ჰორიზონტს მიღმა VIII
რა მალე იცვლება ყველაფერი, როგორ მალე შეიძლება შეიცვალოს განწყობა, გრძნობები, ადამიანები წამებში იცვლებიან , წამებს კი არ ვაფასებთ, დროს არ ვაფასებთ მას ვკლავთ ჩვენში. ევა ფანჯარაშ იყურებოდა როდესაც კარებზე ზარის ხმა გაიგო, მძიმედ ადგა და ნელა ადგავდა ნაბიჯებს, ზანტად გააღო კარები თითქოს არ უნდოდა ამის გაკეთება, უემოციო სახით უყურებდა მათეს, არც ტკივილიანი არც გახარებული სახით. მათემ ეს, რომ შენიშნა უფრო ცუდად გახდა ისიც კი გაიფიქრა ნეტა არ მოვსულიყავიო, მაგრამ ვერაფერს შეცვლიდა უკვე მასთან იყო. ევამ ხელით ანიშნა შიგნით შესულიყო ხმა არცერთს ამოუღია, ცოტახანი არაფრის მთქმელი თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს. წუხდნენ ორივე მომხდარის გამო არაცერთს არ სურდათ მიეტოვებინა ერთმანეთი ევას მათე სუსტი ადამიანი ეჩვენებოდა რადგან პატარა პრობლემის გამო მისი მიტოვება გადაწვიტა. ეგონა, რომ როდესაც ორივე ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დადგებოდნენ ყოველთვის იტყოდა მათე ევაზე უარს, ამის გამო ევა თავს ცუდად გრძნობდა და არ იცოდა მათესთვის როგორ ეთქვა თუ რას გრძნობდა ის ახლა, მათე?.. მათე უკვე ვეღარ აზროვნებდა, უჭირდა ახლა რამეზე ფიქრით მას მხოლოდ ერთი სიტყვა ჩაესმოდა თავში.. ევა.. ევა და ისევ ევა რა უნდა ექნა მის გარეშე ბავშობიდან აქამდე ამ გოგოთი იყო გატაცებული და თავისი ნებით უარყო ის. საუბარი არ იცოდა როგორ დაეწყო ჩუმად იჯდა დივანზე ხელები მუხლებზე დაეწყო და თავი შიგ ჩაერგო. -მათე აქ იმიტომ დაგიბარე რომ მომესმინა შენთვის შენ კი ჩუმად თუ იჯდები და არაფერს იტყვი მაშინ დრო ტყუილად დაგიხარჯავს აქ მოსვლით -ევა ვიცი, და ვიაზრებ რომ ნაწყენი ხარ და მართალიც ხარ, მაგრამ მეც უნდა გამიგო შენთან დაშორების გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე რომ არ მინდოდა შენთვისაც დაეშავებინათ რამე, მამჩემისგან ვაპირებდი ყველაფრის გარკვევას მათ დაპირისპირებას შენკი თუ ჩემს გვერდით იქნებოდი აუცილებლად დაგიშავებდნენ რამეს ამიტომ მარტომ გადავწყვიტე ამის მოგვარება შენს გარეშე რომ არ ჩარეულიყავი, ისიც ვიცი თუ გაიგებდი არ მომცემდი ამის უფლებას და მინდოდა რომ მშვიდი წყნარი ცხოვრება გვქონოდა და ამის მოსაგვარებლად გავაკეთე ეს. - გული მეტკინა იმის გაგების გამო რო ასე ერთი პრობლემის გამო მიმატოვებდი, სუსტ ადამიანად ჩაგთვალე რომელიც საყვარელი ადამიანის გამო არ იბრძვის და თანაც პირიქით ტოვებს მას -ვიცი ევა, ყველაზე მეტად შენი მიტოვება არ მინდოდა, მაგრამ ისიც არ მინდოდა რომ რამე მოგსვლიყო ჩემს გამო მაპატიე გთხოვ, არ მინდა ამის გამო შენი დაკარგვა მინდა რომ ერთად ვიყოთ, იცი რომ შენს გარდა ვერავის ვერ ვხედავ, შენით ვსუნთქავ და შენით ვარსებობ , მაგრამ არ მინდა რომ ეს ჩემი სულელური გადაწყვეტილება ჩემი სისუსტე გეგონოს რომ სახვაინაირად არ შემიძლია შენი დაცვა - მათე წინ უსასრულობაშ იყურებოდა მაგრამ არა ევას, ევას გარდა ის ყველაფერს უყურებდა -მათე მისმინე არ რომ ნებისმიერი პრობლემა იყოს ჩვენი დაშორების მიზეზი, მინდა რომ ჩვენი უერთიერთობა მტკიცე იყოს და ყველა პრობლემა ერთად მოვაგვაროთ, შენთან არ მინდა ერთდღიანი ან ორდღიანი ურთიერთობა, ამიტომ მინდა რომ მტკიცედ გქონდეს გადაწყვეტილი გინდა თუ არა ჩემთან ურთიერთობა - მათემ ევას გაბრწყინებული თვალებით შეხედა იმედი მიეცა რომ ევა მას აპატიებდა ამ შეცდომას, ყველაფერს გადალახავდნენ ერთად ამის უკვე დაიჯერა მათემ -ევა გპირდები მართლა მთელი გულით გპირდები გულს არასდროს გატკენ- უთხრა და ერთმანეთს ჩაეხუტნენ ................................................................................... სალომე მიაბიჯებდა გულ ნატკენი, არ იცოდა რა ეთქვა ნიკასთვის მასშემდეგ რაც გული ატკინა,ასე უეცრად შეიცვალა ყველაფერი, ბედნიერებამ კარები მოუხურა ყველაფერმა თითქოს აზრი დაკარგა , ყველაფერი ერთ დღეს სხვანაირი გვეჩვენება მეორედღეს სულ სხვანაირად გვევლინება, ვერ გავიგებთ დღეს სად ვართ და ხვალ სად ვიქნებით, ცხოვრება ყოველდღე ახალ კარებს გვიღებს, ხან დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით და გასასვლელს ვერ ვიპოვით ხან კიდე ბედნიერება დაგავტყდება თავს რომელიც არ გვინდა რომ დამთავრდეს, ვინ იცის იქნებ უსასრულოც არის ბდნიერება და ჩვენ ვეძებთ ყველაფერში პრობლემას, იქნებ ჯობია დავივიწყოთ ის გარემოება რომელიც ზიანს გვაყენებს დავტოვოთ და წავიდეთ. სალომე რათქმაუნდა ნიკას მიტოვებას არ აპირებდა პირიქით მის სახლისწინ იდგა უკვე და შესვლას არ ჩქარობდა ალბათ იცოდა რა ელოდა როცა ნიკა კარებს გაუღებდა ეშინოდა იმის რომ ნიკა არ შეუშვებდა მას და გარეთდატოვებდა მისი სიმკაცრის გამო, სალო ფოქრობდა ჩემი სიყავრულის გამო ამას არ გამიკეთებსო და ამიტომ ეყო გამბედაობა და კარებზე ზარი დარეკა -სალო? -ნიკა გთხოვ ვილაპარაკოთ- სევდიანი ხმით უთხრა, ნიკა ცოტა ჩაფიქრდა შემდეგ კი მკაცრი ხმით უთხრა -შემოდი - სალი დივანზე ჩამოჯდა და ნიკას თვალებში შეხედა -ნიკა მინდა ადაგელაპარაკო ბოლოდროს მომხდარზე, გთხოვ მაპატიე მართლა, შეცდომა დავუშვი ვიცი, მაგრამ იქნებ გამოვასწოროთ არც ევასთვის უნდა მეთქვა რამე და არც შენთვის უნდა მეთქვა ის ყველაფერი, მაგრამ გაბრაზებული ვიყავი, მეგონა მათე ევას ატყუებდა , ხოო შევცდი ნიკა ადამიანი ვარ მაქვს იმის უფლება შეცდომები დავუშვა, მაგრამ გთხოვ გამიგო-ნიკა მიუახლოვდა წელზე მოხვიია ხელი და უთხრა -მისმინე ჩემსავით არავის უყვარხარ და ვერც ვერავინ შეგიყვარებს მაგრამ სალი როდესაც რაღაცას გეტყვი არ უნდა გაიქცე და ყველას არ უნდა მოუყვე რადგან მე ყველა არ ვარ და არაც ვიქნები შენს ცხოვრებაში გესმის? არ მინდა, რომ შენი იმედი არ მქონდეს მინდა რომ გენდო მინდა მქონდეს იმედი რო რასაც გეტყვი არ წახვალ და სხვას არ ეტყვი, მესმის ევა შენი დაქალია და მისი დაცვა გინდა მარამ ეს არ გამართლებს ის რომ ადგე და რასაც მე გეტყვი ყველაფერი უთხრა- ნიკა ადგა და ვისკი ჩამოასხა შემდეგ დივანზე დაჯდა და ხელები მუხლებზე დაილაგა, სალი ცოტახანს ჩუმად იჯდა შემდეგ ადგა და ნიკას კისერზე ხელები მოხვია -მაპატიებ?- ნიკა შეტრიალდა და ტუჩებზე ნაზად შეეხო ტუჩებით --მიყვარხარ სალი-გოგონა ხელში აიტაცა და საძინებელშ კოცნით შეიყვანა ................................................................................... რა სასწაულია დღეს სიკვდილს ებრძოდე ხვალ კი ტითქოს არაფერი მომხდარა გააგრძელო ცხოვრება ყვლანაირი პრობლემის გარეშე შეჩვეული სიმძიმებს, შეჩეული დამთრგუნველ ცხოვრებას, სიმშვიდეში გეგონა ცხოვრობდი, მაგრამ წარსულის ნაკვალევი თან გდევდეს არ იცი რა მოიფიქრო რით მოიშორო ის ტვირთი რომელიც დაგყვება რომელიც განადგურებს და გტკენს თითოეული შენი ოჯახის წევრი გაღელვებს გეშნია, რომელიმე არ დაკარგო მაგრამ სულ ისე ხდება რომ დანაკლისი მაინ შენი ოჯახის წევრთან გაქვს რახდება რით დაიმსახურე ეს ყველაფერი ადამიანი რომელიც ყოველთვის დაუღალავად შრომობდა ოჯახის გამო ნელნელა კარგავს იმედს იმის რომ ვინმე არ მოკლან ისევ კი მართალია ლაზარე გადარჩა მაგრამ აქვს მის იმედი რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდება არა არ აქვს იმედი დაკარგა ზურაბმა ყველანაირი იმედი გარეშე დარჩა მათესთან კამათის გამოც გახდა ასე არ უნდოდა მის შილთან კამათი მაგრამ სხვანაირად არ გამოვიდოდა რადგან მათემ სიმართლე გაიგო კაბინეტში იჯდა ერთი ჭიკა ვისკის თანხლებით კარზე კაკუნი გაისმა -შემოდი -ზურაბ ვერ გიყურებ ასეთს გთხოვ წამოდი დაისვენე -არ შემიძლია, მეტი ადამიანის დაკარგვას ვეღარ გადავიტან ჩემი ძმაც მათ მოკლეს აღარ მინდა მეტი ტკივილით ცხოვრება -კარგი წამოდი დაისვენე გთხოვ- მაია ნერვიულობდა ქმარზე - ბევრი მუდარის და თხოვნის შემდეგ როგორც იქნა გაიყვანა ქმარი ოთახში. ................................................................................... მათე და ევას უკვე ყველაფერი მოეგვარებინათ დაალაგეს მათი ურთიერტობა და ერთმანეთს პირობა მისცეს რომ რაც არ უნდა მომხდარიყო მათ ურთიერთობაში ეღტმანეთს არ დაშორდებოდნენ. ევას მათეზე პირველს გაეღვიძა და მათეს წვალებას შეუდგა თმას უსვამდა სახეზე მათე კი ხელებს იქნევდა რომ მოეშორებინა <რა სძინავს ასეთი>- გაიფიქრა ქალბატონმა ევამ, უცებ ზემოდან დაახტა და მაინც გააღვიძა -ევაა რას აკეთებ გაგიჟდი?- ბუზღუნებდა თან სიცილს ვერ იკავებდა მათე -ვერ გაგაღვიძე დაა რამექნა?-გაბრაზებულმა დახედა -გოგო რომ ვერ გამაღვიძე მაგიტომ დამახტი? -ხო აბა რა გეგონა შენ -მოდი ჩემთან- წამოიწია და გოგონას ჩაეხუტა -კარგი გამიშვი მათე გავიგუდე? -ოოო არაა-ბუზღუნებდა მათე -მათე გუშნ ნიკა რომ ამბობდა ვერ ვუკავშირდები მათესო სად იყავი? -ჩემს მეგობართან რომელსაც არ იცნობ -მართლა ვინ არის არ გამაცნობ -გინდა ამ საღამოს წავიდეთ მასთან? -აუუ კიიი მაგრამ ნიკა მომკლავს თუ არ მივედი სამსახურში -ერთი ნიკასიც, სად სცალია ბიჭს ნებივრობს სალოსთან -უიი ხოო, წავედით მაშნ ჩვენ -კარგი მამაჩემს გავუვლი მოვაგვარებ საქმეს და გამოგივლი შენ მზად იყავი 5ზე გავალთ -მიყვარხარ. მათე ყავა ხომ დალევ? -მაკოცე და მე გაგიკეათებ- ევამ ნაზად აკოცა მათეს, მათე წამოდგა და ზლაზვნით გავიდა სამზარეულოში ................................................................................... ზუკამ როგორც ყოველთვის ეხლაც არ იცის ვისთან ერთად გაიღვიძა გვერდით ბრუნდება და შავთმიანი ნაშა უწევს, დგება ჩუმად იცვამს ტანსაცმელს და სასტუმროს ოთახიდან იპარება. გასვლას ისე ჩქარობს ვერ ამჩნევს როგორ გამოვიდა მეორე ოთახიდან გოგონა და უცებ შეეჯახა -ვაიმე დედა თავი- წამოიკნავლა და თავზე ხელი აიფარა წითურმა ლამაზმანმა -გამარჯობა, მაპატიე გთხოვ ვჩქარობდი- თავის მართლებას მოყვა ზუკა -რა საძაგელები ხართ ეს ბიჭები გამოიყენებთ გოგოს მეორე დღეს კი გარბიხართ ვითომ არაფერი-ზუკას არაფერი ესმოდა მხოლოდ მისი ცისფერი თვალებით იყო გატაცებული ვერაფერს ხედავდა მისი თვალების გარდა -თქვენი სახელი? -ხო ახლა ჩემი სახელი, ვერ ეღირსები, გამატარე მეჩქარება- თქვა და მოწყდა ადგილს ცოტახანი ასე გაშეშებული იდგა ზუკა და შემდეგ დატოვა სასტუმრო. ..................................... ნიკა მძინარე სალის უყურებდა და ტკბებოდა ნაზად უსვამდა თითებს სახეზე არ უნდოდა გაეღვიძებინდა, ყურებით რომ დატკბა წამოდგა და ორისთვის მოამზადა ყავა საძნებელშ რომ შევიდა სალის ისევ ეძინა ყავა ლანგარზე ჩამოდო გვერდით გადადგა და საბანის ჩამოქაჩვა დაიყო -სალი.. სალლ.. გაიღვიძე ძირფასო უკვე თითქმის შუადღეა -აუ კაი რა გთხოვ ცოტახანიც -კაი მაშნ შენ წილ ყავასაც მე დავლევ- სალიმ თვალები წამში გაახილაა -ჩემი მზრუნველი- წამოიწია და ლოყაზე სველი კოცნა დაუტოვა -მიყვარხარ -მეც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.