შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორ სამყაროს შორის (თავი 3)


12-08-2020, 13:08
ავტორი niniel_om
ნანახია 821

მასწავლებლის წასვლის შემდეგ რაღაც არაამქვეყნიური ენერგია მქონდა, მაინც. სასწავლი მხოლოდ ქართული მქონდა, რადგან ახლა გავაცილე მასწავლებელი, ეგ კი ცოტა არ იყოს აღარ მინდოდა და სხვა დროისთვის გადავდე. ვშიშობ ასე თუ ვიყავი, მთელი ღამე მეღვიძება. ასეთი არეული ცხოვრება მაქვს, ხან დრო არ მაქვს, ხან კი არ ვიცი რაში დავხარჯო. გადავწყვიტე წიგნი დამესრულებინა, ცოტა მაკლდა. დავიწყე და თან დემეტრეს ნათქვამზე ვფიქრობდი, ველოდებოდი რომ მოვლენები უფრო დრამატულად წარმართულიყო. ჩემდა გასაკვირად ერთ საათში დავასრულე. დასასრული კი შოკისმომგვრელი იყო. იმდენად გამაკვირვა რომ ნახევარი საათი გაშეშებული ვიწექი და მხოლოდ მომხდარზე ვფიქრობდი. შემდეგ ისევ დემეტრეს ნათქვამი გამახსენდა და გადავწყვიტე მიმეწერა
-სალამი, იცი შენდა გასაკვირვად ამ წიგნმა აღმაფრთოვანა -საიტზე არ ჩანდა, მაგრამ გადავწყვიტე მაინც დამეტოვა წერილი
ისეთ ენერგიაზე ვიყავი ქართულის სწავლაც გადავწყვიტე, ვისწავლე, დანარჩენები გადავიმეორე, შემდეგ ქვემოთ ჩავედი რომ რამე მეჭამა. საჭმელი ნამდვილად არ მინდოდა. ამიტომ ბანანი და წვენი ავიღე და ოთახში დავბრუნდი. საწოლი გავშალე და ჩავწექი, დროებით... ისე არ მეძინებოდა, თან სააბაზანოში საღამოს რუტინის ჩატარებამდე ნამდვილად ვერ დავიძნებდი. ლეპტოპში წყნარი სიმღერა ჩავრთე, მივწექი და თვალებ დახუჭული ვუსმენდი. მერე გამახსენდა მობილური, ავიღე და შეტპობინება დამხვა დემეტრესგან, რომელიც როგორც ჩანს მე რომ ქვემოთ ვიყავი მაშინ დაუტოვებია
-ანუ არ განეკუთვნები რომანტიკოსებს
-ეგ რა შუაშია?
-ბევრი აკრიტიკებს იმის გამო რომ ბედნიერი დასასრული არ აქვს...
-პირიქით, ძალიან ბანალური იქნებოდა...
-მეც ასე ვთვლი, ანუ მორჩი?
-კი, როგორცვე მოვრჩი მოგწერე
-ანუ ჩემი სიტყვები ცუდად ჩაგრჩა
-თითქმის... ვფიქრობდი რომ იმედები გამიცრუვდებოდა
-მიხარია რომ ასე არაა...
-სანი არ მიყვარს
-რატომ არ გიყვარს?
-არ მიყვარს უხეში ნათქვამია... უფრო ეგოისტია და მაგიტომ ვერ დამიტოვა დადებითი ემოციები
-მე ვფიქრობ თავისი მიზეზი ჰქონდა, ასეთი რომ იყო... მაგრამ თავიდან მე ძალიან მომეწონა
-ხო, მეც თავიდან ისე მომეწონა არ ვიცნოდბი ჯერ და უკვე მიყვარდა. ამიტომ არ მძულს...
-ხო... სიძულვილისთვის ცოდოა
-მაგისთვის ყველა ცოდოა
-გეთანხმები... სხვა რას შვრები?
-აფსოლიტურად არაფერს, შენ?
-მე ვისწავე და ფილმს ვარჩევდი, მაგრამ მეზარება...
-რატო? მე მომინდა ეხლა, შუადღისით მეძინა და ახლა ვშიშობ ცოტა თუ არ დავიღალე აღარ დამეძინება
-თუ გინდა ერთად ვუყუროთ
-ვუყუროთ
-რას?
-საშიში გამოვრიცხოთ
-კარგი...
-რა დამთმობი ხარ?
-მარტო იქნები და მართლა რომ შეგეშინდეს, მერე მე აქედან რა ვქნა?
-ხო, სწორი გათვლა...
-გეთანხმები
-ფანტაზიაც
-ანუ ბიჭურები გამოვრიცხოთ, რაიმე გოგოშკურ რომანტიკას ვუყუროთ?
-რომანტიკაც...
-ვაა...
-ანუ თვლი რომ რომანტიკა გოგოშკურია?
-არა, ნამდვილად არ ვთვლი... ზოგი მეც ძალიან მომწონს, უბრალოდ კონტექსტში ჩაჯდა და...
-ააა... და რას ვუყუროთ?
-რაიმე ისეთს რაც არც ერთს არ გვაქვს ნანახი
-რა თქმა უნდა...
-სორაიას ჩაქოლვა?
-ვიცი
-მე არ ვიცი... ანუ მერე უნდა ვუყურო, ყველამ იცით...
-სორაიაზე გამახსენდა, ლიმ მითხრა ავრორა უნახავს და ეგ ჟანრიაო, ბევრად დრამატული
-არ ვიცი ეგ ფილმი, თუ გინდა ვუყუროთ
-სხვა რა ვარიანტია?
-მგონი არაფერი
-მიდი იპოვე?
-კი
-მესიჯს როგორცვე წაიკითხავ ხუთამდე აითვალე და ფილმი ჩართე, მე დაგელოდები და იგივეს ვიზავ
-უცნაურია, მაგრამ კარგი...
-მიდი აბა... -ავითვალე და ჩავრთე. რას წარმოვიდგენდი თუ ასე დისტანციურად დემეტრესთან ერთად ფილმს ვნახავდი, მაგრამ მგონი ისე ხდება ზოგადად ყველაფერი რასაც ვერასდროს წარმოვიდგენთ
ფილმი ისეთი იყო როგორი ხარისხიც და ზოგადად სტილი ძალიან მიყვარს. დიდი ხანია ვაპირებდი ამ ფილმის ყურებას და რატომ არ ვნახე არ ვიცი...
-დემეტრე...
-გისმენ
-როგორც არ უნდა გაგაკვირვოს რაღაცებმა, როგორც არ უნდა რთული საყურებელი იყოს, რადგან ლიმ მითხრა, ძალიან სისასტიკეებიაო, არ გამორთა და სანამ არ დამთავრდება არ მომწერო, ოღონდ უყურე
-არის სერ
ლიმ სწორად ამიღწერა, ისეთი სისასტიკეები ხდებოდა ტირილისგან ვკვდებოდი, ხან თვალებზე ხელს ვიფარებდი ინსტიქტურად და ხან მეც ვკიოდი. ძალიან მინდოდა გამეთიშა, მაგრამ დასასრულიც მაინტერესებდა, თან დემეტრეს მე ავუკრძალე და ეს რომ მე გამეკეთებინდა ცოტა უნამუსოდ გამომივიდოდა... ასეთ რაღაცებს ვერ ვიტან, მაგრამ ძალიან ცხოვრებისეულია და თავი ვალდებულად ჩავთვალე რომ ბოლომდე მენახა. დამთავრდა, მაგრამ დემეტრე არ ჩანდა, მე კი რამდენიმე წუთი ისევ ვიჯექი და ვსლუკუნებდი, სლუკუნს ბევრი აზრები და კითხვები მოჰყვა თავში. ამ დროს ვიდეოზარის ხმა გავიგე, გამიკვირდა რომ ამ დროს მამა მირეკავდა, მაგრამ ავიღე და დემეტრე დამხვდა
-ვა...
-ხო, არ მეგონა რომ მიპასუხებდი, აქ არ არიან დაჩვეულები ასე, მაგრამ ვფიქრობ შეტყობინებებს ადამიანური საუბარი სჯობს...
-არა, მე მიჩვეული ვარ, დისკომფორტს არ მიქმნის რანაირი სახე მიჩანს კამერაში და ა.შ მამას წლებია ასე ველაპარაკები და ხო, გეთანხმები სჯობს
-მამას?
-კი, გერმანიაშია...
-ააა... ხო დავაკვირდი, გოგოები სულ მაგაზე წუწუნებენ და კარგია რომ იგივე საწუწუნო არ გაქვს...
-დიახ...
-მოკლედ ეხლა შენ დამაჯერებ რომ ამ ფილმს უყურე?
-მოგიყვე?
-ყოჩაღ შენ
-არა გაძლებით კი გავუძელი, მაგრამ მინდოდა გათიშვა, ამ შუაღამეს უფრო სხვანაირად აღვიქვი -კიდევ ბევრი ვისაუბრეთ ფილმთან დაკავშირებით, დადებითი, უარყობითი მხარეები გამოვყავით და ნახევარი საათი ვისაუბრეთ, შემდეგ როცა გამოგველია თემა
-იცი მომწონს კედელზე ნახატები
-ესენი? -და კამერა საწოლის თავის ზემოთ კედელზე დაკიდებულ სამი ჩარჩოსაკენ მივატრიალე
-კი... -და დაკვირვებული უყურებდა ჩემს ნაცრისფერ კედელს, რომელზეც ვარდისფერ ჩარჩოში ჩასმული სამი ნახატი ეკიდა. სამივე ერთ სტილში იყო. შავად მოხაზული თეთრ ფონზე ორი ადამიანის ფიგურა იყო სხვადასხვა ვარიანტში წარმოდგენილი -ძალიან საინტერესოა
-ხო?
-კი, განსაკუთრებით ის, ორი სახე როა ერთმანეთში გაერთიანებული
-მეც ეგ მომწონს
-ვისი ნახატია?
-ჩემი
-რა? -წარბები შუბლზე აუვიდა
-რატო გაგიკვირდა?
-არ ვიცი, ვერ წარმოვიდგენდი...
-ხო, გადასარევად არ გამომდის, უბრალოდ ეს სამი ცოტა ნორმალურია და თან დიდი არც არაფერი უნდოდა, რამდენიმე ხაზია გავლებული
-მთავარია, რა გაქვს ტილოზე, ხედვა კი ძალიან განსხვავებული გაქონია
-ვა... მადლობა
-დადიხარ სადმე?
-კი ცეკვაზე
-რა? ანუ მე სამხატვრო ან ესეთი ვიგულისხმე, მაგრამ ნუ როგორ არ გააკვირვებ ადამიანს რაა...
-და რატომ გაგიკვირდა რომ ვცეკვავ?
-უბრალოდ არ მოველოდი, რას ცეკვავ?
-ზოგადად ქართულებს
-ძალიან კარგი
-ჰო?
-რატომაც არა, თანამედროვე ან სამეჯლისო ცეკვებიც მოგიხდებოდა
-ყველა მაგას მეუბნება და მაგიტომ გამიკვირდა ეგ რომ მითხარი
-ხო, აღნაგობა გაქვს ისეთი
-მაგრამ მე ქართული მირჩევნია
-არა ხო, ნამდვილად სჯობს, მე არ მაქვს ნიჭი
-ნიჭს გაღვიძება უნდა, შენ რა გგონია მუცლიდან ვიცოდი ცეკვა?
-არა ხო, მაგრამ ცეკვის საკითხში ძალიან მოუქნელი ვარ
-აბა რაში ხარ მოქნილი?
-წელში
-ნუ მატყუებ, ეგ როგორ -თან სიცილი დავიწყეთ. რადგან სულ სხვა რამ ვკითხე და მან სიტყვა მოხრა გაიგო, თან თუ მოხრაზე მიდგება საქმე, მას მართლა ისეთი აღნაგობა აქვს ვერანაირად მოიხრება, სპორცმენის ტანზე იყო, მოცეკვავეს ის უფრო გავს ვიდრე მე, ამ გადმოსახედიდან. -აღიარე რომ არ მოგიწადინია თორე ისწავლიდი.
-ხო, სიმართლე გითხრა მეც შენს აზრზე ვარ ამ თვალსაზრისით, თუ ხელს მოკიდებ აუცილებლად ისწავლი
-ჰალილუია...
-მაგრამ, არ მომწონსო ვერ ვიტყვი, უბრალოდ ჩემ თავს ვერ ვხედავ ცეკვაში
-აბა რაში ხედავ?
-სხვათაშორის ბევრ რამეში
-მაგალითად?
-ჩემს პროფესიაში, მაინტერესებს ბიზნესი, სპორტი, კულინარია და ალბათ ვერ გავჩერდები, რადგან კიდევ ბევრი რამ
-ეგ ყველაზე კარგია, არადა ჩემებს ვერ ვუმტკიცებ რომ შეიძლება ჩემ თავს ბევრ რამეში ვხედავდე
-და შენ რაში ხედავ?
-სხვათაშორის ჩემ პროფესიაში მუდმივად არ ვიქნები
-ეგ როგორ, ფსიქოლოგია არ გინდოდა?
-კი მინდა, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ მთელ ჩემს ცხოვრებას მას მივუღვნი
-და რას მიუძღვნი?
-ესე კონკრეტულად ერთს არა, ცეკვას თავს არასდროს დავანებებ, ალბათ მიხვდი, აბიტურიენტიც რომ ცეკვაზე დავდივარ რამ უნდა შემიშალოს ისე ხელი რომ დავანებო
-ფსიქოლოგია ცეკვა? მოიცა ასაიდუმლეებ? გითხარი თავსახურ დახურული ქილასავით ხარ თქო პირველივე დღეს?
-არა, ნუ სულელობ, -სიცილი დავიწყეთ -სხვათაშორის კულინარია ჩემი ერთ-ერთი მიმართულებაცაა, რომელიც მინდა რომ კარგად შევისწავლო. ფსიქოლოგიას მეორად ფაკულტეტად ვისწავლი როდესაც იურიდიულზე ჩავაბარებ. იურიდიული იმიტომ რომ ვფიქრობ ეს ის განათლებაა, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს და აუცილებელი არაა ე.წ „ძაღლი“ იყოს, როგორც ქართველი ხისთავიანები მოიხსენიებენ.
-რა სწორად გაგითვლია ყველაფერი, მე წელს ბიზნესზე უნდა გადავიტანო და მესამე კურსიდან გავაგრძელებ თუ ჩავაბარე.
-და ფსიქოლოგიაზე რატო ჩააბარე?
-ალბათ იმიტომ რატოც შენ, მაგრამ შენ უფრო სწორად გათვალე, ფსიქოლოგია უფრო ჩემთვის მინდოდა, აი შენ კი იურიდიული და ფსიქოლოგია ძალიან სწორად დააკავშირე
-იოგის შესწავლაც მინდა
-მე ვიცი ნორმალურ დონეზე, შემიძლია დაგეხმარო
-რა? მართლაა? ეგ როგორ? -თვალები კილომეტრზე გადმოვყარე
-კი, სხვათაშორის ლონდონში მსგავსი რამეები, ბევრი ვისწავლე, ალბათ უფრო რომ გამიცნობ გაგიკვირდება, მაგრამ დამიჯერე ყველაფერს ვედებოდი, მაგრამ არც იოგის მასწავლებელი ვარ და არც...
-არც...
-მოდი საიდუმლოდ დავტოვოთ
-როგორც გინდა...
გითხრათ რომელი დღე გათენდა? ნუ იტყვით... დღე როცა გვრიტები დემეტერესთან ერთად სადღაც ჯურღმულში მიმათრევენ. ხო გაზაფხული იყო, მაგრამ ჩემი მცივანობის ამბავი რომ ვიცი სულ სათბილობები ჩავალაგე. ერთი ორი თხელი მაიკა და შარვლები, მაგრამ, ძირითადად პლედები და სქელი შარფები. არაფერი განსაკუთრებული, თითო ხელი ჩავალაგე, სპორტული ფეხსაცმელი და პლაში, რა იცი რა ხდება.
მალევე გაისმა სიგნალის ხმა. მომზადებული გავქანდი და მანქანიდან დემეტრე მიყურებდა. ერთისმხრივ შევცბუნდი სხვები, რომ ვერ დავინახე, თან დემე დღისით ბევრად მომხიბლელად გამოიყურებოდა, არ მინდოდა დაბნეულობა შემტყობოდა, ამიტომ გადავწყვიტე უყოყმანოდ ჩავმჯდარიყავი. სახლის კარი არ მქონდა დაკეტილი მანქანიდან რომ გადმოხტა და კარი გამიღო. ღმერთოო... ამაზე დიდი სიჯელტმენე... მოკლედ, მე მომწონს ასეთი ბიჭები
-სალამი
-როგორ ხარ?
-ნორმალურად, შენ?
-კარგად მაგრამ ამდენი ბარგით საზღვარ გარეთ მიდიხარ?
-იქნებ ციოდეს?
-მერე რისთვის ვართ? - მითხრა და ხელი მხარზე მომისვა. ისევ ისეთი ცხელი კანი ჰქონდა, ეს მაისურის მიუხედავად ვიგრძენი. ეს ადამიანი სულ საუნაშია?
-სად არიან?
-როგორ ველოდი როდის დასვავდი ამ კითხვას, კიდე ყოჩაღ.
-დემეტრეე...
-მარკეტში არიან და იქ მივალთ
ამ ლაპარაკში ვიყავით, როცა მივადექით გვრიტებს. დიდი კალათი სავსე და კიდე დიდი პარკები ეკავათ.
-მოიცა თქვენ რა საცხოვრებლად გადადიხართ?
-რა იცი, იქნებ ასეც მოხდეს? - უთხრა ლუკამ დემეს და ბედნიერმა აუპაჭუნა თვალი ლის, ლიმაც ძალიან შეიფერა, მის ადგილზე კარგად ავარტყავდი, შეყვარებული იქნებოდა თუ ძროხა, არ აქვს მნიშვნელობა.
-დანარჩენები სად არიან?
-ისინი ჯერ არ გამოსულან
-ეგ რანაირად?
-ანდრიანს რაღაც საქმე ჰქონდა, შეაგვიანდა და ალბათ მალე წამოვლენ
-აა კარგი, მთავარია წამოვიდნენ
საბარგული გაავსეს და ჩასხდნენ... ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მაინც მალევე მოშივდათ გავაჩერეთ პირველივე ისეთ ადგილას სადაც შევძლებდით ჭამას. კაფე შეგვხვდა, ლობიანი, ხაჭაპური, პიცა და წვენები გამოვართვით და იქვე ვჭამეთ. მე მანქანაში დავბრუნდი
-სად მიდიხარ ვი?
-ორი წუთი მაცალეთ -და მე ჩემი გამომცხვარი ბლინებისკენ წავედი, რომლებიც წამოსვლამდე ერთი საათით ადრე გამოვაცხვე და კონტეინერით დავმალე.
-რა ხდება? აკი ჭამა მიყვარსო და რამეო? სად გაიქეცი
-აი რა ხდება...
-არ არსებობს
-კაი რაა...
-ვივიეენ? - მიჰყვნენ სათითაო კითხვებით პიცის დანახვისას, ჯერ ლი, შემდეგ ლუკა და ბოლოს დემეტრე.
-აი თურმე რას მალავდი
-ხო საჭირო დროს გამოვაჩინე?
-შენ არ იცი თან როგორი
-ვივიენ შენთვის სადმე საცხობიდან ვაკანსია არ გამოუგზავნიათ?
-ჰააჰ, ჯერ არა ლუკა
-არა მართლა უგემრიელესია
-მადლობა დემე -შემოკლებით პირველად მივმართე, მაგრამ არ ვაგრძნობინე რომ ეს მეც გავიაზრე, ვითომ ძალიან ბუნებრივად ვქენი... -ნეტა ისინი წამოვიდნენ?
-კაი როგორ ღელავ -მითხრა ლიმ, ზედ ეხატა როგორ არ უნდოდა მათი წამოსვლა, მაგრამ აბა მე მკითხოს
-ეგ არ ვიცი, მაგრამ კიდე კაი ეხლა აქ არ არიან
-შენ რაღა გჭირს ლუკა?
-გოგო, აბა ეს ბლინები გაყავი რვა ნაწილად?
-აუუუ, მიდი ლუკა, გეყოფა -ყველა ავხარხარდით ერთნაირად
რაც შეჭამა, დემეტრე ცოტა მოითენთა, ამიტომ საჭესთან ლუკა გადმოჯდა და გვერძე ლი მიუსკუპდა. ეს გაჩერება მეც მაწყობდა. უკან ბევრად კომფორტული იყო საძილედ და თან სიცივეში რომ გადავედი ცოტა შემცივდა, ამიტომ პლედი ამოვაძვრინე და მივიფარე. აი დემეს რაც შეეხება, რაც სიცივეში ადგა, გამოიარა და ფეხზე დადგა, სულაც აღარ ეძინებოდა, თხელი მაიკა ეცვა და ჩემს გვერდით უკანა სავარძელზე იჯდა.
წყნარ სიმღერების ფონზე, შებინდებულზე, შუა ნისლიან ტყეში შევიჭერით და საერთოდ, რაც წინ ისინი გადასხდნენ სულ ასეთებს გვასმენინებდნენ შეყვარებული გვრიტები. ლი მის მკლავზე ესვენა და დარწმუნებული ვარ საშინელ რელაქსაციას განიცდიდა. რაც შეეხება ლუკას საშინლად ეძინებოდა, სადმე გადავარდნას სჯობდა გამოეძინა და ცოცხლები ვყოფილიყავით, ამიტომ დემეტრემ შესთავაზა, რომ გაეჩერებინა. ასეც მოიქცა, ნაპირზე გადააყენა და მხარზე თავ დადებულ ლისთან ერთად მალევე მიყვინთა. რაც შემეხება მე, მე შიშისგან გაციებული ვიჯექი. რაღა დამეფარებინა? არ მშველიდა... ზოგადად ცხოველები ძალიან მიყვარს, მაგრამ გარეულ და ველურ ცხოველებს რა ჭკუას მოჰკითხავ? ამ ფიქრებში ვხედავდი დემეტრესაც რაღაც სჭირდა
-რა ხდება? - ვკითხე არც ჩურჩულით, მაგრამ არც ხმამარლა. მათ მაინც გათიშულებს ეძინათ. თან ლის ძილი რომ ვიცი ხვალ ან გაიღვიძებს ან არა, ლუკა კი ისედაც დაღლილი იყო.. თან საყვარელი ადამიანის გვერძე ძილი ხო იცით როგორია. წარმოიდგინეთ ამ ძილისგუდებს როგორი ღრმად ეძინებოდათ.
-მგონი ცოტა ცივა, მართალი ყოფილხარ
-მართლა? რატო აქამდე არ თქვი? - ეგრევე ავიღე ჩემი პლედი და გავუწოდე, რომ იუკადრისა მეთვითონ დავაფარე. მე ის მაინც არ მშველიდა
-მოიცადე ასე არ გამოვა - აიღო პლედი და გაშალა, მეც გადმომაფარა და თვითონაც დაიფარა.
-შენ რაღა გჭირს?
-ბალიში მენატრება
-ჰაჰ, რატო არ წამოიღე?
-მეც მაგას ვფიქრობ
-მოიცა შენთან ვალში ვარ, მოდი აქ - მისკენ მიმაჩოჩა პლედი გამისწორა და ჩამეხუტა.
-მოიცა, არაა საჭირო, თან შეგაწუხებ, თან არ ვიცი რამდენად დამეძინება
-კაი რამდენი „თან“ არის, დაწყნარდი მეც კომფორტულად ვარ ასე, ასე რომ დახუჭე თვალები -უფრო პატარა ვიყავი და ამიტომ თავი კომფორტულად მედო მის მკერდზე. თავიდან უარი ვუთხარი, მაგრამ, რომ მითხრა არ შემაწუხებ და მეც უფრო დამეძინებაო, დავთანხმდი. ისეთი ცხელი კანი ჰქონდა როგორ სციოდა ვერ ვხვდებოდი. დიდი დრო გავიდა მაგრამ მეც მეღვიძა და მასაც
-რატომ ვერ იძინებ?
-შენს გვერდით თავს სხვანაირად ვგრძნობ, არ ვიცი როგორ გითხრა, ცუდად არა, პირიქით, ამიტომ არ მინდა ეს მომენტი ძილში დავკარგო, თან უაზრო სიზმრებში სჯობს გათბობდე და გიყურებდე როგორ გძინავს ჩემზე, მაგრამ რატო არ იძინებ?
-გავიწევი მაშინ და იქნებ დაიძინო? -მის კითხვას ყურადღება არ მივაქციე
-არა, გაგიჟდი? მერე უფრო არ დამეძინება
-უაზრო არც ერთი სიზმარია
-ალბათ, გააჩნია სიზმარსაც და რა თქმა უნდა ადამიანსაც, მაგრამ ვერ ვიტან რომ სიზმარი მანიპულირებს ჩემით და ჩემ გრძნობებზე თამაშობს.
-მასეთი მომენტები მეც მაქვს სიზმრებში
-შეიძლება, მაგრამ მე კი უკვე მომბეზრდა, უფრო დამღალა. ხო შეიძლება გგონია, რომ რა გრძნობები შეიძლება გამაჩნდეს ამ ბეჰემოტს და ჩვეულებრივ რიგით ბიჭად მიმიჩნევ, მაგრამ დამიჯერე საშინელებაა, როცა რაღაც ამძაფრებს მათ. - ოჰ, როგორ მესმოდა მისი, თითქოს საკუთარ თავს ველაპარაკებოდი, მაგრამ მსგავსი რამ რაც მე მჭირდა სხვისგან არ მომისმენია და ცოტა გაკვირვებული ვიყავი.
-გრძნობები ალბად იმ სიმპატიურ თავქარიან ბიჭებსაც აქვთ, ამიტომ დარწმუნებული ვარ შენს გრძნობებში, რომ ასე იქნებოდა
-იცი ბევრი შენ ადგილას არ დაიჯერებდა, თან სასაცილოა სიზმრებზე რომ ვსაუბრობ ამხელა ბიჭი - თან ჩაიცინა.
-მაგრამ, დამიჯერე, შეიძლება ამას მეორე შეხვედრაზე არ ეუბნებიან ხოლმე, მაგრამ იმ ღამით, როცა შენ შეგხვდი, შენში რაღაც ჩემი ნაწილი დავინახე. ასე დამიჯერე, არც არავისთან ვაგრძელებ ფლირტს და არც ვიხსნები და ზოგადად ამდენს არ ვლაპარაკობ, მაგრამ ამას შენ მანდომებ, როცა შენს გვერდით ვარ, მინდა რომ უფრო ახლოს ვიყო და სხვა ბილწი მიზნები ნამდვილად არ გამაჩნია.
-მგონი მესმის
-იციი, რომ ძალიან კარგი არომატი გააქვს?
-მართლა? - ავხედე გაკვირვებულმა. ეს ბევრს უთქვამს და აღუნიშნავს, მაგრამ დემე თუ ამას შენიშნავდა ნამდვლად არ მოველოდი და საერთოდ თუ დააკვირდებოდა
-კი, შენია რაც მთავარია და განსხვავებული. ეხლა კი თავი ჩასწიე ისევ და თვალები დახუჭე
ჯანდაბა, თქვენ მოისვენებდით? ბიჭი, რომელმაც მოგხიბლათ, შენს გვერძე რომ იჯდება მთელი დღე, პლედს რომ გაგიზიარებს (ნუ უფრო მე გავუზიარე, მაგრამ მაინც), რომ ჩაგეხუტება და სურნელს რომ შეგიქებს, მიდი და დაიძინე აბა მის მკერდზე.
ჯანდაბა 2: ის მე კი არ ამიღნიშნავს პირველივე შეხვედრიდან დაბრუნებულს თვითონ როგორი სასიამოვნო სურნელი ჰქონდა, მაქანაშიც მისი სუნი იყო და მთელი დღე თან მდევდა. დღემდე დარწმუნებული ვარ ჩემს კაბასაც ექნება. გაგიმხელთ საიდულმოს და ის კაბა მაგიტომ არ გავრეცხე, ხო რა გავაკეთო ჩავთვალე რომ იმ კაბას თავისი მოგონებები უნდა ჰქონოდა და წყალს არ უნდა გამეყოლებინა (თან ამას რომ წარმოიდგენთ ვივიენის წიკები არ დაგავიწყდეთ, რომ გასარეცხ კაბას შევინახავდი,ამოტომ მგონი გავგიჟდი). ახლა კი, მის მკერდზე რომ გიდევს თავი, მის ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას, გულისცემას და სუნს რომ ძლიერად გრძნობ, თან თვითონ ამ ადამიანს, რომ გრძობ მთელი სხეულით და ის შენ, რომ იცი, იგივეს გრძნობს, დამიჯერეთ, მომაკვდინებელი გრძნობაა.
ჯანდაბა 3: არა, კი არაფერი ვთქვი, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე, ეს ადამიანი მეორე შეხვედრის შემდეგ რომ თითქმის სიყვარულს გიხსნის წარმოიდგინეთ რა დამემართებოდა? არაა, მართლა რეები მითხრა, შეხვედრაო, ჩემი ნაწილიო, ან ის გაგიჟდა, ან მე... ხმას ვეღარ ვიღებდი, უარყობის და მთლად კაი გოგოს როლის თამაშსაც ვეღარ ვაგრძელებდი, ან როგორ ვითამაშებდი იმ ადამიანის გვერდით, რომელიც ასე მიზიდავს.
თვალების გახელისთანავე ვხედავ დემეს. გათენებულია. ღამე მეძინა. თან როგორ, მის მკლავებში თბილად და გემრიელად. ძლივს ვხედავდი, ნისლზე მკვეთრი განათება იყო.
-გაიღვიძე ვი? - მკითხა დემემ და უფრო მაგრად მიმიხუტა მარჯვენა მკავით შეუმჩნევლად და მეორე ხელი თავზე გადამისვა თბილად
-დილამშვიდობის ლამაზო - მომესალმა ლუკა
-რა ხდება?
-არაფერი საყვარელო, მივდივართ - მითხრა ლიმ და დემემ პლედი კარგად გადმომაფარა. დილით უფრო ციოდა
-საშინლად ცივა
-მერე მოდი ჩემთან -მიჩურჩულა დემეტრემ. თავიდან შევცბუნდი, მაგრამ ახალგაღვიძებულზე გადამავიწყდა და ვერც გავიაზრე ნორმალურად. მე დიდად ვერ გავშალე ხელი, ცოტა ლის და ლუკასი შემრცხვა, რაც მთავარია დემესი და რაღა დაგიმალოთ საკუთარი თავისიც. ამიტომ ისევ თვითონ მომეკვრა მოკუნტულს. ოჰ რა გემრიელი იყო ვერ წარმოიდგენთ ახალ გაღვიძებულზე მისი ჩახუტება, მგონი ვაჭარბებ, ცოტა გრძნობებს ავყევი, მაგრამ ვის გავუმხილო, საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდები და თქვენ მაინც გეტყვით.
პატარა ხის სახლი იყო. შოვში ვიყავით, რაჭაში მართლაც გამორჩეული ადგილია. შიგნით მოზრდილი მისაღები, დიდი ორი დივნით, პატარა მაგიდით, ბუხრითა და ტელევიზორით. პატარა სამზარეულო, კეთილმოწყობილი აბაზანა და კიბეები იყო, კიბეებზე რომ ადიოდით ორი საძინებელი, მოკლედ უსაყვარლესი სახლი იყო. შესვლისთანავე მანქანიდან ყველაფერი გადმოიტანეს ბიჭებმა და სამზარეულოსა და მისაღებში გადაანაწილეს.
ლი ლუკას ვერ შორდებოდა და მარტო ათვალიერებდა გარემოს. მართლაც ულამაზესი ხედები იყო, მათ მერე აგიღწერთ. მივხვდი, რომ ყველაფერი ჩემი თავში სახლელი იყო. ამიტომ სამზარეულოთი დავიწყე. სანამ რამეს ამოვალაგებდი მისი გასუფთავება დავიწყე.
-ვივიენ ტყუილად არ იწვალო, უკვე დავალაგებინე აქაურობა
-ლუკ ამას არ იცნობ კიდე კარგად, გგონია დაგიჯერებს? თუ ძალით მაინც მოწყვიტე, ან პირს ვერაფერს დაადებს ან ნერვული წიკების ფონზე ისეთი აზიზია, ალერგია დაეწყება
-კაი მაშინ გვირჩევნია ჯანმრთელად იყოს
-აჰაა, დახმარებას მაინც გთხოვდეთ, რატო დარდობთ?
-ვივიენ ჩემი ოთახი ძლივს დავალაგე გასულ კვირას ისიც ლუკასის გამო, რომ გეგმა დამაწყობინე და გგონია ამ სახლს გავწვდები?
-ჩემს სანაცვლოდ?
-ხო ლუკ
-ვივიენ მეტი სურვილი არ გქონდა? ამის ოთახის დალაგებით შენ რა ხეირი?
-რა და მე აღარ მექნება დასალაგებელი და მაგის ოთახში ფეხს მშვიდად შევდგავ როცა ჩავალთ
-ვაიმე ეს ნამდვილია? -მომიახლოვდა და ხელი სასაცილოდ მომადო
-შენ კიდე კარგად არ იცნობ, ხო გგონია ვის ძაან მაგრად იცნობ, ნოუუფ ჩემო სიყვარულო, დედამისის და ჩემს გარდა ამ სატაჯველს დანიელიც ვერ იგებს როგორც წესი
-კაი გაჩუმდით არაფერი მინდა, ოღონდ მომშორდით და ხელს ნუ მიშლით - და გვრიტები სადღაც დაიკარგნენ. გარეთ დასეირნობდნენ. დემეტრე კი შეშას ეზიდებოდა ბუხრისთვის, რომ შემდეგ არ გაწვალებულიყვნენ. მე სამზარეულოს გახეხვა-გაწმენდას მოვრჩი და პროდუქტის ამოლაგება დავიწყე
-გინდა მოგეხმარო?
-რაში?
-ამოლაგებაში
-ამოლაგებაში არ მინდა, მაგრამ ნაგავს თუ წაიღებ კარგს იზავ
-რა პრობლემაა - მოვიდა გამიღიმა და უპრობლემოდ წაიღო ნაგავი გარეთა ნაგვის ურნაში. მე მისაღებზე გადავედი. ჯერ მტვერს ვიღებდი ჩემს ჭკვაში.
-იცი ისინი ჩამოსულან -მახარა დემემ
-უი მართლაა? ეღირსათ?
-ხო, დალაგდებიან და გამოვლენ მგონი, შენ რას შვრები?
-მტვერს ვიღებ
-გინდა მოვგავო?
-ამას მართლა გააკეთებ?
-ხო აბა, წელში ხო არ გაწყდები, თან, როგორც ვხედავ მთელს სახლზე აპირებ გალაშქრებას და დამხმარე არ გინდა? ბოლოს და ბოლოს მეც ხო უნდა ვიყო ამ სახლში
-არა კარგს იზავ, მაგრამ მოგვა იცი?
-როგორ გეკადრებათ? - მითხრა და ჩაიღიმა. მალევე ცოცხი და ნაგვის ასაღები შემოაცუხცუხა
-მოიცა მანამდე ბუხარი ხო არ ავანთო?
-კარგს იზავ
-კი, თორე შემდეგ ისევ დანაგვიანდება
-მეჩვენება თუ მართლა ჩემნაირი წიკები გაქვს?
-მოდი ზოდიაქოს დავაბრალოთ, ნუ, რავიცი ყველა მაგას მეუბნება და ალბათ მართლა მაგის ბრალი იქნება რავიცი, აბა მე ვერ ვერკვევი და..
-არ არსებობს, ქალწული ხარ?
-კი, როგორ მიხვდი?
-მეც ეგ ვარ. ეგ ზოდიაქო ყველაზე ფანატია სისუფთავის და ზუსტად ესეთი წიკები აქვს
-როდის გაქვს დაბადების დღე?
-დეკემბერში
-ჰაჰაჰ, აბა ქალწული როგორ ხარ? ანუ მე მეგონა მარტო მე არ მესმოდა ზოდიაქოსი
-ანუ, ჩემი დაბადების დროის მიხედვით ვარ მშვილდოსანი, მაგრამ არსებობს პირადი ზოდიაქოც, რომელიც მოიცავს შენს პირად არეალს, ანუ როგორ გითხრა, უფრო შენია რაა...
-ანუ მშვილდიც ხარ და ქალწულიც
-კი, მშვილისგან მაქვს ბევრი თვისებები, მაგალითად ვარ მხიარული, ოპტიმისტი, თავგადასავლებისა და მოგზაურობის მოყვარული, მაგრამ ქალწულს რაც შეეხება, ის რეალურად აზროვნების საშუალებას მაძლევს. მაგალითად, ოპტიმისტობამ რომ არ გადამავიწყოს რეალური ამბავი და ბევრი არ ვიოცნებო ამიტომ რეალისტიც ვარ. მიუხედავად იმისა რომ მიყვარს მოგზაურობა და თავგადასავლები, ვფიქრობ იმაზე თუ შეიძლება რა მოყვეს და წინგანჭვრეტის თვისება ქალწულისგან მაქვს, რაც ანეიტრალებს მშვილდისას... მხოლოდ ერთი ზოდიაქო რომ გვქონდეს წარმოიდგინე ყველა ერთმანეთის მსგავსები ვიქნებოდით, ეს ხომ წარმოუდგენელია? ყველაფერი ვერ დაგყვება ზოდიაქოსგან. ხალხს მაგიტომ არ სჯერა ზოდიაქოსი, როცა რაიმე განსხვავებულ თვისებას დაიჭერენ, ვსო, ტყუილია, იპოვეს რაღაც და არ უნდა დაუჯერონ. სინამდვილეში კი მათ უბრალოდ არ იციან...
-ანუ ზოდიაქო გესმის
-მოდი ეს მშვილდს დავაბრალოთ რომ მესმის ზოდიაქო, მაგრამ ცხოვრებას ზოდიაქოს და ვარსკვლავებს არ ვანდობ, ეს ქალწულს...
-ანუ იდეალური პიროვნება ხარ ამ ორი ზოდიაქოს შერწყმით, ორივესგან კარგი თვისებები გაქვს ამოკრეფილი და ზედმეტობაში რომ არ გადახვიდე, მეორეს თვისება გინეიტრალებს
-სულ რომ თავი არ ვაქებინო ამ ნიშნებს, ახლა ამ მტვრის ცოცხს შეხედე, აი ამას ვერაფერი უშველა მშვილდმა და ქალწულისაგან დამყვა სასტიკი ნერვოზი, რომელიც სულ ამისკენ მიმითითებსს
-მეც მჭირს
-დარწმუნებული ვარ. საშინლად დამღლელია. როგორც ლიმ თქვა, თუ, რაღაც ვერაა ჩემს ჭკვაზე და ვფიქრობ, რომ საკმარისად სუფთა არაა, შეიძლება ალერგია მომაწვეს ამ ფიქრების ფონზე და მთელ სხეულზე გამონაყარი მქონდეს, ამიტომ მირჩევნია ვალაგო...
-ხო და ოღონდ ალერგია არ მოგცეს, აქ ალბათ აფთიაქს ვერ ვიშოვით, გვირჩევნია დავალაგოთ
-ჰეჰ, წამლები თან მაქვს
-ამავდროულად როგორი მობილიზებული ყოფილხარ
-ჭკვა ვისწავლე ერთხელ და მას მერე ასე დავდივარ, თან გაზაფხულის მტვერზე წინა წელს ჩამომიყალიბდა ახალი ალერგია
-ანუ გაზაფხული არ გიყვარს
-გაგიჟდი? ვგიჟდები ისე მიყვარს, შეიძლება ზაფხულზე მეტადაც კი, ზუსტად ვერ გეტყვი
-რატომ გიყვარს, წამლების ყლაპვა მოგწონს თუ გამონაყარი?
-ამ დროს თითქოს ყველაფერი სუნთავს, ხეები, ბალახი, ყვავილები, მეც საოცარ ენერგიას ვგრძნობ, მათ ფერებს რომ ვხედავ მეც ახალი ენერგიით ვივსები. ნათელი და მხიარული ფერები კი სულ ზემოქმედებენ ჩემს ხასიეთზე. გაზაფხულის წვიმაც კი მიყვარს, განსხვავებული სუნი აქვს...
-აქამდე ვფიქრობდი რომ იდეალურები არ არსებობენ მაგრამ... აი შენ რომ გიყურებ, ვრწმუნდები რომ არსებობენ... -რაღაცნაირად მითხრა, ვერ გეტყვით როგორ, ფლირტის და ა.შ ამბების გამო არა, ალალად და მოულოდნელად
-ეხლა გინდა ავწითლდე?
-სულაც არა... ისე ამ თეთრ ქათქათა გოგოს სიწითლე არ მოგიხდებოდა, არა თუმცა რატომაც არა, საყვარლად გიწითლდება და გიციმციმებს ხოლმე სახე
-სიწითლე ჯანდაბას, მთელი კანი მეწვის ხოლმე
-საშინელებაა... მეც მაქვს ალერგია, მაგრამ ძაღლებზე
-მართლა? არა და რა საყვარლები არიან, ბეწვის გამო ალბათ
-კი, ბეწვის, მეც ძალიან მიყვარს ცხოველები და ვინაიდან ვერ ჩავაცხრე ჩემი სიყვარული მათ მიმართ, მაინც ვეფერები და მეც ალერგიის წამლებში მხდება სული
-გიჟი ხარ?
-მოდი სიყვარულს დავაბრალოთ
ამ ლაპარაკ ლაპარაკში როგორ დავალაგეთ მთლიანი სახლი მართლა არ ვიცი. გულს უხაროდა ისე წკრიალებდა იქაურობა. ჩვენს ოთახებში თეთრეული გამოვცვალეთ, თან ამ პროცესს ვერ ვიტან ზოგადად, რადგან საბანს ვერ ვძრავ, მაგრამ ამ ადამიანთან ყველაფერი სახალისო იყო, თან ის დამეხმარა და მის ოთახშიც გამოვუცვალეთ. კი იუარა, მეც ვიცი და რამეო, მაგრამ ვალში ვიყავი...

-ვივიენ ნეტა სად დაიკარგნენ?
-ვაიმე არ ვიცი, ჩვენ მთლიანი სახლი დავალაგეთ და ისინი ჯერ არ დაბრუნებულან?
-არა, ალბათ გაისეირნეს
-შეიძლება, მაგრამ თუ მალევე არ დაბრუნდნენ გავიდეთ კაი?
-რა თქმა უნდა
-და სოფი და ბავშვები რას შვრებიან?
-ისინიც წესრიგდებიან და გამოვლენ
-გამარჯობათ გვრიტებო... - შემოქანდნენ მართლა გვრიტები
-თქვენ გაგიჟდით? ვინერვიულეთ სად დაიკარგეთ?
-არ ინერვიულო ძვირფასო ლუკასთან ერთად რომც დავიკარგო უბედნიერესი ვიქნები
-ვაიმე ლილი აბა ცოტა რეალურად იფიქრე ხოლმე, ან ხო უნდა გაგეფრთხილებინეთ, ტყეში ხართ, ხალხო ტყეში და შეიძლება ნადირი გამოხტეს. ამდენი ხანი მე და დემეტრე არ ვუტყდებოდით ერთმანეთს რომ ვღელავდით და თქვენ ამ დროს დასეირნობდით. ხო შეიძლება თქვენზე ვინმე ღელავდეს? რატომ არ ფიქრობთ? -მგონი ყველაფერი ერთად მომაწვა
-კაი კაი არაუშავს ვივიენ მთვარია მოვიდნენ.
-ხო მთავარია მოვედით ვი... და რა ვჭამოთ? -გაფაციცებული მიყურებდა ლუკა
-არ ვიცი ვფიქრობ
-მოიცა არ გაგიკეთებია ვი არაფერი? -ახლა ლი
-უკაცრავად, მაგრამ დასასვენებლად ჩამოიყვანეთ ვივიენი? დარწმუნებული ხართ? ჯერ მთლიანი სახლი დაალაგა, თქვენი ვითომ დალაგებული, მტვრის ბუდე რომ იყო და ეხლა საჭმელიც მოინდომეთ? იქნებ თქვენც დახმარებოდით და ყველაფერი იქნებოდა. თურმე საჭმელიც უნდა დაეხვედრებინა, რა იყო რატომ ავალდებულებთ?
-კაი დემე გავაკეთებ... -უხერხულობისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი...
-მოიცა ვივიენ, რას ჰქვა გააკეთებ... თუ დააჩვევ ბევრს მოგთხოვენ, განა ვერ გააკეთებ, მაგრამ შენ ისედაც დაღლილი ხარ, ესენი კი, უბრალოდ სეირნობდნენ და თურმე საჭმელიც უნდა დაგეხვედრებინა, უიი, როგორ მოტყუვდი ვი, როგორ არ გაუკეთე საჭმელი? -ირონიულად შემომხედა და მკითხა -აბა ცოტა რეალურად იაზროვნეთ ეს ვივიენია და არა დამხმარე -ძალიან გამიკვირდა რომ ასე დამიცვა და ზოგადად იმას მიხვდა, რასაც ამდენი წლის, ბავშვობის მეგობრები ვერ მიხვდნენ და რაც მთავარია მზრუნველობა გააჩნდა, რაც მათ საერთოდ არ ჰქონდათ ჩემს მიმართ. მართალია ვაკეთებ, მაგრამ ხომ იციან რის ფასად? რადგან არ ვწუწუნებ, არ ვიღლები თუ ენერგია არ მაქვს? დემეტრესი ნამდვილად მადლობელი ვიყავი, მაგრამ ამ მომენტში მინდოდა მიწა გამსკდომოდა, ორი დღის გაცნობილი ადამიანი არიგებდა როგორ მომქცეოდნენ ჩემი თითქმის ოჯახის წევრებს... „ტეხავს“!..

-კაი კაი დემე, გეყოს, არაა საჭირო
-არა მართალია... მართლა მართალია, ცუდად მოვიქეცით, მართლა ვერ მოვტვინეთ ორივემ, შენ ისეთი კარგი ხელი გაქვს სამზარეულოში ვიფიქრეთ... ან რა მნიშვნელობა აქვს რა ვიფიქრეთ, ესე არ უნდა გვეთქვა ვიუხეშეთ და დაგავალდებულეთ. ბოდიში ვი...
-არაუშავს
-უშავს, მიდით და ეხლა თქვენ გააკეთეთ საჭმელი, აი მე და ვივიენი კი დავისვენებთ
-კაი დემეტრე რა... შეიძლება სახლი დაწვან, მგონი ამათ არ ღირს
-ერთხელ დაწვავენ და მერე ისწავლიან
-კაი რაა.. კარტოფილის და კვერცხის შეწვა მაინც ვიცით
-ვნახოთ ლილიან - უპასუხა დემემ, ხელი წამავლო და სამზარეულოდან გამომიყვანა მისაღებში, ბუხრის წინ დივანზე ჩამოვსხედით
-შენ ამდენის ნებას ნუ აძლევ ნურავის რა...
-არა უბრალოდ მეც მსიამოვნებს მათზე ზრუნვა
-ზრუნვა ერთია, მაგრამ ვერ ხედავ რომ იგივეს არ აკეთებენ და არ გიფრთხილდებიან?
-კაი ხო რა იყო
-არც არაფერი, უბრალოდ ძალიან დაიღალე დასვენების მაგივრად და ამიტომ ვღელავ
-მადლობა
-რისთვის
-ჩემზე რომ ზრუნავ, მაგრამ ალბათ მეც გავუმკლავდები
-ვიღაცამ ხო უნდა იზრუნოს არა? და შენ თუ გამკლავება გინდოდა აქამდე გაუმკლავდებოდი და საჭმელს არ მოგთხოვდნენ, ტიპიური დიასახლისი მეგონე უცბათ...
-ჰაჰაჰა...არა ჩემი ოჯახი ესეთი არ იქნება
-აბა როგორი იქნება?
-რა და ადამიანთან ვერ გავძლებ თუ ასეთი „ნირიახაა“ და აქედან გამომდინარე მასთან შვილები არც მეყოლება
-ანუ როგორი, ეგ რას ნიშნავს?
-რას და, აი ამათ შეხედე, ამათ ნიშნავს, სულ რომ ფეხზე ჰკიდიათ სად მიყრიან ფეხსაცმელებს სახლში დაბრუნებულები, რომ არ აინტერესებთ როგორ თეთრეულში იწვებიან, მთავარი რომ ძილია, არ აინტერესებთ სისუფთავე, არ აინტერესებთ რას სჭამენ და ა.შ
-აა გასაგებია, ანუ ქმარიც შენნაირი გინდა
-მაგ თვისებით კი, მაგრამ ალბათ მთლად ერთნაირი ხასიათი რომ გვქონდეს მოსაწყენი იქნება
-ხო გეთანხმები, ძალიან მოსაწყენი იქნება
-სიურპრიზების მოყვარული ვარ თქო, მთლად ესეც არაა, ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთფეროვნებას ვერ ვიტან, შეიძლება ამან ჭკვიდან გადამრიოს და ფსიქიატრიულში მოვხვდე
-მერე მე გიმკურნალებ
-იმედია ერთიდაიგავე წამლებით არა თორე, ეგეც არ მიშველის და უფრო გამიმძაფრდება
-არა, მრავალფეროვნულად გიმკურნალებ
-აჰაჰაჰაჰ... მაშინ კაი
-აბა ვის შია? - მოდის ლი და მოაქვს შავი კვერცხი
-ვაიმე დემეტრეეეე... შენი ბრალია, წადი გამწოვი ჩართე დაწვეს აქაურობა და აყროლდა სახლი
-კაი კაი... აჰაჰაჰჰ
-აუ კაით რაა...
-ვი ხო იცი რომ არ შემიძლია არა? მგონი ცხიმი დამაკლდა
-ცხიმი კი არა ტვინი დაგაკლდა
-წადით წადით გაეთრიეთ, ჯერ სიცოცხლე მინდა - ვებურდღუნები ლუკას და ლილიანს. მე კი კვერცხი ძლივს ავაფხიკე ტაფიდან.
-არა, როგორ ვერ მიხვდნენ რომ ზედმეტი მოსდიოდა და ჩვეულ ფერს კარგავდა? - შემოდის ბუზღუნით -არა თან ორნი იყვნენ, ორნი, ერთმა თუ ვერ მოტვინა მეორე რაღამ გამოაჩერჩეტა? - კვლავ აგრძელებს ბუძღუნს დემე -არა შენ რა გაცინებს?
-შენზე ვიცინი
-მე ვარ სასაცილო თუ ეს? - მოვიდა და მუცელზე, კუჭისკენ ხელი მომადო
-მე ხო გაგაფრთხილე, არ გეჯერ,ა აჰა, ეხლა საქმე დაამატე
-კაი ხო მართალი ხარ, ჩემი ბრალია, მომეცი ეგ ტაფა მე გავრეცხ
-კაი რას გარეცხ, გაიწიე რაა...
-არა მართლა, მომეცი, თორე ნამუსი არ დამასვენებს
-აჰაჰ, მაშინ შენ სიმშვიდეს არ დავარღვევ - და გავუწოდე ტაფა.
-ეხლა რა გავკეთოთ?
-კვერცხის შეწვა ვასწავლოთ
-არა მე ვარ ოპტიმისტი თუ შენ? ესენი არაფრის მსწავლებლები არ არიან! არ გიკვირს რომ ტაფა ცოცხალია?
-კაი კაი, კიდევ მართალი ხარ.
-და რა გავაკეთო საჭმელი?
-კვერცხი უნდოდათ და რავიცი
-ან ეეგ, უტვინოები, ვის გაუგია ვახშამზე კვერცხი? შენ გაგიგია?
-ისე ეხლა დავფიქრდი და მგონი არა
-მისი ვიტამინებიდან გამომდინარე კვერცხი უნდა მიიღო დღის პირველ ნაწილში, საუზმეზეც შეიძლება, მაგრამ ვახშამზე?
-ისე ჩემთან რომ ცხოვრობდე დარწმუნებული ვარ უგემრიელესი დღის რუტინა მექნებოდა და ბევრ რაღაცას ვისწავლიდი
-ჰეჰ, მერე მაგას აღარ იტყოდი
-რა ენა მომიბრუნდებოდა
-ჰააჰ... მოდი რამე სალათი მოვამზადოთ მაგალითად..
-ცეზარი
-დამაცდი?
-კაი მაშინ რა?
-მაგის თქმა მინდოდა
-აჰაჰაჰ...
გემრიელი სალათი მოვამზადეთ, როგორც მივხვდით სამზარეულოში ფუსფუსი ისეთივე კარგად ეხერხებოდა, როგორც სახლის დალაგება. ღმერთო მგონი იდეალური ბიჭები არსებობენ. ყველიც მან ჩახეხა და ხორციც მან შებრაწა, ბიჭის კვალობაზე მართლა ძალიან კარგად გამოუვიდა
-არა რაა თქვენი მიშვება, როგორც სამზარეულოში, ისე არსად არ შეიძლება, შეშის დაგდებასაც რამე უნდა? ან რომ გცივათ მაინც ვერ ხვდებით?
-დემე ვივიენმა დაგაბარა მაგის თქმა? - მგონი მართლა ჩემს მაგივრად საუბრობდა
-არა ლი, ამას არ იცნობ, ამის ხასიათი რომ იცოდე ვივიენზე აღარაფერს იტყოდი - დემემ კი ხმა არ გასცა მხოლოდ მიუთითა რომ შეშა შეეკეთებინათ, შემდეგ კი სამზარეულოში დაბრუნდა და ჩემი მითითების გარეშე გაიტანა თეფშები. ეს ბიჭი მაგიჟებს. რატოა ასეთი კარგი? ამდენად კარგიც არ შეიძლება. სიმპატიური, ჭკვიანი, ოთხ ენაზე მოსაუბრე, ხო ეს არ მითქვამს, თან ფსიქოლოგიაზე სწავლობს წარმოიდგინეთ... პლიუს ასეთი მზრუნველი და თბილი, ჩემნაირი წიკები და ეს ხო იდეალურია? რა უნდა? ადამიანია მართლა? თუ ზეციდან ჩამოფრენილი?
-ჰაა ეხლა რა ვქნათ? - წამოიჭრა ველური ლი, როცა ჭამა დავასრულეთ
-რა უნდა ქნათ და ჭურჭელი უნდა გარეცხოთ
-არა არა ვივიენ, მგონი კარგი აზრი არაა... შეიძლება ხვალ ერთი თეფშიდან მოგვიწიოს ყველას ჭამა ამათ ხელში
-არა, მთლად მასეც არა, ლიმ ეგ მაინც იცის
-ლი ხელით კი არა სარეცხი საშუალებაა იმით გარეცხე - დაამატა დემემ
-კაი დემე რა... მთლად მასეც კი არაა...
-კაი რაა... - წამოვიყვირე მაშინ, როცა სამზარეულოდან რაღაცის გატეხვის ხმა გავიგე
-აი ხო გითხარი ვივიენ არაა?
-კაი კაი ვიხუმრე... არ გამიტეხავს - ამაზე „ხო გითხარის“ სახით შევხედე დემეს და გამარჯვებულმა ირონიულად გავიღიმე. მალევე შემოქანდა ლი
-აბა ეხლა რა გავაკეთოთ?
-ფილმს ხო არ ვუყუროთ? -შემოქანდნენ ბავშვები მეზობელი სახლიდან... ხო ასე გამოდის, თორე აბა სად დაიკარგნენ ამდენი ხანი?
-ხალხო ცოცხლები ხართ? თქვენ თუ არსებობდით აღარც მახსოვდა
-აუ რავი მივლაგდით, სანამ ვჭამეთ, ან რატო ერთად არ ვჭამეთ, ჩვენც კარგად გამოვშტერდით რა... -ძლივს საღად მოაზროვნე ერეკლე...
-ანდრეანიკო სადა?
-თბილისში
-რაა? იქ რა უნდა? მოიცა არ წამოვიდა?
-აბა რას ვამბობდით გოგო? მაგის ლოდინის გამო ასე დავრჩით... მერე ისევ რაღაც სიდებილე საქმე გამოუჩნდა და გადაგვაგო...
-მოკლედ რაა...
-კაი, მოიცა გოგოებსაც დააცადე რამის თქმა ეკე
-მე ანი ვარ, კლასელ-დაქალი ამ ხალხის -გაეცნო ანი დემეტრეს
-მე დემეტრე, მგონი უკვე იცით ვინც...
-მე ერეკლე
-სასიამოვნოა -თავაზიანად გაუღიმა დემემ
-მეც გაგეცნო? -ირონიულად იკითხა სოფიმ
-შენ მოდი ჩემთან ქალო -დემემ სასაცილოდ უთხრა
-ნუ ხარ სულელი -სიცილით უთხრა და მიუცუცქდა, ფაქტია დემეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ხალხთან ზოგადად... სოფისთან ძალიან თბილი იყო, იგრძნობდი მის დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა და-ძმური... მგონი ლუკა არ იყო ასე და დემეტრე ანაზღაურებდა. დემე ლუკას მიმართაც თბილად იყო დამოკიდებული, უბრალოდ ვერ ირგებდა და არც აცდიდა, ეს ხომ მეორე ლილიანია...
-ჰააა, რა ვქნათ ვუყუროთ ფილმს? -როგორც ყოველთვის ერეკლე მოტივირებული იყო...
-აუ არა რაა?
-რატო ვი?
-იმიტომ რომ რომანტიკული ამ მომენტში მარტო გვრიტებისთვის იქნება და ზოგადად მასეთ ფილმს მხოლოდ წყვილმა უნდა უყუროს, კომედიური არ მიყვარს, რაც კარგია დარწმუნებული ვარ ყველას ნანახი გვაქვს და საშინელებას ნამდვილად ვერ ვუყურებ აქ
-გეშინია?
-კიი!!!
-კაი რა ამდენი ვართ რისი გეშინია
-შვიდი კი არა შვიდარი რომ ვიყოთ მაინც შემეშინდება, თვალები რომ დავხუჭო, ყურებზე თითები რომ მივიფარო ეგეც კი ჭკვიდან გადამიყვანს, არ თქვათ ვცადოთო, რადგან მე უკვე ნაცადი მაქვს და ორი კვირა დამაძინებლებს ვსვავდი და ჩემ ოთახში მარტო ვერ ავდიოდი
-ვუიმე როგორი მშიშარა ყოფილხარ - მითხრა დემემ
-აუ კაი რაა - დაიბუზღუნა ლუკამ
-რაა ლუკა, ხო იცი რომ ვეღარც მე ევუყურებ არა?
-ვერც შენ ლილიან? ამას შენზე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ვივიენზე კი რა ფიქრი უნდა რომ ესე იქნებოდა ამის თვალებს შეხედეთ, როგორი იყურება, მაგრამ შენ ანთებული თვალებით იყურები, ნეტა რომელი საშიშ პერსონაჟი ჩაგიქრობს?
-ოო კაით რაა, მგონი თქვენ ის მოგწონთ ჩვენ რომ გვეშინია და თქვენ გეკვრით, აბა ამაში სხვა რა არის? - წაიბუზღუნა ლიმ
-დარწმუნებული იყავი რომ მასეა, გაუღიმა ლუკამ და ჩვენ შემოგვხედა
-და აი, ვინაიდან მე ვერავის ჩავეკვრები, სჯობს არ ვუყუროთ
-რატო ვივიენ აი დემე?
-ოოოო
-მე წინააღმდეგი არ ვარ - გაიღიმა ამაყად ვაჟბატონმა.
-მე ვარ! -და აი ამ სეირს ერეკლე უყურებდა თვალებიიით? უნდა გენახათ...
ბოლოს გადავწყვიტეთ რომ ისევ კომედიური ჩაგვერთა და ვუყურეთ რაღაც სისულელეს, გოგოებს ეძინებოდათ და გადასლა დააპირეს, მათ ერეკლეც გაჰყვა, აბა მარტო ხომ არ გაუშვებდა. დავრჩით ჩვენ ოთხნი და გადავწყვიტეთ გვეთამაშა სახელწოდებით „ამის პატრონმა რა ქნას“. ან რა ჭკვამ მიკარნახა რომ ამათთან ერთად შეიძლებოდა ნორმალურად თამაში და ეს უნდა მექნა არ ვიცი, მაგრამ საბედისწეროს კი დავჯექი...



№1 სტუმარი სტუმარი თამარი

აუუუუ გააგრძელე რა... კიდე და კიდე დადე გთხოვ

 


№2  offline წევრი niniel_om

სტუმარი თამარი
აუუუუ გააგრძელე რა... კიდე და კიდე დადე გთხოვ

ომგ, აუცილებლაად heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent