც დედა ხარ და მგონი უკვე იცი რას ნიშნავს გყავდეს შვილი,ხომ ასე? ამაზე მე თავი დავუქნიე . -ჯეისონს უყვარხარ..თან წრფელი გულით და ძლიერ ,ამაში დარწმუნებული ვარ და მინდა შენც იგივეთი უპასუხო. არ ვიცი ზუსტად თქვენს შორის რა მოხდა ,მაგრამ ეს წყენა უნდა დაივიწყო! ის შენი შვილის მამაა,მას უყვარხარ და ასევე შენც გიყვარს..ხომ არ ვცდები?შემომხედა ღიმილით ჯენამ ,ამაზე მე მორცხვად ჩავხარე თავი. ის მართალი იყო ,ის მალე ჩემი ქმარი გახდება და ეს პატარა წყენა უნდა ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყო . კი დააშავა და ზუსტად ვიცოდი ,რომ ერთ დღეს ამასაც შევძლებდი და ვაპატიებდი,რადგან მიყვარს,ძაალიან მიყვარს...ახლა კი ,როდესაც ზუსტად ვიცი,რომ არ ტყუის და მასაც მართლა ვიყვარვარ.. არ შემიძლია ,რომ მეორე შანსი არ მივცე. მე მინდა, რომ ბედნიერი ვიყო, მის გვერდით,ამიტომ კი საჭიროა ცუდი ყველაფერი წარსულში დავტოვო. ჯეისონის pov: -სიძეეეე!!გავიგე უკნიდან უცბად ნიცას ხმა ,ამაზე კი შეშინებული წამოვხტი . -რა ხდება ,მშვიდობაა? -კი მშვიდობაა, უბრალოდ ის დეგენერატი ჯონი და ბიჭები გეძახიან!მითხრა ნიცამ მშვიდად და თვალები გაადატრიალა თან. -თქვენ ისევ ვერ იტანთ ერთმანეთს?!ვიკითხე სიცილით. -აუტანელია..თქვა ნიცამ და შემდეგ ბავშვისკენ წამოვიდა. -მომიყვანე ჩემი ნათლული, იმ გიჟმა არ გადარიოს! თქვა და ხელში აიყვანა ბავშვი, მე კი სიცილით ჩემი ოთახისკენ წავედი. -სად ხარ? ტანისამოსი ,ვარცხნილობა!!ათასი რაღაც არის გასაკეთებელი!!მომვარდა აფორიაქებული ჯერემი . -ესე დილა ადრიან?ვიკითხე მე ,იქამდე სანამ ჯერემი სკამზე ძალით დამსვავდა. -უყურე რაა! გაიგე სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს და დროსაც!!მითხრა ჯერემიმ და ჩემი გამზადების პროცესი დაიწყო. -ბიჭო!!პირველი ღამის არ გეშინია? წამოიძახა არსაიდან ლეომ და თან სიცილიც მიაყოლა. -აუუუ,გაკლია რააა! -გავხედე მეც სიცილით. -ამხელა კაცია ,პირველი ღამე არ ჰქონია და კიდე ხუმრობის ხასიათზეა...გავიგე ამაზე სემის ხმა ,რომელიც გამწარებული ჯონის უკრავდა ჰალსტუხს და თან იცინოდა. -ეეე,მქონია! თქვა ჯერემიმ და ლეოს უკნიდან მიახტა. -კარგი მომშორდი! დაიწყეს კინკლაობა ბიჭებმა ! -ამათ უყურე რა ნწ ,ნწ..ვაი,ვაი. გავიგეთ უცბად ბელას ხმა ,რომელიც კარებში იდგა . -ამხელა ბიჭები ხართ ,რას აკეთებთ? იკითხა კიდეც სიცილით. -რა ხდება? ნიცა ხომარ მეძახის ჩემი გოგო?ამაზე კი თავი ჯონიმ წამოყო. -არა ,არ გეძახის..მაგრამ სემს ეძახის ემილი. თქვა ბელამ და სემს შეხედა. -წამოდი. სემიც ნელა გაყვა ბელას. -მეც წამოვალ! წამოდგა ჯონიც. -დაეტიე მანდ ..ქალთა განყოფილებაში არ შეიძლება შენი ყოფნა!! წამოიყვირა ბელამ და კარი მოუხურა ცხვირ წინ. -ეეე სემი რომ მიგყავს?!! არაუშავრს,მაინც მოვაწონებ თავს. დაიწყო სიცილი ჯონიმ. -რა იყო ნიცა ხომარ მოგწონს? იკითხა ამაზე ლეომ . -კი დიდიხანია თან...თქვა ჯონიმ და მორცხვად ჩაიღიმა. -ჩაგიწყობთ საქმეს, არ ინერვიულო. ვთქვი მე სიცილით და მხარზე დავადე ხელი. ემილის pov: -ემილი მოგიყვანე! თქვა ბელამ და სემი მოწია ჩემსკენ. -რა ხდება პატარძალო? მკითხა სემმაც. -სემ..რაღაც უნდა გთხოვო. სკოლას ვამთავრებთ და შეგიძლია მეწყვილედ წაიყვანო ბელა ბანკეტზე?" ავხედე მე საწყალი თვალებით. -რააა?!! გავიგე ბელას განცვიფრებული ხმა. -არ მინდა ,ვინ გითხრა,რომ მეწყვილე არ მყავს!! დაიწყო ყვირილი ნერვიულობით,არადა მე ხო ვიცოდი რომ სემი მოსწონდა! -კარგი ახლა გეყოს! გავხედე სიცილით. -დიდი სიამოვნებით. გამიღიმა სემა და ბელასაც ღიმილით გადახედა. -აბა თავისუფალი ვარ ახლა? -დახ ბატონი! ეს იყო და ეს,სააბოლოს ოთახიდანაც გავიდა. -ეს რა იყო?? მომვარდა ბელა კითხივით. -სიყვარული მშვენიერია! ამაზე კი ჯეისონის დედამ ჯენამ ეს ჩაიღიღინა და თან ჩემთვის მაკიაჟის გაკეთება გაგრძელა. -ხშირად არ ისეთი მშვენიერი ..ჩემი ქმარი მაგალითია. აჰყვა დედაჩემი მობეზრებული ხმით. -ვიცი რომ სემი მოგწონს! მე კი ეს მივახალე ბელას პირდაპირ! -ჰეე ჰეე!!ჩუმად არ გაიგოს! თქვა ბელამ შიშით და კარებს მივარდა,შემდეგ კი საგულდაგულოდ გადაკეტვა დაიწყო,მოულოდნელად უკან,რომ გადმოვარდა! -ვაიიჰ!! წამოიყვირა კიდეც. -გოგოებო!!რაღაც დარჩა ჯეისონა აქქ!გავიგეთ ლეოს ხმა ,რომელიც ახლახანს საბედისწეროდ შემოღებულ კარში იდგა. -გადიი! არ შემოხვიდე ! პატარძალია აქ! თქვა ნიცამ და მისკენ გაიქცა. ამაზე ლეომ სიცილი დაიწყო. -მე საქმრო კი არ ვარ! -საერთოდ კაცმა არ უნდა ნახოს პატარძალი ქორწილამდე!ჩაილაპარაკა ლეილამ და ბავშვთან თამაში გაგრძელა. -ქალები უცნაურები ხართ. ჩაილაპარაკა შოკო სახით ლეომ. -გადიი!! მაგრამ რაღაც რომ გაუქანა ნიცამ,ლეომაც კარი სასწრაფოთ გაიხურა ! -ეს კაცები../ჩაილაპარაკა ამის შემდეგ ნიცამ და ისევ ადგილზე დაბრუნდა. -დავიღალე, მალე მოვრჩებით ჯენა?ავხედე საწყალი სახით ჯენას. -კი ,ცოტაც მოიცადე საყვარელო! მითხრა ჯენამ ღიმილით და მაკიაჟის გაკეთება განაგრძო. 1 საათის შემდეგ: -ემილი გღვიძავს?! ხელი დამადო ღიმილით დედამ,რადგან ადგილზე გავშტერდი! -ბოდიში, ჩავფიქრდი..ვთქვი მე ღიმილით და თან ხალხით სავსე ეზოს,ფანჯრიდან გადავხედე. -გასვლის დროა..ბედოლათი მამაშენი გელოდება. მითხრა დედამ მშვიდად და შუბლზე მაკოცა. -ჩემი გოგო,ჩემი მშვენიერი! -დეედა მიყვარხარ..ვთქვი მე და თვალზე ცრემლი მომადგა. -მეც ძაალიან..მიპასუხა მანაც ღიმილით და შემდეგ სებასტიანთან ერთად ოთახიდან გავიდა. -იჩქარე ,ყველა შენ გელოდება! მომაძახა თან . მე ამაზე კიდევ გადავხედე ეზოს ...მართლაც ბევრი ხალხი იყო შეკრებილი და უკვე ძაალიან ვნერვიულობდი ! ყველა იქ იყო ..დედა ,სებასტიანი,ჩემი პატარა,ბიჭები,ჩემი მეგობრები,ლეილა,ჯეისონის მშობლები და კიდე სხვა უცხო ხალხიც . -აბაა მზად ხარ ჩემო ანგელოზო? გავიგე უცბად მამაჩემის ხმა. -კი მზად ვარ! ვთქვი მე და მამაჩემს ხელი ხელში გავუყარე,ამის შემდეგ კი ნელა გავედით გარეთ . მთელი ეზო მწვანე იყო ,მზე კი ნათლად ანათებდა არემარეს ..ხალხი ლამაზ ლამაზ ტანისამოსში იყო გამოწყობილი და აი ბოლოსკენ დავინახე ისიც. ჯეისონი..ძაალიან კარგად გამოიყურებოდა და მისი თვალები კი ყველაზე ლამაზი იყო. თითქოს ასეთი შორიდანაც მის თვალებში ვიძირებოდი! მე ის მიყვარდა..თან ძაალიან. -გაუფრთხილდი ჩემს გოგოს. თქვა მამამ ღიმილით და ჩემი ხელი ჯეისონს გადასცა,ამაზე კი ჯეისონმა გაიღიმა და შემდეგ მე მომაჩერდა თვალებზე. -ულამაზესი ხარ. თქვა და ხელი მჭიდროდ მომკიდა. შემდეგ კი დაიწყო კიდეც ცერემონია! ყველა ჩუმად იყო , მხოლოდ მღვდელის ლაპარაკი ისმოდა და ჩემი პატარას ხმა,რომელიც ვერ ისვენდებდა ბებიას კალთაში! როგორც ჩანს მე და ჯეისონის გვერდით უნდოდა ყოფნა. -ცოლ ქმრად გაცხადებთ. აი გაისმა ბოლოს ეს ჯადოსნური სიტყვებიც და ამას მთავარიც მოჰყვა. -შეგიძლიათ პატარძალს აკოცოთ! თქვა მღვდელმა ღიმილით,ამის გაგებაზე კი მე ჯეისონს თვალებში ჩავხედე ,ის კი ნელ-ნელა ჩემსკენ წამოიწია და ცოტახანში მისი ტუჩებიც შემეხო . -გილოცავთ!! ცოტახანში წამოიყვირა ჩემს გვერძე მდგომმა ნიცამ და ჩემსკენ გამოქცა! შემდეგ კი თბილად ჩაგვეხუტა ორივეს! ყველა გვილოცავდა და გვეხუტებოდა. -მე არ ჩამეხუტები? გავიგე ჯონის კითხვა,ამაზე კი ნიცამ ჯონის თავზე წამოარტყა. -დავფიქრდები... თქვა და თან ჩაიღიმა. -აი თქვენი პატარაც,მასაც უნდა მოლოცვა მგონი..1 წამი არ დაისვენა,თქვენთან უნდოდა. თქვა ჯენამ და ლუკასი მომიყვანა ხელში. -რაო მოგენატრე პატარა? ვაკოცე ლუკას მე ,ჯეისონმა კი ხელი შემომხვია წელზე და ორივეს ღიმილით გადმოგვხედა. ამ წამს ჩვენ ნამდვილი ოჯახი ვიყავით! თავს ძაალიან ბედნიერად ვგრძნობდი. ცოტახნის შემდეგ ყველანი მაგიდებისკენ წავედით ,სადაც უგემრიელესი საჭმელები იყო და გარემოც შესანიშნავად იყო მორთული! -ემილი ეს შენი სადღეგრძელოა! გავიგე უკვე ნასვამი ბელას და ჯერემის ხმა. -ამათმა სასმელი მოიპარეს თუ რა არის? იკითხა ჯეისონმა სიცილით და აი დაიწყო კიდეც 3 საათიანი ტირილის ,სიცილის და ათასი სხვა ემოცის გამოხატვა, ჩემი ახლობელი ადამიანებისგან! ისე დათვრა ხალხი ,დედაჩემი და მამაჩემი ერთად მღეროდნენ სიმღერას სიყვარულზე ,თან შენ გეძღვნებაო მიყვიროდნენ..მოკლედ შესანიშნავ დროს ვატარებდით. ნიცა და ჯონი ერთმანეთს ეფლირტავებოდნენ ,ეს ცხადი იყო! ხოლო ბელა და სემი ერთად ცეკვავდნენ. ბიჭები გიჟობდნენ და ცანცარობდნენ, მამაჩემი და ჯეისონის მამა ცოტახანი წყნარად იჯდნენ ,შემდეგ პატარა ბავშვებივით საოცარ ცეკვას იწყებდნენ . ლეილა და ელსა მშვიდად იჯდნენ და დრო და დრო ბავშვს მართმევდნენ ,რომ მეც მეცეკვა...რამდენჯერმე ჩემს პატარასთანაც ვიცეკვე,მამასთანაც, ვიქტორთანაც, მაგრამ შემდეგ ჯეისონი მოვიდა და მან წაართვა ვიქტორს ჩემი თავი! შემდეგ კარგახანი ჯეისონთან ვცეკვავდი მშვიდ მუსიკაზე. ცოტახანში კი დავიღალე და იქვე დავჯექი ,რადგან დასვენება მინდოდა,უეცრად ჯეისონი რომ მოვიდა ჩემთან და გვერდით მომიჯდა. -წამოდი რაღაც უნდა განახო. მითხრა და წინ გამიძღვა. ცოტა რომ ვიარეთ უცბათ სახლის უკანა ეზოში ამოვყავით თავი. იქაურობა ლამაზი იყო და ყვავილებში იყო ყველაფერი ჩაფლული ! ეზოს მხოლოდ პატარა მოციმციმე ნათურები ანათებდა ...იქვე კი ლამაზად მორთული საქანელა იდგა. -დაჯექი...მითხრა ჯეისონმა და თვითონაც გვერდით მომიდგა. -აიხედე ცაში! თქვა და თავი ზემოთ ასწია . -ხედავ ამ ცას? ლამაზია ხო? იკითხა ღიმილით,რაზეც დავეთანხმე. -კი ძაალიან. -წარმოიდგინე ..ამ ღამის ცას ეს ვარსკვლავები და მთვარე რომ არ ამშვენებდეს,ისეთივე ლამაზი იქნებოდა ? იკითხა ჯეისონმა მშვიდად და თან მე შემომხედა. -ალბათ არა..ვუპასუხე მე ღიმილით . -ჩემი ცხოვრებაც ზუსტად ასე იქნებოდა შენს გარეშე...აქამდე მე ისე ვიყავი როგორც ცარიელი ბნელი ცა. მანამ შენ არ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში. თავიდან ხელი გკარი ,გული გატკინე,შეგიძულე და თავიც შეგაზიზღე...მაგრამ ყოველთვის ვიცოდი,რომ გამოჩნდებოდა ვიღაც ვინც გაბედავდა ამ ბნელი ,ცარიელი და ცივი ცასავით ბიჭის დამორჩილებას და დაუპირისპირდებოდა მას. აიძულებდა უკეთესი ყოფილიყო და მის წინაღმდეგ გაიმარჯვებდა. მე ვფიქრობდი თუ გაიმარჯვებს ,მაშინ მართლაც ის ერთადერთი ყოფილა, ვისაც ვეძებდი და არც შევცდი. ეს შენ ხარ ემილი ,შენ გაანათე ჩემი ცხოვრება და ჩემი ცაა ,შენ მე უკეთესი გამხადე. ვიცი გული გატკინე,მაგრამ კიდევ ერთ შანს გთხოვ...შეგიძლია ეს ჩემთვის გააკეთო? მის ამ სიტყვებზე თავი ძლივს შევიკავე,რომ არ მეტირა. -რა თქმა უნდა შემიძლია ჯეისონ..მე შენ მიყვარხარ,სხვაგვარად ვერც იქნება...ვთქვი და პირდაპირ ძლიერად ჩავეხუტე . უმშვენიერესი გრძნობა იყო ისევ მისი შეგრძნება, მის სითბოს რომ ვგრძნობდი ვხვდებოდი ,რომ მართლა ვერ შევძლებდი მის გარეშე ბედნიერი ვყოფილიყავი. -მიყვარხარ. 2 წლის შემდეგ: აი უკვე 2 წელი გავიდა! მე და ჯეისონის ცოლ ქმრული ცხოვრება კი მშვენიერია. ჩვენი ლუკასიც წამოიზარდა და უფრო და უფრო გვაოცებს თავისი საყვარელი და უცნაური ხასიათით და ასევე ჭკვიანური აზრებით. დედა და მამაც ჩემს გვერდით არიან სულ ! ჯეისონის მშობლებიც ხშირად გვნახულობენ და საერთოდ უმეტესწილად სულ ერთად ვართ. ყველა დღესასწაულს ერთად ავღნიშნავთ და უბრალოდ,ზედმეტი სიძულვილის გარეშე ბედნიერები ვართ. მგონი რომ მართლაც საკმარისი დროა 2 წელი იმისათვის ,რომ კიდევ ერთი პატარა შემატებოდა ჩვენს დიდ ოჯახს...ამიტომ მე კიდევ ერთ ბავშვზე ვარ ორსულად. ექიმმა გვითხრა, რომ გოგო იქნება! მოკლედ ველოდებით ჩვენს პატარას. 1 წლის შემდეგ: აი გაჩნდა ჩვენი გოგო ! მას ჩვენ გაბი დავარქვით..ჩვენი გაბი კი მშვენიერი გოგოა,ძაალიან მშვიდი და საყვარელი. მისი გაჩენის შემდეგ,ჯეისონს მამობრივი დამცველობის ინსტიქტი უფრო განუვითარდა! ახლა კი ისე უდგება ბავშვს, რომ ვფიქრობ ,მისი წამოზრდის შემდეგ რას იზავს..ხშირად მის ამ საქციელზე მეცინება კიდე ,ძაალიან საყვარელია. ბევრისგან გამიგია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი თამაშია! შენ კი ის ობიექტი ხარ ,რომელსაც უწევს ითამაშოს ამ თამაშის წესებით. შემდეგ კი ყველაფერი გამარჯვებაზეა....მათ შორის სიყვარულიც ! სუსტებს სძულთ, ძლიერებს კი უყვართ,ამიტომ ხდება რომ მხოლოდ ძლიერები იმარჯვებენ . ასე გავიმარჯვე მეც ჩემი სკოლის ,,ცუდი ბიჭის,,წინაღმდეგ. სწორედ ასე გახდა ის ჩემი ერთადერთი სიყვარული ,ჩემი ქმარი და ჩემი შვილების მამა ! როგორც ჩანს მე საკმაოდ ძლიერი აღმოვჩნდი, რომ გამემარჯვა და აი სწორედ ასე სრულდება ყველაფერი თუ გაიმარჯვებ. დასასრული. მოგესალმებით მეგობრებო!! ეს იყო ჩემი ფიკის "თუ გაიმარჯვებ"-ის დასასრული...იმედია მოგეწონათ და ისიამოვნეთ მადლობა ყველას ვინც კითხულობდით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.