დროის სასჯელი (თავი მეოთხე)
სავარაუდოდ ზაქარია აპირებს რომ დერეფნის ფანჯრიდან მოახერხოს გადახტომა, მაგრამ კლინიკის დაცვამ ის მალევე დაიჭირა და შებოჭა და პარალელურად დააძინეს, მას შემდეგ ზაქარია დაბმულ მდგომარეობაში იმყოფებოდა სახეზე კი პირსაბმელი ჰქონდა დამაგრებული, რადგან ის ყველაზე აგრესიულ პაციენტად მოიხსენიებოდა. ამასობაში 3 თვე გავიდა მალე ახალი წელიც ახლოვდება, მაგრამ გარედ ისეთი სიცხეა თითქოს ზაფხული დგებოდეს, აკო და თედო კი დაუბრუნდნენ კლინიკას და შეუდგნენ საქმეს, ახლა ჯერ დილაა მანამ სანამ თანამშრომლები სრულად შეგროვდებიან დრო ვიხელთე და ზაქარიას განმარტოებულ ოთახში შევაღწიე, საბრალო ისე გაუკოჭავთ მიკვირს კიდევ როგორ უძლებს ამდენ ტკივილს, ჟალიან შემეცოდა გავბედე და პირი გავუნთავისუფლე, მაშინვე შვება იგრძნო, შევეკითხე რამე ხომ არ სურდა რომ შემესრულებინა მისთვის, მაგრამ როგორც ჩანს ლაპარაკის სურვილიც აღარ ჰქონდა, შემოვტრიალდი რადგან მეკონტროლებინა კარი რომ არავინ შემოსულიყო და ამ დროს ჩამესმის ყურში ჩემი სახელი, გავოცდი რადგან ზაქარიას არასოდეს მოუმართავს პირადად ჩემთვის ჩემს სახელს კი ხშირად იმეორებდა მაგრამ პირადად ჩემთვის არასდროს მოუმართავს, მაშინვე მივიხედე მისკენ და აცახცახებული ხმით შევეკითხე თუ რა სჭირდებოდა, მან კი ასეთი რამ მითხრა, მირიანმა იცი რა მითხრა? რაიმე დაწერე თანამედროვე სამყაროზე, შენი მოთხრობები აღარავის აღარ აინტერესებს, თორემ შიმშილით სიკვდილი გელისო, მე შევეკითხე თუ ვინ იყო მირიანი, მან კი მიპასუხა რომ ის რედაქტორი იყო, ამას დაამატა მისი სათქმელიც რომელიც არასდროს არავისთვის არ უთქვამს, ნამდვლიად არ ვიცი რატომ ამირჩია მე და რატომ გადაწყვიტა ჩემთან გულახდილი საუბარი, მაგრამ ალბათ აქვს ამას გარკვეული მიზეზი, ასეა თუ ისე მე ყურადღებით ვუსმენდი მას, მან კი საუბარი განაგრძო, დიდხანს ვფიქრობდი თუ რა დამეწერა რა არის განსაკუთრებული ამ დროში რომელიც მე უნდა გადმომეცა წიგნში რა? ის რომ სიძულვილი მეფობს? ის რომ სიცრუე ამაღლებს ადამიანს სიმართლე კი ამცირებს? ის რომ სიყვარული უბრალოდ აღარ არსებობს? ის რომ ცაზე ვარსკვლავების ნაცვლად ბინძური სიბნელე მეფობს? თუ ის რომ ადამიანებს ვერ გაურკვევიათ სად არიან რა დროს არიან ვისთან არიან და როგორ დადიან, რომელი ერთი ამერჩია? მაგრამ მათ დამცინეს დამცინეს გესმის? დამცინეს? რატოომ მირიაან? რატომ ამიგდეთ მასხრად რატომ? რატომ მოგისყიდეს შენც მითხარი მირიაან! ზაქარიამ ხმამაღალი ხმით საუბრობდა, ის უკვე მის სამყაროში საუბრობდა და არა ჩემთან დამამშვიდებელი მინდოდა მისთვის გამეკეთებინა, მაგრამ ამასობაში ხელში მწვდა აკაკი იგივე აკო და ხელიდან გამომსტაცა ნემსი, და თავად გააკეთა ეს, დაბმული ზაქარია თან და თან მშვიდდება და ეძინება, აკო მომიტრიალდა და მითხრა, რატომ ვერ ისვენებ? ვინ მოგცა ამის უფლება რომ პირს უნთავისუფლებ საშიშ შეშლილს რომელმაც 3თვის წინ ყურში კალამი ჩამარჭო, თედოს კი ყელი გამოაჭამა, მე კი ვუპასუხე, ის თქვენთვის არის საშიშჳ რადგან თქვენ თავად გეშინიათ მისი, შენ თედოს და ოლეგსაც, თქვენ გეშინიათ მისი სიმართლის ეს აგრესიაც შიშჳსგან გაქვთ, აკომ კი ირონიულად ჩაიცინა და ახლა ცდილობს ცილის წამებით დამაშანტაჟოს, შენ დიმიტრი.... დიმა... ხომ არ გგონია რომ აქ ვერავინ ვერაფერს ვერ ვამჩნევთ და ყველაფერი ასე შეგრჩება? რას გულისხმობ? იმას ვგულისხმობ რომ რაღაც შენ ეს პაციენტი ძალიან შეგიყვარდა, წუთით ვერ ძლებ მის გარეშე, ღამეც ხომარ გესისმრება ხოლმე? ხვალვე დაწერე განცხადება და გაეთრიე აქედან თორემ დღესვე ავალ დირექტორთან და მოვახსენებ რომ ძალადობ პაციენტებზე, დამიჯერე მე უფრო დამიჯერებს, მითუმეტეს რომ შენ გულზე სულაც არ ეხატები და მაის მოსმენის შემდეგ სასიკვდილოდაც გაგიმეტებს, ამ სიტყვებმა და მისმა საშჳნელმა სიცილმა ძალიან გამამწარა, და ცხელ გულზე ჩემი ცოდნა ბოროტად გამოვიყენე, როგორ შეგიძლია ასეთი რამ შეთხზა და ცილი დამწამო ასეთი ავადმყოფი როგორ ხარ? ასე როგორ დაეცი? განა რამდენს გიხდიან? რის მიღწევას ცდილობ? დიდი სიამოვნებით ჩამოგიყრიდი კბილებს მაგრამ შენისთანა ბინძურ ადამიანს რომ ხელი შევახო ვშიშობ რაიმე დაავადება არ გადამედოს, რადგან ისე ყარხარ რომ დარწმუნებული ვარ წელიწადზე მეტია არ გიბანავია, ახლა მივხვდი ამიტომ ვერ გეკარებიან პაციენტები ახლოს, ისინიც გრძნობენ რომ ასეთი ნაგვის გროვა ხარ, ალბათ ოლეგის ძალიან ახლობელი ხარ, ამ დრომდე უფუნქციოდ ეგდე, მაგრამ ფული გჭირდებოდა რომ შენი დაჭიანებული კბილისთვის მიგეხედა რომლის დამალვასაც ცდილობ მაგრამ ვერ მალავ, ძალიან მებრალები ალბათ არავინ არასდროს მოგფერებია, ვინ იცის რამდენჯერ გიოცნებია რომ სხვა ადამიანი გამხდარიყავი მაგრამ ეს შეუძლებელია ჩემო აკო რადგან შენ სულით და სხეულით ბინძური ხარ, ამიტომ მესმის შენი რომ ასეთი ბოროტებული ხარ, ამ სიტყვების შემდეგ აკო მუხლებზე დაეცა თავი დახარა და ქვითინი დაიწყო, ღმერთო ეს რა ჩავიდინე, ასეთი რამ როგორ დამემართა რამდენი ცუდი ვუთხარი ადამიანს ძალიან ვნანობ ღმერთო, არ მინდოდა ასე მომხდარიყო ძალიან დაუფიქრებლად მოვიქეცი, ვცდილობ აკაკი დავამშვიდო მაგრამ ის მუხლზე ხოხვით გავიდა, და მეც ძალიან ვინერვიულე სასწრაფოდ მჩირდებოდა ერთი ჭიქა წყალი, ამ დროს საშხაპე ოთახიდან წყალი გამოვიდა, უნდა გამეგო რა ხდებოდა ამიტომ შესვლა გადავწყვიტე, ფეხები სულ დამისველდა, შევედი და რას ვხედავ, აკაკი წევს და ზემოდან წყალი ესხმევა საშხაპედან, ამ ფაქტმა ძალიან შემაწუხა ცრემლი მომერია, მე ვგრძნობ ჩემს დანაშაულს, მინდა რომ შეცდომა ცოტათი მაინც გამოვასწორო, დავიხარე აკაკი ჩემსკენ წამოვწიე და ჩავეკარი რადგან პატიება მეთხოვნა, ამ დროს ოთახი ელვასავით წამიერად განათდა და მესმის სიცილის ხმა, აკოც გულიანად იცინის, და ჩემს უკან დგას თედო ფოტო აპარატით ხელში, და გიმილით მეუბნება, ესეც ასე... ყველაფერი ფოტო აპარატზე აღვბეჭდე, მოუთმენლად ველი ამ ფოტოს და ახალი ინფორმაციის მიღებისას დავინახო ოლეგის რეაქცია, მას უერთდება აკაკიც და სიცილით მეუბნება რაო დიმა? რა კარგი ჩახუტება გცოდნია? წახვალ აქედან თუ ავურბენინოთ დირექტორს ეს ამბავი? ძალიან მიჭირდა ფარხმალის დაყრა ძალიანმიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, მე ოჯახი მყავდა და არ მინდოდა ეს ცილის წამება არ გახმაურებულიყო, ამიტომ შევევედრე რომ არ გაეკეთებინათ ასეთი რამ და მე თანახმა ვიყავი წამოვსულიყავი კლინიკიდან, ასეც მოვიქეცი მე დავწერე განცხადება დილითვე და დავტოვე კლინიკა, 2 კვირა სახლიდან არ გავსულვარ ამ ამბებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, გარედ გასვლის სურვილიც არ ქმონდა, მაგრამ არ მასვენებდა იმაზე ფიქრი რომ ზაქარია დავტოვე ჯოჯოხეთის მოციქულებთან რომლებიც წარმოდგენაც მიჭირს რა დღეში ამყოფებენ საბრალო პაციენტებს, ამიტომ ვფიქრობდი ეს დღეები თუ რა შემეძლო რომ ზაქარიასთის გამეკეთებინა , ხანგძლივი ფიქრის შემდეგ გამახსენდა რომ მის დაწერილ მოთხრობებს ვყიდულობდი და სახლში მქონდა გადანახული, მოვძებნე და გადავწყვიტე დამებეჭდა, ერთადერთი რამ რაც შემიძლია ზაქარიასთვის გავაკეთო მხოლოდ ეს არის.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.