სუსპენზია /თავი 2/.
თავი 2 გახსოვდეთ, რომ სიხარული მოკლემეტრაჟიანია. მის შემდგომ კი სიცარიელე, ტკივილი ისადგურებს. დღის პირველი მწველი სხივი, რომელიც როგორ ყოველთვის ლილიანას ფანჯრის რაფამდე აღწევს და საამო ჟღერადობასაც გამოსცემს. მას შემდეგ... მას შემდგომ, რაც თავის სოფელში, ყოველგვარ ურთიერთობებს იყო ლილიანა მოწყვეტილი, უფრო გაუტყდა ძილი. ლილიანას მოსვენება ეკარგებოდა, როდესაც გარემოდან შემოღწეული, თავისი მეგობრების ჟრიამულს იგებდა და იგი მათ სიხარულის ისტორიაში აღარ ფიგურირებდა. სამყარომ მის გარეშე უწინდელივით გააგრძელა ცხოვრება. იგი სულაც არ უყურებდა აცრემლებულთვალებიან ლილიანას, რომელიც ღამით თეთრი ბალიშს ცრემლებით ნამავდა. ახალგაზრდა გოგონას ტკივილი მწველი ნიავივით შემოეპარებოდა ხოლმე. თავდაპირველად ტანში ავისმომასწავებლად გააჟრიალებდა ხოლმე, თუმცა შემდგომ იგი მთლიანად უბინდავდა ლილიანას ჯერაც გამოუცდელ გონებას. მორალი და ტკივილი ყველაზე კარგად სცნობს ადამიანური გრძნობების სუსტ, ბნელ მხარეებს... ლილიანას ყველაზე მეტად, თავისი მეგობრებიდან გიორგი ენატრებოდა. ძილის წინ გონებაში ყოველთვის აღიდგენდა, საყვარელი ადამიანის სახის ნაკვთებს, თითოეულ მიხვრა-მოხვრას, საუბრის სტილს, მანერას, ჩაცმულობის სტილს...ფიქრები კი ახლოს იყვნენ განთავსებულნი აწმყოსთან. რის შემდგომაც სახლში გამაყრუებელი ძვლების ეტაპობრივი ტკაცუნი გაისმებოდა ხოლმე. ბოლოს ბნელდებოდა.. იმდენად იყო ჩაფლული ლილიანას სამყარო ჭაობში, რომ მისგან გეზის გაკვალვა ყოვლად შეუძლებელი ხდებოდა. მაშინ, როდესაც თავის შემაწუხებელი ტკივილი მიცხრებოდა მედიკამენტის მეშვეობით, ლილიანას უფრო მკვეთრად შეეძლო გიორგის აჩრდილთან განმარტოება და დროებითი სამყოფელისგან თავის დაღწევა. - მენატრებოდი...- ეუბნებოდა ყოველ ჯერზე ლილიანა გიორგის, როდესაც მისი აჩრდილი თავისი სახლის რაფებზე გაჩნდებოდა. - როგორ მინდა გნახო...- გიორგის აჩრდილთან მოძრაობა დაიწყო. ნელ-ნელა მისი წითელი, სავსე, მარწყვივით მიმზიდველი ბაგეები გაიხსნა და მაცდური სიტყვების მფლობელი გახდა. ლილიანას თვის გიორგის აჩრდილი ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ეს თავად გიორგი... თურმე ადამიანი დროთა განმავლობაში თავისსავე გონებაში გამოგონილ პიროვნებასთან დამეგობრებას იწყებს. - იქნებ შენ მოხვიდე. მინდა შენი უწინდებური სურნელი გავიხსენო... - ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვინმე ჩვენს შორის ჩადგებოდა. არადა ნეტავ იცოდნენ, როგორ გვიჭირს ერთმანეთის გარეშე არსებობა. - ტკივილს ადამიანი დროთა განმავლობაში ეჩვევა... ეჩვევა და იცი რატომ? იგი ერთადერთია, რომელიც საბოლოოდ მის გვერდში ჩნდება. - მე არ მინდა, რომ გტკიოდეს. მინდა შენი ტკივილი, ჩემი გახდეს. - იქნებადა როგორმე მოხვიდე, გი... - დამერწმუნე, ეს ჩემზე მეტად არავის არ უნდა, ძვირფასო.- გამოსათხოვებელი სიტყვები წარმოთქვა გიორგიმ, რომლის სხეულიც ნელ-ნელა ლამპიონიდან შემოპარული სინათლის ზოლიდან იკარგებოდა. გიორგის გაუჩინარების შემდგომ, ლილიანა ცხარე ცრემლებით ატირდებოდა ხოლმე. რამდენიმე წუთში მისი ნაცრისფერი თვალები წითელ შეფერილობას იღებდნენ, რომლებიც ულევი იმედგაცრუებით იყო აღსავსე. სიხარულიც კი სევდანარევი სურნელით დაეპატრონებოდა ხოლმე ახალგაზრდა გოგონას... იგი კარგად აანალიზებდა... კარგად ხვდებოდა, რომ თავისი ბედნიერების მკვლელი თავადვე გამოდგა. ახლა დააფასა თითოეული ცხოვრების წუთი, მაშინ როცა თავის დროზე ყველა და ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. მარტოსულობის შეგრძნება კი ადამიანს სიცოცხლის ხალისს უკარგავს თავიდან, თუმცა დროის გასვლის შემდგომ იგი კვლავ მეგობრული მზერით შემოგეგებება, თავისი სპეციფიკური, მომჟავო-მოტკბო სურნელით თავის სამყაროს ნაწილად ხდის ადამიანს. ტკივილი კაცობრიობის ერთგული მეგობარია, რომლის უკანაც სიცოცხლე იმალება... - როგორ ფიქრობ, რა ფერისაა ნაცარტუტად ქცეული ოცნებები? რეალობა?- გონებაში აუკიაფდა, ლილიანას თავისი შინაგანი ხმის მომჟავო გემოს ჰანგები. - ნაცარტუტად ქცეული ოცნებები?- ღრმა ნაღველი ჩააქსოვა ლილიანამ, ამ თითოეული წარმოთქმულ სიტყვას.- ალბათ ღრმა ჭაობისფერი. - ჭაობისფერი?- თვალები კაკლისოდენა გაუხდა, ლილიანას გონებაში არსებულ პიროვნებას, რომელსაც ერთ დროს სახელიც კი შეარქვა. - გახრწნილი ოცნებები სწორედ, რომ მხოლოდ ამ ფერის მსგავსია. ჭაობში ყოველგვარი გრძნობები კვდება, მუნ... - ყოველთვის მაინტერესებდა და ახლა უნდა გკითხო... ცუდად არ გამიგო, თუმცა ძლიერ მაინტერესებს... - გისმენ, მუნ... - ამ სახელს რატომ მეძახი? - "მუნ" სიტყვა, რომელიც მთვარეს ნიშნავს ერთ-ერთ ენაზე. შენი არსებობა ჩემთვის მთვარის იმიტაციას ქმნის, რადგან ყოველ ღამით ლამპარივით კიაფდები ჩემში. - რომანტიკოსი არასოდეს არ მეგონე.- სიცილით წარმოთქვა მან, რომლის არომატსაც შინდისფერი ელფერი დაჰკრავდა. - თურმე თითოეულ ადამიანში სახლობს რომანტიკული სულის ადამიანი. - ან ადამიანები ცვლიან სხვის შინაგან სამყაროს. - გიორგიზე მირტყავ ნამიოკს, არა? - კარგი რა... მე მაინც რატომ მატყუებ? შენს წრფელ გრძნობებს მე ვერ გამომაპარებ, შენმა ბაგეებმა რაც არ უნდა მრავალი სისულელე თქვას. შენი სიტყვები უკუპროპორციულია რეალობასთან, ლილ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.