ურეკის მზის ქვეშ ( თავი XIX)
-რას აკეთებ? - სველ სხეულზე ხელებს ვიფარებ და ვცდილობ არ გამეცინოს,ისეთი სახით მიყურებს. -კიდევ მეკითხები? ასე ურცხვად? - ამბობს და ნელი,ნაბიჯებით მოიწევს ჩემკენ,ისე მიყურებს თითქოს მტაცებელი ცხოველ იყოს, მე კი მისი ნადავლი „ბაჭია“. - ამისთვის უნდა დაისაჯო. - კედელთან მიმწყვდევს,ზემოდან მაჩერდება და ვხედავ ჩემს საყვარელ ფოსოებს მის ლოყებზე. - რა სახე გაქვს?! ნუ გეშინია არ შეგჭამ. - უკვე ხმით ხარხარებს. - შენ რაა,დამცინი? - ლამის ცეცხლი მეკიდება. - არაა. არ შეგჭამ... ცოტას გიკბენ. - ამბობს მაცდურად და მხარზე მკბენს. - სერიოზულად? - ფხუკუნს ვიწყებ. -მჰმ... მმმ,გემრიელი ხარ. - ამბობს და ამჯერად ყელზე მკბენს ნაზად,მერე კი იმავე ადგილას მკოცნის. მისი ეს ქცევა სულს მიხუთავს, ფეხებში ძალა მეცლება და თავის შესაკავებლად მის მხრებს ვეყრდნობი ხელებით. -რაო? აღარ ეცინება ფისოს?! - მის ირონიაზე ნერვები მეშლება, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ,ისე ვარ გაბრუებული მისი შეხებისგან. თავს კედელს ვადებ და უფლებას ვაძლევ,რომ უკეთ შეისწავლოს,მისთვის უკვე ნაცნობი გულ-მკერდი. ვგრძნობ მისი გახურებული ხელის გულების შეხებას წელზე და კვნესის შესაკავებლად,მთელი ძალით ვაჭერ კბილებს ქვედა ტუჩს. - აქედან ხმა არ გადის გარეთ. - წამით თვალებში მიყურებს და ეშმაკურად უტყდება ტუჩის კუთზე. - საზიზღარო... მოდი აქ.. - ძვლივს ვამბობ და წამსვე ვაცხრები მის მარწყვივით გემრიელ ტუჩებს. ერთი ხელის მოსმით მისვამს წელზე და მეუფლება. - სიგიჟეაა... ჩემი სიგიჟე ხარ.. - კვნესას ვაყოლებ სიტყვებს. - ჩემი ხარ. - ვნებიანად ამბობს და ჩემთან ერთად ჯდება წყლის ქვეშ. წამით სულს ძვლივს ვითქვამთ, შტერივით მეღიმება,მას ჩემს სახეზე უტყდება სიცილი და ბოლოს გიჟებივით ვხარხარებთ. -ეს რა იყოო? ღმერთო ჩემოო. - ხელებს სახეზე ვიფარებ და ისე ვიცინი. - რააა... არ მოგეწონა? - გამომცდელად მიყურებს. - გიჟურად მაგარი იყო. - სიცილით ვამბობ,მისკენ ვიხრები და ლოყაზე გაჩენილ ფოსოზე ვკოცნი. - ვგიჟდები ამათზე.. - მხოლოდ ამათზე? - ისე ამბობს,თითქოს ბრაზობს. - ნწ... - მის მუხლებზე ვინაცვლებ, წელზე ფეზებს ვხვევ და სახის ყველა ნაკვთს ვუკოცნი. - შენზე ვგიჟდები. - მეც ვგიჟდები ჩემზე. - დამცინის. მე თვალებ დაწვრილებული ვუყურებ და ვცდილობ მისი მუხლებიდან გადავიდე. - სულელოო. - იცინის,მის მუხლებზე მაბრუნებს და ტუჩებს ნაზად მიკოცნის. - შენზე ვგიჟდები. - ბოლოს ცხვირის წერზე მკოცნის და მიღიმის,ჩემი ღიმილით. - ყველაფერი გარკვეულია.. - ვიცინი და საჩვენებელი თითის წვერებს ვათავსებ მის ლოყაზე გაჩენილ ღრმულებში,რაზეც უფრო ეღიმება. - უნდა დავიძინოთ,თორემ ვინმეს დასჭირდება აქ შემოსვლა. - თვალებს ვაფართოებ და ღიმილით ვდგები. - ხოოო. აშკარად სააბაზანოების დამატება კარგი აზრია. ვიზრუნებ მაგაზე. - ხალათს მაცმევს,თვითონ პირსახოცს იხვევს წელს ქვემოთ და ოთახში გავდივართ. - შენ რა აქ იძინებ?! - თვალებს ვუბრიალებ და თან პენუარს ვიცვამ შიშველ სხეულზე. - შენ რაა, საცვლების გარეშე იძინებ?! - თვალებს აწვრილებს და ისე მიახლოვდება. - მერე შენ რაა?! - ხოო? - ხელებს პენუარის ქვეშ მიცურებს და წელზე მიჭერს. - ეგრე ფიქრობ? - მორჩიიი. - ვიცინი და მის ხელს ვიცილებ. მერე ქვედა საცვალს ვიღებ უჯრიდან და ვიცმევ. - კმაყოფილი ხარ? - არც ისე. - იცინის, მოწყვეტით მკოცნის და მსუბუქად მირტყამს უკანალზე. - ძილის დროა. - თვალს მიკრავს და ოთახიდან გადის. დილით ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებს,აშკარად ძალიან კარგ ხასიათზე ვარ. „ ოჰ რატომ არ იქნები გენაცვალე?! გუშინ ნეტავ ვინ „ იბანავა“ ირაკლისთან ერთად?! „ ჩამსისინებს ჩემი მეორე მე და დოინჯ შემორტყმული აბაკუნებს მარჯვენა ფეხს. ცოტა ხნით ლოგინში ვნებივრობ,მერე თავს ვიწესრიგებ და დედას ვურეკავ.ქვემოთ ჩასვლას ვაპირებ და ზუსტად ამ დრო გლეჯს კარებს ნინი და ხტუნვას იწყებს. - რა ხდება? გული გამისკდა გოგო. - მეცინება მის გიჟურ საქციელებზე,რაც უცხო ნამდვილად არაა ჩემთვის. - აუ გამოიცანი ვინ მომწერაააა. - ლამის კივილით მეკითხება. ამ დროს ნუცა შემოდის და ისიც მომლოდინე თვალებით შესციცინებს. - ვინ,ვიიინ? - წამწამების ფახუნით ეკითხება. - რა დღნაჩვივით მიყურებ გოგო? - მის ნათქვამზე თავადვე კვდება სიცილით და ჩვენს გამომეტყველებას „ ამან სულ გაუბერა“ ოსტატურად აიგნორებს. - ამოღერღე რაა. - მეღიმება მაინც. - რა დაააა. - ტრადიციული შესავალი. - გივიმ მომწერაააა, მიყვარხარო. - კივის,საწოლზე ადის და იქ აგრძელებს ხტუნვას. - რაოოოო? - ნუცას ლამისაა გული წაუვიდეს. - მაშველი,საშველი? - ვიცინი და ისე ვკითხულობ. - ხო,ხოოოო გოგოო. - აუ რა მაგრობააა. - ვკივით მე და ნუცა,ჩვენც საწოლზე ავდივართ და ამჯერად ერთად ვაგრძელებთ ხტუნვას. - აუ ძაააან . ჩემი კაცია რააა. - ნინის ისე უხარია,დარწმუნებული ვარ,ფიქრებში „სტენკა“ უკვე დადგა სასურველ ადგილას. ნინის კივილზე და ჩვენი ჯლიგინის ხმაზე თამრო ბებო შემოდის აქოშინებული. - რაია ბებია,რაგჭილარიენ? ვიფიქრე ჭერი ჩამეიქცა,ბაღნები მოყვენ შით და მაია თქვა. - ქოთქოთებს და გულზე იჭერს ხელს. - არ ინერვიულო ბეეე,რაღაცას ავღნიშნავდით. - კისკისით ჩამოდის ლოგინიდან ნინი და ბებიას ეხუტება. - ლოგინის დამტროვა და პოლის ჩალეწვაა ქალაქელებიზა აღნიშვნა მერე? - კაპასდება თამრო. - აუ ბეე. - უკვე ხარხარებს და ლოყებს ხმაურიანად უკოცნის. - წამოით ახლა ჭამეთ თუარა გაცივდა საჭმელი,თუ არ შეჭამა უკვე იმ გადარეულმა ლევანიმ. - სიცილით აქნევს თავს და ჩვენთან ერთად ჩამოდის პირველ სართულზე. სიამოვნებით შევექცევით თამრო ბებოს გაკეთებულ საჭმელებს, ბევრს ვშტერობთ და ვიცინით. - ცივ ყავას ვინ გააკეთებს ახლა? - ტრადიციულად კითხულობს ირაკლი. - რა თქმა უნდა მეეე. - სიცილით ვამბობ და სამზარეულოში გავდივარ საჯდომის ქნევით და უკვე ვიცი,რომ ირაკლიც გამომყვება „ დასახმარებლად“. - უნდა მომეხმარო? - ყავის მზადების დროს ვგრძნობ,რომ ზურგს უკან მიდგას. - უნდა გაგამხნევო. - ჩუმათ ხითხითებს, უკნიდან მეკვრის და ჩემს ყელში რგავს ცხვირს. - სულაც არ მეხმარები... პირიქით. - თავს მისკენ ვაბრუნებ და ცხვირზე ვკოცნი,ის კი იღიმის. - ასე იყო დაგეგმილი. ვერ მიმიხვდი, ბოთე ხარ. - ბოთე ხომ? მეე? - ხელებს ვიჯვარედინებ და ვითომ ბავშვივით ვიბუსხები. - ოოო, ნუ იბუტებიიი. - მისკენ მაბრუნებს. - ბარბარე... ბარბარე მეთქიი..! - ხმას არ ვცემ ის კი აკრძალულ ხერხს მიმართავს და მიღიტინებს,რაზეც იმ წამსვე ვფხიზლდები. - არააა..... არა,მეთქიიი. -ვკივივარ და მაგიდის გარშემო ვიწყებთ სირბილს. ჩემს კივილზე ბებია შემორბის. - ბაღნებოოო. რა გჭილარიენ,რაია? - ბოლოს ხვდება,რომ ვიცინი და თავის ქნევით იცინის. - ბებოოო, უთხარით თავი დამანებოს რაააა. - ბებიას ზურგს უკან ვიმალები და იქედან საჩვენებელი თითით ვუთითებ ირაკლიზე. - რამ გადაგრია,ამხელა კაცი ბებია?! - თავის ქნევით ამბობს და მერე მე მიტრიალდება. - ნუ გეშინია ჩემო ანგელოზო,ვეფერს ვერ გიზამს,აგერ არ ვარ მეე?! - შუბლზე მკოცნის ღიმილით. - წაი ახლა ბაღნებთან,გავაკეთებთ ჩვენ კოფეს და მუალთ. - თითს უქნევს ირაკლის და ისიც ემორჩილება. ყავას ეზოში მოწყობილ ფანჩატურში ვსვამთ. ისეთი სასიამოვნო გარემო და სუფთა ჰაერია,მინდა რომ მეც მქონდეს აქ სახლი. „შენ თუ მატრაკვეცა არ იყო რაა... უნდა თურმე გოგოს.“ თავს აქნევს ჩემი მეორე მე. - შემიყვარდა აქაურობა. - მეოცნებე სახით ამბობს ნუცა და ლევანის მხარს ეყრდნობა. - თამრო ბებოსთან ახლოს უნდა ვიყიდოთ სახლი. - ღიმილით ამბობს ლევანი და თავზე კოცნის. - აი რა გეიგონა ჩემმა ყურებმა... რათ გინდებიენ სახლი,აგერ არაა?! როცხა გინდებიენ მაშინ მოით. - სიყვარულის თვალებით გვიყურებს ნუგზარი ბაბუა. - აუ რა ჯიგარი ხართ რა ნუგზი ბაბუუ... - იღიმის გიგი და ეზოს ვაშლს მადიანად კბეჩს. - მმ,სასწაულად,გემრიელია.. - აბა რაფერ?! - ამაყად პასუხობს თამრო. - დღეს რას ვაპირებთ? - ინტერესდება ნინი. - ჩვენ ბებია თხილის სახეკად მივდივართ და თქვენ გეერთეთ,ქენით რაცხა,არ მეიწყინოთ. - აუ ჩვენც წამოვალთ რააა... - აღტაცებული სახით ამბობს ნუცა. - მაგარი იდეაა. -მხარს უბამს ლევანი. - მომკალით ვინცხამ...აპააა, გამორიცხულია მაი.. სტუმარი ბაღნები ნადში წაგიყვანოთ?! არააა... - იცხადიებს ბებია. - რა მოხდა მერე?! ძაან საინტერესოა,გავერთობით. - უღიმის გიგი. - თან მოგეხმარებით თამრო ბებოო. - თვალებით ეხვეწება ლევანი. - რაფერ ყორფლობამდე უცნაურები თქვენ უნდა იყოთ ბაღნებო... გადვირიე ქალი. კაი,კაი წამოით... - ბოლოს მაინც ნებდება. - აუ მეც მინდაა. - ქვედა ტუჩს ვბურცავ. - წამოი მერე ბებია. - ხო,მაგრამ თხილზე ალერგია მაქვს. - უჰ შენ მაგაზე არ ინაღვლო,ბევრს არ დაკარგავ. - იცინის და თავზე მეფერება. - შენ ირაკლი წაგიყვანს მდინარეზე. ხომ გინდა? გეისეირნეთ პაწა. - ირაკლის უყურებს და ვხედავ როგორ უკრავს თვალს. - ხოო,წავიდეთ,თან ცხელა და გაგრილდები. - მიღიმის და ისიც ბებიას მსგავსად მიკრავს თვალს,რაზეც ღიმილს ვერ ვიკავებ. გასასვლელად ვემზადებით. მე და ირაკლი საცურაო კოსწიუმებს ვიცვამთ დანარჩენები კი სათხილისთვის შესაბამისად,რაც ნუგზარი ბაბუას ლურჯ,პრიალა სპორტულებს და თამრო ბებოს,გრძელ, ჩითის კაბებს მოიცავს. - აუ რა „ზმანზე“ ხართ ტოოო?! -ხარხარებს ირაკლი და მეც მეცინება. - ნუგზი და გაბანაა ღადაობ?! - შარვლის დემონსტრირებას ცდილობს ლევანი. - აუ ჩემიი. - სიცილისგან მუცელზე ხელს იჭერს გიგი. - ასეთ კაბაში ლანამ წელს ორას ორმოცდაათი ლარი მისცა. - სიცილით ამბობს ნუცა და ბზრიალდება. - ბეე,ასეთებით უნდა მოგვამარაგო და მერე თბილისში გავამარიაჟებთ. - ბოროტულად იცინის ნინი და დაწნილ შლაპას იბნევს. - გავედით. - ამბობს ლევანი და ისე იწყებს მოძრაობას თითქოს მოდების ჩვენებაზე გადიოდეს. - რას იგრიხება თუ იცი?! - თამრო სიცილით მეკითხება. - ჰაერის გამოცვლამ იცის. - თავის ქნევით ამბობს ირაკლი. - გავედით ჩვენ და შეგვეხმიანეთ დაბრუნებას რომ დააპირებთ. წარმატებებს ვუსურვებთ და მდინარეზე გავდივართ. ირაკლის ისეთ ადგილას მივყავარ,სადაც კაციშვილის ჭაჭანება არაა და წყალიც ისეთი სუფთაა,კენჭებს დაითვლი. - როგორ გრილა აქ... - ვამბობ,ქვაზე ვჯდები და მზეს ვუშვერ სახეს. - საჩემო აგდილია. მზე აქ ნაკლებად მწველია. - ირაკლისკენ ვიხედები,რომელიც უკვე მხოლოდ საცურაო შორტით დგას და ხელს მიწვდის. - არ წამოხვალ? - მიღიმის. - მოვდივარ. - ვდგები,ერთი ხელის მოსმით ვიხდი კაბას და მის წინ ვდგები. ღიმილი სახეზე ახმება,როცა ჩემს საკმაოდ სექსუალურ კუპალნიკს ამჩნევს. - ჰეიი, აქეთ- სიცილით ვუფრიალებ ხელს თვალებთან. - წამოდი. - ხელს ვკიდებ და მასთან ერთად ჩავდივარ წყალში და წამსვე ვიწყებ ფართხალს. - აააა ცივიააა. - აბა რა გეგონა?! - იცინის და უფრო ღრმად შევყავარ. - გაყინულიააა. - სახეს სააცილოდ ვმანჭავ. - მოდი აქ,გაგათბო. - ხელს წელზე მიცურებს და წამსვე მაკრავს მის სხეულს. მისი სიმხურვალის შეგრძნებისას მაკანკალებს,რაზეც ეღიმება და ცხვირზე მკოცნის. - ნუ დამცინიიი. - ბავშვივით ვბუზღუნებ. - სასაცილო ხარ. - იკრიჭება. - ხოო?! - თვალებ დაწვრილებული ვუყურებ,მერე ბოროტული აზრი მომდის. ხელებს კისერზე ნაზად ვხვევ, ფეხებს წელზე ვაჭდობ და ზედ ტუჩებზე დავჩურჩულებ - ახლაც?! - ვგრძნობ,როგორ უხშირდება სუნთქვა და თვალებიც უფრო უმუქდება. - ახლა არა. - ამბობს დაბოხებული ხმით და ტუჩებზე მაცხრება,თან ზურგზე მეფერება,ისე რომ მზერას არ მაშორებს. მისი შეხება მახელებს,ხელებს მისი ყელიდან ვიღებ,კუპალნიკს ნელი მოძრაობით ვიხსნი და სხეულიდან ვიშორებ. მისი მზერა ამჯერად მკერდს მიწვავს,მერე კი მისი ამბორი და ცხელი ხელების შეხება,რომელიც ჭკუას მაკარგვინებენ. - ჩემი ცეცხლოვანი ქალი. - ამბობს ჩემს მკერდთან და მერე ნაზად მკოცნის იქვე. - შენი. - მსიამოვნებს,ის რომ მისი ვარ. - ჩემი,მხოლოდ ჩემი! - ამბობს და ამჯერად ვნებიანად მიკოცნის ტუჩებს. ესეც ახალი თავიიი. იმადი მაქვს მოგეწონებათ ^_^ ვგონებ,რომ ბოლოს წინა თავია :დდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.