შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოველთვის ვერ გაექცევი გრძნობებს(თავი 7)


17-08-2020, 22:38
ნანახია 1 199

სანდრომ ევა თავის მკლავებში მოიქცია, მაგრად მიიხუტა, ხარბად შეისუნთქა მისი თმებიდან წამომავალი სურნელება და ორივემ ერთად გაიკვლიეს გზა სიზმრებისკენ, სადაც ისევ ერთად იქნებოდნენ, რადგან ერთმანეთზე ფიქრში ჩაეძინა ორივეს...
იმ საღამოს, გაწვიმდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე მზის კაშკაშა სხივები ანათებდა გარემოს, ახლა თითქოს ცა იქცევაო, ისე წვიმდა. სანდროს გამოეღვიძა. ერთ ხანს უყურა მძინარე ევას, წამოდგა, ჩუმად გავიდა ოთახიდან და გარეთ გაიკვლია გზა. მიუყვებოდა წვიმიან ქუჩას, უმისამართოდ. სველდებოდა და ემოციებს, რომელიც ერთიანად მის სულს სჭამდა, გარეთ გამოსვლის ნებას, მაინც ვერ აძლევდა. უნდოდა ეყვირა, როგორმე გამოეხატა შინაგანი ტკივილი, რომლისგან განკურნებაც კარგა ხანია უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო. მიდიოდა ცარიელ, წვიმით დასველებულ ქუჩაში და თან ათასი ფიქრი უტრიალებდა. ამასობაში ერთ ხიდთან მივიდა და გარემოზე დაკვირვება განაგრძო.
-პრობლემები გაქვს, ჩემო ბიჭო?
სანდრო იმდენად იყო გართული თავის ფიქრებში, რომ ვერც კი შეამჩნია მოხუცი, რომელიც მასთან მივიდა და გვერდში ამოუდგა.
-არა, თუმცა შეიძლება ეგრეც ითქვას-მკრთალად გაუღიმა მოხუცს.
-ქალს ეხება?
არ იცოდა, შეიძლებოდა თუ არა ამ მოხუცთან საუბარი თავის პრობლემებზე ორი მიზეზის გამო. პირველი ის, რომ მას არ იცნობდა და მეორეც კიდევ, არ უყვარდა ხოლმე, როდესაც თავის პრობლემებსა და აზრებს სხვებს უზიარებდა, მაგრამ ახლა ისე უნდოდა საუბარი, რომ დათმობაზე წავიდა, თანაც ეს მოხუცი, ძალიან სანდო, კეთილი და თბილი ჩანდა...
-იცით, ზოგადად ჩემს ცხოვრებას ეხება. ამ ცხოვრებაში, არსებობს ქალი, რომელმაც მოახერხა და ჩემი სული, გონება და გული მთლიანად დაისაკუთრა. მის გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი, მაგრამ არის რაღაცები, რაც ხელს მიშლის რომ ბოლომდე ბედნიერი ვიყო.
-ჩემო ბიჭო, არ გკითხავ ამ რაღაცებს. რადგან შენით არ ამბობ, ალბათ გიჭირს კიდეც...იცი, იყო დრო, როდესაც თავდავიწყებით მიყვარდა ქალი, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ის იყო ჩემი ამომავალი მზე. მთელი სამყარო მისთვის მინდოდა, მაგრამ ჩემი დაუდევრობის გამო, ის ხელიდან გამომტაცეს.
-რა დაუდევრობაზე მესაუბრები ბაბუ?
ერთ ხანს ჩუმად იყო მოხუცი, ღრმად ამოისუნთქა, ისე, თითქოს მთელი დარდი და ტკივილი ამოაყოლაო ამ ერთ ამოსუნთქვასო და დაიწყო.
-ახალგაზრდობაში, პოლიციელი ვიყავი. უამრავ ნაძირალას
ამოვაყოფინე თავი ციხეში. ზოგი მკვლელობის გამო, ზოგი ნარკოტიკების შემოტანის და ასე შემდეგ. ზურგს ფულიანი ხალხი უმაგრებდა უმეტესობას და დღის სინათლის ხილვას, ისევ ახერხებდნენ. მე, ამის გამო, მიწევდა რომ დამემალა ჩემი სიყვარული, ლილე...ერთ დღესაც, არ ვიცი როგორ, მაგრამ მასზე გაიგეს და მისი მოკვლითაც დამემუქრნენ. მე, როგორც შემეძლო, მას ვიცავდი...თუმცა-აქ გაჩერდა მოხუცი, თვალზე ცრემლი შეიწმინდა და განაგრძო-თუმცა, მისი დაცვა ბოლომდე ვერ შევძელი. ერთ დღეს, როდესაც სახლში დავბრუნდი, ის...ის აღარ იყო. მთელი ჩემი ცხოვრება, თავზე ჩამომენგრა. მთლიანად წალეკა ყველაფერი მომხდარმა. ვთხოვდი, ვევედრებოდი, რომ ისევ ჩემთან დაბრუნებულიყო. გაეხილა თვალები და ისევ გაეღიმა ჩემთვის. ეთქვა, რომ ხუმრობდა. ვაპატიებდი ასე ბოროტულად მოქცევას, ოღონდ მას უბრალოდ თვალები გაეხილა, თუმცა ის ისევ ჯიუტად იყო და ხმას არ მცემდა...-ცოტა ხანს გაჩუმდა მოხუცი. თითქოს დამშვიდებას ცდილობსო. სანდროც დიდი მოთმინებით ელოდა თუროდის განაგრძობდა მოხუცი საუბარს და როგორც იქნა ასეც მოხდა-ზუსტად ისე წვიმდა იმ დღეს, მისი სიკვდილის დღეს, როგორც ახლა...როგორი ლამაზია წვიმა, არა?-ორივემ მაღლა აღაპრო მზერა-და ამავდროულად შემზარავი. ყოველთვის მიყვარდა წვიმა. ადრე, წვიმაც კი ჩემთვის ხალისიანი და ფერადი იყო, რადგან ყოველთვის ვხედავდი წვიმის შემდეგ ცისარტყელას, რაც მართლაც რომ საოცარი სანახავია, მაგრამ დროთა განმავლობაში, ყველაფერმა, თავისი სიფერადე დაკარგა და ახლა ის სევდიანი და დაბურულია. საქმე იცი რაშია ჩემო ბიჭო?
სანდროს ხმა არ ამოუღია და უბრალოდ მოხუცს გახედა მომლოდინე მზერით...
-საქმე იმაშია, რომ იმ მძიმე მომენტების გამო, რასაც ცხოვრება გვიწყობს და თავზე გვატეხს, ფერები გადასდის ყველაფერ კარგსა და ნათელს. ყველანი ვოცნებობთ, რომ ის ფერები შევმატოთ ისევ ჩვენს ცხოვრებას, რაც დავკარგეთ. ამისთვის ვიბრძვით, გესმის ბიჭო? ვიბრძვით, მაგრამ თუ მაყარად არ დავდექით, დავმარცხდებით. მე დავმარცხდი...დავეცი და იმის მერე ვეღარ წამოვდექი. ამ ქვეყნად, მხოლოდ მე და წვიმა დავრჩით. ხანდახან, როდესაც მარტო დავდივარ ცარიელ ქუჩებში, წვიმის წვეთები მეჩურჩულებიან და მთელი სამყაროს ავსა და კარგს მიყვებიან, მაგრამ იმ ერთზე, ვისზეც ყველაზე მეტად მაინტერესებს, არაფერს ამბობენ...თითქოს განზრახ იქცევიან ასე. იციან, რომ გახსნება უფრო მატკენს და ამიტომ მერიდებიან-სევდიანად ჩაიღიმა მოხუცმა-ყოველთვის ცაში ვიყურები, თითქოს მას ვეძებ, მაგრამ ამაოდ, მას ვერ ვპოულობ. ის, ღმერთმა თავისთან წაიყვანა და სამუდამოდ დაიტოვა, რადგან ის ანგელოზი იყო და ვერ გაიმეტა აქაური სატანჯველისთვის უფალმა, მაგრამ მე გამიმეტა ტანჯვისთვის. მიცდია კიდეც დამევიწყებინა ყველაფერი, მაგრა განა შესაძლებელია? თითქოს წვიმას თან მოაქვს წარსულის საზარელი მოგონებები და დავიწყების საშუალებას არ მაძლევს. რამდენი წვეთიც ჩამოვარდება ხოლმე და დედამიწას შეერევა, იმდენჯერ მეფიქრება ჩემს სიყვარულზე. ჩემი ბრალია, მე ის ვერ დავიცავი...-ახლა კი მოხუცი ცხარე ცრემლით ატირდა. სანდრო ამას ვერ გაუძლო და გულში ჩაიკრა.
-ბაბუ, ცხოვრებაში ხომ ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გვინდა. თქვენი ბრალი არ არის. ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეგეძლოთ. თქვენ მას სიყვარული აჩუქეთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ გრძნობდა, თორემ წამითაც არ გაჩერდებოდა თქვენს გვერდით. უბრალოდ ასე მოხდა. ეს ხომ ცხოვრებაა...ვერასდროს გავიგებთ და ვიწინასწარმეტყველებთ საიდან ჩაგვცემს გულში ლახვარს და წაგვართმევს ყველაფერს.
-ჭკვიანი და აზრიანი ბიჭი ჩანხარ, ბაბუ. იმ გოგონას, ძალიან
გაუმართლა რომ გიყვარს. მოუფრთხილდი მას, დაიცავი, რათა იგივე არ განიცადო, რაც მე ოდესღაც. ეს ყველაზე დიდი ტრაგედია იყო ჩემს ცხოვრებაში, რაც კი ოდესმე დამმართნია. ვნანობ, რომ უფრო მეტი დრო არ გავატარე მასთან. იცი, სჯობს დაბრუნდე მასთან. დარწმუნებული ვარ, ღელავს შენზე.
-მართალი ხარ ბაბუ. წავალ, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები აქ და იმედია თქვენ ისევ აქ დამხვდებით.
-რა თქმა უნდა, ჩემო ბიჭო. ამ ადგილს, მე ყოველთვის ვუბრუნდები...
-არის რამე განსაკუთრებული მიზეზი?
-დღეს ბევრი ვისაუბრეთ-თბილად გაუღიმა კაცმა-ახლა აჯობებს წახვიდე. სხვა დროს გავნაგძოთ.
-კარგი. დროებით მაშინ...
-დროებით, ჩემო ბიჭო.
სანდრომ გეზი ევას სახლისკენ აიღო. მალევე მივიდა სახლში და შესვლა და ევას გაფითრებული სახის დანახვა ერთი იყო...
-ევა...რა გჭირს? მოხდა რამე? კარგად ხარ?
-სან...სანდრო...-ძლივს აღმოსთქვა მისი სახელი-სად იყავი?- ანერვიულებულმა ჰკითხა.
-გავისეირნე-კიდევ რაღაცის თქმა აპირებდა, მაგრამ აივნიდან ნიკა შემოვარდა გაგიჟებული და მას უკან მარიამი მოჰყვებოდა, რომელიც მის დაწყანარებას ცდილობდა.
-ბიჭო, შენ შ*გ ხომ არ გაქვს? სად გაქრი ამის დედა მოვ*ყან? ტელეფენი სად ჯანდაბაში გქონდა? სად აღარ დავრეკეთ, რა აღარ გვეგონა და ეს თურმე ნავარდობს ქუჩებში.
სანდრო ნიკას ღრიალს ყურადღებას არც კი აქცევდა. მხოლოდ ევას უყურებდა, რომელიც სავარძელში იჯდა და ჩუმად ტიროდა. მხოლოდ ახლა მიხვდა, თუ როგორ ანერვიულა მისი ასეთი უეცარი გაუჩინარებით ევა. მიუახლოვდა, მის წინ ჩაიმუხლა და უთხრა:
-ევ, შემომხედე, გთხოვ.
გული მოუკვდა, როდესაც მისი ნამტირალევი სახე დაინახა. ვერ იტანდა, სანდრო ვერ იტანდა ქალის სახეზე ცრემლს, მითუმეტეს თუ ეს ქალი ევა იქნებოდა.
-ხედავ გოგო რა დღეშია შენს გამო-ჩხუბს არ წყვეტდა ნიკა.
-ნიკ, წამო წავიდეთ, მარტო დავტოვოთ.
-მარიამ, მე...
-აჯობებს წავიდეთ-სიტყვა არ დაასრულებინა მარიამმა.
-სხვა დროს მოგხედავ, ვაჟკაც!
ისე წავიდნენ ნიკო და მარიამი, რომ არც ერთს არ გაუგია. უბრალოდ ისხდნენ და ერთმანეთს თვალებით ესაუბრებოდნენ. შეყვარებული ადამიანის თვალებიც კი სულ სხვაა, გულზე რომ აღარაფერი ვთქვა.
-ბოდიში, არ მინდოდა რომ გენერვიულა.
-წერილი მაინც დაგეტოვებინა სანდრო. იცი როგორ ვინერვიულე?! მეგონა...მეგონა რომ...
-ჩუ, არ თქვა. მე აქ ვარ, შენთან ვარ და არ ვაპირებ არსად წასვლას.
-ასე აღარ მომექცე. იცოდე, ვერ გადავიტან შენ რომ რამე დაგემართოს. მოვკვდები.
-ნუ ღელავ, სულ შენთან ვიქნები. მოდი ჩემთან-გულში ჩაიკრა საყვარელი ქალის ათრთოლებული სხეული. ორივენი ერთმანეთის გულის ცემას უსმენდნენ. ამას ემატებოდა წვიმა, რომელიც ხმაურით ეხეთქებოდა ფანჯარას და ერთმანეთთან ჩახუტებულებს, ტკბილად ჩაეძინათ.
***
-ეგ თავმოყვარე, უსინდისო ნაბი*ვარი. როგორ ანერვიულა გოგო, ნახე?!
-ნიკოლოზ, დამშვიდდი, გთხოვ. თავი ხელში აიყვანე. ხომ ნახე რომ ევამ აპატია?!
-ევამ ჰო, მაგრამ მე ვერ ვაპატიებ მის ცრემლებს. ის ჩემი დაა და როგორ ფიქრობ ან რას მირჩევ, ვაპატიო? ასე უბრალოდ შევარჩინო?-ნერვიულად აცეცებდა ხელებს ჰაერში და სიჩქარეს უმატებდა.
-ნიკო, ძალიან სწრაფად მიდიხარ. თან წვიმს და სვლას შეუნელე, ძალიან გთხოვ.
მართლაც რომ საშინელი წვიმა იყო. თითქოს ზეცა რაღაცას მწარედ განიცდისო...
ნიკომ გაანალიზა მარიამის ნათქვამი, სვლის შენელებაც დაიწყო, მაგრამ უეცრად რაღაც სინათლემ თვალი მოსჭრა ორივეს და მომენტარულად, ნათელი წყვდიადმა ჩაანაცვლა...


ვიცი, დავაგვიანე, უბრალოდ, გულწრფელად რომ ვთქვა, ვერ ჩამოვაყალიბე აზრი ისე, როგორც მინდოდა და ახლაც არ ვიცი...იმედია რაღაც მაინც გამოვიდა))



№1 სტუმარი ყველაზე საყვარელი ფიფქუჩი

იასნია ისევ პირველი ვარ ნომერო პირველო))
ეს იმიტომ რომ არავინ დამასწროს ჩემი კუს ისტორიის დაკომენტება.
ასე.
მერე წავრიდავ და გეტყვი რაცხა-რუცხეებს.
sunglasses

 


ყველაზე საყვარელი ფიფქუჩი
იასნია ისევ პირველი ვარ ნომერო პირველო))
ეს იმიტომ რომ არავინ დამასწროს ჩემი კუს ისტორიის დაკომენტება.
ასე.
მერე წავრიდავ და გეტყვი რაცხა-რუცხეებს.
sunglasses

ტყუპსო გადამერევა ყველანაირად დედი:დდდდდდ ამასაც რომ წაიკითხავს და პირველი რომ ვერ არის იმის გამოც:დდდდ

 


№3 სტუმარი სტუმარი ანმეე

ვაიიიიიიიიიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
მამაააააა ჩემი სიკვდილი გინდა შენ ხოოოოოოოოოოოოოოოო?!!!!
გინდათ ხოოო?კააააიიიიიი

ახლა წავიკითხავ...

ქაააააააალიიიიოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
ვაიმეეეეე ჩვენს ტყუპობას გაფიცები რააააააა
პროსტა ნიკოს და მარის რო რამე მოუვიდეეეთ?! პროსტა რო რამე მოუვიდეთ რააააა ვერ გადამირჩებიიიი ჩამოგაკითხავ მანდ და აგიტეხავ გნიას
მერე მეძახე აალებადი ტყუპსიკა
უყურე ამას რააა...აი ვიცოდი რო ამათ რაღაც ასეთს დამართებდი
ვიცოდიიიი

აუ იცი რაააა ვაფშეეე?! აღარ დაგიკომენტარებ რააა უფფფ და ისე გაგლანძღავ მარის და ნიკოს რო რამეს დოუშავებ
აქ ჩემს კომენტარს ვეღარ ნახავ აწის (და სხვათაშორის ფიმა შენი ბრალია ეს რაააა)

 


სტუმარი ანმეე
ვაიიიიიიიიიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
მამაააააა ჩემი სიკვდილი გინდა შენ ხოოოოოოოოოოოოოოოო?!!!!
გინდათ ხოოო?კააააიიიიიი

ახლა წავიკითხავ...

ქაააააააალიიიიოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
ვაიმეეეეე ჩვენს ტყუპობას გაფიცები რააააააა
პროსტა ნიკოს და მარის რო რამე მოუვიდეეეთ?! პროსტა რო რამე მოუვიდეთ რააააა ვერ გადამირჩებიიიი ჩამოგაკითხავ მანდ და აგიტეხავ გნიას
მერე მეძახე აალებადი ტყუპსიკა
უყურე ამას რააა...აი ვიცოდი რო ამათ რაღაც ასეთს დამართებდი
ვიცოდიიიი

აუ იცი რაააა ვაფშეეე?! აღარ დაგიკომენტარებ რააა უფფფ და ისე გაგლანძღავ მარის და ნიკოს რო რამეს დოუშავებ
აქ ჩემს კომენტარს ვეღარ ნახავ აწის (და სხვათაშორის ფიმა შენი ბრალია ეს რაააა)

ტყუუუპპპსსს...:დდდდდ განა ასე გაგწირავ და მათ რამეს ვუზამ?? ნუ ღელავ ჩემო ტყუპსუნია❤️❤️❤️ყველა ძვალი მრთელი ექნება ორივეს...

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია მაგრამ ისე დაიგვიანეთ მომიწევს ხელახლა წავიკითხო მადლობა წარმატებები ????

 


სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია მაგრამ ისე დაიგვიანეთ მომიწევს ხელახლა წავიკითხო მადლობა წარმატებები ????

ვეცდები, ასე აღარ დავიგვიანო)) მადლობა თქვენ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent