შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნების მსხვერპლი #დასასრული

15-08-2020, 20:41
ავტორი ანე ლაშხი
ნანახია 4 484

ყავის არომატული სურნელი გონებას უფხიზლებდა. საყვარელ ქალს თბილი მზერით უყურებდა. თვალს ვერ აშორებდა. თითქოს ექსტაზში იყო, დილიდანვე მისთვის სასურველ სხეულს რომ ხედავდა და თავს ორმაგად მოტივირებულად გრძნობდა სამუშაო დღის წარმატებით გასაგრძელებლად.
- კომპლიმენტებში მაგარი დებილი ვარ, მაგრამ იმენა ქალი ხარ, რა. - შუბლზე აკოცა ქეთის ლევანმა და სურნელი ხარბად შეისუნთქა.
ქალს გაეღიმა. თითებს ნერვიულად იმტვრევდა. უცხო გრძნობებს შეეპყრო იგი. ამდენი წელი რომ ელოდა და თავის ნაწერებში ხშირად აღეწერა, იმ გრძნობის "სიმპტომები" ჰქონდა. თან რცხვენოდა. არ იცოდა, როგორ აეხსნა და გადმოეცა ის ყველაფერი, რასაც ბრეგაძის მიმართ გრძნობდა. მოკლე ხანში ბრგე კაცმა მოახერხა ის, რაც წლების განმავლობაში ვერავინ. უკვე გულისცემაც კი უორმაგდებოდა, როცა მის სიახლოვეს იჯდა. მით უმეტეს, რომ ლევანი ყოველთვის თბილად ექცეოდა და ეს კიდევ უფრო უღვივებდა გრძნობებს. იცოდა, რომ მხოლოდ ამ კაცის თანადგომით შეძლებდა ფეხზე მყარად დგომას. რაც არ უნდა დასჭირვებოდა, ყოველთვის იგრძნობდა მხარდაჭერას. რამდენი ტკივილიც არ უნდა მიეყენებინათ მისთვის სხვებს, უმნიშვნელო იქნებოდა.
ყველაფერი მარტივია, როცა შენი ადამიანი გყავს. არაფერი გადარდებს, რადგან მისი ხელი გიჭირავს და იმას - შენი. ცხოვრება უფრო მეტად იდეალური გეჩვენება. სისულელეა სიყვარულის გარეშე გათენებული ყოველი დილა. როცა არ იცი, ვინ დაგეხმარება და მხრებზე დადებულ ტვირთს ვინ გატარებინებს, ყველაფერი რთულად გეჩვენება.
პირველივე დღიდან ლევანის სიყვარულს ცხადად გრძნობდა. აქამდე თავს არ უტყდებოდა. მეტიც, აშინებდა სიახლოვე, რომ ისევ რაიმე ცუდი არ მომხდარიყო, მაგრამ ვერ გაუმკლავდა ბრძოლას და საბოლოოდ აივსო ემოციებით. ახლა ეს უნდა აეხსნა მისთვის და ამიტომ ნერვიულობდა. აფორიაქებულიყო.
- რაღაც უცნაური მეჩვენები. - აღნიშნა ბრეგაძემ, როცა შეამჩნია, ფიქრებს წაეღო ქალი.
- მინდა, რომ დაგელაპარაკო.
- ჰო ტო, აქ არ ვარ მერე? გისმენ, ნუ დამძაბე.
- ლევან, ახლა ისე ვარ, ჩემი თავი მეუცხოება. ვუყურებ გვერდიდან და არ ვიცი, როდის ვგრძნობდი ბოლოს თავს ასე და ეს შენი დამსახურებაა...
- მორჩი ლაპარაკს და მაკოცე. - სიტყვა შეაწყვეტინა ლევანმა.
- დამაცადე, თავხედო. ისედაც ძლივს ვლაპარაკობ ამხელა ქალი. - გაგულისდა ნაკანი.
- რად უნდა ამდენი ლაპარაკი ბლინ? ვიცი, რომ შეგიყვარდი და ახლა სიყვარულს ნუ ამიხსნი. მე ისეთი ტიპი ვარ, ტეხავდა ეგრე რომ არ მომხდარიყო. კაროჩე, ყველაფერი ვიცით და გაიასნებულია, რა. - პასუხის გაცემა არ დააცადა, მაშინვე ტუჩებზე ეცა. აჰყვა ქეთიც და ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს. ყელისკენ ჩაუყვა და სველ კოცნებს უტოვებდა. კანის სურნელს ხარბად ისუნთქავდა. თითქოს, ბოლოჯერ გრძნობდა ამ თავბრუდამხვევ არომატს. მერე წელზე ხელები შემოაჭდო და კალთაში გადმოისვა ქალი. მაისური ტანიდან მოაშორა და ბიუსჰალტერიც შეუხსნა. მკერდზე მომთხოვნად წაეტანა. კერტები კბილებში მოიქცია და თან ენის წვერით აწვალებდა. ხელებს ვერ იმორჩილებდა. მთელ სხეულზე ეფერებოდა და დახორკლილი კანის შეგრძნება აგიჟებდა. უფრო მეტად კი - ქეთის ხმამაღალი სუნთქვა.
- ლევან… გაჩერდი, საშიშია… - ხმაარეულმა თქვა ქალმა. დაუოკებელ სურვილებს შეეპყროთ ორივე.
- ჰოდა, დედაც მოვტ/ყან. - ნაკანის ყელში ამოიხვნეშა ბრეგაძემ და ხელებით ზურგზე მოფერებას კვლავ განაგრძობდა.
- გეყოფა, ისევ ჩვენთვის, ჰო? - ნაზად აკოცა ქეთიმ და მხრებზე ხელები შემოჰხვია, ჩაეხუტა.
- მიყვარხარ, ქეთ. თავდავიწყებით მიყვარხარ.
გაეღიმა ქალს და გულში სითბო ჩაეღვარა. ახლა იცოდა, ვისთვისაც და რისთვისაც ცხოვრობდა.
- მაინც საზიზღარი და აუტანელი კაცი ხარ და საერთოდ არ ვიცი, როდის შემიყვარდი.
- პირველივე შეხვედრისას. მოგეწონა, როცა შენი გაბრაზება ვცადე. უფრო უკულტურო და ხეპრე გამოვჩნდი, ვიდრე არისტოკრატი.
- რა ლაპარაკია ახლა ეს? - წარბი ასწია ქალმა. ჯერ კიდევ შიშველი იყო.
- ჩაიცვი, თორემ ვეღარ გამაჩერებ.
- როგორც გამხადე, ისე ჩამაცვი.
- არასდროს ჩაგაცმევს ის, ვინც გაგხადა, პატარავ.
- ბრძენი ლევანიკო. - ენა გამოუყო ქეთიმ კაცს.
- მოგხვდება ახლა.
- ვახო მაცმევდა. - ირონიულად თქვა ნაკანმა.
- რატომ გინდა თავისივე ტრაკ/ში შემათხრევინო მისი სახე? - უცებ აენთო ბრეგაძე და აღრიალდა.
- ძალიან კარგი, ვისიამოვნე!
- მაგ კმაყოფილი სახისთვის... ოხ, ქეთი!
- კარგ წყვილი ვართ, ვერაფერს იტყვი.
- არისტოკრატი ქალის უკან სითავხედე იმალება, არა? - გაეცინა ლევანს.
- მემგონი, დროა, თავ-ბედი დაიწყევლო. - სიცილში აჰყვა ქალიც, რომელსაც უკვე ჩაეცვა ბიუსჰალტერიც და მაისურიც.
- ყავა გამიკეთე და სამსახურში გავვარდები, საქმეები მაქვს.
- მეც გასასვლელი ვარ კონკურსის ამბავზე და საღამოს თავისუფალი ვარ.
- გინდა ვერანდაზე გავიდეთ? რომანტიკაში მაგარი დებილი ვარ, ზოგადად, მაგრამ წავა, რა. რას იტყვი?
- უტვინო ხარ ამხელა კაცი! ცოტა ნორმალურად მაინც მითხარი, შენ არ გეშველება არაფერი. წავიდეთ, წავიდეთ.
- ქეთო, კარგი ახლა. რვისთვის მზად იყავი, ორი საათი რაღაცებს იტიტყნი სახეზე მაინც.
- წავედი მე, ყავა გავაკეთო, ნერვებს მიშლი შენი უტაქტობით.
- უგემრიელესი ხელი გაქვს და უფრო გემრიელი იქნება, თუ მალე დამალევინებ მაგ ყავას და გამიშვებ.
მერე ცხელი ყავა უცებ დალია ლევანმა, სამსახურში აგვიანდებოდა. კარებში დააწია კოცნაც ქეთიმ და კიბეებზე მიმავალმა ისევ შეახსენა, რომ რვისთვის უკვე მზად ყოფილიყო.
სახლში შემოვიდა თუ არა, ოთომაც შეტყობინება გამოუგზავნა ტელეფონზე და ოთახში გავიდა მოსამზადებლად. პირველზე უნდა შეხვედროდა ბიჭს.

***
ოთო გულჩაწყვეტილი ელოდა ქეთის, რომელიც რამდენიმე წუთში უკვე ადგილზე იყო. წინა ღამე ბიჭმა ფეხზე გაათენა. დაუსრულებლად დარბოდა წინ და უკან ქუჩებში და არაფერი აკავებდა. ვერ იღებდა და ამბობდა იმ ყველაფერს, რისი თქმაც სურდა რეალურად. დაეტვირთა სხეული ამდენი ემოციისგან, შიგ მოიგროვა და რომ ვერსად ამოთქვა, ასე მოინელა. რაღაც ავადმყოფური გაფანატება სჭირდა ამ ქალზე. მოსვენებას კარგავდა, როცა ხედავდა. მით უმეტეს, ახლა ზუსტად რომ იცოდა ვერ შეეხებოდა და დაისაკუთრებდა, უფრო გიჟს ჰგავდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. რადგან პირობა მისცა რომ მის რეიტინგზე და პოპულარობაზე იზრუნებდა, ასეც უნდა გაეკეთებინა. პასუხისმგებლობას ვერ გაექცეოდა.
მეტისმეტად სევდიანი იყო მთელი დღე. ქეთი ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდა. რაიმე რომ ეთქვა, ბერიძე სხვანაირად გაიგებდა ამას და ისე იფიქრებდა, თითქოს ქალი ნანობდა მისთვის ნათქვამ სიტყვებს და ისევ სურდა ურთიერთობის აღდგენა. ამიტომ შორს იჭერდა ნაკანი და თავის სიტყვას ასრულებდა - მხოლოდ საქმე. რაში ადარდებდა ეს ბიჭი, როცა გვერდით თავისი საყვარელი მამაკაცი ჰყავდა? არც არაფერში.
საბოლოოდ აარჩიეს ბინა თექვსმეტსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე. აივანი არ ჰქონდა. ისეთ მხარეს იყო, სადაც მზის შუქი ნაკლებად შემოდიოდა ფანჯრებიდან. ცოტაოდენი სიბნელე უფრო სიმყუდროვეს ქმნიდა და მიჩქმალულ ფიქრებს აღვიძებდა.
- მგონი, კარგი არჩევანია, არა? - კმაყოფილმა თქვა ქეთიმ, როცა კუთხე-კუნჭული შემოიარა.
- რადგან შენ მოგწონს, არის. - უღიმღამოდ დაეთანხმა ოთო.
- მე ვეტყვი როგორ მოაწყონ ყველაფერი, შენ დაურეკე, რომ მოიტანონ ავეჯი.
არ ჩერდებოდა ნაკანი. განკარგულებებს გასცემდა. თან ბოდიშს უხდიდა დამხმარეებს, რომ აქეთ-იქით ატარებინებდა ამ მძიმე ნივთებს. საბოლოოდ, როგორც იქნა, ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, როგორც თავად ქალს სურდა და ღიმილი სახიდან არ შორდებოდა. ოთოს უზიარებდა აღტაცებული თავის აზრებს და ბიჭიც კმაყოფილი უსმენდა. უხაროდა, რომ ამდენად ბედნიერს ხედავდა მას და სულ უფრო რწმუნდებოდა, რომ თავისი საქმე უყვარდა ნაკანს. იდგა ხელებგადაჭდობილი ფანჯრის რაფასთან, წელით მიყრდნობოდა და ქალზე ფიქრებს წაეღო. სრულყოფილი იყო ქეთი, ვერაფერს უპოვიდი უარყოფითს, სულ ენერგიით დატვირთულს და მოტივირებულს, თუ დავინახავდი. არ არსებობდა რაიმე, რასაც თავისი საქმისთვის არ გააკეთებდა. ჰოდა, როგორ არ გინდა არ შეგიყვარდეს ასეთი ქალი?
- ყველაფერი იდეალურია! - ტაში შემოჰკრა ქალმა.
- და იდუმალი, როგორც შენს ბუნებას შეეფერება. - დაამატა ოთომ. თითქოს თვითონ არ უნდოდა ლაპარაკი, რომ უფრო მეტად ქეთისთვის მოესმინა და მოჭრილ გზაზე საბოლოოდ მისაღები სიამოვნება გამოეზოგა.
- მოეწონებათ მონაწილეებსაც, ზუსტად ვიცი. მით უფრო - ჟიურის. უფრო მარტივია წერა, როცა გარემოც ხელს გიწყობს. აი, ეს იატაკის ჭრაჭუნიც კი უცხო შეგრძნებებს აღვიძებს. მოკლედ, ყველაფერი სასიამოვნოა აქ. - თვალები უბრწყინავდა ნაკანს. - ჰო, კიდევ, ახლა ჟიურის დავურეკავ, შევხვდეთ, ყველაფერი ავუხსნათ და გავიაროთ კიდევ ერთხელ.
- კი, რა პრობლემაა. და ქეთი, დამავიწყდა თქმა, გადაცემამ ისეთი რეიტინგი დადო, მაყურებლები დღითიდღე იზრდება.
- ანუ წარმატებით ჩაიარა, მიხარია ძალიან.
- სადაც შენ ხარ, იქ ყველაფერი კარგადაა.
მკრთალად გაუღიმა ქალმა და ტელეფონი მოიმარჯვა დასარეკად.

***
კაპიშონწამოფარებული უკან ისე დაჰყვებოდა, რომ ვინმეს ვერ შეემჩნია. საერთო ნაცნობისგან გაიგო, ვისთანაც მუშაობდა და, რასაც საქმიანობდა. უკვე მზე ამოდიოდა, როცა სახლიდან გამოვიდა. სათვალეებიც მოერგო. ჩაცმულობის ფონზე საერთოდ ვერ შეატყობდით, ვინ იყო და ვერც იცნობდნენ. მით უმეტეს, სპორტულებით გარეთ არასდროს გამოსულა. არაფერი გამორჩენია მხედველობიდან. თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებდა, მხოლოდ შესაფერის დროს ელოდა, თუმცა ნერვების მოთოკვაც უჭირდა. ვეღარ ითმენდა, ისე უნდოდა სწრაფად შეესრულებინა დასახული გეგმა. სიძულვილით ავსებოდა მთელი სხეული და არც ის ახსოვდა, "სხვის უბედურებაზე ბედნიერებას ვერ ააგებო" რომ უთქვამთ. მისი ერთი ქმედება ყველასთვის განაჩენი იქნებოდა.

***
შვიდი საათი იქნებოდა, როცა გათავისუფლდა სამსახურეობრივი მოვალეობისგან. ლელას ჩააბარა ანაბელი და თვითონ ნინოსთან გაეშურა. მთელი დღე ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული და ელაპარაკებოდა ქალს. ათას რამეს იხსენებდნენ ძველი დროიდან. ცხოვრებაში რომ არადროს უსაუბრია ამდენი ზურას, ახლა ენა არ გაუჩერებია. ონიანს სულის მოთქმას არ აცდიდა, არც მოწყენის საშუალებას აძლევდა და ტვინს უჭამდა. ვერაფრით მოიცილა ქალმა. რა არ უთხრა, როგორ არ გალანძღა, მაგრამ იმდენი ქნა ბიჭმა, საღამოს შვიდ საათამდე ტელეფონი ხელიდან არ გაუგდია, როცა აქამდე ფეხებზე ეკი/და და არ ადარდებდა. ნოსტალგიური დღე იყო. უცნაური.
ცაც მუქდებოდა თანდათან. არც ჭექა-ქუხილი დაჰკლებია.
სირბილით აიარა კიბეები ზურამ და კარი პირდაპირ შეაღო. ღია დაუტოვა ნინომ. იცოდა, რომ მოვიდოდა. ხელში ყვავილები ეჭირა ბიჭს, წითელი ვარდებით სავსე თაიგული.
- რა მიქნა შენმა სიყვარულმა, ნინო? - ჩაიხუტა ქალი, თავის მკლავებში მოიქცია მისი სუსტი სხეული, მთელი სახე დაუკოცნა. - ხედავ, ვინ ვარ? ოდესმე მართლა გიფიქრია, რომ მე შენ ყვავილებს მოგიტანდი? პრო/ჭობად მეჩვენებოდა და მიტყდებოდა. რა პონტია, ამხელა კაცმა ხელში ვარდები დავიჭირო - მეთქი და ახლა? მაგარი რამეა ეს სიყვარული, რა.
- დღეს რაღაც განსხვავებულ ხასიათზე ხარ, თუ მეჩვენება?
- ბედნიერი ვარ ტო, რა უნდა იყოს, არ შეიძლება?
- ზოგჯერ პატარა ბიჭი მგონიხარ ისევ, იცი? ლამაზი ვარდებია, მართლა. - ყვავილები ლარნაკში მოათავსა და მერე ზურას კალთაში მოთავსდა.
- მიტყდება, ეგრე რომ ამბობ.
- არ შეჭამ?
- აუ, კი ტო, არ მიჭამია განგებ, შენთან გამოვიქეცი ეგრევე.
სამზარეულოში გავიდნენ. ზურა არც აცდიდა ნორმალურად ვახშმის გამზადებას ნინოს. ხან როგორ აწვალებდა, ხან როგორ. მივიდოდა, აკოცებდა, გამოეცლებოდა და ტოვებდა გულაჩქარებულ, ერთ ადგილს მიყინულ ქალს.
უყვიროდა ნინო და თვალებს უბრიალებდა, მაგრამ პატარა, ეშმაკი ბავშვივით იქცეოდა ნაკანი. თავს ისე გრძნობდა, როგორც არასდროს. თან ეშინოდა ამხელა ბედნიერების. იცოდა, დიდხანს არ გრძელდებოდა ხოლმე. მით უმეტეს, მის თავს ყოველთვის ხდებოდა რაღაც გაუთვალისწინებელი.
- ნინ, ზოგჯერ მართლა მეშინია, რომ გიყვარვარ. მე ხომ ბევრი ცუდი გამიკეთებია, თან ჩემ ირგვლივ სულ ცუდი ხდება და არ მინდა, შენ გეტკინოს. ვერ გავუძლებ ამას. ისედაც რომ გნახე როგორ დღეში იყავი, თვალებიდან არასდროს ამომივა ტო.
- რა გჭირს, ზური? რატომ ლაპარაკობ ასე?
- მართლა უცნაურად ვგრძნობ თავს, რა.
- სანერვიულო არაფერი გაქვს, ზური.
- როგორ არ მაქვს, რაც შენ შემიყვარდი, იმის მერე ორმაგად დამემატა. უნდა გაგიფრთხილდე ტო, ჩემი საჩუქარი ხარ შენ. - ზურგიდან მოეხვია ქალს და კეფაზე აკოცა. - რა ტკბილი ხარ ტო, არც კი იცი.
- მიყვარხარ! - შემობრუნდა ნინო და წვერზე ხელით მოეალერსა. ცხვირის წვერი ლოყაზე გაუხახუნა. ყურს ქვემოთ რამდენჯერმე აკოცა და თვალდახუჭულ ნაკანზე ღიმილი ვერ შეიკავა.
- მაბრუებ, ნინო. - ამოიხვნეშა და ქალის ყელში ცხვირი ჩარგო. მერე ლავიწზე აკოცა.
ფილტვები გაივსო სურნელით. - შენი სიახლოვე ისე მაგიჟებს, მე მარტო შენ გამო შემიძლია მოვკვდე.
- ამაზე ნუ ლაპარაკობ, კარგი?
- ხომ უნდა იცოდე ტო. ხომ უნდა გესმოდეს, რომ "უბრალოდ" არ მიყვარხარ.
- ისედაც ვიცი, ზური. შენი უსიტყვოდ მესმის. აბა, როგორია სიყვარული, როცა სიტყვები აუცილებელია და თვალებში ვერაფერს ხედავ?
- ეგრე ლაპარაკიც არ შემიძლია. - გაეცინა ნაკანს.
- საჭმელი დაგავიწყდა.
- ჰო ტო, შენ რომ გიყურებ, რა საჭმელი საერთოდ?
მაინც გაამზადა ნინომ ვახშამი, სიცილ-კისკისში გაატარეს დრო. ზურას ფიქრები წაიღებდა ხოლმე და, როგორც არასდროს, ოცნებები მოეძალებოდა.
- ნინო, ისე, ჩვენი პატარა ოჯახი წარმოგიდგენია? მემგონი, გავაფრენ. აი, ანაბელისნაირი და ჩვენ რომ გვგავდეს. სასწაულია, არა ტო?
- გიხდება ბავშვი. იმ დღეს, პარკში რომ დაგინახე ანაბელთან ერთად, რამდენიმე წუთს გაშეშებული ვუყურებდი შენს ბედნიერ გამომეტყველებას.
- ვახ, მაგაზე მაგარი არაფერი იქნება ჩემს ცხოვრებაში, რა. და შენ რა მითხარი იცი, შენს საქმეზე რა მოიფიქრე?
- არ ვიცი. ახალი ქეისი მჭირდება. სულერთია, ვინ, მაგრამ საქმეზე უნდა გამოვჩნდე.
- გინდა რამე დავიმართო? - გაიკრიჭა ბიჭი.
- ზურა! - დაიყვირა ნინომ.
- ვიხუმრე ტო.
- მორჩი მაგ სისულელეს, თორემ გაგატყავებ!
- ტანსაცმელი გინდა გამხადო, პატარავ?
- ზურა - მეთქი!
- კარგი ახლა, ნუ გაიბუტები ოცი წლის გოგოსავით, ამხელა ზრდასრული ქალი ხარ, ნინიკო.
- ახლა ენას ამოგაცლი მაგ კაიფისთვის, შე ღლაპო!
- გოგო, ნუ მეძახი ეგრე.
- ვირი!
- საერთოდ რამდენს ლაპარაკობ? - მაშინვე ტუჩებში ეცა ქალს და ბაგეები დაუკოცნა. ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. უცებ აენთო ნინოც და ერთმანეთის ვნებებში ჩაიძირნენ.
- ანაბელი მელოდება, უჩემოდ არ დაიძინებს. - ამოიხვნეშა ზურამ.
- მემგონი, ძალიან შეგეჩვია. - სასიამოვნო ღიმილი მოეფინა სახეზე ნინოს.
- რა მითხრა იცი ტო? ლამის ქალივით ავტირდი, მამასავით თბილი ხარო ტო. მაგარი ბავშვია.
- მიხარია, რომ მასთან ყოფნა მოგწონს და გიმარტივდება.
- ბავშვებს ვერ ვიტანდი, არ გახსოვს? ახლაც ეგრე ვარ, პროსტა ეს ვიღაც სასწაულია, რა.
- ჩამეხუტე და ისე გაგიშვებ, მანამდე ვერა. - მოიღუშა ნინო. არ უნდოდა ზურას გაშვება. რაღაც ძალა აკავებდა და ვერ გაეგო, რა იყო ეს. საათებიც ისე გაიპარა, დროც არ იცდიდა განგებ.
- ჭკვიანად იყავი, კარგი? - ჩაიხუტა და შუბლზე აკოცა ბიჭმა. - არაფერზე იდარდო შენ, ყველაფერს მოვაგვარებთ.
- ვიცი, ზური, შენი მჯერა.
სახლის კართან იდგა ნინო, კიბეებზე თვალს აყოლებდა ბიჭს და ფეხის ნაბიჯების ხმა სანამ ესმოდა, ფეხი არ მოუცვლია. მერე სახლში შემოვიდა და ფანჯარასთან გადმოინაცვლა.
გარეთ გამოვიდა ნაკანი. ზემოთ ამოიხედა და გაეღიმა ონიანის დანახვაზე, ხელი აუწია. სამსახურის მანქანით იყო მოსული. კარი უნდა გაეღო, არსაიდან ხმა რომ გაიგონა.
- ჩემი თავმოყვარეობის შელახვა არავის შერჩენია. ყველას საზღაურად, სი/რო. - კაპიშონი გადაეძრო და შორიახლოდან გრგვინავდა. მერე წამებში, ისე რომ ზურამ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო, თავს დაესხა ზოიძე. დანა ეჭირა და ნაკანმა ხელის აქნევა მოასწრო. ძირს დაუვარდა ვახოს. ის იყო საცემად უნდა მოეგდო ზურას, დანის აღება მოასწრო კაცმა და გულში ჩაარტყა. უცებ აუარებელი ტკივილი იგრძნო ბიჭმა და სხეულ ჩარჩენილ დანას აწყლიანებული თვალებით დახედა. აორთქლდა იქიდან ვახო.
ნინო გიჟივით მორბოდა, თან ყვიროდა, მაგრამ ვერ მიუსწრო. სულ წამები დააგვიანდა ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა.
- ზურა! - გამწარებული ღრიალებდა ქალი. ძირს დავარდნილ, დასისხლიანებულ ნაკანს ზედ დავარდნოდა და ცრემლებით უსველებდა სახეს.
თვალები ჩასწითლებოდა ბიჭს. ხროტინებდა, ვერ სუნთქავდა, მაგრამ თვალებით რაღაცას ანიშნებდა ნინოს, რომელსაც რა ხმა ამოსდიოდა პირიდან, თვითონაც არ მოესმინა აქამდე.
- გაუძელი, გთხოვ, გაუძელი… - ქვითინებდა ქალი. მუჭებს ძირს ურტყამდა.
ირგვლივ ხალხი შეკრებილიყო, ვიღაცას უკვე სასწრაფოში დაერეკა და მალევე ადგილზე გაჩნდნენ.
ვერ ააცილეს ნაკანის სხეულს ონიანი. მის გულზე თავი ჩამოედო და ტირილით ლოცულობდა, ღმერთს მის გადარჩენას სთხოვდა. სახე თვითონაც სისხლი დასვროდა.
- მიშველეთ, დამეხმარეთ! - ვერავინ გრძნობდა, რამხელა ტკივილს განიცდიდა იმ დროს ქალი. არავის ესმოდა, რა ხდებოდა მის გულში. გაგიჟებული თვალებით უყურებდა ზურას და სახეზე ეფერებოდა.
ექიმებმაც ვერ მოაშორეს იქიდან. სისხლი თქრიალით მოდიოდა და არაფერი აკავებდა. აზრი არ ჰქონდა რამის ცდასაც.
ბოლო წამებს ითვალიდა ნაკანი. მარჯვენა ხელის ოდნავ შერხევა მოახერხა, ისიც ნინოს კანს წამიერად შეეხო და სულ ეს იყო. თან წაიყოლა ყველაფერი.
მხეცს დაემსგავსა ონიანი. გამწარებული ყვიროდა და შველას ითხოვდა, მაგრამ ვეღარც პულსი და ვეღარც გულისცემა ვერ დაითვალა ექიმმა.
ქალის თვალებში უზღვავი ტკივილი ჩანდა. ზოიძეს მოკვლით ემუქრებოდა და იძახდა არ გაპატიებო. მიხვდა, რაღაცას რომ გრძნობდა ზურა მთელი დღე. ვერ პატიობდა საკუთარ თავს იმას, რომ მარტო გამოუშვა, მაგრამ აზრადაც არ გაუვლია მისი სიკვდილი.
მთელი სხეული სტკიოდა. აბსოლუტურად ყველა უჯრედი. წამებში გაცივებულ სხეულს ეფერებოდა ონიანი და ეხუტებოდა. ეგონა, რაღაც მაგიური ძალა ისევ დაუბრუნებდა ზურას თავს და ეს ყველაფერი ზღაპარი იყო.
ვერაფერი მოასწრეს. არც არაფერი დაწყებულა, ისე წამებში დასრულდა ყველაფერი.
ნინოს დაკარგული ჰქონდა ცხოვრების აზრი და რეალობის შეგრძნება. ბოდვა დაიწყო და მიწაზე მისვენებულ სხეულს ელაპარაკებოდა.

-
გარბოდა ზოიძე. არ იცოდა, სად წასულიყო და რა ექნა. არ ჰქონდა გეგმად ზურას მოკვლა. მხოლოდ დაჭრა და ტკივილის მიყენება უნდოდა. მზერააშლილს ეჭირა ტელეფონი ხელში და ქეთის ურეკავდა. მალევე გაუხსნა ქალმა. ლევანთან ერთად იყო ვერანდაზე.
- ქეთი, მგონი, ზურა მოვკალი.
ტელეფონს იქით გახევდა უფროსი ნაკანი. ფეხქვეშ ძალა გამოეცალა და შებარბაცდა.
- დაჭრა მინდოდა მხოლოდ და შემომაკვდა. ნინოსთან იყო. - მეტი არაფერი უთქვამს ზოიძეს, გათიშა ტელეფონი და ისევ გულამოვარდნილი გაიქცა.

-
მოაქროლებდა მანქანას ბრეგაძე. გზიდან ხან ნინოს, ხან ზურას ურეკავდა და გიჟს ჰგავდა უკვე ქალი. წუთები დასჭირდათ იქ მისასვლელად. მანქანიდან გადმოხტნენ. მორბოდა ორივე გიჟივით.
ზურაო ღრიალებდა ქეთი და ნინო მის სხეულზე დამხობილი რომ დაინახა, იქვე დაეცა. ხოხვით მივიდა გაყინულ სხეულამდე და მოფერება, კოცნა დაუწყო. მაპატიე, რომ ვერ მოგისწარიო არაამქვეყნიური ხმით ტიროდა. ლევანმა ვერ ააყენა ვერცერთი ქალი იქიდან. ქვითინებდნენ შეუფერებელი ხმით და სახეს იხოკავდნენ სიმწრისგან ორივე.
ბრეგაძემ ცრემლები შეაკავა, მაგრამ გულისტკივილს ვერაფერს უხერხებდა.
ყველაფერი ისე უცებ მოხდა, გააზრება ვერავინ მოასწრო.
მერე წვიმა დაიწყო და ზემოდანაც ტიროდნენ…

***
შავებში ჩაცმული ქალი ტაქსიში იჯდა. ცრემლები სახეს უსველებდა. ისევ პატიებას ითხოვდა და საშუალება რომ ჰქონოდა, თვითონ მოკვდებოდა ძმის სანაცვლოდ. მხოლოდ ერთი ხელჩანთა ჰქონდა თან. ყველა წამალი თბილისში დატოვა, ექიმსაც წინასწარ დაურეკა ნუ მომიკითხავო. არც ლევანისთვის დავიწყებია წერილის დატოვება.
თავისი სახლიდან შორს გააჩერებინა ტაქსისტს მანქანა. გზა სამად იყოფოდა და სამ პატარა სოფელს მოიცავდა ის ტერიტორია.
ბორიანისკენ გზატკეცილს ფეხშიშველი გაუყვა ნაკანი, ვერანაირ ტკივილს ვერ განიცდიდა.
იმ სახლის არსებობის შესახებ არავინ იცოდა, არც ერთმა სულიერმა.
წავიდა და უკან მოიტოვა ყველაფერი.
როგორც მის ძმას, არც მას დაუწყია, ისე დაასრულა.

***
"მაპატიე.
შენი მკვდარი ქეთო."
წაიკითხა თუ არა, თავში ხელები შემოირტყა და ცხარე ცრემლით აღრიალდა.

№1  offline მოდერი ანე ლაშხი

გამარჯობა!
დასრულდა ეს ამბავიც. ისეთი დრამა გამოვიდა, მე სრულიად დაცლილი ვზივარ ახლა. ზუსტად ისაა, რაც ჩავიფიქრე და რა მონახაზიც თავიდან მქონდა, სიტყვა-სიტყვით შევასრულე. არ ვიცი, როგორი იქნება თქვენთვის, მაგრამ მიხარია რომ გავიცანით და ჩემი ნაწილი გახდით, მთელი გულწრფელობით ვამბობ! ისიამოვნეთ, ყველაფრის მიუხედავად.
ძალიან მიყვარხართ მე თქვენ, უზომოდ და სულ ყველასი მადლობელი ვარ ბოლომდე წამოყოლისთვის! შემდეგ მაგიამდე და იმედია, მალე იქნება! მე მაინც მიღირს ეს ისტორია, როგორი შეფასებებიც არ უნდა მოვისმინო თქვენგან.
გკოცნით თქვენი ანე, სიყვარულის და სითბოს ადამიანებო! ♥️♥️♥️♥️♥️

№2  offline მოდერი Lilian Clark

ვიდრე დასასრულზე ვისაუბრებდე და შემაჯამებელ დასკვნებს გავაკეთებდე, პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ზურაც, ვახოც და ლევანიც თითქოს რაღაცით მსგავსი (ალბათ საუბრის მანერებით) და ამასთანავე ამ საიტის მამაკაცი პერსონაჟებისგან განსხვავებული ტიპის მამაკაცი პერსონაჟები გამოგივიდა და ამიტომ იყო პირადად ჩემთვის გამორჩეულად საინტერესო მათი კითხვა და უკეთესად გაცნობა. სიყვარული თავისებური, გამოუხატველი, მაგრამ ძლიერი იცოდნენ.
ქეთი დღემდე გამოუცნობი, გაუხსნელი და საინტერესო პერსონაჟი დარჩა ჩემთვის. ისეთი შეგრძნება დამიტოვა როგორც მკითხველს, რომ რაც ჩანდა ის მხოლოდ მისი პიროვნების მესამედი იყო. დამრჩა კითხვები, თუმცა ყველაზე უმთავრესი ის არის, რატომ გაიმეტა თავი სასიკვდილედ? რატომ ჰკრა ხელი ლევანს, როცა ჩათვალა, რომ ეს მამაკაცი ის იყო, ვინც მის გვერდით უნდა ყოფილიყო და ავსებდა? ამ ყველაფრის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქეთი თავს მარტო გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ჰყავდა წრე, სადაც თავს ყოველთვის მნიშვნელოვან პიროვნებად გრძნობდა და არც პატივისცემა, სიყვარული და დაფასება აკლდა ამ წრისგან. ვფიქრობ, ილუზია იყო მისი სიყვარული ლევანის მიმართ და მარტო ყოფნა იმიტომ არჩია, ისე რომ მკურნალობაზეც უარი ეთქვა. ისე, მწერლებისთვის დამახასიათებელი უცნაური დასასრული აირჩია.
ამ პერსონაჟზე კიდევ ბევრი მინდა, ვწერო. მთელი ნაწარმოების კითხვისას ვერასოდეს ვუგებდი ასეთი არისტოკრატი, დახვეწილი მანერების ქალი რატომ მიიწევდა ასეთი მამაკაცებისკენ? არაფერს ვერჩი არცერთს, მაგრამ ზოგადად ასეთი ქალები ჯენტლმენური ტიპების პარტნიორები არიან ხოლმე. ესეც ქეთის იდუმალ ბუნებაზე მიანიშნებს, რაც არ ვიცით და მხოლოდ ვარაუდები უნდა გამოვთქვათ. ჩემი ვერსია კი ის არის, რომ მან იმიტომ აირჩია ასეთი მამაკაცები, ის ჯენტლმენები უბრალოდ მოსაწყენებად ეჩვენებოდნენ. უცხო ხილი კი ყოველთვის კარგია და თანაც სანამ შენგან რადიკალურად განსხვავებულს გაეცნობი, შეისწავლი, ურთიერთობას ჩამოაყალიბებ და შემდეგ მოქმედებაში გადაიყვან, დიდი დროა საჭირო, თან არც მოიწყენ.

კარგია, რომ ასეთი განსხვავებული ისტორია შემოგვთავაზე. დასასრულიც დამაფიქრებელი იყო და დარწმუნებული ვარ, სხვებისთვისაც იგივე შეგრძნებებს და კითხვებს დატოვებს, როგორც ჩემთვის. ეს კი იმის ნიშანია, რომ ისტორია საინტერესო გამოდგა და წაკითხვა ღირდა.

№3  offline მოდერი ანე ლაშხი

Lilian Clark

ლილიან, რამხელა კომენტარი დაგიწერია შენ აქ? სულ ნელ-ნელა წავიკითხე, რომ ყველაფერი კარგად გამეანალიზებინა და გამეგო, რისი თქმა გინდოდა შენ. მიყვარს კარგი მკითხველები, ყოველთვის სიღრმეებს რომ ეძებენ და კითხვები უჩნდებათ. საერთოდ, მე მომწონს, როცა ადამიანის ქვეცნობიერს ბოლომდე არ ვაკმაყოფილებ და ტვინის საჭყ/ლეტს თვითონაც ვუტოვებ მოვლენების გასაგრძელებლად. რა საჭიროა ამომწურავი პასუხები, როცა შეგიძლია კაიფში იყო ძებნის პროცესში. :დდდ როგორ კოხტად დაგიხასიათებია ყველა და ყველაფერი. ხომ იცი, არ ვჩანვართ ადამიანები სრულად არასდროს, რამდენიც არ უნდა ვთქვათ რომ გვიცნობენ და ასეთი იყო ქეთიც. ფარდის იქით ყოველთვის რჩება გმირი, არა? ნუ, მე ასე ვთვლი. მე ვფიქრობ, ადამიანმა თავისნაირი არ უნდა ეძებოს. მაგალითად, ქეთის შემთხვევაში. ეს ორი დადებითი ძაან ცუდი აურა იქნებოდა, სულ სიყვარული და ბლა ბლა ბლა, მაშინ სად არის ქიმია? ამიტომ ირჩევდა ის ასეთ კაცებს და საბოლოოდ მსხვერპლიც აღმოჩნდა. დანაშაულის პატიება საკუთარი თავისთვის მარტივი არ არის, თან ძმის სიკვდილი და ჩავთვალოთ, ქეთის სიცოცხლე აღარ უღირდა მაგის მერე. ლევანი უყვარდა, ამაზე თავს დავდებ, მაგრამ ტკივილი იმხელაა ზოგჯერ, სულერთი ხდება ეგ შენი სიყვარულიც და ეგოისტონა იღვიძებს ადამიანში. ქეთის ბევრ რამეს გამოუძებნი, რომ გამოჩხრიკო კარგად და შიგნეული ჯერ კიდევ არავინ იცის. :დდდ ზუსტად ამიტომაა ის იდუმალი და საინტერესო ქალი!
დიდი მადლობა რომ არ დაიშურე შენი აზრის გამოთქმა და ასეთი საყვარელი შეფასებაც დამიტოვე! მიხარია, რომ ჩემი მკითხველი ხარ! ♥️♥️♥️

№4 სტუმარი 123

ერთი სიტყვით ვიტყვი:ვიტირე

№5  offline მოდერი ანე ლაშხი

123
ერთი სიტყვით ვიტყვი:ვიტირე

ვაიმეეეეე!!!!! ახლა გავსკდები მეც!!!! ♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️

№6 სტუმარი სტუმარი ნათია

ყველაზე ბანძი ისტორია და მწერალი ხართ ვინც კი წამიკითხია ამ საიტზე . ვწუხვარ რომ დრო დაგითმეთ :((

№7  offline მოდერი ანე ლაშხი

სტუმარი ნათია
ყველაზე ბანძი ისტორია და მწერალი ხართ ვინც კი წამიკითხია ამ საიტზე . ვწუხვარ რომ დრო დაგითმეთ :((

მე ვწუხვარ, რომ ასე აღშფოთდი. არ ღირდა ამდენად. :დდდ ♥️

№8  offline წევრი ვიპნი

ანე ლაშხისა და ლილიან კლარკის შეხვედრა კომენტარებში მაგარი იყო :)ცუდი დასასრულების დედოფლები :) რას ერჩოდი ჩემს ბებრუხანა ბრეგაძეს ჰა,რატო დამიჩაგრე:( არ ვიცი ,ზოგადად მებრძოლი ადამიანი ვარ ,ფარხმალს არ ვყრი არასდროს და ღმერთს ვთხოვ სულ ესე იყოს.ამიტომაც ვერ ვუგებ ასეთ ხალხს,შეიძლება ,არ ვიცი,ღმერთმა ნუ გამომაცდევინოს ეს ტკივილი,ცოტა ხნით მეც წავსულიყავი მარტო,მაგრამ ის რომ სიკვდილთან გარიგებაზე ხელი მომეწერა ამას არ ვიზამდი.ამიტომაც ვართ ადამიანები ყველანი განსხვავებულები და საინტერესოები. წარმატებები ანე.

№9  offline მოდერი ანე ლაშხი

ვიპნი

ვიპნი, მახსოვს შენი წინა კომენტარებიც და მიხარია, რომ ბოლომდე წამომყევი და წაიკითხე. იქნებ დრო არის საჭირო და ყველაფერი გამოსწორდეს? ან ლევანი ასე მარტივად დაამთავრებს და არაფერს გააკეთებს? ეს ფინალია, რომლის დასასრული მკითხველმა უნდა გააგრძელოს ან ცუდად, ან კარგად. ბანალური იქნებოდა ყველას ერთად ბედნიერად ცხოვრება და ჩემთვის გულისამრევი, ამიტომ მე ამ დასასრულს სიკვდილით ვაგრძელებ. როდესაც შენს ნამუსზეა შენი სისხლის სიკვდილი, დიდი თუ არა, ცოტა ხნით მართლა დაკარგავს ყველაფერი აზრს, მე ასე მგონია. მადლობა, რომ აქ იყავი და მადლობა წარმატებისთვისაც! ♥️♥️♥️♥️

მოვკვდი...გეფიცები, სულ ტირილით ვწერ ახლა ამ კომენტარს. სისხლი გამეყინა, ხელები აღარ მემორჩილება და წერაც დამავიწდა მგონი...ეს რაღაც ენითაღუწერელი ემოცია იყო. ვერ მოვუყარე სათმელს უბრალოდ თავი. არც ის ვიცი რა გითხრა. მტკივა თითოეული პერსონაჟის ტკივილი,განვიცდი ისე, თითქოს ჩემი საკუთარი იყოს. აი, ეს არის ზუსტად ის მწერლური სული, რაზედაც მე სულ ვფიქრობ. იმდენად რეალურად წარმოაჩენ თითოეულის გრძნობებსა და სულის ტკივილს, რომელსაც დღის სინათლეზე გამოჩენა უნდათ, რომ უგულო უნდა იყო წამით მაინც რომ არ შეგიტოკდეს რაღაც გულის სიღრემში. რატომღაც, მქონდა მოლოდინი, რომ ეს არ იქნებოდა ერთი ჩვეულებრივი და პრინცესული სიყვარულის ისტორია, რომელიც საბოლოოდ ისევ კეთილი ადამიანების მხარეს იქნებოდა. ყოველთვის კარგად ვერ იბრუნებს ბედის ბორბალი. ისე უეცრად დაგატყდება ადამიანს უბედურება, ვერც გაიაზრებ, როგორც ეს მათ შემთხვევაში მოხდა. მწარე რეალობაა, რომლის შეცვლაც ზოგჯერ შეუძლებელიც კი არის. თითოეული პერსონაჟი, თავისი შინაგანი სამყაროთი და იდუმალებით, დაუოკებელი ვნებებითა და სიყვარულის უზღვავი გამოხატულებით, საოცარ ჰარმონიას ქმნიდა. ეს იყო რაღაც ახალი, შეუცნობელი ყველა ჩვენგანისთვის. ქეთი, ქალი, რომლის პიროვნებაც დღემდე ბურუსით არის მოცული, იმდენად საინტერესო და იდუმალია, სურვილი გიჩნდება მისი ბოლომდე შეცნობის, მაგრამ მთელი მუღამი სწორედ ამ ინტრიგაშია. თავისებური ქალი იყო, რაც მის თითოეულ ქმედებაში გამოიხატებოდა...როგორი შეუცნობელი ფენომენია სიყვარული, არა? განსხვავება მკაფიოდ გამოიკვეთა ქალ-ვაჟურ სიყვარულსა და დედმამიშვილურ სიყვარულს შორის. იმდენად ეტკინა ქეთის ზურა, რომ მისმა ცხოვრებამ, კარიერამ და სიყვარულმაც კი, აზრი დაკარგა. ლევანი გაიმეტა ტანჯვისთვის და უსიყვარულობისთვის. მტკივნეულია, მაგრამ ეს ცხოვრების განუყრელი ნაწილია. არ ვიცი, უბრალოდ სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, მაგრამ კიდევ იმდენი რამე მინდა გითხრა...უბრალოდ ეს ის მომენტია, როდესაც უბრალოდ ისტორიით უნდა დატკბე და სიტყვები შეინახო, რადგან იმას, რასაც შინაგანად გრძნობ, უბრალოდ ვერ გამოხატავ...უბრალოდ, მიხარია შენი მკითხველი რომ ვარ, მიხარია რომ არ მიატოვე შუა გზაში და შენი პრობლემების მიუხედავად, მაინც გამოჩნდი როგორც ცუნამი და საბოლოოდ წალეკე ყველაფერი. ერთიანად დავიცალე და გამომელია სასიცოცხლო ძალები. ის ემოციები, რაც ახლა მე მივიღე, კარგა ხანს გამყვება და ყოველი გახსენებისას, გული სევდით ამევსება... ისტორია ნამდვილად შედგა! მიაღწიე იმას, რომ ასეთი შეუდარებელი და საოცარი რაღაცა შეგექმნა. შენც საოცრება ხარ და სულ შენს სადარაჯოზე ვიქნები ანეკო...გელი, გელი მოგელი ახალი ტალღებით და ემოციებით❤️❤️❤️❤️

№11  offline მოდერი ანე ლაშხი

ლიკა ახრახაძე

ლიკა, დღეს დილა ადრიანად დავიწყე და ასე არ ხდება ჩვეულებრივ. იმის მერეა ვზივარ და ყველა ათ წუთში ვამოწმებ კომენტარი ხომ არ დამატებია და ახლა რომ შემოვედი, ჯერ სახელი წავიკითხე. ვიცოდი, რაღაც სასწაული დამხვდებოდა ზემოთ და თვითონ დამატყდი თავს ცუნამივით. რა არის ეს, რამხელა რაღაც დაგიწერია და გული ამიჩუყე? :(((( რეალური ხარ შენ ვითომ ამ შენი მთელი მგრძნობელობით? ვახ, პასუხის წერის დროს ავწევ ზემოთ და ისევ ვკითხულობ, რაც დამიწერე. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეგ სიტყვები თავისი ყველა მარცვლით მე მეკუთვნის. არ დამიმსახურებია, მაგრამ ჩემი თვითკმაყოფილებია ამბავი ხომ იცი, მზესავით გაბადრული ვზივარ ახლა, თან მეღიმება, თან მეტირება. :დდდ ჩემო გოგო, შენი ყველა კომენტარი ზეპირად ვიცი, რა დამავიწყებს ისეთ შეფასებებს მიტოვებდი სულ რომ შემოვარდებოდი ქარიშხალივით, ჰა? მიხარია რომ გაგიცანი, როგორც შეიძლებოდა ისე. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ბოლომდე ჩემთან იყავი და უღრმესი, უდიდესი, უთბილესი მადლობა შენ ამისთვის! სასწაული ადამიანი ხარ! ♥️♥️♥️♥️♥️

ანე ლაშხი

ისეთი რეალური ვარ, მეც კი მიკვირს. ყველა გრძნობა, იმდენად შიგნიდან მოდის, რომ მთელ სულს ვატან. ეს რაღაც საოცარი გრძნობაა...თითქოს ყველა ორგანოს მიღებენ, ცლიან ენერგიისგან და ისევ უკან აბრუნებენ...არ ვიცი, უბრალოდ საოცრება ხარ, შენი ყოველი გამოთქმული გრძნობით რომელსაც თითოეულ სიტყვაში აქსოვ და საოცრად დახვეწილად მოგაქვს ყველას გულამდე. მადლობა ამისთვის და იმისთვისაც, რომ არსებობ, წერ და გულს მითბობ❤️

№13  offline მოდერი ანე ლაშხი

მართლა ვიტირებ ახლაააა, რას მერჩიიიიი? :((((((( ვაიმე, სულ სულ ყველა სიტყვისთვის მადლობააა! ძალიან ბევრს გკოცნი შორიდან! ოქროს გოგო ოქროს გულით! ♥️♥️♥️♥️♥️♥️

№14  offline წევრი აბაშიძე

ანე.

იმდენად გამეხარდა ისევ რომ წაგიკითხავდი.

იმდენად გამეხარდა რომ დაბრუნდი.

იმდენად გამეხარდა რომ კარგად მიდიოდა ყველაფერი.

ორმაგი დარტყმა იყო.

განა არ ვიცი რას წარმოადგენ?

საშინელი ადამიანი ხარ.

პირველივე თავიდან ვიცოდი რომ აქ არავის გაახარებდი.

მაგრამ 2თვიანი პაუზის შემდეგ თითქოს დამავიწყდა და ახლა რა გააკეთე?

მარშუტში რომ არ ვიჯდე ვიტირებდი.

მაგრამ ანე ლაშხს არ ეკუთვნის.

საზიზღარი ხარ.

რაღაცას მოგწევ როცა გნახავ.

პირდაპირ მიწვევ.

ზედმეტი მოგდის.

თბილ სიტყვებად დაღვრას ვაპირებდი.

არგეკუთვნის.

გული გამიხეთქე.

მაგრამ ხო იცი ვერ ვიტან ვიღაცას რომ უფრო თბილად პასუხობ.

ამიტომ დაუმსახურებელს მიიღებ და კომენტარს ჩვეული თვით კმაყოფილი სიფათით ჩაამთავრებ.

ამ მომენტში არ გეკუთვნის თორემ ხო იცი მაგრად მევასები.
მახსენდება ანე როგორ გაგიცანი და მეცინება.

პირველივე ესემსიდან მომეწონე და ახლა ვხვდები მეც ზედმეტად შეშლილი ვარ შენ რომ ასე გესაუბრები.

უნდა მიხვდე რასაც ვგულისხმობ.

ნუ ისტორიის გამართულობაზე და იდეალურობაზე აღარ ვსაუბრობ.

რომ ვერ გიტან მაგაზეც.

ზურაზე რომ ვაფანატებდი და მოკალი მაგის გამო უფრო ვერ გიტან და ცალკე ვისაუბროთ ძმაო?

კაროჩე ქეთი ისე მომწონდა,ზედმეტად თვითკმაყოფილი ვიყავი ჩემს სახელს რომ ატარებდა იმის გამო.

მაგრამ რა გააკეთე.

ლევანის განასგურება ცალკე საკითხია.

შეუბრალებელი ხარ.

მაგრად გაგვიმეტე მკითხველი.

მაგრამ ვაღიაროთ ჭირდებოდა ეს დასასრული ისტორიას.

კარგი გოგო ხარ.

და ძალიანაც მიყვარხარ.

მალე მინდა ახალი ისტორია.

კარგად უნდა გაგიცნოს საზოგადოებამ.

შემდეგამდე.

№15  offline მოდერი ანე ლაშხი

აბაშიძე

უკმაყოფილესი და უსაზიზღრესი სახით ვზივარ, მაგრად ვხარხარებ და მეორედ გადავიკითხე კომენტარი, მაპატიე. :დდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
მაგარი შეშლილი ხარ, სასწაულად გაფრენილი გაქვს და მიყვარხარ ძალიან ამისთვის.
ვიცი, რომ გევასები. ოღონდ მთლად ნუ დადნები, თორემ მერე ტვინს შეგიჭამ ჩემი თავდაჯერებულობით.
ვააააახ, მადლობა, ტოჩკა! ისე, დებილკა ხარ, გული რომ ამიჩუყე! ♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️

მხოლოდ ერთს ვიტყვი!

ვტირი

№17  offline მოდერი ანე ლაშხი

სიყვარული გულს გვტკენს
მხოლოდ ერთს ვიტყვი!

ვტირი

ასე ნუ მეუბნებით, მეც გული მტკივა! :(((((( ♥️♥️♥️♥️♥️♥️

№18 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ნამდვილად არ ველოდი ასეთ დასასრულს ორივე წყვილი გაუბედურდა გული მეტკინა

№19  offline მოდერი ანე ლაშხი

სტუმარი ნესტანი
ნამდვილად არ ველოდი ასეთ დასასრულს ორივე წყვილი გაუბედურდა გული მეტკინა

ვწუხვარ, მაგრამ ასე იყო თავიდანვე გადაწყვეტილი, რა მექნა? :((((მადლობა თქვენ! ♥️♥️♥️

№20  offline წევრი utsnobi

საინტერესო ისტორიაა, ძალიან მომეწონა და სიამოვნებით წავიკითხავი გაგრძელებასაც, არ მეყო ქეთის და ლევანის ასეთი დასასრული

№21  offline მოდერი ანე ლაშხი

utsnobi
საინტერესო ისტორიაა, ძალიან მომეწონა და სიამოვნებით წავიკითხავი გაგრძელებასაც, არ მეყო ქეთის და ლევანის ასეთი დასასრული

შენებურად რომ გააგრძელო, უფრო სასიამოვნო არ იქნება? მე მომწონს, რა ვქნა? :დ ძაალიან დიდი მადლობა ასეთი დადებითი შეფასებისთვის! გამიხარდი! ♥️♥️♥️♥️

№22  offline წევრი თამოთამო25

შეუძლებელია ყველას ყველაფერი მოეწონოს მაგრამ....! წარმატებები....
ვფიქრობდი ახალი ისტორიის წაკითხვას მაგრამ არ მინდა იმედი გამიცრუვდეს ...

№23  offline მოდერი ანე ლაშხი

თამოთამო25
შეუძლებელია ყველას ყველაფერი მოეწონოს მაგრამ....! წარმატებები....
ვფიქრობდი ახალი ისტორიის წაკითხვას მაგრამ არ მინდა იმედი გამიცრუვდეს ...

დასასრულამდე რომ ჩამოხვედი, ანუ რაღაცა მაინც კაი ყოფილა და თუ ცუდი დასასრული შენზე მორგებული არაა, ეგ უკვე სამწუხაროა. ხან ისე იქნება, ხან ასე :((( მადლობა წარმატებისთვის!!! სცადე, იქნებ მოგეწონოს, ასეთი დასასრული ნამდვილად არ ექნება იმას :დ ♥️♥️♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent