შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის გული(9-გულიდან დევნა)


17-08-2020, 17:02
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 379

ეს რომ გავიგე თავზარი დამეცა!
როგორ ბედავენ!!!
როგორ!!!
-რას ქვია ბავშვი უნდა წაიყვანოთ?!!პირდაპირ აგრესიაზე გადავედი და ტონს ავუწიე ,მაგრამ რომ მივხვდი რომ ასე ბავშვს შევაშინებდი, ნორმალურ ხმაზე ვუთხარი,მაგრამ უხეშად და მტკიცედ.
-რა  უფლებით მოდიხართ აქ არსაიდან და მეუბნებით რომ ჩემმი შვილი უნდა წაიყვანოთ?
აშკარად მეტყობოდა რომ ერთი წამითად არ დავუშვებდი, რომ თუნდაც ჩემს შვილს შეხებოდა რომელიმე!
-ადამიანო მესმის რომ შენ გააჩინე ეს ბავშვი,მაგრამ ის შენ არ გეკუთნის!
ის რიტუალის დამსახურებით გაჩნდა და თუ სიმართლე გაინტერესებს ის არც არის  ადამიანი.
უხეში და სახიფათო ტონით მიპასუხა,რაზეც რა
თქმა უნდა პირდაპირ თავში დამკრა იმ სიტყვებმა რაც მითხრა...ანუ გამოდის ის არაა ადამიანი?
ვიცოდი რომ რაღაცაში იქნებოდა საქმე,მაგრამ იმ წამსვე მოვიშორე ეს არასაჭირო ფიქრები და მისი ნათქვამიდან გამოტანილი აზრით გაბრაზებულმა ვუპასუხე.
-როგორ ბედავ და როგორ მეუბნები რომ ჩემმი შვილი თქვენ გეკუთნით?!! როგორ ბედავთ ამას!!!
ის ჩემმი შვილია და სულ არ მაინტერესებს თქვენი რიტუალი,შვილს ვერ წამართმევთ!
უკვე ისე ვუყვირე რომ მგონი ჭრილბაზე იმოქმედა და საშინელი ტკივილი ვიგრძენი!
ამასთან ერთად კი ბავშვმაც გაიღვიძა და ტირილი დაიწყო.
რამე უნდა გამეკეთებინა და თავი დამეცვა,მაგრამ არ ვიცოდი რა!
როგორ უნდა დამეცვა ჩემმი შვილი ასეთ მდგომარეობაში?
როგორ უნდა შევბრძოლებოდი მათ?
ამ წამს უსუსური ვიყავი!
სუსტი!
ეს კი უკვე ჩემში აღუწერელ შიშს და სევდას იწვევდა,რადგან არ მინდოდა შვილი წაერთმიათ!
-შენც კარგად ხვდები რომ შებრძოლებას აზრი არ აქვს.
დანებდი და ბავშვი მომეცი.
მშვიდად მითხრა და ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი,რაზეც სასოწარკვეთილმა მივიხუტე ბავშვი და ვუყვირე.
-აღარცერთი ნაბიჯი არ გადმოდგა!!!
ვცდილობდი დამუქრებას,მის შეშინებას,გაფრთხილებას ჩემმი სიტყვებით და ტონით,მაგრამ მის სახეზე არაფერი იცვლებოდა და იგივე გამომეტყველებით მიყურებდა.
მე კი ვხვდებოდი რომ გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა !
ამაზე ფიქრი რომ ჩემს შვილს წაიყვანდა ,თვალებს ცრემლებით მივსებდა.

სად ხარ დანიელ?

ეს რატომ ხდება?

ეს რატომ ხდება??

შვილს რატომ მართმევენ?!!

რატომ?!!!

ამაზე ვფიქრობდი და უკვე ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი,ინსტიქტურად წარმოვთქვი ეს სიტყვები.
-დანიელი ყველას სათითაოდ ამოგხოცავთ,ამის პირობას გაძლევთ!
ამ წამს კი ნამდვილად სახიფათოთ ვუთხარი და ამავდროულად ეს არ ყოფილა მხოლოდ მუქარა!
ეს მართლა მოხდებოდა და თვითონაც ხვდებოდნენ ამას.
ადგილზე გაჩერდა და შუბლი შეკრა,ალბათ გაბრაზდა რომ მწარე სიმართლე მოისმინა რომელიც ელოდა!
-რეებს იძახი საცოდავო ადამიანოო!!! ის ჩვენი ბელადია და როგორც საჭიროა მისთვის და ჩვენი ტომისთვის ისე ვაკეთებ მე!! როგორ ბედავ და როგორ მემუქრები ასე?
აშკარად ანერვიულდა ,რაზეც ჩავიცინე და ცრემლი მოვიწმინდე,უკვე ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინ,რადგან მივხვდი რომ მათი გადაწყვეტილება დანიელმაც არ იცოდა!
-დანიელს არაფერი არ უთქვამს და შენ მის დაუკითხავად რატომ წყვეტ??
ისაა ბელადი და თუ მის გარეშე მიღეებ ამ გადაწყვეტილებას და აღასრულებ კიდეც,დამიჯერე კარგი დღე არ გელის...დანიელს არ მოეწონება ახალი ამბავი.
როდესაც ვეტყვი რაც ჩადინე წუთში აქ გაჩნდება და მოგკლავს.
ცოტა ტყუილიც გავურიე და სისასტიკეც,რადგან ამ წამს ასე იყო საჭირო !
მინდოდა შეემეშინებინა!
თვითონ არაფერი არ მიპასუხა,დუმდა და იგივე გამომეტყველებით მიყურებდა!
ხვდებოდა რომ სიმართლეს ვიძახდი,მე კი გააჩერებას არ ვაპირებდი მანამ უკან არ დაიხევდა.
-შენი გაადასაწყვეტია ახლა რას იზავ,თუ სიცოცხლე აღარ გინდა შეეიგიძლია ბავშვი წაიყვანო.
დავამატე და შუბლი შევკარი.
თვითონ კი უკვე ბრაზისგან ბშვინავდა და თვალებზეც შევატყე რომ უწითლდებოდა .
ამის დანახვახე შემეშინდა რამე არ დაეშავებინა ჩემმი შვილისთვის და სასწრაფოთ ექიმს ვუხმე .
-ექიმო!!ექიმო!! მინდა აქ მოხვიდეთ!
მჯეროდა რომ თუ ექიმი შემოვიდოდა პალატაში და ბავშვს გაიყვანდა ,მას დავუპირისპირდებოდი,თუნდაც ასეთ მდგომარეობაში ,როდესაც ვგრძნობ როგორ მტკივა ყოველი ჭრილობა,თუნდაც მომკლას,შეევებრძოლები!
ექიმს ველოდდი, როდესაც ფელიქსი გაწითლებული თვალებით მიახლოვდებოდა მეც და ჩემმს შვილსაც.
ამის მიხედვით კი ვხვდებოდი, რომ კარგი ამბავი არ გველოდა!
ამიტომ სულ ვკანკალებდი შიშისგან ,მაგრამ კარის შემოღების ხმაზე ფელიქსზე მოვადუნე ყურადღება და კარისაკენ გადავიტანე,მაგრამ ვერც მოვასწარი იმ ადამიანის დანახვა ვინც კარში შემოვიდა!
მხოლოდ ჩემს წინ მდგარ ფელიქსს მოვკარი თვალი, რომელიც მტკივნეულად დაენარცხა იატაკზე,შემდეგ ზემოთ ავიხედე ვინ იყო ის გადამრჩენელი ვინც ფელიქსი, ეს ვებერთელა კაცი ძირს დააგდო.
ექიმმი ამას ვერ იზავდა,ჩარლი წასულია და ვიცი რომ საღამომდე არ მოვა...მაშინ ვინ?

-ტობიას? გააკვირვებული ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი ეს რატომ გააკეთა...ნუ არ იყო ცუდი ბიჭი ,მაგრამ ისიც საბჭოს წევრი იყო ,მე კი დარწმუნებული ვიყავი რომ ამაში თვითონაც იღებდა მონაწილეობას,მაგრამ მე სულელი მწარედ ვცდებოდი.
-როგორ ხარ? რამე ხომარ დაგიშავა?
მშვიდად მკითხა,რაზეც უბრალოდ დაბნეულმა გაავაქნიე თავი ,უარის ნიშნათ.
-ბოდიშს გიხდი რომ ამის განცდა მოგიწია,ყველანაირად ვეცადეთ გააგვეჩერებინა,მაგრამ როგორც ჩანს მაინც წამოვიდა.

-არ იცოდით?
ამ კითხვაზე შუბლი შეკრა.
-რა კითხვა ეს? რა თქმა უნდა არ ვიცოდით,ამას არცერთი არ დავუშვებდით!
სულელი არ ვარ კატერინა,მე მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს მივყვები რასაც ჩვენი ბელადი იღებს და არა საბჭოს თავჯდომარე.
თქვა და ზიზღით დახედა გათიშულ ფელიქს.
-რა გაუკეთე? ვიკითხე დაბნეულმა.
-ნუ ისეთი არაფერი ,სუსტ წერტილში დავარტყი და გავთიშე.

-სუსტი წერტილი?

-ხო ყველა მგელს აქვს სუსტი წერტილი.
ეს რომ გავიგონე ყბა ჩამომივარდა.
-დანიელსავ?
ჩაიცინა.

-რა თქმა უნდა სულელო...

-რა არის მისი სუსტი წერტილი?

-ნუ არ შეიძლება ამ საიდუმლოს გაცემმა, მაგრამ შენ გეტყვი...ეს გულია.
პირი დავაღე გაგებულით და მივხვდი რატომ იყო კაჰალიაზე ასე მიჯაჭვული!
რადგან მისი სუსტი წერტილი გულია,რომელიც გრძნობებზეა პასუხისმგებელი.
გრძონები კი აშკარად ძლიერი და მიჯაჭვული იქნებოდა,ანუ უკონტროლო!
-ყოჩაღ გენიოსო! ჩვენი ყველაზე ტაბუდადებული საიდუმლო რომ გათქვი!
მოგვესმა უეცრად ფელიქსის ხმა,რაზეც ცოტა შევხტი .
-მადლობა მოიხადე რომ შენი სუსტი წერტილი არ ვუთხარი და ამ წამსვე არ მივეცი ნება რომ მოეკალი.
უთხრა ტობიასმა სახიფათო ტონით,სანამ ფელიქსი ფეხზე დგებოდა.
-როგორ მოდიხარ და დედას შვილს როგორ ართმევ??!
ნამუსი მაინც არ გაგაჩნია?!
იკითხა ტობიასმა,რაზეც ფელიქსმა მშვიდად უპასუხა.
-ასე მოითხოვა სიტუაციამ.

-ნუ იძახი სისულელებს,არანაირ სიტუაციას არ მოუთხოვია ეს!
ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ ერთობლივად ,რომ დანიელის მოსვლამდე არანაირ გადაწყვეტილებას არ მივიღებდით ,მითუმეტეს ასეთს!
მაგრამ შენ რატომღაც ჩათვალე რომ მაინც უნდა გაგეკეთებინა ის რასაც სწორად თვლიდი.
ფელიქს ერთხელ მაინც უნდა გაიხედო შენს წინ და უკანაც არ გაწყენდა

-კარგი ვაღიარებ ,სულელი ვიყავი რომ ვერ მივხვდი როგორ მომყვებოდით.

-შენ გეგონა ვერ გავიგებდით?

-კარგი ვთქვი უკვე რომ სულელი ვიყავი,ახლა მორჩი!
ეს რომ თქვა, ტობიასმა სიცილი დაიწყო.
ამხელა ბიჭს სულელი ბავშვივით ამცირებდა და დასცინოდა ,მანამ მე სიმწრით ვიღიმოდი,რადგან  ჭრილობები საშინლად მტკიოდა.
-ბავშვი აღარ ტირის,რა ხდება კარგადა?უეცრად რომ ამ კითხვით მომიტრიალდა ფელიქს.
ვაღიარებ,ძაალიან გამიკვირდა!
-კი კარგადა,უბრალოდ ისევ ჩაეძინა.
ეს რომ ვუპასუხე გაიღიმა,ეს არ იყო რაღაც ბოროტი ღიმილი,უფრო თბილი და კეთილი...მე კი დავფიქრდი იქნებ არც ისეთი ცუდია?
იქნებ მივცე შანსი და ვეცადო ურთიერთობა გამოვაკეთო,რადგან ჯანდაბა არ ვიცი კიდევ როდის დაარტყავს თავში და როდის მომადგება რომ შვილი წამართვას!!
აშკარად ვხვდები რა ხასიათი აქვს,მე კი არ მინდა მისი მკაცრი გადაწყვეტილების გამო მე ან ჩემმი შვილი დავშავდეთ!
მირჩევნია ყოველ მათგანთან კარგი ურთიერთობა დავიჭირო.
-მიდი ახლ,თქვი რაც საჭიროა!
ამ ყვირილზე ორივემ ტობიასისკენ გავიხედეთ,რომელიც ფელიქს ხელს ურტყავდა ზურგზე .
-ოოო ,არა საჭირო ახლა,მერე ვეტყვი!დაიწყო ბავშვივით ჭირვეულობა ფელიქსმა,რაზეც ტობიასმა უკვე სახიფათო და სერიოზული გამომეტყველებით უპასუხა.
-ახლავე.

-კარგი,კარგი ხო!
ბოდიში იმისათვის რაც ჩავიდინე,არ მინდოდა...უბრალოდ ემოციებს ავყევი.
ეს რომ თქვა თან ლოყები გაუწითლდა,რაზეც მე სიცილი დავიწყე!
უბრალოდ  წარმოუდგენელი იყო ეს ვებერთელა ბიჭი როგორი მორცხვი პატარა ბიჭი გახდა წამებში,როდესაც რამდენიმე წუთის წინ მიყვიროდა და ჩემმი შვილის წაყვანას აპირებდა!
-რა გაცინებს?!! რატო იცინის?!
პანიკაში ჩავარდა და ხან ერთს გვიყურებდა ხან მეორეს,რაზეც ტობიასიც სიცილში ამყვაა!
ვინ იცის სად ისმოდა ჩვენი სიცილის ხმა!

3 წლის შემდეგ :
დრო უცბად გავიდა...ფაქტობრვად ისე რომ ვერც კი გავიგე!
ჩემმი შვილი თვალთა ხელშუა გაიზარდა!
ყველა გვერდში მედგა და მეხმარებოდა,ყოველი მათგანი,რისთვისაც დიდი მადლობელი ვიყავი!
რადგან რომ არა ისინი ,ალბათ მეტად ვიდარდებდი და შევამჩნევდი დანიელოს აქ არ ყოფნას.
სასახლე სადაც ჩემმი შვილი ავღზარდე აღარ იყო ისეთი ბნელი,მოსაწყენი და საშიში!
ესეც მათი დამსახურებით,რადგან ერთხელ დავიწუწუნე, რომ არ მომწონდა ასეთი აურის სახლში ცხოვრება,რადგან ყველა კედელი მუქ ფერებში იყო და ამავდროულად  ფარდებიც ,რომლებიც სინათლეს არ უშვებდნენ სასახლეში!
მაგრამ ეს პრეტენზია რომ გამოვთქვი  მეორე დღესვე დაიწყეს სახლის რემონტი,ისე რომ სასახლე ახლა სულ ფერად ფერებშია და მთელი ეზო ყვავილებითა გადაფარული!

დანიელზე ჯერ კიდევ არ მსმენია არაფერი...ხშირად ვევედრები თვითვეულ მათგანს ,რომ რაიმე მითხრან მასზე,რადგან ვიცი რომ ყველას ჩემს გარდა მასთან კონტაქტი აქვს!!
მაგრამ არცერთი არ მეუბნება არაფერს!
ეს კი უკვე ძაალიან მაბრაზებს.
რატომ არ შეიძლება მეც დავუკავშირდე მას და თუნდაც მისი ხმა გავიგონო,ესეც საკმარისი იქნება რომ ჩემმა გულმა მოისვენოს,მაგრამ არა.
დანიელმა გადაწყვიტა ასე დამტანჯოს.

ყველაფერი კარგად იყო...ეს დღე სხვანაირად გათენდა თითქოს!
მე ჩემს პატარა ბიჭთან ერიკთან ერთად ვიყავი სამზარეულოში და მისთვის საყვარელ საჭმელს ვამზადებდი.
მას მხოლოდ ჩემმი გაკეთებული საჭმელი უყვარს,სხვის გაკეთებულს არ ჭამს,ამიტომ მიწევს მსახურების მაგივრად მე გავაკეთო მისთვის საჭმელი,მაგრამ ეს ფაქტი სულ არ მაწუხებს,პირიქით!

ჩარლი შემოგვიერთდა ცოტახანში,მაგრამ ძაალიან უცნაურად გამოიყურებოდა.
მომღიმარი იყო ისე რომ ერთ წამს არ შორდებოდა ეს ღიმილი სახიდან!
ნუ რა თქმა უნდა სასიამოვნო იყო ეს ,მაგრამ  ძაალიან მაინტერესებდა  ასე რატომ ეღიმებოდა.
-რა ხდება ჩარლ? რა ბედნიერი ჩანხარ.
ვკითხე ღიმილით და უკვე გამზადებული საჭმელი მაგიდაზე დავდე.
-ოჰ..არაფერი ისეთი ,მალე შენც გაიგებ.
ეს რომ თქვა უკვე დავინტრიგდი და სასწრაფოთ მის წინ დავჯექი .
-ოოო,მითხარი ახლა!
მაინტერესებს ასე რამ გააგაბედნიერა!

-არა,არა..ეს არ მოხდება,ტყუილად ცდილობ დამიყოლიო.
თქვა და ბავშვის საჭმლიდან ერთი ლუკმა შეჭამა.
-ბავშვს ნუ უჭამ საჭმელს!
ვუთხარი ვითომ გაბრაზებულმა და სიცილით დავასრულე..გაჩერებას არ ვაპირებდი ,მინდა გავიგო რა აბედნიერებს ასე.


მთელი დღე დავდევდი ჩარლს და თავს ვაბეზრებდი იგივე კითხვით,მაგრამ პასუხად ისევ იგივეს ვიღებდი !
სიტყვაც არ დასცდენია.
მეც ჩემმი  უშედეგო ხვეწნით იმედგაცრუებული ვიჯექი ოთახში და უკვე მძინარე ერიკს დავყურებდი ზემოდან,არ ვიცოდი რა უნდა  მეკეთებინა მაშინ ,როდესაც ჩემმი პატარა იძინებდა.
საქმე მართლაც არაფერი არ მქონდა,ამიტომ მოწყენილი დავყურებდი და ისევ ჩარლის უცნაურ საქციელზე ვფიქრობდი...ხოდა ძაღლი ახსენეო!
უეცრად კარი შემოაღო ვიღაცამ და მომღიმარი სახე რომ დავინახე ,მივხვდი რომ ჩარლი იყო.
-რა ხდება?ხელებით ვანიშნე და ჩურჩულით ვიკითხე.
-გარეთ გამოდი.
ჩურჩულით მიპასუხა თვითონაც,რაზეც გაკვირვებული წამოვდექი ფეხზე და მას გავყევი უკან.
ისეთი მირბოდა ჩემს წინ თითქოს ერთი სული აქვს მიახწიოს დათქმულ ადგილამდეო!
მე კი დაბნეული მივყვებოდი და ვერ ვხვდებოდი დღეს რა სჭირდა.
კარი გააღო და გაჩერდა,უკან გამომხედა და ღიმილით მითხრა.
-გარეთ ვიღაც გელოდება!
გამიკვირდა და შუბლი შევკარი დაბნეულმა,რადგან ვერ ვხვდებოდი რა იყო ან ვინ იყო !
გარეთ დაბნეულმა გავდგი ფეხი და ვერავინ ვერ დავინახე.
უკან გავიხედე და უკვე ვაპირებდი ჩარლი გამელანძღა თუ რეებს ხლართავდა,მაგრამ უეცარ ხმაურზე პირი მოვხურე და წინ გავიხედე.
ეს მოტოციკლის ხმა იყო და იდგა
კიდეც ჩემს წინ მოტოციკლი,მაგრამ ამ მოტოციკლზე ვინც დამხვდა,სრულიან  საგონებელში ჩამაგდო .

-დანიე-ლ?
ის დააბრუნდა?!!!?!!!???!

თვალებს ვერ ვუჯერებდი,რის შედეგათაც რამდენჯერმე მოვისრისე,მეგონა რომ მელანდებოდა,მესიზმრებოდა,
მეჩვენებოდა.
ხოდა ამიტომ მივუბრუნდი ჩარლის დაბნეული და ამიტომ ვკითხე ხმის კანკალით.
-ე-ს..დანი-ელია?
ჩარლიმ ამაზე ჯერ გაიცინა,შემდეგ კი თავის დაქნევით მიპასუხა.
-კი ისაა!
ჩარლის ნერვიულად გავუღიმე  და გამბედაობაც აღარ მეყო ,რომ ისევ უკან გამეხედა,სადაც დანიელი იყო.
პატარა გოგოს ვგავდი ,რომელსაც იმის ძალაც არ გააჩნდა რომ თავისი შვილის მამას მიახლოვებოდა.
-ჰა ახლა რაღას უცდი!!?
დიდხანს იდგები ესე?
ხელით ხომარ მიგიტანო იქამდე?
ცინიკურად მკითხა ჩარლიმ ,რადგან ყელში ამოუვიდა!
რა თქმა უნდა სიცილიც არ დავიწყებია.
მეც თავი დავუქნიე ,ღრმად ჩავისუნთქე მოვემზადე  და მივტრიალდი !
მიტრიალებულმა კი მოულოდნელობისაგან წამოვიყვირე,რადგან...რადგან..
დანიელი ჩემს წინ დამხვდააა!!!!!
ღიმილით ჩამომხედა და პირდაპირ თვალებზე მომაშტერდა.
არ მეგონა თუ ამოვისუნთქებდი,ენა ჩამივარდა,სიტყვები ვერ ვიპოვე,ფეხები მიკანკალებდა და მეგონა წავიქცეოდი.
იცით რა რთულია ამდენხანს ელოდებოდე ვინმეს და ბოლოს ასე მოულოდნელად დაინახო?
ეს ჩემთვის გულის შეტევის ტოლფასი იყო,არც მეგონა თუ ვნახავდი როდესმე !
აღარც მეგონა უკვე!
-დანიელ...დანიელ...
მხოლოდ ეს ამოვიჩურჩულე და სხვა ვერაფერი,რადგან თვალები ცრემლებით მევსებოდა და ამ წამს მინდოდა ბოლო ხმაზე მეტირა!
-მაპატიე რომ გალოდინე...ძაალიან მენატრებოდი.
სევდიანი ღიმილით მითხრა,რაზეც ვეღარ მოვითმინე მეტად და ცრემლებიც ვეღარ დავაკავე!
მათ თავისი გზა იპოვეს და პატარა ბავშვივით ავტირდი,ავტირდი ისეთ ხმაზე რომ მგონი ყველას ესმოდა ჩემმი ხმა!
დანიელმაც აღარ დააყოვნა და გულში ჩამიკრა..ხელები ისე მჭიდროდ მოვხვიე ტანზე ,მეგონა რომ სუნთქვას ვეღარ შეძლებდა.
ისე მენატრებოდა,მაგრამ მორჩა ამდენი ტანჯვა,ის ახლა აქაა.

-დანიელ...სად...იყავი...იცი როგორ მიჭირდა?
ტირილით ვჩურჩულებდი თან მის ყურთან ,რაზეც მეტად ვიგრძენი მისი ხელები როგორ გამაგრდა ჩემს ტანზე,თითქოს მისი სხეულიც რაღაც ტკივილს უმკლავდებაო და აი მივხვდი რას,როდესაც სისველე ვიგრძენი მკლავზე,მაგრამ ეს არ იყო ჩემმი ცრემლი.
ვერ იქნებოდა...ეს დანიელიც ცრემლი იყო და ის ტიროდა,უხმოთ ტიროდა!
აქამდე კი ვერ ვხვდებოდი ,რომ მას მეტად უჭირდა ჩვენგან შორს ყოფნა,თავის არდაბადებული შვილისგან შორს ყოფნა,ისე რომ თვალითაც არ ყავდა იგი ნანახი ...ალბათ როგორ უჭირდა.
-გპირდები აღარასოდეს დაგტოვებ.
ესღა თქვა და შემდეგ ორივე დავდუმდით.
მხოლოდ უხმოდ ვტიროდით და ვინ იცის რამდენხანს ვეხუტებოდით ერათმანეთს ასე და ალბათ არც შევწყვეტდით ჩახუტებას,ბავშვის ტირილი რომ არ გაგვეგო.
ორივე მოვშორდით ერთმანეთს,დანიელი აღელვებული აცეცებდა თვალებს, რადგან იცოდა ეს მისი შვილის ხმა იყო,ემზადებოდა და მაინც თითქოს არ იყო მზად რომ შვილი პირველად ენახა!
პირველად შეხებოდა,პირველად დაეჭირა ხელში,თითქოს ეშინოდა კიდეც.
ჩარლი გამოვიდა კარიდან ,ხელში ერიკი ეჭირა ,რომელიც ტიროდა და ეტყობოდა რომ ახალი გაღვიძებული იყო.
-გაეღვიძა თქვენს ბიჭს!
თქვა ღიმილით ჩარლიმ და დანიელისკენ წაიყვანა ბავშვი.
დანიელი კი ადგილზე ვერ ჩერდებოდა,ფეხებს არ აჩერებდა,სულ გაოფლიანდა და ფერი დაკარგა!
ვხედავდი როგორ ადგებოდა ისევ ცრემლი,ჩარლიმ ბავშვი ძირს დასვა,ისე რომ ხელი ეკიდა ისევ.
-პატარა გაიცანი ,ეს მამაშენია!
თქვა ჩარლიმ ღიმილით,რაზეც დანიელს შევხედე.
მე უკვე ვტიროდი და პირზე მქონდა აფარებული ხელი რომ ხმა არ გამომეცა,დანიელსაც ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან და ბავშვის წინ ჩაიმუხლა..ბავშვიც გაჩუმდა და დანიელს მიაშტერდა,ცოტახანს ასე უყურებდნენ ერთმანეთს,მანამ ერიკმა ნაბიჯი არ გადადგა დანიელისკენ და დანიელმა ხელები არ მოხვია მას!
შემდეგ გულში ჩაიკრა და ისევ ატირდა.
ვეღარ ვწყნარდებოდი ეს რომ დავინახე,მეც კი არ ვიცოდი უკვე ეს სიხარულის ცრემლები იყო მხოლოდ თუ სევდისაც რომ დანიელი ამდენიხნის შემდეგ პირველად ხედავდა საკუთარ სისხლს და ხორცს .

4 წლის შემდეგ:
დანიელს საერთოდ არ გაუჭირდა ერიკთან დაახლოვება და იმის მიუხედავად ,რომ ერიკი არაა გახსნილი ბავშვი და არავის არ იკარებდა ,დანიელს პირდაპირ გაუღო გული!
ის პატარა იყო ,მაგრამ უკვე ძაალიან ჭკვიანი...ეს კი ადვილად შესამჩნევი იყო,მან მალევე აიდგა ფეხი და ლაპარაკიც მალე დაიწყო.
მე კი კარგად ვხვდებოდი რატომ ,უბრალოდ ამაზე საუბარი არ მინდოდა.

ჩვენს თვალწინ იზრდებოდა და ყოველდღე გვაოცებდა თავისი ხასიათით,რადგან ასაკისთვის შეუფერებლად იქცეოდა და აზროვნებდა,ოღონთ კარგი მხრივ.
მე კი ცოტა ვღელავდი მასზე და დანიელის და მისი ტომის გეგმაზეც ,რომელიც ჩემს შვილს მომავალში ელოდა,მაგრამ არ ვიმჩნევდი და უბრალოდ ვუყურებდი ჩემს შვილს როგორ ყალიბდებოდა დღითი-დღე ყველაზე საოცარ ადამიანად...ან სხვა არსებად.

მე და დანიელზე რა ვთქვა? შესანიშნავი იყო ჩვენი ურთიერთობა,რადგან ერთმანეთი ძლიერ გვიყვარდა!
იმის მიუხედავად რომ ზოგჯერ მაღიზიანებდა მისი საიდუმლოებით მოცული შეკრებები თავის ტომის წევრებთან,თან როდესაც ვხვდებოდი რაზე ჰქონდათ ამ შეკრებებზე საუბარი...ჩვენს შვილზე!
მე ყველას ვეკითხებოდი რომ ეთქვათ რატომ იყო ეს ასეთი გაასაიდუმლოებული და რატომ არ მეუბნებოდა დანიელი ამას,მაგრამ პასუხს არავინ არ მცემდა!
მე კი ვერ ვბედავდი რომ დანიელისთვის მეკითხა,რადგან ერთხელ გავბედე და ისეთი უხეშად მიპასუხა ,გავჩუმდი!
არ მინდოდა მასთან მეჩხუბა
უბრალოდ ვერ მივხვდი:
-ნუ ჩაერევი მამაკაცების საქმეში.
ეს რა პასუხია საერთოდ?
მე ხომ ვიცი რომ ეს ჩემს შვილს ეხება და ვისი საქმეც გინდა იმისი იყოს!
მინდოდა მეპასუხა რატომ?!!
რატომ არ შეიძლებოდა ჩავრეულიყავი,მაგრამ პასუხი თვითონვე მიამატა ცოტახანში.
-ზედმეტად სუსტი და უცოდინარი ხარ ამ სფეროში რომ რამე იცოდე,არ მინდა დაშავდე.
ასე რომ გთხოვ კატერინა,არ გიბრაზდე,მაგრამ ეს თემა აღარ წამოჭრა მეტად.
გავჩუმდი და იმის შემდეგ დანიელისთვის არ მიკითხავს....მხოლოდ ჩარლისგან ავიღე პატარა ინფორმაცია,ეგეც მოტყუებით!
მითხრა რომ მსჯელობენ...სწორედ რომ ჩვენს შვილზე,როგორც ვფიქრობდი!
გავბრაზდი ,მაგრამ მაინც მოვლენების განვითარებას დაველოდე.
ერიკი ჯერ პატარა ,რომ ბელადობისათვის მოამზადონ!
მე არ დავუშვებ ამას რომ ამ განხრით მას რომელიმე შეეხოს,თუნდაც დანიელი!

ხოდა ასეც მოხდა...მე დანიელთან კამათი მომიწია,გაზაფხული იყო...მაისის თვე,როდესაც სრულიად შემთხვევით გავიგე რომ დანიელს ბავშვი ჩემს ჩუმად და ჩემს დაუკითხავად მიყავდა და დანარჩენებთან  ერთად  მას "წრვთნიდა"
ეს კი მე არ ვიცოდი.
მას არ უთქვამს და რომ დამიმალა ამან მეტად გამაბრაზა!
სამზარეულოში შევედი და იქ დამხვდა ერიკთან ერთად..ისეთი საყვარლები იყვნენ სხვა დროს გული გამიიჩერდებოდა,მაგრამ ახლა ამისათვის არც მიმიქცევია ყურადღება
ნელა მივუახლოვდი ,ისე რომ დიდხანს ვერცერთი ვერ მიხვდა რომ ოთახში ვიყავი ,სანმ ხმა არ ამოვიღე!
-ერიკ პატარა ცოტახანს კევინ ბიძიასთან  მიდი ხო?
ვუთხარი და სკამიდან ჩამოვსვი ,შემდეგ კი კევინისკენ გავგზავნე ,რომელიც მისაღებში იყო.
შემდეგ კი დანიელსაც მივუბრუნი, რომელიც დაბნეული მიყურებდა,არასასიამოვნო გამოხედვით!
ანუ ჩანდა მის გამომეტყველებაში რომ ჩემმი საქციელი არ ესიამოვნა,მაგრამ არ ვაპირებდი ამაზე დარდს ახლა,აღარ მომიცდია და პირდაპირ საქმეზს გადავედი.
-მე ვინ ვარ?
ეს რომ ვიკითხე შუბლი შეკრა,ვერ ხვდებოდა რას ვკითხულობდი.
-რა ვინ ხარ?
გაღიზიანებული ტონით მკითხა.
-ხო ვინ ვარ საერთოდ ამ ოჯახში?
რას წარმოვადგენ ამ სასახლეში?
ვიკითხე გაღიზიანებულმა მშვიდი ტონით და ხელები გაადავაჯვარედინე.
-რა კითხვებს სვავ ? რამე მოხდა?
იკითხა და უკვე ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა,მაგრამ მე გაბრაზებულმა უკან დავიხიე ,რაზეც ისიც დაბნეული ადგილზე გაჩერდა.
-მოხდა...სწორედ რომ მოხდა,რადგან მე როგორც ჩანს არანაირი უფლება არ გამაჩნია ჩემს საკუთარ შვილზე!
ეს რომ ვთქვი უკვე მობეზრებულმა და დაღლილმა ჩაიხვნეშა,მიხვდა რაზე ვიყავი გაბრაზებული.
-ანუ გაიგე.
ჩაილაპარაკა მშვიდად.
-ხო გავიგე და იცი რა? საერთოდ
არ მომეწონა გაგებული!
ის ჯერ პატარაა დანიელ!
ჯერ სულ რაღაც 4 წლის!

-ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.
უკვე ცოტა ტონს აუწია,რაზეც არც მე არ დავაკელი.
-თუ არ აქვს,მაშინ რატომ დამიმალე ეს? რატომ არ მითხარი?!
ეს მე არ უნა მცოდნოდა?!!

-აი ამიტომ!!
თქვა და გაღიზიანებულმა გამისწორა თვალი.
-აჰა გავიგე!!! ანუ ჩემმი პატარა შვილი ,რომელიც სულ რაღაც 4 წლისაა ,ჩემს  დაუკითხავად წაიყვანე რაღაც უაზრო რიტუალებზე ალბათ  და ამაზრზენი წესები გააცანი!
თქვენი ამაზრზენი და ულოგიკო წესები!
მეც ვერ ვხვდებოდი რას ვიძახდი,ძაალიან გაბრაზებული ვიყავი და ზედმეტიც მომივიდა.
-ანუ ჩვენი წესები და რაც ჩვენ გვეხება ამაზრზენია ხო? ანუ ასე თვლი შენ?!!
გაბრაზებულმა მიყვირა და ვაი რომ ვამჩნევდი როგორ ერეოდა მის თვალის ფერს წითელი.

-ეგ არ მიგულისხმია უბრალოდ-

-უბრალოდ რა??! ასეთი ამაზრზენი ვარ შენთვის კატერინა?! მითხარი!
ისე მომიახლოვდა რომ მის გახშირებულ სუნთქვასაც კი ვგრძნობდი,მაგრამ თვალს ვერ ვუსწორებდი სირცხვილით.
ვიცოდი რომ ზედმეტი მომივიდა,მაგრამ მთავარ თემას ვერ გადავუხვევდი ამ წამს.
-ერიკი ჯერ პატარაა იმისათვის რომ შენი ადგილი დაიკავოს.
მშვიდად ვუპასუხე,სრულიად სხვა რაღაც,რაზეც გააღიზიანებულმა ჩაიხვნეშა და ანერვიულებულმა შეიცურა თმაში ხელი.
-ასეა საჭირო,ასე!!
საჭიროა მოვამზადოთ  მომავალისთვის ,მაგრამ შენ არ გესმის!
მიყვირა ბრაზით .
-მესმის,მაგრამ ის ჯერ პატარაა ამისთვის,გითხარი გასაგებად მგონი!

-ის ბავშვი არაააა!!  არააა ადამიანიი!! ვერ ამჩნევ მაინც რომ სხვა ბავშვებს არ გგავს თავის ასაკში!!?? ამდენს მაინც ვერ ამჩნევ საკუთარ შვილს?!!
ის ადამიანი არააა,ის მგელია!
ეს რომ გავიგე ცრემლი მომადგა თვალე...ვიცოდი ეს  და ვხვდებოდი ,მაგრამ ამის მოსმენა მაინც საშინლად მტკივნეული იყო.
მე მეშინოდა..მეშინოდა რომ ერიკი თავს ვერ გაართმევდა და დაშავდებოდა!
მეშინოდა რომ ბედნიერი ვერ იქნებოდა და სხვა ბავშვებივით ვერ გაატარებდა დროს,ამის ნაცვლად კი ბელადობისათვის მომზადება მოუწევდა!
-უსამართლობაა..ის..ის..სიტყვებსაც ვერ ვპოულობდი და მეგონა რომ ჩემს შვილს იმედები გავიცრუე,მეგონა რომ მე ვიყავი ამაში დამნაშავე.
-მაპატიე..მაპატიე კატერინა,ვიცი გიჭირს ვიცი ეს   და დამიჯერე მეც მიჭირს,უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს!
ის ამისათვის გაჩნდა,ის განსაკუთრებულია...ჭკვიანია და ძლიერი.
ის ლიდერობისათვის გაჩნდა ამ ქვეყნად,გაჩნდა რათა ჩემმი ადგილი დაიკავოს მომავალში.
ეს უნდა გაიგო.
უკვე შედარებით მშვიდად მითხრა და მეც ცოტა მოვდუნდი,არ იყო საჭირო და არც ვგეგმავდი რომ ეს საუბარი ასე წაგვეყვანა ჩხუბით და ყვირილით,უბრალოდ ასე გამოვიდა.
-კარგი გასაგებია...სხვა რა გზაა თუ ვერ შევცვლით მის ამ ეგრედწოდებულ დავალებას და ბედს ,დაე იყოს როგორცა საჭირო,მაგრამ უნდა დადო პირობა რომ ის ამით კმაყოფილი და ბედნიერი იქნება!
უნდა მომცე პირობა რომ არ დაშავდება,თორემ გეფიცები დამიელ იმ წამსვე ხელს მოვკიდებ და აქედან წავიყვან.
ბოლო სიტყვები არ ესიამოვნა და ვიცოდი რატომაც,მაგრამ ეს უბრალოდ გაფრთხილება იყო ,წასვლას მისგან არ ვაპირებდი...ნუ ვერც  და არც.

-გპირდები.
მხოლოდ ეს მითხრა,რაზეც თვალი ავარიდე ,მან კი წამებში ოთახი დატოვა .
მე კი დავრჩი ცარიელ ოთახში მარტო,ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი ,რადგან ყველაფერი ისე იყო როგორც არ მინდოდა ყოფილიყო.
ისევ შეშინებული ვიყავი და ვნერვიულობდი ჩემს ბიჭზე,ასევე გული მტკიოდა რომ დანიელისთვის ამ სიტყვების თქმა მომიწია გაბრაზებულ გულზე .
ისე იდეალურად ვიყავით და ახლა მგონი ამ უთანხმოების გამო აღარ დამელაპარაკება კარგახანს....მე კი  ამისთვის ძაალიან ვწუხვარ .

ასე ვიჯექი მთელი დღე მოწყენილი და განაწყენებული ჩემს თავზეც და სიტუაციაზეც ,რომელიც ჩვენს გარშემო დაატრიალდა.
ერიკს თვალებში ვერც ვუყურებდი ,თითქოს მასთან ვალში ვიყავი,სინანული მკლავდა,იმის მიუხედავად რომ არაფერ შუაში არ ვიყავი მე!
ნუ დიდხანს არ მისცა  კევინმა უფლება ამ ფიქრებს შევეჭამე ,ჩემს გვერდით რომ დაჯდა...ცოტახანს ჩუმად ,მაგრამ ხმა უეცრად ამოიღო.
-არ გკითხავ რა გჭირს,რადგან ვიცი და არ ვაპირებ თავი მოვიკატუნო თითქოს არ ვიცი და თავიდან მოგაყოლო რაც ვიცი,რადგან ეს ყველამ იცის და მთელმა სასახლემ გაიგო.....პლიუს...მოისმინა.
ისე უეცრად მიაყარა და ისე სწრაფათ,
გამეცინა პატარათი და აქამდე დადუმებულმა მისკენ ღიმილით გავიხედე .
-მადლობა ასეთი გულახდილობისთვის კევინ.
ვუპასუხე და თავი ჩავხარე...ვიცოდი რომ აქ ჩემს დასახმარებლად მოვიდა,მაგრამ არ ვიცოდი ახლა რა დამეხმარებოდა.
-მინდა რომ დაგეხმარო.
და გავიგე მოსალოდნელიც და უბრალოდ თავი დავუქნიე უიმედოთ.
-ძაალიან კარგი!
ფეხზე გაახარებული წამოდგა.
-ხოდა ადექი ეხლა და გამომყევი!

-რა ხდება?
დაბნეულმა ვიკითხე.
-მინდა რომ შენ და დანიელი შეგარიგოთ!

-როგორ?

-ნახავ !

-სად მიგყავარ კევინ?
ძაალიან ბევრი რომ მატარა ფეხით და თან რომ გამახსენდა ,რომ ერიკს ჭამის დრო ჰქონდა,დაბნეულმა ვკითხე !
მან კი უბრალოდ ღიმილით გამომხედა და იგივე მითხრა .
-ნახავ!
ნუ ვაღიარებ მერამდენედ გაგონილმა იგივე სიტყვამ ნერვები მომიშალა და გაამაღიზიანა!
ვერ ვიტან ასეთ რაღაცებს,ამისათვის ზედმეტად მოუთმენელი ვარ!
-კევინ ან მეტყვი სად მივდივართ ,ან სიუპრიზი ჩაგეშლება და ახლავე უკან მივუბრუნდები!
ვუთხარი მაცდურად და თან ხელი ვუშვი,შემდეგ ჯიუტად დავდექი ადგილზე და არც ვაპირებდი განძრევას ,მისი პასუხი რომ არ გამეგო.
-პატარძალი ასე უნდა იქცეოდე? შუბლი შევკარი გააკვირვებისგან,რადგან ვერანაირი ლოგიკური აზრი ვერ გამოვიტანე მისი ნათქვამიდან .
-რა? კევინმა ნათლად გაიღიმა და მიპასუხა .
-უბრალოდ გამომყევი გთხოვ,ცოტა დარჩა!
კარგახანს ვუყურებდი როგორ მიყურებდა ლეკვის საწყალი თვალებით,ბოლოს კი ჩავიხვნეშე და დავთანხმდი.
-კარგი,კარგი ...მოგყვები!
ვთქვი და თვალები გაადავატრიალე,რაზეც მეტად გაიღიმა,ხელი ჩამკიდა და სწრაფათ წამიყვანა ამოუცნობი მისამართისკენ!

მთელი გზა მინდოდა თუ არა ეს,ცნობისმოყვარეობა მკლავდა თუ სად მივყავდი კევინს,თან ისე იღიმოდა რომ ნერვები მეშლებოდა,რადგან მიზეზი არ ვიცოდი რატომ!
ხოდა ცოტახანში ისევ ამოვიწუწუნე!
-კევინ ერიკი მომაკითხავს უკვე,ხომ იცი ჩენს გარეშე ვერ ძლებს,ახლოს ვართ?
ამ ჩემს წუწუნზე ისევ ღიმილით გამომხედა.
-რა მოუთმენელი ხარ რა!
მხოლოდ ეს თქვა და უეცრად თავის წინ დაამაყენა.
-მოკლედ ახლა მე თვალებს აგიხვევ,რომ ვერაფერი ვერ დაინახო და ცოტახანს უნდა მომენდო კიდეც.

-შენ მე?? ბრმად უნდა გამოგყვე?
გაოცებულმა ვიკითხე,ნუ ვაპირებდი დამეცინა.
-და რა ვიცი რომ კლდიდან არ გადამჩეხავ?
ხელები გადავაჯვარედინე და წარბის აწევით გავხედე ღიმილით,რაზეც ღიმილი გაუქრა და მოიღუშა.
-კარგი რა კატერინა!
მითხრა წუწუნით,რაზეც ახლა უკვე მე გავმხიარულდი და სიცილი დავიწყეძ
-კაი ვხუმრობ რა იყო?! უბრალოდ მართლა მაინტერესებს ამ ყველაფრის უკან რა იმალება!
რისთვის წვალობ ამდენს...მოკლედ გავაკეთოთ ეს მალე!
მივუახლოვდი და თვალები დავხუჭე.
-მიდი.
ეს ვუთხარი თუ არა,კევინმა რაღაც ამოიღო ჯიბიდან,მხოლოდ ხმა გავიგონე,შემდეგ კი თვალებზე ამაკრა.
-მომყევი და ხელი არ გამიშვა!
მითხრა და ხელი ჩამკიდა.
-მართლა მეშინია ამ წამს რომ სადმე გადამჩეხავ.
ცოტახანი სიჩუმის შემდეგ ვთქვი და იმის მიუხედავად რომ კევინის რეაქცია ვერ დავინახე, სიცილი დავიწყე!
ასე მივდიოდით კიდევ ცოტახანს ,სანამ უეცრად კევინმა არ დაატორმუზა და მეც სასწრაფოთ ვიკითხე,
-მოვედით ,მორჩა?
ეს რომ ვიკითხე  კევინის ჩურჩული გავიგონე,ისე თითქოს ვიღაცას რაღაცას ეუბნებოდა ჩემს ჩუმად!
ცოტა გავღიზიანდი ესე რომ წელავდა და ხელები წავიღე თვალებისკენ რომ მეთვითონ მომეხსნა რაც მხედველობას მიფარავდა,მაგრამ საჭირო არ გახდა,კევინმა თვითონვე რომ მომკიდა ხელები და თვალებიდან სახვევის მოხსნა დაიწყო .
გული ამიჩქარდა იმის მოლოდინში რა დამხვდებოდა,მაგრამ....მაგრამ...ამას ვერ წარმოვიდგენდი....

-გამარჯობა საყვარელო...წინ პირდაპირ დამიელის სახე დამხვდა,რომელიც სმოკინგში იყო გამოწყობილი და ძაალიან სიმპათიური იყო!
მე კი ვერც მოვასწარი ამ კითხვაზე პასუხი მეპოვა თუ რატომ და რა ხდებოდა,სხვა რააღაცებიც რომ მომხვდა თვალში და მეტად რომ დავიბენი!
დანიელოს გვერდით ჩარლი იდგა ,რომელსაც მომღიმარს  ერიკი ეჭირა ხელში.
ერიკსაც  პატარა სმოკინგი ეცვა და უსაყვარლესი იყო!
მეტად მოვავლო გარემოს თვალი და ყველა აქ იყო ,ყველას ოფიციალურად ეცვა და აქაურობა
მორთულ-მოკაზმულუ იყო!

-რა ხდება აქ ?
გაოცებულმა ვიკითხე,რადგან ინტერესი მკლავდა და ამრიგად მზერა ისევ დამიელისკე გადავიტანე,რომელიც ჩემს წინ იდგა.
-დანიელ რამე გამოვტოვე?
ცოტა უხერხულად ვიყავი მის წინ ,რადგან ცოტახნის უკან ძაალიან ვიჩხუბეთ,მაგრამ მაინც აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი და ვიცი სახეზეც მეტყობოდა ეს!
დანიელი ძაალიან სიმპათიურია და სულ კარგად გამოიყურება,მაგრამ ამ წამს მილიონჯერ უკეთ გამოიყურება!

-არც კი ვიცი როგორ გითხრა,მაგრამ ბიჭებმა ამტეხეს.
შემდეგ კი ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი რომ ამის გააკეთება მეც მინდოდა.
მხოლოდ ეს თქვა მანამ მე ისევ პირღია ვუყურებდი,რადგან ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი რაზე ლაპარაკობდა და რას გულისხმობდა.
ნუ იმან ხომ საერთოდ გამაკვირვა უეცრად რომ ჩემს წინ ცალი ფეხით ჩაიმუხლა!
გაოცებული შევყურებდი და არ ვიცოდი რის გააკეთებას აპირებდა...ეჰ სულელი ვარ,ამას იქამდეც ვერ მივხვდი სანამ პიჯაკის ჯიბიდან პატარა ლამაზი ყუთი არ ამოიღო,შემდეგ გაავაცნობიერე და ემოციები რომ მომაწვა პირ ღიამ ხხელი ავიფარე სახეზე .
-ვერ დავიჯერებ!
ჩავიბუტბუტე თან.
დამიელმა კი პატარა კოლოფი გახსნა იქიდან კი ბეჭდის "სავარაუდოდ" ძვირფასმა თვალმა გამოიბრწყინა !

-კატერინა...ცოლად გამომყვები?

შოკში ვიყავი!

შოკში!

ამას ვერასოდეს ვიფიქრებდი!
ეგ კი არა ამდენი წლის მანძილზე არც მიფიქრია ამაზე რომ მე და დანიელს გვაკავშირებდა საერთო შვილი,პლიუს რაღაც უძლიერესი გრძნობა და ამ დროს წყვილიც არ ვიყავით!
ჩვენ არ შეგვიფიცავს საკურთხეველთან ერთმანეთისთვის ერთგულება და არ დავპირებივართ ერთმანეთს უანგარო სიყვარულს...ამაზე არც მიფიქრია არასოდეს,ეს ჩემთვის უმნიშვნელო იყო ყოველთვის,მაგრამ ახლა..აი ახლა,ვხვდები რამდენად ბედნიერი ვარ და როგორ გამაოცა მისმა ამ საქციელმა!
ცრემლი მომადგა თვალზე ამდენი ემოციით გაბრუებულს და ის უდიდესი ბრაზიც სადღაც გაქრა ,რის გამოც დღეს დილით მე და მან ასე ვიჩხუბეთ!
მის მიმართ სითბოთი და სიყვარულით განვეწყე!
ვიდექი და ვუყურებდი ...ხო ვუყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი,ეს ჩემთვის ყველაზე ემოციური მომენტი იყო.
მომენტი ,როდესაც მართლა ვერაფერს ვიძახი...რის გამო?!
მადლობა ღმერთს რომ ბედნიერების გამო!!
ბედნიერი ვიყავი,თან ძაალიან!

-ჰა ახლა!!
ამოღე ხმა მოვკვდი ნერვიულობით!
წამოიყვირა უეცრათ ჩარლიმ ,რაზეც გამოვფხიზლდი და მის ამ სიტყვებზე გამეცინა,ჩემთან ერთად კი სხვებსაც გაეცინათ.
როგორც ჩანს ამ დროის მანძილზე ყველა მე მიყურებდა დაძაბული და ჩემს პასუხს ელოდნენ!
-მაპატიეთ...ჩავილაპარაკე სიცილით და აწითლებული ლოყებით ისევ დანიელს გავუსწორე მზერა.
ის კი ჩემს წინ იყო ისევ ჩამუხლული და აბრწყინებული თვალებით შემომყურებდა.
-მითხარი კატერინა თანახმა ხარ ჩემმი გახდე ?
ეჰ ...ამაზე ჩამეცინა და კითხვის ნიშნით გავხედე დანიელს,წარბის აწევაც არ დაამვიწყებია!
ხოდა მანაც ჩაიცინა და დაამატა.
-ნუ ისედაც ჩემმი ხარ,უბრალოდ მაინტერესებს ოფიციალურად თუ გახდები ჩემმი?
მკითხა თავისი მშვენიერი ღიმილით და თვალებზე მომაჩერდა და აი ისევ სიჩუმე...ალბათ ყველა მე მიყურებდა ისევ,მე კი მეცინებოდა ამ სიტუაციაზე,ნუ ცოტა უხერხულათაც ვგრძნობდი თავს,ამიტომ აღარ დავაყოვნე მეტად და რაც გულით და სულით მინდოდა ის ვთქვი!
-კი თანახმა ვარ!!
ამის თქმა იყო ყველამ რომ ოვაციებით შემახტუნა!
ისე ატეხეს ყვირილი უეცრად შევხტი,მაგრამ დანიელს როგორც კი გავხედე ადგილზე გავშეშდი,ისევ მე მიყურებდა თავისი თბილი თვალებით.
-უსაყვარლესი იყავი..შეგაშინეს?
იკითხა რბილი ტონით და თან ფეხზე წამოდგა ,მეც ვუღიმოდი და თან ადგილზე ვერ ვისვენებდი,ფეხებს ვაბაკუნებდი და ტუჩს ისე ვკბენდი უკვე რომ ცოტახანში სისხლი დამედინებოდა!
-შენი ლამაზი ხელი მომეცი.
მითხა ღიმილით ,რაზეც ხელი მორცხვად გავუწოდე,მან კი ულამაზესი ბეჭედი გამიკეთა

ვერც კი წარმოვიდგენდი დღეს დილით რომ იმ საშინელი ჩხუბის შემდეგ მე ასეთი ბედნიერი ვიქნებოდი მის წინ,მაგრამ მადლობა ამ საყვარელ ბიჭებს ,რომლებმაც დარწმუნებული ვარ თვითონ მოიფიქრეს რომ ასე შეევერიგებინეთ მე და დანიელი !
და ის დაძაბულობაც ჩვენს შორის ჩაეხშოთ!
მათი ისეთი მადლობელი ვარ,მაგრამ მაინც ცხადია და სიმართლეს ვერ გავექცევი,მე ისევ წინაღმდეგი ვარ რომ ერიკი დადგეს დანიელის მაგივრად,მაგრამ ვნახოთ მომავალი რას გვიმზადებს...ყველაფერი წინაა!

-აბა ახლა ავღნიშნოთ !!
დაასხი კევინ ღვინო!
ოლივერ სახეზე რაიმე ჩამოიფარე რომ შენს უჟმურ და უკმაყოფილო სახეს არ ვუყურო !
ფელიქს გაიწიე პატარძალს შენი დიდი ფიგურით ფარავ!
აბა ,აბა ყველა ვერთობით!
ყველა ვსვავთ,მგელია თუ ადამიანი!
გააყვიროდა ბოლო ხმაზე ჩარლი,რაზეც მე იმ წამსვე სიცილით პირი გამეხა!
ვაღიარებ უსმინო როგორ ამცირებს ჩარლი ფელიქს და ოლივერს ,ყველაზე "ნაგლ" და "სწერვა"
პიროვნებებს ამ სამყაროში  ,სასიამოვნოა!
-მიყვარს ასე რომ იღიმი,რადგან მხოლოდ ეს მინდა მთელი ჩემმი ცხოვრება შენს სახეზე დავინახო.
დანიელოს ხმაზე გამოვფხიზლდი და მისკენ გავიხედე,ისევ სასიამოვნოდ იღიმოდა ,მე კი მისი მზერით ვდნებოდი.
-დანიელ მადლობა ყველაფრისთვის,მიხარია რომ ყველაფერი ასე შემოტრიალდა.
ვუთხარი ღიმილით და ხელები ჩავკიდე.
-მაპატიე ჩემმი ბრალი იყო დღეს დილით რაზეც ვიკამათეთ და ვიცი მართალი ხარ,უბრალოდ სხვა გზა მართლა არ მაქვს..მინდოდა მისთვის გამეგო,მაგრამ
მაინც ყვიროდა ჩემმი შინაგანი მე რომ ამას არ ჰქონდა გაამართლება
""სხვა გზა არ მაქვს""
მე ახსნა განმარტება მჭირდებოდა თუ რატომ? რატომ არა?
ისინი არასოდეს არაფერს არ მეუბნებიან,ხანდახან წარმოდგენაც არ მაქვს რას აკეთებენ და რას წარმოადგენენ ყოველი მათგანი!
ხანდახან მგონია, რომ არცერთს არ ვიცნობ სინამდვილეში,ეს კი მხოლოდ იმიტომ რომ ყველაფერს მიმალავენ!
და თუნდაც ეს მათი კლანის საქმე იყოს,მაინც მაქვს უფლება
რაღაც-რაღაცებზე გამომწვევი მიზეზები გავიგო...ეს ხომ ჩემს შვილს ეხება!
ნუ მქონდა ეს მოთხოვნა ,მაგრამ ეს შინაგანი ხმა ჩავახშე,უბრალოდ გავუღიმე და ვუთხარი.
-მოდი დავივიწყოთ და უბრალოთ  ამ მშვენიერი წამებით დავტკბეთ.
ვუთხარი ის რაც მართლა მინდოდა და თბილად გავუღიმე,რაზეც სახე ჩემსკენ წამოიღო და ტუჩებზე ნაზი ამბორი მაჩუქა...ისეთი კოცნა იყო ეს ,რომელიც უბრალოდ არ მინდოდა დასრულებულიყო!
მე ვგრძნობდი თავს სადღაც შორს აქედან,არა დედამიწაზე არამედ სხვა პლანეტაზე!

-შვილი რომ დაივიწყეთ ,არ გცხვენიათ?! გეყოთ ეხლა ეს ერთმანეთის ლოკვა და თქვენ პირად ცხოვრებას თავზე ნუ გვახვევთ რაა!
მოგვიახლოვდა ჩარლი წუწუნით,თან ერიკი  ეჭირა ხელში, რომელიც რაღაცას ჭამდა .
-ასეთი სასტიკათაც ნუ ხუმრობ ჩარლ!
შევხედე სიცილით.
-ვეთანხმები ჩარლს!
ჯერ-ჯერობით არაა სავსე მთვარე რომ მეორე შვილზე იფიქროთ.
ვითომ ძაალიან სერიოზულად თქვა ფელიქსმა,რაზეც დანიელმა თვალები გაადატრიალა.
-არ მიყვარს ეს სენტიმენტალური მომენტები ,მაგრამ ჯანდაბას..გილოცავთ,ბედნიერი ვარ რომ ....რომ...ბედნიერები ხართ!
ძლივს დაასრულა ოლივერმა და ამას მთელი უხერხული 25 წამი მოანდომა ! შემდეგ კი გაწითლებული ლოყებით გვაქცია ზურგი.
-მადლობა ოლივერ!
მივაძახე პატარა სიცილით .

ნუ რა ვთქვა?
ეს დღე ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა ჩემს ცხოვრებაში. 
ვფიქრობდი და მომღიმარი ვუყურებდი ყველას!
ანუ ჩემს ახლად შეძენილ მეგობრებს და ასევე რამდენიმე სხვა ადამიანიც !
დაახლოვებით 15 კაცი ,რომლების სახელებიც არ მახსოვდა,მაგრამ მათაც ოჯახის წევრად ვთვლიდი,რადგან ისინიც ამ სასახლეში ცხოვრობენ,ეს კი ნიშნავს რომ ისინის ჩვენი ოჯახის ნაწილნი არიან,რადგან მივხვდი რომ ესაა მათი კლანი და ესაა მათი ოჯახი,ეს დიდი მთლიანობა,ეს ხალხი,ყველა ვინც ამ სასახლეში ცხოვრობს!
მაგრამ...ერთი სახე..ერთი სახე ვერ ვიცანი მხოლოდ...ეს გოგონა იყო,მისი ნაქვთები ძლიერი და გამოკვეთილი იყო,შავი მკაცრი მზერით მომშტერებოდა შორიდან..გამიკვირდა ასეთი შორიდან თითქოს მალულად რატომ მიყურებდა ,თან ასეთი სახით...რატომ ვერ ვცნობ?
ვინნა?


<><><<><><><><><><><>><<><><><
ვუჰუუ!!! მოგეწონათ?! იმედია იმედები არ გაგიცრუეთ და საკმარისად კარგი იყო ^^
ნუ სიყვარული და თბილი მომენტებიო და ცოტა ხო ჩავსვი ჰა? ^^
აბა ვინნაო ეს გოგო,ვინაოო,ვინააა!!
ხო კიდრ აქ აღარ დავწერე და ვინც ვერ მიხვდით გეტყვით!
დანიელი იმიტომ დაბრუნდა უკან ,რომ კაჰალია დაიჭირა და ისევ გამოკეტა.
როგორც წინა რომელიღაცა  თავში ითქვა ეს!
გახსოვთ?
როდესაც დანიელი კაჰალიას დაიჭერდა ,ისევ დაბრუნდებოდა უკან^^
მოკლედ სად და როგორ ,ეს წვრილმანი დეტალებია და მგონი არასაჭიროც .
ხო იმედია მოგეწონათ ეს თავი,ჯერ კიდევ წინა რაღა-რაღაცები და მზად იყავით^^
რამდენიმე თავში დაავასრულებ წესით<3
ისე რას იტყვით ამართლებთ კატერინას?



№1 სტუმარი Eda

ესე უცებ როგორ აპატია ყველაფერი და საერთოდ რატომ ჩაგრავ ამ გოგოს ?! ისე გაითქვიფა მისი პიროვნება სხვების ცხოვრებაში რომ ინდივიდუალიზმი სულ დაკარგა.. ეს რა სიყვარულია .. ესაა საცოდავი პატრიარქატული საზოგადოების მაზოხისტი მსხვერპლი .. რომანტიკაც კი ყალბი და ვალის მომხდელია .

 


№2  offline წევრი Butterfly122334455

Eda
ესე უცებ როგორ აპატია ყველაფერი და საერთოდ რატომ ჩაგრავ ამ გოგოს ?! ისე გაითქვიფა მისი პიროვნება სხვების ცხოვრებაში რომ ინდივიდუალიზმი სულ დაკარგა.. ეს რა სიყვარულია .. ესაა საცოდავი პატრიარქატული საზოგადოების მაზოხისტი მსხვერპლი .. რომანტიკაც კი ყალბი და ვალის მომხდელია .
ვწუხვარ თუ არ მოგეწონა,მაგრამ რას ვიზავთ..ყველას გემოვნებას ვერ მოერგება ^^

 


№3  offline წევრი 《Sunshine》

ოჰო ძალიან კარგია მაგრამ საინტერესოა ვინ არი ის გოგო ეხლა რომ თქვა ის ალქაჯიაო გულიც გამისკდება მაგრამ ჩემი მეორე მე ფიქრობს რომ იქნებ ეს დანიელის შვილია რომლის არსებობის შესახებ არ იცის ნუ მოკლედ ათასი სისულელე მომდის თავში ამ წამს მაგრამ არაუშავს წარმატებები და მალე დადე იმედია მეორე შვილი გოგო იქნება :)) ცოტა ერიკიც ჩავრთოთ (იმედია სახელი არ შემეშალა)

 


კატერინას ვამართლებ თუ არა? რაღაც მხრივ კი რაღაც მხრივ არა, ისევე როგორც დანიელს, ნუ მოკლედ შოკში ნამდვილად არ ვარ, რადგან რაღაც ასეთს ველოდი, ეს თბილი მომენტებიც მალამო იყო ჩემთვის, საინტერესოა მოვლენები როგორ განვითარდება, აბა წარმატებები♡♡♡ შემდეგ თავს მოუთმენლად ველი♡♡♡♡

 


№5  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
ოჰო ძალიან კარგია მაგრამ საინტერესოა ვინ არი ის გოგო ეხლა რომ თქვა ის ალქაჯიაო გულიც გამისკდება მაგრამ ჩემი მეორე მე ფიქრობს რომ იქნებ ეს დანიელის შვილია რომლის არსებობის შესახებ არ იცის ნუ მოკლედ ათასი სისულელე მომდის თავში ამ წამს მაგრამ არაუშავს წარმატებები და მალე დადე იმედია მეორე შვილი გოგო იქნება :)) ცოტა ერიკიც ჩავრთოთ (იმედია სახელი არ შემეშალა)

დიდი მადლობა ჩემო კარგოო❤️❤️❤️
ყველაფერი გაირივევა ..მადლობა რომ კითხულობ და ყველაფრის მიუხედავად ნეგატიურად არ მიფასებ ^^ ❤️❤️❤️❤️

სიყვარული გულს გვტკენს
კატერინას ვამართლებ თუ არა? რაღაც მხრივ კი რაღაც მხრივ არა, ისევე როგორც დანიელს, ნუ მოკლედ შოკში ნამდვილად არ ვარ, რადგან რაღაც ასეთს ველოდი, ეს თბილი მომენტებიც მალამო იყო ჩემთვის, საინტერესოა მოვლენები როგორ განვითარდება, აბა წარმატებები♡♡♡ შემდეგ თავს მოუთმენლად ველი♡♡♡♡

დიდი მადლობა ჩემო კარგო ❤️❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ანი

ერთი წუთი, რას ნიშნავს არასაჭირო დეტალები...
დეტალევი ქმნის ყველაფერს..
ძალიქნ როგორ ვთქვა.. ანუ ბევრი რამ დამაკლდა, ბევრი დეტალი და ბევრი ემოცია..
და მართლაც ასე უცებ როგორ აპატია ყველაფერი..
ამდენინწელის ასე გამოტოვება რატომ იყო :(
ძალიან ბევრი სიცარიელე დატოვე.
არც მათი ურთიერთობა განვითარებულა, მხოლოდ ერთი წინადადებით "ჩვენი ურთიერთობა კარვად მიდის" აქედან რა გავიგო..
თითგოს "როგორ ხარ?"-ზე პასუხი მივიღეთ "კი ყვეაფერი კარგადაა ყველა კარგად ვართ"..
ემოციაც კი ვერ დავიჭირე.
მართლა ძალიან ვეცადე მაგრამ აი ვეეერ... ვერაფერს მოვეჭიდე..
მათი 2 წამიანი მომენტებიც არაფერი იყო..
ბავშვზეც საუბარი ზედაპირულადაა.
ეს საიდუმლოებები კიდე მე უკვე ყელში მაქ და ეს კატერინა ამ ბავშვის დედაა თუ გარე ბიძააშვილი.. მგელია თუ დათვი შვილია მისი ბოლი ბოლო..
ერთადერთი თავი იყო ეს რომელიც ასე ძალიან არ მომეწონა...
კაჰალიას დაჭერას კაი გადაახტი გადაახტი, დანიელის და კატერინას ურთიერყობის განვითარება რა უყავი? ასე ჰოპ და ჩახუგებით როგორ მორჩა ყველაფერი?
ნორმალურად მგონი არც იცნობდნენ ერთმანეთს და......
მოკლედ არ ვიცი..
შეიძლება ვუდად გამიგო მაგრამ ასე იყო.
ვგიჟდები ამ ისტორიაზე მართლა ოღონდ, უბრალოდ ეს თავი.....

 


№7  offline წევრი Butterfly122334455

სტუმარი ანი
ერთი წუთი, რას ნიშნავს არასაჭირო დეტალები...
დეტალევი ქმნის ყველაფერს..
ძალიქნ როგორ ვთქვა.. ანუ ბევრი რამ დამაკლდა, ბევრი დეტალი და ბევრი ემოცია..
და მართლაც ასე უცებ როგორ აპატია ყველაფერი..
ამდენინწელის ასე გამოტოვება რატომ იყო :(
ძალიან ბევრი სიცარიელე დატოვე.
არც მათი ურთიერთობა განვითარებულა, მხოლოდ ერთი წინადადებით "ჩვენი ურთიერთობა კარვად მიდის" აქედან რა გავიგო..
თითგოს "როგორ ხარ?"-ზე პასუხი მივიღეთ "კი ყვეაფერი კარგადაა ყველა კარგად ვართ"..
ემოციაც კი ვერ დავიჭირე.
მართლა ძალიან ვეცადე მაგრამ აი ვეეერ... ვერაფერს მოვეჭიდე..
მათი 2 წამიანი მომენტებიც არაფერი იყო..
ბავშვზეც საუბარი ზედაპირულადაა.
ეს საიდუმლოებები კიდე მე უკვე ყელში მაქ და ეს კატერინა ამ ბავშვის დედაა თუ გარე ბიძააშვილი.. მგელია თუ დათვი შვილია მისი ბოლი ბოლო..
ერთადერთი თავი იყო ეს რომელიც ასე ძალიან არ მომეწონა...
კაჰალიას დაჭერას კაი გადაახტი გადაახტი, დანიელის და კატერინას ურთიერყობის განვითარება რა უყავი? ასე ჰოპ და ჩახუგებით როგორ მორჩა ყველაფერი?
ნორმალურად მგონი არც იცნობდნენ ერთმანეთს და......
მოკლედ არ ვიცი..
შეიძლება ვუდად გამიგო მაგრამ ასე იყო.
ვგიჟდები ამ ისტორიაზე მართლა ოღონდ, უბრალოდ ეს თავი.....

გული მწყდება რომ არ მოგეწონა და არ იყო შესაბამისი ,მაპატიე :(
ვეცდები შემდეგ თავებში გამოვასწორო რამენაირად ^^

 


№8 სტუმარი სტუმარი ...

Male dadeb shemdeg tavs??

 


№9  offline წევრი Butterfly122334455

სტუმარი ...
Male dadeb shemdeg tavs??
ადმინისტრაცია ამოწმებს ^^

 


№10 სტუმარი სტუმარი სტუმარი

რამდენ ხანში დაიდება ? უთხარით ადმინიატრაციას მალე დადოს მთელი დღეა ველოდები ????❤️

 


№11  offline წევრი Butterfly122334455

სტუმარი სტუმარი
რამდენ ხანში დაიდება ? უთხარით ადმინიატრაციას მალე დადოს მთელი დღეა ველოდები ????❤️

ეჰ მეც მასე ველოდები და ყოველ საათში ვამოწმებ ხოარ დაიდო :(
სამწუხაროდ მე ვერაფერს ვერ ვეტყვი,ალბათ დრო არ აქვთ რომ შეამოწმონ >_<

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent