შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის გული(6-გულიდან დევნა)


14-08-2020, 16:05
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 688

ამ თავში რაღააცებზე პასუხებს გაიგებთ,წინასწარ იცოდეთ ! <3 <3
დავიწყოთ! ^^

უკვე ისე გავრბოდი რომ მეც ვეღარ ვიგებდი სად მივრბოდი და თუ სწორი მიმართულება მქონდა არჩეული...ფეხები საშინლად მტკიოდა უკვე,მაგრამ ყველაფრის მიუხედავად გაჩერებას არ ვაპირებდი,რადგან მეგონა თუნდაც ერთი წამს გაჩერება დანიელის კლანჭებში აღმომაჩენდა!
ქაოსი იყო ჩემს გონებაში და ათასი აზრი მიტრიალებდა..თუ რა იქნებოდა რომ ვეპოვე?
რას გააკეთებდა? რას დამიშავებდა?
მეშინოდა...ძაალიან მეშინოდა.
თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი შეშლილივით და უკვე ერთმანეთში მერეოდა ყოველი გამოსახულება და თითქოს ყველა მხარეს იმ შენობას ვხედავდი სადამდეც მისვლა მინდოდა!
ვხვდებოდი რომ ეს არ იყო ნორმალური ,მაგრამ მაინც ვცდილობდი რომ ფხიზლად ვყოფილიყავი და გონება არ დამეკარგა,ამის დრო არ იყო!
მხოლოდ ერთი წაბორძიკება და ვიცი ისინი მიპოვიან..მე ხომ ასეთი ახლოდან მესმის უკვე მათი ყმუილი,რა უნდა გავაკეთო რომ მათ თავი დავახწიო?
დანიელმა რომ თავი დამანებოს და დამთმოს!?
რა!!? ნუთუ გამოსავალი მართლა არ მაქვს,ნუთუ მართლა ესაა ჩემმი ბოლო!
ამის ფიქრში ვიყავი ნაბიჯების ხმა რომ მომესმა,ამან უარეს პანიკაში ჩამაგდო!
ის მე მომსევდა!
მინდოდა მიმეხედა!
მინდოდა მეტად სწრაფათ მერბინა!
მგრამ ვერა..ვერა..ერთადერთი რაც ამ წამს შემეძლო სულის გამოცლამდე სირბილი იყო,ცრემლი მდიოდა თვალებიდან ,რადგან ასეთი სუსტი ვიყავი!
თან ვტიროდი და თან რაც ძალა და ღონე მქონდა გავრბოდი,მაგრამ რატომ მესმოდა ყველაფრის მიუხედავად მისი ხმა უფრო ახლოდან!
ეს მაგიჟებდა,ეს მაცოფებდა,მაშინებდა,გულს მიტეხდა..არ მინდა დამიჭირონ და ისევ იქ დაამაბრუნონ,არ მინდა!
მაგრამ ბოლო წამს ვეღარ შევძელი მეტი და მხოლოდ რამდენიმე მგელს მოვკარი თვალი, რომლებიც ჩემსკენ გადმოხტნენ დიდი სიმაღლიდან და აი ეს იყო ბოლო რაც დავინახე..ამის შემდეგ უგონოდ დავეცი ძირს და მათი თათებიღა დავინახე ბუნდად ,რომლებიც მეტად მიახლოვდებოდნენ .

რამდენიმე საათის შემდეგ:

მთელი გულით ვნატრობდი რომ დანიელის ოთახში არ გამეღვიძა და ის არ დამენახა...ვნატრობდი ,მაგრამ ვიცოდი რომ ვერ შევძლებდი მისგან გააქცევას და იმის შანსი რომ მის ხაფანგში არ ვიქნებოდი ნული იყო....მაგრამ...მაგრამ...ვისი ხმა მესმოდა?

-გეუბნებით და დამიჯერეთ ეს ბელადის ქალია!!

-რაა?! არა ! შეუძლებელია,აქ რა უნდა?

-არ ვიცი ,მაგრამ სასწრაფოთ უნდა დანიელს გავაგებინოთ ,სანამ ჩვენ დაგვბრალდება რამე.

-შუაზე გაგვლეჯს!
სასწრაფოთ გააგებინეთ !

-ისე ეს საცოდავი გამოექცა თქვენი აზრით?

-არ ვიცი,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? მას მაინც უკან დაბრუნება მოუწევს.
ამ ბოლო წინადადებაზე უკვე მეღვიძა,მაგრამ მჭიდროდ მეხუჭა თვალები და ვერც ვბედავდი გახელას.
მინდოდა ეს კაცები გასულიყვნენ რომ რაც შეიძლება მალე დამეტოვა ეს ადგილი!
ლუიმ თქვა რომ ისინი დამეხმარებოდნენ,მაგრამ შეხედეთ!
არამგონია...ყველა დანიელის ფიინია.
-კარგით მე გავალ და ნიშანს მივცემ მათ რომ მისი ქალი ჩვენ გვყავს.
-ნეტა კარგადა? მგონი ზედმეტად დიდიხანია რაც უგონო მდგომარეობაშია.
-შეამოწმე..არ მინდა რამე დაემართოს.
-ამისი ეს არავის არ გვინდა!!
დანიელი მოგვკლავს!
-მიდი შეამოწმე სულელო!
ამის შემდეგ ვიგრძენი როგორ შემეხო ვიღაც და ყველანაირად ვეცადე არანაირი რეაქცია არ მქონოდა ამაზე..მგონი გამომივიდა,რადგან ბიჭი ჩვეულებრივად მომშორდა და თქვა.
-არა..ცოცხალია, კარგადაა.
-ისე არ უნდა დასხმოდით თავს რომ წაქცეულიყო და გონება დაეკარგა!
ორსულადა და ბავშვს რომ რამე დაშავებოდა ჩათვალეთ რომ თქვენი საფლავები გაათხრილია!
-ჩვენ გვეგონა რომ უბრალოდ
ერთ-ერთი აქ მაცხოვრებელი იყო,უბრალოდ ცოტა შეევაშინეთ.

მაცხოვრებელი? აქ?
აქ რაიმე დასახლება ახლოს?!!
რაზე ლაპარაკობენ?!
კარგად უნდა მოვისმინო!
-რამდენი წლის ხარ ბენ? ორის? როდის უნდა ისწავლოთ ზრდასრულებივით მოქცევა?!
-ბოდიში ...შენსავით რომ მხოლოდ კურდღლებს არ დავდევთ.
-ხმა.


-ბრძანა ბატონმა ჩენმა და კურდღლის კუდი პირიდან გადმოაგდო.
-ზედმეტი მოგდის ბავშვო,შენს ძმასთან დაბრუნდები მთებში!
-გეყოფათ კინკლაობა! ასეთ დაძაბულ მომენტშიც კი როგორ პოულობთ უაზრო მიზეზს საჩხუბრად?!
ისე საუბრობენ ერთმანეთში თითქოს ერთი დიდი ოჯახი არიან.
ეს განსხვავდება დანიელის სასახლეში მყოფების ურთიერთობისგან...თან როგორ.

*კარის ხმა*

-რა ქენი? გაადაეცი შეტყობ-......ლუი?
(ჩენი)

-რა გჭირს?
(ბენი)

-ბოდიში ბიჭებო არაფერი არ მითქვამს მათვის.
(ალექსი)

-რატომ?!
(ჩენი)

-მე აგიხსნით.
(ლუი)

ეს ლუია!! მადლობა ღმერთს!
მგონი მეშველაა!
მაგრამ...ყველაფერი უცნაურადა...ასე რატომ გაიკვირვეს მისი ნახვა?
თან ისეთი სუნია...გამოკვეთილად მცემს ეს სუნი და უკვე გულს მირევს..სისხლი?
სისხლის სუნია!
მინდოდა თვალების გახელა,მაგრამ ისევ მოსმენა ვაარჩიე.
-ახლა მაინც რა ხდება ლუი?
(ჩენი)
-ეს გოგონა...ეს...ეს..
(ლუი)
-ხო.
(ჩენი)
-მე ის უნდა გადავარჩინოთ...დანიელი..დანიელის გვერდით ის ვერ იქნება კარგად,ის მას ადრე თუ გვიან მოკლავს!
(ლუი)
-კაი ხუმრობ ხო?!! რა დანიელი მოკლავს!? რამდენჯერ უნდა გითხრა რომ არ ჩაერიო სხვის გაადაწყვეტილებაში
ცუდია თუ კარგი ეს!
მითუმეტეს ასეთში..რატო უნდა მოკლად დანიელმა თავისი შვილის დედა ვერ მეტყვი?!
(ჩენი)
-იცი როგორია ბელადი.
(ლუი)
-ნუ ბოდავ ლუი! საკმარისად შეტოპე ჯერ მარტო იმიტომ რომ დანიელზე ცუდი რაღაც დაგცდა!
(ჩენი)
-მოიცა..მოიცა..რა სახე გაქვს..არა!! არა!
არ მითხრა რომ შენ წამოიყვანე გთხოვ!! არ მითხრა ეს!
(ჩენი)
-ხო მე წამოვიყვანე! მერე?
(ლუი)
-ვერ ვიჯერებ,ვერ ვიჯერებ!
შენ გაგიჟდი?! სულ გაადაირიე! ?
გინდა რომ ყველა ცოცხლად დაგვწვან?! რას ჩადიხარ?
(ჩენი)
-აბა რა ვქნა?! ვუყურო როგორ ანადგურებს ბატონი დანიელი ფსიქიკურადაც და მორალურადაც უდანაშაულო ქალიშვილებს!!?
(ლუი)
-ეს შენ არ გეხება ! გეყოს!
(ჩენი)



-სწორედ რომ მე მეხება!!
ყველა ჩვენგანს ეხება!
(ლუი)
-გვიანია ლუი! ნუ ცდილობ ამ გოგოს გადარჩენას,ის უკვე დანიელია შვილს ატარებს მუცლით,მას ვერ გაადარჩენ!
(ჩენი)
-შინაური ცხოველივით ეყოლება!
ნუთუ ეს გოგო ამას იმსახურებს!?
არ უნდა იყოს ისეთი ადგილის ტყვე სადაც ყოფნა არ უნდა,ამას არ უნდა აძალებდნენ!
(ლუი)
რა?...არა..არა...უკვე მეტირება,თავი უნდა შევიკავო.
-ნუ ყვირი!!! ნუ გააგებინე მთელ ტყეს შენი უვიცობის ამბავი!
(ჩენი)
-უვიცები ეს თქვენ ხართ!
გოგოს არ მივცემ...ეს აღარ მოხდება...მეორედ აღარ დავუშვებ იგივეს.
(ლუი)
-ასე მას ვერ დაბრუნებ და ეს კარგად იცი!
(ჩენი)
-ვერ დავაბრუნებ ,მაგრამ სხვის ცხოვრებას ვიხსნი და გაადავარჩენ!
ესღა გავიგე და შემდეგ მთელი ძალით მოჯახუნდა კარი,რაზეც უკვე ამდენი ემოციებით გაბერილმა ვეღარ ვაკონტროლე თავი და შევხტი...ეს კი ზედმეტი შიშის ბრალია.
-გღვიძავს?
და აი მომესმა მოსალოდნელი კითხვაც,რაზეც არაფერი არ ვუპასუხე და უბრალოდ თვალები გაავახილე.
ვერ ვიჯერებდი ჯერ კიდევ მოსმენილს,რას სჩადის დანიელი და რაზე ლაპარაკობდა ლუი? ან ვისზე?
-ბოდიში შექმნილი არეულობისთვის,მაგრამ ნუღარ იღელვებთ ,მალე თქვენს სახლში დაბრუნდებით.
ეს რომ გავიგე უკვე მზერა მასზე გადავიტანე.
ეს ახალგაზრდა ბიჭი იყო,ძაალიან ლამაზი სახით,ისე თითქოს ნახატია და არა ნამდვილი ადამიანიო!
-ბოდიშს ვიხდი მომხდარის გამოც,ვიცი შეეგაშინეთ...იმედია დანიელს არ ეტყვი.
პირდაპირ თვალებში მიყურებდა და მხოლოდ ამ მზერითაც შემეძლო იმის გააცნობიერება თუ რა მიამიტი იყო.
-იქ დაბრუნება არ მინდა!
მხოლოდ ეს ვუპასუხე თან ძაალიან ჩუმად,რადგან ცრემლებს ვებრძოდი.
-გთხოვ, აქ არავის არ გვინდა ზედმეტი აურზაურის მოწყობა.
უბრალოდ დანიელი რომ მოვა ზედმეტი ბრძოლის გარეშე გაყევი.
ამაზე უკვე ფეხზე წამოვხტი.
-რა?!! დანიელი აქ მოდის?
-კი...იმის მიუხედავად რომ ლუიმ ეს არ იცის,გვინდა შენი თავი მის ჩუმათ გავატანოთ.
სხვა გვარად უბრძოლველად არ გაატანს შენს თავს და თავს დაიღუპავს.
-ლუი.
-ხო..ლუიმ შენს გამო ამდენი გააკეთა,შენ კი თუ გინდა რომ მან იცოცხლოს მხოლოდ ეს ელემენტარული უნდა გააკეთო.
-მას ვინ უთხრა?
ბრაზი ვეღარ შევიკავე და ვიყვირე.
-და რა საჭიროა თქმა? ის ისედაც მოგაგნებს უთქმელად.
ამაზე უკვე ვერაფერი ვერ ვუპასუხე და უბრალოდ უიმედო და უემოციო გამომეტყველებით დავწექი ,ისე რომ კედელს ვიყავი მიშტერებული და მზად ვიყავი დამეთმო.
ალბათ ესა მართლაც ჩემმი ბედი,დანიელს შვილი უნდა გავუჩინო და მის გვერდით იძულებით უნდა ვიცხოვრო.

ჩამეძინა,მაგრამ საშინელმა ყვირილმა და ხმაურმა გამომაღვიძა!
შეშინებული წამოვხტი და თვალების ცეცება დავიწყე,ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა,მაგრამ ერთი ვიცოდი ...უნდა შემემოწმებინა!
ფეხზე ძაალიან სწრაფათ წამოვდექი,რაც ხელში მომხვდა ავიღე ამოვიცვი და პანიკაში მყოფმა გავაღე ოთახის კარი და აი ისინიც დავინახე.
დანიელს ლუი ჰყავდა კედელზე აკრული და ისეთი თვალებით უყურებდა რომ ვიცოდი მოკლავდა...ვიცი რომ ლუიმ ვერ მიხსნა,მაგრამ მან სცადა მაინც და თან როგორი გამალებით მიცავდა ბოლომდე,თუნდაც ამ წამამდე.
მე მასთან დავალებული ვარ და რაც არ უნდა მოხდეს სიცოცხლის ფასადაც გადავარჩენ რომ დანიელმა არაფერი არ დაუშავოს და აპატიოს ის რაც გააკეთა...ეს უნდა გავაკეთო!
-დანიელ! მისი სახელი რომ დავიძახე ორივე გაჩერდა და მე გამომხედეს.
დანიელი უფრო ამოუცნობი გამომეტყველებით მიყურებდა,როდესაც ლუის გამომეტყველებიდან აშკარად ამოიკითხებოდა სირცხვილი,ალბათ იმიტომ რომ ვერ დამეხმარა.
-გთხოვ არაფერი არ დაუშავო!
ეს რომ ვთქვი დანიელმა ლუის ხელი უშვა და ჩემსკენ გაბრაზებული სახით წამოვიდა.
-მას რატომ წამოყევი?!!
ამ სიტყვით გააჩერდა ჩემს წინ და ისეთი ხმით მითხრა ეს ,მე კი ადგილზე გავიყინე.
არ ვიცოდი რა პასუხი გამეცა ისე რომ ლუიც გაადამერჩინა და ჩემმი თავიც,თან იმის შემდეგ რაც წინა ღამეს ვნახე მისი განსაკუთრებულად მეშინოდა.
-შემ ჩემმი მოკვლა გინდოდა.
ძალა მოვიკრიბე და გამოთქმით ვუპასუხე,მაგრამ მისი სახე არ შეცვლილა.
-რა სისულელებს იძახი?!
აუწია ხმას,რაზეც შევხტი.
-ეს არა სისულელე!!
გინდოდა რომ მოგეკალი!!
უკვე ემოციები ძაალიან მაწვებოდა და ცრემლებიც მერეოდა ამის გამო.
-შენს გვერდით მთხოვ ცხოვრებას?!!
არ ვჩუმდებოდი,რადგან უკვე ზედმეტი ემოცია დამიგროვდა!
-გინდა თუ არ გინდა ასე იქნება.
მხოლოდ ეს მითხრა და ისევ ლუის მიუბრუნდა.
-გაბედე და კიდევ ერთხელ წამოიყვანე ვიღაც ვინც ჩემმია და ვნახოთ თუ გადარჩები.
-ის შენთან უბედური იქნება..რაში გჭირდება ასე ცხოვრება?
ლუიმ პირი გააღო თუ არა დანიელი მისკენ გაიწია,მაგრამ ბოლო წამს გავაჩერე.
-მოგყვები...შენთან ერთად მოვდივარ,მას თავი დაანებე.
ვუთხარი და მკლავზე მოვკიდე ხელები,რაზეც მე გამომხედა შემდეგ კი ისევ ლუის გახედა.
-ეს ერთხელ ცოცხალს დაგტოვენ მხოლოდ კატერინას გამო .
თქვა და ჩემთან ერთად მოერიდა ლუის,შემდეგ კი მშვიდად გავუყევით კოლიდორს ,მხოლოდ ერთხელ გავხედე ლუის სევდიანი თვალებით და თავი დავუკარი მადლობის ნიშნად.
მან მართლაც ბევრი რამე გააკეთა ჩემთვის,მაგრამ რას ვიზავთ....როგორც ჩანს ვეღარაფერი ვერ მეშველება,რადგან დანიელმა სამუდამოდ მიმისაკუთრა.

-კარგად ხარ?
შენობის მთავარი კარიპჭედან გამოვდიოდით ეს რომ მკითხა და ამდენიხნის სიჩუმე რომ დაარღვია.
-რატომ მეკითხები ახლა ამას?
ვკითხე უემოციოდ.
-რადგან მაღელვებს ეს.
-ხო?
ამაზე წარბის აწევით შემომხედა,რაზეც გაავაგრძელე.
-რომ განაღვლებდეს ძალდატანებით არ დამაწყვდევდი შენ სასახლეში.
-და ვინ დაგამწყვდია?
ამაზე სიცილით გავხედე.
-ხუმრობ ხო?
მანაც გამიცინა,ოღონთ ეს ნამდვილი სიცილი იყო და არა ჩემმი სიცილის მსგავსად ცინიკური.
-შეგიძლია ის გააკეთო რაც გინდა და სადაც გინდა იქ გახვიდე,მხოლოდ იმ პირობით თუ სახლში დაბრუნდები როცა გეტყვი და თუ სულ მეცოდინება სად იქნები.
-როგორც ციხებშიაა.
ჩავილაპარაკე ჩუმად.
-გინდა თუ არა ეს?!
1როგორც მახსოვს მითხარი შენი "წესების"
თანახმად რომ სასახლის დატოვება არ შეიძლება.
-ეს გამონაკლისია,რადგან ეს შენ ხარ.
-მე ვარ ანუ ვინ?
-შენ....ქალი ,რომელიც ჩემია.
ეს მითხრა თუ არა გული ამიჩქარდა..ჯანდაბა მე!
ასეთ დროსაც კი? რა მემართება!
სულ გავგიჟდი და გამოვსულელდი?

*ჩაცინება*
გააკვირვებულმა გავხედე,რადგან სრულიად მოულოდნელი იყო ეს!
-რა გაცინებს?
ვიკითხე გაკვირვებულმა.
-გული ძაალიან სწრაფათ გიცემს,დამშვიდი ცოტა.
მაცდური ღიმილით მოწია სახე,რაზეც თვალები გაამიფართოვდა და უნებურად უარესად ამიჩქარდა გული!

ჯანდაბა...როგორ გაიგო ეს მაინც?!
-რა?!
მხოლოდ ამ კითხვამ დატოვა ჩემმი პირი.
-რა რა?! აღიარე რომ შენც არ ხარ ჩემს მიმართ გულგრილი.
უეცრად ხელები წელზე მომხვია ,რაზეც კინაღამ ფეხები მომეკვეთა !!!
პანიკაში ვარდებოდი უკვე.
-შენც გრძნობ ხომ რომ მიმზიდველი ვარ?
-რა? მხოლოდ ამ კითხვის დასმა შევძელი...ხუმრობს ხო?
ნუთუ ამის ხასიათზეა ახლა?
-ვხედავ ყველაფრის მიუხედავად ხუმრობის ხასიათზე ხარ,იმის შემდეგაც კი ,როდესაც კინაღამ მომკალი!
ვუთხარი გულახდილად,თან ისე რომ გაბრაზებულ მზერას ერთი წამი არ ვაცილებდი,მაგრამ მან რა ქნა?
ჩაიღიმა!
-იღიმი ??რატომ იღიმი?!!! შენი აზრით ეს სასაცილოა?! ძაან გამხიარულებს ის ფაქტი რომ ჩემმი შეჭმა გინდოდა?!!
ისევ იგივე სახით მიყურებდა,ცინიკური და მომღიმარი...სანამ მშვიდად არ მიპასუხა ამაზეც .
-მე შენ არ შეგჭამდი პრინცესა,ასე რომ მორჩი ტყუილად წუწუნს.
-წუწუნს? ამას წუწუნს ეძახი ?!!
მე ბოდიში იმაზეც აღარ ვიწუწუნო რომ ჩემმი მოკვლა გინდა? ვაიმე მაპატიეე! ეს როგორ წამომცდა მე სულელს!!
უნდა გავჩუმებულიყავი!
უკვე ხმას ავუწიე,თან როგორ!
რადგან ბრაზი, რომელიც ამდენხანს მიგროვდებოდა ამოხეთქა,მაგრამ რა?
ის მაინც მომცინარი მიყურებს..ისე თითქოს პატარა ბავშვი ვარ ,რომელიც მართლა წუწუნებს!
-პრინცესა ნუღარ ყვირი ტყუილად, თავი ამტკივდა იცი?
კარგი დროა რაღაც მწარე ვუთხრა ამ მხეცს!
-კარგი მაშინ შეგიძლია წაბრძანდე და მე მარტო დამტოვო!!!
ვთქვი გაბრაზებულმა და ზურგი ვაქციე,შემდეგ კი გაბრაზებულმა დავიწყე სიარული,სანამ უეცრად ჰაერში არ ავიწიე და რასაც ქვია "იღლიაში ამოდებული"
არ აღმოვჩნდი,ისე თითქოს ინდაური ვიყო ,რომელიც დაიჭირა!
-ეეე!! ეეე!!! კივილი დავიწყე გაბრაზებულმა,მაგრამ არც არაფერი, ისევ იღიმოდა.
-არ გესმის რას ვიძახი?!?
წამოსვლა არ მინდა!! დამსვი!
-არ მახსოვს მეკითხა შენთვის იმის შესახებ თუ რა გინდოდა.
მშვიდად მიპასუხა.
-ბოდიში? მე არ გამაჩნია უფლებები? ჰეე!! შენ გელაპარაკები და მიპასუხე!
მაიგნორა კარგახანს სანამ ეს არ ვუთხარი.
-მაინც გაგექცევი!
და აი ამაზე უკვე შეჩერდა ,რაზეც ინტერესით ავხედე,მინდოდა დამენახა მისი გამომეტყველება,მაგრამ არ ჩანდა.
-შემდეგში თუ კიდევ გამექცევი და თუ კიდევ იქნება ასეთი შემთხვევა,ყველას ამოვხოცავ ვინც ამაში მონაწილეობას მიღეებს,თუნდაც შენ მილიონჯერ მთხოვო...ვერც კი ხვდები დღეს რამხელა სიკეთე გაგიკეთე რომ ლუი არ მოვკალი.
ამას ვისმენდი და უბრალოდ პირ ღია ვიდექი,რა უნდა მეპასუხა?
ეს ბიჭი ნამდვილი მხეცია,მართლა ნადავლივით მიმისაკუთრა,თითქოს მისი ვიყო..და ნახეთ თან როგორ მემუქრება?
-ვინ ხარ ასეთი ვერ ვხვდები...რატომ აძლევ შენს თავს ამდენის უფლებას !?
ისევ ხმას ავუწიე,რადგან მეტად გავბრაზდი!
-რადგან ამის უფლება მაქვს.
ისევ მშვიდად მიპასუხა .
-არაა! არ გაქვს!
მეტად განვრისხდი!
-მორჩი ყვირილს და მანქანაში ჩაჯექი.
კარი გააღოო და მანქანისკენ მიმითითა ხელით.
-არა!
მე კი ჯიუტად დავდექი ადგილზე და ხელები გაადავაჯვარედინე,რამაც მგონი მისი მეტად გააღიზიანება გამოიწვია.
-მეტად აღარ გამამეორებინო, არ მინდა ძალა ვიხმარო.
-რა პირველად იქნება თუ მეორედ რომ რამეს დამაძალებ?
ისევ ჯიბრში ჩავუდექი,რაზეც უცბად მკლავზე მწვდა ხელით.
-მორჩა შენი თავნებური საქციელი,მანქანაში!
არც დამაცადა ხმის ამოღება მანქანაში ჩამტენა!
არა უხეშად რომ რამე მტკენოდა,მაგრამ არც ნაზად...რა თქმა უნდა,მან ხომ ძალა დამატანა!

მანქანაში ორივე ჩუმად ვიყავით,მე ჯერ კიდევ ხელები მქონდა გაადაჯვარედინებული და გააღიზიანებული ვუყურებდი დანიელს უკანა სიდენიდან ,ის კი ვითომც არაფერი მანქანას მართავდა და ერთი ორჯერ თუ გამომხედავდა.
მე კი ამის შემხედვარემ სულელივით გავიფიქრე,იქნებ კარი გამოვაღო და გადავხტე?
ხო ამ უაზრობაზეც კი ვიყავი ამ წამს წამსვლელი,ოღონდაც მისგან თავი დამეხწია!
ასეც ვქენი ,სამამდე დავითვალე გულში და კარის სახელურს ვწვდი,მაგრამ რა თქმა უნდა...ჩაკეტილი იყო!
ამაზე როგორ ვერ ვიფიქრე?
უკმაყოფილო დავბრუნდი ადგილზე და დანიელის ანარეკლს შევხედე სარკეში,იცინოდა და ჩემსკენ იყურებოდა.
-გგონია ისეთი სულელი ვარ რომ კარი ღიაა დაგიტოვო? ვიცი რაზეც ხარ წამსვლელი.
ღიმილით მითხრა.
-ხო? მაშინ იმასაც უნდა ხვდებოდე რომ ძილში შეიძლება შენი მოკვლა ვცადო,არა?
-მეჩვენება თუ ზედმეტად მამაცი ხარ? შენი თავი ძაალიან ძლიერი გგონია?
-რა შუაშ-არც დამაცადა...
-სანამ რაიმეს გააკეთებ მე უკვე ჩემს ქვეშ მეყოლები ისე რომ ვეღარ გაინძრე.
ამის წარმოდგენა არ მინდოდა,მაგრამ წარმომედგინა ...დანიელი ჩემს ზემოდან?
წარმოვიდგინე როგორ აზის ჩემს სხეულს...არა.....და აი უეცრად საშინლად გავწითლდი!
ამისი!
რა მემართება?!
მან შეამჩნია ეს და ჩაიცინა.
-ვხედავ ისევ ვერ აკონტროლებ შენს გულს.
მის ამ სიტყვებზე სულ დავკარგე ჭკუა და უაზრო გამოხედვით გავიხედე მისკენ,ეს კი ნათლად ამტკიცებდა მის სიტყვებს,ვერც დავუმტკიცე სხვაგვარად..ჯანდაბა,მეც არ ვიცი რა მემართება!

ორი საათი ვიმგზავრეთ და ჯერ კიდევ გზაში ვიყავით!
სწორედ მაშინ მივხვდი ლუის სიტყვებს რომ სასახლიდან შორს მივყავდი,რადგან ამხელა გზა არც გაგვივლია მე და ლუის...ცოტა არ იყოს დამღალა კიდეც მგზავრობამ და ამასთან ერთად ბუნებრივი მოთხოვნილებები მაწუხებდა,იმაზე არაფერს არ ვამბობ რომ გული საშინლად მერეოდა !
-რა სახე გაქვს ,კარგად ხარ?
სრულებით არ მოველოდი მის ამ კითხვას,სულ როგორ ხვდება რომ რაღაც მაწუხებს?!!!!
-არც ისე..გულახდილად ვუპასუხე,რადგან ნამდვილად არ ვიყავი კარგად.
-მერე სანამ მე არ შევამჩნევ და არ გკითხავ არ უნდა მითხრა?
უკმაყოფილო სახით გადმომხედა,რაზეც თვალები გაადავატრიალე.
-რა აზრი აქვს? დავიჯერო შეძლებ ჩემს დახმარებას?
ეს რომ ვუთხარი შუბლი შეკრა.
-რა გჭირს?
ნერვიულობა შევატყე,რაც ძაალიან გამიკვირდა.
-გულახდილად რომ გითხრა,საპირფარეშოში მინდა ,გული მერევა და ამავდროულად მშია,ნუ მგონი წყურვილიც  შემაწუხებს ცოტახანში!
ამაზე მან ჩაიხვნეშა.
-ამას ახლა რატომ მეუბნები?
გაბრაზებულმა მკითხა..აჰა!
არ მეგონა ასე თუ გააბრაზებდა ეს ფაქტი .
-დაგავიწყდა რომ ორსულად ხარ?!
სულ გაგიჟდი შენ? მანქანიდან გადმოდი .
თქვა და თან მანქანიდან გადავიდა.
რა თქმა უნდა..ეს როგორ დამავიწყდა რომ თავის შვილს საგანძურივით უფრთხილდება,მე კი უბრალოდ შესანახი საშუალება ვარ!
კარი გააღო და ხელი ნაზად მომკიდა.
-გადმოდი.
-სად მივდივართ? აქ ხეების მეტი არაფერია.
ვუთხარი  გულახდილად,რაზეც თავი გაადაქნია თითქოს გააღიზიანებულმა.
-აქ ახლოს ადგილი ვიცი ...მეტად ვეღარ გამგზავრებ სანამ ასეთ მდგომარეობაში იქნები.
ამაზე უეცრად ვერ გავიგე რას გულისხმობდა.
-ანუ? დღეს აღარ გაავაგრძელებთ გზას?
-თუ საჭირო გახდა არა.
ეს რომ მითხრა,უბრალოდ დავეთანხმე..სხვა რა უნდა მეთქვა?
თითქოს მაქვს არჩევანი.

ტყეში საერთოდ არ შევსულვართ ღრმად,სულ რაღაც პატარა მანძილი გავიარეთ,ეგეც დანიელს ხელი ეკიდა და ერთ წამს არ გაუშვია...თავიდან ვერ ვხვდებოდი სად მივდიოდით სანამ პატარა სახლი არ დავინახე,თან ისეთი შეფერილობის და ისეთი პატარა რომ არ იყო გასაკვირი აქამდე რატომ ვერ შეევნიშნე.

სახლი ძაალიან ლამაზი იყო  და გარედანაც კი ეტყობოდა რა კომფორტული იქნებოდა.
-ეს რა ადგილია? ინტერესით ვიკითხე, რაზეც მშვიდად მიპასუხა.
-აქ ტობიასი ისვენებს, როდესაც ზედმეტად დასტრესილია.
ეს  სახელი მეცნო,მაგრამ ვერ ვიხსენებდი საიდან!
მაგრამ დიდი იმედი მქონდა რომ
ერთ-ერთი დანიელის შეშლილი მეგობარი არ იყო.
-ტობიასი? ჩუმად ჩავილაპარაკე და უხმოდ გავყევი დანიელს,დანიელი კი იქვე მდგარი პატარა ნივთი აწია ,იქიდან კი გასაღები აიღო,კართან მივიდა და გაღებას აპირებდა კარი რომ თვითონ შეიღო,გაოცებულმა შევხედე.
-რა ხდება?
-ალბათ ტობიასია სახლში.
მითხრა მშვიდად და ოთახში შევიდა,ისე რომ ჩემი ხელი მჭიდროდ ეჭირა და მის უკან მივდიოდი.
-არ მომცილდე გვერდიდან,ახლავე გავარკვევ.
მითხრა და ცოტახანს ხელი მიშვა,მეც ადგილის თვალიერება დავიწყე და გაოცებას ვერ ვმლავდი!
ისეთი კარგი ადგილი იყო დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ!
ამას ვფიქრობდი დანიელის უცნაირი საქციელი რომ მომხვდა თვალში ...ის ყმუოდა...ყმუოდა!
-რ-ა..რ-ას აკეთებ?
დაბნეულმა ვკითხე ,რაზეც ჩვეულებრივი სახით გამომხედა.
-რას გულისხმობ?
ოჰ ! რას ვგულისხმობ თურმე!
-ამმ..რას ვგულისხმობ? ანუ ამ წამს მგელივით რომ დაიწყე ყმუილი უნდა ჩვეულებრივად ჩავთვალო?
წარბის აწევით ვიკითხე,რაზეც პატარაზე გაეცინა.
-მაპატიე..ვარკვევ ტობიასი თუ ახლო მახლოსა,რადგან სახლში მისი სუნი არ მცემს,შეიძლება აქაა და გასულია ..მე კი სწორედ ამის გაარკვევას ვცდილობ.
პირ ღია ვისმენდი .
-ააა..გასაგებია...მერე...ამ...სახლშია? რა გაარკვიე?
-მოიცა,ჩუმად.
გამაჩუმა..აჰ! რა გაამაღიზიანებელია!
*ყმუილის ხმა*
ყმუილის ხმა მომესმა შორიდან,უფრო სწორად კი ტყიდან და მივხვდი რამდენად სერიოზულად მითხრა ეს ყველაფერი..რა საოცრება ეს ყველაფერი!
-ტობიასი აქაა...როგორც ვიფიქრე,ადგილი უსაფრთხოა,მეორე სართულზე ადი და დაწექი ,დაისვენე..მე კი საჭმელს გაგიკეთებ.

-საჭმლის გაკეთება იცი?
-კი .
-აჰა და რას შემომთავაზებ?
ისეთი სახით ვკითხე როგორც პატარა ბავშვები ეკითხებისნ მშობლებს ტკბილეულზე,ეს კი მანაც შენიშნა და ხელები ლოყებზე მომკიდა.
-რა საყვარელი ხარ.
ეს რომ მითხრა დავიჭყანე !
-ხო? ხოდა ნება იბოძე და მანგო მომიტანე,მომინდა.
მომღიმარმა ვუთხარი ,რაზეც გაკვირვებული მზერა მტყორცნა.
-მაანგო? სადან გაგახსენდა?
თან ეცინებოდა ამას რომ მეკითხებოდა.
-მმმ..ნუ არ ვიცი!
უბრალოდ მას მოუნდა.
ვთქვი და მუცელზე მოვიკიდე ხელები,რაზეც პატარა სიცილით გააქნია თავი.
-ნუ რა გაეწყობა თუ მას მოუნდა მიღეებს,მისთვის შეუძლებელსაც შევძლებ.
ცოტა გამეღიმა,რადგან რატომღაც სითმო ვიგრძენი მისი სიტყვები რომ გავიგე ,თან ისეთი სახით ამბობდა ამას...ალბათ ახლა მესმის რატომ გამოკეტა ის გოგონა ,რომელზეც ჭორები გავიგე რომ ჩემს ადგილას იყო,ნეტა შვილი მოუკლა?
-დანიელ როდესაც საჭმელს გამიკეთებ შეიძლება რაღაცაზე დაგელაპარაკო?
და აი მეც ვიკითხე!
თან ისეთი ჩვეულებრივად,ისეთი მშვიდად რომ მეც მიკვირდა..ეს ხომ პირველი შეემთხვევა ყველაფრის შემდეგ რაც მშვიდად და ცივილიზებურად ვესაუბრები!
ეს მასაც გაუკვირდა და დაბნეულმა დამიქნია თავი.
-კი რა პრობლემაა.
ეს რომ მიპასუხა მკრთალი ღიმილით დავუქნიე თავი და ხის ლამაზი კიბეების ავლა დავიწყე,თან ისე რომ გაოცებული ვიყურებოდი გარშემო,ყველაფერი ისეთი საყვარელია აქ!
-მორჩი აქეთ-იქით ყურებას და წინ იყურე.
მომესმა თუ არა დანიელის ხმა მისკენ ასევე გაოცებულმა გავიხედე .
-შენ რა ყველგან ხედავ რას ვაკეთებ?! შოკში ვარ ,ამას როგორ ახერხებ!
გაღიზიანებულმა ვუპასუხე.
-მორჩი ზედმეტ ლაპარაკს და ოთახში შედი.
-აუტანელი აუტანლად დარჩა..რას მოველოდი.
ჩავილაპარაკე და როგორც გამაფრთხილა ყურადღებით ავიარე კიბე.

ღია კარი დავინახე ასვლის თანავე,იქ კი სააძინებელი ოთახი მოჩანდა.
მეც მივხვდი რომ ეს იყო ჩემმი დანიშნულების ადგილი და მხიარულად შევაბიჯე ოთახში,მე ხომ ასე მსიამოვნებდა ასეთ კომფორტულ სახლში ყოფნა!
ეს სახლი იმ უდიდეს სასახლეს არ გავს,რომლის ყოველ კუთხეშიც შიში და საიდუმლოებები იმალება!
-კარგი გემოვნება ქონია ტობიას თუ ვიღაცას.
ვთქვი გაოცებულმა და მართლაც რომ უმშვენიერეს ოთახს გადავავლე თვალი.
ისეთი სასიამოვნო იყო ამ ყველაფრის ხილვა რომ უეცრად ცრემლები მომადგა და რატომღაც ავტირდი..არ ვიცოდი რატომ..არ ვიცოდი რა დამემართა და მეც საკმაოდ უცნაურად მიმაჩნდა ეს ფაქტი,მაგრამ ალბათ ესეც ორსულობის გვერდითი ეფექტია? გამიგია რომ სჩვევიათ ფეხმძიმე ქალებს ასე..ზედმეტი ემოციურობა და მგრძნობიარეობა.
-რა გჭირს? რატომ ტირი?
ამ ხმაზე არსადან რომ მომესმა ვიყვირე,რადგან ჯანდაბა!!
ეს მოულოდნელი იყო!
უკან სიმწრით გავიხედე და ესეც ჩვენი დანიელი...დაბნეული მიყურებდა თან ისეთი სახით თითქოს ჩემზე ამ წამს ძაალიან ნერვიულობსო .
-შ-ენ...შენ საიდან გაჩნდი აქ?
აფორიაქებულვა ვიკითხე და ცრემლები სწრაფათ მოვიწმინდე.
-მინდოდა მენახა თუ ისვენებ..შეგამოწმე,მაგრამ ამას არ მოველოდი..რა გატირებს?
ისეთი დაბნეული იყო ეს საწყალი გავიცინებდი კიდეც ამ წამს,სირცხვილი რომ არ მქონოდა წინ გადაღობილი.
-ამ..ისეთი არაფერი,თვალები დამეწვა.
-კაი ახლა გგონია მაგ ტყუილს დაგიჯერებ?
მკითხა წარბის აწევით,რაზეც ჩავიხვნეშე ,რადგან ვიცოდი არ შემეშვევებოდა!
მეც ძალა მოვიკრიბე და ძაალიან ჩუმად ვუპასუხე,უფრო ჩურჩულით.
-გული ამიჩუყდა...
-რა? როგორც ჩანს ვერ ან არ გაიგო.
-ნუ..გული ამიჩუყდა,ეს სახლი, ეს გარემო ისეთი კარგი ადგილია!
და აი ისევ მომაწვა ცრემლები,მაგრამ იმ წამსვე მოვთოკე ეს ,როდესაც შოკში მყოფი დანიელის სახე დავინახე,პირდაპირი მნიშვნელობით პირი ჰქონდა ღია.
-ვერ გავიგე...ძლივს თქვა ესეც.
-რა ვერ გაიგე!!?სახლი ისეთი ლამაზი და კომფორტულია გული ამიჩუყდა,რა არის აქ გაუგებარი?
გაღიზიანებულმა ვუთხარი,რაზეც თვალები გაუფართოვდა და აი ასე საყვარლად დაიწყო ბოლო ხმაზე ხარხარი და რამის  ხუთად მოიკეცა.
სანამ მე გაბრაზებული ვუცდიდი როდის მოკეტავდა!
-ვერ ვიჯერებ..ვერ..ვერც ამბობდა ვერაფერს ბოლომდე და ისევ სიცილს იწყებდა!
-ვაიმე!! უკვე ძლივს სუნთქავდა,
მე კი გააღიზიანებული ველოდებოდი როდის მორჩებიდა სიცილს,მაგრამ ვაღიარებ უკვე მეც მეცინებოდა და თან გული მითბებოდა ასეთ მომცინარს რომ ვხედავდი,მგონი პირველად?
-ღმერთო..რა საყვარელი ხარ,მართლა დაუჯერებელია რომ ამაზე ატირდი!
უკვე სიცილისგან ცრემლებს იწმენდდა და ისე მეუბნებოდა ამას.
-ხო ჩეემმი ბრალი არაა,ორსულობის ბრალია!
უხერხულად ვთქვი და ვითომ თავი გავიმართლე!
-აჰ..შეიძლება ჩაგეხუტო?
და აი ამ კითხვაზე გავშეშდი...რატომ?
იმიტომ რომ ისევ ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული,თან მისი ღიმილი და მზერა ისეთი მშვენიერი იყო,თვალს ვერ ვწყვეტდი !
-ა..მ..მ...რა ვიცი,როდიდან მეკითხები რამეს?
მორცხვად ვკითხე და თან უხერხულად ჩავიცინე,რაზეც უეცრად მისი ხელები შემომეკრო,ეს ისეთი ამაღელვებელი იყო ,ცოტაც და დავდნებოდი მის მკლავებში...ისევ ეს გრძნობა მჭამს შიგნიდან....რას ვგრძნობ?

როგორი სასტიკი,როგორი ცივი,როგორი სახიფათო...მტკენდა,მაშინებდა,
მტანჯავდა,ძალადობდა,მაგრამ აი მეც მის თბილ ჩახუტებაში რომ კომფორტს ვგრძნობ,რატომ ხდება ასე?
ნუთუ მართლა უბრალოდ გული წყვეტს ყველაფერს?
სრულიად უმიზეზოდ იმისაკენ გვიბიძგებს ვინც თითქოს გვძულს.
*ზარის ხმა*
-დანიელ..დანიელ..უხერხულად და მორცხვად ვადებდი ზურგზე ხელს რომ გაეგო ეს ხმა მასაც.
-გისმენ.
ყურში მიჩურჩულა,რაზეც გაამაჟრიალა...ჯანდაბა!
-მგონი რასაც აკეთებ მზადა...ეს რომ ვუთხარი არაფერი არ მიპასუხა და
ნელ-ნელა ხელი მიშვა,გააბრწყინებული თვალებით ბოლოჯერ შემომხედა და კარიდან გავიდა.
აი მეც დავრჩი ოთახის შუაში! სულელივით ვდგავარ და არ ვიცი რას განვიცდი და რა იყო ის გრძნობა რაც წეღან ვიგრძენი.

ცოტახანში დანიელი ისევ დაბრუნდა ოთახში,ისე რომ დაფიქრების საშუალებაც არ მომცა..ვერც მოვასწარი რაიმეს გააზრება.
-მზადა! მითხრა და ჩემს წინ დადო საჭმელი, რომელსაც შესანიშნავი სუნი ჰქობდა,მაგრამ მე მთავარი არ მომხვდა თვალში.
-ჩემმი მანგო? წარბის აწევით ავხედე,რაზეც სიცილით ჩაიხვნეშა.
-გზაშია შენი მანგო.
მომღიმარმა მითხრა,რაზეც უბრალოდ თავი დავუქნიე და საჭმელს მივუჯექი ....მშვენივრად გამოიყურებოდა საჭმელი და გემრიელი სუნი ჰქონდა,მაგრამ...მაგრამ...რატომ არ მსიამოვნებს?
ეგ კიარა გული მერევა!
-არა ! მივხვდი რაშიც იყო საქმე და ფეხზე წამოვხტი!
-რა ხდება? დანიელმა შეშინებულმა იკითხა,მე კი ისეთი სახით ავხედე მგონი მიხვდა რაც ხდებოდა და უეცრად ხელი მტაცა და გაურკვეველი მიმართულებით გამაქცია,სავარაუდოდ სააბაზანოსკენ!
მე კი როგორც კი უნიტაზი დავინახე პირდაპირ ზედ დავემხე და ჩემმი საქმე გაავაკეთე,რაც უკვე მთელი დღეა მაწუხებს!
უკნიდან ხელები ვიგრძენი ,რომლებიც ხან ზურგზე მეფერებოდნენ ნაზად და ხან თმაზე ,თავიდან ვერ ვიაზრებდი რომ ეს დანიელი იყო ვინც მეჯდა და ხედავდა რა მდგომარეობაში ვიყავი ამ წამს,საზიზღარი!
-კარგად იქნები...მიდი.
მშვიდად მითხრა და თმა უკეთ დამიჭირა,მეც მისი ეს ყურადღება რატომღაც მესიამოვნა,რაც ძაალიან უცნაურია..ის ხომ დანიელია.

სულ არაფერი მიჭამია და მაინც ყველაფერი ამოვიღე...რა გჭირს ჩემმო შვილო?
გავიფიქრე და დანიელის მოწოდებული წყლით სავსე ჭიქა ავიღე...ჯერ კიდევ უნიტაზთან ვიყავი ჩაჩოქილი და ფერწასული ვიყავი ამდენი ღებინებისგან,ნუ კარგი ვაღიარებ!
ეს თუ კიდევ განმეორდება დანიელი იზრუნებს იმაზე რომ არ ვიტირო და მოუწევს ყველაფრის ფასად დამაწყნაროს,რადგან ამ საზიზღრობას მეტად ვეღარ გადავიტან!
-უკეთ ხარ? ისევ მისი ხმა გავიგე და ამასთან ერთად ისიც ვიგრძენი თმაზე როგორ გადამისვლა ხელი ნაზად,ამაზე კი შეკრული შუბლით ავხედე.
-მეტყობა რამე რომ უკეთ ვარ?
ნუ ის რა შუაში იყო მასზე არ უნდა მეყარა ჯავრი,მაგრამ რატომაც არა!?? სწორედ რომ ის იყო დამნაშავე !!!
-კარგი ...მაპატიე თუ გაწყენინე.
პატარა სიცილით ჩაილაპარაკა,ალბათ ეს სასაცილო იყო მისთვის!
-კი მაწყენინე!
ცეცხლით ანთებული
თვალები მივაპყრე,რაზეც უბრალოდ ჩაიცინა და თავი გაქნია ...ნუ ეს არ მესიამოვნა ,მაგრამ აღარაფერი ვუთხარი,არ მინდა მასთან მეტად ჩხუბი მითუმეტეს დღეს!
პირიქით მინდა რომ დაველაპარაკო და რაღავ-რაღაცები გაავარკვიო...მასზე და მის წინა მემკვიდრის დედაზე.

საწოლზე ძალა გამოცლილი ჩამოვჯექი და საჭმელს უმადოდ შევხედე,მისი ბრალი იყო რომ ცუდად გავხდი,ამ საჭმელის!
-დანიელის მომზადებული რა იქნები.
საჭმელს ვუთხარი და ჩანგლით დაჭყანულმა წავეთამაშე,მაგრამ პატარა ჩახველებაზე მზერა ავარიდე და უკვე კარში მდგარ დანიელზე გაადავიტანე .
-ვხედავ საჭმელს ელაპარაკები.
სერიოზული სახით დაიწყო და ცინიკური ღიმილით დაასრულა.
-ხო მერე? ის ძალით არ მაოურსულებს!
ეს რომ ვუთხარი ჩაიხვნეშა და ჯიბეებში ჩაიწყო ხელები ,შემდეგ კი ასე წამოვიდა ჩემმი მიმართულებით.
-ნუ არ მინდოდა იმ ღამეზე მესაუბრა,რადგან შეიძლება თავი უხერხულად იგრძნო,მაგრამ მე ძალა არ დამიტანებია.
წარბის აწევით მითხრა,რაზეც თვალები გამიფართოვდა.
-რა თქმა უნდა ძალა დამატანე! სხვაგვარად რას დაარქმევ ამას?
მე მეძინა.
-არა..არ გეძინა.
ამაზე თვალები გამიფართოვდა,რას მიმტკიცებდა ამ წამს?!
-ხუმრობ?! რეებს მიმტკიცებ,ერთი წამიც არ მახსოვს შენთან გატარებული ღამიდ-რომ გაავაცნობიერე რას ვიძახდი გავწითლდი და თავი ჩავხარე,მაგრამ მიხვდა ალბათ რის თქმას ვაპირებდი.
-ნუ საწყენია თუ არ გახსოვს,მაგრამ ნუ ღელავ,ნელ-ნელა გააგახსენდება.
მშვიდად მითხრა ,თავდაჯერებული ღიმილით და ჩემს წინ დაჯდა ,საჭმელს დახედა ჩანგლით პატარა ლუკმა აიღო და ჩემმი პირისაკენ წამოიღო.
-ახლა შეჭამე .
მე ამაზე თავი უკან დავწიე,რაზეც თავისი საშიში სახიფათო გამომეტყველებით გამისწორა თვალი.
-ვთქვი ..შეჭამე.
-რატომ მაძალებ? იქნებ არ მინდა ჭამა?
ვკითხე გაბრაზებულმა და ხელები გაადავაჯვარედინე,რაზეც გააღიზიანებულმა ამოისუნთქა ჰაერი. -იმიტომ რომ დღეს არ გიჭამია,არ ვაპირებ მშიერი დაგტოვო მთელი დღე.
-ხო? ასე ზრუნავ?! მე კი ვიფიქრე რომ წინა გოგოს აშიმშილებდი.
ამაზე მისი გამომეტყველება შეეცვალა,არასასიამოვნო სახე მიღოო,რაზეც მივხვდი რომ მგონი სჯობდა ეს არ მეთქვა.
-აღარ გაბედო მეორედ ასეთი რაღაცის თქმა.
ვითომ მშვიდად მითხრა,მაგრამ მისი გამოხედვა სხვას ამბობდა...მასში სიმშვიდე სულ არ იყო,პირიქით სიმშვიდის გარდა ყველაფერი!
პირველ რიგში კი მრისხანება!
-რატომ? მინდა მასზე ვიცოდე ,რა მოუვიდა?
მაინც ძალა მოვიკრიბე და თამამად ვკითხე,რაზეც მეტად დაეჭიმა ყბა და მისი თვალებიც მეტად გააღიავდა,ეს მაშინ ხდება ,როდესაც თვალები გააწითლებას იწყებს და ის...ის..მგლად იქცევა!
იქნებ გავჩერდე?
ჩემს თავს ეს ვკითხე,მაგრამ რომ გამახსენდა რა სიტუაციაში ვიყავი ,ყველაფრის ფასად გადავწყვიტე პაასუხი გამერკვია!
-არ ვაპირებ ამაზე ლაპარაკს.
ღრინვით თქვა და ადგომა დააპირა ხელზე რომ ვწვდი ორივე ხელით და გაავაჩერე.
-არ შევჭამ...თუ ამას არ მომიყვები.
-ძაალით გაჭმევ.
-დანიელ...უბრალოდ ვცდილობ ადამიანურად გესაუბრო ამ დროისთვის ჩემთვის მნიშვნელოვან თემაზე და თუ ამაზეც არაფერს არ მეტყვი და თუ კიდევ ერთი საიდუმლო გაჩნდება შენს სახელზე,არც ისეთი კარგად წავა ჩვენი ურთიერთობა,ამის პირობას გაძლევ...ბავშვიც კი ვერ შეცვლის შენს მიმართ გაჩენილ უნდობლობას.
გულახდილად ვუთხარი და ხელი ვუშვი ,ველოდებოდი რომ დაჯდებოდა,მაგრამ მაინც არ მეგონა რომ მართლა იზავდა ამას!
ის ჩემს წინ დაჯდა გვერდულად და თავისი უკვე წითელი თვალები მომაპყრო ,როგორც ჩანს გაავაბრაზე..იმედია მგლად არ გაადაიქცევა,მეშინია ამ წამს, მაგრამ ვეცდები არ შემეტყოს!
-ნუ გეშინია..მკითხე რაც გინდა.
მშვიდად მითხრა...მე კი იმედგაცრუებულმა ჩავხარე თავი ,რადგან მიხვდა რომ მისი მეშინია....ნუ რაც იყო იყო!
ეს შანსი არ უნდა დავკარგო.
-რა მოუვიდა გოგოს ,რომელიც ადრე ჩემს ადგილას იყო?
სადდა ის და რა ბედი ეწია...მიზეზიც მაინტერესებს რატომ...რატომ ამირჩიე მე?
ბოლო სიტყვაზე მორცხვად ჩავხარე თავი,რადგან მიჭირდა ამ თემაზე საუბარი..მე ხომ ასე ნათლად მახსოვს როგორ გავგიჟდი ყველაფერი რომ გავიგე,ახლა კი ამაზე ისე მშვიდად ვეკითხები.
-პირველ რიგში გეტყვი რომ ეს მე არ ამირჩევიხარ,მთვარემ აგირჩია.
ამაზე დაბნეულმა ავწიე ისევ თავი.
-რას ქვია მთვარემ ამირჩია?
ვიკითხე გაკვირვებულმა.
-ყველაფერს ზუსტად ვერ გეტყვი ეს როგორ ხდება ,მაგრამ თუ ასე დააგაინტერესებს ჩვენი კლანის წიგნს მოგცემ სადაც ყველაფერია აღწერილი რა როგორ ხდება და რატომ.
-არა არ მინდა,უბრალოდ მოკლედ მითხარი რატომ ამირჩია მთვარემ .
-მთვარე ჩვენი სიცოცხლის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია,ის თითქოს გვკვებავს მგლებს ,ის ჩვენი დედდა...ყოველ 5 წელიწადში ერთხელ შეეგიძლია სავსე მთვარის დროს ნაყოფი ჩასახო,მხოლოდ ამ დღეს და მხოლოდ იმ არჩეულ გოგონაში ,რომელსაც მთვარე აირჩევს.
ამაზე ცოტა გაწითლებულმა ვიკითხე.
-ანუ..ანუ...სხვა დროს ნაყოფი არ ჩაისახება?
-არა.
აჰა ახლა გაასაგებია....ეს ისედაც არარეალურად ჟღერდა!
თან მგელი თან ადამიანი,როგორ უნდა ჩაესახა ბავშვი?
მაგრამ ესეც ახსნა!
-და მთვარემ მე რატომ ამირჩია?
ამის რაიმე კონკრეტული მიზეზი არსებობს?
-ვერ გეტყვი ზუსტად კონკრეტულ მიზეზს,მაგრამ როგორც ჩვენს წიგნში წერია,ძველად მთვარის ტოომები არსებობდა,სადაც განააკუთეებული ადამიანები იბადებოდნენ.
ისინი მთვარის შვილები იყვნენ ,რადგან მთვარეს სცემსნენ თაყვანს...ალბათ შენც ერთ-ერთი მათგანის შთამომავალი ხარ.
ამაზე შუბლი შევკარი..რაზე ლაპარაკობს?!
-აჰა..ანუ ვიღაც ტომის წევრის შთამომავალი ვარ და ამიტომ ამირჩია?
ვიკითხე გააფართოვებული თვალებით,რაზეც თავი დამიქნია.
-სადაც იმ ვიღაცას ვნახავ სულ თმით ვითრევ.
ჩავილაპარაკე ბრაზით.
-ვისზე ლაპარაკობ?
-აჰ..არ მომაქციო ყურადღება.
ვთქვი უხერხული სიცილით,მაგრამ ვაი რომ სულ არ მეცინებოდა!
-ახლა კი მთავარზე გადავალ.
თქვა და ცოტახანს პირი დახურა და როგორც მუნჯი გაჩუმდა.
-კაჰალია.
-კაჰალია?
-დიდიხნის უკან ის ჩემმი ქალი იყო,მიყვარდა...თან როგორ.
დავიბენი თუ რატო ლაპარაკობდა ასე?
ის გოგონა დამწყვდეული არ ყავს!?
-რა მოხდა?
ძალა მოვიკრიბე და ვიკითხე.
-დარწმუნებული ხარ რომ ყველაფრის მოსმენა გინდა?
-სრულებით.
-კაჰალია და მე ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით ,ის იყო ჩვენი მსახურის შვილი ,რომელიც მთელი დღე სასახლეში იყო...მე კი ვერ გავიგე ისე გამიჩნდა მის მიმართ გრძნობები.

-ანუ..შეგიყვარდა.
-ხო თან როგორ.
-მას?
-მასაც შევუყვარდი...ზედმეტადაც კი.
-ზედმეტად?
-არ მიყვარს ამაზე საუბარი...
-გთხოვ.
ხელი მხარზე დავადე,ისე რომ ჩახრილი თავი ამოწია.
-გავხდი 19 წლის და მამამ მითხრა რომ დრო იყო მემკვიდრე გაჩენილიყო ჩვენი კლანისთვის,რათა საკმარისი დრო ქონოდათ მის აღსაზრდელად და მოსამზადებლად ისე როგორც საჭირო იყო .
-მერე რა ქენი?
-ეს ამბავი მას არ ესიამოვნა,მაგრამ დიდ იმედს ვიტოვებდით რომ მთვარე მას აირჩევდა.
-ნუთუ...ნუთუ-
-მთვარემ სხვა აირჩია.
პირზე ხელები ავიფარე!

-მთვარემ სხვა გოგო აირჩია..ლუის დეიდაშვილი ლიკო ,რომელსაც ლუი დასავით ზრდიდა....არამარტო ლუი,არამედ მთელი ჩვენი კლანი ,მათ შორის კი მეც .

-ახლა გასაგებია რატომ.
ჩავილაპარაკე ჩურჩულით და ყველაფერი ამომიტივდივდა რაც მოხდა.
-ეს რომ გავიგეთ არავის არ მოგვეწონა გაგებული,მაგრამ სხვა გზა არ იყო...მთვარის გაადაწყვეტილებას ვერ შეევეწინაღმდეგებოდით,ასე რომ ...
-ლუიმ მოგცათ ამის ნება?
შევაწყვეტინე,რაზეც უკვე მე გამისწორა თვალი.
-რა თქმა უნდა..სხვა გზა არ ჰქონდა,არც მე არ მქონდა სხვა გზა.
აღარ დავაცადე და პირდაპირ ანერვიულებულმა ვკითხე.
-გოგონას რა მოუვიდა დანიელ?
-მოკვდა.
ეს რომ გავიგე უეცრად თვალზე ცრემლები მომაწვა.
-ფეხმძიმედ იყო.
დაასრულა წინადადება და ისევ თავი ჩახარა.
-რა-ტომ? ხმის კანკალით ვიკითხე.
-მან მოკლა.
-ვინ?
-კაჰალიამ.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ვაი დედა ეს რა ჩახლართულობაა დანიელმა მგონი ჭკუა ისწავლა ხომ ? ეს კაჰალია თუ ვიღაცა ეხლაც თუ ცოცხალია ესეიგი კატერინა საფრთხე ემუქრება ? ჰმმ ... საინტერესოდ ვითარდება მოვლენები

 


№2  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
ვაი დედა ეს რა ჩახლართულობაა დანიელმა მგონი ჭკუა ისწავლა ხომ ? ეს კაჰალია თუ ვიღაცა ეხლაც თუ ცოცხალია ესეიგი კატერინა საფრთხე ემუქრება ? ჰმმ ... საინტერესოდ ვითარდება მოვლენები

კი ნელ-ნელა დაჭკვიანდება ❤️
კი ცოცხალია ჩემო კარგო..გადავლე დასაწყის თვალი და გაიხსენებ(თუ სურვილი გაქვს)
❤️❤️ >_<

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

ვაუუუ ჯერ რა ინფორმაცია იყო ბოლოს გაააამოვშტერდი :O

ახლა მთავარზე გადავააააალ..
ეს იყო თავი საოცრებააააააააა.
საერთოდ არ ველოდი რომ ამ დონემდე საყვარლობა იქნებოდა...
ემოციებს ვერ ვიკავებ საოცრება იყო ოღონდ მართლაააააააა ..
ისეთი საყვარლები იყვნენ ეს ორი ისე ვისიამოვნე.. ეს კინკლაობები მაგიჟებს..
დანიელი რო ლატერკნას წუწუნს სიცილით პასუხობს...
დანიელი სიცილები და კატერინას გაბუტვებიიი...
სასწაული თავი იყოოოო ძაალიან მაგარი სახალისო საყვარლობა და ყველაზე თბილი თავი იყო მთელი ისტორიის განმავლობაში ^-^

იმედია ხშირად ექნებათ ასეთი მომენტები კატერინას და დანიელს.. ^-^

რაც შეეხება კაჰალიას, მგონი ეგ გოგო ფსიქოპატია და იმ დამპალ ელის(თუ რაც ქვია) მაგის გათავისუფლება უნდოდააა? ღმერთო იმედია კატერინა ასე დებილი არ იქნება და იმ ქაჯს არ გაათავისუფლებინებს ..

აუ მართლა 'ზე' საყვარლები იყვნენ, არადა სანამ წავიკითხავდი მეგონა რომ დანიელი საშინელებას ჩაიდენდა და მიხარია რომ ასე ლამაზად 'გამიცრუვდა' იმედი :დ :დ :დ
იმედია ჩვენი კატერინა ჭკვიანი გოგო იქნება და დანიელს არაფერს დაუმალავს.

წავედი კიდე უნდა მივუბრუნდე და ეს ძალიან მაგარი თავი კიდევ ბევრჯერ უნდა წავიკითხო...

ველი ახალ თავს მოუთმენლად ^-^

 


№4  offline წევრი Butterfly122334455

სტუმარი ანი
ვაუუუ ჯერ რა ინფორმაცია იყო ბოლოს გაააამოვშტერდი :O

ახლა მთავარზე გადავააააალ..
ეს იყო თავი საოცრებააააააააა.
საერთოდ არ ველოდი რომ ამ დონემდე საყვარლობა იქნებოდა...
ემოციებს ვერ ვიკავებ საოცრება იყო ოღონდ მართლაააააააა ..
ისეთი საყვარლები იყვნენ ეს ორი ისე ვისიამოვნე.. ეს კინკლაობები მაგიჟებს..
დანიელი რო ლატერკნას წუწუნს სიცილით პასუხობს...
დანიელი სიცილები და კატერინას გაბუტვებიიი...
სასწაული თავი იყოოოო ძაალიან მაგარი სახალისო საყვარლობა და ყველაზე თბილი თავი იყო მთელი ისტორიის განმავლობაში ^-^

იმედია ხშირად ექნებათ ასეთი მომენტები კატერინას და დანიელს.. ^-^

რაც შეეხება კაჰალიას, მგონი ეგ გოგო ფსიქოპატია და იმ დამპალ ელის(თუ რაც ქვია) მაგის გათავისუფლება უნდოდააა? ღმერთო იმედია კატერინა ასე დებილი არ იქნება და იმ ქაჯს არ გაათავისუფლებინებს ..

აუ მართლა 'ზე' საყვარლები იყვნენ, არადა სანამ წავიკითხავდი მეგონა რომ დანიელი საშინელებას ჩაიდენდა და მიხარია რომ ასე ლამაზად 'გამიცრუვდა' იმედი :დ :დ :დ
იმედია ჩვენი კატერინა ჭკვიანი გოგო იქნება და დანიელს არაფერს დაუმალავს.

წავედი კიდე უნდა მივუბრუნდე და ეს ძალიან მაგარი თავი კიდევ ბევრჯერ უნდა წავიკითხო...

ველი ახალ თავს მოუთმენლად ^-^

მეღიმება და ძაალიან ბედნიერი ვარ რომ ასე მოგეწწონა და ჩაგითრია ❤️❤️❤️❤️ იქნება კიდე ასეთი მომენტები და გპირდები აუცილებლად ისიამოვნებ კიდე მათი სიყვარულით..უღრმესი მადლობა რომ ასე ადევნებ თვალს და მოგწონს,მეტი სტიმული მეცება❤️❤️❤️

 


ეს იყო გასაოცარი გაოცება, ეს არანორმალური თავი, ღმერთო ჩემო, შენ ი ეს ისტორია სასწაულია, ვერ მოვითმენ მე ხვალამდე, რა გავაკეთო ახალი თავი მინდააააა, აუუუუუ წარმატრბებიიიიი♡♡♡

 


№6  offline წევრი Butterfly122334455

სიყვარული გულს გვტკენს
ეს იყო გასაოცარი გაოცება, ეს არანორმალური თავი, ღმერთო ჩემო, შენ ი ეს ისტორია სასწაულია, ვერ მოვითმენ მე ხვალამდე, რა გავაკეთო ახალი თავი მინდააააა, აუუუუუ წარმატრბებიიიიი♡♡♡

დიდი მადლობაა ჩემო კარგო❤️❤️❤️❤️
უკვე ადმინისტრაცია ამოწმებს და იმედია ხვალ დროულად დაიდება :( ❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი მარი

"-აჰა..ანუ ვიღაც ტომის წევრის შთამომავალი ვარ და ამიტომ ამირჩია?
ვიკითხე გააფართოვებული თვალებით,რაზეც თავი დამიქნია.
-სადაც იმ ვიღაცას ვნახავ სულ თმით ვითრევ.
ჩავილაპარაკე ბრაზით."
:დ :დ აუუ რამდენი ვიხალისეეე :დ

 


№8  offline წევრი Butterfly122334455

სტუმარი მარი
"-აჰა..ანუ ვიღაც ტომის წევრის შთამომავალი ვარ და ამიტომ ამირჩია?
ვიკითხე გააფართოვებული თვალებით,რაზეც თავი დამიქნია.
-სადაც იმ ვიღაცას ვნახავ სულ თმით ვითრევ.
ჩავილაპარაკე ბრაზით."
:დ :დ აუუ რამდენი ვიხალისეეე :დ

კარგია თუ გაგეცინაა :დ
კიდევ შეგხვდება ასეთი მომენტები შემდეგ თავებში :დ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent