შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაჩუქარი გული (თავი V)


20-08-2020, 22:51
ავტორი Mélancolie
ნანახია 771

-ვაუ,უკვე მოვედით?
-დიახ,თქვენზე ერთი ჩახუტებაა.
გავიყინე ,არვიცოდი რა გამეკეთებინა...ცივად გადავეხვიე და გადმოვედი მიხვდა,რომ ყველაფერი ისე ვერასდროს იქნებიდა.ადამიანი უჩვეულო არსებაა,სანამ არ გამოცდის ვერ იჯერებს სხვის ნათქვამს.ასე დაემართა.შევხმიანდეთი მომაძახა და გავუღიმე ,სწორედ ისე როგორც მეათე კლასში სიყვარულის ახნის დროს .გადმოვედი და რას ვხედავ?ჩემს სახელს სახლის კარზე “Welcome E “ .გავგიჟდი ,უამრავი ემოცია დამეუფლა.დილის 5საათი იყო,ჩიტები ჭიკჭიკებდნენ,სიჩუმე იყო,ალბათ ყველას ეძინა.შევედი ოთახში და რას ვხედავ :დივანზე მძინარე გეგას და სკამზე ჩამოძინებულ ლენკას.უამრავი ბუშტითა და გირლანდით მორთული ოთახი მე მელოდა ,ჩემს გამოჩენას.არ ველოდი ასეთ სურათს ,სურპრიზები ყოველთვის მიყვარდა,მაგრამ არასდროს მანებივრებდნენ.ძალიან გამიხარდა,ბედნიერებამ ერთინად იხეთქა ჩემში და ღაპა-ღუპით მდიოდა ცრემლები.ჩუმად ჩამოვჯექი იტაკზე და მებრძოლთა კლუბის ფრაზა გამახსენდა ნუთუ მაინცდამაინც ჩემი ცხოვრების უჩვეულო მომენტში გამოჩნდა ჩემი ადამიანი?პასუხმაც არ დააყოვნა ალბათ ასეაო.გეგასთან მივედი ,არ მინდოდა გამეღვიძებინა ხელი ფრთხილად ჩავჯიდე და მეც მივეცი საკუთარ თავს უფლება ასეთი დღის მერე ცოტა ხანი დამესვენა.უცნაურად შეირხა,თვალები გაახილა და ჩამეხუტა.ვისხედით და ერთმანეთის სულს ათბიბდა ის მზერა,რასაც ჩვენ ვამყარებდით .
-ბედნიერი ვარ,რომ მოაღწიე.გთხოვ არაფერი მკითხო ცოტა ხანი დავიძინოთ.ხომ კარგად ხარ?
-კი ,კი უკეთ ვარ.
-ჩემი ცხოვრების აღმოჩენა ხარ !
თვალები დახუჭა და ჩემს მხარზე მიეძინა,შეუძლებელი იყო ასეთ მომენტაი დამეძინა .ვმოგზაურობდი გალაქტიკაში და ვგეგმავდი ვარსკვლავსავით ბრჭყვიალა და მზესავით ცხელ დღეებს...ლენკა,როგორ მიყვარს...ყოველთვის უნდოდა ჩემი ბედნიერება,სულს ღაფავდა და ბოლოს მაინც აღწევდა ,მცირედით მაინც ...
ვხვდებოდი,ვხვდებოდი რომ ერთ ოთახში ორი ადამიანი ჩემს გვერდით ორი ადამიანი იყო.ერთი 14წელია ,რაც ცხოვრებისეული თანამგზავრი იყო ,მეორეს სულ 14დღე იყო შემოეღწია ,იმავე მისიით.
გაიღვიძა და შემომანათა თავისი მომწვანო თაფლისფერი თვალები.ადამინების გარეგნობას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდითქო ვერ ვიტყვი,თუმცა ჩემთვის ყოველთვის თვალები იყო სარკე ადამიანის სულისა.როგორც კი შევხედავდი,მაშინვე ვიცოდი როგორი ადამიანი უნდა ყოფილიყო,ამის გამო მეგობრები წინასწაეტყველსაც მეძახდნენ.
-არ გეძინა?
-არა.
-ჰო,მე არაჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს იმაზე კარგად,ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო.
წამიერად გუშინდელი დღე გამახსენდა,დამტვრეული მანქანა ,სააავადმყოფო და გულწასული მე .გაბრაზებამ იფეთქა ჩემში და ოდნავი ხმის აწევით ვკითხე :
-ასეთი ამბისთვის ამხელა აჟიოტაჟი უნდა აგეტეხა?
-ლენკამ მითხრა აქ დიდხანს არ რჩება ხოლმეო და ვიფიქრე სანამ წახვიდოდი სურპრიზს გაგიკეთებდი ცოტა არაორდინალურად ,მაგრამ ...არ გამოვიდა ისე ,როგორც მინდოდა.ბოდიშს გიხდი ყველაფრისთვის ,შეიძლება სულელური აზრიც იყო.
მაშინვე მივხვდი,რომ შეცდომა დავუშვი .მის თვალებში დიდ სინანულს ვგრძნობდი ,ეშინოდა რამე კიდევ არ მეთქვა უხეშად.
-კარგი,არაუშავს.
გადავეხვიე .მივხვდი ,რომ მაშინ ჩემზე ბედნიერი ადამიანი არავინ იყო.ლენკას ისევ ეძინა,მას ესე სჩვეოდა შუადღემდე ძილი.
-წამოდი არ გავიდეთ გარეთ?!
ხელი ჩამჭიდა და გარეთ გავედით.
-ემი ,შეგიძლია მითხრა რა შეგრძნება იყო ,როცა ჩემზე გითხრეს,რომ საავადმყოფოში ვიყავი?
-კი ,შემიძლია.თავში წვა ვიგრძენი და შემდეგ მთელ სხეულში ცივმა შიშმა გამცრა.მერე საავადმყოფოში მივედი და გეგა აქ არ არისო,გავშრი მეგონა...
-რა გეგონა?რომ მოვკვდი?
-კი,ეგ მეგონა.
-გეგა არ ვიცი შენიშნე თუ არა,მაგრამ მე გულწრფეობით გამოვირჩევი და მოდი გეტყვი ერთს ,შენს მიმართ რაღაც განსაკუთრებული გრძნობები მაქვს.მყოლია შეყვარებულიც ,უამრავი თაყვანისმცემელი ,მაგრამ შენ ჩემი სულიერი მეგობარი ხარ,მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც მე-15 დღეა შემოიჭერი ჩემს ქაოსურ ცხოვრებაში.მე ამას ვგრძნობ...
გაუხარდა,მაგრად გადამეხვია და ვგრძნობდი მის ბედნიერ ცრემლებს.არ მჯეროდა ატირდა?! სიხარულისა და ბედნიერების კურცხალი მოადგა.
ლენკამ როგორც იქნა გამოანათა:
-ჩვენ უკვე მივდივართ,არ წამოხვალ?
-წადით თქვენ,მივალაგებ და მეც მალე ჩამოვალ.
-სად იქნებით?
-ნაირასთან სახლში.
ამ დროს მესმის გეგას ყვირილი ,ემი აქამდე რა ვერ მოემზადე ,მოვიდა ტაქსიო.გავიხედე და რას ხედავს ჩემი თვალები ,ისევ რატი.
ვერ ვიჯერებდი ,მეგონა სიზმარში ვიყავი.რატის ემოციური ლაპარაკი გამახსენდა,როცა დამტოვა და გული ორმაგად შემეკუმშა ,შემდეგ გეგას ვარსვკლავივით მბზინვარე თვალებს შევხედე და მივხვდი ,რომ სხვა გზა არ იყო.უნდა ჩავმხსდარიყავით.თავს ძალიან ემოციურად ვგრძნობდი ,იმაზე მეტად ვიდრე შეიძლებოდა.ლენკა გამოვიდა და დაინახა რატი ,გაგიჟდა ჩამჩურჩულა ამას აქ რაუნდაო.
-მერე მოგიყვებითქო და გეგასთან მოვედი.მახსოვს ასეთი ძლიერი ჩახუტება არასდროს მიგვრძნია.ხელი ჩამჭიდა და მთელი სხეულის გავლით რაღაც ვიგრძენი ,უცნაური.გამიგია პეპლებს თუ იგრძნობ ესეიგი შეყვარებული ხარო ,მე პეპლებს არა უფრო მეტს ვგრძნობდი.არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და გადავწყვიტე ყველაფერი სიმართლით დამემთავრებინა,რადგან სწორედ სიმართლეა ერთადერთი ,რასაც ვერასდროს გავექცევით.
მანქანაში ჩავსხედით ,რატი გადავკოცნე ,ცივად მივესალმე.
-როგორ ხარ ემილი?
-მშვენივრად ,თავად?
-ნორმალურად,საით?
-ნაირასთან სახლში.
-გასაგებია .
უი სულ დამავიწყდა ,ეს ჩემი და გამაწყვეტინა გეგამ .
-გამარჯობა,მე ემის შეყვარებული ვარ .შენ ალბათ მეგობარი?
-სწორად მიმიხვდით,სასიამოვნოა.ემილი ჩემი ბავშვობის მეგობარია.
დაასრულა თუ არა სიტყვები მე გამომხედა და ზუსტად მაშინ ვიგრძენი ისეთი მიზიდულობა ,როგორც არასდროს.სწორედ მაშინ გავაცნობიერე ,რომ მას მართლა ვუყვარდი.ძალიან ვუყვარდი,ტირილი უნდოდა ,ჩვენს ადგილას წასვლა და განმარტოვება უნდოდა ,ყველასგან შორს ,ჩემგანაც კი...მაშინ მივხვდი ,რომ უკვე გვიანი იყო.ამბობენ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო,თუმცა დაგვიანებული “მიყვარხარ”,დაგვიანებული მოლოცვასავითაა ხვდები ,რომ ძალიან უსარგებლოა და აღარანაირ ემოციას იწვევს შენში გარდა ღიმილისა.
პ.ს ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ჩემს ისტორიასთან დაკავშირებით.გთხოვთ დამიტოვოთ კომენტარი .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent