შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის გული(10-წარსულის ლაქა)


18-08-2020, 16:31
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 424

მეგობრებო მოგესალმებით!
მოკლედ სანამ დავიწყებ რაღაც მინდა გითხრათ.
ანუ დანიელის და კატერინას მომენტები კიდევ იქნება და ყველაფერი რაც წინა თავში დაგაკლდათ აუცილებლად დაიწერეება.
უბრალოდ ცოტა დრო მომეცით,რომ როგორც საჭიროა ისე განვავითარო სცენა.
სამწუხაროდ ყველაფერს ისე ვერ დავწერ როგორც თქვენ ელოდებით და გინდათ
ბოლოს და ბოლოს მე ვწერ ამ ისტორიას
თუ ეს გესმით იმედი მაქვს ისიამოვნებთ და განაგრძობთ ამ ისტორიის კითხვას,თუ არა და არჩევნი ყოველთვის თქვენზეა და შეგიძლიათ კითხვა შეწყვიტოთ.
მე ვერაფერს ვერ დაგაძალებთ
პლიუს ამას,არც მინდა რომ ნერვები მოგეშალოთ რამეზე.
სულ ამის თქმა მინდოდა
ისიამოვნეთ ჩემო კარგებო

კატერინას პოვ:
გოგონა თვალს არ მარიდებდა და მეც ჯიუტად ვუყურებდი თვალებში.
ამ დროს კი უეცრად სიცივემ დამიარა მთელ ტანში და არასასიამოვნო გრძნობამ შემომიტია.
მას რომ ვუყურებდი თავს კარგად არ ვგრძნობდი,თითქოს შორიდანაც კი ჩანდა მის თვალებში აღუწერელი ბოროტება!
თითქოს მატერორებდა და დისკომფორტს მიქმნიდა უკვე ეს.
უკვე თვალები გამიფართოვდა რაღაც რომ გაავაცნობიერე...უკვე გაუჩერებლად და თვალის აურიდებლად ვუყურებდით ერთმანეთს,უფროსწორად მიყურებდა.

-კატერინა...უეცრად დანიელის ხმაზე გამოვფხიზლდი და მისკენ მივიხედე,რაზეც მომღიმარმა მკითხა.
-ძაალიან დაგაბნიეთ ხო..?
თავი უხერხულად მოიქექა და თვალები მიწას მიაპყრო,რაზეც გოგონა სულ დამავიწყდა და ღიმილი გაადამეფინა მთელ სახეზე...ამ წამს მას სცხვენია?
-არა...არა..საერთოდ არა!
პირიქით ძაალიან ბედნიერი ვარ რომ ასეთი რაღაც გააკეთეთ,ამას არ მოველოდი.
ღიმილით დავასრულე და თავი რომ ამოწია და თვალი რომ გამისწორა ახლა მე ჩავხარე მორცხვად თავი,რადგან მისი თვალები ზედმეტად ვნებიანი და ამბიციური იყო!
-ჩემმი გცხვენია?
ეს ხმა მომესმა და სანამ თავს ამოვწევდი,მისი ხელი ნაზად შემეხო სახეზე და ნელა ამაწევინა ,ისე რომ უკვე პირდაპირ თვალებში ვუყურებდი.
-ნუ გცხვენია,არ ვიკბინები ...ნუ გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ.
თქვა ტუჩის კვნეტით და ჩაიცინა,რაზეც მეც გამეცინა .
-კარგი წამოდი გავერთოთ.
მითხრა და ხელი ხელზე მომკიდა,იმ წამსღა გამახსენდა ის გოგონა და უკან გავიხედე ,მაგრამ ის იქ აღარ იყო!
დავივიწყე და უბრალოდ მომხდარი და დანიელს უკან გავყევი.


-ეს როგორ მოასწარით?
პირ-ღიამ ვიკითხე,რადგან ნახულმა გამაოცა და ჩემში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია!
-როდესაც რაღაც მართლა გინდა ,ყველაფერს გააკეთებ .
მითხრა დანიელმა ღიმილით და ისევ გზა გააგრძელა.
-ჩვენი შვილი გელოდება,დედიკოს გარეშე ვერ ძლებს.
ჩაცინებით თქვა და წარბის აწევით გამომხედა.
-რა იყო ეჭვიანობ რომ მე უფრო ვუყვარვარ?
ხუმრობით ვკითხე და ჩემმი სიტყვებით დავგესლე,რაზეც გააფართოვებული თვალებით შემომხედა და უეცრად თავისაკენ იმ ხელით მიმქაჩა, რომელიც ეკიდა .
მის მკერდს შევასკდი და გაოცებულმა ავხედე !
-რა ცუდად ხუმრობ პატარა.
მითხრა მაცდური ღიმილით და უეცრად ჩემსკენ ნელა დაწია  თავი,მანამ ყურთან არ გააჩერა .
-მეორეს მე უფრო ვეყვარები.
ამაზე თვალები გამიფართოვდა ,რაზეც ჩაიცინა და წარბებბი ათამაშა.
-გეყოფა ახლა!
მივხვდი რაც იგულისხმა და გადაწითლებული ლოყებით მკერდზე დავარტყი მსუბუქათ ხელი,თან ისე რომ ღიმილი სახიდან არ მომშორებია!
მაინც ვინნა ასეთი?
დამიელი..თავს ყველას როგორ აყვარებს?

-მინდა ულამაზეს პატარძალს მივუძღვნა ერთი ნომერი ,რომელიც სწორედ რომ შესაფერია მისთვის,ნუ ჩემმი აზრით ასეა!
თქვა და ღიმილით გამისწორა სცენიდან თვალი.
-ამ ბიჭს ვიცნობ ხომ ?
ლაი ,როგორც მახსოვს.
გადავულაპარაკე დანიელს, რომელიც ჩემს გვერდით ჩვენს შვილთან ერთად იჯდა.
ნამდვილად ნასიამოვნები ვიყავი,ჯერ ეს სიუპრიზი ახლა კი ეს!
სიმღერას მიძღვნიან,ისეთი ბედნიერი ვარ.
-ბოლოს მაშინ გნახე ,როდესაც დანიელისგან გამოქცეული იყავი.
თქვა და ჩაიცინა,რაზეც ყველამ სიცილი დაიწყო, დანიელმა კი წარბის აწევით გამომხედა.
-გაგახსენდა? მკითხა და თან ჩემსკენ მოიწია და მიჩურჩულა.
-ის დღე მე კარგად მახსოვს,კინაღამ გავგიჟდი...მზად ვიყავი მთელი სამყარო გადამენგრია ,ოღონდაც მეპოვე.
ეს რომ მიჩურჩულა მაცდურად ჩავიღიმე და თავი ჩავხარე.
-რაც ჩაიდინე მეტი გეკუთნოდა.
ვთქვი დაბალ ხმაზე და მისი წინანდელი საშინელი ფორმა გაამახსენდა ჩემს შეჭმას რომ ცდილობდა!
-ბოროტი მგელი გავხდი ხო?
შენ მაიძულე.
მითხრა და ხელები ღიმილით გაადაჯვარედინა,რაზეც ნელა წამოვიწიე სკამიდან.
-ჰა? რაიმე მიზეზი ჰქონდა ამას?
არასოდეს არ მიკითხავს რა მოხდა იმ ღამეს.
-ოპ ოპ! ეს საიდუმლოა!
მითხრა დამცინავი ტონით და ლაისკენ მიმითითა.
-იწყებს ლაი შენს სიმღერას და უსმინე.
ეს რომ თქვა სხვა გზა არ მქონდა და
ლაისკენ გადავიტანე მთელი ყურადღება.
-არაუშავრს მაინც გავარკვევ.
ჩავილაპარაკე ბოლოში.

ლაიმ ძაალიან ლამაზი სიმღერა მომიძღვა,მას ანგელოზის ხმა აქვს!
ისეთი მადლობელი ვიყავი მისით და იმხელა პატივისცემა დამანახა ამით რომ მართლაც რომ მნიშვნელოვნად ვიგრძენი თავი მათვის!
-გაოცებული ვარ!
ვთქვი პირ ღიამ აბრწყინებული თვალებით,რაზეც დანიელმა ღიმილით გააგრძელა ტაშის დაკვრა .
-ხედავ რამდენს ნიშნავ ჩვენთვის...ჩემთვის.
თქვა და თავი ჩემსკენ წამოწია,მე კი ვერ მივხვდი რას აპირებდა მანამ ლოყაზე ნაზი შეხება არ ვიგრძენი!
გაოცებულმა შევხედე და მთლიანად დავდნი იმის გააზრებაზე რაც გააკეთა.
-ხანდახან იდეალური ქმარი ხარ დანიელ.

-ხანდახან?
სიცილით მკითხა.
-ოოო ,ამას არ მოველოდი! გულგატეხილი ვარ!
ხუმრობით გააგრძელა და გაბუტული სახე მიღოო.
-კარგი დანიელ ვიხუმრე!
ნუ მებუტები.
კატასავით დავუწყე გლასუნი და საწყალი თვალები მივაპყრე,რაზეც დანებდა.
-კარგი ხო,შენ კაცი ვერც კი მოგატყუებს.
მე ამაზე კმაყოფილმა გავიღიმე და მკლავზე მივეხუტე,შემდეგ კი თავი ზედ დავადე.
-უყურე ჩვენს შვილს ..ლუის რომ გვერდიდან არ სცილდება,ასე არავისთან არ უყვარს ყოფნა.
თქვა და თავზე მოფერება დამიწყო.
-ხოო..ჩვენი შვილი კარგ გარემოში იზრდება ,ასევე კარგი ხალხის გვერდით.
იმედი მაქვს რომ დიდხანს ვერ გააცნობიერებს კიდევ რომ განსხვავებულია.
ვთქვი და ბოლო სიტყვაზე მოწყენილმა მივაპყრე მიწას თვალები.
-გთხოვ კატერინა...ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს ეს სამყაროს დასასრულს ნიშნავდეს,ის კარგად იქნება..დამიჯერე.
ეს სიტყვები რომ მითხრა თბილად გავუღიმე და ის ერთი განსაკუთრებული სიტყვა ვთქვი,რომლის თქმასაც დიდხანს ვერ ვბედავდი.
-დანიელ მიყვარხარ.

-მეც,თან როგორ..სიგიჟემდე!

1 კვირის შემდეგ:
როგორია იყო უკვე ოფიციალურად ბატონი დანიელის ცოლი ,გაინტერესებთ?
კი?
ეჰ...რა გითხრათ,ცოტა არ იყოს ზედმეტად პირადულია ეს თემმა,მაგრამ მეტად მესაკუთრე და ვნებიანი გახდა ვიდრე აქამდე იყო!
ისეთი გახდა რომ სულ გაგრძნობინებს რომ “ჩემმი ხარ და მორჩაო!"
მეცინება მასზე და თან თითქოს მსიამოვნებს,მომწონს ასეთი დანიელი..ძაალიან მომწონს,მაგრამ მაინც დიდიხანია ვცდილობ გაავარკვიო იმ ამბავზე რაც ქორწილის დღეს გავიგე.
იმ დღეს დანიელს რაღაც მიზეზი ჰქონდა რაც ჩაიდინა?
დაინტერესებული ვარ!
და რომელი კატერინა ვარ მე ,ჩემმი ცნობისმოყვარეობა რომ არ დაამეკმაყოფილებინა?
მივაგენი ამ პასუხს!
რისთვის არსებობენ ენაგატლეკილი ჩარლი და ადვილად მანიპულირებადი ტობიასი?
ერთს მალე გამოვტყუე ,მეორეს კი ნერვები მოვუშალე და ძალით დავაფრქვევინე გაბრაზებულ გულზე!
ნუ თავი მოვაბეზრე, სხვა გზა არც ექნებოდა!
რადგან ინტერესი მკლავდა..თუ რატომ!
აი პასუხიც:

მგელი თავზე კონტროლს მხოლოდ
3 მიზეზით კარგავს...ეს სამი მიზეზი კი არის:
პირველი-მრისხანება.
მეორე-ტკივილი
და აი მესამეც...მესაკუთრეობა!
გრძნობა, როდესაც გგონია რომ ვიღაცას გართმევენ!
იმას ვინც გიყვარს,ის ვინც მისააკუთრე...ის ვინც შენნი გგონია!
მაგრამ მე დიდხანს ვიქექე კიდევ და ეს ჯერ კიდევ დასაწყისი იყო!
მე უნდა გამერკვია ,ამ სამიდან რომელი იგრძნო დანიელმა და რატომ დაკარგა თავზე კონტროლი!
ნუ ბევრი ვეძებე თუ ცოტა ,გაავარკვიე!
ეს მესაკუთრეობა!
რატომ?
რაზე იეჭვიანა?
რატომ ეგონა რომ მკარგავდა?
ეს ადვილია და თავისთავად მაქვს ამაზე პასუხი.
იმ პერიოდში ,ისე რომ მე წარმოდგენაც არ მქონდა ლუი მოუკითხავს დანიელისთვის,მასთან კი დიდი და სერიოზული საუბარი ჰქონია,რომელიც დაახლოვებით 2 საათი გააგრძელდა!
თან ისე რომ იქ შესვლის უფლება არავის არ ჰქონია,არავინ არ იცოდა როგორც ტობიასმა თქვა თუ რაზე საუბრობდნენ ისინი ამ ორი საათის განმავლობაში,მაგრამ ფაქტია იმ საუბრის შემდეგ დანიელი სასახლიდან გაქრა და დაახლოვებით შუადღის
2-საათიდან ღამის 11-მდე აღარ გამოჩენილა.
არც უნდა იმაზე ფიქრი რაზე დაელაპარაკა ლუი,ან ვისზე!
ეს მე ვიყავი და ლუის ჩემმი წაყვანა უნდოდა,ამიტომ დაკარგა დანიელმა კონტროლი ,როდესაც მგლის მესამე გრძნობა ჩაერთო,მესაკუთრეობა!
მას ეგონა რომ ჩემს თავს ართმევდნენ და ასეც იყო,მისგან ისე უნდა წავეყვანე ლუის როგორც ბოროტი მგლისაგან მსხვერპლი.
ამ ყველაფერზე ადრე არ დავფიქრებუვარ, მაგრამ ახლა რომ დანიელის ადგილას წარმოვიდგინე თავი ,ცოტა  თავს ცუდად ვგრძნობ,მას ხომ ამხელა ვალდებულებები აკისრია !ფაქტობრივად ყველაფერი მისი გადასაწყვეტი და დასაგეგმია,ასე თუ გადარჩება მათი კლანი.

მაგრამ მაინც...მეცინებოდა!
მომდოდა მივსულიყავი და ერთი კარგად დამეცინა,გამეღიზიანებინა და ერთი და იგივე მელაპარაკა,თუ როგორ იეჭვიანა და როგორ იქცა კაციჭამია მგლად!
მხეცათ ,რომელსაც ერჩია შევეჭამე,ვიდრე ვინმე სხვას წავეყვანე.
რა არარეალურია ხო ეს დანიელისგან?
მეც ვერ ვიჯერებ,მაგრამ მაინც მიხარია რომ კიდევ ერთი სასარგებლო ინფორმაცია მოვიძიე მათ შესახებ...ჩემმი ქმარი ხომ მგელია.
თან პლიუს ამას იმასაც მივხვდი რატომ მოკლა ის სამი გოგონა .
ის სამი უდანაშაულო გოგონა,მათან დაკავშირებით ლაპარაკს ვერც ვბედავდი და არც მინდოდა,ეს ხომ ასეთი სერიოზული ტრავმაა მისთვის.
იმ დროსაც კონტროლი დაკარგა,რადგან ის გრძნობდა ორ  საშინელ გრძნობას!
მრისხანებას!
და ტკივილს!
ეს კი კაჰალიას გამმო !
ვიცი მაინც არაა მისი საქციელი გაასამართლებელი,მაგრამ ესაა მათი ბუნება და ცოტა დავმშვიდდი ,რომ ეს იმ მხეცმა გააკეთა ,რომელმაც კონტროლი დაკარგა და არა დანიელმა.
საწოლში ვიწექი...ვერ ვისვენებდი რადგან დანიელს ველოდი.
ისევ თავი წამოვწიე და მთვარის შუქზე ძლივს ხილულ საათს გავხედე...სამის ნახევარია ,მაგრამ დანიელი ჯერ კიდევ არაა სახლში.
ერიკი დიდიხნის უკან დავაძინე,იმის მიუხედავად რომ მამის ნახვა უნდოდა ძილის წინ...სადდა დანიელი?
ნუ როგორც წესი სულ ასე აგვიანებს ,მაგრამ დღეს განსაკუთრებით არ მასვენებ ის ფაქტი რომ ჩემს გვერდით არ წევს,არ ვიცი რატომ....ამ ფიქრებში ჩამეძინა ,თვალი კი პატარა ხმაურზე გავახილე.
ჩემმი საწოლის წინ ვიღაც იდგა,მაგრამ მხოლოდ სილუეტს ვხედავდი ,თან ნახევრად მეძინა და ძლივს ვიყურებოდი თვალებიდან.
-დანიელ მოხვედი?
ვიკითხე სუსტი ჩახლეჩილი ხმით და ცალი თვალით ისევ საათს გავხედე...უკვე ოთხი იყო.
-ოთხ საათამდე სად იყავი?
ვიკითხე ისევ იგივე ხმით,მაგრამ ის ისევ გაუნძრევლად იდგა.
სწორედ ამ დროს დამიარა შიშმა და უკვე იმაზე ფიქრი დავიწყე რომ ეს დანიელო არ იყო და მაშინ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო,ან რა უნდოდა!
-დანიელ? ვიკითხე გაუბედავად,მაგრამ პასუხის ნაცვლად უეცრად სილუეტი ზემოდან დამახტა და ყელში მწვდა!!
ჯერ მარტო შიშისაგან ჩავარდი პანიკაში ,შემდეგ კი იმან საერთოდ გამაგიჟა რომ გავაცნობიერე რას აკეთებდა!
ის მე მახრჩობდა!
ვეღარ ვსუნთქავდი!
ფეხებს ვიქნევდი!
ხელებსაც!
ყვირილს ვცდილობდი!
ვცდილობდი დანიელისთვის დამეძახა,მაგრამ ვერ ვახერხებდი!
მისი სახე კი ისევ არ ჩანდა...უბრალოდ სიბნელე და ამ სიბნელეში ორი ბასრი შავი თვალი ,რომლებიც მე მიყურებდნენ პირდაპირ და თითქოს ჩემმი სიცოცხლის ბოლო წამების ყურებით ტკბებოდნენ!
ვიცოდი რომ ეს ჩემმი სიცოცხლის ბოლო წამები იყო და სწორედ ამიტომ ამევსო თვალები ცრემლით,რადგან წინ ჩემმი შვილის და ჩემმი ქმრის სახე დამიდგა.

სუნთქვისათვის ბრძოლასაც აღარ ჰქონდა აზრი და ამისათვის ძალაც აღარ მქონდა!
უკვე ფეხებიც გავაჩერე ,ხელებიც და დაღლილი უიმედო თვალები მოვხუჭე,მაგრამ ბოლო წამს ,როდესაც მეგონა რომ მოვკვდებოდი კარზე კაკუნი ატყდა!
ეს კაკუნსაც არ გავდა,ცოტაც და კარს ჩამოხსნიდა კარს უკან მდგარი.
მე კი სწორედ ამან გადამარჩინა!
ჩემზე მჯდარი პიროვნება სასწრაფოთ მომშორდა და ფანჯრიდან გადაძვრა!
შოკში ვიყავი და ხმასაც ვერ ვიღებდი,ისევ გაშეშებული ვიწექი ,იმის მიუხედავად რომ კარს იქით უკვე ანერვიულებული დანიელის ხმა მესმოდა..მინდოდა გამეგონებინა ,მაგრამ ხმა აღარ ამომდიოდა პირიდან ....ეს რა იყო?
ვინ იყო ადამიანი ვინც ჩემმს მოკვლას ცდილობდა?
-კატერინა,გთხოვ შენნი ხმა გამაგონე! ოთახში ხარ?
კარგად ხარ?
ანერბიულებული ხმა ჰქონდა დანიელს და მაშინღა მივხვდი რომ დრო იყო ძალა მომეკრიბა და მისთვის კარი გამეღო...ძაალიან შეშინებული ჩანდა.

ასეც გავაკეთე და სუსტი და ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი კარს და გავაღე თუ არა შევხტი....დანიელმა გულში ძლიერ ჩამიკრა და ისე მჭიდროდ მიმიკრა გულ-მკერდზე ,მისი აჩქარებული გულის ფეთქვაც კი მესმოდა!
-კატერინა ჩემმი გაგიჟება გადაწყვიტე? გინდა რომ გული გამისკდეს??
აღელვებული ხმით მკითხა და მეტად მიმიხუტა.
მეც გაყინული სულ მოვითენთე მის ხელებში და ის საშინელი შიში რომ გამახსენდა რაც ცოტახნის უკან ვიგრძენი,ავტირდი.
-დანიელ...დანიელ..
ჩემმი ტირილი რომ გაიგო ,სასწრაფოთ უკან გამწია და ანერვიულებულმა შემათვალიერა,თვალებს შეშლილივით აცეცებდა.
-რა მოხდა? რა დაგემართა?
ისე ანერვიულდა უცბად,რომ მეგონა ჩემზე მეტად თვითონ იყო შეშინებული.
-რაიმე გატკინეს? შეგეშინდა რამის!? კატერინა ხმა ამოიღე! რა მოხდა?ძაალიან დიდხანს ვანერვიულე და იმის მიუხედავად რომ ჯერ კიდევ ტრავმირებული ვიყავი და ლაპარაკის ძალა არ მქონდა,მაინც მოვიკრიბე გონება და ვუთხარი.
-ის აქ იყო...ის აქ იყო ქაი.
ხმა მიკანკალებდა,ისე რომ ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთს.
-ის? დაბნეული სახით მკითხა...ალბათ ვერ მიხვდა ვინ ვიგულისხმე.
-კაჰალია.
ეს ერთი სიტყვა იყო სახე რომ სულ შეეშალა და რომ გაფითრდა.
-რაღაც გეშლება ალბ-
გავაწყვეტინე...ვერც კი იჯერებდა რომ ის აქ იყო .
-დანიელ...შენ მგელი ხარ,მისი სუნი მაინც არ გცემს?
და აი უკვე ვიცოდი რომ დაიჯერებდა ,რადგან მისი ნაქვთები დაიძაბა .
-ვერ ვიჯერებ!! როგორ ?!! როგორ?!! ამისი დედაც,მე კი აქ არ ვიყავი!
ვინ იცის რას დაგიშავებდა,ცოტახანსაც რომ დამეგვიანა!
ვიცოდი რომ ასეთი რეაქცია იქნებოდა,განრისხებულმა იყვირა და თვალებში წითელი ფერი შეერია.
-ვერ ვხვდები ვერც მე ვერ ვიჯერებ!
როგორ გამოახწია იქიდან ,შენ ხომ ის დაიჭირე დანიელ? როგორ?
აცრემლილი თვალებით ავხედე ,რაზეც თავი ნერვიულად მოიქექა.
-ის ვერანაირად ვერ გამოვიდოდა,ვერანაირად...თუ..თუ..
და გაჩერდა ,რადგან მისი წინადადება სხვამ დაასრულა.
-სხვა არ დაეხმარა.
ეს ტობიასი იყო ,რომელიც კარში სერიოზული სახით იდგა და შორიდან ორივეს გადმოგვყურებდა.
-ვის უნდა გამოეშვა?! ეს ვის უნდა გაებედა რომ ჩემს წინააღმდეგ წასულიყო,განა სიცოცხლე მობეზრდათ..ჩემმი არ ეშინიათ?
ამაზე დანიელი მეტად გამწარდა,მაგრამ ამ წამს ამის დრო არ იყო !
ყველაფერი საღი გონებით უნდა აეწონა,რათა სწორ დასკვნამდე მისულიყო.
-ნუთუ კაჰალიას ასე იცნობ რომ იქ გაჩერებულიყო..მითუმეტეს მაშინ ,როდესაც გაიგო რომ ცოლი გყავს და პლიუს შვილიც.
ეს რომ გავიგე შოკისაგან სულ ჟრუანტელმა დამიარა!
როგორ გაიგოოო?!! ან ამაზე მე რატომ არ ვიცოდი?!!
წარმოვიდგინე ყველაფერი რისი დაშავებაც ახლა მას შეეძლო !
ის განრისხებული იქნება,შეშლილი მივლელისაგან კი რას არ უნდა მოელოდე?!!
ყველაზე მეტად იმის მეშინია რომ ერიკს რამე არ დაუშავოს!
-ვ-ერ ვხვდები...როგორ...როოგორ?
ბუტბუტი დავიწყე შეშლილივით,მართლაც ძაალიან შევშინდი .
-იმდენი ხალხი დავაყენე ! შეუძლებელი იყო გამოეხწია.
ბრაზით იყვირა დანიელმა და ტობიასისკენ გაემართა.
-ვინმე გაგზავნე ,ნახონ რა სიტუაცია და სად არიან ის ხალხი ,რომლებიც კაჰალიას მცველებად დავუყენე და თუ მიღალატეს...თუ მიღალატეს...სათითაოდ ამოვხოცავ თვითვეულ მათგანს.
გაცეცხლებული იყო და თავის თავს არ გავდა,არ მინდოდა კონტროლი მრისხანებისაგან ისე დაეკარგა რომ მხეცად გადაქცეულიყო,რომელსაც თვითონაც ვერ აკონტროლებს.
მაგრამ მაწუხებდა ერთი კითხვა და ვერ..ვისვენებდი....რატომ....არის....
კაჰალია ჯერ ....კიდევ....ცოცხალი! ?
როდესაც ამდენი გაუკეთა დანიელს,რატომ არ კლავს!?
რატომ არ კლავს და სიმშვიდეს რატომ არ ჰპოვებს ყოველი ჩვენგანისთვის!
რა უშლის ხელს?!
ნუთუ არის შესაძლებელი რომ რაიმე გრძნობა ჰქონდეს მის მიმართ...ამის გააზრება კი მეტად მაბრაზებს და მახრჩობს,წარმოდგენაც კი არ შემიძლია!
-და მე ვერ ვხვდები...რატომ არ ასრულებ ამას უფრო იოლად..ხელს რა გიშლის დანიელ?
ამის კითხვა იყო ჩემსკენ რომ გამოიხედა.
-რას გულისხმობ?
მშვიდად იკითხა ,მაგრამ ნერვიულობას ვატყობდი .
-დანიელ რატომ არ მოკალი?!!
რატომ არ მოკალი რომ საბოოლოდ მოგვესვენა და თავი უსაფრთხოდ გვეგრძნო ,ხელს რა გიშლის?
მინდოდა თავი შემეკავებინა,მაგრამ საქმე ჩემმი შვილის სიცოცხლესაც ეხება!! უკვე ეხება!
ის ჩემამდე მოვიდა და საიდან ვიცი რომ ერიკამდევ არ მივა?
ნუთუ ვტყუი?

-რატომ არ კლავ უბრალოდ როგორც სხვა დანარჩენს?!
შენ მტრებს დაუნდობლად ანადგურებ,ისე რომ თვალსაც არ ახამხამებ ,იგივეს რატომ არ იმეორებ მასთან დაკავშირებით..დანიელ...
ხმა მიკანკალებდა და ცოტაღა მეკლდა არ მეტირა.
-მის მიმართ რაიმეს გრძნობ?
დანიელს პირდაპირ თვალებზე მივაშტერდი,მასში კი სევდა ამოვიკითხე,იმედგაცრუება...მერეღა ვინანე ეს კითხვა.
-კატერინა..ამას როგორ იძახი
მითხრა გულგატეხილი ხმით და მომიახლოვდა.
-როგორ მეუბნები ქალზე ,რომელმაც ამდენი დამიშავა რომ მიყვარს?
ან რაიმეს ვგრძნობ.
უკვე ბოლო სიტყვაზე შუბლი შეკრა და მივხვდი ბრაზობდა .
-როგორ შეგიძლია მითხრა რომ მე არ მინდა ჩვენი კაარგად ყოფნა,შიშის გარეშე...მინდა!
მინდა რომ უსაფრთხოთ მყავდეთ...უბრალოდ..
აი ისევ ეს...პასუხს ვერ მიბრუნებს ...პასუხს ,რომელიც მჭირდება.
-უბრალოდ?
-უბრალოდ...აჰ...ვერ გაიგებ...შენ ვერ გაიგებ!
ასე დასრულა და თითქოს ქაოსი შევამჩნიე მის თვალებში.
-თუ არანაირი გრძნობა არ გაკავშირებს მასთან რა გიშლის ხელს?
ცოტახანს მიყურა და მეც გაუნძრებლად ვუყურებდი ,სანამ არ დავამატე.
-მოკალი.
ვიცოდი რომ ეს ზედმეტად სასტიკი და პირდაპირი მოთხოვნა ოყო,მაგრამ ეს მინდოდა!
ვიცოდი რომ ეს მინდოდა!
რადგან ეს გოგო ან თვითონ მოგვკლავს ან ჩვენ უნდა მოვკლათ,მანამდე არ გაჩერდება!
-არა...არ შემიძლია...
ეს პასუხი რომ მოვისმინე ძაალიან გაავღიზიანდი და წამოვიყვირე.
-მე შემიძლია!
მზად ვიყავი ჩემმი ხელით მომეკლა ,ოღონდაც ჩემმი შვილი დამეცვა...ჩვენი ოჯახი ,მაგრამ დანიელი?
ის რას ფიქრობს,ისევ დაბნეული და პანიკაში მყოფი მიცქერს !
-რატომ არ ასრულებ ამას დანიელ? უკვე მშვიდად ვკითხე,რაზეც თმა ნერვიულად მოუქექა და გვერდი სწრაფათ ამიარა.
-ცოტახანს რაღაცებზე უნდა დავფიქრდე,ყველაფერს მივხედავ.
ესღა თქვა და უკან მოუხედავად დატოვა ოთახი და აი მეც!
ოთახის შუაში გაყინული ,რომ ვდგავარ...ვერც ვერაფერს ვიძახი,თითქოს მეტირება ,მაგრამ არც ცრემლები მომდის.
იმედი გამიცრუვდა რომ დღემდე ვერ მივიღე ამ კითხვაზე პასუხი...ამ წამს იმ ქალმა კინაღამ მომკლა და ასევე ამ წამს გავიგე ,რომ მგონი ჩემს ქმარს მის მიმართ ჯერ კიდევ აქვს რაღაც გრძნობა,არ ვიცი რა...მაგრამ ვიცი გულგრილი არაა.

-მესმის რომ დაბნეული ხარ,მაგრამ თუ ნებას მომცემ აგიხსნი რა ხდება.
დანიელი ამაში დამნაშავე არაა კატერინა.
ტობიასის ხმაზე გამოვფხიზლდი...როგორც ჩანს ამდენხანს უბრალოდ იჯდა და ჩუმად იყო ,ამ წამამდე.
-არ ვიცი,მაგრამ პასუხები მჭირდება ტობიას,თორემ შეიძლება გავგიჟდე!
ვთქვი და შეშლილი თვალებით შევხედე.
-მოკლედ თუ გახსოვს როგორც ადრე ვახსენე,მგელს როდესაც უყვარდება მასზე მიჯაჭვული ხდება .
შეიძლება არ უყვარდეს ,მაგრამ მასზე მიჯაჭვული იყოს,ეს ერთგვარი მგლური თვისება,რომელსაც ჩვენც ვერც ვერევით და არც გვესმის.

-ანუ ...

-ანუ ეს იმას ახსნის რაც ახლა დანიელს სჭირს.
ის კაჰალიას წლებია უბრალოდ კეტავს და ვერ კლავს...ამის უფლება არც სხვისთვის მიუცია,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მას ის უყვარს.
უბრალოდ ეს მგლური მიჯაჭვულობა ,რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ.

-არ მესმის...ანუ გამოდის მას თავიდან ვერასოდეს ვეღარ მოვიშორებთ?!!
სულ შიში უნდა ვიყო?!
სულ უნდა მეშინოდეს რომ შვილს მომიკლავენ ან მე?!
უკვე ყვირილი დავიწყე...მეც არ ვიცოდი რა მჭირდა ,უბრალოდ აფექტის მდგომარეობაში ვიყავი!
ისეთი შეშინებული ვიყავი ჯერ კიდევ ცოტახნის უკან მომხდარით რომ მიჭირდა ემოციების მართვა,მეგონა რომ ჯერ კიდევ ვიხრჩობოდი და ჟანგბადი არ მიეწოდებოდა ჩემს ორგანიზმს..რაღაც მახრჩობდა...რაღაც ძლიერი ,სასტიკი,დაუნდობელი.

შიში.

მე მეშინოდა და არ იყო საკმარისი არც დანიელის გაქცევა და არც ტობიასის ახსნა განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით!
ეს არ იყო საკმარისი!
ამას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი!
კაჰალია უნდა გაქრეს...ისე რომ ჩვენს ცხოვრებაში ვეღარასოდეს გამოჩნდეს,ეს კი ნებისმიერი ხერხით უნდა მოხდეს...თუნდაც ეს მისი სიკვდილი იყოს!
თანახმა ვარ!
ხო თანახმა ვარ,თუნდაც უგულო იყოს ეს გადაწყვეტილება,სრულებით თანახმა ვარ!

-მე ვერ დავჯდები და ვერ დაველოდები როდის მოხდება დანიელის მის მიმართ ასეთი დამოკიდებულების შეცვლა და ვერც იმას როდის მოიმოქმედებთ რამეს...ან ახლავე მოიმოქმედებს დანიელი რაიმეს ,თუ არა და მე ერიკს ხელს მოვკიდებ და სახლიდან წავალ!
ისევ ყვირილით გავაგრძელე და აღარც მომიცდია ტობიასის პასუხისთვის ,კარი გიჟივით მოვაჯახუნე და სწრაფი ნაბიჯით გავიარე კოლიდორი!
არ ვიცოდი რა მჭირდა,მაგრამ განრისხებული ვიყავი!
ვცდილობდი დანიელისთვის გამეგო ,მისი მგლური ხასიათისთვისაც და სხვა დანარჩენიც,მაგრამ როდესაც საქმე ჩვენს სიცოცხლეს ეხება აქ ვეღარავის და ვეღარაფერს ვერ გავითვალისწინებ,მორჩა!
გავიფიქრე და უეცრად გავჩერდი,კუნთები დამეჭიმა და თითქოს მთელ სხეულში მაღალმა ტემპერატურამ დამიარა...სული შემეკრა და ხველება ამიტყდა,მეგონა ვიხრჩობოდი!
პანიკაში ჩავარდი და ჰაერის უკმარისობა ვიგრძენი!
ჩემმი ორგანიზმი ჟანგბადს ითხოვდა,მე კი ვეღარ ვსუნთქავდი,ცრემლით ამევსო თვალები და ფეხები ამიკანკალდა,შემდეგ კი მოსალოდნელიც მოხდა და გონება დავკარგე.
მხოლოდ ეს მახსოვს და ვინ იცის რამდენხანს გავითიშე.
გონს რომ მოვედი ნაცნობი ხმა მესმოდა,ისინი ჩემზე ლაპარაკობდნენ.
-პანიკური შეტევა ჰქონდა,
რაღაც დიდი სტრესი გადაიტანა .
ტრავმა ,რომელმაც ამ შედეგამდე მიიყვანა,სხვა არაფერი!
ნუ ღელავ დანიელ.
მივხვდი რა მდგომარეობაც იყო და ყველაფერიც მესმოდა.
გონზე ვიყავი ,მაგრამ თვალებს ჯერ ვერ ვახელდი,თითქოს ძალა არ მყოფნიდა.
-ჩემმი ბრალია....ყველაფერი ჩემმი ბრალია!
ეს დანიელი იყო...მე კი მინდოდა მეყვირა რომ არა!!
არ ხარ დანიელ არაფერში დამნაშავე,ეს მე ვარ დამნაშავე ,შენთვის ეს სიტყვები არ უნდა მეთქვა!
თავი უნდა შეემეკავებინა და ემოციებს არ უნდა ავყოლოდი!
მე ვარ დამნაშავე!
მე!
ყვირილი მინდოდა,მაგრამ ვერც ხმას ვერ ვიღებდი...რა მჭირს?

დანიელის პოვ:
კატერინას ბევრი დამამშვიდებლები გაუკეთეს რათა გამოეძინა და დაესვენა,ეს მას ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა...მე კი უფრო სერიოზული სააქმები მაქვს.

1 საათის წინ:

-ფინი და ლაი იყვნენ ადგილას სადაც კაჰალია დაამწყვდიე....ყველა დახოცილი დახვდათ.

-რაა?!! როგორ მოახერხა ეს იმ ძუკნამ?!

-არ ვიცი ,მაგრამ ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან გამოვიდოდა.

-ახლავე გაარკვიეთ ვინ დაეხმარა და მოძებნეთ !
ყველგან ნახეთ,ყოველ კუთხე კუნჭულში ...ამ ჯერად სამუდამოდ დავასრულებ ამ დრამას!

-შეძლებ?

-ცდად ღირს...ჩემმი ოჯახისთვის.

-დანიელ რომ ვერ შეძლო?

-მაშინ მათ გავუშვებ...მე კი სამუდამოდ დავნებდები.

-კატერინას და შენს შვილს?!!
კი,მაგრამ -

-უკვე გადაწყვეტილება მივიღე,რომელსაც აღარ შევცვლი.
ცხოვრებაში პირველად რაღაც ჩვენი უაზრო მაქციური წესების და ტრადიციების წინ დავაყენე და ეგეც დავკარგო?
საკმარისია...რაც საჭიროა ის უნდა გავაკეთო.

-თუ კაჰალია არ დანებდება და ვერ ვიპოვით ანუ დანებდები?

-კი..კაჰალია კი იმას მიღეებს რაც უნდა.

-შენ.

ავტოროს პოვ:
-გაერთიანდით ყოველი მაქცია ბელადის ოჯახისათვის,არცერთი კუთხე არ გამოგრჩეთ და ყველგან ნახეთ მტერი,არავინ არ დაინდოთ და არავის არ ენდოთ!
ოთახიდან გამოდიოდა ფელიქსის საუბარი ,რომელიც ყოველ ოთახში მყოფ მაქციას გაერთიანებას მოუწოდებდა!
უდიდესი ოთახი სავსე იყო უძლიერესი მისტიური არსებებით
"მგლებით"და ყველა მზად იყო ბრძანების შესასრულებლად!

-ჩათვალეთ ათასი თვალი და ყური გაქვთ და ყურადღება ერთი წამითაც არ მოადუნოთ!
არავინ არ შეუშვათ სასახლეში ჩემს დაუკითხავად.
ყოველი მცველი სასტიკად გააფრთხილა დანიელმა და როდესაც დარწმუნდა ,რომ სასახლე საკმარისად დაცული იყო ,გადაწყვიტა საქმის მთავარი ნაწილისათვის თვითონ მიეხედა .

-ოლივერ სამხრეთ ნაწილს შენ მიხედე..თან 20 კაცს გაყოლებ,მჯერა რომ რომელიღაცა მაინც იპოვით რაღაც მინიშნებას მაინც.
ბელადი ჭკვიანურად და დაფიქრებულად მოქმედებდა,აღარცერთი შეცდომის დაშვების უფლება აღარ ჰქონდა და არც დაუშვებდა!

-ტობიას შენ ჩრდილოეთ ნაწილი შეამოწმე თუნდაც გასცდი საზღვრებს და ყველგან ნახე.
ყოველი ტყე გადაანგრიე და ყოველი მიტოვებული სახლი გადაქექე ...ის ყველგან შეიძლება იყოს.

-აღმოსავლეთ მხარეს შენ გაბარებ კევინ!
დანარჩენები კი მე მომყევით!

დანიელის პოვ:
მჯერა რომ ამჯერად დავასრულებ ჩვენს ისტორიას...კაჰალია დროა შენი შეცდომებისათვის პასუხი აგო და ამისათვის ჩემმს მგლური ხასიათსაც კი დავუპირისპირდები და შევებრძოლები!
კატერინა...ნუ გეშინია აღარავის აღარ მივცემ ნებად ჩვენს ოჯახს შეეხოს,ამიერიდან მთელი ჩემმი ძალებით დაგიცავთ,ამის პირობას ვდებ!


კატერინას პოვ:
გაბრუებულს გამეღვიძა და რამდენიმე წამი მოვანდომე იმის გააცნობიერებას რომ გავიღვიძე და ჯერ კიდევ არ მეძინა.
თვალი მოვავლე ოთახს,ისე თითქოს უცხო იყო ეს გარემო ჩემთვის და ახალი დაბადებული ვიყავი.
ნელ-ნელა ტივტივდებოდა მოგონებები და მახსენდებოდა სად ვიყავი ,ვის გამო და რატომ....გამახსენდა ბოლო წამიც როგორ გავითიშე,ის კამათიც და მოსმენილიც სანამ დამეძინებოდა.
-რამდენხანს მეძინა?
სუსტად ვიკითხე ,ისეთი ჩუმად რომ არ მეგონა ვინმე თუ მიპასუხებდა.
-საკმაოდ დიდხანს ქალბატონო.
მერეღა გავხედე მოსამსახურეს ,რომელიც ფანჯრებს კეტდა....გარეთ აშკარად საშინელი ქარი იყო და გრძელი ფარდები ჰაერში აეწია,ელავდა და ხმაურიანად გრუხუნებდა,სავარაუდოდ ძალიან იწვიმებდა.

დანიელი.

-დანიელი სადდა?
ვიკითხე და უეცრად საწოლზე წამოვჯექი ,რაც ცოტახანში ვინანე,რადგან თავბრუ საშინლად დამეხვა!
-ყველაფერი კარგადდა,ბატონი დანიელი საქმეზეა გასული.
ვიცოდი რა საქმეზეც!
-არა...არა..ცრემლები მომადგა თვალზე და პირზე ხელი ავიფარე ,რომ თავი შემეკავებინა ბოლო ხმაზე ტირილისგან!
-რატომ წავიდა?დაბრუნდეს..დაბრუნდეს...გთხოვთ უთხარით რომ სახლში დაბრუნდეს!
უკვე პანიკურმა შიშმა ამიტანა,რადგან იმის შემდეგ რაც მოხდა მეშინია...მეშინია რომ ჩემს საყვარელ ადამიანებს კაჰალია რაიმეს დაუშავებს...დანიელი მის საძებნელადა და რომ იპოვოს რა მოხდება ვინ იცის!
ვიცი რომ დანიელი მგელია და ძლიერია,მაგრამ ის კავშირი რაც მათ აქვთ ტობიასის თქმით მის ყველანაირ ძალას ახშობს მასში და ვერაფრის დააშავებას ვერ შეძლებს მისთვის,უფრო ზუსტად კი ვერც თავის დაცვას.

-დანიელ..დაბრუნდი..უკვე ტირილით ჩავილაპარაკე და თავი მუხლებში ჩავდე,რომლებიც აკეცილი მქონდა,
-დამშვიდდით ,ყველაფერი კარგად იქნება..ბატონი დანიელი ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და თუ წასვლა გადაწყვიტა,ანუ ასეცა საჭირო ...დამიჯერეთ ქალბატონო.
ქალი ჩემს დამშვიდებას უშედეგოდ ცდილობდა .
-ის ქალი მკვლელია,არანორმალური!
არავინ არ იცის რას მოიმოქმედებს...ცბიერია როგორც გველი.
შეშლილივით ვბურტყუნებდი და ვიცოდი რომ სავარაუდოდ სიცხეც მექნებოდა ,რადგან თავს ძაალიან სუსტად ვგრძნოვდი!
-დე!
ამ ხმაზე ბინდი სადღაც გაქრა და ნათლად დავინახე კარში მდგარი დაბნეული ერიკი, რომლის მზერაც მეც მაბნევდა და თითქოს პანიკაში მაგდებდა..მან მოისმინა რაც ვთქვი?
იცის რაც ხდება?
-ერიკ! ხომ გითხარი რომ დედას სძინავს,საწოლში დაბრუნდი...უი ქალბატონო კატერინა,გაიღვიძეთ?
ეს მსახური იყო ,რომელიც ცოტახანში ერიკის გვერდით გამოჩნდა.
როგორც ჩანს ერიკს ჩემმი ნახვა უნდოდა ,როდესაც მეძინა.
-პატარა ,დედა კარგადაა.
ხომ ხედავ...ახლა დაიძინებ?
მოსამსახურე მის წინ ჩაიმუხლა და ღიმილით ეცადა მის გაყვანას ,რადგან ნამდვილად არ ღირდა ჩემმი ასეთ მომენტში ნახვა,რადგან არავინ არ იცოდა კიდევ როდის დავკარგავდი გონებას!
-არა...მინდა რომ ცემით ვნახო!
ერიკმა მკაცრად გაბრაზებულმა თქვა,რაზეც ცოტა გამეღიმა,იმის მიუხედავად რომ ასეთი ცუდად ვიყავი...უსაყვარლესია ჩემმი ბიჭი.
-ერიკ..დედამ ცოტახანს უნდა დაისვენოს.
-იყოს ლემი ,ახლა უკვე უკეთ ვარ ...გამოუშვი ცოტახანს დავილაპარაკებთ და მერე დაიძინებს,არა საყვარელო?
თბილი ღიმილით გადავიტანე მზერა ერიკისკენ ,რომელმაც როგორც კი თვალი გამისწორა ასევე ღიმილი გგადაეფინა მთელ სახეზე.
-ხომ! საყვარლად დამიქნია თავი ,რაზეც ნეკა თითი ავწიე ჰაერში.
-პირობას დებ ჩემმო ბიჭო?
ყველანაირად ვცდილობდი არ შეემჩნია რომ ცუდად ვიყავი და ხელიც კი ძლივს ავწიე,მაგრამ ალბათ მაინც შემატყო მან ეს,რადგან ღიმილი სახიდან გაუქრა და უეცრად ჩემსკენ გამოიქცა აღელვებული!
საწოლზე ამოფოფხდა და მთელი ძალით მომეკრო და თავისი პატარა ხელები მომხვია.
ჯერ უცბად დავიბენი,ვერ მივხვდი რა მოხდა ასე უეცრად,მაგრამ მისი ხმა რომ მომესმა გული ჩამწყდა...ჩემმი ბიჭი ტიროდა.
-ერიკ საყვარელო ,რატომ ტირი?
გულ გატეხილმა ვიკითხე,რაზეც ჩუმად ჩაიბურტყუნა.
-არ მინდა რომ მოკვდე.
ეს სიტყვები რომ გავიგონე თავზარი დამეცა,პირდაპირი მნიშვნელობით!
გაფართოვებული თვალებით ვიყურებოდი და არ ვიცოდი რა პასუხი დამებრუნებინა ამაზე.
-რ-ა? საიდან მოიტანე ეს პატარა?
ხომ იცი ,რომ დ-ედიკო არასოდეს არ დაგტოვებს არა?
ვეცადე რომ ღიმილით შემეპარებინა გალამაზებული რეალობა ,რომელიც ვინ იცის როგორ წარიმართებოდა.
-არა? ცრემლიანი თვალებით ამომხედა,რაზეც ჩავიცინე და თვალებიდან ცრემლები ნაზად მოვწმინდე.
-არა პატარა...ახლა კი მორჩი ტირილს,ხომ იცი დედას არ უყვარს როდესაც ტირი,მინდა სულ იღიმოდე!ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე,შემდეგ კი მისი პატარა თბილი სხეული გულში ჩავიკარი.
ისე გამალებით უცებდა პატარა გული ,ისეთი თბილი იყო მისი სხეული,ჩემმი შვილი....ის სიცოცხლით მავსებს,ის მკვდარსაც კი გამაცოცხლებს.
-თუ რაიმე დაგჭირდებათ დამიძახეთ,ტკბილად იძინეთ ქალბატონო.
გასვლისას თბილად მომმართა ლემმამ და ერიკთან ერთად დატოვა ოთახი.
-იმედია დაიჯერა..ჩუმად ჩავილაპარაკე და გულზე ხელი დავიდე.
ერიკი ჯერ პატარაა იმისათვის რომ გაიგოს ახლანდელი სიტუაცია რაც ჩვენს თავს დატრიალდა.
ალბათ დადგება დრო და ვეტყვი, მოვუყვები ამის შესახებ ,მაგრამ ჯერ არა....ტყუილებით დავამშვიდე ჩემმი პატარა,ვუთხარი რომ უბრალოდ ძილი მჭირდებოდა და კარგად ვიყავი,შემდეგ მამამისი იკითხა,მკითხა სადდა,მაგრამ ვაი რომ მეც არ ვიცი სადდა დანიელი....ისე ვნერვიულობ მასზე.
არავინ არ შემიმჩნევია დღეს...ტიბიასიც კი არ მინახავს,მაშინ როდესაც ის სულ სასახლეში ტრიალებს და აქ მყოფ ხალხს მინიშნებებს და შენიშვნებს აძლევს!
მაგრამ დღეს ყველა სადღაც გაქრა,სასახლე ცარიელია,სიჩუმეს მოუცავს ძველი კედლები და ყველა და ყველაფერი დუმს,არ მომწონს ეს გარებო,საშინლად არ მომწონს!
მეტად აღვიძებს ჩემში შიშს და თითქოს რაღაცის მოლოდინში ვარ,ძაალიან ცუდის!

დანიელის პოვ:
მერამდენე ტყე მოვიარეთ,მერამდენე  ქუჩა გადავიარეთ,მერამდენე ადამიანი გამოვკითხეთ,მაგრამ ვერაფერი...მხოლოდ მისი მოკავშირე .
ეს კი არ იყო საკმარისი,მე კაჰალია მინდოდა!
ელი....როგორ ვერ ვიფიქრე რომ ის დაეხმარებოდა,ვიცოდი რომ ასე არსაიდან ტყუილად არ აორთქლდებოდა და ისიც ვიცი ეს რის საფუძველზე გააკეთა.
-მძულხარ დანიელ!
მძულხარ,შენ მე ისეთი საყვარელი ადამიანი მომიკალი ,რომ ამას არასოდეს გაპატიებ და თუნდაც მომკლა საფლავშიც კი ვერ მოვისვენებ ,იმააზე ფიქრით რომ შენ აქ დედამიწაზე უდარდელად დაიარები შენი საყვარელი ადამიანებიც გვერდით გყავს და კარგად ხარ!
მაშინ როდესაც ჩემმი მეგობარი მკვდარი დევს მიწაში!
ორივე ხელი დაკავებული ჰქონდა და გაჩეჩილ თმებში ძლივს მოუჩანდა შეშლილი სახე,ისე გამოიყურებოდა თითქოს თვებია არ სძინებიაო!
მოუვლელი და ბინძური იყო,თვალები კი სულ ჩაწითლებული ჰქონდა.
ფინს და ოლივერს კი ისე ეკავათ თითქოს არც კი ატანდნენ ოდნავ ძალას მის დაკავებას...ისეთი საცოდავი იყო ამ წამს,არც კი მქონდა იდეა როგორ შემეძლო ჩადენილისათვის დამესაჯა.
აშკარად ჭკუიდან შეიშალა და ვიცი დამნაშავე ვარ იმისათვის რაც ჩავიდინე და ვინ იცის ამას რამდენხანს ვინანებ...მაგრამ...მაგრამ...ერთი რაღაც არავინ არ იცის,მათ შოროს არც ჩემმა მეგობრებმა,დღეს კი მე ამას ვიტყვი!
-კაჰალიას გამო მოკვდა შენი მეგობარი,მას კი შენ დაეხმარე?
ასე უფრო კმაყოფილი ხარ?
ვიკითხე და ბიჭების გაკვირვებული მზერას თვალი ავარიდე...მათ ეს ჩემმი პირით არასოდეს გაუგონიათ,რადგან ამას არ ვაღიარებდი!
არ ვაღიარებდი ,რომ კაჰალიას ჩემზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა და მასზე ავამტყოფურად ვიყავი მიჯაჭვული,მაგრამ ესაა სიმართლე და მე აღარ ვაპირებ ამ სიმართლის დამალვას და საპირისპიროს მტკიცებას,პირიქით!
გაავაცნობიერე ეს და ვცდილობ შევცვალო,ამაში კი კატერინას ვუხდი მადლობას,რომ არა ის ვინ იცის კიდევ რამდენხანს მოვიტყუებდი თავს.

ხო მე სუსტი ვარ,ვაღიარებ.

მე კაჰალიას ზეგავლენის ქვეშ მოვექეცი და ყველაზე უსუსურ არსებად ვიქეცი.
ეს ასეა და მე არ ვაპირებ ამის დამალვას,ესა ყოველი საშინელების მიზეზი და ამ სიმართლეს რომ აქამდე არ გავქცეოდი ვინ იცის რამდენიხნის უკან მოვერეოდი!
-არა! არა! ტყუი! ის შენ მოკალი!
ამაზე მე თავი გავაქნიე და თან მწარე მოგონებებმა შემიპყრეს.

მოგონება:
7 წლის უკან:
-გეყოფა დანიელ!
შენც ხვდები რომ ეს არ გინდა~
არ გინდა რომ აქ ვიყო გამომწყვდეული.
უბრალოდ გამომიშვი...მე შენ გჭირდები, მე კი შენ!
გისოსებს მიღმა ბოლო ხმაზე ყვიროდა კაჰალია და იმის მიუხედავად, რომ მისი მოსმენა არ მინდოდა,მაინც ყველაფერი მესმოდა!
-გოგონები ,რომლებიც სასახლეში გყავს და გჯერა რომ შენ შვილს გაგიჩენენ ,არაფერს არ მოგცემენ!
ვერ იქნები ბედნიერი!
ტყუილად ცდილობ,ისინი არაფერს არ წარმოადგენენ!
ისინი მოკალი და გამომიშვი დანიელ,მოკალი ყველა ვინც ჩვენს შორის ჩადგებაა!
საბჭოს წევრებს არ მოუსმინო და მეკვიდრე დაივიწყე,შენ მხოლოდ მე გჭირდები,მხოლოდ მე დანიელ!!
ისინი სიკვდილს იმსახურებენ ,რადგან შენი თავის წართმევა უნდათ ჩემთვის!
მოკაალი! მოკალი ისინი და ჩემთან მოდი !
მოკალი!!

მოგონების დასასრული.

ეს მაშინ მხოლოდ მისი სიგიჟის ნაწილი მეგონა..ნაბოდი ,რომელიც მხოლოდ მესმოდა ,მაგრამ რა
თქმა უნდა არ ვიაზრებდი,მაგრამ ვცდებოდი....იმავე ღამეს ანერვიულებულმა მისი ნახვით კონტროლი დავკარგე ჩემს თავზე და მგლად ვიქეცი !!
მგლად ვიქეცი
თუ არა მისი დანაბარებიც აღვასრულე.
არასოდეს არ მქონია ასეთი ტრანსფორმაცია და იმის შემდეგ რაც ადამიანის სხეულს დავუბრუნდი,გაკვირვებული ვიყავი,რადგან დამხვდა დახოცილი ახალგაზრდა გოგონები ,რომლებიც წარმოდგენა არ მქონდა რომ მე დავხოცე!
არ მახსოვს არცერთი წამი,როდესაც ამ გოგონების სიცოცხლე წავიღე,არ მახსოვს და ვიცი რომ ეს მგელი არ ვიყავი მე !
კატერინამ ჩემში ის მხეცი შექმნა,რომელიც დიდხნის მანძილზე ცხოვრობდა ჩემში..ამ მხეცის გამო კი ვინ იცი,რამდენი არასწორი ნაბიჯი გადავდგი.
მაპატიე კატერინა რომ აქამდე არ მეყო გამბედაობა რომ ეს შენთვისაც ამეხსნა,იმ დღეს ძლიერ გაბრაზდი ჩემზე,მაგრამ ვერ გავბედე შენთან ის მეღიარებინა რასთან შებრძოლებასაც მრავალი წელია ვცდილობ .
ვმალავდი,ვმალავდი და თან როგორ!
მაგრამ ესაა სიმართლე ,მეც მაქვს სისუსტე,მაგრამ იცი ამაზე დიდი სისუსტე ვიპოვე...შენ...ჩვენი სიყვარული,ჩვენი შვილი და ჩვენი ოჯახი.
ამგვარად კი არ მივცემ კაჰალიას იმის უფლებას რომ თქვენი თავი წამართვას,ამას არ დავუშვებ,ამჯერად აღარ.
-მოაშორეთ,არ მინდა ვხედავდე....მხოლოდ ესღა ვთქვი და ზუზღით ავარიდე თავი.
რა სულელია რომ კაჰალიას მიენდო.
-მოვკლათ?იკითხა უემოციოთ ოლივერმა.
-არა...იცოცხლოს,უბრალოდ ცოტახანს იზოლირებულად გვყავდეთ ყველსაგან.
ვთქვი და გვერძე გავედი,თან ტელეფონზე ნომერი ავკრიფე და ზარი გავიდა თუ არა ვიკითხე.
-რა მდგომარეობა სასახლეში? ყველაფერი რიგზეა?

-კი ბატონო დანიელ,სასახლეს მიდამო ტერიტორიაზე არაფერი საეჭვო არ შეგვინიშნავს,ყველაფერი კონტროლის ქვეშაა .

-ძაალიან კარგი...ჩემმი ცოლი როგორაა?

-როგორც მსახურებმა გადმომცეს გაიღვიძა,სუსტადა..მაგრამ გონზეა.

-კარგით ყურადღება მიაქციეთ და ფხიზლად იყავით.

-კარგით ბატონო დანიელ!


ავტორის პოვ:
პატარა ბიჭი გაშეშებული იდგა უდიდესი ფანჯრის წინ და უცხო ქალს გაკვირვებული უსმენდა .
-შემომიშვი პატარა და დედას გამოვაკეთებ,კარგად გახდება გპირდები.
ბიჭი თითქოს ყოყმანობდა,მაგრამ უნდოდა დედა ისევ ისე ენახა როგორიც ყოველთვის იყო!
აღარ უნდოდა მისი აკანკალებული ხელები დაენახა,ან მისი ამღვრეული და დაღლილი თვალები ,არ უნდოდა გაფითრებულ სახეზე მისი სუსტი გაღიმება დაენახა.
უნდოდა კარგად ყოფილიყო მისი საყვარელი დედიკო და ამისათვის ყცელაფერს გააკეთებდა!
-გამიღე ერიკ..ვიცი ჩემმი გესმის,მე შენი დახმარება შემიძლია!
ბიჭმა ყოყმანით გადადგა წინ ნაბიჯი და ფანჯრის საკეტს მიუახლოვდა,ხელის პატარა მოძრაობით კი ფანჯარა გააღო.

-ჭკვიანი ბიჭი ხარ.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ერიკ რა ჩაიდინე :( . ;დ კარგი თავი იყო იმედი მაქვს ყველაფერი დალაგდება და არ ალქაჯს მოკლავენ

 


№2 სტუმარი ნანო

ახლა გავგიჟდებიიიი

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

შევიშლებიიიი..... წინა თავი ვინმე სხვამ დაწერა?
არ ვიცი მაგრამ ამ თავით თითქოს იმ კალაპოსტს დავუბრუნდით რომლიდანაც წინა თავმა ამოგვაგდოოოოო...
ძააააალიან მაგარი, დაძაბული, საყვარლობა, ემოციური.. რავიცი კიდე როგორ შევაფასო ეს თავი..
საოცრება იყო, წინა თავის მერე ასეთ მაგარ 'ამოქაჩვას' და განვითარებას არ ველოდი.. მართლა არ ველოდი და აიიი უზოოომოდ მიხარია რომ ჩემი საყვარელი ისტორია 'დამიბრუნდა'.. აღტაცებული ვარ და ისე მიხარია ერთ ადგილზე ვერ ვისვენებ :დ

ნუ ახლა უშუალოდ ისტორიას რაც ეხება...
კარი გამიღეთ და ამ ისტორიააში შემიშვით ეს გოგოოო უნდა გავგლიჯოოოო, რით ვერ მოკლეეეეს... დარწმუნებული ვარ დანიელი ამას გააკეთებს... უნდაააა გააკეთოს..
აუუ ამ სიკვანუნმა ბიჭმა რატო გაუღო კარი ამ ალქაჯს ამას, რატოოოოო. როგორ მძულს კაჰალია..
ამ თავში იყო ყველაფერიიიიი რაც დამაკლდა, დანიელის და კატერინას მომენტებიიი. დანიელზე მაგრად ვხალისობ ხოლმე ეს სიმორცხვერბი რომ ემართება კატერინასთან :დ
ძაან საყვარლობები იყვნენ.

მაინც გავცოფდი რააა ვინააა ასეთი საზიზღარი ეს კაჰალია მგლის ხროვა რო ვერ აჩერებს..

ნეტა ახლა რა მოხდება, დანიელი გადაირევა ბავშვზე რო გაიგებს... ეს ალქაჯი ბავშვს წაიყვანს? იმედია თავისი გონებრივი სისულელეებით ბავშვს არ გამოაშტერებს ბოლო ბოლო ბელადის შვილია ჩვენი ბიჭი ^-^

ველოდები მოუთმენლად ახალ თავს, და ძალიაააან მიხარია წინა თავის მერე ასეთი მაგარი 'ქამბექი' რომ მოაწყვე :დ <3

 


ვაიმეეეე, იმედია კარგად იქნებიან, ვერ გადავიტანნნნნ, მიშველეეეე, ახალი თავი მინდაააა, ჰო ვიცი რომ ყოველთვის ახალ თავს გთხოვ და კესმის რომ წერისთვის დრო გჭირდება, მაგრამ ჩემს გულს რა ვუთხარი, ასეთი მოუთმენელი როა♡♡♡♡ გელოდები სიხარულოოო

 


№5  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
ერიკ რა ჩაიდინე :( . ;დ კარგი თავი იყო იმედი მაქვს ყველაფერი დალაგდება და არ ალქაჯს მოკლავენ

დიდი მადლობაა❤️❤️❤️

ნანო
ახლა გავგიჟდებიიიი

:დ :დ

სტუმარი ანი
შევიშლებიიიი..... წინა თავი ვინმე სხვამ დაწერა?
არ ვიცი მაგრამ ამ თავით თითქოს იმ კალაპოსტს დავუბრუნდით რომლიდანაც წინა თავმა ამოგვაგდოოოოო...
ძააააალიან მაგარი, დაძაბული, საყვარლობა, ემოციური.. რავიცი კიდე როგორ შევაფასო ეს თავი..
საოცრება იყო, წინა თავის მერე ასეთ მაგარ 'ამოქაჩვას' და განვითარებას არ ველოდი.. მართლა არ ველოდი და აიიი უზოოომოდ მიხარია რომ ჩემი საყვარელი ისტორია 'დამიბრუნდა'.. აღტაცებული ვარ და ისე მიხარია ერთ ადგილზე ვერ ვისვენებ :დ

ნუ ახლა უშუალოდ ისტორიას რაც ეხება...
კარი გამიღეთ და ამ ისტორიააში შემიშვით ეს გოგოოო უნდა გავგლიჯოოოო, რით ვერ მოკლეეეეს... დარწმუნებული ვარ დანიელი ამას გააკეთებს... უნდაააა გააკეთოს..
აუუ ამ სიკვანუნმა ბიჭმა რატო გაუღო კარი ამ ალქაჯს ამას, რატოოოოო. როგორ მძულს კაჰალია..
ამ თავში იყო ყველაფერიიიიი რაც დამაკლდა, დანიელის და კატერინას მომენტებიიი. დანიელზე მაგრად ვხალისობ ხოლმე ეს სიმორცხვერბი რომ ემართება კატერინასთან :დ
ძაან საყვარლობები იყვნენ.

მაინც გავცოფდი რააა ვინააა ასეთი საზიზღარი ეს კაჰალია მგლის ხროვა რო ვერ აჩერებს..

ნეტა ახლა რა მოხდება, დანიელი გადაირევა ბავშვზე რო გაიგებს... ეს ალქაჯი ბავშვს წაიყვანს? იმედია თავისი გონებრივი სისულელეებით ბავშვს არ გამოაშტერებს ბოლო ბოლო ბელადის შვილია ჩვენი ბიჭი ^-^

ველოდები მოუთმენლად ახალ თავს, და ძალიაააან მიხარია წინა თავის მერე ასეთი მაგარი 'ქამბექი' რომ მოაწყვე :დ <3

ძაალიან მიხარია რომ საპირისპიროდ შემოვატრიალე ყველაფერი და კმაყოფილი დარჩი <3
უბრალოდ არის კრიზისის მომენტებიც,როდესაც სხვა გზა არ გრჩება და გადახტომით გიწევს რაღაცების დაწერა :(
მოკლედ დიდი მადლობა და მიხარია რომ ისიამოვნე❤️❤️❤️❤️

სიყვარული გულს გვტკენს
ვაიმეეეე, იმედია კარგად იქნებიან, ვერ გადავიტანნნნნ, მიშველეეეე, ახალი თავი მინდაააა, ჰო ვიცი რომ ყოველთვის ახალ თავს გთხოვ და კესმის რომ წერისთვის დრო გჭირდება, მაგრამ ჩემს გულს რა ვუთხარი, ასეთი მოუთმენელი როა♡♡♡♡ გელოდები სიხარულოოო

დიდი მადლობა საყვარელო❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent