შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ურეკის მზის ქვეშ ( თავი XVIII)


14-08-2020, 02:28
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 10 638

-ტიტუუუ,არ დაჟდე ჩემი ბებია მაქანე,თუარა დარჩები გუუთხუარი,აი ანგელოზივით ბაღანე. - ლამის ისტერიკებში ვარდება თამრო ბებო,როცა მაგიდის კუთხეში ვჯდები.
- ამმ,კარგით.- დაბნეული ვიღიმი და ირაკლის გვერდით ვიკავებ ადგილს.
- თუ ხედავთ რა ოქროს ბაღნები არიენ ქალებო?! - მეზობელ ქალებს ეკითხება ამაყად და თან სიყვარულის თვალებით გვიყურებს.
-აბა რაი გოოო, ყორფლობამდე კაები რომ არიან თან?! კაი ტანი,კაი ფეხი,კაი თვალ-წარბი,ზდილობიანი ბაღნები და რავიცი... - გვაქებს მეზობელი და ჩვენც ყურებამდე ვიღიმით.
- გავწითლდიი. რა საყვარლები ხართ. - იმორცხვება ნუცა და გახურებულ ლოყებზე ხელის გულებს იფარებს.
-კაით ახლა, ნუ შეაწუხეთ ბაღნები და აცადეთ ჭამა,მშივრები არიენ. - მისთვის დამახასიათებელი სიდინჯით ამბობს ოჯახის უფროსი და ჩვენც ჭამას ვიწყებთ.
-აუ თამრო ბებოო, შენს თავს ვფიცავარ,ყველაზე მაგარ ხაჭაპურებს აცხობ,მთელს დედამიწაზე.
-უხ, შენ მეისპე საცხა. -ქალური სიმორცხვით უღიმის ლევანს. - ჭამე ბებია,შენ შემოგევლოს თამრო ბებო. თქვენდა გამუაცხვე აგენი,აბა ვიზდა. კი ვიცი რომ გიყვალარიენ.
-აუ ბეე, ძაან მომენატრა შენი მჭადები. - იგრიხება ნინი.
- ჭამე მერე ბებია,მაგერაა საინზე.
- უკაცრავად, შეგიძლია ტყემალი მომაწოდო?! - გიგი ეუბნება,მის წინ მჯდომ,მწვანე თვალება გოგოს,თან თვალებს უჟუჟუნებს.
- აა,ეიღე. -მორცხვად,გურული კილოთი ეუბნება გოგო და ლამისაა ავყირავდე გიგის გამომეტყველებაზე. აშკარად მოხიბლულია,მაგრამ ამ კილოს არ მოელოდა.
- მადლობა. რა გქვია? - აგრძელებს მისი შარმის ფრქვევას. „ვაჰ,ვაჰ, გიგიიიი, პატივისცემა ჩემგან ძმააა...“ - გონებაში მუჭს გულზე ვირტყამ და ორ თითს წინ ვიშვერ.
- ლალი. - მის მწვანე თვალებს დაბნეულად აცეცებს.
- მე გიგი. სასიამოვნოა შენი გაცნობა.
- ჩემდაც. - ისე საყვარლად პასუხობს,მინდა ჩავკოცნო.
-რამდენი წლის ხარ?
- თვრამეტის.
-ძალიან კარგი. - თითქოს ზედმეტი წამოსცდაო,ხველებას იწყებს გიგი.
- ხომ არ იხჩობი ბებია?! დაალევიეთ ბაღანას წყალი,თუარა გადმუუცვინდა თვალები ბუდიდან. - ქოთქოთს იწყებს თამარა ბებო და მისი ხელით ასმევს წყალს. - რაფერ ხარ ბებია,გადარჩი? - უღიმის „დახრჩობისგან“ გადარჩენილ გიგის და თავზე კოცნის.
- კი,კი კარგად ვარ,მადლობა. - ბებიას უღიმის და მზერას ლალისკენ აპარებს,რომელიც მორცხვად იღიმის.
თითქმის ყველანი ვსვამთ ნუგზარი ბაბუას გამოწურულ, შავი ადესას ღვინოს და შტერებივით ვიცინით,ყველაფერზე.
- ხოდააა,ამ ჭიქით მე მინდააა, ჩემი ძმის, გიგის გადარჩენის სადღნ..სადღნ... სადღნეგრძელო დავლიო. - უკვე მთვრალი ლევანი,იქეთ აქეთ ქანაობს და მისი ჭკუით ხუმრობს.
-კი ძმა,სწორად ამბობ. - დასცინის „გადარჩენილი“ გიგი და ლამისაა სკამიდან გადავარდეს. - ოპ,ოპ... მეორედ ჩავხედე სიკვდილს თვალებში. - მისი ჭკუით ხუმრობს და ამჯერად ორივე ერთად იწყებს ხარხარს.
- აუ რამე სიმღერა ჩართეთ რააა. - წუწუნებს მთვრალი ნინი და სკამიდან დგება,ირაკლისაც აყენებს და შალახოს ილეთების კეთებას იწყებს. - იაპატა,დუპატა,იაპატა,დუპატა..... - თან „სიმღერას“ იწყებს.
- შენ მოგიკტი ბებია მეე. - კისკისებს თამრო ბებო.
- თამაააღ ბებოოო... წამო რაა ჩვენც ვიცეკვოოთ... - ადამის ვაშლთან კანს იწელავს ლევანი.
- ნენაა,გამეიჭრა ბაღანამ ყელი,გუუშვი ბიჯო ხელი და წაი დეიკარგე,რაღა დროის ჩემი ცეკვაა.
- უარი არ მიიღება! - იჯგიმება ლევანი,ბებიას ხელს კიდებს და ნინის სიმღერაზე თვითონაც იწყებს კლაკვნას,თან თამრო ბებოს აფრიალებს იქეთ-აქეთ.
- გამიშვი ბიჯო ხელი.. დამშალა ძვლებში... სა შემიძლია მე ამდენი. - თან იცინის,თან საყვედურობს.
- კაი ხოოო. - თითქოს ეწყინაო,ისეთი სახით აბრუნებს ბებიას მის ადგილას. - აუუ მაგარი იდეა მაქვს... - მერე უცებ მხიარულდება,თვალები ენთება და ლამის ხტუნვას იწყებს.
- ფურგუნის ამბავი ჯერაც არ მიპატიებია იცოდე... -თითს უქნევს ირაკლი. - ამჯერად რა მოიფიქრე იდეების მამავ? - ბოლოს მაინც ეღიმება.
- ახლავეეე. - ცანცარით გადის ლევანი და რამდენიმე წამში აივანთან ახლოს აყენებს მანქანას,კარებებს ღიას ტოვებს და ნელ საცეკვაო სიმღერას რთავს. - ხომ ვარ გენია?! ხოდა დაწყვილდით ახლა და იცეკვეთ. წამო ჩემო ყვავილო შენ ჩემთან. - ნუცას აბზრიალებს და გულზე იკრავს,მთვრალი ნუცა კი უფრო მეტად ეკვრის,რომ არ წაიქცეს.
- აუ ნუგზი ბაბუუ,მე მარტო ვარ და წამო ვიცეკვოთ რაა. - წამწამების ფახუნით ეხვეწება ნინი.
-რა მეიფიქრეთ ახლა აა...? წამოი,წამოი. - საყვარლად ჯუჯღუნებს,მაგრამ ბოლოს ნინის მზერას ვეღარ უძლებს და მასთან ერთად იწყებს ცეკვას.
-ვიცეკვოთ? - მთვრალი მზერით მიყურებს ირაკლი.
- ვიცეკვოთ. - ხელს ვკიდებ,თავს მხარზე ვადება და მასთან ერთად ვყვები ნაზ მელოდიას. ცალ თვალს მოცეკვავე გიგისკენ და ლალისკენ ვაპარებ. - საყვარლები არიან.. - თავით მათკენ ვანიშნებ.
- კარგი გოგოა ლალი... იმედია კარგად წარიმართება მათი ურთიერთობა და გიგი სწორად მოიქცევა,თუ არა და... - წამსვე სერიოზულდება და ყელზე ძარღვი ეჭიმება.
- გიგი კარგი ადამიანია. დამშვიდდი. - ყელში ნაზად ვკოცნი და ვხვდები,რომ ისიც მშვიდდება. საპასუხოდ ყბის ძვალზე მკოცნის და უფრო მჭიდროდ მიკრავს გულ-მკერდზე.
სიმღერა მთავრდება და ამჯერად დიჯეი ლევანი რაღაც კლუბურ,სიგიჟე მელოდიას რთავს.
- აბააა, ვცეკვავთ ყველააა... - კივის და სასაცილოდ იწყებს საჯდომის ქნევას.
- დიდუუუ, დამეფსო ყურები,რაია აი ბაღნებო? - ყურებზე ხელებს იფარებს თამრო ბებო.
- კლუბურებია ბეე. - ლევანს უერთდება ნინი. ისეთი მთვრალია აჭარულის ილეთებს აკეთებს.
- რაიაო? - გაკვირვებული მიყურებს თამრო. მის გამომეტყველებაზე მეღიმება და მინდება რომ მაგრად ჩავეხუტო.
- შეიძლება ჩაგეხუტოთ? - ვერ ვუმკლავდები ჩემს სურვილს,თანაც სასმელიც მმატებს ძალას.
- მოი,ბებია გენაცვალოს შეენ. - სწრაფად მიკრავს გულში და თმაზე მეფერება. - ჩემი ანგელოზივით ბაღანა. -თავზე მკოცნის და მიღიმის.
- მადლობა. - საპასუხოდ მორცხვად ვუღიმი და ლოყაზე ვკოცნი,მერე მესმის ლევანის კიჟინა,რომელიც ცდილობს მატარებლის ვაგონებივით ჩაიბას მეზობლები. თავიდან არ თანხმდებიან,მაგრამ ლევანი რისი ლევანია?! ბოლოს დიდიან პატარიანად,ყველანი მატარებლის ვაგონებივით ჩაბმულები „ ვჩიქჩიქებთ“ კლუბურ სიმღერაზე. ისეთი გალეწილები ვართ,უკვე აღარც რიტმის შეგრძნება გვაქვს და ვეღარც სახეებს ვარჩევთ.
დილის ოთხამდე ვსვამთ,მერე ნუგზარი ბაბუ ამბობს „ ნამეტარი გეითხლიშეთ და დაწექითო“. ხოდა თამრო ბებოს სათითაოდ ავყავართ ჩვენს-ჩვენს ოთახებში და შუადღის სამამდე მკვდრებივით გვძინავს.
- გასკდა თავიიი. - თვალს ძვლივს ვახელ,ასე მგონია ოთხი ზომით დიდი თავი მაქვს. - ააახ. - ჯუჯღუნით ვდგები, ვიცვამ,გაპუწულ თმას კოსად ვიკრავ და პირველ სართულზე მივფრატუნებ,სადაც სკამებზე და დივანზე „გადაფენილი“ მეგობრები მხვდებიან.
- გაიღვიძე? მეთქი ბარბიმ ვერ გაუძლო და მოკვდა თქო. - თავზე ხელს იჭერს, ისე ამბობს ნინი და ბოლოს მაინც იცინის.
- მოვკვდი და ეს ჩემი სულია. - ხელებს ტანზე ვისვამ. - დამსვით სადმეეე. - გოგოებთან მივლასლასებ და დივანზე ვებერტყები.
- მევედი ბაღნებო,გიშველოთ. თქვენ მოგიკტათ,თქვენი თამარა ბებო,რა დღეში ხართ. - ბოთლით ხელში მოქოთქოთებს თამრო ბებო და ჭიქებს გვირიგებს. - დალიეთ და წამში მოხვალთ ხასიათზე,ნუგზარის ბუზის არაყია,წამალია პირდაპირ. - თაფლის არაყს გვისხამს ჭიქებში და ჩვენც წამში ვსვამთ,გამოცდილ და გატესტილ „წამალს“.
- ოოოჰ,გახსნაა. - თვალებს აფართოებს გიგი.
- აუ მართლა წამალია რა. - იღიმის ნუცა.
- ცეცხლია,ცეცხლიიი. - ღრიალებს ლევანი.
- წამოით ახლა,საჭმელი მზადაა და ვჭამოთ.
გემრიელად მივირთმევთ ბებიას გამომცხვარ ხაჭაპურებს, ჩაისთან ერთად. აშკარად უკეთ ვგრძნობთ თავს და ხასიათზეც მოვდივართ.
- აუ სიმისნდი მინდააა. ბაა,სიმისნდი ხომ გვაქვს? - ნინი კალთაში უჯდება ნუგზარი ბაბუს და ხმაურიანად კოცნის ლოყაზე,რაზეც ხმით ეცინება ბაბუას.
- ჩემი ეშმაკუნა.. კი გვაქ ბაბუა,მარა ყანაში. წავალ ახლა და მოგიტანთ. - ადგომას აპირებს,მაგრამ ირაკლი აჩერებს.
- მე წავალ ბაბუ,იყავი შენ.
- ჩვენც წამოვალთ. - ინიციატივას იჩენს გიგი.
- იყავით,თქვენ კოცონი დაანთეთ და წყალი აადუღეთ. მე ბარბარე წამომყვება. წამოხვალ? - მიღიმის და თვალს მიკრავს. „მოდი ახლა და უარი უთხარი,როცა ასე გიღიმის.“
- წამოვალ. -ხელს ვკიდებ და უკან მივყვები. - შორსაა თქვენი ყანა?
- არაა, აქვეა,უკანა ეზოში. წამოდი,უნდა გასწავლო კარგი სიმისდის ცნობა. უცებ მავლებს ხელს და ზურგზე მისვამს.
- რას აკეთებ? -სიცილით ვეუბნები და ყელზე ვეჭიდები უკნიდან,რომ არ ჩავსრიალდე.
- ნუ გეშინია ფისუნია,გიჭერ. - მეუბნება და შიშველ ბარძაყებზე შემოჭდობილ თითებს კიდევ უფრო მიჭერს.
- არ მეშინია. - თავს წინ ვხრი და ყელში ვკოცნი.
მალევე მივდივართ,სიხარულიძეების ყანაში,ირაკლი კარგი სიმინდის ცნობას მასწავლის. მასთან ერთად ვტეხ საღ ტაროებს და თამრო ბებოს კალათში ვაწყობ. ირაკლი შიგადაშიგ ყელზე,ხან მხარზე,ხანაც ბაგეებზე მკოცნის. ლამის გვაღამდება სიცილ-კისკისში,მაგრამ ვინ გაცდის ბედნიერებას?! პარატა ორმოში ფეხი მიბრუნდება და კივილს ვიწყებ.
- ააააა. ჯანდაბააა.
- ბარბარეე? რა გჭირს? - წამში ჩემთან ჩნდება ირაკლი და სხეულს მითვალიერებს. - რა დაგემართა? - ცრემლებს მწმენდს.
- ფეხი გადამიტრიალდა,მგონი კოჭი ვიღრძე. - სიტყვას ყრუ კვნესას ვაყოლებ.
- მოიცადე...- ფეხსაცმელს მხდის,იქვე ჯდება,ჩემს ფეხს მის მუხლზე იდებს და ნაზად მიზელს. - ასე კარგია? - ისე საყვარლად მიყურებს,ლამისაა ეს გაუსაძლისი ტკივილი დამავიწყდეს. უხმოდ ვუქნევ თავს და მუჭით ვიწმენდ ცრემლს. - არაფერია,უბრალოდ დაგეჭიმა. - ნაზად მკოცნის ტერფზე და გულში მიკრას. ცოტა ხნით ასე ვრჩებით,მერე ფეხსაცმელს ფრთხილად მაცმევს,კალათს ხელში მაჩეჩებს და ხელში ავყავარ.
- რას აკეთებ? -მეღიმება მის საქციელზე,მაგრამ მერე ტკივილი თავს მახსენებს და სახე მემანჭება.
- სახლში მიმყავხარ. - ამბობს სერიოზულად და სახლისკენ მიდის.
უკვე ბნელა.ბავშვები ცეცხლის გარშემო ზიან და რაღაცაზე საუბრობენ ხმაურიანად,მერე თამრო ბებო გვამჩნევს და ლამის თმის პუტვით მორბის ჩვენკენ.
- რა მუუვიდა ჩემ ბაღანას? - უკვე ცრემლები მოსდის.
- დამშვიდდი რა თამროო. უბრალოდ ფეხი გადაუბრუნდა. - ამშვიდებს ირაკლი,სახლში შევყავარ და დივანზე მსვამს. ყველა ერთდროულად შემოდის და გაკვირვებილ-შეშფოთებული სახით დამყურებს.
- ცოცხალი ვარ ხალხო,რა სახეებით ხართ? - ვცდილობ გავიღიმო.
- რა სახე გაქვს იცი? - თვალებს მიბრიალებს ნინი.
- კაი რაა ხომ იცი რამე თუ მტკივა,ლამის ვლურჯდები.
- დამამშვიდა. - დოინჯს ირტყამს და ფეხს აბაკუნებს.
- აუ რა ბოთე ხარ რა ბარბიიი. - მიღიმის ლევანი.
- გამეიწიეთ ახლა აქით,ასუნთქეთ ბაღანას ჰაერ,დეიხჩვა. - ბავშვებს იქეთ-აქეთ წევს თამრო.
ირაკლი რაღაც მალამოს მადებს,მიხვევს და ისე მსვამს კოცონთან.
-თავი ბავშვი მგონია ისე დამატარებ იქეთ-აქეთ.
-ბავშვი ხარ და მაგიტომ. - ამბობს,მიღიმის და ცხვირის წვერზე თითს მადებს.
სიმინდებს ვხარშავთ,ცოტა სანთლის არაყსაც ვაყოლებთ,ვმღერით,სასაცილო ისტორიებს ვყვებით და ბოლოს დაღლილ,მოთენთილები ვწვებით. ნუ ისინი წვებიან და მე მაწვენენ.
ღამით ცხელი სხეულის შეხება მაღვიძებს,რომელიც ზურგიდან მეკვრის. თვალს არ ვახელ,ისე ვტრიალდები მისკენ, განიერ მკერდზე ვადებ ცხვირის წვერს და იქვე ვკოცნი. ჩემკენ იხრება თავზე მკოცნის და უფრო მჭიდროდ მიკრავს.
- კარგად ხარ? ფეხი ხომ არ გაწუხებს? - მეკითხება დაბალი ხმით,ნაზად. თვალს ვახელ და ვუყურებ.
- კარგად ვარ. ახლა უკეთ ვარ. - მისკენ ვიხრები და ნაზად ვუკოცნი ტუჩებს. ისიც ჩემი ინიციატივისგან გახელებული ფრთხილად აცურებს ხელს,ჩემი პენუარის ქვეშ და შიშველ ზურგზე ნაზად მეფერება. სუნთქვა მიხშირდება,ვხვდები რომ არც ისაა უკეთეს მდგომარეობაში. მალევე ვექცევი ზემოდან და ნაზად ვუკოცნი ყელს,მკერდს,მხრებს... ისიც ფრთხილად დაასრიალებს მის თლილ თითებს,ჩემს მოშიშვლებულ ბარძაყებზე.მისი შეხებისგან კვნესას ვერ ვიკავებ,რაც უფრო ახელებს და წამსვე მექცევა ზემოდან და ამჯერად თვითონ მკოცნის. ნაზად მხდის საღამურს და მხოლოდ ქვედა საცვლის ამარა მტოვებს. ჩემკენ იხრება და ლავიწის ძვალზე მკოცნის,იქედან კი მოშიშვლებულ მკერდზე გადადის. საოცრად მადუნებს მისი თითოეული შეხება და თან ცეცხლს მიკიდებს,ნაზად ვეფერები მის მოშიშვლებულ,განიერ მხრებს,რომელიც თრთის სურვილისგან. ბოლოს ვაანალიზებ სად ვართ ისე ვგრძნობ თავს თითქოს ცივი წყალი გადამასხეს.
- არ გინდა ირაკლი. - ძვლივს ვიკრებ ძალას ამ სიტყვების სათქმელად და ირაკლიც დაბნეული სახით მაჩერდება ზემოდან. - ჩვენ ბებიაშენის სახლში ვართ და ეს არ არის სწორი საქციელი. მაპატიე. - ნაზად ვკოცნი და საწოლიდან ვდგები.
- მესმის. - ზურგს უკან მესმის მისი ყრუ ბგერები. ახლა სააბაზანოში თუ არ შევალ,შეიძლება ემოციებისგან მოვკვდე. ირაკლის ოთახში ვტოვებ და სააბაზანოში გავდივარ. წუთის შემდეგ საკეტის გაჩხაკუნების ხმა ისმის და მეც კარისკენ ვბრუნდები...

ესეც მეთვრამეტე თავი <3 ვიმედოვნებ რომ მოგეწონებათ ^_^



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია

 


№2  offline წევრი ვიპნი

ყველაზე მეტად ირაკლის სამომავლო გეგმები მაინტერესებს წასვლასთან დაკავშირებით,ისე მინდა ხან რომ მარტოები დარჩნენ მთელი დღით და ერთმანეთის დარდები გაამხილონ თითქოს მე ვიყო შეყვარებული :)

 


№3  offline წევრი უმადრუკი M

《Sunshine》
ძალიან მაგარია

მიხარია,რომ მოგწონს ^_^ ახლა ვტვირთე ახალი თავი <3 <3

ვიპნი
ყველაზე მეტად ირაკლის სამომავლო გეგმები მაინტერესებს წასვლასთან დაკავშირებით,ისე მინდა ხან რომ მარტოები დარჩნენ მთელი დღით და ერთმანეთის დარდები გაამხილონ თითქოს მე ვიყო შეყვარებული :)

იქნება ეგეც :დდ მადლობა,რომ კითხულობ ^_^ <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent