შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

LACRIMOSA (მოთხრობა)


18-08-2020, 10:57
ავტორი dimitrikvirik
ნანახია 1 083

სულ ერთი წუთის წინ ოჰაიოში ზამთარი იდგა - ჩარაზული კარებით, დაგმანული ფანჯრებით, დათრთვილული მინებითა და ლოლუებისგან მოვარაყებული სახურავებით. ფერდობებზე თხილამურებით დაქროდნენ ბავშვები, ქურქებში გახვეული ქალები დიდი, შავი დათვებით დააბოტებდნენ ქუჩებში.

უეცრად ახალმა ამბავმა გადაურბინა პატარა ქალაქს. მარსზე ბილეთების ყიდვა დაიწყო! ყველა გაიქცა უახლოეს სალაროსთან, სადაც ბილეთები იყიდებოდა, უკვე ერთ საათში ხალხით გაივსო ქუჩები, ბედნიერ სახეებზე ეტყობოდათ გამგზავრების პერსპექტივით გამოწვეული სიხარული.

***

ერთს ძალიან უნდოდა, მარსზე გაფრენილიყო რაკეტით, თუმცა დააგვიანა. დილაადრიან მიადგა კოსმოდრომს და მავთულის ღობის იქით მოსიარულე მოგზაურებს გასძახა, რომ მარსზე გაფრენა სურდა. წესიერი მოქალაქე გახლდათ, მუდამ დაგვიანების გარეშე იხდიდა გადასახადებს. ულიამს ნამდვილად ჰქონდა მარსზე წასვლის უფლება. ის ხომ აქ, ოჰაიოში დაიბადა! განა ცუდი მოქალაქეა ? პირიქით, ძველი დეტექტივია, რომელიც ხალხს ეხმარებოდა. მაშ რატომ არ უნდა წავიდეს, ხელს რა უშლის? უილიამი მუშტებს იქნევდა და გაჰყვიროდა, რომ დედამიწიდან გაქცევა სურდა; ყოველი ჭკუათმყოფელი ცდილობს გაეცალოს აქაურობას. ერთ-ორ წელიწადში მესამე მსოფლიო ომი დაიწყება. მას სულაც არ უნდა, ამ საშინელებას შეესწროს. ის და ათასობით მისი მსგავი, - ყველა, ვინც კი სრულ ჭკუაზეა, მარსისაკენ მიიჩქარის, ჰკითხეთ მათ, თუ არ გჯერათ. შორს ომებისა და ცენზურისაგან, ბიუროკრატიისა და სამხედრო ვალდებულებისაგან! შორს მთავრობის კონტროლისაგან, რომელიც გასაქანს არაფერს აძლევს, ახშობს ხელოვნებასა და მეცნიერებას! ულიამი ყველაფერს გაწირავს - თავის მარჯვენას, გულს, თავს, ოღონდაც მარსზე მოხვდეს. რა არის ამისათვის საჭირო, ვინ მიჰყიდის ბილეთს, რომ რაკეტაზე მიიღონ?

მავთულის ღობის იქიდან სიცილი დააყარეს. რატომ დააგვიანე, - ეუბნებოდნენ ისინი - განა არ იცოდი ამას რა მოყვებოდა? ადრე უნდა გეფიქრა.

-ვინმე მომყიდის ბილეთს? - ყვიროდა უილიამი და მავთულის ღობეს ებღაუჭებოდა. ეგებ ვინმეში სიბრალულისა და სიკეთის გრძნობას გაეღვიძა და ბილეთი მიეცა. და მართლაც, ვიღაც ღვთისნიერი გამოვიდა, ულიამს ზუსტად ახსოვს ამ კაცის სიარული, მიხრა-მოხრა, ღრმად ჩამჯდარი თვალები და შიგნით მოელვარე სიკეთის სხივი, ახსოვს ის ოთხკუთხა ფეხსაცმელიც, რომლითაც მოაბიჯებდა და ისიც, თუ როგორ წარმოთქვა ულვაშებში ჩამალულმა ტუჩებმა ის სიტყვები, რომელმაც ულიამის ცხოვრება შეცვალა:

-ეს მგონი შენ უფრო დაგჭირდება ვიდრე მე - თქვა მან, უილიამს სახე გაებადრა, ენადაბმული შესცქეროდა უკანასკნელი იმედს და მხოლოდ მადლობის თქმა მოახერხა. კიდევ სურდა მოსიარულე სიკეთისთვის რამის თქმა, მაგრამ გამოცხადდა, რომ რაკეტის გაფრენამდე ერთი წუთიღა იყო დარჩენილი.

-დამიცადეთ! - იყვირა მან, - არ დამტოვოთ ამ საშინელ პლანეტაზე! მე აქედან გაქცევა მინდა!

ძლივს, ბოლო წამებში მოასწრო ჩაჯდომა, ვერცხლისფერი რაკეტა აიჭრა ცაში და აი, ულიამმა დატოვა თავისი და ყველა ადამიანის სამშობლო, პლანეტა დედამიწა.

***

ერთ მშვენიერ დღეს ორი განსხვავებული ადამიანი ქორწინებით დაუკავშირებს მთელს ცხოვრებას ერთმანეთს. ერთი უბრალო ელექტრო ინჟინერი, რომელიც მუშაობდა ჰიდროელექტრო სადგურში, ხოლო მეორე მარკეტოლოგი, რომელიც მუშაობდა საკმაოდ პრესტიჟულ კომპანიაში. თითქოს საერთოდ სხვადასხვა ადამიანები იყვნენ, მაგრამ რაღაც ელვის ნაპერწკალი წარმოიქმნა მათ შორის, მოგეხსნებათ, ვერავინ გაექცევა ამ ელვას, რომელსაც სიყვარულსაც ვუწოდებთ.

ქორწილზე ყველა დაესწრო მათი ოჯახიდან: ბიძები, ნათლიები, ბებიები, ბაბუები და მათი მშობლები. და როცა მღვდელმა დაასრულა საუბარი, ერთმანეთი გადაკოცნეს, ყველა ტაშს უკრავდა ირგვლივ სიხარულის შეძახილები ისმოდა. საჩუქრები დაურიგეს ახალდაქორწინებულებს; თითქოს ახლა უნდა დაეწყოთ მშვენიერი და წყნარი ცხოვრება, თუმცა არ ჰქონდათ ყველაზე საჭირო, სახლი, რომელიც დაიცავდა მათ და ადგილი, სადაც ააშენებდნენ ოჯახს.

მათვის სასიკეთოდ, ერთ-ერთი საჩუქარი აღმოჩნდა ბილეთი მარსზე. ისინი დიდი ხანი დუმდნენ, ვერ გადაეწყვიტათ დაეტოვებიათ, თუ არა ოჯახის წევრები, ან როგორი იქნებოდა ცხოვრება წითელ პლანეტაზე, რომელიც რამდენიმე ექსპედიციის შემდეგ ცოტათი დამწვანდა, ყინულები ნიადაგებიდან ამოიღეს და გაადნეს, დარგეს ხეები და ჟანგბადით გაამდიდრეს პლანეტა.

კიდევ შიშობდნენ, რომ გზაში ავად გახდებოდნენ, საჭმელი გაუთავდებოდათ ან ყველაზე უარესი - რაკეტა აფეთქდებოდა.

საბოლოოდ, თითქოს ყველაფერი აწონ-დაწონეს და მივიდნენ საბოლოო გადაწყვეტილებამდე: წავიდეთ მარსზე!

***

დედამიწიდან მარსზე ხალხი მოფრინავდა.

მოფრინავდნენ იმიტომ, რომ რაღაცის ეშინოდათ, ან, პირიქით, არაფრის შიში ჰქონდათ; იმიტომ, რომ ბედნიერები იყვნენ ან - უბედურნი; თავი პილიგრიმებად მიაჩნდათ ან არ მიაჩნდათ; ყველას რაღაც მიზეზი ჰქონდა. ტოვებდნენ მობეზრებულ ცოლებს, მობეზრებულ სამუშაოს, მობეზრებულ ქალაქებს. მოფრინავდნენ, რათა ეპოვათ რამე, ან თავიდან მოეშორებინათ უსიამოვნო, ამოეთხარათ, დაეუფლოთ ან ხელუხლებლად დაეტოვებინათ რაღაც.

ნაწილი დასახლდა ხმელეთზე, ხოლო ნაწილი ზღვის პირას ერთ-ერთ სასტუმროში სახელწოდებით „წითელი", სადაც უილიამი და ახალდაქორწინებულები მოხვდნენ.

პირველი დღე ბარგი დააწყეს; ზოგმა ერთმანეთი გაიცნო, დამეგობრდა. თუმცა მეორე დღეს დიდი უბედურება მოხდა, ვიღაც მოკლეს სასტუმროში, მიაყენეს ოცდარვა დანის ჭრილობა. არავინ ელოდა, რომ ასე სწრაფად დაიღვრებოდა წითელ პლანეტაზე პირველი სისხლი.

და რაკი უილიამი ძველი დეტექტივი იყო, მან დაიწყო ამ საქმის გამოძიება.

***

-ჯანდაბა! - წარმოთქვა უილიამმა, გაისწორა ჰალსტუხი და განაგრძო - ერთ-ორი დღეც კი არ გავიდა და უკვე ვიღაც მოკლეს.

-დიახ ძალიან ცუდია... - ამოიოხრა სასტუმროს მფლობელმა.

-თქვენი აზრით, ვის შეიძლება ჩაედინა ეს საკმაოდ ცუდი საქციელი, მისტერ მაიკლ?

-არ ვიცი ნამდვილად. შუქის გენერატორები იყო გათიშული და კამერებმა არაფერი ჩაიწერა. ამიტომ მხოლოდ თქვენი იმედი მაქვს, რომ ამ საქმეს გამოიკვლევთ.

-თქვენ ხომ სასტუმროს პერსონალს იცნობთ? არავინ არ ჩაიდენდა მკვლელობას?

-ბოდიში, დეტექტივო. მე უნდა დაგტოვოთ, მკვლელობის გამო მომიწევს რაღაც საბუთებზე ხელის მოწერა და თქვენ თუ გსურთ, შეგიძლიათ გამოჰკითხოთ პერსონალი. მე პირადად არავისზე მაქვს ეჭვი, მაგრამ ვნახოთ რას იპოვით - თქვა და მშვიდად გაიხურა კარი.

ათი წლის შემდეგ პირველად მოკიდა ხელი ასეთ საქმეს ულიამმა, მას უნდა ეპოვა მკვლელი, ვინც ამ ყველაფერს ჩაიდენდა. გამოკითხა მოწმეები; აიღო დნმ და თითის ანაბეჭდები , თუმცა არაფერი იყო საეჭვო გარდა დაღუპულის ქმრისა, სახელად ჯეიმსისა.

მან გაიგო, რომ ჯეიმსი დადიოდა ფსიქოლოგთან და ჰქონდათ რაღაც ფსიქიკური პრობლემები. მუშაობდა ელექტროსადგურში, ანუ ეცოდინებოდა, თუ როგორ გაეთიშა გენერატორები. მოტივი: ოჯახური კონფლიქტი, რომელიც ხშირად ხდება.

წვერულვაშიანი და ათლეტური ფორმის დეტექტივმა ჯეიმზის დასაკითხად შემოყვანა ითხოვა, შემოსვლისთანავე ჰკითხა:- ჯეიმს, მოდი პირდაპირ მითხარი სიმართლე, რომ შენ მოკალი შენი ცოლი.

-არა! - დაიყვირა მან - მე არ მომიკლავს ჩემი ცოლი! და რა მოტივი უნდა მქონოდა.

-ოცდარვა დანის ჭრილობა! - დაიყვირა და საქმის ფურცლები მაგიდაზე დაარტყა - შენ მუშაობდი ალბათობაზე. ეს იყო სიბრაზე?! შურისძიება?! ის პატიებას გთხოვდა და შენ ასე მოექეცი!

-გეუბნებით და გიმეორებთ - მე არ მომიკვლავს!

-აბა ვის შეეძლო მოეკლა? ვის არ მოსწონდა სოფია, შენი დაღუპული ცოლი, რომ ასეთი საქციელი ჩაედინა?

-არ ვიცი ნამდვილად...ჩვენ ახლახან დავქორწინდით, გვინდოდა ახალი ცხოვრება დაგვეწყო აქ, მარსზე, მაგრამ უბედურება მოხდა. და არც კი ვიცი, თუ ვინ ჩაიდინა ასეთი საქციელი, რადგან ყველა გვეხმარებოდა, ყველას მოვწონდით და ალბათ, ვიღაც გიჟმა გააკეთა ეს.

-თქვენ გაქვთ ფსიქოლოგისგან სამედიცინო დასკნა, რომ ხართ რაღაც წილად ფსიქიკურად არასტაბილური.

-ეს დიაგნოზი დამისვეს ხუთი წლის წინ და შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ჩემი სულის საკურნებლად სოფია გამოჩნდა, მან მიხსნა ფსიქიატრიულისგან, როგორ შემეძლო იგი მომეკლა?

-მტკიცებულებიდან იქნა ნაპოვნი თქვენი დნმ და თითის ანაბეჭდები დანაზე. ამაზე რას იტყვით?

-მე როცა დავინახე, რომ აბაზანაში იყო დაჭრილი, პირდაპირ მივირბინე და დანა ამოვიღე, რომელიც მისი გულიდან.

-კარგით... - ღრმად ჩაისუნთქა დეტექტივმა და რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა ჯეიმსმა მოასწრო.

-დამლაგებელი! - თქვა მან თავდაჯერებული ტონით.

-თქვენ ფიქრობთ, რომ დამლაგებელი ჩაიდენდა ამ საქციელს?

-ვინ იცის, თუ რა გიჟები დადიან ჩვენ შორის და დამლაგებელს კი აქვს წვდომა ნებისმიერ ოთახთან და გენერატორების გათიშვაც კი შეეძლო.

-კარგი იდეა მომაწოდეთ, თუმცა თქვენ ჯერ კიდევ გაკვირდებით. ერთი არასწორი ნაბიჯიც საკმარისია, რომ მარსის ახალ ციხეში მოხდეთ.

-დეტექტივ...

-კარგი არ მინდა შენი გამართლებები! საქმიდან გამოვლინდება ნამდვილი მკვლელი, მაგრამ თუ შენ ხარ, სჯობს, რომ ახლავე თქვა, რადგან შეიძლება დამატებითი წლები დაემატოს შენს ცხოვრებას ციხეში გამოძიების შეცდომაში შეყვანის გამო.

-მე არ ვარ მკვლელი და გისურვებთ, წარმატებით მოძებნოთ დამნაშავე!

-ვნახოთ. ვნახოთ...

***

საქმე ჩიხში აღმოჩნდა. სასტუმროში ყველა გამოიკითხა, მაგრამ არავინ იცოდა მკვლელის შესახებ. საბოლოოდ უილიამმა მიადგა დამლაგებლებს და შეიყვანა ოთახში დასაკითხად.

-გამარჯობა. დასხედით - თქვა მან და ხელით მიუნიშნა სკამს.

-გამარჯობა - თქვა და მიუჯდა მაგიდასთან.

-სად იყავით სამშაბათს ღამის ორ საათზე?

-მე მეძინა.

-ვის შეუძლია დაამტკიცოს?

-ჩემი კოლეგები, რადგან პირველი მე მოვრჩი სამუშაოს და დავემშვიდობე მათ.

-როდის?

-ღამის პირველ საათზე.

-და ერთი საათი რას აკეთებდით?

-არაფერს-მეთქი. შევედი ჩემს ოთახში და საწოლში დავწექი.

-და... - რაღაცის თქმა უნდოდა მას და უცებ ოთახში სამი პოლიციელი შემოიჭრა და სთხოვეს, რომ უილიამი ამდგარიყო

-ბოდიშით? თქვენ ვინ ბრძანდებით?

-ნიუ-იორკის პოლიცია. ჩვენ მარსზე სპეციალური დავალებით ჩამოვედით, რათა საქმე გამოვიძიოთ.

-მე ვიკვლევ ამ საქმეს.

-იკვლევთ? თუ უბრალოდ თამაშობთ?

-მე არ ვთამაშობ! მე ვიკვლევ სერიოზულ საქმეს!

-ბოდიშს გიხდით შეწუხებისა და შექმნილი უხერხულობისთვის, შეგიძლიათ დატოვოთ ოთახი და განაგრძოთ თქვენი სამუშაო - უთხრა დამლაგებელს.

-ჰეი! ის შეიძლება ყოფილიყო მკვლელი! - აღელვებული ხმით უთხრა მან და ერთ დამლაგებელზე თითით ანიშნა პოლიციელებს

-თქვენ დაპატიმრებული ხართ, უილიამ.

-რის საფუძველზე?

-მკვლელობისა და განზრახ გამოძიების შეცდომაში შეყვანის გამო.

-და რა მოტივი უნდა მქონოდა მე რომ მომეკლა?! ეს უაზრობაა!

-თქვენ გინდოდათ ყოფილიყავით დეტექტივი, როგორც ადრე. თქვენ შემთხვევით აირჩიეთ მსხვერპლი და როცა ეს ყველაფერი მოხდა, წამოაყენეთ თქვენი კანდიდატურა, როგორც დეტექტივის, მაგრამ თქვენ უკვე ხუთი წელია, რაც არ ხართ, რადგან ფსიქიკური პრობლემები გაქვთ.

-არა! თქვენ არ ხართ მართალი!

-თქვენ არ ხართ დამნაშავე უილიამ...უბრალოდ პრობლემები გაქვთ თავთან. ჩვენ მოგათავსებთ ნიუ-იორკის ფსიქიკურ ჯანმრთელობის ცენტრში. თქვენ დაგეხმარებიან.

-მე გიჟი არ ვარ!

-ხელბორკილები გაუკეთეთ ბიჭებო.

-არა! გთხოვთ არ დამაბრუნოთ დედამიწაზე! მე არ მინდა ომი, მე აქ მინდა , გთხოვთ! არა!!!

***

ნიუ-იორკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი. 2020 წლის 13 აგვისტო.

-მე როგორც ყოველთვის, მქონდა შეხვედრა ჩემს ძველ მეგობართან. შევედი შენობაში და რადგან უკვე ხშირად მოვდიოდი, პირდაპირ მიცნეს.

-გამარჯობა. თქვენ უილიამთან ხართ? - მითხრა სალაროსთან მდგომმა ქალბატონმა

-დიახ.

-ის ახლა თქვენ გელოდებათ, - გაიღიმა მან და განაგრძო - სულ უხარია, როცა თქვენ მოდიხართ.

-ჰო. მეც მიხარია - ვთქვი და მასთან მისაყვანად წინ გამიძღვა წელში მომხიბვლელად გამართული ქალი.

ის იჯდა გრძელი ხის სკამზე. მე გვერდით მივუჯექი, პირდაპირ დაიწყო მისი ახალი იდეების მოყოლა.

-მე დღეს მოვიფიქრე ერთი მოთხრობა! შენ გაგაოცებს!

-აბა მითხარი.

-ძველი დეტექტივი და ახალდაქორწინებული წყვილი მიდიან მარსზე, რომ ახალი ცხოვრება იპოვონ, მაგრამ მეორე დღესვე იმ ახალდაქორწინებულ წყვილიდან ერთ-ერთი კვდება და დეტექტივი იწყებს გამოძიებას. ჯერ ჯეიმს, იმ მოკლული ცოლის ქმარს, დააბრალებს, რადგან ფსიქიკურად არასტაბილური იყო, მერე დამლაგებელზე გადავა, მაგრამ მკვლელი თვითონ დეტექტივი აღმოჩნდება!

-საინტერესო სიუჟეტია...

-აი, დაწერილიც კი მაქვს! - თქვა მან და ხელში გადმომცა დაწერილი ისტორია.

-ჰმმ...საინტერესოა.

-თანაც შენ თქვი, რომ ერთ-ერთ ფეისბუქ ჯგუფში არის კონკურსი შემოდგომის საუკეთესო მოთხრობაზე.

-და შენ ვფიქრობ, რომ ეს ისტორია მოეწონებათ?

-რატომაც არა? მე ვფიქრობ, რომ კარგი ისტორია დავწერე.

-ვნახოთ, თუ როგორ შემაფასებს ჟიური. ისე შენ რომ არა, „დასაწყის", „ადამიან-ელვას", „ხმლიანს", „სასიკვდილო სიყვარულს" და კიდევ ბევრ სხვა რამეს ვერ დავწერდი. მე უბრალო პროგრამისტი ვარ და შენ ისეთი გენიალური იდეები გაქვს, მაგრამ სამწუხაროდ მთელი დღეების გატარება აქ გიწევს.

-არაუშავს! - თქვა მან და ხელი დააქნია - აქ უკვე მიჩვეული ვარ. მეგობრებიც გამიჩნდა და მერე შენც გაგაცნობ. - თქვა მან და კიდევ ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, სანამ არ მომიწია, რომ წავსულიყავი.

-კარგი, მაშ, მე წავალ. მადლობა ისტორიისთვის.

-მოიცადე! ერთი შეკითხვა მაქვს.

-დიახ, გისმენ.

-რატომ დამარქვი უილიამი?

-ნუ, რადგან ვიფიქრე, რომ საინტერესო სახელია.

-და შენ მე შემქმენი მხოლოდ ამ მოთხრობის გამო და აღარ შევხდებით ერთმანეთს?

-შენ სულ იქნები ჩემთან უილიამ. შენ მაძლევ მუზას და მაწერინებ ამ ისტორიებს. მე მგონია, შემიძლია მოვიფიქრო, თუ სად შემიძლია, რომ ერთ-ერთ მოთხრობაში დაგამატო.

-კარგი. ძალიან ვიიმედებ თავს, რომ მალე გამოვჩნდები შენს რომელიმე მოთხრობაში!

-მეც ვიიმედებ, რომ სულ იქნები ჩემთან, მაგრამ ბოდიში ახლა უნდა წავიდე.

-კარგი. ნახვამდის დიმიტრი.

-ნახვამდის უილიამ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent