შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოლი (10 თავი)


16-08-2020, 03:25
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 897

-გიჟი ხარ-უთხრა კარგახნის მერე -მართლა გიჟი ხარ
-ვერ ვუარყოფ-დაეთანხმა მია მას და გაეღიმა სულელივით
-რატომ არ მპასუხობდი რომ გირეკავდი?-უცბათ შეწცვალა განწყობა ბიჭს
-ვალდებული არ ვარ ყველა იდიოტის ზარს ვუპასუხო-მია ჩვეულ ირონიულ ტონს დაუბრუნდა
-მე იდიოტი ვარ?-გაცეცხლდა ბიჭი წამში
-შენს თავზე რატომ მიიღეე?-გაოცდა მია -მე ხომ ზოგადად ავღნიშნე-თორნიკეს გრძნობებზე თამაშით ხასითზე მოვიდა სასოწარკვეთილი ქალბატონი
-მიწვევ?-მიუხვდა ჩანაფიქრს თორნიკე და გამომწვევად მიაჩერდა მის წითელ ტუჩებს, მიამ რათქმაუნდა მისი ეს თავხედური მზერა შენიშნა უმალ და გაღიზიანდა
-თავი დამანებე-მიამ საბანი უფრო მეტად მიიკრო გულზე
-არც შეტყობინებეზე მიპასუხე-თორნიკე კვლავ იმ თემას მიუბრუნდა რისგანაც მია გაქცევას ცდილობდა
-არ მინდოდა და არ გიპასუხე-გაღიზიანდა გოგონა და ისევ მის ამღვრეულ თვალებს გაუსწორა დაძაბული მზერა
-გგონია ასე მომიშორებ თავიდან?-თორნიკეს ხმაში გაღიზიანება დაეტყო
-ზუსტად-მიამ ჯიუტად არ აარიდა თვალი მის მზერას
-ხოდა ძალიან ცდები ქალბატონო-თორნიკემ წარბინაწკიპა და გაეღიმა
-ვნახავ მოთმინება სადამდე გეყოფა-არ დათმო პოზიციები მიამ
-მე?-გაეცინა თორნიკე -მთელი ოცდათორმეტი წელი მეყო შენს ლოდინში და თუ დამჭირდა კიდევ ამდენს დაგელოდები-უთხრა არეული ხმით და ფეხზე წამოდგა -შეიძლება მოვწიო? -კითხა მოულოდნელად, თან აივნის კარი გააღო კართან დაეყუდა და სიგარეტი ამოიღო
-შენ ყველგან ასე იქცევი? -მია მის ზურგს ხედავდა მხოლოდ, თორნიკემ სიგარეტს მოუკიდა, სანთებელა და სიგარეტი ჯიბეში ჩაიდო და გრაციოზულათ მოტრიალდა მიასკენ
-როგორ ვიქცევი?-მიას მიაბჯინა კვლავ ამღვრეული ჭაობისფერი თვალები
-კითხვებს სვამ მაგრამ პასუხის მოსმენის ნაცვლად შენი სურვილისამებრ მოქმედებ პარალელურად
-ალბათ რეალურად შენთან ურთიერთობას გულისხმობ?!-ჩაეკითხა სახეალეწილ გოგონას ღიმილნარევიანი სახით თორნიკე
-თავხედი ხარ-მია მდგომარეობიდან გამოიყვანა მისმა გამომწვევმა მზერამ და ხმის ინტონაციამ
-იმას ვაკეთებ რასაც საჭიროდ ვთვლი, კითხვებს კი ისე პროსტა ვსვავ, მინდა სხვისი აზრიც მოვისმინო რომელსაც რათქმაუნდა არ
გავითვალისწინებ-ბოლო სიტყვებზე სიცილი აუვარდა, რადგან მიას საერთოდ წაეშალა სახე
-გკიდია არა სხვა რას ფიქრობს?-გაცეცხლდა მია
-მაგრად-კვლავ ეცინებოდა ბიჭს
-გგონია რომ ყოველთვის იმას მიიღებ რაც
გსურს? -ირონია გაერია ხმაში მიას -ძალიან
ცდები-უთხრა დარწმუნებით
-ეგ რავიცი, მაგრამ შენ უეჭველი ჩემი
გახდები-უთხრა მოულოდნელად და მის სახეს დააკვირდა, მიას უმალ აელეწა სახე, თორნიკემ ღრმა ნაპასი დაარტყა და სიგარეტის ჩამწვარი ღერი მოისროლა ისე რომ მიასთვის თავალი არ მოუშორებია, მიას ამ სიტყვებზე გულმა გამალებით დაუწყო ცემა, რაღაც სასიამოვნო გრძნობა ჩაეღვარა სულში მაგრამ მაინც არ დანებდა გულს
-ზედმეტად თავდაჯერებული ხარ-მია მის არეულ სახეს თვალს არ აშორებდა
-შენ კი ზედმეტად მიამიტი-თორნიკე სავარძელში ჩაჯდა
-მიამიტი?-გაუკვირდა მიას
-გგონია თუ წინააღმდეგობას გამიწევ შენს მიმართ ინტერეს დამაკარგვინებ? პირიქით რაც მეტად ეცდები გამექცე მით მეტად დაგიახლოვდები
-ხმამაღალი გამცხადებებია-მია ცდილობდა საუბარში ირონია გაერია
-მე ვამბობ იმას რასაც ვიცი რომ უეჭველი გავაკეთებ და მივახწევ
-წადი ჩემი სახლიდან-მია მაინც გამოვიდა მწყობრიდან და საწოლიდან წამოვარდა, თორნიკეს თავზე წამოადგა და კარისაკენ მიუთითა -წადი
-რომ არ წავიდე რას იზავ?-თორნიკე ადგა და მის ახლოს დადგა, ისე რომ ერთმანეთის ცხელი სუნთქვა სახეზე შეეფრქვიათ, მათი მზერაც ერთმანეთს შეეფეთა, თორნიკე კვლავ მის ტუჩებს დააცქერდა, მია გაბრაზდა
-წადი-კვლავ კარისკენ მიუთითა
-რომ არ წავიდე?-თორნიკემ ის მინიმალური მანძილიც შეამცირა რაც მათ შორის იყო, მია ისე აიბნა მათი ცხვირები ერთმანეთს რომ მიებჯინა რომ უმალ უკან დაიხია, თორნიკეც მიყვა ნელი ნაბიჯებით, როცა კედელს აეკრო ბეჭებით მია, თორნიკე წინიდან აეკრო სიფრიფანა სხეულს, თან ისე რომ მიას გატოკების შანსიც კიარ დაუტოვა, კედელს ხელები მიაბჯინა და მიას ჩააცქერდა თვალებში, მია თავგზააბნეული ამ სიახლოვით მის თვალებს მიშტერებოდა -მია-დიჩურჩულა მის ათრთოლებულ ტუჩებთან ისე ახლოს თორნიკემ რომ ოდნავ შეეხო კიდევაც მისი ცივი ტუჩები, მიას საკუთარი აჩქარებული გულისცემა ესმოდა, გრძნობდა როგორ მიაწყდა ძარღვებს აბობოქრებული სისიხლი -მია-ისევ თორნიკემ დაარღვია ეს გიჟური სიჩუმე -მჭირდები-გაისმა მისი არეული ხმა და მათი ტუჩები ერთმანეთს მიეწება, თავდავიწყებაში გადავარდნილი მია გონს მაშინ მოვიდა, როცა თორნიკემ ცივი ხელი ყელზე მიაბჯინა, მეორე თმაში შეუცურა და მეტად მიიწება მია სხეულზე, დამფრთხალმა გოგონამ უმალ მიაბჯინა ხელები მკერდზე და უკან დახია თავბრუ დახვეული ბიჭი, გაუჭირდათ ერთმანეთისთვის მზერის გასაორება
-წადი გთხოვ-მიას ხმააი მუდარა გაისმა, თორნიკემ შეხედა და მის აცრემლიანებულ თვალებს რომ კიდა თვალი გული საშინლად ეტკინა, მიას მიუახლოვდა, მისი სახე ათრთოლებულ ხელებში მოიქცია
-შემომხედე-სთხოვა და მიამ რომ ახედა დაძაბი ჩააცქერდა თვალებში -რა იგრძენი?-დაუსვა კითხვა რომლის დასმაც ასე აშინებდა
-გეყოფა-მიამ მის ხელებს მიაბჯინა თავისი ცივი ხელები, რომ მოეშორებინა თორნიკეს ხელები სახიდან
-შემომხედე და მითხარი-თორნიკე ჯიუტად ითხოვდა პასუხს
-მინდა რომ წახვიდე-მიას ცრემლები გადმოსცვივდა, თორნიკე უმალ მოშორდა მიას და ოთახიდან გავიდა კარის ჯახუნით, მია იქვე ჩაიკეცა და ატირდა, კიბეებზე გაავებული თორნიკე ლაშას შეეფეთა
-რა გჭირს?-ლაშა მეგობარს მიაჩერდა, თორნიკეს იჭირდა მასთან ლაპარაკი
-არაფერი-თვალი აარიდა მეგობარს
-მისმინე ნუ აჩქარებ-ლაშასაც უჭირდა მათ ურთიერთობაში ჩარევა მაგრამ სხვა გამოსავალს არ უტოვებდნენ, თორნიკემ კიბე ჩაიარა და ლაშას მანქანას მიეყუდა, აკანკალებული თითებით სიგარეტი ამოიღო და ნერვიულად მოუკიდა, ლაშაც გვერდით დაუდგა და გამოწვდილი კოლოფიდან ამოიღო სიგარეტის ღერი და მოუკიდა -დრო მიეცი,
ახლა დაბნეული შეშინებული და გაოგნებულია, მისთვის სულ ჩემი გაფარეული მეგობარი იყავი და მოულოდნელად იქეცი მასზე შეყვარებულ ბიჭათ
-მოულოდნელად არა-გაბრაზდა თორნიკე -სულ იცოდა, ვიცი რომ იცოდა... რომ მიყვარდა-დაასრულა სათქმელი
-მისთვის შენ ახლა უცხო ადამიანად იქეცი, მის ცხოვრებაში სულ იყავი, ის ამას მიჩვეული იყო, ახლა კი შეყვარებულ ბიჭად მოევლინე და გაუცხოვდი მისთვის, დაბნეულია მეტი არაფერი
-მეშინია თავგზა არ ავუბნიო და მხოლოდ იმიტომ არ დამიახლოვდეს რომ ვახოსგან მიყენებული ჭრილობების მოშუშება ცადოს
-თორნიკე ასე მარტივად აპირებ დანებებას შენს შიშებთან და ეჭვებთან?-ლაშას გაუკვირადა
-არა მაგრამ, არ მინდა მერე ინანოს მიამ ჩემთან ყოფნა, მე ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემი გახდეს მაგრამ...რომ ვატკინო?!
-გახსოვს რა მითხარი ერთხელ? გამოუყენებელი შანსი მეტ ტკივილს მოგაყენება ვიდრე გამოყენებულიო
-ვიცი ვიცი-თორნიკემ ლაშას შეხედა -არც ვაპირებ მიაზე უარის თქმას, უბრალოდ არ მინდა გული ვატკინო
-ვხვდები ახლა რა მდგომარეობაშიც ხარ, იცი რა?! შენ შენსას მიაწექი, მოარჯულე ეგ ალქაჯი და თუ მია საბოლოოდ, ყველა მცდელობის მერე მაინც უარს გეტყვის მაშინ გეცოდინება რომ ეს ალქაჯი ამად არ ღირდა და ცხოვრებას მარტივად გააგრძელებ
-გგონია მარტივი იქნება?
-იქნება, თუმცა არ მგონია რომ შენს მომხიბვლელიბას გაუწიოს წინააღმდეგობა, შენს უძირო თვალებს-ლაშამ ისეთი გრძნობით უთხრა რომ თორნიმე რამდენიმე წამს დაიბნა კიდეც
-ნუ ბოდავ-გაეცინა და მეორე ღერს მოუკიდა, ინსტიქტურად მაღლა აიხედა და მიას თვალებს შეეფეთა რომელიც უმალ ფარდისუკან მიიმალა
-გვიყურებს არა?-ლაშას გაეცინა
-კიი-თორნიკეს სახე აელეწა
-და კიდევ ეჭვი გეპარება მიას გრძნობებში?
-არ მინდა რამე დავაძალო ანუ თავბრუ დავახვიო
-მესმის, მაგრამ უნდა იმოქმედო თუარ გინდა რომ მუდამ განზე იდგე.
ნათია მთელი დღე აფორიაქებული და დაძაბული იყო, ნიცასთან საუბარის დაწყება უნდოდა მაგრამ ვერ ბედავდა,იმ თემაზე ეომელიც ბავშვისთივს ყველაზე მძიმე და რთულად გასაგები იყო
-ნიცა დე მინდა რომ რაღაცაზე ვილაპარაკოთ-მოახერხა ბოლოს და მოიკრიბა გამბედაობა, ნიცამ დედას შეხედა სევდიანი თვალებით -თუ რამე შეკითხვა გექნება მითხარი და მე გიპასუხებ, ახლა მინდა გითხრა ჩემზე და მამაზე...მინდა გითხრა რომ მამას ვეყრები ოფიციალურად, ანუ მისი ცოლი აღარ ვიქნები-ნათია შვილის რეაქციას დაძაბული ადევნებდა თვალს -შენ ჩვეულებრივ იურთიერთებ მამასთან და ყველა მისიანთან-ნათიას ხმა ჩაუწყდა მიას აწყლიანებულინთვალების დანახვაზე
-იქ აღარასოდეს დავბრუნდებით ასეა ხომ?-ნიცას ხმა გაებზარა
-ასეა-ამოიბლუდუნა ნათიამ და მზერა ნიცას აწყლიანებული თვალებიდან თავის ხელებზე გადაიტანა
-სულ მცირე შანსი რომ არსებობდეს გეფიცები მე მამასთან დავბრუნდებოდი, შენსგამო, ჩემსგამო, მაგრამ მამას არ ვუყვარვარ, არც შემიყვარებს იმიტომ რომ სხვა უყვარს, მეკი მასთან დაბრუნება მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი ყალბი ოჯახი არ დაინგრეს არ შემიძლია-ნათია ძალას იკრებდა
-შენ გიყვარს მამა?-კითხა მოულოდნელად ნიცამ დედას, ნათიას სახე აელეწა უმალ, დაიბნა
-ახლა უკვე აღარ-გულწრფელად უთხრა ნათიამ
-მამამ პატიება რომ გთხოვოს?-ნათია კუთხეში მიიმწყვდია ნიცამ
-ეს არაფერს შეცვლიდა-კვლავ გულწრფელად უპასუხა
-დედა-ნიცა დედას მიაჩერდა
-რა ჩემო ბედნიერებავ
-მე რომ არ გყოლოდი უფრო კარგი იქნებოდა?
-რა სისულელეს მეუბნები-დაიბნა თამუნა -შენ რომ არ მყოლოდი რა აზრი ექნებოდა ჩემს ცხოვრებას?
შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ
-მეძინება-თქვა მოულოდნელად ნიცამ და დასაძინებლად წავიდა, ნათიას გული საშინლად ეტკინა, ხვდებოდა ნიცას როგორ ატკინა და მიაყენა მის სულს ღრმა და მტკივნეული ჭრილობები, ფიქრმა წაიღო და მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე როცა მისინტელეფონი აწკრიალდა, ნათიამ დახედა ეკრანს და გული აუფანცქალდა, მაშინვე უპასუხა
-შეგიძლია ჩამოხვიდე?-გაისმა ლაშას ზმა ტელეფონში
-მოხვედი?-გაოცდა ნათია და მაშინვე გავარდა გარეთ, კიბე ჩაირბინა და ქუჩაში გასულმა მოათვალიერა ლაშას მანქანა
-აქ ვარ-მოესმა მისი ხმა ზურგიდან, ნათია შეტრიალდა მისკენ გაბრწყინებული თვალებით
-მაინც მოხვედი-ლაშას მიაბჯინა ცისფერი აციმციმებული თვალები
-როგორ ხართ? როგორ მოეწყეთ?- აიხედა ლაშამ ნათიას ნაქირავები ბინისკენ -ნიცა როგორ მოეჩვია ახალ სახლს?
-ჯერ უჭირს შეგუება-ნათიას ხმა გაებზარა
-ელაპარაკე?
-კიი-ნათიამ მზერა აარიდა ლაშას
-როგორი რეაქცია ქონდა?-დაიძაბა ლაშა
-ძალიან ეწყინა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ეტკინა პატარა გული-ნათიას ცრემლები მოეძალა
-ნუ ნერვიულობ, ნელნელა შეეჩვევა
-ასე, მაგრამ გული მტკივა რომ ასე ვატკინე-ნათიამ ლაშას შეხედა
-დამშვიდდი კარგი?-ლაშამ ლოყაზე გაყინული ხელი მიადო -შენ თუ ძლიერი არ იქნები ნიცას უფრო მეტად გაიჭირდება ამ ყველაფერთან გამკლავება
-ვიცი მაგრამ ძალიან მიჭირს მეც-ნათიას ცრემლები მოეძალა
-ნუ გეშინია-ლაშამ ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა, თუმცა ნათია გაფრთხა და მალევე მოშორდნენ ერთმანეთს
-უნდა ავიდე არ გაეღვიძოს და შეეშინდეს-ნათიამ კიდევ შეანათა ლაშას აწყლიანებული თვალები
-კარგი მიდი-ლაშამ ვერ მოთოკა თავი და ნათის ტუჩის კუთხესთან აკოცა მოულოდნელად, ნათიამ ბრაზიანი მზერით შეხედა -რაა?-შეიცხადა ლაშამ და იქამდე არ წავიდა სანამ ნათია სადარბაზოში არ მიიმალა.
ლაშა სოფელში რომ დაბრუნდა თორნიკეს დაურეკა
-გამო დავლიოთ
-სად ხარ?
-ჩვენ ადგილას-უთხრა და გაუთიშა, მალე თორნიკე თავის მამქანით გამოჩნდა
-ბიჭო სახლში ამაღამაც თუარ მიხვედი თამუნა დაგვბრიდავს
-მივალ მარა შუაღამისას რომ ტვინი არ
ბურღოს-ეუბნება დაბღვერილი და ლუდის ბოთლებს მაგიდაზე ალაგებს, რომელიც სპეციალურად საქეიფოთ მოაწყვესს სოფლელებმა
-ნახე?-ლირდაპირ ვერ ეკითხება ნათიაზე
-კიი
-რა რეაქცია ქონდა?
-გაუხარდა მაგრამ მაინც შორს იჭერს ჩემგან თავს, მაინც სულ გამორბის
-რძალ მული ერთმანეთს გავს- გაეცინა თორნიკეს
-ხო ჩემი დასავით ჯიუტი და უკარებაა
-ნეტა რომელი უფრო მალე მოვარჯულებთ?-კითხა სიცილით ლაშას, რომელმაც ლუდის ბოთლი მოიყუდა
-რათქმაუნდა შენ-ლაშამ სერიოზულათ
უპასუხა-ერთი გაჯიუტებული, თავგზაარეული გოგო გყავს აზრზე მოსაყვანი და წუწუნებ, მე კიდე საიდან დავიწყო საქმის მოგვარება დალაგება აზრზეარ ვარ
-მაგარ შარში ხარ-გაეცინა თორნიმეს და თავადაც მოსვა ლუდი ბოთლიდან
-მთავარია ის ნაბიჭვ.რი გაეყაროს, მაგრამ არ მგონია ხელი მოუწეროს ნათიას საბუთებზე, მგონია რომ ყველაგერს გააკეთებს რომ გაყრის პროცესი გააჭიანუროს მაგ სირ.ა -ლაშამ ისევ მოიყუდა ბოთლი და ჩაცალა
-ეგ ისეთი ნაბიჭვ.რია მასეც იქნება, მაგრამ ვერაფერს გახდება, სასამარო მაინც გაყრის
-ხო მაგრამ ნიცათი აშანტაჟებს, ეუბნება წაგართმევო
-ხოიცი რომ ასე მარტივი არაა დედისთვის შვილის წართმევა
-ხო მაგრამ ნათიას ძალიან ეშინია, ძაანა ნიცაზე მიჯაჭვული
-გგონია რომ შეიძლება ნათიამ უკან დაიხიოს?
-არვიცი, ძალიან დაბნეული და შეშინებულია, ჩემი იმედიც არ აქვს ბოლომდე... გიოს და ანაა პონტში...
ხო ხვდები-ლაშამ მეორე ბოთლი გახსნა და მოიყუდა
-ნათიამ გაბედა, გაყრა გადაწყვიტა და აი შენ რას აპირებ?-მათი თვალები ერთმანეთს შეეფეთა
-ეგ საქმე უკვე მოგვარებულია-გაეცინა ლაშას
-როგორ? -დაინტერესდა ლაშა
-მალე გაიგებ-გაეცინ და საიდუმლოდ დაიტოვა
-კაი, შენ ის მითხარი როგორ მოეწონათ ჩემი ბიძაშვილის სახლი?
-ძაან მოეწონა ნათიას რომ ვანახე
-ეგ ნაბიჭვ.რი როგორ არ დაგიკლო მეტი
-რაღა უნდა დაეკლო? ძაან მაგარი ბინაა, თან პირველ სართულზე, ყველაფერია ვაბშე ბინაში, ასი დამიკლო
-მერე ასი რაა არის?
-ბიჭო ხუთას ნახევრიანი ბინა ოთხას ნახევრად მომაქირავა
-ხო მართლა ნათია როგორ დაითანხმე? ოთხას ნახევარს როგორ გადაიხდის?-გაუკვირდა თორნიკეს
-ნათიას სამას ლარად გონია რომ ვიქირავეთ, შენ ბიძაშვილს ეგრე ვათქმევინე, დანარჩენ ასორმოცდაათს მე მივცემ ხოლმე
-ვაა-გაოცდა გულწრფელად თორნიკე -შენ რეები გიჩალიჩია
-ხო აბა შენ რა გეგონა რატო მოვტყდი ამდენი ხანი
-საღოლ ძმაო-თორნიკემ ბოთლი ბოთლზე მოურტყა და აიყუდა ლუდი.
შუადღისით გაეღვიძა, სახლში ღამის ოთხზე მისულს,ჯერ ისევ ნახევრად მთვრალმა ლაშამ თვალები გაახილა თუარა ნათიას დაურეკა უმალ
-ნათია როგორ ხარ?
-ცუდად
-რატო? რა ხდება? -წამოჯდა საწოლზე დაფეთებული ლაშა
-ნანა მოვიდა და ნიცა წაიყვანა ...ლალიკომ შვილიშვილო მომენატრაო და წაუყვანა იმ არანორმალურებს
-დამშვიდდი გთხოვ
-ლაშა ძალიან ვღელავ რა რეაქცია ექნება იმ ავადმყოფს დღეს რომ გაყრია საბუთები მიუვა სახლში
-დამშვიდდი, ნუ ნერვიულობ, გადაიტანს
-ნიცა ეომ აღარ გამოუშვან ჩემთან?
-ნათია რამდენჯერ აგიხსენი-ლაშა ვერ იტანდა ნათიას რომ სასოწარკვეთილს ხედავდა
-ვიცი, მაგრამ, მაინც ვნერვიულობ
-მოვალ შენთან-უთხრა ლაშამ და საწოლიდან წამოვარდა, სწრაფად ჩაიცვა და გავარდა სახლიდან
-სად ჯანდაბაში მიდიხარ-მანქანის დაქოქვის ხმაზე ხალათიანი თამუნა გავარდა ეზოში , მაგრამ დააგვიანა, ლაშამ მანქანა გააყენა
-შემომაკვდება ეს ბიჭი -დაიღრინა მუქარით და სახლში შევიდა.
ლაშა ტრასაზე გავარდა თუარა მალევე შენიშნა რომ შავი ჯიპი აედევნა, რადგან როგორც მის მანქანას ეცვლებოდა სიჩქარე ანალოგიურად ხდებოდა ჯიპის შემთხვევაშიც, ლაშა რომ დარწმუნდა რომ ნამდვილად მას მისდევდა დაბურულმინებიანი ჯიპი, სიჩქარეს მოუმატა, თუმცა აზრი არ ქონდა მის მცდელობას, ჯიპმა უფრო უმატა სიჩქარეს და გაუსწრო მალევე, ლაშა სულ დაიბნა ვერ მიხვდა რა ხდებოდა და რომ მიხვდა გვიანი იყო, ჯიპმა მის წინ დაამუხრუჭა სრულიად მოულოდნელად დიდ სიჩქარეზე რასაც მოყვა მისი გაცურება ტრასაზე, ლაშამაც დაამუხუჭა თუმცა მანქანას არ ეყო მანძილი და დიდ ინერციით შეასკდა ჯიპს, ლაშამ თავი დაარტყა საჭეს, რადგან არასდროს იკეთებდა ღვედს, იმის მიუხედავად ეომ დაჯახებისას მძიმე ტრამვა მიიღო მაიც მოვიდა ზარზე, მაშინვე ეცნენ ვიღაცეები, ბუნდოვნად ხედავდა მათ სახეებს, სადღაც წაათრიეს, იგრძნო როგორ დააგდეს ცივ მიწაზე და წამში იგრძნო მუცელში და თავში საშინელი ტკივილი, გონება კარგად ვერ აღიქვავდა რა ხდებოდა მის თავს თუმცა დროდა დრო საშინელ ტკივილს გრძნობდა ხსეულზე, მხოლოდ ის დაამხსოვრდა როგორ კიდა თმაში სანდრომ ხელი, მიწაზე მუცლით დაგდებულს თავი ააწევინა და დაუსისინა
-თუ ჩემს გოგოს არ შეეშვები ეს მონაგონი
იქნება-შემდეგ კი, დარტყმები შეწყდა და აღარც ხმა ისმოდა, კარგახანს ვერ ახერხებდა აზრზე მოავლას, არათუ ადგომას, არ ახსოვდა გონება დაკარგა თუ არა, არც ის ახსოვდა რამდენხანს ეგდო ასე უღონოდ, თუმცა მიხვდა რომ საკმაოდ დიდი ხანი რადგან როცა აზრზე მოვიდა წამოდგომა შეძლო უკვე ბნელოდა, ფეხათერვით და ბარბაცით მივიდა ტრასამდე სადაც მისი მანქანა იდგა, მინებჩალეწილი და ფარებჩალეწილი
-ნაბიჭ.რები-დაისისინა ლაშამ და სათადარიგო ტელეფონი ამოიღო ბარდაჩოკიდან, რადგან ჯიბეში ნადები სულ დალეწილი იყო.
ნათია მთელი დღე ხან ვაკანსიებს ეძებდა ინტერნეტში ხან ნიცაზე ფიქრში ცრემლებად იღვრებოდა, ჩასთვლიმა და როცა კარზე ბრახუნი ატყდა დაფეთებული წამოვარდა ფეხზე, კართან მივარდა და გაიხედა, თუმცა ვერ დაინახა ვინ იდგა კარს მიღმა
-ვინ არის?-იკითხა დაფეთებულმა
-ლაშა ვარ-გაისმა მისი ჩავარდნილი ხმა, ნათიამ კარი გააღო და შეკივლა როცა დაინახა ლაშა



№1 სტუმარი სტუმარი ანი

აუუუ, მორჩეს რა ეს დეგენერატი სანდროოოოოოო... უფ მომიშალა ნერვები, სუფთა დამპალი ადამიანი..
მალე დადე შემდეგი

 


№2  offline მოდერი ნეაკო

სანდრო ნამდვილად ის ადამიანი ვინც იმიტომ დაიბადა რომ ადამიანებს ცხოვრება გაურთულოს

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა გვიან გამოიღვიძა სანდრომ როცა კარგავს მაგას ნათია არ უყვარს მაგრამ არც უნდა ბედნიერი იყოს

 


№4  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნესტანი
რა გვიან გამოიღვიძა სანდრომ როცა კარგავს მაგას ნათია არ უყვარს მაგრამ არც უნდა ბედნიერი იყოს

ზუსტად ასეა, როგორც ყველა ეგოისტი ისე იქცევა, არც თავად უნდა და არც სხვისთვის ემეტება

 


№5 სტუმარი სტუმარი თათია

კარგი თავი იყო. ახალს როდის დადებ?

 


№6  offline მოდერი ნეაკო

დევს უკვე ახალი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent