შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაჩუქარი გული (თავი III)


9-08-2020, 00:08
ავტორი Mélancolie
ნანახია 9 037

ალბათ ,ის სიჩუმე ყველაფრის მთქმელი იქნებოდა ,ის დუმილი ოქროს ფასი იყო.როგორც კი ავედი,ბებიაჩემს მივეხუტე ,ჩვევად მქონდა მასთან ჩახუტება სახლშიასვლისთანავე.ნაირამ ცბიერად გამომხედა,ისე როგორც კი ხვდებოდა,რომ რაღაცას ვუმალავდი.რაც დედა წავიდა ,მას შემდეგ ჩემი მესაიდუმლე ის გახდა,ბევრი მეგობარი მყავდა ,მაგრამ ცოტას თუ ვენდობოდი და იმ ცოტადან კიდევ უფრო ცოტას ვესაუბრებოდი.ადრე ,ყოველთვის მხიარული ადამიანი ვიყავი,მაგრამ ახლა მოულოდნელად იფეთქებდა ჩემში სევდა და მეც მისი მონა ვხდებოდი.ნაირას მოვუყევი,თუ როგორ მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს გულში გეგა,როგორ მოულოდნელად დამატყვევა მისმა თაფლივით ტკბილმა ღიმილმა და მომწვანო მოყავისფრო თვალებმა.ბებომ მითხრა მიხარიაო და თვალზე ცრემლი მოადგა,ხვდებოდა ,რომ გავიზარდე,ხვდებოდა ,რომ უკვე დიდი ვიყავი და ყველაზე მთავარს ხვდებოდა,ხვდებოდა იმას ,რომ შეყვარებული ვიყავი. ძილი მინდოდა ,მაგრამ ვერ ვერეოდი უამრავ ფიქრს რომელთაც ნადიმი გაემართათ ჩემში.ზოგიერთი მეუბნებოდა ,მგონი ძალიან ბედნიერი ხარ გეგასთანო და ზოგიერთიც მალე მოგიწევს სახლში დაბრუნებაო.სახლში დაბრუნება ,ოჰ ეს ხომ სულ დამავიწყდა...ზეგ უნდა დავბრუნდე ...გეგა დავტოვო აქ ,ნეტავ შემდეგ ჩამოსვლაზე ვემახსოვრები თუ სულ არ...არ მინდა წასვლა ,აღარ მინდ იქ დაბრუნება ,სადაც უკვე ყველა გაუფერულდა...საკუთარ თავს ვუსვამდი უამრავ შეკითხვას და ჩაძინების ზღვარზე ვიყავი,როცა ლენკას ზარმა გამომაფხიზლა .არასდროს დაურეკავს ასე გვიან ,ალბათ რაღაც აუცილებელია.ტელეფონი უმალვე ავიღე .
-სად ხარ?შენი დახმარება მჭირდება.
-რა ხდება?მეტყვი ლენა???რატომ მირეკავ ამ დროს და მაფორიაქებ ისედაც ემოციათა ქაოსში მიწევს ყოფნა ,ხომ იცი?
-ავარიაში მოვყევით ,მძიმედ არის .
-ვინ ლენა?ვიიინ?
-შენ რომ სახლთან დაგტოვე გეგასთან ერთად ,გეგა ჩუმად უკან გამომყვა ყვავილებს ვუყიდიო,შენზე მელაპარაკა.ძალიან მოწონხარ.შემდეგ შენ დაურეკე ,მანქანიდან გადმოვიდა და შემთხვევით ურთიერთსაწინააღმდეგოდ მომავალი მანქანა ბოძს დაეჯახა,გამოიცანი იმ ბოძთან ვინ გელაპარაკებოდა?
-სად ხარ?ახლავე მოვდივარ.
საერთოდ არ მახსოვს ,როგორ გავედი სახლიდან ,რა მეცვა ან როგორ უნდა მოვსულიყავი იმ საავადმყოფოსთან ,სადაც გეგა და ლენკა მელოდებოდნენ .ცხოვრებაში იშვიათად ვლოცულობდი ,ახლა კი მთელი გზა ,მთელი გულით ვთხოვდი ღმერთს გადაერჩინა გეგა.არვიცოდი რა სჭირდა,მაგრამ ვიცოდი ,რომ კარგი არაფერი მელოდა წინ.როგორც იქნა მივაგენი ,ისე ფართოვდებოდა ქუჩები ,ასე მეგონა სადღაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი და არა ერთ პატარა თბილისში.ეს ყველაფერი ნერვიულობის ილუზიაა იყო და ილუზია იმისა,რომ გეგას ვეღარ ვნახავდი ცოცხალს ,ვეღარ ვეტყოდი ,რომ მან ზუსტად 1დღით შეძლო შეეცვალა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ და ძველი მიძინებული გრძნობები აღედგინა,ბედნიერების აღქმის უნარი დაებრუნებინა ჩემთვის.მიმღებში ერთ მოხუც ქალს მივვარდუ შარტავა გეგა სად შეიძლება ვნახო ან ლენა ძიძიგური მეთქი.
-აქ არავინ დაუწვენიათ ასეთი გეშლება ,გეთაყვა.დარწმუნებული ხართ?
ჩემი ნერვიულობა პიკს აღწევდა,ერთადერთი რაღაცის თქმა მოვასწარი გეგა ხომ ცოცხალია და მაშინვე გონება დავკარგე .
პ.ს ძალიან გთხოვთ კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი აზრი,ღირს თუ არა გაგრძელება .მირჩიოთ და მომცეთ ობიექტური შენიშვნები.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

კი ,გააგრძელე ,მე ვკითხულობ და მომწონს,

 


№2  offline წევრი Mélancolie

სტუმარი nancho
კი ,გააგრძელე ,მე ვკითხულობ და მომწონს,

ძალიან დიდი მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent