ურეკის მზის ქვეშ ( თავი XVII)
მძიმედ ვახელ თვალებს. ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს სატვირთომ გადამიარა. - აუუუ. - ვკნავი,მაგრამ ეგ რას უშველის. თვალს ფართოდ ვახელ და ვხედავ ირაკლის გარუჯულ სხეულს,რომელიც ნახევრად მაწევს ზემოდან. აი თურმე რა ყოფილა. შინაგანად მიხარია,რომ ისევ ჩემს გვერდით წევს. ნუ გვერდით რა... ლამის „ჩემზე“. თავი ჩემს მკერდზე უდევს,ხელი წელზე აქვს შემოხვეული,მარცხენა ფეხიც კი ჩემს ფეხზე უდევს. მეცინება,ზარმაცას ჰგავს ამ მომენტში,ისე მყავს შემოხვეული. არ მინდა,რომ გავაღვიძო,მაგრამ მძიმეა და საშინლად მტკივა ძვლები. - იკაა. - ხელებს თმაში ვუცურებ და ნაზად ვქაჩავ. - აუ გაიღვიძე რა... იკაააა. - მმმმ. - ისე ზმუის,თვალს არ ახელს. - გადადი რა ჩემი სხეულიდან... დამელეწა ძვლები. - ჩემი ნათქვამი ვედრებას უფრო ჰგავს. თვალს ძვლივს ახელს,თავს მაღლა წევს და ქვემოდან მიყურებს კმაყოფილი ღიმილით. - რა გგონია,რომ თმაზე მოფერებით გამომაფხიზლებ?! ეგ უარესია. - ახლოს მოდის და ყელში მკოცნის. - როგორ ხარ? - თვალებში მიყურებს და აკვირდება ჩემს რეაქციას. - მმმ. რავიცი... - სახე ეცვლება ჩემს სიტყვებზე. - ვხუმროობ. ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ.იმას თუ არ ჩავთვლით,რომ სხეული მტკივა. ვეკრიჭები და ტუჩებს ვუკოცნი,ის კი ჩემი პასუხით კმაყოფილი იღიმის და საპასუხოდაც მკოცნის. - ჩემი ტკბილი,კრუტუნა ფისუნია. - თან მეფერება და თანაც ჩურჩულებს,მე კი მისი შეხებისგან ვდუნდები და ვერაფერს ვამბობ,მაგრამ ვინ გაცდის ნებივრობას,სწორედ ამ დროს მესმის კარზე ბრახუნი და ნინის ღნავილი. - გაიღვიძეთ გვრიტებოოოო. სანაპიროზე გავდივაართ. - ამან საიდან იცის აქ რომ ვარ? - თვალებ დაწვრილებული ვეჩურჩულები ირაკლის. - კაი რააა, ძაან არასწორი კითხვაა ახლა ეგ. - ღიმილით აქნევს ირაკლი თავს. - მესმის სხვათა შორის. - კარის მეორე მხრიდან არ წყვეტს ნინი ღრიალს. - აეგდეთ ახლა,რაამბავია ამდენ ხანს ძილი. ხო ძილი... - ბოლო სიტყვაზე ფხუკუნს იწყებს. - გოგოოო... - აქედან ირაკლი ემუქრება. - ხო იკაკოოო. - გამოვალ და გაჩვენებ რაც! - ოოო უჟმური. ჩავედი მე და გელოდებით იცოდეეეე. - უკვე შორიდან ისმის მისი სიტყვები. - ქაჯი.-იცინის ირაკლი,მოწყვეტით მკოცნის ტუჩებში,ჩემი სხეულიდან გადადის და ლოგინიდან დგება. - ავმჩატდიიი. - ამ სიტყვას ისე ვამბობ თითქოს წნევის აპარატის ბუშტი ვიყო,რომელიც ჰაერის გამოტუმბვის შემდეგ,ისევ იბერება. ირაკლის ეღიმება ჩემს გამომეტყველებაზე. - იცინე ხოოო,მეკიდე მგონი ინვალიდი გავხდი და სხეულს ვეღარ ვგრძნობ. - ამ სიტყვებზე ჩემთან ჩნდება და წამში ავყავარ ხელში,მე კი ფართხალს ვიწყებ. - დამსვი ნადიროოო. გაგიჟდიი? შიშველი ვააარ. - ვწივი და თან თხელ პლედს ვიკრავ სხეულზე. - კაი რაა,გუშინ არ გნახე შიშველი? ეეე,ჩემი გრცხვენია ტოო?! - ძირს მსვამს,ჩემს სახეს ხელებში იქცევს და ისე მიყურებს. - არ მრცხვენიაა. - გაბუსხული ვამბობ და ვგრძნობ როგორ მეკიდება ალი ლოყებზე,სირცხვილისგან. - ჩემი არ უნდა შეგრცხვეს,არასდროს. კარგი? - ხელს პლედის შიგნით,შიშველ წელზე მხვევს და შუბლზე მკოცნის. - კარგი. - ვამბობ ჩუმად,პლედს განზე ვწევ და ჩემთან ერთად მასაც ვახურავ მხრებზე და ისე ვეხუტები,შიშველი სხეულით. - ვგიჟდები შენს სუნზე. - ჩურჩულებს და ჩემს ყელში რგავს თავს. - დაღამდა ხალხოოო.... - ამჯერად ლევანი ღნავის და ლამისაა გული გამისკდეს. - ჯანდაბა ამის..! - ხმამაღლა იგინება ირაკლი. - გული გამისკდა ! - გამოეტევით ოდესმე? ჩავიდა მზე. - ისმის ლევანის კაკანი. - თუ გამოვედი მანდ,შენთვის აღარასდროს ამოვა მზე იცოდე. - ნუ ხარ ეგეთი ტკბილი რაა... - დარწმუნებული ვარ,რომ ამ დროს ქალივით იკვანწება და ხარხარს ვიწყებ. - მოვდივაართ. - ვეუბნები,ირაკლის პლედს ვაჩეჩებ ხელში და სრულიად შიშველი შევდივარ სააბაზანოში. წამით ვამჩვევ ირაკლის გამოშტერებულ სახეს და მეცინება. პლაჟზე გავდივართ. დღეს ისე ცხელა,ლამისაა ჩამოვდნე ან დავიხრუკო საერთოდაც. - ცოტა დაუწიეთ მზეეს..- ვწუწუნებ. - რა დაუწიე ელზა გაგიჟდი?! ახლა მივიღებთ ძაან მაგარ „ზაგარს“ - თვალს მიკრავს ნინი. - ხოდა მზის დარტყმას. - იცინის ლევანი. - მე რაა,ეგ შენ უნდა ინაღვლო,შენ კიდე მზის დარტყმა გინდა შე უბედურო?! - ზედა ტუჩს პრეხს ნინი და შეზლონგზე წვება. - რა მაკადრა პროსტააა. - კაი რა ლეოო,ხომ იცი ხუმრობს. - ამშვიდებს ნუცა და ეხვევა. - სულაც არ ვხუმრობ. - თვალს არ ახელს ისე ამბობს. - მოაკეტინეთ რაა. - თვალებს აბრიალებს ნუცა და მის ასეთ საქციელზე ძაან მეცინება. ისეთი ბუნჩულაა,მაგრამ საქმე თუ ლევანს ეხება... - საყვარლებოოო. - სიყვას წელავს ნინი და იცინის. - აბა სემეენდეეეეე,ცხელი სემენდეეეე. - ყვირილით გვიახლოვდება გიგი და სიმინდებს გვირიგებს. - ვა გიიი,სიმინდის ბიზნესი დაიწყე თუ რა მაფიაა? - პირ გამოტენილი ნინი ეუბნება და თან იცინის. - დაღეჭე და მერე იცინე გოგო,არ გადაგცდეს.- თვალებს უბრიალებს ირაკლი და მუხლებზე მისვამს. - კაი რა მაააა, შენ შენს აღსაზრდელს მიხედე. - თვალით ჩემზე უთითებს. - გაეთრიეეე. - ვიცინი და ცივი ჩაის ცარიელ ბოთლს ვესვრი და პირდაპირ თავში ვახვედრებ,რაზეც ხველება უტყდება. - დახრჩობააა! - სიცილით ამბობს ლევანი და გაშლილ ხელს უბრახუნებს ზურგზე. - დამანებე მხეცო,ჩამელეწა გვერდები. გადამარჩინა მისი ჭკუით. ეს სპაიდერმენი კაცი ეს... - ხელს უტყაპუნებს ლევანს. - მომეცით წყალი,გამძვრა სული. - ჰააა,დალიეე. - აწვდის ნუცა. - კარგად ხარ? - სცენის დედოფალი გადარჩა. - აცხადებს ხმამაღლა. იმდენად,რომ მთელი სანაპირო ჩვენ გვიყურებს. - გეთქვა, „ რუპორს“ გაგიჩითავდი და გაღმა ნაპირზეც გააგონებდი ხალხს. - იცინის გიგი. - ეს ლევანთან მარტო აღარ დატოვოთ,რაღაც ბევრს ლაპარაკობს უკვე. - თვალებს ატრიალებს ნინი. - აუ ჩემი,ეს ვინააა. - ბოლო ხმაზე იცინის გიგი. - აუ წამოთ რაა,წყალში ჩავიდეთ,თორემ დავიწვიი. -მავედრებელი მზერით ვუყურებ მეგობრებს. როგორც ჩანს მხოლოდ მე არ ვიწვი,რადგან ყველანი ერთად დგებიან და წყალში ერთად ჩავდივართ. მე ირაკლისთან ახლოს ვარ,მაინც ყოველი შემთხვევისთვის.ლევანი ხუთი წლის ბავშვივით „დგვაფუნობს“ წყალში,რაზეც ყველანი ვკვდებით სიცილით. მერე ლევანი იღლება,ჩვენც გვბეზრდება და ისევ სანაპირზე ავდივართ. - რაღაც მოვიფიქრე.. - დინჯად ამბობს ირაკლი. - რაა? რაა? - პატარა ბავშვივით,გაბრწყინებული თვალებით კითხულობს ნინი. - რა დააა,მინდა სოფელში წავიდეთ ორი-სამი დღით,თუ თანახმა ხართ...- ამბობს და ჩვენს გამომეტყველებას აკვირდება სათითაოდ. - აუ სოფელი ასწორეეებს. თამრო ბებოს ხაჭაპურიი უუუჰ,ძაან მომენატრაა. - ოცნებებში გადაეშვა ლევანი სადაც,უკვე დანაყრდა თითქმის. - ეეეე მაგარია სოფელშიიი. მომენატრა ბებო და ბაბუუ.- ნინი დგება,ხტუნვას იწყებს და მერე ირაკლის ახტება.- საუკეთესო ხააარ. - ლოყებს სათითაოდ უკოცნის და სასაცილოდ უწელავს. ირაკლის ჯერ ჩვეულებრივი გამომეტყველება აქვს,მაგრამ მერე ვეღარ ითმენს და მასაც ეღიმება. - ჩემი გიჟი. - ისიც კოცნის და პატარა ბავშვივით ისვამს თეძოზე,თან ჩვენ გვიყურებს. - ჰა,რას იტყვით,წავიდეთ ჩოხატაურში? - აბა რააა...- ამბობს გიგი,გაბრწყინებული თვალებით. - სულ მინდოდა სოფელი მქონოდა. -საყვარლად ამბობს ნუცა. - უხერხული არაა,ამდენი რომ დავადგებით? შევაწუხებთ ხალხს.- ვკითხულობ წამწამების ფახუნით. - კაი რააა,შენ ბებოს და ბაბუს არ იცნობ,თორემ მაგას არ იტყოდი. - იცინის ნინი. - ძაან გაუხარდებათ თქვენი გაცნობა. სულ მაგას გვეწუწუნებიან. „ ჩამოით ბებია და ჩემეიყვანეთ თქვენი მეგობრები,მოვკტით აქანე,მარტო ყოფნითო“. - ხნიერი ბებიას კილოთი ამბობს ნინი,რაზეც გულიანად მეცინება. - გურიაში მივდივართ.... „იაო,უაო,იაო,უაო,მე სოფელში მივდივაარ.“ - ყრუდ „მღერის“ ლევანი. - მოკეტე,გაიქცა ტურისტები.- დასცინის ნინი. - „ბებიასთან მივიჩქარი...“ არ ჩერდება ლევანი,ნივთებს აგროვებს,ნუცას ხელს კიდებს და ასკინკილით მიდის სახლისკენ. - გიჟი. - თავს აქნევს ირაკლი და იღიმის. - წავედით ახლა ჩვენც,ჩავლაგდეთ და გავიდეთ სანამ დაღამდება. სახლში მივდივართ,ვჭამთ და წასასვლელად მზადებას ვიწყებთ. - ორი ჩემოდანი ტანსაცმელი არ გინდათ ახლა,ორი ან სამი დღით მივდივართ. -თვალებს გვიბრიალებს ირაკლი. - რა გინდა შენ? ხელით მოგაქვს?- არ ნებდება ნინი. - გოგოოო. - ცოტა მომაააქვს. - ხვდება,რომ არ უნდა გააბრაზოს,ლოყაზე კოცნის და სწრაფად მირბის თავისი ოთახისკენ. ირაკილი ჩემკენ ბრუნდება,ხელებს მხვევს და გულ-მკერდზე მიკრავს. - დღეს უნდა გაგაცნო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი,ორი ადამიანი. - ცოტათი ვნერვიულობ. - თავს ვწევ და თვალებში ვუყურებ. - თან მრცხვენია. - კაი რააა,რისი გრცხვენია.. აი ნახავ,ორივეს ძალიან მოეწონები. - ნაზად მკოცნის და ხელებს მიშვებს. - მიდი ახლა გაცუნცულდი და მოემზადე. - ხელს მსუბუქად მირტყამს საჯდომზე და ბოროტული ღიმილით უჩინარდება,მისი ოთახის კარს უკან. ღიმილით შევდივარ ოთახში,ბარგს ვალაგებ, ვიცვამ,თმას ვიკეთებ და ქვემოთ ჩავდივარ. - მე მზად ვაარ. - ვამბობ ხმამაღლა. - მეეც.-უზარმაზარ ჩემოდანს მოახრიგინებს ნინი კიბეებზე. - ავეჯიც მოგაქვს? - იცინის გიგი. - არაა,ცივი იარაღები. - ზედა ტუჩს პრეხს ნინი და გიგის შეცვლილ გამომეტყველებაზე,თვითონ იწყებს სიცილს. - მორჩით ცანცარს და გავიდეთ,თორემ დაღამდება. - ხო კაიიი. - დასჯილი ბავშვივით ამბობს ნინი. - მოიცა,ის გადარეული სად არის? - თვალებით ლევანს ეძებს ირაკლი და ზუსტად ამ დროს ისმის გამაყრუებელი საყვირის ხმა. თავიდან ვერ ვხვდებით,რა შეიძლება იყოს,მერე გარეთ გავდივართ ყველანი და ვხედავთ ფურგუნიდან ნახევრად გადმოსულ ლევანს,რომელიც შტერი ბავშვის სახით გვიქნევს ხელს. - ნახეთ რა ვითრიეეეე. ხომ მაგარიააა? - ლამისაა ფანჯრიდან გადმოხტეს,ისეთი აჟიტირებულია. - ღმერთო,შენ გვიშველე. - თვალებს შორის ადგილს იზელს ირაკლი და თავს აქანებს. - აუუ,რა საყვარლობაააა. - თვალები უბრწყინდება ნუცას, წამში ჯდება წინა სავარძელზე,ლევანის გვერდით და ეხუტება. - აუუ რა გიჟი ხაარ,მარა ძააან მაგრობაა,მართლაა. - კივის ნინი და მის ბარგს მიათრევს საბარგულისკენ. - სიგიჟეა მარა მაგრად ასწორეებს. - იცინის გიგი და ისიც იკავებს,კუთვნილ აგდილს. - შანსი არაა მე ამით არ წამოვალ. - ირაკლი ლამის ფეხების ბაკუნით ამბობს,რაზეც მეღიმება. - ოოო ნუ ხარ რაა მოხუცის აზრებით. - უბღვერს ლევანი. - წამო ტოო,ნახე რა მააგარია,ყველას მოეწონა,მარტო შენ ხარ უჟმური. - მართლა ძაან საყვარლობაა. - ირაკლისთან მივდივარ და ლოყაზე ვკოცნი.- წამო რააა,ვიხალისებთ. - ვეუბნები წამწამების ფახუნით. - კაარგი ხოო... ოღონდ ერთი პირობით. საჭესთან მე ვჯდები. - ურაააა. წავედით. - მანქანიდან ხტება ლევანი და ირაკლის უთმობს ადგილს. - მობრძანდით. - ცანცარა. - უბღვერს და საჭესთან ჯდება. ჩვენც ჩვენს ადგილებზე ვთავსთებით. - აბა სოფლისაკენ ჰერი,ჰერი. - ყვირის ლევანი,ფანჯრიდან ყოფს ხელს და ფურგუნის კორპუსზე უტყაპუნებს. გზაში ვმხიარულობთ,უამრავ სურათს ვიღებთ,ვჭამთ- განსაკუთრებით ნინი, ირაკლის დავცინით და საბოლოოთ სოფელში ჩადივართ. უკვე საკმაოდ ბნელა, სასიამოვნო სიგრილეა,ირგვლივ ბალახის და ხილის სუნი ტრიალებს,ეზოს ბოლოდან მკრთალი შუქი ჩანს. - ხომ არ სძინავთ?- ვკითხულობ. - რა დროს ძილია ოლდა ბაბლუანთან ერთად? -შტერობს აჟიტირებული ნინი და ხტუნვა ხტუნვით ჩადის ეზოში.- ბეეეეე,ბაბუუუუ.- ყვირილით აყრუებს იქაურობას და ვხედავ ეზოს ბოლოდან სირბილით მომავალ,ფუმფულა ქალს,რომელსაც მაღალი კაცი მოყვება დინჯად. - რაიყო კიმარა,იწობა რამე თუ ვინმე კტება? რაამბავია მაქანა? - მესმის ქალის კუთხური და გული მითბება. - ბეეე,მე ვარ,ვერ მიცანიი?- მირბის ნინი და მაგრად ეხუტება ბებიას და ბაბუას. - დედაა ჩემი ბაღნები ჩამოსულან. რაფერ გამახარეეეთ. - ცრემლიანი თვალებით ეხუტება ნინის,მერე გაღიმებულ ირაკლის იკრავს გულში. - არ უნდა გეთქვა შე სასიკტილე რომ მოდიოდი? - უწყრება უეცრად. - ვიზამდი რაცრას,მევემზადებოდი. ნადი მყავს, თხილს მარჩევიებენ და რაფერ მოგაქციოთ ახლა თქვენ ყურადღება? - ეჩხუბება და მერე ჩვენზე გადმოაქვს ყურადღება. - დიდუუ სირცხვილიი,რაფერ დავაყენე აი ანგელოზივით ბაღნები ფეხზეეე. - ლოყაზე სასაცილოდ ირტყამს ხელს. - კაი დამშვიდდი ქალო,ნუ გადარიე ბაღნები. - ამშვიდებს ქმარი და ირაკლის იკრავს გულში. - გაგვაცანი ბაბუ აი ბაღნები და შემოით შით. - ესენი ჩემი მეგობრები არიან:ბარბარე,ნუცა,გიგი და...- ირაკლი თვალებით ეძებს ლევანის და ზუსტად ამ დროს ისმის მისი კიჟინაც. - ვაააა,თამაღ ბებოოოოოო. აუ რაფერ მომენატრე ტოოოოო. - ლევანს ხელში აჰყავს თამრო ბებო და ატრიალებს. - დამსვი შე გადარეულო,გამისკტა გული.- იცინის ბებია. ლევანიც ძირს სვამს და გულში იკრავს. მერე ნუგზარი ბაბუას ართმევს ხელს. - აუ ნუგზი ბაბუუ მაგრად მომენატრეთ რაა. - მეც მომენატრე ბაბუ. - თბილად იკრავს გულში და მერე უღიმის. - აუ თამაღ ბებოოო, ძაან მომენატრა შენი საფირმო ხაჭაპურებიიიი. - ლოყებს უკოცნის ლევანი და ეკრიჭება. - დედააა,ჩემი სიკტილი,რაფერი მოშიებულები არიან ბაღნები. შემოით შით და გაჭუმთ ბებია,აბა რას ვიზამ. ქოთქოთით მიდის სახლისკენ და ჩვენც მას მივყვებით. ბებია ხაჭაპურებს გვიცხობს და ჩაისთან ერთად მივირთევთ. - მართლა უგემრიელესია. - ვეუბნები თამრო ბებოს ღიმილით. - შეგერგოს ბებია,შენ შემოგევლე მე. - ისე თბილად მეუბნება, ლამისაა ტირილი დავიწყო. ვნაყრდებით,მერე ბებიას უკანა ეზოში გავყავართ,სადაც ფაჩატურში ხალხი ზის და თხილს არჩევს. - მოით ბაღნებო,მოით. - გზას გვაჩვენებს ბებია და ჩვენც ეზოს თვალიერებით მივდივართ შეკრებილ ხალხთან. - გეიცანით ბებია,აგენი ჩემი მეზობლები არიან,ოქრო ხალხი,ჩემი ჭირის და ლხინის გამზიარებლები. - სასიამოვნოა. - ვამბობთ ერთხმად. - მეზობლებოო, აგენი ჩემი ნინიკოს და ირაკლის მეგობრები არიან. კაი ბაღნები,ოქრო და ბაჯაღლო. -გვაქებს და თან ნინის იკრავს გულში. - აგენს შემეევლოს ჩემი თავი. -ჩამოით ბიოოო? კაია გოროდი? რავა თლა აგვაღეთ ხელი გოოო. - ჩოხატაურული კილოთი ამბობს ერთ-ერთი მეზობელი და არ ვიცი რომელი ძალით ვითმენ და იქვე არ ვგორავ სიცილისგან. - ვერ მოვახერხეთ აქამდე,თორემ ხომ იცით არა,როგორ გვიყვარს აქ ყოფნა. - დინჯად ამბობს ირაკლი,იღიმის და დაბალ სკამზე ჯდება. - დაჯეით ბებია,ასე უნდა იდგეთ მთელი დღეი? - იცინის თამრო ბებო და ჩვენც ვთავსდებით სკამებზე. ძალიან მომწონს აქაურობა და აქაური ხალხი. საოცარი გარემოა და ულამაზესი ხედი. საღამოს კარგად ვატარებთ, „ნადს“ ვუერთდებით და ჩვენც ვარჩევთ თხილს,თან აქაური ხალხის მოყოლილ ისტორიებზე ვიცინით-უფრო მეტად კი მათ კილოზე. ისეთი საყვარლები არიან... ვამჩნევ გიგის მზერას,რომელიც ერთ-ერთ მეზობელს უყურებს,ახალგაზრდა გოგოს,ულამაზესი ქერა თმით და მწვანე თვალებით. მერე ბებია სუფრას შლის ღია აივანზე და ჩვენც ვიწყებთ ქეიფს ღამის თორმეტზე,შუა ჩოხატაურში,კოღოებთან ერთად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.